to-ს ინგლისურ ენაში ორი ძირითადი დანიშნულება აქვს - წინდებული და ნაწილაკი და ეს ორი განსხვავდება ერთმანეთისგან
როგორც წინდებული, to შეიძლება გამოვიყენოთ შემდეგ კონტექსტში:
მიმართულების აღმნიშვნელი:
I'm heading to the school - სკოლისაკენ მივემართები
I mailed that letter to my friend - ის წერილი ჩემს მეგობარს გავუგზავნე
I want to go to Batumi - ბათუმში მინდა წასვლა
დროის, პერიოდის აღმნიშვნელი - from....to - -დან-მდე
I work from 10 to 6 - მე ვმუშაობ 10-დან 6-მდე
ლიმიტის, საზღვრის აღმნიშვნელი:
It takes up to three days to transfer the money - ფულის გადარიცხვას სამ დღემდე სჭირდება
გარკვეული კავშირის/მიმართების აღმნიშვნელი:
This letter is very important to me - ეს წერილი ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის
Respond to my question - უპასუხე ჩემს შეკითხვას
და ა.შ. და ა.შ.
რაც შეეხება to-ს, როგორც ნაწილაკს, ეს განსხვავდება წინდებული to-სგან და ქართულად ცალკე არ ითარგმნება. ყოველთვის მოიაზრება ზმნასთან ერთად. ჩვენ რადგან არ გვაქვს ქართულ ენაში, ცოტა ძნელი გასაგები შეიძლება იყოს დამწყებისთვის, რა ჯანდაბაა ეს to და რაში სჭირდებათ ნეტა
არტიკლიც ეგრეა პრინციპში. 5-6 წლის ასაკში რომ დავიწყე ინგლისურის სწავლა, ვერ ვხვდებოდი, არტიკლი რატომ მოსდევდა წინ სიტყვებს და მეგონა a car/the car ნიშნავდა "ეს მანქანა"-ს
ინგლისურ ენაში ზმნას საწყის ფორმაში ყოველთვის თან სდევს to ნაწილაკი:
to eat - ჭამა
to write - წერა
და ა.შ.
აქ, როგორც უკვე გითხარი, არ ითარგმნება.
going to-ს რაც შეეხება, აქაც არ ითარგმნება to და ორივე ერთად აღნიშნავს მოქმედებას, რომელსაც მომავალში აპირებ.
მაგ. I am going to dance - მე ვაპრებ ცეკვას/ცეკვას ვაპირებ
-I think you should sleep!
-Yes, I am going to.
-ვფიქრობ, უნდა დაიძინო!
-კი, ვაპირებ.
I am going to-ს მსგავსებია ფორმით:
I need to - მჭირდება (რაღაცის გაკეთება)
I have to - რაღაც მაქვს გასაკეთებელი, მაგალითად, I have to go - წასასვლელი ვარ. I have to call him - უნდა დავურეკო.
თუ დააკვირდები, ასეთ წინადადებებში to-ს ყოველთვის მოყვება ზმნა საწყის ფორმაში (ან იგულისხმება)
და მრავალი სხვა
This post has been edited by subterranean on 26 Jun 2017, 18:07