მოკლედ გადავიკითხე ეს თემა და შოკში ვარ რასაც ჰქვია....
"იზმენებში" ჩავარდი რასაც ჰქვია.
რაცკი რამე დაავადება ინტერნეტში ვნახულობ ხოლმე მაგის ინფოს დეტალურად, სადღაც მეორე უკიდურესობაში ვვარდები ხოლმე, ახლა ვგრძნობ კიდევ იქაც აღარა ვარ მგონი ...
ხალხმა ხან საიდან გადამედოო და ხან საიდან, თვალები შუბლზე მაქვს ასული უკვე ისე ვარ.
ჰეპატიტიან ადამიანთან(რომელსაც უეჭველი ვიცი რომ აქვს ც) შეხება მქონია ერთხელ რამოდენიმე კვირის წინ, ისეც ხელი ჩამოვართვი მოხოლდ. თან ხელთათმანი ეკეთა იმ ტიპს... ჩემი ძალიან ახლო მეგობრის მეგობარია.
ხოდა იმ ჩემს მეგობარს ხანდახან შეხება იმ ადამიანთან. ნუ ხელის ჩამორთმევა, გადაკოცნა ხანდახან გადახვევა (ქართველებმა რომ ვიცით ხოლმე ისეთი რა, სულით და გულით). მასე შეიძლება გადავიდეს ადამიანზე?
რაც შემეხება მე, 1 კბილი 7-8 წლის წინ მაქვს დაპლომბის რაღაც ბავშვთა სტომატ.კლინიკაში, ერთიც წინა 4 წლის წინ(წინა კბილი).
2 წლის წინ უკანა კბილი გველესიანის კლინიკაში თუ რაცა ჰქვია რავ, ზუსტად მახსოვს ექიმს ბირბადეც ეკეთა და ხელთათმანებიც ეკეთა.
პარიკმახერთან დავდივარ და ნუ სანამ გავიგებდი ეს შიდსი რა არის და ჰეპატიტი პარიკმახერი ხანდახან მამაპაპური სამართებლით მპარსავდა ხოლმე კისერს. ეგეც 6 წელი იქნება ასე. მანამდე დედაჩემი მჭრიდა ხოლმე.
სისხლი არ გადამისხია არასდროს არც ჩემგან აუღიათ არასდროს. ნემსებიც საავადმყოფოში არ გამიკეტებია არასდროს, ერთი რაღაც წამალი წვეთოვანი გაიმიკეთეს მხოლოდ მეხუთე კლასსში, რომ ვიყავი ბოტკინი მქონდა.
უეჭველი მახსოვს რაღაც ფრთიანი ნემსი იყო და ცელოფნის შეფუთვიდან გახსნა ექიმმა.
საავადმყოფოშიც არ ვწოლილვარ.
სახლში ვიყავი და ცალკე სართულზე მეძინა ცალკე ოთახში. დიეტაც დავიცავდი მაგ დროს.
ხანდახან მწარე ან ძალიან ცხარეს რომ შევჭამ ხოლმე, ან ძალიან ქონიანს-ცხიმიან საკვებს ღვიძლი "მწიწკნის"სავით ხოლმე მომენტებში ძალიან უმნიშვნელოდ. მერე გამდის ისევ და ჩვეულებრივად ვარ.
ფილტვების ანთებისას გამიკეთა ნემსები დედაჩემმა წინა წელს, აფთიაქში ჩემი ხელით ვიყიდე შეფუთული ნემსები და იმას მიკეთებდა.
რეზერვისტებში ამიღეს სისხლი, საჩხვლეტი ყველას სხვადასხვა ჰქონდა და შეფუთვიდან ხსნიდნენ ჩვენს თვალწინ ექიმები.
ნარკომაინი არ ვარ, არც არასდროს გამიკეთებია.
ვიღაცას შეიძლება სასაცილოდ მოეჩვენოს ჩემი ნაწერი მაგრამ მაინტერესებს დიდია ალბათობა, რომ რამე მჭირდეს?
This post has been edited by lacrimos on 8 Jan 2008, 05:09