#60100634 · 14 Feb 2023, 15:02 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE | ქილიფთარი ნიშნავს მეღვინეს |
ქილიფთარი - (არაბ. koloft-მსახური); სამეურნეო-საფინანსო ხასიათის მოხელე. „დასტურლამალში“ აღნიშნული სახელო მერიქიფეებთან ერთად შეტანილია მერიქიფეთუხუცესისადმი მიძღვნილ ცალკე პარაგრაფში. დედოფლის „დასტურლამალის“ მიხედვით, იგი მსახურია და საფარეშოს მოხელეებთანაა დაკავშირებული. ქილიფთარის თანამდებობა ეკავათ სახასო აზნაურიშვილებს. ზოგიერთი საბუთის მიხედვით, ქილიფთარს შეთავსებული ჰქონდა თავლიდარის, მოლარის ან მოურავის თანამდებობებიც.[
QUOTE | ქალანთარი თურქულია ქალანთარიან, კალენდეროღლუ, რაღაც ხელობაა აღარ მახსოვს |
ქალანთარი (სპარს. — უხუცესი; ქალაქის უფროსი) — ქალაქის გავლენიანი მოხელე სეფიანთა სახელმწიფოში, რომელიც სამოქალაქო საქმეებს განაგებდა. XVIII საუკუნის პირველ ნახევარში, „ყიზილბაშობის“ დროს, თბილისის მმართველობაში ცვლილებები მოხდა, კერძოდ, პაპუნა ორბელიანის ცნობით, ქართლსა და ქალაქში გაჩნდა ქალანთარის სახელო, რომელიც შემოიღო ნადირ-შაჰმა. ქალანთარს ეკითხებოდა ქართლზე გაწერილი გადასახადების აკრეფა. ნადირ-შაჰმა ქართლის ქალანთარს 60 თუმანი ჯამაგირი განუწესა. პირველი ქალანთარი იყო ისპაჰანში მცხოვრები გამაჰმადიანებული ქართველი მერალი-ბეგ ედიშერის ძე ციციშვილი. „ყიზილბაშობის“ გადავარდნასთან ერთად ქალანთარი აღარ იხსენიება.
This post has been edited by SAROKAWA on 14 Feb 2023, 15:03
--------------------
|