თბილისის ფუნიკულიორი არის საბაგირო რკინიგზა, რომელიც აკავშირებს ერთმანეთს ჭონქაძის ქუჩას და მთაწმინდის პარკს.
პროექტი დამტკიცდა 1900 წელს, ავტორი ბელგიელი ინჟინერი ალფონს რობი.
მშენებლობა დაიწყო 1903 წელს . ფუნიკულიორის მშენებლობაში დიდი წვლილი შეიტანა ნიკო ნიკოლაძემ, რომლის ინიციატივით მოკლე დროში შესრულდა რკინაბეტონის სამუშაოები ესტაკადისათვის.
გზის სიგრძე - 501 მ, ლიანდაგის დახრის კუთხე - 28-33°, ხოლო რელსებს შორის მანძილი - 0,98 მ.
ფუნიკულიორის ზედა სადგურის სიმაღლე ზღვის დონიდან 727 მ, ქვედა სადგურისა 460 მ, სადგურებს შორის დონეთა სხვაობა - 267 მ.
გასული საუუკუნის ბოლო ათწლეულში ფუნიკულიორმა შეწყვიტა ფუნქციონირება. ის ხელახლა ექსპლუატაციაში შევიდა 2012 წლის დეკემბერში. მთლიანად შეიცვალა ვაგონები, რელსები , ბაგირები და ყველანაირი მექანიზმი.
სისტემა არის ავსტრიული "დოპელმაიერის" მარკის.
ამჟამად მოქმედია მხოლოდ ქვედა და ზედა სადგურები. ხდება რემონტი შუა სადგურის, რომლიდანაც მგზავრებს შეეძლებათ მთაწმინის პანთეონში მოხვედრა.
მგზავრობის ღირებულებაა 2 ლარი
წინა თემების ლინკები
განახლებული ფუნიკულიორიგანახლებული ფუნიკულიორიდღევანდელი ფოტოსესია:
ვაგონი N2 შემოდის ქვედა სადგურზე
ელოდება მგზავრებს, ჩერდება 10 წუთით.
მართვის პანელი და დისპლეი
კონდუქტორი საკმაოდ კარგი უნიფორმით.
პირველი და მეორე ვაგონის კონდუქტორებს აქვთ კავშირი როგორც რაციით, ასევე ფიქსირებული ტელეფონით.
ყველაზე პატარა მგზავრი
შუა სადგური. ჯერ-ჯერობით იქ მოხვედრა მხოლოდ დაცვის თანამშრომელს შეუძლია
ასე უქცევენ ერთმანეთს გვერდს ვაქონები
ქვედა სადგურის ფასადი
This post has been edited by Fabian on 4 Mar 2013, 20:43