გაუმარჯოს. მომავალი წლიდან, ალბათ კომაროვის სკოლაში შევეცდები გადასვლას. არ ვიცი რამდენად გამომივა ეს. დაინტერესებული ვარ IT სფეროთი. შესაბამისად მჭირდება ფიზიკა–მათემატიკა და ინფორმატიკა. მთელი ზაფხული წინ მაქვს მოსამზადებლად, და ვინც იქ სწავლობდა ან რამე, რაღაც რჩევებს ვერ მომცემთ? გამოცდების ნიმუშები ვნახე კინაღამ გული წამივიდა. ინფორმატიკაში სკოლაში ბეჭდვის მეტს არაფერს ვაკეთებთ. მათემატიკაში სუსტი ვარ, მასწავლებელთან შეუთანხმებლობის გამო, მაგრამ ასევე ნიჭი მაქვს და რეპეტიტორთან ამოვიქაჩები. ფიზიკაშიც ასეთი მდგომარეობაა. კომპიუტერი ცუდად ნამდვილად არ ვიცი, უშუალოდ php ვსწავლობ ახლა. კონკრეტულად, მაინტერესებს რა საკითხებში მოვემზადო, როგორ მოვემზადო, როგორი სწავლაა, გავქაჩავ თუ ვერა? ბათუმის პირობებში ვისთან მოვემზადო და ასე შემდეგ. მადლობთ !