#55421903 · 29 Oct 2019, 21:31 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობათ ბოლო სამი წელი ყოველდღე ვეწეოდი მარიხუანას ბიოს გარდა ყველაფერს ძირითადად ჰიბრიდებს , უკუჩვენება არ შემიმჩნევია არაფერი გარდა იმის რო დროთა განმავლობაში ვეღარ გრძნობ კაიფს და ვუმატებდი დოზას
ამ ზაფხულს მძიმე სამუშაოზე ვმუშაობდი მშენებლობაზე , ჭამას ვერ ვასწრებდი დღეში ვჭამდი ერთხელ დილით ან შესვენებაზე , გზააში ორი საათი მინდოდა სახლამდე მოვდიოდი ხან ცხრაზე ან ათზე და ვერ ვჭამდი ვიძინებდი ეგრევე
ბოლო ორი თვე ერთი ლოთი ჩამისახლდა ოთახში ისეთი ლოთი რომელიც მთელი დღე იწვა სასმლის ბოთლები ელაგა ლოგინთან და მარტო სვავდა და ეძინა , ეს ორი თვე მეც ვსვავდი სამუშაოს მერე ან შაბათ კვირას თან ვეწეოდი კიდეც
ეხლა ერთი თვეა არც ვეწევი და არც ვსვავ მაგრამ ენერგია არ მაქვს საერთოდ არც ძალას ვგეძნობ და რო იტყვიან დუხი გამიტყდა რა არც მოტივაცია მაქვს ეს ერთი თვეა ვწევარ , არადა ემიგრაციაში ვარ დიდი შესაძლებლობების ქვეყანაში და რა გავაკეთო მირჩიეთ რამე
ან რისი ბრალია ის მაინც გავიგო ადრეც ვსვავდი და ვეწეოდი მაგრამ ესე არ ვყოფილვარ , ვითომ ის ლოთი იყო ენერგო ვამპირი თუ ზაფხულის რეჟიმმა გამომფიტა ? მაგრამ ზაფხულის მერე სექტემბერში კარგად ვიყავი
ან როგორ აღვიდგინო ენერგია ფიზიკური ან სულიერი
|