მოგესალმებით რიგით XXX თემით
აქ ვისაუბრებთ გადამზიდავ კომპანიებზე. გავუზიარებთ ერთმანეთს გამოცდილებას ამა თუ იმ გადამზიდ კომპანიებთან თანამშრომლობის, განვიხილავთ პრობლემებს, გადამზიდავ კომპანიების დადებით და უარყოფით მხარეებს და ა.შ.
დაუშვებელია:
1) Offtopic. ნებისმიერი სხვა შინაარსის პრობლემისთვის (მაგ: "აუ ზომა რომელი უნდა გამოვიწერო" ან "ამ საიტზე გადის ჩვენი ბარათები?" და სხვ)
2) რომელიმე გადამზიდის თუ პროდუქტის (მაგ. პლასტიკური ბარათის) გამიზნული რეკლამა ან გამიზნული ანტირეკლამა.
3) სხვა დანარჩენი (მაგ. უცენზურო ლექსიკა) ფორუმის ზოგადი წესების მიხედვით.
წინა თემები:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ხ.დ.კ (ხშირად დასმული კითხვები):1) რომელ გადამზიდავებს ჩამოაქვთ რეალური წონით ამერიკიდან?Inex, USShop, Getit, Mixshop. მაგრამ Inex თვითნებურ გადაფუთვას უკეთებს ამანათებს, დანარჩენები კი ავტომობილის ბამპერს მაინც მოცულობით თვლიან.
2) რომელია ყველაზე სწრაფი გადამზიდავი ამერიკიდან?Amanati.ge ოღონდ გაითვალისწინეთ რომ რეალურ და მოცულობით წონას შორის ზღვარი მხოლოდ 2 კგ, რაც იმას ნიშნავს თუ თქვენი ამანათის მოცულობითი წონა 2.01 კილოგრამით მეტი აღმოჩნდება რეალურ წონაზე, მოცულობით წონას გადაიხდით.
3) რომელია ყველაზე იაფი გადამზიდავი ამერიკიდან?Barami
4) რომელ გადამზიდავს ჩამოაქვს სითხეები (ფლაკონები) ამერიკიდან?USShop
5) რომელ გადამზიდავს აქვს საბაჟო დეკლარაციის შევსება უფასოდ?Amanati.ge ოღონდ გატანის წინა დღეს ფეისბუქზე უნდა მიწეროთ ან დარეკოთ და რიგში ჩაეწეროთ.
6) რომელ გადამზიდავებს ჩამოაქვთ ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, იტალიიდან და საბერძნეთიდან?ბრიტანეთი - ინექსი, getit.ge, Camex, Onex, Kiwipost.
ოღონდ კამექსით არ გამოიწეროთ ბრიტანეთიდან ტელეფონები და ნოუთბუქები, აკრძალული ყოფილა იმიტომ რომ ბატარეას შეიცავს! კამექსის გერმანიაზეც აკრძალულ ნივთებში წერია ბატარეა, მაგრამ ტელეფონები უპრობლემოდ ჩამოდის.
გერმანია - ინექსი, Camex, Onex.
იტალია და საბერძნეთი - ინექსი, მალეო.
7) რომელი გადამზიდავით არ უნდა გამოიწეროთ არავითარ შემთხვევაში?Postalon-ს 2022 წლის აგვისტოდან ვეღარ ჩამოქვს ამანათები, უფრო სწორად 3 თვეში ერთხელ აქვთ რეისი, მაგრამ საიტზე/ფეისბუქზე არ წერენ რომ ჩამოტანის პრობლემები აქვთ და ბევრმა გამომწერმა ამანათების ლოდინში ნახევარი სიცოცხლე გალია. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ:
https://www.facebook.com/groups/6180944165316548) რატომ არ არის პოლში USA2GEORGIA და ინექსი?არის ეჭვები რომ წინა თემებში ადგილი ქონდა ბიულეტენების ჩაყრას და შედეგების გაყალბებას რათა გაბერილი ხმებით მომხმარებლები შეცდომაში შეეყვანათ და ეფიქრათ რომ ერთ-ერთი საუკეთესო კომპანიაა.
USA2GEORGIA ყველაზე ძვირი კომპანიაა იმიტომ მოცულობითი წონით ითვლის ყველა ამანათს თან გაბერილი წონით, აქვს ბევრნაირი უაზრო გადასახადი და ჩამოტანა ამანათის ღირებულებაზე 10-ჯერ მეტიც ჯდება. პრეტენზიის გამოთქმის შემთხვევაში ეგრევე გბლოკავენ და ვერც მენეჯერს ვერ ნახავ, ფიზიკურად რომ დაელაპარაკო. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ:
https://www.facebook.com/groups/686335306447652ინექსს ბევრ ქვეყანაში აქვს საწყობები და საქართველოს ყველა რეგიონში ფილიალები და მიტანის სერვისი, მაგრამ მაგრამ მომსახურების მაღალი დონით ვერ დაიკვეხნის თუ რამე პრობლემა შეიქმნა ამანათზე, იშვიათად მაგრამ მაინც. თუ ამანათი საბაჟოზე გაჩერდა, ინვოისის გადაგზავნა და ამანათის დროზე გამოტანა ავიწყდებათ და ფიზიკურად გიწევს მისვლა ლასარეში. ამანათი თუ სხვას აესახა, სათანადო ყურადღებას ვერ აქცევენ კლიენტის საჩივარს და ხალხი ჩივის რომ უცხო ადამიანს გაატანეს ამანათები. აგრეთვე წერეთელის ფილიალში კილომეტრიანი რიგები დგება იმიტომ რომ ერთი და იგივე ოპერატორები ემსახურებიან ონლაინ-გამომწერებს რაც გაგზავნაზე მისულ ხალხს და პენსიონერებს ევროპიდან პერსონალურ გზავნილებზე. გაგზავნა და პენსიონერებზე პირადი გზავნილის გაცემა ძალიან დიდ დროს მოითხოვს, შესაბამისად ონლაინ-გამომწერებს ამანათის გასატანად საათები უწევთ რიგში დგომა. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ:
https://www.facebook.com/groups/847677042942841ცნობილია რომ ინექსის დირექტორი ამ თემას კითხულობს და იქნებ კეთილი ინებოს და დაამატოს ოპერატორები წერეთლის ფილიალში, ამერიკაში თვითნებური გადაფუთვა გააუქმოს, ასახვები და საბაჟოსთან ურთიერთობა გამოასწოროს თუ უნდა რომ პოლში დაბრუნდეს.
This post has been edited by EVGA on 18 Sep 2023, 14:26