#51986800 · 12 Jan 2018, 17:43 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
abrezi
სასამართლო დაუკმაყოფილებს სარჩელს იმ კომპანიას, რომლიც გიჩივით, შემდეგ სასამართლო გასცემს სააღსრულებლო ფულრცელს და აღსრულების ეროვნული ბიუოს მეშვეობით დაიწყება სააღსრულებლო წარმოება, რის შემდეგაც პირველ რიგში გეცნობებათ და მორიგების საშუალება კიდევ ერთხელ მოგეცემათ, შემდეგ მოხდება საცხოვრებელ ადგილზე აღსრულების პოლიციის მისვლა და ნივთების აღწერა და დაყადაღება, თუ ის ნივთები თქვენ არ გეკუთვნით მოუწევს მეპატრონეს იმის მტკიცება ასევე სასამართლო ძალით, რომ თქვენ არ გეკუთვნით და მისია. თუ ვერ მოხერხდა გადაწყვეტილების აღსრულება შეხვალთ მოვალეთა რეესტრში და თუ ოდესმე ანგარიშზე ჩაგერციხბათ ან დაგიფიქსირდებათ ქონება მოხდება მაშინ აღსრულება. რაც შეეება ქონების გასხვისებას, ასეთ დროს გარიგების ბათილად ცნობა ძალიან მარტივია, როგროც თვალთმაქცური გარიგება, რადგან თქვენ გაქვთ ვალდებულება შესასრულებელი, თუმცა უკვე როგორც თქვით არაფერი გერიცხებათ )
|