Sony-მ წარმოგვიდგინა ახალი ფლაგმანური სმარტფონი, რომელსაც მსოფლიოში პირველად ყუთიდანვე მოყვება Android 9 Pie ოპერაციული სისტემა და დიახ, სმარტფონის დიზაინიც მნიშვნელოვნად შეიცვალა! სმარტფონის წინა პანელზე ამჯერად 18:9 ფორმატის მქონე 6.0 დიუმიანი QHD რეზოლუციის HDR10 ეკრანი არის განთავსებული კორპუსთან 81%-იანი თანაფარდობით, კუთხეები დამრგვალდა, Sony-ს ლოგომ ქვემოდ ჩაწია და სტერეო დინამიკების დიზაინი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება. უკანა პანელზე შუა ნაწილში განთავსდა კამერა, კამერისთვის განკუთვნილი სენსორები და ნათება, თითის ანაბეჭდის ბიმეტრიული სკანერი და NFC, რომლის ლოგოც საკმაოდ უცნაურად გამოიყურება. სმარტფონის უკანა პანელის დიზაინი რკალისებურია, რაც ნიშნავს იმას, რომ შუა ნაწილში მისი სისქე საკმაოდ დიდი იქნება, თუმცა ამას ვერ ვიგრძნობთ, რადგან კორპუსის კიდეები საკმაოდ თხელი იქნება. სმარტფონის დიზაინის საერთო შემადგენელი ნაწილები შუშა და მეტალი გახლავთ, რომელიც დაცულია წყლისგან და მტვრისგან IP68 სერთიფიკატით
Xperia XZ3-ის შემადგენლობაში გვხდება 10 ნანომეტიანი სუპერ მძლავრი ჩიფსეტი Snapdragon 845, 4/6 გიგაბაიტიანი LPDDR4X ოპერატიული მეხსიერება, 64 გიგაბაიტიანი UFS2.1 შესანახი მეხსიერება, მეხსიერების გაზრდა შესაძლებელია 400 გიგაბაიტიანი UFS2.1 ტექნოლოგიის ბარათით, სუპერ სწრაფი თითის ანაბეჭდის ბიომეტრიული სკანერი, Android 9 Pie ოპერაციული სისტემა(რომელიც მრავალი წელი მიიღებს სისტემურ და უსაფრთხოების განახლებებს) და მთავარი სიახლე S-Force მძლავრი Hi-Res აუდიო სისტემა ახალი DVS ტექნოლოგიით.
Xperia XZ3-ის შემთხვევაში ასევე გვხდება “QiWireless” უკაბელო დამუხტვის ტექნოლოგია და 3300 მილიამპერიანი ბატარეა.
კამერად წარმოდგენილია 19 მეგაპიქსელიანი 1/2.3 დიუმის ზომის სენსორი IMX400(რომელიც ყველაზე დიდი სენსორია ბაზარზე არსებულ ფლაგმანურ სმარტფონებს შორის), მის შემადგენლობაში გვხდება F2.0 დიაფრაგმიანი ლინზები, 5 AXIS(ღერძიანი) ელექტრონული სტაბილიზაცია), 4K HDR ვიდეოს გადაღება, “სუპერ შენელებული” ვიდეოს გადაღება FHD და HD რეზოლუციით 960 კადრით წამში, ასევე შესაძლებელია სტანდარტული შენელებული ვიდეოს გადაღება 120 კადრით წამში. წინა კამერად წარმოდგენილია 13 მეგაპიქსელიანი სენსორი FHD რეზოლუციის ვიდეო გადაღების შესაძლებლობით. 3D Creator აპლიკაცია უკვე წინა კამერაზეც მუშაობს.
წყარო: Vortex.ge This post has been edited by nodarie on 30 Aug 2018, 16:31
წამიშალა გიორგიმ რაც დავუწერე პასუხები, თემა დახურა, ახალი თემა გავხსენი,წაშალა და ბანი დამადო.ასე რომ მოვრჩი, ნახვამდის, ყველაფერი ნათქვამია :) არ მოეწონა პასუხები ბიჭს :)