მოკლედ 2019 მშვენიერი წელი გამოვიდა
ივნისიდან აგვისტოს ჩათვლით ვიყავით გრასპოპზე ბელგიაში, არტმანიაზე და როკშტადზე რუმინეთში და ბრუტალ ასაულტზე ჩეხეთში.
ბარემ აქვე მივაბათ 2020 წლის ფესტივალებიც (არამხოლოდ მძიმე მუსიკაში).
პირველ რიგში მძიმე მუსიკის (შედარებით მეინსთრიმი) მასშტაბით ევროპის უდიდესი ფესტივალების 2020-ის ლაინაფებს გადავხედოთ
1. Hellfest 2020
საფრანგეთის უდიდესი ფესტი მძიმე მუსიკაში. ფესტივალის აბონიმენტის (3 დღიანი) ღირებულება 200 ევრო იყო და ბილეთების დადებიდან რამოდენიმე საათში სრულად გაიყიდა (ლაინაფის გამოცხადებამდე). ესეც ლაინაფი:
2. Wacken 2020
გერმანიის უდიდესი ფესტი მძიმე მუსიკაში. რომელიც ასევე სოლდაუთია. (აბონიმენტის ფასი იყო 250 ევრო).
3. Graspop Metal Meeting 2020
ბელგიის უდიდესი ფესტი მძიმე მუსიკაში. რომლის ბილეთებიც დარჩენილია და 250 ევრო ღირს (4 დღიანი).
4. Sweden Rock 2020
შვედეთის უდიდესი როკ ფესტი. რომლის 4 დღიანი აბონიმენტი დაახლოებით 250 ევრო ღირს და რომლის ბილეთებიც ასევე დარჩენილია.
5. Resurrection Fest 2020
ამ ფესტმა თავისი არსებობის მანძილზე პირველად მოახერხა და უკვე გაყიდა ყველა აბონიმენტი. აბონიმენტის ფასი იყო 160 ევრო (დაახლოებით). ეს გახლავთ ესპანეთის ერთერთი მთავარი ფესტი მძიმე მუსიკაში.
6. Barcelona Rock Fest 2020
ესპანეთის უმთავრესმა როკ ფესტმა კი შემდეგნაირი ლაინაფი შემოგვთავაზა. ფესტივალი ღირს 190 ევრო და ამ დონის ლაინაფისთვის (კიდევ ბევრი დაემატება) საკმაოდ კარგი ფასია.
7. Mystic Festival 2020
საკმაოდ საინტერესო ფესტი და შეიძლება ითქვას პოლონეთის გამორჩეული ფესტი მძიმე მუსიკაში. ფესტივალი საკმაოდ იაფია 150 ევროც არ ჯდება და ლაინაფი საკმაოზე მეტად მომხიბვლელი.
8. Nova Rock 2020
ავსტრიის მთავარი როკ ფესტივალი სტანდარტულად შერეულ ლაინაფს გვთავაზობს. ფესტივალზე შეგიძლიათ მოისმინოთ ჰევი/ფაუერ/მელოდიქ დეს მეტალიდან და მეტალქორიდან დაწყებული ალტერნატივ როკ/ინდით გაგრძელებული და ავსტრიული ჰიპ-ჰოპებითა და ელექტრონული მუსიკით დამთავრებული ყველაფერი. თუმცა დომინანტი მაინც ცოტა მძიმე მუსიკაა (მეინსტრიმ ჰედლაინერებით). ფესტივალის ფასი ამჟამად 195 ევროა. თუმცა იყო დრო (სანამ ლაინაფს გამოაცხადებდნენ მთლიანობაში) 150 ევროც ღირდა.
9. Rock Am Ring 2020/Rock Im Park 2020
გერმანიის მთავარი მეინსტრიმ როკ ფესტიც ნოვა როკის მსგავსად ძალზედ შერეულ და უფრო მეინსტრიმ ლაინაფს გვთავაზობს. აბონიმენტის ფასი აქაც 195 ევროა. თუმცა რამოდენიმე თვის წინ ბევრად იაფად შეგეძლოთ შეძენა.
10. Exit Festival 2020
სერბეთის მთავარი ფესტივალია და შეიძლება ითქვას აღმოსავლეთ ევროპის ერთერთი მთავარიც. ყველაზე შერეული ფესტია სტანდარტულად. სადაც შეხვდებით პოპ მუსიკოსებს, ელექტრონული მუსიკის შემსრულებლებს და აქვე როგორც ხედავთ სეპულტურაც კი არის და მთელი რიგი მეტალქორ ბენდები. ჯერჯერობით ლაინაფის პირველი ფაზა დევს.
ანდეგრაუნდ და სპეციფიკურ (თავის მხრივ უნიკალურ ფესტებზე) ცოტა მოგვიანებით დავწერ.
ვინ რა ფესტზე აპირებთ 2020-ში?
თუ რომელიმე ფესტთან დაკავშირებული დეტალები გაინტერესებს შემიძლია დაგაკვალიანოთ. ძალიან ბევრ მათგანზე ნამყოფი ვარ