Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > კულინარია > პერსონალის კვება - მირჩიეთ


Posted by: OKUPANT 27 Dec 2016, 15:50
მოკლედ ასეთი სიტუაციაა. 6 თვეა სამზარეულოში ვარ. ისე წავიდა საქმე რომ მე დავრჩი მთავარ მზარეულად biggrin.gif
მიწევს პერსონალის გამოკვება 8-9 კაცია. ბიუჯეტი მაქვს მაქსიმუმ 5 ლარი (გვიჭირს :დ ) მაინტერესებს ამ თანხით რისი გაკეთება შეიძლება.
გაყინული ქათამი ყველანაირ ფორმაში, კარტოფილი, ხეკი, ბორში, სუპი (სოკოსიც), მაკარონი და ლობიო ამოუვიდათ ყელში.

სხვას რას მირჩევთ, რა შეიძლება ამ თანხით ვუყიდო და გავაკეთო? smile.gif)









Posted by: mamalo2 27 Dec 2016, 16:20
უყურეთ ჯეიმი ოლივერის გადაცემებს, ახერხებს ოპტიმალურ შეხამებებს, ეხლა 5 ლარში რამდენად ჩაეტევით ვერ გეტყვით მაგრამ მრავალფეროვნება კი იქნება.

Posted by: SPLIYVI 27 Dec 2016, 16:31
QUOTE
ბიუჯეტი მაქვს მაქსიმუმ 5 ლარი

ვააა
დესერტად ტირამისუც ექნებათ
biggrin.gif


15 მაენთი უნდა მაგ ამბავს

Posted by: OKUPANT 27 Dec 2016, 21:16
ნახუმრებ ნაღადავები ჩვენც გვაქვს უკვე.
რჩევებს მივიღებ smile.gif)

Posted by: vaho 27 Dec 2016, 22:47
5 ლარი კაცზე თუ ყველაზე ერთად?

...................

Posted by: OKUPANT 28 Dec 2016, 08:04
ყველაზე :დ
.............................

Posted by: ხორხე 28 Dec 2016, 14:04
OKUPANT
QUOTE
ყველაზე :დ
.............................

:დ

QUOTE
გაყინული ქათამი ყველანაირ ფორმაში, კარტოფილი, ხეკი, ბორში, სუპი (სოკოსიც), მაკარონი და ლობიო ამოუვიდათ ყელში.

5 ლარად 9 კაცს როგორ კვებავ ეგ რომ გამოსცეთ რეცეპტების წიგნად, ძალიან კარგად გაგეყიდებათ, შემოსული თანხით კვების ბიუჯეტი გაგეზრდებათ


შემდეგ 10 ლარად გამოკვებავთ და ის რეცეპტების წიგნიც გაგეყიდებათ (იგივე კომბინაცია)

ნუ ამის ზემოთ უკვე აღარ არის საინტერესო, ვეღარ გაყიდით :დ


Posted by: Geooo 28 Dec 2016, 14:50
ლობიო და დიდი ქვაბი
ფლოვი და დიდი ქვაბი

ყელში ამოსვლაზეა კაცო, 5 ლარი რო გაქვს 9 კაცს თავის გადარჩენაზე უნდა იფიქრო

Posted by: neosat 28 Dec 2016, 15:47
QUOTE
ყველაზე :დ



და ალბათ 3-ჯერადი კვება გაქვთ ხო?

Posted by: OKUPANT 29 Dec 2016, 14:27
QUOTE (ხორხე @ 28 Dec 2016, 14:04 )
OKUPANT
QUOTE
ყველაზე :დ
.............................

:დ

QUOTE
გაყინული ქათამი ყველანაირ ფორმაში, კარტოფილი, ხეკი, ბორში, სუპი (სოკოსიც), მაკარონი და ლობიო ამოუვიდათ ყელში.

5 ლარად 9 კაცს როგორ კვებავ ეგ რომ გამოსცეთ რეცეპტების წიგნად, ძალიან კარგად გაგეყიდებათ, შემოსული თანხით კვების ბიუჯეტი გაგეზრდებათ


შემდეგ 10 ლარად გამოკვებავთ და ის რეცეპტების წიგნიც გაგეყიდებათ (იგივე კომბინაცია)

ნუ ამის ზემოთ უკვე აღარ არის საინტერესო, ვეღარ გაყიდით :დ

კარგი იყო :დ



ფლავზე სოკოს შილა გამახსენდა. იმედია ჩავეტევით

Posted by: WP-Rex 29 Dec 2016, 14:32
OKUPANT
გალინა ბლანკას სოკოს ბრიკეტი მიეცი ბრინჯის ფლავზე

Posted by: Kanski 29 Dec 2016, 14:32
არარეალურია

55 თეთრად როგორ უნდა გამოკვებო ადამიანი სრულფასოვნად

ყელში ამოსვლას რას ჩივი, როგორც Geoooმ დაწერა თავის გადარჩენაზე უნდა იფიქროთ



Posted by: ხორხე 29 Dec 2016, 15:47
QUOTE
თავის გადარჩენაზე უნდა იფიქროთ

ქუჩაში უნდა გამოხვიდეთ !

Posted by: MasterJC 29 Dec 2016, 16:02
OKUPANT
5 ლარი 9 კაცზეა
თუ კაცზე 5 ლარია? :/



მოსკოვში ყველაზე ხშირად ფლავს ვაკეთებდით
ბრინჯი+სტაფილო+ძირა+ქათამი+ხახვი+ზეთი +მარილი ცოტა სუნელები და ეგ იყო რა..

Posted by: OKUPANT 29 Dec 2016, 19:09
QUOTE (WP-Rex @ 29 Dec 2016, 14:32 )
OKUPANT
გალინა ბლანკას სოკოს ბრიკეტი მიეცი ბრინჯის ფლავზე

ხო ეგრე ვაპირებ.

გავიადინების ფასი უნდა ვნახო მაკარონშიც წავა :დ



კიდე იდეები მინდა :დდდდ
* * *
Kanski
QUOTE
არარეალურია

55 თეთრად როგორ უნდა გამოკვებო ადამიანი სრულფასოვნად

ყელში ამოსვლას რას ჩივი, როგორც Geoooმ დაწერა თავის გადარჩენაზე უნდა იფიქროთ



არარეალური კი არა 4 ლარად იმდენი ლობიო გავაკეთე სტუმრებისთვისაც გავუშვებ ამ დღეებში :დ


MasterJC
სადაა ქათამი და ბრინჯის ერთად გაკეთების საშუალება :/

ხორხე
ვიყავით მაქაც :დ
ისეთი არაფერი დაიპოსტები რაც არ გაგვიკეთებია :დდ


Posted by: MasterJC 29 Dec 2016, 19:44
OKUPANT
ტაფა და ქვაბი
რიგრიგობით
ვერა?

ვახ გული მეტკინა. ჩემი მოსკოვური წვალება გამახსენდა ;დდ

კდიევ ერთი-ორჯერ პიურეგავაკეთეთ მწვანილით + ტომატის სოუსი მოვუ\მზადე დ აისევ შემწვარი ქათამი ჩავულაგე

ეგეც არ გამოსულა ძვირი

Posted by: საქმიანნი 29 Dec 2016, 20:34
წიწიბურა გამოგრჩა, 5 ლარად ბევრი მოგივა :დ
დაჟე თუ დაგრჩა, მეორე დღეს წიწიბურას კატლეტებს გააკეთებ

პურის ხარჩო- თუ გაგიგია. მე არ მიყვარს, ზოგს მოსწონს

კომბოსტო+სტაფილოს სალათი ზეთით + კარტოფილი

თათარ ბერაგი, ან კატოფილის ხინკალიც გამოვა 5 ლარად მგონი

მაიონეზის თხელი წვენი გააკეთე და ბაჟესავით შეაზავე, ჩაწყვე ან დაჭრილი მოხარშული კვერცხი ან ყვავილოვანი

ჭარხალი ტყემალში

კომბოსტო +სტაფილო + ხახვი და ცოტა ნიორი რომ ჩათუშო, პურის ფულიც კი დაგრჩებათ

სუპი ბევრნაირი გამოვიდოდა.........



იმედია 5 ლარში მთელი დღის კვება არ არის გათალიწინებული biggrin.gif

Posted by: ხორხე 29 Dec 2016, 20:46
საქმიანი
QUOTE
თათარ ბერაგი,

wtf?

spy.gif

Posted by: Kanski 29 Dec 2016, 20:51
QUOTE (საქმიანი @ 29 Dec 2016, 20:34 )
წიწიბურას კატლეტებს

აუ ბავშვობა გამახსენდა biggrin.gif

როგორ მიყვარდა წიწიბურას კატლეტები

ედო შენ მოგეცა ჩვენი ცოდვა რა დღეში გყავდით

Posted by: საქმიანნი 29 Dec 2016, 21:09
ხორხე
ან ბერაკი (?)
ან თათარბერაგი

აი ეს რა
http://img.nefisyemektarifleri.net/2015/11/21/erzurum-usulu-tatar-boregi13.jpeg


QUOTE
ედო შენ მოგეცა ჩვენი ცოდვა რა დღეში გყავდით

biggrin.gif
აჰაა
ტყული სუპები და ტყუილი კატლეტები
სიცრუეში ვცხოვრობდით ფაქტიურად :დ

Posted by: nia4u 29 Dec 2016, 21:30
QUOTE
წიწიბურას კატლეტები

QUOTE
ტყული სუპები და ტყუილი კატლეტები
სიცრუეში ვცხოვრობდით ფაქტიურად :დ

ტყუილი პიცები და ტყუილი ხაჭაპურები...
ტყუილი ყავები და ტყუილი კვერცხიც კი(კვერცხის ფხვნილი)...


ეჰ, მაინც კარგი იყო, რადგან მაშინ ახალგაზრდა ვიყავი... biggrin.gif

Posted by: OKUPANT 29 Dec 2016, 22:07
საქმიანი
ჩაშუშუკუს ჩაწერა დამავიწყდა ყელში ამოსულებში :დ
სხვა არცერთი არ გამოვა. :/

წიწიბურა მე არ მიყვარს :დდდდდ

პ.ს. ეს ხუთი ლარი მთელი დღის სამყოფია 9 კაცისთვის.


Posted by: nia4u 29 Dec 2016, 22:27
OKUPANT
QUOTE
ეს ხუთი ლარი მთელი დღის სამყოფია 9 კაცისთვის.

მაგ 5 ლარს ვინც გაძლევთ დღეში ცხრა კაცს, თვითონ ის რო შეჭამოთ? biggrin.gif

Posted by: dadn 29 Dec 2016, 22:30
QUOTE
მაგ 5 ლარს ვინც გაძლევთ დღეში ცხრა კაცს, თვითონ ის რო შეჭამოთ?

givi.gif
როდესღაც ხომ ეგეც ამოუვათ ყელში



კვერცხი პამიდორში (მწვანილებით)user.gif

user posted image

Posted by: OKUPANT 29 Dec 2016, 22:51
QUOTE (dadn @ 29 Dec 2016, 22:30 )
QUOTE
მაგ 5 ლარს ვინც გაძლევთ დღეში ცხრა კაცს, თვითონ ის რო შეჭამოთ?

givi.gif
როდესღაც ხომ ეგეც ამოუვათ ყელში



კვერცხი პამიდორში (მწვანილებით)user.gif

user posted image

პამიდორი დღეს 5 ლ ღირდა კილო :დდდდ

Posted by: საქმიანნი 29 Dec 2016, 23:13
nia4u
ტყუილი ხაჭაპური ვიცი, მარილიან პურს რომ წვავდნენ და ტყუილი პიცა რომელია? :დ


OKUPANT
5 ლარი 9 კაცზე მთელი დღე?

რა ვიცი, ვილოცებ თქვენზე, სხვა რით დაგეხმაროთ არ ვიცი

Posted by: vaho 29 Dec 2016, 23:39
QUOTE
55 თეთრად როგორ უნდა გამოკვებო ადამიანი სრულფასოვნად


დვა-დვა ტრი, ტრი დვა-დვა

გუგული მგელაძის ტელეფონია...

Posted by: Kanski 29 Dec 2016, 23:44
OKUPANT

2 სიტყვით დაწერე რა სიტუაციაა სად ხართ გამოკეტილები ეს 9 კაცი 5 ლარზე რო გამყოფებენ მთელი დღე, მართლა მაინტერესებს

Posted by: OKUPANT 30 Dec 2016, 00:49
Kanski

ვერ გავამხელ მაგას :დ


საქმიანი
გაიხარე ♥♥

Posted by: Hawley 30 Dec 2016, 01:09
მთელი დღე რანაირად გყოფნით 9 კაცს 5 ლარი? მთელი დღე კი არა ერთ ჭამაზეც რანაირად გყოფნით? 9 კაცს 4 პური ხომ მაინც უნდა. ეგ მინიმუმ 2 ლარია. 3 ლარად რა საჭმელს აკეთებ იმდენს რომ 9 კაცი გააძღოს.

Posted by: aka 30 Dec 2016, 03:32
სომალიდან წერ?

თხილის გული მოგივათ წესით

Posted by: ხორხე 30 Dec 2016, 10:40
საქმიანი
QUOTE
ან ბერაკი (?)
ან თათარბერაგი

აი ეს რა


მე კი ვიცი რაც არის მაგრამ თქვენ საიდან იცით ? smile.gif

მაგას როგორც მე ვიცი მხოლოდ ჯავახეთში აკეთებენ

Posted by: neosat 30 Dec 2016, 12:49
დღეგამოშვებით რო აჭამო მაგ ხალხს


9 დღეში ერთხელ მოუწევთ ჭამა მგონი ცუდი არაა

Posted by: OKUPANT 30 Dec 2016, 13:17
დღეს ისევ პიურე გვაქვს.
თან ხახვით

Posted by: kriketi-1985 30 Dec 2016, 13:39
ყვავილოვანი კომბოსტო და მუხუდოც ჩართეთ სხვადასხვა ვარიაციებით, ასევე ოსპი.

Posted by: forever`s_NEVER 30 Dec 2016, 13:56
ძალიან კი ვიცინე კომენტარებზე.

კარგი დიასახლისის ამბავია, გაუჩენელს გააჩენსო, რომ ამბობენ. სახლში არაფერია, და სტუმარი რომ მოდის, ჰოპ=ჰოპ და სუფრაა სასწაული.


Posted by: Geooo 30 Dec 2016, 15:59
დაწერე რა ხდება კაცო, იქნებ დაგეხმაროთ rolleyes.gif

Posted by: OKUPANT 30 Dec 2016, 19:30
Geooo
იმანის რეკვიზიტზე ჩამირიცხეთ :დkriketi-1985
არ შეჭამენ მაგეწბს :/

Posted by: Geooo 30 Dec 2016, 19:44
OKUPANT
ეგრე სად არის, ბექგრაუნდიც მოაყოლე..
იქნებ მერეც ლობიოს ჭამაში მოკლავ ხალხს რომ ჩაგირიცხავთ lol.gif

Posted by: BIG DUKE 30 Dec 2016, 22:47
ანაკომი თითო თითო და ეგაა

..................

Posted by: dadn 31 Dec 2016, 02:19
უკვე მერამდენედ ვიჭყიტები ამ თემაში იმ იმედით რომ OKUPANT როდესღაც მაინც ახდის ფარდას საიდუმლოებით მოცულ 9 პერსონაზე....

ვინ არიან ისინი... საიდან მოდიან ან რამდენს იწონიან ..........







Posted by: elchi 31 Dec 2016, 03:31
რა ძალიან მიყვარს მათემატიკა და კულინარია კიდევ.


ბჯოოო, წავიკითხე თემა და 5 ლარი ორი დოლარიც არ გამოდის, ცხრა ადამიანი როგორ უნდა გამოკვებო მაგ თანხაში?


დასაჭერი ხარ ბიძია ვიღაცა ხარ, მასე მონებს არ აჭმევდნენ ოთხი საუკუნის წინ.


რა ბიზნესი გაქვს, უკეთეს რჩევას მივცემ შენს დაქირავებულებს.

გაგიდებენ წიხლის ქვეშ და მერე ნახავ როგორია ხუთ ლარად 9 ადამიანის დაპურება.

ბურზო, დაადე ბანი, გვეკაიფება აშკარად და ესენიც რომ სერიოზულ მენიუებს სთავაზობენ კიდო.


Posted by: dadn 31 Dec 2016, 16:32
elchi
თუ გვეკაიფება მაინც გაიგდებ წიხლის ქვეშ და მერე ანახებ როგორია ხუთ ლარად 9 ადამიანის დაპურება? givi.gif


aka

QUOTE
თხილის გული მოგივათ წესით

givi.gif

Posted by: OKUPANT 1 Jan 2017, 01:29
ხოდა გილოცავთ ახალ წელს.

რა მაქ ნეტავ საღადაო? :/
ან მე რას მერჩით ზუსტად ეგ დამქირავებლები მაძლევენ მაგ ფულს. ბოლო ორი დღე ერთი კაცი დაგვაკლდა და ტიპმა 4ლ მომცა 8 კაცისთვის. :@

Posted by: Power_VANO 3 Jan 2017, 12:34
საწყალი ხალხი sad.gif

OKUPANT
რა სფეროში მოღვაწეობს ეს კომპანია ზოგადად?

ყოჩაღ შენ მართლა თუ მაგ ფულით 8-9 კაცს აჭმევ და ეს ხალხი დღის განმავლობაში მეტს არაფერს ჭამს და თან კმაყოფილები არიან sad.gif

Posted by: IKIN 4 Jan 2017, 08:27
წანდილი - ან მარილიანი ღომი biggrin.gif

Posted by: OKUPANT 8 Jan 2017, 16:07
2 ლარის სოკო + 2 ლარის ბრინჯი.
მშვენიერი სოკოს შილა გამოვიდა. :დ
თან ბევრი. :დდ
აწი 3 ლარის სოკოს ვიყიდი და ლარის ბრინჯს მეტი სოკო იქნება :დ
* * *
Power_VANO რესტორანია :დდ
.............................................

Posted by: A_R_E_S 10 Jan 2017, 10:48
OKUPANT
ამიტომ აღარ გცალია ტვიტერის თემისთვის? biggrin.gif

ვაჰ ბიჯოო ეს რა დღეში ვართ

Posted by: MasterJC 10 Jan 2017, 10:59
OKUPANT
ბიჯო რა რესტორანია პმ მაინც მომწერე რო მანდ ცოცხალი თავით არ წავიდე სამუშაოდ. რას გერჩიან მე მაგათი... რას გამშევენ

სულ არ ვჭამ ხოლმე სამუშაოზე მარა აგდებული დანოკიდებულება ტეხავს

Posted by: Geooo 10 Jan 2017, 13:07
QUOTE
აწი 3 ლარის სოკოს ვიყიდი და ლარის ბრინჯს მეტი სოკო იქნება :დ



lol.gif lol.gif lol.gif


Posted by: nia4u 10 Jan 2017, 18:20
OKUPANT
QUOTE
რესტორანია :დდ

მართლა რესტორანია? drug.gif
თუ მართლა რესტორანია კი ყოფილა საცემი ეგ თქვენი მეპატრონე....!
საცემი თუ არა, ერთი კარგი ანტიპიარი იქნებოდა მადლი!
დაგვიპიემე ერთი სად არის და რა არის....

Posted by: OKUPANT 10 Jan 2017, 18:36
ისედაც სულს ღაფავსდა კიდევ ანტიპიარი უნდა? :@

მოკლედ 5 ლ კარგა ხანია აღარაა. 8 კაცი ვართ და 4 ლს გვაძლევენ :დ

Posted by: nia4u 10 Jan 2017, 18:44
OKUPANT
თუ სულს ღაფავს, ეგ ხელფასსაც არ გაძლევთ ალბათ და
რაღას იტანჯებით,წამოდით, დაიხურება, ეგეც დაისვენებს და თქვენც!...
თავიდან რომ დაპოსტე, რატომღაც მეგონა მშენებლობაზე მუშაობენ და კვებისთვის გამოყოფილი ფულის ეკონომიურად ხარჯვა უნდათ-მეთქი,
მარა რესტორანში რო მშიერი იქნები, ეგ ძაან სისასტიკეა!

Posted by: Hawley 10 Jan 2017, 18:57
ტროლია რით ვერ მიხვდით ბიჭოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო

Posted by: elchi 11 Jan 2017, 09:34
QUOTE (Hawley @ 10 Jan 2017, 18:57 )
ტროლია რით ვერ მიხვდით ბიჭოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო

ჰო რაა, გამაცივა რომ წარმოვიდგინე, 9 კაცი როგორ უნდა დააპურო ხუთ ლარად დღეში თანაც რესტორანშიო.

რვანი დავრჩით და ახლა 4 ლარს გვაძლევენო კაცოუ. lol.gif

გამოდის რომ კაცზე იხდიდა 55 თეთრს, ახლა 8 კაცზე 4 ლარიო, ანუ კაცზე 50 თეთრი გამოდის.

ხელფასიც დაუკლია მაგ ტარტაროზს.


თუ სიმართლეს სწერ და არ გვაცუცურაკებ ამდენ კეთილ ხალხს, დააბით მეპატრონე გაზქურაზე და ცეცხლი ისე გააჩინეთ, ვერცერთი ექსპერტი ვერ მიხვდეს რა და როგორ მოხდა იქა ხანძარი.ლოლ

თქვენ გარეთ დადექით და კაი ხოშიანად რომ წაეკიდება შენობას, მერე დარეკეთ სახანძროში. lol.gif lol.gif

Posted by: nia4u 11 Jan 2017, 15:51
QUOTE
დააბით მეპატრონე გაზქურაზე და ცეცხლი ისე გააჩინეთ, ვერცერთი ექსპერტი ვერ მიხვდეს რა და როგორ მოხდა იქა ხანძარი.ლოლ

თქვენ გარეთ დადექით და კაი ხოშიანად რომ წაეკიდება შენობას, მერე დარეკეთ სახანძროში. 


უიმეე sad.gif
შიმშილმა ეეგრე როგორ უნდა გაგამწაროს?! biggrin.gif


ის ანეკდოტი გამახსენდა, მამალზე....

ცაგარელთან ბოდიში მამლის ხსენებიზა... old.gif

Posted by: OKUPANT 12 Jan 2017, 14:54
nia4u
ხელფასს კი გვიხდის და არც გვიანდება.

elchi
არ გამოვა ეგ საქმე და ნუ მიბიძგებ ჭამის გამო დანაშაულისკენ :დ
Hawley
არა. სიმართლეა. smile.gif)

Posted by: elchi 12 Jan 2017, 16:55
OKUPANT

თუ მართალს წერ, შემიძლია დაგიჯერო და რატომ?

წინა წელს მაღაროელების გაფიცვები რომ იყო ჭიათურაში და ტყიბულში.
უამრავი ვიდეო აჩვენეს, სადაც მაღაროელები თხოულობდნენ ნორმალურ სამუშაო პირობებს, ანუ უნდა ემუშავათ დღეში 8 საათი და კვრაში ხუთი დღე.
თვეში ეს გამოდის 176 საათი, ანუ 22 სამუშაო დღე.

როგორც ყველა ამბობდა, ამუშავებდნენ დასვენების დღეებშიც და რვა სათზე მეტსაც ყოველდღიურად და თვეში იღებდნენ 300 ლარს ხელფასს, მაგას 18% საშემოსავლოც ხომ უნდა გამოაკლდეს?

შევეშვათ ამ 18%-ს დროებით.

გადავიანგარიშე და საათში მუშას უხდიდნენ 1.70 ლარს, ანუ დღეში მაღაროელი მუშაობდა 13.63 ლარზე.

ეს ყველაფერი ვიანგარიშე 8 საათიან განაკვეტზე და თვეში 22 სამუშაო დღეზე.

ეგენი თუ რვაზე მეტს მუშაობენ დღეში და კვირაში ექვს დღეს მაინც, შემოსავლის ციფრები იკლებს კატასტროფულად.

გამოვდივარ იქიდან რომ ყველა რიგითი მუშა იღებს 300 ლარს.


მაშინ "კაი" კაცი ყოფილა მაგ შენი რესტორნის პატრონი, აღარ დაწვათ. lol.gif lol.gif

Posted by: ხორხე 13 Jan 2017, 17:52
OKUPANT
QUOTE
2 ლარის სოკო + 2 ლარის ბრინჯი.
მშვენიერი სოკოს შილა გამოვიდა. :დ
თან ბევრი. :დდ
აწი 3 ლარის სოკოს ვიყიდი და ლარის ბრინჯს მეტი სოკო იქნება :დ

ნუ ათამამებთ თანამშრომლებს

სოკო ამოიღეთ რაციონიდან !

Posted by: OKUPANT 13 Jan 2017, 18:14
ხორხე
დღეს 300 გრ საქ.ხორცი ვიყიდე და მშვენიერი სოუზი გამოვიდა. არ ჭამეს :/
გადაჩვეულები არიან ალბათ. მაკარინს და კარტიფილს 2-3 თეფშს მიირთმევენ :დ
ხვალ არ ვიცი რა იქნება :@






უფროს რომ გაეგო გუშინ ყველიანი მაკარონი და დღეს ხორცი გვქონდა გააფრენდა biggrin.gifd

ჩემამდე : კარტიფილი, ლობიო, მაკარონი, ქათამი, სოკო. აი ეს ტრიალებდა. :dddd

* * *
ისე დილით პომიდორი ვნახე 1 ლარად და მაგაზე ვიფიქრებ :დ
უფრო სწორად 50 თეთრადაც იყო smile.gif)

* * *
მოვიფიქრე! მოკლედ 3 ლარად 10 კვერცხი + 1 ლარად, 1 ლარად 2 კგ 50 თეთრიანი პომიდორი :დ ხვალინდელი კვების ამბავიც მოგვარებულია :დ

Posted by: ChanyeolOPPA 13 Jan 2017, 18:38
ღადაობთ თუ არ ღადაობთ მართლა ვერ გავიგე.

Posted by: OKUPANT 14 Jan 2017, 00:48
ChanyeolOPPA
მე არ ვღადაობ smile.gif
.......... .......... ..

Posted by: A_R_E_S 14 Jan 2017, 14:56
მოხარშული კარტოფილი ზეთში და ხახვში სცადეთ

Posted by: Kanski 14 Jan 2017, 15:06
რესტორანში თუ მუშაობთ ცოტა პროდუქტი მოიპარეთ, ცოტაც კლიენტებს დარჩებათ ხელუხლებელი რამე და ეგ ჭამეთ

თქვენი უფროსი კიდე დასაჭერია

Posted by: Hawley 14 Jan 2017, 15:24
OKUPANT
სად ნახე ზამთარში პომიდორი 50 თეთრად?

Posted by: ხორხე 14 Jan 2017, 16:13
OKUPANT
ალბათ ჩემი საქმე არ არის

მაგრამ ისევ ათამამებთ


დღევანდელ დღეზე (შაბათზე) გეწერათ კვერცხი და პომიდორი, მე რომ მკითხოთ შაბათი განტვირთვის დღე უნდა იყოს

მხოლოდ წყალი და პური

დოლარის კურსის გამო ფასები იზრდება, თქვენი ბიუჯეტი კი იგივეა, ამიტომ ეტაპობრივად განტვირთვის დღეების მომატებაც მოგიწევთ, ჯობს აქედანვე დაიწყოთ ნიადაგის მომზადება

Posted by: OKUPANT 14 Jan 2017, 16:19
A_R_E_S
ვიცით ეგ :დ

Kanski
ცოტაა პროდუქტი და ვერ მოვიპარავთ :დ

Hawley

დეზერტირებზე დავდივარ :დ
გათავებული იყო მაგ ფასად და 1 ლს გადახდა მომიწია კილოში smile.gif))






ეხლა მეხსნება ტვინი რამდენი რამის ყოდბა და გალეთება შეიძლება 4 ლარად თურმე smile.gif))
* * *
დღევანდელი სადილი: 1ლარის ბრინჯი, 1.5ლ-1.5ლ ქიშმიში და კურაგა.
კარაქი, შაქარი და ვანილი კი გვქონდა.

სულ დაჯდა 4 ლარი smile.gif)

Posted by: springo 16 Jan 2017, 22:27
OKUPANT
რასშვები უმკლავდები 9 კაცს ? biggrin.gif


Hawley
სად დაიკარგე ჯერენალში ვეღარ გხედავ?


პ.ს ძაან ვიხალისე ამ თემაზე biggrin.gif

Posted by: tatia23 16 Jan 2017, 22:45
QUOTE
რა ვიცი, ვილოცებ თქვენზე, სხვა რით დაგეხმაროთ არ ვიცი


QUOTE
თხილის გული მოგივათ წესით



lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: la reine 17 Jan 2017, 00:11
OKUPANT

მომკლა თქვენმა სიბრალულმაsad.gif

დაწერე სად ხართ და ერთ სადილს ამ განყელები მოგიტანთlol.gif

კაცო, კურაგა 17 ლარი ღირს კილო და 1.5ად რამდენი ცალი მოგივიდა?user.gif

Posted by: field 17 Jan 2017, 03:16
biggrin.gif ძაან მაგარი თემაა
https://russosblog.wordpress.com/2014/11/17/tatarberagi/
ეს არ ჩაეტევა ხუთ ლარში? ან მაკარონი ცომის მაგივრად spy.gif
უფალი გფარავდეთ pop.gif

Posted by: A_R_E_S 18 Jan 2017, 14:35
ყოველდღე დაწერე რას გააკეთებ, ბლოგი აწარმოე საერთოდ ტვიტერზე, მე დაგაფოლოვებ biggrin.gif

Posted by: OKUPANT 18 Jan 2017, 21:19
springo
კი ვუძლებთ :დ

la reine
კი მოვიდა ბლომად :დ
თან დავჭწერი და კარგად ქონდა smile.gif)


field
ატრიის გარე ბიძაშვილი უნდა იყოს ეგ.
მეზარება მაგოს ტიტყნა :დ
მადლობა დალოცვიათვის <3

A_R_E_S

აუცილებლად :დ
ხო ისე გუშინ 3 ლარის ლობიო და 1 ლარის თეთრი კომბოსტოს მწნილიც ვიყიდე დაძღა ხალხი :დ

დღეს კი ადრინდელი ნაყიდი მაკარონი მქობდა და 3.50 ლარად გავიადიბა ვიყიდე და საჭმელიც გაკეთდა smile.gif)
ხვალ სგუშონს ვიყიდი + 1.5ლს ბრინჯი და ქაშიც მზადაა :დ






პ.ს. ღორის სამწვადე რომ მომაქვს დამუშავების მერე კარგ ატხოდებს ვინახავ ჩაყინულს.
ცოტა ხანში კარტოფილს ვიყიდი და სოუზის მსგავსი გაკეთდება ან საერთოდ ბორშთანაც კარგი იქნება :დ


Posted by: WP-Rex 19 Jan 2017, 01:16
ეს კიდევ არ ჩაუხრჩვიათ თავისივე ქვაბში? user.gif

Posted by: IKIN 19 Jan 2017, 03:56
მოხარშული ხინკლის ცომი ნიორით და არაჟნით ... სახელი აღარ მახსოვს biggrin.gif
დარწმუნებული ვარ თვითონ დახეთქვაზე აქვს ლოყები gigi.gif

Posted by: OKUPANT 19 Jan 2017, 13:31
WP-Rex
IKIN

ნეტა ვისზე ამბობთ
:@
თუ მე მგულისხმობთ არა. პერსონალში ვარ მეც. დღევანდელი ქაში არ მომეწონა და ვიქნები ალბათ მშიერი :/

Posted by: MasterJC 19 Jan 2017, 14:01
QUOTE
ეს კიდევ არ ჩაუხრჩვიათ თავისივე ქვაბში? 

რამდენი დააგვიანდება თემაში გამოჩენა, მაგას ვფიქრობ. გამწარდა ალბათ ხალხი-თქო
OKUPANT
QUOTE
დღევანდელი ქაში არ მომეწონა და ვიქნები ალბათ მშიერი :/

შეაჭამე მზარეულს mad.gif mad.gif mad.gif

პ.ს. დიდხანს უნდა იყოთ მაგ დიეტაზე?

Posted by: LIFE777 19 Jan 2017, 14:01
ეჰ ამ ქვეყანას #####ან დედის #####ი რა არავინ აქცევს ყურადღებას ხალხს 4 ლარი 8 კაცზე კი არა 2 კაცსაც არ ეყოფა ისე სუპები როა 50 კაპიკიანი ეგენი იყიდე და აჭამე ან ფხალი ნიგვზის გარეშე დარწმუნებული ვარ თქვენსკენაც გამოიდარებს სბოგამ დაი ბოგ ვამ ზდაროვიე

Posted by: OKUPANT 19 Jan 2017, 19:21
ისე მიგყავთ საუბარი თითქოს მე არ ვაჭმევდე ვინმეს :/


Posted by: IKIN 20 Jan 2017, 05:05
არ გიცნობდე მაინც biggrin.gif ღომს მიაწექი biggrin.gif

Posted by: A_R_E_S 20 Jan 2017, 08:59
OKUPANT
აქ არ ვიცი რა სახსენებელია, მაგრამ იმდენჯერ ახსენე ბრინჯი...
ბრინჯის კარგად მოხარშვა მასწავლე რა, აი ისე რომ გამოვიდეს როგორც ჩინურ რესტორნებში მოაქვთ, კარგად ამომშრალი და კარგად მოხარშული, რამე საიდუმლო არსებობს? მე ან ცუდად მოხარშული გამომდის ან სველი და ჩაფლავებული, არადა კარგი ბრინჯი მაგრად მიყვარს biggrin.gif

Posted by: OKUPANT 20 Jan 2017, 14:44
A_R_E_S
Didad ver verkvevi მე არ ვხარშავ :დ
ისე პირველ რიგში ხარისხზე და ჯიშზეა დამოკიდებული.

მოხარშვის მერე ბრუშლატი და ცივი წყალი უნდა ასევე არ უნდა გადაიხარშოს. დაფასოებულ ხარისხიან ბრინჯს აწერია ხარშვის დრო.
* * *
IKIN
არ მიცნობ sleep.gif


................

Posted by: fermina 20 Jan 2017, 14:56
A_R_E_S

ბასმათი იყიდე, გუდვილშიცაა, ბაზრობაზეც. არ ეკრობა ერთმანეთს, თუ მოხარშვის ელემენტარულ წესებს დაიცავ (არ გადახარშავ, მოხარშვის მერე ცივ წყალს გადაავლებ) და გემრიელიცაა.

Posted by: Geooo 20 Jan 2017, 15:32
lol.gif lol.gif ცირკია ეს თემა.


ბრიჯზე წავიდა ლაპარაკი და ბარემ ჩემს გასაჭირზეც დამეხმარეთ მცოდნე ხალხი.

ეს მაკარონი/სპაგეტი ისე როგორ მოვხარშო რომ ქვაბს არ მიეკრას? drug.gif იმენა საშინელი გასარეცხია მერე, მთელი 15 წუთი მოვუნდი გარეცცხვას mad.gif mad.gif
არადა, ჩვეულებივად ვხარშავ, ბევრი წყალი, 1-2 კოვზი მარილი. ადუღდება და ჩავყრი. სულ ღომსავეთ თავზე ხოარ ვედგები და მოვურევ, იმისთვის ვაკეთებ რომ მარტივია drug.gif არადა იწებებს ქვაბი ამის .ასდნასჯკლდაბ

წყალში ზეთი ჩაასხიო არ მIთხრათ, არ მინდა ზეთიანი mad.gif

Posted by: IKIN 20 Jan 2017, 19:15
QUOTE (Geooo @ 20 Jan 2017, 15:32 )
lol.gif lol.gif ცირკია ეს თემა.


ბრიჯზე წავიდა ლაპარაკი და ბარემ ჩემს გასაჭირზეც დამეხმარეთ მცოდნე ხალხი.

ეს მაკარონი/სპაგეტი ისე როგორ მოვხარშო რომ ქვაბს არ მიეკრას? drug.gif იმენა საშინელი გასარეცხია მერე, მთელი 15 წუთი მოვუნდი გარეცცხვას mad.gif mad.gif
არადა, ჩვეულებივად ვხარშავ, ბევრი წყალი, 1-2 კოვზი მარილი. ადუღდება და ჩავყრი. სულ ღომსავეთ თავზე ხოარ ვედგები და მოვურევ, იმისთვის ვაკეთებ რომ მარტივია drug.gif არადა იწებებს ქვაბი ამის .ასდნასჯკლდაბ

წყალში ზეთი ჩაასხიო არ მIთხრათ, არ მინდა ზეთიანი mad.gif

ტრადიციული მასალის ქვაბი იკრავს yes.gif ტეფლონი ან მსგავსი მასალის ქვქბი სცადე yes.gif
* * *
QUOTE (OKUPANT @ 20 Jan 2017, 14:44 )

* * *
IKIN
არ მიცნობ sleep.gif


................

გიცნობ ნ. დ yes.gif popcorn.gif

Posted by: nia4u 20 Jan 2017, 23:00
კარტოფილის ხინკალი... old.gif
QUOTE
ბრუშლატი

lol.gif

Posted by: OKUPANT 21 Jan 2017, 00:30
IKIN
კაი ჰო :/
:დდდ



IKIN
შენ რომელი ხარ დააპიემე sleep.gif

Posted by: ჩემით 24 Jan 2017, 23:44
დავფიქსირდები ამ თემაში
აბიტურიენტი ვარ გამომადგება სტუდენტობისასbiggrin.gif

Posted by: ML320_Blue 24 Jan 2017, 23:52
რო დავიანგარიშე, დღეში 11-12 ლარის საჭმელი გამომდის მინიმუ, არადა ფორმას ვინარჩუნებ და ცოტას ვჭამ და 9 კაცს 5 ლარი რანაირად ყოფნის. biggrin.gif

Posted by: nia4u 25 Jan 2017, 14:02
ML320_Blue
QUOTE
ფორმას ვინარჩუნებ

QUOTE
9 კაცს 5 ლარი რანაირად ყოფნის.

მერე გენახა ფორმის შენარჩუნება! yes.gif biggrin.gif

Posted by: OKUPANT 26 Jan 2017, 18:11
10 ლარად ისე გამოძღება 10 კაციანი ოჯახი როგორც დაგიბარებია.
ტყუილად წუწუნებენ მრავალშვილიანი :@@@ თავისუფლად შეიძლება ერთი თავი კერძის გაკეთება

Posted by: nia4u 26 Jan 2017, 18:27
OKUPANT
QUOTE
ტყუილად წუწუნებენ მრავალშვილიანი :@@@ თავისუფლად შეიძლება ერთი თავი კერძის გაკეთება

კაი ხანია მიგიხვდი, რომ ეს თემა მაგის დამტკიცებას ემსახურებოდა biggrin.gif yes.gif

Posted by: IKIN 28 Jan 2017, 03:49
QUOTE (OKUPANT @ 21 Jan 2017, 00:30 )
IKIN
კაი ჰო :/
:დდდ



IKIN
შენ რომელი ხარ დააპიემე sleep.gif

დავაპიემო კი არა - ორშაბათს ბრინჯი აღარ დამანახო გავთავდი კაცი.. facepalm.gif user.gif

Posted by: OKUPANT 28 Jan 2017, 22:20
IKIN
მაგ დღეს ბრინჯი არ გვაქვს

Posted by: di_onise 28 Jan 2017, 22:53
OKUPANT

7-8 კაცი ვართ

ბიუჯეტი კაცზე 3 ლარი დღეში. გამოვა რამე?

Posted by: OKUPANT 30 Jan 2017, 15:46
di_onise სანელებლები და ა.შ. გააქვთ? ყველა ვარიანტში მაკარონი ოხრად მოგივათ

Posted by: aranormaluri 31 Jan 2017, 02:38
A_R_E_S
QUOTE
ბრინჯის კარგად მოხარშვა მასწავლე რა, აი ისე რომ გამოვიდეს როგორც ჩინურ რესტორნებში მოაქვთ, კარგად ამომშრალი და კარგად მოხარშული,


https://www.amazon.de/s/ref=nb_sb_ss_c_2_8?__mk_de_DE=%C3%85M%C3%85%C5%BD%C3%95%C3%91&url=search-alias%3Dkitchen&field-keywords=reiskocher+japan&sprefix=reiskoch%2Caps%2C162&crid=FTMED3QCNB0E

ამაში ხარშავენ ჩინელები და იმიტომ გამოდის ეგეთი.
მე უფრო ინდოელების მოხარშული მომწონს. ეგენი მგონი ჩვეულებრივად ქვაბში ხარშავენ.

Posted by: S_U_S_E 1 Feb 2017, 14:01
QUOTE
ამაში ხარშავენ ჩინელები და იმიტომ გამოდის ეგეთი.

ასეთშიც კარგად იხარშება
https://www.twingo.ge/uploads/twingo/kitchen/smakfest/smakfest_110204.jpg

Posted by: MasterJC 1 Feb 2017, 14:58
di_onise
კბერცხი იყიდე და მარილით და წყლით გააბევრე დდდ

Posted by: Geooo 1 Feb 2017, 17:07
QUOTE (nia4u @ 25 Jan 2017, 14:02 )
ML320_Blue
QUOTE
ფორმას ვინარჩუნებ

QUOTE
9 კაცს 5 ლარი რანაირად ყოფნის.

მერე გენახა ფორმის შენარჩუნება! yes.gif biggrin.gif

lol.gif lol.gif

Posted by: WP-Rex 9 Feb 2017, 12:15
ბოლობოლო, ეს შეჭამა პერსონალმა თუ როგორ განვითარდა მოვლენები?

Posted by: Hawley 9 Feb 2017, 12:24
ცოცხლები ხართ ისევ?

Posted by: jadgschloss 9 Feb 2017, 12:50
OKUPANT

სერიოზულად ამბობ თუ ტროლაობ?

Posted by: rock in rose 10 Feb 2017, 21:53
მთელი თემა წავიკითხე, რავიცი, გამაგრდით ხალხო mo.gif


Posted by: pleita 15 Feb 2017, 13:48
OKUPANT
კი მაგრამ, რესტორანში საკვების მეტი რა არის?????

ისე მომეშალა ნერვები ახლა, სადაც შევალ ყველას უნდა ვკითხო რამდენი აქვს სტაფს კვებისთვის ბიუჯეტი mad.gif

მე კიდევ სულ მიკვირდა, რესტორნებში ვინც მუშაობენ, როგორ ინარჩუნებენ ფორმას თქო user.gif

Posted by: gelovani9090 15 Feb 2017, 18:59
აგინეთ და დაიშალეთ. ფუ მეზიზღება ### კაპიტალისტები

Posted by: OKUPANT 17 Feb 2017, 22:31
jadgschloss
სერიოზულად :შ

pleita
ეგ ჩვენ რომ ვჭამოთ მერე რაღა გავყიდოთ? biggrin.gif

gelovani9090
biggrin.gif

Posted by: Mrs.aravin 17 Feb 2017, 23:00
OKUPANT
კარგი რა...თუ არ ტროლაობ და ესე ლამის მშივრები კვდებით რა გაცინებს? biggrin.gif ან კლიენტს რაც ხელუხლებელი საჭმელი რჩება იმას რას უშვრებით?მეორე წრეზე აბრუნებთ? facepalm.gif facepalm.gif

Posted by: m-kasper 23 Feb 2017, 17:21
5 ლარი 9 კაცზე?
მზესუმზირა იყიდეთ, ოღონდ წონის და თუ არ დანაყრდებიან დრო მაინც გავა smile.gif

Posted by: _იუზერნეიმი_ 24 Feb 2017, 03:57
პირველი დღის 5 ლარით რამე ჩაი და პატარა ბოთლი ზეთი იყიდეთ ( ერთი დღე მოგიწევთ შიმშილი, რომ მთელი კვირა რამე ჭამოთ:შ )

შემდეგი დღეები:

- 3 პური და რაც მოგივა კვერცხი, იმის ყიყლიყოები.
- ისევ 3 პური და ერთი 'პაჩკა' კარაქი (ჩაისთან ერთად)
- წიწიბურა მოგივათ ბლომად+გალინა ბლანკა
- მაკარონი+გალინა ბლანკა
- ბრინჯი+გალინა ბლანკა
- 3 ლარის ჰერკულესის ფაფა(საკმაოდ ბევრია) + 2 ლარის კარაქით
- 2.5 ლარის ერთჯერადი სუპი (მგონი 5 ც. მოგივა) ქვაბში გააკეთეთ ცოტა მეტი წვენით + 2.5 ლარის პური (3 ც. მოგივა)

იმედია, დასალევი და ამ საჭმელების გასაკეთებელი წყალი უფასო გაქვთ up.gif





Posted by: OKUPANT 24 Feb 2017, 13:21
მოკლედ დავიხურეთ ასე რომ თემაც დახურეთ თუ გინდათ ან ისტორიას შემოუნახეთ smile.gif))

ტროლაობით მართლა არ მიტროლავია სრულ სიმართლეს ვწერდი smile.gif)

Posted by: Manchester. 24 Feb 2017, 14:48
OKUPANT
ახლა მაინც დაწერე სად ხდებოდა ეს სასწაული ამბავი

Posted by: nia4u 24 Feb 2017, 15:04
OKUPANT
QUOTE
მოკლედ დავიხურეთ

კიდევ კარგად გაუძელით!
up.gif
biggrin.gif

Posted by: OKUPANT 24 Feb 2017, 22:24
Manchester.
ვერა მეგობარო არ შეიძლება :/

nia4u
ნამდვილად....

Posted by: MasterJC 24 Feb 2017, 22:38
OKUPANT
QUOTE
კიდევ კარგად გაუძელით!

აბაა

9 კაციო
ან რეკლამა ან რამე არ იცოდნენ

პ.ს. რა დროს აღარ გადის ამტანი...

Posted by: iosebovich 11 Mar 2017, 01:27
და რესტორანს რა ერქვა დახხაუ თუ ოსვენციმი ? biggrin.gif დასახური კი არა ასაფეთქებელი იყო მეპატრონიანად. თქვენ ჯვარი გწერიათ და აწი ბლოკადა თუ იქნა გადარჩებით უეჭველი სანამ ჩვენები მოვლენ biggrin.gif

Posted by: nia4u 11 Mar 2017, 13:46
QUOTE
აწი ბლოკადა თუ იქნა გადარჩებით უეჭველი სანამ ჩვენები მოვლენ

lol.gif

Posted by: d.gela 14 Mar 2017, 11:55
ამ თანხაზე ის ანეგდოტი გამახსენდა თეფშებს ისე სწრაფად ცვლიდნენ, რომ ტყემალი და გოჭი ერთმანეთს ვერ დავამთხვიეო ,

ამათ შემთხვევაში არაფერს არ ცვლიან, უბრალოდ პურს და ლობიოსაც კი ვერ ამთხვევენ ერთმანეთს lol.gif lol.gif

ხო ისე შეგიძლიათ თითო ლარი დაამატოს ყველამ და რაღაც გამოგივათ 9+5=14. 14 ლარად ქალბატონ ნანულისთვის, რომ გეკითხად მთელ თვეს გაჭმევდა, ერთ დროს. love.gif
* * *
მოხარშეთ მაკარონი და მოასხით საქონლის გავიადინა ზემოდან, ცოტას დაპურდებით და გემოსაც შეიცვლით

Posted by: OKUPANT 15 Jul 2017, 23:24
d.gela
კი გეახლებოდით მაგასაც smile.gif))

Posted by: qetino_qetino 24 Jul 2017, 14:01
მეგობრებო, განსაკუთრებით ხორცის მომხმარებლებო !გადადით ლინკზე და შეავსეთ საინტერესო კითხვარი ჯანსაღ პროდუქტთან დაკავშირებით.
თქვენი აზრი ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანია.
მადლობა წინასწარ

http://start.com.ge/limesurvey/index.php/874964?newtest=Y

Posted by: fermina 24 Jul 2017, 14:15
qetino_qetino

არ გეჩვენება, რომ დასპამე ეს განყოფილება?

ერთჯერ ნათქვამიც გვესმის.

Posted by: Inus 26 Jul 2017, 23:23
QUOTE
პერსონალის კვება


QUOTE
8-9 კაცია


QUOTE
მაქვს მაქსიმუმ 5 ლარი


up.gif

Posted by: elodin 26 Jul 2017, 23:44
რა პერსონალია? რა სამსახური რას აკეთებთ..
9 კაცზე 5 ლარი? ლარიც არ გამოდის კაცზე.
მონები არიან კიმარა ?

Posted by: UMTS 17 Aug 2017, 16:28
QUOTE
მონები არიან კიმარა ?

რატომ მონები, უფასო კვება აქვთ smile.gif

Posted by: LadyDay___ 17 Aug 2017, 18:29
ეჭვი მეპარება ეს ტიპი ტროლი იყოს. დიდი-დიდი საქსტატს მოეგზავნა ხალხის სიდებილის დონის შესამოწმებლად

მე პირადად ვიცი თბილისის ერთ-ერთი ყველაზე პერო და ინწელექტუალური კაფე, 8-კაციან სტაფს 5 ლარად რომ აპურებდნენ.

ჩემი მეგობარი მუშაობდა. ხმა რომ ამოიღო ამ ამბავზე, სხვები დაესივნენ, სამსახურს რატომ გვაკარგვინებო. წამოვიდა.



facepalm.gif

Posted by: CHampioNNN 18 Aug 2017, 00:18
givi.gif givi.gif

Posted by: Anatoly_Onoprienko 18 Aug 2017, 01:07
OKUPANT
ეგ 5 ლარი შესაწირში ჩააგდეთ და ღმერთი 10მაგად დაგიბრუნებთ და გეშველებათ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: tatia23 18 Aug 2017, 09:09
ლეგენდარული თემაა lol.gif lol.gif

Posted by: HitStudio 18 Aug 2017, 18:08
QUOTE
სხვას რას მირჩევთ, რა შეიძლება ამ თანხით ვუყიდო და გავაკეთო? )

თანხა მოამატებინე yes.gif yes.gif yes.gif უკეთესს ვერავინ ვერაფერს გირჩევს აქ

Posted by: რუსა_ 1 Sep 2017, 21:54
გული ამიჩუყდა smile.gif
__________________

Posted by: sanfol 14 May 2018, 22:09
ლარით მეტი რო დაუმატო ძნელია ეს დედეა ნატირები?

6 ლარი უკვე თემაა boli.gif

Posted by: iase 14 May 2018, 22:13
მანიკაშა
........................

Posted by: elnur009 14 May 2018, 22:13
4 პური (60 თეთრიანი) - 2.40 ლარი
8 კვერცხი (მგონი 30 თეთრი?) - 2.40 ლარი
ხურდაც გრჩება

Posted by: Kaleel 14 May 2018, 22:16
QUOTE
მიწევს პერსონალის გამოკვება 8-9 კაცია. ბიუჯეტი მაქვს მაქსიმუმ 5 ლარი

user posted image

Posted by: shavi_kheli 14 May 2018, 22:50
Chemi usayvarlesi temaa es


lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: UMTS 14 May 2018, 23:06
რამდენი ხანი ვეძებდი ამ თემას biggrin.gif

Posted by: urekhi 15 May 2018, 00:22
ისევ ცოცხლები ხართ?
...........

Posted by: ლაპლანდია 15 May 2018, 00:51
QUOTE
ისევ ცოცხლები ხართ?

გამდიდრდნენ თურმე მაგრად. 20 ლარად რაღაც ბიზნესი დაუწყიათ, ჩაქცეულები არიან.

Posted by: OKUPANT 4 Aug 2019, 19:55
ეხლა გამახსენდა ეს თემა და შემოვედი. smile.gif
ამ ამბის ყველა მონაწილე რეალურად არსებობს და ყველა ცოცხალია იმედია ჯანმრთელებიც არიან

Posted by: sona-ele 4 Sep 2019, 16:34
QUOTE
ისევ ცოცხლები ხართ?

/??????????????????????????????????????????????????????????????????????/

Posted by: sona-ele 12 Sep 2019, 19:19
რა სიჩუმეა..მშვიდობა აქვთ ნეტავ??

Posted by: GoldenSky 12 Sep 2019, 19:41
lol.gif lol.gif lol.gif

საუკუნის თემა თუ არ იყოს რა

ერთი მაინტერესებს

OKUPANT

1 კაცი გამოგვაკლდა და 4 ლარი მომცაო მართალია?

lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: arandina 13 Sep 2019, 09:50
ცოცხლები ხართ?????????????????????? lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: LadyDay___ 29 Sep 2019, 20:19
QUOTE (OKUPANT @ 4 Aug 2019, 19:55 )
ეხლა გამახსენდა ეს თემა და შემოვედი. smile.gif
ამ ამბის ყველა მონაწილე რეალურად არსებობს და ყველა ცოცხალია იმედია ჯანმრთელებიც არიან

ჯანმრთელობის ამბავში დარწმუნებული ხარ? lol.gif

პ.ს. გენიალური თემაა, პიესაა, ფაქტიურად. დრო და დრო ინსპირაციისთვის ვკითხულობ ხოლმე <3

Posted by: satis 30 Sep 2019, 12:09
QUOTE
პერსონალის კვება -  ბიუჯეტი 5 ლ




QUOTE
8-9 კაცია.





შენ შემოგევლე.. up.gif

Posted by: OKUPANT 3 Oct 2019, 03:06
GoldenSky

it's a true story....


LadyDay___
კი ყველა კარგადაა :-D:-D


arandina
კი :-D

Posted by: sona-ele 8 Oct 2019, 19:41
დაწერონ მაშინ რამდენ ლარზე არიან ასულები ან ჩამოსულები..ისევ 5 ლარია ამ ინფლაციის პერიოდში თუ შეიცვალა რამე?? მენიუც მოაყოლონ

Posted by: kriketi-1985 11 Oct 2019, 12:12
ეს თემა მახსოვს :დ მაშინვე მოიგო ჩემი გული <3 ამ განყის მარგალიტია <3

Posted by: OKUPANT 12 Aug 2020, 00:29
sona-ele
დაიკეტა რესტტორრანი კარგა ხნის წინ biggrin.gif
kriketi-1985

<3

Posted by: Ezekia 12 Aug 2020, 04:04
ვაიმე!
:დდდდდდ



❤️❤️❤️



Posted by: dadn 14 Aug 2020, 13:10
ეს ისეთი თემაა დავიწყებას არ უნდე მიეცეს (ამ მთავრობის გადამკიდე ...user.gif )
QUOTE
მოკლედ ასეთი სიტუაციაა. 6 თვეა სამზარეულოში ვარ. ისე წავიდა საქმე რომ მე დავრჩი მთავარ მზარეულად biggrin.gif
მიწევს პერსონალის გამოკვება 8-9 კაცია. ბიუჯეტი მაქვს მაქსიმუმ 5 ლარი (გვიჭირს :დ ) მაინტერესებს ამ თანხით რისი გაკეთება შეიძლება.
გაყინული ქათამი ყველანაირ ფორმაში, კარტოფილი, ხეკი, ბორში, სუპი (სოკოსიც), მაკარონი და ლობიო ამოუვიდათ ყელში.
სხვას რას მირჩევთ, რა შეიძლება ამ თანხით ვუყიდო და გავაკეთო?


იმ დღეს პაპანაქება სიცხეში (მადა რომ არაფრის არ გაქვს) გამახსენდა ბავშვობაში ნაჭამი "მაწვნის სუპი " biggrin.gif ..
ხოდა ინტერნეტიდან მოვიძიე ინგრიდენტები: 0,5ლ მაწონი , 0,5 ჭ. ბრინჯი, მწვანე ხახვი, კამა, პეტრუშკა, ფქვილი 3,5 კოვზ, 1,3 ც კვერცხ. მარილ 0,0326 გრ. 0,5ლ წყალი ,
ხოდა სუპი დადგაა უძლიერეს...
ასე რომ იაფად და იორღად ესეც მიაწერეთ up.gif





Posted by: sona-ele 25 Dec 2020, 00:52
დაკეტილა რესტორანი--საწყენია,მაგრამ ეს ჩვენი მთავარი მზარეული ახლა ხელიდან გასაშვები კადრი არ არის--პირიქით,ოქრო და ბრილიანტია ეკონომიის ამბავში..5 ლარად რო 8-9 კაცს დააპურებ,თან რაც ჩამოთვალა--მრავალფეროვანი მენიუ ჰქონიათ,გენიოსი არის ,აბა არ არის?? 5 ლარად!!! იმედია,ახლა სადმე კარგ რესტორანშია უკვე..

Posted by: Hermyon 1 Feb 2022, 22:53
OKUPANT
იმას რამდენი ქონდა თვითონ ხელფასი 1 კაცი რო წავიდა და 5 ლარის მაგივარ 4 ლარს გაძლევდა?

Posted by: OKUPANT 13 Jun 2022, 23:31
Hermyon
კარგი კითხვაა. user.gif
\
1200₾ -მდე ალბათ.


მომწონს ეს თემა და იუზერების საინტერესო კომენტარებიც
მგონი ყოველ წელს შემოვდივარ და ღიმილით ვკითხულობ მთლიან თემას smile.gif

კარგი იყო იქ მუშაობის პერიოდი დიდი გამოცდილებაც მივიღე.
ერთგვარი პროფესიული გამოწვევასავით იყო.
ბოლო 3 თვის განმავლობაში აბსოლუტურად ყოველ დღე დახურვამდე 7 საათზე დეზერტირებზე ვიყავი, ვყიდულობდი ბაზარს, მე და ერთი მეხინკლე 60-70+ კაცის შეკვეთას ვუშვებდით ლანჩზე,
საღამო ცალკე თემა იყო biggrin.gif
და ღამის პირველის მერე მივდიოდი სახლში.


ერთი დღეც არ ყოფილა რომ სამსახურში წასვლა შემზარებოდა მიუხედავად ასეთი დაძაბულობისა და სტრესისა.
დღემდე ასეა და გისურვებთ ყველას გიყვარდეთ თქვენი საქმე, არც არასდროს დაიღლებით wink.gif

Posted by: ჰეისან 14 Jun 2022, 13:24
QUOTE
ყველას გიყვარდეთ თქვენი საქმე, არც არასდროს დაიღლებით

მე ცოტა სხვანაირად ვიტყოდი... smile.gif საქმეს ვერ შეიყვარებ, თუ თავიდანვე არაა შენს გულთან ახლო ესა თუ ის საქმე. არასოდეს იმუშაოთ იმ პროფესიით, რომელსაც ვერ იტანთ.

Posted by: MasterJC 14 Jun 2022, 14:23
OKUPANT
ჰეისან
ეგეთი დამოკიდებულებები რომ აქვთ, მერე იწყება საქმეზე გულის აცრუება
რამდენიმე წელი ვიმუშავე სამზარეულოში და ზემოდან რამდენიმე კვების სფეროში
ქვემოდანაც ვიცი რა ხდება და შუაშიც და ცოტა ზემოდანაც
და საქართველოში უმეტეს შემთხვევაში ძალიან აგრესიული და მომხმარებლური დამოკიდებულებაა დაქვემდებარებულების მიმართ.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: fermina 14 Jun 2022, 16:49
მაგარი თემაა lol.gif

რესტორნის სახელი მაინც არ გაგვიმხილეს.

Posted by: snep 12 Jul 2022, 14:20
QUOTE
პერსონალის კვება - მირჩიეთ, ბიუჯეტი 5 ლ


QUOTE
8-9 კაცია.


facepalm.gif vis.gif

Posted by: Juventino 30 Jul 2022, 20:03
ცოცხალია ეს 9 კაცი გადარჩით ძმაო????

Posted by: Frankens†ein 31 Jul 2022, 03:28
QUOTE
მოკლედ ასეთი სიტუაციაა. 6 თვეა სამზარეულოში ვარ. ისე წავიდა საქმე რომ მე დავრჩი მთავარ მზარეულად
მიწევს პერსონალის გამოკვება 8-9 კაცია. ბიუჯეტი მაქვს მაქსიმუმ 5 ლარი

მაგარი თემაა ძაან <3
თემის ავტორი რო ამბობს, რაც არ უნდა მირჩიოთ, ყველაფერი ვცადეთ უკვეო, ისევე არ აქვს აზრი რამეზე ხუმრობას, ყველაფერი დაპოსტილი იქნება უკვე ))

Posted by: saske 31 Jul 2022, 07:31
რატო შეულაგეთ ამ თემას?

იყო. მორჩა. დამთავრდა.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)