მოგესალმებით ახალ თემაში. ტრადიციულად პირველ პოსტში ცოტა ინფოს დავდებ.
ამჟამად პოსტი ისეტი გრძელი არ იქნება და იქნება დაწერილი შედარებით მარტივი ენით. 2 ნაწილად გავყოფ.
1)ბოლო 2 ზამთარი თბილისში ფაქტიურად უთოვლოდ ჩაიარა.
ზოგადად საქართველოში იმის გამო რომ კავკასიონის ქედი გვეფარება ჩრდილოეთიდან, ცივი საჰაერო მასსები შემოდიან ან დასავლეთიდან ან აღმოსავლეთიდან მხოლოდ...
ეგ არის დამოკიდებული იმაზე სად არის უფრო მაღალი ატმოსფერული წნევა ცივი მასსების შემოსვლის დროს.
თუ ის შავ ზღვაზე უფრო მაღალია, მაშინ დასავლეთიდან მოდიან... თუ კასპიის ზღვაზე უფრო მაღალია მაშინ აღმოსავლეთიდან.
სამწუყაროდ იმის გამო რომ თბილისს დასავლეთიდან თრიალეთის ქედი ეფარება, ხოლო მანამდე კიდე ლიჰის ქედი იღებს მთელ ცივ მასსების დარტყმას და ნალექს აღვრევინებს, ჩვენ არ გვაწყობს როცა ცივი მასსები შემოდიან დასავლეთიდან.
ძლიერი მშრალი ჩრდილო-დასავლეთის ქარის გარდა ეს არაფერს არ გვაძლევს...
და სამწუყაროდ ბოლო 2 ზამთარი სულ მასეა..
ასევე მინდა დავამატო რომ "კორიოლისის ეფექტის" გამო, ზოგადად ჩვენს განედზე საჰაერო მასსები ძირითადად მოძრაობენ დასავლეთიდან, ეგ ფაქტიც არ გვიწყობს ხელს
რაც შეეხება ცივ მასსებს რომლებიც აღმოსავლეთიდან მოძრაობენ, საჭიროა ეს მოძრაობა დიდ ხანს შენარჩუნდეს ხოლმე რომ ეფექტი ჰქონდეს.
2)ხშირად მეკიტხებით ხოლმე "აი ეს საიტი თოვლი დახატა და მოვა თუ არ მოვა თოვლი". და რომელი საიტია უფრო კარგი პროგნოზებისთვის და ასე შემდეგ.
ხოდა ეხლა მაგაზე ცოტა მეტ ინფოს მოგაწოდებთ..
ზოგადად წარმოიდგინეთ ეხლა, მეტეოროლოგიური სამეცნიერო ორგანიზაცია, სადაც მუშაობს ძალიან ბევრი სინოპტიკოსი, ასევე აქვთ სუპერკომპიუტერი, თავისი თანამგზავრები, მსოფლიოს სხვა და სხვა ქალაქებში მეტეოსადგურები, სადაც ხალხი კონტრაქტით მუშაობს და ამ მეტეოსადგურებიდან იგზავნება მონაცემები სუპერკომპიუტერს ორგანიზაციის ცენტრალურ ოფისში. სუპერკომპიუტერი კიდე აღდგენს პროგნოზს, რომელსაც მერე ორგანოზაციის თანამშრომლები აკორექტებენ საჭიროების შემთხვევაში და მერე ეს პორგნოზი ინტერნეთში იდება თავის ოფიციალურ საიტზე.
მასეთი ორგანიზაციის სახელწოდებაა მოდელი.ყველა მოდელი სხვა და სხვა და ბრენდების სახელს ატარებს. როგორც ლუდი ქაიზერი, ლუდი ნატახტარი და ლუდი ბალტიკა. სხვა და სხვა ლუდებია.
ასევე მოდელი ECMWF და GFS, GEM სხვა და სხვა მოდელებია.
ECMWF - ევროპულო მოდელია, მისი ოფისი მდებარეობს ნორვეგიაში.
GFS - ამრიკული მოდელია, მისი ოფისი არის აშშ-ში.
GEM - კანადური მოდელია.
UKMET - ბრიტანული მოდელია.
ნუ კიდე ბევრი მოდელი არსებობს, როგორც ლუდი ბევრი არსებობს სხვა და სხვა
ყველას აქ თავისი სუპერკომპიუტერი. და ზოგადად მთელი დედამიწის მაშტაბით აკეტებს პროგნოზებს თითეული მოდელი. მარა არიან ლოკალური მოდელებიც.
მარა საქართველოსთვის ძალიან ბევრი მოდელი არასწორ პრგონონოზს წერს, იმიტომ რომ მათ სუპერკომპიუტერებში არ არის შეყვანილი ადგილობირი მონაცემები... ანუ რელიეფი, სად რა ქარი იცის ხოლმე მთაში, რამდენად აკლდება ტემპერაგურა და მასე შემდეგ. მარა ის 4 მოდელი რომელიც ზემოთ ჩამოვთვალე საქართველოსთვის კარგია..
და განვხილოთ მათი პროგნოზები.
და რა საიტზეც არ უნდა ნახოთ პროგნოზი... მანდ იქნება რომელიმე მოდელის პროგნოზი... საიტებს თავისი პროგნოზი არ გააჩნიათ.
მაგალითად foreca.com არის ECMWF მოდელის პროგნოზი.~
yr.no-ც არის ECMWF მოდელის პორგნოზი.
rp5.com არის EKMET მოდელის პროგნოზი.
mail.ru-ზე არის GFS მოდელის პროგნოზი.
amindi.ge არის იგივე accuweather.com და არის GFS+NAM+GEM მოდელების პროგნოზების სინტეზი. ანუ 3 მოდელის პროგნოზი შეჯამებულია და თავის სუპერკომპიუტერს(accuweather) საერთო პროგნოზი სამიდან ამოაქ. ანუ მაგალითადფ გოგის ერთი პროგნოზი აქ, გივის მეორე, მურთაზას მე-3. შევაჯამეთ ეს პროგნოზები კომპიუტერზე და მან თავისი პროგნოზი გააკეტა ამ 3 პროგნოზების საფუძველზე. ამ პროცესს ქვია სინტეზი.
ანუ რა საიტიც არ უნდა აიღოთ, ან რომელიმე მოდელის პროგნოზს იყენენებს და ქვემოთ არის მითითებული რა მოდელია. ან კიდე რამოდენიმე მოდელის სინტეზს.
ვსიო მორჩა...
p.s რა თქმა უნდა საქართველოს თავისი მოდელი არ გააჩნია.. დაჟე არც რუსეთს, არც უკრაინას.
ნუ სულ რამოდენიმე 10ეული მოდელია მსოფლიოში.. არც ისე ბევრია.
ჰიდრომეცენტრებიც იყენებ ხშირად მოდელების პროგნოზებს, ან სინტეზებს, და თავისითაც აკორექტებენ მონაცემებს ხანდახან.
მარა საიტებზე უწერიათ რას იყენებენ.
მოვიდეს თოვლი.
This post has been edited by Tunes on 20 Jan 2017, 21:57
Великие умы обсуждают идеи.
Средние умы обсуждают события.
Мелкие умы обсуждают людей.
©Anna Eleanor Roosevelt
"მელკიე" რომ არ ყოფილიყვნენ ამ სამყაროს უმრავლესობაში ცხოვრება ბევრად უფრო მშვენიერი იქნებოდა. ;)