Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > კომპიუტერები და ელექტრონიკა > გარე ვინჩესტერის შეკეთება


Posted by: NikMac 28 Mar 2014, 12:02
გამარჯობა! გარე ვინჩესტერმა აურია. მოკლედ ასეთი პრობლემა აქვს: რო ვაერთებ ხმა აქვს მუშაობის, ხელშიც ვგრძნობ რომ მუშაობს. შუქიც ანათებს. კომპიუტერი ხედავს რომ უესბი შეერთდა და მაკის ოპერაციული სისტემით როცა ვნახულობ აჩვენებს ვინჩესტერის მოცულობას, ასევე სახელს რაც მე დავარქვი და ასე შემდეგ ინფორმაციას. მთავარი პრობლემა ისაა რომ არცერთი კომპიუტერი არ ხსნის არადა ძალიან საჭირო ინფორმაცია მაქვს ზედ. იქნება დამეხმაროთ როგორ შეიძლება ავამუშაო, ან ვინმე მირჩიოთ ვისაც შეკეთება ან დახმარება შეუძლია. მადლობა წინასწარ smile.gif

Posted by: machkhana 28 Mar 2014, 23:24
NikMac ვინდი ხედავს ვინჩოს თუ ვაფშე არაფერი არ გამოაქვს ?

თუ ხედავს და ცარიელს აჩვენებს დამალული ფაილები შეიძლება იყოს total comander ით გააჩენდი ისევ

Posted by: NikMac 29 Mar 2014, 10:07
machkhana
არა დამალული ფაილები არაფერშუაშია. ზოგადად არ ხსნის ვინჩესტერს. მხოლოდ ხედავს რომ შეერთდა უესბი და აჩვენებს მოცულობას ვინჩესტერის

Posted by: Philadelphia_lovers 29 Mar 2014, 10:20
ზოგადად არ ხსნის რას ქვია?

იჭედება როცა აწვები გახსნას, access denied წერს თუ რას შვება?

Posted by: Zinger 29 Mar 2014, 10:54
NikMac
ლინუქსზე ნახე,შეეშვი ამ კოდირებულ და დონ'თ სენდებიან სისტემას,
რა ფაილურ სისტემაში დააფორმატე? ვაშლს დააფორამტებინე??
ბოლო ბოლო Raw მეთოდით ამოყარე ფაილები თუ გჭირდება, ამას ვაშლის ედიშენიც აქვს,
http://www.easeus.com/datarecoverywizard/recover-raw-drive.htm
მარა თუ ვინტს დაერხა მერე მედიტაციური ჩარევა უნდა biggrin.gif

Posted by: NikMac 29 Mar 2014, 11:07
Zinger
მაკზეა დაფორმატებული და მაკითვე არ იხსნება ანუ disk utility ხედავს ვინჩესტერს, ხედავს მოცულობას მაგრამ არ გამოაქვს რომ გავხსნა, შესაბამისად შვრება ვინდოუსიც,ხედავს რომ შეერთდა და mycomputer-ში თუ ელოდები რომ გამოიტანოს მერე ეკიდება სისტემა.ისე ლინუქსი არ მიცდია ექნება ვითომ რამე შედეგი? კომპიდან რაღაცეები გადამქონდა ვინჩესტერზე და უცბად გაითიშა და ასე დაემართა. არადა მაგარი საჭირო ინფორმაცია მაქვს ზედ. ინფორმაცია განადგურებული არაა იმიტომ რომ მაკზე disk drill სოფტით მივეცი აღდგენა და რამდენიმე სურათი მაჩვენა რომ აღდგენს მაგრამ მარტო სურატებსაც რომ უთითებ რაღაცა ასტრონომიულ დროს მიწერს 4987საათს და მსგავს რაღაცეებს sad.gif
* * *
Zinger
EaseUS Data Recovery Wizard ამის serial number ხომ არ იცი? ამითიც ვცდი აბა

Posted by: machkhana 29 Mar 2014, 12:49
NikMac ვინდოზე კომანდით ნახე აბა თუ გამოიტანს diskpart --> list disk თუ გაჩითა მერე ადექიდა მიაფორმატე და აღადგინე, ვაფშეტა ამოიღე მაგ ბუდიდდან ეგ ვინჩო და ისე მიაერთე კომპს ნახე ვაფშე თუ მუშაობს, კონტროლერის ბრალი იქნება რაც კითხულობს 100% გარე ვინჩოში რომ პლატაა იქაა

Posted by: darkjigo 29 Mar 2014, 14:19
ხო მართალია იმედია მაგის ბრალია თორე თუ ეგრეც არ წაიკითხარ სუ დაფორმატება უნდა ცადო (ნელით ჯობის) დევაის მენეჯერიდან და მერე აღადგენ რა ფაილებიც გქონდა და ეგაა. მაგრამ თუ არ აფორმატებს მაშინ ვინჩესტერი უნდა დატესტო HBCD -ით

Posted by: NikMac 2 Apr 2014, 17:27
machkhana
კონტროლერის ბრალი თუა მისი შეკეთება შესაძლებელიაა?
ბუდიდან ამოვიღე და ესეთი რამე მოუვიდა ამ ვინჩოს. მაკის ოპერაციულ სისტემაზე გაიხსნა ვინჩესტერი თავისით. ყველა ფაილი თავის ადგილზეა მაგრამ copy paste რომ ვაძლევ ვთქვათ რაიმესი კაი ხანს ფიქრობს და და მერე შეუძლებელიაო წერს და თან რაღაცა ერორს აგდებს. არადა ვაფშე ყველაფერია ზედ რაც კი მეწერა ფაილებიდან დაწყებული ფოლდერებით დამთავრებული. შემდეგი რა შეიძლება გავაკეთო რომ რამე ვუშველო?
darkjigo
დაფორმატება და აღდგენა მაგარი შარი იქნება იმიტო რომ 3d კინოები წერია ზედ ძაან ბევრი რაოდენობით დაახლოებით 500გიგაზე მეტია დაკავებული და მაგდენის აღდგენას ერთი წელი მოუნდები biggrin.gif

Posted by: ABABUA 2 Apr 2014, 19:36
NikMacერთ-ერთი ალტერნატივაა გადმოწერე Kaspersky Rescue Disk 10 ჩააგდე ფლეშკაზე და მაგითი ჩაიტვირთე. შეიძლება მაგან გადაგიკოპიროს ყველა ფაილი. მერე ვინჩესტერს დააფორმატებ ლოუ ლეველზე და ისევ დააბრუნებ ამ ფაილებს

Posted by: Zinger 3 Apr 2014, 07:36
აღარა აქვს სისტემას აზრი სოლარისით ჩაიტვირთე თუგინდა, დაშალე ეგ ვინტი, თუ გაგიმართლა და ცალკეა USB კონტროლერი პირდაპირ მიაერთე, ეგეთ დროს კონტროლერი არც ისე ხშირად იწვება, უფრო ხშირად შიგნით ჩატენილი ვინტი იბრიდება, და ნახე პირდაპირ თU იმუშავებს, თუარა და დაელოდე რექავერი სოფტით, მაგის სერიალი არ მაქვს, windows ზე კრეკიანს გააძრობ მარა მაგ ვაშლოფილებზე არ ვიცი არასდროს მიძებნია,

Posted by: zviozvio 10 Sep 2018, 21:03
გარე ვინჩესტერს ხედავს კომპი და მომენტალურად კარგავს, ფაილები წერია, რომ ვაკოპირებ კარგავს ამასობაში და შემდეგ ისევ ხედავს. user posted image

Posted by: nick_el_son 10 Sep 2018, 21:19
zviozvio
ამოიღე და ისე შეუერთე ჩვეულებრივად სატაზე და ნახე რას იზამს yes.gif


...

Posted by: Z-owner 14 Sep 2018, 02:00
zviozvio
გამარჯობა, ასე იყიდება ეგ მთლიანად თუ კეისი ცალკე იყიდე? კეისი მომეწონა ვიზუალურად, ჩავდებდი ლეპტოპის ვინჩესტერს.

Posted by: zviozvio 22 Sep 2018, 13:42
Z-owner
ასე იყიდება, არ არის ქეისი

Posted by: 155V6TI 22 Sep 2018, 14:09
Z-owner
QUOTE
კეისი ცალკე

https://www.ebay.com/itm/Seagate-Backup-Plus-Portable-External-Case-2-5-Notebook-Hard-Drive-Enclosure/371258169400?epid=1348016095&hash=item5670b61838%3Ag%3AzBMAAOSwUnFZuWDv%3Asc%3AUSPSFirstClass%2119804%21US%21-1&LH_BIN=1

Posted by: მუშმალა 8 Mar 2024, 14:36
გამარჯობა, ასეთი პრობლემაა
გარე მეხსიერების ფოლდერებს აღარ მიხსნის და გაფუჭდა ანუ თუ შეიძლება შველა? ასე მიწერს ფოლდერის გახსნისას.

Posted by: Digita1Ocean 8 Mar 2024, 19:07
მუშმალა
გადმოწერე ეს https://crystalmark.info/en/download/#CrystalDiskInfo და დასქრინე რას გაჩვენებს SMART-ში.

Posted by: მუშმალა 9 Mar 2024, 13:32
Digita1Ocean
მადლობა, ესაა სქრინი

Posted by: Digita1Ocean 9 Mar 2024, 15:20
მუშმალა
ვერ ყოფილა მაგის საქმე კარგად, პენსიაზე გაშვებას ითხოვს. რაღაც სპეციალური პროგრამებით აგვარებენ მაგ პრობლემას მაგრამ დაფორმატება დაჭირდება ალბათ.
data recovery პროგრამები მოსინჯე, იქნებ გადაარჩინო ფაილები.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)