დაგიბრუნდით!
"ტფილისის ჰამქარი" გუდიაშვილის მოედანზე ხვალიდან მორიგეობას დააწესებსთბილისზე მზრუნველთა გაერთიანება "ტფილისის ჰამქარი" გუდიაშვილის მოედანზე ხვალიდან ყოველდღიურ მორიგეობას დააწესებს.
ამის შესახებ გუდიაშვილის მოედანზე მიმდინარე აქციაზე "ტფილისის ჰამქარის" ხელმძღვანელმა, ჟურნალისტმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, არსებობს რეალური საფრთხე, რომ გუდიაშვილის #2-ში მდებარე შენობას ემუქრება სრული დემონტაჟის საფრთხე. როგორც ელისაშვილი აცხადებს, დღეს მუშები პირდაპირ უროებით ანგრევდნენ შენობას, რაც ადასტურებს, რომ მოედნის რეაბილიტაციაზე მომუშავე კომპანია "ირაო მაგნატ გუდიაშვილი" რეკონსტრუქციას კი არა, დემონტაჟს ახორციელებს.
მისი თქმით, არ არსებობს არანაირი ნებართვა დემონტაჟის შესახებ, არ არსებობს რეკონსტრუქციის პროექტი და აქედან გამომდინარე, შენობაში მიმდინარე ყველა სამუშაო არის სრულიად უკანონო.
ალეკო ელისაშვილმა და მისი ორგანიზაციის წევრებმა რამდენიმე წუთის წინ გუდიაშვილის მოედანზე გამოიძახეს საპატრულო პოლიცია და მოუწოდეს, აღკვეთონ გუდიაშვილის #2-ში მიმდინარე სამუშაოები.
როგორც "ტფილისის ჰამქარის" ხელმძღვანელი აცხადებს, პოლიციის თანამშრომლებისგან მიიღო დაპირება, რომ დღეს სამუშაოები აღარ გაგრძელდება.
როგორც ელისაშვილი აცხადებს, ხვალ, 14.00 საათიდან, დაიწყება მწვავე საპროტესტო აქციები, რომლებიც გაგრძელდება იმ დრომდე, ვიდრე შენობასთან დაკავშირებით ყველა დეტალი არ იქნება გარკვეული.
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...daatsesebs.html