Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > მასმედია > ტელეკომპანია მზე


Posted by: ტემპერა 13 Aug 2013, 23:17
სად ბებიაჩემის დასთან წავიდა??
==================================

Posted by: არწივი9 14 Aug 2013, 01:20
QUOTE
> ტელეკომპანია მზე

QUOTE
სად ბებიაჩემის დასთან წავიდა??

გაქრა ეთერიდან თუ? spy.gif

Posted by: gio-giorgi54 14 Aug 2013, 04:57
ტემპერა
მეც მინდოდა ამაზე თემის გახსნა.... რა უქნეს?

QUOTE
გაქრა ეთერიდან თუ?

ჯი-დი-ესია ჩართული მის სიხშირეზე თუ რაღაც ასეთი... და ახლა ორი ჯი დი ესი მაქ ტვ-ში drug.gif

Posted by: Jordan23 14 Aug 2013, 13:01
3 წელი მაინც იქნება რაც მაგ არხისთვის აღარ მიყურებია, ვის რაში სჭირდებოდა ნეტა biggrin.gif

Posted by: ტემპერა 17 Aug 2013, 09:27
ეგ ხო მარა, სად წავიდა არ უნდა თქვან???? : )

Posted by: knockout-show 19 Aug 2013, 13:26
QUOTE (ტემპერა @ 17 Aug 2013, 09:27 )
ეგ ხო მარა, სად წავიდა არ უნდა თქვან???? : )

გასართობი მაუწყებელი GDS TV საკუთარ პროგრამას 15 ივლისიდან ტელეკომპანია „მზის“ კუთვნილ დეციმეტრულ სიხშირეზე ავრცელებს. მისი მიღება მაყურებელს თბილისში ჩვეულებრივი ანტენითაც შეუძლია.
GDS-ის კომერციული დირექტორი, ეკა ხუნდაძე Media.Ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ „მზესთან“ გრძელვადიანი ხელშეკრულება გაფორმდა.
„ჩვენ ვიქირავეთ მზის სიხშირე გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ“, - აღნიშნა ეკა ხუნდაძემ.
ტელეკომპანია მზე B15 კერძო გასართობ სამაუწყებლო ლიცენზიას ფლობს, საკუთარი პროგრამის გავრცელება 45-ე სატელევიზიო არხზე თბილისსა და მიმდებარე ტერიტორიაზე შეუძლია.
GDS TV-მ კი მაუწყებლობა გასული წლის აგვისტოში დაიწყო. მისი მფლობელი პრემერ მინისტრის ბიძინა ივანიშვილის შვილი ბერა ივანიშვილია. თავად GDS TV გასართობი სატელიტური მაუწყებლობის ლიცენზიას ფლობს.

http://www.media.ge/ge/portal/news/300981/

Posted by: john le care 22 Aug 2013, 08:04
ეს მზე კომაში მყოფის მაგვარად მუშაობდა და ალბათ გავიდა მარილზე ბოლოს და ბოლოს.

Posted by: Alternick 22 Aug 2013, 15:04
ბოლო 1 წელია მაგ არხზე რაღაცა ჩინური ნაგავი პლანშეტის რეკლამის მეტი არაფერი გასულა yes.gif

Posted by: giorgi_ 23 Aug 2013, 17:00
ერთი პულსი იყო გადაცემა რომელიც იყო და მაგ გადაცემას ახალგაზრდები არ ვუყურებდით, დანარჩენი სულ ჩანაწერები იყო, 2006 წლის კავეენს აჩვენებდნენ, მაგის მერე კავეენის გუნდი ვიკინგები კი არა თვითონ სპორტის აკდემია დაიხურა

Posted by: illmatic 26 Aug 2013, 12:31
ფაქ
მზე დახურეს?კიდევ სად გადის ტყვიაგაუმტარი ბერი ?

Posted by: JORAMAN 26 Aug 2013, 15:31
QUOTE (knockout-show @ 19 Aug 2013, 13:26 )
QUOTE (ტემპერა @ 17 Aug 2013, 09:27 )
ეგ ხო მარა, სად წავიდა არ უნდა თქვან???? : )

გასართობი მაუწყებელი GDS TV საკუთარ პროგრამას 15 ივლისიდან ტელეკომპანია „მზის“ კუთვნილ დეციმეტრულ სიხშირეზე ავრცელებს. მისი მიღება მაყურებელს თბილისში ჩვეულებრივი ანტენითაც შეუძლია.
GDS-ის კომერციული დირექტორი, ეკა ხუნდაძე Media.Ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ „მზესთან“ გრძელვადიანი ხელშეკრულება გაფორმდა.
„ჩვენ ვიქირავეთ მზის სიხშირე გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ“, - აღნიშნა ეკა ხუნდაძემ.
ტელეკომპანია მზე B15 კერძო გასართობ სამაუწყებლო ლიცენზიას ფლობს, საკუთარი პროგრამის გავრცელება 45-ე სატელევიზიო არხზე თბილისსა და მიმდებარე ტერიტორიაზე შეუძლია.
GDS TV-მ კი მაუწყებლობა გასული წლის აგვისტოში დაიწყო. მისი მფლობელი პრემერ მინისტრის ბიძინა ივანიშვილის შვილი ბერა ივანიშვილია. თავად GDS TV გასართობი სატელიტური მაუწყებლობის ლიცენზიას ფლობს.

http://www.media.ge/ge/portal/news/300981/

ტელეკომპანია ევრიკამ როგორც ადრე გააფორმა ხელშეკრულება ძველ მაესტროსთან შემდეგ საპატრიაქოს ტელევიზიასთან და ეხლა ისევ მაესტროსთან იგივე პონტია აქაც ........

მზე გაკოტრდა და ერთადერთი გადარჩენის შანსი სიხშირის გაქირავება იყო yes.gif

Posted by: ტემპერა 26 Aug 2013, 21:49
JORAMAN
QUOTE
მზე  გაკოტრდა  და  ერთადერთი გადარჩენის შანსი სიხშირის გაქირავება იყო   
   


მერე , რომ მიდიან არ უნდა დაიბარონ??? biggrin.gif

Posted by: crack94 26 Aug 2013, 23:08
3 წელია მაგ არხისთვის არ მიყურებია biggrin.gif აქამდე არ იყო დახურული?

Posted by: fat man2 27 Aug 2013, 05:26
"მზის" შენობაში "ტაბულა" განთავსდა......................................................

Posted by: giorgi_ 3 Sep 2013, 14:09
QUOTE
"მზის" შენობაში "ტაბულა" განთავსდა

ბიკერიას ცოლის ტელევიზია mad.gif

ეგეთი ცუდი ტელევიზია არ მინახია არასდროს როგორიც ტაბულაა

Posted by: wrangler7 5 Sep 2013, 21:19
არადა ერთ დროს რა მტყვნელი რეიტინგი ჰქონდა
პრემიერლიგას რო აჩვენებდნენ up.gif

Posted by: -Beka- 5 Sep 2013, 21:47
wrangler26
ნამდვილად... რატო გააფუჭეს ვერ ვხვდები mo.gif

Posted by: giorgi_ 11 Sep 2013, 15:46
QUOTE
არადა ერთ დროს რა მტყვნელი რეიტინგი ჰქონდა
პრემიერლიგას რო აჩვენებდნენ up.gif

არადა ეხლა ტელევიზიით პრიმიერლიგას ვერ უყურებ, თუ პრემიელიგას უყურებ მაშინ ლა ლიგას, სერია ას და ლიგა ერთს ვერ უყურებ

Posted by: wrangler7 11 Sep 2013, 18:18
QUOTE
http://adjaranet.com/TV
http://livefootball.ws/
http://soptv.ru/translations/
http://www.fromsport.com/video-69951.html
http://www.football-russia.tv/
http://www.wiziwig.tv/competition.php?disc...all&part=sports
http://seasonvar.ru/
http://allsport-live.ru/
http://footballhd.ru/



არ გავარტყი მზეს biggrin.gif

Posted by: Auslander 15 Mar 2022, 00:36
მაივიდეოზე წავაწყდი ლაივს, ლოგო რომ დავინახე ნოსტალგია მომეძალა. ამათ ფილმებზე და სერიალებზე ვარ გაზრდილი user.gif
ძველი მზის არაფერი ცხია, ალბათ როგორც ბრენდი ისე იყიდეს rolleyes.gif

https://www.myvideo.ge/tv/tvmze

ეს გადის ახლა https://youtube.com/watch?v=jJU5FdWJRGA

user posted image

Posted by: Rizado 27 Mar 2022, 15:05

wrangler7
QUOTE
არადა ერთ დროს რა მტყვნელი რეიტინგი ჰქონდა
პრემიერლიგას რო აჩვენებდნენ

ტრანსლაციის სპონსორები: საქცემენტი და ლუდსახარში ნატახტარი, სანდრო ცნობილაძის კომენტარები, მატჩის შემდეგ და მატჩის შემდგომი გადაცემები love.gif
გარდა ამისა, თავიდან ფილმებს კარგად ახმოვანებდნენ, პროფესიონალი მსახიობები - ვირთხების რბოლა და შეშლილი მსოფლიო მახსენდება ახლა.

2007/2008 წლების საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩებსაც მედია კომპანია კოლხიდა მზის ეთერში გადასცემდა, საკმაოდ კარგი ხარისხით.
უკანა ფონზე მზის ჩართვის აპარატი:
user posted image


Posted by: Auslander 27 Mar 2022, 22:20
QUOTE
თავიდან ფილმებს კარგად ახმოვანებდნენ, პროფესიონალი მსახიობები - ვირთხების რბოლა და შეშლილი მსოფლიო მახსენდება ახლა.

yes.gif


Posted by: saba132 11 Apr 2022, 18:06
მოგესალმებით , დიახ ნოსტალგიის გამო დავაბრუნე მზე. მზის მფლობელი ვარ .

Posted by: akkai 17 Apr 2022, 23:28
saba132
გეგმები ?

მე ვმუშაობდი მანდ სულ თავიდან ეთერში როცა გავიდა მზე :


Posted by: misterius 11 Jun 2022, 18:41
QUOTE
სად ბებიაჩემის დასთან წავიდა??

რავიცი არადა მაგათი გახმოვანება გლეჯთა კრგი თარგმანი იცოდნენ ფილმების და სერიალების.
* * *
QUOTE
ვირთხების რბოლა და შეშლილი მსოფლიო მახსენდება ახლა

კიდევ გაანალიზე ეს მორიელების მეფე კერკეტი კაკალი ძარცვა ინგლისურად ანგარიში და ინტერვიუ ვამირთან ეს ბოლო მაგათ რომ ქონდათ ნათარგმნი არც კი ვიცოდი ერთხელ პატარა მონაკვეთს წავაწყდი და ნეტავ სრული ფილმი მანახა მზის თარგმნით ვნატრობ მაგის მერედა გატეხილი ისარიც თარგმნეს ერთხელ მაგარი თარგმანი იყო. popcorn.gif

Posted by: fork 14 Jun 2022, 20:13
უმაგრესი არხი იყო.
ეს, 202 და მეცხრე არხი მაგრად მოვისაკლისე.

Posted by: მალატესტა 18 Jun 2022, 23:46
კარაბინერები, ვუპი, სინიორ ვიონელო.

სახალისოდ გახმოვანებული ფილმები, ფეხბურთები.

Posted by: Holden Caulfield 6 Jul 2022, 21:36
ფილმის ანონსები როიყო ლექსად გახსოვთ?
კარგი არხი იყო, აბა ეხლანდელ ტელევიზიებისთვის წლებია არც შემიხედავს

Posted by: Your unique security code 1 Sep 2022, 11:44
ლა ლიგის ანონსები ))



..............დიდი კორიდა მზეზე

Posted by: პრობლემაა 7 Sep 2022, 16:20
https://tvmze.ge/

ეს ის მზეა ?

Posted by: veliki 7 Sep 2022, 16:44
მაგარი არხი იყო ზვიადა ქორიძე მუშაობდა
მივედი და ვისაუბრე რავი რა
სკოლკა ლეტ სკოლკა ზიმ

Posted by: saba132 25 Oct 2022, 16:14
QUOTE (პრობლემაა @ 7 Sep 2022, 16:20 )
https://tvmze.ge/

ეს ის მზეა ?

კი კი იგივეა
* * *
QUOTE (akkai @ 17 Apr 2022, 23:28 )
saba132
გეგმები ?

მე ვმუშაობდი მანდ სულ თავიდან ეთერში როცა გავიდა მზე :

ძალიან ბევრი გეგმა მაქვს მზესთან დაკავშირებით ეტაპობრივად გამოვაქვეყნებთ ფეისბუკ გვერდზე და ვებგვერდზე.

ვუპის დაბრუნებას ვგეგმავთ თუმცა დრო არ გვაქვს განსაზღვრული.

Posted by: მალატესტა 13 Nov 2022, 09:12
Holden Caulfield
QUOTE
ფილმის ანონსები როიყო ლექსად გახსოვთ?
კარგი არხი იყო, აბა ეხლანდელ ტელევიზიებისთვის წლებია არც შემიხედავს


ფეხბურთზეც ასე იყო ხოლმე: ერთი მახსოვს ასე მთავრდებოდა: გაუფრთხილდით მეგობრებო, აწყვეტილი კაცია!saba132
არქივი გადარჩენილია ხომ? ისტორიისთვის უამრავი საინტერესო რამე გექნებათ.



Posted by: არისტო 25 Mar 2023, 17:47
ჩახარტიშვილის არ იყო ეგ ტელევიზია,მერე რა ბედი ეწია?

Posted by: Sighhh 10 Apr 2023, 18:54
მაივიდეოდან არის მარტო შესაძლებელი მზის ყურება? არც მეგონა თუ კიდე იყო კარგია არხი ცდილობს გადარჩენას

Posted by: Bastiat 14 Apr 2023, 22:23
პუპსიკებს რო ეძახდნენ ერთმანეთს ცოლ-ქმარი ეგ სერიალი ხო მზეზე იყო?

Posted by: saba132 25 Apr 2023, 16:37
შევეცდებით დავაბრუნოთ რისი დაბრუნებაც შეგვიძლია
* * *
QUOTE (მალატესტა @ 13 Nov 2022, 09:12 )
Holden Caulfield
QUOTE
ფილმის ანონსები როიყო ლექსად გახსოვთ?
კარგი არხი იყო, აბა ეხლანდელ ტელევიზიებისთვის წლებია არც შემიხედავს


ფეხბურთზეც ასე იყო ხოლმე: ერთი მახსოვს ასე მთავრდებოდა: გაუფრთხილდით მეგობრებო, აწყვეტილი კაცია!saba132
არქივი გადარჩენილია ხომ? ისტორიისთვის უამრავი საინტერესო რამე გექნებათ.

კი არქივი გადარჩენილია . თუმცა ჩემს ხელში ჯერ არ არის
* * *
QUOTE (Bastiat @ 14 Apr 2023, 22:23 )
პუპსიკებს რო ეძახდნენ ერთმანეთს ცოლ-ქმარი ეგ სერიალი ხო მზეზე იყო?

კი კი მზეზე იყო . დავაბრუნებთ შემდეგ ეთერში

Posted by: rati nwt 4 Jun 2023, 10:04
მზეს ჰქონდა ფილმების საუკეთესო გახმოვანება. მსახიობები აშკარად გულს დებდნენ გახმოვანებაში. სახასიათო პერსონაჟებს ქმნიდნენ. ცდილობდნენ ფილმის ხასიათი გადმოეცათ.

ახლა სხვა არხებს შეხედავ და მთელ ფილმს ერთი ემოციით ახმოვანებენ ტიპები. აშკარად დღეში რამდენიმე ფილმი/სერიალის გახმოვანება უწევთ და შეიძულეს საკუთარი პროფესია.


ჰოდა მზის გახმოვანებული რათაც ფილმები მხვდება ინტერნეტში ატვირთული. მაგრამ ბევრი ფილმის ქართულად გახმოვანებული ვერსია დაკარგულია. არსად შემხვედრია.

არადა მაშინ ინტერნეტი არ იყო. არის ფილმები, რომლებსაც ვერც მსახიობებით ვპოულობ და ვერც სიუჟეტით.


თუ შემონახულია მზის ფილმების არქივი. კარგი იქნებოდა ყველა ფილმი გაუშვან და ატრიალონ ეთერში.

Posted by: _1995_ 7 Jun 2023, 18:05
QUOTE
თუ შემონახულია მზის ფილმების არქივი. კარგი იქნებოდა ყველა ფილმი გაუშვან და ატრიალონ ეთერში.

DVD დისკებზე იქნება შენახული.
მაგალითად რუსთავი 2 დებს ხოლმე იუთუბზე იმ დროინდელ სერიალებს და საშინელი ხარისხი აქვს, 480p და ეგრეთ წოდებული letter box. ალბათ შეიძლება რემასტერ გაუკეთო მაგრამ დიდად ვერაფერს უშველი. დღეს აღარაფერი იყურება HD თუ არაა. ადრე ვერ ვამჩნევდით.

Posted by: rati nwt 8 Jun 2023, 23:59
QUOTE (_1995_ @ 7 Jun 2023, 18:05 )
QUOTE
თუ შემონახულია მზის ფილმების არქივი. კარგი იქნებოდა ყველა ფილმი გაუშვან და ატრიალონ ეთერში.

DVD დისკებზე იქნება შენახული.
მაგალითად რუსთავი 2 დებს ხოლმე იუთუბზე იმ დროინდელ სერიალებს და საშინელი ხარისხი აქვს, 480p და ეგრეთ წოდებული letter box. ალბათ შეიძლება რემასტერ გაუკეთო მაგრამ დიდად ვერაფერს უშველი. დღეს აღარაფერი იყურება HD თუ არაა. ადრე ვერ ვამჩნევდით.

კი ახლა ის ჩანაწერები დაბალ ხარისხში უნდა იყოს.

მაგრამ ინტერნეტში მხვდება ხოლმე რაღაც ფილმები ძველი კარგი გახმოვანებით. ახლა ისე არცერთი არხი აღარ ახმოვანებს.


მგონი მზის მიერ არის გახმოვანებული. მაგ: Apocalypse now.

და კარგ ხარისხში დევს.

Posted by: _1995_ 9 Jun 2023, 09:26
rati nwt
კი შემორჩა რაღაცეები. მხოლოდ აუდიო აქვთ გამოყენებული. შეიძლება ეგრე ძველი გახმოვანება აიღო და მიაბა ვიდეო ფაილს.
* * *
ოღონდ ტელევიზიაში ვერ გაუშვებ ლიცენზია თუ არ გექნა. ჯარიმებია.

Posted by: azzurro 27 Mar 2024, 21:55
ფილმებს არ უშვებენ? rolleyes.gif

user posted image

Posted by: fork 28 Mar 2024, 01:25
მაგრად მევასებოდა ამათი რეკლამები ფილმებზე და ფეხბურთზე

-გიყვარს კინო?
-არააა?
-მაშინ მიიღე...
თხლაშ-თხლუშ, ბრახ-ბრუხ
ჯეკი ჩანი რემბო
ბრუსლი
ბოლოს დრიუ ბერიმორი ჩარლის ანგელოზებიდან:
-მზის დარტყმა!

Posted by: azzurro 28 Mar 2024, 08:57
რეებს ვუყურებდით სანამ ინტერნეტი და სოციალური ქსელები ჩაგვითრევდა drug.gif


* * *
აფსუს, რამდენი კარგი რაღაცა ვერ შემოინახა. ახლა ყველაფერს იუთუბზე დებენ, როგორც კი ტელევიზორში გავა.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)