forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (187) « პირველი ... 185 186 [187]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> იურიდიული კონსულტაცია, ნაწილი VIII
anrito2017
ჰმ


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 263
წევრი No.: 226729
რეგისტრ.: 6-December 16

გამოგზავნილია: 28 May 2017, 14:15  #50650438      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Xashursky
იქნებ დააზუსტო კითხვა... ალბათ სასჯელის დანიშვნა დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობის დროს ამას გულისხმობ.ეს მუხლი 59-ე და რვა პუნქტისგან შედგება.
1. დანაშაულთა ერთობლიობის დროს სასჯელი ინიშნება თითოეული დანა­შაუ­ლისათვის.
2. დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს.
3. დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს სა­ბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკა­ც­რი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზ­ღვ­რუ­ლი სასჯელები ნაწილობრივ ან მთლია­ნად შეიკრიბება. ამასთანავე, დანაშაულის რეცი­დივის შემთხვევაში ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სა­ხით დანიშნული საბოლოო სას­ჯელის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 30 წელს.
4. ამ მუხლის მე-2 ან მე‑3 ნაწილით განსაზღვრული წესით დაინიშნება სას­ჯე­ლი, თუ განაჩენის გამოტანის შემდეგ დადგინდა, რომ მსჯავრდებულს ბრალი მიუ­ძ­ღ­ვის სხვა დანაშაულშიც, რომელიც მან პირველ საქმეზე განაჩენის გამოტანამდე ჩაი­დინა. ამ შემთხვევაში საბოლოო სასჯელში ჩაითვლება სასჯელი, რომელიც პირ­ველი გა­ნა­ჩენით მოხდილია მთლიანად ან ნაწილობრივ.
5. განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბო­ლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა გა­ნა­ჩენ­ით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშ­ნუ­ლი სას­ჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნა­წილს.
6. განაჩენთა ერთობლიობის დროს დანიშნული საბოლოო სასჯელი აითვლება ბო­ლო განაჩენის მიღების დღიდან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მსჯავრ­დებუ­ლის მიმართ წინა განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადა არ იყო გასული ბოლო დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის. ასეთ შემთხვევაში სასჯელი აითვლება ბოლო განაჩენით გათვალისწინებული დანაშაულისათვის პირის დაკავების დღიდან. განა­ჩენთა ერთ­ო­ბ­ლი­ობის დროს საბოლოო სასჯელად დანიშნული თავისუ­ფლე­ბის აღკვე­თის ვადა არ უნდა აღე­მატებოდეს 35 წელს.
7. დანაშაულთა ან განაჩენთა ერთობლიობის დროს დანიშნული საბოლოო სას­ჯელის ზომა, თუ იგი თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქია, არ უნდა აღე­­მატებოდეს სასჯელის მოცემული სახისათვის ამ კოდექსის ზოგადი ნაწილით გათ­ვა­ლი­სწინებულ მაქსიმალურ ზომას.
8. დანაშაულთა ან განაჩენთა ერთობლიობის დროს ძირითად სასჯელთან ერთად შეიძლება დაინიშნოს დამატებითი სასჯელი. შეჯამებისას დანიშნული საბოლოო დამატებითი სასჯელის ზომა არ უნდა აღემატებოდეს ამ სასჯელის მო­ცე­მული სახისათვის ამ კოდექსის ზოგადი ნაწილით გათვალისწინებულ მაქ­სი­მალურ ზომას.


--------------------
ჰმ
2 წევრი ათვალიერებს ამ თემას (2 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (187) « პირველი ... 185 186 [187]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0846 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]