ერთ–ერთ ძველ ჰოლივიდურ ფილმშია, შავკანიანები არიან რა თქმა უნდა...ჰოდა ოთახში ტვ–ში ბასკეტს უყურებს ერთი, მერე დაადგებიან ძმაკაცები, რაღც კრიმინალის ამბავია პატარა, ჰოდა ერთ–ერთი ეტყვის, ნამდვილი ფანი გუნდისკენ არის და არა კალათბურთელისკენ, ვიღაცის წასვლა–მოსვლა არ იწვევს სიყვარულსო...
თუ იცით/გახსოვთ ეგ ფილმი, გამახსენეთ სახელი
ჰოდა აი მე, ნამდვილად არ ვარ გუნდის ფანი...მე ვარ ინდივიდების ფანი და ისიც, საკმაოდ ცოტას ფანი ვიყავი...
პრინციპში, მხოლოდ რეჯი მილერის ფანი ვიყავი, რადგან როგორც კი ვნახე, შემიყვარდა და სანამ წავიდა, მიყვარდა და ვუყურებდი ინდიანას...(შემდეგ აღარ)
რეჯის შემდეგ, ვებერის დიდი გულშემატკივარი გავხდი და მართლა ვაკვდებოდი საკრამენტოს...(ტრავმის შემდეგ თავადაც იტანჯებოდა და მეც ნაკლებად ვუყურებდი სი–ვებს...)
შემდეგ მცირე ხნით მართლა გამიტაცა გარნეტმა (მინესოტას) და სტეკჰაუზმა (დეტროიტში და ვაშინგტონში), ესენიც მართლა მიყვარდა რაღაც პერიოდი
(კეი–ჯი ბოსტონში საერთოდ არ მაინტერესებდა)
და ერთი პერიოდი, ბენ უოლესზე გავგიჟდი, ანუ დეტროიტში რა თქმა უნდა...
ამრიგად, პრინციპში, ჩემი ტოპ–5 უსაყვარლესი კალათბურთელი ჩამოვთვალე
შემდეგ, სხვადასხვა ჯახებში ვიყავი სხვადასხვა ხალხისკენ, მაგრამ ძირითადად ყოველთვის EAST ამ ხალხის ჩამოთვლა შორს არ წამიყვანს, მაქსიმუმ 10 კაცია, მაგრამ არ დავკონკრეტდები
დღეისთვის, არავისკენ არ ვარ...ჯეიმსის ჩემპიონობა მირჩევნია ყველას. ამ დეკადაში ჩემთვის N1 საყვარელი კაცია პრინციპში, მაგრამ მაგაზე თავს მოვიკლავო, ნამდვილად არ ვიტყვი (იმ 5–ის წაგება და მოგება მართლა მამწარებდა/მაბედნიერებდა, განსაკუთრებით რეჯის და სი–ვების, ამ ორი კაცის ფანად ვთვლი თავს, გრძნობებიდან გამომდინარე
)
უკიდურეს შემთხვევაში, იყოს ჰარდენი ჩემპიონად ან ირვინგი, სამომავლოდ კი ემბიიდი
(ვებერს ვამსგავსებ, იძახოს ოლაჯუონიო)
ჰოდა მინდა, თქვენც დაასახელოთ, როდიდან დაიწყეთ, ვის გულშემატკივრობთ? ან სუსტ გუნდს რანაირად გულშემატკივრობთ?
ჩემი CV
– 91–ში გავიგე NBA რომ საოცარია, ვუყურებდი და ნერვებს მიშლიდა ბარკლი!
– 95–დან ,,როსიაზე" დავიწყე ყურება, საკმაოდ ბევრი თამაშის, არ მიყვარდა იუინგი! ცოტა აზრზე რომ მოვედი, გავხდი რეჯის ფანი
– 2000–დან ვებერი და საკრამენტო
– მისი ტრავმის შემდეგ დანკანის და შაკის საწინააღმდეგოდ გარნეტი–ღა დამრჩა, ამიტომ მინესოტას ვგულშემატკივრობდი, პიკი როცა უწევდათ...
– შემდეგ დეტროიტი იყო ხოლმე ჩემი იმედი, ბენ უოლესი
– შემდეგ უკვე ჯეიმსი, მცირე ხნით (ოკლაჰომაში) დურანტი მირჩევნოდა ჯეიმსს, მაგრამ მალევე...
– დღეისთვის ჯეიმსიც აღარ მომდის თვალში
, ყველაზე მეტად ემბიიდის თამაში მსიამოვნებს
(მაგრამ ჯერ ვუყურებ, ეგრე კაზინსიც მომწონდა, მაგრამ ახლა ნწუ)
This post has been edited by Piquecanthropus on 4 Dec 2017, 14:11