forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
  Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> განყოფილების წესები, წაიკითხეთ, სანამ რამეს დაწერთ
დელფი
ვაშლოფილი-სტივისტი


******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 9915
წევრი No.: 8969
რეგისტრ.: 23-February 05

გამოგზავნილია: 23 Feb 2012, 11:21  #29861564      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი
გთხოვთ ფორუმის საერთო წესებთან ერთად დაიცვათ შემდეგი წესები:

01. იკრძალება VS თემების გახსნა მაგ. Apple Mac-ი ჯობია თუ Linux-ი გარდა ამისათვის სპეციალურად განკუთვნილი თემისა: გლობალური ჯიჰადი ამ წესის დარღვევისათვის ბანი ერთი კვირით

02. იკრძალება ისეთი თემების გახსნა რომლებიც კავშირში საერთოდ არ არის ამ განყოფილებასთან

03. სასტიკად იკრძალება ოფტოპიკები და ჩატაობა ნებისმიერ თემაში, გარდა ამისათვის განკუთვნილი სპეციალური თემისა გლობალური ჯიჰადი

04. იკრძალება ე.წ. "ვარეზის" ბმულების გამოქვეყნება. გამეორების შემთხვევაში, ავტორი მიიღებს ვორნს

05. გთხოვთ, გასაგებად ჩამოაყალიბოთ თემის სათაური და არ მოუწოდოთ ხალხს თემაში შესვლისაკენ და დახმარებისაკენ

06. აკრძალულია ნებისმიერი ფორუმელის შეურაცხყოფა (თუ არ მოგწონს შეიძლება ზრდილობიანადაც გამოხატო, ან საერთოდ არ გააკეთო კომენტარი)

07. ფოტოებისა და Screenshot-ების დასადებად გამოიყენეთ რომელიმე გარე ჰოსთინგი (მაგალითად, http://pix.ge ან რაიმე მაგდაგვარი). ერიდეთ რუსეთში განთავსებული ჰოსთინგის გამოყენებას. ატვირთული სურათის მაქსიმალური ზომები უნდა იყოს 800x600 პიქსელი. წესის დაცვის გარეშე ატვირთული სურათი წაიშლება მოდერატორის მიერ

08. კატეგორიულად იკრძალება გინების და უცენზურო სიტყვების გამოყენება ფორუმზე, მათ შორის წერტილებით ან რაიმე სხვანაირად შენიღბული, გინება აკრძალულია ნებისმიერი ფორმით და მორჩა!

09. მოდერატორს შეუძლია ჩაასწოროს არამართებული ქართულის შემცველი ნებისმიერი პოსტი. დიდი თხოვნა იქნება, წეროთ გამართული ქართულით და პატივი სცეთ მშობლიურ ენას

10. როდესაც უკმაყოფილო ხართ მოდერატორის ქმედებით, ჯერ უნდა მისწეროთ PM-ით და თუ ვერაფერი გაარკვიეთ, მაშინ "ფორუმის შესახებ"-ში შეგიძლიათ იჩივლოთ

11. ჩვენ ვერ ვხსნით "ვორნებს", ვორნები ავტომატურად ჩამოგშორდებათ ყოველი 30 დღის მერე - 20%

ზემოთ ხსენებული წესებიდან ნებისმიერის და ფორუმის საერთო წესების დარღვევის შემთხვევაში მომხმარებელი იქნება სიტყვიერად გაფრთხილებული, ხოლო დარღვევის განმეორების შემთხვევაში მიიღებს ვორნს ან ბანს!

This post has been edited by ჰეისან on 20 Jan 2013, 15:18


--------------------
Per ardua ad astra...

http://www.gogelia.ge
http://www.gemug.ge
http://www.go.ge
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0211 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]