2 წლის წინ შვებულებაზე სოფელს ვეწვიე, ხონის ტელევიზიაზე გადიოდა სიმღერა, მამაკაცი ძალიან მღეროდა "თავაწყვეტილ" იებზე
სოფელს უხდებოდა მარშუტკის სიმღერები... ჩართავდი და გახალისდებოდი...
ვისი ბავშვობაც 90-იან წლებთან ასოცირდება ყველას მოსმენილი გვაქვს, ყველას მოგვწონდა და ახლა აღარ გვახსოვს
...
მოკლედ აგერ ახლა გავიგე რომ ეს სიმღერა იებზე, მერაბ საშიასი ყოფილა..
სამსახურში, დაძაბული სამუშაო დღის განმავლობაში, ჩართავ სიმღერას "თავაწყვეტილ" იებზე, ობოლ ბიჭზე, თამუნიაზე, გასარეცხ კაბრიოლეტზე, ნაშუქარ ღიმილზე და (მიხვდები რომ სხვებს უფრო მეტად უჭირთ) გაგეცინება , აყვები სიმღერას(ადვილია ამ სიმღერაზე აყოლა
დიდ ვოკალს ამ მოითხოვს
) გახალისდები.
რატომ ვლანძრავთ ამ ხალხს? ყველა რომ ნანი ბრეგვაძე იყოს გვაწყობს?? ყველა იახტიდან გვიმღეროდეს? ყველა როკერობას იბრალებდეს??
დარწმუნებული ვარ ძამუკაშვილის სიმღერამ გაგახალისათ
ხოდა ვიხალისოთ, არა მგონია მარშუტკაში ბეთხოვენის და ბახის ნაწარმოებები საჭირო იყოს.. ყველაფერს თავისი ადგილი აქვს
ქუთაისელს ქუთაისური კილო უნდა ქონდეს, აჭარელს-აჭარული... სოფელში სეფა უნდა იშლებოდეს, ქორწილში ერთი პატარა ჩხუბიც სახალისო საყურებელია