მეეჭვება ვინმე გამომეხმაუროს აქ მაგრამ მაინც გავხსნი ამ თემას
მოკლედ:
ვეძებ ხელოსანს, მუშას რომელიც დამეხმარება კაპიტალური გარაჟის უკანა კედლის ჰიდროიზოლაციაში.
ეს უკანა კედელი სანახევროდ არის მიწაში და წვიმების დროს სველდება. (მწკრივში არსებული გარაჟების უკანა კედლები ყველა მიწაშია, ზოგი მეტად, ზოგიც ნაკლებად);
საჭიროა:
ა) მიწის მოცილება გარკვეულ დონეზე;
ბ) კედლის გაშრობა და შემდეგ დამუშავება (ჰიდროიზოლაცია);
გ) სავარაუდოდ საჭირო იქნება დრენაჟისთვის პატარა მილის ჩადებაც (ალბათ)
დ) მიწის მიყრა ისევ.