Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ბიზნესი და ეკონომიკა > შევიძენ ბიზნესს,ბიზნეს წილს,დავაფინანსებ იდეას.

Posted by: Oldmak888 26 Oct 2020, 01:25
დავაფინანსებ კარგ იდეას,შევიძენ წილს,შევიძენ მოქმედ ბიზნეს ან 50-50 ზე ჩავდოთ საქმეში და ერთად გავაკეთოთ რამე
ბიუჯეტი 10000 ლარიდან 50000 ლარამდე.

Posted by: theodous 26 Oct 2020, 13:53
Oldmak888
პმ

.............................................................................

Posted by: В.И. Ленин 26 Oct 2020, 17:36

Posted by: ladusha2 26 Oct 2020, 18:12
Oldmak888
პმ...............................................

Posted by: theodous 26 Oct 2020, 18:16
20 000 იქნება საკამრისი

ლარებში

........................................................................................

Posted by: ბუდარია 27 Oct 2020, 03:09
Oldmak888

დროებითი წილი გაწყობს? სანამ ჩადებულ თანხას არ ამოიღებ მოგების სახით, მანამდე.

მერე იქამდე, სანამ არ გამოვისყიდი.

Posted by: Oldmak888 27 Oct 2020, 15:15
ბუდარია
პმ.............

Posted by: GEOGSM 2 Nov 2020, 10:31
Oldmak888
სხვა ბიზნესი და სხვა მიმართულება
https://forum.ge/?f=41&showtopic=35171721

Posted by: Melakud 2 Nov 2020, 13:03
Oldmak888

სფერო ნებისმიერი?

Posted by: Oldmak888 2 Nov 2020, 20:55
Melakud
კიი,მაგრამ თუ წარმოება იქნება მით უკეთესი.

Posted by: tothetop 5 Nov 2020, 16:38
პმ მოგეწერე,გამაგებინე თუ დაგაინტერესებს.

Posted by: bareza 5 Nov 2020, 21:31
ლოჯისტიკური კომპანიის მოხოდვით თუ დაინტერესდები.
1 წლის დაწყებულია, პანდემიის დრო დაპაუზდა უბრალოდ.

Posted by: Thenotorious99 10 Nov 2020, 22:35
პმ

---------------------------

Posted by: button nose 22 Dec 2020, 14:30
რამდენად საინტერესო იქნება თქვენთვის არ ვიცი მაგრამ მაინც ვცდი: ვარ კოსმეტოლოგი:10 წლიანი სტაჟით. მყავს უამრავი პაციენტი. მაქვს ჩემი პირადი სახის განწმენდი სითხე, რომელიც ბევრ პრობლემას აწესრიგებს მათშორის : აკნეს მკურნალობა, პიგმენტაცია, სებორეული კანი, და ბევრი სხვა პრობლემა. ეს კონკრეტული ლოსიონი უკვე 30 წელია გვამუშავებს. ამ კარანტინის ჟამს ძალიან პოპულარული გახდა სახლში თაცის მოვლის მსგავსი საშუალებები. მაქვს იდეა სერიულად გამოვიშვა. ვეძებ პარტნიორს. თუ დაინტერესდებით მომწერეთ smile.gif

Posted by: Elevatori 22 Dec 2020, 18:12
Oldmak888
აღსარების მერე რა გარანტიას მაძლევ რომ ჩემს გარეშე არ გააკეთბ ამ ბიზნეს?? )))

ან რის მიხედვით ერთვები საქმეში? რას ითხოვ??

ეხლა არ თქვა ის ქარაზმული სიტყვა დამაჯერეო რასაც ყვლა იძახის და აღსარების მერე რო არაფერს იჯერებენ და ქრებიან. )) gigi.gif

მე მაქვს 2-3 მოხოდილი იდეა ძაან მაგარი და კაკრას ეხლაა დრო.

Posted by: zzz77 23 Dec 2020, 01:37
Elevatori
რამდენია საჭირო და რა თემებია იქნებ პირადში მომწერო.ის არ შეგეშინდეს მარტო ჩემით ვერაფრის დამწყები ვერ ვარ))))

Posted by: lockedd 24 Dec 2020, 02:45
თემის ავტორის მსგა სად მეც ვარ დაინტერესებული ინვესტიციით ნორმალურ საქმეში ან იდეაში. დეტალები და იდეის მონახაზი პმში მომწერეთ. დაულაგებელ და უაზრო მინაწერებს არ ვუპასუხებ. საქმეზე ან იდეაზე დეტალური ინფორმაცია მომწერეთ.

პ.ს ვაჭრობის სფერო პრიორიტეტულია!

Posted by: miseva 6 Jan 2021, 05:35
დავაფინანსებ კარგ იდეას...
ბიუჯეტი 100კ ლარამდე.

პ.მ. მომწერეთ ვინც დაინტერესდება

Posted by: theodous 9 Jan 2021, 20:25
miseva
ხუმრობ ხომ?

.....................................................................

Posted by: Amper 19 Jan 2021, 20:18
QUOTE
50000 ლარამდე.

მაგ ფასად წისქვილსაც ვერ ჩადგან სადმე სოფელში... wink.gif tongue.gif
რამე ნორმალური რომ გააკეთო 1 ლიმონიდან ზემოთ უნდა იანგარიშო. თორემ ეხლა 10000 ლარადაც კი გააკეთებ რამეს.

Posted by: ThisTooShallPass 20 Jan 2021, 17:28
ვარ პროფესიონალი მზარეული ევროპაში წლების მუშაობის გამოცდილებით შემიძლია შევქმნა ნებისმიერი კონცეფციის რესტორანი ან სწრაფი კვების ობიექტი.

მომწერეთ პმ თუ დაინტერესდებით

Posted by: shuma89 20 Jan 2021, 20:19
იონჯის პრესების წარმოებაზე რას იტყოდით? ნაკვეთი მაქვს დასავლეთში, ზესტაფონთან ახლოს, მეც აქვე ვცხოვრობ, 5-6 ათასი უნდა შეღობვას და მოწესრიგებას, დანარჩენი მერე დამუშავება თესვა.
სარწყავი წყალი უპრობლემოდაა, თუ მოირწყვება და სასუქიც იქნება ჰექტარზე 1000 პრესი გამოვა 10-10 ლარად ყიდდნე წელს ადგილიდანვე იონჯას, 8 ლარზე ნაკლები არ ყოფილა თივ\ბვის დროსაც კი.
ხარჯი ცალზე 2 ლარის ფარგლებშია.
ნაკვეთის ფართი 4,5 ჰექტარია.
თუ დაგაინტერესებს პირადში მომწერე.

Posted by: wu777ro 21 Jan 2021, 21:22
დავაფინანსებ და განვიხილავ იდეებს, მცირე კაპიტალით 10-15K ლარის ფარგლებში.

Posted by: miseva 22 Jan 2021, 20:05
QUOTE (theodous @ 9 Jan 2021, 20:25 )
miseva
ხუმრობ ხომ?

.....................................................................

რატომ გადაწყვიტე?

Posted by: theodous 22 Jan 2021, 20:39
miseva
მაგ ტანხით დიდი ბზნესს ავაწყოდბი და იმიტომ

ნუტუ იდეები არ გაქვს ტუ უნიკუმს ეძებ?

Posted by: ბუდარია 27 Jan 2021, 00:53

რამდენი დამფინანსებელი ყოფილხართ.

განცხადებების საიტის დაფინანსება გიფიქრიათ ვინმეს? აი ვთქვათ მაიმარკეტის ან მაიაუტოს მაგვარი საიტი რომ იყოს, დააფინანსებდით?

ცნობისთვის, ეგ საიტები 2-5 ათას ლარს აკეთებს დღეში მოგებას თითოეული.....

Posted by: zzz77 28 Jan 2021, 21:44
ბუდარია
სადაც mymarketi,hom.ge.ss.ge და ეგეთი საიტებია ახალის ამუშავება ძალიან გაჭირდება

Posted by: ბუდარია 29 Jan 2021, 03:30
zzz77
QUOTE
სადაც mymarketi,hom.ge.ss.ge და ეგეთი საიტებია ახალის ამუშავება ძალიან გაჭირდება

ცხადია ძნელია, მითუმეტეს თუ არ იცი როგორ გააქაჩინო.

მე რასაც ვაკეთებ, ზუსტად მაქვს გათვლილი და ვიცი რამდენი დაჯდება და რა დრო დაჭირდება, ყოველ შემთხვევაში, დღეში 200 ლარზე რომ გავიდეს მაგ დონეზე გარანტირებულად გავიყვან.

Posted by: zzz77 29 Jan 2021, 18:42
ბუდარია
რამდენი დაჭირდება მიახლოებით,შენი დაანგარიშებით.

Posted by: ბუდარია 30 Jan 2021, 02:04
zzz77
QUOTE
რამდენი დაჭირდება მიახლოებით,შენი დაანგარიშებით.

მე ნულიდან არ ვიწყებ, როცა ფული დამჭირდება იმ მომენტში საიტი საკმაოდ გაქაჩული იქნება. უბრალოდ მეტ მასშტაბზე რომ გავიდე, მაგისთვის შეიძლება დამჭირდეს, შეიძლება არც დამჭირდეს. დაახლოებით 5 თვეში საიტზე იქნება 30 000 განცხადება და განახლებული დიზაინი, ასევე ფეისბუქზე სარეკლამო აუდიტორია მილიონამდე გამომწერით. ამის მერე კიდევ 30 000 განცხადება რომ დაემატოს, კიდევ მილიონამდე გამომწერის აუდიტორია და თან ყოველდღიური 10 დოლარის რეკლამა 1 წლის განმავლობაში, ამისთვის დაახლოებით 15კ დოლარი იქნება საჭირო. ამ პარამეტრების მქონე საიტებს კარგი შემოსავალი აქვთ, მაგრამ ცხადია ახალი საიტისთვის გარკვეული დროა საჭირო, ერთი ეგ არის, რომ თუ ვინმეს ფულს ჩავადებინებ, იმ პირობით რომ გამოსყიდვის საშუალება მექნება, ცხადია მას მერე რაც გარკვეულ შემოსავალს მიიღებს. ბინის ყიდვას და გაქირავებას ნამდვილად ასჯერ ჯობია.

ისე კი ვინც ნულიდან დაიწყებს, იმისთვის მართლა ძალიან რთულია, ფინანსებიც ხო ბევრია საჭირო და ცოდნა-გამოცდილება თუ არ აქვს, შეიძლება ვერც გაქაჩოს და გაიჭედოს.

Posted by: shuma89 30 Jan 2021, 18:22
QUOTE (shuma89 @ 20 Jan 2021, 20:19 )
იონჯის პრესების წარმოებაზე რას იტყოდით? ნაკვეთი მაქვს დასავლეთში, ზესტაფონთან ახლოს, მეც აქვე ვცხოვრობ, 5-6 ათასი უნდა შეღობვას და მოწესრიგებას, დანარჩენი მერე დამუშავება თესვა.
სარწყავი წყალი უპრობლემოდაა, თუ მოირწყვება და სასუქიც იქნება ჰექტარზე 1000 პრესი გამოვა 10-10 ლარად ყიდდნე წელს ადგილიდანვე იონჯას, 8 ლარზე ნაკლები არ ყოფილა თივ\ბვის დროსაც კი.
ხარჯი ცალზე 2 ლარის ფარგლებშია.
ნაკვეთის ფართი 4,5 ჰექტარია.
თუ დაგაინტერესებს პირადში მომწერე.

მცირე ინვესტიციიდან საკაიფო მოგება იქნება, ვისაც აინტერესებს სოფლის მეურნეობა.

Posted by: Tiperson 30 Jan 2021, 19:21
QUOTE (ბუდარია @ 27 Jan 2021, 00:53 )
რამდენი დამფინანსებელი ყოფილხართ.

განცხადებების საიტის დაფინანსება გიფიქრიათ ვინმეს? აი ვთქვათ მაიმარკეტის ან მაიაუტოს მაგვარი საიტი რომ იყოს, დააფინანსებდით?

ცნობისთვის, ეგ საიტები 2-5 ათას ლარს აკეთებს დღეში მოგებას თითოეული.....

ამდენ ფულს მარტო რეკლამებიდან და ვიპ სტატუსებიდან აკეთებენ ?

საზღვარგარეთის ბაზრისთვის თუ შეგიძლია გააკეთო მსგავსი საიტები და კონკურენცია გაუწიო ადგილობრივებს ?

Posted by: ბუდარია 31 Jan 2021, 13:07
Tiperson
QUOTE
ამდენ ფულს მარტო რეკლამებიდან და ვიპ სტატუსებიდან აკეთებენ ?

yes.gif
მაიაუტოს მგონი 500 განცხადება აქვს ყოველდღე ფასიანი, 1 ლარიდან 8 ლარამდე. პლიუს ყველგან გაკვეხებული რეკლამები.

QUOTE
საზღვარგარეთის ბაზრისთვის თუ შეგიძლია გააკეთო მსგავსი საიტები და კონკურენცია გაუწიო ადგილობრივებს ?

დიდ ბაზარზე ძალიან დიდი ფულია საჭირო, განსაკუთრებით მასშტაბური რეკლამა ჯდება ძვირი, თუმცა ჩემი სისტემით რომ შევიდე აზერბაიჯანში ძვირი არ დამიჯდება, შეიძლება 30კ-40კ დოლარად ისე გავაქაჩინო მაიაუტოს გაუსწროს შემოსავლებში, ოღონდ სადღაც 2 წელი დაჭირდება ნორმალურ შემოსავალზე გასასვლელად, მერე უკვე გაფრინდება...

Posted by: Maestrovaso 12 Feb 2021, 00:33
სპეციალური შეთავაზება:
გთავაზობთ პროფესიონალურ (Gmail-ის დონის) იმეილ სერვისებს თქვენს საკუთარ დომენზე! 99,99% აფთაიმი 24/7-ზე!
მაგალითად, გაქვთ საკუთარი საიტი custom.ge, მაგრამ იმის მაგივრად, რომ ეკონტაქტოთ თქვენს კლიენტებს name@custom.ge ტიპის იმეილით, ეკონტაქტებით ისევ name@gmail.com ან სულაც name@mail.ru იმეილებით და სერიოზულად არავინ გიყურებთ.

მხოლოდ გამართვაზე დახარჯული ძალისხმევისთვის უხდით პროფესიონალს ერთჯერადად და ერთჯერადი ხარჯის (ფაქტიურად ინვესტიციის) სანაცვლოდ მიიღებთ:

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

ბონუსის სახით, თებერვლის კლიენტებს გავუკეთებთ პირადი Gmail-ის ექაუნთიდან ორგანიზაციის დომენის იმეილიდან მიღება/გაგზავნის შესაძლებლობასაც.

დამიკავშირდით პირადში

Posted by: Lowbraun 15 Feb 2021, 00:29
QUOTE (Oldmak888 @ 26 Oct 2020, 01:25 )
დავაფინანსებ კარგ იდეას,შევიძენ წილს,შევიძენ მოქმედ ბიზნეს ან 50-50 ზე ჩავდოთ საქმეში და ერთად გავაკეთოთ რამე
ბიუჯეტი 10000 ლარიდან 50000 ლარამდე.

ბანკი ხარ თუ კერძო პირი?? მე მაქვს ბიზნესი და თუ დამაჯერებ რო უბრალოდ არ იპარავ იდეას ან არ ხარ მევახშე ჩაგრთავ საქმეში.

Posted by: Lowbraun 17 Feb 2021, 13:44
აქ არავინ არის სერიოზული დამფინანსებელი თუ ყველას იდეის მოპარვა სურს ? )))

Posted by: Luka251 17 Feb 2021, 19:39
იდეა, ფული და ერთი შანსი.

_______________________________________

Posted by: theodous 18 Feb 2021, 18:13
აქ რა მოხდა ბოლო ბოლო?

.........................................................................................................................

Posted by: anona 3 Mar 2021, 17:28

Oldmak888
QUOTE
ერთად გავაკეთოთ

ნახევარი მილიონის საქონელია საქარტველოში, ნახეთ განცხადება და თუ ინტერესი გაქვთ დაგვეკონტაქტეთ

Posted by: kkaaxxaa 5 Mar 2021, 22:50
Oldmak888
აქამდე ტურიზმის სფეროში ვმუშაობდი, მაგრამ ბოლო წელს რაც დაპაუზდა ეს სფერო ცოტა დავფიქრდი. შენსავით ვიყავი მეც 1-2 თვის წინ. 35 ათასამდე მოვუყარე თავი და არ ვიცოდი რა მექნა. განვიხილე სხვადასხვა ვარიანტები, დაწყებული თონის გახსნიდან დასრულებული ბლოკის ცეხით და უამრავი სხვა. ბოლოს სხვადასხვა მიმართულებით წავედი: გიზიარებ რომ იქნებ საკუთარზე დაფიქრდე.
1. კარტოფილი. სოფელში მქონდა უქმად 3 ათას კვადრატულამდე და მანდ სულ კარტოფილს ვთესავ. სათესლე უკვე შევარჩიე, მიწა დამუშავებულია. ახლა ამინდების გამოსვლას ველოდები რომ დავთესო. სადღაც ერთ თვეში დავთესავ უკვე. მოხვნა, სათესლე კარტოშკა, სასუქი და წამლობები, +ორი მუშახელი სადღაც 2500-2800 ლარამდე მიჯდება. მოსავალს კი 7-8 ტონას მაინც ველოდები მინიმუმ. ირწყვება ნაკვეთი თან.
2. ღორები. ორ კვირაში ჩამოვიყვან სოფელში ათ სულ გოჭს. შევარჩიე სახორცე-საბეკონე ჯიში და თვენახევრისებს ვყიდულობ. შევურჩიე კვების პროგრამაც და 6-7 ასაკში სარეალიზაციოდ გავთვალე. გოჭებს უშუალოდ მე მოვუვლი სოფელში. ამ იდეისთვის 6 თვიან გეგმაზე თავის კვებიანად და გოჭების ყიდვით 8500 გადავდე. ამაში შედის საღორის შერემონტება სადღაც ათას ლარამდე.
3. დაბადების დღის ცენტრი. რაიონში მსგავსი დაწესებულება არ არის. თუმცა მოთხოვნა არის. 15 მარტიდან იხსნება რეგულაციები ცენტრებზე და 26ში მე ვაპირებ გავხსნა დაბ დღის ცენტრი. ღორების მოვლასთან ერთად იმასაც შეთავსებით მოვუვლი. ანიმატორები, ფართი და ძირითადი საშუალებები უკვე მოძიებული მაქვს. მთავარია ჩემი სამოქმედო გეგმა აქტიური და კრეატიულია ძალიან. ამ იდეისთვის 5 ათასი გადავდე.
4. ტურისტულ საიტს ვაკეთებ. ეს 1200 ლარი მიჯდება, იქნება მოშნი ორენოვანი საიტი (ინგლ-რუს). თავის დაჯავშნის და გაფილტვრის ფუნქციებით და ა.შ. ტურები, აღწერები, ტუდა სუდა ტექსტები უკვე დავუწერე და თავის სურათებიანად გადავუგზავნე. 18-20 დღეში უკვე იქნება.

ამ ყველაფრის მერე კიდევ დამრჩა გარკვეული თანხა (15 ათასამდე) და ვფიქრობ კიდევ რაში გამოვიყენო. სავარაუდოდ სახერხს გავხსნი რაიონში. ასევე მინდა ერთი საცხობი ცენტრში ბაზართან და კიდევ მინდა დეკორატიული ბალიშების წარმოება-რეალიზაცია.

ეს ყველაფერი იმიტომ მოგიყევი, რომ სჯობს საკუთარი წამოიწყო, ვიდრე სხვების წილებში ჩაჯდე. ჩემი აზრით ცოტა საშაროა. ან თავისტკივილი მაინც.
გადახედე რა შეგიძლია, რა რესურსები გაქვს ფულის გარდა და რომელი საქმე მოგწონს. ამის მერე გაგიადვილდება შენი კაპიტალისთვის მიმართულების მიცემა.
რაც არ უნდა იყოს წარმატებებს გისურვებ!

Posted by: LARSI 15 Mar 2021, 17:17
kkaaxxaa

კარგია უბრალოდ გირჩევდი ამდენი რამე ერთად არ გააკეთო,ჩაგივარდება არასაკმარისი ყურადღების გამო.
ერთი გააკეთე და ბოლომდე მიაწექი.

Posted by: kkaaxxaa 15 Mar 2021, 20:55
LARSI
მადლობა

QUOTE
გირჩევდი ამდენი რამე ერთად არ გააკეთო

მე მხოლოდ კარტოშკა და ღორები დავიტოვე. საიტის ამბები ჩემს ერთ დეიდაშვილს მივაბარე, ის მიხედავს იქაურობას, ჯავშნებს, განახლებებს და ა.შ. დაბადების დღის ცენტრი კი თვის ბოლომდე გადავდე, ის მეორე დეიდაშვილს უნდა ჩავაბარო. მარტოს მართლა მიჭირდა. მოსამზადებელი სამუშაოებიც კი.

Posted by: theodous 15 Mar 2021, 21:15
kkaaxxaa
არ გიდ აკომპანია დააფინასნსო?

მე მივხედავ და 50% ს მგცემ და კარგ შემსავზლე გავაიდეთ

მე უკვე დაქოქლილი მაქვს

Posted by: ჩხრამბურთლაძე 16 Mar 2021, 02:55
QUOTE (Maestrovaso @ 11 Feb 2021, 23:33 )
სპეციალური შეთავაზება:
გთავაზობთ პროფესიონალურ (Gmail-ის დონის) იმეილ სერვისებს თქვენს საკუთარ დომენზე! 99,99% აფთაიმი 24/7-ზე!
მაგალითად, გაქვთ საკუთარი საიტი custom.ge, მაგრამ იმის მაგივრად, რომ ეკონტაქტოთ თქვენს კლიენტებს name@custom.ge ტიპის იმეილით, ეკონტაქტებით ისევ name@gmail.com ან სულაც name@mail.ru იმეილებით და სერიოზულად არავინ გიყურებთ.

მხოლოდ გამართვაზე დახარჯული ძალისხმევისთვის უხდით პროფესიონალს ერთჯერადად და ერთჯერადი ხარჯის (ფაქტიურად ინვესტიციის) სანაცვლოდ მიიღებთ:

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

ბონუსის სახით, თებერვლის კლიენტებს გავუკეთებთ პირადი Gmail-ის ექაუნთიდან ორგანიზაციის დომენის იმეილიდან მიღება/გაგზავნის შესაძლებლობასაც.

დამიკავშირდით პირადში

facepalm.gif facepalm.gif

ვინღა იცის იმეილი, იმდენი ჩატებია და მესენჯერები კაი რა, ღადაობ.

Posted by: ladusha2 16 Mar 2021, 09:44
ერთი დაფინანსებული პროექტი დაიდოს ამ განყისsmile.gif რომ მეტი სტიმული გვქონდეს როგორც ინვესტორს ასევე სტარტაპს.

Posted by: shuma89 16 Mar 2021, 16:13
მინის ელექტროსადგურის დაფინანსებით ვინ არის დაინტერესებული?
საუბარია ქარის ელექტროსადგურზე. ენერგოპროს ქსელზე მიერთებული სადგური.
ცნობისთვის მზის პანელებით მოპოვებულ ენერგიაში ენერგოპრო იხდის 10.5 თეთრს. ქარის შემთხვევაში მეტი იქნება.
მაქვს ფართი სადაც ქარის სამუშაო დრო არის 3800 საათი წელიწადში, ანუ 10 კილოვატიანი სადგური წელიწადში გამოიმუშავებს 38000 კილოვატს, ანუ 4000 ლარი წლიურად.

Posted by: button nose 17 Mar 2021, 09:03
Mგონია რომ Aქ ყველას იდეები აინტერესებს ხოლო დაფინანსებით რეალურად არავინ Aრის დაინტერესებული. მწერენ Dა მერე Dეტალურად უნდათ რომ Mომაყოლონ. Iდეის სპეციფიურობიდან გამომდინარე Eხლა რეცეპტებს ვერავის Mივართმევ ლანგარზე wink.gif

Posted by: theodous 17 Mar 2021, 10:11
QUOTE (button nose @ 17 Mar 2021, 09:03 )
Mგონია რომ Aქ ყველას იდეები აინტერესებს ხოლო დაფინანსებით რეალურად არავინ Aრის დაინტერესებული. მწერენ Dა მერე Dეტალურად უნდათ რომ Mომაყოლონ. Iდეის სპეციფიურობიდან გამომდინარე Eხლა რეცეპტებს ვერავის Mივართმევ ლანგარზე wink.gif

+1

.................................................

Posted by: deiar123 17 Mar 2021, 17:24
თუ იდეების მოპარვაა , ტიპი რომელიც ჩალიჩობს მაგას მარტო იდეის დონეზე რო განავითარებს ალბათ 1 პროცენტია, კითხვას რო სვამენ პისიატტიში მაქ და რავქნაო ეგ ხო საერთოდ, ამ ეტაპზე 6 კონცეფცია მაქვს ჩამოყალიბებული და თუ ვინმეს აინტერესებს რეალური გეგმა შეუძლია მომმართოს, იდეა თი გაინტერესებთ მაგაზეც შეგიძლიათ მომმართოთ ამ 6 დან რომელიმწს გეტყვით და სულ რო 9 კაცი დაჯდეთ Ყუ მცოდნე არ დაისვი მაინც ვერ მიხვდებუ რაზეა საუბარი

Posted by: theodous 17 Mar 2021, 18:40
deiar123
ფინანსებს ეძებ?

ბარტერს არა?

...........................................................................................

Posted by: deiar123 17 Mar 2021, 18:48
QUOTE (theodous @ 17 Mar 2021, 18:40 )
deiar123
ფინანსებს ეძებ?

ბარტერს არა?

...........................................................................................

ფინანსებს ვეძებ, ანარადა დროდა დრო მივყვები ახალო თემებიც მოდის თავუსთავად, უფრო მეტად საინტერესო და საქმის მკეთებელ ხალხს ვეძებ, რაც შეეხება ბარტერს, რაზეც ჩემი ხედვა მაქვს და ჩამოყალიბებული აზრი იქ ვმოღვაწეობ , თუმცა ახალ იდეებს მოვისმენ და მეც გავაზიარებ არანაირად არ მაქვს პრობლემა იდეის გაზიარებაზე და აზრის გაცვლაზე, არის რამდენიმე პროექტი რაზეც საერთოდ არ უნდა ისაუბრო კაცმა )))
* * *
ერთი კონცეფცია გავყიდე და ცოტა გული დამწყდა , დროის და ფინანსების უქონლობის გამო ვერ ვაკეთებდი, საიმედო ხელში მეგონა მაგრამ ისე დაამახინჯეს მაგას აღარ ვიზამ

Posted by: theodous 17 Mar 2021, 19:13
deiar123
მე სხვა აბრტერს გთავაზობ

მე აიტი კომპანია მაქსვ დ აგთავაზობ აიტი მომსახურებას შენი კომპანიის მომსახურების სანაცვლოდ

მოდი პმში

Posted by: button nose 20 Mar 2021, 09:58
გაგიმართლათ ვინც იდეა გაყიდეთ ან ვინც დაფინანსება მიიღეთ. ჩემთან პმ ევის ცვენაა მაგრამ ვეუბნები შევხვდეთ გავისაუბროთ თქო და ეგ ყველას ეზარება ან არ უნდათ და მაპმ ში მოყოლილი იდეის სერიოზულობის მე არ მჯერავს wink.gif ამიტომაც მგონია რომ მხოლოდ იდეებზე მონადირეები არიან smile.gif

Posted by: theodous 20 Mar 2021, 11:05
button nose
აფნანსებ იდეებს?

რ აიდეებს აფნიანსებ?

Posted by: deiar123 20 Mar 2021, 12:50
QUOTE (button nose @ 20 Mar 2021, 09:58 )
გაგიმართლათ ვინც იდეა გაყიდეთ ან ვინც დაფინანსება მიიღეთ. ჩემთან პმ ევის ცვენაა მაგრამ ვეუბნები შევხვდეთ გავისაუბროთ თქო და ეგ ყველას ეზარება ან არ უნდათ და მაპმ ში მოყოლილი იდეის სერიოზულობის მე არ მჯერავს wink.gif ამიტომაც მგონია რომ მხოლოდ იდეებზე მონადირეები არიან smile.gif

აქედან არაფერი გამიყიდია და იმ ლამაზი ზღაპრებისახ არ მჯერა რო იდეა შეიძლება იყიდებოდეს ))) 21 საუკუნეში ვართ...
დაფინანსება მხოლოდ მაშინ მივიღე როცა ბიზნეს გეგმა წარვადგინე, ისე ვინც გაფინანსებს გარტყმაში არ არი არაფრის. ნათესავიც და მშობელიც თუ გინდა მაგასთანაც საჭიროა ბიზნეს გეგმა და მარტო დაფინანსებისთვის არ არი პირველ რიგში შენთვის გჭირდება.

Posted by: button nose 20 Mar 2021, 13:29
ეგ თავისთავად, რომ ვიზნეს გეგმა გჭირდება ნებისმიერი დაფინანსების მოსაპოვებლად. უბრალოდ აქაური იდეის გაყიდვა დაფინანსების არ მჯერავს. ბიზნეს გეგმამდე უნდა მიხვიდე, ურთიერთობას ვგულისხმობ რა თქმა უნდა smile.gif აბა აქ პმ ში მომიყევი რა გეგმა გაქვს რა არის?!

Posted by: deiar123 20 Mar 2021, 13:49
QUOTE (button nose @ 20 Mar 2021, 13:29 )
ეგ თავისთავად, რომ ვიზნეს გეგმა გჭირდება ნებისმიერი დაფინანსების მოსაპოვებლად. უბრალოდ აქაური იდეის გაყიდვა დაფინანსების არ მჯერავს. ბიზნეს გეგმამდე უნდა მიხვიდე, ურთიერთობას ვგულისხმობ რა თქმა უნდა smile.gif აბა აქ პმ ში მომიყევი რა გეგმა გაქვს რა არის?!

ბიზნეს გეგმამდე როგორ უნდა მიხვიდე? მაფ: შენ გაქ იდეა ფურცელზე გადატანილი მე მაქ თანხა რითიც გაფინანსებ, იმას ვამბობ რო იდეა მარტო იდეა გავხნათ იაპონური რესტორანი ან აპლიკაცია დავწეროღ ან რაც გინდა არ გაიყიდება , სერიოზული ადამიანი მაგას ხელს არ მოკიდებს და ვინც მოკიდებს 99 პროცენტი ფულიც დაიკარგება და ალბათ ერთამენთსაც გადაემტერებით)))

რო არ გჯერავს მართალი ხარ 100 პროცენტით )))
ერთ აზრზე ვართ ვინც მაგას მოგწერს მაგას ალბათ იდეაც რო აჩუქო და ცოტა გაყიდვების ტექნიკაც აუხსნა მაინც ვერ გააკეთებს

Posted by: gobisha 26 Mar 2021, 15:28
ავეჯის საამქრო რამდენად, სახლაფორთო საქმეა?? მორები შენ უნდა იყიდო არაა თან 1000 , 2000, 2500ლარები ღირს არაა?

Posted by: beerrn 7 May 2021, 20:01
მე გთავაზბოთ თბილისთან ახლოს მიწის ნაკვეთებს თუ დაინტერესდებით დავილაპარაკოთ, მაქვს იდეაც არ მაქვს ფინანსები

Posted by: button nose 29 May 2021, 09:39
ვეძებ სერიოზულ და სანდო პარტნიოს ბიზნესის იდეაის დასაფინანსებლად. საქმე ეხება კონკრეტული სფეროს აპარატურის შემოტანას , გაყიდვას და ასევე გაქირავებასაც. მოცულობა პირველ ეტაპზე არაა დიდი, ინევსტიციაც ნაკლებია. დეტალებზე მომწერეთ.
სფერო არის მედიცინა და ესთეტიკური მედიცინა.
დეტალებზე მომწერეთ პირადში.

Posted by: gugusha-l 29 May 2021, 13:45
არ გეწყინოთ მაგრამ არავის აქ წარმოდგენა არ გაქვთ ბიზნესზე ნუ მინიმუმ ჩვენს რეალობაში ბიზნესზე.

არც იმათ ვისაც გგოქნიათ რომ 20 000 ლარის ჩადებით ბიზნესი დაიწყება და არც იმათ, ვინც ფიქრობთ, რომ გენიალური იდეა გაქვთ და არც დაწერა შეიძლება რომ არ მოიპარონ და ვიღაცაც ასე უდნა ენდოს

Posted by: button nose 21 Oct 2021, 08:42
მაქვს ბიზნესი, ჩამომაქვს ესთეტიკური და სტომატოლოგიური აპარატურა. მაქვს რამოდენიმე ექსკლუზივი, ბიზნესი მოქმედია და მინდა გაფართოება. თუვინმე დაინტერესდებით რეალურად მომწერეთ

Posted by: ჩხრამბურთლაძე 21 Oct 2021, 12:21
QUOTE (gugusha-l @ 29 May 2021, 12:45 )
არ გეწყინოთ მაგრამ არავის აქ წარმოდგენა არ გაქვთ ბიზნესზე ნუ მინიმუმ ჩვენს რეალობაში ბიზნესზე.

არც იმათ ვისაც გგოქნიათ რომ 20 000 ლარის ჩადებით ბიზნესი დაიწყება და არც იმათ, ვინც ფიქრობთ, რომ გენიალური იდეა გაქვთ და არც დაწერა შეიძლება რომ არ მოიპარონ და ვიღაცაც ასე უდნა ენდოს

+1000

_____________________________________________________________

Posted by: miseva 28 Oct 2021, 12:18
QUOTE (ჩხრამბურთლაძე @ 21 Oct 2021, 12:21 )
QUOTE (gugusha-l @ 29 May 2021, 12:45 )
არ გეწყინოთ მაგრამ არავის აქ წარმოდგენა არ გაქვთ ბიზნესზე ნუ მინიმუმ ჩვენს რეალობაში ბიზნესზე. 

არც იმათ ვისაც გგოქნიათ რომ 20 000 ლარის ჩადებით ბიზნესი დაიწყება და არც იმათ, ვინც ფიქრობთ, რომ გენიალური იდეა გაქვთ და არც დაწერა შეიძლება რომ არ მოიპარონ და ვიღაცაც ასე უდნა ენდოს

+1000

_____________________________________________________________

ვიღაცა მოცლილი გაიჩითა მასეთი lol.gif

იდეას არ მეუბნებოდა და დამაფინანსეო eek.gif

Posted by: Link 28 Oct 2021, 15:56
არა და ამხელა თემაში 1 პოსტი წერია მხოლოდ, სადაც რეალურად შეიძლება ფულის ჩადება.
რა თქმა უნდა არა 30-40 და 50 ათასები, მაგრამ მაინც...

Posted by: თენგო 31 Oct 2021, 01:19
www.hey.ge ამ საიტის განვითარებით და ბიზნეს თანამშრომლობით თუ ხართ დაინტერესებული მომწერეთ პირად შეტყობინებებში.

Posted by: gio_rgi 14 Nov 2021, 02:19
QUOTE (Oldmak888 @ 26 Oct 2020, 01:25 )
დავაფინანსებ კარგ იდეას,შევიძენ წილს,შევიძენ მოქმედ ბიზნეს ან 50-50 ზე ჩავდოთ საქმეში და ერთად გავაკეთოთ რამე
ბიუჯეტი 10000 ლარიდან 50000 ლარამდე.

ბიზნეს იდიეის რა გითხრა მაგრამ თუ ბიზნესის დაწყება გინდა იმის ფონზე რომ ლარი ყოველდღიურად უფასურდება და აქედან გამომდინარე იმპორტი ძვირდება ყველაზე ხელსაყრელი მომენტია არა სავაჭრო ბიზნესი არამედ სამრეწველო ბიზნესი დაიწყო მაგალითად ქრთველი კაცის ხასიათიდან გამომდინარე რომ შეუძლია ლუკმა მოიკლოს, მშიერი იყოს და დაზოგილი ფულით სახლი გარემონტოს ან სულაც ახალი აიშენის აქედან გამომდინარე კარგი ვარიანტია სამშენებლო და სარემონტო მასალების საწარმო ცეხის გამართვა. მაგალითად ამასწინ ლამინატის შეძენა მინდოდა და ცეხში სადაც ლამინატი ვიყიდე და ზომაზე დავაჭრევინე სანამ ზომებს ჭრიდენ ნახევარ სათში გამიძვირეს წინასწარ დათქმული ფასი იმოტომ რომ ლარის გაუფასურების გამო თურქეთიდან შემოსატანი ლამინატში და დესპეში მეტი თანხა უნდა გადავიხადო და შემდეგ პარტიაში ფული აღარ მეყოფაო. აგერ ერთი ვარიანტი ლამინატი დაფქული და დაპრესილი მაკულატურა ხოლო დესპე დაპრესილი ნახერხი არცეთი იწარმოება აქ და არ მგონია ამის წარმოების გამართვა ასტრონომიულ თანხებთან იყოს დაკავშირებული ასვე მეორე ვარიანტი მეორადი საბურავებისგან უამტავი რამის დამზადება შეიძლება. მაგალითად სკვერებში რომ რბილი საფარია ისეთი რბილი საფარი და უამრავი სხვა რამე ასეთი წარმოების გამართვასაც არ ჭირდება მაინცდამაინც დიდი თანხები უბრალოდ დანადგრები ევროპიდან კი არ უნდა შემოიტანო ვინმე პატოსანი და ნიჭიერი ინჟინერი ნახო და იმას აწყობინო პირველ ეტაბზე და რა თქმა უნდა ეცადო ხარისხიანი გამოვიდეს რასაც გაკეთებ. ასევე პლასმასის ცეხის გამართვაც კარგი იდეა სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთების წარმოება მეორადი პლატმასით ამის წარმოებაის გამართვას კიდე უფრო ნაკლები ხარჯები დაჭირდება. ასევე შეგიძლია მონახო სადმე რეგიონში მთის მდინარე მის ნაპირთან პატარა ნაკვეთი შეიძინო და მცირე 30-40 კილოვატის სიმძლავრის მცირე ჰესი გაკეთო ამაშიც სრულად გეყოფა ეგ თანხა და საკმაოდ მოგრჩება კიდეც და შემდეგ იქვე ან მაინერი დადგი და კრიპტოვალუტის გამომუშავებაზე ამუშავე ან გამანაწილებელ კომპანიას გაურიგდი და ქსელში ჩართე. თან მე რამდენადაც ვიცი მცირწ ჰესებს სახელმწიფო ასუფსიდირებს და მგალითად "ენერგოპრო" თუ ენგურჰესიდან დენს 5 თეთრად ყიდულობს და მომხმარებელს 18 თერად აწვდის მცირე ჰესის მფლობელს 5 თეთრს კი არა 18 თეთრს გადაუხდის უფრო სწორედ სახელწიფო უმატებს თანხას

Posted by: Tiperson 14 Nov 2021, 17:39
gio_rgi

შენ თვითონ შეგიძლია რომელიმე საქმის ორგანიზება რაც ჩამოთვალე ?

Posted by: gio_rgi 14 Nov 2021, 19:29
QUOTE (Tiperson @ 14 Nov 2021, 17:39 )
gio_rgi

შენ თვითონ შეგიძლია რომელიმე საქმის ორგანიზება რაც ჩამოთვალე ?

როცა ბიზესი დასაწყებად 10000-დან 50000-მდე გაქვს დაიქირაო ის ვინც ამას ორგანიზებას გაუკეთებს ცალკე ვინვც საქმის წარმოებას მეთალყვურეობას გაუწევს, ცალკე სწმეციალისტი რომელიც მაგალითად ტექნიკურ პროექტს შეგიდგენს ზედმეტი ხარჯია 50000 კი არა 100000 არ გეყოფა. როცა ასეთი თანხა გაქვს ჯობია საქმის უმეტესობა რაც შეხება ორგანიზაცულს თავად გაკეთო. მაგალითად მცირე ჰესის საკითხზე შეგიძლია მიართო ენერგეტიკის სამინისტრის ან აწარმოე საქართველოში საგენტოს და გარკვიო მცირე ჰესებიდან ელ-ენერგის შესყიდვაზე ფასის სუფსიდირების გარდა კიდევ თუ არსებობს რაიმე ხელშეწყობის პროგრამა. შემდეგ ნახი შესაბამისი სპეციალისტი მაგალითად გეპეიში ენერგეტიკის ფაკულტეტზე რომ მცირე ჰესის პროექტი შეგიდგინოს თავისი ყველა გათვლებით, შემდეგ ნახავ სადმე რეგიონში წყალუხვ მთის მდინარეს უფრო რაჭაში და იყიდი მასალებს და დაიქირავებ მუშა ხელს ეს არის ზოგადი მონახაზი რაც კონკრეტულად მცირე ჰესის შემთხვევაში საქმის ორგანიზებას უნდა. რათ გინდა ამის ორგანიზებისთვის ცალკე ვინმე დაიქირაო

Posted by: gugusha-l 15 Nov 2021, 13:01
QUOTE (gio_rgi @ 14 Nov 2021, 19:29 )

კაი კითხვა იყო და მეც მაინტერესებს შენ თვითონ შეგიძლია ? ან ისეთ კონკრეტულპიროვნებას იცნობა ვისაც შეუძლია ?

თორე ასე ადვილია ლაპარაკი გაკეთებაა ძნელი

Posted by: giorgioniani 29 Nov 2021, 03:20
კარგი იდეა მაქვს იმედია გამოხვალტ ვინმე კონტაქტზე .. თანხა მჭირდება პროტოტიპის შესაქმნელად ,......

Posted by: shuma89 29 Nov 2021, 20:15
giorgioniani
არის პროტოტიპის შემნაზე გრანტის სახით 15000 ლარამდე თანხა.

მოიძიე ეგ საგრანტო კონკურსი და აიღებ პროტოტიპის საჭირო თანხას.

Posted by: anona 29 Nov 2021, 23:07
Oldmak888
QUOTE
დავაფინანსებ კარგ იდეას,შევიძენ წილს,შევიძენ მოქმედ ბიზნეს ან 50-50 ზე ჩავდოთ საქმეში და ერთად გავაკეთოთ რამე
ბიუჯეტი 10000 ლარიდან 50000 ლარამდე.

რა ქენი შეიძინე რამე თუ კიდევ ეზებ

Posted by: witeli-eshmaki 28 Dec 2021, 18:05
მაქვს დასუფთავების პროფესიონალური კომპანია
ვთავაზობ ყველა მსურველს თანამშრომლობას:
თუ ვინმეს შეგიძლიათ ესა თუ ის ობიექტი (ორგანიზაციები, მაღაზიები და ა შ) დააინტერესოთ დასუფთავების მომსახურებით, კონტრაქტის გაფორმების შემდეგ მიიღებთ წილს ამ ობიექტიდან. ანუ მოგებიდან გარკვეულ %-ს.
დაინტერესებულმა პირებმა მომწერეთ პმ-ში ან დამიკომენტარეთ :-)

Posted by: zzz77 16 Jan 2022, 22:18
giorgioniani
თანხა რამდენი გჭირდება. ერთი ეგ მომწერე პირადში და მიახლოებით რა თემაა. თუ დავინტერესდები და თანხას შევწვდები შემოვალ მაგ საქმეში
* * *
gugusha-l
ჰესის მშენებლობაზე კი ვიცნობ ადამიანებს ვინც მაგ საქმის პროფესიონალები არიან.მაგრამ დიდი თანხა ჭირდება ძალიან დიდი და უცხო ადამიანთან ასეთი თანხებით საქმეში შესვლა რთულია

Posted by: theodous 19 Jan 2022, 13:28
witeli-eshmaki
მე მაინტერსებს
smile.gif

Posted by: mtiuli... 20 Jan 2022, 11:50
სასტუმროს დაფინანსებით თუ არის ვინმე დაინტერესებული მომწერეთ.
სასტუმრო მდებარეობს კობი-გუდაურის საბაგიროსთან 100 მეტრში, მთავარი გზის პირას. სასტუმრო აშენებულია, არის გასარემონტებელი და აღსაჭურვი. სულ არის 240 კვ.მ. გაკეთდება 5 ან 6 აპარტამენტი.
მუშაობის სეზონი ზაფხულშიც და ზამთარშიც.

Posted by: theodous 20 Jan 2022, 16:39
მეც ვეძებ ფინანსებს,მაქვს ფერმის იდეა

Posted by: FDA 21 Jan 2022, 21:10

button nose
QUOTE
მაქვს ბიზნესი, ჩამომაქვს ესთეტიკური და სტომატოლოგიური აპარატურა. მაქვს რამოდენიმე ექსკლუზივი, ბიზნესი მოქმედია და მინდა გაფართოება. თუვინმე დაინტერესდებით რეალურად მომწერეთ

დადე შენი საიტი რა გაქვს და კიდევ რა გინდა რითი გაფართოვდე ჩასადები თანხა

witeli-eshmaki
QUOTE
მაქვს დასუფთავების პროფესიონალური კომპანია
ვთავაზობ ყველა მსურველს თანამშრომლობას:
თუ ვინმეს შეგიძლიათ ესა თუ ის ობიექტი (ორგანიზაციები, მაღაზიები და ა შ) დააინტერესოთ დასუფთავების მომსახურებით, კონტრაქტის გაფორმების შემდეგ მიიღებთ წილს ამ ობიექტიდან. ანუ მოგებიდან გარკვეულ %-ს

შენ შრომობ და სხვას რატომ უნდა მისცე როცა თავადაც შეგიძლია

ფბზე არის რემონტი ჯგ მანდ დადე ასევე მანდ ვერს ნახვა კლიენტს
* * *
gio_rgi
QUOTE
თუ ბიზნესის დაწყება გინდა იმის ფონზე რომ ლარი ყოველდღიურად უფასურდება და აქედან გამომდინარე იმპორტი ძვირდება ყველაზე ხელსაყრელი მომენტია არა სავაჭრო ბიზნესი არამედ სამრეწველო ბიზნესი დაიწყო მაგალითად ქრთველი კაცის ხასიათიდან გამომდინარე რომ შეუძლია ლუკმა მოიკლოს, მშიერი იყოს და დაზოგილი ფულით სახლი გარემონტოს ან სულაც ახალი აიშენის აქედან გამომდინარე კარგი ვარიანტია სამშენებლო და სარემონტო მასალების საწარმო ცეხის გამართვა. მაგალითად ამასწინ ლამინატის შეძენა მინდოდა და ცეხში სადაც ლამინატი ვიყიდე და ზომაზე დავაჭრევინე სანამ ზომებს ჭრიდენ ნახევარ სათში გამიძვირეს წინასწარ დათქმული ფასი იმოტომ რომ ლარის გაუფასურების გამო თურქეთიდან შემოსატანი ლამინატში და დესპეში მეტი თანხა უნდა გადავიხადო და შემდეგ პარტიაში ფული აღარ მეყოფაო. აგერ ერთი ვარიანტი ლამინატი დაფქული და დაპრესილი მაკულატურა ხოლო დესპე დაპრესილი ნახერხი არცეთი იწარმოება აქ და არ მგონია ამის წარმოების გამართვა ასტრონომიულ თანხებთან იყოს დაკავშირებული ასვე მეორე ვარიანტი მეორადი საბურავებისგან უამტავი რამის დამზადება შეიძლება. მაგალითად სკვერებში რომ რბილი საფარია ისეთი რბილი საფარი და უამრავი სხვა რამე ასეთი წარმოების გამართვასაც არ ჭირდება მაინცდამაინც დიდი თანხები უბრალოდ დანადგრები ევროპიდან კი არ უნდა შემოიტანო ვინმე პატოსანი და ნიჭიერი ინჟინერი ნახო და იმას აწყობინო პირველ ეტაბზე და რა თქმა უნდა ეცადო ხარისხიანი გამოვიდეს რასაც გაკეთებ. ასევე პლასმასის ცეხის გამართვაც კარგი იდეა სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთების წარმოება მეორადი პლატმასით ამის წარმოებაის გამართვას კიდე უფრო ნაკლები ხარჯები დაჭირდება.

კარგ რჩევებს იძლევი

QUOTE
მეორადი საბურავებისგან უამტავი რამის დამზადება შეიძლება. მაგალითად სკვერებში რომ რბილი საფარია ისეთი რბილი საფარი და უამრავი სხვა რამე ასეთი წარმოების გამართვასაც არ ჭირდება მაინცდამაინც დიდი თანხები

ეს კარგი კია მარა ისეთი რა უნდ ა გააკეთო რომ გაყიდო, თან ამას კაი რეკლამა უნდა და ერთი იმდენი ალბათ აქ უნდა ჩადო

QUOTE
პლასმასის ცეხის გამართვაც კარგი იდეა სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთების წარმოება მეორადი პლატმასით ამის წარმოებაის გამართვას კიდე უფრო ნაკლები ხარჯები დაჭირდება.

ეს ყველას სჯობს იმის გამო რომ ამდენი პლასტმასის ბოთლებია ყველგან გარემოსთვის პირველ რიგში მაგრამ ამისგან რა წარმოება უნდა გააკეთო, ამის სახლები და სათბურები კი ვიცი და ჭკვიანი კაცი ამისგან ზუსტდა სახლებს ააშენებდა და გაყიდდა, //https://www.google.com/search?q=plastic%20bottle%20houses&tbm=isch&tbs=rimg:CfoxWNuRb8zHYTwSllTVJd-bsgIMCgIIABAAOgQIABAB&rlz=1CARGFB_enNL957&hl=en&sa=X&ved=0CBsQuIIBahcKEwjgj5fArsP1AhUAAAAAHQAAAAAQBw&biw=1536&bih=714//

სხვა რაში უნდა გამოიყენო რომ გადაამუშაო, დავგუგლო ერთი
* * *
plastic recycling
https://www.google.com/search?q=plastic+recycling+process&tbm=isch&ved=2ahUKEwieu-DErsP1AhXQ5KQKHRwmAj4Q2-cCegQIABAA&oq=plastic+re&gs_lcp=CgNpbWcQARgBMgcIIxDvAxAnMgUIABCABDIFCAAQgAQyBQgAEIAEMgUIABCABDIFCAAQgAQyBQgAEIAEMgUIABCABDIFCAAQgAQyBQgAEIAEOgYIABAHEB46BggAEAgQHjoECAAQGFCcD1i-EWD0ImgAcAB4AIABWYgB2AGSAQEzmAEAoAEBqgELZ3dzLXdpei1pbWfAAQE&sclient=img&ei=l-zqYd6TFNDJkwWczIjwAw&bih=714&biw=1536&rlz=1CARGFB_enNL957&hl=en#imgrc=kEAWzXOU5HAQaM

კაი გადაამუშავე დარაში უნდა გამოიყენო ეს ნარჩენები ვნახო ერთი

* * *
€50K https://www.machinio.nl/advertenties/51658613-afvalfilm-plastic-recycling-line-machine-in-nanjing-china

* * *
უყურე შენ რაები კეთდება ამის გადამუშავებისგან ტანსაცმლიდან დაწყებული
https://www.wired.com/gallery/our-favorite-upcycled-and-recycled-products/

Posted by: svennagel 24 Jan 2022, 00:21
იყიდება მოქმედი მაღაზია ქუთაისში ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, დეტალები პირადში

Posted by: Raingeo 5 Feb 2022, 22:20
მაქვს ბიზნესი, ვაპირებ გაპართოებას
თანხას ჩავადებინებ საქმეში
მეწილე არ მინდა, არც ბიზნესს ვყიდი.
ჩადებულ თანხას 1წელში ამოიღებს ყოველ თვიურად ან კვარტალურად
და მინიმუმ კიდე 3 წელი ნახავს მოგებას

Posted by: zzz77 8 Feb 2022, 22:14
Raingeo
გარანტია რომ თანხას არ დავკარგავ.

Posted by: Pakusa 23 Feb 2022, 14:12
გამარჯობა.ვეძებ ადამიანს თანამშრომლობისთვის, რომლის საკუთრებაშია მიწის ნაკვეთი კორპუსის მშენებლობის ნებართვით (მინიმუმ 10 სართული )

Posted by: anona 23 Feb 2022, 21:27
Pakusa
აქ არა მგონია ვინმემ გიპასუხოს,ფბ რემონტის ჯგუფებში დადე, იქ არის ხოლმე ეგეთი განცხადებები
მაგ. ეს https://www.facebook.com/groups/475558645847434

Posted by: button nose 2 Mar 2022, 19:47
კვლავაც ვეძებ პარტნიორს გამართულ და აწყობილ ბიზნესში smile.gif გაფართოებისათვის. თემა არის: ესთეტიკური და სამედიცინო აპარატურა.

Posted by: ghvinashvili 9 Mar 2022, 16:25
ვაჭრობით თუ ხარ დაინტელესებული საფონდო ბირჟაზე, ამ შემთხვევაში გთავაზობ ვიდეო კონტენტის თარგმნას რომელიც რეალურ ცოდნას იძლევა როგორ ხდება ვაჭრობა. თუ დაგანინტერესებს დეტალურად, შემიძლია განახო რა კონტენტზეა საუბარი.

Posted by: kabal 11 Mar 2022, 04:36
QUOTE (ghvinashvili @ 9 Mar 2022, 16:25 )
ვაჭრობით თუ ხარ დაინტელესებული საფონდო ბირჟაზე, ამ შემთხვევაში გთავაზობ ვიდეო კონტენტის თარგმნას რომელიც რეალურ ცოდნას იძლევა როგორ ხდება ვაჭრობა. თუ დაგანინტერესებს დეტალურად, შემიძლია განახო რა კონტენტზეა საუბარი.

გამარჯობა, შეგიძლია აქ დაწერო რა კონტენტზეა საუბარი?

Posted by: Aunties 12 Mar 2022, 23:14
სადმე ნორმალურ ბანკში დადე ეგ ფული დეპოზიტზე და ისიამოვნე თავისუფლებით მგონი მოგზაურობისთვისაც გეყოფა რა

Posted by: Mr_loverman 31 Mar 2022, 13:27
მაქვს მობილურების და პლანშეტების სერვისი.
მინდა დავიმატო დრონების და სხვა ჭკვიანი ელექტრო მოწობილობების სერვისი.
ასევე შესაძლებელია სხვა დადებითად პროგნოზირებადი თემატური მიმართულებებიც.
მჭირდება პარტნიორი, რაიმე გამოცდილების მქონე მსგავს საქმიანობაში.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)