ჯ1 ით ვარ მეოთხე წელია, 9 პუბლიკაცია მაქვს, პლუს აუთსთენდიგ პოსტდოკ ავარდ, 8 სტატიის რევიუერობა და ციტირებები, 4 რეფერენს წერილი.
დიპლომის ევალუაცია ამერიკულ სტანდარტთან (https://www.scholaro.com/reports/credential-evаluation?gad_source=1&gclid=Cj0KCQjwudexBhDKARIsAI-GWYU1UTFk8-ePp2mwk_oKDkIJTYd4PjxWPhrvvlcjTuzO62-tBGvw0ScaAvvnEALw_wcB აქ გავაკეთე, 120 დოალრად მგონი)
EB2 NIW პეტიციაზე გავაგზავნე აი 140 ფორმა და ვუცდი კონტრაქტის გახანგრძივებას, რომ პრემიუმით დავაჩქარო განხილვა.
ბლომად ნერვები და ფული წაიღო, თავისი აპლიკაციის საფასურიანად ერთ კაცს 12 000 მიჯდება.
https://www.wegreened.com/. ამ ბიუროს გავაკეთებინე, თუმცა თავიდან ევალუაციას გიკეთებენ, რომ განსაზღვრონ თქვენი შანსები.
* * *
ზოგადად EB კატეგორიის მწვანე ბარათის მოსაპოვებლად საჭიროა რომ ან შტატებში იყოთ უკვე დასაქმებული, ანაც მინიმალური აკადემიური ხაზით, ასისტენტ პროფესორად მოდიოდეთ. ადვოკატი წერს პეტიციას, სადაც მიმოიხილავს თუ რატომ ხართ საჭირო შტატებისთვის, ამისათვის გესაჭიროებათ პუბლიკაციები, რომლის მიხედვითაც რეფერენს წერილს შეგიდგენენ და თქვენ ხელი უნდა მოაწერინოთ შტატებში მყოფ თქვენს კოლეგა პროფესორებს.
მოკლედ , რომ არ მოგატყუოთ ოქტომბერში დავიწყე I-140 ის შეკვრა და 2 აპრილს გავაგზავნეთ ზუსტად პეტიცია. განხილვას სტანდარტულად ესაჭიროება 10 თვე, მე კი აგვსიტომდე მინდა პასუხი, ამისათვის ვიხდი პრემიუმ სერვისს, 2800 დოლარს, და პასუხს მიბრუნებენ 4 კვირის ვადაში. აი შემდეგ კი იწყება ე.წ settled immigrant intent ფორმა i485 ის შევსების პროცედურა, რომლის გაგზავნის შემდეგ კარგავ ნებისმიერ სხვა სტატუსს შტატებსი ტერიტორიაზე, გარკვეული დროის განმავლობაში გეგრძალება კანადაში გასვლაც კი,შემდეგ მოგდის ე.წ advanced payroll (რომლიტაც შესძლებ მგზავრობას) და i-765 ფორმას, რომელიც გაძევთ შტატების ტერიტორიაზე დროებით სამუშაო უფლებას, სანამ თქვენი საემიგრაციო პეტიცია განხილვაშია.
რა გითხრათ აბა, აქაური საემიგრაციო კანონები საკმაოდ უსამართლოა. სიებით მორბენალი ქოც ოჯახებიდან მოდიან მექსიკის გავლით, ბარდებიან ნაცებად (ყველას არ ეხება, მაგრამ 3-4 ეგეთი მხოლოდ მე ვიცი წამოსული) და მაქსიმუმ წელიწად-ნახევარში აქვთ სამუშაო უფლება. ვინც ჯ1 ან ფ1 ით იწყებს, იმან გველეშაპი უნდა დაამარცხოს და კამალა ჰარისის დიდი ბებია .....
მოკლედ წარმატებები, თუ რამე კითხვა გექნებათ, აგერ ვარ.