forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (4) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ახალი ტრანსპორტირების საშუალება თბილისში, aicar
mywebber
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1001
წევრი No.: 156721
რეგისტრ.: 5-December 12

გამოგზავნილია: 9 Apr 2019, 13:53  #54485831      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
თბილისში საზიარო ავტომობილის (Car Sharing) პროექტი დღეს მთელი დატვირთვით ამოქმედდა. კომპანია „აიქარის“ თბილისში 50 ელექტრომობილი ჰყავს განთავსებული, თუმცა საბოლოო ჯამში პროექტში 3 000 ელექტრომობილი ჩაერთვება.

„aicar“-ის მუშაობის მთავარი პრინციპია დაზოგო დრო და ფინანსები.

როგორც imedinews კომპანიაში განუცხადეს მომხმარებელს შეუძლია, დღის ნებისმიერ მონაკვეთში, სპეციალური აპლიკაციის საშუალებით, იპოვოს უახლეს წერტილში aicar-ის მანქანა და სასურველი მიმართულებით გადაადგილდეს.

ავტომანქანით სარგებლობის შემდეგ, ავტომობილის დატოვება მომხმარებელს თბილისის მასშტაბით ნებისმიერ პარკინგზე შეეძლება.

aicar-ის ავტოპარკის ყველა ავტომობილი ელექტრონულია. სერვისით სარგებლობის შემთხვევაში, თანხის გადახდა ბარათით იქნება შესაძლებელი და ის როგორც - კილომეტრების, ასევე დროის რაოდენობაზე იქნება დამოკიდებული.

1 კმ - 45 თეთრი, 1 წუთი კი - 8 თეთრი ეღირება და ფასის დათვლის დროს გამოანგარიშება ორივე კომპონენტის მიხედვით მოხდება.

user posted image

ჩემი აზრით ძალიან მაგარი სერვისია.
სამსახურთან დგას ერთი მანქანა და თუ არავინ აიყვანა საღამომდე biggrin.gif დღეს გავტესტავ და დავწერ როგორი იქნება.

სერვისით სარგებლობისთვის საჭიროა გადმოწეროთ აპლიკაცია. გაიაროთ ვერიფიკაცია პირადობის და მართვის მოწმობით.

ვინც გადმოწერას და გამოყენებას დააპირებთ აგერ ამ პრომო ლინკიდან ჩამოტვირთეთ და 3 ლარი დაგერიცხებათ თქვენც და მეც https://www.aicar.ge/device/?promo=QEQBRA


--------------------
სისტემა თითებს მოიჭრის რომ ხელი გადაარჩინოს.
სისტემა რეორგანიზაციას მოახდენს,
ახალ ინტერესს გამოთვლის,
ახალ ხელმძღვანელობას შექმნის.

სადამდეც სისტემისთვის საარსებო საჭირო გარემოებები იარსებებს სისტემაც გაძლებს.
kataxxl
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8381
წევრი No.: 16222
რეგისტრ.: 14-January 06

გამოგზავნილია: 10 Apr 2019, 23:39  #54493290      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
mywebber

ვისარგებლე უკვე

ძვირია

მაგრამ მანქანა კაია

13 მანქანაზე მეტს არ აჩვენებს აპლიკაცია

თუ რაოდენობა გაიზდება უფრო მოსახერხებელი იქნება.....

ეხლა ძალიან რთულია მანქანის პოვნა იმიტომ რომ ცოტა მანქანებია


--------------------
vittu mitä säätöä!
JSB14BSJ
==NSDAP==


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2546
წევრი No.: 184061
რეგისტრ.: 30-March 14

გამოგზავნილია: 17 Apr 2019, 08:38  #54522421      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
დებილი ქართველი ჟურნალისტი ამ ინკარნაციაში ქართულს მაინც ვერ ისწავლის.
"ელექტრონულსა" და "ელექტროს" შორის განსხვავებას რო გაიგებენ ეს ტვინგალაყებულები, აფხაზეთი დაბრუნდება ალბათ.
კიდე ისაა ღადაობა, ჩვეულებრივ მანქანაზე მანქანას ან ავტომობილს რო ამბობენ და ჰიბრიდზე - "ეგრეთ წოდებულ ჰიბრიდს"
biggrin.gif

ამას რაც შეეხება, არ ვიცი, რამდენაც იმუშავებს ქართულ რეალობაში. ჩემი აზრით, მანქანებს მძიმე ცვეთა ექნება ქართველი ვაჟკაცის ხელში. დიდი დაკვირვების უნარი არ უნდა იმის დანახვას, რო ხალხი საკუთარს არ უფრთხილდება და სხვისი ნივთის დაზიანებაზე ათავებს, ისეთ სიამოვნებაში ვარდება. მხოლოდ სავალ ნაწილს არ ვგულისხმობ, სალონსაც.


--------------------
ღმერთმან შეგამკო, ვერავინ გჯობს ქებული
და თავით თვისით
მზე ხარ გაბრწყინვებული
--
ბეთჰოვენის მეცხრეს ფინალი ხომ არა გაქვთ, კარაიანის შესრულებით და ნიკას დირიჟორობით? © Johnnie Walker
mywebber
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1001
წევრი No.: 156721
რეგისტრ.: 5-December 12

გამოგზავნილია: 17 Apr 2019, 12:20  #54523142      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ამას რაც შეეხება, არ ვიცი, რამდენაც იმუშავებს ქართულ რეალობაში. ჩემი აზრით, მანქანებს მძიმე ცვეთა ექნება ქართველი ვაჟკაცის ხელში. დიდი დაკვირვების უნარი არ უნდა იმის დანახვას, რო ხალხი საკუთარს არ უფრთხილდება და სხვისი ნივთის დაზიანებაზე ათავებს, ისეთ სიამოვნებაში ვარდება. მხოლოდ სავალ ნაწილს არ ვგულისხმობ, სალონსაც.

ჩაიჯვა უკვე აპლიკაციამ biggrin.gif პრეზენტაციის დღეს მუშაობდა მარტო მგონი
kataxxl
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8381
წევრი No.: 16222
რეგისტრ.: 14-January 06

გამოგზავნილია: 17 Apr 2019, 20:31  #54525510      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
mywebber

ჩაიჯვა არა გამოიჯვა

ორი კვირაა საკაიფოდ ვსარგებლობ

იმედია მეტ ავტოებს შემოყრიან

ეხლა მთავარი პრობლემა ავტოს აყვანაა

კიდე ფასს თუ დაწევენ ცოტა ვობშე მაგარი იქნება

რავი ვინც ვსარგებლობთ ყველა ვუფთხილდებით

ჯერ ახალი ავტოებია და ჭუჭყიანია ხანდახან. სხვა პრობლემა მე არ შემხვედრია
Krusty_the_Clown



*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2513
წევრი No.: 200823
რეგისტრ.: 9-April 15

გამოგზავნილია: 17 Apr 2019, 21:05  #54525721      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ტაქსის აყვანას რითი ჯობია ეს? ძირითადად ფინანსები მაინტერესებს.


--------------------
Herschel Shmoikel Pinchas Yerucham Krustofski

კაცი დიდხანს თუ ცოცხლობ, აუცილებლად განიწმინდები. იმპოტენცია განგწმენდს.
გელა ჩარკვიანი.
otokarcobra
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7370
წევრი No.: 84489
რეგისტრ.: 12-February 09

გამოგზავნილია: 17 Apr 2019, 21:52  #54525988      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (Krusty_the_Clown @ 17 Apr 2019, 21:05 )
ტაქსის აყვანას რითი ჯობია ეს? ძირითადად ფინანსები მაინტერესებს.

ქავთარაძიდან (შსს) სანზონაში გავედი ღრმაღელის მეტროსთან, ნახევარი საათი გავჩერდი და წამოვედი უკან ქავთარაძეზე. 10.95 ლარი.


--------------------
”ქებადიდებას სომხებისას საყვირით ჰყვირიან და ამასთან, საცა გინდათ და არ გინდათ, ქართველებს მიწასთან გვასწორებენ და დედა-ბუდიანად გვთხრიან” (c) ილია

როგორც ვიცი, კანონმდებლობით, ნებაყოფლობითია გადასახადის გადამხდელად დარეგისტრირდები თუ არა (c) Qnet-ელი Woman777
Carver
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10032
წევრი No.: 105662
რეგისტრ.: 23-November 09

გამოგზავნილია: 17 Apr 2019, 21:54  #54526004      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
1 კმ - 45 თეთრი, 1 წუთი კი - 8 თეთრი ეღირება და ფასის დათვლის დროს გამოანგარიშება ორივე კომპონენტის მიხედვით მოხდება.

კილომეტრაჟის მიხედვით ძალიან იაფია,
წუთობრივი თვლა down1.gif საცობში რომ მოხვდები ჯობს გააჩერო..
mywebber
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1001
წევრი No.: 156721
რეგისტრ.: 5-December 12

გამოგზავნილია: 17 Apr 2019, 22:50  #54526341      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
kataxxl
QUOTE
ჩაიჯვა არა გამოიჯვა

რევიუებს გადახედე მეგობარო playstore-ზე.

QUOTE
ტაქსის აყვანას რითი ჯობია ეს? ძირითადად ფინანსები მაინტერესებს.

იდეაში ტაქსზე უფრო იაფი უნდა ღირდეს მე ვერ გავტესტე ჯერ მაგ უპირატესობის გასარკვევად biggrin.gif
kataxxl
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8381
წევრი No.: 16222
რეგისტრ.: 14-January 06

გამოგზავნილია: 17 Apr 2019, 22:55  #54526374      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
mywebber

რავი ჩემთან და საახლობლოში მუშაობს ხანდახან იქრაშება მაგრამ იშვიათად. ნუ არ მაწუხებს

Krusty_the_Clown

მე ძირითადაფ საკატაოდ ვიყენებ

ტაქსზე იაფი კი გამოდის ისე

თან ელ მანქანაა და საკაიფო სატარებელია.

ნუ მე მომწონს smile.gif

პირად ავტოზე ძვირია მაგრამ როგორც ვთქვი მე საკატაოდ ვიყენებ შაბათ კვირას
Krusty_the_Clown



*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2513
წევრი No.: 200823
რეგისტრ.: 9-April 15

გამოგზავნილია: 18 Apr 2019, 10:56  #54528307      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
otokarcobra
mywebber
kataxxl
მადლობა ინფორმაციისთვის, ალბათ თავისი ნიშა ეყოლება, თუმცა მე პირადად დიდად არ მხიბლავს უცხო მანქანის მართვა, მირჩევნია ასეთ შემთხვევაში სხვა მომემსახუროს.
Snow93
✜✜✜Then The Winged Hussars Arrived✜✜✜


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2248
წევრი No.: 158539
რეგისტრ.: 2-January 13

გამოგზავნილია: 18 Apr 2019, 11:37  #54528525      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ამდენი ვითომ ინოვაციური თემების შემოგდებას საზ. ტრანსპორტს მიხედონ ისევ ჯობია... ეს მოაგავრებს ახლა საცობების და დაბინძურბეის პრობლემას? facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif


--------------------
www.stalker.ge - Urban Exploration
Krusty_the_Clown



*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2513
წევრი No.: 200823
რეგისტრ.: 9-April 15

გამოგზავნილია: 18 Apr 2019, 12:00  #54528650      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Snow93
QUOTE
ეს მოაგავრებს ახლა საცობების და დაბინძურბეის პრობლემას?

ეს სასაცილოც კი არაა
kataxxl
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8381
წევრი No.: 16222
რეგისტრ.: 14-January 06

გამოგზავნილია: 18 Apr 2019, 20:00  #54531208      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Snow93

კაი წამოწყებაა

ბევრი ისარგებლებს თუ გაიზდება მანქანების რაოდენობა და დამტენების რაოდენობაც

ჩემთვის ეს საზოგადოების ელ მანქანების კულტურასთან ზიარების აქცია უფროა

ბევრი ნახავს გასინჯავს და მიხდვდება რა არის ელექტრო მანქანა

მიხვდება რომ ის შიდაწვის ძრავიან ავტომობილს ყველაფრით ჯობია და მოუნდება ყავდეს მსგავსი რამ

შესაბამისად საზოგადოება უფრო მალე გადავა ელ მანქანებზე

შესაბამისად ეშველება ეკოლოგიას გვეშველება ყველას

მე პირადად შიდაწვის ძრავიანი მანქანები უკვე წარსულის გადმონაშთად მიმაჩნია

ასევე მიმაჩნია რომ ამდენი ხანი მათი პოპულარიზაცია და გამრავლება დანაშაულია ადამიანების და კაცობრიობის წინაშე

რაც მალე გაწყდებიან ყველასთვის უკეთესი იქნება

გარშემო ვისაც ვეკითხები ყველას უკვე ელ მანქანა უნდა

უბრალოდ ჯერჯერობით არ არის დიდი არჩევანი - მოვა მგის დროც
Nescafe13
volvo


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9043
წევრი No.: 204458
რეგისტრ.: 1-July 15

გამოგზავნილია: 18 Apr 2019, 20:58  #54531470      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
kataxxl
QUOTE
შესაბამისად საზოგადოება უფრო მალე გადავა ელ მანქანებზე


დიდი სიამოვნებით ვიზამდი მაგას , არ მიყვარს არც ძრავის ხმა არც კაროფკი გარტყმები
მარა 200 კმში როცა მიდიხარ თბილისიდან რა გინდა რომ ქნა
მინიმუმ 250 კმზე როცა ავა ელ მანქნა ვიყიდი სიამოვნებით , თესლა კი გადის მარა ბინის ფასი ადევს რომ იყიდო

მანქანა რომელიც 100-120 კმს გადის არაპრაქტიკულია თU მითუმეტეს საკუთარი სახლი არ გაქ ადამიანს
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (4) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0308 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]