Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > Games > განყოფილებაში პოსტვის წესები


Posted by: 7th Guest 5 Jul 2005, 07:06
ქვეგანყოფილებებში პოსტვა

თამაშების განყოფილება დაყოფილია რამდენიმე ქვეგანყოფილებად, თუ ამჩნევთ. ხოდა ახალი თემები გახსენით შესაბამის ქვეგანყოფილებებში, ჩემო ტკბილებო და მურაბებო! vik.gif

user posted image ყველანაირი შუთერი (სროლებზე რომაა), სლეშერი (ჩეხაობაზე რომაა) და მსგავსი თამაშები მიდის ქვეგანყოფილებაში http://forum.ge/?showforum=64. მანდვე მიდის action-adventure (მაგალითად Silent Hill, Resident Evil და სხვ.)

user posted image ყველანაირი RPG, სტრატეგია და კვესტი (adventure) მიდის http://forum.ge/?showforum=63.

user posted image MMORPG-ები (World of Warcraft, Lineage II, etc.) და სხვა MMO თამაშები (Massively Multiplayer Online Games) განიხილება ქვეგანყოფილებაში http://forum.ge/?showforum=37.

user posted image სიმულატორებიც ასევე მიემგზავრებიან http://forum.ge/?showforum=65. სიმულატორებში შედის ავტორბოლების სიმულატორებიც (მაგ. Colin McRae თამაშების სერია) და ცხოვრების სიმულატორებიც (ე.წ. Life Sim -- როგორიცაა The Sims, სიტყვაზე). ასევე გადავწყვიტეთ, ფეხბურთი, კალათბურთი და სხვა სპორტული თამაშები, მიუხედავად იმისა რომ ისინი სიმულატორებად არ ითვლება (უბრალოდ სპორტული თამაშებია), შეგვეტანა ქვეგანყოფილებაში SIMULATORS, იმიტომ რომ ACTION-ში მათი ყოფნა აშკარად უადგილოა. იმავე მოსაზრებით, გადავწყვიტეთ სიმულატორების ქვეგანყოფილებაში განვიხილოთ Need for Speed-ის ტიპის არკადული რბოლებიც.

user posted image ქვეგანყოფილებაში http://forum.ge/?showforum=13 განიხილება როგორც Zuma-ს ტიპის კაზუალური თამაშები, ასევე ნებისმიერი სხვა "პატარა" თამაში -- არკადები, პლატფორმერები, არკანოიდები, პაზლები, Flash-თამაშები და ტელეფონის თამაშები.

user posted image Playstation-ის, Xbox-ის, ასევე ყველა დანარჩენი ძველი თუ ახალი კონსოლების თამაშები მიდის ქვეგანყოფილებაში http://forum.ge/?showforum=67. იქვე იხსნება თემები მობილურის, ჯიბის კომპიუტერებისა და მსგავს თამაშებზე.

მე მგონი, ყველაფერი მარტივი და გასაგებია...

მაგრამ თუ თამაშების ამბავში და სიყვარულში ტყემალზე ზიხართ (და შესაბამისად, ბლის კურკებს ისვრით), ვერ გაგირჩევიათ ერთმანეთისაგან სტრატეგია, შუტერი და სიმულატორი, მაშინ ჯანდაბას თქვენი ლამერული თავ-ფეხი -- პოსტეთ სადაც გინდათ. რამდენიმე ვორნის, დიზებლისა და ბანის შემდეგ ალბათ ნელ-ნელა დაიწყებთ ჟანრების გარჩევას. gigi.gif

ძირითად განყოფილებაში პოსტვა

სანამ თემას გახსნით, გადაამოწმეთ, იქნებ მსგავსი სახელის ან შინაარსის თემა უკვე არსებობს და თქვენთვის საინტერესო საკითხს უკვე განიხილავენ რომელიმე თემაში. ამაში დაგეხმარებათ აპინული თემა http://forum.ge/?f=28&showtopic=33797400

ნებისმიერი თემა, რომელიც არ ექვემდებარება ჟანრობრივ კლასიფიკაციას, ან ექვემდებარება, მაგრამ მისი ჟანრისათვის ცალკე ქვეგანყოფილება არ არსებობს, იპოსტება ძირითად განყოფილებაში. აქვე შეგიძლიათ გახსნათ თემები ტექნიკური პრობლემების შესახებ, რომელიც არ ეხება კონკრეტულად თამაშის შინაარსს. თუ საქმე ეხება ინტერნეტიდან მოქაჩული თამაშების დაინსტალირებას, ნუ გახსნით ცალკე თემას, არამედ ჯერ გაეცანით მიპინულ თემას http://forum.ge/?f=28&showtopic=33590487, რომლის პირველი პოსტი შეიცავს ზოგად ინსტრუქციებს დამწყებთათვის. თუ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი, მაშინ დაპოსტეთ თქვენი პრობლემის შესახებ იმავე თემაში.

ცენზურასთან დაკავშირებით:

ძირითად განყოფილებაში არანორმატიული ლექსიკის გამოყენება იკრძალება ნებისმიერი ფორმით -- მათ შორის სიმბოლოების ჩანაცვლებით. ამ წესის დარღვევისთვის იუზერს მიეცემა ტექნიკური ვორნი ყოველგვარი სიტყვიერი გაფრთხილების გარეშე.

ასევე, აკრძალულია უცენზურო გამოთქმების გამოყენება მემბერ ტაიტლებში (წარწერები ნიკის ქვეშ) და სიგნატურებში.

ტრანსლიტით პოსტვა

თამაშების განყოფილებაში აკრძალულია ტრანსლიტით პოსტვა. იუზერებს, რომლებიც პოსტავენ ტრანსლიტით (ანუ ქართულ სიტყვებს ბეჭდავენ ლათინური ასოებით), მიეცემათ +20% ვორნი. მეორე გაფრთხილება აღარ იქნება -- რეციდივის შემთხვევაში იუზერს აეკრძალება პოსტვის უფლება განუსაზღვრელი ვადით. გაითვალისწინეთ, რომ პოსტვის უფლების დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ დამატებითი +20% ვორნის მიღების ხარჯზე, რაც საბოლოო ჯამში სამმაგად გაზრდის ფლუდ კონტროლის დროს.

თუ პრობლემები გაქვთ XP-ში ქართული Unicode შრიფტის მხარდაჭერასთან დაკავშირებით, გაეცანით გაქართულების განყოფილებაში არსებულ თემას, სადაც ყველაფერი დეტალურადაა ახსნილი და დასურათებული:

http://forum.ge/?f=39&showtopic=33874510

ასევე, შეგიძლიათ გამოიყენოთ მარცხენა ქვედა კუთხეში მდებარე ღილაკი "abg --> აბგ", რომელიც დაგეხმარებათ ლათინური ასოებით აკრეფილი ტექსტის ავტომატურად გადაქართულებაში (იხ. სურათი).

user posted image

VS ტიპის თემები

თამაშების განყოფილებაში VS ტიპის თემების გახსნა აკრძალულია -- ანუ ისეთი თემების, რომლებშიც ხდება ორი თამაშის (ან პაბლიშერის, სტუდიის, ჟანრის, საიტის, სერვერის და ა. შ.) დაპირისპირება, რაც იწვევს ფანების დაპირისპირებას და მთავრდება ძმათამკვლელი ომით ფორუმზე. ასეთი თემები დაიხურება, ავტორი გაფრთხილებული იქნება სიტყვიერად, რეციდივის შემთხვევაში კი ტექნიკურად. აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია მცირე ნალექი და ცვალებადი მოღრუბლულობა. ფრთხილად, კარები იკეტება. შემდეგი სადგური ღრმაღელე.

მცირე დაზუსტება: ეს არ ეხება http://forum.ge/?showforum=67 ქვეგანყოფილებას, რომელსაც ავტონომიური ოლქის სტატუსი აქვს მინიჭებული თამაშების რესპუბლიკის შემადგენლობაში.

100 გვერდის ლიმიტი

განყოფილებაში მოქმედებს 100 გვერდის ლიმიტი, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი თემა, რომელიც 100 გვერდს გადააჭარბებს, უნდა დაიხუროს და შეიქმნას ახალი თემა, წინა თემ(ებ)ის ლინკ(ებ)ის მითითებით.

ძველი თემები

განყოფილებაში იკრძალება ძველი თემების უმიზეზოდ ამოგდება.

რეფერალებთან დაკავშირებით

თამაშების განყოფილებაში იკრძალება ნებისმიერი მომხმარებელის მიერ თამაშის რეფერალის დადება -- ანუ იმ ლინკისა, რომელზედაც დაკლიკების შემთხვევაში ლინკის დამდებს ჩაერიცხება ფული ან მიეცემა ნებისმიერი ბონუსი -- ვირტუალური თუ რეალური. მოდერატორი უფლებას იტოვებს ჩაასწოროს მსგავსი ლინკები, იუზერს მისცეს ვორნი, რეციდივისა და დაუმორჩილებლობის შემთხვევაში კი ბანი! მოდერი ასევე იტოვებს უფლებას გამონაკლისი დაუშვას რეფერალზე , იმ პირობით რო გვერდზევე იქნება მითითებული რომ ეს ლინკი რეფერალია და ემსახურება კარგს საქმეს !

ქართული თამაშების კრეკებთან დაკავშირებით

ფორუმზე აკრძალულია საქართველოში წარმოებული თამაშების კრეკების, სერიული ნომრებისა და შეტეხილი ვერსიების ლინკების დადება.

ქსელში ჩიტერობასთან დაკავშირებით

თამაშების განყოფილება არ მიესალმება ქსელში თამაშისას ჩიტერობას, ამიტომ აკრძალულია ქსელური თამაშების ჩიტ-კოდების მოთხოვნა, განხილვა და ასე შემდეგ.

ტროლინგი

განყოფილებაში მიუღებელია ტროლინგი (თემის შეგნებულად აწიოკება მაპროვოცირებელი პოსტებით). ტროლინგში შემჩნეული პირები დაისჯებიან ვორნით, მძიმე შემთხვევაში კი ბანით. ასე რომ, ვიდრე WoW-ის თემაში შეხვალთ და "ფუჰ რა გათამაშებთ ამ მულწიაშკას" მსგავს სიბრძნეს დადებთ, კარგად დაფიქრდით. user posted image

საერთო თემებთან დაკავშირებით

ისეთი საკითხები, როგორიცაა http://forum.ge/?f=28&showtopic=33851541, მათი http://forum.ge/?f=28&showtopic=33801738 ძებნა, ისევე როგორც პრობლემები ინტერნეტიდან მოქაჩული თამაშების http://forum.ge/?f=28&showtopic=33915670 და მათი http://forum.ge/?f=28&showtopic=33925325, განიხილება შესაბამის საერთო თემებში. ცალკე თემების გახსნა მსგავს საკითხებზე არ შეიძლება.

თამაშისადმი მიძღვნილი თემის გახსნა

როდესაც ხსნით სადისკუსიო თემას რომელიმე თამაშის შესახებ, აუცილებელია თემის პირველ პოსტში მოაყოლოთ სკრინები, ტრეილერი ან ტიზერი, მოკლე ინფო თამაშის შესახებ (სისტემური მოთხოვნები, გამომცემელი და ა.შ.) და, თუ შესაძლებელია, თამაშის ოფიციალური საიტის ლინკიც.


ვინაიდან ვარეზ საიტებზე და მსგავს წყაროებზე თამაშების აღწერილობა ხშირად სინამდვილეს არ შეესაბამება, ამიტომ სჯობს ინფორმაცია დააკოპიროთ ოფიციალური საიტიდან ან ფორუმიდან. მიიღება სერიოზული გეიმერული საიტების მონაცემებიც (IGN, GameSpot და ა.შ.).

ფაჩიკოს გარმონის წესი

აკრძალულია თემების გაწელვა უშველებელი ფოტოების დადებით ან ნებისმიერი სხვა ფორმით. ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს, ჩაასწოროს მსგავსი პოსტები ან საერთოდ წაშალოს ისინი.

ოფტოპიკებთან დაკავშირებით

ფორუმზე შემოღებულია ახალი ტეგი OFFTOPIC. მისი არსი შემდეგშია: პოსტის იმ ნაწილს, რომელსაც ოფტოპიკად მიიჩნევთ, მონიშნავთ და ჩასვამთ ამ ტეგში, იგივე პრინციპით, როგორც სვამთ IMG, BOLD და სხვა ტეგებში. ამ ტეგით მონიშნული ტექსტი ზომაში მცირდება, ხდება ნაცრისფერი და ემატება წარწერა OFFTOPIC. იხ. ნიმუში:


OFFTOPIC:
ეს არის ტეგში ჩასმული ოფტოპიკის ნიმუში
















თავად ტეგი მოკლეა და მისი ჩასმა ხელითაც იოლად შეიძლება, თუ Fast Reply რეჟიმში პოსტავთ:

CODE
[off] [/off]


დაბეჯითებით გთხოვთ, გამოიყენოთ ტეგი OFFTOPIC. მისი მუდმივი იგნორირებისათვის მოდერატორებს შეუძლიათ გაფრთხილება მოგცენ. ასევე, მოდერატორები უფლებას იტოვებენ, თავად ჩაასწორონ პოსტები და OFFTOPIC ტეგში ჩასვან პოსტების ის ნაწილი, რომელსაც ოფტოპიკად მიიჩნევენ.

აქვე მცირე განმარტება მათთვის, ვინც გუშინ გადმოხტა მთვარიდან პარაშუტით და გაგნებაში არაა, რას ნიშნავს ოფტოკიპი: ეს არის მთლიანად პოსტი, ან მისი ნაწილი, რომელიც თემას არ ეხება. არის დასაშვები ოფტოპიკები, რომლებიც ასე თუ ისე მაინც თემიდან გამომდინარეობს და არის დაუშვებელი ოფტოპიკები, რომლებსაც არანაირი კავშირი არა აქვს თემასთან.

სპოილერებთან დაკავშირებით

ფორუმზე შემოღებულია ახალი ტეგი -- SPOILER. მისი მეშვეობით შესაძლებელია ისეთი ტექსტის დამალვა, რომლის წაკითხვა არასასურველია მათთვის, ვისაც არ სურს წინასწარ გაიგოს, რა მოხდება ფილმში, წიგნში, თამაშში და ა. შ. დაბეჯითებით გთხოვთ, გამოიყენოთ ეს ტეგი მსგავსი შინაარსის მქონე ტექსტების დასაფარად, რადგან განსაკუთრებით მძიმე სპოილერების შემთხვევაში მოდერატორებმა შესაძლოა სანქციებს მიმართონ.

ტეგით დაფარული სპოილერის მაგალითი:

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


ტეგის ნიმუში:

CODE
[spoiler]ნუ წამიკითხავ, სპოილერი ვარ![/spoiler]


ყიდვა-გაყიდვა ონლაინ თამაშებში

ყიდვა-გაყიდვის თემაში ერთ გვერდზე იკრძალება ერთზე მეტი, ერთი და იგივე საქონლის განცხადების დაპოსტვა.

-------------------------------------------------------------

ყველას ვაფრთხილებთ:

შეეცადეთ არ დაარღვიოთ წესები და არ გვაიძულოთ მოგცეთ ტექნიკური გაფრთხილება (WARN), იმიტომ რომ...

1) მოდერატორს აღარ შეუძლია ვორნის მოხსნა.
2) ვორნთან ერთად მოგემატებათ ფლუდ კონტროლის დროც.


-------------------------------------------------------------

განყოფილების მოდერატორები არიან:

http://forum.ge/?showuser=9094 (ყველა ქვეგანყოფილება)
http://forum.ge/?showuser=32602 (ყველა ქვეგანყოფილება)
https://forum.ge/?showuser=107358 (ყველა ქვეგანყოფილება)
http://forum.ge/?showuser=28594 ( http://forum.ge/?showforum=37 )
http://forum.ge/?showuser=12602 ( http://forum.ge/?showforum=67 )
https://forum.ge/?showuser=114805 ( http://forum.ge/?showforum=67 )


განყოფილების სული და გული იყო არის და იქნება ცელოკრატიის მამა
ბატონი -- > http://forum.ge/?showuser=7777


საჭიროების შემთხვევაში მოდერატორებს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ PM-ის მეშვეობით. ასევე, შეგიძლიათ გამოიყენოთ ლინკი "შეატყობინე მოდერატორს". ოღონდ უმორჩილესად გთხოვთ -- ნუ გამოიყენებთ ამ ლინკს არადანიშნულებისამებრ, დაიმორჩილეთ თქვენი ბოტოტა თითები და ნუ აწკაპუნებთ ყველაფერზე, რაც ხელში მოგხვდებათ, თორემ მერე მოდერატორებს ევსებათ მეილბოქსები ისეთი შეტყობინებებით, როგორიცაა "მოდი ამ საღამოს ქსელში დავცხოთ". გმადლობთ!

Posted by: Blackrider 10 Jun 2010, 23:33
Online Games
user posted imageონლაინ თამაშების ყიდვა-გაყიდვის თემაში ერთ გვერდზე იკრძალება ერთზე მეტი, ერთი და იგივე საქონლის განცხადების დაპოსტვა.

Posted by: ვახტანგი 6 Feb 2013, 00:37
Warning:
დღეიდან, ანუ 29.10.2012 18 საათიდან თემა ან პოსტი რომელიც შეეხება კონკრეტული თამაშის თემის აპინვასა ან ჩამოპინვას, მიეცემა გაფრთხილება მოდერატორის მიერ ხოლო, სისტემური ხასიათის შემთხვევაში დაივორნება.


სხვა დანარჩენისთვის არსებობს http://forum.ge/?showforum=3

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)