Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > მშობლების კლუბი > ორსულობის ფორმალური მხარეები II


Posted by: ლუნა 1 Oct 2012, 22:05
გადმოვინაცვლოთ ახალ თემაში..

http://forum.ge/?f=97&showtopic=33834748&st=0

Posted by: Dido 16 Oct 2012, 17:54
12 და მეტი კვირის ორსულებო გამარკვიეთ ეს აღრიცხვაზე დადგომა რა ხილია ? smile.gif და ის 600 ლარი რაში გვეძლევა? მე დაზღვევა მიფარავს ყველაფერს და მაინც მომცემენ იმ 600 ლარს? spy.gif

Posted by: natia2203 17 Oct 2012, 09:33
Dido
600 ლარი დაზღვევასთან კავშირში არაა, ეგ დეკრეტულია, თუ მუშაობ, რომელსაც სახელმწიფო გიხდის

Posted by: Dido 17 Oct 2012, 10:17
natia2203
QUOTE
ეგ დეკრეტულია, თუ მუშაობ, რომელსაც სახელმწიფო გიხდის

აა ოკ, გასაგებია. ძალიან კარგი. მადლობა.

Posted by: SPC 17 Oct 2012, 11:56
სამსახურში დეკრეტული რამდენი ხანი მეკუთვნის? თუ ყველა სამსახური ინდივიდუალურია? და ამ დეკრეტულის აზრი იმაში მდგომარეობს რომ სამსახურში რაღაც დრო არ დავდივარ და ხელფასი მერიცხება ხო? კიდევ მაინტერესებს რა საბუთები უნდა წარვუდგინო ბუღალტერს?

Posted by: Dido 17 Oct 2012, 12:00
SPC
QUOTE
სამსახურში დეკრეტული რამდენი ხანი მეკუთვნის? თუ ყველა სამსახური ინდივიდუალურია?

ჯერჯერობითშრომის კოდექსი არ ავალდებულებს კომპანიებს რომ დეკრეტული გადაუხადონ თანამსრომლებს ანუ ეს მხოლოდ მათ კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. ნორმალურმა კომპანიამ წესით 2 თვით მაინც უნდა აგინაზღაუროს დეკრეტული (ანუ ხელფასი გიხადოს ჩვეულებრივ). თUმცა სამწუხაროდ ასეთი სამსახურები ბევრი არაა. ძირითადად უფასო დეკრეტულებია და სახელმწიფო გვიხდის 600 ლარს. დროც, თანხაც და სხვა დეტალებიც (საბუთები) დამქირავებელსა და დაქირავებულს შორის შეთანხმების საფუძველზე ხდება.

Posted by: SPC 17 Oct 2012, 12:05
Dido
აჰა და იმ რაღაც აღრიცხვაზე თუ არ დავდექით იმ 600 ლარს ვერ გავჩითავთ? biggrin.gif
და დეკრეტულის ვადა 3 თვეა ხო?

Posted by: natia2203 17 Oct 2012, 12:14
SPC
წესით ანაზღაურებადი დეკრეტული 4 თვეა, და მერე უფასო 1 წლამდე, მაგრამ საქართველოში ის 4 თვე თუ დაგასვენეს და აგინაზღაურეს ეგეც კარგია smile.gif კომპანიას გააჩნია ისე, მე 2-ივეჯერ სრული 4 თვე დავისვენე და დეკრეტიც ზუსტად 4 თვის მომცეს. სხვადასხვა სამსახურში მომიწია და არცერთი არ იყო სახელმწიფო დაწესებულება. სამსახურის კეთილ ნებაზეა დეკრეტის ანაზღაურება, რომ არ აგინაზღაუროს ვერაფერს იზავ, კანონი არ ავალდებულებს, იმიტომ რომ სახელმწიფო გიხდის 600 ლარს და ალბათ თვლიან რომ ქალს 600 ლარი უნდა ეყოს 4 თვეში smile.gif

600 ლარის მისაღებად აღრიცხვაზე დადგომა არ არის აუცილებელი.

Posted by: guria:) 17 Oct 2012, 13:47
მაინტერესებს, მაინც და მაინც 4თვე უნდა დავისვენო რო 600 ლარი მომცენ? რეალურად, სამი თვე მიწევს დასვენება და მეოთხე თვის 150 ლარს მომაკლებენ?

Posted by: natia2203 17 Oct 2012, 14:00
guria:)
სულ რომ არ დაისვენო მაინც მოგცემენ. ერთიანად რიცხავენ მაგ თანხას

Posted by: CAMPOLINA 17 Oct 2012, 14:06
იცით რა მაინტრესებს დავუშვათ არ დავდექი აღრიცხვაზე რა ხდება? დეკრეტში ვერ გავალ?


დამდგარი კი ვარ აღრიცხვაზე ჩაჩავაში მარა იქ არ დავდივარ. ერთხელ ვიყავი თავიდან როცა დავდექი და ვსო.

Posted by: FoXy 17 Oct 2012, 14:10
QUOTE (Dido @ 17 Oct 2012, 12:00 )
SPC
QUOTE
სამსახურში დეკრეტული რამდენი ხანი მეკუთვნის? თუ ყველა სამსახური ინდივიდუალურია?

ჯერჯერობითშრომის კოდექსი არ ავალდებულებს კომპანიებს რომ დეკრეტული გადაუხადონ თანამსრომლებს ანუ ეს მხოლოდ მათ კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. ნორმალურმა კომპანიამ წესით 2 თვით მაინც უნდა აგინაზღაუროს დეკრეტული (ანუ ხელფასი გიხადოს ჩვეულებრივ). თUმცა სამწუხაროდ ასეთი სამსახურები ბევრი არაა. ძირითადად უფასო დეკრეტულებია და სახელმწიფო გვიხდის 600 ლარს. დროც, თანხაც და სხვა დეტალებიც (საბუთები) დამქირავებელსა და დაქირავებულს შორის შეთანხმების საფუძველზე ხდება.

იქნებ შრომის კოდექსში შეიტანონ ცვლილებები და დაავალდებულონ კომპანიები cry.gif ბევრი ვიცი ბავშვს არ აჩენს სამსახურის და ხელფასის გამო და + არ ხარ დაზღვეული, რომ 4 თვეში დაიბრუნებ სამუშაო ადგილს.

გუშინ მითხრეს ახალი წლიდან 6 თვე იქნება დეკრეტულიო, აქედან 4 ანაზღაურებადი.

Posted by: Dido 17 Oct 2012, 14:26
FoXy
QUOTE
გუშინ მითხრეს ახალი წლიდან 6 თვე იქნება დეკრეტულიო, აქედან 4 ანაზღაურებადი.

აუ ძაან მაგარია, შენ პირს შაქარი smile.gif 6 თვე უკვე ნორმალურია, ძუძუზეც აღარაა ბავშვი იმდენად და რავიცი.

Posted by: Suleluka 17 Oct 2012, 16:00
FoXy
QUOTE
გუშინ მითხრეს ახალი წლიდან 6 თვე იქნება დეკრეტულიო, აქედან 4 ანაზღაურებადი.

ეგ როგორ?
ეხლა ხომ ისედაც 4 თვე არის ანაზღაურებადი და + 9 თვე ანაზღაურების გარეშე? დააკლებენ პირიქით?
კარგი იქნება კომპანიებს თუ დაავალდებულებენ 4 თვის სრული ხელფასის ანაზღაურებას.

Posted by: Dido 17 Oct 2012, 17:38
Suleluka
QUOTE
კარგი იქნება კომპანიებს თუ დაავალდებულებენ 4 თვის სრული ხელფასის ანაზღაურებას.

დავალდებულებაზეა ალბათ თორემ 9 თვე დეკრეტულს ვინ მოგცემს თუნდაც უფასოს smile.gif

Posted by: Suleluka 17 Oct 2012, 17:44
Dido
მე მომცეს, შრომის კოდექსი ითვალისწინებს ეხლაც.
4 თვე ანაზრაურებადი, რომელსაც სახელმწიფო გინაზღაურებს თვეში 150 ლარს და კომპანია აგინაზღაურებს თუ არა მხოლოდ მის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული და არა შრომის კოდექსზე და + 9 თვე რომელიც უხელფასოა და მხოლოდ ადგილს გინახავენ.

Posted by: Dido 17 Oct 2012, 17:58
Suleluka
QUOTE
მე მომცეს, შრომის კოდექსი ითვალისწინებს ეხლაც.
4 თვე ანაზრაურებადი, რომელსაც სახელმწიფო გინაზღაურებს თვეში 150 ლარს და კომპანია აგინაზღაურებს თუ არა მხოლოდ მის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული და არა შრომის კოდექსზე და + 9 თვე რომელიც უხელფასოა და მხოლოდ ადგილს გინახავენ.

13 თვიან დეკრეტში გადიხარ?
ზუსტად იმაშია საქმე რო არ ავალდებულებს. მე 2 თვიან ანაზღაურებადს მაძლევენ და კიდევ ერთი თვე ალბათ იმ სახელმწიფოს 600 ლარით გავქაჩავ და მერე უხელფასოდ ნამდვილად ვერ ვიქნები. ბევრი უნდა ბავშვს. 3-4თვის იქნება რომ მომიწევს გამოსვლა სამსახურში. ამიტომ გამიხარდა რომ 4 თვე ანაზღაურებადი უნდა იყოს სავალდებულოო. რავიცი.

Posted by: Suleluka 17 Oct 2012, 18:52
Dido
15 თვიანში tongue.gif

Posted by: Dido 18 Oct 2012, 10:02
Suleluka
QUOTE
15 თვიანში 

შენ ეტყობა ძალიან ლიბერალურ სამსახურში მუშაობ ან ალბათ ანაზღაურებაც არ გაქვს ისეთი რომ იმაზე ცხოვრობდე. 1 წლიანი დეკრეტი მგონი კომუნისტების დროს იყო biggrin.gif

Posted by: Suleluka 18 Oct 2012, 17:07
Dido
ხელფასი საშუალო, მაგაზე ნამდვილად არ ვცხოვრობ და არ მიღირს ძიძის აყვანა და მაგის გამო ბავშვის ხელოვნურზე გადაყვანა wink.gif
შემცვლელი უნდა აგვეყვანა მაინც და არც იმათთვის და არც ვისაც ვიყვანდით არ ჰქონდა მნიშვნელობა 4 თვით აიყვანდნენ თუ 15ით.

Posted by: Dido 18 Oct 2012, 17:40
Suleluka
QUOTE
შემცვლელი უნდა აგვეყვანა მაინც და არც იმათთვის და არც ვისაც ვიყვანდით არ ჰქონდა მნიშვნელობა 4 თვით აიყვანდნენ თუ 15ით.

კარგია yes.gif ბედნიერი შენი შვილი 2kiss.gif

Posted by: LUCIANA 18 Oct 2012, 22:58
იცით რა მაინტერესებს გოგოებო? აღრიცხვიდან როდის უნდა მიიტანო საბუთი დეკრეტულზე სამსახურში, მერე რომ ის 600 ლარი ჩაგერიცხოს? და ვადაზე?

Posted by: anakatrin 19 Oct 2012, 02:59
FoXy
QUOTE
გუშინ მითხრეს ახალი წლიდან 6 თვე იქნება დეკრეტულიო, აქედან 4 ანაზღაურებადი.

6 თვე უნდა იყოს ანაზღაურებადი და როგორც თქვეს დეკრეტულის თანხაც უნდა გაიზარდოს,მაგრამ არ დაადგა მაგ კანონის ძალაში შესვლას საშველი

Posted by: Suleluka 19 Oct 2012, 11:06
LUCIANA
5 თვის რომ გახდები იმის მერე შენ როცა გაგეხარდება, მარა როცა მაგ ფურცელს აიღებ იმ თარიღიდან აითვლება დეკრეტული შვებულება.

Posted by: LUCIANA 19 Oct 2012, 15:30
Suleluka
QUOTE
5 თვის რომ გახდები იმის მერე შენ როცა გაგეხარდება, მარა როცა მაგ ფურცელს აიღებ იმ თარიღიდან აითვლება დეკრეტული შვებულება.


აჰა გასაგებია, ესე იგი რაც უფრო გვიან მით უკეთესე ჩემთვის.

Posted by: Suleluka 19 Oct 2012, 15:37
LUCIANA
კი, მაგრამ თანხაც შესაბამისად გვიან ჩაირიცხება.

Posted by: bachachuna 19 Oct 2012, 15:56
ეხლა მე რა მაინტერესებს, დაუშვათ 8 თვის ორსულმა დავწერე დეკრეტული, მაგრამ მოხდა ისე, რომ სამსახურში რაღაც მიზეზების გამო ვეგარ დავბრუნდი დეკრეტულის შემდეგ, რა მოხდება მაგით?

Posted by: natia2203 19 Oct 2012, 16:05
bachachuna
დეკრეტული შვებულებისავით არისsmile.gif რას ეძახი დეკრეტულის შემდეგ ვერ დაბრუნებას? თვითონ რომ უარი გითხრამ მუშაობის გაგრძელებაზე თუ რომ ვეღარ შეძლო? თუ შენი მიზეზით ვერ დაბრუნდი რა თქმა უნდა არასაპატიო გაცდენებში ჩაგეთვლება, და სრული უფლება ექნებათ გაგათავისუფლონ.
სამსახურს წესით დეკრეტში მყოფი თანამშრომლის გატავისუფლების უფლება არ აქვს, მაგრამ დეკრეტი თუ დაგისრულდა და სამსახურში არ გახვედი მაშინ კი შეუძლიათ გაგათავისუფლონ.

Posted by: bachachuna 19 Oct 2012, 16:08
natia2203
უბრალოდ მაინტერესებდა იმ 600 ლართან კავშირი აქვს თუ არა დაბრუნება, არ დაბრუნებას, ან კიდევ დაუშვათ თავიდანვე გადავცყვიტე, რომ ბავშვის გაჩენის შემდეგ აღარ ვიმუშაო, მაინც შემიძლიან მაგ საბუთების მიტანა, რომ ამინაზღაურონ ის თანხა? თუ ეს მხოლოდ დირექტორზეა დამოკიდებული

Posted by: natia2203 19 Oct 2012, 16:15
bachachuna
600 ლარი კავშირში არაა სამსახურში დაბრუნდები თუ არა. დეკრეტში რომ გახვალ ეგ მალევე ჩაგერიცხება, და უკან დაბრუნებას არავინ მოგთხოვს. მაგას სამსახური კი არა, სახელმწიფო გიხდის. ისე სამსახურიც თუ გიხდის დეკრეტულს, მაშინაც არ არის აუცილებელი მუშაობის გაგრძელება. შეგიძლია 4 თვის ხელფასი აიღო ერთიანად და აღარ გახვიდე სამსახურში აღარასდროს smile.gif

Posted by: bachachuna 19 Oct 2012, 16:22
natia2203
დიდი მადლობა smile.gif

Posted by: LUCIANA 19 Oct 2012, 18:28
Suleluka
QUOTE
კი, მაგრამ თანხაც შესაბამისად გვიან ჩაირიცხება. 

მაქსიმუმ რამდენ ხანში როცხავენ ხომ არ იცი?

Posted by: Suleluka 19 Oct 2012, 21:22
LUCIANA
დაუშვათ ნოემბრის 15 რიცხვამდე თუ შეიტან საბუთებს, დეკემბრის ბოლოს დაგერიცხება.

Posted by: ვასასი 4 Feb 2013, 18:24
1.----------------------------------------------

Posted by: FoXy 8 Feb 2013, 12:19
გოგოები, რომ გავაჩენ მერე შემიძლია დეკრეტის გაკეთება? თუ ორსულმა უნდა გავაკეთო?

Posted by: ათულია 15 Feb 2013, 12:51
http://myadvokat.ge/%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%93%E1%83%90

იქნებ გამოგადგეთ

Posted by: Princess 15 Feb 2013, 15:05
FoXy
ორსულმა უნდა გააკეთო. ტუ ვერ მოასწარი და იმშობიარე, მერე უკვე 4თვეს აღარ მოგცემენ, ... ასე რომ დროზეე biggrin.gif
მე ძლივს მოვასწარი, 5მარტს გავაფორმე და10ში ვიმშობიარე )) არ გარსიკო

Posted by: drozera 15 Feb 2013, 15:16
Princess
ექიმს რომ წინასწარ მოვაცემინო დეკრეტის ფურცელი შეიძლება?
უფრო ზუსტად, 25 რიცხვში რომ მივდივარ ექიმთან, შეუძლია დამიწეროს, რომ დეკრეტის ათვლა მოხდეს 11 მარტიდან?

Posted by: Princess 15 Feb 2013, 15:21
drozera
დეკრეტის ფურცელს წინასწარ ვერ გაიწერს ვერავინ, რომ მიხვალ ექიმთან და საჭირო საბუტებს მიიტან, მერე დაგიწერს დეკრეტულს. ეს რეგისტრირებული საბუთია და ამოწმებენ ექიმებს.

Posted by: drozera 15 Feb 2013, 15:25
Princess
აჰა,გასაგებია.
კიდევ ერთი კითხვას დავსვამ რა:
აუცილებლად აღრიცხვის ექიმმა უნდა მომცეს ეს დეკრეტის ფურცელი? ანუ 36 კვირის მერე აღარ მინდა მასთან მისვლა და უკვე გადამაქვს ჩემი ისტორია მეანთან და მერე მინდა დეკრეტის აღება, დაახლოებით 38 კვირისთვის და მეანი მომცემს? თუ ისევ იმ ექიმთან უნდა მივიდე? (ძაან ჩახლართულად დავსვი? )

Posted by: FoXy 15 Feb 2013, 15:41
Princess
QUOTE
FoXy
ორსულმა უნდა გააკეთო. ტუ ვერ მოასწარი და იმშობიარე, მერე უკვე 4თვეს აღარ მოგცემენ, ... ასე რომ დროზეე
მე ძლივს მოვასწარი, 5მარტს გავაფორმე და10ში ვიმშობიარე )) არ გარსიკო

რაღას მოვასწრებ, შეიძლება ეხლაც გავაჩინოbiggrin.gif

Posted by: natia2203 15 Feb 2013, 17:44
drozera
გადადი მერე მეანთან, რა პრობლემაა, და საბუთისთვის მიხვალ აღრიცხვის ექიმთან, გამოკვლევები არ არის საჭირო, უბრალოდ უნდა მოგცეს ცნობა და ვსიო.

Posted by: chupa82 15 Feb 2013, 20:58
მე 2 ექიმთან დავდივარ, სადაც ვაუჩერით ვსარგებლობ იქ და სადაც უნდა ვიმშობიარო იქაც, ხოდა ვაუჩერის ექიმმა მითხრა როცა გინდა მაშინ დაგიწერ დეკრეტულსო, შეუძლია მეუღლეს მოვიდეს შენ გაჩენილიც რომ გყავდესო და დავუწერო. სამშობიაროშიც ასე მითხრეს თუ იქ ვერ აიღე მაშინ ჩვენც შეგვიძლია გავცეთო.როგორ მოვიქცე ვეღარ გავიგე. ახლა რა მაინტერესებს,მშვიდათ რომ ვიყო, წინასწარ არ წერენ დეკრეტულებს? მაგალითად ახლა რომ მივიდე 38 კვირაზე თებერვლის ბოლოს და წამოვიღო ეგ ფურცელი, რამე დაშავდება? სინამდვილეში სამსახურიდან მე მაინც 3-4 მარტამდე ვერ გავალ დეკრეტში დიუ დეითი 13 მარტია,დეკრეტული შვებულება ოფიციალურად არ ფორმდება(კერძო სტრუქტურაა) არც უხელფასო დეკრეტული მეკუთვნის და არც ხელფასიანი, ეგ არის რომ სახელმწიფოსგან ვსარგებლობ მარტო.ხელფასიც არსად მერიცხება ხელზე ვიღებ biggrin.gif ხოდა რაც მალე მივუტან ბუღალტერს მაგ ცნობას უფრო ადრე არ ჩამერიცხება თანხა? გაუგებრად თუ დავწერე მე მაპატიეთ
ხო კიდევ ერთი ეგ ცნობა ფასიანია?

Posted by: bachachuna 16 Feb 2013, 12:24
გოგოებო, სოც. უზრუნველყოფაში მისანი საავადმყოფოს ფურცელი რომ არის, მაგის მეორე მხარეს ხო ბუღალტერი ავსებს და პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა არის ერთი გრაფა და მეორე მთ, ბუღალტერი და ორივეზე ბუღალტერი აწერს თუ ერთზე დირექტორი მეორეზე ბუღალტერი, თავად ვარ ბუღალტერი, მაგრამ შეხება არ მქონია და ჩემზე ორივეზე მე ხომ არ მოვაწერ? იქნებ იცოდეთ?

Posted by: catherina_10 17 Feb 2013, 21:20
გოგოებო ავირე დეკრეტულის ფურცელი ექიმისგან,ამისმერე რა უნდა გავაკეთო? და კიდევ რა საბუტები მჭირდება? ან სადდავრეკო რომზუსტად გავიგო ყველაფერი?

Posted by: garfield1 17 Feb 2013, 21:26
catherina_10
დეკრეტისთვის საჭიროა შემდეგი საბუთები :

1. ორგანიზაციის წერილი (რაიონის სოციალური მომსახურების ცენტრის უფროსის სახელზე)
2. პირადობის მოწმობის ასლი
3. საბანკო ანგარიშის ნომერის რეკვიზიტები (ბანკიდან)
4. საავადმყოფო ფურცელი (ასლი დედანთან ერთად, ამ ფურცლის უკანა მხარეს მიუტანთ თქვენს ბუღალტერს და ის შეავსებს)
5. დაფინანსების განაცხადი (დანართი #3) 3 ეგზემპლარად

მეთვითონ ბუღალტერი ვარ და ყველა თანამშრომლის დეკრეტის საბუთებს ვაბარებდი მეთვითონ სოც-ში . იქვე ვავსებინებდი ამ მეორე მხარეს ინფორმაციას, იმიტომ რომ დღეებს ითვლიან მგონი მაიას ტომების კალენდრით, სამუშაო დღეები გამოყავთ, საშუალო ხელფასი და რავიცი მოკლედ, სამჯერ დამითვალეს, სამივეჯერ სხვადასხვანაირად .
ეს განაცხადიც მაგათ აქვთ, მე მივდიოდი ხოლმე, გამოვართმევდი, მერე ექსელში ვაწყობდი ამ ფორმას და მიმქონდა მერე სხვა საბუთებთან ერთად .
რაც მთავარია, შეიძლება ერთი ელემენტარული ხარვეზის გამო 5-ჯერ მიგიყვანონ, თუ მეტჯერ არა.

მე მაქვს ყველა იმ საბუთის ფორმა რაც საჭიროა და თუ დაგჭირდება გამოგიგზავნი

Posted by: catherina_10 17 Feb 2013, 21:32
garfield1
რამდენჯერ დამაკვალიანე მაგრამ ვერმოვაბი ტავი ვერაფერს

იცი რა ხდება ჩემთან,მე ნოემბერში წამოვედი სამსახურიდან, ხელშეკრულება გამითავდა დეკემბრის ბოლოს, და ეხლა მოვინდომე ამდკრეტულის 600 ლარის აღება, ცემსამსახურს არ ყავს ბუღალტერი პატარა ორგანიზაციაა და ყველაფერს ცემი უფროსი აკეთებდა,
დავრეკე სამსახურში და მითხრეს რომ მოიტანე დეკრეტულისფურცელი და ბეჭედს დაგირტყავთო და დანარცენზე მეუნდეა ვიჩალიჩო,
კიდევ რა მაინტერესებს ჩემი რაიონის სოც. უზრუნველყოფაში უნდა მივიტანოსაბუთები თუ ჯანდაცვის სოც. უზრუნველყოფაში?

ხო და კიდევ მე აღარ ვაპირებ სამსახურში დაბრუნებას

Posted by: garfield1 17 Feb 2013, 21:36
catherina_10
მიცკევიჩზეა სოცუზრუნველყოფის განყოფილება და იქ უნდა მიიტანო, თუ არ შეცვალეს რამე, წასვლამდე მაინც ჯობია დარეკო .
უფროსი ალბათ არც ხელფასის ცნობას დაგზარდება და იმ დაფინანსების განაცხადზეც უნდა ხელისმოწერა და ბეჭედი , მოკლედ ის შენი უფროსი და ზოგადად კომპანია მაგით არაფერს კარგავს შენ სახელმწიფო 600 ლარს ჩაგირიცხავს თუ 1600-ს და დაბრუნებას რომ არ აპირებ კიდე არც ეგაა რამე კავშირში . უბრალოდ როცა ჩააბარებ საბუთებს იქ ნუ იტყვი აღარ ვმუშაობ და არ ვაპირებ მისვლას უკანო, არ ეკითხებათ იმათ არავინ smile.gif

Posted by: catherina_10 17 Feb 2013, 21:39
garfield1
ვაიმე დიდი მადლობა გაიხარე,მეკიდევ სადაც ვცხოვორბ იქ ვაპირებდიმიტანას, ანუ ბანკიდან არ მინდა ცნობა? მანდ რომ მერიცხებოდა ხელფასი?

Posted by: garfield1 17 Feb 2013, 21:41
catherina_10
ბანკიდან ცნობა გინდა რომ გაქვს ანგარიში , ანუ ანგარიშის რეკვიზიტები ჭირდებათ სოცში და საიდან გერიცხებოდა მაგას არ აქვს მნიშვნელობა.
ცნობა გინდა სამსახურიდან ბოლო სამი თვის ხელფასის შესახებ, თუ არ აგიღია, უბრალოდ ჩაგიწერენ რამდენი გქონდა ხელფასი და დააწერინე რომ ნოემბრის ბოლოდან ხარ უხელფასო შვებულებაში ორსულობის გამო , ან რავიცი რამე მსგავსი .

Posted by: catherina_10 17 Feb 2013, 21:54
garfield1ვაიმე რა კარგი გოგო ხარ შენ არ იცი 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif
მეილი რომმოგცერო მოახერხებ ამ დღეებში რომ გადმომიგზავნო ორგანიზაციის წერილისფორმაან რავ\ც მეთვითონ უნდა შევავსო?

Posted by: garfield1 17 Feb 2013, 21:56
catherina_10
კი როგორ არა, მომწერე ეხლავე გამოგიგზავნი ყველაფერს .
უბრალოდ ორგანიზაციის ტიტულიანი ფურცელი თუ გაქვთ ჯობია იმაზე იყოს დაბეჭდილი , თუ არადა არც ეგაა პრობლემა დირექტორი მოაწერს ხელს და ბეჭედს დაარტყამს .

Posted by: catherina_10 17 Feb 2013, 21:57
მოგწერე მეილი 2kiss.gif თუ გინდა ხვალ იყოს რომ არ შეწუხდე

Posted by: garfield1 17 Feb 2013, 22:03
catherina_10
გამოგიგზავნე უკვე 2kiss.gif

Posted by: catherina_10 17 Feb 2013, 22:09
ვაიმე უღრმესი მადლობაgarfield1
2kiss.gif tuk.gif

Posted by: mainc 17 Feb 2013, 22:38
garfield1
QUOTE
1. ორგანიზაციის წერილი (რაიონის სოციალური მომსახურების ცენტრის უფროსის სახელზე)
2. პირადობის მოწმობის ასლი
3. საბანკო ანგარიშის ნომერის რეკვიზიტები (ბანკიდან)
4. საავადმყოფო ფურცელი (ასლი დედანთან ერთად, ამ ფურცლის უკანა მხარეს მიუტანთ თქვენს ბუღალტერს და ის შეავსებს)
5. დაფინანსების განაცხადი (დანართი #3) 3 ეგზემპლარად


ამ ხუთი საბუთის გარდა ესეც საჭიროა?
QUOTE
უფროსი ალბათ არც ხელფასის ცნობას დაგზარდება
?

წინა კვირაში დავუტოვე ბუღალტერს საბუთები
გამოუცდელია, ჯერ არ გამიკეთებია არავისთვის დეკრეტიო და იმედია, გაართმევს თავს

Posted by: garfield1 17 Feb 2013, 22:40
mainc
მე მიმქონდა ხოლმე ხელფასის ცნობა ბოლო სამი თვის ხელფასის ჩვენებით, შეიძლება არც მოგთხოვონ რავიცი აბა. თუ უხელფასოში ხარ, მაშინ უბრალოდ ხელფასის ცნობას მიიტან

Posted by: mainc 17 Feb 2013, 22:47
garfield1
მადლობა

Posted by: FoXy 18 Feb 2013, 00:30
აქაც ვიკითხავ


გოგოებო იქნებ მიშველოთ დილამდე, ვინც დეკრეტი გააკეთეთ

ა) საავადმყოფო ფურცელი ასლთან ერთად, ხოლო შვილად აყვანის შემთხვევაში, შვილების შესაბამისი დოკუმენტი ასლთან ერთად (დედნების დაკარგვის შემთხვევაში მისი დუბლიკატი და მათი ასლები);
ბ) დასაქმებულის/მოსამსახურის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) დაფინანსების განაცხადი (დანართი N 3) 3 ეგზემპლარად, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს დამსაქმებლის/დაწესებულების ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), აგრეთვე ხელმძღვანელისა და ბუღალტრის ხელმოწერებით;
დ) საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტი დასაქმებულის/მოსამსახურის პირადი საბანკო ანგარიშის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

ეს საბუტები უნდა მიიტანოთ (გააგზავნოთ) მგონი სსიპ „სოციალური სუბსიდიების სააგენტო"-ში

ეს საბუთები უნდა, ფორმალური მხარეებიდან დავაკოპირე, ხვალ ექიმთან მივდივარ 2ზე და იქნებ იქამდე მოვასწრო მოგროვება

გ) დაფინანსების განაცხადი (დანართი N 3) 3 ეგზემპლარად, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს დამსაქმებლის/დაწესებულების ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), აგრეთვე ხელმძღვანელისა და ბუღალტრის ხელმოწერებით;<<<< ეს სად უნდა ავიღო ან იქნებ გაქვთ ნიმუში cry.gif

Posted by: mainc 18 Feb 2013, 01:18
QUOTE
დაფინანსების განაცხადი

ამას იძლევა ის სოცუზრუნველყოფა, ზემოთ დაწერა გარფილდმა

Posted by: garfield1 18 Feb 2013, 11:03
FoXy
მე მაქვს ეს და მეილის მისამართი მომწერე გამოგიგზავნი, თუმცა მშობიარობის მერე ქმარს ან ვინმე ახლობელს რომ გაატანო, ან სულაც ბუღალტერს, პრობლემა არაა, ბავშვი სანამ 6 თვის გახდება ნებისმიერ დროს შეგიძლია ჩააბარო ეგ საბუთები და არ ინერვიულო , არ დაგეკარგება 2kiss.gif

Posted by: bachachuna 18 Feb 2013, 11:38
garfield1
თქვენ გეცოდინებათ, ბუღალტერიის თემაში დავწერე, მაგრამ ეჭვი მეპარება მიპასუხონ.
ანუ საავადმყოფოს ფურცლის მეორე მხარეს ვავსებ, მაინტერესებს გრაფაში1. "დახმარება გაიცემა--------------დან ------------------მდე პერიოდზე " რა იწერება დეკრეტის პერიოდი? 2. დახმარების თანხა რომ წერია აქ რა იქერება სახელმწიფოს მიერ ასანაზღაურებელი 600 ლარი თუ დაანგარიშებული თანხა? და ბოლო შეტანილია -------------თვის საგადასახადო უწყისში. აქ რომელი რიცხვი იწერება? პირველად ვავსებ და ვინც გარკვეული ხართ დამეხმარეთ რა?

Posted by: garfield1 18 Feb 2013, 11:53
bachachuna
დახმარების გაცემის თარიღი არის როცა გამოგიწერენ მაგ ფურცელს იმ დღიდან + 4 თვე . ანუ ვთქვათ 18.02.2013-18.06.2013 , მაგრამ ამ თარიღს ექიმი წერს როგორც ვიცი.
დახმარების თანხაში 600 ლარი იწერება და საგადასახადო უწყისში შეტანილ თანხაში რეალურად რასაც იღებ კომპანიაში .
ჩემი რჩევა იქნება, შეავსო ფანქრით და იქ ადგილზე რომ მიხვალ თუ რამე არ მოეწონებათ თვითონ გადაასწორებენ, თითო დეკრეტზე მე პირადად მინიმუმ 3-ჯერ მიწევდა მისვლა, იმიტომ რომ ასანაზღაურებელ დღეებს სამუშაო დღეების მიხედვით თვლიან და რამე რომ შეგეშალოს არ დაიტოვებენ

Posted by: bachachuna 18 Feb 2013, 11:54
და თვითონ თანხის დაანგარიშებას თუ ვინმეს დაგაინეტერსებთ გეტყვით პრინციპს, რომ არ მოგიწიოთ წინ და უკან სირბილი. ძალიან მარტივათ ხდება
* * *
garfield1
მადლობა პასუხისათვის, smile.gif და ბოლო გრაფაში რომელ თვეს ვწერთ? შეტანილია -----------თვის საგადასახადო უწყისში

Posted by: garfield1 18 Feb 2013, 12:59
bachachuna
ვაიმე მაგდენი აღარ მახსოვს, კაი ხანია არ შემივსია, მაგასაც იქ რომ მიხვალ კითხავ და ჩაწერ იქვე ალბათ

Posted by: chupa82 25 Feb 2013, 17:46
garfield1
ადრეც ვიკითხე და კიდევ გკითხავ რაა , მე რომ ხვალ წამოვიღო დეკრეტის ფურცელი ქალთა კონსულტაციიდან დაშავდება რამე 3 დღე დარჩა თვის ბოლომდე და მერე დამეზარება გამოსვლა. კონსულტაციაში მითხრეს ის 126 დეკრეტულის შვებულების ათვლა დაგეწყებაო და ოფიცილური დეკრეტი მაინც არ მაქვს სამსახურიდან, შეიძლება ვეღარც გამოვიდე დეკრეტიდან user.gif მთავარია სახელმწიფომ ჩამირიცხოს ის 600 ლარი

Posted by: Liluu85 28 Feb 2013, 11:53
გოგოებო და საავადმყოფო ფურცელი რას ნიშნავს და რასთან ერთად იჭმევა?biggrin.gif @ჩაინიკ@

Posted by: nusa 28 Feb 2013, 12:30
Liluu85
ალბათ გაცვლა-გამოცვლის ბარათს გულისხმობ?
იქ იწერება, თუ როგორ მიმდინარეობდა ორსულობა და უნდ წარადგინო სამშOბიაროში.
სამშობიაროში უკვე ავსებენ იმას თუ როგორ წარიმართა მშობიარობა და ასევე ახალშობილის შესახებ ისტორიას.
ამას გაგატანენ პოლიკლინიკაში (?) სადაც ბავშვს აღრიცხვაზე აიყვანთ.

Posted by: marguerite 28 Feb 2013, 12:35
Liluu85
საავადმყოფო ფურცელი არის იგივე დეკრეტული შვებულების ბიულეტენი.

პ.ს. ძალიან მინდოდა მენახე 2 დღის წინ გუდვილში, გეძებეთ და ვერ გიპოვეთ. მიხვდები ვინც ვარ biggrin.gif


Posted by: Liluu85 28 Feb 2013, 12:37
nusa
გაცვლა-გამოცვლის ბარათი თუ იგულისხმევა კაია, მაქვს უკვე აღებული. garfield1-ს ეწერა ერთ ერთ პუნკტად რომ საავადმყოფო ფურცელი არის საჭირო დეკრეტის გასამორმებლად, და აი ეს მაინტერესებს...

Posted by: nusa 28 Feb 2013, 12:52
ზუსტად რა ქვია მაგ ფორმას არ ვიცი,.
უნდა გაიხნას იქ სადაც აღრიცხვაზეა ორსული.
იწერება დეკრეტის პერიოდი და მოწმდება კლინიკის ბეჭდით და ხელმოწერით.
შემდეგ ეს ფურცელი უნდა შეავსოს თქვენი სამსახურის ბუღალტერმა და სხვა საბუთEბთან ერთად (დანართი #3, ბანკის ანგარიში, პირადობის მოწმობის ასლები) წარადგინოთ სამსახურის მისამართის მიხედვით შესაბამის სოცსამსახურში.


Posted by: garfield1 28 Feb 2013, 13:42
chupa82
Liluu85
nusa
საავადმყოფო ფურცელი არის დეკრეტული შვებულების ბიულეტენი, ექიმი გივსებს, პირადი ან სამშობიაროში რომ მოითხოვო იქაც მოგცემენ , ხელმოწერილი , ბეჭედდარტყმული.
მეორე მხარეს ივსება უკვე კომპანიის მონაცემები სადაც მუშაობ, რამდენი სამუშაო დღე გიწევს დეკრეტულ შვებულებაშ ყოფნა და ასე შემდეგ, კომპანიის ბეჭდით და ბუღალტრის ან დირექტორის ხელმოწერით .
სამსახურიდან ცნობის და დირექტორის ხელმოწერის გარეშე არაფერი არ გამოვა, ანუ უნდა მუშაობდე სანამ დეკრეტში გახვალ, მაგის გარეშე არ ანაზღაურებს სახელმწიფო , მაგრამ ასევე მნიშვნელობა არ აქვს იმ ფაქტს დეკრეტის მერე სამსახურში აპირებ თუ არა დაბრუნებას , მთავარია მანამდე მუშაობდე და ჩაგირიცხავს სახელმწიფო იმ 600 ლარს .

Posted by: Liluu85 28 Feb 2013, 14:43
garfield1
მადლობაsmile.gif ეხლა უფროსს ველაპარაკე და მთხოვა რომ მე თვითონ მეპოვნა ის განაცხადი ან წერილის ფორმა რაც უნდა შეავსონ, არასოდეს არ გაგვიკეთებიაო facepalm.gif და ხომ არ გაქვს შენ ეს ფორმა რაც სამსახურმა უნდა შეავსოს? baby.gif
და კიდე როგორც მითხრა მხოლოდ 1 თვეს სადეკრეტოს იძლევიან მგონი, და ამას აქვს მნიშვნელობა თუ არა? ანუ 3 თვე იქნება ჩაწერილი თუ 1, მაგას აქვს მნიშვნელობა? თანხაზე აისახება თუ ყველა ვარიანტში მივიღებ 600 ლარს?

Posted by: garfield1 28 Feb 2013, 14:46
Liluu85
600 ლარს ყველა ვარიანტში აიღებ, თუ იმ საბუთებს ჩააბარებ რაც საჭიროა.
ერთერთ ცნობაში ითხოვენ ბოლო სამი თვის ხელფასზე ინფორმაციას და ეგეცაა საჭირო, ან უბრალოდ ხელფასის ცნობას მიიტან და თვეების მიხედვით რა გაქვს აღებული არ ჩაწერ, თორე სამსახური შენ ერთი თვით გიშვებს დეკრეტში თუ სულ არ გიშვებს ეგ სოც-ს არ ეკითხება, სულ ნუ ეტყვი ნურაფერს .
პირადში მომწერე შენი ელ.ფოსტის მისამართი და გამოგიგზავნი მაქვს ყველაფერი რაც საჭიროა .

Posted by: SPC 28 Feb 2013, 14:54
იცით რა მაინტერესებს, თუ სამსახურში დეკრეტი არ გაფორმდა ანუ ისე მომცეს ეს 4 თვე, მაშინ იმ 600 ლარის მისაღებად საჭირო საბუთებს ვერ ავიღებ? ანუ ამისთვის ყველა ვარიანტში საჭიროა იყოს გაფორმებული დეკრეტი?

Posted by: garfield1 28 Feb 2013, 14:58
SPC
დეკრეტის გაფორმებაში რას გულისხმობ, მთავარია ის საბუთები მოგცენ რაც საჭიროა , ანუ მოთხოვნა გააკეთონ სოც-ის მიმართ რომ შენ იმყოფები დეკრეტში და გთხოვთ აუნაზღაუროთ ეს თანხა, მაგაზე პრობლემა რატომ უნდა შექმნან არვიცი, მითუმეტეს თუ გიშვენებ ეგ 4 თვე, დამსაქმებელს უფლება აქვს უნდა გადაგიხდის მაგ პერიოდში ხელფასს, უნდა არ გადაგიხდის და შენ დეკრეტს გააფორმებ თუ არა არაფერი დააკლდება. იმ საავადმყოფო ფურცელს კიდე ისედაც მოგცემს პირადი ექიმი ან სამშობიაროს ექიმი სულერთია.

Posted by: SPC 28 Feb 2013, 15:12
garfield1
აჰა ანუ ოფიციალურად მაქვს თუ არა სამსახურიდან დეკრეტი არ აქვს მნიშვნელობა. აუ რა ჩახლართულია ისე ყველაფერი, როდიდან უნდა დავიწყო მაგაზე ფიქრი ნეტავ, აპრილის ბოლოს მიწევს მშობიარობა

Posted by: garfield1 28 Feb 2013, 15:17
SPC
წესით ეგ ბუღალტერმა უნდა გააკეთოს, შენ მხოლოდ დეკრეტის ფურცელი უნდა მიუტანო მაგრამ ........
იქიდან გამომდინარე , რომ ზოგს ეზარება, ზოგი ამბობს არ ვიციო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მოგიწევს შენ თვითონ იფიქრო მაგაზე, თუმცა, შენ თუ ვერ შეძლებ, შეგიძლია მეუღლეს, დას ან ვინმე სხვას გაატანო , მთავარია სამსახურმა ის საბუთები მოგცეს რაც გჭირდება და საავადმყოფო ფურცელზეც ბეჭედი დაგირტყას , დანარჩენი პრობლემა არაა

Posted by: SPC 28 Feb 2013, 15:35
garfield1
ეჰ აქ ისეთი ბუღალტერი გვყავს რომ... biggrin.gif არ გაკეთებას ვინ ჩივის ჩხუბობს ყველაფერზე biggrin.gif მოკლედ წინ მაქვს ეგ "ბედნიერება"

Posted by: garfield1 28 Feb 2013, 15:38
SPC
ვაიმე ნერვებს მიშლის ეგეთი ხალხი, მეთვითონ რამდენის დეკრეტი მაქ გაკეთებული ვინ მოთვლის, მაგრამ საკუთარიც მეთვითონ უნდა გავაკეთო, სხვა რა გზა მაქ.
და საერთოდ ჩხუბი ისეთ ბუღალტრებს ახასიათებთ, ამ ცხოვრებაზე და ზოგადად ადამიანებზე რომ განაწყენებულები არიან , ამიტომ არ მიაქციო ყურადღება, თავისი გაჭირვება ეყოფა biggrin.gif

Posted by: SPC 28 Feb 2013, 15:43
garfield1
QUOTE
და საერთოდ ჩხუბი ისეთ ბუღალტრებს ახასიათებთ, ამ ცხოვრებაზე და ზოგადად ადამიანებზე რომ განაწყენებულები არიან , ამიტომ არ მიაქციო ყურადღება, თავისი გაჭირვება ეყოფა

კი ეგრეა. მაგას რომ აყვე შეიძლება გაგიჟდე =)))
ვნახოთ აბა

Posted by: Swanns_Way 4 Mar 2013, 15:14
იცით რა მაინტერესებს
სამსახურში დეკრეტულ შვებულებაში რომ გავიდე ამისთვის მჭირდება რომ როგორც შვებულებაზე ვწერ განცხადებას ეგ დავწერო და პლიუს ის საავადმყოფოს ფურცელი თუ რაღაც ხო? მეტი არაფერი არა ? ( 600 ლარის მისაღებად ვიცი რომ კიდევ სხვა რაღაცეებიც არის საჭირო, აქ უბრალოდ ამ დეკრეტული შვებულების გაფორმება მაინტერესებს)

Posted by: მარიამი 26 Mar 2013, 14:09
საკეისროს შემთხვევაში 146 არის არა დეკრეტი?

Posted by: garfield1 26 Mar 2013, 14:16
მარიამი

1. დასაქმებულს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის
გამო – 477 კალენდარული დღის ოდენობით.
2. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებიდან ანაზღაურებადია 126 კალენდარული დღე,
ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში – 140 კალენდარული დღე.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შვებულება დასაქმებულს თავისი შეხედულებისამებრ შეუძლია
გადაანაწილოს ორსულობისა და მშობიარობისშემდგომ პერიოდებზე.
ანაზღაურებადში იგულისხმება სახელმწიფოს 600 ლარი და + დამსაქამებლის კეთილი ნება, თუ უნდა გადაგიხდის ხელფასს თუ უნდა არა

Posted by: მარიამი 26 Mar 2013, 14:47
garfield1
მადლობა. საკეისრო ალბათ 140 დღიანში გადის.

Posted by: pupika 20 Apr 2013, 16:12
იცით რა მაინტერესებს სად უნდა გავიგო ჩემი საბუთები ნამდვილად ჩააბარა თუ არა ბუღალტერმა ხომ არ იცით? დეკემბერში მიტანილ საბუთებძე მითხრა წინა კვირას შევიტანეო და მგონი მაგასაც მატყუებს... იქნებ იცოდეთ...

Posted by: ვასასი 20 Apr 2013, 16:16
pupika
კითხე რომელ სოც. სააგენტოში მიიტანა. თუ არ გიპასუხებს მგონი შენი სამსახურის მისამართის მიხედვით რომელი სოც.სააგენტოს მომსახურებაც გეკუთვნის იქ მიდი და იკითხე.

Posted by: kosta-rika 20 Apr 2013, 22:58
გამარჯობათ
ბანკში ვმუშაობ რეზერვად ანუ დეკრეტულს არ ამინაზღაურებს სამსახური, ასე წერია ხელშეკრულებაში
და რა საბუთები დამჭირდება და სად უნდა მივიტანო რო 600 ლარი ჩამირიცხონ?
1 დეკრეტული ფურცელი(რომელსაც ექიმი მომცემს)
2 პირადობის ასლი
3 ანგ რეკვიზიტები(600 ლარი რო ჩამირიცხონ)


კიდევ რა დამჭირდება?

Posted by: ვასასი 21 Apr 2013, 01:15
1. მომართვა - სოციალური მომსახურების სააგენტოს (შენი სამსახურის დირექტორი მიმართავს შენი უბნის(სამსახურის მიხედვით) მომსახურების სააგენტოს უფროსს, რომ ესა და ეს პიროვნება ,ანუ შენ ,ამა და ამ რიცხვიდან მუშაობს ჩვენთან და ამ რიცხვში გადის დეკრეტშიო და გთხოვთ კანონმდებლობის შესაბამისად აუნაზრაუროთ დეკრეტული თანხა 600ლარიო)
2. ბიულეტინი -დედანი, ასლი (შევსებულს და ბეჭედდარტყმულს მოგცემენ იმ კონსულტაციაში, სადაც აღრიცხვაზე დაგაყენეს ორსულობის გამო, მერე მეორე მხარეს შეავსებს შენი ბუღალტერი, დაარტყავს შენი ფირმის ბეჭედს და ხელს მოაწერინებს დირექტორს.)
3. პირადობის მოწმობა + ასლი
4. ბანკიდან ცნობა ანგარიშის შესახებ (ოფიციალური ფასიანი ცნობა (10ლ) , რომელსაც მოგცემენ იმ ბანკში სადაც ანგარიშს გახსნი, მთავრობამ რომ ფული ჩაგირიცხოს)
5. განაცხადი 3 ცალად, სამივე დედანი

Posted by: tamunia_ch 6 May 2013, 23:15
გოგოებო, მიცკევიჩზე ზუსტად სადაა ეგ სოც. სამსახური შეგიძლიათ მითხრათ რომ მივიდე და დეტალურად გავარკვიო რა და როგორაა?

მე კერძო კლინიკა "ციტო"-ში დავდივარ კონსულტაციებზე და იმედი მაქვს იქიდან არ იქნება პრობლემა ბიულეტენის აღებაზე rolleyes.gif

Posted by: Mafanya 7 May 2013, 10:44
tamunia_ch
თამუნა შენ სამსახური ხომ არ შეიცვალე?
ერთად ვმუშაობდით ჩვენ ადრე და 2 წლის წინ ბუღალტერმა მომიგვარა ყველაფერი: მე მარტო დეკრეტულის ფურცელი, ანგარიშის რეკვიზიტები და პირადობის ასლი მივუტანე. მიცკევიჩზე მისვლა არ დამჭირვებია. რაც შეეხება ციტოს- გაარკვიე თვითონ მათთან გაძლევენ თუ არა დეკრეტულის ფურცელს, წესით პრობლემა არ უნდა იყოს.


Posted by: tamunia_ch 7 May 2013, 11:01
Mafanya
არა ისევ იქ ვარ wink.gif

გავარკვიე და არააა პრობლემა, ბუღალტერიამ ჩვენ მოვაგვარებთო smile.gif მე სამშობიაროდან დეკრეტულის ფურცელი მექნება მხოლოდ ასაღები.
უბრალოდ მე მეგონა მშობიარობამდე უნდა მომეგვარებინა ეს ფურცლობანა და თურმე გამოწერისას შეიძლება ყველაფრის ერთად აღება და გაკეთება.

Posted by: Princess 7 May 2013, 11:09
tamunia_ch
სამშობიაროდან არა, შენმა გინეკოლოგმა უნდა მოგცეს დეკრეტული და მიიტან ბუღალტერიაში, თუ საკეისრო დაგჭირდა, სამშობაირო გიმატებს 2კვირას და ამას უკვე მშობიარობის მერე აიღებ.

არ უნდა დაგაგვიანდეს დეკრეტულის გაფორმება, თუ იმშოაბიარე და არ გაქვს გაფორმებული, დაგეკარგება 4 თვე

Posted by: tamunia_ch 7 May 2013, 11:15
Princess
ჩემმა თანამშრომლებმა ყველამ სამშობიაროდან აიღეს და პრობლემა არ იყოო.
მე მაინც წინასწარ დავიჭერ თადარიგს და გინეკოლოგს გამოვაწერინებ, თუმცა როგორც მითხრეს არანაირი პრობლემა არააა. არ დაგეკარგება არანაირ ვარიანტში, კოდექსში პირდაპირ წერია რომ მშობიარობამდე ან მის მერე შეგიძლია წარადგინო საბუთებიო.

Posted by: Princess 7 May 2013, 11:37
tamunia_ch
შეიძლება, მაგრამ ჩემთან ასე გამაფრთხილეს და ამიტომაც მივიტანე მშობიარობამდე, თან ფულიც მჭირდებოდა smile.gif

Posted by: Chihiro 7 May 2013, 12:09
გოგოებო, კერძო ორგანიზაციაში ,რომ მუშაობ 600 ლარს მაშინაც გიხდის სახელმწიფო თუ მარტო სახელმწიფო სამსახურში ვინც მუშაბს იმათ ერიცხებათ ეს 600 ლარი?

Posted by: falestra 7 May 2013, 12:19
Chihiro
მე კერძოში ვარ და ჩემამდე ვინც გააჩინა ყველას აუნაზღაურა სახელმწიფომ და მეუბნებიან შენც გერგებაო )))))))

Posted by: FoXy 7 May 2013, 12:39
Chihiro
QUOTE
გოგოებო, კერძო ორგანიზაციაში ,რომ მუშაობ 600 ლარს მაშინაც გიხდის სახელმწიფო თუ მარტო სახელმწიფო სამსახურში ვინც მუშაბს იმათ ერიცხებათ ეს 600 ლარი?

კერძოში ვმუშაობ და გადამიხადეს yes.gif

Posted by: Chihiro 7 May 2013, 12:44
falestra
FoXy
მადლობა გოგოებო

Posted by: Tamarella 7 May 2013, 13:22
ვაიმე რა ულმობელია სახელმწიფო პოლიტიკა დედების მიმართ. 4 თვიანი ანაზღაურებადი დეკრეტი ძალიან ცოტაა! 600 ლარი ხო საერთოდ სასაცილოა. 4 თვის ბავშვი ძალიან პატარაა საიმისოდ რო დედამ დატოვოს და სამსახურიდან მოსული რამდენიმე საათით ხედავდეს შვილს... რა საშინელებაა. ამ თვის ბოლოს მიწევს გასვლა სამსახურშI და უკვე ვფიქრობ რა ვქნა sad.gif

Posted by: მარიამი 7 May 2013, 18:06
Tamarella
2-ჯერ გადავიტანე ეგ sad.gif 4 თვის ბავშვთან დაშორება მთელი დღით ძალიან ძნელია. ჩემი უფროსი გოგო გამებუტა. ეს ერთი ციცქნა ბავშვი. რომ მივედი სამსახურიდან პირველ დღეს და მივეფერე, სახე შეაბრუნა და არც შემომხედა. მეორე დღეს შემირიგდა.
პატარა 1,9 წლისაა და დღესაც, როცა მორიგე ვარ და მაგვიანდება, სულ "დედა არ არისო" იძახის ძილის წინ sad.gif

Posted by: ლილეკა 7 May 2013, 21:43
FoXy
QUOTE
კერძოში ვმუშაობ და გადამიხადეს

ანუ სამსახურმაც მოგცა დეკრეტული და სახელმწიფომაც?
* * *
ყველაფერი წავიკითხე თითქოს მაგრამ რა და როგორ მაინც ვერ გავიგე sad.gif

მე გავედი უკვე დეკრეტში, ბოლო თვეში ვარ. მომცა კონსულტაციის ექიმმა დეკრეტული და მივუტანე სამსახურში ბუღალტერს.. მერე? სახელმწიფოს 600 ლარს როგორ ვიღებ ან როდის ვერ მივხვდი, ბუღალტერმა უნდა გადააგზავნოს სადმე?

Posted by: marguerite 8 May 2013, 10:44
ლილეკა
QUOTE
სახელმწიფოს 600 ლარს როგორ ვიღებ ან როდის ვერ მივხვდი, ბუღალტერმა უნდა გადააგზავნოს სადმე?

წესით და რიგით _კი, მაგრამ ხშირად ეზარებათ ხოლმე ბუღალტრებს ან არ იციან როგორ უნდა მოიქცნენ და ორსულს უწევს ისევ მოგვარება. ამიტომ, მიდი და უთხარი,გაააგზავნოს შენი საბუთები სოც. სააგენტოში ან დაგაკვალიანოს, თავად როგორ გააკეთო ყველაფერი. გეკუთვნის 600 ლარი და რატომ უნდა დაკარგო ?!

Posted by: FoXy 8 May 2013, 11:04
ლილეკა

ნუ მე უფროსი მყავს კარგი და იმანაც გადამიხადა, უკვე 5 თვეა მიხდის ხელფასს... 7 თვედან წოლითი მქონდა და ოფიციალური დეკრეტი გაჩენამდე 1 კვირით ადრე გავაკეთე.
სახელმწიფომაც გადამიხადა 600 ლარი. ბუღალტერს მივუტანე კონსულტაციის ექიმისგან ფურცელი, პირადობის ასლი და საბანკო რეკვიზიტები სადაც ხელფასი მერიცხება, კიდევ განცხადება უნდოდა და თვითონ დაწერა ბუღალტერმა. თებერვლის შუა რიცხვებში მივუტანე და მარტის ბოლოს ჩამერიცხა.
ტყუილად არ იარო არსად მიუტანე ბუღალტერს და თავად გააკეთებს.

Posted by: QoniCo 8 May 2013, 11:08
ლილეკა
მეც კერძოში ვმუშაობ და მეც ავიღე 600 ლარი, ჩემმა ქმარმა მოაგვარა ეგ ამბები, როგორც წესი ბუღალტრებს ეზარებათ ამის გაკეთება. მოკლედ დეკრეტულს რომ მოგცემდნენ, მას ერთი მხარე ექნებოდა შევსებული, მეორეს ავსებს ბუღალტერი, კიდევ რაღაც ცნობას გაძლევს სამსახური თუ არ ვცდები 3 ეგზემპლიარად, ეს საბუთები მიგაქვს სოც. უზრუნველყოფაში და გირიცხავენ 600 ლარას. ნუ კიდევ საჭიროა შენი საბანკო რეკვიზიტები და პირადობის მოწმობის ასლები smile.gif

Posted by: garfield1 8 May 2013, 11:12
ლილეკა
წესით ბუღალტერმა უნდა გააკეთოს, მაგრამ ზოგადად ან არ იციან, ან ეზარებათ და ასე შემდეგ.
მაინც უთხარი, მიუტანე ის ფურცელი და რას გიპასუხებს, თუ არადა ცოტა საწვალებელი კია მაგრამ გამოვა ყველა ვარიანტში, შეგიძლია ქმარი გააგზავნო და იმან მოაგვაროს

Posted by: Tamarella 8 May 2013, 11:41
მარიამი
შეიძლება სასაცილოა მაგრამ მეშინია რო დავავიწყდები. მარტო ძილის წინ რამდენიმე საათი რომნახავს რა კავშირი უნდა ჩAმოყალიბდეს ჩვენს შორის? არადა ეხლა ისეა ჩემზე მოჩვეული sad.gif და ამ დროს ხელიდან უნდა გამოვეცალო. ვაიმე გული გამისკდება sad.gif

Posted by: SUBADARI 8 May 2013, 11:51
Tamarella
როგორ მესმის შენი. მე ერთ კვირაშI გავდივარ სამსახურში ვტოვებ 3.5 თVის ბავშვს ძIძAსთAნ ისე რომ სხვა არავინ სახლში ახლობელი არ იქნება. მე ორი სადარდებელი მაქვს ბავშვს ვტოვებ უცხო ადამიანთან და პლუს ასეთ პატარას მხოლოდ საღამოობით ვნახავ ხოლმე sad.gif ეჰ 6 თვე მაინც ყოფილიყო ანაზღაურებადი დეკრეტული.

Posted by: მარიამი 8 May 2013, 13:05
Tamarella
ეგ არა მგონია. მიუხედავად იმისა, რომ მთელი დღე სამსახურში ვარ და საღამოობით ვნახულობ + შაბათ-კვირა, როცა ჩემთან არიან, სულ ჩემზე არიან მოწებებულები. ორივე მე უნდა დავაძინო, ძილის წინ ჩამეხუტებიან ხოლმე. მაინც ყველაზე მეტად დედა უყვართ smile.gif მაგის არ შეგეშინდეს.

Posted by: Tamarella 8 May 2013, 15:20
SUBADARI
მარიამი
ძალიან ვდარდობ, გული სულ მიტირის sad.gif

Posted by: tamar1586 8 May 2013, 15:55
Tamarella
QUOTE
შეიძლება სასაცილოა მაგრამ მეშინია რო დავავიწყდები. მარტო ძილის წინ რამდენიმე საათი რომნახავს რა კავშირი უნდა ჩAმოყალიბდეს ჩვენს შორის? არადა ეხლა ისეა ჩემზე მოჩვეული  და ამ დროს ხელიდან უნდა გამოვეცალო. ვაიმე გული გამისკდება

ასე რამდენიმე საათი მხედავს მე და შაბათ-კვირაც ხანდახან არ ვარ მასთან მაგრამ გიჟდება ჩემზე love.gif
ნუ გეშინია, ის რამდენიმე საათი მოეფერე, ეთამაშე და ნახავ რა კავშირიც ჩამოყალიბდება wink.gif

Posted by: falestra 10 May 2013, 15:21
ხალხო, გამაგიჟებს ჩემი ბუღალტერი, მიმტკიცებს მშობიარობის მერე სამშობიარო ვერ დაგიწერს დეკრეტულს და ბარემ მომიტანე დეკრეტული სანამ გიმშობიარიაო. არადა ჯერ ორი კვირის შვებულება მინდა გამოვიყენო თორემ მეკარგება.

მე როგორც ვიცი, მშობიარობის მერეც მშვენივრად იწერება დეკრეტული სამშობიაროს მიერ, მით უმეტეს ჩაჩავას არ უნდა გაუჭირდეს...

თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ ამაზე?

Posted by: garfield1 10 May 2013, 15:23
falestra
ჩემმა დამ რომ იმშობიარა იმედის კლინიკაში და სახლში რომ ეწერებოდა, მაშინ კითხეს დეკრეტულისთვის ხომ არ გჭირდება საავადმყოფო ფურცელიო, თუ მუშაობ დაგიწერთო, ასე რომ არანაირი პრობლემა არაა მაგაზე, აუხსენი როგორმე.

Posted by: falestra 10 May 2013, 15:29
garfield1
მადლობა დიდი, დამამშვიდე...

ვუხსნი... ვუხსნი...



ასაკიანი ხალხი vis.gif help.gif

Posted by: garfield1 10 May 2013, 15:35
falestra
QUOTE
ასაკიანი ხალხი

განსაკუთრებით ასაკიანი ბუღალტრები.
მეც ბუღალტერი ვარ და რომ დამირეკავს ვიღაც (აი მართლა ჩოთქზე რომ აქვთ ნამუშევარი და კომპიუტერის ჩართვა ძლივს ისწავლეს ) და გეტყვის რაღაც სისულელეს , მერე რომ შეეკამათები და შვილო რამდენი წლის ხარ ? 27-ისთქო რომ ვპასუხობ, იცი მე 27 წლის სტაჟი მაქვს facepalm.gif
არადა ეს ოხერი კოდექსი ლამის ყოველდღე იცვლება, რა სტაჟი რის სტაჟი, მარტო სტაჟი რომ შველოდეს საქმეს

Posted by: falestra 10 May 2013, 15:38
garfield1
სტაჟი კი არა, სწორად ახალგაზრდა და სიახლეებზე ადვილად ადაპტირებადი მუშაკია საჭირო, ბუღალტერიაში მითუმეტეს...

მეც მიშლიან ხოლმე ჩემ სამუშაო სფეროში დამწნილებული სუბიექტები ნერვებს, არაფერი ინოვაციის გაგონება რომ არ უნდათ. "ჩვენ ვიცით, საბჭოთა კავშირის დროსაც ეგრე ვაკეთებდით"


მიდი და ეკამათე მერე...

Posted by: Dido 10 May 2013, 20:04
ჩვენი ბუღალტერიც ახალგაზრდა გოგოა და რო მივუტანე საბუთები ასე მითხრა შენ არ შეგაწუხებ, დანართ 4საც მე თვითონ შევავსებ და სოც-შიც მივიტანო love.gif

Posted by: garfield1 10 May 2013, 20:25
Dido
აი მეც ეგეთი საყარელი ბუღალტერი ვყავარ ჩემებს biggrin.gif :ნამეტანითავმდაბალი: ერთი ის ტეხავს საკუთარ თავზეც რომ მე უნდა ვიზრუნო , თორე სხვების არ მეზარება

Posted by: Dido 10 May 2013, 21:24
garfield1
QUOTE
აი მეც ეგეთი საყარელი ბუღალტერი ვყავარ ჩემებს

2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: ლილეკა 21 May 2013, 14:49
FoXy
QoniCo

QUOTE
ტყუილად არ იარო არსად მიუტანე ბუღალტერს და თავად გააკეთებს.

მე მგონი ჩემი ბუღალტერი ზარმაცთა სიაში შედის smile.gif ამიტომ ჯობია შევაწუხო, ისე კი ეგ ყველაფერი რაც ჩამოთვალეთ კი აქვს ბუღალტერს და იქნება გადააგზავნა კიდეც და ტყუილად ვლანძღავ biggrin.gif

garfield1
QUOTE
შეგიძლია ქმარი გააგზავნო და იმან მოაგვაროს

სადაა ქმრის მოგვარებული დეკრეტული და კაი ცხოვრება biggrin.gif

Posted by: makau 21 May 2013, 15:21
გოგოებო მაინტერესებს, ეხლანდელ შრომის კოდექსში წერია თუ არა ორსულის სამსახურიდან გაშვების თაობაზე,ვეძებე და ვერაფერს ვერ მივაგენიsad.gif 4 თვის ორსულის გაშვების უფლება თუ აქვს კერDო კომპანიას? ( შემცირების მიზნით)

Posted by: Cecy Elliott 22 May 2013, 17:38
makau
გაშვების თაობაზე ესე კონკრეტულად არ წერია რომ უფლება არ გაქვს გაათავისუფლოს, მაგრამ თუ ხელშეკრულება გაქვს და იქ მითითებულია რომ სიტყვაზე წინასწარ ერთი თვით უნდა გაგაფრთხილოს და მან პირდაპირ შეგამცირა, მაგ შემთხვევაში რო უჩივლო მოიგებ, უბრალოდ ორსული რახან ხარ ორმაგად შეგიძლია მოითხოვო კომპენსაცია, ანაზღაურება... არასამთავროები დაგეშილები არიან მაგაზე... სიტუაციას გაააჩნია მოკლედ რა, უნდა მიაწვე..

Posted by: makau 23 May 2013, 11:56
sesi-eliot
გასაგებია,დიდი მადლობა

Posted by: Bulbusa 23 May 2013, 17:25
გოგონებო, ეს 600 ლარი რომ მომცენ, მნიშვნელობა აქვს რამდენი მაქვს ხელფასი?

Posted by: garfield1 23 May 2013, 17:26
Bulbusa
არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, მთავარია მუშაობდე smile.gif

Posted by: Splash 28 May 2013, 16:01
გამარჯობათ! მაინტერესებს ასეთი შემთხვევა. თუ აქვს დეკრეტული ფურცელი აღებული და იმშობიარა, შემდეგ შესაძლებელია ყველა სხვა საჭირო საბუთთან ერთად წარდგენა რომ მისცენ სახელმწიფო დახმარება (600 ლარიანი) თუ მშობიარობამდე უნდა იყოს აუცილებლად წარდგენილი ?

Posted by: garfield1 28 May 2013, 16:24
Splash
იქ წერია , დეკრეტულ ფურცელზე როდემდეც შეუძლია მოთხოვნა, თუ არ ვცდები სანამ ბავშვი 4 თვის გახდება მანამდე თავისუფლად შეუძლია ნებისმიერ დროს

Posted by: Splash 30 May 2013, 16:02
garfield1
მადლობა! გაიხარე smile.gif)))))))))))))))))

Posted by: Tamarella 10 Jun 2013, 11:34
გუშინ მეზობელმა მითხრა სექტემბრიდან ცვლილბები შედის შრომის კოდექსში და წელიწადნახევარი უნდა გახდეს ანაზღაურებადი დეკრეტიო და ვინმე რამე ინფოს ფლოობთ?

Posted by: Nanuuu 10 Jun 2013, 14:38
garfield1
QUOTE
არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, მთავარია მუშაობდე

გოგო, თუ იცი, ჩემი მეგობარი კი მუშაობს, მაგრამ ხელშეკრულება არა აქვს, ანუ რეალურად გაფორმებული არაა რო მუშაობს რაა,
ხელზე აძლევს თავისი უფროსი ფულს და ამ შემთხვევაში მაგ 600 ლარს ვერ აიღებს ხო?

Posted by: garfield1 10 Jun 2013, 14:41
Nanuuu
არ აქვს ნან მნიშვნელობა, კონტრაქტი აქვს თუ არა, თუ სამსახურში ხელფასის ცნობა მისცეს და იმ ფურცლებზე ბეჭედი დაურტყეს, ყველა ვარიანტში აიღებს. ბანკში კიდე ანგარიშს გახსნის და მიიტანს საბუთს რომ ანგარიში აქვს უბრალოდ და მეტი არაფერი არ დასჭირდება , იქ რამე ირიცხება თუ არა ეგ სოც-ს არ აინტერესებს.

Posted by: ninchancho 10 Jun 2013, 14:43
თუ ვინმემ იცით გოგოები გამგეობები 600 ლარს რომ ურიცხავენ სამშობიაროდ,ეს მხოლოდ უმუშევრებს ეხებათ?
ვინც მუშაობს იმას აძლევენ ნეტავ ვინმე ფლობთ რამე ინფოს?

Posted by: garfield1 10 Jun 2013, 14:53
ninchancho
სამშობიაროდ გამგეობიდან ?
600 ლარი დეკრეტის ფულია სახელმწიფოსგან და ზუსტად ვინც მუშაობს მათ აძლევენ.
გამგეობას რაც შეეხება , უნდა მიხვიდე შენი რაიონის გამგეობაში, რეგისტრირებული სადაც ხარ და დაწერო განცხადება გამგებლის სახელზე რომ გჭირდება სამშობიარო თანხა, შეიძლება 300 ლარი მოგცენ, შეიძლება 400 და შეიძლება მეტიც.
თუ ვინმე ნაცნობი გყავს ხო მთლად უკეთესი

Posted by: ninchancho 10 Jun 2013, 14:56
garfield1

ანუ დეკრეტის გარდა შემიძლია კიდევ რამე გამოვძალო სახელმწიფოს? biggrin.gif

Posted by: natia2203 10 Jun 2013, 15:02
ninchancho
დეკრული სახელმწიფოსგან ოფიციალურად გეკუთვნის მაქსიმუმ 600 ლარი.

სამსახური გადაგიხდის თუ არა დეკრეტულს ეს უკვე სამსახურის კეთილი ნებაა smile.gif

Posted by: ninchancho 10 Jun 2013, 15:04
natia2203

სამსახური ვიცი რომ გადამიხდის მე მაინტერესებდა ზუსტი ინფო თU გქონდათ რომელიმეს გამბეობასთან დაკავშირებით ჩემ რამდენიმე ნაცნობს ჩაურიცხეს,მაგრამ მე დამაფიქრა იმან რომ არცერთი არ მუშაობენ და ამიტომ ხომ არ მოხდა თქო.თუ სამსახური არაფერ შუაშია რა ძალიან კარგი იქნება თქვენ ხომ არ იცით biggrin.gif

Posted by: garfield1 10 Jun 2013, 15:07
ninchancho
არაფერ შუაში არაა როგორც ვიცი, მე მითხრა ერთმა ახლობელმა თუ გინდა გაგიკეთებო, მაგრამ დაზღვევა მაქვს და არ მჭირდება შესაბამისად.
მაინც სცადე, განცხადება დაწერე და იქნებ დაგიკმაყოფილონ. ბოლოსდაბოლოს დაწერ რომ მე ვმუშაობ მაგრამ ოჯახის სხვა წევრები არ მუშაობენ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ან დაზღვევა არ მაქვს და იქნებ დამეხმაროთ.
რადგან მუშაობ ეგ ხომ არ ნიშნავს რომ ხელფასი სხვა არაფერში არ გჭირდება.
მოკლედ სცადე

Posted by: ninchancho 10 Jun 2013, 15:25
garfield1

დაზღვევაკი მაქვს ისე მაგრამ ერთად არის ორსულობა მშობიარობა და ლამის გამოვლიე თანხა უკვე ამ ეხოებში და წამლებში,კარგი იქნებოდა აუცილებლად ვცდი დიდი მადლობა ნინიკო 2kiss.gif

Posted by: garfield1 10 Jun 2013, 15:29
ninchancho
ხო მაგ შემთხვევაში ნამდვილად არ ვიცი რა შედეგი იქნება, დაზღვევაც თუ გაქვს, მაგრამ სცადე, ბევრი არაფერი არ სჭირდება მაგ ამბავს, უბრალოდ განცხადება უნდა დაწერო და ვინმე უბრალოდ ნაცნობიც რომ იპოვო, დაგეხმარება. თქვენ კორპუსს თავმჯდომარე არ ყავს ? შეგიძლია იმის მეშვეობით გააკეთო ეგ, გამგეობაში შეუძლიათ მაგათ ჩალიჩი .

Posted by: Nanuuu 10 Jun 2013, 15:40
garfield1
უი რა კარგია, ვუთხრა, გაუხარდება smile.gif 2kiss.gif

Posted by: FoXy 10 Jun 2013, 15:41
ninchancho
ჩემს მეგობარსაც ჩაურიცხეს 400 ლარი, მუშაობს თან. სცადე შენი რა მიდის, მე გვიან გავიგე. ისე 99% ურიცხავენო

Posted by: ninchancho 10 Jun 2013, 15:48
garfield1

ნათესავი მუშაობს ზუსტად იმ გამგეობაში და იქნება შევაფუცხუნო ცოტა biggrin.gif

FoXy

აჰა კიდევ ერთი ძალიან კარგი მემგონი ჩემს სასარგებლოდ გადაწყდება ეგ საქმე biggrin.gif

2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: garfield1 10 Jun 2013, 15:50
ninchancho
QUOTE
ნათესავი მუშაობს ზუსტად იმ გამგეობაში და იქნება შევაფუცხუნო ცოტა

აბა ჩათვალე გამოსულია ეგ ამბავი 99.9 % smile.gif

Posted by: makau 10 Jun 2013, 15:51
უი ეგ რაკარგი რამე გავიგე smile.gif მეც უნდა ვცადო,მითუმეტეს მე-3 ბავშვზე მგონი უფრო გაჭრის,
QUOTE
ჩემს მეგობარსაც ჩაურიცხეს 400 ლარი
ეხლა 5 თვის ვარ და როდისუნდა მივაკითხო,ან როდის რიცხავენ ორსულობის პერიოდში თუ მშობიარობის მერე?


Posted by: garfield1 10 Jun 2013, 15:56
makau
მშობიარობამდე როგორც ვიცი, ერთი კვირით ადრეც რომ მიხვიდე არაა პრობლემა.
ადრე პირდაპირ კლინიკაში მიდიოდი საგარანტიო ფურცლით, ეხლა როგორც ვიცი შენ იხდი და მერე ერთი თვის განმავლობაში შენ სახელზე ირიცხება.
დეტალები არ ვიცი ზუსტად, მაგრამ ბევრს უკეთებენ 400 ლარიანს და სცადე, მითუმეტეს მესამე თუა არ გექნება პრობლემა

Posted by: FoXy 10 Jun 2013, 15:58
ე.ი. მუნიციპალიტეტში უნდა მიხვიდეთო, მერე ხარჯთაღრიცხვას მოგთხოვენ სამშობიაროდანო + ფორმა 100 სამშობიაროდან და განცხადებას იქვე დაგაწერინებენო
სცადეთ აუცილებლად, ყველას ურიცხავენო.

Posted by: makau 10 Jun 2013, 16:04
დიდი მადლობა დაკვალიანებისთვის ვცდი აუცილებლად,რაც მეტს დაგლიჯავ ამ სახელმწიფოს,მით უკეთესი smile.gif

garfield1
FoXy
2kiss.gif
* * *
წაგლიჯავ მინდოდა დამეწერა biggrin.gif
ისე იმ უფასო მშობიარობაზე რაღაც აღარაფერი ისმის ხო.. მგონი გადაიფიქრეს..

Posted by: ninchancho 10 Jun 2013, 16:30
makau
მეც 5-ს ვარ ჯერ ადრეა 1 თვით ადრე კეთდება საბუთებიო

Posted by: Cecy Elliott 13 Jun 2013, 00:22
მშობიარობის ვაუჩერზე იცით ზუსტად ვინმემ რამე...? ანუ ივლისიდან რომ აძლევენ 500ლარს მგონი (უფასო მშობიარობის ამბავში)
ან რომელ რომელ ორგანოს უნდა მივაკითხო...?

რაც შეეხება დეკრეტულის 600ლარს რომელსაც სახელმწიფო რიცხავს, (ურიცხავს ყველას ვინც მუშაობს)
მიდიხართ თქვენი კომპანია სადაცაა დარეგისტრირებული, იმ უბნის სოციალური მომსახურების ცენტრში და ზუსტად ჩამოგიწერენ იმ საბუთებს რაცაა საჭირო smile.gif

Posted by: makau 13 Jun 2013, 16:33
sesi-eliot
http://www.for.ge/view_news.php?news_id=20157&news_cat=0 აი განცხადება უფასო მშობიარობაზე,ოღონდ ეს არ მომეწონა 28 თებერვლამდეოო...

Posted by: Cecy Elliott 14 Jun 2013, 22:17
makau
მე დაზღვეული კი ვარ, მაგრამ პაკეტში ორსულობა არ შედის და ეს ნეტა ითვლება...? ან ცოტა კონკრეტულად არ შეუძლიათ თქმაა..? სად უნდა მიხვიდე, რა საბუთები უნდა წარადგინო... ან რავიი რაა mo.gif

Posted by: makau 14 Jun 2013, 22:32
sesi-eliot
მეც მქონდა დაზღვევა და არც ჩემი ანაზღაურებდა ,9 თვე ქონდა მოცდის პერიოდი,ხოდა ავდექი და გავაუქმე.იმედია იმას არ ჩამითვლიან,ან საიდან გაიგებენ რავიცი

Posted by: kaxa_1111 20 Jun 2013, 21:22
თუ იცით როგორ ივსება 'საავადმყოფოს ფურცლის' მეორე მხარეზე ცხრილი,მომწერეთ რა..ჩემი კომპანიის ბუღალტერმა არ იცის მინდა მე თვითონ გავერკვე...მადლობა წინასწარ....


Posted by: _Kato_ 19 Jul 2013, 14:48
kaxa_1111

აუ მეც ეგ პრობლემა მაქვს sad.gif და რამე ხომ არ გაგიგია?

Posted by: garfield1 19 Jul 2013, 14:50
kaxa_1111
_Kato_
დღეს ქონდა ჩემი საავადმყოფო ფურცელი თანამშრომლეს სოც-ში წაღებული, ხვალ ან ზეგ მომიტანენ და დავდებ მერე, იქ შეუვსეს როგორც საჭირო იყო.

Posted by: _Kato_ 19 Jul 2013, 14:53
garfield1

აუ გაიხარე! თორემ დამაწყდა უკვე ნერვები! ყველაფერი ჩემი გასაკეთებელია... mad.gif

Posted by: vesteli3 23 Jul 2013, 21:59
გამარჯობა. შევეცდები კითხვა რაც შეიძლება გასაგებად დავსვა smile.gif ე. ი. დეკრეტში გავედი 3 ივნისს,მაგრამ რადგან არავის არაფერი მოუთხოვია და მეც დეკრეტში პირველად გავდიოდი და ამის შესახებ არ ვიცოდი, დეკრეტში ისე გამიშვეს რომ სამშობიაროდან დეკრეტის ფურცელი არ წარმიდგენია. საკეისრო კვეტა გავიკეთე დეკრეტში გასვლიდან ერთ თვეში და ახლა გავიგე რომ ბანკში სამშობიაროდან უნდა წარვადგინო დეკრეტის ფურცელი,თან იმ რიცხვიდან რა რიცხვშიც წამვედი სამსახურიდან, ანუ 3 ივნისიდან. სამშობიაროში მოვითხოვე დეკრეტის ფურცელი,მაგრამ მითხრეს რომ 3 ივნისიდან ვერ მომცემენ,რადგან გასული რიცხვიდან გაცემა არის იურიდიულად არამართებული. დეკრეტის ფურცელი შეუძლიათ მომცენ ზუსტად იმ რიცხვიდან რა რიცხვიდანაც წამოვიღებ იმ ფურცელს. ანუ დღეს თუ წამოვიღებ დღევანდელი რიცხვიდან, თუ ხვალ წამოვიღებ ხვალინდელი რიცხვიდან....... არადა სამსახურში მთხოვენ ზუსტად 3 ივნისიდან გაფორმებულს. იქნებ ვინმემ იცოდეთ რამდენად მოგვარებადია ჩჩემი პრობლემა? რა უნდა გავაკეთო რომ სამშობიაროში დეკრეტი გამიფორმონ 3 ივნისიდან და არა დღევანდელი რიცხვიდან? შევეცადე კითხვა გასაგებად დამესვა,მაგრამ რამდენად გამომივიდა არ ვიცი smile.gif მადლობა პასუხისთვის წინასწარ

Posted by: natia2203 24 Jul 2013, 09:35
vesteli3
ძველი რიცხვით არავინ არ გაგიფორმებს. არ შეიძლება. მაგას თავისი ნუმერაცია აქვს და წინა თარიღში ვეღარ ჩააკვეტებენ smile.gif

Posted by: garfield1 24 Jul 2013, 09:52
vesteli3
სოც განყოფილებისთვის არ აქვს მნიშვნელო ბა რა თარიღით იქნება ის ფურცელი, შეგიძლია მშობიარობის მერე აიღო და ისე ჩააბარო საბუთები ..

Posted by: natia2203 24 Jul 2013, 10:23
garfield1
ხო, თანხის მისაღებად არ აქვს მნიშვნელობა თარიღს. რა თარიღითაც მიიტანს იმ თარიღით მისცემენ მაგრამ სამსახური ოფიციალურად დეკრეტს მაგ ფურცლის გარეშე ვერ გააფორმებს. დეკრეტული შვებულება მაგ ფურცელში მითითებული თარიღიდან დაიწყება.

Posted by: garfield1 24 Jul 2013, 10:47
natia2203
ხო ეგ გასაგებია მაგრამ მანამდე სამსახურს შეუძლია უბრალოდ შვებულება გააფორმოს ხელფასიანი ან უხელფასო, ეგ შიდა პრობლემაა და იმ 600 ლართან კავშირში არაა, წესით 3 ივნისს რომ გავიდა ადამიანი დეკრეტში რამე საბუთი აქამდეც უნდა მოეთხოვათ , მე სანამ ის მწვანე ფურცელი არ მივუტანე კადრებს მანამდე არ გამიფორმეს დეკრეტული .

Posted by: natia2203 24 Jul 2013, 11:09
სამსახურში მთხოვენო რომ დაწერა მაგას ვუპასუხე. მაგ ფურცლის მიტანის გარეშე რაც არ იარა სამსახურში ან ჩვეულებრივ შვებულებაში გაუტარებენ, ან გაცდენებში ჩაეთვლება, დეკრეტულს ვერ მიაწერენ , მაგრამ წესით ეგ სამსახურის პრობლემაა, თანამშრომელი ისე თუ გაუშვა დეკრეტში საბუთი რომ არ მოსთხოვა და ეხლა თუ გაახსენდათ რომ ვერ აფორმებენ smile.gif იმ 600 ლარზე კიდე წესით არანაირი პრობლემა არ უნდა ქონდეს. სახელმწიფოსთვის სულ ერთია რა რიცხვში გასცემს.

Posted by: garfield1 24 Jul 2013, 11:12
natia2203
ხო რათქმაუნდა სამსახურის პრობლემაა, სოცისთვის მთავარია ბავშვის დაბადებიდან 6 თვის ვადაში წარადგინო საბუთები.

ოღონდ მაღალხელფასიანი თუ ხარ თვალშიც და გულზეც ცუდად ხვდებათ, რა 600 ლარს ითხოვო vis.gif

Posted by: Cecy Elliott 30 Jul 2013, 12:22
QUOTE
სოციალური მომსახურების სააგენტო - ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრი
თბილისი , მიცკევიჩის ქ. 23 , ტელ: 237 17 39

ამ ცხელ ხაზზე ვინმე პასუხობს საერთოდ? mo.gif
1ივნისს ჩავაბარე საბუთები, გავიდა ერთი თვე და რამდენ ხანში რიცხავენ თანხას? მე კი მითხრეს ერთი თვის პერიოდშიო და... ჯერ არაფერია..
თქვენ როდის ჩაგირიცხეს?

Posted by: Mafanya 30 Jul 2013, 13:20
გოგოებო ვაუჩერი სად უნდა ავიღო? რაში დამჭირდება? რომ არ ავიღო და კერძოდ ვიარო ჩემთვის რამე მოხდება?

Posted by: Bulbusa 30 Jul 2013, 13:23
QUOTE (Mafanya @ 30 Jul 2013, 13:20 )
გოგოებო ვაუჩერი სად უნდა ავიღო? რაში დამჭირდება? რომ არ ავიღო და კერძოდ ვიარო ჩემთვის რამე მოხდება?

ყველა სამშობიაროში არ მოქმედებს მაინცო. იმ 4 ვიზიტს თუ გულისხმობ. მაგალითად გაგუაში არ მოქმედებს.

Posted by: Mafanya 30 Jul 2013, 13:48
Bulbusa
საერთოდ არ მინდა ეგ ვიზიტები, სხვა რამეში ხომ არაა საჭირო, დეკრეტის გასაფორმებლად ან რამე?

Posted by: ninchancho 30 Jul 2013, 13:52
Mafanya

ჯანდაცვაში მოგცემენ მაგას ოღონდ მანამდე ფორმა ასი უნდა მიიტანო და 4 უფასო ვიზიტი გექნება

Posted by: Mafanya 30 Jul 2013, 14:12
ninchancho
მადლობა, გავარკვევ იქნებ არ მჭირდება, თუ არადა მომიწევს ჯანდაცვაში ბოდიალი

Posted by: ninchancho 6 Aug 2013, 15:15
გოგოებო დახმარება მჭირდება რა იქნება ვინმეს გაქვთ ნიმუშად სადეკრეტო საბუთების შევსებული ფორმები როგორ გავაკეთო აზრზე არ ვარ :ჩაინიკ: biggrin.gif

Posted by: Nanuuu 6 Aug 2013, 15:38
ninchancho
garfield1-ს შეილება ქონდეს smile.gif
მე რამე კითხვა რო მიჩნდება, ეგრევე გარფილდი მახსენდება ხოლმე biggrin.gif


Posted by: ninchancho 6 Aug 2013, 15:39
Nanuuu
ნიმუშები კი მაგან მომცა მაგრამ შევსებული მინდა რა biggrin.gif

Posted by: garfield1 6 Aug 2013, 15:43
აი ნახეთ გოგოებო, თუ რამე გაუგებარია მითხარით და შეძლებისდაგვარად გიპასუხებთ.

თუმცა ჩემი რჩევა იქნება, აუცილებლად მიდით და შავად შევსებული გადაამოწმებინეთ სოცში , მიუხედავად იმისა რომ ჩემი საბუთები ყველაფერი წესრიგში იყო, 6ჯერ მოუწია მისვლა ჩემ თანამშრომელს სანამ საბოლოოდ ჩაიბარებდნენ

Posted by: ninchancho 6 Aug 2013, 15:50
garfield1
ისე იქ რომ მივიდე ნიმუშებს არ მომცემენ თვითონ უფრო ადვილი იქნება ალბათ მერე თუ არ იწუხებენ მაგაზე თავს?

Posted by: garfield1 6 Aug 2013, 15:52
ninchancho
რავიცი წესით უნდა შეგივსონ თვითონ, მაგრამ არ იწუხებენ თავს, ძაან ნაგლები არიან. მაინც სცადე, მიდი და უთხარი შემავსებინეთ რომ სწორად იყოსთქო , შენც მაგრად დაუდექი ცოტა smile.gif

Posted by: masha 6 Aug 2013, 16:28
garfield1
QUOTE
აი ნახეთ გოგოებო, თუ რამე გაუგებარია მითხარით და შეძლებისდაგვარად გიპასუხებთ.

ანუ სახელმწიფო 600 ლარზე მეტს არ გინაზღაურებს და ანაზღაურებადი დეკრეტი, კი როგორ არის? დამსაქმებელზეა დამოკიდებული?

Posted by: garfield1 6 Aug 2013, 16:34
masha
კი აქამდე დასაქმებულზე იყო დამოკიდებული და მის კეთილ ნებაზე, შეუძლია არ აანაზღაუროს

Posted by: ninchancho 6 Aug 2013, 17:38
garfield1
nin teritoriulad sad unda mivide?

Posted by: garfield1 6 Aug 2013, 18:10
ninchancho
სადაც შენი სამსახურია დარეგისტრირებული იმ რაიონში, იურიდიული მისამართის მიხედვით ანუ . მე გარდაბანში მიწევდა და იქ ჯერ მე19 საუკუნეა


Posted by: ninchancho 6 Aug 2013, 18:14
garfield1

დიდუბეშია და შორს არ მომიწევს ესეიგი სირბილი.
სექტემრის ბოლოს ველოდები და ეხლა მინდა გავაკეთო უკვე საბუთები მაგაზე ხო არ შემაფერხებენ ნეტა?

Posted by: garfield1 6 Aug 2013, 18:18
ninchancho
დეკრეტში გახვედი ? როცა გექნება ის მწვანე ფურცელი ეგრევე შეგიძლია ჩააბარო საბუთები.

Posted by: ninchancho 6 Aug 2013, 18:35
garfield1
არა გოგო ჯერ არ გავსულვარ ვმუშაობ მაგრამ იქნება თანხის ჩარიცხვა მომესწროს თქო ამიტომ ვჩქარობ რავიცი.
ეგ მწვანე ფურცელი გინეკოლოგმა უნდა მომცეს? ვადას აქვს მნიშვნელობა?

Posted by: garfield1 6 Aug 2013, 18:47
ninchancho
ეგ 26 კვირიდან ნებისმიერ დროს შეიძლება დაიწეროს. უბრალოდ დეკრეტს რომ გააფორმებ მერე აღარ მუშაობ და მე თითქმის ბოლომდე ვიარე რომ ის 4 თვე ბავშვთან ვყოფილიყავი. 2 კვირით ადრე გავედი დეკრეტში

Posted by: ninchancho 6 Aug 2013, 18:50
garfield1


აა მე მაგაზე პრობლემა არ მაქვს ესეიგი შემდეგ მისვლაზე წამოვიღებ სამშობიაროდან საჭირო დოკუმენტაციას მანამდე იქნება ნიმუშები მომცენ ან შემავსებინონ რავიცი biggrin.gif :ზარმაც:

Posted by: natia2203 7 Aug 2013, 09:37
ninchancho
ბუღალტერი არ გყავთ სამსახურში? თქვენ რატომ უნდა ირბინოთ საბუთებზე, წესით ეგ სამსახურმა უნდა მოაგვაროს.

Posted by: ninchancho 7 Aug 2013, 10:52
natia2203
მერიდება რომ შევაწუხო რავიცი,ისე დღეს ვფიქრობდი გავიყოლებ მაინც თქო biggrin.gif

Posted by: natia2203 7 Aug 2013, 12:26
ninchancho
კი არ უნდა გაიყოლო, თვითონ უნდა გააკეთოს ყველაფერი. 2-ჯერ ვიყავი დეკრეტში და საერთოდ აზრზე არ ვარ რა საბუთები ბარდება, რა უნდა შეივსოს. ჩემი საქმე იყო დეკრეტული ფურცლის მიტანა სამსახურში, დანარჩენს უკვე ბუღალტერმა უნდა მიხედოს. ისე არც კი უთქვამთ რომ მე უნდა გამეკეთებინა რამე, და მე უნდა მერბინა საბუთებზე. აქ რომ არ წამეკითხა რომ ორსულები თვითონ დარბიხართ საბუთებზე ვერც წარმოვიდგენდი smile.gif
მივიტანე დეკრეტული სამსახურში, ჩამერიცხა 600 ლარი. რა და როგორ ხდება აზრზე არ ვიყავი smile.gif)

Posted by: ninchancho 7 Aug 2013, 12:29
natia2203

რა კარგია მე კიდევ რატომღაც ყველაფრის მოგვარება ჩემით მიწევს biggrin.gif

Posted by: garfield1 7 Aug 2013, 12:46
natia2203
ninchancho
ნამდვილად ბუღალტრის საქმეა ეგ და თვითონ უნდა მიხედოს ყველაფერს. მე თვითონ ბუღალტერი ვარ და სხვა ვერ გააკეთებდა უბრალოდ თორე ჩემ თანამშრომელ გოგოებს არც გაუგიათ არაფერი ისე ჩაერიცხათ ის თანხები

Posted by: ninchancho 7 Aug 2013, 12:51
garfield1

რა კარგია არ გინდა ჩემი ბუღალტერიც შენ იყო? biggrin.gif gigi.gif

Posted by: regenbogen 7 Aug 2013, 15:12
იმ მწვანე ფურცელზე ექიმი მეუბნება,მაქსიმუმ დეკრეტში გასვლის წინა დღეს შემიძლია დაგიწეროო,არადა კდრები მეუბნება,მე ეხლა შვებულებაში გავდივარ და მანამდე მომიტანეო,არადა 1 სექტემბრიდან მინდა გასვლა...არ ვიცი რა გავაკეთო,ის ფურცელს არ იძლევა,ეს მაძალებს, დროზე მოიტანეო... mad.gif

Posted by: garfield1 7 Aug 2013, 15:15
regenbogen
ექიმისთვის რა მნიშვნელობა აქ როდის დაწერს, 26 კვირიდან ნებისმიერ დროს შეგიძლია მოითხოვო. უბრალოდ თუ უნდა იარო სამსახურში , ის დღეები მოგაკლდება და ეგაა ცუდი. პირველიდან თუ აპირებ გასვლას პირველში გამოართვი დეკრეტის საბუთიც

Posted by: natia2203 7 Aug 2013, 15:25
regenbogen
QUOTE
არადა კდრები მეუბნება,მე ეხლა შვებულებაში გავდივარ და მანამდე მომიტანეო,

ეს რა სისულელეა. როგორც კი იმ ფურცელს აიღებ იმ დღიდან გადაგითვლიან 4 თვეს. წინასწარ მაგის აღება არ არის შესაძლებელი. აიღებ და ჩაითვლება რომ დეკრეტულში ხარ უკვე smile.gif

Posted by: regenbogen 7 Aug 2013, 15:45
QUOTE
ეს რა სისულელეა. როგორც კი იმ ფურცელს აიღებ იმ დღიდან გადაგითვლიან 4 თვეს. წინასწარ მაგის აღება არ არის შესაძლებელი. აიღებ და ჩაითვლება რომ დეკრეტულში ხარ უკვე

ხოოო,ეს ჩვენი კადრები,ტყემალზე ზის და რა ვუყო არ ვიცი...sad.gif გამაგიჟა უკვე,იმდენ რამეს მეუბნება...იმ 600 ლარიანი ჩარიცხვის საბუთებიც ეხლა მინდაო,არადა მეგონა მშობიარობის მერე კეთებოდა...


Posted by: garfield1 7 Aug 2013, 15:49
regenbogen
დეკრეტს როცა გახსნი მერე კეთდება ის საბუთებიც. დეკრეტი კი მაშინ უნდა გახსნა როცა რეალურად გახვალ და იმ დღიდან დაიწყება ათვლა 4 თვის. აბა შენ თუ სამსახურში იარე და დეკრეტული გახსნილი გექნა ეგ ძალიან დიდი სისულელე გამოვა.
ის საბუთებიც ბუღალტერმა უნდა მოაწესრიგოს , როცა მწვანე ფურცელს მიუტან. ვადა აქვს მაგას სანამ ბავშვი 4 თვის გახდება მგონი, ამიტომ რამენაირად აუხსენი შენ კადრებს ეგ

Posted by: squarrel 9 Sep 2013, 18:42
გამარჯობათ, რამდენიმე შეკითხვა მაქვს და იქნებ მიპ-პასუხოთ თუ იცით:
1. ჩემი ორგანიზაცია საბურთალოს რაიონშია დარეგისტრირებული და მიცკევიჩზე უნდა მივიდე სააგენტოში და ისევ ეპიტაშვილია დირექტორი?
2. ბანკის რეკვიზიტები/ანუ ჩემი ანგარიშის ნომერი ბანკში, რომელზეც თანხა ჩაირიცხება- ეს ფურცელი მომცეს ანგარიშის გახსნისას და შემიძლია მივიტანო ? თუ 10 ლარიანი ცნობა უნდა ავიღო ბანკიდან?
3. განაცხადი დაფინანსების თაობაზე რომელსაც სოც. უზრუნველყოფის სააგენტო იძლევა ხომ არავის მოგეპოვებათ იქ რომ არ ვირბინო.
4. საბუთების ჩაბარებიდან რამდენ ხანში ირიცხება თანხე?

დიდი მადლობა წინასწარ!

Posted by: ninchancho 13 Sep 2013, 17:52
დეკრეტულის თანხა ჩამირიცხეს დღეეეს bis.gif არ ველოდებოდი დეკემბრამდე biggrin.gif

Posted by: makau 13 Sep 2013, 22:08
ninchancho
ვაა რამაგარია,როდიდან გქონდა დეკრეტული გაფორმებული? მე 26 აგვისტოს გავედი და ნეტა როდის ცჰარიცხავეენ.. rolleyes.gif

Posted by: garfield1 13 Sep 2013, 22:17
ninchancho
მეც დღეს ჩამირიცხეეს , მართლა არ ველოდი და როგორ შეეშალათ არ ვიცი biggrin.gif
ივლისის ბოლოს ჩავაბარეთ საბუთები

Posted by: ninchancho 14 Sep 2013, 08:57
makau
garfield1

ხო გოგო ჩვენ ხო ერთად დავრეკეთ და მეორეთ კიდევ რო დავრეკე შენნაირად მითხრეს მე4 თვესო და ჩავიქნიე ხელი ხოდა გუშინ საღამოს გამიკვირდა ბანკიდან სმს რომ მომივიდა.. 23 აგვისტოს ჩააბარა ჩემმა ბუღალტერმა საბუთები

Posted by: squarrel 4 Oct 2013, 01:12
საპატრიარქოს სამშობიაროზე იქნებ დაწეროთ ვინმემ როგორი ექიმები ჰყავთ? ან რამდენად ღირს მანდ მშობიარობა?

Posted by: makau 4 Oct 2013, 11:32
ninchancho
garfield1
გოგოებო დეკრეტულის თანხაზე სად უნდა დავრეკო? მაინც ცოტას შევაწუხებ, იქნემ მეც ჩამერიცხოს მალე smile.gif

Posted by: ninchancho 4 Oct 2013, 15:37
makau
jandacvashi dareke cxel xazze 1505-ze

Posted by: makau 4 Oct 2013, 18:29
ninchancho
კარგი,მადლობა smile.gif

Posted by: tamar1586 21 Oct 2013, 14:01
გოგოებო, მშობიარობის ხარჯების ამბავი მაინტერესებს:
მაქვს კერძო დაზღვევა(სამსახურიდან) და ასევე ის პოლისიც ავიღე, სახელმწიფო, მაგრამ მხოლოდ თავიდან გამოვიყენე, ანალიზებზე.
ახლა რა მაინტერესებს, მშობიარობის ხარჯების ანაზღაურება როგორ იქნება, ერთ-ერთი ამინაზღაურებს თუ ორივე?
ჩემი დაზღვევა მხოლოდ 500 ლარს მინაზღაურებს(მე 600 მეგონა user.gif )
მოკლედ, ვისაც გაქვთ გამოცდილება, მითხარით რა მეკუთვნის რა,
მადლობა წინასწარ 2kiss.gif

Posted by: natia2203 21 Oct 2013, 14:25
tamar1586
როცა სხვა დაზღვევაც გაქვს სახელმწიფო დაზღვევა მშობიარობას არ ანაზღაურებს.

Posted by: tamar1586 21 Oct 2013, 14:33
natia2203
QUOTE
როცა სხვა დაზღვევაც გაქვს სახელმწიფო დაზღვევა მშობიარობას არ ანაზღაურებს.

მადლობა, ასეც მეგონა და დიდ იმედებსაც არ ვამყარებდი, პრინციპში, სწორია smile.gif

Posted by: tuchka84 26 Oct 2013, 12:05
გამარჯობათ საყოველთაო დაზღვევით ანაზღაურებად მშობიარობის დაფინანსება როგორ ხდება იმ თანხით ნაკლებს იხდი სამშობიაროში თუ მთლიანად იხდი და მერე გინაზღაურებენ?

P.S. რამე დოკუმენტი უნდა გეჭიროს ხელში თუ ავტომატურად ამოაგდებენ

Posted by: makau 26 Oct 2013, 17:53
tuchka84
თუ კერძო დაზღვევა არ გაქვს იქნები ავტომატურად ჩართული პროგრამაში,ნებისმიერ პოლიკლინიკაში შეიარე და დადექი აღრიცხვაზე. მშობიარობის თანხას 500 ლარს ჩარიცხავენ პირდაპირ სამშობიაროში და შენ დანარჩენს ამატებ რაც საჭიროა.თU საკეისროს იკეთებ 800 ლარი ჩაირიცხება,ოღონდ ექიმის დასკვნაა საჭირო და სამშობიაროდან გაგატანენ ფურცელს სადაც მიზეზეი იქნება მითითებული .

Posted by: tuchka84 27 Oct 2013, 20:21
makau
გასაგებია გმადლობთ

Posted by: tikusha 28 Oct 2013, 12:52
გოგოებო დეკრეტული შვბულება 6 თვიანი გახდა თუ ჯერ არა?? და სახელმწიფო ისევ 600 ლარს რიცხავს თუ 1000 გახდა?? ჩემს თანამშრომელს აინტერესებს ძალიან

Posted by: Blur 28 Oct 2013, 12:55
tikusha
იანვრიდან იწყება მგონი

Posted by: garfield1 28 Oct 2013, 13:21
tikusha
იანვრიდან შედის ეგ კანონი ძალაში და იანვრიდან ვინც გავა დეკრეტში იმათ ეხებათ

Posted by: tikusha 28 Oct 2013, 13:38
თებერვალში უწევს ამას მშობიარობა და ე.ი. გაუმართლა smile.gif

Posted by: Blur 28 Oct 2013, 13:58
tikusha
QUOTE
თებერვალში უწევს ამას მშობიარობა და ე.ი. გაუმართლა

პლიუს აღრიცხვაზე უნდა იყო აუცილებლადო, ჩემს დას ასე უბრძანეს biggrin.gif

Posted by: garfield1 28 Oct 2013, 13:59
Blur
QUOTE
პლიუს აღრიცხვაზე უნდა იყო აუცილებლადო, ჩემს დას ასე უბრძანეს

600 ლარის ასაღებად არ იყო აღრიცხვაზე ყოფნა აუცილებელი, მე აგერ ცოცხალი მაგალითი ვარ და ეხლა გახდა საჭირო ?

Posted by: Blur 28 Oct 2013, 14:02
garfield1
QUOTE
600 ლარის ასაღებად არ იყო აღრიცხვაზე ყოფნა აუცილებელი, მე აგერ ცოცხალი მაგალითი ვარ

კი მეც ვარ აგერ ცოცხალი მაგალითი მაგის და ეხლა რომ იყო მისული ჩემი და მომთხოვესო, თუ გინდა რომ ეგ თანხა ჩაგერიცხოს აღრიცხვაზე უნდა იყო აუცილებლადო. ჩემს მეორე ნათესავსაც მოთხოვეს, სხვადასხვა ექიმთან დადიან თან.

Posted by: udzila1 29 Oct 2013, 00:29
QUOTE (Blur @ 28 Oct 2013, 14:02 )
garfield1
QUOTE
600 ლარის ასაღებად არ იყო აღრიცხვაზე ყოფნა აუცილებელი, მე აგერ ცოცხალი მაგალითი ვარ

კი მეც ვარ აგერ ცოცხალი მაგალითი მაგის და ეხლა რომ იყო მისული ჩემი და მომთხოვესო, თუ გინდა რომ ეგ თანხა ჩაგერიცხოს აღრიცხვაზე უნდა იყო აუცილებლადო. ჩემს მეორე ნათესავსაც მოთხოვეს, სხვადასხვა ექიმთან დადიან თან.

აუ სად უნდა ვიყო აღრიცხვაზე კონსულტაციაში? თუ სადმე სხვაგან?

Posted by: Blur 29 Oct 2013, 12:18
udzila1
QUOTE
სად უნდა ვიყო აღრიცხვაზე კონსულტაციაში? თუ სადმე სხვაგან?

აუ მაგდენი არ ვიცი, გინეკოლოგს რომ კითხო? ეცოდინება ყველა ვარიანტში.

Posted by: Mafanya 29 Oct 2013, 12:54
Blur
QUOTE
პლიუს აღრიცხვაზე უნდა იყო აუცილებლადო, ჩემს დას ასე უბრძანეს biggrin.gif

აი მანდ დამერხა biggrin.gif არადა დავრეკე ჯანდაცვის ცხელ ხაზზე ერთი კვირის წინ და მითხრეს რომ ორი სხვადასხვა პროგრამაა ეგ ვაუჩერი და დეკრეტულის თანხაო და ახლა გახდა სავალდებულო?

დავრეკავ კიდევ ერთხელ და თუ მართალია დავემშვიდობები მაშინ 1000 ლარს

-------------
დავრეკე და არანაინ კავშირში არაა ერთმანეთთანო კიდევ ერთხელ მითხრეს

Posted by: Blur 29 Oct 2013, 14:13
Mafanya
QUOTE
ვაუჩერი

ეს კიდევ რამე სხვაა? რამე თანხას აძლევენ დეკრეტულის გარდა?

QUOTE
არანაინ კავშირში არაა ერთმანეთთანო კიდევ ერთხელ მითხრეს

ძალიან კარგი.
ჩემი და თვითონ თავისმა ექიმმა გაუშვა, თუ გინდა რომ აიღო დეკრეტის ფული აღრიცხვაზე უნდა დადგეო და მაგ ქალს ნეტა რა დაინტერესება აქვს სახელწიფო აღრიცხვაზე ვინმე იქნება თუ არა

Posted by: natia2203 29 Oct 2013, 15:19
და რატომ ირთულებთ, დადექით აღრიცხვაზე, გადასახდელი ხომ არაფერია და მერე მიზეზები რომ არ ქონდეთ ფულის არ ჩარიცხვის არ ჯობია რომ ერთხელ მიხვიდე და დადგე აღრიცხვაზე? სანამ იმშობიარებთ რა იცით რა როგორ შეიცვალოს

Posted by: Mafanya 29 Oct 2013, 16:20
natia2203
QUOTE
დადექით აღრიცხვაზე

აღრიცხვას რას ეძახით? თუ იმას რომ სახელმწიფო ვაუჩერი ავიღო და იმ კლინიკაში ვიარო სადაც ეგ ვაუჩერი მოქმედებს მაშინ გართულება ეგ გამოდის ჩემთვის, იმიტომ რომ ექიმის შეცვლა მომიწევს და თუ კიდევ ცალკე იმ კლინიკაში ვიარე სადაც ექიმი მყავს და ზოგადა ლაბორატორიას და აშ. ვენდობი, მაშინ გამოდის ორგან უნდა ვიარო და ერთგან ძლივს დავდივარ ჩემი გრაფიკიდან გამომდინარე.

Blur
QUOTE
ჩემი და თვითონ თავისმა ექიმმა გაუშვა, თუ გინდა რომ აიღო დეკრეტის ფული აღრიცხვაზე უნდა დადგეო

აღრიცხვაზე დაყენება რას ნიშნავს? ანუ მარტო იმ კლინიკებში შეიძლება აღრიცხვაზე დადგომა სადაც სახელმწიფო ვაუჩერი მოქმედებს? ამიდუღდა თავი biggrin.gif სად მივიდა შენი და, რომელ კლინიკაში?

Posted by: garfield1 29 Oct 2013, 16:34
Mafanya
აღრიცხვაზე დადგომა მაგას ნიშნავს მგონი,რომ ვაუჩერი აიღო და იარო იმ კლინიკაში სადაც ის მოქმედებს, აქედან მგონი ჩაჩავაა ნორმალური, უბნის პოლიკლინიკებში რა ხდება არ ვიცი და არც მინდა ვიცოდე .
მე მაგ ვაუჩერის გარეშე ავიღე 600 ლარი და მართლა სხვადასხვა პროგრამაა და არ იციან ექიმებმა ალბათ და იმიტომ ეუბნებიან პაციენტებს.

Posted by: Blur 29 Oct 2013, 16:36
natia2203
QUOTE
ერთხელ მიხვიდე და დადგე აღრიცხვაზე

ერთხელ მისვლა არ გიწევს, სავალდებულო ვიზიტები უნდა გაიარო და სავალდებულო გამოკვლევების გარდა შეიძლება 1-2 რამე სხვა ანალიზიც შეგტენონ biggrin.gif

Mafanya
QUOTE
ამიდუღდა თავი

ვაიმე პირველ ბავშვზე ასეთი საგიჟეთი მქონდა მეც biggrin.gif
QUOTE
მარტო იმ კლინიკებში შეიძლება აღრიცხვაზე დადგომა სადაც სახელმწიფო ვაუჩერი მოქმედებს?

აუ არ ვიცი ასე დეტალებში გამოვკითხავ დღეს და დავწერ, შეცდომაშI რომ არ შეგიყვანო.

Posted by: Mafanya 29 Oct 2013, 17:21
garfield1
QUOTE
აღრიცხვაზე დადგომა მაგას ნიშნავს მგონი,რომ ვაუჩერი აიღო და იარო იმ კლინიკაში სადაც ის მოქმედებს, აქედან მგონი ჩაჩავაა ნორმალური, უბნის პოლიკლინიკებში რა ხდება არ ვიცი და არც მინდა ვიცოდე

მე მინდა ჩემს ექიმთან ვიარო და მეორე კლინიკაში თუნდაც 4 სავალდებულო ვიზიტზე მისვლა და რიგებში დგომა არ შემიძლია ფიზიკურად. ჩემს ექიმთანაც შაბათობით დავდივარ, ანალიზებს წინასწარ ვეკითხები რა უნდა გავიკეთო და ანალიზებით დავდივარ რომ დრო დავზოგო.

QUOTE
მე მაგ ვაუჩერის გარეშე ავიღე 600 ლარი და მართლა სხვადასხვა პროგრამაა და არ იციან ექიმებმა ალბათ და იმიტომ ეუბნებიან პაციენტებს.

მეც ეგრე მგონია, თან ორჯერ მითხრეს ჯანდაცვის ცხელ ხაზზე და იმედია თებერვლამდე არ გადათქვამენ.

Blur
QUOTE
ვაიმე პირველ ბავშვზე ასეთი საგიჟეთი მქონდა მეც biggrin.gif

გოგო პირველზე ვიარე ასე კერძოში და დეკრეტიც გამიფორმდა თავისი 600 ლარით და ჩვენს ქვეყანაში ხომ არ იცი როდის რას ელოდო ისე იცლება წესები

QUOTE
აუ არ ვიცი ასე დეტალებში გამოვკითხავ დღეს და დავწერ, შეცდომაშI რომ არ შეგიყვანო.

მიდი რა და დაპოსტე. მეც ვეცდები კიდევ უფრო კომპეტენტურ წრეებშI გავიკითხო ვიდრე ქოლ ცენტრია

Posted by: natia2203 29 Oct 2013, 17:28
Blur
სავალდებულო ვიზიტია 4 და რომც არ მიხვიდე ექიმი არ გამოგეკიდება. აღრიცხვაზე ვიყავი მაგრამ სხვაგან დავდიოდი და სადაც აღრიცხვაზე ვიყავი იქ დეკრეტულის წამოსაღებად მივედი მარტო. რომც გითხრან აუცილებლად უნდა მოხვიდე იმ 4 ვიზიტზეო, 9 თვის განმავლობაში 4 ვიზიტი არც ისე ბევრია. და ზედმეტ ანალიზებსაც არავინ გაზალებს, შეგიძლია თქვა რომ არ გინდა ან სხვაგან იკეთებ.

ჩვენს ქვეყანაში რა იცით როდის რა წამოუვლით თავში და შეიძლება ხვალვე მიიღონ კანონი რომ ანაზღაურება მოხდება მხოლოდ აღრიცხვაზე მყოფთათვის და დიდ ორსულს აღარავინ აგიყვანთ აღრიცხვაზე. ამიტომ ჯობია რომ თავიდანვე გააკეთო

Posted by: udzila1 29 Oct 2013, 19:18
ანუ როგორც თქვენი პოსტებიდან გავიგე საჭიროა უბრალოდ ქალთა კონსულტაციაში ანუ პოლიკლინიკაში ვიყო აღრიცხვაზე, სადაც ბოლოს დეკრეტულს მოგცემენ და მას სამსახურში მივიტან. სულ ესაა??

Posted by: Blur 30 Oct 2013, 10:45
Mafanya
მე პირველ ბავშვზე ასე იძUლებით დავდექი აღრიცხვაზე, მაშინ მე სადაც დავდიოდი იმ კლინიკამ მითხრა ჩვენ ვერ გაგიხსნით დეკრეტულსო, მეორეზე კი გამიკეთეს ჩვეულებრივ და არ მომიწია ქალთა კონსულტაციაშI მისვლა.
მეც შენსავით ვიყავი შაბათს მივდიოდი ექიმთან და ანალიზებს წინასწარ ვაწერინებდი, ეხლა კიდე 4 ჯერ მიდი ქალთა კონსულტაციაში და იქ რიგშI იდექი, არ მაქვს სამსახურიდან მსგავსი ფუფუნება სხვა ყველაფერი რომ გვერდზე გადავდო. 2ჯერ ამიღეს ქალთა კონსულტაციაში თითIდან ანალიზი და ორივეჯერ ისე დამაჭირა ხელი იმ გოგომ მე და ჩემი ქმარი დაწინწკლულები წამოვედით და ის გოგო კაი ხანი წმენდდა მაგიდას biggrin.gif
natia2203
QUOTE
დიდ ორსულს აღარავინ აგიყვანთ აღრიცხვაზე

ეს წესიც თუ შეცვალეს არ ვიცი, მე 32 კვირაზე დავდექი აღრიცხვაზე, ეს იყო ბოლო ვიზიტის დრო როცა შემეძლო რომ აღრიცხვაზე დავმდგარიყავი.
QUOTE
ზედმეტ ანალიზებსაც არავინ გაზალებს, შეგიძლია თქვა რომ არ გინდა ან სხვაგან იკეთებ.

ასეც არაა ჩემო კარგო, არც არავის უკითხავს გინდა თუ არაო, სისხლი ამიღეს, რაღაცეები გააკეთეს თავისთვის და გამოსვლისას უი გენაცვალე ამდენი გაქვთ გადასახდელი ესენი არ შედისო, მიუხედავად იმისა რომ ახლობელთან ვიყავი მისული და გაფრთხილებულიც მყავდა ყველანაირი ანალიზი გაკეთებული მაქვსთქო.
ჩემს დასაც აგერ ერთი კვირის წინ ასე "შემთხვევით" 40 ლარი წაცინცლეს, ჯერ გაუკეთეს და მერე უი გადასახდელი გაქვთ ამდენიო, კი ახტა-დახტა ვინ გთხოვათ რატომ გამიკეთეთო, მაგრამ ...

Posted by: natia2203 30 Oct 2013, 10:50
Blur
QUOTE
ს წესიც თუ შეცვალეს არ ვიცი, მე 32 კვირაზე დავდექი აღრიცხვაზე, ეს იყო ბოლო ვიზიტის დრო როცა შემეძლო რომ აღრიცხვაზე დავმდგარიყავი.

ეხლა 13 კვირამდე უნდა მოასწრო smile.gif

Posted by: Mafanya 30 Oct 2013, 10:54
Blur
QUOTE
მე პირველ ბავშვზე ასე იძUლებით დავდექი აღრიცხვაზე, მაშინ მე სადაც დავდიოდი იმ კლინიკამ მითხრა ჩვენ ვერ გაგიხსნით დეკრეტულსო, მეორეზე კი გამიკეთეს ჩვეულებრივ და არ მომიწია ქალთა კონსულტაციაშI მისვლა.
მეც შენსავით ვიყავი შაბათს მივდიოდი ექიმთან და ანალიზებს წინასწარ ვაწერინებდი, ეხლა კიდე 4 ჯერ მიდი ქალთა კონსულტაციაში და იქ რიგშI იდექი, არ მაქვს სამსახურიდან მსგავსი ფუფუნება სხვა ყველაფერი რომ გვერდზე გადავდო. 2ჯერ ამიღეს ქალთა კონსულტაციაში თითIდან ანალიზი და ორივეჯერ ისე დამაჭირა ხელი იმ გოგომ მე და ჩემი ქმარი დაწინწკლულები წამოვედით და ის გოგო კაი ხანი წმენდდა მაგიდას biggrin.gif

მე კლინიკა მიხსნის დეკრეტულს, ანუ აღრიცხვაზე ვარ მაგ გაგებით, მაგრამ იმ ოხერ გაუჩერს არ ვიყენებ რა. სადღაც სიარული და პლიუს
QUOTE
ჩემს დასაც აგერ ერთი კვირის წინ ასე "შემთხვევით" 40 ლარი წაცინცლეს, ჯერ გაუკეთეს და მერე უი გადასახდელი გაქვთ ამდენიო, კი ახტა-დახტა ვინ გთხოვათ რატომ გამიკეთეთო, მაგრამ ...
- ასეთI პონტების თავი არ მაქვს sad.gif

Posted by: Blur 30 Oct 2013, 11:06
natia2203
QUOTE
13 კვირამდე უნდა მოასწრო

უფ sad.gif ეს დაძალებით მისვლა რა უბედურებაა, რა ხეირი აქვს სახელწიფოს მაგაში ვინმემ ამოხსნას იქნებ
Mafanya
QUOTE
თავი არ მაქვს

ცუდი მოგონებები მაკავშირებს ქალთა კონსულტაციასთან ნუ აი კოშმარები ყველა დონეზე და ეტაპზე facepalm.gif ნაცხი როგორ ამიღეს რო მოვყვე შეიძლება სრულიად სამედიცინო საზოგადოება დაწვეს სიცილისგან biggrin.gif

Posted by: Blur 31 Oct 2013, 11:55
Mafanya
მოკლედ გამოვკითხე ორივეს, ჩემმა დამ ექიმმა მითხრა ეგ ფული თუ გინდა რომ აგინაზღაურონ აღრიცხვაზე დადექიო და ჩემს ნათესავზე რომ ვამბობდი იმან სამსახურიდან მომთხოვესო. არ ვიცი რა როგორც ყოველთვის ბურუსი ახლავს ამ თემას სულ როგორ გაურკვევლობაა. არ გამოვრიცხავ ესენიც თავის დაზღვევის მიზნით თხოვდნენ, ნი დაი ბოგ რამე შეიცვალოს უცებ მაგ პონტში biggrin.gif

Posted by: garfield1 31 Oct 2013, 11:58
Blur
QUOTE
სამსახურიდან მომთხოვესო

დაიცა არ დაუჯერეს სასმახურში რომ ორსულად იყო ? რას არ მოიგონებენ ხოლმე ღმერთო ჩემო

Posted by: Blur 31 Oct 2013, 12:12
garfield1
არა როგორ არა biggrin.gif მითხრესო რომ დეკრეტულის ასანაზღაურებლად აღრიცხვაზე უნდა იყოო. დომხალია რა თვითონ ვერ გაუგიათ რას ითხოვენ

Posted by: natia2203 31 Oct 2013, 12:29
მაგიტომ ვამბობ, დადექით აღრიცხვაზე. რატომ აპრობლემებთ ყველაფერს. ისეთი რა დაკავებულები ხართ რომ 1 დღე ვერ გამონახოთ მაგისთვის.
პ.ს. მეც ვმუშაობ, მეც პრობლემა მაქვს სამსახურიდან გასვლაზე, მაგრამ რაღაცისთვის რომ დრო ვერ გამოვნახო შანსი არაა smile.gif

Posted by: Mafanya 31 Oct 2013, 12:42
QUOTE
რატომ აპრობლემებთ ყველაფერს. ისეთი რა დაკავებულები ხართ რომ 1 დღე ვერ გამონახოთ მაგისთვის.

მოდი რა ყველა თვითონ გადავწყვეტთ როგორ გავანაწილოთ ჩვენი დრო, ოკ?

QUOTE
პ.ს. მეც ვმუშაობ, მეც პრობლემა მაქვს სამსახურიდან გასვლაზე, მაგრამ რაღაცისთვის რომ დრო ვერ გამოვნახო შანსი არაა smile.gif

პირველ ბავშვზე მეც ისეთი სამსახური მქონდა რომ ყველგან გავდიოდი სადაც დამჭირდებოდა და ნახევარი დღეც გამიტარებია კლინიკაში, ყველა სამსახური ერთნაირი ხომ არაა?


Posted by: Blur 31 Oct 2013, 12:43
natia2203
QUOTE
მეც პრობლემა მაქვს სამსახურიდან გასვლაზე

ასე თუ არის მაშინ არ უნდა გიკვირდეს რასაც ვწერთ.

Posted by: nino_sh 31 Oct 2013, 12:46
natia2203
QUOTE
პ.ს. მეც ვმუშაობ, მეც პრობლემა მაქვს სამსახურიდან გასვლაზე, მაგრამ რაღაცისთვის რომ დრო ვერ გამოვნახო შანსი არაა

დრო ვერ გამონახო ერთია მაგრამ როცა არ გიშვებენ მეორეა. მე ოფიციალურად შვებულების აღება მომიწია იმისთვის რომ აღრიცხვაზე დავმდგარიყავი. ისიც გამიმართლა- ჩემთან 1 დღიანი შვებულების აღება შეიძლება, რომელიც წლიურ 24 დღეს აკლდება, თორემ ყველას კი არ აძლევენ თუნდაც ამ 1 დღიან შვებულებას. და ხშირად არც უშვებენ სამსახურიდან. ასე რომ სამწუხაროდ მხოლოდ მონდომება არაა ხოლმე საკმარისი sad.gif

Posted by: natia2203 31 Oct 2013, 12:46
Mafanya
კარგით, გააგრძელეთ 9 თვე ნერვიულობა ჩაგერიცხებათ თუ არა დეკრეტული და მოგცემენ თუ არა საბუთს, ან კანონი შეიცვლება თუ არა. და დარჩენილი თვეებიც კვირაში ერთხელ ფორუმზე არკვიეთ რამე ხომ არ შეიცვალა. გასაგება რომ დაკავებულობის გამო აღრიცხვაზე ვერ დადგებითsmile.gif


ისე მე დავწერე
QUOTE
მეც ვმუშაობ, მეც პრობლემა მაქვს სამსახურიდან გასვლაზე,


შენ მიპასუხე
QUOTE
პირველ ბავშვზე მეც ისეთი სამსახური მქონდა რომ ყველგან გავდიოდი სადაც დამჭირდებოდა და ნახევარი დღეც გამიტარებია კლინიკაში, ყველა სამსახური ერთნაირი ხომ არაა?
smile.gif)))


Posted by: Mafanya 31 Oct 2013, 12:55
natia2203
QUOTE
არგით, გააგრძელეთ 9 თვე ნერვიულობა ჩაგერიცხებათ თუ არა დეკრეტული და მოგცემენ თუ არა საბუთს, ან კანონი შეიცვლება თუ არა. და დარჩენილი თვეებიც კვირაში ერთხელ ფორუმზე არკვიეთ რამე ხომ არ შეიცვალა. გასაგება რომ დაკავებულობის გამო აღრიცხვაზე ვერ დადგებითsmile.gif

ფორუმი იმისთვისაა რომ ვარკვიოთ რაღაცეები და ინფორმაცია გავცვალოთ, უბრალოდ რატომ არ გადაახტები ჩემს პოსტებს? ან რა შენი საქმეა ვინერვიულებ თუ არა?


natia2203
QUOTE
ისე მე დავწერე
QUOTE
მეც ვმუშაობ, მეც პრობლემა მაქვს სამსახურიდან გასვლაზე,


შენ მიპასუხე
QUOTE
პირველ ბავშვზე მეც ისეთი სამსახური მქონდა რომ ყველგან გავდიოდი სადაც დამჭირდებოდა და ნახევარი დღეც გამიტარებია კლინიკაში, ყველა სამსახური ერთნაირი ხომ არაა?
smile.gif)))

რა დავწერე გაურკვეველი? რაკიღა მუშაობ და ყველგან ახერხებ გასვლას საოცრებაა პირდაპირ რომ სხვა ვერ ახერხებს? biggrin.gif

Posted by: natia2203 31 Oct 2013, 14:18
Mafanya
QUOTE
natia2203QUOTE ისე მე დავწერეQUOTEმეც ვმუშაობ, მეც პრობლემა მაქვს სამსახურიდან გასვლაზე,შენ მიპასუხეQUOTEპირველ ბავშვზე მეც ისეთი სამსახური მქონდა რომ ყველგან გავდიოდი სადაც დამჭირდებოდა და ნახევარი დღეც გამიტარებია კლინიკაში, ყველა სამსახური ერთნაირი ხომ არაა?smile.gif)))რა დავწერე გაურკვეველი?  რაკიღა მუშაობ და ყველგან ახერხებ გასვლას საოცრებაა პირდაპირ რომ სხვა ვერ ახერხებს?

რა კარგად გებულობ შინაარს. ჩემი ნათქვამიდან , რომ პრობლემა მაქვს მეც სამსახურიდან გასვლაზე მეთქი მარტო ერთეულები თუ გააკეთებდნენ ეგეთ დასკვნას რომ ყველგან ვახერხებ გასვლას smile.gif))

Posted by: Mafanya 31 Oct 2013, 14:56
natia2203
QUOTE
პ.ს. მეც ვმუშაობ, მეც პრობლემა მაქვს სამსახურიდან გასვლაზე, მაგრამ რაღაცისთვის რომ დრო ვერ გამოვნახო შანსი არაა


QUOTE
რა კარგად გებულობ შინაარს




გეყოფა, სხვაგან დაიცალე, დამრიგებლური ტონით ელაპარაკე ვისაც შენი აზრი აინტერესებს, მეტი სალაპარაკო არაფერი მაქვს კონკრეტულად შენთან

Posted by: whin 8 Nov 2013, 12:49
garfield1

გამარჯობა, აქ ვნახე, კარგ რჩევებს იძლევით და იქნებ, მეც მირჩიოთ რამე. 7თვის ორსული ვარ, კერძო შპს-ში ვმუშაობ, ოღონდ ხელფასს ხელზე მაძლევენ და თან საშემოსავლოც არ მექვითება, არ არიან ბოლომდე აწყობილები ჯერ. არადა, მე უკვე მიწევს დეკრეტი და რაიმე შანსი მაქვს, რომ სახელმწიფოსგან ის ერთჯერადი დახმარება მაინც ავიღო? ბუღალტერი ჯერ არ გვყავს, თუმცა უკვე თვეებია ვარსებობთ. როგორ მოვიქცე? ძალიან დიდი მადლობა.

Posted by: veranik 8 Nov 2013, 14:04
აუ, გოგოებო, რა მაინტერესებს, არასამთავრობოში ვმუშაობ, ბოლო პროექტი ოქტომბერში დამიმთავრდა, ანუ ხელფასი ამ ეტაპზე არ მაქვს, პროექტს ველოდებით, აღრიცხვაზე კი ვარ ისე და მე არ მეკუთვნის ეგ 600 ლარი ხოო?
დეკრეტულს რა პერიოდიდან იღებ ისე ზოგადად? შრომის კოდექსი აწესრიგებს ამას ხოო? ანუ დეკრეტულის პერიოდისათვის თუ მექნება ხელფასი მხოლოდ ამ შემთხვევაში დავსაჩუქრდები? biggrin.gif

Posted by: garfield1 8 Nov 2013, 14:51
whin
veranik
ხელფასის ცნობა უნდა მოგცეთ სამსახურმა , რომ ნამდვილად დასაქმებულები ხართ და რაღაც თანხას იღებთ და დანარჩენს არ აქვს მნიშვნელობა .
ბუღალტერი თუ არ გყავთ, თქვენთვითOნ მოგიწევთ სიარული სოც-ში და საბუთების მოგროვება .

Posted by: whin 8 Nov 2013, 15:10
garfield1
და სამსახურს არ შეამოწმებენ ამაზე? სახელფასო დაქვითვას რომ არ იხდიან? იმიტომ გეკითხებით, თუ მათ პრობლემები შეექმნათ, არავინ არ მომცემს მაგ ცნობას, სამწუხაროდ smile.gif

Posted by: garfield1 8 Nov 2013, 15:41
whin
არა მასე კონკრეტულად არავინ ამოწმებს. თუმცა თუ არ აჩვენებენ ხელფასს შეიძლება ცნობის გაცემაზე უარი გითხრან. ცნობა თუ მოგცეს დანარჩენი აღარაა პრობლემა

Posted by: whin 8 Nov 2013, 16:32
garfield1
მთავარია დარწმუნდნენ, რომ ცნობის გაცემით პრობლემა არ შეექმნებათ, ეგაა რა. დიდი მადლობა.

Posted by: veranik 8 Nov 2013, 16:39
garfield1
მადლობა smile.gif
ჩემი ბუღალტერი იზამს ყველაფერს, ნუ თუ მექნა ხელფასი იმ დროისთვის რასაკვირველია smile.gif

Posted by: whin 11 Nov 2013, 16:13
garfield1
ერთი შეკითხვა მაქვს, როდესაც დეკრეტული დახმარებისთვის (იმ 600 ლარიანზე ვამბობ) ფორმაა შესავსები, იქ როგორ არის მისათითებელი ხელფასი, ხელზე ასაღები და გამოწერილი რაცაა ორივე? ვერ დადებთ ამ ფორმას თუ გაქვთ? დიდი მადლობა.

Posted by: udzila1 11 Nov 2013, 21:50
500 ლარზე ნაკლები თუა ხელფასი რაგაც სხვანაირად ხდება ანაზღაურება, არავინ იცით რა ხდება ამასთან დაკავშირებით?

Posted by: natinati77 11 Nov 2013, 21:54
udzila1
პირველზე 250 მქონდა მაგრამ 600 ლარი ჩამირიცხეს,აინვრიდან 1000 ხდებაო

Posted by: udzila1 11 Nov 2013, 22:20
რა საბუთები უნდა სრულად ვერ დაწერთ?

Posted by: natinati77 11 Nov 2013, 22:22
საქართველოს ბანკიდან ავიღე 10 ლარიანი ცნობა რომ მერიცხება ხელფასი და დანარჩენი ბუღალტერმა გააკეტა

Posted by: udzila1 11 Nov 2013, 22:52
და სამშობიაროდან მისატან საბუთშ მაშინ მომცემენ როცა უკვე დეკრეტს გამიხსნიან?

Posted by: elisabed2014 13 Nov 2013, 14:13
გოგონებო მოგესალმებით, თუ შეგიძლიათ დამეხმაროთ, მე ამ 600 ლარზე არაფერი მსმენია, აქ შემთხვევით წავიკითხე. ჩემი პატარა არის სამი თვის, ვმუშაობდი საათობრივ ანაზღაურებაზე და თვეში დაახლოებით 500 ლარამდე გამომდიოდა, ახლა დაგვიანებულია ამ 600 ლარის აღება? და ეგ ექვსასი ლარი ვინ უნდა მომცეს და მაგის ასაღებად რა და რა საბუთია საჭირო? და სად უნდა მივიტანო ეს საბუთები? ძალიან გთხოვთ დამეხმაროთ. მადლობა დიდი.

Posted by: garfield1 13 Nov 2013, 14:21
udzila1
გინეკოლოგიც დაგიწერს უპრობლემოდ.
elisabed2014
მგონი დაგვიანებულია, გინეკოლოგი წერს დეკრეტის ფურცელს მშობიარობამდე,შემდეგ წარადგენ საბუთებს სოც-ში და გირიცხავს ამ 600 ლარს .
დეკრეტის ფურცელი რომ გქონდეს, მაშინ პრობლემა არ იქნებოდა ეხლა წარდგენა, მაგრამ რადგან არ აგიღია დაგვიანებულია უკვე .
ორსულობის 26-ე კვირიდან არის შესაძლებელი დეკრეტის გახსნა

Posted by: elisabed2014 13 Nov 2013, 14:34
garfield1
დეკრეტული გაკეთებული მაქვს, და სამშობიაროდან რა უნდა მქონდეს? ( ძალიან კი შეგაღონე მაგრამ იქნებ დამაკვალიანო)

Posted by: garfield1 13 Nov 2013, 14:37
elisabed2014
სამშობიაროდან ან გინეკოლოგის დაწერილი, მწვანე, საავადმყოფო ფურცელი თუ გაქვს ?
სამსახურში გექნება დეკრეტული შვებულება, ეგ გასაგებია, მაგრამ საავადმყოფო ფურცელი გაქვს ?

Posted by: Nanuuu 13 Nov 2013, 15:07
garfield1
ექსპერტი ორსულობის (და არა მარტო) ფორმალურ მხარეებში biggrin.gif

Posted by: elisabed2014 14 Nov 2013, 19:26
იცით რა მინდა ვიკითხო, ეს ცნობები რომ სახელმწიფომ 600 ლარი შეიძლება ჩაგირიცხოს ქალს, ვინ გითხრათ? მე არავინ არ გამაფრთხილა, აზრზე არ ვიყავი, და ახლა ვის მოვთხოვო პასუხი? ჩემს ბუღალტერს უნდა ეთქვა თუ გინეკოლოგს? დღეს დავრბოდი ამ საბუთებზე და ბუღალტერსაც სცოდნია და გინეკოლოგსაც და არცერთმა არ მითხრა არაფერი. მე კიდევ კონტრაქტით არაფერს არ მიხდის დამსაქმებელი. მემგონი დავკარგე ეს ფული და ისე მწყდება გული რომ არ ვიცი რა, ფულზე კიარა, იმაზე თუ რა დამოკიდებულება აქვთ თანამშრომლის მიმართ. ბუღალტერმა მითხრა შენ არ გიკითხავს და მე რატომ გამახსენდებოდა რომ მეთქვაო facepalm.gif

garfield1
უღრმესი მადლობა რომ დამაკვალიანე, თუ შევძელი და მაინც როგორღაც ავიღე ეგ ფული შენი დამსახურება იქნება.

Posted by: garfield1 14 Nov 2013, 19:38
elisabed2014
ბუღალტერს უნდა ეთქვა აუცილებლად, თუ იცოდა მითუმეტეს. გინეკოლოგსაც უნდა ეკითხა, მუშაობ თუ არაო და შესაბამისად დაეწერა ის საბუთი. მოკლედ რა, ძალიან უყურადღებო ხალხში მოხვდი აშკარად, ეცადე იქნებ რამე გამოვიდეს, თუ რამე დაგჭირდეს მკითხე, პრობლემა არაა smile.gif

Nanuuu
ექსპერტი არა კვახი biggrin.gif

Posted by: elisabed2014 14 Nov 2013, 22:05
garfield1
გაგახარებს ღმერთი, მე ტურიზმი-სასტუმროს სფეროში ვარ, თუ რამე დაგჭირდეს ამ საკითხთან დაკავშირებით, შემოგევლოს ჩემი თავი.

Posted by: garfield1 14 Nov 2013, 22:08
elisabed2014
აი ჩემი ბიჭი რომ წამოიზრდება და ძუძუს თავს დაანებებს, აუცილებლად დამჭირდები smile.gif

Posted by: bastuka 14 Nov 2013, 23:07
გოგოებო მე პედადგოგად ვმუშაობ ხელშეკრულებით ანუ შტატში არ ვარ, არდადეგებზე ხელფასს არ ვიღებ . აპრილში მიწევს მშობიარობა ვინმემ თუ იცით მეკუთვნის დეკრეტულის თანხა?

Posted by: natia2203 15 Nov 2013, 09:27
bastuka
კი, გეკუთვნის. სულ ერთია ხელშეკრულებით ხარ თუ შტატში

Posted by: bastuka 15 Nov 2013, 22:16
natia2203

გაიხარე, ორშაბათს გავარკვევ ბუღალტერიაში smile.gif აღრიცხვაზეც ვარ და თუ რამე წესით მაგის გამო არ შემექმნება პრობლემა smile.gif

Posted by: elisabed2014 18 Nov 2013, 13:30
ესეიგი გოგოებო, ავიღე ის მწვანე ფურცელი და ყველა საბუთი, სამსახურში აღარ გავსულვარ ივნისიდან და მწვანე ფურცელი გაფორმებულია აგვისტოში. ეს ორი თარიღი ერთმანეთს რო არ ემთხვევა ხო არაა პრობლემა სობესისთვის? მე კონტრაქტორი ვარ და ამიტომ მემგონი არაა აუცილებელი სამსახურში აღარ სიარულის და საავადმყოფო ფურცლის თარიღი ემთხვეოდეს.

Posted by: garfield1 18 Nov 2013, 16:19
elisabed2014
არაა აუცილებელი მაგ თარიღების ერთმანეთთან დამთხვევა, მთავარია მწვანე ფურცელშ რა წერია და იქ როდიდან არ დადიხარ მაგას ვინ აკონტროლებს სოც-ში .
ხელფასის შესახებ ცნობა გაქვს და სხვა საჭირო საბუთები მოაწესრიგე ?

Posted by: elisabed2014 18 Nov 2013, 21:12
garfield1
კი ყველაფერი მოვაწესრიგე, ესეიგი ამონაწერი ჩემი ხელფასი რა ოდენობით მერიცხებოდა, მიმართვა სოც-ის უფროსის სახელზე, ჩემმა HR-მა დამიწერა, ლილე ლიპარტელიანის სახელზე, კიდევ დანართი #3 3 ეგზემპლარად, კიდევ რეკვიზიტები,, პირადობის მოწმობის ასლი, ფორმა ასი და საავადმყოფო ფურცელი. ჩემს მეუღლეს გავატანე ეს ყველაფერი სობესში, თან გავაფრთხილე ნაგლები არიან და მაგრად დაუდექითქო, თუ რამე შეკითხვა ექნებათ, არ დაიბნე, მე დამირეკეთქო, თუ არადა ჩემი ბუღალტრის ნომერიც მივეცი.

როცა მეუღლე მივიდა სობეში, სამჯერ დაარეკინეს ჩემთან, სულელური კითხვებით: თქვენს კონტრაქტს ვადა ხოარ გაუვიდა? რამდენი გერიცხებოდა საათში? დეკრეტს გინაზღაურებენ თუ არა?

მერე საბუთებზე შარი ვერ მოსდო და ასე უთხრა ხელმოწერები ასე ნაჯღაბნი რომ არის, ასო-ასო უნდა იყოს ხელმოწერილიო. ერთი სიტყვით მაინც მოაბრუნეს ჩემი ქმარი ჩემს სამსახურში, ჩემს გერმანელ უფროსს ხელი ასო-ასო მოაწერინა და ისევ დაბრუნდა უკან. მერე როგორც იქნა ჩაიბარეს.
ეს თანხა ჩამერიცხება დეკემბრის შუა რიცხვებში.

garfield1 -- ს უღრმესი მადლობა, რაც მე შენ გლოცე მთელი ცხოვრება აღარაფერი შეგემთხვევა კარგის მეტი. ეს ფული 600 ლარზე გაცილებით მეტია ამ მომენტში. დიდი მადლობა ყველას გოგოებო.

პ.ს. მწვანე საავადმყოფო ფურცელი , ამონაწერი ბანკიდან და ფორმა ასი უკან დაუბრუნა ჩემს ქმარს, ესენი არაფერში მჭირდებაო, არადა 1505-ზე რომ დავრეკე ფორმა ასიც უნდაო. მაგაში 25 ლარი გადავიხადე.
facepalm.gif

Posted by: garfield1 18 Nov 2013, 21:16
elisabed2014

უი რა კარგია, ძალიან გამიხარდა რომ მოაგვარე ეგ საკითხი .
რაც მთავარია ჩააბარე საბუთები და ჩაგირიცხავენ აუცილებლად smile.gif
ეგ შარის მოდება მაგათი ჰობია, ჩემი და 6ჯერ მოაბრუნეს ზუსტად, ბოლოს უფროსთან შევიდა და მიზეზები რომ გაიგო გაგიჟდა ის ქალი და თვითონ დაიტოვა საბუთები. მერე პრეტენზია ქონდათ, მე მაღალი ხელფასი მაქვს საკმაოდ და რატომ ითხოვს იმ 600 ლარს, სასაცილოა, გეგონება თავისი ჯიბიდან მიხდიდნენ, მოკლედ მაგათ ეხერხებათ ეგეთები, მთავარია მოაგვარეთ ყველაფერი 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: elisabed2014 18 Nov 2013, 21:18
მართლა გოგოებო, მე აგვისტოში კი გავაჩინე მაგრამ ახლა ავიღე საავადმყოფო ფურცელი, მაგრამ თქვენ გარისკვას არ გირჩევთ, ძალით წავართვი ეს ფურცელი სამშობიაროს. ასე ეგონათ რომ რაღაცას ვმაიმუნობდი, მერე გინეკოლოგმა დამიწერა ცნობა რომ მასთან ეს საავადმყოფო ფურცელი არ ამიღია და ამის საფუძველზე მომცეს დეკრეტულის მწვანე ფურცელი.

Posted by: LTB1948 20 Nov 2013, 09:48
იცით რა მაინტერესებს?

სამსახური სრულად მიფარავს 4 თვეს, ანუ ხელფასს არ მიწყვეტს და მაინც შემიძლია ეგ 600 ლარი მოვითხოვო?

Posted by: chaPPek 20 Nov 2013, 10:26
LTB1948
QUOTE
ამსახური სრულად მიფარავს 4 თვეს, ანუ ხელფასს არ მიწყვეტს და მაინც შემიძლია ეგ 600 ლარი მოვითხოვო?


yes.gif

Posted by: elisabed2014 20 Nov 2013, 11:33
LTB1948
კი შეგიძლია , თუ შემოგედავნენ მაინც, უთხარი 1505-ზე ესე მითხრეს და იურისტთანაც გავლილი მაქვს კონსულტაციათქო. არ დაიბნე, იქით მიაწექი.ყველაფერზე იჯღანებიან სობესში. ოღონდ უკან გამოგაბრუნონ ნებისმიერ მიზეზს ეძებენ.

Posted by: natia2203 20 Nov 2013, 12:18
LTB1948
ეგ 600 ლარი არ არის დამოკიდებული საერთოდ სამსახური ჩაგირიცხავს თუ არა. მაინც უნდა მოგცენ. ეგ შენი სამსახურის საქმეა რამდენს მოგცემს, ჩემთან 4 თვის ხელფასის გარდა კიდევ პრემია იყო მაგრამ სამსახურში რას იღებ მაგას არც კითხულობენ ისე რიცხავენ.

Posted by: LTB1948 20 Nov 2013, 14:02
მადლობა გოგოებო. მშობიარობამდე მაქვს დრო და კარგად წავიკითხავ ამ თემას.

დიდი მადლობა

Posted by: nino_sh 20 Nov 2013, 14:20
LTB1948
ისიც გაითვალისწინე რომ იანვრიდან თუ არ ვცდები 600 ლარი ხდება 1000 ლარი

Posted by: katusha001 20 Nov 2013, 14:25
დირექტორის ფაქსიმილე რომ დავარტყმევინო დოკუმენტებზე არ შეიძლება????
და კიდევ ვერ გავიგე რა ფორმა ასი შეიძლება მომთხვონ? sad.gif

Posted by: elisabed2014 20 Nov 2013, 15:38
katusha001
მე 1505 ზე რო დავრეკე მითხრეს ჩამონათვალი რა უნდა მიმეტანა სობესში. ამ ჩამონათვალში იყო ჯანმრთელობის ცნობა ფორმა ასი ქვია მაგას. გავაკეთე მაგრამ სობესის სწერვამ ეს რაში მჭირდებაო

Posted by: LTB1948 20 Nov 2013, 16:47
nino_sh
ნინ, იმ ჭკუაზე ვარ უკვე, რომ ოღონდ ჯანმრთელი იყოს ჩემი პატარა და რომ გავაჩენ იქით მივცემ სახელმწიფოს 600 ლარს smile.gif

Posted by: nino_sh 20 Nov 2013, 17:07
LTB1948
ასე ვართ ყველა 2kiss.gif მთავარია ჯანმრთელი იყოს, უბრალოდ თუ იძლევიან რატომ დავკარგოთ. თან 1000 ლარი ცოტა არაა ისევ პატარას მოახმარ biggrin.gif

Posted by: სერაფიტი 20 Nov 2013, 17:15
LTB1948
ძველისძველ თემებში მაქვს შენი ამბები წაკითხული. ორსულად ხარ?jump.gif გამიხარდა, გილოცავ! მშვიდობიან ორსულობას და მშობიარობას გისურვებ!!

Posted by: LTB1948 20 Nov 2013, 17:20
სერაფიტი
მადლობაsmile.gif შენთვისაც მალე მოგველოცოს

Posted by: qetquta82 21 Nov 2013, 12:48
2014 წლის 1 იანვრიდან საქართველოს შრომის კოდექსში ძალაში შედის შემდეგი პუნქტები:
1. დასაქმებულს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება 730 კალენდარული დღის ოდენობით.
2. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებიდან ანაზღაურებადია 183 კალენდარული დღე, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში – 200 კალენდარული დღე.

ასევე 600 ლარიანი სახ-ფო დახმარება იცვლება 1 000 ლარით;

Posted by: LTB1948 21 Nov 2013, 13:57
კარგია. თუმცა სამუსაო კონტრაქტების შეცვლა იქნება საჭირო და იმედია უმუშევარს არ დაგვტოვებენsad.gif არავის მოუნდება ქალის სამსახურში აყვანა, როდესაც პოტენციურად 6 თვე შეიძლება არ იმუშAვოს და თან კომპენსაციის გადახდა მოგიწიოს... ცოტა ავნერვიულდი...

Posted by: garfield1 21 Nov 2013, 13:58
LTB1948
ანაზღაურებადში ის 1000 ლარი იგულისხმება ჯერჯერობით როგორც ვიცი. ხელფასის გადახდას მგონი არ ავალდებულებს კოდექსი დამსაქმებელს, ოღონდ ეს კერძო კომპანიებს, თორე სახელმწიფო სტრუქტურები ანაზღაურებენ

Posted by: LTB1948 21 Nov 2013, 14:12
garfield1
ჩემი კერძო კომპანიაა და ანაზღაურებს დეკრეტულს. დიდი უცხოური კომპანიაა და სტანდარტები აქვს თანამშრომელთა წასახალისებლად. მათ შორის, 4 თვე გვინაზღაურებს დეკრეტულ შვებულებას და ბონუსიც არის ბავშვის შეძენისას. ოვერთაიმებსაც იხდიან. აი 6 თვე რამდენად გაეხარდებათ არ ვიცი. მით უმეტეს, რომ კონტრაქტები 2 წელიწადში ერთხელ ახლდება და 14 წლის ბოლოს გამდის ვადა და 6 თვე თუ გახდა, განახლების დროს მომიწევს და არ ვიცი რას იზამენ. თან ჩემს არყოფნაში მოუწევთ შემცვლელის აყვანა.

Posted by: garfield1 21 Nov 2013, 14:14
LTB1948
იცი რა, ჩემი აზრით გააჩნია სიტუაციას, თუ უღირთ თანამშრომელი 6 თვე კი არა, შეიძლება მეტიც შეუნახონ ადგილი, ნუ შეთანხმებაზეა ალბათ , არ ვიცი.
ჩემთანაც 4 თვე ანაზღაურებადია + 1 თვე შვებულებასაც ვამატებთ ხოლმე და პრემიც არის ბავშვის შეძენაზე და ეხლა როგორ იქნება არ ვიცი უკვე.

Posted by: LTB1948 21 Nov 2013, 14:19
garfield1
მეც ეგ მადარდებს როგორ იქნებაsmile.gif აქამდე კარგი პირობები იყო და ახლა არ იფიქრონ, რომ ჩვენი ორსულობა ძვირი დაუჯდებათ. ჩემი უფროსი ისედაც წუწუნებს, რომ დეკრეტულში უნდა გავიდე, ვინ შეგცვლისო და ახლა 6 თვე რომ გავალ და თან თუ უნდა მიხადონ, სულ გადაირევა smile.gif

Posted by: garfield1 21 Nov 2013, 14:21
LTB1948
მე მაგალითად სახლიდან ვმუშაობ, ნუ იმ რეჟიმით არა, მაგრამ მაინც.
ადგილზე თანაშემწე აკეთებს საქმეს და მე სახლიდან ვამოწმებ და რამე მნიშვნელოვანი თუა მაგასაც ვაკეთებ . ხოდა რავიცი, არ ინერვიულო, იმედია მოგვარდება ყველაფერ .

Posted by: qetquta82 22 Nov 2013, 11:07
LTB1948
შენ უფლება გაქვს 4 თვიანი შვებულება აიღო, ანუ კოდექსი არ გავალდებულებს ზუსტად 6 თვიანი სადეკრეტო შვებულებით ისარგებლო;

Posted by: LTB1948 22 Nov 2013, 11:19
qetquta82
მადლობაsmile.gif ვნახოთ ჩემი დამსაქმებელი რას იზამს. საზოგადოდ კი იმის ალბათობა, რომ ქალი სამსახურში ამის გამო აღAრ აიყვანონ, სავარაუდოდ გაიზრდება. ისედაც ჭირს სამსახურის შოვნა და კიდევ უფრო არაპრივილეგირებულ სიტუაციაში ჩავვარდებით. დამსაქმებელი რა თქმა უნდა მამაკაცს უფრო აიყვანს, თუ არის იმის ალბათობა, რომ თანამშრომელი 6 თვე ვერ შეასრულებს მოვალეობას და + ხელფასიც უნდა შეუნარჩუნოს. ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულება რომ არ მისცენ თAნამშრომლებს, ეს მათ რეპუტაციაზე იმოქმედებს (კარგი კომპანიები მაქვს მხედველობაში), ამიტომაც, სავარაუდოდ თავს აარიდებენ ქალების სამსახურში აყვანას. მე ალბათ 4 თვეზე მეტი ხნით ვერ ვისარგებლებ. არ მინდა რომ კონტრაქტის გაგრძელება ეჭვქვეშ დავაყენო. კარგი სამსახური მაქვს და ვერ დავკარგავ, მით უმეტეს, რომ კრედიტები გავქვს და ბავშვსაც ბევრი რამ დასჭირდება, რასაც მარტო ჩემი მეუღლე ვერ გასწვდება. იმედია, ვინც კოდექსში ვცლილება შეიტანა ამ ყველაფერზე იფიქრა. ძალიან კარგია 6 თვიანი შვებულება, მაგრამ როდესაც ასეთი გაჭირვებული ქვეყანაა და დასაქმება პრობლემაა, ამან უფრო არ გაართულოს ქალების დასაქმება.

Posted by: qetquta82 22 Nov 2013, 12:16
LTB1948
ნაწილობრივ გეთანხმები, მაგრამ თუ პროფსიონალი ხარ არავინ გაგიშვებს, რა თაქმა უნდა კერძო დამსაქმებელს ვგულისხმობ; სახელმწიფო სექტორი კი შეეცდება მამაკაცა დაასაქმოს და უკვე შეინიშნება კიდეც ეგ ტენდენცია sad.gif

Posted by: tamar1586 22 Nov 2013, 13:17
LTB1948
QUOTE
ძალიან კარგია 6 თვიანი შვებულება, მაგრამ როდესაც ასეთი გაჭირვებული ქვეყანაა და დასაქმება პრობლემაა, ამან უფრო არ გაართულოს ქალების დასაქმება.

მიხარია, სხვაც რომ ფიქრობს ამაზე smile.gif

მე კერძოში ვმუშაობ და ვაპირებ დაველაპრაკო ამ საკითხზე, აპრილში ვაჩენ ბავშვს.
არა მგონია 6 თვე გამიშვან, მე რომ ვიყო დამსაქმებელი გამიჭირდებოდა ჩემი ფუნქციების მქონე თანამშრომლის 6 თვით გაშვება და ადამიანურად შევდივარ მათ მდგომარეობაში.
თუ გაჯიუტდნენ და ცუდი პირობებით გამიშვეს ან დავუშვათ ძალიან ცოტა ხნით, მაშინ მეც "გავჯიუტდები" smile.gif
საერთოდ, კერძო კომპანიებში ალბათ ყველაფერი მოლაპარაკების ამბავია და ძალიან მარტივია - როგორც მომექცევა დამსაქმებელი, ისე მოვექცევი მეც yes.gif

Posted by: LTB1948 22 Nov 2013, 13:51
qetquta82
QUOTE
ნაწილობრივ გეთანხმები, მაგრამ თუ პროფსიონალი ხარ არავინ გაგიშვებს, რა თაქმა უნდა კერძო დამსაქმებელს ვგულისხმობ; სახელმწიფო სექტორი კი შეეცდება მამაკაცა დაასაქმოს და უკვე შეინიშნება კიდეც ეგ ტენდენცია

ეგ თავისთავად, მაგრამ შეუცლველი არავინ არის, კარგი პრფესიონალები კიდევ ჭირს, მაგრამ სამსახური ყველას უნდა, ასე რომ ძალიან ბევრი რამ არის სათუო და საფიქრალი და ეს საბოლოო ჯამში ისევ ჩვენი, ქალების პოზიციებს ასუსტებს.
ჩემს შემტხვევაში, 2 კვირა ძლივს გავედი შვებულებაში, 4 თვეზე უკვე მოთქვამს ჩემი უფროსი და 6 თვე რომ გაიგოს, ზუსად ვიცი, გული გაუსკდება. თან ეს თვეებიც ხელი უნდა შემიწყოს, სანამ დეკრეტამდე მივალ და ეგეც დიდად არ უხარია. მოკლედ, ძნელია ორსული ქალის ხვედრი smile.gif

Posted by: Solveig 22 Nov 2013, 14:03
LTB1948


გამეხარდა შენი ამბავი ძალიან. გილოცავ...თქვენ კარგად იყავით და მაგ უსინდისოები წყალსაც წაუღია...

აუ, ძალიან მაგარია up.gif 2kiss.gif

Posted by: LTB1948 22 Nov 2013, 14:09
Solveig


მადლობაsmile.gif ესენი წყალმა რომ წაიღოს რა ვაჭამო მერე ბაღანასsmile.gif არს ასე ადვილად არის საქმე.... biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Solveig 22 Nov 2013, 14:12
LTB1948


ნუ გეშინია smile.gif რაკი მანამდე მივიდა საქმე, სამსახურის მხრივაც კარგად წავა ყველაფერი, აუცილებლად smile.gif.


Posted by: elisabed2014 23 Nov 2013, 19:09
მე კონტრაქტორი ვიყავი და მოველაპარაკე უფროსს რომ ცოტა დიდხანს ვიქნებოდი ბავშვთან, არ გადამიხდიდა დეკრეტულს და 5 თვემდე ვიქნები პატარასთან, მერე გამოვალ სამსახურშითქო. ახლა ამ 600 ლარის საბუთებზე რომ ვიყავი, ვუთხარი, ერთი თვეც დამრჩა და მალე დავბრუნდებითქო და იცით რა მითხრა? ხოიცი ზამთარი მკვდარი სეზონიაო და მარტ-აპრილამდე ზედმეტი კადრი ჯერ არ მინდაო და მერე ვნახოთო.

ტექნიკურად დავკარგე სამსახური... ღმერთო... ძალიან ცუდ დღეში ჩამაგდო.აი ძალიან.უსინდისო

Posted by: miqaberidzis_malamo 23 Nov 2013, 21:44
გამარჯობა,. დახმარება მინდა თქვენი.

თემის გახსნა მინდა და ვერ ვახერხებ. ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე მაქვს ბერ ადამიანს(კონკრეტულად ქალებს) აწუხებს ეს პრობლემა.
არის მალამო და მინდა რომ ყველამ გაიგოს.

მალამო გამოიყენება მასტიტის არსებობის შემთხვევაში.
მეძუძურ დედას ერთხელ გამოყენების შემდეგ უქრება არსებული სიმპტომი.

http://mmalamo.wordpress.com/

ან როგორ მოვახერხებ მე რომ გავხსნა თემა?

Posted by: გიმე 8 Dec 2013, 18:02
მთელი თემის წაკიტხვას ვერ ვახერხებ და თუ იცით ჩემი ქმრის დაზღვევა მაქვს მეც და მშობიარობისას ის სახელმწიფო ვაუჩერი უნდა ავიღო თუ , რადგან დაზღვევა მაქვს, იმან უნდა ამინაზრაუროს??

Posted by: Tak 9 Dec 2013, 23:51
სახელმწიფო დაზღვევაზე მაინტერესებს... ამ წუთას კერძო მაქვს, 200 ლარი დამრჩა ლიმიტი და მერე მინდა "გადავიდე".
აუცილებელია გავაუქმო ეს? საოჯახო მაქვს და მირჩევნია არ გავაუქმო...
როგორ ანაზღაურებს სახელმწიფო დაზრVევა ორსულობა]მშობიარობას, რა თანხებში და რანაირად?


Posted by: garfield1 10 Dec 2013, 00:08
Tak
ორსულობისთვის ვაუჩერი უნდა აიღო 12 კვირამდე და 4 უფასო ვიზიტი გეკუთვნის სავალდებულო ანალიზებით და ერთი ეხოც შედის მგონი. ეგ ვაუჩერი ყველა ორსულს ეკუთვნის ,თუნდაც დაზღვეულს. მშობიარობას რაც შეეხება ეგ მხოლოდ იმ შემთხვევაში ანაზღაურდება თუ კერძო დაზღვევა არ გაქვს. თუმცა რა პერიოდიდან არ უნდა იყო დარვეული ეგ ჯობია ჯანდაცვის სამინისტროში გაარკვიო.
ფიზიოლოგიურზე 500 ლარს ანაზღაურებენ და საკეისროზე 800 ლარს,მაგრამ საკეიაროს ჩვენებებია ძაან მკავრად განსაზღვრული როგორც მე ვიცი

Posted by: marguerite 10 Dec 2013, 00:23
Tak
მე რასაც ვაკვირდები, ყველა ვარიანტში კერძო ჯობია ორსულობა-მშობიარობის მხრივ.
ცხადია, თუ ძალიან მცირე ლიმიტო არ გაქვს.

ორივე ერთად არ შეიძლება.

Posted by: Tak 10 Dec 2013, 10:47
garfield1
QUOTE
ორსულობისთვის ვაუჩერი უნდა აიღო 12 კვირამდე და 4 უფასო ვიზიტი გეკუთვნის სავალდებულო ანალიზებით და ერთი ეხოც შედის მგონი. ეგ ვაუჩერი ყველა ორსულს ეკუთვნის ,თუნდაც დაზღვეულს. მშობიარობას რაც შეეხება ეგ მხოლოდ იმ შემთხვევაში ანაზღაურდება თუ კერძო დაზღვევა არ გაქვს. თუმცა რა პერიოდიდან არ უნდა იყო დარვეული ეგ ჯობია ჯანდაცვის სამინისტროში გაარკვიო.


ხო ეგ ვიცი ყველაფერი. მაქვს ეგ ვაუჩერიც და ყველაფერი.
როგორ უნდა დავეზღვიო სად უნდა მივიდე ეგ ვერ გავიგე.

QUOTE
ფიზიოლოგიურზე 500 ლარს ანაზღაურებენ და საკეისროზე 800 ლარს,მაგრამ საკეიაროს ჩვენებებია ძაან მკავრად განსაზღვრული როგორც მე ვიცი


კაკ რას ეგ 500 ლარი მინდა რომ გა#####უო biggrin.gif საკეისრო იმედია არ დამჭირდება

marguerite
QUOTE
მე რასაც ვაკვირდები, ყველა ვარიანტში კერძო ჯობია ორსულობა-მშობიარობის მხრივ.
ცხადია, თუ ძალიან მცირე ლიმიტო არ გაქვს.


მაქვს კერძო დაზღვევა, საოჯახო გვაქვს. 1000 ლარიანი ლიმიტია 100% და მერე გიშვებენ იმის იქეთ smile.gif
და მე 16 კვირის ვარ და 200 ლარი მაქვს დარჩენილი, ტაკ შტო....

მადლობა!

Posted by: Nanuuu 10 Dec 2013, 10:54
გიმე
QUOTE
უ იცით ჩემი ქმრის დაზღვევა მაქვს მეც და მშობიარობისას ის სახელმწიფო ვაუჩერი უნდა ავიღო თუ , რადგან დაზღვევა მაქვს, იმან უნდა ამინაზრაუროს??

სახელმწიფო ვაუჩერი შეგიძლია აიღო. 4 ვიზიტს დაგიფინანსებენ და კიდე რაღაც ანალიზებს.
მშობიარობა არ აგინაზღაურდება სახელმწიფოს მხრიდან რადგან უკვე კერძო დაზღვევა გაქვს

Posted by: Bulbusa 10 Dec 2013, 11:41
marguerite
Nanuuu
გოგოებო სახელმწიფო დაზღვევა ანაზღაურებს მშობიარობას მაინც თუ კერძო დაზღვევა მერე გააკეთე, ანუ ჯერ დაზღვეული თუ იყავი სახლემწიფოთი და მერე კერძოთაც დაეზღვიე. მე ეგრე ვარ და გადავამოწმე უკვე ჯანდაცვაშიც და დაზღვევაშიც (ალდაგი),

Posted by: ninchancho 10 Dec 2013, 12:16
ისე თუ ვინმეს გამოგადგებათ სცადეთ..
მოკლედ მქონდა კერძო დაზღვევა რომლის ლიმიტიც ამოვწურე,ამიტომ სადაზღვევოდან წამოვიგე ცნობა რომ ლიმიტი ამოწურული მქონდა და განცხადებასთან ერთად შევიტანე რაიონის გამგეობაში და ვითხოვე დახმარება და ჩემდა გასაკვირად 500 ლარით დამიფინანსა გამგეობამ,თუკი ვინმეს გამოგადგებათ გეცადათ თქვენც 2kiss.gif

Posted by: katusha001 17 Dec 2013, 15:31
garfield1
ნინ ვბუგალტრობ და ვამზადებ ჩემ საბუთებს biggrin.gif დასპეცდი მგონი biggrin.gif შენი დრაფტების მიხედვით ვაკეთებ და იცი რა მაინტერესებს, ზოგან თარიღი ფურცლის თავშიც წერია და ბოლოშიც , ხოდა მარტო თავში რომ მივაწერო თარიღი არ შეიძლება? biggrin.gif

Posted by: garfield1 17 Dec 2013, 15:32
katusha001
შეიძლება კი, საკმარისია მხოლოდ ერთგან. თუ რამე არ მოეწონათ გეტყვიან სოცში , არ მოერიდებათ biggrin.gif

Posted by: katusha001 17 Dec 2013, 15:41
garfield1
ვაიმე უკვე ვემზადები ფაფარის ასაშლელად biggrin.gif

Posted by: KING_XXI 18 Dec 2013, 12:59
კონსულტაციიდან არებული, კრეტინული ფორმა რომ არის, სად რა იწერება შეგიძლიათ მითხრათ? ასეთი სვეტებია:
თვეები -
დახმარების ოდენობის გაანგარიშების ბაზა -
საშუალო დღიური ხელფასი -
გაცდენილი სამუშაო დღეები -
დახმარების თანხა -

მადლობა smile.gif

Posted by: katusha001 18 Dec 2013, 14:34
აუუუუუუუ ეგ რაღაააა sad.gif((((((((((((

Posted by: garfield1 18 Dec 2013, 14:35
KING_XXI
katusha001
ეგ იმ მწვანე ფურცლის მეორე გვერდია და ყველა ვარიანტში სოც-ში უნდა შეავსებინოთ. მე მაგათი მოსაწონი ვერაფერი დავწერე მაგ ფურცელზე biggrin.gif და რამდენჯერაც დამჭირდა, მივედი და ფანქრით შევავსებინე.

Posted by: katusha001 18 Dec 2013, 14:37
garfield1
აჰა, გასაგებია, გოგო მე რომ სოცში უნდა მივიდე სად არის ეგ ტერიტორიულად ?biggrin.gif

Posted by: Nanuuu 18 Dec 2013, 16:43
katusha001
გოგო, შენ ეგ მწვანე ფურცელი დეკემბერში არ დააწერინო თორე ის ახალი კანონი არ შეგეხება ხო იცი

Posted by: garfield1 18 Dec 2013, 16:50
katusha001
აუ მაგდენი აღარ ვიცი,დარეკე ჯანდაცვაში და გეტყვიან

Posted by: katusha001 18 Dec 2013, 16:52
Nanuuu
ვიცი, სამშობიაროდან მომაქ საერთოდ ეგ ფურცელი, უბრალოდ ბუღალტერის უუნარობის გამო მე ვიმზადებ დოკუმენტებს და მინდა ყველაფერი მაქსიმალურად შევავსო რომ იმ მწვანე ფურცლიდან დამრჩეს მერე გადასატანი მარტო biggrin.gif

Posted by: Nanuuu 18 Dec 2013, 16:53
katusha001
QUOTE
მე რომ სოცში უნდა მივიდე სად არის ეგ ტერიტორიულად ?

შენი სამსახურის იურიდიული მისამართის მიხედვით დარეკე 09-ში და გეტყვიან სადაა მაგ ტერიტორიაზე ეგ სოც. სააგენტო.
ან 1505-ზე დარეკე და იქ კითხე

Posted by: lady in blue 11 Jan 2014, 23:38
ახალი წლიდან დეკრეტული შვებულების პერიოდი და ანაზღაურება გაიზარდა
http://goo.gl/LtbFqw

Posted by: Splash 14 Feb 2014, 12:51
გამარჯობათ. ერთი საკითხი ვერ გავარკვიე და იქნებ დამეხმაროთ. ექიმი მეუბნება მე მოგცემო ვაუჩერსო, სამინისტრო მეუბნება ექიმი ვაუჩერს ვერ მოგცემს, გამოართვი ფორმა 100, სადაც ორსულობის ვადა ეწერება და პირადობის ასლთან ერთად მოიტანეო და ჩვენ მოგცემთო (ან სოც მომსახურების სააგენტოშიო, მაგრამ მე სამინისტრო მირჩევნია. აქ ვმუშაობ). და რეალურად რა უნდა გავაკეთო?

Posted by: taplika 14 Feb 2014, 13:05
ერთი შეკითხვა მაქვს, კეძო დაზღვევა მაქვს და ასევე სახელმწიფო ვაუჩერითაც ვსარგებლობ, 4 ვიზიტი როა, იმით. ანუ სახელმწიფო დაზღვევა არ დამჭირდება მშობიარობაზე. 1000 ლარიანი ჩარიცხვა რომ არის, იმისთვის რა საბუთები უნდა მივიტანო და სად?

Posted by: natkavip 14 Feb 2014, 13:17
QUOTE (Splash @ 14 Feb 2014, 12:51 )
გამარჯობათ. ერთი საკითხი ვერ გავარკვიე და იქნებ დამეხმაროთ. ექიმი მეუბნება მე მოგცემო ვაუჩერსო, სამინისტრო მეუბნება ექიმი ვაუჩერს ვერ მოგცემს, გამოართვი ფორმა 100, სადაც ორსულობის ვადა ეწერება და პირადობის ასლთან ერთად მოიტანეო და ჩვენ მოგცემთო (ან სოც მომსახურების სააგენტოშიო, მაგრამ მე სამინისტრო მირჩევნია. აქ ვმუშაობ). და რეალურად რა უნდა გავაკეთო?

ექიმი დაგიწერეს ფორმა 100 -ს და მაგას აბარებ ჯანდაცვის სამინისტროში,სადაც გაძლევენ ვაუჩერს 4 ვიზიტი უფასოდ გეკუთვნის ამ ვაუჩერით..შემდეგ ამ ვაუჩერს მიიტან ქალთა კონსულტაციაში სადაც ხარ აღრიცხვაზე smile.gif
* * *
QUOTE (taplika @ 14 Feb 2014, 13:05 )
ერთი შეკითხვა მაქვს, კეძო დაზღვევა მაქვს და ასევე სახელმწიფო ვაუჩერითაც ვსარგებლობ, 4 ვიზიტი როა, იმით. ანუ სახელმწიფო დაზღვევა არ დამჭირდება მშობიარობაზე. 1000 ლარიანი ჩარიცხვა რომ არის, იმისთვის რა საბუთები უნდა მივიტანო და სად?

შენ მარტო დეკრეტულის ფურცელს და ბანკიდან ცნობას ანგარიშის შესახებ. მიიტან სამსახურში და ყველაფერს ბუღალტერია მოაგვარებს smile.gif

Posted by: Splash 14 Feb 2014, 14:30
natkavip
დიდი მადლობა. გაიხარე. ღუდუშაურში მითხრეს აქ დაგაყენებ აღიცხვაზეო და იქ შეიძლება? ცალკე პოლიკლინიკებში რომ არ ვირბინო.

Posted by: taplika 14 Feb 2014, 14:32
natkavip
შენ მარტო დეკრეტულის ფურცელს და ბანკიდან ცნობას ანგარიშის შესახებ. მიიტან სამსახურში და ყველაფერს ბუღალტერია მოაგვარებს smile.gif
ესეიგი თავი იტეხოს ბუღალტერიამ smile.gif დიდი მადლობა smile.gif

Posted by: natkavip 14 Feb 2014, 14:45
QUOTE (Splash @ 14 Feb 2014, 14:30 )
natkavip
დიდი მადლობა. გაიხარე. ღუდუშაურში მითხრეს აქ დაგაყენებ აღიცხვაზეო და იქ შეიძლება? ცალკე პოლიკლინიკებში რომ არ ვირბინო.

ეგ არ ვიცი ალბათ შეიძლება..რახან გითხრეს ესეიგი მოქმედებს მანდ ვაუჩერი smile.gif
* * *
QUOTE (taplika @ 14 Feb 2014, 14:32 )
natkavip

ესეიგი თავი იტეხოს ბუღალტერიამ smile.gif დიდი მადლობა smile.gif

ხო აბა საწყალი ბუღალტერი
ბუღალტერია ხალხის მტერიაო biggrin.gif


პ.ს წინა დეკრეტულები რაც ჩავაბარე არასდროს დაუწუნიათ,ხოდა ეხლა ახალი ვარიანტი როგორია ნეტა 1000 ლარზე რომ ივსება biggrin.gif

Posted by: Splash 14 Feb 2014, 14:54
natkavip
ოქრო გოგო ხარ. მადლობა, რომ გამარკვიე smile.gif

Posted by: xizilala 20 Feb 2014, 12:55
გამარკვიეთ ვინც იცით რაა... დეკრეტულის გამოყენება როგორ შემიძლია? ბოლო თვეს რო გავიდე ხო შეიძლება? სკოლაში ვმუშაობ და ზაფხულის არდადეგები მემთხვევა ჯერ ანუ შვებულება და ოქტომბერში მიწევს გაჩენა. სექტემბერში რო გავიდე დეკრეტში შეიძლება? ახლობელი მიმტკიცებს მეექვსე თვიდან უნდა გახვიდეო და მეექვსე თვეს ისედაც შვებულება მიწევს.... და ფულის დარიცხვა როგორ ხდება? მერე კიდე 1 წლიანი უფასო შვებულებაც შემიძლია მოვითხოვო მემგონი ხო?

Posted by: garfield1 20 Feb 2014, 12:59
xizilala
მეექვსე თვიდან თუ გინდა შეგიძლია გახვიდე დეკრეტში, მაგრამ სავალდებულო არაა. ვინც მუშაობს ყველა ბოლომდე იცდის, რომ ის დეკრეტულის თვეები შეინახოს ბავშვისთვის, ასე რომ არ დაუჯერო იმ შენს ნაცნობს. ფულის დარიცხვა როგორ ხდება და ექიმი რომ გამოგიწერს დეკრეტულის ფურცელს, მიუტანე ბუღალტერს და დანარჩენს მიხედავს თვითონ .

Posted by: natuluka 20 Feb 2014, 14:07
xizilala
მეექსვსე თვეს კი არა შეგიძლია მშობიარობის წინა დღეს აიღო დეკრეტი smile.gif

Posted by: xizilala 21 Feb 2014, 21:38
მადლობა garfield1
natuluka
2kiss.gif

Posted by: lela9618 4 Mar 2014, 18:40
გამარჯობა,
ვინმეს დეკრეტისთვის საჭირო საბუთების ფორმები ხომ არ გაქვთ რომ გამომიგზავნოთ?

Posted by: anabanaankabanka 4 Mar 2014, 22:12
lela9618
ექიმის მიერ მოცემული დეკრეტის ფურცელი, პირადობის ასლი და ბანკიდან ცნობა (რომელ ბანმკშიც იღებ ხელფასს). ეს სამი საბუთი უნდა მიუტანო შენი სამსახურის ბუღალტერს

Posted by: lela9618 5 Mar 2014, 09:31
მადლობა გამოხმაურებისთვის. თავად ბუღალტერი ვარ და თანამშრომლისთვის მინდა, პირველად მიწევს ასეთი რაღაცეების შევსება.

"დეკრეტისთვის საჭიროა შემდეგი საბუთები :
1. ორგანიზაციის წერილი (რაიონის სოციალური მომსახურების ცენტრის უფროსის სახელზე)
2. პირადობის მოწმობის ასლი
3. საბანკო ანგარიშის ნომერის რეკვიზიტები (ბანკიდან)
4. საავადმყოფო ფურცელი (ასლი დედანთან ერთად, ამ ფურცლის უკანა მხარეს მიუტანთ თქვენს ბუღალტერს და ის შეავსებს)
5. დაფინანსების განაცხადი (დანართი #3) 3 ეგზემპლარად"

ეს გავარკვიე აქ და მაინტერესებს ვინმეს ხომ არ გაქვთ ელექტრონული ვერსია რომ გამომიგზავნოთ

Posted by: garfield1 5 Mar 2014, 09:48
lela9618
პმში მომწერე მეილის მისამართი და გამოგიგზავნი

Posted by: Pink_ Panther 14 Mar 2014, 10:57
გოგოები ჩემმა თანამშრომელმა მითხრა კერძო
დაზღვევიანს მაინც გაფინანსებს სახელმწიფოო?
კლინიკებში მითხრესო.
ანუ იმ 500 ლარს სახელმწიფო გირიცხავს
და რაც დაგაკლდება იმას კერძო დაზღვევა.
ხომ არ გსმენიათ რაიმე ამაზე?

Posted by: Springchild 14 Mar 2014, 11:24
lela9618
QUOTE
საავადმყოფო ფურცელი (ასლი დედანთან ერთად, ამ ფურცლის უკანა მხარეს მიუტანთ თქვენს ბუღალტერს და ის შეავსებს)


აუ ამ პუნქტმა დამტანჯა წინაზე... ჩემმა ბუღალტერმა (კაცია თან) აზრზე არ ვარ ეს რა არისო და თურმე სამუშაო დღეების რაოდენობა უნდა გეთვალა ყველა თვეში და ჩაგეწერა თითოეული თვის დღიური ხელფასი.. თან, მე კერძოში ვმუშაობ და ვისვენებთ მარტო აღდგომას და შობას და არ მიმითვლია დანარჩენი დასვენების დღეები (არც ვიცი სიმართლე გითხრათ) , ხოდა იქ 9 აპრილიო, იქ 3 მარტიო, იქ 8 მარტიო, იქ თურმე 19 იანვარიც ყოფილა დასვენების დღე და 500ჯერ მივედი მგონი.. ჩემი რჩევა იქნება, წვეტიანი ფანქრით წეროთ, წაშლა რომ შეიძლებოდეს. იქ მაინც ქსეროქსს აბარებთ და დედანი თქვენთან რჩება და ის ფანქარი ქსეროქსზე მაინც პასტასავით ჩანს..

Posted by: garfield1 14 Mar 2014, 11:56
Springchild
მაგის გამო დამტანჯეს მეც პირველად რომ შევუვსე თანამშრომელს, იმის მერე, მიმაქვს ცარიელი ფურცელი და თვითონ ვათვლევინებ და ფანქრით ვავსებინებ.

Posted by: Springchild 14 Mar 2014, 12:29
garfield1
QUOTE
მაგის გამო დამტანჯეს მეც პირველად რომ შევუვსე თანამშრომელს, იმის მერე, მიმაქვს ცარიელი ფურცელი და თვითონ ვათვლევინებ და ფანქრით ვავსებინებ.


აუ გითვლიან თვითონ?? რა ვიცი, ამ საბურთალოს სოციალურში რა ძაღლი გოგო შემხვდა, ამხელა ორსულს რომ დამატარებდა, შეცდომაა, შეცდომააო და უკან მაძლევდა საბუთებს...

Posted by: garfield1 14 Mar 2014, 12:30
Springchild
კი იწუწუნეს, მაგრამ დავათვლევინე მაინც, 9ჯერ მომიყვანეთ წინაზე და ეხლა იგივეს არ ვაპირებთქო. ოღOნდ მე მცხეთაში დავდიოდი .

Posted by: Springchild 14 Mar 2014, 12:33
garfield1
QUOTE
კი იწუწუნეს, მაგრამ დავათვლევინე მაინც, 9ჯერ მომიყვანეთ წინაზე და ეხლა იგივეს არ ვაპირებთქო. ოღOნდ მე მცხეთაში დავდიოდი .


უიმეეე, როგორ ყველას ყველაფერი ეზარება რა... ამხელა ორსულს რომ დაატარებ წინ და უკან.. კიდევ კარგი გაგიმართლა შენ.. smile.gif

Posted by: garfield1 14 Mar 2014, 12:36
Springchild
ნუ მე არ ვიყავი ორსული მაშინ, ბუღალტერი ვარ და რაც მე მაგ დეკრეტულებზე დავბოდიალობდი biggrin.gif
ყველა გავიცანი მგონი . თან ერთხელ გამომატანეს ფანქრით შევსებული და დავბეჭდე საბუთები და ისე წავიღე და თურმე შეცდომით დაუთვლიათ და კიდე მეორედ გავხდი მისასვლელი.

Posted by: Springchild 14 Mar 2014, 12:39
garfield1
QUOTE
ნუ მე არ ვიყავი ორსული მაშინ, ბუღალტერი ვარ და რაც მე მაგ დეკრეტულებზე დავბოდიალობდი 


ჰმ.. ჩემი ბუღალტერი არც შეწუხდა, არ ვიცი ეგენიო და მორჩა ამით ყველაფერი...
ისე, ეს დღიური ხელფასი რა იდიოტობაა რა! რა ჯანდაბად უნდათ? მეგონა, გაამარტივებდნენ ახლა რამეს..
და ბარემ აქ ვიკითხავ, სახელმწიფომ როგორ აგინაზღაურა მშობიარობა? როგორც თემებიდან ჩანს, პატარა გყავს შენ ჯერ.. smile.gif იმაზეც ამდენი საბუთია საჭირო?

Posted by: garfield1 14 Mar 2014, 12:42
Springchild
დღიური ხელფასი როგორ ითვლება იცი ? აი ვთქვათ თვეში გაქვს ხელზე ასაღები 400 ლარი , სამუშაო დღეების რაოდენობა უნდა დათვალო ყოველ თვეში და იმ დღეების რაოდენობაზე გაყო ეს 400, ეგ იქნება შენი დღიური ხელფასი.

მე კერძო დაზღვევა მქონდა და ბოლომე ვერც გავხარჯე, არ დამჭირვებია სახელმწიფოს ანაზღაურება, ამიტომ არ ვიცი ეგ საკითხი სამწუხაროდ.

Posted by: Springchild 14 Mar 2014, 12:44
garfield1
QUOTE
დღიური ხელფასი როგორ ითვლება იცი ? აი ვთქვათ თვეში გაქვს ხელზე ასაღები 400 ლარი , სამუშაო დღეების რაოდენობა უნდა დათვალო ყოველ თვეში და იმ დღეების რაოდენობაზე გაყო ეს 400, ეგ იქნება შენი დღიური ხელფასი.


კიი, მაგას მივხვდი, უბრალოდ სამუშაო დღეებში ყოველთვის რაღაცა დღესასწაული მქონდა მითვლილი.. არადა რეალურად ვმუშაობდი ამ სამუშაო დღეებში და არც ვიცი, სახელმწიფო დღესასწაულები, იმიტომ რომ სულ კერძოში ვარ..

QUOTE
მე კერძო დაზღვევა მქონდა და ბოლომე ვერც გავხარჯე, არ დამჭირვებია სახელმწიფოს ანაზღაურება, ამიტომ არ ვიცი ეგ საკითხი სამწუხაროდ.


აა, გასაგებია! მადლობა ამომწურავი პასუხისთვის!

Posted by: Unitended 14 Mar 2014, 13:16
მშობიარობა უფასოო თუ 600 ლარს გიხდის სახელმწიფოო ამოქმედდა?
და საკეისროს შემთხვევაში რა ხდება?

Posted by: chuta 14 Mar 2014, 17:58
გოგოებო თუ იცით ეხლა რო გავფორმდე ახლობელთან რამე სამუშაოზე, 1000 ლარს მომცემენ? თუ გვიანია და რამდენიმე თვე უნდა მუშაობდე აუცილებლად.. 31.5 კვირის ვარ

Posted by: Splash 14 Mar 2014, 18:04
chuta
13 კვირამდე უნდა მოასწრო სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აღრიცხვაზე დადგომა. თუ დგახარ უკვე, მგონი პრობლემა არ გექნება, თუ არა და დაგვიანებულია უკვე სამწუხაროდ sad.gifUnitended
სახელმწიფო გაძლევს 1000 ლარს. 600 ადრე იყო. რაც შეეხება მშობიარობას, ის ფინანსდება საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში. და რომელი გაინტერესებს?

Posted by: garfield1 14 Mar 2014, 18:05
Splash
13 კვირამდე რომ უნდა დადგე აღრიცხვაზე ეგ სულ სხვა რაღაცაა საერთოდ, 1000 ლარის ანაზღაურებასთან კავშირში არაა.
chuta
კი შეგიძლია, თან თუ ახლობელია , ხელფასის ცნობასაც მოგცემს და არ იქნება პრობლემა

Posted by: chuta 14 Mar 2014, 18:08
აღრიცხვაზე დადგომაში რას გულისხმობ? საყოველთაო დაზღვევის ვაუჩერით დავდივარ კონულტაციებზე და ალბათ მაგას smile.gif მაგრამ მაშინ სტაჟირებას გავდიოდი და ექიმმა ეგ ჩამიწერა ისტორიაში.. სტაჟირება კიდევ იანვრის დასაწყისში დავამთავრეSplash

Posted by: Pink_ Panther 14 Mar 2014, 18:09
Unitended
1000 ლარს გაძლევევს თუ მუშაობ, დეკრეტულის ანუ.
მშობიარობაზე 500 ლარს გირიცხავს, საკეისროზე 800.
ოღონდ საკეისროზე ჩვენება უნდა გქონდეს, ისე შენი ნებით საკეისროზე არ დაგაფინანსებს.



და მე რაც გავიგე იმდენად არარეალურია პასუხადაც არ ღირს? gigi.gif
ანუ სახელმწიფო ყველა ვარიანტში გირიცხავსო, კერძო დაზღვევა თუ გაქვს მაინცო.

Posted by: Unitended 14 Mar 2014, 18:10
Splash
მშობიარობა რომ ფინანსდება აი ეგ მაინტერესებს
1000 ლარი და 8 თვის ხელფასი (ჩემ შემთხვევაში) კი ვიცი smile.gif
ანუ ყველას აფინანსებენ თუ მაგ საყოველთაო დაზღვევაში უნდა იჯდე

აფინანსებენ ვისაც დაზღვევა არ აქვს ალბათ ხოო? არც მუშაობს და ა.შ.

b]Pink_ Panther[/b]
QUOTE
ანუ სახელმწიფო ყველა ვარიანტში გირიცხავსო, კერძო დაზღვევა თუ გაქვს მაინცო. 
       

ხო აი ეს მაინტერესებს
მე თუ მაქვს სამსახური, კორპორატიული დაზღვევა ვიხდი იქიდან სახელმწიფო რაღაში დამაფინანსებს ხოო?
თუ მაინც გაფინანსებს?

მოკლედ დაზღვევას ვაგრძელებ, ანალიზებში უკვე ამოვწურე 700 ლარი და ეხლა კარგი პაკეტი მინდა ავიღო და მაგიტომ ვმარჩიელობ ამდენს smile.gif

არ ვითხოვ კაცო დამაფინანსონთქო რა ნამუსმა უნდა გამიშვას smile.gif


Posted by: chuta 14 Mar 2014, 18:11
garfield1
ანუ მუშაობის ხანგრძლივობას არ აქვს მნიშვნელობა?

Posted by: Splash 14 Mar 2014, 18:12
Pink_ Panther
არამგონია. ან კერძო დაზღვევა უნდა გქონეს ან სახელმწიფო. ორივეთი ვერ ისარგებლებ.
chuta
სახელმწიფო ვაუჩერს ვგულისხმობ, რომლითაც გეკუთვნის 4 უფასო ვიზიტი და ის უნდა გქონდეს აღებული 13 კვირამდე. რაც შეეხება სახელმწიფო დახმარებას, თუ აღებული გაქვს ეს ვაუჩერი (საყოველთაო დაზღვევა სხვაა. მე მაგალითად, კერძო დაზღვევა მაქვს, მაგრამ სახელმწიფო ვაუჩერი ავირე მაინც, რომ დავმდგარიყავი აღრიცხვაზე, რომლის ფარგლებში 4 უფასო ვიზი მაქვს) და დაიწყებ მუშაობას, დეკრეტულის ფურცელს რომ მოგცემს ექიმი ბოლო ვიზიტზე, იმას მიუტან სამსახურში ბუღალტერს ან ფინანსურ მენეჯერს და ჩაგირიცხავნე მაგ თანხას.

Posted by: garfield1 14 Mar 2014, 18:13
chuta
იცი რა ქენი ? ბრძანება გააკეთებინე რომ ვთქვათ მუშაობ ერთი წელია და ზოგადად ჩააწერინე რომ ხელფასი გაქვს ვთქვათ 400 ლარი, იქ მაგას არავინ შეამოწმებს რამდენი თვეა რაც გერიცხება და ასე შემდეგ. ამიტომ პრობლემა არ იქნება და ჩაგირიცხავენ მარტივად .

Splash
QUOTE
სახელმწიფო ვაუჩერს ვგულისხმობ, რომლითაც გეკუთვნის 4 უფასო ვიზიტი და ის უნდა გქონდეს აღებული 13 კვირამდე. რაც შეეხება სახელმწიფო დახმარებას, თუ აღებული გაქვს ეს ვაუჩერი (საყოველთაო დაზღვევა სხვაა. მე მაგალითად, კერძო დაზღვევა მაქვს, მაგრამ სახელმწიფო ვაუჩერი ავირე მაინც, რომ დავმდგარიყავი აღრიცხვაზე, რომლის ფარგლებში 4 უფასო ვიზი მაქვს) და დაიწყებ მუშაობას, დეკრეტულის ფურცელს რომ მოგცემს ექიმი ბოლო ვიზიტზე, იმას მიუტან სამსახურში ბუღალტერს ან ფინანსურ მენეჯერს და ჩაგირიცხავნე მაგ თანხას

არაა ეს ინფორმაცია სწორი, ვიღაცამ შეცდომით გითხრა და შენც შეცდომაში შეგყავს ხალხი. სულ არ მქონია ეგ ვაუჩერი , მაგრამ გადასარევად ავიღე დეკრეტულის თანხა

Posted by: chuta 14 Mar 2014, 18:17
garfield1

ისტორიაში რომ გამიხსნა ექიმმა იქ რომ ჩამიწერა სტაჟირება, ეხლა ხო ვერ გადაასწორებს? sad.gif თუ შეიძლება ეგეც?

Posted by: Splash 14 Mar 2014, 18:18
garfield1
კავშირში კი არა, პირდაპირ კავშირშია. თუ არ დგახარ მაგ აღიცხვაზე, სახელმწიფო თანხას არ მოგცემს. არანაირი შეცდომა. ლოგიკურია, თუ აღრიცხვაზე არ დგახარ, სახელმწიფო როგორ განსაზრვრავს მაგას და მოგცემს თანხას? გარდა ამისა, დეკრეტულის ფურცელსაც გაძლევს ის ექიმი. მე პირადად წინა ორსულობაზე მაგის გამო დავდექი აღრიცხვაზე, თორე სულ არ მჭირდებოდა. ულიმიტო 100%იანი მქონდა კერძო დაზღვევა. მაგ უფასო ვიზიტებზე 10 ლარს ვჩუქნიდი ექიმს და ფორმალურად მივდიოდი. 1505 ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზია და დარეკეთ.

Unitended
რა თქმა უნდა, უნდა იყო დაზღვეული მაგ პროგრამით, რომ სახელმწიფომ აგინაზღაუროს. თუ კერძო დაზღვევა გაქვს, მაშინ ის გადაგიხდის.

Posted by: garfield1 14 Mar 2014, 18:21
Splash
ქართულად დავწერე მგონი რომ არ მქონია ვაუჩერი. დაზღვევა მქონდა კერძო და ისე დავდიოდი ექიმთან. დეკრეტულის ფული ავიღე მშვენივრად. არამარტო მე,ჩემმა უამრავმა მეგობარმა და თანამშრომელმაც.
დეკრეტულის მწვანე ფურცელი მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტია და ჰაერზე არ გასცემენ ექიმები და კლინიკები და ეგ სრულიად საკმარისია !
chuta
კი მაშინ სტაჟირებაზე იყავი და მერე დაიწყე მუშაობა,რა პრობლემაა

Posted by: chuta 14 Mar 2014, 18:23
garfield1
მადლობა 2kiss.gif

Posted by: Splash 14 Mar 2014, 18:28
garfield1
მე რაც მითხრეს და გავაკეთე, მეც გასაგებად დავწერე. ვისაც როგორ უნდა ისე მოიქცეს. ვცადე ადამიანისთვის ინფორმაციის მიწოდება, რაც მე პირადად ვიცი. თითქმის ყველა დგება ამ აღრიცხვაზე, ვისაც კერძო დაზღვევა აქვს, რომ თანხა მიიღოს. ყველაზე კომპეტენტურია ჯანდაცვის სამინისტრო. ვისაც გაინტერესებთ დარეკეთ 1505 ცხელი ხაზია და იქ გეტყვიან ყველაფერს სწორად.
* * *
garfield1
ახლა დავრეკე და მითხრეს, რომ აუცილებელი არ ყოფილა. ეტყობა მე თავის დროზე არასწორად მითხრეს და იქით ვხარჯავდი თანხებს, თორე სულ არ მჭირდებოდა ეგ უფასო ვიზიტები.

Posted by: garfield1 14 Mar 2014, 18:37
Splash
უკვე სათვალავი მაქვს არეული იმდენჯერ და იმდენი თანამშრომლისთვის მაქვს ჩაბარებული დეკრეტულის საბუთები სხვადასხვა დროს. მცხეთაშიც,თბილისშიც და გარდაბანშიც. მოთხოვნილი დოკუმენტაციის სიაში მაგ ვაუჩერს ვერ ნახავ. სოცში არავინ ითხოვს მაგას . ბუღალტერმა თუ მოგთხოვა ეგ,უნდა მიუტანო და დაახიო თავზე,.
ჩემ დას საერთოდ სამშობიაროში მისცეს ეგ მწვანე ფურცელი,არც ვაუჩერი მოუთხოვიათ და არაფერი საერთოდ.

Posted by: Pink_ Panther 14 Mar 2014, 19:28
Unitended
QUOTE
1000 ლარი და 8 თვის ხელფასი (ჩემ შემთხვევაში)


ოჰო up.gif

კერძო რო გაქვს, სახელმწიფოს ანაზღაურება აღარ გეხება.
ასეთი ინფორმაცია მქონდა აქამდე და ახლა უკვე ვეღარ გავიგე.
კერძო თუ 500-ზე მეტი ლიმიტითაა, უნდა აიღო რათქმაუნდა.
თუ აღმოჩნდა რო სახელმწიფოც გაფინანსებს ხო კაი, თუ არადა
500- ზე მეტი მაინც გექნება კერძოზე.

Splash

მეც ასე ვიცი. მაგრამ ძაან მიმტკიცებდა ჩემი თანამშრომელი.
თითონაც ორსულადაა.
ხოდა იქნება შეიცვალა რამეთქო.

Posted by: garfield1 14 Mar 2014, 20:34
Pink_ Panther
თუ კერძო დაზღვევის ლიმიტი გაქვს გახარჯული და არ გყოფნის, მგონი რაღაც განცხადება უნდა დაწერო და დაგიფინანსებენო, რაღაც მასეთს მოვკარი ყური და არ ვიცი ზუსტად.

ვაუჩერზე კიდე დავწერე ზემოთ, მინიმუმ 10ჯერ მაინც მაქვს საბუთები სოცში ჩაბარებული და არავის მოუთხოვია, უბრალოდ აწვალებენ ამ ორსულებს უცოდინარი ხალხი და ეგაა სულ .

Posted by: ane mekeshi 16 Mar 2014, 11:55
Unitended
QUOTE
1000 ლარი და 8 თვის ხელფასი (ჩემ შემთხვევაში) კი ვიცი 


რა მაგარია!
სახელმწიფო სამსახურში ხარ თუ კერძოში?
მე კერძოში ვარ და 8 თვის კი არა, არცერთი თვისას არ მომცემენ ზედმეტს, აზრიც არა აქვს მოთხოვნას...


Posted by: Tess 24 Mar 2014, 11:19
გამარჯობა გოგონებო

ვინმემ თუ იცით ვაუჩერი რა უფასო კვლევებს უთვალისწინებს ვადების მიხედვით
ეგ ინფო დევს სადმე?

თუ დამაკვალიანებთ უღრმესი მადლობა.

მაინტერესებს 13 კვირამდე ეხო თუ მეკუთვნის უფასოდ smile.gif

Posted by: marguerite 24 Mar 2014, 11:26
garfield1
და თუ არ ხარ აღრიცხვაზე და არ გაქვს დეკრეტულის ბიულეტენი, რის საფუძველზე იღებ სახელმწიფოს თანხას?


თუ კერძო ლკლინიკა გაძლევს ამ დროს ბიულეტენს?

Posted by: enigm-A 24 Mar 2014, 11:44
Tess

13კვირაზე ეხო არაა, 18-20 კვირაზე შეგიძლია უფასო ეხო გაიკეთო

Posted by: garfield1 24 Mar 2014, 12:05
marguerite
აღრიცხვა არაფერ შუაშია, ბოლოს დეკრეტული უნდა გამოგიწეროს გინეკოლოგმა და მაგას აღრიცხვის ვაუჩერის გარეშეც გააკეთებენ .
სადაც დადიხარ კონსულტაციაზე იქ, ან სადაც იმშობიარებ.
ჩემ დას იმედის კლინიკაში მისცეს გამოწერის დღეს . მწვანე ფურცელი რომაა, მაგას ვგულისხმობ.

აღრიცხვის ვაუჩერი მართლა არაფერ შუაშია , უამრავჯერ მაქვს ჩაბარებული დეკრეტულის მოთხოვნაზე საბუთები და სავალდებულო დოკუმენტაციის ჩამონათვალში არსად არ წერია რომ სახელმწიფო ვაუჩერი წარადგინეთო.

Posted by: marguerite 24 Mar 2014, 12:23
garfield1
ძალიან კარგი, დავზოგავ დროს და გვიმარტივებ საქმეს.

როცა ვიქნები ორსულად biggrin.gif

პირველ ორსულობაზე აღრიცხვის და პატრონაჟი ექიმი ერთი და იგივე მყავდა და ზოგიერტი ვიზიტი უფასო მქონდა და ზოგს დაზღვევა მიხდიდა.
ნუ, მაშინ ვაუჩერი არც არსებობდა, პირდაპირ დებოდი აღრიცხვაზე და 4 უფასო ვიზიტი გქონდა.
* * *
დასკვნა: საჭიროა არა ვაუჩერი, არამედ დეკრეტულის ბიულეტენი, რომელსაც გასცემს როგორც ნებისმიერი გინეკოლოგი, ასევე სამშობიარო.


----------------------

Posted by: Tess 24 Mar 2014, 14:55
enigm-A
მადლობა smile.gif .

Posted by: Teo-Teo21 27 Mar 2014, 14:18
მოგესალმებით ღიპუცებო smile.gif გუშინ აღრიცხვაზე დავდექი ერთ-ერთ პოლიკლინიკაში ვაუჩერის გამო, თორემ კონსულტაციებისთვის სხვა ექიმი მყავს შეგულებული და იმ 4 უფასო ვიზიტის გულისთვის, რაც გვეკუთვნის. პირველივე მისვლაზე გინეკოლოგის ვიზიტის საფასური გადამახდევინეს, მომცეს ფორმა 100 და გამაგზავნეს სოც,სააგენტოში ვაუჩერის ასაღებად. რატომღაც იმედი მქონდა, რომ ეს ვიზიტი უფასო იქნებოდა, ექთანს რომ ვკითხე უფასო ვიზიტები ხომ მეკუთვნისთქო, კი, კი , როგორ არა 18-20 კვირის ვადაზეო (7 კვირის ვარ) ups.gif თვალები შუბლზე ამივიდა, ეგ ხომ მეორე ვიზიტია?! ექიმი დაკავებული იყო და ვეღარაფერი ვკითხე. გოგოებო, არ დაიზაროთ, მომწერეთ თქვენს შემთხვევაში როგორ მოხდა: პირველივე ვიზიტზე გადაგახდევინეს? ვაუცერი ხვალ უნდა ავიღო და მივუტანო, მაგრამ ექიმის მიმართვის გარეშე ხომ არავინ მომცემდა?!

Posted by: Nanuuu 27 Mar 2014, 14:41
Teo-Teo21
პირველ ვიზიტზე ყველას ახდევინებენ მე მგონი. იმიტო რო ფორმა 100 ხო უნდა მოგცეს? ანუ ხო მოგემსახურა, არადა ჯერ ხო ვაუჩერი არ გაქვს?
ხოდა როგორ შეიძლება ესეთი მნიშვნელოვანი კონსულტაცია უფასო იყოს! biggrin.gif

Posted by: marguerite 27 Mar 2014, 14:45
Teo-Teo21
წესით და რიგით, ხვალ რომ მიიტან ვაუჩერს, უნდა ჩაგიტარდეს შემდეგი მომსახურება:
- მეან-გინეკოლოგის კონსულტცია
- თერაპევტის კონსულტაცია
- სისხლის საერთო ანალიზი
- შარდის საერთო ანალიზი
- სიფილისის დიაგნოსტიკა სწრაფი/მარტივი მეთოდით
- B ჰეპატიტის დიგნოსტიკა (სისხლის შრატი/პლაზმა) სწრაფი და მარტივი მეთოდით
- აივ ანტისხეულების განსაზღვრა (სისხლის შრატი/პლაზმა) სწრაფი/მარტივი მეთოდით
- სისხლის ჯგუფისა და რეზუსის განსაზღვრა
- საშოს ნაცხის ბაქტერიოსკოპული გამოკვლევ

ეს ალბათ ვაუჩერზეც ეწერება, თუ არა და ამობეჭდე, ანახე და მოითხოვე ეს მომსახურება.

Posted by: Teo-Teo21 27 Mar 2014, 15:03
Nanuuu
yes.gif აბაა, ფაქტიურად გამოდის,რომ ფორმა 100-ის გადმოცემაში 27 ლარი გადამახდევინეს biggrin.gif

marguerite
ასეც ვაპირებ: მოვთხოვ მაგ ანალიზების აღებას smile.gif ეხლა ამოვბეჭდე სოც.სააგენტოს საიტზე გამოქვეყნებული ჩამონათვალი, რაც გვეკუთვნის და ექიმს კი არა, ექთანს უნდა ავაფარო ხვალ vik.gif


Posted by: NENE2014 27 Mar 2014, 16:48
სახელმწიფო დაზღვევის ფარგლებში როგორ ხდება ხომ არ იცით?
ფიზიოლოგიურის შემთხვევაში 500 გიფინანსდება და ჩვენებით საკეისროს შემთხვევაში 800 ხო?
და საკეისროს რომ იკეთებ ჩვენების გარეშე ამ შემთხვევაში რა ხდება ხომ არ იცით ვინმემ?

Posted by: garfield1 27 Mar 2014, 20:10
NENE2014
QUOTE
საკეისროს რომ იკეთებ ჩვენების გარეშე ამ შემთხვევაში რა ხდება ხომ არ იცით ვინმემ?

მაგ შემთხვევაში მხოლოდ 500

Posted by: NENE2014 28 Mar 2014, 10:57
garfield1
გაიხარე მადლობა smile.gif მაგასაც არაუშავს პრინციპში, სულ არაფერს კი ჯობია

Posted by: akulina 31 Mar 2014, 05:45
Nanuuu
Me ar gadamixdia forma 100 shi fuli.chem pirad ginekologtan mivitane mere vaucheri da iq davdiodi

Posted by: Splash 1 Apr 2014, 17:32
გამარჯობათ გოგოებო! თქვენი დახმარება მჭირდება. მოკლედ, ასეთი სიტუაციაა. მშობიარობა მიწევს აგვისტოში და სექტემბრის ბოლოდან მოვდივარ სამსახურიდან და ასეთ შემთხვევაში სახელმწიფო დახმარება მეკუთვნის 1000 ლარი თუ იცით? როგორც ფინანსურმა მენეჯერმა მითხრა, დეკრეტულის საბუთებში უნდა ჩაიწეროს დეკრეტიდან გამოსვლის თარიღიც, რაც სექტემბერს გაცდება, მაგრამ მშობიარობის მომენტში და მშობიარობიდან 1 თვე კიდევ ვიქნები სამსახურში.

Posted by: ruski888 3 Apr 2014, 13:37
გამარჯობათ, მეგობრებო დახმარება მჭირდება sad.gif დეკრეტულს ვაფორმებ და ეს რომ არის ორგანიზასციის წერილი (რაიონის სოციალური მომსახურების ცენტრის უფროსის სახელზე ) ამ ტექსტის შაბლონი შეგიძლიათმითხრათ რა იწერება ან რომ გამომიგზავნოთ


წინასწარ მადლობა

Posted by: free-fall 11 Apr 2014, 15:31
გამარჯობათ გოგოებო, გადავხედე მიმოწერას მაგრამ მთლად ის პასუხი ვერ ვნახე რაც მე მაინტერესებს. მოკლედ აგიხსნით სიტუაციას: ვარ 9 კვირის ორსული. დავდივარ კერძო კლინიკაში "ქართულ ამერიკულ კლინიკაში". გუშინ ვიყავი ჩემს ექიმთან კონსულტაციაზე და მან მითხრა რომ, ქალტა კონსულტაციაში უნდა დავდგე აღრიცხვაზე. როგორც გავიგე აუცილებელი არ არის აღრიცხვაზე დადგომა, მაგრამ მაქვს შემდეგი შეკითხვები: თუ არ დავდექი აღრიცხვაზე, ამინაზღაურდება თუ არა დეკრეტული. და აღრიცხვაზე დადგომის შემდეგ ის ანალიზები რაც მეკუთვნის ვაუჩერის მიხედვით, ამინაზრაურდება თუ არა ჩემს კლინიკაში?

წინასწარ მადლობა smile.gif

Posted by: nopiahopi 11 Apr 2014, 15:34
free-fall
მგონი თუ არღიცხვაზე არ იქნები, ვაუჩერს ვერ აიღებ.
მეც კერძო კლინიკაში დავდიოდი და იქვე ამიყვანეს აღრიცხვაზე 10-11 კვირაზე, არანაირ ქალთა კონსულტაციაში არ გავუგზავნივარ ..

Posted by: garfield1 11 Apr 2014, 15:39
free-fall
წინა გვერდებზე დავწერე მაგ თემასთან დაკავშირებით,დეკრეტულს იღებ შენი გინეკოლოგის,ან სამშობიაროში პალატის ექიმის მიერ დაწერილი საავადმყოფო ფურცლით,ეტყვი რომ მუშაობ და დაგიწერენ მაშინვე ,სახელმწიფო ვაუჩერი არ გჭირდება ამისთვის.

Posted by: anuuuki 12 Apr 2014, 11:36
გადავიკითხე რაღაცეები მარა პასუხი ვერ ვიპოვე, იცით რა მაინტერესებს, სახელმწიფო სამსახურში ვარ, 6 თვის ხელფასი წინასწარ მერიცხება და ეხლა გავიგე თურმე ამ ხელფასს სახელმწიფო რასაც მჩუქნის ის 1000 ლარი აკლდებაო. და თუ იცით მართალიაა?

Posted by: garfield1 12 Apr 2014, 12:39
anuuuki
კი ეგრეა გამოთვლის წესი,მაგრამ ზპგიერთი ორგანიზაცია კეთილ ნებას იჩენს და არ აკლებს მაგ თანხას

Posted by: anuuuki 12 Apr 2014, 19:38
QUOTE (garfield1 @ 12 Apr 2014, 12:39 )
anuuuki
კი ეგრეა გამოთვლის წესი,მაგრამ ზპგიერთი ორგანიზაცია კეთილ ნებას იჩენს და არ აკლებს მაგ თანხას

რაღა საჩუქარი გამოდის აბა თურმე ჩემ ხელფასს მირიცხავენ smile.gif))))))

Posted by: Keso 13 Apr 2014, 16:08
anuuuki
QUOTE
სახელმწიფო რასაც მჩუქნის


იქნებ გამარკვიოთ რა, რამეს გაძლევს სახელმჭიფო დახმარების სახით გარდა სამშობიარო თანხისა ? ვერ გავიგე, ზოგი რას ამბობს და ზოგი რას და შენ რის ჩუქებას გულისხმობ ? smile.gif)

Posted by: garfield1 13 Apr 2014, 16:09
Keso
თუ მუშაობ, შესაბამის დოკუმენტაციას წარადგენ სოც-ში და ჩაგერიცხება 1000 ლარი

Posted by: natkavip 14 Apr 2014, 11:03
გოგოებო დეკრეტულის ცნობის შევსების ინსტრუქცია ხომ არ შეცვლილა ???
ბოლოს ვინც ჩააბარეთ მომწერეთ რა

Posted by: tikk_2 14 Apr 2014, 15:01
დეკრეტულის ანაზღაურებადი შვებულება 6 თვით გაიზარდა ხო მგონი?

თუ ჯერ არ არის ძალაში შესული?

Posted by: qetquta82 14 Apr 2014, 15:15
tikk_2
კი შევიდა 2014 წლის 1 იანვრიდან smile.gif

Posted by: tikk_2 14 Apr 2014, 15:39
qetquta82

რა კარგია ძალიან გამიხარდა.

Posted by: Splash 15 Apr 2014, 13:39
free-fall
რაც ვაუჩერით უფასო კონსულტაციები და ანალიზები გეკუთვნის იმას ვერ მიიღებ, სახელმწიფო აღრიცხვაზე, ხოლო რაც შეეხება დეკრეტულის ანაზღაურებას, მაგისთვის არაა სავალდებულო აღრიცხვაზე დადგომა. მეც მასე მითხრეს ადრე და მაგის გამო დავდექი, არადა სულ არ მჭირდებოდა ისეთი ოქრო და ბრილიანტი დაზღვევა მქონდა. არც გამომიყენებია. პირიქით, რომ მივდიოდი ვიზიტებზე, იქით ვჩუქნიდი ექიმს ფულს აბსოლუტურად არაფერში :დ

Posted by: goglikaaa 15 Apr 2014, 23:16
ხვალ ბავშვი მყავს გამოსაყვანი და ვისაც ეხლახანს შეგეძინათ ბავშვი გამარკვიეთ რა ზუსტათ რა საბუთები უნდა მივიტანო და ამ სახელმწიფო დაფინანსების საბუთი უნდა მივიტანო თუ არადა და თუ კი სად უნდა ავიღო?დამეხმარეეეთთ biggrin.gif
* * *
არავინ არაფერი იცით?????????????? (((((

Posted by: ra ici rashi gamogadgeba ? 28 Apr 2014, 19:49
tikk_2

6 თვემდე კი გაიზარდა დეკრეტული, მაგრამ ჩემი ბანკი ჯიუტად მაინც 4 თვისას ანაზღაურებს.

Posted by: akulina 28 Apr 2014, 20:04
ra ici rashi gamogadgeba ?
კერძოა და მაგისი ნებაა შეუძლია სულ არ მოგცეს ესეთი წესია საქართველოში რას ვიზამთ

Posted by: ra ici rashi gamogadgeba ? 28 Apr 2014, 20:18
თან ახლა ზემოთ ინფო წავიკითხე რომ სახელმწიფოს ნაჩუქარ ათას ლარს ან მივიღებ ან არა, იმედია არ გამომიქვითავენ დეკრეტულის თანხიდან...

Posted by: akulina 28 Apr 2014, 20:21
ra ici rashi gamogadgeba ?
მე გამომიქვითეს შეთანხმებაზეა ან სრულ ხელფასს იღებ და სახელმწ არ გირიცხავს ან ეგრე:-)

Posted by: ra ici rashi gamogadgeba ? 28 Apr 2014, 20:24
აი რატომ არ უნდა დაგეგმო წინასწარ არაფერი, ოცნებაში 6 თვის ხელფასი აღებული მქონდა პლიუს ის 1000 ლარიც და ვხარჯავდი გემოზე უკვე რომ სათვალე ჩამომივარდა smile.gif))))) sad.gif(((

Posted by: akulina 28 Apr 2014, 20:33
ra ici rashi gamogadgeba ?
საქართველიში ვინ დაგაცდის უფასო კაიფს:-)

Posted by: tikk_2 29 Apr 2014, 10:53
ra ici rashi gamogadgeba ?
QUOTE
6 თვემდე კი გაიზარდა დეკრეტული, მაგრამ ჩემი ბანკი ჯიუტად მაინც 4 თვისას ანაზღაურებს.


ეგ როგორ მერე რა რომ კერძო ფირმააა? ეხლა ყველაფერი კერძოა მაშ გამოდის რომ აზრი არ აქვს კანონმდებლობას

Posted by: marguerite 29 Apr 2014, 10:55
6თვემდე გაიზარდა დეკრეტულის დრო და ანზღაურება 600-დან 1000-მდე.
კერძოს არ ეხება ეს, კერძოს არ აქვს ვალდებულება საერტოდ რამე აანაზღაუროს.

კანონმდებლობას ნამდვილად აქვს აზრი, უბრალოდ უნდა ვიცოდეთ, რას ეხება კანონი.

Posted by: tamar1586 29 Apr 2014, 10:57
tikk_2
შრომის კოდექსის მიხედვით, კერძო ფირმა არაა ვალდებული აგინაზღაუროს დეკრეტი. ანაზღაურებადი დეკრეტიო რომ წერია, ანაზღაურებაში იგულისხმება ის თანხა(1000 ლარამდე) რასაც სახელმწიფო გაძლევს.

Posted by: enigm-A 29 Apr 2014, 11:03
ra ici rashi gamogadgeba ?

რომელ ბანკში ხარ? ჩემი ბანკი 6 თვისას წინასწარ რიცხავს+ სახელმწოფი 1000 ლარს. ჩემი ტანამშრომელი გავიდა იანვარში დეკრეტში, გასვლის დღიდან მე3 დღეს ჩაერიცხა დეკრეტულის ტანხა და 2 თვის თავზე 1000 ლარი.

Posted by: Tess 29 Apr 2014, 12:23
ჩემთან 6 თვის ხელფასს -1000 რასაც სახელმწიფო გიხდის
ზედმეტი რომ არ გამოგვივიდეს ,

enigm-A
შენ უფრო კარგ ადგილას ხარ smile.gif

Posted by: ra ici rashi gamogadgeba ? 29 Apr 2014, 12:51
enigm-A

მე საქართველოს ბანკში, მხოლოდ 4 თვისას ანაზღაურებენ ... 1000 ლარზე ჯერ არ ვიცი, მაგრამ აქ ნაწერით გავარკვიე რომ შეიძლება არც ეგ შემხვდეს. შენ რომელში მუშაობ?

Posted by: tikk_2 29 Apr 2014, 14:32
ვაიმე ვერ გავიგე გამარკვიეთ რა . პირველად რომ გავედი დეკრეტში სამსახურმა 4 თვის ჩვეულებრივ ფასიანი დეკრეტული ამინაზღაურა აქედან 600 ლარი ჩემმა სამსახურმა გადარიცხა სოცში და ის თანხაა შევიდა ამ 4 თვეშიც. სახელმწიფო ახლა რა 1000 ლარს გიხდის?
ჩემი სამსახური 6 თვისას ახლა ვიცი აანაზღაურებს ფასიანს დეკრეტს მაგრამ ეს 1000 ლარი რა არის??? სახელმწიფო საერთოდ რის გადამხდელია?

Posted by: enigm-A 29 Apr 2014, 14:36
ra ici rashi gamogadgeba ?

მე კონსტანტაში

Posted by: natuluka 29 Apr 2014, 14:42
tikk_2
სამსახური კი არ რიცხავდა მაგ 600 ლარს სოცში, უმეტესობა სამსახურების ვინც დეკრეტს ანაზღაურებდა, 4 თვის ხელფასს აკლებდა მაგ 600 ლარს და გირიცხავდა ისე და მაგ 600 ლარს გირიცხავდა სახელმწიფო. ანუ შენ გამოგდიოდა სრული 4 თვე. ეხლა გამოაკლებს მაგ 1000 ლარს და ისე ჩაგირიცხავს ალბათ.
ანუ სამსახური გადაგიხდის თუ არა ეგ სახელმწიფოსთვის სულ ერთია, თვითონ გირიცხავდა ადრე 600 ლარს და ეხლა ჩაგირიცხავს 1000 ლარს. სამსახური კიდე თვითონ წყვიტავს როგორ ჩაგირიცხავს. უნდა სრულ 6 თვეს ჩაგირიცხავს, უნდა 6 თვეს გამოაკლებს 1000 ლარს , უნდა 4 თვეს მოგცემს და თუ უნდა სულ არ მოგცემს, ვალდებული არაა smile.gif

Posted by: tikk_2 29 Apr 2014, 14:46
natuluka
QUOTE
სამსახური კი არ რიცხავდა მაგ 600 ლარს სოცში, უმეტესობა სამსახურების ვინც დეკრეტს ანაზღაურებდა, 4 თვის ხელფასს აკლებდა მაგ 600 ლარს და გირიცხავდა ისე და მაგ 600 ლარს გირიცხავდა სახელმწიფო. ანუ შენ გამოგდიოდა სრული 4 თვე. ეხლა გამოაკლებს მაგ 1000 ლარს და ისე ჩაგირიცხავს ალბათ.
ანუ სამსახური გადაგიხდის თუ არა ეგ სახელმწიფოსთვის სულ ერთია, თვითონ გირიცხავდა ადრე 600 ლარს და ეხლა ჩაგირიცხავს 1000 ლარს. სამსახური კიდე თვითონ წყვიტავს როგორ ჩაგირიცხავს. უნდა სრულ 6 თვეს ჩაგირიცხავს, უნდა 6 თვეს გამოაკლებს 1000 ლარს , უნდა 4 თვეს მოგცემს და თუ უნდა სულ არ მოგცემს, ვალდებული არაა

აჰაა გასაგები მადლობა

არადა ვიცოდი სოც ფონდი რა ჯანდაბის გადამხდელია თქო და თურმე ვცდებოდი.
მადლობა. დანარჩენს სამსახურში გავარკვევ

Posted by: enigm-A 29 Apr 2014, 14:54
tikk_2

ზოგადად დეკრეტული ანაზღაურებადიო და სრული ექვსი თვის ხელფასი წინასწარ უნდა ჩაგერიცხოს და ეს 1000 ლარი სულ სხვაა არააქვს სამსახურთან კავშირი.

Posted by: akulina 29 Apr 2014, 14:57
enigm-A
აკლებს ბევრი კომპანია მე დეკრეტს-სოცის ფული დამირიცხეს ეგრევე ორ თვეში ჩამერიცხა სოც

Posted by: natuluka 29 Apr 2014, 15:02
enigm-A
ანაზღაურებად დეკრეტში მაგ 1000 ლარს გულისმობენ და არა იმას რომ სამსახურია ვალდებული რამე ჩაგირიცხოს. 1000 ლარი გამოიყვანეს 6 თვის ხელფასად smile.gif 4 თვეზე ადრე 600 ლარი იყო და გაზარდეს დეკრეტიც და დეკრეტულიც smile.gif

Posted by: tikusha 29 Apr 2014, 15:19
enigm-A
QUOTE
ზოგადად დეკრეტული ანაზღაურებადიო და სრული ექვსი თვის ხელფასი წინასწარ უნდა ჩაგერიცხოს და ეს 1000 ლარი სულ სხვაა არააქვს სამსახურთან კავშირი.

თუ არ მუშაობ, არც სახელმწიფო არ გიხდის 1000 ლარს

რა პოზიციაზე ხარ კონსტანტაში? wink.gif

Posted by: enigm-A 29 Apr 2014, 15:22
natuluka

ეგ კერძო კომპანიები ასე გულისხმობენ და თვალს გიხვევენ იმიტომ რომ მაგათ შრომის კოდექსმა მაგ საკითხში მისცა თავისუფლება. თორე დეკრეტული სხვაა და სოც.-ის თანხა სხვაა.

tikusha

თუ არ მუშაობ ხო 1000საც ვერ იღებ smile.gif

ოპერატორი ვარ

Posted by: marguerite 29 Apr 2014, 15:27
არც სახელმწიფო სტრუქტურაა მთლად გულუხვი_ ფინანსთა სამინისტროში ვმუშაობდი , მაგრამ 4 თვის ხელფასს გამოაკლეს 600 ლარი და ის დამირიცხეს.

600 სახელმწიფომ ჩარიცხა მერე.

Posted by: natuluka 29 Apr 2014, 15:58
enigm-A
ეგ 1000 სოც.თანხა არაა, დეკრეტულია. ვინც არ მუშაობს იმას არც აძლევენ

Posted by: enigm-A 29 Apr 2014, 16:10
natuluka

1505ზე დარეკე და გიპასუხებენ ზუსტად რა ქვია მაგ 1000 ლარს smile.gif სოც. დახმარებაა ეგ, მე ასე მიპასუხეს. მე პირადად სამსახური 6 თვის ხელფასს წინასწარ მირიცხავს და იმ 1000 ლარს სახელმწიფო რიცხავს 2 თვეში.

პირველ ბავშვზეც ანალოგიურად იყო. ეს გაკვეული სამსახურები არქმევენ ამ 1000 ლარს დეკრეტულს რომ მეტი არ მოსთხოვონ. მოკლედ შრომის სამინისტროში დარეკეთ და გიპასუხებენ.

Posted by: natuluka 29 Apr 2014, 16:25
enigm-A
სახელს რა მნიშვნელობა აქვს. მთავარია რომ სამსახური არაა ვალდებული რამე გადაგიხადოს. და ვინც მუშაობს იმას ანაზღაურებად დეკრეტში ეთვლება ეგ 1000 ლარი.

რომ არ ჩაგირიცხოს სამსახურმა შენ 6 თვის ხელფასი, წადი და სადაც გინდა იქ იჩივლე, მაინც ვერ მოიგებ, იმიტომ რომ სახელმწიფო და შრომის კოდექსი არ ავალდებულებს. სამსახურის კეთილი ნებაა აგინაზღაურებს თუ არა დეკრეტულს.

Posted by: tikk_2 29 Apr 2014, 16:30

enigm-A
QUOTE
მე პირადად სამსახური 6 თვის ხელფასს წინასწარ მირიცხავს და იმ 1000 ლარს სახელმწიფო რიცხავს 2 თვეში.


ანუ გამოდის რომ სახელმწიფოს მიერ გაცემულ დახმარებასტან ერთად გაძლევენ იმ კომპენსაციას რაც შენ ანაზრაურებად შვებულება/დეკრეტის პერიოდში გეკუთვნის შენი ხელფასის სრულ ოდენობას.

მემგონი ჩვენც სამსახურში 2014 წლის შინაგანაწესესში ესე გვაქვს.
* * *
natuluka
QUOTE
რომ არ ჩაგირიცხოს სამსახურმა შენ 6 თვის ხელფასი, წადი და სადაც გინდა იქ იჩივლე, მაინც ვერ მოიგებ, იმიტომ რომ სახელმწიფო და შრომის კოდექსი არ ავალდებულებს. სამსახურის კეთილი ნებაა აგინაზღაურებს თუ არა დეკრეტულს.


ეგეთი სამსახური არსებობს? ნორმალურ სამსახურს ვგულისხმობ მაინც საქართველოსი მოქმედი კანონმდებლობის გათავლისწინებით მოქმედებენ რაც არ უნდა იყოს.

Posted by: enigm-A 29 Apr 2014, 16:38
tikk_2
natuluka

ხო ნუ რათქმაუნდა სამსახურზეა დამოკიდებული ეგ, ვერც ვერავის ვერ უჩივლებ. მაგრამ ისე ზოგადად როგორც წესი ასე უნდა იყოს, მაგრამ ზოგიერთი სამსახური რადგან თავისუფლება აქვს შრომის კოდექსის მხრივ ამ საკითხში, ანაზღაურებს ნაწილს ან საერთოდ არ ანაზღაურებს.

ასე რომ მაგაზე კამათი არც ღირს smile.gif

Posted by: marguerite 29 Apr 2014, 16:41
ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება და ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულება ანაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების, აგრეთვე ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე გასაცემი ფულადი დახმარების ოდენობაა არაუმეტეს 1000 ლარისა. დამსაქმებელი და დასაქმებული შეიძლება შეთანხმდნენ დამატებით ანაზღაურებაზე.

Posted by: natuluka 29 Apr 2014, 16:46
tikk_2
კი, არსებობს და უმეტესობა ეგეთია, არ ანაზღაურებს დეკრეტულს. გაგვიმართლა იმათ ვისაც სრულ 6 თვეს გვაძლევენ.

Posted by: X-woman 29 Apr 2014, 16:54
თანაფორუმელებო,
მე გახლავართ დაქირავებული თარჯიმანი ერთ თარჯიმანთა ბიუროში. დეკრეტში გავდივარ, როცა უკვე ვეღარ შევძლებ სიარულს. ანუ მთავარია, მანამდე ჩემი შემცვლელი მოიძებნოს. პატარას ველოდები აგვისტოს ბოლოს (მაგრამ ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე, ძირითადად ჯანმრთელობის, ალბათ უფრო ადრეც, თუმცა ყველაფერი ნორმაშია დღეისდღეობით).
ჰოდა, მაინტერესებს, ეს დეკრეტის ფორმა სამსაქმებელმა უნდა მომცეს? თუ პოლიკლინიკაში გინეკოლოგი მაძლევს? რაღაც აბსურდული კითხვა გამომივიდა....

დეკრეტის ვადა რამდენია 6 თვე თუ 2 წელი? და ეს დეკრეტის ფურცელი სად უნდა წავიღო და როდის?

დიდი მადლობა ყურადღებისათვის.

Posted by: ra ici rashi gamogadgeba ? 30 Apr 2014, 18:26
X-woman

მე პირადად დღეს ავიღე დეკრეტულის ცნობა, რომელიც მომცა პირადმა გინეკოლოგმა, სადაც აღრიცხვაზე ვარ. მომწვანო ბლანკია, სადაც ეთითება სად მუშაობ და რა თანამდებობაზე. იწერება თარიღები ზუსტად როდის გადიხარ და როდის გიმთავრდება, 183 დღე გამოვიდა როგორც დავთვალე. ანუ 6 თვე. ეს ცნობა პირადობის ასლთან ერთად ეგზავნება სამსახურის ბუღალტერიას. (ნუ მე სამსახურში მივიტანე და თვითონ აგზავნიან) ცალკე გინეკოლოგი გაძლევს გაცვლა-გამოცვლის საბუთს, რომელიც უნდა წარადგინო სამშობიაროში.

საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ამ ცნობას იძლევიან ზუსტად დეკრეტში გასვლის თარიღში ან წინა დღეს, ამიტომ 2 დღით ადრე მისვლას აზრი არ აქვს

პ.ს. როგორც გავარკვიე სხვა თანამშრომლებისგან გარდა 4 თვიანი ანაზღაურებადი დეკრეტისა 2 თვეში ჩაერიცხათ სახელმწიფოს მიერ გაცემული 1000 ლარი. yes.gif

Posted by: akulina 30 Apr 2014, 19:49
X-woman
თუ მშობიარობამდე აიღებ დეკრეტულს გამოგიწერს გინეკოლოგი,მე მშობიარობის დღიდან გავედი და მომცეს სამშობიაროში

Posted by: Girl 30 Apr 2014, 20:58
დეკრეტში როდიდან შემიძLია გავიდე? რომელი კვირიდან ხომ არ იცით/. ?
და როდიდან არის სავალდებულო რომ გავიდე? ანაზღაურება რომ შემეხოს. ის 1000 ლარი. (ანუ დეკრეტში გასვლა რომ არ დავაგვიანო biggrin.gif )

Posted by: akulina 30 Apr 2014, 21:21
Girl
როცა დაგჭირდება მაშინ გახვალ

Posted by: garfield1 30 Apr 2014, 21:24
Girl
შეგიძლია მშობიარობის დღეს გახვიდე, პრობლემა არაა, მთავარია საბუთები წარადგინოს შენმა ბუღალტერმა სოცში, ისე კი ყველაზე ადრე 26 კვირიდან შეგიძლია აიღო დეკრეტული, მანამდე ბიულეტენი შეგიძლია გახსნა
X-woman
ბუღალტერი გყავთ ? ექიმი როცა თქვენ ეტყვით გამოგიწერთ იმ მწვანე ფურცელს, საავდმყოფო ფურცელი ქვია, ამას მიიტანგ ბუღალტერიაში და სხვა საბუთებთან ერთად წარადგენენ სოცში, ჩაბარებიდან მაქსიმუმ 2 თვეში ჩაირიცხება

Posted by: Girl 30 Apr 2014, 22:35
akulina
garfield1

იცით რატომ ვიძახი. ადრე როცა პირველი ბავშვი გავაჩIნე რაღაც ვადა იყო სავალდებულო მშობიარობამდე რაღაც პერიოდით ადრე უნდა გასულიყავი თორემ ვეღარ აიღებდი დეკრეტულს (ანაზღაურებას ) ეხლა აღარ ვიცი როგორაა ეგ პერიოდი და არ მინდა გამომეპაროს შეიძლება შეიცვალა ყველაფერი უკვე ..

QUOTE
მთავარია საბუთები წარადგინოს შენმა ბუღალტერმა სოცში

როდის უნდა წარადგინოს? რა საბუთები? (არ მითხრათ ბუღალტერმა თვითონ იცისო ეგ გამორიცხულია მე უნდა დავეხმარო და გავაკონტროლო მერე biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ) ასე რომ ჯობია მე ვიცოდე ყველაფერი D:D:D
* * *
QUOTE
ექიმი როცა თქვენ ეტყვით გამოგიწერთ იმ მწვანე ფურცელს, საავდმყოფო ფურცელი ქვია, ამას მიიტანგ ბუღალტერიაში და სხვა საბუთებთან ერთად წარადგენენ სოცში, ჩაბარებიდან მაქსიმუმ 2 თვეში ჩაირიცხება


ანუ ვთქვათ გადავწყვიტე გასვლა დეკრეტშI. ჯერ ვეუბნები ექიმს სადაც აღრიცხვაზე ვარ ? და მაძლევს რაღAც ფურცელს და ის მიმაქვს ბუღალტერთან? ეს არის პირველი ნაბიჯი? და მერე ბუღალტერმა რა საბუთები უნდა მომცეს რაც სოცში მივიტანო?

Posted by: garfield1 30 Apr 2014, 22:46
Girl
ეხლა ტელეფონით ვარ, ხვალ დილიდან კომპთან ვიქნები და მოგწერ დეტალურად პმში, საბუთების ელექტრონულ ვერსიასაც გადმოგიგზავნი და აგიხსნი რა უნდა ქნა
არანაირი ვადები არაა, ბავშვი სანამ 6 თვის გახდრბა, მანამდე შეგიძლია წარადგინო საბუთები
მიკლედ ხვალ მოგწერ smile.gif

Posted by: Girl 30 Apr 2014, 23:21
garfield1

ძAლიან დიდი მადლობა წინასწარ 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: natkavip 1 May 2014, 10:01
garfield1
ბოლოს როდის ჩააბარე დეკრეტულის საბუთები? ისევ ისე ივსება როგორც 600 ლარიანის შემთხვევაში ???
რამოდენიმე დღეა ვრეკავ სოცში რომ დავაზუსტო და ადგილზე არ არიან რა უბედურებაააააააა

არადა როგორ მეზარება მანდ მისვლა sad.gif

Posted by: katusha001 1 May 2014, 10:39
natkavip
მე ჩავაბარე თებერვალში, ანუ უკვე 1000 ლარი მეკუთვნოდა, ბუღალტერის იმედზე ვერ ვიქნებოდი და მეთვითონ შევავსე garfield1 ის დახმარებით biggrin.gif ნინოს გამოგზავნილი დრაფტები მგონი 600 ლარიანის იყო და იგივე მივიტანე მეც smile.gif

Posted by: natkavip 1 May 2014, 12:35
katusha001
აჰა გასაგებია ანუ 600 მაგივრად 1000- ს ჩავწერ და ეგაა smile.gif მადლობა
არ ჩაიბარებენ და მომიწევს მეორედ მიტანა smile.gif

Posted by: garfield1 1 May 2014, 12:38
natkavip
იგივეა , არ შეცვლილა არაფერი როგორც ვიცი, თუმცა ეგენი ისეთი აუტანლები არიან, ცხრაჯერ თუ არ მიგიყვანეს რაა მამული mad.gif
მე საერთოდ გამლანძღეს, მაღალი ხელფასი გქონია, რა 600 ლარს ითხოვო

Posted by: natkavip 1 May 2014, 12:41
garfield1
მაგათ ვინ ეკითხებათ , დამპლები mad.gif
იმედია უკან არ მომიბრუნებენ ,ზოგადად ისეთი უხეშები არიან,გეგონება ვალი გვაქვს მაგათი

Posted by: garfield1 1 May 2014, 12:59
Girl
აქ დავწერ რომ ყველამ ნახოს.



დასაქმებულო მომავალო დედიკოებო
ვისაც გაინტერესებთ ინფორმაცია დეკრეტულთან დაკავშირებით წაიკითხეთ ეს პოსტი, ახალი თემა რომ გაიხსნება ვეცდები პირველ პოსტში ჩავსვა ეს ყველაფერი

მოკლედ, დეკრეტში გასვლა შეგიძლიათ 26 კვირიდან (თუ არ ვცდები)
თუმცა ყველა დედა ცდილობს რომ ბოლომდე იაროს სამსახურში და დეკრეტის პერიოდი გამოიყენოს მაქსიმალურად და გაატაროს პატარასთან ერთად
დეკრეტულისთვის საჭირო საავადმყოფო ფურცელს( რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერაა გაცემული , მათ მიერვე მინიჭებული ნუმერაციით, მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტია)
გაძლევთ კონსულტაციის ექიმი, ან სამშობიაროში პალატის ექიმი, ეს საბუთი წინა თარიღით არ შეიძლება რომ გამოიწეროს, რადგან როგორც ზემოთ აღვნიშნე მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტია, ანუ გაცემის დღეს რა თარიღიცაა ის იქნება საბუთზეც .
წესით და რიგით, ეს მწვანე ფურცელი უნდა მიიტანოთ ბუღალტერთან და მან უნდა უზრუნველყოს სხვა დანარჩენი დოკუმენტაციის მომზადება და სოც-ში წარდგენა, თუმცა რადგან უმეტეს შემთხვევაში ასე არ ხდება, ბევრ ორსულს თვითონ უწევს ამ ყველაფერზე სირბილი.
ჯერ უნდა გაარკვიოთ რომელ რაიონშია რეგისტრირებული თქვენი დამსაქმებელი ორგანიზაცია, შემდეგ გაიგოთ ვინ არის ამ რაიონის სოც.განყოფილების ხელმძღვანელი და მის სახელზე უნდა მოამზადოთ შემდეგი საბუთები :
1. პირადობის მოწმობის ასლი
2.საავადმყოფო ფურცლის ასლი (უნდა შეავსოთ მეორე გვერდი სახელმწიფო კალენდრით გათვალისწინებული დასვენების დღეების შესაბამისად)
3. ცნობა ბანკიდან ანგარიშის არსებობის შესახებ, ანგარიშის ნომრის მითითებით (ზოგიერთ ბანკში უფასოა, ზოგან 10 ლარი ღირს)
4.დაფინანსების განაცხადი 3 ეგზემპლარად
5.წერილი სოც.ფონდს
6.ხელფასის ცნობა , დანიშვნის ბრძანების ნომრის და თარიღის მითითებით
7.თანდართული დოკუმენტაციის ჩამონათვალი .
საჭირო დოკუმენტების დრაფტები შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ამ ლინკიდან
http://allshares.ge/download.php?id=E151B63594

ჩემი რჩევა იქნება, ეს ყველაფერი შეავსოთ შავად, მიიტანოთ ადგილზე, შეამოწმებინოთ რომ რამე პრეტენზია არ ქონდეთ და შემდეგ უკვე გამზადებული, ბეჭედდარტყმული და ხელმოწერილი ჩააბაროთ. წესით თანხა ირიცხება წარდგენის თვის მომდევნო თვის ბოლომდე, ანუ აპრილში თუ ჩააბარეთ (სულერთია პირველი რიცხვი იქნება თუ 30), მაისის ბოლომდე უნდა ჩაგერიცხოთ .

ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ საერთოდ სხვა დოკუმენტია ორსულთა პატრონაჟისთვის გამოყოფილი სახელმწიფო ვაუჩერი, რომელითაც ორსულს 4 უფასო ვიზიტი და გარკვეული ანალიზები ეკუთვნის, ეს დოკუმენტი დეკრეტული თანხის ასაღებად არ გჭირდებათ, შეცდომაში არ შეგიყვანოთ არავინ.

გარდა ამისა, დამსაქმებელი კომპანია (კერძო კომპანიას ვგულისხმობ) ვალდებული არ არის დეკრეტის პერიოდში გადაგიხადოთ ხელფასი, ეს ყველაფერი ორმხრივი შეთანხმების შედეგად წყდება და სამწუხაროდ კერძო ორგანიზაციებსა და დასაქმებულს შორის ურთიერთობას შრომის კოდექსი არ არეგულირებს.

გისურვებთ წარმატებებს


Posted by: Girl 1 May 2014, 21:17
garfield1
QUOTE
მე საერთოდ გამლანძღეს, მაღალი ხელფასი გქონია, რა 600 ლარს ითხოვო


მოიცა ეს 600 ლარი რაღA არის. მე ვიცი რომ ეს საბუთები უნდა ჩავაბარო იმიტომ რომ მშობიარობიდან 2 თვეში გირიცხავს სახელმწიფო 1000 ლარს. არა ?? ის კიდე სხვა რამეა ? ?

Posted by: garfield1 1 May 2014, 23:32
Girl
ჩემ დროს 600 იყო, ამ წლიდან გახდა 1000

Posted by: ra ici rashi gamogadgeba ? 2 May 2014, 15:50
გოგოებო კიდევ ერთი კითხვა მაქვს. დეკრეტულისთვის საჭირო საავადმყოფო ფურცლის მიტანიდან რამდენ დღეში ირიცხება სამსახურისგან თანხა? მეგონა უცებ დამერიცხებოდა და 2 დღე გავიდა უკვე

Posted by: del desierto 2 May 2014, 15:54
QUOTE (ra ici rashi gamogadgeba ? @ 2 May 2014, 15:50 )
გოგოებო კიდევ ერთი კითხვა მაქვს. დეკრეტულისთვის საჭირო საავადმყოფო ფურცლის მიტანიდან რამდენ დღეში ირიცხება სამსახურისგან თანხა? მეგონა უცებ დამერიცხებოდა და 2 დღე გავიდა უკვე

ისე ეს მეც მაინტერესებს, ყოველ თვე რიცხავენ ისე, როგორც ჩვეულებრივად ხელფასს, თუ ერთიანად? პრინციპში, ალბათ, ესეც შეთანხმების ამბავი იქნება.

Posted by: garfield1 2 May 2014, 16:09
ra ici rashi gamogadgeba ?
del desierto

გააჩნია, ზოგი მალევე რიცხავს მთლიანს და ზოგი ყოველთვე ცალცალკე

Posted by: natkavip 2 May 2014, 16:26
გავაკეთე, ორშაბათს გავაგზავნი იმედია ჩაიბარებენ smile.gif

Posted by: taplika 2 May 2014, 23:06
გამოცდილო დედებო დამეხმარეთ რაა , ამ სამსახურში ვმუშAობ დეკემბრიდან, ხელფასიც მერიცხება დეკემბრიდან მოყოლებული, მაგრამ ხელშეკრება გამიფორმეს თვენახევრის წინ. ამას რამე მნიშვნელობა აქვს 1000ლარიანი დახმარების ჩარიცხვისას?

Posted by: მაწაკი 4 May 2014, 00:38
მოკლედ,მე არა მაქვს ხელფასი, ვარ ფიზიკური პირი, მაქვს ანგარიში ბანკში. ერთI სიტყვით თავად ვარ საკუთარი თავის ბატონ-პატრონი. შესაბამისად, დეკრეტული, ბუღალტერი და ა.შ. არ გამაჩნია. რა საბუთები მომიწევს სოც-ში წარსადგენად?

Posted by: sniferi 4 May 2014, 21:41
del desierto
ra ici rashi gamogadgeba ?
მე მაგალითად ყოველ თვე მირიცხავენ,ხელფასის დღეს

Posted by: natuluka 5 May 2014, 09:29
მაწაკი
ეგ 1000 ლარი არის მხოლოდ იმათთვით ვინც მუშაობს. ვინც არ მუშაობს იმას არ ურიცხავენ, ანუ დეკრეტულია რა.

Posted by: ra ici rashi gamogadgeba ? 5 May 2014, 14:08
5 დღეა ველოდი და დღეს თანამშრომელმა მითხრა მართლა ხელფასის დღეს ირიცხება თურმე, sad.gif თვითონაც რომ იმშობიარა 2 კვირის მერე ჩაერიცხა. არადა წინასწარ მინდოდა რაღაცეების ყიდვა

Posted by: მაწაკი 6 May 2014, 10:04
მე ვმუშაობ, კაცო, ოღონდ არა - საჯარო სამსახურში. . .

Posted by: garfield1 6 May 2014, 11:55
მაწაკი
საჯაროში მუშაობ თუ არა მაგას არ აქვს მნიშვნელობა

ეს საბუთები გჭირდება, თუ სამსახური მოგცემს ხელფასის ცნობას და დოკუმენტაციაზე ბეჭედს დაარტყამს . ჩააბარებ სოცში ამ საბუთებს და აიღებ 1000 ლარს, სხვანაირად ვერა

1. პირადობის მოწმობის ასლი
2.საავადმყოფო ფურცლის ასლი (უნდა შეავსოთ მეორე გვერდი სახელმწიფო კალენდრით გათვალისწინებული დასვენების დღეების შესაბამისად)
3. ცნობა ბანკიდან ანგარიშის არსებობის შესახებ, ანგარიშის ნომრის მითითებით (ზოგიერთ ბანკში უფასოა, ზოგან 10 ლარი ღირს)
4.დაფინანსების განაცხადი 3 ეგზემპლარად
5.წერილი სოც.ფონდს
6.ხელფასის ცნობა , დანიშვნის ბრძანების ნომრის და თარიღის მითითებით
7.თანდართული დოკუმენტაციის ჩამონათვალი .
საჭირო დოკუმენტების დრაფტები შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ამ ლინკიდან
http://allshares.ge/download.php?id=E151B63594

Posted by: Tess 8 May 2014, 12:26
garfield1
იქნებ შენ იცოდე,
დახმარება გვჭირდება.
ჩემს მეგობარს სამსახური უნაზღაურებს სრულ 6 თვეს, ბუღალტერმა უარი უთხრა 6 თვის ხელფასის ერთად ჩარიცხვაზე და მიზეზად დაუსახელა ისე რომ შეიძლება სესხად ჩაგვითვალონ და გადასახადი დააკისრონ კომპანიასო.
ჰოდა 2-2 თვეს ჩაგირიცხავთო
და რეალურია რაც უთხრა?

მადლობა წინასწარ

Posted by: natkavip 8 May 2014, 13:06
Tess
მსგავსი სისულელე არ გამიგია ,ეგ სესხად ვერანაირად ვერ ჩაითვლება. იბეგრება ჩვეულებრივ საშემოსავლოთი და თუ კომპანიას აქვს მაგის საშუალება შეიძლება ერთად ჩარიცხოს ან ყოველთვე. მაგ : ჩემს კომპანიას არ აქვს მაგის საშუალება და ყოველთვე ვურიცხავ,ხოდა რახან 2 -2 თვეს ჩაურიცხავს არც ეგაა ცუდი და შეუძლია ეგ ტყუილი დაიკიდოს biggrin.gif

პ.ს მაპატიე მე არ მეკითXებოდი და ჩავერიე smile.gif

Posted by: garfield1 8 May 2014, 13:09
natkavip
Tess
კი ეგრეა ზუსტად, თუ არ შეუძლიათ გადახდა თქვან კაცო, რა ტყუილებს იგონებენ, თან კაი როჟები რომ გამოდიან, ჩვენ კი მოგცემდით მაგრამ ...

Posted by: natkavip 8 May 2014, 13:11
QUOTE (garfield1 @ 8 May 2014, 13:09 )
natkavip
Tess
კი ეგრეა ზუსტად, თუ არ შეუძლიათ გადახდა თქვან კაცო, რა ტყუილებს იგონებენ, თან კაი როჟები რომ გამოდიან, ჩვენ კი მოგცემდით მაგრამ ...

კომპანიის პრესტიჟს უფრთხილდება ალბათ gigi.gif

Posted by: enigm-A 8 May 2014, 13:14
Tess

რა სისულელეა, მე დეკრეტში გასვლის დღიდან მე3 დღეს მერიცხება 6 თვის ხელფასი სრულად, თან ჩემი სამსახური ბანკია და რამდენი ორსულები ვართ რომ იცოდე smile.gif) აშკარად არააქვთ ფული და ატყუებენ. მაგრამ კერძო კომპანია თუა ისიც სამადლობელოა რომ 6ვე თვეს უნაზღაურებენ smile.gif

Posted by: Tess 8 May 2014, 14:26
natkavip
garfield1
enigm-A
მადლობა გოგოებო smile.gif
საკმაოდ ხელგაშლილი კომპანიაა და ვიფიქრე რამე წესი ხომ არ შეცვალესთქო კოდექსში, თან ბოლო დროს ერთ -ე რთ ბანკზეც (ვითიბიზე) გავიგე იგივე და ამიტომ დავეჭვდი

Posted by: tamuna@dato 14 May 2014, 11:26
გოგოებო მე 25 აპრილიდან გავედი შვებულებაში. ჩემი სამსახურის ბუღალტერმა როგორც ამიხსნა რომ სოციალური სამსახური მირიცხვას 1000 ლარს და ტვიტონ სამსახური დზალიან მიზერულ თანხას. ანუ გამოდის რომ "6 თვე ფასიანი შვებულება" ტყუილია რადგან 6 თვის ხელფასს არ მინაზღაურებენ სრულად. რა გამოდის ვერ ვხვდები.

Posted by: Tess 14 May 2014, 11:36
tamuna@dato
ეგ თავიდანვე არ გქონდა ნაკითXი სამსახურში? sad.gif

სამწუხაროდ კერძო დამქირავებლის კეთილ ნებაზეა
იმ 1000 ლარს დაამატებს რამეს თუ არა

ჯერ არ გავქვს ისეთი კოდექსი რომ ავალდებულებდეს სრული თანხის ჩარიცხვას facepalm.gif

Posted by: garfield1 14 May 2014, 11:36
tamuna@dato
ფასიანში 1000 ლარი იგულისხმება, დამსაქმებელი არაა ვალდებული ხელფასი გიხადოს

Posted by: ver_gamigeb 14 May 2014, 11:38
გოგოებო სახელმწიფოს 1000 ლარი არ ჩამრიცხვია და ვის მივმართო სად დავრეკო თქვენ ხომ არ იცით?

Posted by: Tess 14 May 2014, 11:39
garfield1
დეკრეტის ვადა 183 კალენდარული დღეა ხო?

Posted by: garfield1 14 May 2014, 13:21
ver_gamigeb
როდის გახვედი დეკრეტში ? ჯერ ბუღალტერს კითხე ჩააბარა თუ არა საბუთები და მერე სოცში დარეკე
Tess
კი 183 დღეა, 6 თვე ანუ

Posted by: tamuna@dato 14 May 2014, 14:35
garfield1
მე სახელმწიფო სამსახურში ვარ, ანუ 1000 ლარია ჩემი დეკრეტულიც და ხელფასიც, ნუ სულ არაფერს ამის კმაყოფილიც უნდა ვიყოთ

Posted by: garfield1 14 May 2014, 14:40
tamuna@dato
სახელმწიფო სამსახურში თუ ხარ, წესით გეკუთვნის ანაზღაურებადი დეკრეტი
ნუ მე ასე ვიცი და გაარკვიო იქნებ ეგ ამბავი

Posted by: ver_gamigeb 14 May 2014, 14:53
garfield1

თვენახევარია უკვე,
სოცის ნომ ხომ არ იცი?

ჩემმა ბუღალტერმა 5 თვე ჩამირიცხა, და მეექვსე ეგ 1000 ლარი იქნებაო biggrin.gif
ეეეჰ

Posted by: garfield1 14 May 2014, 14:54
ver_gamigeb
ხო მაგრამ გაგზავნა საბუთები ?
1505-ზე დარეკე

Posted by: ver_gamigeb 14 May 2014, 15:03
garfield1

კიო და

მადლობა

Posted by: ra ici rashi gamogadgeba ? 14 May 2014, 19:13
მოკლედ საქ. ბანკმა ვითომ მარტო 4 თვისას გირიცხავთო და ისიც მინუს 1000 ლარი ჩამირიცხეს sad.gif( სხვა ბანკებში როგორ ხდება მაგ მხრივ იცით?

Posted by: akulina 14 May 2014, 20:14
ver_gamigeb
გაჩენიდან ორ თვეში რიცხავენ

Posted by: tamuna@dato 15 May 2014, 16:30
garfield1
ცხრაჯერ ვკითხე ჩემს ბუღალტერს დიდი დაბნეული ქალია. ვერაფერში ვერ გამარკვია.სხვაგან სად შეიძლება რო გავარკვიო? ხელფასი 200 ლარი მაქვს მეტი არა და 6 თვის 1200 ხო უნდა ჩაერიცხათ? იმ სახელმწიფოს 1000 ლარის გარდა

Posted by: enigm-A 15 May 2014, 16:33
ra ici rashi gamogadgeba ?

კი, მე ვიკითხე გუშინ ზუსტად ჩემს კადრებში და დეკრეტში გასვლიდან 2 კვირის ვადაში გირიცხავთ 6 თვის ხელფასს წინასწარო და + მიგზავნიან საბუთებს სოც.-ში 1000 ლარი რომ ჩამერიცხოს 2 თვეში.

Posted by: tikk_2 15 May 2014, 16:36
tamuna@dato
QUOTE
ცხრაჯერ ვკითხე ჩემს ბუღალტერს დიდი დაბნეული ქალია. ვერაფერში ვერ გამარკვია.სხვაგან სად შეიძლება რო გავარკვიო? ხელფასი 200 ლარი მაქვს მეტი არა და 6 თვის 1200 ხო უნდა ჩაერიცხათ? იმ სახელმწიფოს 1000 ლარის გარდა


გაარკვიე აბა რამდენ თვეს გინაზღაურებს შენი კომპანია როგორც ფასიანი დეკრეტული შვებულება?

Posted by: natkavip 15 May 2014, 20:19
QUOTE (tamuna@dato @ 15 May 2014, 16:30 )
garfield1
ცხრაჯერ ვკითხე ჩემს ბუღალტერს დიდი დაბნეული ქალია. ვერაფერში ვერ გამარკვია.სხვაგან სად შეიძლება რო გავარკვიო? ხელფასი 200 ლარი მაქვს მეტი არა და 6 თვის 1200 ხო უნდა ჩაერიცხათ? იმ სახელმწიფოს 1000 ლარის გარდა

200 ლარი თუ გაქვს ხელფასი ნამდვილად იცი რომ სახელმწიფო 1000 ჩაგირიცხავს ?

ვინმემ თუ იცით დაწერეთ რა,მაინტერესებს

Posted by: akulina 15 May 2014, 20:21
natkavip
ხელფასის ოდენობას არ აქვს მნიშვნელიბა სახელმწ რიცხავს ფიქსირებულ 1000 ლარს

Posted by: natkavip 15 May 2014, 20:22
akulina
ნამდვილად იცი?? მაშინ როცა 800 ლარს იძლეოდნენ,ხელფასის რაოდენობის მიხედვით იყო

Posted by: garfield1 15 May 2014, 21:48
natkavip
200 თუ აქვს მთლიანად ჩაურიცხავენ, ანუ 1000 ლარი 6 თვეზე ხო სადღაც თვეში 150 ლარამდეა და მაგაზე ნაკლები თუა ხელფასი, მაგის მიხედვით ანაზღაურებენ და მეტი თუა 1000 ლარი ჩაერიცხება

Posted by: natuluka 16 May 2014, 09:42
akulina
ხელფასს აქვს მნიშვნელობა. თუ თვეში 100 ლარი გაქვს ხელფასი სახელმწიფო 600-ს ჩაგირიცხავს. ანუ ირიცხება 6 თვის ხელფასი, ოღონდ არაუმეტეს 1000 ლარისა. ვისაც ნაკლები გამოსდის 6 თვეში ერიცხება ხელფასი * 6-ზე

Posted by: lolita da me 21 May 2014, 10:29
ბავშვებო დეკრეტული შვებულების დროს თუ ხდება გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურება? თუ გსმენიათ მსგავი რამე? ან სად შეიძლება გავარკვიო იქნებ დამეხმაროოთ?

Posted by: tikk_2 22 May 2014, 17:31
lolita da me
QUOTE
ბავშვებო დეკრეტული შვებულების დროს თუ ხდება გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურება? თუ გსმენიათ მსგავი რამე? ან სად შეიძლება გავარკვიო იქნებ დამეხმაროოთ?


თუ ამის უფლება გაქვს შენს სამსახურში რომ შვებულებას გამოიყენებ აბა რააა.. მთავარია კანონიერად გეკუთვნოდეს.

მე რა მაინტერესებს დეკრეტული შვებულება ოფიციალურად რომელი თვიდან გვეკუთვნის ? 7 თვიდან ?

Posted by: natkavip 23 May 2014, 10:31
tikk_2
28 კვირიდან შეგიძლია გამოწერინო დეკერტული შვებულება

Posted by: teeaakkoo 23 May 2014, 10:43
გამარჯობა გოგოებო

ეხლა რა მაინტერესებს. ვიყავი დაზღვეული ალდაგში, ოღონდ გაუქმებულია დაზღვევა აგვისტოში. დღეს უნდა ავიღო ცნობა ალდაგიდან, რომ იქ აღარ ვარ დაზღვეული და უნდა მივიტანო ჯანდაცვაში, რომ ჩამრთონ საყოველთაო დაზღვევაში. იქით კვირას უნდა მივიდე ჩაჩავაში, რომ დავდგე აღრიცხვაზე. ჩაჩავაში დამჭირდება კიდევ რამე პირადობის გარდა? ან მერე ჯანდაცვაში უნდა მივიტანო რამე საბუთი ჩაჩავადან აღრიცხვაზე რომ დავდგები?

Posted by: Tess 23 May 2014, 10:46
teeaakkoo
ჩაჩAვადან გინეკოლოგი გაგატანსფორმა 100-ს, პირადობის ასლი გადაიღე კიდე და მაგას მიიტან რაღაც სოც სააგენტოში
იქიდან გამოგატანენ ვაუჩერს რომელსაც მიიტან ისევ ჩაჩავაში და ეგაა აღრიცხვაზე დადგომაც.

მე მიცკევიჩზე ვიყავი მაგ ვაუჩერისთვის მისული

Posted by: tikk_2 23 May 2014, 10:50
Tess
QUOTE
მე მიცკევიჩზე ვიყავი მაგ ვაუჩერისთვის მისული


მეც მანდ ვიყავი. თავიდან რომ მივედი გული გამისკდა იმდენი ხალხი დახვდა მერე რომ წავიკითხე ორსულებისთვის რიგი არაა საჭიროო ძაან გამიხარდა.
აუცილებლობას რომ არ წარმოადგენდეს ეგ ვაუჩერი არც არაფერში გადგება.

Posted by: teeaakkoo 23 May 2014, 10:53
Tess


მადლობაა.

სოც. სააგენტოს მდებარებობა ჩაწერის მიხედვით უნდა შევარჩიო თუ სადაც მინდა იქ მივალ?

Posted by: Picki-119 26 May 2014, 10:55
გამარჯობა
მომუშავე ორსულობაზე დედას რამე ფულად დახმარებას აძლევენ ?1000 ლარიანი დახმარება გავიგე რაღაც .....

Posted by: Mafanya 26 May 2014, 11:19
tikk_2
QUOTE
აუცილებლობას რომ არ წარმოადგენდეს ეგ ვაუჩერი არც არაფერში გადგება.


აუცილებელიც არაა. მე სულ არ ამიღია, კერძო დაზღვევით ვისარგებლე ბოლომდე და ჩვეულებრივარ ჩამერიცხა დეკრეტის ფული

Picki-119
ეგაა დეკრეტული შვებულების ანაზღაურება, სახელმწიფო რიცხავს 1000 ლარს.

Posted by: Picki-119 26 May 2014, 12:09
Mafanya
და თუ ხელფასის ჩარიცხვები არ აქვს ბოლო სამი თვე , მაგრამ ხელშეკრულება აქვს გაფორმებბული 1 წლიანი, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტი ბეჭდიანი წარადგინა სობესში, აანაზღაურებენ ?

Posted by: Tess 26 May 2014, 13:04
teeaakkoo
როგორც ვიცი მიცკევიჩზე აღება ყველას შეუძლია და თუ გინდს რაიონულადაც მიხვალ სადაც კეკუთვნის

Posted by: tik:) 12 Jun 2014, 15:53
ვინმემ თუ იცით რას ნიშნავს ფორმა N 3 ? გუშIნ ვიკითხე სოციალურში და ესე მითხრეს ეგ უნდა მოიტანო ბანკის ანგარიში და პირადობაო + დეკრეტულის მწვანე ფურცელი შEვსებული და რაღაც მეცოტავება. მითხარით რა ვინც გამოცდილი ხართ.

Posted by: garfield1 12 Jun 2014, 16:07
tik:)
http://forum.ge/?showtopic=34443723&view=findpost&p=40779070
აი ეს პოსტი ნახე, გადმოსატვირთი ფაილებიც არის, ფორმა 3-იც მათ შორის.
თუ კიდე რამე კითხვები გექნება მომწერე და გიპასუხებ smile.gif

Posted by: tikk_2 12 Jun 2014, 18:28
Picki-119
QUOTE
და თუ ხელფასის ჩარიცხვები არ აქვს ბოლო სამი თვე , მაგრამ ხელშეკრულება აქვს გაფორმებბული 1 წლიანი, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტი ბეჭდიანი წარადგინა სობესში, აანაზღაურებენ ?


და რამდენი ხანია რაც მუშაობს იმევე კომპანიაში?

Posted by: tik:) 12 Jun 2014, 18:51
QUOTE
garfield1

ეს წავიკითხე მანამდეც მარა ფორმა 3 რომელია?

Posted by: garfield1 12 Jun 2014, 19:00
tik:)
ექსელის ფაილი რომაა ეგ არის ფორმა 3

Posted by: Picki-119 12 Jun 2014, 19:18
tikk_2
აპრილიდან, და დეკემბერში პატარას ველოდებით
.,,,,,,,,,,,

Posted by: oo la la 12 Jun 2014, 19:45
----------------------------------------
შემეშალა სხვაგან ვწერდი

Posted by: tikk_2 13 Jun 2014, 11:31
Picki-119
QUOTE
აპრილიდან, და დეკემბერში პატარას ველოდებით

გამოდის რომ ორსულად იყო მუშაობა რომ დაიწყო?

მემგონი არ აანაზღაურებს ..

Posted by: garfield1 13 Jun 2014, 12:30
tikk_2
სახელმწიფო ? რატომ არ აანაზღაურებს თუ ყველა საბუთი წესრიგში იქნება

Posted by: natuluka 13 Jun 2014, 12:33
tikk_2
აანაზღაურებს მაინც

Posted by: tikk_2 13 Jun 2014, 13:15
garfield1
QUOTE
სახელმწიფო ? რატომ არ აანაზღაურებს თუ ყველა საბუთი წესრიგში იქნება

ზუსტად არ ვიცი მაგრამ ეხლა ხო რაღაც შეიცვალა. თუ ერთი წელი არ გაქვს ნამუშევარი იმავე კომპანიაში თუ რაღაც არააა?

Posted by: Picki-119 14 Jun 2014, 09:31
მოკლედ მაინც ვერ გავიგე რა , ვინმემ არიცით ზუსტად?
............

Posted by: garfield1 14 Jun 2014, 10:13
tikk_2
არა არა, ბოლო სამი თვის შესახებ გთხოვრნ ცნობას

Posted by: Pink_ Panther 23 Jun 2014, 13:20
მე რა ვერ გავიგე იცით?
მშობიარობის ანაზღაურებას სახელმწიფოც აკეთებს
ზოგზე, მიუხედავად იმისა რომ კერძო დაზღვევა აქვთ.
ეგ როგორ ხდება??
1505 ზე მითხრეს, არ ვიცით რა კრიტერიუმებითააო drug.gif

Posted by: akulina 23 Jun 2014, 13:26
Pink_ Panther
მე როგორც ვიცი მხოლოდ იმათ აფინანსებს ვისაც კერძო დაზღ არ აქვს

Posted by: garfield1 23 Jun 2014, 13:28
Pink_ Panther
akulina
თუ კერძო დაზღვევა გაქვს , თავისი სურვილით არ დაგიფინანსებენ ისე, მაგრამ თუ დაწერ განცხადებას რომ ვთქვათ დაზღვევის ლიმიტი ამომეწურა, ან არაა საკმარისი და გთხოვთ ნაწილობრივ დამიფინანსოთ, შეიძლება დააკმაყოფილონ, ანუ ამ კრიტერიუმით განსაზღვრავენ მგონი და ამიტომ ღირს რომ სცადო.

Posted by: tikk_2 23 Jun 2014, 13:36
Pink_ Panther
QUOTE
ე რა ვერ გავიგე იცით?
მშობიარობის ანაზღაურებას სახელმწიფოც აკეთებს
ზოგზე, მიუხედავად იმისა რომ კერძო დაზღვევა აქვთ.
ეგ როგორ ხდება??
1505 ზე მითხრეს, არ ვიცით რა კრიტერიუმებითააო


ეგ არამგონია მართალი იყოს.

ვისავ კორპორატიული ან კერძო დაზღვევა აქვს სახელმწიფო საერთოდ არ აფინანსებ არაფერში ის კი არა პროგრამაშიც კი არ არსებოსბს ის პიროვნება.

თუ ამონაწერს მიუტან სამინისტროში რო ეს დაზღვევა არ გიფინანსებს ორსულობის ხარჯებს ან მშობიარობას მაინც არაფერი იცვლება ამით.

თუ ბოლოდროს რამე შეიმუშავეს არ ვიცი.

Posted by: Pink_ Panther 23 Jun 2014, 13:53
akulina
garfield1
tikk_2
მეც ასე ვიცოდი და ჩემს თანამშრომელს დავცინოდი ხოლმე, მომინდომე სახელმწიფოს დაფინანსებაცთქო...


მაგრამ მართალი ყოფილა, რაოდენ არალოგიკურადაც არ უნდა ჟღერდეს.
ჩემმა ექიმმაც მითხრა, ვამშობიარე წინა კვირაში ერთი, სახელმწიფომ 500 ჩაურიცხა და დანარჩენი
კერძომ დაუფარაო.

1505ზე გამიშვა და იქ დამიდასტურეს კი, ზოგ კერძოდ დაზღვეულს ურიცხავს სახელმწიფოცო, და რომელ ზოგს, ანუ რის მიხედვით ეგ ვეღარ მითხრეს.

მე აღრიცხვაზე არ ვარ, ჩემ ექიმთან რო დავდივარ და ისტორია მაქვს ეგ მეგონა აღრიცხვა, მაგრამ თურმე
უბნის სახ პოლიკლინიკაში მივიდე და იქ დავდგე აღრიცხვაზე, დეკრეტულისტვის მჭირდება, ანუ მშობიარობამდე რო გავიდე. ხოდა ეს ხო არაა კავშირში ნეტეთქო.
მეზარება ჯანდაცვაში მისვლა, არადა სახელმწიფომაც რო ჩამირიცხოს, ვგულაობ gigi.gif
ლუქსი-შმუქსი, ჯაკუზი-მაკუზი ყველაფერში მეყოფაgigi.gif

Posted by: garfield1 23 Jun 2014, 13:55
Pink_ Panther
QUOTE
მე აღრიცხვაზე არ ვარ, ჩემ ექიმთან რო დავდივარ და ისტორია მაქვს ეგ მეგონა აღრიცხვა, მაგრამ თურმე
უბნის სახ პოლიკლინიკაში მივიდე და იქ დავდგე აღრიცხვაზე, დეკრეტულისტვის მჭირდება, ანუ მშობიარობამდე რო გავიდე. ხოდა ეს ხო არაა კავშირში ნეტეთქო.

არ გჭირდება ეგ დეკრეტულისთვის, შენი ექიმიც გამოგიწერს წესით.
მე ჯან.სახლში დავდიოდი, სულ არაა სახელმწიფო პოლიკლინიკა, მაგრამ ჩვეულებრივად დამიწერეს დეკრეტული მშობიარობამდე 1 თვით ადრე, ამიტომ არაა ეგ პრობლემა და ის სახელმწიფო ვაუჩერი არაფერში არ გჭირდება.

ლუქსის და ჯაკუზისთვის ისედაც არ დაგიმატებენ, სტანდარტულ პალატაზე თუ გაკლდება, მაგ შემთხვევაში ამატებენ როგორც ვიცი

Posted by: Pink_ Panther 23 Jun 2014, 14:02
garfield1
ჩემი დაზღვევა ყველაფერს იხდის ლიმიტის ფარგლებში, ექიმის აყვანას, ლუქსს და ა.შ.

QUOTE
სახელმწიფო ვაუჩერი არაფერში არ გჭირდება.

ვაუჩერზე არავის არაფერი უთქვამს, ალბათ იმას გულისხმობ 13 კვირამდე რო იძლევიან, ეგ არ მოუთხოვიათ.
ჩემი თანამშრომელი შეუძლოდ იყო და მაგის გამო ვერ გაუფორმდა დეკრეტი, უნდა მიხვიდე და
სახელმწიფო პოლიკლინიკაში დაფიქსირდე უბრალოდ.
ჩემმა ექიმმაც მითხრა მიდი უბნის პოლიკლინიკაში'და თუ გაგიხურეს სად იყავი აქამდეო, დაიკიდე მე გაგიშვებ მერე ჩემი
სახელით ტატიშვილში და იქ არ გეტყვიან უარსო.

Posted by: Springchild 23 Jun 2014, 16:29
გოგოებო, საავადმყოფო ფურცელში დახმარების თანხაში-ყოველი თვის გასწვრივ რომ წერია, რა უნდა ჩავწერო? 1000/6 თვეზე? და მერე საერთო დახმარების თანხაში 1000 ლარი?

Posted by: garfield1 23 Jun 2014, 16:58
Springchild
http://forum.ge/?showtopic=34443723&view=findpost&p=37525924
აი ეს ნახე, თუ რამე ვერ გაიგე საღამოს შემოვალ კომპით და მოგწერ დეტალურად

Posted by: Springchild 23 Jun 2014, 17:01
garfield1
QUOTE
აი ეს ნახე, თუ რამე ვერ გაიგე საღამოს შემოვალ კომპით და მოგწერ დეტალურად


უი, შენ გაიხარე.. როგორ არ ვძებნე, არ ამოაგდო ეს პოსტი..smile.gif

Posted by: tsirap 25 Jun 2014, 10:00
იცით რა მაინტერესებს, ორსულობის 38-39 კვირაში ექიმს შეუძლია საავადმყოფო ფურცლის გახსნა? თუ ვალდებული ხარ, გინდა არ გინდა, დეკრეტში გახვიდე?

ანუ დეკრეტი ზუსტად მშობიარობის მერე (და არა არცერთი დღით ადრე) მინდა გამოვიყენო. და ამიტომ მაინტერესებს, რაიმე შეზღუდვა ხომ არ არსებობს.

Posted by: natkavip 25 Jun 2014, 10:11
tsirap
მშობიარობის მერე შეგიძლია დააწერინო სადაც იმშობიარებ იქ,იმ რიცხვში გაგიფორმებენ რა რიცხვშიც იმშობიარებ smile.gif

Posted by: enigm-A 25 Jun 2014, 10:27
მე მაინტერესებს რა იცით, 200 დღე მეკუთვნის დეკრეტული საკეიროს გამო და ეს 200 სამუშაო დღეა თუ კალენდარული თუ იცით??

Posted by: Springchild 25 Jun 2014, 10:29
enigm-A
QUOTE
ეს 200 სამუშაო დღეა თუ კალენდარული თუ იცით??


როგორც ჩანს კალენდარული, იმიტომ რომ მე 6 თვიანი დეკრეტი 129 სამუშაო დღე გამომივიდა..

Posted by: garfield1 25 Jun 2014, 10:32
enigm-A
Springchild
200 კალენდარული დღეა , სახელმწიფო კალენდრით გათვალისწინებულ დღეებს და შაბათ-კვირებს გამოაკლებ და მიღებულ სამუშაო დღეების რაოდენობას წერ შესაბამის გრაფაში

Posted by: enigm-A 25 Jun 2014, 10:35
Springchild

ხო მეც ეგრე გამომივიდა სამუშაო დღეებით რომ დავითვალე, მაგრამ მაინც ვიკითხე smile.gif 200 დღე გამოგვივა 8 თვიანი smile.gif) ამ 200 დღეში დღესასწაულებიც ითვლება ხო ალბათ

Posted by: Springchild 25 Jun 2014, 10:45
enigm-A

კი, თუ კალენდარულია, ყველა დღე ითვლება..

QUOTE
200 დღე გამოგვივა 8 თვიანი


რა ბედნიერება იქნებოდა.. sad.gif



Posted by: enigm-A 25 Jun 2014, 10:45
garfield1

ანუ ხელფასის დათვლისას შაბათ-კვირები და უქმე დღეები აკლდება ხო სწორად გავიგე?

Posted by: Springchild 25 Jun 2014, 10:55
enigm-A
QUOTE
ანუ ხელფასის დათვლისას შაბათ-კვირები და უქმე დღეები აკლდება ხო სწორად გავიგე?


კი (პროფესორი გავხდი biggrin.gif). ჩვენს შემთხვევაში 3 უქმე დღე გამოდის: 28 აგვისტო, 14 ოქტომბერი და 23 ნოემბერი.. მაგრამ მე დეკრეტული 16 ივნისიდან გავიფორმე და 15 დეკემბრის ჩათვლით მაქვს.. ანუ ახალი წლის დღეები არ მოხვდა.. თუ შენს შემთხვევაში მოხვდება, 1 და 2 იანვარიც უნდა გამოაკლო..
მოიცადე, შენ უნდა დათვალო ეგ?

Posted by: enigm-A 25 Jun 2014, 11:10
Springchild

არა მე არ ვთვლი მაგრამ უბრალოდ მაინტერესებდა

Posted by: garfield1 25 Jun 2014, 11:43
enigm-A
Springchild
კი კი აკლდება და ისე ითვლება, ზუსტად ორი დღის წინ შევუვსე თანამშრომელს და სამი უქმე დღე გამოვიდა, ისიც 16 ივნისიდან 15 დეკემბრამდეა biggrin.gif

Posted by: Springchild 25 Jun 2014, 13:20
garfield1
QUOTE
კი კი აკლდება და ისე ითვლება, ზუსტად ორი დღის წინ შევუვსე თანამშრომელს და სამი უქმე დღე გამოვიდა, ისიც 16 ივნისიდან 15 დეკემბრამდეა


ვაშააა!! ესე იგი სწორად გავაკეთე!!! ის მაგალითი რომ დადე საავადმყოფო ფურცლის, ის ძალიან დამეხმარა! კიდევ ერთხელ მადლობა!

Posted by: enigm-A 25 Jun 2014, 13:28
garfield1
Springchild

და საავადმყოფო ფურცელს მე ვავსებ? მე ჩემმა ბუღალტერმა მითხრა საავადმყოფო ფურცელი მომიტანე და შენგან მეტი არაფერი მინდაო, და მაგას აიღებ სამშობიაროშიო.

ანდრიაზეც წავიღე სამშობიაროდან ეგ ფურცელი და მე არაფერი არ გამიკეთებია მეტი

Posted by: garfield1 25 Jun 2014, 13:28
enigm-A
არა, ბუღალტერი ავსებს წესით, მაგრამ ზოგ ბუღალტერს ხომ ეზარება , ან აზრზე არაა და მაგ შემთხვევაში თვითონ ორსულს უწევს შევსება

Posted by: Springchild 25 Jun 2014, 13:31
enigm-A

QUOTE
და საავადმყოფო ფურცელს მე ვავსებ?


არა, ბუღალტერი.. პირველ გვერდს შეგივსებს იმედი, ოღონდ წინაზე ერთი ბეჭდის დასმა დაავიწყდათ და მეორეჯერ დამჭირდა მისვლა.. ანუ, პირველ გვერდზე გვერდის თავში და ბოლოში აუცილებლად უნდა იყოს იმედის ბეჭედი.. მეორე გვერდი სულ ცარიელია და ბუღალტერმა უნდა შეგივსოს..
ახლაც იგივე დამემართა, ანუ, ექიმის ხელმოწერა 2ჯერ უნდა იყოს და მხოლოდ ერთ ადგილას იყო.. ისევ დამჭირდა მიბრუნება, კიდევ კარგი იქვე შევამჩნიე.. smile.gif სრულყოფილად ჯერ საბუთი ჩემთვის არ მოუციათ რა!

Posted by: enigm-A 25 Jun 2014, 14:46
Springchild

ანუ აუცილებლად უნდა ქონდეს პირველ გვერდზე ექიმის ორი ხელმოწერა და ორი ბეჭედი ხოო? ეხლა მანდ გაქვს ეგ საავადმყოფო ფურცელი? დამისკანერე რაა მანახეე არ მახოვს smile.gif)

Posted by: furashka 25 Jun 2014, 16:24
გოგოებო როგორ ხართ?

უკვე ველოდები პაწუკას და საბუთების მოგვარება დავიწყე. თქვენთან მაქვს რამოდენიმე შეკითხვა.

მოკლედ დეკრეტულს მიწერს ის კლინიკა, სადაც აღრიცხვაზე ვარ და ეს დეკრეტული მომაქვს სამსახურში. მაინტერესებს ამ ცნობის გარდა კიდევ თუ მჭირდება რაიმე საბუთი იმ კლინიკიდან საიდანაც ცნობას ვიღებ?

მაინტერესებს რა საბუთებია საჭირო იმისათVის რომ სახელმწიფოს მიერ დაწესებული თანხა ავიღო და სად უნდა მივიტანო ეს საბუთები?

ზოგმა თქვა მშობიარობიდან 2 დღეში ჩამირიცხეს თანხაო, ზოგმა თქვა 3 თვეშიო და რაზეა ეს დამოკიდებული?

Posted by: garfield1 25 Jun 2014, 16:27
furashka

http://forum.ge/?showtopic=34443723&f=&st=435&#entry40779070

Posted by: Springchild 25 Jun 2014, 16:27
enigm-A
QUOTE
ეხლა მანდ გაქვს ეგ საავადმყოფო ფურცელი? დამისკანერე რაა მანახეე არ მახოვს )


გოგო სახლში მაქვს.. sad.gif ხვალ თუ არ იქნება გვიანი, წამოვიღებ და დაგისკანერებ..
ექიმის 2 ხელმოწერა უნდა იყოს გვერდის ბოლოს, ერთი ცხრილში და მეორე უკვე სულ ბოლო პოზიციაა და ბეჭედი პირველი გვერდის თავში და ბოლოში..

furashka
QUOTE
მოკლედ დეკრეტულს მიწერს ის კლინიკა, სადაც აღრიცხვაზე ვარ და ეს დეკრეტული მომაქვს სამსახურში. მაინტერესებს ამ ცნობის გარდა კიდევ თუ მჭირდება რაიმე საბუთი იმ კლინიკიდან საიდანაც ცნობას ვიღებ?


თუ ნორმალური ბუღალტერი გყავს, ჩემისგან განსხვავებით, მეტი არაფერი გჭირდება.. smile.gif
ანუ, საბუთებსაც და მათ შევსება/მიტანას სოც.სააგენტოში ბუღალტერი უზრუნველყოფს.. წესით.. smile.gif


Posted by: enigm-A 25 Jun 2014, 16:36
Springchild

არ იქნება გვიანი, 4ში მივიდვარ მაინც და ვიდზე რომ ვიცოდე რა სად როგორ რაა smile.gif

Posted by: Springchild 25 Jun 2014, 16:45
enigm-A

კაი, ხვალ წამოვიღებ და დაგისკანერებ.. smile.gif

Posted by: Pink_ Panther 25 Jun 2014, 16:51
მაპატიეთ და ეს სოც სააგენტო რა არის??
user.gif
სოციალური სააგენტო ალბათ, და ყველა უბანშია???
აქამდე არ მსმენია, საერთოდ რას წარმოადგენენ ?
და როგორ უნდა მივაგნო?

Posted by: gzaabneuli 25 Jun 2014, 16:57
garfield1
იცი რა მაინტერესებს?
მე 30 კვირის შემდეგ ჯანმრთელობის სახლში ვაპირებ სიარულს და 36 კვირაზე ხომ მომცემენ ამ მწვანე ფურცელს?

Posted by: tikk_2 25 Jun 2014, 17:02
gzaabneuli
QUOTE
მე 30 კვირის შემდეგ ჯანმრთელობის სახლში ვაპირებ სიარულს და 36 კვირაზე ხომ მომცემენ ამ მწვანე ფურცელს?


გაცვლა გამოცვლის ბარათი ტუ რაღაცა მაგას გულისხმობ? 36 კვირაზე არ აძლევენ ბოლო ვიზიტზე.? მე როგორც ვიცი

Posted by: gzaabneuli 25 Jun 2014, 17:14
QUOTE
გაცვლა გამოცვლის ბარათი ტუ რაღაცა მაგას გულისხმობ? 36 კვირაზე არ აძლევენ ბოლო ვიზიტზე.? მე როგორც ვიცი

არა გაცვლა-გამოცვლის ბარათს არ ვგულისხმობ.

მწვანე საავადმყოფო ფურცელს ვგულისხმობ. რომელიც უნდა წარვადგინო სამსახურში დეკრეტულის ანაზრაურებასტან დაკავშირებით.

Posted by: garfield1 25 Jun 2014, 17:20
gzaabneuli
კი ოღონდ ორსულთა პატრონაჟს ვინც ეწევა იმასთან უნდა იარო, ნუნუკა გელაშვილი ან ნათელა სუჯაშვილი, ეგ ორნი არიან და მოგცემენ უპრობლემოდ. ჩემი მეგობარი მანდ რეპროდუქტოლოგთან დადის და იმან ვერ დაუწერა დეკრეტული, ორსულების პროფილის არ ვარ მეო.

Posted by: tikk_2 25 Jun 2014, 17:21
gzaabneuli
QUOTE
მწვანე საავადმყოფო ფურცელს ვგულისხმობ. რომელიც უნდა წარვადგინო სამსახურში დეკრეტულის ანაზრაურებასტან დაკავშირებით.


ვახ ოგორ დამაინტერესა ტქნვენმა ამბებმა ამ დეკრეტულზე.

წესით უნდა მოგცენ, ვაუჩერით გისარგებლია ორსულობაში?

Posted by: garfield1 25 Jun 2014, 23:56
tikk_2
ვაუჩერი არ გჭირდება დეკრეტულისთვის არაფერში

Posted by: Pink_ Panther 26 Jun 2014, 00:29
tikk_2
QUOTE
მწვანე საავადმყოფო ფურცელს ვგულისხმობ. რომელიც უნდა წარვადგინო სამსახურში დეკრეტულის ანაზრაურებასტან დაკავშირებით.

ეს ვინ დაწერა არ ვიცი მაგრამ
მწვანე ფურცელი მჭირდება მე სამსახურში წრსადგენად რომ დეკრეტი ავიღო (და არა ანაზღაურებაზე)
ცოტა ადრე მინდა აღება და იმიტო თორე ამ მწვანე ფურცლუს გარეშე არ დავრჩები, სამშობიაროს ექიმი
მომცემს მშობიარობისას. ( შესაბამისად ანაზღაურებაზეც არ იქნება პრობლემა)


Posted by: garfield1 26 Jun 2014, 00:33
Pink_ Panther
ვაიმე ეხლა გავგიჟდები მართლა, მარტო მაგიტომ გთხოვენ რომ დეკრეტში გაგიშვან და მერე შენ იმტვრიე თავი საბუთებზე და ანაზღაურებაზეო ?

Posted by: Pink_ Panther 26 Jun 2014, 08:50
garfield1
QUOTE
ვაიმე ეხლა გავგიჟდები მართლა, მარტო მაგიტომ გთხოვენ რომ დეკრეტში გაგიშვა

yes.gif
ოფიციალურად რო დეკრეტი გამიფორმონ სამსახურში....

QUOTE
მერე შენ იმტვრიე თავი საბუთებზე და ანაზღაურებაზეო ?

აი აქამდე არ მივსულვარ და თუ ასე მომიწია
ვაი მე უბედურს, თითოეულ საბუთზე რამდენი უნდა ვიწვალო facepalm.gif

Posted by: tikk_2 26 Jun 2014, 09:28
garfield1
QUOTE
ვაუჩერი არ გჭირდება დეკრეტულისთვის არაფერში


საერთოდ რომ არაფერში არ გჭირდება ვიცი, მარა ხო ნახე კალტა კონსულტაციაში რა პრობლემები შეექმნა Pink_ Panther.

საჭიროა ამის აღება ალბათ.

Posted by: garfield1 26 Jun 2014, 10:10
tikk_2
გააჩნია გინეკოლოგთან სად დადიხარ. ზოგიერთი ვერ გიწერს ამ დეკრეტულის მწვანე ფურცელს და მაგ დროს ხდება საჭირო იმ ფურცლის ქალთა კონსულტაციიდან წამოღება. თორემ მეც და ბევრ აქაურ გოგოსქც სულ არ გვქონია ის ვაუჩერი, მაგრამ მავენივრად გაგვიხსნეს დეკრეტული
Pink_ Panther
ხო ცოტა წვალება მოგიწევს? მაგრამ აქ ხო დევს ყველა საბუთი და თუ რამეა დაგეხმარები, არაა პრობლემა smile.gif

Posted by: tikk_2 26 Jun 2014, 10:21
garfield1
თვიდანვე უნდა გაირკვეს სადაც დადიხარ შეძლებს დეკრეტულის გაცემას.. მეც კერძო კლინიკაში დავდივარ ვაფშე არ ვიყენებ მაგ ვაუჩერს მაგრამ ავიღე უბრალოდ ფორმალობისთვის. თავიდანვე ჩემ ექიმტან ეგ გავარკვიე ბოლოს რომ არ მემკითხავა რა გამეკეთებინა.



Posted by: tikusha 26 Jun 2014, 10:30
გოგოებო, გთხოვთ დამეხმაროთ თუ იცით

ახლობელს აინტერესებს მესამეზეა ფეხმძიმედ

უთხრეს რომ მესამეზე 500 ლარსაძლევენ აჩუქრად და + 200 ლარია თვეში 2 წლის მანძილზე

პირველზე არ მსმენია და მეორეზე მეც გამიგია ოღონდ მგონი კონკრეტულ რეგიონებშია

თუ იცით გთხოვთ გამარკვიოთ როგორააა მესამე შვილის სემთხვევაში, სოციალურად დაუცველი არაა, ცხოვრობს ქუთაისში, ამ რეგიონში აძლევენ თუ არა 2 წლის მანძილზე 200 ლარიან დახმარებას?

Posted by: gzaabneuli 26 Jun 2014, 10:39
QUOTE
წესით უნდა მოგცენ, ვაუჩერით გისარგებლია ორსულობაში?

ვაუჩერი არანაირ კავშირში არაა დეკრეტულთან.

დეკრეტულის ფურცელი ანუ საავადმყოფო ფურცელი უნდა მოგცეს იმან ვინც ორსულთა პატრონაჟს ახორციელებს.

ჩემი კლინიკა არ იძლევა ამ საავადმყოფო ფურცელს ამიტომ უნდა დავდგე აღრიცხვაზე ან ქალთა კონსულტაციაში სადაც ორსულტა პატრონაჟს ახორციელებენ ან სამშობიაროში.

Pink_ Panther
QUOTE
მწვანე ფურცელი მჭირდება მე სამსახურში წრსადგენად რომ დეკრეტი ავიღო (და არა ანაზღაურებაზე)

იმ მწვანე ფურცელს უკან აქვს " ივსება საწარმოს , დაწესებულების ბუღალტრის მიერ" რომელიც უნდა შეივსოს. მაგ: დახმარების გაანგარიშება : დახმარების ოდენობა, საშუალო დღიური ხელფასი, დახმარების თანხები და ა.შ.

სრულად თუ არ შეივსო ეს ფურცელი ისე ვინ აგინაზღაურებს დეკრეტულს.
QUOTE
საჭიროა ამის აღება ალბათ.

ეს ვაუჩერი უფასო გამოკვლევებს იძლევა და მეტს არაფერს. დეკრეტულთან კავშირი არა აქვს. მე არ ამიღია.

QUOTE
თორემ მეც და ბევრ აქაურ გოგოსქც სულ არ გვქონია ის ვაუჩერი

არ მე მაქვს.
QUOTE
თვიდანვე უნდა გაირკვეს სადაც დადიხარ შეძლებს დეკრეტულის გაცემას..

"ინ ვიტროში" დავდივარ და მითხრეს ვერ გავცემთ ამ მწვანე ფურცელსო და რა მექნა არ მევლო მანდ?
* * *
tikusha
http://www.bpn.ge/ekonomika/3376-yovel-mesame-shvilze-150-an-200-larian-dakhmarebas-ojakhebi-ori-tslis-ganmavlobashi-miigheben.html?lang=ka-GE

Posted by: garfield1 26 Jun 2014, 10:42
gzaabneuli
ხოდა ჯან.სახლში თუ აპირებ სიარულს, როცა ეტყვი მაშიმ გაგიხსნიან დეკრეტულს ? პრობლემა არაა. მე ნუნუკა გელაშვილთან დავდიოდი და ჩვეულებრივად გაძლევს საავადმყოფო ფურცელს.

Posted by: tikk_2 26 Jun 2014, 10:44
gzaabneuli
QUOTE
ინ ვიტროში" დავდივარ და მითხრეს ვერ გავცემთ ამ მწვანე ფურცელსო და რა მექნა არ მევლო მანდ?


ხო მაგრამ გამოსავალი ხო არსებობს. ასულიყავი სხვაგან აღრიცხვაზე სადაც გასცემდნენ მაგ მწვანე ფურცელს (თუნდაც ქალტა კონსულტაცია) და გევლო მანდ თუ ტავიდან იცოდი..

მე პირველ ორსულობაზე ვაკის ლეჩკომბინატში დავდიოდი და ჩემი ექიმი ვერ მომცემდა დეკრეტისთვის საჭირო დოკუმენტებს.. ამიტომ პარალელურად პლეხანოვზე რომ ქალტა კონსულტაციაა მანდ ავედი აღრიცხვაზე ..საერთოდ არ მივლია მანდ არც ვაუჩერით და რც ისე ანალიზებისთვის..მივედი და უპრობლემოდ მომცეს საჭირო დოკუმენტები რაც დეკრეტისთვის მონდოდა.

ამას ვგულისხმობდი სხვა არაფერს..

Posted by: gzaabneuli 26 Jun 2014, 10:48
QUOTE
gzaabneuli
ხოდა ჯან.სახლში თუ აპირებ სიარულს, როცა ეტყვი მაშიმ გაგიხსნიან დეკრეტულს ? პრობლემა არაა. მე ნუნუკა გელაშვილთან დავდიოდი და ჩვეულებრივად გაძლევს საავადმყოფო ფურცელს.

კი მანდ ვაპირებ 30 კვირაზე მისვლას. ნუნუკას ვფიქრობ მეც.
მადლობა რცევისთვის smile.gif


QUOTE
ხო მაგრამ გამოსავალი ხო არსებობს. ასულიყავი სხვაგან აღრიცხვაზე და გევლო მანდ თუ ტავიდან იცოდი

რატომ უნდა მევლო მანდ ვერ გავიგე. ინ-ვიტრო გავიკეთე და სადაც გავიკეთე იქ უნდა მევლო.
ორმაგად მებარებინა ანალიზები და მეკეთებინა ეხოები?

ჯერ 21 კვირის ვარ და ცეცხლი კი არ მიკიდია biggrin.gif დრო მაქვს უამრავი, დავდგები ჯან.სახლში და იქ მომცემენ საავადმყოფო ფურცელს. მაინც იქ ვიკეთებ საკეისროს.

Posted by: garfield1 26 Jun 2014, 10:53
gzaabneuli
დედებში პოსტავს ერთი გოგო, ზუსტად იმასაც ინვიტრო ქონდა გაკეთებული და 30 კვირიდან გაუშვეს უკვე ჯან.სახლში და იქვე გაიმეთა საკეისრო.

Posted by: Pink_ Panther 26 Jun 2014, 11:19
gzaabneuli
QUOTE
ვაუჩერი არანაირ კავშირში არაა დეკრეტულთან.

როგორც ასეთი, არაა კავშირში.
მაგრამ თუ ვაუჩერი აიღე ავტომატურად გულისხმობს რომ ისეთ კლინიკაში და ისეთ ექიმთან ხარ ვინც სახელმწიფო პროგრამაშია და დეკრეტულის გაცემაც შეუძლია.
თუმცა ამ ვაუჩერის აუღებლადაც შეიძლება იყო ისეთ კლინიკაში და ისეთ ექიმთან რომელიც.მოგცემს მაგ დეკრეტულს.
მაგალითად იმედის კლინიკაში რომ მევლო(ახლა გავარკვიე ყიფილა მაგ პროგრამაში)შესაბამისი პროფილის ექიმთან და თუნდაც ვაუჩერი არ ამეღო, ისე მომცემდნენ მაგ დეკრეტულის ფურცელს, ვერც გავიგებდი რომ
ამხელა პრობლემა ყოფილა თურმე უმაგისობა .



tikk_2
QUOTE
ამიტომ პარალელურად პლეხანოვზე რომ ქალტა კონსულტაციაა მანდ ავედი აღრიცხვაზე ..საერთოდ არ მივლია მანდ არც ვაუჩერით და რც ისე ანალიზებისთვის..მივედი და უპრობლემოდ მომცეს საჭირო დოკუმენტები რაც დეკრეტისთვის მონდოდა.


ბედნიერი ქალი ყოფილხარ, მე 34 კვირის რო მივედი ქალთა კონსულტაციაში, იმ შენ ექიმს თავი უნდა დაანებო და პახოდუ რაც რამე ანალიზია საჭირო ორსულისთვის(მთელი ორსულობის მანძილზე)
ყველაფერი ხელახლა უნდა გაიკეთო ჩვენს ლბორატორიაშიო drug.gif



garfield1
QUOTE
მაგრამ აქ ხო დევს ყველა საბუთი და თუ რამეა დაგეხმარები, არაა პრობლემა

2kiss.gif

Posted by: gzaabneuli 26 Jun 2014, 11:24
QUOTE
მაგრამ თუ ვაუჩერი აიღე ავტომატურად გულისხმობს რომ ისეთ კლინიკაში და ისეთ ექიმთან ხარ ვინც სახელმწიფო პროგრამაშია და დეკრეტულის გაცემაც შეუძლია.

ავტომატურად რატომ გულისხმობს? მე ამ ვაუცერს მაძლევს სოც.სააგენტო და შემდეგ მიმაქვს კლინიკაში. იქ ან იქნებიან სახ. პროგრამაში ჩართულები ან არა.
* * *
QUOTE
სოციალური სააგენტო ალბათ, და ყველა უბანშია???
აქამდე არ მსმენია, საერთოდ რას წარმოადგენენ ?
და როგორ უნდა მივაგნო?




http://ssa.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=330

Posted by: tikusha 26 Jun 2014, 11:51
gzaabneuli
ვერ ვხსნი შენს დადებულ ლინქს, დაბლოკილი მაქვს
ძალიან გთხოვ არ დაიზარო და მომწერე რა პლზ ან დააკოპირე აქ

Posted by: Pink_ Panther 26 Jun 2014, 12:00
gzaabneuli
QUOTE
ავტომატურად რატომ გულისხმობს? მე ამ ვაუცერს მაძლევს სოც.სააგენტო და შემდეგ მიმაქვს კლინიკაში. იქ ან იქნებიან სახ. პროგრამაში ჩართულები ან არა.


ხოდა ავტომატურად ხო ისეთ კლინიკაში მიიტან სადაც მოქმედებს ეგ ვაუჩერი ( ანუ ჩართულები არიან სახ.პროგრამაში) gigi.gif

მოკლედ მთავარია სახ.პროგრამაში ჩართულ კლინიკაში დადიოდე, ვაუჩერით თუ უვაუჩეროდ, არ აქვს მნიშვნელობა.

უი რა კაი ლინკი დადე, მაგრამ იმედია ჩემით წოწიალი არ მომიწევს მანდ)))

Posted by: garfield1 26 Jun 2014, 12:10
Pink_ Panther
შენ მეანის აყვანას ხო აპირებ ? 34 -36 კვირაზე ხომ უნდა მიხვიდე მეანთან და იქნებ მოგცეს იმან პირდაპირ ის მწვანე ფურცელი

Posted by: gzaabneuli 26 Jun 2014, 12:15
tikusha
ყოველ მესამე შვილზე 150 ან 200-ლარიან დახმარებას ოჯახები ორი წლის განმავლობაში მიიღებენ
12 მარტი / 2014

ყოველ მესამე შვილზე სახელმწიფოს დახმარებას გურიაში, იმერეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთში, მცხეთა-მთიანეთსა და კახეთში მცხოვრები ოჯახები მიიღებენ.

ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს თქმით, ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი, რაც დემოგრაფიას განსაზღვრავს, არის შობადობის ხელშეწყობა. შესაბამისად, აღნიშნული პროექტის ერთ-ერთი ნაწილია შობადობის ფინანსური სტიმულირება.

”ჩვენ 1-ელი ივნისიდან ყოველ მესამე და მომდევნო ბავშვზე დავიწყებთ ფინანსური დახმარების გაცემას. ეს იქნება ყოველთვიური დახმარება, რომელიც ბავშვს ორი წლის ასაკამდე გაჰყვება. მთლიანი ბიუჯეტი თავდაპირველად იქნება წელიწადში 4 მილიონი და შემდეგ - 8 მილიონი", – განაცხადა მინისტრმა.

პრემიერის ინიციატივის თანახმად, რეგიონებში, სადაც შობადობის მნიშვნელოვანი კლებაა და არ არის ბუნებრივი მატება, ყოველი მესამე, 2 წლამდე ასაკის ბავშვის მშობელი სახელმწიფოსგან ყოველთვიურ დახმარებას მიიღებს. დახმარების ოდენობა მთიან რეგიონებში - 200 ლარის, ხოლო ბარში 150 ლარის ოდენობით განისაზღვრება.



QUOTE
მოკლედ მთავარია სახ.პროგრამაში ჩართულ კლინიკაში დადიოდე, ვაუჩერით თუ უვაუჩეროდ, არ აქვს მნიშვნელობა

ხო რა smile.gif


Posted by: tikusha 26 Jun 2014, 12:18
gzaabneuli
მადლობა
და + 500 ლარით მშობიარობა ფინანსდება ხომ? და ამ 150 ლარიან დახმარებას ყველა იღებს კონკრეტულ რეგიონში მიუხედავად იმისა მუშაობს თუ არა?

Posted by: Pink_ Panther 26 Jun 2014, 12:44
garfield1
QUOTE
შენ მეანის აყვანას ხო აპირებ ? 34 -36 კვირაზე ხომ უნდა მიხვიდე მეანთან და იქნებ მოგცეს იმან პირდაპირ ის მწვანე ფურცელი


დავდექი აღრიცხვაზე იქ ბოლობოლო...
3 საათი ვიბრძოდი, იქიდან მოუგვარებლად წამომსვლელი არ ვიყავი gigi.gif



ხოდა გოგოებო ვინც ჩემს წინა პოსტებში წაიკითხეთ
რომ ზოგ კერძოდ დაზღვეულს სახელმწიფო მაინც ურიცხავს მშობიარობის ფულს, მაპატიეთ არასწორი ინფორმაციაა.

მეც მწარედ მომატყუეს gigi.gif :ძერა:

შეცდომაში შემიყვანა უამრავი ადამიანის ჩიჩინმა და
ცხელი ხაზის შტერმა ოპერატორმა))))

Posted by: gzaabneuli 26 Jun 2014, 12:51
QUOTE
gzaabneuli
მადლობა
და + 500 ლარით მშობიარობა ფინანსდება ხომ? და ამ 150 ლარიან დახმარებას ყველა იღებს კონკრეტულ რეგიონში მიუხედავად იმისა მუშაობს თუ არა?

ფიზიოლოგიური მშობიარობას აფინანსებენ 500 ლარით საკეისროს 800 ლარით ყველა მშობიარეზე.

QUOTE
რომ ზოგ კერძოდ დაზღვეულს სახელმწიფო მაინც ურიცხავს მშობიარობის ფულს, მაპატიეთ


საყოველთაო დაზღვევით მოსარგებლეებისა და იმ პირებისთვის, ვისაც სადაზღვევო პაკეტი არ აქვს, მშობიარობა უფასოა.

ისე კარგი კი იქნებოდა ორივე ერთად. yes.gif gigi.gif

Posted by: ninoko 26 Jun 2014, 22:24
ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ ვინც იცით, 2 თვეა ახალ სამსახურში გადავედი და მეკუთვნის სახელმწიფოსგან დეკრეტულის ანაზღაურება თუ არა, მანამდე ვმუშაობდი უწყვეტი სტაჯი მაქვს

Posted by: garfield1 26 Jun 2014, 22:26
ninoko
როდის გიწევს მშობიარობა ? ბოლო სამი თვის ხელფასი უნდა გქონდეს უეჭველი აღებული და გეკუთვნის მერე

Posted by: ninoko 26 Jun 2014, 22:34
ბოლო 3 თვის მაქვს აღებული ოღონდ 1 თვე სხვა სამსახურიდან გამომდის აღებული, რადგან ადრე სხვაგან ვმუშაობდი

Posted by: joop23 30 Jun 2014, 15:22
გოგოებო რაღაც ცრუ ინფორმაციაა გავრცელებული , რომ ვინც კერძო სექტორში მუშაობს არ ეკუთვნით ანაზღაურებადი დეკრეტული 6 თვე.. ჩვეულებრივად გეკუთვნით უნდა მოითხოვოტ და აუცილებლად მოგცემენ არ აქვთ უფლება რო არ მოგცენ.. შეგიძლიათ დარეკოტ ახალგაზრდთა იურისტთა ასოციაციის ცხელ ხაზზე და გაგარკვევენ ყველაფერში..
* * *
Anazgaurebashi 6 tvis xelpass vgulisxmob da Ara marto 1000lars rasac sqxelmwipovanazgaurebs..

Posted by: Splash 1 Jul 2014, 15:33
გამარჯობათ გოგოებო. მაინტერესებს, როცა მშობიარობა გიწევს აგვისტოში და სამსახურიდან მიდიხარ სექტემბერში დეკრეტულის თანხა მაინც ეკუთვნის ორსულს? თუ კი, დარჩენილი თვეების პროპორციული თუ მთლიანი თანხა?

Posted by: tikk_2 2 Jul 2014, 09:54
Splash
QUOTE
გამარჯობათ გოგოებო. მაინტერესებს, როცა მშობიარობა გიწევს აგვისტოში და სამსახურიდან მიდიხარ სექტემბერში დეკრეტულის თანხა მაინც ეკუთვნის ორსულს? თუ კი, დარჩენილი თვეების პროპორციული თუ მთლიანი თანხა?


აგვისტოს ალბათ შვებულებას იღებ და მერე მიაბავ დეკრეტულს?

Posted by: Splash 2 Jul 2014, 12:38
tikk_2
არა, აგვისტოს დასაწყისში გავდივარ უკვე დეკრეტულში და სექტემბერში სამსახური კაპუტ smile.gif ასეთ შემთხვევაში მომცემენ დეკრეტულის თანხას სრულად?

Posted by: tikk_2 2 Jul 2014, 13:12
Splash
QUOTE
არა, აგვისტოს დასაწყისში გავდივარ უკვე დეკრეტულში და სექტემბერში სამსახური კაპუტ  ასეთ შემთხვევაში მომცემენ დეკრეტულის თანხას სრულად?


1000 ლარს ალბათ აუცილებლად. მაგრამ დანარჩენი სამსახურში უნდა გაარკვიო

Posted by: Pink_ Panther 2 Jul 2014, 20:59
joop23
რა ცხელ ხაზზე?
წაკითხული მაქვს მე კანონი დასაქმების შესახებ
და როგორც მახსოვს დამსაქმებლის კეთილ ნებაზეა
რაიმეს აგინაზღაურებს თუ არა...

Posted by: tamar1586 2 Jul 2014, 21:06
არ მაღირსა ჩვენმა ბუღალტერმა ის მწვანე ფურცელი შევსებული, წაიღო და არ გამოჩენილა მას მერე,
ჰოდა, რა მაინტერესებს, ვადა ხომ არ აქვს ამ დეკრეტულის ანაზღაურებას? დავუშვათ ერთ-ორ თვეში რომ მივიტანო ის საჭირო დოკუმენტები, ხომ მაინც მომცემენ? :/ ანუ მშობიარობიდან 6 თვეში დაახლოებით, ხომ არ მეტყვიან, ადრე უნდა მოსულიყავი და აგეღოო?

Posted by: anuuuki 3 Jul 2014, 15:04
აუ ვინმემ გამარკვიეთ რა, სადმე ეწერება მარა ვერ გადავხედე ყველა გვერდს, სამსახურიდან ჩვეულებრივი ხელფასიანი დეკრეტი მაქვს დღეს დავწერე მაგრამ იმ 1000 ლარზე რა უნდა ვქნა? სად მივიდე რა მივიტანოო?? არ დამაგვიანდეს ან როდემდე უნდა მივიტანო?

Posted by: Splash 4 Jul 2014, 16:05
tikk_2
მადლობა პასუხისთვის. სამინისტროს ცხელმა ხაზმაც ეგრე მითხრა, მაგრამ მაინც მინდოდა გადამოწმება. ყველაფერი არ დაეჯერება მაგათ smile.gif

Posted by: garfield1 4 Jul 2014, 16:08
tamar1586
მშობიარობიდან 6 თვე კია თამ, მაგრამ რა ჭირს ამისთანა შეუვსებელი კარგი რა sad.gif
წესით მაგან თვითონ უნდა ჩააბაროს, მაგრამ რას გაიგებ.
გამოართვი და შეგავსებინებ ყველაფერს, მერე ბეჭდები დაგირტყას უბრალოდ და ეგ იქნება

Splash
დეკრეტულის 1000 ლარს აიღებ ჩვეულებრივად, მანამდე ხომ დასაქმებული იყავი და მერე დაბრუნდები თუ არა უკან ეგ არავის საქმე არ არის

Posted by: tamar1586 4 Jul 2014, 23:26
garfield1
QUOTE
მშობიარობიდან 6 თვე კია თამ, მაგრამ რა ჭირს ამისთანა შეუვსებელი კარგი რა

აუ, დამტანჯა რასაც ქვია, გეფიცები რა,
არ არის მუდმივად სამსახურში, მოდის ხოლმე შიგადაშიგ,
ხელფასებს ვინც გვირიცხავს იმას უნდა მივწერო რომ შეახსენოს, არ დამტოვონ მაგ ფულის გარშე თორემ მაგრად ვიჩხუბებ :/
მადლობა რომ მითხარი, სექტემბერში კი გავდივარ ისედაც სამსახურში და მე-6 თვე მაშინ იწყება, თუ მაინცდამაინც მაშინ ავაფორიაქებ უკვე სამსახურში რომ ვიქნები მაგრამ ნუ ამდენი ხანი რა უბედრურებაა რა.
მადლობა ნინო, ოქრო გოგო ხარ! 2kiss.gif

Posted by: Girl 5 Jul 2014, 00:08
anuuuki
QUOTE
აუ ვინმემ გამარკვიეთ რა, სადმე ეწერება მარა ვერ გადავხედე ყველა გვერდს, სამსახურიდან ჩვეულებრივი ხელფასიანი დეკრეტი მაქვს დღეს დავწერე მაგრამ იმ 1000 ლარზე რა უნდა ვქნა? სად მივიდე რა მივიტანოო?? არ დამაგვიანდეს ან როდემდე უნდა მივიტანო?


მე ესე მოვიქეცი: სადაც ვარ აღრიცხვაზე ანუ კონსულტაციაზე სადაც დადიხარ. იმ ექიმს ვუთხარი დეკრეტშI გავდივართქო. მომცა რაღაც შევსებული ფურცელი, მერე ამ ფურცლით ხელში ბუღალტერი ჩავისვი მანქანაშI მივიყვანე სოციალში მიცკევიჩზე (თუ ვაკე საბურთალოზე ცხოვრობ) აუხსნეს გარკვევით რა უნდა გაეკეთებინა. მერე დავადექი თავზე და რომ გამიმზადა საბუთები (ბუღალტერმა უნდა გააკეთოს ყველაფერი შენ არა) წავიღე ისევ იმ სოციალშI. და მითხრეს ვსიო ჩაგერიცხებაო. (34 კვირაში ვარ)
ნუ შეგიძLია ასეთ გადამწყვეტ ზომებს არ მიმართო და ბუღალტერი არ მიათრიო სოციალში, აკრიფე ნომერი: 1505 ცხელი ხაზია და დაალაპარაკე რომ აუხსნან რა უნდა გააკეთოს.

Posted by: garfield1 5 Jul 2014, 00:17
tamar1586
აუ მართლა უადვილესია გოგო, გამოგიგზავნი საბუთებს, შენთვითOნაც შეავსებ, ან მე შეგივსებ თU გინდა, ამდენ ხანს რომ გაწვალებს, ამ სოცშიც ძალიან დამპლები სხედან და ნერვები რატომ უნდა იშალო ტყუილად, გამოართვი და ჩააბარე შენ .
* * *
anuuuki
http://forum.ge/?showtopic=34443723&f=&st=435&#entry40779070
ეს პოსტი ნახე და გაერკვევი ყველაფერში
სამწუხაროდ ყველა ბუღალტერი ჩემნაირი არაა (რა თავმდაბალი ვარ biggrin.gif)
და ბევრ ორსულს თვითOნ უწევს იმ ოხერ სოც-ში სიარული

Posted by: tamar1586 5 Jul 2014, 00:33
garfield1
დიდი მადლობა, ნინ 2kiss.gif
წაიღო ის მწვანე ფურცელი და წავიდა biggrin.gif
მე მეგონა სჭირდებოდა რამეში თვითონ თორემ არც გავატანდი, რად მინდა მაგის შევსება, მივხვდი მეც, სამუშაო დღეების რაოდენობა არ უნდა დამეთვალა თითო თვეში?
მოიტანს იმედია, სად წავა, და მივიტან მალევე,
ჩემს დას მგონი ერთ თვეში ჩაერიცხა, არადა, ზოგისთვის რა მარტივია ცხოვრება gigi.gif

Posted by: garfield1 5 Jul 2014, 00:56
tamar1586
კი სამუშაო დღეები და საშუალო ხელფასი ითვლება.
იმას სჭირდება იმისთვის რო. საბუთებში ქონდეს, შენ სოც-ში ასლს აბარებ, ორიგინალი ბუღალტერიაში რჩება.

Posted by: oo la la 5 Jul 2014, 10:39
გოგოებო ერთი კითხვა მაქვს,
გუშინ მეგობარმა მითხრა ბავშვი რომ მამის გვარზე იყოს ხელი უნდა გქონდეთ მოწერილიო და რამდენად შეესაბამება სიმართლეს?

Posted by: garfield1 5 Jul 2014, 10:51
oo la la
არაა ეგრე, სამშობიაროში რომ ავს3ბენ საბუთებს, იქ უნდა გქონდეს ქმრის პირადობა და იქვე მოაწერინებენ განაცხადზე ხელს და აიღებთ დაბადების მოწმობას ჩვეულებრივად, მამის გვარზე იქნება

Posted by: anuuuki 6 Jul 2014, 07:36
QUOTE (garfield1 @ 5 Jul 2014, 00:17 )

anuuuki
http://forum.ge/?showtopic=34443723&f=&st=435&#entry40779070
ეს პოსტი ნახე და გაერკვევი ყველაფერში
სამწუხაროდ ყველა ბუღალტერი ჩემნაირი არაა (რა თავმდაბალი ვარ biggrin.gif)
და ბევრ ორსულს თვითOნ უწევს იმ ოხერ სოც-ში სიარული

კარგი ბუღალტერი ყოფილა ჩვენთანაც : ))))
მე გადავაგზავნი ყველაფერსო, მე არსად მისვლა არ მიწევს
მადლობა : )

Posted by: oo la la 7 Jul 2014, 12:13
garfield1
მადლობა,
კიდევ მაინტერესებს აღრიცხვაზე დადგომა ყველაზე გვიან რომელი კვირიდან შეიძLება ?

Posted by: enigm-A 8 Jul 2014, 14:29
garfield1

შენ გეცოდინება ის რაც მე მაინტერესებს smile.gif 200 დღე მეკუთვნის დეკრეტული და 16 ივლისიდან ვიღებ, როგორ დავთვალო ?? დეკრეტულის ფურცელს ვიღებ 16ში და მანამდე მაქვს სამსახურში დასაწერი განცხადება შვებულებაზე, ხოდა უნდა მივუთითო იქ.

Posted by: Splash 9 Jul 2014, 16:17
garfield1
მადლობა
oo la la
არაა საჭირო ხელმოწერა. მე არ მქონია მოწერილი ხელი და უპრობლემოდ აიღო მამამისმა ბავშვის დაბადების მოწმობა თავის გვარზე

Posted by: garfield1 9 Jul 2014, 16:45
enigm-A
16 ივლისიდან 20 იანვრის ჩათვლით იქნება წესით, იმიტომ რომ 16 იანვარი პარასკევია და არ წერენ ხოლმე პარასკევ დღეს, მერე 17-18 შაბათკვია, 19 დასვენება

Posted by: enigm-A 10 Jul 2014, 23:36
garfield1

დამითვალა ბუღალტერმა, საკეისროზე 200 დღე მეკუთვნის და 31 იანვრამდე მიწევს.

Posted by: garfield1 10 Jul 2014, 23:40
enigm-A
უი საკეისროს გამო რომ ემატება დღეები ეგ აღარ მახსოვდა .
მოგცეს უკვე ის მწვანე ფურცელი ?
ეხლა გამახსენდა, მე საკეისრო გავიკეთე მაგრამ დამატებითი დღEები არ მქონია, ჩვეულებრივად 4 თვე ეწერა იმ საბუთში
და ნეტა რატომ ?
უბრალოდ მე ისედაც ლამის ერთი თვით ადრე ვიყავი არაოფიციალურ დეკრეტში და გასვლითაც გვიან გავედი და არ გამიპროტესტებია შესაბამისად

Posted by: enigm-A 11 Jul 2014, 00:04
garfield1

16ში უნდა ავიღო, მანამდე არ მაძლევენ, ხოდა ალბათ ბოლოს ფადაწყვიტე საკეისრო თუ თავიდანვე გინდოდა? ჩემს ერთ თანამშრომელსაც 183 დღე მისცეს, საკეისრო გაიკეთა არადა.

Posted by: garfield1 11 Jul 2014, 00:05
enigm-A
ხო პრინციპში, საკეისრო კი გადაწყვეტილი მქონდა, საკუთარი სურვილით, მაგრამ ისედაც ჩვენება რა ჩაგვეწერა მაგაზე ვიფიქრეთ ერთი დღე და დეკრეტულში ვინ ჩამიწერდა ზედმეტ დღეებს

Posted by: marguerite 11 Jul 2014, 00:21
garfield1
საკეისროს მერე ავიღე მე ცალკე ბიულეტენი სამშობიაროში და ამის საფუძველზე დამიმატეს დღეები.

Posted by: მარიამი 11 Jul 2014, 10:19
ვინმემ ხომ არ იცით, უმწეოთა კატეგორიაში თუ არ ხარ, მეოთხე და მეხუთე შვილზე არაფერი გეკუთვნის?

ერთი მითხრეს, ავერსი გაძლევსო 500 ლარიან ვაუჩერს, თუ პამპერსებს თუ რაღაცას.

სხვა არაფერია?

Posted by: Transformer26 31 Jul 2014, 18:05
გოგოებო საყოველთაო დაზღვევის შემთხვევაში, ფიზიოლოგიურ მშობიარობაზე რამე საბთები უნდა მოვამზადო თუ თვითონ აგვარებენ პირადი ნომრით და ა.შ-ებით?

Posted by: kusa21 1 Aug 2014, 01:43
ჩემი ქმარი მიდის გერმანიაში და არის შანსი ვერ დაესწროს ჩემს მშობიარობას და მაინტერესეებს რა საბუთები დაგვჭირდება? თუ იცის ვინმრმ იქნებ მიპასუხოთ

Posted by: garfield1 1 Aug 2014, 07:47
kusa21
ხელი მოწერილი თუ გაქვთ , ქორწინების მოწმობა საკმარისია

Posted by: vakhmaka 1 Aug 2014, 13:56
ავიყვანე ბავშვი . ახლა 3 თვის ხდება. 1 თვეა ვარ დეკრეტში. როგორ უნდა მოვიქცე 1000 ლარი ავიღო და რა საბუთებია საჭირო. საციალურში არაფერი უთქვამთ როცა აყვანის საბუთებს ვაკეთებდით. არც მე მიკითხავს ისე ვიყავი ამ საქმეზე გადართული და ავყომატურად არ ჩამერიცხება? თავიდან უნდა მივიტამო საბუთები ისევ სოციალურში?

Posted by: GURAM 1 Aug 2014, 14:47
................................................
პარდონ user.gif

Posted by: I_am_You_are 1 Aug 2014, 14:52
გოგოებო. იქნებ დამაზუსტებინოთ ერთი საკითხი:
მოკლედ, მშოიარობა მიწევს შვებულების პერიოდში და დეკრეტში დაახლოებით ერთი თვის მერე გავდივარ
ამ შემთხვევაში დეკრეტის ფურცელი როდის უნდა ავიღო სამშობიაროში? მშობიარობის შემდეგვე და მერე როცა მინდა მივიტან ბუღალტერიაში თუ უშუალოდ დეკრეტში გასვლისას?
სამშობიაროს იურისტი ძალიან გაურკვევლად მპასუხობს, ჩემი ბუღალტერი აზრზე არ არის, და იქნებ ვინმემ ზუსტად იცოდეთ user.gif

Posted by: natuluka 1 Aug 2014, 15:00
I_am_You_are
დეკრეტის ფურცელს რომ აიღებ იმ დღიდან დაიწყება ათვლა, ამიტომ ჯობია თუ შეგიძლია დეკრეტს მიაბა შვებულება. ანუ თუ შვებულების დროს გიწევს მშობიარობა, თუ შეძლებ ჯერ დეკრეტი გამოიყენე და მერე შვებულება.

Posted by: natuluka 1 Aug 2014, 15:01
I_am_You_are
დეკრეტის ფურცელს რომ აიღებ იმ დღიდან დაიწყება ათვლა, ამიტომ ჯობია თუ შეგიძლია დეკრეტს მიაბა შვებულება. ანუ თუ შვებულების დროს გიწევს მშობიარობა, თუ შეძლებ ჯერ დეკრეტი გამოიყენე და მერე შვებულება.

Posted by: garfield1 1 Aug 2014, 15:07
vakhmaka
http://forum.ge/?showtopic=34443723&view=findpost&p=40779070
აი ეს საბუთებია, უბრალოდ დეკრეტულის მწვანე ფურცლის ნაცვლად შვილად აყვანის საბუთი გჭირდება და დანარჩენი იგივეა, 1505-ზე დარეკეთ

Posted by: I_am_You_are 1 Aug 2014, 15:36
natuluka
QUOTE
დეკრეტის ფურცელს რომ აიღებ იმ დღიდან დაიწყება ათვლა, ამიტომ ჯობია თუ შეგიძლია დეკრეტს მიაბა შვებულება. ანუ თუ შვებულების დროს გიწევს მშობიარობა, თუ შეძლებ ჯერ დეკრეტი გამოიყენე და მერე შვებულება.

მადლობა გამოხმაურებისთვის smile.gif
საქმე იმაშია, რომ მასე ვერ შევძლებ, ახლა უკვე შვებულებაში ვარ.
ეგ არ ვიცოდი, რომ ათვლა დეკრეტის ფურცლის აღებიდან იწყება. მე მეგონა, ეს დეკრეტის ფურცელი მექნებოდა და განცხადებას როცა მომინდებოდა, იმ დღიდან დავწერდი biggrin.gif
ესე იგი, გაცემის თარიღია მნიშვნელოვანი, თუ სწორად გავიგე?
და მოგვიანებით რომ ავიღო ეს დეკრეტის ფურცელი, მაგის უფლება მაქვს? ანუ მშობიარობიდან სამი კვირის მერე დაახლოებით

Posted by: natuluka 1 Aug 2014, 15:47
I_am_You_are
დეკრეტის ფურცელში რომ თარიღი გეწერება მაქედან იწყება ათვლა. განცხადებას როდის დაწერ და როდის მიიტან მერე აღარ აქვს მნიშნველობა. აი მშობიარობიდან სამი კვირის მერე რამდენად მოგცემენ მაგ ფურცელს არ ვიცი. ერთი ის ვიცი რომ მაგას ან სადაც აღნიცხვაზე ხარ იქ გაძლევენ სანამ იმშობიარებ მანამდე თუ გინდა, ან მერე სამშობიაროში მშობიარობისას. 3 კვირის მერე თარიღით მეეჭვება რომ მოგცენ, იკითხე მაინც სამშობიაროში.

Posted by: lolita da me 19 Aug 2014, 13:47
garfield1
შეგიძლია დეკრეტულის მწვანე ფურცლის მეორე მხარის ასლი დადო?

Posted by: qeetii 28 Aug 2014, 16:21
სამშობიაროში რა საბუთები უნდა მქონდეს თან, რო მივალ ხო არ იცით?

Posted by: oo la la 28 Aug 2014, 18:17
გამოცდილებო, მცოდნეებო, დამეხმარეთ,
ჩემი სადაზღვეო ბარათი მშობიარობას მიფინანსებს 500 ლარით,
მაქვს ორსულობის ვაუჩერი სახელმწიფო (აღრიცხვაზე დადგომისას რომ მაძლევენ)
ვმუშაობ კერძო კომპანიაში,

დეკრეტში მინდა გასვლა 6 თვე

სადაზღვეო გასაგებია,
ჩემი კომპანიარამდენი თვის ხელფასს გადამიხდის ?
სახელმწიფო მარტო მშობიარობას მინაზღაურებს თუ კიდევ რამეს რიცხავს?

Posted by: karabaska 28 Aug 2014, 23:24
მეც მაქვს ერთი კითხვა და ორსულობის ვაუჩერი: როგორ ხდება მშობიარობის დაფინანსება? ანუ მე რა უნდა მქონდეს თან? როგორ ხდება ეს ყველაფერი? დიდი მადლობა წინასწარ

Posted by: sopo1977 29 Aug 2014, 10:05
oo la la
სახელმწიფო მგონი 1000 ლარს რიცხავს და კომპანია მოგცემს თუ არა რამეს ეს უფროსის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. მე მომცეს.

Posted by: Picki-119 12 Sep 2014, 22:54
გამარჯობა

1000 ლარიან სახელმწიფო დახმარებაზე მაინტერესებს

1. ყველა კლინიკა გასცემს "მწვანე ბლანკს? მაგალითად "ჰერა" ?
2 როდის გასცემს მშობიარობამდე თუ მერე?
3. აუცილებელია რომ ბოლო 3 თვე ბანკში ერიცხებოდეს ხელფასი ?

Posted by: garfield1 12 Sep 2014, 23:00
Picki-119
სამშობიაროში გასცემს პალატის ექიმი მშობიარობის შემდეგ და მანამდე თუ გინდა აღრიცხვის ექიმი მოგცემს ,იმ კლინიკებში სადაც სამშობიარო განყოფილებაა ოღონდ.
ხელფასს რაც შეეხება, ბანკში ჩარიცხვა არაა აუცილებელი.
მთავარია რომ განაცემთა ინფორმაცია იყოს გაგზავნილი კომპანიის მიერ და იქ ფიქსირდებოდს შენს პირად ნომერზე შემოსავალი. სოც.სააგენტოში როგორც კი ჩააბარებ,მაშინვე ამოწმებენ ბაზაში და ხელზე იქნება აღებული თუ ბანკშო ჩარიცხული, გადამწყვეტი არაა,მთავარია დაფიქსირებული იყოს .

ისე მე მქონდა შემთხვევა, რამდენიმე თვის მიღებული თანამშრომელი გავიდა დეკრეტში და დაეჭვდნენ, ორსული რატომ მიიღეთო facepalm.gif

Posted by: Picki-119 13 Sep 2014, 17:52
garfield1

რამაგათი საქმეა დამქირავებელი ორსულს მიიღებს თუ სამსულს?!

მადლობა გაიხარე

Posted by: paradise_seeker 14 Sep 2014, 15:15
garfield1
თემას გადავხედე და ძალიან მეკომპეტენტურები ამიტომ პირდაპირ მპგმართავ))) მოკლედ ჩემი ქეისი ესეთია: პირველი ტრიმესტრი და მეორეს ნახევარი ვიმუშავე, მერე დაიხურა ის კომპანია. ახლა მერვე თვის ბოლოს დავიწყე სხვაგან მუშაობა. დეკრეტში გავდივარ გაჩენისას 3 კვირით ხელფასი საგამოცდო 1000, მერე 1200. 1 თვე და 1 კვირა გამომივა ახალ სამსახურში ნამუშევარი. გარდა ამისა სადაც აღრიცხული ვარ(ჩაჩავაში) იქ არ ვაჩენ, ჯან. სახლში მინდა. მეკუთვნის ფულები?))))))))

Posted by: garfield1 14 Sep 2014, 17:20
paradise_seeker
ჯან.სახლში რომ აჩენ სა ჩაჩავაში დადიხარ ეგ არაფერია, თუ კერძო დაზღვევა არ გაქვს, ის 500 ან 800 უეჭველი გეკუთვნის სადაც არ უნდა აჩენდე.
დეკრეტულს რაც შეეხება, არ მქონია ეგეთი შემთხვევა. წესით ბოლო სამი თვე მაინც უნდა გქონდეს ნამუშევარი,თუმცა აუცილებლად ჩააბარე საბუთები, იქნებ მაინც ჩაგირიცხონ, ამ ეტაპზე ხო მუშაობ და იქნებ არ იყოს პრობლემა.

Posted by: paradise_seeker 14 Sep 2014, 17:55
garfield1
მაიცა მაიცა)))) კერძო მაქვს ალდაგის და მგონია რომ ამინაზღაურებენ სადაც არ უნდა გავაჩინო. არა? :ს 700 ლარია მშობიარობაზე.

Posted by: garfield1 14 Sep 2014, 17:59
paradise_seeker
ალდაგის თუ გაქვს კი კაცო biggrin.gif
მე ვიგულისხმე ვისაც კერძო არ აქვს, იმათთვის ფიზიოლოგიურზე 500 და საკეისროზე 800 ლარია სახელმწიფოსგან.
ასევე თუ დიდი ხანი არაა რაც დაზღვეული ხარ, 1505 ზე დარეკე და გაიგე, შეიძლება საყოველთაოს ბაზაშიც იყო და ორივემ აგინაზღაუროს

Posted by: paradise_seeker 14 Sep 2014, 18:10
garfield1
ვაა ორივენიცა ვაბშე დამხატავდა))))) გაიხარე, მაინც დასარეკი მაქვს და ბარემ ერთად გავარკვევ *

Posted by: tikk_2 17 Sep 2014, 12:33
paradise_seeker
QUOTE
დეკრეტში გავდივარ გაჩენისას 3 კვირით ხელფასი საგამოცდო 1000,


სტაჟიორად ხო არ ხარ ჯერ? საგამოცდო პერიოდი რომ ახსენე. თუ შტატში არ ზიხარ მგონი დეკრეტულიც არ გეკუთვნის.

Posted by: gzaabneuli 17 Sep 2014, 12:57
გადავრეკე ეგრევე და მე არ ვარ ბაზაში

მომინდა ორმაგი ანაზღაურება
* * *
garfield1
მეც გკითხავ რა
ალდაგის დაზღვევა მაქვს 800 ლ ლიმიტით და 100 % და ჯან.სახლში ვიხდი და მერე მინაზღაურებს ალდაგი თუ 2000 გამოაკლებენ ეგრევე?

Posted by: garfield1 17 Sep 2014, 13:01
gzaabneuli
მე მაგალითად 2007 წლიდან კერძო დაზღვევა მაქვს უწყვეტად, უწყვეტში ვგულისხმობ 1 წლიანს,რომელიც ავტომატურად გრძელდება, შესაბამისად არც მქონია ილუზია რომ ორივეგან ვიქნებოდი.
ბოლო წლებში ვინც გააკეთა კერზო დაზღვევა, უფრო ისინი ხვდებიან ორივე სიაში


gzaabneuli
პროვაიდერია ჯან.სახლი ?
თუ პროვაიდერია, პირდაპირ განსხვავებას გადაიხდი, თუარადა გადაიხდი თანხას გამოწერის დღეს და დაგახვედრებენ გამზადებულ საბუთებს, ამას წაიღებ სადაზღვევოში და ჩაგირიცხავენ 10 სამუშაო დღის ვადაში. სტანდარტულად ასეა ხოლმე

Posted by: gzaabneuli 17 Sep 2014, 13:04
garfield1
არაა პროვაიდერი.
მადლობა :-)

Posted by: N-Economist 17 Sep 2014, 13:07
გოგოებო ვისაც ალდაგის დაზღვევა გაქვთ, თუ იცით ალდაგი ექიმის აყვანის თანხას ანაზღაურებას?

Posted by: tikk_2 17 Sep 2014, 13:10
gzaabneuli
QUOTE
არაა პროვაიდერი.


არავის პროვაიდერი არაა ჯანმრთელობის სახლი. სადაზღვეოს ვერ იტანენ. ნაღდ ფულს იხდი და მერე გინაზღაურებს სადაზღვეო.

IC-Group-ის პროვაიდერები არიან თითქმის ყველა სამშობიარო ჩვენ პაკეტში რაც გვიწერია ჯანმრთEლობის სახლის გარდა.

Posted by: garfield1 17 Sep 2014, 13:13
tikk_2
3 წლის იმშობიარა ჩემმა მეგობარმა, აისიჯგუფში იყო დაზღვეული და არ გადაუხდია არაფერი, მაშინ პროვაიდერი იყო და მერე მეც და სხვა მეგობრებმაც ყველამ გადავიხადეთ და მერე აგვიანზღაურეს .
ისე სადაზღვევოებს მგონი ვერავინ ვერ იტანს, სულ უგვიანებენ ჩარიცხვებს კლინიკებს ალბათ ეგაა მიზეზი .

Posted by: tikk_2 17 Sep 2014, 13:25
garfield1
QUOTE
3 წლის იმშობიარა ჩემმა მეგობარმა, აისიჯგუფში იყო დაზღვეული და არ გადაუხდია არაფერი, მაშინ პროვაიდერი იყო და მერე მეც და სხვა მეგობრებმაც ყველამ გადავიხადეთ და მერე აგვიანზღაურეს .
ისე სადაზღვევოებს მგონი ვერავინ ვერ იტანს, სულ უგვიანებენ ჩარიცხვებს კლინიკებს ალბათ ეგაა მიზეზი .


ალბათ ხო ეგაა მიზეზი. 5 წლის წინ მე რომ გავაჩინე მაშინ იმედი ლ-ის დაზღვევა მქონდა გეგულავა როგორც გინდოდა. თანხა არ გადამიხდია სანამ გამომწერეს ჩაურიცხეს კიდეც. ეხლა აისი გრუპის დაზღვევაზე რავიცი ჩემაა ტანამშრომემა გააჩინა შარშან და აუნაზღაურეს ბარათზე დაურიცხეს ერთ თვეში.

ახალა შემოტავაზებაში გვაქვს ლუქსი პალატა , ექიმის აყვანა +გაუტკივარება.. ყველაფერი 100 %

Posted by: Mafanya 17 Sep 2014, 14:58
tikk_2
ჩემი თანამშრომელი ხომ არ ხარ? biggrin.gif საშინელება აისის დაზღვევა, წელს გააუმჯობესეს ვითომ და ჩასვეს ლუქსი პალატა, ექიმი და გაუტკივარება, გეგონება მთელი კომპანია მშობიარობდეს. მე ალდაგის დაზღვევა მაქვს ქმრის სამსახურიდან და ერთი თეთრიც არ გადამიხდია, ჰერაში გავაჩინე და ლუქსი, ექიმის აყვანა და კვება - ისე ჩაწერეს კალკულაციაში რომ სადაზღვევოს გამოყოფა არ შეძლებოდა და მოკლედ დაჟე ბავშვის ფასიანი აცრაც ამინაზღაურეს

Posted by: natkavip 17 Sep 2014, 15:24
ირაო მაქვს მე და ვნახოთ თუ არ გამაწვალეს ისედაც ცოტა იქნება დარჩენილი smile.gif

Posted by: tikk_2 17 Sep 2014, 15:32
Mafanya
QUOTE
ჩემი თანამშრომელი ხომ არ ხარ?  საშინელება აისის დაზღვევა, წელს გააუმჯობესეს ვითომ და ჩასვეს ლუქსი პალატა, ექიმი და გაუტკივარება, გეგონება მთელი კომპანია მშობიარობდეს. მე ალდაგის დაზღვევა მაქვს ქმრის სამსახურიდან და ერთი თეთრიც არ გადამიხდია, ჰერაში გავაჩინე და ლუქსი, ექიმის აყვანა და კვება - ისე ჩაწერეს კალკულაციაში რომ სადაზღვევოს გამოყოფა არ შეძლებოდა და მოკლედ დაჟე ბავშვის ფასიანი აცრაც ამინაზღაურეს


რავიცი აბა სად მუშაობ? smile.gif არა მე არ ვარ უკმაყოფილო დაზღვევით. ყველაფერში რაც დამჭირდა გამომადგა.

Posted by: paradise_seeker 17 Sep 2014, 22:31
QUOTE (tikk_2 @ 17 Sep 2014, 12:33 )
paradise_seeker
QUOTE
დეკრეტში გავდივარ გაჩენისას 3 კვირით ხელფასი საგამოცდო 1000,


სტაჟიორად ხო არ ხარ ჯერ? საგამოცდო პერიოდი რომ ახსენე. თუ შტატში არ ზიხარ მგონი დეკრეტულიც არ გეკუთვნის.

არა შტატიანი ვარ უბრალოდ საგამოცდო ვადაა ჯერ და ნაკლები ხელფასი მაქვს 200 ლარით))) საბუთებს მე მივიტან თუ ბუღალტერი აქვს მნიშვნელობა? :/

Posted by: Perseus12 17 Sep 2014, 22:35
ისა, სოც-ს რამდენ ხანში რიცხავენ, 1 თვე სადღაც?

Posted by: girl511 18 Sep 2014, 23:03
1000 ლარ დეკრეტულს, გაჩენიდან ერთ თვეში რიცხავენ თუ დეკრეტში გასვლიდან ერთ თვეში? გამარკვიეთ რა გოგოებო.

Posted by: მარიამი 18 Sep 2014, 23:48
girl511
კაცმა არ იცის ეგ. როცა მოუნდებათ, მაშინ ჩარიცხავენ. პირველზე დეკრეტის ბოლო თვეში ჩამირიცხეს, მეორეზე მგონი უფრო ადრე. შეიძლება რაღაც პერიოდში ერთხელ განიხილავენ მაგ საბუთებს და ამიტომ ყველას დეკრეტის სხვადასხვა პერიოდში უწევს.
შეიძლება ბოლო დროს რამე გამოსწორდა მაგ მიმართულებით. მე ბოლოს 1,3 წლის წინ ვიყავი დეკრეტში.

Posted by: garfield1 19 Sep 2014, 00:45
----------------------------------------

Posted by: garfield1 19 Sep 2014, 00:45
------------------------------------------

Posted by: garfield1 19 Sep 2014, 00:46
მარიამი
girl511
ბუღალტერი რომ ჩააბარებს, იქიდან 1-1,5თვეში მაქსიმუმ.
დიდხანს არ განიხილავენ, თუ დაეჭვდნენ რამეში მაშინვე ურეკავენ ბუღალტერს და არკვევენ.
თუ დაგიგვიანეს ჩარიცხვა, ესეიგი ბუღალტერმა დააგვიანა საბუთების ჩაბარება,ვადა აქვს იმას 6 თვე და ეზარებათ ხოლმე, ლამის ბოლო დღემდე ინახავენ.
მე ამ თვეში გავუშვი ერთი დეკრეტში, 15მდე ჩავაბარეთ საბუთები და წესით 30მდე უნდა ჩაერიცხოს, აგვისტოში მეორე თანამშრომელზე ჩავაბარე 15მხე და ზუსტად მასე, 10 დღეში ჩაერიცხა მგონი.
ადრეც ასე იყო და ეხლაც ასეა.
მეც 1 წლის წინ ვიყავი დეკრეტში და ჩაბარებიდან 1 თვეში ჩამირიცხეს.
ბუღალტერი შეაჯანჯღარეთ smile.gif))))

Posted by: natkavip 19 Sep 2014, 10:07
garfield1
ნინ შენ გეცოდინება რა

ცნობა ბანკიდან ისევ ისე სველი და ცოცხალი ბეჭდით უნდათ ?? ინტერნეტ ბანკიდან ამობეჭდილი არ გამოდგება ნეტა ??? გოგოებს რომ ვაწვალებ არ მომწონს smile.gif ხოდა იქნებ ისე გამოვძვრეთ,იმ სოცში ხომ ვერავის ვერაფერს კითხავ

Posted by: garfield1 19 Sep 2014, 10:11
natkavip
კი როგორ არა, ზუსტად იმტერნეტბანკიდან დაბეჭდილი რეკვიზიტები გავუშვი იმდღეს სოცში, მიიღეს უპრობლემოდ

Posted by: natkavip 19 Sep 2014, 10:22
garfield1
გაიხარე შენა 2kiss.gif

Posted by: ენენე 25 Sep 2014, 12:09


გოგოებო იმხელა თემაა ბოლომდე წაკითხვის დრო არ მაქვს , იქნებ მითხრად სად დევს ოფიციალური კანონი დეკრეტული შვებულების შესახებ ?? რამდენ ხანს გვეკუთვნის და რა პირობებით ??

Posted by: natkavip 25 Sep 2014, 13:08
ენენე
https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=1155567

ესაა შრომის კოდექსი smile.gif
თუმცა თუ კერძოში მუშაობ ამ კოდექს არავინ უყურებს
facepalm.gif რაც ძალიან სამწუხაროა

Posted by: ენენე 25 Sep 2014, 13:20
natkavip

მადლობა , გაიხარე

თავი VI
შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო და დამატებითი შვებულება ბავშვის მოვლის გამო


12
მუხლი 27. შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო
1. დასაქმებულს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება 730 კალენდარული დღის ოდენობით.
2. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებიდან ანაზღაურებადია 183 კალენდარული დღე, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში – 200 კალენდარული დღე.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შვებულება დასაქმებულს თავისი შეხედულებისამებრ შეუძლია გადაანაწილოს ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდებზე. ​
საქართველოს 2013 წლის 27 სექტემბრის ორგანული კანონი №1393 – ვებგვერდი, 09.10.2013წ.


წესით 6 თვე ხელფასი უნდა გვიხადონ? ხომ ამას ნიშნავს ანაზღაურებადი 183 კალენდარული დღე???

Posted by: garfield1 25 Sep 2014, 13:21
ენენე
ეგ საჯაროში, თუმცა ანაზღაურებადიო მანდ რომ წერია, იმ 1000 ლარს გულისხმობენ.
კერძოში თუ ხარ, შეუძლიათ არაფერიც არ გადაგიხადონ სამწუხაროდ

Posted by: natkavip 25 Sep 2014, 13:26
ენენე
მოკლედ თუ კერძოში ხარ 1000 ლარს ყველა ვარიანტში აიღებენ smile.gif თვითონ ხელფასი ორგანიზაციის კეთილი ნებაა გადაგიხდის თუ არა

იმედია ჩემზე არ დაიწუწუნებენ smile.gif არადა სახლიდან მაინც მომიწევს მუშაობა და არაფერსაც არ გავუკეთებ biggrin.gif

Posted by: parikutini 26 Sep 2014, 23:53
გოგოებო ბავშვს ორი გვარი მინდა ავუღო, ჩემი და მეუღლის და ეგ როგორ ხდება, ნუ ჩემი ქმარი თითონ წავა იუსტიციაში მაგრამ მე სამშობიაროდან როგორ რა უნდა გავაკეთო ხომ არ იცით?

Posted by: N-Economist 27 Sep 2014, 22:40
გოგოებო თუ იცით დეკრეტული შვებულებ 2 თვე რომ ავიღო სახელმწიფო მაინც 1000 ლარს ანაზღაურებს თუ 2 თვის პროპორციულად ჩრიცხავენ თანხას?

Posted by: garfield1 27 Sep 2014, 22:42
N-Economist
დეკრეტულის საბუთში 6 თვე იწერება ყველა ვარიანტში და შენ სამსახირში რამდენ ხანში გახვალ ეგ სოცს არ აინტერესებს, მაინც 1000 ლარო გეკუთვნის

Posted by: N-Economist 27 Sep 2014, 23:36
garfield1
ესე იგი ყველა შემთხვევაში დოკუმენტები 6 თვის მიხედვით უნდა შევავსო ხო?

Posted by: garfield1 27 Sep 2014, 23:51
N-Economist
კი ეგ აუციელებლად 6 თვეზე ივსება

Posted by: N-Economist 28 Sep 2014, 00:05
garfield1
მადლობაა 2kiss.gif

Posted by: anuuuki 30 Sep 2014, 19:57
იცით რა მაინტერესებს " 2. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებიდან ანაზღაურებადია 183 კალენდარული დღე, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში – 200 კალენდარული დღე.“. გართულებულ შემთხვევად საკეისრო ითვლება? და ამ 183 გარდა კიდე 547 დღის აღება შემიძლია უხელფასოდ?
„1. დასაქმებულს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება 730 კალენდარული დღის ოდენობით.


Posted by: Midnight lady 9 Oct 2014, 00:22
გამარჯობა, ექვსი კვირის ორსული ვარ, დღეს ვიყავი პირველად ანალიზებზე და კონსულტაციაზე და გამყვლიფეს biggrin.gif ახლა ვათვალიერებდი ინფორმაციას და ვაუჩერების შესახებ წავიკითხე... მაინტერესებს სანამ ანალიზებს გავიკეთებ მანამდე უნდა დავდგე აღრიცხვაზე რომ ამინაზღაურონ თუ გაკეთების შემდეგაც შეიძლება ანაზღაურება?

Posted by: anuuuki 10 Oct 2014, 15:05
QUOTE (Midnight lady @ 9 Oct 2014, 00:22 )
გამარჯობა, ექვსი კვირის ორსული ვარ, დღეს ვიყავი პირველად ანალიზებზე და კონსულტაციაზე და გამყვლიფეს biggrin.gif ახლა ვათვალიერებდი ინფორმაციას და ვაუჩერების შესახებ წავიკითხე... მაინტერესებს სანამ ანალიზებს გავიკეთებ მანამდე უნდა დავდგე აღრიცხვაზე რომ ამინაზღაურონ თუ გაკეთების შემდეგაც შეიძლება ანაზღაურება?

ორსულობა როცა დადგინდება ეხოზე მერე უნდა აიღო ეგ ვაუჩერი, მარა ყველაფერს არ გინაზღაურებენ 4 ვიზიტია როგორც მახსოვს სულ მაგ ვაუჩერით, მე დაზღვევით ვიკეთებდი ყველაფერს მარტო ვაუჩერი არ გეყოფა მაგის იმედზე არ იყპ, მაგრამ აღება და იმ ვიზიტებზე მისვლა აუცილებელია.

Posted by: Princess 10 Oct 2014, 16:20
anuuuki
2 კვირას უმატებენ ჩვეულებრივ დეკრეტულს საკეისროს დროს
სამშობიაროში მოგცემენ ცნობას და ბუღალტერიაში და ჩაგერიცხება იმ 2 კვირის დამატებით

Posted by: anuuuki 10 Oct 2014, 23:39
QUOTE (Princess @ 10 Oct 2014, 16:20 )
anuuuki
2 კვირას უმატებენ ჩვეულებრივ დეკრეტულს საკეისროს დროს
სამშობიაროში მოგცემენ ცნობას და ბუღალტერიაში და ჩაგერიცხება იმ 2 კვირის დამატებით

უი რა კაია, ძაან გამიხარდა : ) მადლობაა

Posted by: fsiqea 17 Oct 2014, 11:43
მაინტერესებს ორსულს ეკისრება თუ არა ვალდებულება დადგეს აღრიცხვაზე და რომელი კვირიდან? და თუ არ დავდექი მაგ შემთხვევაში რა ხდება?

Posted by: natkavip 20 Oct 2014, 12:31
garfield1
თუ იცი დეკრეტულის ცნობებს როდიდან იძლევიან ?? და კერძოში არ აქვს ხო მნიშვნელობა როდის ავიღებ მაგას ?

ფული მჭირდება ძალიან და რახან 2 თვე და მეტი იგვაინებს ,ამიტომ გადავწყვიტე 32 კვირაზე გამოვაწერინო,სამსახურში სიარულს ვაპირებ ბოლომდე ,აქ მაგაზე არ მექნება პრობლემა და მემგონი არც დანაშაულია ხო ?

Posted by: garfield1 20 Oct 2014, 12:39
natkavip
26 კვირიდან შეიძლება უკვე რომ ის მწვანე ფურცელი აიღო და თუ სამსახურში არ აქვს მაგ საბუთს გადამწყვეტი მნიშვნელობა, აიღე რა პრობლემაა

Posted by: fsiqea 22 Oct 2014, 10:08
მაინტერესებს ორსულს ეკისრება თუ არა ვალდებულება დადგეს აღრიცხვაზე და რომელი კვირიდან? და თუ არ დავდექი მაგ შემთხვევაში რა ხდება?
მიპასუხებს ვინმე? spy.gif

Posted by: Mafanya 22 Oct 2014, 11:55
fsiqea
1505-ზე დარეკე
მე არ დავმდგარვარ და კერძო სადაზღვევომ დამიფინანსა მთელი ორსულობა და მშობიარობა (ანუ სახელმწიფოს 500 ლარიანი ვაუჩერიც არ გამომიყენებია), მაგრამ დეკრეტში გავედი და 1000 ლარი ჩამერიცხა ჩვეულებრივად. მაგრამ თუ იმ 500 ლარის გამოყენება გინდა მშობიარობაზე მაგ შემთხვევაში არ ვიცი რა ხდება.

Posted by: garfield1 22 Oct 2014, 12:48
fsiqea
დეკრეტულის ანაზღაურებისთვის და ასევე 500 ან 800 ლარით დაფინანსებისთვის აღრიცხვაზე დადგომა არ გჭირდება, მაგრამ თუ გინდა რომ კუთვნილი უფასო ვიზიტებით ისარგებლო, მაშინ უნდა დადგე

Posted by: fsiqea 27 Oct 2014, 15:00
garfield1
გაიხარე დიდი მადლობა. ტყუილად ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას რომ სავალდებულოა :/

Posted by: paradise_seeker 29 Oct 2014, 00:33
ვისაც ჩაგერიცხათ, დოკუმენტების სია დაწერეთ რა, 3 კვირის წინ Dეკრეტის დაწერის გარეშე გავაჩინე და ახლა მინდა დავიწყო შეგროვება 1000 ლარისთვის.

Posted by: lulu82 3 Nov 2014, 19:45
გოგოებო თუ იცით ამ შემთხვევაში რა ხდება ან სად შეუძლება ამის შესახებ ზუსტი ინფორმაცია მივიღო, სამსახურში არ მინდა ჯერ რომ იკითხო. Mოკლედ ვარ უხელფასო დეკრეტში, შვებულება მეკუთვნის გასვლიდან 11 თვეში. მინდა გავიდე და მეორეც მივაყოლო მალევე, ასეთ შემთხვევაში რა. ხდება? შეიძლება დეკრეტულის ფულიარ ჩამირიცხონ?

Posted by: lulu82 4 Nov 2014, 22:20
გოგოებო თუ იცით ამ შემთხვევაში რა ხდება ან სად შეუძლება ამის შესახებ ზუსტი ინფორმაცია მივიღო, სამსახურში არ მინდა ჯერ რომ იკითხო. Mოკლედ ვარ უხელფასო დეკრეტში, შვებულება მეკუთვნის გასვლიდან 11 თვეში. მინდა გავიდე და მეორეც მივაყოლო მალევე, ასეთ შემთხვევაში რა. ხდება? შეიძლება დეკრეტულის ფულიარ ჩამირიცხონ?
* * *
გოგოებო თუ იცით ამ შემთხვევაში რა ხდება ან სად შეუძლება ამის შესახებ ზუსტი ინფორმაცია მივიღო, სამსახურში არ მინდა ჯერ რომ იკითხო. Mოკლედ ვარ უხელფასო დეკრეტში, შვებულება მეკუთვნის გასვლიდან 11 თვეში. მინდა გავიდე და მეორეც მივაყოლო მალევე, ასეთ შემთხვევაში რა. ხდება? შეიძლება დეკრეტულის ფულიარ ჩამირიცხონ?

Posted by: მარიამი 7 Dec 2014, 22:59
დღეს მიმტკიცებდა ახლობელი, ტყუპები + საკეისროზე 1 თვით მეტი გეკუთვნის დეკრეტიო. ანუ 7 თვე. კანონში წერიაო. მგონი შრომის კოდექსში. ვინც ერკვევით, იქნებ უფრო ზუსტად მითხრათ. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. უკვე სერიოზულად მიჭირს სიარული (მით უმეტეს სამსახურში სიარული) და იძულებული ვარ ბოლომდე ვიარო, რომ სექტემბერში მომიწიოს დეკრეტიდან გასვლა. თუ არა და, აგვისტოში მომიწევს, როცა ბაღებში არდადეგებია და ბავშვების დატოვების პრობლემა მექნება. მოკლედ, ეს 2 კვირა თუ კიდევ მეკუთვნის, იანვრიდან უკვე გავიდოდი დეკრეტში. დამაკვალიანეთ რა, ვისაც შეგიძლიათ.

Posted by: nopiahopi 8 Dec 2014, 00:04
მარიამი
საკეისროს გამო 2 კვირით მეტი რომ გეკუთვნის,ნამდვილად ვიცი. ადრეც ეგრე იყო. ახლა შეიძლება 1 თვემდე გაზარდეს?

Posted by: garfield1 8 Dec 2014, 00:15
მარიამი


1. დასაქმებულს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება 730 კალენდარული დღის ოდენობით.
2. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებიდან ანაზღაურებადია 183 კალენდარული დღე, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში – 200 კალენდარული დღე.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შვებულება დასაქმებულს თავისი შეხედულებისამებრ შეუძლია გადაანაწილოს ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდებზე. ​

აშკარად არსად არ წერია მსგავსი რამე

Posted by: მარიამი 8 Dec 2014, 10:29
garfield1
ეჰ sad.gif მომიწევს ბოლო კვირამდე სამსახურში ჯდომა.

Posted by: Princess 8 Dec 2014, 13:52
მარიამი
ბიულეტინი რომ გამოიყენო? ან ჩვეულებრივი შვებულება გააფორმე, არადეკრეტული და მერე გადააბამ დეკრეტულსაც

Posted by: მარიამი 8 Dec 2014, 14:10
Princess
მაგ შვებულებიანად მაქვს გამოთვლილი ყველაფერი. ჩვეულებრივი ბიულეტენის აღება უკვე მერიდება. ისედაც ისე ხშირად ვცივდები, ლამის თვეში ერთხელ ბიულეტენზე ვარ და მერიდება სამსახურისაც.

Posted by: tlikina 8 Dec 2014, 16:07
თუ გახსოვთ დეკრეტულს გინეკოლოგისგან ვიღებთ თუ მეანისგან,
პირვლი იანვრიდან მინდა და მაგ დროს უკვე მეანთან ვიქნები გადასული.

თან რაღაც ისე მახსოვს რომ რომელი დღიდანაც გავდივარ ,იმ დღეს უდნა ავიღო დეკრეტულის ფურცელი, ესეა, თუ მეშლება?

Posted by: მარიამი 8 Dec 2014, 16:14
tlikina
მე ხან მეანი მაძლევს, ხან გინეკოლოგი. ორივეს შეუძლია, ფაქტია.

იმ დღეს არ არის აუცილებელი. მე რამდენიმე დღით ადრე მომცეს.

Posted by: tlikina 8 Dec 2014, 16:16
მარიამი
მადლობაა smile.gif რეალურად 5დანაა სამუშაო დღეები და შეიძლება 5 შიც მივადგე smile.gif

Posted by: garfield1 8 Dec 2014, 16:17
მარიამი
tlikina
QUOTE
თან რაღაც ისე მახსოვს რომ რომელი დღიდანაც გავდივარ ,იმ დღეს უდნა ავიღო დეკრეტულის ფურცელი, ესეა, თუ მეშლება

QUOTE
იმ დღეს არ არის აუცილებელი. მე რამდენიმე დღით ადრე მომცეს.

მაგას არ აქვს დიდი მნიშვნელობა, მთავარია რომ როცა გამოწერს ექიმი მაგ საბუთს, იმ დღის თარიღი ფიქსირდება, წინასწარ სხვა თარიღის ჩაწერის უფლება არ აქვს, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტია და იმიტომ

Posted by: tlikina 8 Dec 2014, 16:19
garfield1
ანუ მე თუ მინდა რომ 5დან ვიყო დეკრეტში, 5 ში უნდა მივიდე ექიმტან ამ ფურცლის ასაღებად?
სწორედ გავიგე?

Posted by: garfield1 8 Dec 2014, 16:20
tlikina
ხო , ეგრეა, იმიტომ რომ 5-ში თუ მიხვალ, ვერც 3-ით ან ვერც 7-ით ვერ დაგიწერს, არ აქვს უფლება უბრალოდ

Posted by: tlikina 8 Dec 2014, 16:22
garfield1
გასაგებიაა, ეგრე მახსოვდა . 5 ში მივალ ე.ი.

მადლობაა 2kiss.gif

Posted by: iusqeti 8 Feb 2015, 18:22
გამარჯობა. ძალიან გთხოვთ თუ იცით ვინმემ მითხარით, შემიძლია თუ არა აღრიცხვაზე სადაც ვარ დამდგარი გავაუქმო და სხვაგან გადავიტანო? იმედია სწორად ავხსენი. მადლობა

Posted by: rusaaaaaa 10 Feb 2015, 12:19
მოგესალმებით,
garfield1 , შეგიძლია რომ წარსადგენი საბუთების ფორმები გამომიგზავნო? ლინკიდან ვერ ვიწერ sad.gif

Posted by: ratom86 12 Feb 2015, 12:52
კერძო დაზღვევა ვისაც გაქვთ, მაინტერესებს,სახელმწიფო ხომ იხდის 500 ლარს, კერძო რასაც იხდის, ამ 500 ლარზე ემატება?
ანუ ცალ-ცალკე შეიძლება ამ დაზღვევების გაკეთება? თუ ერთი უნდა გამოიყენო

Posted by: garfield1 12 Feb 2015, 12:56
ratom86
არა კერძო თუ გაქვს სახელმწიფო არ გეკუთვნის
უბრალოდ იშვიათად ხდება ისე რომ ორივე ბაზაში ხარ და მაგ დროს გიმართლებს და გიფინანსებს ორივე.
რამდენიმემ ისარგებლა უკვე ამ ფორუმზე. თუმცა კანონით, კერძოდ დაზღვეულებზე სახელმწიფო დაზღვევა არ მოქმედებს მშობიარობის დროს

Posted by: ratom86 12 Feb 2015, 13:16
მე მაქვს ექსტრა პოლისი, მოქმედებს საყოველთაო დაზღვევასთან ერთადო-მენეჯერმა მითხრა,
იმედი მაქვს, არ მატყუებს user.gif

Posted by: garfield1 12 Feb 2015, 13:18
ratom86
ყველაფერი მოქმედებს მაგის გარდა, ზოგადად ისედაც ეგრეა.
კერძო დაზღვევა მოქმედებს ყველგან+ სახელმწიფოც, ოღონდ გააჩნია სად იღებ მომსახურებას
და მშობიარობის შემთხვევაში, იშვიათად უმართლებთ და ამ შემთხვევაში სარგებლობენ ორივე დაზღვევით.
1505-ზე დარეკე და გადაამოწმე ხარ თუ არა ბაზაში

Posted by: ratom86 12 Feb 2015, 15:04
garfield1
უჰ, გაიხარე, დავრეკე და მითხრეს, სახელმწიფო დაზღვევაც გავრცელდება თქვენზეო

Posted by: QoniCo 12 Feb 2015, 16:04
garfield1
გამარჯობა,

ეხლა გადავხედე რამოდენიმე გვერდს და მივხვდი შენ გეცოდინება, სოც. უზრუნველყოფაში რა საბუთების წარდგენა უნდა მოხდეს და ასევე, რომელ სოც. უზრუნველყოფაში უნდა მოხდეს, სადაც ურსულია რეგისტრირებული თუ სამსახური?

Posted by: garfield1 12 Feb 2015, 16:08
QoniCo
სადაც სამსახურია რეგისტრირებული, იმ რაიონის სოცგანყოფილებაში უნდა წარადგინო საბუთები
აქ ვერ ვტვირთავ საბუთებს და მეილზე გამოგიგზავნი თუ გინდა, მისამართი მომწერე პირადში

Posted by: QoniCo 12 Feb 2015, 16:40
garfield1
დიდი მადლობა :* ninoozbe@gmail.com ამ მისამართზე გამომგიზავნე.... 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: missislindgreni 14 Feb 2015, 02:27
მოგესალმებით,

მაინტერესებს დეკრეტულის ამ 1000 ლარს ყველა დასაქმებული მიიღებს ჰო? ანუ კერძოა თუ საჯარო დაწესებულება სადაც მუშაობ, ჰომ არ აქვს მნიშნველობა?

და კიდევ, ეს 1000 ლარი ყველაზეა თუ ხელფასს გააჩნია? ანუ ვისაც 100 ლარი აქვს ხელფასი ისიც 1000 მიიღებს და ვისაც 1500 ისიც 1000 ლარს?

Posted by: fsiqea 22 Feb 2015, 18:05
სოც უზრუნველყოფაში რა საბუთები უნდა წარადგინო დაწერეთ რაა

Posted by: garfield1 22 Feb 2015, 18:08
fsiqea
ჩემი მეილი არ მოგსვლია ?

Posted by: duduna18 2 Mar 2015, 18:41
გამარჯობა! მშობიარობის თანხას, რასაც სახელმწიფო გინაზღაურებს - 500 ლარი ფიზიოლოგიურის დროს და 800 ლარი საკეისროს დროს, პროცედურა როგორია ანაზღაურების? ჩემი გასაკეთებელი არის რაიმე? თუ სამშობიაროშივე თვითონ მოაგვარებენ?

Posted by: revolte 5 Mar 2015, 19:48
duduna18
ესმეც მაინტერესებს

გვიპასუხეთ რა ვინმემ

Posted by: მარიამი 5 Mar 2015, 23:21
წელს ვინც იმშობიარეთ, ვინმეს ის 1000 ლარი ჩაგერიცხათ? საბუთები რომ დიდი ხნის გადაცემულია, ვიცი, მაგრამ ჯერ არ ჩანს.

Posted by: oo la la 6 Mar 2015, 00:34
მარიამი

ერთი თვეა რაც ვიმშობიარე და ჯერ არ ჩაურიცხავთ, boli.gif

Posted by: ნათია_ბათია 23 Mar 2015, 23:57
duduna18
revolte

სამშობიარო აგვარებს იმ კუთხით რომ თვითონ ამოწმებენ ბაზაში და ამზადებენ ცნობას, მერე ამ ცნობას წაიღებს ვინმე შენი ახლობელი სოც სააგენტოში და უკან მოიტანს გარანტიას. დანარჩენ თანხას იხდი გაწერისას, თუ კერძო დაზღვევაც არ გაქვს

Posted by: duduna18 24 Mar 2015, 00:28
ნათია_ბათია
გაიხარე, დიდი მადლობა

Posted by: revolte 24 Mar 2015, 14:05
ნათია_ბათია
მადლობა 2kiss.gif

Posted by: natuluka 24 Mar 2015, 15:43
ვინმემ თუ იცით, ეს სახელმწიფო ვაუჩერი მშობიარობისას იმათაც აქვთ ვისაც კერძო დაზღვევა აქვს? კერძო დაზღვევაზე 400 ლარია დარჩენილი და ორივეს გამოყენება შესაძლებელია?

Posted by: ratom86 24 Mar 2015, 16:37
natuluka
ზოგს აქვს, ზოგს არა, მე მაქვს, ბევრი ვიცი-ვინც 2 წელზე მეტია დაზღვეულია მათ არ აქვთ.მე რამდენიმე თვეა დავეზღვიე კერძოში და სახელმწიფო დაზღვევაც მაქვს,1505-ზე გადაამოწმე.

Posted by: tatulia 25 Mar 2015, 11:11
გამარჯობა გოგოებო ვარ რამოდენიმე თვეა დაზღვეული იმედი ლ ში,მაგრამ სახელმწიფო დაზღვევაც მაქვს,ორივე დაზღვევა იმოქმედებს?და კიდევ მაინტერესებს ასეთი რაღაც, 1 თვეა რაც სამსახური შევიცვალე იქამდე სხვა დაწესებულებაში ვმუშაობდი,1000 ლარი მეკუთვნის სახელმწიფოსაგან?ანუ წყვეტა არ მქონია,ბავშვს ივლისში ვაჩენ.იქნებ მიპასუხოთ რა,მადლობა.

Posted by: reme 26 Mar 2015, 15:27
tatulia
მე კერძო დაზღვევა მქონდა და სახელმწიფომაც ჩამირიცხა 500 ლარი
მარიამი
ნოემბერში გავაჩინე მე და დეკემბრის ბოლოს ჩამერიცხა 1000 ლარი, თან სულ არ ველოდი, მეგონა გააჯანჯლებდნენ.

Posted by: Tropical 26 Mar 2015, 17:55
QUOTE
მოგესალმებით,

მაინტერესებს დეკრეტულის ამ 1000 ლარს ყველა დასაქმებული მიიღებს ჰო? ანუ კერძოა თუ საჯარო დაწესებულება სადაც მუშაობ, ჰომ არ აქვს მნიშნველობა?

და კიდევ, ეს 1000 ლარი ყველაზეა თუ ხელფასს გააჩნია? ანუ ვისაც 100 ლარი აქვს ხელფასი ისიც 1000 მიიღებს და ვისაც 1500 ისიც 1000 ლარს?


ვისაც 100 ლარი აქვს, 1000 ლარს ვერ მიიღებს როგორც ვიცი, ნაკლები თანხა იქნება

მე პრობლემა შემექმნა იმაზე, რომ არ ვარ გაფორმებული სამსახურში და შესაბამისად არც საშემოსავლოში ვარ დაფიქსირებული და ველოდები, როდის გამაფორმებენ sad.gif

Posted by: tatulia 26 Mar 2015, 20:08
Tropical
250 ლარი უნდა იყოს მინიმუმ როგორც მე ვიცი.

Posted by: garfield1 26 Mar 2015, 20:18
tatulia
კი გეკუთვნის მაინც,ჯერ ხომ არ გადიხარ თან დეკრეტში და თან შემოსავლების სამსახურის ბაზაში დაფიქსირდება რომ იღებ ხელფასს უწყვეტად. მოკლედ აიღებ უპრობლემოდ

Posted by: tatulia 26 Mar 2015, 21:21
garfield1
გაიხარე დიდი მადლობა 2kiss.gif

Posted by: Tropical 27 Mar 2015, 14:02
garfield1
თუ საშემოსავლოში რომ დაფიქსირდეს, რომ ბოლო 3 თვის ხელფასი ჩამერიცხა ერთ დღეს, პრობლემა შემექმნება ნეტავ?

Posted by: tatulia 27 Mar 2015, 14:24
გოგოებო რა საბუთები გვჭირდება იქნებ დაწეროთ რაა

Posted by: garfield1 27 Mar 2015, 20:35
tatulia
მეილის მისამართი მომწერე და გამოგიგზავნი საჭირო საბუთებს
Tropical
მაგდენი არ ვიცი, მაინც უნდა სცადო და ჩააბარო საბუთები ყველა ვარიანტში და მერე ისინი მიიღებენ გადაწყვეტილებას

Posted by: niaaa82 31 Mar 2015, 17:33
QUOTE
Tropical

წესით არა, იმიტომ რომ კანონში წერია, ბოლო 3 თვის საერთო შემოსავლი რაცაა, იმის საშუალო გამოყავთ და ეგ ტვლება ბაზად.


QUOTE
garfield1


მადლობა ყურადღებისთვის და საბუთებსითვის და ყველაფრისთვის მოკლედ
2kiss.gif

Posted by: მშვენიერია 1 Apr 2015, 15:29
დეკრეტის გარეშე ვინც გააჩენს, იმას ვადა როდემდე აქვს რომ მოითხოვოს დეკრეტული შვებულება?
ანუ დაიბადა ბავშვი და გავიდა უკვე 2 თვე. ეხლა შეუძლია რომ დაიწყოს საბუთების შეგროვება?

Posted by: tatulia 3 Apr 2015, 18:50
garfield1
tatulia01@gmail.com მადლობა წინასწარ :*

Posted by: tatulia 26 Apr 2015, 12:13
garfield1
იქნებ გამომიგზავნო საბუთების ნუსხა,მადლობაა

Posted by: garfield1 26 Apr 2015, 13:50
tatulia
უი ბოდიში ეხლა ვნახე ეს, ხვალ გამოგიგზავნი

Posted by: kato_stropa 26 Apr 2015, 23:06
garfield1
ნინ,იცი რა მაინტერესებს,რა პრიორიტეტი აქვს პირადად მე თუ ჩავაბარებ საბუთებს და არა სამსახურიდან კადრები თუ ვისაც ეხება?

ანუ რომ არ დაველოდო და პირადად ვიმოქმედო,რას მოვიგებ მაგით

Posted by: garfield1 26 Apr 2015, 23:08
kato_stropa
რაც ადრე ჩააბარებ, ადრე ჩაგერიცხება
სხვა რა პრიორიტეტი უნდა ქონდეს
უბრალოდ როგორც კი დეკრეტულს გახსნი, მიუტანე ბუღალტერს ან კადრებს ან ვისაც ეხება ეგ საბუთები და ჩააბარონ, საბუთების შევსებას უნდა 15 წუთი და ჩაბარებას კიდევ ნახევარი საათი

Posted by: kato_stropa 26 Apr 2015, 23:35
garfield1
QUOTE
რაც ადრე ჩააბარებ, ადრე ჩაგერიცხება

ხო,მაგრამ დეკრეტში როდის გავალ,არ ვიცი ჯერ. მე კი მინდა მაქსიმალურ ვადამდე ვიმუშაო,მაგრამ წინასწარ არ ვიცი როგორ ვიქნები.
დეკრეტული ხო მაშინ,იმ დღეს იხსნება,როცა გავალ? თუ ადრე გახსნაც შეიძლებაა? facepalm.gif პირველად უნდა გავიდე დეკრეტულში და გონთ არა ვარ არაფრის

შეგიძლია მეც გამომიგზავნო მეილზე საბუთების ნუსხა?
n.cqimanauri@gmail.com

მადლობა

Posted by: garfield1 26 Apr 2015, 23:45
kato_stropa
როცა გახვალ მაშინ იხსნება კი , წინასწარ არ შეიძლება smile.gif
გამოგიგზავნი ხვალ დილით

Posted by: kato_stropa 27 Apr 2015, 00:06
garfield1
აჰა,ყველაფერი გასაგებია. მადლობა შენ 2kiss.gif

Posted by: tatulia 27 Apr 2015, 12:18
garfield1
ჩვენ რომ ჩავაბაროთ ეს საბუთები???ბუღალტერის ნაცვლად??

Posted by: garfield1 27 Apr 2015, 12:21
tatulia
კი შეიძლება, რა პრობლემაა, ვინც გინდა იმან ჩააბაროს, უბრალოდ ბუღალტერს ევალება

Posted by: mziko 6 May 2015, 16:09
2 თებერვალს გავაჩინე ბავშვი და ჯერ არ ჩამრიცხვია 1000 ლარი. არადა კადრებმა გადააგზავნეს საბუთები, ხოდა სად დავრეკო რომ გავარკვიო ხო არ იცით?
მადლობა

Posted by: chagara 7 May 2015, 19:33

garfield1
თუ არ შეწუხდები იქნებ დაფინანსების განაცხადის შევსებული ვარიანტი გქონდეს რომ იმის მიხედვით შევავსო და საავადმყოფო ფურცლის უკანა მხარესაც რა და როგორ ჩავწერო რომ მასწავლოთ.ბუღალტერმა არ იცის როგორ გააკეთოს ,სააგენტოში კი ყველაფერზე იზეთებიან და იღრინებიან.

Posted by: Ye11oW 8 May 2015, 10:18
QUOTE (garfield1 @ 17 Feb 2013, 21:26 )
catherina_10
დეკრეტისთვის საჭიროა შემდეგი საბუთები :

1. ორგანიზაციის წერილი (რაიონის სოციალური მომსახურების ცენტრის უფროსის სახელზე)
2. პირადობის მოწმობის ასლი
3. საბანკო ანგარიშის ნომერის რეკვიზიტები (ბანკიდან)
4. საავადმყოფო ფურცელი (ასლი დედანთან ერთად, ამ ფურცლის უკანა მხარეს მიუტანთ თქვენს ბუღალტერს და ის შეავსებს)
5. დაფინანსების განაცხადი (დანართი #3) 3 ეგზემპლარად

მეთვითონ ბუღალტერი ვარ და ყველა თანამშრომლის დეკრეტის საბუთებს ვაბარებდი მეთვითონ სოც-ში . იქვე ვავსებინებდი ამ მეორე მხარეს ინფორმაციას, იმიტომ რომ დღეებს ითვლიან მგონი მაიას ტომების კალენდრით, სამუშაო დღეები გამოყავთ, საშუალო ხელფასი და რავიცი მოკლედ, სამჯერ დამითვალეს, სამივეჯერ სხვადასხვანაირად .
ეს განაცხადიც მაგათ აქვთ, მე მივდიოდი ხოლმე, გამოვართმევდი, მერე ექსელში ვაწყობდი ამ ფორმას და მიმქონდა მერე სხვა საბუთებთან ერთად .
რაც მთავარია, შეიძლება ერთი ელემენტარული ხარვეზის გამო 5-ჯერ მიგიყვანონ, თუ მეტჯერ არა.

მე მაქვს ყველა იმ საბუთის ფორმა რაც საჭიროა და თუ დაგჭირდება გამოგიგზავნი

დღე მშვიდობისა, ვკითხულობდი თქვენ პოსტებს და ვიფიქრე იქნებ მეც დამეხმაროს-მეთქი, სამწუხაროდ ჩემი ბუღალტერი არ მეხმარება, ამიტომ თვითონ მიწევს ყველაფრის მოძიება და თქვენგან მაინტერესებდა ამ დაფინანსების განაცხადის ელექტრონული ვერსია ხომ არ გაქვთ?
თუ გაქვთ იქნებ მეილზე გამომიგზავნოთ რა:/
tamtagigauri@yahoo.com


Posted by: n1n1ko 15 May 2015, 12:50
გთხოვთ ვისაც გაქვთ ყველა საჭირო საბუთი გამომიგზავნეთ რა მეილზე - n1n1ko@hotmail.com
დიდი მადლობა წინასწარ smile.gif
და კიდევ მაინტერესებს, დეკრეტული სრულად რომ არ გამოიყენო მაინც ჩაგირიცხავენ თანხას? ვთქვათ 2-3 თვე გახვედი და მერე გამოხვედი ისევ სამსახურში.

Posted by: garfield1 15 May 2015, 12:52
n1n1ko
კი მაინც ჩაგირიცხავენ რათქმაუნდა
გადმოგიგზავნი მეილს ეხლავე

Posted by: n1n1ko 15 May 2015, 13:05
დიდი მადლობა smile.gif
ანუ 2 ტვის მერე რომ გახვიდე სამსახურში, ხელფასის ჩარიცხვა რომ განახლდება შენს ანგარიშზე ასე მალე ეგ არ შეუშლის ხელს არაფერს? ნამდვილად იცი ხო?!

Posted by: garfield1 15 May 2015, 14:20
n1n1ko
რათქმაუნდა არ შეუშლის, ზოგს ანაზღაურებადი დეკრეტი აქვს და ჩვეულებრივად ერიცხებათ ხელფასი, მე მაგალითად.

Posted by: Egyptian 18 May 2015, 11:18
აქ ჯობს ვიკითხო


დეკრეტი რამდენი ხანი გრძელდება? ;დ

Posted by: nat7 22 May 2015, 11:53
მეც გამომიგზავნეთ საჭირო საბუთები თუ შეძლებთ რა. დიდი მადლობა წინასწარ sanashvili3@gmail.com

Posted by: Furby 29 May 2015, 15:34
Egyptian
183 კალენდარული დღე

დასაქმებულს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ორსულობის,
მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება 730 კალენდარული დღის ოდენობით.

ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებიდან
ანაზღაურებადია 183 კალენდარული დღე, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის
შობის შემთხვევაში – 200 კალენდარული დღე.

Posted by: salomina2 5 Jun 2015, 09:51
მეც მჭირდება ეგ საბუთები რა გამომიგზავნეთ, ბუღალტერი ბედოვლათია, და სოცში კი სისხლი გამიშრეს. ამ მეილზე s.silagadze@gmail.com

Posted by: Qali 15 Jun 2015, 17:19
Furby
ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებიდან
ანაზღაურებადია 183 კალენდარული დღე, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის
შობის შემთხვევაში – 200 კალენდარული დღე.


ამასთან დაკავშირებით - ეს ნებისმიერ ორგანიზაციაში ასეა? თუ მხოლოდ სახელმწიფო?

Posted by: tassoo 18 Jun 2015, 11:52
ხალხო თუ იცით ხელშეკრულება გამდის და დეკრეტულ შვებულებას მომცემენ ?

ანუ რამდენი უნდა მქონდეს დარჩენილი ხელშეკრულების ვადა რო მომცენ ?
* * *
garfield1



ხოარიცი ?

Posted by: Furby 18 Jun 2015, 16:56
Qali
დეკრეტის მიცემის წესი მასეა კოდექსით განსაზღვრული. თუმცა არის რომ კომპანია არ აძლევს სრულ დეკრეტს- მაგალითად ჩემს მეგობარს მხოლოდ 3 თვით გასვლის უფლება მისცეს, ჩემს კომპანიაში მთლიანად ვაძლევთ დეკრეტულ შვებულებას და ასევე სრულად ვუხდით ხელფასს მთელი დეკრეტის განმავლობაში, ზოგგან სრულად აძლევენ დეკრეტს და ხელფასს არ აძლევენ.


tassoo
ხელშეკრულებას თუ შეგიწყვეტენ სავარაუდოდ დეკრეტს არ მოგცემენ, მაგრამ შეგიძლია დეკრეტში გასვლა დაასწრო ხელშეკრულების ვადის გასვლამდე. დეკრეტში მყოფი თანამშრომლის გათავისუფლება არ შეიძლება.

Posted by: tassoo 18 Jun 2015, 17:25
Furby

გადის 2 დღეში ვადა და მე მეექვსე თვეში ვარ ჯერ sad.gif

არვიცი გამიგრძელებენ თუარა

Posted by: Furby 18 Jun 2015, 18:57
tassoo
იქნებ აგრძელებენ რა იცი. პრაქტიკაში როგორ არის ხოლმე ხომ იცი? იმედია შენთვის სასარგებლოდ გადაწყდება.

Posted by: tassoo 18 Jun 2015, 20:13
tassoo

თუ გამიგრძელებენ 2 თვის მერე ანუ წყვეტა უნდა იყოს და მერე როგორ იქნება 1000 ლარის ამბავი ეგეც საკითხავია

Posted by: Furby 18 Jun 2015, 22:11
tassoo
დეკრეტულზე იწერება იმ თვეების კალკულაცია როცა იმყოფები დეკრეტში. ანუ 2 თვის მერე თუ გაგიგრძელებენ შენ დეკრეტს აიღებ 3 თვის მერე. ვთქვათ სექტემბრიდან და იქნები დეკრეტში დაახლოებით 6 თვე. კოდექსით გათვალისწინებული დღეების შესაბამისად.

Posted by: Qali 22 Jun 2015, 15:06
Furby
პატივისცემა შენს კომპანიას.. ჩემთან ოფიციალურად განაწესში წერია 4 თვე ანაზღაურებადი, მაგრამ იმ 1000 ლარს რომელსაც სახელმწიფო რიცხავს, არ აძლევენ ორსულს. მაგრამ გოგოებს როგორც გამოველაპარაკე, სინაგანაწესის მიხედვით იშვიათად ხდებაო, ინდივიდუალური მიდგომააო ხოლმეო, იამს 2 თვე მისცეს, იმას 3 და ა.შ...


Posted by: Furby 22 Jun 2015, 15:35
Qali
გისურვებ ყველაზე საუკეთესო ვარიანტში მოხვდე smile.gif 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: cicatridina 22 Jun 2015, 18:49
27 მარტს გავაჩინე ბავშვი და საბუთებიც კარგა ხანია ჩაბარებული მაქვს კადრებში, მაგრამ სახელმწიფოს 1000- ლარის ჩარიცხვას არ დააყენეს საშველი, როგორც მთავარმა ბუღალტერმა მითხრა ბევრი საქმე მაქვს და მაგისთვის არ მცალიაო. შესაძლებელია მე ჩავაბარო ეგ საბუთებიი? ან სად უნდა ჩავაბარო, ან რეები მჭირდება ზუსტად იქნებ დამარიგოთ,

Posted by: Furby 22 Jun 2015, 19:15
cicatridina
რა უპასუხისმგებლობაა ისედაც 3 თვე ანდომებენ რომ ჩარიცხონ ეს თანხა sad.gif კი გამოართვი და მიიტანე სოცში. ნუ მე.მიცკევიჩზე ვგზავნიდი ხოლმე უბნის მიხედვით.

Posted by: ratom86 22 Jun 2015, 19:34
garfield1
შენ დაწერე ადრე და ვეღარ ვიპოვე, ბოლო რა პერიოდის მუშაობის ამონაწერი ჭირდება იმ 1000 ლარს?

Posted by: Hypotenuse 26 Jun 2015, 15:35
გოგოებო ვინც ერკვევით დეკრეტული შვებულების საკითხში, შეკითხვა მაქვს smile.gif 183 დღე ეს არის სამუშაო დღე თუ კალენდარული? ეს კითხვა იმიტომ გამიჩნდა, რომ ჩემს თანამშრომელს აშკარად სამუშაო დღეებად უანგარიშეს, რადგან 1 აგვისტოს გავიდა შვებულებაში და თებერვლის შუა რიცხვებამდე ჩვეულებრივ იყო დეკრეტში, ხელფასიც შესაბამისი დაერიცხა მერე თვის ბოლოს

Posted by: garfield1 26 Jun 2015, 16:12
Hypotenuse
არა კალენდარულია და 6 თვე გამოდის ჯამში. 01.08-01.02 6 თვეა და შეიძლება 2 კვირა შვებულება დაუმატა,ან საკეისროს გამო ემატება კიდე ორი კვირა,სამშობიაროში თუბწაიღებ საავადმტოფო ფურცელს,იქვე მიამატებენ. ფორმები რომ ივსება გამოდის 126 სამუშაო დღე. მე აპრილის 20-დან ნოემბრის 5-მდე ვარ დეკრეტში
183 სამუშაო დღე 9 თვე გამოდის დაახლოებით და გამორიცხულია ეგრე ყოფილიყო

Posted by: natuluka 26 Jun 2015, 16:13
Hypotenuse
კალენდარულ დღეებშია დეკრეტი დათვლილი. 1 აგვისტოს რომ 183 კალენდარული დღე დაუმატო კი გამოდის თებერვლის დასაწყისი და საკეისროს ან გართულებული მშობიარობის შემთხვევაში კიდევ ემატება დღეები.

Posted by: Hypotenuse 26 Jun 2015, 16:28
garfield1
natuluka
ე.ი. საკეისრო გართულებულ მშობიარობად ითვლება ხო? smile.gif კი, , საკეისრო გაიკეთა. მეც საკეისროს ვიკეთებ და მეც დამემატება ის დღეები რა კარგია! biggrin.gif

Posted by: marguerite 26 Jun 2015, 16:29
Hypotenuse
კი, დაგემატება.

--------------

Posted by: Hypotenuse 26 Jun 2015, 16:34
და გინეკოლოგმა უნდა დამიწეროს იმ ფურცელში, რომ საკეისროს ვიკეთებ? თუ დამატებით, მერე სამშობიაროდან უნდა მომცენ რამე და გავაგზავნო ჩემს ბუღალტერთან?

Posted by: Midnight lady 27 Jun 2015, 22:47
გამარჯობა, ვინც ერკვევით იქნებ მითხრათ 6 თვის ვარ და დეკრეტული შვებულება მინდა უკვე და შემიძლია ავიღო? ზოგმა 7 თვიდან შეიძლებაო და 6 თვიდან რომ ავიღო რა მოხდება?

Posted by: wkna 28 Jun 2015, 15:20
QUOTE (Midnight lady @ 27 Jun 2015, 22:47 )
გამარჯობა, ვინც ერკვევით იქნებ მითხრათ 6 თვის ვარ და დეკრეტული შვებულება მინდა უკვე და შემიძლია ავიღო? ზოგმა 7 თვიდან შეიძლებაო და 6 თვიდან რომ ავიღო რა მოხდება?

გამარჯობა,

ნებისმიერ დროს შეგიძლია უკვე გასვლა,უბრალოდ ნდა გაითვალისწინო თუ მომავალში აპირებ სამსახურში დაბრუნებას რომ ანაზღაურებადი მხოლოდ 6 თვეა,და თუ უფრო თუ ეხლა დახარჯავ 3 ტვე მერე პატარას დატოვება ადრე მოგიწევს შედარებით baby.gif

Posted by: duduna18 29 Jun 2015, 16:30
30 კვირის ვარ და გადავწყვიტე უკვე გავიდე დეკრეტში, ჩვენი ორგანიზაციის ბუღალტერს თვალით ვერ ვნახულობ და კითხვასაც ვერ ვუსვამ იმაზე რაც მაინტერესებს, რათქმაუნდა ეგ ჩემი დეკრეტულის საბუთების მომწესრიგებელი და ჩამბარებელი არაა.. ყველაფერი მე თვითონ უნდა გავაკეთო garfield1 თუ შეგიძლია და ძალიან არ შეგაწუხებ დეკრეტულისთვის საჭირო საბუთები გამომიგზავნე რა smile.gif მაილის მისამართს პირადში მოგწერ

Posted by: garfield1 29 Jun 2015, 16:37
duduna18
რათქმაუნდა შემიძლია smile.gif

Posted by: duduna18 29 Jun 2015, 16:41
garfield1 დიიიდი მადლობა, გაიხარეე smile.gif

Posted by: tatulia 30 Jun 2015, 17:25
გოგოებო რა მაინტერესებს 1000ლარი რა შემთხვევაში ირიცხება?ბუღალტერმა 600 გეკუთვნის ჩვენგანო და რა კრიტერიუმია ხომ არ იცით?300ლარია ხელფასი.იქნებ მითხრათ
რა ვინც ერკვევით

Posted by: garfield1 30 Jun 2015, 17:27
tatulia
ჩვენგან საიდანო ? ეგ ალბათ იმას გულისხმობს რომ 2 თვეს გინაზღაურებენ რადგან 300 ლარი გაქვს.
ეს 1000 ლარი სოციალური სააგენტოდან გერიცხება, როგორც დეკრეტული შვებულების თანხა, ცალკე უნდა ჩააბარო საბუთები.
მეილის მისამართი მომწერე და მოგწერ ყველაფერს

Posted by: tatulia 30 Jun 2015, 17:40
garfield1
და ეს საბუთები რასაც ბუღალტერი გამიმზადებს ეგენი მიმაქვს სოც მომსახურების ცენტრში?t.sikharulidze@yahoo.com მადლობა შენ რო არ გვყავდე რა გვეშVელებოდა

Posted by: dii 1 Jul 2015, 16:53
მოგესალმებით,
დეკრეტული თანხის ასანაზღაურებელი განცხადების ტექსტი გაქვთ ვინმეს?? მადლობა

Posted by: Furby 1 Jul 2015, 17:09
dii


გამოგიგზავნე მოგივიდოდა ნახე

Posted by: Midnight lady 1 Jul 2015, 17:37
მადლობა პასუხისთვის. კიდევ რაღაც მაინტერესებს, მშობიარობის ლიმიტი მაქვს 800 ლარიანი კერძო დაზღვევიდან, ამ შემთხვევაში სახელმწიფო რომ აფინანსებს 500 ლარს მაინც მეკუთვნის თუ აღარ?

Posted by: Furby 1 Jul 2015, 18:16
Midnight lady
კი თუ ხარ საყოველთაო დაზღვევის სიაში

Posted by: kato_stropa 14 Jul 2015, 22:23
გოგოშკებო
დეკრეტულის განცხადება რომელი რ-ნის სოცში უნდა მივიტანო,სადაც ეხლა ვცხოვრობ,თუ სადაც ვარ ჩაწერილი?? ანუ ვცხოვრობ გლდანში და ჩაწერილი ვარ კრწანისში

Posted by: garfield1 14 Jul 2015, 22:35
kato_stropa
შენი სამსახურის იურიდიული მისამართის მიხედვით აბარებ,ანუ იმ რაიონში სადაც დამსაქმებელია რეგისტრირებული

Posted by: kato_stropa 14 Jul 2015, 22:40
garfield1
აჰამ. არადა დღეს ორმა ბუღალტერმა მითხრა,შენი რ-ნის სოცში უნდა ჩააბაროო. მეთქი სად და ეგ შენ უნდა გაარკვიოო

Posted by: garfield1 14 Jul 2015, 22:46
kato_stropa
თვითონ მოიფიქრეს ეგ თუ ვინმე დაეხმარა biggrin.gif
არ დაგაეჭვონ,ზუსტად ვიცი რომ ეგრეა და შენ სად ხარ ჩაწერილი მაგას არ აქვს მნიშვნელობა

Posted by: kato_stropa 14 Jul 2015, 23:04
garfield1
givi.gif არადა შკარად ორივეს ეგ ვკითხე და თან ცალ-ცლკე.
მდლობა 2kiss.gif

Posted by: mmn 16 Jul 2015, 23:25
თუ იცით ტყუპის გაჩენის შემთხვევაში რამე დამატებითი შეღავათი თუ არის სახელმწიფოს მხრიდან? ან დეკრეტს თუ ახანგძლივებს? ჭორად გავიგე თუ ერთ ბავშვზე 1000 არის ორზე მეტიაო და თუ გაქვთ ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით?

Posted by: garfield1 17 Jul 2015, 07:13
mmn
დეკრეტს ორი კვირით ახანგრძლივებენ მაგ დროს,თანხა არ ვიცი ნამდვილად,პირველად მესმის
1505 დარეკე და იკითხე

Posted by: Colors123 17 Jul 2015, 17:45
რა წესია ეს კერძო კომპანიები თავიანთ ნებაზე რომ არიან,
მეც მინდა ანაზღაურებადი დეკრეტი sad.gif

Posted by: manine2013 19 Jul 2015, 11:58
garfield1
QUOTE
დეკრეტს ორი კვირით ახანგრძლივებენ მაგ დროს

უი რა კარგი გამახსენდა smile.gif შენ გეცოდინება, ჯანმრთელობის სახლში მეორე საკეისროზე დამიწერენ ბიულეტინს, რომ გავაგრძელო დეკრეტული ორი კვირით? ჩაჩავაში არც მიკითხავს ისე გამომიწერეს მახსოვს

Posted by: garfield1 19 Jul 2015, 12:16
manine2013
კი როგორ არა,ის მწვანე ფურცელი უნდა მიიტანო და იქვე დაგიწერენ გამოწერის დღეს

Posted by: manine2013 19 Jul 2015, 12:27
garfield1
QUOTE
manine2013
კი როგორ არა,ის მწვანე ფურცელი უნდა მიიტანო და იქვე დაგიწერენ გამოწერის დღეს

მადლობა smile.gif და ბიულეტინის ფურცელი არ აქვთ თვითონ?

Posted by: garfield1 19 Jul 2015, 12:30
manine2013
ცალკე არ იწერება ეგ როგორც ვიცი,დეკრეტულის ფურცელი რომაა იქვე ემატება

Posted by: manine2013 19 Jul 2015, 12:46
garfield1
კარგად აღარ მახსოვს მეც, გავარკვევ მაგას. გაიხარე

Posted by: Furby 19 Jul 2015, 13:09
საკეისროს და გართულებისას 2 კვირა რომელიც ემატება იანგარიშება დეკრეტულის შევსებისას. პერიოდში ითვლება +2კვირა და ბოლო თარიღი ისე ფიქსირსება. თუ მშობიარობამდეა დეკრეტული შევსებული მაშინ თარიღი სწორდება და ბეჭედი ერტყმევა. არის ასევე შემთხვევები როცა ჩაბარებულია უკვე დეკრეტული ფურცელი (ვთქვათ გავიდა 7-8 თვეზე დეკრეტში და მიიტანა ჩააბარა) ამ დროს ცალკე ფურცელზე შეუვსიათ +2 კვირის დღეები.

Posted by: manine2013 19 Jul 2015, 13:32
Furby
QUOTE
არის ასევე შემთხვევები როცა ჩაბარებულია უკვე დეკრეტული ფურცელი (ვთქვათ გავიდა 7-8 თვეზე დეკრეტში და მიიტანა ჩააბარა) ამ დროს ცალკე ფურცელზე შეუვსიათ +2 კვირის დღეები.

ჩემს შემთხვევაში უკვე ჩაბარებული მქონდა ბიულეტინი და ახლაც ასე იქნება. საკეისროს შემდეგ მომიწევს ახალი ბიულეტინის თ დეკრეტული ფურცელის მიტანა. მადლობა

Posted by: garfield1 19 Jul 2015, 13:34
manine2013
ისე ეგ დამატებითი ბიულეტენი სამსახურისთვისაა, სოც-ს არ აინტერესებს მემგონი,იმიტომ რომ თანხა არ იცვლება მაინც

Posted by: manine2013 19 Jul 2015, 13:36
garfield1
ხოო სამსახურში ხომ უნდა მივიტანო, რატომ დავკარგო ორი კვირა smile.gif) ხელფასიც ჩამერიცხა როგორც მახსოვს ორი კვირის

Posted by: tammmta1 24 Jul 2015, 11:07
გოგოებო, გუშინ მითხრეს თუ აღრიცხვაზე ისეთ კლინიკაში არ ხარ, სადაც სახელმწიფო პროგრამა და ვაუჩერი მოქმედებს და 1000 ლარს სახელმწიფო არ ჩაგირიცხავსო. მე გაგუაში ავიყვანე ექიმი და ახლა საგონებელში ვარ ჩავარდნილი, რა ვქნა აღარ ვიცი. კიდევ საძებნელი გამიხდა კლინიკა, სადაც სამ თვემდე დავდგები აღრიცხვაზე და გამოვიყენებ იმ ოხერ ვაუჩერს. ყველაფერი თავიდან გამიხდა სახლაფორთო. ოთხშაბათს ვარ დაბარებული ქეთისთან ორმაგ ტექსტს და ეხო უნდა გავიკეთო და მერე ამ ეხოთი რომელიმე კლინიკას უნდა მივადგე, სადაც დავდგები აღრიცხვაზე და მერე უნდა ვირბინო იმ კლინიკასა და გაგუას შორის sad.gif მირჩიეთ კლინიკა, სადაც მხოლოდ ვაუჩერს გამოვიყენებ და კიდევ რა საბუთები მჭირდება ჯანდაცვის სამინისტროში წარსადგენად, რომ ვაუჩერი მომცენ?

Posted by: garfield1 24 Jul 2015, 11:10
tammmta1
იქით გიპასუხე, არ ინერვიულო მაგაზე , არაფერ შუაში არაა საერთოდ

Posted by: tammmta1 24 Jul 2015, 12:18
garfield1
2kiss.gif მადლობა smile.gif ანუ სოცუზრუნველყოფაში მისასვლელი არც ერთ ბავშვზე არ ყოფილხარ და მაინც ჩაგერიცხა 1000, ხო?

Posted by: garfield1 24 Jul 2015, 12:50
tammmta1
კი ზუსტად ეგრე იყო
ის საბუთები ჩავაბარე უბრალოდ რაც მაგ 1000 ლარისთვისაა საჭირო

Posted by: natuluka 24 Jul 2015, 12:54
tammmta1
სულ ერთია სად იქნები აღრიცხვაზე, ეგ 1000 ლარი დეკრეტის საფუძველზე გერიცხება. მთავარია მუშაობდე.

Posted by: BAZZILIO 24 Jul 2015, 13:14
გოგოებო თუ იცით ვინმემ მიპასუხეთ რა, ორ ადგილას ვმუშაობ, კია დაკავშირებული კომპანიები ( დამფუძვნებელი და შვილობილი) ორივეგან გავდივარ ანაზღაურებად დეკრეტში და სახელმწიფო 1000ლარის მისაღებად საჭირო დოკუმენტები ორივე სამსახურიდან უნდა მივიტანო თუ მარტო ერთიდან? და იქნებ მეილზე გადმომიგზავნოთ წარსადგენი დოკუმენტები, ერთმანეთზე უარესი ბუღალტრები მყავს ორივეგან და ჩემი გასაკეთებელია ეგ საქმე. ესაა ჩემი მეილი bazzilio88@bk.ru

garfield1
ყველა შენ მოგმართავს და თუ არ შეწუხდები მეც გადმომიგზავნე რა საბუთები.

Posted by: garfield1 24 Jul 2015, 13:16
BAZZILIO
ერთერთიდან მიიტანე,ორივე არაა საჭირო

Posted by: missislindgreni 24 Jul 2015, 18:02
BAZZILIO

garfield1-ი მართალია ერთ-ერთიდან მიიტანე, მეც 2 სამსახური მაქვს და მასე მოვიქეცი, უბრალოდ სადაც უფრო მაღალი ხელფასია ის სამსახური ავირჩიე

Posted by: BAZZILIO 24 Jul 2015, 22:59
garfield1
missislindgreni
დიდი მადლობა smile.gif

Posted by: kesane16 27 Jul 2015, 20:02
გამარჯობათ, თუ შეიძლეა რომ გამარკვიოთ: თუ ავალდებულებს სახელმწიფო, სახელმწიფო დაწესუბულებას, რომ გარდა იმ 1000 ლარისა გადამიხადოს ხელფასი დეკრეტის პერიოდში, სრულად, ან შემივსოს იმ 1000 ლარის გარდა რაც მეკუთვნის ხელფასი. და თუ მეკუთვნის, რის საფუძველზე უნდა დავამტკიცო ეს.
ბევრჯერ გამიგია, ამბობენ, რომ სახელმწიფო დაწესებულებას ავალდებულებს კანონი, თუმცა შრომის კოდექსში მსგავსი ვერაფერი ვნახე sad.gif

Posted by: garfield1 27 Jul 2015, 20:16
kesane16
არავის არ ავალდებულებს sad.gif

Posted by: ქეთუ 31 Jul 2015, 23:07
გოგოებო მეცხრე თვეში რო გიწევს დაზღვევის გაგრძელება აგრძელებენ? დეკრეტში რომ გადიხარ თან მაგ დროს... თუ როგორ არის ეგ ამბები?

Posted by: garfield1 1 Aug 2015, 07:35
ქეთუ
კი აგრძელებენ,მე აპრილში გამიგრძელდა დაზღვევა და მაისში გავაჩინე

Posted by: Iron Butterfly 7 Aug 2015, 16:03
იცით რა მაინტერესებს, ჩემი მეუღლე მაზღვევს ჯიპიაიში. მშობიარობა 800 ლარით მინაზღაურდება. შემიძლია ვისარგებლოასევე ორსულთა დაზღვევით? ანუ ის 500 ლარიანი რომაა?

Posted by: Furby 7 Aug 2015, 16:06
Iron Butterfly
კი, ხომ ეხლა ეზღვევი? შეგიძლია

და აქამდე არ სარგებლობდი კერძო დაზღვევით?

მოკლედ საყოველთაო დაზღვევის პროგრამის გააქტიურებისასა თუ იყავი დაზღვეული და დღემდე სარგებლობ იგივე კერძო სადაზღვევოს მომსახურებით, მაშინ არ აგინაზღაურებენ.

თუ ამ პროგრამის გააქტიურებისას სარგებლობდი რომელიმე კერძო დაზღვევით და ამჟამად არ სარგებლობ - აგინაზღაურებენ.
თუ მაგ დროს სხვა დაზღვევა გქონდა და ეხლა სხვა გაქვს , მაშინ მოგთხოვენ ცნობას ძველი სადაზღვევოდან რომ იქ აღარ ხარ დაზღვეული და აგინაზღაურებენ.

თუ აქამდე არ გქონია კერძო დაზღვევა და ეხლა ეზღვევი - აგინაზღაურებენ.

Posted by: Iron Butterfly 7 Aug 2015, 16:19
Furby
დაზღვეული ვარ უკვე კერძო სადაზღვეოში. მაგრამ ასევე სახელნწიფო ვაუჩერი ავიღე სადაც ორსულობის ის 4 ვიზიტი მინაზღაურდება, ასევე კომბინირებულად ვსარგებლობ კერძო სადაზღვეოს ორსულობის პაკეტითაც.
მშობიარობა როგორც მივხვდი ცალკე პროგრამაა ხო?

Posted by: Furby 7 Aug 2015, 16:24
Iron Butterfly
როდიდან ხარ კერძო დაზღვევით დაზღვეული ? ან როდის განაახლე ?

საყოველთაო დაზღვევით ფიზიოლოგიურ მშობიარობაზე 500 ლარია გამოყოფილი და ცალკეა კი. ორსულობისას ვაუჩერია ეგ რაც აიღე და იყენებ.

Posted by: Iron Butterfly 7 Aug 2015, 16:38
Furby
მადლობაsmile.gif სექტემბრიდან ვსარგებლობ კერძო დაზღვევით, ის ვაუჩერიც ავიღე და მეორე ვიზიტიმიწევს ამ კვირაში . ორსულობაზე ანუ ვისარგებლებ კერძო დაზღვების 800 ლარიანით და ეს საყოველთაოს 500 ლარიანი აღარ მეკუთვნის

Posted by: Furby 7 Aug 2015, 16:40
Iron Butterfly
კი თუ სექტემბრიდან გაქვს კერძო დაზღვევა, ესე იგი მანამდე არ იყავი დაზღვეული და ისარგებლებ საყოველთაოს 500 ლარით.

1505 ზე თუ დარეკავ დაგიდასტურებენ პირად ნომერს რომ ეტყვი.

Posted by: Iron Butterfly 7 Aug 2015, 18:51
Furby

ძალიან კარგი ანუ ჯამში ამინაზღაურდება 800+500 up.gif up.gif

Posted by: sofia1234 10 Aug 2015, 18:05
გოგოებო კორპორატიულ დაზღვევას მოცდის პერიოდი აქვს?

Posted by: Splash 13 Aug 2015, 16:45
Iron Butterfly
კერძო და სახელმწიფო ორივე ერთად არ მოქმედებს. მე კერძო რომ მქონდა მითხრეს, რომ სახელმწიფო არ მეკუთვნოდა.
sofia1234
გააჩნია. ზოგს აქვს.

Posted by: Furby 13 Aug 2015, 20:17
Splash
მოქმედებს, ზემოთ( ან წინა გვერდზე) მიწერია რა შემთხვევეში.

Posted by: garfield1 13 Aug 2015, 22:03
Splash
კი როგორ არ მოქმედებს

Posted by: ქეთუ 15 Aug 2015, 12:14
garfield1 თუ მეცხრე თვეში მიწევს გაგრძელება თან ბოლოსკენ და დეკრეტი მაქვს მაგ დროს ნეტა რა ხდება?

Posted by: garfield1 16 Aug 2015, 16:23
ქეთუ
მე უკვე დეკრეტში ვიყავი რომ გაგრძელდა და რავიცი,არ ყოფილა პრობლემა
გააჩნია სადაზღვევოს და გააჩნია რა პაკეტი გაქვს
და მოცდის პერიოდი ხომ არ აქვს

Posted by: სიყვა 19 Aug 2015, 20:16
გოგოებო, ასეთი კითხვა მაქვს - ჩაჩავაში ვარ აღრიცხვაზე, საყოველთაოს ვაუჩერიც მანდ აქვთ დატოვებული და მშობიარობა გადავწყვიტე სხვაგან.
როგორ უნდა მოვიქცე? წინასწარ მივიდე და ეს ვაუჩერი წამოვიღო?

Posted by: meriemi_321 25 Aug 2015, 16:07
მოგესალმებით,

იცით რა მაინტერესებს? დეკრეტულს რომ ავიღებ და 1000 ლარი რომ ჩამერიცხება, ამის გარდა სამსახურის ხელფასი მერიცხება? თუ სამსახურზეა დამოკიდებული?

Posted by: nopiahopi 25 Aug 2015, 16:38
სამსახურზეა დამოკიდებულიmeriemi_321

Posted by: mmn 28 Aug 2015, 19:10
1000 ლარიან დახმარებაზე ჯანდაცვის სამინისტროში რა საბუთები უნდა წარვადგინო? თუ ნეტა ესეც არ მეკუთვნის
რომ დავრეკე ჯან. სამინისტროში დაზღვევასთან დაკავშირებით ასეთი პასუხი გამცეს რომ არ ვარ სიაში და არ მეკუთვნის სახელმწიფოსგან
-500 მშობიარობაზე და -800 საკეისროზე.
ცოტა ხნის წინ ბიულეტინი დამჭირდა სამსახურისთვის და ჩვეულებრივ პოლიკლინიკაში მივედი, უფასოდ გამიხსნეს ბიულეტინი რადგაც საყოველთაო დაზღვევა მქონია. რაღაც ყვითელი ფურცელი მომცეს და ესე აწერია საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამა.

ორსულის ვაუჩერი მაქვს არებული ვიზიტები და ანალიზებია უფასო.

garfield1
შენ ყველაფერი იცი და იქნებ ესსეც იცოდე(

Posted by: Furby 28 Aug 2015, 20:04
mmn
შევსებული დეკრეტულის ფურცელი, ფორმა 3, ცნობა სამსახურიდან, პირადობის ასლი ... და ზოგადად სამსახურში შეგივსებს ბუღალტერი და გაგზავნის. თუ არადა შენც შეგიძლია მიიტანო.

Posted by: ქეთუ 29 Aug 2015, 08:08
garfield1 მოცდის პერიოდი არ აქვს + გაუმჯობესებული პაკეტია, ნუ ისედაც კარგი დაზღვევაა.


უნდა გავარკვიო მერე ეგ ამბები.

Posted by: Pink_ Panther 29 Aug 2015, 12:40
მე არ ვარ დაზღვეული საყოველთაო დაზღვევით.
ვაპირებ შევაჩერო კერძო დაზღვევა რდენიმე დღე,
წავიღო ცნობა რომ არ ვარ დაზღვეული
და ისევ აღვადგინო მერე კერძო.
სად უნდა წარვადგინო არ ვიცი ოღონდ,
მგონი ჯანდაცვაში.
ხოდა რავიცი თქვენც თუ გაწყობთ
ასეთი მაქინაცია, გიზიარებთ biggrin.gif

Posted by: sivrce 30 Aug 2015, 12:43
გოგოებო პირველ ბავშვზე არ მისარგებლია აბსოლიტურად არანაირი შეღავათით,ცოტა არ იყოს ეხლაც ვერ გავერკვიე რა მეკუთვნის ორსულობის პერიოდში ან მშობიარობისას.ვმუშაობ და ოფიციალურად მაქვს 300 ლარი დაახლ.1,5წელია. კერძო ორგანიზაციაა და თავს არავინ მოიკლავს აქ დეკრეტულის და .შ ანაზღაურებით და სახელმწიფოს მხრიდან რა ხდება იქნებ დამაკვალიანოთ. პ.ს პირველი საკეისრო კვეთა იყო .

Posted by: garfield1 30 Aug 2015, 13:22
mmn
მომწერე ელფოსტის მისანართი და გამოგიგზავნი ყველაფერს

Posted by: anuka2009 30 Aug 2015, 17:55
Pink_ Panther
QUOTE
მე არ ვარ დაზღვეული საყოველთაო დაზღვევით.
ვაპირებ შევაჩერო კერძო დაზღვევა რდენიმე დღე,
წავიღო ცნობა რომ არ ვარ დაზღვეული
და ისევ აღვადგინო მერე კერძო.
სად უნდა წარვადგინო არ ვიცი ოღონდ,
მგონი ჯანდაცვაში.
ხოდა რავიცი თქვენც თუ გაწყობთ
ასეთი მაქინაცია, გიზიარებთ


კერძო დაზღვევის შეჩერებიდან 6 ტვე სახელმწიფო დაზღვევა მხოლოდ საბაზისო პაკეტს აფინანსებს. გაარკვიე ეგ კარგად, ჯანდაცვის ცხელ ხაზზე.

Posted by: ChioChioSan 7 Sep 2015, 18:51
სად უნდა დავრეკო რომ გავიგო სახელმწიფოსგან მეკუთვნის თუ არა 1000 ლარი მშობიარობის ?
აღრიცხვაზე არ დავმდგარვარ არსად და მაინც ჩამირიცხავენ თუ არა?

Posted by: garfield1 7 Sep 2015, 18:57
ChioChioSan
თუ მუშაობ გეკუთვნის,მეილის მისამართი მომწერე და ხვალ გამოგიგზავნი ყველაფერს

Posted by: manine2013 7 Sep 2015, 22:52
garfield1
ეგ 1000 ლარი რამდენ ხანში ირიცხება დაახლოებით?

Posted by: garfield1 7 Sep 2015, 22:54
manine2013
მე ჩავაბარე მაისში ,ივნისში გადაიგზავნა სამინისტროში და ივლისში ჩაირიცხა,ასე ამიხსნეს სოცში

Posted by: manine2013 7 Sep 2015, 23:03
garfield1
უჰ რა ამბავია )) ერთი თვის წინ გადაგზავნა საბუტები ბუღალტერმა სოცში და მე ვფიქრობდი იგვიანებსთქო ))

Posted by: ChioChioSan 8 Sep 2015, 13:22
ქვეყანა კი არა ქვეყნის პროვოკაციაა ეს ჩვენი სამშობლო.
ჯერ რო 1000 ლარით უნდა არჩინო თურმე ბავშვი 6 თვის მანძილზე და მერე ამ 1000 ლარსაც რო 2-3 თვის დაგვიანებით რიცხავენ.

გასაუქმებელუა ეს ქვეყანა

Posted by: manine2013 9 Sep 2015, 10:22
ChioChioSan
dekretis tanxac chamericxa mtlianad da samsaxuric madzlevs damatebit 1000 lars. me sawuwuno ar maqvs mag mxriv ver dagetanxmebi amitom )))

Posted by: ChioChioSan 9 Sep 2015, 14:48
manine2013
შენ არა, და არც მე.
მეც მაძლევს სამსახური მთლიან ხელფასს 4 თვე.

მაგრამ 1-2 ადამიანის მაგალითზე ხომ არ წყდება.
ძალიან ბევრია ვისაც სამსახური საერთოდ არაფერს უხდის და ამ 1000 ლარის იმედზეა.

Posted by: angelgirl 16 Sep 2015, 11:29
ეხლა აღიცხვაზე რომ დაგდგები,აღარ მახსოვს რა უნდა მივიტანო საბუთბი
და პირველივე დღეს მაძლევენ ამ ფურცელს უფასო ვიზიტი რომ გამოვიყენო? ვმუშაობ და ერთ დღეში მიდნა მოვაქციო ყველაფერი

Posted by: ninikei13 16 Sep 2015, 11:57
angelgirl
ექიმი მოგცემს ფორმას სადაც წერია რომ ხარ ორსულად და ა.შ. მერე მიხვალ ან სამინისტროში ან ადგილობრივი პუნქტები რომაა იქ და მოგცემენ ეგრევე და მერე მე ის ვაუჩერი ისევ ექიმს მივუტანე.

Posted by: angelgirl 16 Sep 2015, 12:10
ანუ ერთ დღეში მოგვარებადია? რა კარგია ,მადლობაა

Posted by: your~absence 16 Sep 2015, 13:44
გოგოებო. გთხოვთ ამიხსენით. სამსახურის hr_ ში მითხრეს, დეკრეტულის ფურცელს.რომ მოიტან ჩვენ თავად გადავაგზავნით სოც. სააგენტოში სახელმწიფო ანაზღაურებაზეო და ეგ არის ის ვაუჩერის მიხედვით რასაც სახელმწიფო გიხდის? ეგ რა თანხაა _ 1000 ლარი თუ 500? კერძო დაზღვევაც მაქვს და ისინიც მინაზღაურებენ თავისი ლიმიტის ფარგლებში.

Posted by: Furby 16 Sep 2015, 13:50
your~absence
ეგ არის ცალკე 1000 ლარი და ცალკეა ვაუჩერი რომლითაც ორსულობისას სარგელობ იმ კლინიკაში სადაც აღრიცხვაზე დადგები. კერძო დაზღვევა ცალკეა კიდევ და თავის ლიმიტის ფარგლებში აგინაზღაურებს რა თქმა უნდა.

Posted by: your~absence 16 Sep 2015, 14:10
Furby
მადლობა პასუხისთვის. ვაუჩერით უკვე ვისარგებლე და გამოვიყენე ვიზიტები. ანუ ის 1000 ლარი რასაც სახელმწიფო გირიცხავს ვაუჩერიდან გამომდინარეობს? ანუ ვაუჩერი რომ არ ამეღო არ დამირიცხავდნენ?

Posted by: natuluka 16 Sep 2015, 14:16
your~absence
მგონი გერევა ერთმანეთში. ეგ 1000 ლარი ვაუჩერი და მშობიარობის ან კონსულტაციის ხარჯები კი არ არის, ეგ კიდე ცალკეა. ანუ ვინც მუშაობს სახელმწიფოსგან ეკუთვნის დეკრეტულის 1000 ლარი, და თუ საყოველთაო დაზღვევაც გაქვს მშობიარობის 500 ან 800 ლარი, გააჩნია საკეისროს იკეთებ თუ ფიზიოლოგიურად აჩენ.

Posted by: angelgirl 16 Sep 2015, 14:22
natuluka

და რომელ კვირამდე უნდა აიღო ეს 1000 ლარიანი? რა კაი რამე გავიგე არ ვიცოდი : )

Posted by: Furby 16 Sep 2015, 14:33
angelgirl
1000 ლარი ვაუჩერისგან დამოუკიდებლად არის სახელმწიფოსგან.
კვირამდეზე არ არის მაგის აღება, გადაგზავნიან სამსახურიდან საბუთებს შესაბამის სოც.მომსახურებაში და დაახლოებით 2-3 თვეში ჩაგერიცხება ანგარიშზე. გამოიყენებ სურვილისამებრ smile.gif

Posted by: natuluka 16 Sep 2015, 14:35
angelgirl
როცა დეკრეტში გახვალ, მაშინ აიღებ. წესით სამსახური თვითონ უნდა აგვარებდეს ამას. ბუღალტერმა უნდა გადააგზავნოს რომ მუშაობ და დეკრეტული გეკუთვნის. მაგრამ კერძო სამსახურების უმეტესობაში ბუღალტერს ეზარება ან საერთოდ არ ყავთ ბუღალტერი smile.gif და ამიტომ თვითონ წაიღებ საბუთებს და ჩაგერიცხება ანგარიშზე 6 თვის ხელფასი ოღონდ არაუმეტეს 1000 ლარი. ანუ თუ 100 ლარი გაქვს ხელფასი 600 ლარზე მეტს არ მოგცემენ. და თუ თვეში 1000 ლარი გაქვს ჯამში 1000 ლარს მოგცემენ.

Posted by: angelgirl 16 Sep 2015, 14:35
აჰა უბრალოდ მერიცხება ეს თანხა? მე მეგონა მსობიარობის ხარჯია,უი ძალიან კარგი
იმედია ეცოდინებათ სად უნდა გადააგზავნონ

მოკლედ ათას ლარს არ ასცდება

დააა დეკრეტუში თუ არ მინდა გასვლა და სამსახურიდან წასვლას ვაპირებ,ისე არ გამოვა?
ან რომ გადააგზავნოს დეკრეტული და მერე წავიდე სამსახურიდან,თაღლიტობა იქნება? :დ
ბავშვს ვერ დავტოვებ მერე სალხში და აშკარად 8 თვემდე თუ გავქაჩე გმირი ვიქნები

Posted by: Furby 16 Sep 2015, 14:42
angelgirl
smile.gif)) დეკრეტში ხომ გადიხარ? ისარგებლე დეკრეტის 6 თვით და მერე თუ გინდა წადი ოღონდ შეატყობინე სამსახურს smile.gif
რატომ არ გინდა დეკრეტში გასვლა? არ გინაზღაურებენ დეკრეტს?

Posted by: angelgirl 16 Sep 2015, 14:46
Furby

დეკრეტული კერძო სამსახურში ხომ სახვანაირად არის,ანუ თავის ნება სურვილის მიხედვით არ გაძლევენ? მე აქ მასიმუმ 2 თვე მომცენ და მაგ ასაკის ბავშვს ვერ დავტოვებ, სამსახურიდან წასვლა მომიწევს.
მეორე ეს დაფინასებაც გამოდის ჩემი ხელფაფასიდან მერიცხება და სამსახურის ხარჯია რეალურად და არა სახელმწიფოსი,ამიტომ მე თუ ჯერ დეკრეტში გავალ და მერე აღარ დავბრუნდები ფული ტყუილად მომცეს,(ასა იფიქრებენ)

თუ სწორად გავიგე რაც აქ დაწერეთ ,ჩემ შემთხვევასი ასე გამოდის
და რაღც არ იქნება ლამაზი

გამოდის მოვიტყუები დეკრეტულზე ,ფულს ავიღებ და მერე ვეტყვი ვეღარ გმაოვდივართქო

Posted by: natuluka 16 Sep 2015, 14:47
angelgirl
აუცილებელი არაა დეკრეტში გასვლა. საბუთები გადააგზავნონ სამსახურიდან , ან შენ თვითონ წაიღე, და ჩაგირიცხავენ მაგ თანხას.

ხარჯი სახელმწიფოსია. სახელმწიფო გიხდის ამ 1000 ლარს და არა სამსახური. დამსაქმებლის ნებაა თავისი ხარჯით დეკრეტულს მოგცემს თუ არა. ეს 1000 ლარი სახელმწიფოსგანაა.

Posted by: angelgirl 16 Sep 2015, 14:49
natuluka

ანუ რელურად სამსახური მიხდის ფულს ხო? ამ დეკრეტისას,საშემოსავლოდან ალბათ
იმედია ძან ჩაინიკიზმში არ გადავვარდი :დ

არ მინდა ვინმეს დასაყვედრებელი რომ გამოვიდეს თუ მეკუთვნის სამსახურიდან წასვლის შემთხვევაშიც ავიღებდი
* * *
natuluka

აჰა ,მაშინ სახელმწიფოს მოვატყუებ ეგ არაფერი :დ ეგენი მაინც სულ ჩვენ გვატყუებენ :დ

Posted by: Furby 16 Sep 2015, 14:53
angelgirl
სახელმწიფო გიხდის 1000 ლარს და არა სამსახური smile.gif ის 2 თვე მაინც გამოიყენე დეკრეტული, მერე მიაყოლე უხელფასო, და როცა გინდა მერე წამოდი smile.gif ნუ თავიდანვე შეგიძლია რა თქმა უნდა და ეს 2 თვეზე მეტის არ მიცემა მაინც არ მესმის რა. ჩემს მეგობარსაც არ მისცეს 2 თვეზე მეტი და კი დატოვა პაწია ბავშვი სახლში.

Posted by: natuluka 16 Sep 2015, 14:53
angelgirl
QUOTE
ანუ რელურად სამსახური მიხდის ფულს ხო? ამ დეკრეტისას,საშემოსავლოდან ალბათ


არაა, სულ რომ დაიხუროს ეგ შენი სამსახური, ეს 1000 ლარი მაინც გეკუთვნის. თვითონაც თუ არ დაგიმატეს რამე ტანხა დეკრეტში ყოფნის დროს, 1 თეთრიც კი არ დაუჯდებათ ეგ შენი დეკრეტი.

* * *
angelgirl
QUOTE
აჰა ,მაშინ სახელმწიფოს მოვატყუებ ეგ არაფერი :დ ეგენი მაინც სულ ჩვენ გვატყუებენ :დ

არ გამოგდის სახელმწიფოს მოტყუება. არც ხარ ვალდებული დეკრეტულის შემდეგ იმუშაო. აქამდე ხომ იხდიდნენ საშემოსავლოს შენი ხელფასიდან, და ჩათვალე რომ ეგ გიბრუნდება რა. თუ შენი სამსახურიც იხდის დეკრეტულს, ყოველგვარი სინდისის ქეჯნის გარეშე აიღე ეგ ფულიც და დეკრეტული რომ დაგიმთავრდება მერე წადი სამსახურიდან. რაც გეკუთვნის, ის უნდა მიიღო.

Posted by: angelgirl 16 Sep 2015, 15:00
Furby

აუ არ ავიცი,აგერ ჩემი დაქალი ოსია და ისეთ კაი პონტშია :დ ერთი წელი გამოუვიდა დეკრეტული მეტი თუ არა ,თან თავიის ხელფასით
გააჩინა ორი ბავშვი ბედნიერად , 4 წლის ყავს უფროსი ,პატარა ერთის და ამ პერიოდში სულ დეკრეტულს გაიძხის და სულ ხელფასი აქვს :დ
მე კიდე პირველი გავაცინე სამსახურიდან წამოვედი,მეორეს ვაჩენ და წამოსვლა მომიწევს :დ
ვეღარ ავაწყვე ცხოვრება რა... :დ


natuluka

ხოდა ძალიან კარგი,მასე მოვიქცევი

Posted by: Furby 16 Sep 2015, 15:13
angelgirl
იმ ორ თვეს მაინც გიხდიან? და კოდექსით ვერ დაელაპარაკები, სრულად რომ ისარგებლო დეკრეტით, თორე ანაზღაურება მათ სურვილზეა დამოკიდებული.

Posted by: angelgirl 16 Sep 2015, 15:16
Furby

გოგო ეხლა ჩემი პოსტებიდან გმაომდინარე,კოდექსებით ლაპარაკი შემიძლია? როგორ ფიქრობ :დ
არ ვიცი ვიკითხავ და რას მეტყვიან ვნახოთ

არაფაერს არ გიხდიან,უბრალოდ იმ ორთვეს "დაგასვენებენ" ორთვეც პირობითად :დ ალბათ უფრო ერთი

ჯორჯიაში კერძო სამსახური მძიმე თემაა

Posted by: Furby 16 Sep 2015, 15:20
angelgirl
smile.gif)) ვაიმეეე, აიღე კოდექსი და მონიშნე ეგ პუნქტები და მიუთითე smile.gif მეჩვენება თუ მართლა ასე წერიათქო smile.gif)) იქნებ შერცხვეთ ....

Posted by: angelgirl 16 Sep 2015, 15:24
Furby

ხოოო ვნახოთ ჯერ კოდექსის გარეშე ვცდი :დ იმედია გამოვა,თუ მეკუთვნის მაგათ რა....

Posted by: kunku13 18 Sep 2015, 11:20
იქნებ მეც დამეხმაროთ რა, საჭირო საბუთებთან დაკავშირებით, ჩემი მეილია selma.banks@gamil.com თიტქოს ყველა საბუთი შევაგროვე მაგრამ მაინც მეეჭვება biggrin.gif

Posted by: garfield1 18 Sep 2015, 11:25
kunku13
უკან მიბრუნდება მეილი, სხვა მისამართი დაწერე რამე

Posted by: kunku13 18 Sep 2015, 12:47
selma.banks@gmail.com gmail მქონია არასწორად დაწერილი
* * *
იცით რა მაინტერესებს? ხელფასთან დაკავშირებით --- რა მონაცემში ჩნდება ხელფასის ოდენობა? და საავადმყოფო ფურცელზე უკან, რა უნდა ცჰაიწეროს? ჩემი ბუღალტერი არაფრის აზრზე არააა

Posted by: garfield1 18 Sep 2015, 12:57
kunku13
გამოგიგზავნი შევსების ინსტრუქციას

Posted by: Furby 18 Sep 2015, 13:36

QUOTE
ჩემი ბუღალტერი არაფრის აზრზე არააა


"პროფესიონალიზმის" ბუმია საქართველოში. დარეკონ და გაარკვიონ თუ რამე არ იციან, მიაჩეჩებენ ორსულ თანამშრომელს და ელოდებიან როდის მიუტანენ მზამზარეულს
baby.gif sad.gif facepalm.gif

Posted by: garfield1 18 Sep 2015, 13:38
Furby
QUOTE
პროფესიონალიზმის" ბუმია საქართველოში. დარეკონ და გაარკვიონ თუ რამე არ იციან, მიაჩეჩებენ ორსულ თანამშრომელს და ელოდებიან როდის მიუტანენ მზამზარეულს

ზუსტად
თავიდან იცილებენ, მე არ ვიცი შენ მიხედე და მერე დადიან ამხელა მუცლით გოგოები, ან ქმრები და აგვარებენ საქმეს

Posted by: buskito 19 Sep 2015, 20:37
გოგოები იცით რაში გამარკვიეთ?დავრეკე 1505 ზე და მიპასუხეს საყოველთაო დაზღვევით გეკუთვნით 500 ლარი მშობიარობაზეო და მაქვს კერძო დაზღვევაც და ორივეს გამოყენების უფლება მექნება,თუ მხოლოდ ერთ-ერთის?

Posted by: Furby 19 Sep 2015, 20:43
buskito
ისარგებლებ ორივეთი

Posted by: buskito 19 Sep 2015, 20:56
ძალიან გამიხარდა.მადლობა jump.gif jump.gif
* * *
და კიდევ გადმორიცხვის საკითხს სამშობიარო აგვარებს,თუ რამე საბუთების წარდგენაა საჭირო?

Posted by: Furby 19 Sep 2015, 21:16
buskito
სადაზღვეოები აგვარებენ და თუ მოგიწევს რომ შენ გადაიხადო, წარადგენ საბუთებს და დაზღვევა ჩგირიცხავს შენს ანგარიშზე

Posted by: Splash 19 Sep 2015, 22:43
buskito
ორმაგი დაზღვევით სარგებლობა არ შეიძლება. ან ერთი უნდა გქონდეს და ან მეორე.

Posted by: garfield1 19 Sep 2015, 22:48
Splash
შეიძლება,ზოგი არის საყოველთაოს ბაზაში,ისინი ვინც საყოველთაოს შემოსვლის დროს არ იყვნენ კერძოდ დაზღვეულები

Posted by: Splash 19 Sep 2015, 22:55

angelgirl
მთავარია, 1 თვე მაინც გავიდეს დეკრეტულში გასვლისას. არაა სავაკდებულო დარჩე სამსახურში. მე დეკრეტში გასვლიდან 2 თვეში წამოვედი და მომცეს ეგ თანხა. ბუღალტერმა დარეკა და ეკუთვნისო მაინცო, ასე უთხრეს.
* * *
Pink_ Panther
ორივე დაზღვევას მაინც ვერ გამოიყენებ და რა აზრი აქვს?
ChioChioSan
გეკუთვნის ყველა შემთხვევაში, მთავარია ბუღალტერს მიუტანო ექიმიდან ცნობა, როდის გადიხარ დეკრეტში. მ
manine2013
ე 1 თვეში ჩამერიცხა 2ვე ბავშვზე. (1-ზე უფრო ადრეც>დ)

Posted by: teo_charkviani 19 Sep 2015, 23:40
გამარჯობა, ვინც გამოცდილი ხართ და ერკვევით მაქვს კითხვა: ვმუშაობ ერთ-ერთ საჯარო სამსახურში, გარდა ე.წ. 1000 ლარიანი სოც. დახმარებისა სამსახურის მხრიდამ დეკრეტული შვებულების 6 თვეა ანაზღაურებადი?

Posted by: Furby 20 Sep 2015, 12:00
Splash
ორივე დაზღვევას გამოიყენებს ყველა ვინც არის დაზღვეული საყოველთაო დაზღვევით და ასევე თუ აქვს კერძო დაზღვევაც.

Posted by: Splash 20 Sep 2015, 13:00
teo_charkviani
ეგ სამსახურის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. შეიძლება გადაგიხადონ ხელფასი და შეიძლება არა.
* * *
garfield1
Furby
მე კერზო დაზღვევა მქონდა და ჯანდაცვაში რომ დავრეკე მითხრეს, ორივეს ერთად გამოყენება არ შეიძლება. ან ერთი უნდა გქონდეს და ან მეორეო. გამონაკლისები თუ არსებობს, არ ვიცი.

Posted by: Furby 20 Sep 2015, 13:18
Splash
მეც მაქვს კერძო დაზღვევა და ჩვეულებრივად ვისარგებლებ ასევე საყოველთაოთიც.
ვერ ისარგებლებ თუ საყოველთაოს პროგრამის დაწყებისას (2013 წელს) რომელი კერძო დაზღვევითაც იყავი დაზღვეული იგივეთი იქნები მშობიარობის მომენტში.

მაგალითაც.: 2013 ში დაზღვეული ვიყავი ბისიაში, ამჟამად ვარ ჯიპიაიში. საყოველთაოს ბაზაში დაფიქსირებულია რომ დაზღვეული ხარ ბისიაში, მიიტან ცნობას რომ აღარ ხარ დაზღვეული ბისიაში და ჩაგამატებენ ბაზაში. შესაბამისად ისარგებლებ როგორც ჯიპიაის მიმდინარე კერძო დაზღვევით, ასევე საყოველთაოს მიერ განსაზღვრული 500 ლარით.

ასევე 2013 ში ვინც არ სარგებლობდა კერძო დაზღვევით, წესით და რიგით არიან საყოველთაოს ბაზაში და შესაბამისად შეუძლიათ ისარგებლონ.

Posted by: natuluka 21 Sep 2015, 09:33
Splash
ჩემმა რძალმა ისარგებლა ორივეთი. საყოველთაომ დაუფინანსა 500 ლარი, და დანარცენი 1000 ლარი კერძომ. ძალიან ბევრი ვიცი, ვინც ორივე დაზღვევით ერთდოულად სარგებლოს ორსულობისას.

Posted by: manine2013 21 Sep 2015, 23:26
garfield1
მოვედი კითხვებით smile.gif 25-ში დამიბარა ქორიზემ წინასაკეისრო ანალიზებზე და აქედან რამდენ ხანში გეგმავს ხოლმე იპერაციას? ანუ შენ რა დროის შემდეგ დაგინიშნა? 37 კვირის ვიქნები. და მეირე კითხვა იმედი ელ-ში ვარ დაზღვეული 1000 ლარი მაქვს მშობიარობის ლიმიტი. ქორიძემ წინა საკეისრო აღარაა ჩვენება და მოთხოვნით საკეისროს ვწერთო და ამ შემთხვევაში ჩამერიცხება ეს თანხა? თუ არ აქცს მნიშვნელობა მოთხოვნით კეთდება საკეისრო თუ ჩვენებით?

Posted by: garfield1 22 Sep 2015, 15:21
manine2013
სადღაც 39 კვირისკენ დამინიშნა მე და ალბათ ეგრე დაგინიშნავს
დანარჩენს მოგწერ ეხლავე

Posted by: Nykusa 22 Sep 2015, 15:25
teo_charkviani
QUOTE
სამსახურის მხრიდამ დეკრეტული შვებულების 6 თვეა ანაზღაურებადი?

დიახ.

ანალოგიური საკითხით ვიყავი დაინტერესებული მეც და უკვე დეკრეტულიდან გამოსულ თანამშრომლებთან დავაზუსტე ეს ინფორმაცია )Splash
QUOTE
ეგ სამსახურის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. შეიძლება გადაგიხადონ ხელფასი და შეიძლება არა.

საჯარო სამსახური, რამდენადაც ვიცი, ყოველთვის ანაზღაურებს დეკრეტულს )) წინასარ რიცხავს ხელფასის 6მაგ ოდენობას.


ჩემთან დაჟე დეკრეტში ყოფნისას პრემიებიც ირიცხება.

Posted by: ninikei13 22 Sep 2015, 15:28
garfield1
შენ ხომ პირველი მოთხოვნით გქონდა საკეისრო? როგორ აგინაზღაურეს მერე? და კიდეც თუ იცით ნაყოფის წონა რამდენი ითვლება საკეისროს ჩვენებად?

Posted by: garfield1 22 Sep 2015, 15:34
ninikei13
პირველი მოთხოვნით კი იყო, მაგრამ მანამდე რაღაც ინფექციები მქონდა, რაც შეიძლება საფრთხე ყოფილიყო ნაყოფისთვის და ეგ რომ ჩაწერეს, ულაპარაკოდ ამინაზღაურეს.
კერძო დაზღვევები იმდენად არ ართულებენ ეგეთ საკითხებს რამდენადაც სახელმწიფო.
რაც შეეხება ბავშვის წონას. როგორც ვიცი არ ითვლება ჩვენებად, თუ უშუალოდ მშობიარობის პროცესში არ გართულდა რამე და სასწრაფო საკეისრო არ გახდა საჭირო. ზუსტად არ ვიცი რომ არ მოგატყუო. აი პირველი საკეისროს მერე დიდი წონის ნაყოფი უკვე ჩვენებაა საკეისროსი

Posted by: ninikei13 22 Sep 2015, 15:40
garfield1
გასაგებია,გაიხარე.ანუ თუ რამე ჩემ დაზღვევასთან უნდა გავარკვიო და წონას მერე მოვიკითხავ კიდევ.მეშინია დიდი ბავშვის გაჩენა და წინასწარ ვფიქრობ თუ ეგრე მოხდა საკეისროზე და გარკვევა მინდა,რას ველოდე.ზოგადად თვითონ ექიმმა რომ ჩაგიწეროს რამე,ანუ ახსნა მოუძებნოს საკეისროს მოსულა ეგეთი? biggrin.gif

Posted by: garfield1 22 Sep 2015, 15:45
ninikei13
QUOTE
ზოგადად თვითონ ექიმმა რომ ჩაგიწეროს რამე,ანუ ახსნა მოუძებნოს საკეისროს მოსულა ეგეთი

ყველაფერი მოსულა biggrin.gif

Posted by: manine2013 22 Sep 2015, 15:58
garfield1
მადლობაა :* დაველოდები ორი კვირაც smile.gif

Posted by: tassoo 23 Sep 2015, 15:28
თუ რამე არ მოეწონებათ ამ დეკრეტის ფურცელს რო ჩავაბარებ არ ჩამირიცხავენ 1000 ლარს მაგრამ სხვა პრობლემა ხო არ მექმნებაა 6 თვე ხო მექნება ჩვეულებრივად?

ბოლო რამდენიმე თვის ხელფასი აუცილებელია რო ჩანდეს?

Posted by: garfield1 23 Sep 2015, 15:30
tassoo
არ ჩაიბარებენ სანამ არ გაასწორებ რაც არ მოეწონებათ და დეკრრტიც გექნება რათქმაუნდა. 1000 ლარსაც ჩაგირიცხავენ

Posted by: tassoo 23 Sep 2015, 15:41
garfield1

იქნება ვიმშობიარე ამასობაში

დღეს გავაკეთე დღევანდელი თარიღით , მერე უფროსმა დღევანდელი თარიღით აღარო, მერე იმ ქალმა თარიღის შეცვლაზე მეღრინა ხოდა კიდე რო იყოს ეს თარიღი შესაცვლელი აღარ შემიცვლის და sad.gif

Posted by: garfield1 23 Sep 2015, 15:47
tassoo
ვაიმე რა სისულელეა ეგ. იქ ეწეროს დღევანდელი თარიღი და შენ როცა გინდა მაშინ გადი დეკრეტში, რა პრობლემაა

Posted by: tassoo 23 Sep 2015, 15:48
garfield1

უი... smile.gif დეკრეტში გასვლის თარიღი და მერე გამოსვლის თარიღი რო წერია ,, არ აქვს მნიშვნელობა?

Posted by: garfield1 23 Sep 2015, 15:51
tassoo
სიტყვიერადაც შეიძლება შეთანხმება მაგაზე უფროსთან. შენ იმისთვის აბარებ რომ მალე ჩაგერიცხოს ?
თუ რეალურად გადიხარ უკვე და იმიტომ იღებ?
საერთოდ ეგ ბუღალტრის საქმეა და არა შენი

Posted by: tassoo 23 Sep 2015, 15:54
garfield1

არა გავდივარ უკვე , მაგრამ რაღაც პრობლემა იყო და 28დან გაგიშვებო და ეს 28 ჩამისწორა,,, უბრალოდ კიდე რამე არრო შეიცვალოს რა მივა იმ უჟმურ ქალთან

Posted by: garfield1 23 Sep 2015, 15:58
tassoo
28 სად ჩაგისწორა ვვერ მივხვდი, დეკრეტულის ფურცელში? მანდ არ შეიძლება ჩასწორება და წინასწარ გვიანი თარიღით გამოწერა.მანდ თუ ჩაასწორა, ექიმთან იქნები მისასვლელი თავიდან რომ გამოგიწეროს. ყოველ შემთხვევაში მე ასე ვიცი,როცა გადიხარ დეკრეტში, იმ დღით იწერება ეგ ფურცელიხ
და თუ განცხადებებს და წერილებს გულისხმობ მაგის თარიღს არ აქვს მნიშვნელობა

Posted by: tassoo 23 Sep 2015, 16:00
garfield1

დეკრეტულის ფურცელში ვამბობ,, ჩაასწორა უკვე და რავიცი

Posted by: garfield1 23 Sep 2015, 16:04
tassoo
ექიმმა? თუ დირექტორმა?
დღეს 23-ა, რანაირად ჩაასწორა და 28-დ როგორ გადააკეთა, არ შეიძLება ეგ და კანონდარღვევაა.

Posted by: tassoo 23 Sep 2015, 16:08
garfield1

ანუ გაცემის თარიღი წერია 23, მაგრამ დეკრეტში გასვლა წერია 28,

სამშობიაროში ჩამისწორრა ვინც ამ დეკრეტის ფურცელს გასცემს

Posted by: garfield1 23 Sep 2015, 16:08
tassoo
სამშობიაროში თუ ჩაასწორა მაშინ ხო. და ეგ რა პრობლემაა ვერ გავიგე აბა
გაამზადე საბუთები და ჩააბარე სოცში

Posted by: tassoo 23 Sep 2015, 16:11
garfield1

კიდე არ შემიცვალოს უფროსმა თარიღითქო ამას ვჯავრობ smile.gif არ უნდა გამეკეთებინა ასე წინასწარ .. დაგღალე smile.gif მადლობა :*

Posted by: garfield1 23 Sep 2015, 16:13
tassoo
არა რა დამღალე კაცო. ეგ საბუთები ჩააბარე და უფროსს უთხარი უკვე ჩაბარებული მაქვს და თუ ერთი კვირით გვიან გამიშვებ დეკრეტში, ერთი კვირით გვიან გამოვალთქო
* * *

Posted by: Schneckchen 1 Oct 2015, 12:37
რამდენ ხანში ირიცხება 1000 ლარი? 10 აგვისტოს გავედი დეკრეტში და მალევე ჩააბარებდა ბუღალტერი წესით საბუთებს.

Posted by: Furby 1 Oct 2015, 13:13
Schneckchen
2-3 თვეში რიცხავენ ხოლმე, ასე ოპერატიულად აი

Posted by: Schneckchen 1 Oct 2015, 13:17
Furby
6 თვის ხელფასი ერთად ჩამერიცხა და მივფლანგე, ეხლა მაგის ჯერი დადგა biggrin.gif

Posted by: Furby 1 Oct 2015, 14:16
Schneckchen
biggrin.gif მეც მასე დამემართება აშკარად smile.gif)))))) ცოტაც და ჩაგირიცხავენ smile.gif

Posted by: angelgirl 1 Oct 2015, 15:25
Furby

არ დამცოფო რა ეხლა რა მაინტერესებს კი ვიკითხე მგონი და აღარ მახსოვს :დ
ეხლა ვარ 3 თვის 4 გადავბარგდი დღეს და ეგ როდის უნდა გავაკეთო 1000 ლარიანი რამდენიხნით ადრე კეთდება

Posted by: Furby 1 Oct 2015, 15:50
angelgirl
დეკრეტულის ფურცელს რომ მოგცემენ, მშობიარობამდე ცოტა ხნით ადრე ან რომ იმშობიარებ ( შენ როცა აიღებ დეკრეტს), მერე შეგივსებს ბუღალტერი (თუ აზრზე არ არის ბუღალტერი აქაც ვართ დამხმარეები) და სხვა საჭირო საბუთებთან ერთად გაგზავნის სოცში. ეგ 1000 ლარი ჩაგერიცხება მაგ საბუთების სოცში ჩაბარებიდან 2-3 თვეში. ასე რიცხავენ დაახლოებით რა.

Posted by: angelgirl 1 Oct 2015, 16:42
Furby

მოკლედ უფრო ადრე არა,უკვე დეკრეტულს რომ ავიღებ მაშინ კეთდება

ოკ :*

Posted by: duduna18 1 Oct 2015, 20:39
Schneckchen 22 აგვისტოს ჩავაბარე საბუთები სოცში და 20 სექტემბერს დამერიცხა

Posted by: Furby 1 Oct 2015, 20:57
duduna18
გაგიმართლა ნამდვილად. ნეტა ყველას.მასე ურიცხავდნენ.

Posted by: mikaela 2 Oct 2015, 01:50
გოგოებო ვინმე ერკვევით საგარანტიო წერილის ამბავში? ანუ მაინტერესებს კლინიკის ბუღალტერიიდან მჭირდება მგონი ფორმა ასის წამოღება ხო რო მივიტანო დანიშნულების ადგილზე, დამაკვალიანეთ რაა ვინც რამე იცით ამ თემაზე..

Posted by: garfield1 2 Oct 2015, 07:23
mikaela
თუ კლინიკა დაზღვევის პროვაიდერია, არაფერი არ გინდა
თუ არაა პროვაიდერი,იხდი ფულს და სადაზღვევოში მიგაქვს ქვითრები და ფორმა ასი
და საყოველთაოსაც მგონი არ ჭირდება არაფერი განსაკუთრებული. საშობიაროში აგვარებენ

Posted by: Schneckchen 2 Oct 2015, 09:06
mikaela
garfield1
პროვაიდერი იყო ჩემს შემთხვევაში, სამშობიაროდან მშობიარობის მეორე დღეს მომცეს საბუთი,რომელიც წაიღო ჩემმა ქმარმა დაზღვევაში და იქიდან წამოიღო საგარანტიო. თუმცა ჩემი იდიოტური დაზღვევაა, და შეიძლება სხვაგან სხვა წესებია.

Posted by: garfield1 2 Oct 2015, 10:24
Schneckchen
ჩვენები პირდაპირ დაზღვევის ბარათით აგვარებენ იქვე ყველაფერს
დაზღვევას გააჩნია ალბათ

Posted by: mikaela 2 Oct 2015, 11:03
garfield1
Schneckchen მადლპბა გოგოებო პასუხისთვის
baby.gif love.gif

Posted by: Schneckchen 2 Oct 2015, 11:04
garfield1
წესით ეგრეც უნდა იყოს,რატომ მივდივარ აბა პროვაიდერში, თუ ისევ ფურცლებით ვირბენთ წინ და უკან.

Posted by: LazyButterfly 2 Oct 2015, 11:38
საჯარო სამსახურში ეგ 1000 ლარი 6 თვის ხელფასში შედის მართლა?
ანუ 1000-ს სახელმწიფო გირიცხავსო და რაც დარჩება სხვაობა, ანუ 6 თვის ხელფასს-1000 ლარი, მაგას სამინისტრო.

Posted by: Furby 2 Oct 2015, 11:47
LazyButterfly
სახელმწიფოში არ ვიცი და კერძოში ზოგგან მასე აკეთებენ. ზოგგან მთლიანად აძლევენ ხელფასს, ზოგგან უქვითავენ მაგ 1000 ლარს და ზოგგან არაფერსაც არ ურიცხავენ ხელფასიდან (ბოროტები)

Posted by: garfield1 2 Oct 2015, 11:47
LazyButterfly
ზოგადად დაანგარიშების წესია ეგეთი და კერძოსაც და საჯაროსაც,უფლება აქვს გამოგიქვითოს

Posted by: LazyButterfly 2 Oct 2015, 11:53
Furby
garfield1

აჰა, გასაგებია, მადლობა გოგოებო :*

QUOTE
(ბოროტები)


biggrin.gif
მართლაცდა ბოროტები :/

Posted by: Schneckchen 2 Oct 2015, 12:40
LazyButterfly
კი,გამომიკლეს 1000 ლარი და სხვაობა ჩამირიცხეს. (საჯაროში ვმუშაობ).

Posted by: LazyButterfly 2 Oct 2015, 13:29
Schneckchen

ალბათ ჩემთანაც ასე იქნება
მადლობა :*

Posted by: furashka 2 Oct 2015, 13:38
გამარჯობათ, ვმუშაობ კერძო სამსახურში შესაბამისად მაქვს კერძო დაზღვევა. ჩემ დაზღვევას ვერ გამოვიყენებ, ვინაიდან შეიძლება გავიკეთო საკეისრო ჩემი ნება სურვილით და არა სამედიცინო ჩვენებით. მაინტერესებს იმ შემთხვევაში როდესაც კერძო კომპანიაში ვარ დაზღვეული მოქმედებს თუ არა სახელმწიფო დაზღვევა (500 ლარი), რომელიც როგორც ვიცი საავადმყოფოშივე ეჭრება.


Posted by: garfield1 2 Oct 2015, 13:49
furashka
1505-ზე გადაამოწმე ხარ თუ არა ბაზაში და გეკუთვნის თუ არა
კერძო დაზღვევას რაც შეეხება,ისევე როგორც საყოველთაო,შენი სურვილით საკეისროს შემთხვევაში,ანაზღაურებენ ფიზიოლოგიურის თანხას მხოლოდ. ასე რომ გამოიყენებ მშვენივრად

Posted by: natuluka 2 Oct 2015, 14:51
furashka
ვინ გითხრა რომ მოთხოვნით საკეისროს დროს სადაზღვევო არაფერს აგინაზღაურებს? აგინაზღაურებს ფიზიოლოგიურის ღირებულებას და სხვაობას გადაიხდი თვითონ. სახელმწიფო დაზღვევაც არ ანაზღაურებს მოთხოვნილ საკეისროს, 800 ლარის მაგივრად მაინც 500-ს ჩაგირიცხავს .

Posted by: furashka 2 Oct 2015, 22:31
natuluka
garfield1

მადლობა გოგოებო :*

Posted by: jadgschloss 6 Oct 2015, 19:54
მოკლედ Bუღალტერი მაგარი კვერცხია Dა ვინმეს შეგიძლიათ დახმარბა? ბუღალტრის შესებული Aრ დაიტოვეს სააგენტოში

Posted by: angelgirl 10 Oct 2015, 17:07
Furby

დღეს გავარკვიე ეს 1000 ლარიანის ამბები და დეკრეტი,მოკლედ აქეთ მითხრეს სამსახურსი ეს გერგებაო და იცოდიო?
ბუღალტერმა მე მოვაგვარებ ყველაფერსო და არც სამსაურის მიტოვება არ მომიწევს,6 თვე მოგცემთ დეკრეტულს და როცა შენ გადაწყვიტავ მაშინ აიღეო,ნახევარ განაკვეთზე იმუშავებს ვინმე,მოვძებნითო და შენც დაგირიცხავთ ნახევარსო :დ
მეტი რა ქნან <3

Posted by: Furby 10 Oct 2015, 18:37
angelgirl
კარგია მაინც მთლიანს თუ არა ნახევარს ხომ მოგცემენ.
მე ვფიქრობ 10 დღით ადრე ავიღო დეკრეტი, მინდა ბაიასთან დიდხანს ვიყო smile.gif


jadgschloss
პირადში მოგწერე არ გინახავს ალბათ

Posted by: angelgirl 12 Oct 2015, 12:53
Furby

ხო მეც მარტის ბოლოდან ავიღებ უკვე : )

Posted by: Schneckchen 12 Oct 2015, 13:01
1505ზე რომ დავრეკო ვერ მეტყვიან რა ბედი ეწია ჩემს კუთვნილ 1000 ლარს? smile.gif ჩემს მერე დეკრეტში გასულებს ჩაერიცხათ და ჩემი არ ჩანს ჯერ.

Posted by: garfield1 12 Oct 2015, 13:05
Schneckchen
კი გეტყვიან, მაგრამ ჩაგერიცხება, ყველას სხვადასხვა დროს ერიცხება

Posted by: Schneckchen 12 Oct 2015, 13:19
garfield1
ბუღალტერს ხო არ შეეშალა რამე-თქო, მაგაზე ვღელავ, მაგრამ არა მგონია,შემოსავლებში ვმუშაობ და მილიონს აკეთებს მაგ საბუთებს ბუღალტერი.

Posted by: garfield1 12 Oct 2015, 13:20
Schneckchen
არა რომ შეშლოდა გაასწორებინებდნენ და ისე ჩაიბარებდნენ, ამიტომ არ ინერვიულო მაგაზე

Posted by: Schneckchen 12 Oct 2015, 13:22
garfield1
მადლობა, დაველოდები მაშინ smile.gif

Posted by: garfield1 14 Oct 2015, 23:17
დღეს ისეთი რაღაც გავიგე,აღშფოთებას ვერ ვმალავ და აქაც დავწერ
თურმე ზოგიერთი ბუღალტერი,ორსულს დეკრეტის საბუთების შევსებაში ფულს სთხოვს!!!
ხოდა გაითვალისწინეთ,რომ ეს არის ჩვეულებრივი დანაშაული და შეგიძლიათ უჩივლოთ ამის გამო ნებისმიერს. ფული რომ არ უნდა მისცეთ ეგ თავისთავად.
პირდაპირი მოვალეობაა ბუღალტრის ეგ და ხელფასს იღებს ისედაც,დამატებით არ უნდა ითხოვდეს პროცენტებს

Posted by: Furby 14 Oct 2015, 23:26
garfield1
რაოო? biggrin.gif და რის საფუძველზე? ხომ არიან ღირსები რომ უჩივლო და ის ხელფასიც ისე დარჩეთ გვერდზე.
დასათხოვია მაშინვე და იმ წამსვე!

Posted by: garfield1 14 Oct 2015, 23:29
Furby
ვაიმე რავიცი,ისე გავბრაზდი ვერ ვწყნარდები
ერთმა 200 ლარი გადაუხადა ბუღალტერს თურმე ,ისე არ აბარებდა ფორმებსო
ნუ რომ ატყუებენ დეკრეტი ისევ 4 თვიანია და 6 თვე განსაკუთრებულ შემთხვევებშიო ეგ კიდე ცალკე საოცრება. დაუბეგრავი მინიმუმის არ იყოს,უკან რომ მიატანინეს თანამშრომლებს უფროსებმა

Posted by: Furby 14 Oct 2015, 23:37
garfield1
სრული განუკითხაობა!
იცნობ ალბათ ხო დაზარალებულს? უჩივლოს რა აზრზე მოიყვანოს ცოტა და დააბრუნოს თანხა. თან 200 ლარიო!!!! ბარემ თვითონ ჩერიცხა მთელი დახმარება, რა ადამიანი უნდა იყო ეგ რო გააკეთო. შენ კი არა აგერ მე გავბრაზდი :@ :@

Posted by: garfield1 14 Oct 2015, 23:40
Furby
არა არ ვიცნობ. ერთერთ ჯგუფში დაწერა გოგომ,ჩემ მეგობარს შეემთხვაო და აბა რა ექნაო,არ იჩივლებს ის sad.gif

Posted by: Maiko Shamugia 19 Oct 2015, 17:12
გამარჯობა გოგოებო smile.gif

მაინტერესებს ამ დეკრეტული შვებულების ფორმალური მხარეები

აქ წერია რომ საჭიროა საბანკო ანგარიშის მონაცემები, მე ხელზე ვიღებ ხელფასს და ვერ გავიგე, ხელფასის ამონაწერია საჭირო ბანკიდან, თუ უბრალოდ ანგარიშის რეკვიზიტები. დავრეკე ცხელ ხაზზე და გონზე არ იყო ვინც შემხვდა, ისე დაიბნა რომ ვკითხე ამონაწერი თუ ანგარიშის რეკვიზიტები თქო შემეცოდა...

ანუ ხელფასის დარიცხვების დაფიქსირება არის სადმე საჭირო?



Posted by: Furby 19 Oct 2015, 17:25
Maiko Shamugia
ხელფასის ამონაწერი არ არის საჭირო, მხოლოდ ანგარიშის ნომერი, სადაც თანხა უნდა ჩაირიცხოს.
ხელფასი ფიქსირდება სახელფასო ცნობაში რომელიც უნდა წარადგინო.

Posted by: Maiko Shamugia 19 Oct 2015, 17:34
QUOTE (Furby @ 19 Oct 2015, 17:25 )
Maiko Shamugia
ხელფასის ამონაწერი არ არის საჭირო, მხოლოდ ანგარიშის ნომერი, სადაც თანხა უნდა ჩაირიცხოს.
ხელფასი ფიქსირდება სახელფასო ცნობაში რომელიც უნდა წარადგინო.

დიდი მადლობა smile.gif

Posted by: Egyptian 6 Nov 2015, 17:50
დეკრეტული შვებულება რამდენ ხანს გრძელდება?
და რამდენი თვეა ანაზღაურებადი?

Posted by: F][SO 10 Nov 2015, 18:09
garfield1
მოგესალმებით, თუ არ შეწუხდებით მეც გადომიგზავნეთ დეკრეტული 1000 ლარის მასალები მაილზე lanasvanidze@hotmail.com

და კიდევ რა მაინტერესებს, მშობიარობის თანხიდან ვაუჩერის 500 ლარს ადგილზევე სამშობიაროში აკლებენ გადასახდელ თანხას? (ჩემს შემთხვევაში ჰერას ვგუისმობ) ვაუჩერი მიტანილი მაქვს და ვსარგებლობ დგემდე გარდა ჩემი დაზღვევისა...

Posted by: babala 13 Nov 2015, 11:18
გამარჯობათ იქნებ ვინმე დამეხმაროს და მიპასუხოს

ჩემი მეუღლე მუშაობს საჯარო რეესტრში და არის უშტატო თანამშრომელი. ორსულად არის და სარგებლობს დეკრეტული შვებულების ოთხი თვით, ანუ დეკრეტში გადის და ბრუნდება ხელშეკრულების ვადაშივე. ამ შემთხვევაში ეკუთვნის თუ არა ამ ოთხი თვის ანაზღაურება? არ ვგულისხმობ ერთჯერად ათასლარიან დახმარებას, საუბარი მაქვს ყოველთვიურ ხელფასზე.

Posted by: garfield1 13 Nov 2015, 11:24
babala
ეგ დამსაქმებლის გადასაწყვეტია
და ისე დეკრეტი 6 თვეა
F][SO
გამოგიგზავნით
500 ლარს რაც შეეხება, ვაუჩერში არ შედის ეგ,ცალკე უნდა დააზუსტო დეტალები 1505-ზე

Posted by: natuluka 13 Nov 2015, 11:26
babala
კანონი არ ავალდებულებს დამსაქმებელს რომ აუნაზღაუროს. ეგ 1000 ლარი დახმარება კი არ არის, დეკრეტული ქვია და მაგის გარდა თვითონ დამსაქმებელი წყვიტავს მისცეს თუ არა სრული ხელფასი.

Posted by: babala 13 Nov 2015, 11:28
garfield1
natuluka
ხო მარა დამსაქმებელი აქ ხო სახელმწიფოა საჯარო რეეესტრი სახელმწიფო ორგანოა და კერძო ხომ არ არის

Posted by: garfield1 13 Nov 2015, 11:33
babala
არც საჯაროს არ ავალდებულებს,მითუმეტეს შტატგარეშე თუა. თუ აუნაზღაურებენ ძალიან კარგი,თუარადა ვერაფერს იზამთ

Posted by: babala 13 Nov 2015, 11:36
garfield1
კარგით და ჩვენით რამე უნდა გავაკეთოთ თუ რამეა მისატანი სადმე ????

Posted by: garfield1 13 Nov 2015, 11:57
babala
თქვენ დეკრეტის მწვანე ფურცელი უნდა მიუტანოთ კადრებს ან ბუღალტერს და მიხედავენ თვითონ წესით. თუ უთხრეს რადგან უშტატო ხარ ,ჩვენ არ გვეხებაო,მერე დაგეხმარებით

Posted by: F][SO 14 Nov 2015, 13:52
garfield1
QUOTE
გამოგიგზავნით
500 ლარს რაც შეეხება, ვაუჩერში არ შედის ეგ,ცალკე უნდა დააზუსტო დეტალები 1505-ზე

გმადლობთ, დაგელდებით.

Posted by: lawtoday 16 Nov 2015, 15:44
გამარჯობათ, ერთ-ერთ კლინიკაში ვარ აღრიცხვაზე, თუმცა კონსულტაციებზე სხვაგან დავდივარ, ეს ხელს ხომ არ შეუშლია მშობიარობის ღირებულების ანაზღაურებას ?

Posted by: Furby 17 Nov 2015, 03:22
lawtoday
არა არ შეუშლის

Posted by: tammmta1 14 Dec 2015, 17:27
გოგოებო, საყოველთაო ჯანდაცვა ვისაც აფინანსებს, მშობიარობის დრო პირდაპირ ერიცხება თანხა, თუ ჯერ უნდა გადაიხადოს და მერე ჩაერიცხება? ისეთი შემთხვევები არის, სახელმწიფომაც რომ დაგაფინანსოს და კერძომაც?

Posted by: ninikei13 14 Dec 2015, 17:29
tammmta1
1505ზე დარეკე და კითხე იმ სამშობიაროზე კონკრეტულად სადაც აპირებ.ჰერაში მაგალითად ეგრევე რიცხავენ

Posted by: tammmta1 14 Dec 2015, 17:32
ninikei13
ნეტა გაგუაში როგორაა? მე ახლა უნდა ჩავამატებინო თავი ბაზაში. ადრე ჯი პი აი მქონდა და მაგის გამო არ ვიყავი ბაზაში, ახლა სხვა დაზღვევა მაქვს და მითხრეს თუ მოიტან ცნობას ჯი პი აიდან რომ არ ხარ იქ დაზღვეული, ჩაგამატებთო და რა ვიცი.

Posted by: nikolsona 14 Dec 2015, 17:35
გოგოებო, ასეთი რამ მაინტესებს, საჯარო სამსხურში მუშაობისას, დეკრეტშI გასვლის შემთხვევაში (რაც ანაზღაურდება 6 თვის მანძილზე) დამატებით 1000 ლარიან დამხმარებას ვიღებ თუ არა, და თუ ვიღებ, ვის და როგორ უნდა მივმართო?

და იმ 6 თვის თანხას ერთდროულად ცამირიცხავენ თუ ყოველთვიურად?

Posted by: ninikei13 14 Dec 2015, 17:36
tammmta1
იკითხე მაინც,მაგრამარ მგონია არ ირიცხებოდეს ეგრევე და შენ იხდიდე,მითუმეტეს ცნობილ სამშობიაროებში

Posted by: Roqsalana 14 Dec 2015, 23:27
გამარჯობა გოგოებო, მშობიარობა მიწევს მაისში, ვმუშაობ მაგრამ შტატგარეშე ვარ, ხელფასსაც ხელზე მაძლევენ, იქნებ დამაკვალიანოთ არაფერი ვიცი,ანუ არ მეკუთვნის არც დეკრეტი და არც ის 100 ლარი?
მადლობა <3

Posted by: tammmta1 15 Dec 2015, 10:32
კერძო და სახელმწიფო ორივე რომ აზღვევდეს, ეგეთი სიტუაცია თუ ჰქონია ვინმეს? საყოველთაო დაზღვევამ მშობიარობის ფული რომ ჩამირიცხოს და რაც დასაფარი დარჩება, კერძო დაზღვევამ დაფაროს, ეგეთი რაღაც მოსულა?

Posted by: natuluka 15 Dec 2015, 10:42
tammmta1
კიი, ხშირად ხდება ეგრე. ორივე დაზღვევა თუ გაქვს, ორივე აგინაზღაურებს. სახელმწიფო ჩარიცხავს და რაც დარჩება იმას კერძო სადაზღვევო აანაზღაურებს.

Posted by: angelgirl 17 Dec 2015, 12:03
გოგოებო ეხლა მოგვიტანეს სამსახურში არდის დაზღვევა უკვე დაგვაზღვიეს და არანაირი პრობლემა არ იქნება სახელმციფოს თანამონაწილეობაზე დაზღვევისო და თითქოს აქ წავიკითხე პრობლემააო.გადავამოწმე არდიშიც და ჯანდაცვაშიც არდი დამირიცხავს 700 ლარს მშობიარობაზე და სახელმწიფო 500

Posted by: angelgirl 18 Dec 2015, 17:56
ამ ბოლო შეკითხვაზეწ ვერ მოიცალეთ ალბათ პასუხზე და კიდევ ახალი შეკითხვით მოვედი

მოკლედ სამსახურში შეიცვალა სიტუაცია აქამდე 6 თვეს ამბობდნენ და ხელშეწყობას,ასე უცებ რა შეიცვალა არ ვიცი,ურთიერთობა არ გაგვფუჭებია :დ
დირექტორმა მითხრა რომ 4 თვეზე მეტს ვერ მომცემს დეკრეტულს
მერვე თვიდან მინდა გავიდე დეკრეტში რადგან იმ ქალაქში ა რ ვცხოვრობ სადაც ვმუშაობ და მეშინია გზაში ამხელა მუცლით ბოლო თვეზე რამე ჩეპე არ მომივიდეს
თუ ავიღებ შვებულებას 4 თვე გამოდის 2 თვის ბავშვს ვტოვებ სახლში,რაც მაიძულებს რომ სამსახური დავტოვო,6 თვეს რადგან ამბობდნენ ,მანამდე არ ვფიქრობდი წასვლაზე სამსახურიდან.

მთავარი კითხვა რაც მაინტერესებს 6 თვე დეკრეტულს კერძო სამსახურში ავალდებულებს კანონი ?,ტუ მხოლოდ სახელწიფო სამსახურშია დეკრეტული 6 თვე?
კოდექსს გადავხედე და საერთოდ დეკრეტული 730 დღე წერია მაქსიმალური და ანაზგაურებადი 180 თვე,ვერ გავიგე ეს კანონი მარტო იმათზე მოქმედებს ვინც სახელმწიფო სამსახურში მუშაობს?
ნუ 730 დღეს არ მოველი :დ

კერძოს შემთხვევაში სად შეიძლება მოვიძიო ინფორმაცია ,იქნება დამეხმაროთ,სანამ მოვითხოვ დეკრეტულს რომ ვიცოდე ჩემი უფლებები

Posted by: garfield1 18 Dec 2015, 18:01
angelgirl
4 თვე ანაზღაურებადი გითხრა ალბათ,თორემ 6 თვე დეკრეტი შენი უფლებაა,უბრალოდ არაანაზღაურებადია უმეტესად,მხოლოდ 1000 ლარს ფიხდის სახელმწოფო. ანუ 180 დღე ანაზღაურებადი ნიშნავს 6 თვეს და 1000 ლარს ,ამ 6 თვეს ზოგან ხელფასს უხდიან ზოგან არა,ზოგან ნაწილობრივ და ამის შემდეგ კიდევ შეგიძლია დაამატო უხელფასო დეკრეტი და ჯამში 2 წელი იყო უხელფასოდ.

Posted by: Nykusa 18 Dec 2015, 18:03
angelgirl
კანონით და პრაქტიკით "სავალდებულო" 6 ანაზღაურებადი თვე არის სახ. სამსახურისთვის + 1 წელი არაანაზღაურებადი სურვილის შემთხვევაში.
კერძო სექტორში სამწუხაროდ არ არის მსგავსი რამ. უხეშად რომ ვთქვათ, დამსაქმებლის კეთილ ნებაზე ხარ დამოკიდებული. ეს არის ჩვენი შრომითი ხელშეკრულებების დღევანდელი ცუდი პრაქტიკა,სამუხაროდ.

Posted by: angelgirl 19 Dec 2015, 11:10
Nykusa

მოკლედ კერძოში ხმას ვერ ამოიღებ?არდა მეგობარმა მითხრა კერძოსაც ეკუთვნის კანონით 6 თვეო,რადგან დეკრეტულის 1000 ლარს კერძოსაც უხდის სახელმწიფოვო,მოკლედ რა მააგრი დებილი კანონებია რა

Posted by: garfield1 19 Dec 2015, 11:13
angelgirl
გეკუთვნის,რას ქვია ვერ ამოიღებ ხმას,უბრალოდ შეიძლება არ აგინაზღაურონ და ხელფასი არ მოგცენ

Posted by: angelgirl 19 Dec 2015, 13:50
garfield1

ხოდა რა მიკვირს იცი ხომ იციან რომ მეკუთვნის და რატომ ცდილობენ კანონის დარღცვევას ვერ ვხვდები,ხმა რომა მოვიღო მერე ასეთ გარემოში მუშაობაც გამიჭირდება
ხელფასი არ მინდა,რომელ ხელფასზეა საუაბრი
მაგრამ რაც მეკუთვნის იმ ათას ლარს მოვითხოვ ბედნიერად მაინც,იმიტომ რომ ამ ტანხას სახელმწიფო მიხდის და არა ესენი

Posted by: rijika1 21 Dec 2015, 03:02
Xom ver metyvit ramdeni xnis orsuli unda viyo rom dekretshi gasvla movitxovo?
* * *
Xom ver metyvit ramdeni xnis orsuli unda viyo rom dekretshi gasvla movitxovo?

Posted by: Nykusa 21 Dec 2015, 15:23
angelgirl
garfield1
გოგოებო, ჩვენი დეკრეტები ხისტად არის დარეგულირებული მხოლოდ სახ. სამსახურში, სადაც შეგვიძლია 6 თვით გავიდეტ ანაზღაურებად შვებულებაში ორსულობის/მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, ხოლო შემდეგ +1 წლით არაანაზღაურებად შვებულებაში ბავშვის მოვლის გამო (მიბმით მხოლოდ). ხოლო შემდეგ, ბავშვის ბავშვის სკოლაში შეყვანამდე თუ 5 წლამდე, შეუძლია სახ. მოხელეს მოითხოვოს 12 კვირა გადაბმულად ან ნაწილ-ნაწილ... ეს არის მკაცრად განსაზღვრული სახელმწიფო სამსახურისთვის და რაც შეეხება კერძო სამსახურებს, აბსოლუტურად ყვეა კერძო სამსახურს შეუძლია კანონის თავის სასარგებლოდ ინტერპრეტირება დამსაქმებელისა და დასაქმებულის სხვაგვარი შეთანხმებების ჩანაწერის ფონზე,რომელსაც თითქმის ყველა კერძო კომპანიის 99% იყენებს თავის სასარგებლოდ და შრომით ხელშეკრულებაში არის განსაზვრული დეკრეტის შემზღუდავი ჩანაწერები ))) რომელსაც თითქმის არავინ კითხულობს და წაკითხვის შემთხვევაშიც ვერ დაავალდებულებ მათ, გეტყვიან თუ არ ეთანხმები მიბრძანდიო და ვსიო ) .. კერძოა და ეს თემაა რა....


ამიტომ მიღირს ჩემი ვირული გონებრივი სამსახური ყველანაირ კერძო სექტორს :შ

Posted by: nikolsona 21 Dec 2015, 15:25
Nykusa
+ 625 ლარია მგონი თითო ბავშვზე დახმარება. ასე არაა? (საჯარო სამსახურში)

იცით რა მაინტერეებს. მაქვს კერძო დაზღვევა. სახელმწიფო დაზღვევიდან მეკუთვნის თუ არა რამე??

Posted by: Nykusa 21 Dec 2015, 15:28
nikolsona
QUOTE
+ 625 ლარია მგონი თითო ბავშვზე დახმარება. ასე არაა? (საჯარო სამსახურში)

ეგეთი რამ არ გამიგია. მშობიარობის შემდეგ გვერიცხება 1000 ლარი სტანდარტულად სახელმწიფოსგან და შემდეგ სამსახურისგან 6*ჩვენს ხელფასზე ოდენობის თანხა.


QUOTE
მაქვს კერძო დაზღვევა. სახელმწიფო დაზღვევიდან მეკუთვნის თუ არა რამე??

საჯარო მოხელე ხარ? მე უარი მტკიცეს საყოველთაო დაზღვევიდან. ისედაც ამხელა დაზღვევას გიფინანსებს სახელმწიფო, რადგანნ საჯარო მოხელე ხარო და კიდე რაღა გინდაო და კაი მეთქი და დავხარე თავი, რა მექნა user.gif

Posted by: nikolsona 21 Dec 2015, 15:30
Nykusa
ჩემი სამსახურის შინაგანწესში ამოვიკითხე. 1000 ლარი რომ ჩამირიცხოს ჩემი სამსახურის ეიჩარს უნდა მივმართო თუ როგორ ხდება. 6 თვის ერთბაშად ირიცხება თუ ყოველთვიურად. თუ არ შეწუხდები მომწერე რა smile.gif საჯარო მოხელე ვარ smile.gif

Posted by: garfield1 21 Dec 2015, 15:33
Nykusa
1 წელი არა, ჯამში ორი წელი შეგიძLია იმ 6 თვესთან ერთად
მუხლი 27:
1. დასაქმებულს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება 730 კალენდარული დღის ოდენობით.
2. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებიდან ანაზღაურებადია 183 კალენდარული დღე, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში – 200 კალენდარული დღე.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შვებულება დასაქმებულს თავისი შეხედულებისამებრ შეუძლია გადაანაწილოს ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდებზე. ​
მუხლი 30:
1. დასაქმებულს თავისივე თხოვნით, უწყვეტად ან ნაწილ-ნაწილ, მაგრამ არანაკლებ წელიწადში 2 კვირისა, ეძლევა ანაზღაურების გარეშე შვებულება ბავშვის მოვლის გამო – 12 კვირის ოდენობით, სანამ ბავშვს შეუსრულდება 5 წელი.
2. ბავშვის მოვლის გამო დამატებითი შვებულება შეიძლება მიეცეს ნებისმიერ პირს, რომელიც ფაქტობრივად უვლის ბავშვს.
და თუ კონტრაქტში არ წერია რამე დეკრეტის თაობაზე, თამამად შეგიძლია მოითხოვო ის 6 თვე მაინც
Nykusa
საყოველთაო დაზღვევაც საჯარო მოხელეობაზე არაა დამოკიდებული, მანდ მთავარია 2013ის 1 ივლისის მდგომარეობით იყავი თუ არა დაზღვეული, ზოგი არის ბაზაში და ორივეთი სარგებლობს , უნდა გაგიმართლოს
nikolsona
1505ზე დარეკე და გადაამოწმებენ ბაზაში, შეიძლება ორივე გამოიყენო
1000 ლარს რაც შეეხება, ბუღალტერს უნდა მიუტანო დეკრეტულის ფურცელი და ის მოაგვარებს ყველაფერს
და ეგ 625 ლარი თქვენთანაა ალბათ პრემიის სახით, სავარაუდოდ დარიცხული იქნება ეგ 625 და ხელზე მიიღებ 500-ს

Posted by: Nykusa 21 Dec 2015, 15:44
nikolsona
ეგეთი ჩანაწერი ჩემთან არ მინახავს და ვერ გეტყვი. 1000 ლარზე არავის არ უნდა მივმართო, უნდა მოვიტანო დეკრეტის ფურცელი და თვითო ნ უზრუნველყოფენ ყველაფერს.
ჩემთან ფაქტია,რომ ასეა. 6 თვის ხელფასი გერიცხება მთლიანად, დეკრეტის დასაწყისში და მე 625 ლარზე არაფერი ვიცი. ,აგრამ ჩემთან დეკრეტში ყოფნის დროს ირიცხება ასევე სადღესასწაულო პრემიები სრული ხელფასის სახით და ეს პრემია გავქვს წელიწადში 6-ჯერ.
garfield1
ეჰ, ეგ კოდექსის ჩანაწერები ჯერ კათედრაზე დავამხეცე კარგად და მერე პრაქტიკაშიც მიჯაჭვული ვარ კოდექსებზე, სამსახურიდან გამომდინარე...
რაც შეეხება მაგ 2 წელს, მოქმედ თანამშრომლად შეგიძლია გახვიდე დეკრეტში ისე,როგორც დავწერე დამატებით მიბმაზე ხარ ჩვეულებრივი შტატგარეშე კოლეგა ))) ეს კი, დეკრეტს აღარ ნიშნავს უკვე, ფაქტიურად გტოვებენ სახლში და მერე კეთილ ნებაზეა ვაკანისია შტატგარეშეს მოარგებენ თუ ახალ კადრს, რომელიც წინა თვეებში წიგნებს აკლავდა თავს და ჩვენ სახლში ვისხედით და ბავშვს ვუვლიდით ))
სხვანაირი ჩანაწერი მეც მაწყობს ისე და თუ იცი ეგეთი პრაქტიკა დამალაპარაკე ვინმეს რომ მოვითხოვო mad.gif თორე ისე რომ მივადგე დამიხევენ დიპლომს :დდდ

QUOTE
საყოველთაო დაზღვევაც საჯარო მოხელეობაზე არაა დამოკიდებული, მანდ მთავარია 2013ის 1 ივლისის მდგომარეობით იყავი თუ არა დაზღვეული, ზოგი არის ბაზაში და ორივეთი სარგებლობს , უნდა გაგიმართლოს

გამართლებაზე არ არის. აქ სხვა მომენტია : მოკლედ, როცა საყოველთაო დაზრვევა დაიწყო, იმ დროს დააზღვიეს დაზღვევის არ მქონე ხალხი. თუ შენ რაიმე სახის დაზღვევა გქონდა, ფიზიკურად არ გაფიქსირებდა ბაზა. ამიტომ, დღეს შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ პირს, გარდა საჯარო მოხელისა, მივიდეს და მიიტანოს გარკვეული საბუთები,რომელსაც თავად მოთხოვენ და დაეზღვიოს თავისი კერძო კომპანიის პარალელურად საყოველთაოთიც. ეს მხოლოდ საჯარო მოხელეებს არ შეგვიძლია რადგან ჩვენ ისედაც სახელწიფო გვაზღვევს ე.წ vip პაკეტით.

Posted by: garfield1 21 Dec 2015, 15:47
Nykusa
QUOTE
. ეს მხოლოდ საჯარო მოხელეებს არ შეგვიძლია რადგან ჩვენ ისედაც სახელწიფო გვაზღვევს ე.წ vip პაკეტით.

აბა რა გინდა მართლა biggrin.gif

QUOTE
სხვანაირი ჩანაწერი მეც მაწყობს ისე და თუ იცი ეგეთი პრაქტიკა დამალაპარაკე ვინმეს რომ მოვითხოვო  თორე ისე რომ მივადგე დამიხევენ დიპლომს :დდდ

გავარკვევ აბა, ჩემი ახლობელი იყო საჯარო მოხელე და ორწლიანი დეკრეტით სარგებლობს, მივწერ და გაგაგებინებ რას მეტყვის.
რატომ გადაწყვიტეს რომ მხოლოდ 1 წელი შეგიძლია გასვლა, გარკვევით წერია რომ 730 დღე და აქედან ანაზღაურებადი მხოლოდ 180 არისო.

Posted by: nikolsona 21 Dec 2015, 16:02
garfield1
QUOTE
505ზე დარეკე და გადაამოწმებენ ბაზაში, შეიძლება ორივე გამოიყენო
1000 ლარს რაც შეეხება, ბუღალტერს უნდა მიუტანო დეკრეტულის ფურცელი და ის მოაგვარებს ყველაფერს
და ეგ 625 ლარი თქვენთანაა ალბათ პრემიის სახით, სავარაუდოდ დარიცხული იქნება ეგ 625 და ხელზე მიიღებ 500-ს

თუ ტყუპია ესეიგი 2 ჯერ 500 გამოდის? და ზემოთ ნახსენები 1000 აღარ მეკუთვნის არა?

Posted by: garfield1 21 Dec 2015, 16:04
nikolsona
1000 გეკუთვნის ყველა ვარიანტში
და ტყუპებზე არ ვიცი, ეგ შიდა წესებია და უნდა იკითხო
ჩვენთან 300 ლარია პირველ მშობიარობაზე , გინდა ერთი გყავდეს და გინდა 3

Posted by: nikolsona 21 Dec 2015, 16:09
garfield1
1000 მირჩევნია 625 ს)))))))) გასარკვევია ))) გაიხარე მადლობა.

Posted by: Nykusa 21 Dec 2015, 17:17
garfield1
QUOTE
გავარკვევ აბა, ჩემი ახლობელი იყო საჯარო მოხელე და ორწლიანი დეკრეტით სარგებლობს, მივწერ და გაგაგებინებ რას მეტყვის.

გაიხარე შენ. ძალიან დამეხმარები.
QUOTE
რატომ გადაწყვიტეს რომ მხოლოდ 1 წელი შეგიძლია გასვლა, გარკვევით წერია რომ 730 დღე და აქედან ანაზღაურებადი მხოლოდ 180 არისო.

ეეეჰ ) მე როგორც ვიცი ისეა ჩემთან ნამდვილად, მაგრამ თუ სხვა სამინისტროში სხვა პრაქტიკა არის, აუცილებლად მოვითხოვ smile.gif უბრალოდ ის გამირკვიე შტატგარეშე დარჩა თუ შტატშია

Posted by: ვახუნხულა 22 Dec 2015, 14:57
გამარჯობათ.
თუ დედა არ მუშაობს და მამა მუშაობს სახელმწიფო სამსახურში. გავიგე რომ თითქოს მამასაც შეუძლია ამ დეკრეტული შვებულების დაფინანების აღებაო. თუ იცის ვინმემ რამდენად სწორია ეს ინფორმაცია. იქნებ დამეხმაროთ, თუ ვინმეს გქონიათ ესეთი შემთხვევა ან რაიმე სახის ინფორმაცია გაქვთ. ანუ მამასაც შეუძლია დეკრეტული დაფინანსება გააკეთოს?

Posted by: natuluka 22 Dec 2015, 15:17
ვახუნხულა
დეკრეტში შეუძლია გასვლა მამასაც. მშობლებიდან ერთ-ერთს აქვს დეკრეტულში გასვლის უფლება . თუ გავა დეკრეტში, მაგ შემთხვევასი მიიღებს დეკრეტულს. ისე არა smile.gif

Posted by: რუთი 30 Dec 2015, 18:32
გამარჯობა, ვინმეს დანართი N3 -ის ელექტრონული ვერსია ხომ არ გაქვთ და განაცხადის ტექსტი რომელიც სააგენტოს უფროსის სახელზე უნდა იყოს? მადლობა წინასწარ smile.gif

Posted by: teo_charkviani 30 Dec 2015, 19:30
გოგოებო დეკრეტში გასასვლელად რა საბუთები უნდა მივიტანო სამსახურში? 11დან ვგეგმავ თუ რაიმე არ იკადრა მანამდე ჩემმა შვილმა, ახლა ბიულეტინი მაქვს წოლითი რეჟიმის გამო.

Posted by: Pink_ Panther 31 Dec 2015, 18:48
ბოლო ბოლო სამუშაო დღეებს ითვლიან
თუ კალენდარულს???

Posted by: garfield1 31 Dec 2015, 20:59
Pink_ Panther
180 კალენდარული დღე და აქედან ითვლება სამუშაო დღეები,რომელიც იწერება ფორმა 3-ში

Posted by: tin10nio 31 Dec 2015, 22:54
natuluka
აუ ეს მართლა შეიძლება ? ჩემი ქმარი მუშაობს სატრანსპორტო კომპანიაში და დეკრეტიიქაც შეიძლება ? ან ანზღაურებადი იქნება ?? ვისთან უდა გაარკვიოს ?
ორი თვის ხდება ბავშვი და დგვიანებული არის ?

Posted by: Schneckchen 1 Jan 2016, 01:01
tin10nio
Orive roca mushaobs mashin igebs erterti dekrets. Anu tu colic mushaobs da ar sargeblobs dekretit,mag shemtxvevashi aigebs qmari. P.s. gilocavt axal wels smile.gif

Posted by: tin10nio 1 Jan 2016, 02:45
Schneckchen
მადლობა ჩემო კარგო ,მრავალს დაესწარით..
დიდი მადლობა პასუხისთვის smile.gif

Posted by: tammmta1 6 Jan 2016, 10:40
გოგოებო, დამაკვალიანეთ რა. მაქვს საყოველთაო და კერძო დაზღვევა. აღმოჩნდა რომ ორ საგარანტიოს კლინიკა არ იღებს და პრიორიტეტი საყოველთაო დაზღვევის საგარანტიოს ენიჭება. ასე რომ, საყოველთაოს დაფინანსების თანხა მშობიარობის ხარჯებს ავტომატურად ჩამოეჭრება და დანარჩენი თანხა მე უნდა დავფარო, მერე კალკულაცია მივიტანო სადაზღვევოში და სავარაუდოდ ამინაზღაურებენ. ცოტა შევშინდი, თქვენს შემთხვევაში როგორ იყო, კერძომაც აგინაზღაურათ და საყოველთაომაც? ამ საყოველთაო დაზღვევის გამო კერძო უარს ხომ არ მეტყვის? საერთოდ გაუქმნება საყოველთაო დაზღვევის შემიძლია?

Posted by: garfield1 6 Jan 2016, 13:10
tammmta1
მე კერძო მქონდა,გადავიხადე,წავიღე საბუთები და ჩამირიცხეს უპრობლემოდ

Posted by: tammmta1 6 Jan 2016, 13:26
garfield1
ეგ ხო, მაგრამ პროვაიდერია ეს კლინიკა და მეზარება ბოდიალი, თუ არის იმის შანსი, რომ გადახდამ არ მომიწიოს, მირჩევნია ეგრე ვქნა. გამოკვლევებსაც ეგრე ვიკეთებ, ფორმა ასს ვგზავნი კლინიკიდან, რომ ესა და ეს გამოკვლევა მჭირდება და ისინი მიგზავნიან მიმართვას, შესაბამისად, აღარ ვიხდი იქ არაფერს და კლინიკა და სადაზღვევო აგვარებენ უჩემოდ თანხის გადარიცხვის ამბავს, მაგრამ მე ამ საყოველთაომ "დამღუპა". რა ჯანდაბად მინდოდა sad.gif

Posted by: garfield1 6 Jan 2016, 13:36
tammmta1
რავიცი ,რადგან არ იღებენ ორ საგარანტიოს,მგონი მასე მოგიწევს როგორც გეუბნებიან. ჯანდაცვაშიც გადაამოწმე მაინც

Posted by: Pink_ Panther 7 Jan 2016, 12:11
garfield1
და საკეისრო + 2 კვირა ხო, თუ არ ვცდები?!

Posted by: garfield1 7 Jan 2016, 14:10
Pink_ Panther
კი კი მაგას პალატის ექიმი დაგიწერს ცალკე

Posted by: Kus@ 9 Jan 2016, 14:35
2 ვე დაზღვევა არ ანაზღაურებს , ჯობია კერძო აირჩიო

Posted by: Marus 9 Jan 2016, 15:40
რაიმე ზოგადი ინსტრუქცია ხომ არ არის რომელიმე გვერდზე საჭირო საბუთების ჩამონათვალით და სად რა უნდა მივიტანო რა ვადებში. ცოტა გამიჭირდა ნორმალური რჩევა-დარიგებების მოპოვება sad.gif

Posted by: garfield1 9 Jan 2016, 16:34
Marus
მეილის მისამართი მომწერე და ორშაბათს ყველაფერს მოგწერ

Posted by: teo_charkviani 9 Jan 2016, 16:53
garfield1

მეც მოგწერ მეილს და თუ არ დაგეზარება გადმომიგზავნე. smile.gif მადლობა

Posted by: Marus 10 Jan 2016, 15:07
garfield1
მოგწერე PM-ით. დიდი, დიდი მადლობა smile.gif

Posted by: GioL 12 Jan 2016, 21:58
QUOTE (tammmta1 @ 6 Jan 2016, 10:40 )
გოგოებო, დამაკვალიანეთ რა. მაქვს საყოველთაო და კერძო დაზღვევა. აღმოჩნდა რომ ორ საგარანტიოს კლინიკა არ იღებს და პრიორიტეტი საყოველთაო დაზღვევის საგარანტიოს ენიჭება. ასე რომ, საყოველთაოს დაფინანსების თანხა მშობიარობის ხარჯებს ავტომატურად ჩამოეჭრება და დანარჩენი თანხა მე უნდა დავფარო, მერე კალკულაცია მივიტანო სადაზღვევოში და სავარაუდოდ ამინაზღაურებენ. ცოტა შევშინდი, თქვენს შემთხვევაში როგორ იყო, კერძომაც აგინაზღაურათ და საყოველთაომაც? ამ საყოველთაო დაზღვევის გამო კერძო უარს ხომ არ მეტყვის? საერთოდ გაუქმნება საყოველთაო დაზღვევის შემიძლია?

რომელი კომპანიის დაზღვევით სარგებლობ?

Posted by: lika23 13 Jan 2016, 08:20
გამარჯობათ,იქნებ ვინმემ იცოდეთ,ვმუშაობდი 7თვე და სავარაუდოთ,ორსულობის გამო აღარ გამიგრძელეს ხელშეკრულება ანუ აღარ ვმუშაობ და სახელმწიფოსგან ვერაფერს ვეღარ მივიღებ?

Posted by: tammmta1 13 Jan 2016, 09:06
lika23
თუ ორსულობაა ხელშეკრულების არგაგრძელების მიზეზი, აუცილებლად უჩივლე და პროცესს მოიგებ.

GioL
აისი ჯგუფი

Posted by: GioL 15 Jan 2016, 21:06
QUOTE (tammmta1 @ 13 Jan 2016, 09:06 )


GioL
აისი ჯგუფი

გასაგებია, მაშინ სამწუხაროდ ვერ დაგეხმარებით , არვიცი რა პირობებით გაქვთ პოლისი

Posted by: Jean-Baptist Grenouille 1 Feb 2016, 16:40
გამარჯობა, თუ იცით რისთვის არის საჭირო აღრიცხვაზე დადგომა და საერთოდ რას გულისხმობს?

Posted by: garfield1 1 Feb 2016, 16:43
Jean-Baptist Grenouille
აღრიცხვაზე დადგომა იმისთვისაა საჭირო, რომ ისარგებლოთ სახელმწიფო პროგრამით, ანუ უფასო ვიზიტით, ექოსკოპიით და ანალიზებით. ჩამონათვალი მომავალ მშობელთა კლუბში დევს.
პოლიკლინიკიდან 11-12 კვირამდე მიგაქვთ ფორმა 100 სოც-ში და იქიდან გატანენ ვაუჩერს, რომელიც მიგაქვთ უკან პოლიკილინიკაში და იქ სარგებლობთ ამ უფასო მომსახურებით

Posted by: Jean-Baptist Grenouille 2 Feb 2016, 10:33
ანუ ეგ უფასო გამოკვლევები თუ არ მჭირდება არც არის აუციებელი აღრიცხვაზე დადგომა/ ანუ მერე არ შემექმნება პრობლემა ,,გაცვლა-გამოცვლის,, ბარათთან დაკავშირებით (ეგეც არ ვიცი რას ნIშნავს და რისთვისაა) და არც დეკრეტის თანხის ჩარიცხვასთან დაკავშირებით?

Posted by: garfield1 2 Feb 2016, 10:52
Jean-Baptist Grenouille
დეკრეტის თანხის ჩარიცხვაზე არ გექნება პრობლემა
მე კერძო დაზღვევა მქონდა ორივე ორსულობაზე და ვაუჩერით არ მისარგებლია არცერთხელ ,დეკრეტის თანხაც უპრობლემოდ ჩამერიცხა

Posted by: Jean-Baptist Grenouille 2 Feb 2016, 11:10
garfield1
მადლობა smile.gif))))))

Posted by: tammmta1 2 Feb 2016, 11:23
garfield1
სამსახურის ბუღალტერმა დეკრეტის ფურცელი მიმატანინა კლინიკიდან და განცხადება დამაწერინა,მეტი არაფერია საჭიროო და იმისთვის კითხვა დამავიწყდა და ხომ არ იცი სახელმწიფოს 1000 ლარის ჩარიცხვასაც ის მოაგვარებს თუ მე უნდა მივიტანო საბუთები სადმე? სახელმწიფო უწყებაში ვმუშაობ

Posted by: garfield1 2 Feb 2016, 11:27
tammmta1
მაგიტომ გითხრა მეტი არაფერია საჭიროო რომ თვითონ მიხედავს ყველაფერს
ბუღალტერს ევალება ეგ წესით, ის მოაგვარებს

Posted by: nikolsona 2 Feb 2016, 11:39
tammmta1
სახელმწიფომ კიდევ 1000 ლარი უნდა ჩარიცხოს?
სახელმწიფო უწყებაში ვარ. მაქვს კერძო დაზღვევა. ნუ რაც დამრჩება კერძოდან ვფიქრობ დავამატებ იმ 500 თუ 800 ლარს ვაუჩერიდან. და კიდე 1000 ლარი უნდა ჩამერიცხოს?

Posted by: natuluka 2 Feb 2016, 11:44
nikolsona
კი, ამ 1000 ლართან დაზღვევა არაფერ შუაშია, ეგ არის დეკრეტულის ანაზღაურება, რასაც სახელმწიფო გირიცხავს, თუ მუშაობ

Posted by: nikolsona 2 Feb 2016, 13:14
natuluka
დეკრეტულს ხომ მინაზღაურებს ჩემი სამსახური, ანუ 6 თვე მერიცხება ხელფასი როგროც იქამდე მქონდა. ანუ ამას + კიდევ 1000 ლარი?
(ბოდიში ამდენი შეკითხვისთვის)

Posted by: akulina 2 Feb 2016, 13:24
nikolsona
დეკრეტულში ხელფასის ანაზრაურება კომპანიის სურვილზეა ზოგი ანაზრაურებს ზოგი არა, თუ აგინაზღაურეს შენი 6 თვის ხელფასს -1000 ლარი დაგერიცხება. და ამ 1000 ლარს სახელმწიფო ჩაგირიცხავს

Posted by: nikolsona 2 Feb 2016, 13:29
akulina
ხელფასის დარიცხვა სავალდებულო აქვთ, სახელმწიფო სტუქტურაში ვმუშაობ. სურვილზე არა ჩემთან smile.gif
ესეიგი ხელფასს + 1000 ხომ სწორად გავიგე?

Posted by: akulina 2 Feb 2016, 13:31
nikolsona
არა ხელფასს მინუს 1000, 1000 ს ცალკე სახელმწიფო რიცხავს და ამ 1000 აკლებენ იმ 6 თვის ხელფასს ჯამში. მე კერძოში ვარ და მაგიტომsmile.gif

Posted by: nikolsona 2 Feb 2016, 13:43
akulina
შეიძლება კარძო სხვანაირად არის, უნდა გავარკვიო ცოტა მოგვანებით, ახლატეხავს 3 თVის ორსული შევიდე ეიჩარში თანხებზე სალაპარაკოდ )))

Posted by: garfield1 2 Feb 2016, 13:51
nikolsona
ყველგან ეგრეა, დაანგარიშების წესია ეგეთი
თვეების და დღეების მიხედვით ითვლება დეკრეტულის ასანაზღაურებელი თანხა, აკლდება 1000 ლარი და სრულად გერიცხება და იმ 1000 ლარს ცალკე გირიცხავს სახელმწიფო

Posted by: nikolsona 2 Feb 2016, 14:29
garfield1
ნუ მოკლედ ჩემი ხელფასის ოდენობას ხომ მაინც მივიღებ და ცალკე ჩარიცხავენ თუ ერთბაშად სულ ერთია smile.gif

Posted by: angelgirl 5 Feb 2016, 18:14
მოკლედ მარტის ბოლოს ავიღბ დეკრეტს და მარტიდან შევუდგე საბუთების გამზადებბას?
1 აპრილს გავდივარ და როდიდან უნდა დავიწყო მზადება?
და ბუღალტერმა ა რ იცის კონკრეტულად როგორ კეთდება და თუ ა რ დაიზიარებთ ერთხელ კიდევ რომ აღწეროს გმაოცდილმა პროცედურა რააა : ))

Posted by: garfield1 5 Feb 2016, 18:20
angelgirl
მეოლზე გამოგიგზავნი ყველაფერს,მისამართI მომწერე
ერთ საათში გაამზადებ ყველაფერს,რად უნდა ერთი თვე

Posted by: angelgirl 5 Feb 2016, 18:23
garfield1


ოკ
პმ მოგწერეეე : )))

Posted by: garfield1 5 Feb 2016, 18:28
angelgirl
გამოგიგზავნე მეილზე ყველაფერი smile.gif

Posted by: angelgirl 5 Feb 2016, 18:37
garfield1


მადლობააა <3

Posted by: angelgirl 18 Mar 2016, 16:53
რა მაინტერესბეს

დაფინანსების განაცხადი დანართი #3 რა ჯანდაბაა? მე უნდა მივუტნაო ბუღალტერს??

Posted by: Ninito_ 18 Mar 2016, 17:02
angelgirl
მე რომ გამოგიგზავნე მეილზე საბუთები, იქ იყო ეგ დანართი 3 და ის უნდა შეავსო

Posted by: angelgirl 18 Mar 2016, 17:14
QUOTE (Ninito_ @ 18 Mar 2016, 17:02 )
angelgirl
მე რომ გამოგიგზავნე მეილზე საბუთები, იქ იყო ეგ დანართი 3 და ის უნდა შეავსო

ეხლა ვერ გავხსენი კომპიუტერი უბერავს,ანუ ეგ უნდა შწავსოს ჩემა ბუღალტერმა ხოო? . ოკ :*


კიდე რ ა მაინტერესებს იცი დეკრეტულს მაძლევენ 4 თვეს 6 ნაცვლად და მაგ შემთხვევაში ეს თანხა 1000 ლარია თუ რაც არის მაინც მთლლიანად ირიცხება? აქვს მნიშვნელობა 4 თვე ეწერაბა თუ 6?

Posted by: akulina 18 Mar 2016, 17:17
angelgirl
1000 ლარი ჩაგერიცხება

Posted by: Ninito_ 18 Mar 2016, 17:19
angelgirl
იქ 6 თვეს ჩაწერენ მაინც კაცო, რა საბუთებიც უნდა ჩაბარდეს სოცში ყველგან 6 იწერება და შენ რამდენ ხანში გახვალ ეგ სოცს არ აინტერესებს

Posted by: angelgirl 18 Mar 2016, 17:21
Ninito_
akulina



გადავუგზავნე ბუგალტერს ეგენიც : )
ორშAბათს გავდივარ და მერე მეც დავწერ რამეს ხალხს რომ დავეხმარო :დ

Posted by: theseeker 20 Mar 2016, 11:47
თუ 6 თვის ხელცასის ოდენობა აღემატება 1000 ლარს, დანარჩენს ორგანიზაცია ანაზღაურებს თუ არა?
ან თუ 1000 ლარზე ნაკლებია, მაშინ ნაკლებს რიცხავენ?
რამდენგან ვიკითხე და ვერ მივიღე ზუსტი პასუხი

Posted by: Ninito_ 20 Mar 2016, 11:54
theseeker
1000 გერიცხება ყველა ვარიანტში
და მეტი თუა ,დამსაქმებელზეა დამოკიდებული ეგ. კერძოში უმეტესად არ ანაზღაურებენ,კოდექსი არ ავალდებულებს

Posted by: happy-go-lucky 20 Mar 2016, 18:24
angelgirl
არაფერი შEმივსია. ეგ დანართI ბუღAლტერმა შEავსო. მე მხოლოდ განცXადება დავწერე, დეკრეტი მივიტანე, ბუღAლტერმა გამიმზადა ყველაფერი და წავიღე სააგენტოში.

Posted by: Zahir 20 Mar 2016, 21:04
სახელმიფო დაზღვევის ვაუჩერი ანუ 500 ლარი როგორ უნდა ავიღო? რომელი კვირიდან

Posted by: Furby 20 Mar 2016, 21:36
Zahir
მშობიარობისას კლინიკასთან აგვარებენ.
შენ არ გჭირდება არაფერი გარდა კლინიკაში შეტყობინებისა (მშობიარობამდე) რომ სარგებლობ სახელმწიფო დაზღვევით.

Posted by: Zahir 20 Mar 2016, 23:30
მადლობა გაიხარე smile.gif მე მეგინა როგორც ორსლობის ვაუჩერი აიღე ისე უნდა ამეღო ესეც

Posted by: shelale 21 Mar 2016, 21:10
გოგოებო დამეხმარეთ გთხოოოვთ smile.gif იქნებ დამიწეროთ რა საბუთები მჭირდება ბუღალტერთან წარსადგენიც და თვითონ ბუღალტერმა რა საბუთები უნდა გამიკეთოს, ჩემთან სამსახურში არავინ არაა აზრზე

Posted by: xatka 22 Mar 2016, 18:33
გოგოებო მაქვს 150 ლარი გაფორმებული Dა რამდენს დამირიცხავს სახელმწიფო დეკრეტულის თანხას 920 ლარს ? და დეკრეტულში რომელი თვიდან შემიძლია გასვლა მინიმუმ? Mადლობა წინასწარ

Posted by: shelale 22 Mar 2016, 21:12
სამსახურში რაღაცებს მატყუებენ, მაქსიმუმ ერთი წელი უნდა გქონდეს ნამუშევარი რომ ჩვენმა ბუღალტერმა გაგიკეთოს დეკრეტულის საბუტებიო, მგონია თავის შეწუხება არ უნდათ, გთხოვთ დაწვრილებით მითხარით რა და როგორ გავაკეთო მისატანი საბუთებიც და ბუღალტერის მოსამზადებელი საბუთებიც

Posted by: Ninito_ 22 Mar 2016, 21:58
shelale
რა სისულელეათქო
მეილი მომწერე შენი და ხვალ გამოგიგზავნი ყველაფერს

Posted by: Nykusa 22 Mar 2016, 22:11
shelale
shelale
გუშIნ ვესაუბრე ბუღალტერს. მომთხოვა ექიმისგან საბუთი დეკრეტისთVის, რომელსაც თავად ექიმი უზრუნველყფს და ჩემთვის არაფერი დაუვალებია, უბრალოდ გამოვართმევ და გადავცემ ბუღალტერს.
+ პირადობს მოწმობის ასლი, ჩემი იურიდიული მისამართის დართვით უბრალოდ ხელით მიაწერეო), რომელიც ჭირდება სახელმწიფოს 1000 ლარის ჩარიცხვის უზრუნველსაყოფად, დეკრეტულის თანხის იქეთ.

Posted by: shelale 22 Mar 2016, 23:46
QUOTE (Ninito_ @ 22 Mar 2016, 21:58 )
shelale
რა სისულელეათქო
მეილი მომწერე შენი და ხვალ გამოგიგზავნი ყველაფერს

გაიხარე, მადლობა მოგწერე პირადში მეილი <3
* * *
QUOTE (Nykusa @ 22 Mar 2016, 22:11 )
shelale
shelale
გუშIნ ვესაუბრე ბუღალტერს. მომთხოვა ექიმისგან საბუთი დეკრეტისთVის, რომელსაც თავად ექიმი უზრუნველყფს და ჩემთვის არაფერი დაუვალებია, უბრალოდ გამოვართმევ და გადავცემ ბუღალტერს.
+ პირადობს მოწმობის ასლი, ჩემი იურიდიული მისამართის დართვით უბრალოდ ხელით მიაწერეო), რომელიც ჭირდება სახელმწიფოს 1000 ლარის ჩარიცხვის უზრუნველსაყოფად, დეკრეტულის თანხის იქეთ.

მადლობა <3 აუ მე ვერ შემახვედრეს ამ ბუღალტერს რომ დაველაპარაკო დავიტანჯე რა

Posted by: Nykusa 23 Mar 2016, 00:01
shelale
ტელეფონი არ აქვს?
ბიულეტინზე ვარ მთელი თვეა და ტეკეფონზე დავურეკე გუშინ.
ეს ხელმიუწვდენობლობა რამდენიმესგან გავიგე უკვე და რაუბედურებაა? :დ


მითუმეტეს ჩვენ საჯარო ორგანო ვართ და კონკრეტულად ამ ქალს 200-მდე კადრი აბარია.

Posted by: shelale 23 Mar 2016, 00:04
QUOTE (Nykusa @ 23 Mar 2016, 00:01 )
shelale
ტელეფონი არ აქვს?
ბიულეტინზე ვარ მთელი თვეა და ტეკეფონზე დავურეკე გუშინ.
ეს ხელმიუწვდენობლობა რამდენიმესგან გავიგე უკვე და რაუბედურებაა? :დ


მითუმეტეს ჩვენ საჯარო ორგანო ვართ და კონკრეტულად ამ ქალს 200-მდე კადრი აბარია.

დღეს ვთხოვე მენეჯერს ნომერი და მე არ ვიციო ხვალ გაგიგებო და ასეთები, შპსა ეს და მეშვიდე თვეა ვმუშაობ აქამდე არ მქონია შეხება ამ ბუღალტერთან

Posted by: mCvanE_shteFsEli_ 28 Mar 2016, 13:51
შეკითხვა მცოდნეებთან:


საყოველთაო დაზღვევა არ მაქვს,, რადგან ადრე ვიყავი დაზღველი GPI-ში. აპრილიდან ჩვენი კომპანია იცვლის პროვაიდერს და ვიქნებით დაზღვეული უკვე სხვა კომპანიაში..
1505-ზე ადრე როცა პირობებს ვაზუსტებდი, მითხრეს რომ თუ დაზღვვევა არ მაქვს საჭირო არის GPI-დან ცნობის მიტანა ამის შესახებ..
მაგრამ დავიჯერო იმას არ ამომწმებენ რომ უკვე სხვაგან ვიქნები დაზღვეული? ანუ საყოველთაო მაინც მეკუთხვნის?
ვინმეს ხომა არ გქონიათ მსგავსი გამოცდილება?
* * *
არავინ არ იცით ეს საკითხი? :|

QUOTE
საყოველთაო დაზღვევა არ მაქვს,, რადგან ადრე ვიყავი დაზღველი GPI-ში. აპრილიდან ჩვენი კომპანია იცვლის პროვაიდერს და ვიქნებით დაზღვეული უკვე სხვა კომპანიაში..
1505-ზე ადრე როცა პირობებს ვაზუსტებდი, მითხრეს რომ თუ დაზღვვევა არ მაქვს საჭირო არის GPI-დან ცნობის მიტანა ამის შესახებ..
მაგრამ დავიჯერო იმას არ ამომწმებენ რომ უკვე სხვაგან ვიქნები დაზღვეული? ანუ საყოველთაო მაინც მეკუთხვნის?
ვინმეს ხომა არ გქონიათ მსგავსი გამოცდილება?


Posted by: Furby 29 Mar 2016, 23:17
mCvanE_shteFsEli_
მიიტანე ცნობა GPI ში რომ არ ხარ დაზღვეული და საკმარისია.
ზუსტად იგივენაირად ვიყავი მე.

Posted by: nopiahopi 29 Mar 2016, 23:48
Furby
ცნობა რომ მიიტანე,ჩაგსვეს საყოველთაოში ჩვეულებრივ? მე ჯანდაცვის ცხელ ხაზზე მითხრეს,მხოლოდ მინიმალური პაკეტი გეკუთვნისო (რადგან 2006 წლიდან უწყვეტად ვიტავი დაზღვეული ) და ცნობის მოტანა არაა საჭირო,ჯერჯერობით მაინც ვერ ჩაგსვამთ საყოველთაოს ჩვეულებრივ დაზღვევაშიო..

Posted by: Furby 30 Mar 2016, 12:57
sopiasopi
კი ჩვეულებრივ ჩამსვეს და უპრობლემოდ ვისარგებლე, პირდაპირ გადაურიცხეს 500 ლარი ჰერას მშობიარობის მერე.

ისე ხანდახან ცხელი ხაზიც კი არ ინდობა. ჩემმა მეუღლემ დარეკა პირველად ( მე ვერ ვუკავშირდებოდი ) და არ ეკუთვნისო. მეორე დღეს დავრეკე მე და რა თქმა უნდა გეკუთვნის ოღონდ ცნობა წარმოადგინე რომ აღარ ხარ ჯიპიაიში დაზღვეულიო.

Posted by: mCvanE_shteFsEli_ 30 Mar 2016, 13:35
Furby

სწორედ მივხვდი რომ სხვაგან იყავი ხომ რეალურად დაზღვეული ამ დროს?
მეც ვერ გავიგე ქოლცერნტისგან და ჩემით მეგონა რომ რადგან მხოლოდ GPI-ს ცნობა მთხოვეს ე.ი. სხვა სადაზღვეოს აღარ ამომწმებენ.

Posted by: Furby 30 Mar 2016, 13:41
mCvanE_shteFsEli_
კი სხვაგან ვიყავი დაზღვეული. მიმდინარე დაზღვევა ქართუსი მქონდა.

Posted by: mCvanE_shteFsEli_ 30 Mar 2016, 13:57
Furby
მადლობა ინფოსთვის, 1-ში გადავდივართ ახალზე და ვცდი მეც smile.gif იმედია რამე შარში არ გავეხვევი biggrin.gif

Posted by: Furby 30 Mar 2016, 17:41
mCvanE_shteFsEli_
არაფერი საშარო smile.gif გეკუთვნის რომ გადახვალ ახალზე და გააკეთე smile.gif

Posted by: mCvanE_shteFsEli_ 5 Apr 2016, 13:56
Furby
დიდი მადლობა რჩევისთვის smile.gif დღეს ავიღე საყოველთაო დაზღვევაც და ჩემი გათვლებით ნახევრად ლუქს პალატის შმხვევაშიც 10 ლარი მექნება სულ გადასახდელი biggrin.gif

Posted by: xatka 5 Apr 2016, 13:57
ვინც წელს გააჩინეთ დაგერიცხათ დეკრეულის ფული? წელსაც რიცხავენ თუ შეცვალეს რამე

Posted by: AnnG 27 Apr 2016, 12:40
[b]Ninito_[/b

გამარჯობა, გთხოვთ მეც გამომიგზავნოთ დეკრეტულისთვის საჭირო დაფინანსების განაცხადი (დანართი N 3) ს ფორმა ელ.ვერსია თუ გაქვთ . პირადში მოგწერეთ ფოსტა. მადლობა წინასწარ!
* * *
QUOTE (AnnG @ 27 Apr 2016, 12:40 )
[b]Ninito_[/b

გამარჯობა, გთხოვთ მეც გამომიგზავნოთ დეკრეტულისთვის საჭირო დაფინანსების განაცხადი (დანართი N 3) ს ფორმა ელ.ვერსია თუ გაქვთ . პირადში მოგწერეთ ფოსტა. მადლობა წინასწარ!

დიდი მადლობა !მივიღე საბუთების ნუსხა ფოსტაზე, ძალიან დამეხმარეთ !!!

Posted by: nat-ana 4 May 2016, 15:34
გოგოები, როგორ უნდა გავცე პასუხი კონკრეტულ მომხმარებელს აქ?
* * *
QUOTE
ვინც წელს გააჩინეთ დაგერიცხათ დეკრეულის ფული? წელსაც რიცხავენ თუ შეცვალეს რამე


* * *
AnnG
მე მაქვს პდფ ფორმატში და თუ ექსელში იქნება, მეც გამომადგებოდა smile.gif

Posted by: dii 4 May 2016, 16:07
გოგოებო, შემახსენეთ რა გაცვლა გამოცვლის ბარათს რომ ავიღებ მაშინ უნდა გამოვითხოვო ხო საავადმყოფოს ფურცელი გინეკოლოგისგან?

Posted by: SPC 4 May 2016, 16:09
დეკრეტში გასვლა რომელი კვირიდან არის შესაძლებელი?

Posted by: Ninito_ 4 May 2016, 16:12
SPC
26-28 კვირიდან შეგიძლია

Posted by: SPC 4 May 2016, 16:16
Ninito_
უი კარგია, რატომღაც მეგონა 35-ის მერე შეიძლებოდა

Posted by: nat-ana 4 May 2016, 16:28
გაცვლა გამოცვლის ბარათი რას ნიშნავს? დეკრეტულის გარდა კიდევ რამე ცნობა უნდა ავიღო გინეკოლოგისგან?

Posted by: dii 4 May 2016, 16:51
nat-ana
რატომღაც მახსოვდა რომ ასე ქვია. რასაც სამშობიაროში გატანენ. მოკლეთ 6 წელი გავიდა და აღარ მახსოვს გინეკოლოგს რა საბუთები უნდა გამოვართვა biggrin.gif

Posted by: nat-ana 4 May 2016, 17:10
კი, მასე ქვია, ბევრისგან გამიგია, მაგრამ არ ვიცი, იგივეა რაც დეკრეტულის ფურცელი თუ რამე სხვა ცნობა?

Posted by: Tantalia 4 May 2016, 17:15
გოგოებო მინდა გავიგო საყოველთაო დაზღვევა თუ მეკუთვნის და თუ ვარ ბაზაში, არასოდეს არ მისარგებლია. როგორც ვიცი 1505 ზე უნდა დავრეკო და პირადობის ნომრით გადამამოწმებენ ხო? თუ არის რაიმე სხვა გზაც ამის გასარკვევად? 2 დღეა ვცდილობ ამ ნომერზე დარეკვას, 215 05 დან დაწყებული ყველანაირი კომბინაცია ვცადე მაგრამ საერთოდ არ გადის sad.gif

Posted by: .ნინო 4 May 2016, 17:36
Tantalia

2 არ უნდა წინ. პირდაპირ 1505 აკრიფე. ქალაქის ნომრიდანაც და მობილურიდანაც.

http://ssa.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=21 ამ საიტზე ნახე აბა, შეიძლება ონლაი-კონსულტაციაც ქონდეთ.

Posted by: anuta 4 May 2016, 17:50
გოგოებო აღრიცხვაზე როდიდა დგებიან? 5 კვირის ვადაზე ექიმს არც ანკეტის გახსნა უხსენებია და არც არაფერი

Posted by: Tantalia 4 May 2016, 18:19
.ნინო
ეგრეც ვცადე და მაინც არ გადის, ხვალ ვცდი ცოტა ადრე, მადლობა დიდი.

Posted by: AnnG 5 May 2016, 10:07
QUOTE (nat-ana @ 4 May 2016, 15:34 )
გოგოები, როგორ უნდა გავცე პასუხი კონკრეტულ მომხმარებელს აქ?
* * *
QUOTE
ვინც წელს გააჩინეთ დაგერიცხათ დეკრეულის ფული? წელსაც რიცხავენ თუ შეცვალეს რამე


* * *
AnnG
მე მაქვს პდფ ფორმატში და თუ ექსელში იქნება, მეც გამომადგებოდა smile.gif


მომწერეთ თქვენი ელ.ფოსტა პირადში და გამოგიგზავნით .



მე ჩავაბარე უკვე სოც.სააგენტოში საბუთები და მითხრეს რომ ივნისის შუა რიცხვებში ჩაირიცხება თანხაო. (1000 ლარი )

Posted by: გობალა 6 May 2016, 22:17
1 წლიან უხელფასო შვებულებისას \ტუ უწევს ქალს მშობიარობა, საჯარო სკოლა დეკრეტულში გაიყვანს?
ეხლა 1000 ლარია ხო?

Posted by: happy-go-lucky 9 May 2016, 03:25
anuta
13 კვირამდე უნდა დადგე.

გულსიცემა რომ მოვისმინე მე რემერ დავდექი აღრიცხვაზე.smile.gif

Posted by: angelgirl 10 May 2016, 18:11
გოგოებო სად ვკითხო ჩემი გემრიელი 1000 ლარი როდის დამერიცხება? smile.gif))

Posted by: .ნინო 10 May 2016, 19:18
anuta

სანამ გულისცემას არ მოისმენენ და ნაყოფი არ გამოჩნდება, არ აყენებენ აღრიცხვაზე. სადღაც 9-10 კვირას დავდექი მე. ყველაზე გვიან 12 კვირას უნდა დადგე, თორემ მერე სახელმწიფო პროგრამაში აღარ ჩაგრთავენ.

Posted by: khatia88 23 May 2016, 11:10
სამსახურში მაქვს იმედი ელის კერძო დაზღვევა. ეს რომ გამოვიყენო ორსულობუს პერიოდის განმავლობაში (ექიმთან ვიზიტი, ეხო, წამლები), შემდეჰ სახელმწიფო აღარ ამინაზღაურებს ნშობიარობის 500 ლარს?

Posted by: Perseus12 23 May 2016, 11:57
khatia88
შეამოწმე ბაზაში თუ ხარ. ძირითადად ასეა, რომ ვისაც კერძო დაზღვევა ჰქონდა იმ დროს, როცა სახელმწიფო პოლისები შემოვიდა, ისინი არ მოვხვდით ბაზაში, ჩათვალეს რომ მდიდრები ვართ, რადგან ჩვენი ჯიბიდან ვიხდით დაზღვევის ფულს და არ დაგვაზღვიეს. 1505-ზე დარეკე და პირადი ნომრით გეტყვიან. თუ ბაზაში ხარ, აგინაზღაურებენ, თუ არა და არა.

Posted by: xatatula 23 May 2016, 17:18
გოგოებო დეკრეტულის ამბებში ვინც ერკვევით დამეხმარეთ რა ცოტა დავიბენი.
მოკლედ, როგორც ჩემმა ბუღალტერმა ამიხსნა, სამსახური დამირიცხავს 6 თვის ოდენობის ფულს, ოღონდ ამ 6 თვის ფულს დააკლდება სახელმწიფოს 1000 ლარი.
და ეგრე ხდება?
მე მეგონა სამსახური სრულად მირიცხავდა 6 თვის ფულს და ამას ემატებოდა სახელმწიფოს 1000 ლარი. ბევრი მოვინდომ აშკარად biggrin.gif

Posted by: akulina 23 May 2016, 17:28
xatatula
ეგ შეთანხმებაზეა სამსახურსა და სახელმწიფოს შორის, მეც პირველ ბავშვზე დეკრეტის ფულს - სახელმწიფო ჩამერიცხა და მერე სახელმწიფოსგან ცალკე დამერიცხა დანარჩენი ჯამში სრული ხელფასი გამოდის.

მაგრამ ხელფასს + 1000 ლარი ძალიან ნუ მოინდომე ეხლაsmile.gif

Posted by: xatatula 24 May 2016, 11:13
akulina
ხო ჯამში სრული ექვსი თვის ხელფასი კი გამოდის, მაგრამ ეჰ როგორ მინდოდა ბევრი მომენდომებინა biggrin.gif

Posted by: Ninito_ 24 May 2016, 11:21
xatatula
კი წესით ეგრე ხდება დაანგარიშება,სწორია ეგ

Posted by: გობალა 24 May 2016, 15:10
მოიცა და 1000 ლარს სახელმწიფო ხომ გაზლევს და მერე უკან რაღაზე გართმევენ 6 თვის ხელფასიდან? ღადაობენ?
ვერ გავიგე. ვინც მუშაობს, ამ 1000 ლარს იმას აძლევენ და უკან თუ ართმევენ ანუ გამოდის არავის აძლევენ? რა სიდებილეა, თუ მე ვერ გავიგე biggrin.gif


ეს 6 თვის ხელფასი ერთბაშად ირიცხება თუ ჩვეულებრივ ხელფასივით ყოველი თვის ბოლოს

Posted by: nat_ura 26 May 2016, 21:31
გოგოებო, ვინც ერკვევით მირჩიეთ რა. ვმუშაობ კერძო კომპანიაში, სადაც ვიყავი გაფორმებული, რაღაც პერიოდი აღარ ვმუშაობდი, რომ გავედი ჩემმა უფროსმა მითხრა, რომ ოფიციალურად აღარ ვარ გაფორმებული. ამ შემთხვევაში ვერ ვისარგებლებ 1000 ლარით? ახლა 6 თვის ორსული ვარ, ახლა რომ გამაფორმონ ისევ იფიციალურად?
ან სად შეიძლება ზუსტად გავარკვიო როდიდან არ ვარ გაფორმებული.
პ.ს სამსახურის ბუღალტერი არ მირჩიოთ, ჩვენთან არ არის და ვინაა არც ვიცი

Posted by: Frogi 30 May 2016, 08:06
გოგოებო გამარჯობა. თუ რომელიმეს გაქვთ ინფორმაცია რა ხდება იმ შემთხვევაში თუ დეკრეტულიდან გასვლისას კვლავ ორსულად ხარ. თუ არის კანონში რაიმე ამის შესახებ?

Posted by: akulina 30 May 2016, 11:46
გობალა
მე ერთიანად ჩამერიცხა დეკრეტის ფული, მგონი ყველგან ასეა

Posted by: mainc 4 Jun 2016, 04:34
როგორც მივხვდი, თუ ორსული ამჟამად არ მუშაობს, ორსულთათვის არსებული 1000 ლარი ჩარიცხვა სახელმწიფოსგან არ ეხება ხო? და თუ კერძო დაზღვევა აქვს, არც სახ. დაზღვევის ბაზაში იქნება. მოკლედ, არანაირი თანხა არ ერგება, ასეა?


Posted by: Mafanya 4 Jun 2016, 06:03
akulina
კომპანიაზეა დამოკიდებული, მე ყოველ თვე მირიცხავდნენ ჩვეულებრივად ხელფასის დღეს ორივე სამსახურში დეკრეტების დროს

Posted by: SACHKHERE 10 Jun 2016, 16:34
დნართი 3-ის ბლანკი გააქვთ ვინმეს?

Posted by: tamarb500 10 Jun 2016, 21:45
იმედი ლ ის დაზGვევა მაქვს 2 წელია და ბაზაში ხარო 1505 ზე რო დავრეკე.წესით საყოველთაო რო შემოვიდა მე არ მქონდა მაშინ დაზღვევა და იმედია ორივე დამიფინანსებს.გქონიათ შემთხვევა მსგავსი?

Posted by: tammmta1 10 Jun 2016, 23:02
tamarb500
მე საყოველთაომაც დამიფინანსა და კერძო დაზღვევამაც, აისი მაქვს

Posted by: tamarb500 10 Jun 2016, 23:55
და სადმე იკითხე მაგაზე გეკუთვნოდა თუ არა? გარდა იმისა რო ბაზაში დავრეკე.

Posted by: dii 12 Jun 2016, 23:07
გოგოებო, მშობიარობა თუ დამეწყო იქამდე სანამ ჩავაბარებ დეკრეტულის საბუთებს რაიმე პრობლემა ხომ არ იქნება?

Posted by: soffia 13 Jun 2016, 14:29
akulina

თუ გახსოვს, რამდენ ხანში ჩაგერიცხა დეკრეტულის თანხა? მითხრეს 2-დან 4 თვემდეო და შეიძლება მტელი 4 თვე მალოდინონ?
help.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: mashusha 13 Jun 2016, 14:51
აღრიცხვაზე დადგომა როგორ ხდება, შემახსენეთ

Posted by: dii 13 Jun 2016, 21:29
soffia
დღეს მოვახერხე მისვლა. რაღაცეები არ მოეწონათ და 20 მდე თუ მოიტან საბუთებს იმ თვეში დაგერიცხებაო

Posted by: soffia 13 Jun 2016, 22:36
dii
აუ რა კარგია. bis.gif მე გული გამიხეთქეს 4 თვეო smile.gif)) კი იქნება მაშინ ჩემიც ამ თვეში. მადლობა 2kiss.gif

Posted by: akulina 14 Jun 2016, 10:30
soffia
მე როგორც მახსოვს ხელფასის დღე რომ მოდიოდა მაშინ ჩამირიცხეს სადღაც 1 თვეშიც არა

Posted by: soffia 14 Jun 2016, 11:12
akulina
როგორც ჩანს მართლა ტყუილად ვიდარდე. ძალიან მინდოდა მშობიარობისთვის მოესწრო და ეხლა თქვენ დამამშვიდეთ bis.gif rolleyes.gif

Posted by: xatka 22 Jun 2016, 14:13
გოგოებო გთხოვთ დეკრეტის თანხის ჩარიცხვას რომ საბუთები უნდა გადმომიგზავნეთ რა ონლაინ ვერსია თუ გაქვთ ,თორე ამ სიცხეში სირბილი მომიწევს ამხელა 9თვის მუცლით rolleyes.gif sad.gif sad.gif

Posted by: Ninito_ 22 Jun 2016, 14:55
xatka
ელფოსტის მისამართი მომწერე

Posted by: xatka 23 Jun 2016, 13:14
QUOTE
inito_
სანდროს

მოგწერე ჩემო კარგო, წინასწარ დიდი მადლობა . ისედაც უჰაერობა მაქ და ამ სიცხესი სად უნდა ამეგროვებინა ეგ საბუთები არ ვიცოდი. x.nachyebia@yahoo.com

Posted by: mainc 23 Jun 2016, 16:37
Ninito_
მეც მომწერე, რა : ))

Posted by: kus@kusa@ 24 Jun 2016, 12:37
Ninito_.
მეც მომწერე გთხოვ sofasofa2712@gmail.com. წინასწარ დიდი მადლობაა


Posted by: Tantalia 28 Jun 2016, 14:18
გოგოებო ვისაც გამოცდილება გაქვთ მირჩიეთ რა როგორ მოვიქცე. მოკლედ ვარ 15 კვირის, ორსულობა მშობიარობის ლიმიტი მქონდა 1700 ლარი და რიგი გართულებების გამო სრულად ამოვწურე უკვე. რა თქმა უნდა არსებულ დაზღვევას ვერ ვაუქმებ smile.gif ვფიქრობ მეორე დაზღვევის გაკეთებას სხვა კომპანიაში, მაინტერესებს ვინმეს თუ გაქვთ ორი სხვადასხვა დაზღვევა, ან რაიმე პრობლემა ხომ არ შემექმენება დაზღვევა/ანაზღაურებისას აშ smile.gif მადლობა წინასწარ

Posted by: natuluka 28 Jun 2016, 16:05
Tantalia
ორსულობა-მშობიარობას მოცდის პერიოდი აქვს. ეხლა რომ დაეზღვიო სხვა კომპანიაში, ეგენი მაინც არ აგინაზღაურდება.

თუ სამსახურიდან კეთდება კორპორატიული დაზღვევა, მაშინ შესაძლებელია რომ ორსულის დაზღვევის მომენტიდან მოქმედებდეს ეგ ლიმიტები.

Posted by: Tantalia 28 Jun 2016, 16:28
natuluka
QUOTE
ორსულობა-მშობიარობას მოცდის პერიოდი აქვს

ეხლა ჩამოვრეკე, იმაზე რომ 2 კომპანიაში იყო დაზღვეული არავის არ აქვს პრობლემა, მაგრამ მოცდის პერიოდი ყველაზე კარგ ვარიანტში 6 თვეა, ჯი პი აიმ 10 თვე მითხრა საერთოდ. სამწუხაროა sad.gif

Posted by: kus@kusa@ 28 Jun 2016, 16:31
Tantalia
მე დავეზღვიე ეხლა იმედი ელში და 6 თვე უნდა ველოდოოო sad.gif

Posted by: Tantalia 28 Jun 2016, 17:21
kus@kusa@
რამდენი კვირის ხარ შენ? მე 15ს გავხდი უკვე და დავაგვიანე, აზრი არ აქვს ჩემს შემთხვევაში smile.gif

Posted by: kus@kusa@ 28 Jun 2016, 17:36
Tantalia
ეხლა მე-10ში ვარ, ორი კვირის წინ დავეზღვიე და ბოლო თვენახევარი გამოვიყენებ კონსულტაციებზეე,მაინც გავხარჯავ smile.gif

Posted by: natuluka 28 Jun 2016, 17:38
kus@kusa@
დარწმუნებული ხარ? ზოგ სადაზღვევოს იცი როგორ აქვს, მოცდის პერიოდში არ უნდა იყო ორსულად , შემდეგ უნდა დაორსულდე რამე რომ აანაზღაურონ smile.gif))

Posted by: kus@kusa@ 28 Jun 2016, 17:39
natuluka
კიი იმედი ელში დავეზღვიე და 6თვის მერე უპრობლემოდ გამოიყენებო, ორსულად რომ არ ყოფილიყავი 3 ტვე ექნებოდა მოცდის პერიოდიოო

Posted by: ra ici rashi gamogadgeba ? 30 Jun 2016, 20:58
მე მაინტერესებს ასეთი რამ. მაქვს სამსახურის იმედი ელის დაზღვევა. 1505 ზე რო დავრეკე მითხრეს რადგან ეგ გაქვს სახელმწიფოსგან აღარ გეკუთვნის მშობიარობის 500 ლარიანი ანაზღაურებაო. თუმცა ამავდროულად ვიცი ზოგ თანამშრომელს აუნაზღაურეს. ეს რა პირადი სიმპატიით ხდება თუ როგორ?

Posted by: Tantalia 1 Jul 2016, 12:04
ra ici rashi gamogadgeba ?
მე ესე ამიხსნეს, ვისაც 2013 წელს (თვე არ ვიცი ზუსტად) ქონდა კორპორატიული დაზღვევა, ისინი ავტომატურად ამოაგდეს საყოველთაო დაზღვევის ბაზიდან. ვინც არა ის დარჩა. როგორც ჩანს ბაზებს რამოდენიმე წელიწადში ერთხელ ანახლებენ. რომ დარეკავ 1505 ზე კერძო დაზღვევა მაქვსო ეგრე არ დაიწყო, უბრალოდ უთხარი შენი პირადი ნომერი და კითხე ხარ თუ არა საყოველთაო ბაზაში.

Posted by: ra ici rashi gamogadgeba ? 1 Jul 2016, 13:22
Tantalia

მადლობა, ისე ვთქვათ ახლა არ შეიძლება საყოველთაოში ისევ დავეზღვიოთ? იმედი ელის ლიმიტი 1 თვეში ამოვწურე ლამის, 500 იანი მაქვს ორსულობა/მშობიარობა ერთად. sad.gif ან რაიმე სხვა სადაზღვევო რომ ავიღო

Posted by: Daisy_bu 1 Jul 2016, 13:32
ra ici rashi gamogadgeba ?
მეც ეგრე ვაპირებდი ჩემი დაზღვევა ამოვწურე 2 თვეში, არც საყოველთაოთი ვარ დაზღვეული და ვიფიქრე მეორე კერძო დაზღვევას გავიკეთებთქო მაგრამ არ გამოვიდა, იმედი ელ აქვს მხოლოდ ორსულობა მშობიარობა და ისიც მოცდის 10 თვის ვადით თუ ორსულად ხარ არ გაწყობს 10 თვის მერე შედის ძალაში მხოლოდ sad.gif ასე რომ ჩამეშალა მე ეგ გეგმა

Posted by: kus@kusa@ 1 Jul 2016, 13:49
Daisy_bu
ორი კვირის წინ დავეზღვიე იმედი ელში და 6 ტვე აქვს მოცდის ვადაა, 500 ლარი ორსულობა და 700 მსჰობიარობა. და რაც მტავარია სახელმწიფოსტან ერტად მოქმედებს

Posted by: Tantalia 1 Jul 2016, 14:52
ra ici rashi gamogadgeba ?
Daisy_bu
მეც ამოვწურე ჩემი ლიმიტი კაი ხანია და ვიფიქრე მეორე სადაზღვეოში დავეზღვევითქო. მოკლედ ჩამოვრეკე და ესეთი პასუხი მივიღე:
პსპ- არ აქვთ ინდივიდუალური დაზღვევა
არდი- არ აქვთ ინდივიდუალური დაზღვევა
ალდაგი- მოცდის პერიოდი 6 თვე
ჯი პი აი- მოცდის პერიოდი 10 თვე
იმედი ელ- მოცდის პერიოდი 6 თვე. ოღონდ ერთერთმა ოპერატორმა მითხრა ეს მოცდის პერიოდები იმ შემთხვევაშია 6 თვე, თუ საყოველათაოს ბაზაშიც ხარო, თუ არადა მაშინ 10 თვეო smile.gif

Posted by: Daisy_bu 1 Jul 2016, 14:55
Tantalia
ცოტა ადრე უნდა გაგვხსენებოდა biggrin.gif ეხლა იხადეთ თქვენითო no.gif

Posted by: .ნინო 1 Jul 2016, 14:58
გოგოებო, დეკრეტისთვის რა საბუთები უნდა გავამზადო? სექტემბრიდან ჯერ შვებულება უნდა გავაფორმო და მერე დეკრეტული უნდა მივაბა... რა უნდა მივიტანო სამსახურში?

Posted by: Tantalia 1 Jul 2016, 15:01
Daisy_bu
მე ვერც ვიფიქრებდი რომ ეგეთი პრობლემის წინაშე დავდგებოდი ესე ადრე. 1700 ლარი მქონდა ლიმიტი, 16 კვირის არ ვარ ჯერ და უკვე კაი ხანია ამოვწურე smile.gif

Posted by: rusa1306 4 Jul 2016, 21:04
გამარჯობათ გოგოებო, ვაგროვებ დეკრეტულის საბუთებს, ერთხელ ვიყავი უკვე მისული და რაღაც საბუთები დამაკლდა და იქნებ დამეხმაროთ, ჩემი ბუღალტრის მაგივრად მე მიწევს ზრუნვა რომ მოვიძიო ეს ყველაფერი sad.gif
მჭირდება ორგანიზაციის წერილი (რაიონის სოციალური მომსახურების ცენტრის უფროსის სახელზე) და შაბლონი ვინმეს ხომ არ გაქვთ?

Posted by: varan 5 Jul 2016, 16:55
გამარჯობათ გოგონებო. მოკლედ ესეთი სიტუაციაა რა. ორსულს გაუჩნდა ტილები. ექიმმა უთხრა ნავთით იმკურნალეო. ხოდა იქნებ გქონიათ ვინმეს ესეთი შემთხვევა და მირჩიოთ რამე. რაღაც ვერ ვრისკავ ორსულს ნავთით ვუმკურნალო. იქნება ალბათ სხვა ალტერნატივაც

Posted by: ketula 8 Sep 2016, 12:47
გამარჯობა,

ვინმეს თუ გაქვთ დაფინანსების განაცხადი (დანართი N 3) ელექტრონული ვერსია გადმომიგზავნოთ იქნებ ჩემს ელ. ფოსტაზე?, პირადში მოგწერთ ელ. ფოსტას

დიდი მადლობა წინასწარ

Posted by: Parabola 8 Sep 2016, 13:04
ketula
მეც მაინტერესებს
როგორც ვიცი, სახელმწიფო მშობიარობის გარკვეულ ხარჯს ფარავს
მე ვერ ვერკვევი, იქნებ უფრო გამოცდილებმა გამარკვიოთ

Posted by: Unico 8 Sep 2016, 13:44
ketula
Parabola

ინტერნეტში დავგუგლე განაცხადის ფორმა და მომსახურების სააგენტოს ჰქონდა. აი აქ ნახეთ პდფ ფორმატი
http://ssa.gov.ge/files/01_GEO/KANONMDEBLOBA/Kanon%20Qvemdebare/4.pdf

თუმცა არის ვორდ ფაილიც საიდანაც იოლია უკვე.

არ ვიცი რამდენად გამოგადგებათ. პირველად დავინტერესდი.
ისე მიკვირდა ნუთუ საიტზე არ აქვთ თქო.


Posted by: Ninito_ 8 Sep 2016, 13:46
Parabola
Unico
ketula
მეილი დაწერეთ გოგოებო და გამოგიგზავნით ყველას, შევსების ინსტრუქციით

Posted by: kus@kusa@ 8 Sep 2016, 13:55
Ninito_
გამომიგზავნე გთხოვ sopiovip83@mail.ru

Posted by: Unico 8 Sep 2016, 13:55
Ninito_
სიამოვნებით წავიღებ, მადლობა. გამახსენდა რომ ოფიციალურად ვარ გაფორმებული სამსახურში და რატომაც არა, წლის დასაწყისში გამომადგება. დეკრეტულისთვის შევემზადები.


» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: Parabola 10 Sep 2016, 15:23
Ninito_
პმ მოგწერეთ მეილი

Posted by: Ninito_ 10 Sep 2016, 15:24
ორშაბათს გამოგიგზავნით ყველას გოგოებო

Posted by: ninuca83 11 Sep 2016, 00:53
მეც დამეხმარეთ რა გოგოებო. smile.gif მეც თვითონ მიწევს დეკრეტის საბუთების მოგროვება და ჩაბარება

Posted by: Me&U 12 Sep 2016, 14:21
QUOTE
მეც დამეხმარეთ რა გოგოებო


აქაურმა უზერმა, ნინიტომ გამომიგზავნე მეც საბუთების სია და აქვე დავაკოპირებ:

1. ცნობა ბანკიდან ანგარიშის ნომერის შესახებ (გასცემს ბანკი სადაც ანგარიში გაქვთ გახსნილი) - 1 ცალი

2. პირადობის მოწმობის ქსეროასლი - 1 ცალი კომპანიის ბეჭდით

3. საავადმყოფოს ფურცლის ქსეროასლი (მოგცემთ ექიმი, წინა გვერდს ავსებს ექიმი + ბეჭედი , მეორე გვერდს თქვენი ბუღალტერი , საჭიროებს ბუღალტრის და კომპანიის დირექტორის ხელმოწერას და ბეჭედს - 1 ცალი . (შევსებულ ასლს ვაბარევტ სოც.უზრუნველყოფის სააგენტოში, დედანი უბრუნდება ბუღალტერს)

4. დაფინანსების განაცხადი (ავსებს ბუღალტერი , საჭიროებს ბუღალტრის და კომპანიის დირექტორის ხელმოწერებს და ბეჭედს) - 3 ეგზეპლარი .


5. ცნობა ხელფასის შესახებ - გასცემს ბუღალტერი +ხელმოწერა/ბეჭედი - 1 ცალი

6. მომართვა სამსახურიდან საავადმყოფო ფურცლის სერიისა და ნომრის ჩვენებით - გასცემს ბუღალტერი +ხელმოწერა/ბეჭედი - 1 ცალი


დღეს დავრეკე 1505-ზე. მითხრეს, რომ ხელფასის ცნობა არაა საჭირო, დაფინანსების განაცხადში ისედაც წერს ბუღალტერიო. მე მაინც ვაპირებ წაღებას.



Posted by: ketula 12 Sep 2016, 21:05

* * *
Unico
დიდი მადლობა smile.gif


Ninito_

qetuna@gmail.com

მადლობ smile.gif

Posted by: nineli1988 16 Sep 2016, 10:33
Me&U
4. დაფინანსების განაცხადის და 6. მომართვა სამსახურიდან საავადმყოფო ფურცლის სერიისა და ნომრის ჩვენებით ---- პუნქტების ფორმები მაინტერესებს, ვინმეს გააქვთ??? რომ მანახოთ>> ან აქ ატვირთოთ ან მაილზე გადმომიგზავნოთ ninino70@mail.ru

Posted by: Me&U 16 Sep 2016, 22:23
QUOTE
ოთ ან მაილზე გადმომიგზავნოთ ninino70@mail.ru


გამოგიგზავნე იმეილით.

Posted by: Parabola 27 Sep 2016, 11:59

მოგესალმებით!

რაიმე ინფო ხომ არ გაქვთ მესამე შვილზე სახელწიფო რაღაც ყველთვიურ ფულად დახმარებას რომ გირიცხავს?
როგორ ხდება ეგ?

Posted by: ქეთუ 8 Oct 2016, 00:06
კერძო დაზღვევასთან ერთად სახელმწიფო ვაუჩერის გამოყენება შეიძლება? 4ვიზიტი უფასო და ანალიზები რომ შედის და ეგ ექიმმა უნდა მოგცეს თუ როგორ არის?

Posted by: Ninito_ 8 Oct 2016, 00:41
ქეთუ
კი შეიძლება, 12 კვირამდე იღებ მაგ ვაუჩერს სოცში, წერეთელზე, ფორმა 100-ის წარდგენის შემდეგ
1505 დარეკე და გეტყვიან .

Posted by: duduna18 8 Oct 2016, 00:47
ქეთუ აღარ არის არსად ცასვლა საჭირო.12 -კვირამდე დადგები აგრიცხვაზე გინეკოლოგთან და 2-3 დღეში მოგივა სმს სოციდან.მერე მიხვალ პირველ ვიზიტზე 13 კვირამდე მაქსიმუმ

Posted by: ქეთუ 8 Oct 2016, 01:16
Ninito_
duduna18


ანუ ექიმი აგზავნის მონაცემებს და მაგის საფუძველზე ხდება მესიჯის მოსვლა?
და თუ თქვქ ერთიბდაზღვევა უნდა გამოიყენოო? :დ

Posted by: Ninito_ 8 Oct 2016, 01:50
ქეთუ
არ იტყვიან მაგას, ორივე შეგიძლია და ორივეს იყენებს ყველა
უბრალოდ ვაუჩერს ყველგან ვერ იყენებ, მხოლოს იქ სადაც ქალთა კონსუკტაციებია, უბნის პოლიკლინიკებში და ზოგიერთ სამშობიაროში

Posted by: ქეთუ 8 Oct 2016, 01:52
Ninito_ მადლობა ნი დიდი.

Posted by: nineli1988 9 Oct 2016, 12:35
გოგოებო ხომ არ იცით დეკრეტში რამდენი კვირის უნდა გახვიდე სახელმწიფომ 1000 ლარი რომ დაგირიცხოს?? მე მითხრეს 30 კვირიდანო და რამდენად მართალია??

Posted by: Me&U 10 Oct 2016, 14:04
QUOTE
გოგოებო ხომ არ იცით დეკრეტში რამდენი კვირის უნდა გახვიდე სახელმწიფომ 1000 ლარი რომ დაგირიცხოს?

27-ე კვირიდან შეგიძლია.

Posted by: ninuca83 1 Nov 2016, 01:50
გოგოებო დანართი N3 გამომიგზავნეთ მეილზე ვისაც გაქვთ რა გთხოვთ... nini_nica83@mail.ru

Posted by: fixyou1 4 Nov 2016, 19:06
Me&U
უი ერათგან წავიკითხე 5 თვიდან შეიძლებაო და კი გამიკვირდა, თანხას მშობიარობიდან რამდენხ ანში რიცხავენ ხო არ იცი?

Posted by: nopiahopi 4 Nov 2016, 20:24
fixyou1
მე 3 წლის წინ ზუსტად თვენახევარში ჩამერიცხა

Posted by: Me&U 8 Nov 2016, 00:43
QUOTE
უი ერათგან წავიკითხე 5 თვიდან შეიძლებაო და კი გამიკვირდა, თანხას მშობიარობიდან რამდენხ ანში რიცხავენ ხო არ იცი?

თუ სწორად მახსოვს, ჩემმა ექიმმა მითხრა ასე.
ჩარიცხვაზე კი არ ვიცი, მე მაგალითად 10 ოქტომბერს ჩავაბარე საბუთები და ჯერ არაფერია, 10 ნოემბრის მერე ველოდები უფრო. მინიმუმ 1 თვე მაინც უნდა ალბათ.

Posted by: fixyou1 8 Nov 2016, 08:24
sopiasopi
Me&U
ხო ალბათ მაქსიმუმ ორი თვე დასჭირდება, როგორც საყოველთაოში ოპერაციის დაფინანსებაზე ხდება ხოლმე. smile.gif მეც ვკითხავ აბა ექიზე
აგრამ ექვსი თვიდან მგონია უფრო ...

Posted by: anabanaankabanka 8 Nov 2016, 09:19
fixyou1
მე ძალიან გვიან ჩამერიცხა პირველზე, სადღაც 3-4 თვეში... არ ვიციირამდენად კავშირშია, მაგრამ ივლისის ბოლოს გავედი და შეიძლება აგვისტოში ისვენებდნენ ან რაღაც ეგეთი

Posted by: nopiahopi 8 Nov 2016, 14:28
anabanaankabanka
QUOTE
არ ვიციირამდენად კავშირშია, მაგრამ ივლისის ბოლოს გავედი და შეიძლება აგვისტოში ისვენებდნენ ან რაღაც ეგეთი

არამგონია ისვენებდნენ ზაფხულში. მეც 26 ივლისს გავედი დეკრეტულში, 1 აგვისტოს კი გავაჩინე და თვენახევარში დარიცხეს.

Posted by: Me&U 11 Nov 2016, 14:38
დღეს მითხრეს 15 05-ზე, რომ ნოემბერის თვეში ჩაგერიცხათ უკვეო, თუმცა თარიღი ვერ ან არ მითხრეს. ბანკში დავრეკე და არაფერია, ისედაც ყველა ჩარიცხვაზე სმს მომდის.
როგორ მოვიქცე ხომ ვერ მეტყვით? ანგარიში სწორად მაქვს მითითებული.
* * *
გოგოებო, ჩამერიცხა უკვე, ვისაც გაინტერესებდათ ვადა, ზუსტად 1 თვეში ჩამირიცხეს.

Posted by: nineli1988 11 Nov 2016, 20:32
მე კიდე ზუსტად 2 კვირაში დამერიცხა

Posted by: fixyou1 13 Nov 2016, 15:14
Me&U
Me&U
nineli1988
ვახ თქვენ ხო არ გაგიჩენით და დაგერიცხათ უკვე? მე ასე მითხრეს მშობიარობის მერე რიცხავენო.. ანუ ვთქვათ 6 თვიდან რომ გავიდე დეკრეტში უნდა ველოდო ჩარიცხვას 1-2 თვეში??

Posted by: Me&U 14 Nov 2016, 14:28
QUOTE
ქვენ ხო არ გაგიჩენით და დაგერიცხათ უკვე? მე ასე მითხრეს მშობიარობის მერე რიცხავენო.. ანუ ვთქვათ 6 თვიდან რომ გავიდე დეკრეტში უნდა ველოდო ჩარიცხვას 1-2 თვეში??

წესით ხო, მეც მე-6 თვიდან გავედი დეკრეტში და კი ჩამირიცხეს უკვე.

Posted by: fixyou1 14 Nov 2016, 14:54
Me&U
ვახ რა კარგია მასე smile.gif ნეტა მე - ხუთე თვიდან შეიძლებოდეს გასვლა გავიდოდი მალე... დაბრჰნებასს ისედაცა რ ვაპირებ ..

Posted by: Me&U 14 Nov 2016, 15:53
იკითხე მაინც, იქნებ კი შეიძლება...

Posted by: Dreamer_ta 20 Nov 2016, 12:19
ვინმემ თუ იცით , დეკრეტი მაქსიმუმ 6 თვიანია? თუ შემიძლია მეტიც ავიღო? და ეს 6 თვე ხელფასი მექნება ჩვეულებრივ? smile.gif

Posted by: fixyou1 20 Nov 2016, 14:47
Dreamer_ta
კანონმდებლობით 6 თვიანია კი, ტყუპების შემთხვევაშია მგონი მეტი.. ხელფას რაც შეეხება გააჩნია სად მუშაობ, ზოგი უხდის , ზოგი არაა ..

Posted by: Diamond Girl 13 Dec 2016, 14:55
დეკრეტში გასვლის უფლება როდიდან მაქვს?ისე რომ სახელწმიფოს მხირდან ის 1000 ლარი არ დამეკარგოს?

Posted by: Katerina :-) 13 Dec 2016, 15:24
QUOTE (Diamond Girl @ 13 Dec 2016, 14:55 )
დეკრეტში გასვლის უფლება როდიდან მაქვს?ისე რომ სახელწმიფოს მხირდან ის 1000 ლარი არ დამეკარგოს?

მეც მაინტერესებს ეს და კიდევ, ამ საბუთების ამბები მე უნდა მოვაგვარო ხომ? ეგებ დამაკვალიანოთ, რა ეტაპებია საჭირო დეკრეტში გასვლისა და ამ 1000 ლარის არ დაკარგვისათვის :-) მადლობა წინასწარ!

Posted by: kus@kusa@ 13 Dec 2016, 16:09
Katerina :-)
26 კვირიდან შეგიდზლია ნებისმიერ დროს, საბუთები წესით ბუღალტერმა უნდა შეგივსოს

* * *
ეხლა შევავსე მე ჩემი და ხვალ უნდა ჩავაბარო, იმედია არ მარბენინებენ

Posted by: Katerina :-) 13 Dec 2016, 16:44
kus@kusa@

ჩვენი ბუღალტერი ცოტა ეფემერული არსებაა, წელწადში რამოდენიმეჯერ თუ შემოგვირბენს და არ მაქვს მისი იმედი :-) თუ ძალიან არ შეგაწუხებ, ეგებ მითხრა რა საბუთები შეავსე და საერთოდ, რა არის საჭირო ამ პროცედურისთვის.

Posted by: kus@kusa@ 13 Dec 2016, 16:47
Katerina :-)
ხვალ ჩავაბარებ თუ ყველაფერი წესრიგში იყო დაგმოგიგზავნი ყველა ფორმას შევსებულს ნიმუშად, რომ აგარ იწვალო.

Posted by: Katerina :-) 13 Dec 2016, 16:56
kus@kusa@

აუუ უუღრმესი მადლობა, ძალიან დამეხმარები <3


Posted by: ra ici rashi gamogadgeba ? 13 Dec 2016, 21:36
რამდენ ხანში დაგერიცხათ დეკრეტში გასვლიდან დეკრეტულის და ცალკე სახელმწიფოს 1000? მშობიარობამდე მოასწრებენ?

Posted by: Me&U 13 Dec 2016, 22:40
QUOTE
ცალკე სახელმწიფოს 1000?

მე ზუსტად 1 თვეში. დეკრეტში გავედი მე-7 თვიდან.

Posted by: kus@kusa@ 14 Dec 2016, 11:39
Katerina :-)
მომწერე შენი იმეილი და გადმოგიგზავნი

Posted by: papala 14 Dec 2016, 12:25
გამარჯობათ...................................................

Posted by: Dolidzenino 14 Dec 2016, 12:59
ra ici rashi gamogadgeba ?
მეც ზუსტად 1 თვეში დამერიცხა

Posted by: Katerina :-) 14 Dec 2016, 16:41
kus@kusa@

ძააალიან დიდი მადლობა!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! :-* პმ-ში მოგწერე

Posted by: papala 15 Dec 2016, 10:12
ვერაფერი ვერ გავიგე..ხან იწერება ხან არა, ვინმემ ამიხსენით რაა რის ბრალია sad.gif

Posted by: nat7 15 Dec 2016, 10:25
kus@kusa@
შეგიძლია რომ საბუთები მეც გადმომიგზავნო თუ არ შეწუხდები???

Posted by: kus@kusa@ 15 Dec 2016, 10:43
nat7
მომწერე შენი იმეილი

Posted by: nat7 15 Dec 2016, 14:01
kus@kusa@
პირადში მოგწერე

Posted by: Female User 18 Dec 2016, 01:24
გამარჯობა. რა 1000 ლარის ჩარიცხვაზეა საუბარი? სახელმწიფო რიცხავს? ეს საჩუქარია თუ საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში როცხავენ? სამსახურიდან ვინც არის დაზღვეული იმას არ ეკუთვნის?

Posted by: Dolidzenino 18 Dec 2016, 01:37
Female User
დაზღვევა არაფერ შუაშია, სახელმწიფო რიცხავს დეკრეტული შვებულების ანაზღაურებას 1000 ლარს

Posted by: Female User 18 Dec 2016, 14:07
Dolidzenino
რა უცნაურია. მართლა? თუნდაც ქალი კერძო სექტორში მუშაობდეს? ანუ ასე ყველას ჩუქნის სახელმწიფო, რახან ბავშვს აჩენს?

Posted by: tweety86 18 Dec 2016, 22:57
Female User
მე პირადად დეკრეტის ფულს გამომიკლო სამსახურმა ანუ დეკრეტულის ფული ჩამერიცხა -1000 ლარი და მოგვიანებით ჩამირიცხა სახელმწიფომ. ხშირ შემთხვევაში ეგრეა

Posted by: ra ici rashi gamogadgeba ? 22 Dec 2016, 23:28
ვისაც გაინტერესებდათ სამსახურში დეკრეტულის ქვითარი 19 ში მივიტანე. დღეს უკვე ჩამერიცხა.

Posted by: Dolidzenino 23 Dec 2016, 13:18
Female User
კი ასეა, მე კერძო სექტორში ვმუშაობ

Posted by: maaiiko 29 Dec 2016, 13:49
მოგესალმებით მეგობრებო. რა მაინტერესებს რამდენი ხანი უნდა იმუშაოს ორსულმა რომ ჰქონდეს დეკრეტულის აღების უფლება. არის თუ არა განსაზღვრული რაიმე ვადები ამასთან დაკავშირებით? შეიძლება რომ უკვე ოთხი თვის ორსულმა დაიწყოს მუშაობა და შეძლოს დეკრეტულში გასვლა? და კიდევ ეს ალბათ უფრო ბუღალტრებთან უნდა ვიკითხო, მაგრამ აქაც ვიკითხავ შპს ვალდებულია თუ არა ჰქონდეს ბეჭედი? და სახელმწიფო სამსახურში კერძოდ სოც.უზრუნველყოფაში მიიღებენ თუ არა შპს-ს საბუთს რომელსაც არ აქვს ბეჭედი? წინასწარ დიდი მადლობა.

Posted by: fixyou1 15 Jan 2017, 15:04
გოგოებო დეკრეტში ვაპირებ გასვლას და ექიმმა მე დაგიწერო საბუთსო, სამსახურიდან ცნობა უნდ აწარმოადგინო მხოლოდო. შემდეგ რას ავაკეთებ ექიმის დაწერილ ფურცელს სამსახურში წარვადგენ თუ როგორ? ჩვენი ბუღალტერი ძალიან ზარმაციაა როგორც ჩანს 6 თვე გადის დეკრეტიდან და ჩემ თნამშრომეს ჯერაც არ ჩარიცხვია 1000 ლარი.. რა შეიძლება გავაკეთო ასეთ დროს?

Posted by: Dreamer_ta 15 Jan 2017, 16:27
fixyou1
რას ნიშნავს ზარმაცია :/ კი ეგ ექიმი რასაც დაგიწერს უნდა მიიტანო და ბუღალტერმა უნდა გადაგზავნოს ეგ დეკრეტულის საბუთი სოციალურში რომ შემდეგ იმათმა ჩარიცხონ ფული
რა უპასუხისმგებლობაა

Posted by: kus@kusa@ 15 Jan 2017, 22:33
fixyou1
რა 6 თვე, არ ჩაუბარებია ალბათ. Mე ჩავაბარე ჩემი 19 დეკემბერს და 10 იანვარს ჩამერიცხა თანხა.

Posted by: fixyou1 18 Jan 2017, 20:24
Dreamer_ta
kus@kusa@
ხოომაქსიმალურად მივაქცევ ყურადღებას რომ დროულად გადააგზავნოს..ისე შემიძია დავრეკო სოც სააგენტოში და მეტყვიან გაგზავნილია თუ არა საბუთები? 2 თვეზე მეტი წესით ხო არ უნდა დასჭირდეს ჩარიცხვას?

Posted by: COPACABANA 18 Jan 2017, 21:10
maaiiko
ვაა , რა უცნაურია, შპს-ს ბეჭედი ყველა ვარიანტი უნდა ქონდეს

ნებისმიერი იურიდიულ საბუთს , კონტრაქტი იქნებ თუ რარაც ოფიციალური ფურცელი ბეჭედი ჭირდება რომ ძალა ქონდეს. აბა ისე როგორ მუშაობენ ვერ ვხვდები

Posted by: Merengues 18 Jan 2017, 21:19


მწვანე ბარათი გამოვართვი ჩემ გინეკოლოგს 17 რიცხვით , როდემდე მაქვს ვადა იქ მიტანის?

Posted by: KOMBAT 19 Jan 2017, 00:49
maaiiko
COPACABANA

შეიძლება შპს ბეჭდის გარეშე. დანამდვილებით ვიცი იმიტომ რომ ვმუშაობდი ასეთ კომპანიაში და ჩვეულებრივ იურიდიული ძალა ქონდა ნებისმიერ საბუთს. უბრალოდ თუ არ ვცდები, დირექტორის ხელმოწერა უნდა იყოს?

Posted by: Ninito_ 19 Jan 2017, 01:27
KOMBAT
კი დირექტორის ხელმოწერა აუცილებლად და ბეჭედიც თუ არსებობს, თუკი კომპანიას ბეეედი არ აქვს ( და ამის სრული უფლება აქვს) მხოლოდ ხელმოწერაც კმარა

Posted by: ShooterN1 19 Jan 2017, 03:42
გოგოებო, 1 თვეში დაახლოებით ჩემი მეუღლე საკეისროს იკეთებს. დაძღვეულია იმედი ლ-ში მაგრამ იქ ლიმიტი აქვს 500 ლარი დარჩენილი... ბოლო ინფორმაცია ხომ არ გაქვთ, საყოველთაო დაზღვევა გადაფარავს დარჩენილ თანხას? მადლობა წინასწარ

Posted by: Tooolia 23 Jan 2017, 18:58
კიი გადაფარავს, საყოველაო 500 ლარს და დანარჩენს გადაიხდი ხელზე. შემდეგ ფორმა ასს მიიტან იმედიელში და უკანდაგირიცხავენ გადახდილ თანხას.
* * *
გოგოებოო, დამეხმარეთ. რაც შეიძლება მალე უნდა გავაკეთო დეკრეტული საბუთები და გთხოვთ მეც გამომიგზავნეთ ის შევსებული საბუთები, იქნებ ნიმუშებად გამომადგეს. ძალიან გთხოვთ. Shorena42@yahoo.com
* * *
QUOTE (Katerina :-) @ 14 Dec 2016, 16:41 )
kus@kusa@

ძააალიან დიდი მადლობა!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! :-* პმ-ში მოგწერე

ძალიან გთხოვ იქნებ მეც გადმომიგზავნოთ ეგ ნიმუშები, სასწრაფოდ მაქვს გასაკეთებელი.

Posted by: 003 31 Jan 2017, 11:29
გოგოებო როგორ ხართ?

რა მაინტერესებს, სახელმწიფო ყველა ვარიანტში მიხდის მშობიარობაზე 500 ლარს? ანუ, რომ არ ვმუშაობ მაინც? და რა უნდა გავაკეთო იმისთვის რომ ეს თანხა ჩამერიცხოს?

Posted by: fixyou1 31 Jan 2017, 11:57
003
თუ დაზღვეული ხარ სახელმწიფოს მიეერ მშობიარობას დაგიფინანსებენ აუცილებლად 500 ლარით. 1505 ზე დაარეკე და გეტყვიან ხარ თუ არა დაზღვეული.

Posted by: 003 31 Jan 2017, 12:38
fixyou1

მადლობა smile.gif

დავრეკე და ვარ დაზღვეული

Posted by: clairdelune 31 Jan 2017, 19:26
გოგოებო იქნებ გამარკვიოთ, ეს აღრიცხვაზე აყვანა საერთოდ რაში მჭირდება? რამოდენიმე უფასო ანალიზისთვის და ეხოსთვის? დაზღვევა ისედაც მინაზღაურებს და საერთოდ რომ არ დავდგე აღრიცხვაზე რამე პრობლემა იქნება?

Posted by: KOMBAT 31 Jan 2017, 20:04
clairdelune
QUOTE
გოგოებო იქნებ გამარკვიოთ, ეს აღრიცხვაზე აყვანა საერთოდ რაში მჭირდება? რამოდენიმე უფასო ანალიზისთვის და ეხოსთვის? დაზღვევა ისედაც მინაზღაურებს და საერთოდ რომ არ დავდგე აღრიცხვაზე რამე პრობლემა იქნება?


და შენი რა მიდის? გარდა უფასო ანალიზებისა, ალბათ სტატისტიკასაც ადგენენ

Posted by: chixuaxua 31 Jan 2017, 20:40
ჩემი გინეკოლოგისგან რა მჭირდება რომ წამოვიღო? გაცვლა-გამოცვლის ბარათი 36 კვირაზე და კიდე რამე ცნობა 1000 ლარის ამბავში?

Posted by: clairdelune 31 Jan 2017, 20:48
QUOTE
და შენი რა მიდის? გარდა უფასო ანალიზებისა, ალბათ სტატისტიკასაც ადგენენ

ჩემი გინეკოლოგი მეანიცაა და უხერხული სიტუაცია მექმნება, რადგან სხვასთან მინდა მშობიარობა, მერე უნდა გამოვართვა ის აღრიცხვა და სხვას წავუღო...
* * *
გაცვლა გამოცვლის ბარათი იგივე აღრიცხვაა? ანუ მაგის მიტანის გარეშე არ მიმიღებენ სხვა კლინიკაში სამშობიაროდ?

Posted by: KOMBAT 31 Jan 2017, 23:59
clairdelune
QUOTE

ჩემი გინეკოლოგი მეანიცაა და უხერხული სიტუაცია მექმნება, რადგან სხვასთან მინდა მშობიარობა, მერე უნდა გამოვართვა ის აღრიცხვა და სხვას წავუღო...



შენ მაგაზე ნუ იფიქრებ და ნუ დარდობ. მხოლოდ შნეი გადასაწყვეტია სად და ვისთან იმშობიარებ ამიტომ დანამუსება და უხერხული სიტუაცია დაიკიდე.
მეც დაახლოებით ამ სიტუაციაში ვარ მაგრამსულ არ ვთვი ვალდებულად მაინცდამაინც ჩემი გინეკოლოგი ავიყვანო მეანად. (ნუ ჯერ არც გადამიწყვეტია, მაგრამ სხვას თუ ავირჩევ, უპრობლემოდ ვეტყვი)

QUOTE
გაცვლა გამოცვლის ბარათი იგივე აღრიცხვაა? ანუ მაგის მიტანის გარეშე არ მიმიღებენ სხვა კლინიკაში სამშობიაროდ?


არა, აღრიცხვაზე 12 კვირამდე დგები და ის ბარათი უკვე მერეა ბოლო თვეებში, სამშობიაროში წარსადგენად სადაც შენი სამედიცინო ისტორია წერია

Posted by: clairdelune 1 Feb 2017, 12:56
KOMBAT
გაიხარე, დიდი მადლობა smile.gif

Posted by: teodal 7 Feb 2017, 16:12
გამარჯობა, სადმე დევს დეკრეტის 1000 ლარისთვის საჭირო საბუთების შაბლონები? ნუ გარდა იმისა რასაც გივსებს ექიმი? ან თუ ვინმეს გაქვთ იქნებ გამომიგზავნოთ teonadalak@gmail.com

Posted by: chixuaxua 9 Feb 2017, 12:17
გოგოებო, მეანთან რომელი კვირიდან შეიძლება მისვლა? ჩემმა ექიმმა მომცა გაცვლა გამოცვლა უკვე 34 კვირაზე

Posted by: SRB100 9 Feb 2017, 16:30
გოგოებო, გამარჯობათ.
მაქვს კორპორატიული დაზღვევა პსპ-ში. მაინტერესებს აღრიცხვაზე დადგომა რას გულისხმობს და კვლევები მეკუთვნის?
პროვაიდერ კლინიკაში უნდა დავდგე აღრიცხვაზე თუ კონსულტაციაში? რომელ კვირამდე მაქვს აღრიცხვაზე დადგომის ვადა?
4 კვირის ვარ.

Posted by: Dreamer_ta 9 Feb 2017, 16:35
SRB100
აღრიცხვაზე დადგომით ისარგებლებ სახელმწიფო დაზღვევის ფარგლებში 4 ვიზიტით მთელი ორსულობის განმავლობაში რომელშიც შედის ანალიზები და კონსულტაცია გინეკოლოგის. 13კვირამდე უნდა დადგე აღრიცხვაზე რომ პირველი ვიზიტით ისარგებლო. პსპ დაზღვევაზე ვერაფერს გეტყვი აფინანსებს თუ არა არაპროვაიდერს smile.gif
ესაა ვიზიტების ფარგლებში რაც გეკუთვნის



პირველი ვიზიტი -
13 კვირის ორსულობის ვადამდე:
ა) მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია;
ბ) თერაპევტის კონსულტაცია;
გ) სისხლის საერთო ანალიზი;
დ) შარდის საერთო ანალიზი;
ე) სიფილისის დიაგნოსტიკა სწრაფი/მარტივიმეთოდით;
ვ) B ჰეპატიტის დიაგნოსტიკა (სისხლის შრატ./პლაზმ.) სწრაფი/მარტივი მეთოდით;
ზ) აივ ანტისხეულების განსაზღვრა (სისხლის შრატ./პლაზმ.) სწრაფი/მარტივი მეთოდით;
თ) სისხლის ჯგუფისა და რეზუსის განსაზღვრა;
ი) საშოს ნაცხის ბაქტერიოსკოპული გამოკვლევა.
2
მეორე ვიზიტი - ორსულობის 18-20 კვირაზე:
ა) მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია;
ბ) მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ექოსკოპია (ნაყოფის სტრუქტურული ანომალიების გამოსავლენად).
3
მესამე ვიზიტი -
ორსულობის 30-32 კვირაზე:
ა) მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია;
ბ) ცილის რაოდენობის განსაზღვრა შარდში;
გ) ჰემოგლობინის განსაზღვრა სისხლში.
4
მეოთხე ვიზიტი - ორსულობის 34-36-38 კვირაზე:
ა) მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია;
ბ) ცილის რაოდენობის განსაზღვრა შარდში;
გ) ჰემოგლობინის განსაზღვრა სისხლში.


Posted by: SRB100 9 Feb 2017, 16:48
Dreamer_ta
დიდი მადლობა.
არაპროვაიდერი არ მინდა, პროვაიდერია ჩაჩავა მაგალითად, გაგუა, ჯანმრთელობის სახლი და იქ რომ დავდგე აღრიცხვაზე ვისარგებლებ ამ კვლევებით უფასოდ თუ მაინც და მაინც კონსულტაციაში უნდა მივიდე?

Posted by: pearlgirl 9 Feb 2017, 16:58
SRB100
ჩაჩავაში არის ქალთა კონსულტაცია .

Posted by: Dreamer_ta 9 Feb 2017, 18:51
SRB100
ჩაჩავაში ისარგებლებ ზუსტად ვიცი , მეც მანდ ვარ აღრიცხვაზე smile.gif

Posted by: SRB100 10 Feb 2017, 10:24
pearlgirl
Dreamer_ta
მადლობა გოგოებო, გუშინ დავრეკე პსპ-ში და მითხრეს რომ ჰერაშიც შემიძლია ვისარგებლო.
მე სავარაუდოდ საკეისროს კანდიდატი ვარ და იქ ვაპირებ გაკეთებას და ბარემ იქვე დავდგები აღრიცხვაზე.
:****

Posted by: Katerina :-) 15 Feb 2017, 20:12
გოგოებო, რამდენ ხანში დაგერიცხათ დეკრეტულის თანხა? გუშინ ჩავაბარე საბუთები და 25 მარტის მერე იქნებაო... რა ამბავია...

Posted by: Dreamer_ta 15 Feb 2017, 20:16
Katerina :-)
1 თვე აქვთ ვადა და 25ის მერე რატომ გითხრეს ნეტავ :/ 24იანვრის მერე ველოდები მე ჩემმა ბუღალტერმა მითხრა 2 კვირაში რიცხავენ ძირითადადო, იმან გადაგზავნა ჩემი საბუთები

Posted by: Ninito_ 15 Feb 2017, 20:52
Dreamer_ta
არ აქვთ ერთი თვე ვადა და არც ორ კვირაში რიცხავენ
რომ ჩააბარებ იანვარში ვთვათ, იანვრის ბოლოს გადაიგზავნება დანარჩენებთან ერთად და მომდევნო თვის ბოლომდე ირიცხება, ზოგჯერ აგვიანებს კიდეც, იშვიათად

Posted by: anabanaankabanka 15 Feb 2017, 21:19
Katerina :-)
მეორეზე 1 თვეში ზუსტად და პირველზე ძაან გვიან, თითქმის 3 თვე იყო გასული

Posted by: Katerina :-) 16 Feb 2017, 14:34
მადლობა გოგოებო პასუხისთვის :-) ცხელი ხაზი არსებობს რომ გავერკვე სიტუაციაში, დაახლოებით როდისთვიდ დაირიცხება, თუ აზრი არ აქვს?

Posted by: kristi16 16 Feb 2017, 17:49
გამარჯობათ გოგოებო , დაზღვევა თუ მაქვს მშობიარობას საყოველთაოც აანაზღაურებს და ცემი დაზღვევაც თუ ნამეტანი მოვინდომე :დ :დ

Posted by: fixyou1 16 Feb 2017, 18:48
Katerina :-)
Ninito_
დღეს მივიტანე სამსახურში მწვანე ფურცელი და ასე მითხრა შუა ზაფხულისთვის დაგერიცხებაო sad.gif მარტის ბოლოს გავაგზავნითო სოცში დაახლოებითო, ასე რომ მე კაი ხანი არ დამერიცხება, რა უსამართლობააა .. ვუთხარი გამიმზადეთ დანმე წავიღებთქო და ეგრე არ ხდებაო... რა წესია ეს

Posted by: Ninito_ 16 Feb 2017, 19:29
fixyou1
მარტის ბოლოსთვის რატომო? ხვალვე შეუძლია შევსება და გაგზავნა. მარტშიც რომ გაგზავნოს აპრილის ბოლომდე ჩაირიცხება წესით , რა ზაფხული

Posted by: fixyou1 16 Feb 2017, 20:05
Ninito_
არ ვიცი ერთად ვაგზავნითო საბუთებსო და ვერ მივხდი რას აკეთებენ. ჩემმა
თანამშრომელმა ივლისში იმშობიარა და ჯერ არ ჩარიცხვია sad.gif არ ვიცი ბანკებში ზოგადად ასე ხდება?

Posted by: annastasya 16 Feb 2017, 22:39
fixyou1
ბანკი არაფერ შუაშია,შენი ორგანიზაცია ცუღლუტობს რაღაცას biggrin.gif
ეხლახანს გავაკეთე დეკრეტი და მე თვითონ წავიღე საბუთები,ვითომ რატომ არ შეიძლებაო? შემდეგი თვის მეორე ნახევარში ჩაგერიცხებაო.

Posted by: fixyou1 16 Feb 2017, 22:47
annastasya
ბანკში ვმუშაობ :/ არ ვიცი ვერ მივხვდი რას აკეთებენ.. არაუშავს ჩაირიცხოს და რას ვიზავ...

Posted by: annastasya 16 Feb 2017, 23:33
fixyou1
ჯერ გაზაფხული არ დამდგარა და რა შუა ზაფხულშიო..ასეთი არარეალური ვადა პირველად მესმის რავი biggrin.gif

Posted by: tweety86 17 Feb 2017, 09:37
fixyou1
მე ოქტომბერში გავედი და თებერვალში ჩამერიცხა

Posted by: fixyou1 17 Feb 2017, 09:55
tweety86
ხო ჩემიც ალბათ მაგ ვადაზე დაირიცხება :*

Posted by: basti-bubuuu 20 Feb 2017, 11:55
წლამდე ბავშვზე გვაკვს სამსახურში ერთ საათიანი შეღავათი თუ 2წლამდე?

Posted by: mCvanE_shteFsEli_ 20 Feb 2017, 12:39
basti-bubuuu
QUOTE
წლამდე ბავშვზე გვაკვს სამსახურში ერთ საათიანი შეღავათი თუ 2წლამდე?

1 წლამდე

Posted by: basti-bubuuu 20 Feb 2017, 14:40
mCvanE_shteFsEli_
ზუსტად იცით?ჩემს ახლობელს ერთწლამდე ერთსაათს აძლევდნენ შეღავათს და ორ ჭLამდე კი ნახევარ საათს

Posted by: mCvanE_shteFsEli_ 20 Feb 2017, 14:58
basti-bubuuu

ჩემთან 1 საათს იძლევიან წლამდე და მერე დამთავრდა გულავი smile.gif ყველას ვისაც შვილი შეეძინა მასე დაუბრუნდა გრაფიკს და რამე რომ გევკუთნოდეს კანონით აუცილებლად ითვალისწინებენ ხოლმე და რავიცი smile.gif სხვისგანაც არ გამიგია ნახ. საათი მაგრამ აი იქნებ მე მეშლება და დაწერონ კიდევ გოგოებმა როგორ ჰქონდათ.

Posted by: ოჩოპინტრე8 20 Feb 2017, 15:02
QUOTE
ჩემთან 1 საათს იძლევიან წლამდე და მერე დამთავრდა გულავი

ასეა ჩემთანაც smile.gif შრომის კოდექსს იცავენ კარგად ჩემთან smile.gif

Posted by: chixuaxua 20 Feb 2017, 15:04
მეც წლამდე 1 საათი ვიცი. ის ნახევარი ალბათ კეთილი ნება იყო

Posted by: Ninito_ 20 Feb 2017, 16:23
basti-bubuuu
კოდექსით 1 საათია წლამდე და დანარჩენი დამსაქმებლის ნებაზეა

Posted by: tikako6 6 Mar 2017, 16:50
გამარჯობა,მაინტერესებს დეკრეტში გავდივარ სიტყვაზე 18 მარტს და საბუთებს მიიტანს ჩემი ბუღალტერი,დეკრეტის თანხა როდის უნდა ჩამერიცხოს,1000 ლარს არ ვგულისხმობ,ვეღარ გავიგე და არ მინდა ისე წავიდე გაურკვევლად ვიყო,ამ დეკრეტის ფულის იმედზე ვარ sad.gif

Posted by: Tooolia 6 Mar 2017, 19:14
QUOTE (tikako6 @ 6 Mar 2017, 16:50 )
გამარჯობა,მაინტერესებს დეკრეტში გავდივარ სიტყვაზე 18 მარტს და საბუთებს მიიტანს ჩემი ბუღალტერი,დეკრეტის თანხა როდის უნდა ჩამერიცხოს,1000 ლარს არ ვგულისხმობ,ვეღარ გავიგე და არ მინდა ისე წავიდე გაურკვევლად ვიყო,ამ დეკრეტის ფულის იმედზე ვარ sad.gif

შენ გჭირდება საავადმყოფო ფურცელი,რომელსაც შენი ექიმი მოგცემს. დანარჩენი ბუღალტერის საქმეა.. მაგრამ მე თვითონ მომიწია საბუთების მოგვარება. ბუღალტერს არ ეცალა ჩემთვის :-D

Posted by: tikako6 7 Mar 2017, 13:05
Tooolia
ეგ ვიცი ექიმი რომ მაძლევს ფურცელს და სამსახურში უნდა მოვიტანო,მე მაინტერესებს თანხა როდის აისახება სამსახური რასაც მაძლევს,არა სოცები,თუ ეს ჩემ უფროსობაზეა დამოკიდებული როდის ჩამირიცხავენ?აი ეს მაინტერესებს,ვის როგორ ჩაურიცხეს,სოცები ხომ აგვიანებენ და ეს დეკრეტის თანხაც ასე აგვიანებს ნეტავ? baby.gif

Posted by: Dreamer_ta 7 Mar 2017, 15:10
tikako6
კი , შენს სამსახურზეა დამოკიდებული როდის ჩარიგირცხავს ანაზღაურებასsmile.gif ბუღალტერს კითხე

Posted by: tikako6 7 Mar 2017, 15:19
Dreamer_ta
ჩემი ბუღალტერი მეუბნება,რომ მივიტან საბუთებს სოცებშიო და დათვლიანო ამის შემდეგ ხდება ჩვენი თანხის ჩარიცხვაო,ისინი როდის დაითვლიან და რა იქნება ეგ უკვე აღარ ვიცი და დავიბენი რა,არასდროს არ გაუკეთებია,კი მპირდება არაფერს არ დაგაკლებო,მაგრამ რა ვიცი

Posted by: Dreamer_ta 7 Mar 2017, 15:26
tikako6
ხო არვიცი , მე მალევე ჩამირიცხა სამსახურმა , მსგავსი არაფერი უთქვამს ბუღალტერს

Posted by: tikako6 7 Mar 2017, 15:39
Dreamer_ta
ვერც მე ვერ გავარკვიე,მოკლედ ასე მეუბნებიან,ჯერ სოცები დათვლიანო და მერე 1000 ლარს ხელფასს გამოვაკლებთო და ისე დაგირიცხავთო,ეს მართალიაა?თქვენ შემთხვევაში როგორ იყო თუ არ გეზარება,რომ დაწერო

Posted by: Dreamer_ta 7 Mar 2017, 16:44
tikako6
კი ეგრე გამოაკლდა ჩემთანაც. უბრალოდ დასათვლელი რა არის ამდენი , 1000ლარს სოცი ჩარიცხავს და გამოაკლებენ შენს კომპენსაციას smile.gif მე 6თვე ამინაზღაურეს და ამ თანხას გამოაკლეს 1000ლ

Posted by: Ninito_ 7 Mar 2017, 16:50
tikako6
დღეებით ანგარიშობენ სოცში და მაგას გულისხმობს .წესით ბუღალტერმა უნდა დათვალოს ეგ და საბუთებიც გაამზადოს და ჩააბაროს. სოცში რას დათვლიან,ფორმა რომ ივსება იქ იწერება კომპენსაციის თანხა და თავიდანვე ეცოდინება რამდენი გეკუთვნის სანამ სოცი ჩარიცხავს

Posted by: tikako6 7 Mar 2017, 16:58
Ninito_
მაგას ვუმტკიცებ მეც რომ ცხრილი მაქვს და არის საერთოდ რომლითაც ითვლიან და სოცები კავშირში არ არიან,ამან დამღალა რაა,სოცს ველოდო ახლა როდის დათვლის და როდის ის ჩარიცხავს,ბავშვი გაზრდილი და დავაჟკაცებული იქნება biggrin.gif
Dreamer_ta
ეგ ვიცი და ნეტავ თუ დათვლიან და მოაბამენ თავს rolleyes.gif

Posted by: Ninito_ 7 Mar 2017, 19:42
tikako6
მოკლედ რასაც დაგიწერ ეხლა გადაეცი შენ ბუღალტერს biggrin.gif
ასჯერ მაქვს შევსებული და ჩაბარებული ეგ ფორმები
მაგ ცხრილს ავსებს ბუღალტერი თვეების მიხედვით, ითვალისწინებს დასვენების დღეებს და ითვლის დღიურ ხელფასს და ყველა თვეზე ცალცალკე რომ დაიანგარიშებს, აჯამებს და აკლებს 1000 ლარს. ეგ არის შენი მისაღები კომპენსაცია. სოცი არაფერს არ ითვლის, სოცს უნდა მიუტანო ეგ ცხრილი სწორად შევსებული და დათვლილი და თუ არ მიუტან გამოგატანენ უკან. თუ ვინმე ღვთისნიერი შწგხვდა, შეიძლება დაგეხმაროს სწორად შევსებაში. მორჩა , ეგაა სოცის საქმე, არაფერს ეგენი არ ითვლიან , საბუთების სისწორეს ამოწმებენ, იბარებენ და გზავნიან სადაც საჭიროა

Posted by: ShooterN1 8 Mar 2017, 18:02
ვინც ჩარიცხვის მოლოდინშია სმს ები არ მიგიღიათ? ბავშვის მოვლის რჩევები smile.gif) რამდენჯრრაც მეუღლე სმს მიიღებს იმდენჯერ ეტაკება ტელეფონს არიქა დარიცხესო, მარა ჯერ მხოლოდ გვართობს სოც. სამსახური smile.gif

Posted by: Ninito_ 8 Mar 2017, 19:41
ShooterN1
ჩარიცხვის სმს ბანკიდან მოდის და არა სოციდან smile.gif

Posted by: ShooterN1 8 Mar 2017, 20:44
Ninito_
ალბათ smile.gif ჩვენ პირველ ბავშვზე არავის დავუფინანსებივართ. ამჯერად ვისარგებლეთ სოც. დაზღვევით

Posted by: -anano- 10 Mar 2017, 14:59
გამარჯობათ smile.gif მაინტერესებს პირველად ეხოსკოპისტთან ჯობია მისვლა თუ პირდაპირ გინეკოლოგთან მივიდედა ის გამაგზავნის ? და იმ ოთხ უფასო ვიზიტში ჩამეთვლება ეს პირველი მისვლა ? ჯერ აღრიცხვაზე ვერ დავდგები სავარაუდოდ ოთხი კვირის თუ ვიქნები

Posted by: tin10nio 11 Mar 2017, 01:23
-anano-
არა არ ჩაგეთვლება. პირველად მიხვალ და შემდეგ გეტყვის გინეკოლოგი ,როდის უნდა მიხვიდე რომ ვაუჩერი გადმოგცეს მაგ უფასო ვიზიტების.

***
საყოველთაოში რააღაცეები ,შეიცვალაო და მშობიარობას ხომ ისევ აზღვევენ ? თუ იცით ?

Posted by: ShooterN1 11 Mar 2017, 01:33
tin10nio
თუ კერძო დაზღვევით სარგებლობ, საყოველთაო არ დაგაფინანსებს არც ერთი თეთრით. მაგრამ შეგიძლიათ განცხადებით ადგილობრივ გამგეობას მიმართოთ და გამოგიყოფენ რაღაც თანხას. პრეცენდენტი არის, დაუფინანსეს! ფორუმზე მომწერა ერთ ერთმა იუზერმა.

Posted by: chixuaxua 11 Mar 2017, 08:26
Ninito_
ცოტა ეს მისაღები კომპენსაცია ვერ გავიგრ
მე ჰრ-ს დავუტოვრ მარტივად საბუთები და ისინი აგვარებრნ მერე ბუღალტერიასთან

ანუ ვთქაათ ორ თვეს ანაზღაურებს დეკრეტულს სამსახური, ანუ რიცხავს ორი თვის ხელფასს. აქედან აკლებს იმ 1000 ლარს?

Posted by: Ninito_ 11 Mar 2017, 09:43
chixuaxua
როცა სრულად არ ანაზღაურებს არაფერი არ უნდა გამოაკლოს წესით.
შეთანხმებაზეა ეგ მოკლედ. წესით ითვლება იმ ექვსი თვის მისაღები ხელფასი დღეების მიხედვით, აკლდება 1000 ლარი და მიღებული თანხა ერიცხება დეკრეტში გასვლისთანავე, მაგრამ ზოგი ყოველთვე რიცხავს ხელფასს ჩეულებრივად, ზოგი 2-3 თვეს უნაზღაურებს და მაგ დროს წესით არ უნდა დააკლოს

Posted by: chixuaxua 11 Mar 2017, 13:02
Ninito_
ხო ჩემთან რტყობა ეგრეა, იმ ორ თვეს რომ კიდევ 1000 ლარი გამოაკლონ ხო გადავირიე biggrin.gif

Posted by: wuna 16 Mar 2017, 13:26
გოგოებო იქნებ დამაკვალიანოთ რა და როგორ უნდა გავაკეთო
აბსოლუტურად არანაირი ინფორმაცია არ მაქვს
სამსახურში რო პრობლემა არ მექნება დეკრეტთან დაკავშირებით ესეც ვიცი, მინ 4 თვეს მომცემენ.
და რარაც ყური მოვკარი 1000 ლარს გირიცხავს სახელმწიფოო, ეგ როგორ ხდება ?
როგორ უნდა მოვიქცე ზოგადად, ექიმის აყვანა, დარეგისტრირება.
მსმენია რაღაც სახელმწიფო პროგრამით გეგმიური ექოსკოპია უფასოაო.
მოკლედ მომაყარეთ რაც იცით
წინასწარ მადლობა

Posted by: Ninito_ 16 Mar 2017, 14:30
wuna
ელფოსტის მისამართი მომწერე და გამოგიგზავნი ყველაფერს

Posted by: wuna 16 Mar 2017, 15:09
Ninito_
rusa.wuniko@gmail.com

Posted by: Pirlo22 23 Mar 2017, 13:46
გოგოებო იქნებ დამაკვალიანოთ რა და როგორ უნდა გავაკეთო
აბსოლუტურად არანაირი ინფორმაცია არ მაქვს.
როგორ უნდა ავანაზღაურებინო სახელმწიფოს საკეისროს 800 ლარი და ასევე სადეკრეტო 1000 ლარი.

პირველ რიგში ვის უნდა მივმართო და ასე შემდეგ ,მადლობა წინასწარ.
help.gif

Posted by: Ninito_ 23 Mar 2017, 13:55
Pirlo22
ელფოსტა თუ შეიძლება smile.gif

Posted by: Pirlo22 23 Mar 2017, 14:03
მადლობა წინასწარ smile.gif
eko@itdc.ge

Posted by: italiashka 23 Mar 2017, 14:05
Ninito_
აუ ნინიტო მეც რა smile.gif
babiforte2006@yahoo.it


Posted by: nikala_papa 26 Mar 2017, 22:09
QUOTE (Ninito_ @ 23 Mar 2017, 12:55 )
Pirlo22
ელფოსტა თუ შეიძლება smile.gif

ბარემ დაწერე ან ჩვენც გამოგვიგზავნეთ smile.gif

Nika.arti@mail.ru

Posted by: Ninito_ 26 Mar 2017, 22:12
nikala_papa
დაწერილი მაქვს ბევრჯერ, მაგრამ ფაილებია რაც უნდა შეავსით და აქ ვერ ვდებ, მეილზე ვგზავნი ამიტომ

Posted by: nikala_papa 27 Mar 2017, 13:09
QUOTE (Ninito_ @ 26 Mar 2017, 21:12 )
nikala_papa
დაწერილი მაქვს ბევრჯერ, მაგრამ ფაილებია რაც უნდა შეავსით და აქ ვერ ვდებ, მეილზე ვგზავნი ამიტომ

მადლობა დიდი თუ არ შეწუხდებით მეც გამომიგზავნეთ. Nika.arti@mail.ru

Posted by: Ninito_ 27 Mar 2017, 13:49
nikala_papa
გამოგიგზავნეთ გუშინვე

Posted by: Msnana 2 Apr 2017, 15:20
ჩაჩავაში აღრიცხვაზე სახელმწოფო პროგრამით რამდენი კვირიდან შეიძლება დადგომა? და რა საბუთი უნდა გაგატანოს ექოსკოპისტმა რომ აღრიცხვაზე აგიყვანონ?

კიდევ მაინტერესებს დეკრეტი რომელი კვირიდან შეიძლება?

Posted by: Ninito_ 2 Apr 2017, 15:23
Msnana
მიხვალ და პირდაპირ დაგყენებენ აღრიცხვაზე ონლაინ, ეხოს პასუხი საკმარისია.
დეკრეტი 30 კვირიდან

Posted by: Msnana 2 Apr 2017, 15:32
ექოს სურათი მაქვს, მაგრამ რაღაც სპეციალური ექოს პასუხია საჭირო რომ აგიყვანონ აღრიცხვაზე ხომ? ექიმი ჯერ არ მაძლევს მე მხოლოდ მე-10 კვირაზე ვაძლევ ამას ჩემს პაციენტებსო

Posted by: Ninito_ 2 Apr 2017, 15:35
Msnana
არვიცი, მე 6 კვირაზე მომცეს ჩვეულებრივი ეხოს პასუხი და აღრიცხვაზეც დავდექი. ფოლიუმიც მომცეს, 10 კვირა რა ამბავია

Posted by: Msnana 2 Apr 2017, 15:38
რამე ეწერა მაგ პასუხში? თუ უბრალოდ ფოტო გაგატანეს? და აღრიცხვაზე დაყენება როგორ მოხდა? რომ მიხვედი ექიმთან სახელმწიფო პროგრამით ეგრევე ანალიზები ჩაგიტარეს

რა ღირს ექო სხვასტან რომ მივიდე ნეტა?

Posted by: Ninito_ 2 Apr 2017, 15:41
Msnana
სურათი არა, ეწერა რომ ფიქსირდება სანაყოფე პარკი და ცოცხალი ემბრიონი. იქვე შევედი აღრიცხვია ექიმთან და ჯანდაცვის საიტზე დამარეგისტრირა ონლაინ, სმს მომივიდა რომ დავრეგისტრირდი ანტენატალურ პროგრამაზე და ანალიზებიც ამიღეს ყველაფერი რაც მეკუთვნოდა, ფოლიუმიც მომცეს

Posted by: Msnana 2 Apr 2017, 15:55
რა საიტია?

რადგან ექიმი არ მაძლევს მარტო ექოსკოპისტმა შეიზლება მომცეს?

Posted by: Ninito_ 2 Apr 2017, 15:56
Msnana
თვითონ ექიმებს აქვთ წვდომა, შენ ვერ დარეგისტრირდები. რას ქვია ექიმი არ გაძლევს? მიდ ეხოზე სადმე და გამოგატანენ პასუხსაც

Posted by: Msnana 2 Apr 2017, 16:00
ექოსკოპისტს გამოვართვა პასუხი და მერე ვინ დამარეგისტრირებს? თუ ექიმი არ მარეგისტრურებს ვინ დამარეგისტრირებს>

Posted by: Ninito_ 2 Apr 2017, 16:24
Msnana
აღრიცხვის ექიმი გარეგისტრირებს

Posted by: fixyou1 6 Apr 2017, 10:31
Msnana
დეკრეტში 26 კვირიდან შეგიძლია გასვლა.

Posted by: LTB1948 6 Apr 2017, 11:20
გოგოებო, ტყუპებზეც 1000 ლარია, თუ ორმაგდება?

საგენტოში დავრეკეთ და ვერ ამიხსნეს, მაისში დარეკეოsad.gif

Posted by: Ninito_ 6 Apr 2017, 11:49
LTB1948
1000 ლარია ჩვეულებრივად, რა ახსნა მაგას უნდა, რა ბატები ყავთ ამ ქოლცენტრში გადავირიე
ტყუპებზე ან საკეისროზე, 6 თვეს ემატება კიდევ ორი კვირა უბრალოდ

Posted by: LTB1948 6 Apr 2017, 12:11
Ninito_
არაფერზე პასუხი არ ქოპნდათ. მსობიარობის ვაუჩერი მეკუთვნის-თქო და ჯერ არ ვიცითო, კერძო დაზღვევა მაქვს და ქონების გადასახადს ვიხდი და არ ვიცით, ვარკვევთო, მაისში დარეკეთო,

და ორმაგი მეკუთვნის თუ არა თქო და მაისში დარეკეო. მოკლედ ერთი პასუხი აქვთ, მაისში დარეკე

Posted by: Ninito_ 6 Apr 2017, 12:20
LTB1948
მოკლედ მხოლოდ 1000 ლარია დეკრეტზე და აი მშობიარობის ანაზღაურებაზე მგონი ყველასთვის ერთი და იგივე წესი იქნება, მეც ველოდები მაგას, მაინტერესებს. არ აქვს მნიშვნელობა შემოსავალი რამდენი გაქვს ან კერძოდ თუ ხარ დაზღვეული, ეგ ყველას ეკუთვნის მაინც

Posted by: LTB1948 6 Apr 2017, 15:16
Ninito_
ჰო, ეგრე ტქვა სერგეენკომ ტელევიზორში, მაგრამ სააგენტოში ჯერ არ ვიცით, ვარკვევთო

Posted by: 19nika91 7 Apr 2017, 13:46
გამარჯობათ ფორუმელებო, ესეიგი რა ხდება ჩემი მეუღლე არის ორსულად სამსახურში არის თვითონ დაზღვეული და აფინანსებს კდიევაც დაზღვევა ექოს ანალიზებს და ა.ს ბოლომდე ვერ წავიკითხე მაგრამ ეხა თვალი მოვკარი სახელმწიფო რიცხავს 1000 ლარსო, პ.ს თუ მნიშელობა აქვს პირველი შვილი იქნება ჩვენი და იქნებ მეც დამაკვალიანოდ რა და როგორ უნდა მოვიქცე ნამდვილად არ გვაწყენს 1000 ლარი ესეც ჩემი პოსტა იქნებ მეც გადმომიგზავნოთ
alavidzen@skinest.ge

Posted by: Female User 25 Apr 2017, 21:16
გამარჯობა. ერთი უცნაური შეკითხვა მაქვს. ექიმი ორსულს ბიულეტენს რა შემთხვევაში აძლევს? თუ ეუბნები და უხსნი, რომ ზოგადად სუსტად ხარ, სულ გეძინება, გეწოლება და გინდ გივლია სამსახურში გინდ არა, მაგ დროს გაძლევს ბიულეტენს, თუ მაინც და მაინც კომაში უნდა ვარდებოდე?


Posted by: Ninito_ 25 Apr 2017, 21:54
Female User
კი აძლევს მასეთ შემთხვევაში. უბრალოდ გინეკოლოგს 26 კვირის მერე ბიულეტენის დაწერის უფლება არ აქვს. თუ მაგ დროს სუსტადაა ორსული და ვერ დადის და ასე შემდეგ, დეკრეტს ხანის უკვე

Posted by: tikako6 25 Apr 2017, 23:30
ჯერ არაფერიც არ ჩამერიცხა,ნუ სოცებს არ ველოდები ერთი თვე მინიმუმ და ეს სამსახური რატომ მოკვდა ვერ გავიგე weep.gif mad.gif დეკრეტის თანხა არ ქონდათ გათვალისწინებული და არკვევენ საიდან ჩამირიცხონ user.gif

Posted by: pepi grdzelicinda 27 Apr 2017, 09:03
19nika91
გამარჯობა ნიკა, დაზღვევა არაფერ შუაშია, როდესაც დასაქმებულია ადამიანი შემოსავლების სამსახურში უნდა წარადგინოთ გარკვეული საბუთები (დეკრეტული შვებულების შესახებ, ხელფასის შესახებ ინფორმაცია) და განცხადება, ასევე სადაც აღრიცხვაზეა კლინიკაში მეუღლე იქიდანაც ცნობა,ექიმი დაუწერს, ამ საქმეს წესით ბუღალტერიამ უნდა მიხედოს, იმათ იციან ეგ დეტალები და ჯობია მათთან გაარკვიოთ. ბავშვის დაბადებამდეც შეგიძლიათ ამ 1000 ლარის მოთხოვნა და დაბადებიდან 6 თვე გაქვთ კიდევ ვადა რომ საბუთები წარმოადგინოთ.

Posted by: Ninito_ 27 Apr 2017, 09:12
pepi grdzelicinda
შემოსავლების სამსახურში არა, სოციალური სააგენტოს რაიონულ განყოფილებაში

Posted by: takotatuli1989 27 Apr 2017, 09:30
Female User
მე მაგალიყად ჰემატომა მქონდა და არანაირი გამონადენი თუმცა ჩათვალეს რო უნდა ვყოფილიყავი სახლში მოსვენებულ მდგომარეობაში და დაწერეს ვითომ სისხლიანი გამონადრნი მქონდა და მოსალოდნელი აბორტი იყო და გამიხსნეს ბიულეტინი. ეს 3 თვემდრ ვადაზე და დიდ ვადაზე ვერ გეტყვი

Posted by: wkna 27 Apr 2017, 13:46
ხომ არ იცით ზუსტად რომელი კვირიდან აძლევენ დეკრეტულ შვებულებაში გასვლის უფლებას ?

დამავიწყდა მე უკვე biggrin.gif

Posted by: 003 6 May 2017, 00:07
არ მაქვს კერძო დაზღვევა, სახელმწიო დაზღვევა კი. წინასწარ მჭირდება რამე საბუთის აღება სამინისტროდან? თუ პირდპირ მივადგები სამშობიაროს ( გაგუას კლიიკას) მხოლოდ ჩემი პირაფობის მოწმობით და თვითონ მოაგვარებენ ჯანდცვასთან? მეშინია ისე არ მოხდეს რომ მთელი თანხა ჩემი დასაფარი გახდეს..

Posted by: tikako6 7 May 2017, 11:43
003
წესით არსად არ უნდა მიხვიდე,ეგ ბაზა სამშობიაროს აქვს,ანუ ამ მომენტისთვის როგორც გავარკვიე ყველას უფინანსებენ და ყველას თვითონ უგვარებენ,მე ასე გავიგე რომ გადამამოწმა სამშობიარომ,თუ მაინც მენეჯერს მიმართე,მე მაგან გადამამოწმა და თვითონვე დააყოლა ეგ ყველას უფინანსდებაო

Posted by: 003 8 May 2017, 00:20
tikako6 მადლობა დავრეკავ ხვალ კლიიკაში და გადავამოწმებ

Posted by: companycreative 10 May 2017, 15:05
თუ ვინმეს გაინტერესებს დაზღვევა ან რაიმე კითხვები გაქვთ კითხვები დიდი სიამოვნებით მოგემსახურებით ნინო 577 345 263

Posted by: ikandro 11 May 2017, 08:52
გამარჯობათ,

კერძო დაზღვევა თუ გაქვს სახელმწიფო არ გაფინანსებს არანაირად როგორც გავიგე.
მშობიარობის მერე გირიცხავსო თანხასო ეგ მართალია?

Posted by: ქეთუ 29 May 2017, 21:09
Ninito_ ნიი 8ივნისის ჩათვლით მაქვს შვებულება და 9ივნისამდე ვერ დამიწერს ექიმი დეკრწტულს? მივიტანო სამსახურში საბუთები ბარემ მინდა.



Posted by: Ninito_ 29 May 2017, 21:13
ქეთუ
დეკრეტში რომელი რიცხვიდანაც გადიხარ, იმ რიცხვით დაგიწერა. 8-ში დააწერინე რა პრობლემაა

Posted by: clairdelune 16 Jun 2017, 23:07
როდესაც არაპროვაიდერ კლინიკაში მშობიარობ რა საბუთები არის საჭირო, რომ თანხა ამინაზღაურონ? და სახელმწიფო დაზღვევით რომ მეკუთვნის კიდევ მაგაზე ვის უნდა მივმართო ან სად რა საბუთები წარვადგინო?

Posted by: SRB100 19 Jun 2017, 09:49
Ninito_
მემგონი ყველაზე მეტად შენ ხარ გარკვეული დეკრეტის და ანაზღაურების საკითხში და გკითხავ smile.gif
ვმუშაობ საჯარო სამსახურში და მაქვს კერძო დაზღვევა. ვიცი, რომ 1000 ლარი მეკუთვნის, სამსახური მიხდის და ეგ იგივე 1000 ლარია რომელიც კერძოში მუშაობის შემთხვევაში იღებ ხომ?
არა მგონია სამსახური ცალკე მაძლევდეს და სახელმწიფო ცალკე, უბრალოდ ვაზუსტებ.

დეკრეტს რაც შეეხება, თუ იცი საჯაროშიც 6 თვეს + 2 კვირაა საკეისროს შემთხვევაში?
და სახელმწიფო დაფინანსება 800 ლარი საკეისროზე + კერძო დაზღვევის მშობიარობის ლიმიტი ორივე მოქმედებს ხომ? კერძო დაზღვევის ლიმიტი 900 ლარი მაქვს და
1700 ლარს გამოვიყენებ ანუ ხო? სწორად მივხვდი?

Posted by: Ninito_ 19 Jun 2017, 09:54
SRB100
დაზღვევაზე არ ვიცი, მგონი როცა საჯარო სამსახური იხდის, ეს საყოველთაი 800 და 500 არ მოქმედებსო, მაინც იკითხე და 1000 ლარი ეკუთვნის ყველა დასაქმებულს ვინც დეკრეტშია, შენ მიგატანინებენ საავადმყოფო ფურცელს და თვითონ ჩააბარებენ. ეგ 1000 ლარი აკლდება დეკრეტულის თანხას და ცალკე გერიცხება. საკეისროზე 2 კვირა ემატება კი, ეგ საავადმყოფო ფურცელზე იწერება დამატებით

Posted by: SRB100 19 Jun 2017, 10:09
Ninito_
მადლობა. მე ვიცოდი რომ მშობიარობის თანხა 500/800 ლარი ყველას ეკუთვნის მოუხედავად იმისა სარგებლობს თუ არა კერძო დაზღვევით.
საჯარო სამსახურზე თუ რამე შეზღუდვა მოქმედებდა არ ვიცოდი, ანუ კერძოში თუ ვმუშაობ და კერძოთი ვარ დაზღვეული, მაგ შემთხვევაში კერძო დაზღვევა + სახელწმიფო მეკუთვნის და
საჯაროში თუ ვმუშაობ მარტო კერძო დაზღვევა მიფარავს? რა უსამართლობაა smile.gif)) სად უნდა დავრეკო? 1505-ზე?

Posted by: Ninito_ 19 Jun 2017, 10:46
SRB100
თუ იმ დაზღვევას შენ იხდი გინაზღაურებენ და თუ სამსახური გიხდის არა, ნუ ასე ვიცი და 1505 დარეკე

Posted by: kristi16 19 Jun 2017, 10:59
Ninito_
ჩაგეჩრებით საუბარში და ამ დეკრეტულის და 1000 ლარის საკითხზეე ზოგი რას იძახის ზოგი რას.
სიტყვაზე დეკრეტში გავდივარ 3 თვით და უნდა ჩაერიცხათ 3000 ლარი , ანუ მაგას მინუს სახელმწიფოს 1000 ლარი გამოდის რო 2000 მეკუთვნის? და რატოა ესე უსამართლოდ sad.gif თუ ბევრი მოვინდომეე?

Posted by: cucacuciko 23 Jun 2017, 17:05
იქნებ ვინმე დამეხმაროთ.

1 სექტემბრიდან გავდივარ დეკრეტში (აგვისტოს მთლიანად ვიღებ შვებულებისთვის) 10 სექტემბერს გადის ჩემს ხელშეკრულებას ვადა საჯარო სამსახურში.

ვნერვიულობ, ძალიან ცუდი უფროსი მყავს. დიდი შანსია, რომ არ გამიგრძელოს ხელშეკრულება, თუმცა რამდენად აქვს უფლება, რომ არ გამიგრძელოს დეკრეტში ყოფნისას?

Posted by: Ninito_ 23 Jun 2017, 17:10
kristi16
არა ეგრე არაა, როცა 6 თვე ანაზღაურებადია სრულად
აგ დროს აკლდება ეგ 1000 ლარი, მაგრამ ყველა არ აკლებს, უბრალოდ დაანგარიშების წესია ასეთი. და ხელფასიც სხვანაირად ითვლება, გამოითვლიან გაცდენილი სამუშაო დღეების მიხედვით რა ეკუთვნის, იმას აკლდება 1000 ლარი და ირიცხება მთლიანად

Posted by: Lemon Curd 6 Jul 2017, 23:59
აუ აქაც დავწერ რა, მგონი ისედაც აქ უნდა დამეწერა.
კითხვა გამიჩნდა, ამ 1 ივლისის ცვლილების მერე, კერძო დაზღვევის მიმღებს ეკუთვნის თუ არა ორსულობა/მშობიარობის დაზღვევა. ჩემით რაც გავიგე ესაა:

მოკლედ ეხლა მოვძებნე და გადავხედე ჯანდაცვის სამინისტროს საიტზე დადებულ ინფორმაციას, 1 ივლისიდან რა ხდება:

საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მოსარგებლენი არიან:
I. საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის, პირადობის ნეიტრალური
მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები; ასევე, საქართველოში სტატუსის
მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე და
თავშესაფრის მაძიებელი პირები (გარდა 2017 წლის 1 იანვრის მდგომარეობით კერძო სადაზღვევო
სქემებში ჩართული პირებისა, საბიუჯეტო სახსრებით დაზღვეული პირებისა და იმ
ბრალდებული/მსჯავრდებული პირებისა, რომლებიც იმყოფებიან პატიმრობისა და თავისუფლების
აღკვეთის დაწესებულებაში), რომელთა სამედიცინო მომსახურების პირობები განსაზღვრულია
დანართი N1.1-ით
პირებს, რომელთა წლიური შემოსავალი 40 000 ლარი და მეტია, შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ
მომსახურება პროგრამის მხოლოდ შემდეგი კომპონენტების ფარგლებში: მშობიარობა/საკეისრო კვეთა
და მაღალი რისკის ორსულთა, მშობიარეთა და მელოგინეთა სტაციონარული მომსახურება.

და ბოლოს წერია, რომ ყველა ორსულს აუნაზღაურდება მშობიარობა 500 ლარი - საკეისრო 800.
ანუ - თუ შემოსავალი 40 000-ზე მეტია, მაგრამ არ ხარ დაზღვეული, გეკუთვნის მშობიარობა/საკეისრო კვეთა. და თუ კერძო დაზღვევა გაქვს ამ ტექსტის მიხედვით - მშობიარობა 500 ლარი - საკეისრო 800 გეკუთვნის, არა?! მოკლედ გავარკვევ ხვალ ყველაფერს და დავწერ აქაც.
ორსულობა და ანალიზები როგორც ვხვდები აღარ ანაზღაურდება.

Posted by: tikako6 7 Jul 2017, 07:58
cucacuciko
დეკრეტში როცა ხარ ვერ გაგიშვებს მე ასე მითხრეს

Posted by: Ninito_ 7 Jul 2017, 08:48
Lemon Curd
ორსულობის 4 უფასო ვიზიტი ისევ ძალაშია და მშობიარობის 500/800 ლარი ყველას უნაზღაურდება , მიუხედავად იმისა აქვს თუ არა დაზღვევა

Posted by: Lemon Curd 7 Jul 2017, 09:32
Ninito_

მადლობა დიდი. ახლა დავრეკე მეც ცხელ ხაზზე და ზუსტად ეგ მითხრეს. ასევე ისიც რომ მშობიარობის დაფინანსება არ არის დამოკიდებული აღრიცხვაზე დადგები თუ არა (ესეც ხალხში გავრცელებული მოსაზრებააsmile.gif)

Posted by: takotatuli1989 7 Jul 2017, 13:39
cucacuciko
რო გაგიშვას და არ უჩივლო არ ვიცი რას გიზავ! მაგაზე მეტი დისკრიმინაცია რა გინდა. ჯერ ერთი არ აქვს უფლება მაგ დროს და მეორეც თუ სხვას გაუგრძელებს და შენ არა როგორც დისკრიმინირებული მორალურ ზიანზე ცალკე უნდა ედაო.

Posted by: Lemon Curd 7 Jul 2017, 14:06
cucacuciko
სამწუხაროდ, შრომის კოდექსის მიხედვით უფლება აქვს დამსაქმებელს არ გააგრძელოს შრომითი ურთიერთობა წინა ხელშეკრულების ვადის ამოწურვის მერე, ორსულობის და დეკრეტის დროსაც sad.gif
ასევე ორსულობა-დეკრეტის დროს შეუძლია კადრის გათავისუფლება შრომითი მლვალეობების დარღვევის გამო, პროექტის დასრულების გამო (ანუ დასრულდა სამუშაო რასაც ასრულებდი) და კიდევ არის რამდენიმე მიზეზი.

Posted by: tweety86 7 Jul 2017, 15:21
Lemon Curd
ეგ გაშვება არ გამოდის უბრალოდ არ აგრძელებს

Posted by: Lemon Curd 7 Jul 2017, 15:31
tweety86
კი, ეს აინტერესებდა ზუსტად - შეუძლოა თუ არა არ გააგრძელოს ხელშეკრულებაო

Posted by: just smile19 14 Jul 2017, 21:04
გოგოებო, 34 კვირის ვარ და ახლა ვიწყებ დეკრეტის საბუთების მოწესრიგებას. რატომღაც ამოვიჩემე, რომ ვაითუ ადრე დამეწყოს მშობიაროდა
და ვერ მოვასწრო მეთქი ბოლომდე მიყვანა biggrin.gif

ამ დროს რა ხდება, როცა ვერ ასწრებენ მშობიარობამდე შეტანას?

Posted by: Ninito_ 14 Jul 2017, 21:06
just smile19
მშობიარობის მერე მიიტან რა პრობლემაა. სანამ დეკრეტში ხარ შეგიძლია ჩაბარება და მერეც არ არის პრობლემა

Posted by: just smile19 14 Jul 2017, 21:13
Ninito_

QUOTE
მშობიარობის მერე მიიტან რა პრობლემაა. სანამ დეკრეტში ხარ შეგიძლია ჩაბარება და მერეც არ არის პრობლემა


ძალიან კარგი,
მადლობა love.gif love.gif

Posted by: Dreamer_ta 18 Jul 2017, 12:21
დეკრეტი რომ გავაგრძელო რა პროცედურებია საჭირო ხომ არ იცით ? 6 თვე მქონდა და კიდევ 1თვის დამატება მინდა

Posted by: tikako6 18 Jul 2017, 12:48
Dreamer_ta
როგორც ვიცი უფასო შვებულება ან თუ გაქვს ფასიანი,დეკრეტი მხოლოდ 183 დღიანია და საკეისროს შემთხვევაში 200 თუ სწორად მახსოვს,გაგრძელება არც გამიგია,არ წერია კანონში მაგავსი რამ,იქნებ სხვამ უკეთესად იცოდეს და გიპასუხოს,ის ვიცი რომ 2 წელი შეგიძლია უფასო შვებულებით ისარგებლო

Posted by: Ninito_ 18 Jul 2017, 13:15
tikako6
Dreamer_ta
უხელფასო დეკრეტი შეგიძლიათ 2 წლამდე გააგრძელოთ. უბრალოდ კადრებს უნდა შეუთანხმოთ

Posted by: Dreamer_ta 18 Jul 2017, 13:39
Ninito_
tikako6
ეგ ყველაფერი ვიცი , მე უშუალოდ პროცედურა მაინტერესებს , ანუ ისევ ექიმს უნდა დავაწერინო თუ სამსახურში უნდა მივიდე , განცხადება დავწერო და იმ მიტანილი დეკრეტულის საფუძველზე გამიგრძელდება ?

Posted by: Ninito_ 18 Jul 2017, 13:53
Dreamer_ta
ექიმს არ აწერინებ არაფერს. კადრებს კითხე შიდა განაწესით როგორაა და ისე მოიქეცი

Posted by: Dreamer_ta 18 Jul 2017, 14:31
Ninito_
აჰა , სამსახურშივე მოვაგვარებ ანუ. მადლობა smile.gif

Posted by: just smile19 26 Jul 2017, 21:10
გოგოებო, გაცვლა- გამოცვლის ფურცელი რა არის და რა შემთხვევაში მჭირდება?
ცოტა უაზრო კითხვა შეიძლება იყოს, მაგრამ biggrin.gif
დეკრეტულის ცნობა გაგუაში ავიღე უკვე
სახელმწიფო დაზღვევით ჩაჩავაში ვარ გაფორმებული მაგრამ ორჯერ მივედი სულ და მერე გაგუაშ დავდიოდი
და ჩაჩავადან უნდა წამოვიღო რამე ცნობა?

Posted by: Ninito_ 26 Jul 2017, 22:10
just smile19
დეკრეტთან არაა კავშირში
მაგ ფურცელზე მოკლედ წერია ორსულობის მიმდინარეობის შესახებ, რა წამლწბი გაქვს მიღებული, ზოგადი ანამნეზი რა და მეანს უნდა მიუტანო რომ იცოდეს შენი ისტორია

Posted by: Buso77 28 Jul 2017, 17:01
მეგობრებო დეკრეტულის 1000 ლარიან დახმარებას საგადასახადოში 4.5 თვის ჩარიცხვა ყოფნის? როგორც ვიცი 3 დარიცხვა არის საკმარისი და სწორი ინფორმაცია მაქვს?

Posted by: Ninito_ 28 Jul 2017, 18:06
Buso77
კი ყოფნის სამი დარიცხვაც და მეტიც ეყოფა თავისთავად

Posted by: just smile19 1 Aug 2017, 17:16
Ninito_

QUOTE
დეკრეტთან არაა კავშირში
მაგ ფურცელზე მოკლედ წერია ორსულობის მიმდინარეობის შესახებ, რა წამლწბი გაქვს მიღებული, ზოგადი ანამნეზი რა და მეანს უნდა მიუტანო რომ იცოდეს შენი ისტორია


გასაგებია, ე.ი. არ მჭირდება, ვისთანაც დავდივარ, მასთან ვაპირებ მშობიარობასაც
მადლობა love.gif

Posted by: მზე 19 Aug 2017, 00:36
ეხლა გადავხედე პოსტებს და გიწერიათ რაღაც აღრიცხვაზე დადგომა. კერძო დაზღვევა მაქვს, სამსახური მიხდის ნაწილს და ნაწილს ვამატებ. მეც უნდა დავდგე? რა უპირატესობები აქვს ამ აღრიცხვას?

Posted by: nopiahopi 19 Aug 2017, 00:59
მზე
აღრიცხვაზე დადგომის შემთხვევაში რაღაც ანალიზები,ეხო და კონსუულტაცია უფასოდ გეკუთვნის. ახლა მობილურით ვარ და ვერ ვაგდებ ლინკს. თუ დაგუგლავ,ეგრევე ამოგიგდებს რა ვადაზე რა კვლევა გეკუთვნის უფასოდ.

13 კვირამდე უნდა აგიყვანოს ექიმმა აღრიცხვაზე,რომ ეს მომსახურება მიიღო.

Posted by: Tussie 19 Aug 2017, 12:09
ხომ არ იცით აღრიცხვაზე თუ არ ვარ ან 13 კვირის შემდეგ დავდექი მშობიარობის დაფინანსებაზე მოქმედებს?

Posted by: მზე 19 Aug 2017, 12:47
sopiasopi
უი, ვნახე. დავდგები აღრიცხვაზე რატომაც არა chups.gif

როგორც ვნახე ეს ოთხივე ვიზიტი ერთ კლინიკაში უნდა იყოს და კლინიკების არჩევა როგორ ხდება ჰო არ იცი? ალბათ, ნებისმიერი არ შემეძლება ჰო :-D

Posted by: nopiahopi 19 Aug 2017, 12:55
მზე
ვიზიტებით, აღრიცხვის ვაუჩერით რაც გეკუთვნის,მხოლოდ აღრიცხვაზე სადაც დადგები, იმ კლინიკაში შეგიძლია ისარგებლო უფასოდ. მაგრამ შენი ნებით,სხვა ექიმთან მისვლა და სხვაგან ეხოს გადაღებაც თუ მოგინდება დამატებით, რა თქმა უნდა, შეგიძლია შენი არჩევანით გადაწყვიტო სად მიხვალ smile.gif

Posted by: cucacuciko 24 Aug 2017, 20:53
როცა დედას და მამას ხელი არ აქვთ მოწერილი, რამე გართულება შეიძლება მოჰყვეს გვარის მიცემაზე სამშობიაროში? ვინმემ იცით დაზუსტებით?

Posted by: მზე 25 Aug 2017, 08:16
sopiasopi
მადლობა smile.gif

Posted by: pearlgirl 25 Aug 2017, 08:24
cucacuciko
დასუზტებით გეტყვი არანაირი გართულება არ მოყვება. smile.gif

Posted by: cucacuciko 25 Aug 2017, 09:42
pearlgirl

დაზუსტებული მადლობა smile.gif

Posted by: SRB100 30 Aug 2017, 18:13
გოგოებო, გავარკვიე და კერძო დაზღვევაც და საყოველთაოც მიფინასებს საკეისრო კვეთას.
800 საყოველთაო + 900 ლარი კერძო, 1700 ლარი გამოდის, ხოდა ჰერა გადავწყვიტე სოსოსთან.

საკეისრო კვეთა ლუქს პალატაში 1500 ღირს + სოსოს აყვანა 500. 2000 ლარი გამოდის ჯამში და ამ 1700 ლარიდან ანუ რაც ლიმიტი მაქვს ლუქსს და ექიმის აყვანას დამიფინანსებენ თუ ჩემი ფუფუნებაა ეგ?

საყოველთაოში მითხრეს, შენ არაფრის წარმოდგენა არ გჭირდებაო, ჰერადან დაგვირეკავენო 800 ლარს გადავრიცხავთ ჩვენ 24 საათშიო და მერე რაც გექნებათ დასამატებელი იმას გადაგიფარავთ კერძო დაზღვევა ან ხელზე გადაიხდითო. ხოდა ზუსტად 300 ლარის დამატება მიწევს ჩემი გაანგარიშებით და სწორად ვითვლი?

გამარკვიეთ რა ვინც ჰერაში იმშობიარეთ და კერძომაც და საყოველთაომაც დაგაფინანსათ.
მადლობა.

Posted by: nineli 10 Sep 2017, 14:25
გამარჯობა, ხომ არ იცით ვინმემ დეკრეტული შვებულების თანხის მისარებად საჭირო დაფიანსების განაცხადის ფორმა ხომა რ შეცლილა 2015 წლის შემდეგ?

Posted by: wuna 20 Sep 2017, 19:39
გოგოებო 1 კითხვა მაქვს.
აღრიცხვაზე ვდგავარ იმედის კლინიკაში
თუმცა ყოველთვიურად დავდივარ ჩემს გინეკოლოგთან და იმის რჩევებს უფრო ვეყრდნობი და წამლებსაც იმისებს ვიღებ
ახლა რა მაინტერესებს:
დავუშვათ და არ მინდა ამ იმედის კლინიკაში მშობიარობა აღრიცხვაზე სადაც ვარ, და მინდა სხვაგან სახელმწიფოს თანხა მაინც ჩამერიცხება?

Posted by: Ninito_ 20 Sep 2017, 21:20
wuna
კი რა თქმა უნდა, ყველგან მოქმედებს
nineli
იგივეა არ შეცვლილა

Posted by: wuna 20 Sep 2017, 22:45
Ninito_
და ეს 4 ვიზიტი უსათუოდ უნდა გავიარო ჰო?
უბრალოდ რაღაც დამატებითებს მაძალებენსავით რომლებიც ფასიანია და დიდად არ მხიბლავს ჩემზე ფულის კეთების პერსპექტივა

Posted by: Ninito_ 20 Sep 2017, 23:33
wuna
შეგიძლია არც ისარგებლო, მაგრამ საჭირო ანალიზებია და მაინც მოგიწევს გაკეთება და რატომ უნდა იხადო ცალკე ფული.
შეგიძლია ფასიანი რაცაა იმაზე უარი თქვა

Posted by: wuna 21 Sep 2017, 08:42
Ninito_
რავიცი თითქმის ყველაფერი ფასიანია
პირველ ვიზიტზე ექო მაინც გადამაღებინეს ჩემი მიტანილი არ მიიღო სათვალავში
მეორე ვიზიტზე მარტო უფასო კონსულტაცია და ექო მეკუთვნის
ისე დამიბარა და ფასიანებს მაკეთებინებს. გენეტიკურს და ექოს 100₾ურტყავს ახლა მაგის არც სურვილი და საშუალება არ მაქ. იფრო სურვილი ვიცი რომ ეგ ტესტი ხშირ შემთხვევაში ცდება და ტყუილა უნდა ვინერვიულო და ტანჯვაში გავატარო 6 თვე. აბორტს მაინც არ გავიკეთებ და... თან დაუნის სინდრომი უკვე გამოვრიცხეთ. ექომ არაფერი აჩვენა მსგავსი. გენებში კიდე არავინ გვყოლია არც დეფექტიანი და არც რაიმე მაგდაგვარიანი.

Posted by: Ninito_ 21 Sep 2017, 09:44
wuna
ხოდა გარკვევით უთხარი არ მინდა დამატებით არაფერითქო.
მე ევექსში დავდივარ და სულ რამდენიმე ანალიზი გამაკეთებიმა დამატებით, ისიც კონკრეტულად ჩემი სიტუაციიდან გამომდინარე

Posted by: wuna 21 Sep 2017, 12:03
Ninito_
ჰო აი ვეცდები. თან ჩემმა ექიმმა გადამამისამართა მაგასთან და ერთმანეთში მოთანხმდნენ smile.gif))

* * *
და კიდე რა მაინტერესებს იცი? დავუშვათ და ისეთ ექიმთან ან მორიგესთან მოხვდი რომელიც გონზე არაა ჩემი სიტუაციის (ისტორიას ვგულისხმობ)? თუმცა ორსულობა ნორმალურად მიმდინარეობს
ჰო არაფერი საგანგაშო მაგაში არაა?!

Posted by: Ninito_ 21 Sep 2017, 13:14
wuna
მშობიარობის დროს? ეგ არ მოხდება წესით, იმიტომ რომ ბოლო ვიზიტზე რომელიც 34-36 კვირაზე გეკუთვნის აღრიცხვით, ექიმი გატანს გაცვლა-გამოცვლის ბარათს სადაც წერია შენი ისტორიის მნიშვნელოვანი დეტალები და ეგ მიგაქვს მეანთან . თუ წინასწარ აიყვან, თუარდა როცა დაგეწყება მაშინ იქონიებ თან

Posted by: wuna 21 Sep 2017, 13:19
Ninito_
ანუ რა გამოდის იცი?
სადაც აღრიცხვაზე ვიქნები იმას ჩემზე ძალიან მცირე ინფო ექნება იმიტო რო მარტო უფასოებზე ვივილი მაგასთან
პრობლემას წარმოადგენს ვითომ ეგ?

Posted by: Ninito_ 21 Sep 2017, 13:35
wuna
არა , მეორე ექიმიც ხო გყავს და ორივესგან წამოიღებ მაგ საბუთს

Posted by: wuna 27 Sep 2017, 14:48
Ninito_
კიდე რა მინდა გკითხო იცი?
გავიგე რომ სახელმწიფოს თანხა რომ დაგერიცხოს უნდა რაღაც პერიოდი მუშაობდე. 7 თვე მაინცო. ანუ ორსულობის მე7 თვემდე უეჭველი უნდა იმუშაო? შვებულება ითვლება? ან ის დღეები როცა სამსახურში უფასო შვებულება ავიღე. 2 კვირაა არ დავდივარ სამსახურში წოლითის ამბავში და მაგიტო გამიჩნდა ეს კითხვა

Posted by: Ninito_ 27 Sep 2017, 15:58
wuna
26 კვირიდან შეგიძლია გაახსნევინო ექიმს დეკრეტული .
შვებულებაც არაა პრობლემა

Posted by: wuna 27 Sep 2017, 16:01
Ninito_
ანუ თანხას მაინც აიღებ? უბრალოდ მშობიარობის მერე ჰო

Posted by: Ninito_ 27 Sep 2017, 16:20
wuna
რომ ჩააბარებ საბუთებს, ჩაბარებიდან ეეთ თვეში ჩაგერიცხება დაახლოებით

Posted by: wuna 27 Sep 2017, 16:40
Ninito_
მადლობა ძალიან დიდი

Posted by: iratta_26 27 Sep 2017, 17:55
გოგოებო სამშობიაროში აუცილებლად დამჭირდება ქორწინების მოწმობა? ვერ ვნახე სად მაქვს შენახული, 6 წლის წინ რომ შევინახე მერე ხელი აღარ მომიკიდია და ვერ ვიხსენებ სად მაქვს...

Posted by: cucacuciko 27 Sep 2017, 20:00
iratta_26

არა, არ დაგჭირდება.

Posted by: iratta_26 28 Sep 2017, 04:43
cucacuciko
იფ, გაიხარე smile.gif გადავყევი იმის ძებნას.

Posted by: tamu_tamuna 1 Oct 2017, 19:44
გოგოებო რა საბუთები დამჭირდება სამშობიაროდ რომ მივალ ?
...........................................................................................................

Posted by: cucacuciko 2 Oct 2017, 19:06
პირადობა შენი და პარტნიორის და დაზღვევა. სხვა არაფერი.

Posted by: SRB100 6 Oct 2017, 21:58
გოგოებო, საყოველთაო დაზღვევისთვის გაცვლა-გამოცვლის ფურცელი აუცილებია რომ მეანთან მქონდეს მიტანილი? საერთოდ არ უხსენებია სოსოს და მეზარება მეც ეხლა აღრიცხვის ექიმთან მიბოდიალება..

Posted by: Utopian 6 Nov 2017, 20:37
როგორც ვიცი, ექიმის ცნობის გარდა ბუღალტერს რაღაც ბლანკი უნდა მივუტანო და სად ვიშოვო? გუგლი ვერ დამეხმარა user.gif
თუ გაქვთ გამომიგზავნეთ რა


Posted by: -anano- 6 Nov 2017, 21:09
Utopian
თვითონ ბუღალტერს ექნება ეგ , დანართი #3 ქვია , ინტერნეტშიც სოციალური მომსახურების სააგენტოს გვერძეც დევს ,

Posted by: Mrs Raycher 7 Nov 2017, 03:07
Utopian
მე ბუღალტერთან მხოლოდ დეკრეტის ფურცელი მივიტანე. დანარჩენა თვითონ ჩალიჩობს. სხვა არაფერი მოუთხოვია

Posted by: მზე 27 Nov 2017, 23:45
გოგოებო, სისხლის საერთო ანალიზისა და შარდიდ საერთო ანალიზის ასანაზღაურებლად ფორმა 100 აუცილებელია?

იმედი ლ-ში ვარ დაზღვეული. ევექსში მომცეს ერთხელ მიმართვა გინეკოლოგის კონსულტაციის გარეშე პირდაპირ, მაგრამ ეხლა არაპროვაიდერში მინდა გაკეთება და რო დავრეკე აუცილებელია სპეციალისტის დანიშნულება და ფორმა 100-იო.

იგივე მითხრეს ექოზეც. არადა, მანამდე ასანაზღაურებლად რო ვიყავი მისული, ორსულობის შემთხვევაში ექოს ისედაც ვანაზღაურებთ თუ პასუხი თან გაქვთო. ეს რომ ვუთხარი ერთმა ოპერატორმა მითხრა, რომ არა ეგრე საერთოდ არ ხდებაო, ხოლო.მეორემ - ეგ ერთერადადაა დაშვებულიო.

ჰოდ, თქვენ როგორ იცით? user.gif

Posted by: takotatuli1989 28 Nov 2017, 08:46
მზე
მგონი მარტო ევექსზე ანაზღაურებს ფორმა ასის გარეშე იმედი ელი.. ეგრე გამიკეთა რაღაც ალერგიის ანალიზზე ევექსში და სხვაგან არსად არ აუნაზღაურებიათ ფორმა 100ის გარეშე.. არადა 5 ვარსკვლავიანი დაზღვევა მქონდა

Posted by: მზე 30 Nov 2017, 20:14
takotatuli1989
აუ რა ცუდია user.gif მაიძულებენ ჯერ გინეკოლოთან გადავიხადო 50 ლარი და მერე ანალიზები/ეხო გავიკეთო ე.ი. :|
ან თავიანთ პროვაიდერში გავიკეთო user.gif სხვათაშორის ევექსს კაი დიდი მადა აქვს, სხვებთან შედარებით ძვირია.. :|
ნუ მე ვცდი მაინც იქნებ ამინაზღაურონ და დავწერ რასაც გავარკვევ

Posted by: tweety86 1 Dec 2017, 14:18
მზე
აუცილებლად დაგჭირდება ფორმა 100 და ქვითრები

Posted by: nailart 14 Dec 2017, 15:08
მოგესალმებით გოგონებო.

თქვენი დახმარება მჭირდება,
მე ვარ 8 თვის ორსული, ვმუშაობდი მთელი ორსულობის მანძილზე. იანვრის 3 რიცხვიდან გავდივარ დეკრეტში.
ჩემი კომპანია 6 თვის მანძილზე გადამიხდის ხელფასს. ბუღალტერმა კი მითხრა, რომ სახელმწიფო რასაც გაძლევს
1000 ლარის ოდენობით, თუკი გადაწყვეტ, რომ აიღო ეს თანხა, კი დაგერიცხება მაგრამ მომდევნო 5 თვის ხელფასიდან
ჩამოგეჭრებაო დაახლოებით 200 - 200 ლარის ოდენობითო. ამ პირობებით მე არ მაწყობს ამ 1000 ლარის აღება, თან ვფიქრობ
რაიმე გაუგებრობას / შეცდომას ხომ არ აქვს ადგილი? როგორ შეიძლება დეკრეტულის თანხას მაძლევდეს სახელმწიფო და მერე
ხელფასიდან გამომექვითოს?

ბუღალტერი მეუბნება ამ 6 თვის მანძილზე ხელფასის გადახდა ჩვენი კომპანიის კეთილი ნებაა და ამიტომ ამ 1000 ლარის გამოქვითვა
შეგვიძლიაო.

შეგიძლიათ დამეხმაროთ, ეს 1000 ლარი ბოლოსდაბოლოს დაქვითვის გარეშე მეკუთვნის თუ არა.

წინასწარ დიდი მადლობა დახმარებისათვის.


Posted by: ოჩოპინტრე8 14 Dec 2017, 15:16
nailart
მეც ეგრე ჩამომეჭრა ზუსტად, თუ კერძო კომპანიაში მუშაობ, დამერწმუნე ძალიან კარგი კომპანია ყოფილა smile.gif

Posted by: Ninito_ 14 Dec 2017, 15:29
nailart
ყველაფერს სწორად გეუბნება ბუღალტერი, შეუძლიათ საერთოდ არ აგინაზღაურონ ეგ 6 თვე და ასევე შეუძლიათ ის 1000 ლარი გამოგიქვითონ

Posted by: LEGEN_wait for it_DARY 17 Dec 2017, 16:34
სალამი გოგოებო :*

რამდენიმე კითხვა მაქვს და იქნებ გამარკვიოთ:

1. როგორც მივხვდი ნებისმიერ კლინიკაში შემიძლია აღრიცხვაზე დავდგე 13 კვირამდე და მეკუთვნის 4 უფასო ვიზტი + ანალიზები? (ასევე 500 ლარი მშობიარობისას?)

2. თუ კერძო დაზღვევაც მაქვს, მაშინაც მეკუთვნის ეს ყველაფერი?

3. ვრცელდება თუ არა ეს ყველაფერი ისეთ კლინიკებზე, როგორიცაა დავარაშვილი, ჩაჩავა, გაგუა?

Posted by: nailart 17 Dec 2017, 17:33
ოჩოპინტრე8
Ninito_
დიდი მადლობა გოგონებო.

Posted by: მზე 17 Dec 2017, 17:52
LEGEN_wait for it_DARY
1. ნებისმიერში მგონი არა, ვისაც აქვს ეგ პროგრამა მხოლოდ იქ (ნუ ასეთი საკმაოდ ბევრია). დარეკე კონკრეტულად სადაც გაინტერესებს და იკითხე, გეტყვიან
2. უფასო ვიზიტები ნებისმიერ შემთხვეში გეკუთვნის. მშობიარობის/საკეისროს 500/800 ლარი გეკუთვნის თუ არა დამოკიდებულია მგონი როდის აიღე ეგ კერძო დაზღვევა. 1505-ზე დარეკე და გეტყვიან პირადი ნომრის თქმის შემდეგ გეკუთვნის თუ არა
3. მგონი სამივეს აქვს ეგ უფასო ვიზიტები. მაინც დარეკე ან ფბ-ზე მიწერე და გეტყვიან ზუსტად. მშობიარობის/საკეისროს 500/800 ლარს ნებისმიერ სამშობიაროში გამოიყენებ თუ გეკუთვნის (იმისთვის რომ საკეისრო 800 ლარით დაგიფიანსონ, ჩვენება უნდა გქონდეს. თუ მოთხოვნით იკითებ, სახელმწიფო მხოლოდ 500-ს რიცხავს).

Posted by: Ninito_ 17 Dec 2017, 19:31
LEGEN_wait for it_DARY
1.ბევრგანაა , მე ევექსს გირჩევ პირადად
2.უფასო ვიზიტები გეკუთვნის ყველა შემთხვევაში
მშობიარობის 500/800 ლარიც 1 მაისიდან ეკუთვნის ყველა ორსულს, არ აქვს მნიშვნელობა კერძო დაზღვევა გაქვს თუ არა. ერთადერთი გამონაკლისია საბიუჯეტო ორგანიზაციიდან თუ ხარ დაღვეული, მაგ დროს არ გეკუთვნის
3. უფასო ვიზიტები გაგუაში არაა, ჩაჩავაში მგონი არის
მშობიარობის თანხას ყველგან გამოიყენებ

Posted by: LEGEN_wait for it_DARY 17 Dec 2017, 22:00
Ninito_

საბიუჯეტოდან თუ ხარ დაზღვეული არაფერი არ გეკუთვნის?

თვითონ კლინიკაში გავარკვიო ეს უფასო ვიზიტების საკითხი, თუ 1505-ზე დავრეკო?

Posted by: Ninito_ 17 Dec 2017, 22:37
LEGEN_wait for it_DARY
საბიუჯეტოდან თუ ხარ მშობიარობას არ ანაზღაურებენ, იმ დაზღვევასაც ხო ბიუჯეტი ფარავს და ორმაგი ხარჯია. უფასო ვიზიტები კი გეკუთვნის და მაგას კერძო არ ანაზღაურებს სამაგიეროდ
კლინიკაში დარეკე და გაარკვიე ჯობია

Posted by: ნათია.0702 10 Jan 2018, 12:47
მეც დავრეკე ეხლა ცხელ ხაზზე და გეკუთვნის სახელმწიფო დაზღვევაო. მე სამსახურის დაზღვევაც მაქვს კერძო. გავიხარე. ვიპ პალატასაც ავიღებ და ექიმის აყვანასაც დავიფინანსებ კერძო მიფინანსებს.

Posted by: grafinia79 10 Jan 2018, 13:06
nailart
ჩვენ არანაირად არ ვაკლებთ დეკრეტულში გასულ თანამშრომლებს მაგ 1000 ლარს. 6 თვის განმავლობაში ჩვეულებრივ ვუხდით ხელფასს ყოველგვარი დაქვითვების გარეშე.

Posted by: ოჩოპინტრე8 10 Jan 2018, 13:19
grafinia79
QUOTE
ჩვენ არანაირად არ ვაკლებთ დეკრეტულში გასულ თანამშრომლებს მაგ 1000 ლარს. 6 თვის განმავლობაში ჩვეულებრივ ვუხდით ხელფასს ყოველგვარი დაქვითვების გარეშე.

ვა რა მაგარიაა, რომელი ორგანიზაციაა თუ საიდუმლო არ არის?

Posted by: მზე 10 Jan 2018, 15:13
grafinia79
აუ რა მაგარია smile.gif მეც მაკლებს -1000 ლარი მაქვს sad.gif

Posted by: rosonera 10 Jan 2018, 15:30
grafinia79
იშვიათობა მასეთი სამსახური smile.gif ჩვენთან 1000 ლარს სახელმწიფოდან ჩვეულებრივად იღებენ და სამსახური თეთრს არ აძლევს 6 თვის განმავლობაში.

Posted by: _Kato_ 17 Jan 2018, 14:22
გოგოებო გამარჯობა,

ეხლა მითხრეს, სახელმწიფოსგან 1000 ლარი რომ მიიღო აუცილებლად პოლიკლინიკაში უნდა დადგე აღრიცხვაზეო. მართალია?

Posted by: tweety86 17 Jan 2018, 14:24
_Kato_
მე ჰერაში ვიყავი და მივიღე ჩვეულებრივად

Posted by: _Kato_ 17 Jan 2018, 14:48
tweety86

ჰერაში უფასო ანალიზების ვაუჩერი მოქმედებს? მე ჯანმრთელობის სახლში ვარ აღრიცხვაზე და იქ არ მოქმედებს.

Posted by: jazzanova55 18 Jan 2018, 10:19

დეკრეტული თანხისთვის საბუთები მე რომ შევიტანო, ასე შეიძლება? რა თქმა უნდა, ბუღალტერს და დირექტორს მოვაწერინებ /შევავსებინებ, მაგრამ რატომღაც მგონია ჩემს გარეშე ძალიან გაიწელება და მე რომ მივიტანო სოც. სააგენტოში ? გაგიკეთებიათ ვინმეს ეგრე

Posted by: tweety86 18 Jan 2018, 12:15
_Kato_
მოქმედებს კი, მაგრამ მე არ ამიღია დაზღვევა მაქვს და არ მჭირდება

Posted by: Tamara1988 26 Jan 2018, 17:24
გოგოებო ვინც სახელმწიფო სამსახურში მუშაობთა და დაზღვეულები ხართ მაინტერესებს საყოველთაო აღარ მეკუთვნის?

Posted by: papala 30 Jan 2018, 10:13
Tamara1988
გამარჯობა, როგორ ხარ? მე ივლისში მეყოლა ბავშვი, მაგ პერიოდში გამოვიყენე სახელმწიფო დაზღვევა და რაც დააკლდა თანხა , დანარჩენი კერძო დაზღვევამ დამიფინანსა smile.gif საკეისრო კვეთა გავიკეთე, ოღონდ ექიმის ჩვენების საფუძველზე..ისე არ აფინანსებენ.

Posted by: wuna 30 Jan 2018, 19:15
დეკრეტული ვინც გააფორმეთ
3 რაღაც არის საჭირო რამდენადაც ვხვდები ჰო ?
1) ამონაწერი ბანკიდან
2) ექიმისგან ცნობა თუ ფორმა თუ რაცაა
3) პირადობის ასლი

ჰოდა რამდენი ხანი დაგჭირდათ ამ ქაღალდების შესაგროვებლად? 1 დღეში შესაძლებელია? თუ ფანტასტიკის სფეროდანაა

Posted by: Tamara1988 30 Jan 2018, 19:54
papala
დიდი მადლობა ჩემო კარგო გაიხარეე <3 <3 <3 მე დღეს დავრეკე 1505 ცხელ ხაზზე და საყოველთაო აღარ მეკუთვნის ისედაც სახელმწიფოს ბიუჯეტიდან ფინანსდებიო. კი საკეისროს ექიმის ჩვენებით ვიკეთებ.

Posted by: niako1990 1 Feb 2018, 22:19
გოგოებო გამიუქმდა კერძო დაზღვევა, აქამდე მაგას ვიყენებდი, ვარ მე9 კვირაში, რაღაცაზე დამარეგისტრირა ექიმმა წინა ვიზიტზე მერე მესიჯი მომივიდა თქვენ დარეგისტრირდით ანტენატალური მეთვალყურეობის კომპონენტის მისაღებად და 4 უფასო ვიზიტი გეკუთვნისო, მაშინ ყურადღება არ მიმიქცევია არც ვიცი რა არის ეს აღრიცხვაზე აყვანა ამას ქვია ანუ? და ანუ სახელმწიფო ორსულობის მანძილზე 4უფასო ვიზიტს მაძლევს გინეკოლოგთან? საერთოდ ვერ ვერკვევი ეხლა დამჭირდა და ციტა გამარკვიეთsad.gif
* * *
და ცერ გავიგე ეხლა დავგუგლე და 8უფასო ვიზიტიაო მე 4 მომივიდა მესიჯით და ავურიე

Posted by: wuna 2 Feb 2018, 12:29
4 ვიზიტია. იქ სადაც დარეგისტრირდი.
რაღაც ანალიზები ზოგან ეხო და გინეკოლოგთან ვიზიტი უფასოა. თუმცა არი რაღაც ანალიზები და მომსახურებები რომელსაც თვითონ ის კინკრეტული დაწესებულება თვლის საჭიროდ უფასო იყოს თუ ფასიანი. მოკლედ სადაც დარეგისტრირდი იმათთან უნდა გაარკვუო ამ 4 ვიზიტში რა გეკუთვნის

Posted by: xizilala 3 Feb 2018, 21:10
ვინც გარკვეულია დამეხმარეთ...საჯარო სკოლაში ვმუშაობ და დირექტრი არ მიხდია დეკრეტულის თანხას...მხოლოდ სახელმწიფოსგან 1000 ლარი გეკუთვნისო
..არადა რომ გავიკითხე შეუძლია თუმრე მომცეს იმ 1000 ლარის გარდა რაც მე 6 თვეში.მეკუთვნის ის ხელფასი ოღონდ ეს 1000 ლარი გამოკლებული მაგ ხელფას.. ანუ მე 6 თვეში 3900 ლარი მაქვს ხელფასი და უნდა მომცეს 3900-1000=2900... წუწუნებს ბიუჯეტში ფულუ არ არისო , არადა 1800 ბავშვიანი სკოლაა და საკმაოდ დიდი ბიუჯეტი უნდა ქონდეს.... რა გავაკეთო? თან არ მინდა ჩავუჯინდე რო არ გადამეკიდოს მერე...არადა სკოლაში სულ 5 მასწავლებელი თუ ეყოლება ისეთი რომელიც ბავშვის გამჩენია...წელს მარტო მე ვარ დეკრეტში გამსვლელი და მაგრად კიდია რა....

Posted by: tweety86 3 Feb 2018, 21:16
xizilala
არ ვიცოდი დირექტორი თუ წყვეტდა.
ისე ორგანოზაციას აქვს უფლება არ აგინაზღაუროს

Posted by: BA84 3 Feb 2018, 22:07
xizilala
კერძო დაწესებულებას უფლება აქვს საერთოდ არ აგინაზღაუროს ხელფასი დეკრეტში ყოფნის დროს, მის სურვილზეა დამოკიდებული. სახელმწიფო დაწესებულებას, როგორიც საჯარო სკოლაა არა აქვს უფლება უარი თქვას სხვაობის ჩარიცხვაზე და მე როგორც ვიცი ერთიანად რიცხავენ პირველივე თვეს . კარგად გაარკვიე, თავისი ჯიბიდან ხომ არ გაძლევს ნუ გერიდება

Posted by: .ნინო 4 Feb 2018, 00:20
xizilala
მეეჭვება ეგ დირექტორის სურვილით იყოს. საჯარო სამსახურია, ვალდებულია აგინაზღაუროს, მე როგორც ვიცი

Posted by: Izadora 12 Feb 2018, 15:55
გამარჯობა, ერთი შეკითხვა მაქვს: მე კერძო დაზღვევა მაქვს, მაგრამ მშობიარობის შემდეგ ლუქსის მხოლოდ 80%-ს მინაზღაურებს. თუ იცით, გოგოებო, სახელმწიფოს დახმარება რომ არის 500/800 ლარი, ამ ფულის დახარჯვა ლუქსზე შემიძლია? მადლობა..

Posted by: wuna 12 Feb 2018, 20:28
Izadora
ჯერ გაარკვიე გეკუთვნის თუ არა სახელმწიფო დაფინანსება
ზოგს ვისაც კერძო აქვს იმათ სახელმწიფო აღარ უფინანსებს ხოლმე
შენს ექიმს ჰკითხე ვისთანაც აღრიცხვაზე ხარ

Posted by: Izadora 13 Feb 2018, 12:43
QUOTE (wuna @ 12 Feb 2018, 20:28 )
Izadora
ჯერ გაარკვიე გეკუთვნის თუ არა სახელმწიფო დაფინანსება
ზოგს ვისაც კერძო აქვს იმათ სახელმწიფო აღარ უფინანსებს ხოლმე
შენს ექიმს ჰკითხე ვისთანაც აღრიცხვაზე ხარ

მართლა? სადღაც წავიკითხე, ყველა ვარიანტში გეკუთვნისო. მადლობა smile.gif

Posted by: BA84 13 Feb 2018, 12:46
Izadora
ყველას არ ეკუთვნის, მაგალითად მე არ მეკუთვნის გავარკვიე, რადგან წლებია კერძო დაზღვევით ვსარგებლობ ვერ მოვხვდი.

251 00 30 მგონი ესაა ცხელი ხაზი დარეკე , შენი პირადი ნომერი უთხარი და გეტყვიან, ხარ თუ არა სახელმწიფო პროგრამაში ჩართული.

Posted by: mCvanE_shteFsEli_ 13 Feb 2018, 12:49
Izadora

მე რამდენადაც ვიცი სქემა ასეთია. მშობიარობის ღირებულებას დასწყისში გიფინანსებს ჯერ სახელმწიფო და დარჩენილ თანხას უკვე კერძო სადაზღვევო, შესაბამისად ალბათ 80%-ე მეტს ვერ აინაზღაურებ - მაგრამ უმჯობესი იქენბა კონკრეტულ სამშობიაროსთან მაინც დააზუსტო დეტალები.

BA84
მგონი ვინც სახელმწიფო სექტორში არ მუშაობს, მშობიარობა წესით ყველას უნაზღაურდება კერძო დაზღვევის მიუხედავად

Posted by: Izadora 13 Feb 2018, 16:28

mCvanE_shteFsEli_

BA84

wuna

დიდი მადლობა ყველას!

დავრეკე და როგორც გავარკვიე, მართლაც ყველას უნაზღაურდება კერძო დაზღვევის მიუხედავად, ვინც სახელმწიფო სამსახურში არ არის. მაგრამ ლუქსს არ ვანაზღაურებთო. შემდეგ ჩამჭრელი შეკითხვა დავუსვი, ლუქსის განმარტება როგორი გაქვთ მეთქი, სამშობიაროებს ბევრი სხვადასხვანაირი პალატა აქვთ და თქვენ როგორს ანაზღაურებთ მეთქი smile.gif))) სულ ცოფები გაყარა იმ ქალმა, მიდი სამშობიაროში და ისინი გეტყვიანო, თვითონ არ იცოდა და არც ამბობდა არ ვიციოsmile.gif)))) მეთქი ისინი როგორ მეტყვიან, თქვენ როგორ პალატას ანაზღაურებთ, არ იცით?

მოკლედ, როგორც ვხვდები, ერთკაციანს არ აანაზღაურებენ. უბრალოდ სადღაც აქ ფორუმზე წავიკითხე ადრე, თუ არ მეშლება, რომ რაშიც გინდა, იმაში დახარჯავ იმ 500/800 ლარსო. ალბათ არასწორად მახსოვს.
* * *
ეხლა დამირეკეს ჯანდაცვიდან - თქვენ მგონი არ დაგაკმაყოფილათ ჩვენი თანამშრომლის პასუხმა და იქნებ დაგეხმაროთო smile.gif მოკლედ, ასეთი დასკვნა გამოვიტანე: თუ სამშობიარო ერთიან ფასს ადებს მომსახურებას, მაგალითად, მშობიარობა, ლუქსი, პლუს კვება ღირს 3000, საყოველთაო აქედან 500/800-ს მაინც გინაზღაურებს და დანარჩენს შენ ან კერძო დაზღვევა ამატებთ. ანუ ლუქსია თუ არალუქსი, მნიშვნელობა არ აქვს.

Posted by: _Kato_ 16 Feb 2018, 13:01
Izadora

კი, ეგრეა. თუ ფიზიოლოგირად მშობიარობ 500-ს ანაზღაურებს სახელმწიფო და თუ საკეისროა 800-ს. აქ ლუქსი არალუქსი არაფერ შუაშია. რაც შეეხება სადაზღვეოს, რა თანხასაც წარადგენთ, იმ თანხას მოაკლებენ სახელმწიფოს მიერ ანაზღაურებულ 500/800 ლარს და შემდეგ იქიდან დაითვლიან რამდენს გინაზღაურებენ.

Posted by: BA84 19 Feb 2018, 23:04
mCvanE_shteFsEli_
Izadora
ძალიან კარგი, მე სხვა ინფო მქონდა. თურმე მხოლოდ მშობიარობას ეხება სახელმწიფო დაზღვევა, სხვა მხრივ არ ხარ ჩართული პროგრმაშიო.

Posted by: TikitaLomos 22 Feb 2018, 12:52
სახელმწიფო 1000 ლარს ჩუქნის დედებს? ვინც გააჩენს?

რაღაც ეგეთი ამბავი მაქვს გაგონილი და როგორ არის?

Posted by: cisiqiteli 22 Feb 2018, 13:27

TikitaLomos
დასაქმებულ დედებს ჩუქნის

Posted by: tweety86 22 Feb 2018, 13:57
TikitaLomos
დეკრეტული შვებულების ანაზღაურებაა ეგ 1000 ლარი

Posted by: TikitaLomos 22 Feb 2018, 15:07
cisiqiteli
QUOTE
TikitaLomos
დასაქმებულ დედებს ჩუქნის


კერძო სექტორში დასაქმებულებსაც ეხებათ?

Posted by: მზე 22 Feb 2018, 15:11
გოგოებო კლინიკიდან გაცემული დეკრეტული ფურცელი გაცვლა-გამოცვლის ფურცელია? სამსახურში მითხრეს ეგ და პირადობა დაგჭირდებაო
და რამდენი ხნით ადრე შემიძლია ამის აღება?
* * *
TikitaLomos
კი. უბრალოდ ამ 6 თვეში ხელფასით უნდა იღებდე მინიმუმ 1000 ლარს.თუ ნაკლები გეკუთვნის, რა ხელფასსაც აიღებდი ამ 6 თვეში იმას ჩაგირიცხავს.

Posted by: Pumped up kicks 3 Mar 2018, 21:40
ძვირფასებო, ვმუშაობ ჯანდაცვის სამინისტროს სიპ ში, დაზღვევაც მაქვს სამსახურიდან, მაინტერესებს მშობიარობას სახელმწიფო ამინაზღაურებს თუ არა?

Posted by: Nina_N 4 Mar 2018, 10:53
გოგოებო,

მშობიარობისთვის 500/800 ლარს ფიზიოლოგიური/საკეისრო, რომელსაც სახელმწიფოსგან იღებ, გერიცხება მშობიარობამდე თუ მშობიარობის შემდეგ. (ანუ შენ იხდი და მერე ელოდები, როგორც იმ დეკრეტულის 1000 ლარს?)

Posted by: tweety86 4 Mar 2018, 12:49
Pumped up kicks
ბიუჯეტიდან თუ ფინანსდება შენი ხელფასი და შესაბამისად დაზღვევა არ გეკუთვნის მაშინ.

Posted by: მზე 4 Mar 2018, 16:26
Nina_N
მე როგორც ვიცი, პირდაპირ სამშობიაროს ურიცხავს.

Posted by: Utopian 4 Mar 2018, 18:47
მზე
ეგრეთ წოდებული მწვანე ფურცელია ეგ, რომელსაც გასცემს აღრიცხვის ექიმი 26-ე კვირიდან. გაცემის დღიდან აითვლება დეკრეტის ვადა. ამიტომ როცა გეგმავ დეკრეტში გასვლას იმ რიცხვში აიღე


Posted by: .ნინო 4 Mar 2018, 19:24
TikitaLomos
ყველა დასაქმებულს ეკუთვნის. სამსახურში გაძლევენ რაღაც ცნობას და იმის საფუძველზე გირიცხავენ. ჩემი ბუღალტერი თვითონ აგვარებს მაგ საკითხს და ამიტომ არ ვიცი დეტალები.

Pumped up kicks
არ მოგცემენ წესით. თავდაცვის სიპში ვარ მე და ბავშვიც კი მომიხსნეს საყოველთაოდან.

Posted by: მზე 7 Mar 2018, 22:04
Utopian
უი მართლა? წინასწარ ვერ გავაკეთებ მაინც და მაინც იმ დღეს რო არ ვირბინო? :|

Posted by: wuna 7 Mar 2018, 22:12
მზე
მე ჩემი სამსახურიდან 3 საბუთი მომთხოვეს
1) პირადობის ასლი
2) ბანკიდან სატიტულო ფურცელი რომ მაქვს ანგარიში გახსნილი- 10 ლარი დამიჯდა ეგ
3) და აი ის ფურცელი რაც ექიმმა უნდა გამომატანოს <---- ამის გაკეთება შვებულება რო დამიმთავრდება მხოლოდ მერეა შესაძლებელი
მერე ჩემი სამსახურის ადმინისტრაციულ ასისტენტს მივწერ ფაქტიურ და იურიდიულ მისამართებს და სულ ეგაა


ისე რამდენ ხანში ირიცხება ხოლმე? მგონი არ ქვს ჰო კონკრეტული ვადა? ჩემთან გოგოებს ზოგს 1 თვეში ზოგს 3 თვეში ზოგს კიდე სამშობიაროში იყვნენ ჯერ კიდე რომ სმს მიუვიდათ დაგერიცხაო

Posted by: Utopian 7 Mar 2018, 23:39
მზე
სამსახურში როცა გინდა მიიტან უბრალოდ დეკრეტში საბუთის აღების თარიღით გახვალ


Posted by: wuna 25 Mar 2018, 11:37
გოგოებო, ვის გახსოვთ დეკრეტული როგორ კეთდება?
უბრალოდ ფურცელია თუ ექიმმა უნდა სისტემაში გაატაროს კომპიუტერიდან?
ჩემს ექიმსაც და მეც დაგვავიწყდა იმ კონკრეტულ დღეზე გაგვეკეთებინა და რამე პრობლემა შეიქმნება?

Posted by: მზე 26 Mar 2018, 22:15
Utopian
გავაფორმე.დღეს დეკრეტი. მადლობა 2kiss.gif

გოგობო, სახელმწიფო რო რიცხავს 1000 ლარს, სად უნდა ჩამირიცხოს რა იცის? ო.ო სადმე არ უნდა დავაფიქსირო ანგარიშის ნომერი? თუ როგორაა ეგ?

wuna
მე დღეს გავაკეთე და მხოლოდ იმ დღეს შეიძლებაო, ვერც წინასწარ და ვერც უკანა თარიღით ვერ იზამო, როგორც ზემოთ დამიწერეს ეგრეა ზუსტად.

Posted by: Utopian 26 Mar 2018, 22:56
მზე
საბუთები უნდა წაიღო სოც მომსახურების სააგენტოში და ერთ-ერთი საჭირო დოკუმენტი ბანკის მიერ გაცემული ანგარიშის ნომერია (ბეჭდით)
შენი სამსახურის ბუღალტერი თუ წაიღეს თვითონ დაურთავს სახელფასოს რეკვიზიტებს


Posted by: wuna 26 Mar 2018, 23:25
მზე
ჩემსას დღეს რომ ვკითხე იმ თარიღით გაგიხსნიო არაუშავსო :/

Posted by: მზე 26 Mar 2018, 23:51
Utopian
აი ხვალ მივიტან მაგ მწვანე ფურცელს და ვიკითხავ. დღეს ვეღარ მოვასწარი. მადლობა smile.gif

wuna
უი რავი აბა რა გითხრა :შ იქნებ თვითონ უფრო იცის და შენ სადქც დადიხარ იმ კლინიკაში შეიძლება:შ გაარკვიე მაინც

Posted by: wuna 27 Mar 2018, 09:18
მზე
აუ რავი. წინა დღეს დავურეკე და ხვალ შემახსენეო
მეორე დღეს დავურეკე და ოპერაციაზე გარბოდა ალბათ გადაავიწყდა
მერე მე რომ მეგონა გაკეთებულია წაღება მინდათქო მაგის თქმა დამავიწყდა არადა არ იყო გაკეთებული
და ბოლო ბოლო გუშინ გააკეთა
დღეს იმედია რომ მივალ და ავიღებ მაგის გამო პრობლემები არ შემექმნება
* * *
მზე
ავიღე ეგ მწვანე დეკრეტის ფურცელი.
დღეს გამიკეთა და პატიოსნად მიწერია 23 რიცხვი - როგორც უნდა ეწეროს
ანუ პრობლემას არ წარმოადგენს რო იმავე დღეს უნდა დაერჭო იქ და შეავსო

Posted by: cisiqiteli 28 Mar 2018, 16:17
გოგოებო თუ იცით აღრიცხვაზე დადგომა აუცილებელია იმისთვის რომ სახელმწიფომ მშობიარობა დაგიფინანსოთ 500 ლარით?

Posted by: Nina_N 3 May 2018, 10:35

cisiqiteli

როგორც ვიცი აუცილებელია, აბა 1505 დარეკე უკეთ დააზუსტებ.

მე ასევე მაინტერესებს, ეს დაზღვევა ნეტა ლუქს ამინაზღაურებს? როგრც გავიგე ექიმის აყვანისას არ მინაზღაურებს და ეს ექიმისთვის განკუთვნილი 500 თუ 600 ლარი სახელმწიფო რომ ჩამირიცხავს იქედან რომ გაიქვითოს არ შეიძლება? და მშობიარობას კი დაზღვევას ავანაზღაურებინებდი. თუ ექიმს ქეში უნდა მივცე აუცილებლად ხელიდან ხელში smile.gif

Posted by: cisiqiteli 3 May 2018, 10:38
Nina_N
მაგ ჭკუაზეა სახელმწიფო ექიმის აყვანა აგინაზღაუროს smile.gif მშობიარობის ხარჯია ცალსახად. რომელი დაზღვევა გაქვს?

Posted by: Nina_N 3 May 2018, 10:58
cisiqiteli

იცი რა მაინტერესებს კალკლუაცია ერთიანად არ ხდება? ანუ ცალ ცალკეა გამოყოფილია ექიმის აყვანა, მშობიარბა , პალატა, კვება და სხვა ?




Posted by: papala 3 May 2018, 16:24
cisiqiteli
კი, აღრიცხვაზე უნდა იყო smile.gif

Nina_N
მე მაგალითად დამიწერეს რაში რამდენს ვიხდიდი..მქონდა კერძო დაზღვევაც და სახელმწიფოსგანაც ვიყავი სიაში..სახელმწიფოსგან დაფინანსების შემდეგ, შევავსე კერძოდან თანხა smile.gif აყვანილი მყავდა ექიმი.

Posted by: Nina_N 3 May 2018, 16:39
მადლობა, papala
cisiqiteli


დავრეკე დაზღვევაში და მითხრეს რომ ძირითადად დეტალურ კალკულაციას აძლევს მშობიარეს კლინიკა, შესაბამისად იქ ნათლად ჩანს ყველაფერი.

იმ სემთხვევაში თუ დეტალური არ იქნება თითოეულთან ვრეკავთ და ვარკვევთო რაში რა გადაიხადაო sad.gif smile.gif

Posted by: papala 3 May 2018, 16:50
Nina_N
და ჩვენდა სამწუხაროდ, თუ ვერ დაადგინეს, შეიძლება სამშობიაროდან გამოგწერონ ვადაზე გვიან sad.gif იმდენ სისულელეს აკეთებენ ხან.

Posted by: avaza444 10 May 2018, 22:33
გოგოებო გამარჯობა,ასეთი რაღაც მაინტერესებს, მაქვს კერძო დაზღვევა მეუღლის მხრიდან, და სახელმწიფოსი მეკუთვნის მაინც ? ჯერ არ მივსულვარ აღრიცხვაზე პატარა ვარ,მაგრამ როცა მივალ პირდაპირ ოჯახის ექიმის მიმართვის მივიდე დაზღვევით თუ როგორ ხდება, იქნებ გამარკვიოთ ((

Posted by: BA84 10 May 2018, 22:40
avaza444
თუ კერძო დაზღვევა გაქვს სახელმწიფო არ მოქმედებს, მშობიარობაზე კი 500 ფიზიოლოგიურზე და 800 საკეისროზე ყველა ვარიანტში გეკუთვნის. ოჯახის ექიმის მიმართვით არ ვიცი როგორ ხდება, მე ჯერ ვიხდი და მერე მიმაქვს საბუთები სადაზღვევოში და მინაზღაურებენ.

Posted by: avaza444 10 May 2018, 22:45
ჰო ანუ ეგ მაინტერესებს ეგ 500 მეკუთვნის ხომ ? ანუ როცა დავაპირებ პირდაპირ მივალ კლინიკაში და დავდგები აღრიცხვაზე ხომ ? მეტი რამე ხო არაა საჭირო

Posted by: wuna 11 May 2018, 00:23
დღეს დამეროცხა 1000₾ ოოოოუუუ იეეეს

Posted by: cisiqiteli 27 May 2018, 23:10
ანგარიშის რეკვიზიტი აუცილებლად ბანკში უნდა ავიღო თუ ინტერნეტბანკისაც საკმარისია?

Posted by: LEGEN_wait for it_DARY 13 Jun 2018, 09:34
მშობიარობის 500 ლარის აღება როგორ ხდება?

თუ არსად არ ვარ რეგისტრირებული და 30 კვირის ვარ.

Posted by: Utopian 13 Jun 2018, 09:37
LEGEN_wait for it_DARY
თუ გეგმიური საკეისროა წინასწარ მიდი და თვითონ გადაგზავნიან განაცხადს. პასუხი სმსით მოგივა და 30 დღე აქვს საგარანტიოს ვადა
ფიზიოლოგიურზეც სამშობიარო მოაგვარებს წინასწარი შეტყობინების გარეშე

Posted by: LEGEN_wait for it_DARY 13 Jun 2018, 13:59
Utopian

ანუ ფიზიოლოგიურზე არსად მისვლა და რეგისტრაცია არ მინდა წინასწარ ხო?

თვითონ მოაგვარებს ის სამშობიარო, რომელშიც მივალ

Posted by: მზე 13 Jun 2018, 23:50
LEGEN_wait for it_DARY
კი. და გადასახდელი გექნება სრულ საფასურს -500 ლარი.

Posted by: LEGEN_wait for it_DARY 14 Jun 2018, 16:41
მზე

მადლობაა : ))

რომელი კლინიკაა ისე საუკეთესო ხომ ვერ მეტყვით, მშობიარობისთვის?

Posted by: ninA26 20 Jun 2018, 20:49
მოგესალმებით გოგონებო!
7წლიანი ლოდინის შემდეგ და რამოდენიმე შეწყვეტილი ორსულობის შემდეგ როგორც იქნა ტესტი ისევ წითლად ამენთო.გთხოვთ გამიზიაროთ გამოცდილება და მითხრათ ექოსკოპიაზე რომელ კვირაში იყავით?არ რამე ანალიზი თუ უნდა გავიკეთო? არ ვარ საქართველოში და მინდა ექიმთან მისვლდე რაღავ ინფორმაციას ვფლობდე.

Posted by: tatakoooo 28 Jun 2018, 10:25
ninA26
QUOTE
მოგესალმებით გოგონებო!
7წლიანი ლოდინის შემდეგ და რამოდენიმე შეწყვეტილი ორსულობის შემდეგ როგორც იქნა ტესტი ისევ წითლად ამენთო.გთხოვთ გამიზიაროთ გამოცდილება და მითხრათ ექოსკოპიაზე რომელ კვირაში იყავით?არ რამე ანალიზი თუ უნდა გავიკეთო? არ ვარ საქართველოში და მინდა ექიმთან მისვლდე რაღავ ინფორმაციას ვფლობდე.



რაც მალე მიხვალ ეხოზე და დადგები აღრიცხვაზე მით უკეთესი, ანალიზები იქნება აუცილებელი პირველ ვიზიტზე, რომ შემოწმდეს შენი და ბავშვის მდგომარეობა და თუ რამეა საჭირო დაინიშნოს შესაბამისი მკურნალობა.
* * *
ninA26
გილოცაავ alk.gif მშვიდობიან ორსულობას და მშობიარობას გისურვებ 2kiss.gif love.gif

Posted by: მზე 28 Jun 2018, 10:44
LEGEN_wait for it_DARY
ეგ ძალიან პირობითი და სუბექტურია რავიცი biggrin.gif მე პინეოში გავაჩინე სინაურიძესთან და ძალიან კმაყოფილი ვარ

Posted by: italiashka 28 Jun 2018, 11:06
avaza444
სახელმწიფო ანაზღაურებს მხოლოდ მშობიარობის 500 ან საკეოსროს 800 ლარს. დანარჩენი კერძო smile.gif

Posted by: Baby Boo 3 Sep 2018, 09:59
გოგოებო გამარჯობათ,

აღრიცხვაზე უნდა დავდგე, აღარ მახსოვს ამისთვის რამე მჭირდება, პირადობის გარდა? პირველზე მახსოვს რომ გამგეობაში ვიყავი მისული და რაღაც ვაუჩერი მომცეს, ეხლაც ასეა? თუ პირდაპირ კლინიკაში მივალ და იქ გააკეთეტბენ ყველაფრს,?

გმადლობთ

Posted by: პატრიცია 3 Sep 2018, 10:28
Baby Boo
პირდაპირ სასურველ კლინიკაში მიდი 12 კვირამდე, იქვე გააკეთებენ ყველაფერს...

Posted by: Baby Boo 5 Sep 2018, 09:44
პატრიცია

დიდი მადლობა <3

Posted by: magi_ 16 Mar 2019, 15:09
wuna
QUOTE
დღეს დამეროცხა 1000₾ ოოოოუუუ იეეეს


რომელი კვირიდან გახვედი დეკრეტში და დამდენ ხანში ჩაგირიცხეს საბუთების მიტანიდან???


QUOTE
ანგარიშის რეკვიზიტი აუცილებლად ბანკში უნდა ავიღო თუ ინტერნეტბანკისაც საკმარისია?


ეს მეც მაინტერესებს....

Posted by: tako_91 10 Apr 2019, 21:03
მოგესალმებით,თუ შეიძლება ცოტა მალე რომ მიპასუხოთ.ვიყავი ეხოზე კახა ტატიშვილთან,დამიწერა 5 კვირის ორსულობა,სანაყოფე ბუშტის დეფორმაცია,საშვილოსნოს ყელი 3,5 სმ. დახურული,ორივე საკვერცხე ნორმალური ზომის და სტრუქტურის.ეს პასუხი ვაჩვენე ჩემს გინელოკოლგს და ცოტა არ იყოს შემაშინა,ძალიან დიდი შანსია მოშლისო, თუ შეგიძლიათ რომ გამარკვიოთ, ასეთ შემთხვევაში თუ არის შანსი რომ ყველაფეეი თავისით გამოსწორდეს? ისე დავიბენი და შემეშინდა ვეღარაფერი ვეღარ ვკითხე ექიმს და ძალიან ვნერვიულობ,რამე თუ იცით ამ თემაზე მომწერეთ რაა

Posted by: Spirited__Away 17 Sep 2019, 16:30
გოგოებო დეკრეტული შვებულების საბუთები სად ბარდება?

Posted by: მზე 17 Sep 2019, 17:34
Spirited__Away
ბუღალტერს რო მიუტანო ის არ მოგიგვარებს?

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)