forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (9) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ორბელიანის მოედნის რეაბილიტაცია, იწყება
Perfecto_77
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3094
წევრი No.: 224389
რეგისტრ.: 27-September 16

გამოგზავნილია: 12 Dec 2017, 13:01  #51822277      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა


თბილისის მერია იწყებს ორბელიანის მოედნის რეაბილიტაციას. საინტერესოა რა გამოვა ბოლოს.

"თბილისში ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია დაიწყო.
სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე ეტაპს მოიცავს.
პროექტის საერთო ღირებულება 52 მილიონ ლარს შეადგენს, რომელიც ქალაქ თბილისის მერიის ბიუჯეტიდან დაფინანსდება.
ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციას თბილისის განვითარების ფონდი პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში განახორციელებს.
პროექტის პრეზენტაცია ორბელიანის მოედანზე გაიმართა."

აგერ ვიძიუ:





ასევე ჰამქარმა გამოაქვეყნა ინფო, რომ... ისაა... დავაკოპირებ პირდაპირ ბარემ:
SOS - მტკვრის ქუჩაზე კულტურის სამინისტროს შენობის გვერდით (!!!) რამდენიმე თვეა მიმდინარეობს ქუჩის კომუნიკაციების სარეაბილიტაციო სამუშაოები. სამშენებლო ტექნიკა აზიანებს არქეოლოგიურ ნაშთებს. ზერელე დაკვირვებით ეს არის მე-17, მე-18 საუკუნეების ნაგებობა. დიდი ალბათობით აბანო, კოშკის ნაფუძარი ან სხვა ნაგებობა, რაც აუცილებლად უნდა დაზუსტდეს.. იმის გათვალისწინებით რომ ეს ადგილი იყო ორბელიანთუბანი სავარაუდოდ ნაგებობა უნდა ყოფილიყო ორბელიანების საცხოვრებელი კომპლექსის ნაწილი. სასწრაფო რეაგირებაა საჭირო! მოვითხოვთ არქეოლოგის დაუყოვნებლივ ჩართვას და ნაშთების ჯეროვნად შესწავლა-გადარჩენას!
ველით პასუხს: თბილისის მერია / Tbilisi City Hall საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა თბილისის განვითარების ფონდი / Tbilisi Development Fund

ჰამქარის ფოტოები:
user posted image

user posted image

user posted image




This post has been edited by ტემპერა on 11 Jan 2018, 14:19


--------------------
არა არს დაფარულ...
darlan
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6615
წევრი No.: 181423
რეგისტრ.: 9-February 14

გამოგზავნილია: 12 Dec 2017, 18:02  #51823918      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ორბელიანის მოედნის რეაბილიტაცია


ეს რა კოშკი მოჩნას???
NVIDIA MAN
ქართველი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 14217
წევრი No.: 110278
რეგისტრ.: 24-January 10

გამოგზავნილია: 12 Dec 2017, 18:09  #51823954      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
darlan
QUOTE
ეს რა კოშკი მოჩნას???


ორბელიანები როგორც ცნობილია ქალაქის გალავნის მიღმად ცხოვრობდენ, ვინაიდან დაცული არ იყო მამული ქალაქის კედლით, აშენდა ეგ კოშკურა (კიდევ რამოდენიმე უნდა ყოფილიყო მაგრამ დღემდე ვერ მოაღწია).


--------------------
★CPU - Ryzen 5, 2600
★MB - B450 AORUS Elite
★GPU - EVGA 1080TI FTW3, 11GB
★COOLER - EVGA Liquid CLC 120 RGB
★PSU - EVGA 850G3 GOLD
★RAM - Vengeance RGB PRO 16GB
★SSD - Crucial M500, 500GB
★HDD - Barracuda 2TB
★CASE - NZXT Razer Edition H440
★MONITOR - Samsung C27HG70. 1440P. HDR10
Perfecto_77
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3094
წევრი No.: 224389
რეგისტრ.: 27-September 16

გამოგზავნილია: 12 Dec 2017, 18:10  #51823966      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
darlan
იუსტიციის სახლის მხრიდან კოლმეურნეობისკენ რომ ადიხარ (მტკვრის ქუჩაა ეს) მანდაა ეს კოშკი. სავარაუდოდ XVIII საუკუნისაა.
Rapanui
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3530
წევრი No.: 162852
რეგისტრ.: 4-March 13

გამოგზავნილია: 12 Dec 2017, 20:35  #51824673      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
პრეზენტაციიდან ჩანს, რომ ყოფილ ტრამვაის გაჩერებასთან რომ გადახურვაა რკინის კონსტრუქციებით, მაგის დემონტაჟს აპირებენ help.gif
ისტორიული იერსახის შენარჩუნებაო, ისაო, ესაო და მაგას სპობენ drug.gif

ტემპერა
თბილისის ჰამქარი არ აპირებს ამაზე რეაგირებას? rolleyes.gif

user posted image
Perfecto_77
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3094
წევრი No.: 224389
რეგისტრ.: 27-September 16

გამოგზავნილია: 12 Dec 2017, 21:13  #51824870      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Rapanui
აუ ეგ ადგილია?
მაგის აღება როგორ შეიძლება.
უძველესია.
* * *
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ განცხადება გაავრცელა: ქ. თბილისში მტკვრის ქუჩაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური ობიექტის სამომავლო კონსერვაციის საკითხს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მომდევნო კვირის განმავლობაში შეიმუშავებს. საბოლოო გადაწყვეტილებას სააგენტო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მუდმივმოქმედი საბჭოს წევრების შეფასებებისა და დასკვნების საფუძველზე მიიღებს, რომლებმაც მე-19 საუკუნის დროინდელი ისტორიული ნაშთები დღეს გასვლითი სხდომის ფარგლებში უკვე მოინახულეს.

არქეოლოგების, არქიტექტორ-რესტავრატორებისა და ხელოვნებათმცოდნეებისგან დაკომლექტებული საბჭოს წინასწარი შეფასებით, ინფრასტრუქტურული სამუშაოების დროს გამოვლენილი არქეოლოგიური ობიექტი 2 საუკუნის წინანდელ აგურით ნაშენ წყალშემკრებ საკომუნიკაციო ნაგებობას წარმოადგენს, რომელსაც მე-20 საუკუნის 50 იანი წლებიდან პირველადი დანიშნულების ფუნქცია დაკარგული აქვს. საბჭოთა პერიოდიდანვე მას სამშენებლო სამუშაოების შედეგად მნიშვნელოვანი დაზიანებები აქვს მიღებული. ობიექტს მოშლილი აქვს გუმბათოვანი გადახურვის კონსტრუქცია. ამავდროულად წყალშემკრები ნაგებობა მუდმივად იმყოფება გრუნტის წყლის დატბორვის ზემოქმედების ქვეშ, რაც მისი ღია კონსერვაციით შენარჩუნების პირობებში სათანადო გეოლოგიურ და ინჟინრულ ჩარევას მოითხოვს.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, თბილისის განვითარების ფონდისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ერთობლივი გადაწყვეტილებით, არქეოლოგიური ობიექტის თხრილი, უსაფრთხოების მიზნით, დამცავი ღობით შემოიფარგლება. მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები კი, რომელიც უბნის ცენტრალური საკანალიზაციო მილსადენის რეაბილიტაციას და სავალი გზის კეთილმოწყობას ითვალისწინებს, სააგენტოს არქეოლოგიური სამსახურის ზედამხედველობის ქვეშ წარიმართება.

* მტკვრის ქუჩაზე არქეოლოგიური ობიექტი ინფრასტრუქტურული სამუშაოებისას 1 დეკემბერს გამოვლინდა. მშენებელმა კომპანიამ მიმდინარე სამუშაოები კანონმდებლობის თანახმად შეაჩერა და შესაბამისი შეტყობინებით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს აცნობა. 12 დღის განმავლობაში, შესაძლო ფიზიკური დაზიანების თავიდან ასაცილებლად, ობიექტი მუდმივად იმყოფებოდა სააგენტოს არქეოლოგიური სამსახურის ზედამხედველობის ქვეშ. არქეოლოგიური ნაშთების გაწმენდის შედეგად გამოვლენილი ფრაგმენტები ინვენტარიზებულია და დაცულია სააგენტოს არქეოლოგიური სამსახურის ფონდში.

#კულტურულიმემკვიდრეობა
* * *
თბილისის განვითარების ფონდმაც გააკეთა განცხადება:
მტკვრის ქუჩის N1-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, საინჟინრო-საკომუნიკაციო სამუშაოების წარმოებისას აღმოჩენილი ძველი აგურის წყობით ნაშენი კედლების ისტორიული კვლევა მიმდინარეობს.

ფაქტის შესწავლის მიზნით, დღეს ადგილზე თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, თბილისის განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი ბაიდარაშვილი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ ანთიძე და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

სპეციალისტების მხრიდან გამოითქვა მოსაზრება, რომ აღნიშნული აგურის კედლის წყობა ისტორიულად შესაძლოა, მე-19 საუკუნის კოლექტორი იყოს, რომელიც საკომუნიკაციო სისტემებით მტკვარს უერთდებოდა. კოლექტორი საბჭოთა პერიოდში დაზიანდა, თუმცა მისი ძირითადი ნაწილი შემორჩენილია.

თბილისის მერიისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელთა შეთანხმებით, ერთი კვირის ვადაში, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო მოამზადებს მიდგომას, თუ როგორი ფორმით წარიმართება შემდგომი სამუშაოები. გამოითქვა სურვილი, რომ აღნიშნული ისტორიული ნაწილის ვიზუალიზაცია მოხდეს და მისი კონსერვაცია ჩატარდეს.

ისტორიული კვლევის დასრულებამდე, უსაფრთხოების მიზნით, აღნიშნული ტერიტორიის შემოღობვა მოხდება, ხოლო შემდგომი სამუშაოები საბოლოო დასკვნის მიხედვით გაგრძელდება.


კარგია თუ ასე მოხდა. აქვთ სურვილი რომ ვიზუალიზაცია მოხდეს და კონსერვაცია ჩატარდესო! დაველოდოთ შედეგებს.
Snow93
✜✜✜Then The Winged Hussars Arrived✜✜✜


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2258
წევრი No.: 158539
რეგისტრ.: 2-January 13

გამოგზავნილია: 13 Dec 2017, 10:01  #51826800      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (Perfecto_77 @ 12 Dec 2017, 21:13 )
Rapanui
აუ ეგ ადგილია?
მაგის აღება როგორ შეიძლება.
უძველესია.

კოლმეურნებასთან ყვავილები სადაც იყიდება


--------------------
www.stalker.ge - Urban Exploration
Farenheit
G thang


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3811
წევრი No.: 142660
რეგისტრ.: 4-February 12

გამოგზავნილია: 13 Dec 2017, 10:22  #51826846      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
არკას ხელი არ ახლონ ახვრებმა mad.gif
ფართების მომატების ხარჯზე ეგეთი ვანდალიზმი არ შეიძლება


--------------------
ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა იმისთვის რომ ელოდო სანამ ვიღაც კეთილს ინებებს და ჩამობრძანდება თავისი პედესტალიდან
Perfecto_77
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3094
წევრი No.: 224389
რეგისტრ.: 27-September 16

გამოგზავნილია: 13 Dec 2017, 11:24  #51827066      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Snow93
QUOTE
კოლმეურნებასთან ყვავილები სადაც იყიდება

ვიცი კი, 20 ნომერი ავტობუსის გაჩერება როა. იმედია უბრალოდ რამე შეცდომაა იმ ვიდეოში, თორე მაგ კონსტრუქციის მოხსნა როგორ უნდა მოუვიდეს თავში ვინმეს...

რაც შეეხება მტკვრის ქუჩაზე აღმოჩენილ ობიექტს, იწრმუნებიან სათანადო სამუშაოები ჩატარდებაო და ხელს არ ვახლებთო ზედმეტადო. იმედია მართლაც მოხდება კონსერვაცია და ვიზუალიზაცია და ტურისტებისთვის მისაწვდომი იქნება სანახავად.
Carver
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10063
წევრი No.: 105662
რეგისტრ.: 23-November 09

გამოგზავნილია: 14 Dec 2017, 03:48  #51831925      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ეგ ტერიტორია, მიწის ქვეშ, საბადოა არქეოლოგებისთვის..
Rapanui
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3530
წევრი No.: 162852
რეგისტრ.: 4-March 13

გამოგზავნილია: 14 Dec 2017, 04:24  #51831972      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Perfecto_77
QUOTE
ვიცი კი, 20 ნომერი ავტობუსის გაჩერება როა. იმედია უბრალოდ რამე შეცდომაა იმ ვიდეოში, თორე მაგ კონსტრუქციის მოხსნა როგორ უნდა მოუვიდეს თავში ვინმეს...

არაა შეცდომა. ამხელა რაღაც როგორ უნდა გამორჩენოდათ.
თან განა მარტო ახლანდელ პრეზენტაციაში არაა.
რამდენიმე თვის წინ, პირველი რენდერები რომ გამოაქვეყნეს იმაშიც არაა:

user posted image
user posted image
user posted image
NVIDIA MAN
ქართველი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 14217
წევრი No.: 110278
რეგისტრ.: 24-January 10

გამოგზავნილია: 14 Dec 2017, 11:11  #51832480      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
და მიზეზი რაღააა რო აშორებენ ხო კარგად არიან!

ივანიჩ
member title


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10871
წევრი No.: 33192
რეგისტრ.: 16-April 07

გამოგზავნილია: 14 Dec 2017, 11:26  #51832537      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
რენდერზე დადის ტრამვაი
და სამანქანო გზაც აღარ არის
და ესე იქნება ვითომ?
Perfecto_77
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3094
წევრი No.: 224389
რეგისტრ.: 27-September 16

გამოგზავნილია: 14 Dec 2017, 16:25  #51833961      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Rapanui
QUOTE
არაა შეცდომა. ამხელა რაღაც როგორ უნდა გამორჩენოდათ.
თან განა მარტო ახლანდელ პრეზენტაციაში არაა.
რამდენიმე თვის წინ, პირველი რენდერები რომ გამოაქვეყნეს იმაშიც არაა:


ვაახ facepalm.gif

იმედია დატოვებენ მაინც... ვინმე როგორ არ ეყოლებათ გუნდში ჭკუა რომ მოეკითხებოდეს.
Rapanui
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3530
წევრი No.: 162852
რეგისტრ.: 4-March 13

გამოგზავნილია: 14 Dec 2017, 22:16  #51835834      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Perfecto_77
QUOTE
იმედია დატოვებენ მაინც...

რენდერებზე რახან არაა, ე.ი. დაშლიან და ამიტომ შენი იმედი უსაფუძვლოა old.gif

ივანიჩ
QUOTE
რენდერზე დადის ტრამვაი

არ დადის - უბრალოდ იდგებიან, როგორც ბარათაშვილზე დგას და ალბათ სავაჭრო ობიექტი იქნება (კაფე, სუვენირების მაღაზია და რამე)

user posted image
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (9) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0249 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]