კარტოფილი მართლაც რომ ერთერთი საუკეთესო საჭმელია ჩემთვის და არ მბეზრდება
კაი შემწვარი კარტოფილი რომ გამოგვივიდეს აუცილებელია
კარგი თუ არა ნორმალური კარტოფილი
თუჯის ტაფა (ჩუგუნის)
და მთავარი ინგრედიენტი არის ღორის მუცლის ქონი ( უმი ვარიანტი არა! უკვე დამზადებული აი როგორც სურათზეა დაბლა)
ღორის მუტლის ქონში შემწვარი კარტოფილი არის საერთოდ სხვა განზომილება უგემრიელესია თან სასარგებლოც არის მგონი
ამის ჩალიჩი უმარტივესია ღორის მუცლის ქონი უნდა იყიდოთ და უბრალოდ ქვაბში დაადნოთ და ბანკებში ჩაასხათ 1 ხელ იზამთ და ახალი მუღამით შეიწვავთ კარტოშკას
ეს თუ არ გაქვთ სალაში ცადეთ მაგაშიც გემრიელია
შემწვარი ხახვიც უხდება ზალიან
კეჩუპი არ მევასება რავი ტყემალი მირჩევნია ან მარნეულის ცოცხალი პომიდვრის საწებელი