#56378669 · 3 Jun 2020, 22:37 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მე ეგრე ოქრო მქონდა დალომბარდებული და ლომბარდი ფიზიკურად ვერ გამატანდა ნივთს რადგან ნივთი ეროვნული ბანკის საცავში ინახება როგორც ვიცი, ეგ კი არა საერთოდ ვერც დავუკავშირდი ლომბარდს. მეც ავდექი და დავრეკე ეროვნულ ბანკში, ავუხსენი სიტუაცია ვერ ვუკავშირდები მეთქი და ნივთს ხო არ გამიყიდიანთქო, ვერავინ ვერ გაგიყიდით ნივთსო და დაჟე 1 კვირაში მეპატრონის ნომერიც გამიგეს და დაარეკინეს ხმის კანკალით. ამას ვუთხარი ნივთის გატანა მინდა მეთქი და როგორც კი გაიხსნებით თანხას გადავიხდითქო, მანამდე კაპიკს არ გადაგიხდითქო, კაიო. როგორც კი გაიხსნენ დავურეკე და მთხოვდნენ 3 თვის პროცენტს, მეთქი 3 თვე გეძებდით დაიკარგეთ და რის პროცენტს ითხოვთ მეთქი. როგორც კი გავუთიშე გადავრიცხე ნივთის ღირებულებას + 1 თვის პროცენტი, გადავურეკე, ამდენი გადმოვრიხე მეთქი და ოთხშაბათს თუ ნივთს არ დამახვედრებთ მერე გავარკვიოთ დანარჩენი 2 თვის პროცენტითქო. არანაირად არ გაურთულებიათ ოთხშაბათს დილით დავურეკე, საღამოსკენ მოდიო, მივედი და წამოვიღე
|