შენ რისი თქმა გინდა, უცხოეთში სიცოცხლის ბოლომდე პენსიას დაუნიშნავენ?
ცოტა გაიხედ-გამოიხედეთ, გადახედეთ სპორტსმენების ბიოგრაფიებს
სიცოცხლის ბოლომდე არავინ არაფერს გადაგიხდის, მაქსიმუმი, ერთჯერადი კომპენსაცია მოგცეს სპორტულმა კლუბმა. თუ უნარშეზღუდული გახდა სპორტსმენი, სახელმწიფო დაუნიშნავს სოციალურ დახმარებას, მაგრამ თუ მხოლოდ სპორტს ჩამოსცილდა და სხვას არაფერს, ვინ გადაყვება ზედ?
რამდენიც გინდათ, იმდენი სპორტსმენია, რომ სპორტიდან ნაადრევად უწევთ წასვლა ტრავმის გამო, მაგრამ არავინ უხდით ფულს.
თავად აქვთ იმდენი ჭკუა, რომ სპორტის პარალელურად სხვა რაღაცაც აკეთონ, რაც მომავალში გამოადგებათ. ქვეყანას არიან მოდებული, ზოგი ტვ-ში გამოდის, ზოგი კომენტარებს აკეთებს, ზოგი სტუდენტი ხდება, ზოგი ხელობას სწავლობს, პრემიალურ თანხას აგროვებენ და მერე იმას ატრიალებენ და ა. შ.
სხვათა შორის, სსრკ-ს დროსაც კი არ ყოფილა ისე, რომ მთელი ცხოვრება ქეჩოთი ეთრიოთ ვინმე. დასაქმებასა და სწავლაში უწყობდნენ ხელს და დანარჩენი თავად უნდა ექნათ. ვინც ივარგა, ივარგა და ვინც ვერა და-გალოთებული და გაბომჟებული სპორტსმენებიც ახსოვს ისტორიას...
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად მომუშავე ჰიდროაგრეგატი არის მტრის წისქვილი. © სლავა მესხი
"ქალი-დიდი ძალაა"- გვეუბნება პარტია (© კ/ფ "შეხვედრა წარსულთან")
Vita nostra brevis est, brevi finietur,
venit mors velociter, rapit nos atrociter,
nemini parcetur!