Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > WWW > სილქ ნეტი


Posted by: zugeni 6 Oct 2010, 21:12
ერთი კვირის წინ, ვერ შევედი საიტზე. დავუკავშირდი ჰოსტინგის ადმინისტრაციას და ჩვეულებრივად მუშაობსო.
მოკლედ გავარკვიე რომ ვინც სილქ ნეტის აბონენტები არიან ისინი ვერ შედიან საიტზე. მის შემდეგ ყოველ დღე ვრეკავ და მპირდებიან რომ "ხვალ" გამოსწორდება პრობლემა, მაგრამ დღემდე გათიშულია. ამის გამო საკმაოდ მომხმარებელი დააკლდა საიტს.
რას მირჩევთ?

Posted by: Janiashvili 6 Oct 2010, 21:21
zugeni
რა საიტზე??

რა ქენი და ცადე ამოაერთე როუტერიდან კაბელი და გვერდით სლოტში შეაერთე

Posted by: X-spamer 6 Oct 2010, 21:30
zugeni
სხვა ჰოსტინგზე გადატანა არ გიცდია საიტის?

Posted by: zugeni 6 Oct 2010, 21:40
Janiashvili

QUOTE
რა საიტზე??

televizori.ge

QUOTE
რა ქენი და ცადე ამოაერთე როუტერიდან კაბელი და გვერდით სლოტში შეაერთე

მარტო მე კი არა, სიკქნეტის ვერცერთი აბონენტი ვერ შემოდის

X-spamer
ჰოსტინგი არაფერ შუაშია, სილქნეტის ბრალია, თვითონაც მითხრეს სილქნეტში. მაგრამ ჯერ არაფერი გაუკეთებიათ.

Posted by: Janiashvili 6 Oct 2010, 21:47
zugeni
QUOTE
მარტო მე კი არა, სიკქნეტის ვერცერთი აბონენტი ვერ შემოდის

აჰა, გასაგებია.

ისე.. მე რო შევედი????

Posted by: DeViLz 6 Oct 2010, 21:52
zugeni

მეც ვერ შევდივარ მაგრამ
მაინც და მაინც televizori.ge რატომ დაბლოკეს?
geohost.ge-ზე შევდივარ ჩვეულებრივად... (მანდ გაქვს მგონი)

Posted by: X-spamer 6 Oct 2010, 22:09
zugeni
მიდი სილკნეტში და სკანდალი აუტეხე.... biggrin.gif


Posted by: geohost 6 Oct 2010, 22:13
DeViLz

ჰოსტინგის მხრიდან პრობლემა მართლა არ არის.3 ვარიანტია

1) დომენის მისაკუთრებას ცდილობენ.
2) თავისი საქმის უცოდინრები არიან და ხარვეზს ვერ ასწორებენ.
3) პროფესიონალები,მაგრამ ზარმახები არიან.

უკვე რამდენი ხანია E-mail ზე ვწერთ.თავიდან გვპასუხობდნენ,მაგრამ როცა სასამართლო ვახსენეთ იმის შემდეგ პასუხი არ გაუციათ... საინტერესოა თავს რით იმართლებენ

Posted by: zugeni 6 Oct 2010, 22:19
Janiashvili
სილქ ნეტი გაქვს?

DeViLz
კი მაგ ჰოსტინგზე მაქვს, თავიდან მაგის ბრალი მეგონა, მაგრამ ჰოსტინგის ყველა საიტზე ჩვეულებრივად შედის, პირიქით ჰოსტინგის ადმინისტრაციამ ყურადგება გამოიჩინა მაგრამ მაგათაც იგივე უთხრეს.

QUOTE
მაინც და მაინც televizori.ge რატომ დაბლოკეს?

ეს მეც ძალიან მაინტერესებს

Posted by: Janiashvili 6 Oct 2010, 22:28
zugeni
ჯერ კიდევ UTG-დან მოყოლებული

Posted by: EMOziko 6 Oct 2010, 22:29
Janiashvili
google-ს ან OpenDNS-ს DNS-ები ხომ არ გაქვს გაწერილი ხელით?

Posted by: DeViLz 6 Oct 2010, 22:29
გურჯისთან რა...
კარგია პროვაიდერი რომ ხარ...
წახვალ მოხვალ რომელ საიტსაც გინდა დაბლოკავ...
შესაძლოა კონკურენტი საიტი აქვთ,
ან მათ რომელიმე თანამშრომელს...

ან რავიცი მე სხვა რა მიზეზი უნდა ქონდეს...
რამენაირად შესაძლებელია თვითონ დაიბლოკოს დომენი? biggrin.gif
მაინცდამაინც დომენი და არა ჰოსტინგი?
ფუ რა დებილი ქვეყანაა...

Posted by: Janiashvili 6 Oct 2010, 22:36
EMOziko
ნწუ

და როგორ გავაკეთო? givi.gif

Posted by: zugeni 6 Oct 2010, 22:36
DeViLz
გეთანხმები, ყოველთვის ხდება ასეთი რამ, მთავრია გვახსოვდეს რომ მიუხედავად იმისა რომ ამ შემთხვევაში ჩვენზე პრივილეგირებულ მდგომარეობაში არიან არ უნდა დავნებდეთ.
ფინანსურ მდგომარეობას რა ვუთხარი თორემ ვიცი რაც უშველიდა მაგ საქმეს

Posted by: -Rimati- 6 Oct 2010, 22:37
სილქნეტი მაქ ვეც მე ვერ შევედი
------------------------------------

Posted by: ucnobinacnobi 6 Oct 2010, 22:39
შეიძლება სილქტივის რო აკეთებენ კონკურენციის ეშინიათ

ხო კაი აზრია :?

Posted by: EMOziko 6 Oct 2010, 22:39
Janiashvili
მაშინ კაცურად ნახე ნეტვორკ ინფოში რა DNS მისამართს იყენებს შენი კომპი smile.gif
"ორ კომპიუტერს" რომ დააჭერ იქ მეორე ტაბში biggrin.gif
user posted image

Posted by: X-spamer 6 Oct 2010, 22:40
QUOTE (EMOziko @ 6 Oct 2010, 22:29 )
Janiashvili
google-ს ან OpenDNS-ს DNS-ები ხომ არ გაქვს გაწერილი ხელით?

ბაზარში ჩაერთო DNS-ების მამა biggrin.gif

Posted by: zugeni 6 Oct 2010, 22:42
ucnobinacnobi
ეგ მეც ვიფიქრე, მაგრამ რა კონკურენცია უნდა გაუწიოს 2000+ საიტმა, როცა ამაზე მეტი მომხმარებლებიც ყავთ სხვებს

Posted by: geohost 6 Oct 2010, 22:44
ხვალ კიდევ ერთხელ დავეკონტაქტებით მათ ტექნიკურ სამსახურს და თუ კიდევ უყურადღებოდ დატოვეს ეს საკითხი,მაშინ უკვე აღარ ვიცი რა შეიძლება მოვიმოქმედოთ.

Posted by: EMOziko 6 Oct 2010, 22:47
QUOTE (X-spamer @ 6 Oct 2010, 22:40 )
QUOTE (EMOziko @ 6 Oct 2010, 22:29 )
Janiashvili
google-ს ან OpenDNS-ს DNS-ები ხომ არ გაქვს გაწერილი ხელით?

ბაზარში ჩაერთო DNS-ების მამა biggrin.gif

ნუ გაქ შენ გველი ენა biggrin.gif

Posted by: Janiashvili 6 Oct 2010, 22:58
EMOziko
QUOTE
google-ს ან OpenDNS-ს DNS-ები

ეს რა არის??? თორე ის არ მაქ ხელით შეყვანილი biggrin.gif
რა გუგლის DNშ??

Posted by: EMOziko 6 Oct 2010, 23:07
Janiashvili
8.8.8.8 არის გუგლეს ოფიციალური DNშ მისამართი.

Posted by: DeViLz 6 Oct 2010, 23:13
EMOziko

ეგ ინტერნეტ შეერთებაში არ არის?
ხო მაგრამ ყველას ხო არ გვექნება ეგ შეყვანილი?
მეც ვერ შევდივარ,
მაინცდამაინც მაგ დომენზე...თორე...
აშკარად მაგათი ბრალია

Posted by: EMOziko 6 Oct 2010, 23:18
DeViLz
ჰო მაქ არის. სამწუხაროდ მხოლოდ ერთეულებს აქვთ შეყვანილი, ყველას რომ ქონდეს, პროვაიდერები ასეთ თავის ჭკუაზე ვეღარ იზამდნენ ბევრ რამეს. გავიხსენოთ თუნდაც კავკასუსის საქციელი გუგლთან დაკავშირებით smile.gif

Posted by: abazi 6 Oct 2010, 23:37
QUOTE
1) დომენის მისაკუთრებას ცდილობენ.
2) თავისი საქმის უცოდინრები არიან და ხარვეზს ვერ ასწორებენ.
3) პროფესიონალები,მაგრამ ზარმახები არიან.

ვახ როგორ გიყვართ დაბრეხვება ხოლმე რა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: remixtedi 7 Oct 2010, 00:08
ვერც მე შევდივარ :|


........................

Posted by: X-spamer 7 Oct 2010, 00:35
QUOTE (EMOziko @ 6 Oct 2010, 23:18 )
DeViLz
ჰო მაქ არის. სამწუხაროდ მხოლოდ ერთეულებს აქვთ შეყვანილი, ყველას რომ ქონდეს, პროვაიდერები ასეთ თავის ჭკუაზე ვეღარ იზამდნენ ბევრ რამეს. გავიხსენოთ თუნდაც კავკასუსის საქციელი გუგლთან დაკავშირებით smile.gif

რა მნიშვნელობა აქვს, გუგლი იქნება მონოპოლისტი თუ სხვა კომპანიაა? შენ გგონია გუგლი თუ მთელ "ძალაუფლებას" ხელში ჩაიგდებს ისევ ისეთივე კარგი და სასარგებლო დარჩება ?

Posted by: DeViLz 7 Oct 2010, 02:28
EMOziko
QUOTE
ჰო მაქ არის. სამწუხაროდ მხოლოდ ერთეულებს აქვთ შეყვანილი, ყველას რომ ქონდეს, პროვაიდერები ასეთ თავის ჭკუაზე ვეღარ იზამდნენ ბევრ რამეს. გავიხსენოთ თუნდაც კავკასუსის საქციელი გუგლთან დაკავშირებით


ხო მაგრამ რა კავშირი აქვს მაშინ მაინცდამაინც მაგ დომენთან?
ანუ მაგ ჰოსტის სხვა საიტებს მიხსნის და მაგას არ მიხსნის,
თან IPv-ში პროვაიდერის IP-ები და DNS-ები მაქვს ჩაწერილი...
აშკარაა რომ სპეციალურად აქვთ დაბლოკილი დომენი...

Posted by: zugeni 7 Oct 2010, 09:47
QUOTE
აშკარაა რომ სპეციალურად აქვთ დაბლოკილი დომენი...

თავიდანვე რომ გამოესწორებიათ ეს შეცდომა, სხვაგვარად ვიფიქრებდი. მაგრამ უკვე მეორე კვირაა რაც არანაირი შედეგი არ არის.
მოკლედ ორი კითხვა ჩნდება:
რაში დასჭირდათ ამ დომენის გათიშვა?
რა არის გამოსავალი?

Posted by: keen 7 Oct 2010, 09:51
QUOTE
televizori.ge

აბა მე როგორ შევედი? rolleyes.gif

Posted by: zugeni 11 Oct 2010, 22:32
მოკლედ მესამე კვირა დაიწყო და ისევ არანაირი შედეგი. სილქნეტში მეუბნებიან რომ შესაბამის სამსახურს აქვს გადაცემული პრობლემა.
მირჩიეთ რამე როგორ მოვიქცე?

Posted by: ლაშაკილა 11 Oct 2010, 22:41
zugeni
სასამართლოს მიაკითხე yes.gif

Posted by: zugeni 11 Oct 2010, 23:00
lashakila
მაგ საქმეს მაყუთი ჭირდება sad.gif

Posted by: geohost 11 Oct 2010, 23:07
zugeni

რამდენი ჭირდება დაახლოებით? იქნებ ერთად რამე მოვახერხოთ... ასეთი უპასუხისმგებლობა არ შეიძლება

Posted by: zugeni 11 Oct 2010, 23:13
geohost
ზუსტად არ ვიცი, სარჩელის შეტანა და განსახილველად გატანას ხო დრო უნდა და თან კაი ადვოკატი არის საჭირო რომ ამხელა ორგანიზაციას აჯობო. საბოლოოდ კი ზარალი უნდა განისაზღვროს და ამაშიც თუ ადვოკატმა არ იყოჩაღა ტაქსის ფულს მოგვცემენ სახლში წამოსასვლელად.
ამ ყველაფერს კი იმდენი დრო დაჭირდება რომ ვერგაკაჩავს საიტი ამდენს

Posted by: geohost 11 Oct 2010, 23:18
აი მაგ ყველაფერი კარგად იციან სილქ ნეტშიც.სპეციალურად აჭიანურებენ დროში,რომ საიტის რეიტინგი დაეცეს.ჩემი აზრით დომენის მითვისებას ცდილობენ.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)