წინა თემები:
PES 2013PES 2013-Part IIტრეილერი + სხვადასხვა ვიდეოები» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
შესავალიPro Evolution Soccer 2013 (შემოკლებით PES 2012/აზიაში - Winning Eleven 2013) 13 ვერსიაა, რომელიც შექმნა კორპორაცია კონამიმ. ამ სერიის პირველი თამაში გამოვიდა 1996 წელს და მისი სახლი იყო: Goal Storm / აზიაში - World Soccer Winning Eleven. (ჩემი პირველი ზიარება ამ ფეხბურთთან, შედგა ზუსტად 1997-ში
)
მას შემდეგ გამოვიდა 12 სერია და ყოველი წლის სექტემბერ/ოქტომბერში კონამი გვაოცებს ფეხბურთის სიმულატორის თავისეული ხედვით. ოფიციალურად Pro Evolution Soccer 2013-ის საწყისად მიჩნეულია 2001 წლის 23 ნოემბერს გამოსული Pro Evolution Soccer-ი.
პეს 2013-ში უამრავი ცვლილებაა წინა წლებთან შედარებით, ფაქტიურად სრულიად ახალი გეიმფლეია, ბევრად უკეთესი გრაფიკა, აქცენტი გაკეთებულია ფეხბურთელის თავისუფალ და მაქსიმალურ კონტროლზე. ასევე რაც მთავარია კიდევ უფრო დახვეწეს ფეხბურთელების ფიზიკა, ორთაბრძოლები, მოძრაობები, მიმიკები და ა.შ.
Pro Evolution Soccer-ის მთავარი დადებითი მხარეა გეიმფლეის რეალიზმი და ბურთის ფიზიკა. ამ ძირითადი ფაქტორებით გამოირჩევა ის მისი კონკურენტებისაგან. კონამი ყოველთვის მეტ დროს უთმობდა გეიმფლეის ხარისხს, ვიდრე იმას თუ რა ფორმებით უფრიალებდა კრისტიანო რონალდოს ქოჩორი.
Pro Evolution Soccer-ის ყველაზე დიდი მინუსი არის ოფიციალური ლიგების ლიცენზიის არ ქონა. ყველაზე მთავარია ინგლისის პრემიერ ლიგის და ბუნდესლიგის ნაკლებობა. ამის მიზეზია EA ელექტრონიქსის მიერ ექსკლუზიური უფლებით ნაყიდი ლიცენზიები Fifa-ს სერიებისთვის.
თუმცა პესის მოთამაშეებისთვის არასდროს ყოფილა ლიცენზიების არ ქონა დიდი პრობლემა, განსაკუთრებით პერსონალური კომპიუტერერების მომხმარებლისთვის, რადგან ყოველი ახალი სერიის გამოსვლისას ინტერნეტში უხვად მოიპოვება სპეციალური დამატებები/პატჩები, რომლებიც თამაშს სრულიად სხვა ელფერს მატებენ და ამასთანავე ისეთი ლიგებიც შეგიძლიათ იხილოთ, როგორიც საქართველოს უმაღლესი ლიგაა.
აღსანიშნავია ასევე პესის Master League რეჟიმი, რომელიც არასდროს გამოირჩეოდა განსაკუთრებული თვისებებით და ძალიან მალე მოსაბეზრებელი ხდებოდა. თუმცა 2012 წლიდან ყველაფერი შეიცვალა და როგორც იქნა კონამიმ დაუთმო დრო მასტერ ლიგის განვითარებას.
სისტემური მოთხოვნილებები» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
სისტემა: Windows XP Service Pack 3 and above. Latest Direct X installed
ვიდეო დაფა: DirectX 9.0c compatible video card. Pixel shader 3.0 with 128 MB of RAM (NVIDIA GeForce 6600 or ATI)
ოპერები: 1 GB minimum / 2GB recommended
პროცესორი: Pentium 2.4 GHZ single core
თავისუფალი ადგილი ვინტზე:Available Disk Space of around 8 GB
ხმის დაფა: DirectX 9c and up compatible
--------------------------------------------------------Pro Evolution Soccer 2013 - ONLINEიმისათვის, რომ ითამაშოთ ონლაინში, აუცილებელია ოფიციალური დისკის ან სერიული ნომრის ყიდვა!PS - თუ მაინც არ გინდა ფულის გადახდა და გინდა გატეხილი ვერსიით ითამაშო ონლაინში, დააჭირე სპოილერს და არის ერთი გზა უფასოდ ონლაინში თამაშის!
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
თუ ფულს არ გადაიხდი, ვერ ითამაშებ!
--------------------------------------------------------MLO - Master League OnlineMLO არის პესის ოფლაინ რეჟიმის (მასტერ ლიგის) ონლაინ დამატება, სადაც მოთამაშეებს საშუალება აქვთ ითამაშონ მსოფლიოს ნებისმიერ მოთამაშესთან ინტერნეტის მეშვეობით.
2013 წლის ონლაინ მასტერ ლიგას დაემატა ძალიან მნიშვნელოვანი განახლებები და ფუნქციები!- ამიერიდან შესაძლებელია ფეხბურთელებთან კონტრაქტის გაფორმება. ამის შემდეგ თუ აღარ გჭირდებათ ფეხბურთელი, შესაძლებელია მისი გაყიდვა.
- ყველაზე სასიამოვნო სიახლე ის არის, რომ ამიერიდან შესაძლებელია სხვადასხვა კონსოლების მოთმაშეები ეთამაშონ ერთმანეთს ქომუნითიდან და თვითონ ქომუნითის რეჟიმიც ბევრად გაუმჯობესდა. ამიერიდან PlayStation 3, Xbox 360 და Windows PC -ის მოთამაშეები ერთად იქნებიან ამ კონსოლებიდან ერთდროულად 8 ადამიანს შეუძლია თამაში.
- ქომუნითის რეჟიმში გაერთიანება შეუძლია 100 ადამიანს და დაემატა ფორუმის ტიპის შეტყობინებები, რათა წევრებს შორის მარტივად მოხდეს კონტაქტი.
- ყველაზე მთავარი! ამიერიდან მოხდება მოწინააღმდეგის სხვა მეთოდით არჩევა. კერძოდ, სისტემა მოგიძებნით თქვენი თამაშის სტილის მოთამაშეს და ერთმანეთთან ათამაშებს ეგრეთ წოდებულ ჩეთერებს, რომლებიც წაგებისას თამაშს თითავშდნენ, რომ უარყოფითი ქულები არ დაწეროდათ. ჩეთერები დაიბლოკებიან ჩემპიონატებიდან (competitions) და მხოლოდ 1vs1 თამაშებს ითამაშებენ თავისნაირ ჩეთერებთან!
- კიდევ ერთი სასწაულად კარგი ფუნქციაა MYPES, რომელიც PES 2012-ს სრულად აკავშირებს Facebook-თან! შესაძლებელია დაპატიჟოთ მეგობრები ჩემპიონატებში, გამოაქვეყნოთ პირწიგნაკზე მატჩის შედეგები და ა.შ. ამისათვის არსებობს სპეციალური აპლიკაცია პირწიგნაკზე: [URL=http://www.facebook.com/myPES]</a>
როგორც ხედავთ, 2012-ში საკმაოდ ბევრი რამ შემოგვთავაზა PES 2012-მა და ამისათვის მადლობა ვის? - შმატრულს კი არადა კონამის
--------------------------------------------------------2013 წლის ონლაინ მასტერ ლიგას დაემატა ძალიან მნიშვნელოვანი განახლებები და ფუნქციები!ამჟამად დეტალები უცნობია, რადგან ოქტომბერში გამოდის განახლება, რომელიც მოიცავს ონლაინ ფუნქციების უმეტესობას. (ამ გვერდზე დაემატება მოგვიანებით ინფორმაცია)
The first update will be available in October and ramps up the online side of the game. It adds a Widget system that acts as a shortcut to gathering friends together for online matches and introduces a Ranking system. PES 2013 allows up to eight people to play in a match simultaneously, and the new download adds Community modes, wherein friends can be automatically selected from a pre-determined list, and allows Communities to track and monitor their results.
The free update unlocks the Incentives element of the myPES Facebook app, wherein achievements are rewarded and can be shown via the Social Networking service. Users can also now concede a match at half-time, while Master League Online fans will be paired against similarly-rated peers in a new Rival Ranking system.
--------------------------------------------------------ოფიციალური ვერსიის ყიდვა- (სერიული ნომერი) -აირჩიეთ რომელი გინდათ - Plati.ru (WEBMONEY) 25-30$-მდე მერყეობს ფასი - შემოწმებულია
- (სერიული ნომერი) - http://goo.gl/Xip2m - თამაშების ონლაინ მაღაზია (საკრედიტო ბარათი) £24.99 (ფუნტი) - შემოწმებულია
- (დისკი) - http://goo.gl/hZI4I - კონამის ოფიციალური უფლების მქონე მაღაზია (საკრედიტო ბარათი) - არ არის შემოწმებული
- (დისკი) - http://goo.gl/AyYn9 - ამაზონი (საკრედიტო ბარათი) - არ არის შემოწმებული
--------------------------------------------------------მათთვის ვინც არ იცის როგორ უნდა იყიდოს!!!webmoney/plati.ru - ამ თემაშია ყველაფერი დეტალურად ახსნილი, თუ როგორ უნდა იყიდოთ თამაშის სერიული ნომერი Webmoney-ს დახმარებით plati.ru-ზე!
ეს ტუტორიალი შედგენილია
wilkinson-ის მიერ
--------------------------------------------------------სანამ იყიდით, აუცილებლად შეამოწმეთ თქვენი ინტერნეტის კავშირი კონამის სერვერებთან!- გადმოწერეთ ეს პროგრამა
- ამოაარქივეთ
- გაუშვით PortChkPES.(exe)
- და უნდა დაგიწეროთ მსგავსი რამ (იხილეთ სპოილერში)
- დააკლიკეთ RUN CHECK-ს და მერე ან YES ან NO
- უნდა დაგიწეროთ O-ები, ანუ მსგავსი რამ:
UPnP enabled.
Auto Setup Mode: [O] Playable
Manual Setup Mode: [O] Playable
- ეს იმას ნიშნავს, რომ შეგიძლიათ ითამაშოთ ონლაინში!
--------------------------------------------------------იყიდეთ ოფიციალური სერიული ნომერი?აუცილებლად შემოგვიერთდით სპეციალურ ფეისბუქ ჯგუფში, სადაც ვიკრიბებით ყველა, ვინც ონლაინში ვთამაშობთ, გვაქვს ქართული Community და ვგეგმავთ ჩემპიონატებს!
ფეისბუქ ჯგუფი:
http://www.facebook.com/groups/422032434523769/ჯგუფი დაკეტელია და აუცილებლია გქონდეთ ნაყიდი სერიული ნომერი/თამაშობდეთ ონლაინში!!!
--------------------------------------------------------გატეხილი PES 2013 (გადმოწერა და საჭირო დამატებები)გატეხილი საბოლოო ვერსიადაყენების ინსტრუქცია:» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
1. დაამაუნტეთ იმიჯი
2. დააყენეთ თამაში. ინსტალაციის დროს გამოიყენეთ შემდეგი სერიული ნომრები:
SHVY-3LE9-TMNH-7K5L-JN73
E5DW-NHA5-RR9T-DLMH-A6NP
JX3P-2V79-SYH5-Y46F-TC7L
3. დააკოპირეთ ყველა ფაილი პაპკა Crack-იდან (იმიჯზეა) იქ სადაც თამაში დაყენდა.
პრობლემები, პრობლემები და ისევ პრობლემები (კითხვა-პასუხი)- დავაინსტალირე თამაში და არ ირთვება, მიწერს, რომ ჩავდო ორიგინალი დისკი
დამაუნტებულ იმიჯზე (საიდანაც დააინსტალირეთ) იქნება ფოლდერი Crack, რაც არის შიგნით, ყველაფერი ჩაყარეთ იმ ფოლდერში სადაც თამაში დააინსტალირეთ
- ვაკლიკებ გამშვებ იკონკას და არაფერს არ შვება
დააკლიკეთ მარჯვენა კნობკით და მიუთითეთ Run as administrator
- დავაყენე თამაში და არ ირთვება, აგდებს შავ ფანჯარას
შეამოწმეთ ვიდეო კარტის დრაივერები ან გადახედეთ მინიმალურ მოთხოვნილებებს.
- ინსტალაციის დროს ერორს აგდებს
გადაწერეთ თამაშის საინტალაციოს ის ვერსიები, რომლების ლინკებიც აქ ყრია.
- ჩავწერე თამაში და თამაშის დაწყებამდე ქრაშავს/აგდებს თამაშიდან ერორით
გადაწერეთ თამაშის საინტალაციოს ის ვერსიები, რომლების ლინკებიც აქ ყრია.
--------------------------------------------------------PESEdit 2013 Patch 3.1 !!! ამჟამად ბოლო პატჩი:* (allshares.ge):
Download--------------------------------------------------------სხვადასხვა დამატებები/თულებიGP ქულების მოსამატებელი -
Downloadბლურის მოსახსნელი -
Download--------------------------------------------------------სასარგებლო საიტები:» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
--------------------------------------------------------პატჩები/დამატებები» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ისევე როგორც პესის ნებისმიერი სერიისთვის, 2012-ისთვისაც გატეხილი ვერსიის გამოსვლის მეორე-მესამე დღესვე გამოჩნდა პირველი პატჩი - PESEdit.com 2013 Patch 1.0
ანუ იმის თქმა მინდა, რომ პესი არასდროს უჩიოდა პატჩების ნაკლებობას. პატჩი, დამატება ან "bug fix"-ი შეიძლება იყოს ყველაფრის, დაწყებული ყველანაირი ლიგების, გუნდების, ფორმების, ფეხბურთელების, ბურთების, და ა.შ. დამატებით, ასევე გეიმფლეის შეცვლით, ახალი კამერებით, ჩეთებითაც კი, რომლითაც მასტერ ლიგას 99999999999999 $-ით დაიწყებთ.
ამ პატჩებს აკეთებენ სხვადასხვა მოთამაშეების ჯგუფები, არსებობს ძირითადი პატჩები და შემდეგ ათასობით პატარ-პატარა დამატება.
ალბათ საუკეთესო და პროფესიონალურ დონეზე გაკეთებული პატჩია PES EDIT-ის პატჩი, რომელსაც მთელი წლის განმავლობაში ხვეწენ და ახალ - ახალი დამატებები გამოდის. გავრცელებულია ჭორი, რომ PES EDIT-ის წევრები რეალურად არიან კონამის წარმომადგენლები ან კონამი უხდით მათ ხელფასს. თუმცა ეს არ არის დაზუსტებული ინფორმაცია.
პეს 2010-ში დაიწყო თუ არ ვცდები პირველი ასე თუ ისე სრული პატჩის გაკეთება. 2011-ში უკვე საკმაოდ კარგი გაკეთებული პატჩი გვქონდა, რომელიც დაამზადა ამ ხალხმა -
GEO Patch და იმედია 2013-შიც გაგვახარებენ. პატჩი ამატებდა საქართველოს სუპერლიგას + ნაკრებს + კლასიკურ ნაკრებს + კლასიკურ გუნდებს 1981 წლის დინამო და ა.შ.
--------------------------------------------------------ცოტა რამ სტრატეგიის შესახებ» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
player support რამდენად ჩაერთვებიან შეტევაში სხვა ფეხბურთელები, ანუ როდესაც ბურთი შენ გაქვს თუ მაღალზე გაქვს ეგ წინ გაგეხსნებიან შენი ფეხბურთელები, თუ დაბალზე გაქვს მაშინ მხოლოდ პოზიციურად თუ ამოირბენს ვინმე
support range ანუ რა მანძილს დაიჭერენ ბურთიან ფეხბურთელთან თანაგუნდელები, ან ძალიან ახლოს მივლენ ან კიდე გაიშლებიან.
position switch რა სიხშირით გადაცვლიან ფეხბურთელები პოზიციებს. ანუ როცა მაღალზე გაქვს მარცხენა ნახევარმცველმა შეიძლება მარჯვნივ გადაინაცვლოს და მარჯვენამ შესაბამისად მარცხნივ. თუ 0ზე გექნება მაშინ მხოლოდ თავის პოზიციაზე იმოძრავებენ.
attacking style შეტევაში გადასვლისას როგორ გადანაწილდებიან ფეხბურთელები.. შეგიძლია შეუტიო ცენტრიდან, შეგიძლია ფლანგებიდან, გააჩნია როგორ დააბალანსებ.
პრესინგი თუ არ იცი რაც ზემოთ წაიკითხე ყველაფერი დაივიწყე
defensive line დაცვის ხაზის თამაში, როცა მაღალზეა ცენტრისკენ იწევენ და დიდი შანსია გადმოგდებულ ბურთზე თავდამსხმელი გაგეპაროს მაგრამ თუ თავზე შეაჯდები ვინმეს კარგი რამეა, ჩამშლელის ფუნქციებს შეითავსებენ და შეიძლება შორიდან დარტყმის საშუალებაც მოგეცეს ცენტრალური მცველით ( რაც მთლად კარგი იდეა ვერ არის )
compactness ეს არის დისტანცია მეტოქის ფეხბურთელთან, შეტევაში გადმოსულ მეტოქესთან რამხელა მანძილს დაიჭერენ შენი ფეხბურთელები. შეგიძლია ყველა მის გარშემა შემოკრიბო ან დისტანცია დაიჭირონ და სივრცეები გადაკეტონ.
ავტორი: Beck_Kelly
PES (მსოფლიო ჩემპიონატი)» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
პესის მსოფლიო ჩემპიონატი სათავეს იღებს 2002 წლიდან და ყოველ წელს ტარდება ივნისი-აგვისტოში. 2012 წლის ჩემპიონატზე ფინალში ერთმანეთს შეხვდნენ იტალიელი Ettore Giannuzzi და იაპონელი Subaru Sagano. ფინალი მოიგო იტალიელმა დიდი უპირატესობით - 4:1. შესაბამისად PES 2011-ის ოფიციალური მსოფლიო ჩემპიონი იტალიელი ეტორე ჯიანუზია!
მსოფლიო ჩემპიონატზე დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ ამ გვერდზე:
PES Leagueიხილეთ ვიდეო --------------------------------------------------------PES VS FIFA» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ეს შედარება და შეიძლება მცირე მაშტაბების დაპირისპირება ამ ორ ფეხბურთს შორის, მათი შექმნის დღიდან აქტუალურია. საერთოდ გეიმერები 2 ნაწილად არიან დაყოფილები და ასე ვთქვათ 2 ბანაკში ერთიანდებიან, ერთი მხარეა პესის ბანაკი და მეორე ფიფას ბანაკი. არსებობენ მხოლოდ ერთეულები, ვინც ამ ორივე ფეხბურთს ერთნაირი სიამოვნებით თამაშობს.
ეს დაპირისპირება უმეტეს წილად ბავშვური ხასიათისაა და რეალურად ბევრი გეიმერი მთავარ მიზეზსაც ვერ იტყვის, რატომ არ მოწონს პესი ან ფიფა. ზოგი ბავშვობიდან პესს თამაშობს და ვერ წარმოუდგენია ფიფაზე "გადასვლა" ან პირიქით.
მე პირადად პესის თამაში დავიწყე 1997 წელს და მას მერე ყველა სერია მაქვს ნათამაშები დიდი რაოდენობით. რაც შეეხება ფიფას, პირველი ფიფა იყო 1997 და 2010 წლამდე ასევე ყველა ფიფას ვთამაშობდი დიდი რაოდენობით. შესაბამისად შემიძლია 1 რამის თქმა ჩემი გამოცდილებიდან:
ფიფა 2008 წლამდე იყო "ნაგავი" სრული ამ სიტყვის გაგებამდე. 1998 წლის ფეხბურთი ბევრად ჯობდა 2001 წლის ფეხბურთს, შემდეგ 2002-ში გამოუშვეს სრულიად შეცვლილი ფიფა, დიდი შტანგებით და სასწაულად ცუდი გეიმფლეით. ამის შემდეგ 2003-ში კიდევ შეცვალეს ძირფესვიანად გეიმფლეი + გრაფიკა. 2007 წლამდე ხვეწდნენ 2003 წლის ვერსიას. ამ წლების განმავლობაში ფიფა ნამდვილად არ ვარგოდა, არ ვარგოდა გეიმფლეი, არ ვარგოდა ბურთის ფიზიკა, არ ვარგოდა რეალიზმი, მომენტები მეორდებოდა, თამაშისას ხვდებოდი, რომ ეს იყო კომპიუტერული თამაში და რაღაცნაირად შეზღუდული იყავი.
2008 წელს ფიფამ ნამდვილად გადატრიალება მოახდინა ფეხბურთში და მისი პროდუქტი ნამდვილად აღარ იყო "ნაგავი" პირიქით, საკმაოდ სასიამოვნო თამაში აღმოჩნდა. 2009 წლიდან მოყოლებული ყოველ წელს ფიფა სერიოზულ განაცხადებს აკეთებდა და 2011 ნამდვილად ძალიან მაგარი ფეხბურთი იყო. შესაბამისად ვერავინ იტყოდა, რომ ან პესი ჯობდა ან ფიფა, მხოლოდ შესაძლებელი იყო კონკრეტულ კომპონენტში ამ ორი პროდუქტის შედარება.
თუმცა არსებობს ერთი ფაქტი და ეს ფაქტი 1996 წლიდან მოყოლებული, ფაქტადაც დარჩა.
ფიფა არის უფრო გასართობი ხასიათის თამაში, უამრავი ლამაზი ელემენტით მენიუში, ძალიან საინტერესო კარიერის რეჟიმებით და ა.შ. თვითონ ფიფამ განაცხადა 2010 წელს ოფიციალურ ინტერვიუში, რომ მათ დღემდე ქონდათ პრობლემები ბურთის ფიზიკასთან დაკავშირებით.
რაც შეეხება პესს, ეს არის ბევრად უფრო რეალური, დახვეწილი გეიმფლეით, დახვეწილი ბურთის ფიზიკით. მართალია უამრავი მინუსი აქვს პესს, მარა პესის მოთამაშეებს არ აღელვებს ლიცენზირებული ლიგების არ ქონა, ლამაზი მენიუ, საინტერესო და თავგადასავლებით აღსავსე მასტერ ლიგა და ა.შ. ჩვენთვის მთავარია 2 კაცზე თამაში! გვერდიგვერდ, ჯოისტიკებით ან კლავიტურით, როცა ხარ შესული მურამში და მოდის ემოციების ზღვა! ამ შემთხვევაში ჩემი აზრით პესს ნამდვილად არ ჯობია ფიფა.
ვიცი, რომ ბევრი არ მეთანხმება. მიუხედავად იმისა რას ფიქრობთ, გთხოვთ ამ თემაში ნუ დაიწყებთ ფიფას და პესის ერთმანეთთან შედარებას. რადგან ამ ორი ნამდვილად საუკეთესო თამაშის ერთმანეთთან შედარება არის ბავშვური და ყოველგვარ ჯანსაღ აზრს მოკლებული! ეს იგივეა, რომ შეადარო ერთმანეთს ყოვლად ბანალური და ყოვლად გაცვეთილი ბმვ და მერსედესი!
--------------------------------------------------------წინა თემები» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
--------------------------------------------------------წინა თემის მპოსტავებიპოსტები--------------------------------------------------------დაე დიადი KONAMI ფარავდეს ამ დიად საფეხბურთო სიმულატორს და ისმოდეს ქებაი და დიდებაი ამა თამაშისაი!!! © lashakila--------------------------------------------------------გაითვალისწინეთ!!! ამ პოსტში არ წერია ყველაფერი და რა თქმა უნდა კიდევ უამრავი საკითხი განიხილება ამ თემაში! როცა გადაწყვეტთ კითხვის დასმას ჯერ გადაიკითხეთ ეს პირველი პოსტი, შემდეგ თემის ბოლო 10 გვერდი და მხოლოდ ამის შემდეგ დასვით კითხვა!
- აუ ბრატცი საინსტალაციო დამიგდეთ და ბარემ პატჩის ლინკიც, წინასწარ სპასიბა - მსგავს პოსტებს ძირითადად ხვდებიან უარყოფითად და კითხვის დამსმელიც ვერ იღებს პასუხს!
ყველა ის ადამიანი ვინც ამ თემაში აქტიურობს, კეთილი ნებით ეხმარება სხვას, თქვენც თავი შეიწუხეთ და მოძებნეთ კითხვაზე პასუხი, თუ ვერ იპოვით, მხოლოდ მას შემდეგ დასვით აქ!--------------------------------------------------------ესეც ჩემგან საჩუქარი, როგორც ყოველთვის
--------------------------------------------------------პოსტი დაწერილია 2011 წელს ჩემს (
BakoLine) მიერ, (ჩასწორებულია 2012-ში) და მასში დიდი წვლილი შეიტანეს:
wilkinson, Beck_Kelly თუ ვინმე გამომრჩა მითხარით და შემდეგზე ჩაგამატებთ
გთხოვთ, თუ ვინმე სხვა გახსნის მორიგი პესის თემას, აუცილებლად მიუთითეთ იმ ხალხის ნიკები, ვინც იწვალა ამ თემაზე და დამიკავშირდით PM-ით და მოგცემთ ამ პოსტის ტექსტურ ვერსიას!
ჩვენ არ ვაგებთ ამ თემაში წარმოდგენილ ინფორმაციაზე პასუხს თუ ვინმეს გაუფუჭდება კომპიუტერი, დაკარგავს ფულს ან განიცდის ნებისმიერი სახის ზარალს მხოლოდ თავის თავს უნდა დააბრალოს
This post has been edited by wilkinson on 5 Mar 2013, 13:49