კარს მოგვადგა 2018 წლის ბაქოს მსოფლიო ჩემპიონატი ძიუდოში!ბაქოს მსოფლიო ჩემპიონატი სტარტს აიღებს 20 სექტემბერს და გაგრძელდება 27 სექტემბრის ჩათვლით
საინტერესო ფაქტები:- 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი, რიგით 54-ე იქნება
- მედლები გათამაშდება შემდეგ კატეგორიებში:
-> მამაკეცები (60, 66, 73, 81, 90, 100, 100+) - ქალები (48, 52, 57, 63, 70, 78, 78+)
- მიმდინარე ჩემპიონატზე, 5 კონტინენტის, 129 ქვეყნის 800 ძიუდოისტი მიიღებს მონაწილებას (491 მამაკაცი და 309 ქალი)
ისტორიაძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატი 1956 წლიდან იღებს სათავეს. პირველი მსოფლიო ჩემპიონატს ძიუდოს სამშობლოში ტოკიომ უმასპინძლა. ტურნირი მხოლოდ აბსოლუტურ წონაში გაიმართა და ოქროს მედალს იაპონელი შოკიტი ნაცუი დაეუფლა. ტურნირის ფორმატი 1965 წელს შეიცვალა, როდესაც რიოში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ხუთ სხვადასხვა წონაში გამოვლინდნენ გამარჯვებულები. სწორედ რიოში აბსოლუტურ წონით კატეგორიაში მოიპოვა ვერცხლის მედალი ანზორ ქიბროწაშვილმა. სწორედ ამ წლიდან დადგინდა მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების დროს და ის ყოველ ორ წელიწადში იმართებოდა.
მომდევნო მნიშვნელოვანი თარიღია 1987 წელი, როდესაც დასავლეთ გერმანიის ქალაქ ესენში პირველად ძიუდოს ისტორიაში ქალების და კაცების მსოფლიო ჩემპიონატი პარალელურ რეჟიმში ჩატარდა. მანამ ქალების მსოფლიო ჩემპიონატი დამოუკიდებლად 1980 წლიდან იმართებოდა. 1994 წელს კი პარიზმა პირველ გუნდურ მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლა.
პირველი მსოფლიო ჩემპიონატი, სადაც ქართველებმა საქართველოს დროშის ქვეშ იასპარეზეს 1992 წლის მსოფლიო ჩემპიონატი იყო, კანადის ქალაქ ჰამილტონში. პირველი მედალი საქართველოსთვის გიორგი ვაზაგაშვილმა მოიპოვა (ბრინჯაო), შემდეგ კი დავით ხახალეიშვილს ერთი შეხვედრის მოგება დააკლდა ოქროს მედლამდე. ქართველები ამ ერთი შეხვედრის მოგებას 15 წელიწადი ელოდნენ, სანამ 2007 წელს რიოში ირაკლი ცირეკიძემ ილიას ილიადისი არ დაამარცხა. ის არის საქართველოს სახელით პირველი მსოფლიო ჩემპიონი.
2009 წლის როტერდამის მსოფლიო ჩემპიონატიდან ტურნირი ყოველ წელს იმართება. 2013 წელს ავთანდილ ჭრიკიშვილი გახდა მეორე მსოფლიო ჩემპიონი საქართველოს სახელით, ასევე აღსანიშნავია საქართველოს გუნდის სამ გზის მსოფლიო ჩემპიონობა 2006, 2008, 2013 წლებში.
რეკორდები
ყველაზე ტიტულოვანი ძიუდოისტი მსოფლიო ჩემპიონატზე - ტედი რინერი (8 ოქრო)
ყველაზე მეტი მედალი მსოფლიო ჩემპიონატზე - ტედი რინერი 9 (8 ოქრო, 1 ვერცხლი)
ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიო ჩემპიონი - რიოკო ტამურა (1992, 18 წელი და 1 თვე)
ყველაზე ტიტულოვანი გუნდი მსოფლიო ჩემპიონატზე - იაპონია (11ოქრო)
ყველაზე მეტი მსოფლიო ჩემპიონის ქვეყანა: იაპონია (125 ოქრო)
ქართველი მსოფლიო ჩემპიონები
თემურ ხუბულური (1979, 1981)კობა კურტანიძე (1989)
ამირან ტოტიკაშვილი (1989)
ირაკლი ცირეკიძე (2007)
ავთანდილ ჭრიკიშვილი (2014)
ჩვენი ნაკრები კი შემდეგნაირი შემადგენლობით გამოვა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე:-60 (პაპინაშვილი, ჩხვიმიანი)
-66 (მარგველაშვილი)
-73 (შავდათუაშვილი)
-81 (რეხვიაშვილი)
-90 (ღვინიაშვილი, მარგიანი)
-100 (ლიპარტელიანი)
100+ (თუშიშვილი)
მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის პირდაპირ რეპორტაჟს შემოგვთავაზებს სილკ სპორტი (სავარაუდოდ სილქ უნივერსალი) და ევროსპორტი
ასევე შეგიძლიათ ონლაინ რეჟიმშიც მიადევნოთ თვალი ამ ულამაზეს ღონისძიებას -
https://live.ijf.org/გთავაზობთ ოფიციალურ პრომო ვიდეოს: This post has been edited by _R@uL_ on 14 Sep 2018, 13:01