Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > სპორტი > :: სპორტის განყოფილების წესები ::


Posted by: Scouser_tornikE 10 May 2006, 03:05
1. გინება და უცენზურო ტექსტი, რომელიც #$%#$ - მსგავსი სიმბოლოებით მთლიანად ან ნაწილობრივ დაფარვის გარეშეა დაწერილი, ვორნით ან/და ბანით არ დაისჯება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში (მაგალითად თუ იმ წუთას თქვენმა კლუბმა წააგო და ა.შ.), თუმცა წაშლით ესეთი ბაზარი ყველა შემთხვევაში წაიშლება; დანარჩენ შემთხვევებში (ანუ უკიდურესი მიზეზის გარეშე ეგეთ პოსტებზე) გაფრთხილების მერე განმეორების შემთხვევაში გამოყენებული იქნება ვორნი/ბანი.
ყველანაირ შემთხვევაში, პოსტის ფორმის და შემთხვევის განსაკუთრებულობის მიუხედავად, ვორნით/ბანით დაისჯება პირადი შეურაცხყოფა და შეურაცხყოფა რასობრივი/ეროვნული/ენობრივი/რელიგიური/სქესობრივი და სხვა ნიშნით.
2. ჩეთი და ოფტოპიკები წაიშლება, ოღონდ იმასაც ნუ მოგვთხოვთ რო ყველა თემაში მაშინვე იშლებოდეს - PM მაგისთვისაც არსებობს რო მოგვწეროთ თუ სადმე გამოგვრჩა.
3. უაზრო ან/და სხვისი კლუბის/ნაკრების/გუნდის/სპორტსმენის შეურაცხმყოფელი ან/და დამცინავი პოსტები ("გავარტყი მანიუს", "რეალი სირების ბანდაა", "ბანძი გუნდი გყავთ", etc.) და თემები წაიშლება.
4. სხვისი კლუბის/ნაკრების/გუნდის/სპორტსმენის თემაში დადებული სხვა კლუბის/ნაკრების/გუნდის/სპორტსმენის და მათთან დაკავშირებული სურათები ან იმ თემის კლუბის/ნაკრების/გუნდის/სპორტსმენის შეურაცხმყოფელი ან დამცინავი სურათები წაიშლება. წაიშლება იმ კლუბის/გუნდის/სპორტსმენის საწინააღმდეგო პოსტებიც, თუ იმ ფანკლუბის ხალხი ამას მოინდომებს.
5. იკრძალება უკვე არსებული თემის გახსნა - იმის გასაგებად, უკვე არსებობს თუ არა თემა, რომლის გახსნასაც აპირებთ, იკითხეთ თემაში http://forum.ge/?f=38&showtopic=33626756; არსებული თემის შესაბამის თემად ითვლება მაგალითად თემა "გაუმარჯოს YYY-ს ფანებს", თუ YYY-ს ფანკლუბი უკვე არსებობს.
6. ქართულ სპორტთან დაკავშირებული თემები იხსნება ქვეგანყოფილებაში "ქართული სპორტი".
7. 100 გვერდზე დიდი თემა იხურება (სერვერის გადატვირთვასთან დაკავშირებული პრობლემების გამო) და იხსნება ამ თემის ახალი ნაწილი; ახალი თემის პირველ პოსტში იდება ძველი თემის ლინკი.
8. გამოკითხვების გახსნა შეიძლება მხოლოდ პოლის გარეშე, ანუ უბრალოდ თემის გახსნა, სადაც შეთავაზებული იქნება ვარიანტები, რადგანაც მივიღოთ ამა თუ იმ გამოკითხვის რეალური შედეგი.
ყველა სახის პოლში იუზერი ვალდებულია საკუთარი არჩევანი საჯაროდ დააფიქსიროს და დაასაბუთოს ან უკიდურეს შემთხვევაში უბრალოდ დააკოპიროს იგი.თუ იგი ასე არ მოიქცევა საჯაროდ გამოთქმული არჩევანის გადათვლისას მისი ხმა უბრალოდ არ ჩაითვლება,გასაგები მიზეზების გამო.
ნებისმიერი პოლი გაკონტროლდება ჩვენს მიერ და საჭიროების შემთხვევაში შეიცვლება ან გაუქმდება.
9. იკრძალება უაზრო და უცენზურო სათაურიანი თემების გახსნა ("X-ს ხმარობენ", "ხვალ Y წაიკუზება", "ავოეეეე", etc.). სათაური ინფორმატიული უნდა იყოს - უნდა ჩანდეს თემის არსი.
10. სპორტის ბრიგადასთან დაკავშირებული თემები (ფანტაზუ თამაშები, სპორტის ბრიგადის ვირტუალური და რეალური ჩემპიონატები, etc.) იხსნება ქვეგანყოფილებაში "სპორტის ბრიგადა".
11. უცხოურ ფეხბურთთან დაკავშირებული თემები იხსნება ქვეგანყოფილებაში "ფეხბურთი" (ქართულ ფეხბურთთან დაკავშირებულები ქვეგანყოფილებაში "ქართული სპორტი").
12. დასაშვებია ცალკეული, მეტ-ნაკლებად ცნობილი სპორტსმენების ფანკლუბების გახსნა, თუმცა თემებს უცნობ ან თითქმის უცნობ ფეხბურთელებზე არ დავუშვებთ. რაც შეეხება ახალგაზრდა ფეხბურთელების ფანკლუბებს, ასეთის გახსნა დასაშვებია, თუ მოთამაშეს მაღალი დონის კლუბის ძირითადში აქვს თამაშები ჩატარებული. (გაუქმებულია, დროებით)
13. წინასწარი თემების გახსნა დაუშვებელია - მაგალითად დაიხურება თემა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალზე, თუ ჯერ მერვედფინალებია ან ა.შ. დაიხურება თემები გუნდების დაპირისპირებაზე, თუ ჯერ არ არის გარკვეული, რომ ეს გუნდები ერთმანეთს შეხვდებიან.
14. ფორუმის ყველა განყოფილებაში სავალდებულოა ქართული შრიფტით პოსტვა. გამომდინარე აქედან, იგივეს მოვითხოვთ სპორტის განყოფილების იუზერებისგან. კლავიატურაზე ქართული კოდირების დაყენების ინსტრუქცია იხილეთ http://forum.ge/?showtopic=33630169&view=findpost&p=2391061.
15. ტოტალიზატორთან და კუშებთან დაკავშირებული საკითხები გაირჩევა შესაბამის თემაში.

ასევე ნახეთ http://forum.ge/rules.html

P.S.: ყველა კონკრეტულ შემთხვევაში ვიტოვებთ უფლებას გადავწყვიტოთ, მივცეთ თუ არა იუზერს ვორნი ან/და ბანი: ეს წესები ზოგადად გასარკვევად არი, თორე ყოველ კონკრეტულ სიტუაციას კონკრეტული მიდგომა ჭირდება.

შეკითხვებისთვის და წინადადებებისთვის არსებობს თემა http://forum.ge/?f=38&showtopic=33621091.


სპორტის ბრიგადა ფორევა

Posted by: Scouser_tornikE 10 May 2006, 03:06
- ბრიტანულ ფეხბურთთან დაკავშირებულ თემებში (ანუ თემებში რომლებსაც ყოველდღე ვასუფთავებ და ვალაგებ) ტოტალიზატორზე და გამაზვებზე ბაზარს ეგრევე მოვსპობ - ვაფშე ჩემზე რო იყოს მაგ ბაზარს განყოფილებაში არსად არ გავაჩერებდი; ნუ სხვაგან იყოს რახან სხვებს არ აწუხებს მარა მაგ თემებში "აუ X-მა გამისხა", "მიდით ხვალ თქვენზე მიდევს" და მსგავს პოსტებს ეგრევე გავანადგურებ.

- ლივერპული-მანიუს და მსგავსი დიდი დაპირისპირებების დროს, როცა ამ დაპირისპირებებზე ცალკე თემა გაიხსნება (ლივერპული-მანიუს თემა ისედაც ცალკე არი როგორც ინგლისის მთავარი დაპირისპირება), თამაშის დროს ლივერპულის ფანკლუბი დაიკეტება და თამაში მარტო დაპირისპირების თემაში გაირჩევა - ფანკლუბი სკაუზერების აზრის გამოსახატად არი და არა საყოველთაო გარჩევისთვის.

Posted by: Scouser_tornikE 10 May 2006, 03:07
განყოფილებაში ახლადშემოსულ იუზერს წესების დარღვევის შემთხვევაში (გარდა პირველი და მეორე წესისა) ვორნი ან/და ბანი არ მიეცემა (გამომდინარე იქიდან რომ მან შეიძლება წესების თემა ვერ ნახოს), თუმცა წესების დარღვევის განმეორების შემთხვევაში უკვე ზომებს მივმართავთ.

ეს ისედაც ესე იყო, უბრალოდ ეხლა წესის სახით გავაფორმე

Posted by: Scouser_tornikE 16 May 2006, 20:00
პირველი წესი ცოტათი შევასწორე.
..............

Posted by: Scouser_tornikE 17 Jun 2006, 00:07
13. წინასწარი თემების გახსნა დაუშვებელია - მაგალითად დაიხურება თემა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალზე, თუ ჯერ მერვედფინალებია ან ა.შ. დაიხურება თემები გუნდების დაპირისპირებაზე, თუ ჯერ არ არის გარკვეული, რომ ეს გუნდები ერთმანეთს შეხვდებიან.

Posted by: Scouser_tornikE 28 Jun 2006, 22:43
მე-4 წესი შევასწორე:

QUOTE
4. სხვისი კლუბის/ნაკრების/გუნდის/სპორტსმენის თემაში დადებული სხვა კლუბის/ნაკრების/გუნდის/სპორტსმენის და მათთან დაკავშირებული სურათები ან იმ თემის კლუბის/ნაკრების/გუნდის/სპორტსმენის შეურაცხმყოფელი ან დამცინავი სურათები წაიშლება. წაიშლება ასეთი პოსტებიც, თუ იმ ფანკლუბის ხალხი ამას მოისურვებს.

Posted by: Scouser_tornikE 9 Jul 2006, 03:23
ჩავასწორე პირველი წესი - ძაან კრიტიკული წესია ამ განყოფილებისთვის boli.gif

Posted by: Scouser_tornikE 22 Jul 2006, 00:59
ჩავასწორე მე-12 წესი.
..........................

Posted by: Scouser_tornikE 1 Aug 2006, 21:25
დაგვემატა ახალი წესი:

QUOTE
14. ფორუმის ყველა განყოფილებაში სავალდებულოა ქართული შრიფტით პოსტვა. გამომდინარე აქედან, იგივეს მოვითხოვთ სპორტის განყოფილების იუზერებისგან. კლავიატურაზე ქართული კოდირების დაყენების ინსტრუქცია იხილეთ http://forum.ge/?showtopic=33630169&view=findpost&p=2391061.

Posted by: Goodman 3 Oct 2006, 21:57
QUOTE
4. სხვისი კლუბის/ნაკრების/გუნდის/სპორტსმენის თემაში დადებული სხვა კლუბის/ნაკრების/გუნდის/სპორტსმენის და მათთან დაკავშირებული სურათები ან იმ თემის კლუბის/ნაკრების/გუნდის/სპორტსმენის შეურაცხმყოფელი ან დამცინავი სურათები წაიშლება. წაიშლება იმ კლუბის/გუნდის/სპორტსმენის საწინააღმდეგო პოსტებიც, თუ იმ ფანკლუბის ხალხი ამას მოინდომებს.

რადგანაც ბევრი მითქმა-მოთქმა მოჰყვა ამ წესს,განვმარტავ:
QUOTE
წაიშლება იმ კლუბის/გუნდის/სპორტსმენის საწინააღმდეგო პოსტებიც, თუ იმ ფანკლუბის ხალხი ამას მოინდომებს.

აქ არის საუბარი,ბილწსიტყვაობაზე,''ეს კვერცხია'',''ბანძი გუნდია'' და ასეტ\თ არაფრისმთქმელ კომენტარებზე.

თუ პოსტი/სურათი ეხება იმ კლუბს/გუნდს/სპორტსმენს რომელზეც არის თემა და კომენტარი არის ისეთი,რომელსაც წესები არ კრძალავს,ხოლო სურათი ყოველგვარი მონტაჟის და შეურაცხყოფის გარეშე ის არ წაიშლება.შესაბამისად,ყველა თავის აზრს გამოთქვამს უპრობლემოდ.

Posted by: Scouser_tornikE 30 Oct 2006, 22:18
მოიხსნა აკრძალვა VS თემებზე, უბრალოდ poll-ების მაგივრად თემის სახით უნდა იყოს ეგეთი ტოპიკები. poll-ები ისევ არ შეიძლება.

Posted by: Scouser_tornikE 5 Dec 2006, 17:58
ჩავწერე ტოტალიზატორთან დაკავშირებული წესი

QUOTE
15. ტოტალიზატორთან და კუშებთან დაკავშირებული საკითხები გაირჩევა შესაბამის თემაში.

Posted by: aimo 11 Mar 2007, 04:01
მართლაც. ჯერჯეორბით ხშირი კონფლიქტებისა და უზრდელობების ზონებს ვიკვლევ. მანამდე გვაცნობეთsmile.gif

Posted by: T@chka 20 Apr 2007, 20:37
QUOTE
3. უაზრო ან/და სხვისი კლუბის/ნაკრების/გუნდის/სპორტსმენის შეურაცხმყოფელი ან/და დამცინავი პოსტები ("გავარტყი მანიუს", "რეალი სირების ბანდაა", "ბანძი გუნდი გყავთ", etc.) და თემები წაიშლება.

+ ავტორი დასაჩუქრდება ვორნით
არ მინდოდა, მაიძულეს chups.gif

Posted by: T@chka 5 May 2007, 00:15
იკრძალება ცალკეულ ფეხბურთელებზე თემების გახსნა...

ყველანაირი ინფორმაცია ამა თუ იმ ფეხბურთელზე უნდა დაიწეროს მისი კლუბის ან ნაკრების ფან კლუბში.

ყველა მსგავსი თემა დაიხურება და მიიღება შესაბამისი ზომნი.

Posted by: T@chka 24 Aug 2007, 12:01
ნებისმიერ პოსტი სადაც გინება უცენზუროდ ეწერება ჩასწორების მაგივრად წაშლება ხოლო ავტორი დაივორნება.

შეეცადეთ ცოტა იბილწსიტყვავოთ და ისიც მხოლოდ სიმბოლოებით

ყოველ 3-4 დღეში ერთხელ დაისერჩება სიტყვები

Posted by: მადეირა 23 May 2008, 12:06
დროებით თემა უნდა ჩამოვპინო..

_______

Posted by: Duff 26 Aug 2010, 14:30
QUOTE
ნებისმიერ პოსტი სადაც გინება უცენზუროდ ეწერება ჩასწორების მაგივრად წაშლება ხოლო ავტორი დაივორნება.

შეეცადეთ ცოტა იბილწსიტყვავოთ და ისიც მხოლოდ სიმბოლოებით

ყოველ 3-4 დღეში ერთხელ დაისერჩება სიტყვები



გავიმეორებ ღრმად პატივცემული მოდერის სიტყვებს და დავამატებ ნებისმიერი გაუგებრობის თობაზე მომმართეთ ...სასურველია PM მეშვეობით

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)