Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > პროგრამები > BIOS-ის განახლება


Posted by: skysky1 7 Dec 2017, 23:01
გამარჯობა. მაქვს HP ProBook 4530s რომელზეც Windows 10 Pro მიყენია. გადავწყვიტე BIOS-ის განახლება, მაგრამ მწარმოებლის საიტზე ჩემი ლეპტოპისთვის Windows 10-ისთვის ბიოსის გადმოსაწერი ფაილები არ დევს. 7 / 8 / 8.1-ისთვის უდევთ, მაგრამ 10-ზე არა.

ასეთ შემთხვევაში როგორ უნდა მოვახერხო განახლება?

user posted image

Posted by: zaoo 7 Dec 2017, 23:43
QUOTE
ასეთ შემთხვევაში როგორ უნდა მოვახერხო განახლება?

და რატო უნდა განახლო?
და ბიოსი და ვიდოუსი რა კავშირში არიან ერთმანეთან? eek.gif

Posted by: skysky1 8 Dec 2017, 18:47
QUOTE (zaoo @ 7 Dec 2017, 23:43 )
და ბიოსი და ვიდოუსი რა კავშირში არიან ერთმანეთან? eek.gif

მწარმოებლის ინსტრუქციაში ასე ეწერა. მეტი არც მე ვიცი

Posted by: skysky1 11 Dec 2017, 19:26
არავინ იცის? user.gif ...................

Posted by: mikheill1 11 Dec 2017, 20:00
skysky1
ბიოსი არის სისტემის ჩამტვირთავი. შენს შემთხვევაში ახალი ვერსია უზრუნველყოფს UEFI კოდისა და ცვლადების გაუმჯობესებას. HP მკაცრად ურჩევს ამ განახლებული BIOS ვერსიის სწრაფად გადასვლის რეკომენდაციას. ეს არის 64 ბიტიანისთვის https://support.hp.com/us-en/drivers/selfservice/swdetails/hp-probook-4530s-notebook-pc/5060880/swItemId/ob-184831-1 32 ბიტიანის სხვა არის. თუ განაახლებ, ბატარია ბოლომდე დატენე და დენიდან არ გამოთიშო დამტენი არავითარ შემთხვევაში განახლების მომენტში. ვინდოუს 10 არ არის რეკომენდირებული მაგ ლეპტოპისთვის, ამიტომ 8.1-ზეა მორგებული მაქსიმალურად დრაივერები, ბიოსი და ა.შ მთლიანობაში ვინდოუს 7-ს, ან 8.1-ს თუ ჩაწერ, გაცილებით მაღალი წარმადობა ექნება, ვიდრე ვინდოუს 10-ს. ვინდოუს 8-დან ზემოთ UEFI სისტემაზე თუ გაუშვებ, შედარებით მალე ჩაიტვირთება ჩართვისას სისტემა, ვიდრე სტანდარტული legacy-დან. მოკლედ განაახლე ბიოსი და ჩაწერე ვინდოუს 8.1 ჩამტვირთავად გამოიყენე UEFI, დრაივერები მოარგე მწარმოებლის საიტიდან და მაქსიმალურ წარმადობას მიიღებ.

Posted by: skysky1 11 Dec 2017, 20:11
mikheill1
გაიხარე მადლობა, მაგრამ ეგ ლინკი ვინდოუს 10სთვის რომ არაა მაინც იმუშავებს?
მანდ windows 8.1 -ის ფაილია და რვა რომ დავაყენო ცოტა ხნით რომ იქიდან განვაახლო და მერე ათი ჩავწერო ისევ, გამოვა?

QUOTE
UEFI

QUOTE
legacy

ესენი არ ვიცი რას ნიშნავს, ანუ ბიოსი რომ განვაახლო UEFI მექნება? გამიგია ეგ ახალ ლეპტოპებს აქვთ მარტოო და ჩემთან გამოვა?

Posted by: KDI 11 Dec 2017, 21:56
skysky1
რა ჰარდი აქვს შენს 4530s? მე მაქვს 4530s i5 ati radeon HD 6xxxM სისხლი გამიშრო, 10 ზე ვერ ავამუშავე. ატის ვიდეოს დრაივერს რომ დავაყენებ იჭედება, რომ გადავტვირთავ ვინდოუსი არ იტვირთება.
UEFI კარგი ტიპია მართლა მარა ვინდოუსის აქტივაციის პრობლემა შემექმნა მერე და ისევ ლეგასზე დავაყენე

ჩემი ვიდეოები კონკრეტულად ამ ნოუთბუქისთვი 4530s?
ბიოსის განახლება:
https://www.youtube.com/watch?v=dWstaCH0rZA&t=

UEFI-ზე დაყენება
https://www.youtube.com/watch?v=zP8h8rKDl18


zaoo
QUOTE

QUOTE
ასეთ შემთხვევაში როგორ უნდა მოვახერხო განახლება?

და რატო უნდა განახლო?
და ბიოსი და ვიდოუსი რა კავშირში არიან ერთმანეთან? 

კონკრეტულ ამ შემთხვევაში, შუაში კი არა თავშია. განახლება ხდება ვინდოუშიდან. ბიოსის განახლების exe ფაილი თუ განკუთვნილის კონკრეტული ოპერაციული სისტემისთვის, მაგალითად 7 ისთვის ან 8.1 თვის და შენ გაუშვი 10ზე არ დაყენდება საინსტალაციო, ან დაყენდება და შეიძლება განახლების დროს გაიჭედოს, ლეპტოპი მოკვდეს

Posted by: skysky1 11 Dec 2017, 22:18
KDI
მეც i5 მაქვს. არაფერი გამომიცვლია ჯერ, ახლა ვაპირებ სსდ-ს დაყენებას. ვინ 10თან მე არ მქონია პრობლემები. ძალიან არც ვტვირთავ ხოლმე, თამაშებს არ ვთამაშობ და ა.შ. და ნორმალურად მუშაობს.

QUOTE
UEFI კარგი ტიპია მართლა მარა ვინდოუსის აქტივაციის პრობლემა შემექმნა მერე და ისევ ლეგასზე დავაყენე

მე ოფიციალური ლიცენზია მაქვს და ანუ არ მექნება პრობლემა? ისე მაინც ვერ გავიგე რა არის UEFI

მოკლედ 10-სთვის ფაილი არ დევს და ამ ხერხით გამოვა რამე?

QUOTE
რვა რომ დავაყენო ცოტა ხნით რომ იქიდან განვაახლო და მერე ათი ჩავწერო ისევ, გამოვა?



QUOTE
ჩემი ვიდეოები კონკრეტულად ამ ნოუთბუქისთვი 4530s?


ზუსტად ამ წამს ვუყურებდი მაგ ვიდეოებს. biggrin.gif ფლეშკიდან და ვინდოუსიდან დაყენებაში განსხვავება არაა შედეგის მხრივ ხო?

Posted by: KDI 11 Dec 2017, 22:19
mikheill1
QUOTE
ვინდოუს 8-დან ზემოთ UEFI სისტემაზე თუ გაუშვებ, შედარებით მალე ჩაიტვირთება ჩართვისას სისტემა, ვიდრე სტანდარტული legacy-დან.

UEFI რომ ავიჩიე მერე GPT ფართიშენად თუ არ დააფორმატე მეხსიერება ისე არ აყენებს ვინდს, GPT-ზე რომ გადავიყვანე, აქტივაცია ვერ გავუკეთე, მომეშალა ნერვები და ისევ ლეგასზე დავაყენე ბოლოსfacepalm.gif
* * *
skysky1
QUOTE
მეც i5 მაქვს. არაფერი გამომიცვლია ჯერ, ახლა ვაპირებ სსდ-ს დაყენებას. ვინ 10თან მე არ მქონია პრობლემები. ძალიან არც ვტვირთავ ხოლმე, თამაშებს არ ვთამაშობ და ა.შ. და ნორმალურად მუშაობს.

SSD-ეც დავუყენე, და 8გბ რამი, მარა ამის შემდეგ ოპ სისტემა ვერ მოვხოდე ერთი ჩემ ჭკუაზე. ატის ვიდეოს დრაივერი მაგრად ატრაკებს 10ზე ჩემთან.
8.1 უნდა დავაყენო ისევ

QUOTE

QUOTE
UEFI კარგი ტიპია მართლა მარა ვინდოუსის აქტივაციის პრობლემა შემექმნა მერე და ისევ ლეგასზე დავაყენე

მე ოფიციალური ლიცენზია მაქვს და ანუ არ მექნება პრობლემა? ისე მაინც ვერ გავიგე რა არის UEFI

ჯობია 7 დააყენო ,მაგაზე განაახლო ბიოსი, მერე დააყენე 10 ან 8

QUOTE
მე ოფიციალური ლიცენზია მაქვს და ანუ არ მექნება პრობლემა? ისე მაინც ვერ გავიგე რა არის UEFI

არა, არანაირი პრობლემა არ გექნება, ხომ დაგიწერეს ზემოთ mikheill1-მა
QUOTE
ფლეშკიდან და ვინდოუსიდან დაყენებაში განსხვავება არაა შედეგის მხრივ ხო?

აქ რას გულისხმობ ვერ გავიგე

Posted by: skysky1 11 Dec 2017, 23:15
QUOTE
ჯობია 7 დააყენო ,მაგაზე განაახლო ბიოსი, მერე დააყენე 10 ან 8

ჰო, ანუ ეგ მაინტერესებდა. 7-დან ან 8-დან რომ განვაახლო და მერე ისევ 10-ზე დავბრუნდე, რამე შეუთავსებლობა ხომ არ იქნება მეთქი და იმიტო ვიკითხე.
და გავააქტიურო აქტივატორით ეგ 7? თუ არ დასჭირდება ბიოსის განახლებას ვინდოუსის აქტივაცია?

QUOTE
ხომ დაგიწერეს ზემოთ mikheill1-მა

ანუ ბუნდოვნად ვიცი, რომ ბიოსის ალტერნატივაა, თუ ბიოსის განახლებული ვერსია და მხოლოდ ახალ ლეპტოპებზეაო. ამ ლეპტოპს აქვს მაგის მხარდაჭერა?

მილიონ საიტზე შევედი და ვერაფერი გავიგე. უეფი და uefi mode სხვადასხვაა მგონი facepalm.gif მეგონა ბიოსის ბოლო ვერსიას ერქვა უეფი facepalm.gif

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)