Somersethგამარჯობა.
ეს პოსტი სხვა თემაშიც დავწერე თუმცა ვისაც გაიტერესებთ აქაც გადმოვაკოპირებ
თავად მაქვს ანტმაინერი რაც გამოიმუშავებს ბიტკოინებს. თუ ბიტკოინებზე "ჩალიჩს" გულისხმობთ. გარკვეული გამოცდილებაც დამიგროვდა მაგ საქმეში.
თუ დენი უფასო არ გაქვს ვფიქრობ არ ღირს მაგაზე მუშაობა. იაფი დენის შემთხვევაშიც კი არ ღირს. ბევრი დეტალია მანდ რაც უნდა გაითვალისწინო და ხშირ შემთხვევაში მოგებაზეც კი ვერ გადის
* * *
დღევანდელი გათვლებით ანტმაინერი ს–9 მოდელს მოგებაზე გაყავხარ და მასე გაყავდათ ს-7 ის მფლობელებიც. თუმცა ყველაფერი დამოკიდებულია ალგორითმის მუშაობის სირთულეზე (დიფიქალითზე), რომელიც რთულდება და რთულდება. გართულება კი იწვევს დაჰეშირების სულ უფრო შემცირებას და ცოტა ფულის გამომუშავებას, რომელიც გარკვეული დროის შემდეგ უტოლდება დენის გადასახადს და შემდეგ კი მინუსში ანუ წაგებაზე გადის.
დიფიქალითის მრუდი ისე სწრაფად მიდის მაღლა-მაღლა რომ რთულია თქვა ს-9 თვის ჩადებულ ფულს ამოიღებს თუ ვერა სანამ წაგებაზე დაიწყებს გასვლას. მხოლოდ ამ ყველაფრის შემდეგ გვიწევს ფიქრი გავა თუ არა მოგებაზე.
რას შეეხება იაფ დენს. იაფი დენით მხოლოდ გარკვეული დროით მეტი შეგიძლია გქონდეს ჩართული თუმცა ეს გარკვეული დრო არც თუ ისე ბევრია ხოლმე ხშირ შემთხვევაში და შემდეგ ისევ დიფიქალითის ზემოთ წასვლის გამო მოგება იჭმევა და 0-ს უტოლდება შემდეგ კი მინუსში გადის.
აი უფასო დენის პირობებში მინუსი პრაქტიკულად არ არსებობს თუ თვითონ მაინერი არ დაზიანდა. ამიტომ მოგება როგორც არ უნდა შემცირდეს მხოლოდ შემცირდება და წაგებაზე ვერ გავა
თავიდან ყველა მოდელი მეტნაკლებად მასე ეფექტურად მუშაობდა როგორც დღეს ს-9 იმიტომ რომ დიფიქალითი დღევანდელთან შედარებით ძალიან დაბალი იყო