forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (90) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> Google AdSense ნაწილი XVI
tamashi
Just Coder


******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 6313
წევრი No.: 95885
რეგისტრ.: 16-July 09

გამოგზავნილია: 19 May 2016, 09:22  #47852816      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
პირველ რიგში დაიცავით წესები:
1. ამ თემაში განიხილება მარტო seo-სთან დაკავშირებული კითხვები რომელსაც მონეტიზაციას ვუკეთებთ adsense სისტემით.
2. აკრძალულია ანგარიშების გაყიდვა, ასევე ბალანსის გაზიარებები! ყოველ გაზიარებულ ბალასზე აიკიდებთ ვორნს!
3.აკრძალულია გუგლის წესების დარღვევებზე საუბარი და განხილვა, ასევე ამ წესების გვერდით ავლაზე საუბარი! დამრღვევი, ისჯება ვორნით. 1 პოსტი = 20% ვორნს!

ალბათ ბევრს გეცნობათ ეს სახელი, იცით რომ AdSense-ის საშუალებით საკუთარი საიტებით ხალხი ფულს შოულობს. ვინც არ იცით, AdSense არის გუგლის სარეკლამო სერვისი, რომლის საშუალებითაც საიტების მფლობელებს საიტებზე შეუძლიათ რეკლამები განათავსონ, რომლებიც საიტის კონტენტის რელევანტური, ანუ თავსებადი იქნება (რეკლამების კონტენტთან თავსებადობას გუგლი თავისივე საძიებო სისტემის დახმარებით უზრუნველყოფს). რაც მთავარია, თითოეულ რეკლამაზე დაწკაპუნებისას (ან რეკლამის 1000 ჩვენებაში) გუგლი გიხდით გარკვეულ თანხას. ეს თანხა სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით გამოითვლება და ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ. AdSense მთლიანად დაფუძნებულია AdWords სერვისზე. ეს არის სერვისი, რომლის დახმარებითაც ხალხი ანთავსებს რეკლამას AdSense-ში გაწევრიანებულ საიტებზე. რეკლამის განმათავსებელი აწესებს სარეკლამო ბიუჯეტს და იმ მაქსიმალურ თანხას, რისი გადახდაც სურს ერთ წკაპზე (ეს თანხა განისაზღვრება 0.05$-დან 100$-მდე).

მაგალითად, მომხმარებელმა შექმნა საკუთარი საიტის რეკლამა (დაწერა სათაური და აღწერა), სარეკლამო ბიუჯეტად დააწესა 1000$, ხოლო მაქსიმალური თანხა ერთ წკაპზე დააწესა 1$. ამის შემდეგ უკვე Google განსაზღვრავს თუ რომელ საიტებზე გამოჩნდება კონკრეტული რეკლამა და რა თანხა ჩამოიჭრება (მაქს. 1$ ჩვენს მაგალითში) მომხმარებლის სარეკლამო ბიუჯეტიდან თითოეულ წკაპზე. ყოველი წკაპიდან გუგლი გარკვეულ თანხას თავისთვის იტოვებს, დანარჩენს კი საიტის მეპატრონეს უხდის. მაგრამ ამ თანხების ოდენობა გუგლის საიდუმლოა. The New York Times-მა განაცხადა, რომ გუგლი 1 წკაპიდან თანხის 78,5%-ს საიტის მეპატრონეს უხდის, დანარჩენს კი თავისთვის იტოვებს, თუმცა ეს ინფორმაცია დაუდასტურებელია.
ახლა უკვე იცით, როგორ მუშაობს AdSense და შეგიძლიათ შემდეგ ეტაპზე, ანუ რეგისტრაციაზე გადახვიდეთ.

ექაუნთის რეგისტრაციისთვის უნდა შეცუნცულდეთ აი ამ მისამართზე: https://www.google.com/adsense და დააჭირეთ ღილაკს Click Here to Apply. გაიხსნება სარეგისტრაციო გვერდი, სადაც პირადი ინფორმაცია უნდა შეიყვანოთ. აქ რამდენიმე დეტალზე გავამახვილებ ყურადღებას: Account Type-ში უნდა აირჩიოთ რა სახის ექაუნთის შექმნა გსურთ, Individual (კონკრეტული ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის) ან Business (ორგანიზაციისთვის). Website URL-ში მიუთითეთ თქვენი საიტის მისამართი. მაგ: http://www.domain.com. აქ მხოლოდ ერთი საიტის მისამართის ჩაწერა შეგიძლიათ და ეს ნუ გაგიკვირდებათ თუ თქვენ ერთზე მეტი საიტი გაქვთ. რეკლამის ჩასმას იმდენ საიტზე შესძლებთ, რამდენზეც მოისურვებთ, აქ უბრალოდ თქვენი უდიდესი საიტის მისამართი ჩაწერეთ. Website Language-ში უნდა აირჩიოთ საიტის ენა. სამწუხაროდ აქ ქართული არ არის, ანუ ქართულენოვანი საიტით რეგისტრაციას ვერ გაივლით, თუმცა რეგისტრაციას უპრობლემოდ გაივლით იმ ენოვანი საიტით, რომელიც სიაშია. Payee Name-ში ჩაწერეთ იმ პიროვნების სახელი და გვარი, ვის სახელზეც ფული გამოიგზავნება. ეს პიროვნება უნდა იყოს 18 წლის, ან მეტის. ყურადღება მიაქციეთ მისამართის სწორად ჩაწერას. იგი ინგლისურად (თუმცა შეიძლება ქართულმაც გაამართლოს, არსებობს ასეთი შემთხვევებიც, მაგრამ ჯობია თავი დაიზღვიოთ) უნდა ჩაიწეროს, ამიტომ აქვე დაგიწერთ მაგალითებს: რუსთაველის პროსპექტი #80 – Rustaveli Ave#80, ფალიაშვილის ქუჩა #28 – Paliashvili str#28, პირველი მ/რ – 1-st Micro, მე-9 კორპუსი – Building #9, ბინა #18 – Apt#18. ამ მაგალითების მიხედვით არ გაგიჭირდებათ საკუთარი მისამართის სწორად დაწერა, თუმცა აქვე მეორე გარემოებას ვახსენებ. სინამდვილეში თქვენი მისამართის ინგლისურ ენაზე დაწერა მხოლოდ თქვენი ინგლისურის ცოდნას ამჟღავნებს, მაგრამ გაითვალისწინეთ შემდეგი გარემოება, Google ცხოვრებაში თქვენ არ ჩამოგაკითხავთ, მისამართი საჭიროა წერილების და კორესპონდენციის გამოსაგზავნად. შესაბამისად, წერილს მიიღებს ჩვენი ფოსტალიონი, ახლა მითხარით როგორი წარმოდგენა გაქვთ ჩვენს ფოსტალიონებზე? ინგლისური მაგრად იციან? პასუხი გასაგებია, პირადად ორი დაკვეთა დავკარგე ჩემი ინგლისური ცოდნის გამომჟღავნებისას, ამიტომ იმ შემთხვევების შემდეგ მივმართავ მეორე მეთოდს, ინგლისური ასოებით ვწერ ქართულ მისამართს, მაგალითად: rusTavelis pr. #80, paliashvilis q. #28, pirveli micro raioni, korp. #9 bina 18, ასეთ მისამართს Google, მიიღებს კორექტულად, ჩვენი ფოსტალიონები კი თავის კომბალს მოიფხანენ და წერილს 99% შემთხვევაში უპრობლემოდ მიიტანენ ადრესატამდე. Zip or postcode-ში უნდა ჩაწეროთ თქვენი საფოსტო ინდექსი. თუ არ იცით 09-ში დარეკეთ და გეტყვიან ეს არის ოთხნიშნა კოდი, თუ 09-ში ვერ რეკავთ ჩაწერეთ სათაო ფოსტის კოდი 0179, თუმცა ამ შემთხვევაში წერილი კიდევ რამდენიმე დღე დააგვიანებს რადგან ქართულ განყოფილებებს შორის იბოდიალებს წერილი. Phone-ში უნდა ჩაწეროთ თქვენი ტელეფონის ნომერი. მაგ, თუ თქვენი ნომერია 642931 აქ უნდა ჩაწეროთ შემდეგი სახით: +99532642931. Product Selection-ში და Policies-ში ყველაფერი მონიშნეთ (დანარჩენ ველებს იმედია თვითონ შეავსებთ) და დააჭირეთ Submit Information-ს. მაქს. 2 დღის შემდეგ E-Mail-ზე მოგივათ შეტყობინება გუგლისგან. თუ ყველაფერი სწორად შეავსეთ და თქვენი პირადი ინფორმაცია არ ეწინააღმდეგება გუგლის წესებს, თქვენ AdSense-ის მომხმარებელი გახდებით. წინააღმდეგ შემთხვევაში ხელმეორედ სცადეთ რეგისტრაცია წესების დაცვით.
ახლა კი უნდა გავეცნოთ გუგლის წესებს, რომელთა დაცვაც აუცილებელია. თუ იმოქმედებთ წესების ფარგლებში, ბედნიერი იქნებით თქვენც და გუგლიც. თუ დაარღვევთ წესებს, გააბრაზებთ ბიძია გუგლს. ისიც საპასუხოდ სამუდამოდ დაგბლოკავთ თქვენც და თქვენს საიტებსაც AdSense-დან. პლიუს ამას, თქვენი ცუდი ქცევით რეპუტაციას შეულახავთ თქვენს სამშობლოს, რასაც მომავალში შეიძლება მისი ქვეყნების სიიდან ამოშლა მოყვეს. წესები განთავსებულია აქ:
http://www.google.com/adsense/policies და აქ: http://www.google.com/adsense/localized-terms?hl=en_GB. წესებს მოკლედ აქაც ჩამოვთვლი, მაგრამ თქვენ მაინც აუცილებლად უნდა წაიკითხოთ გუგლის ოფიციალური წესები და პირობები.

წესების მოკლე აღწერა: დაუშვებელია რეკლამების განთავსება პორნოგრაფიულ, ძალადობის, რასიზმისა და რელიგიური შუღლის მქადაგებელ, 18+, კაზინოების და უცენზურო საიტებზე. საიტებზე, რომლებიც პოპულარიზაციას უწევენ/ყიდიან ალკოჰოლურ სასმელებს, თამბაქოს, ნარკოტიკებს და იარაღს. დაუშვებელია რეკლამების განთავსება ისეთ საიტებზე, სადაც უკვე არის სხვა ისეთი სპონსორების რეკლამები, რომლებიც რეკლამების კონტექსტუალიზაციას ახდენენ გუგლის მსგავსად (მაგ: Yahoo! Publishers Network). დაუშვებელია რეკლამის განთავსება Pop-up და Pop-under ფანჯრებში, გვერდებზე, სადაც არ არის კონტენტი. დაუშვებელია რეკლამებზე რაიმე ზემოქმედების მოხდენა და რეკლამის კოდის შეცვლა. დაუშვებელია საკუთარ რეკლამებზე დაწკაპუნება, პროქსი სერვერების გამოყენება და მათი მეშვეობით რეკლამებზე დაწკაპუნება, საიტის მომხმარებისთვის რეკლამებზე დაწკაპუნების თხოვნა (დასაშვები ფრაზებია მხოლოდ Sponsored Links და Advertisements). ესაა ის ძირითადი წესები, რომლის დარღვევითაც გამოირჩევიან ახალბედა მომხმარებლები (და არა მარტო ახალბედები). ნუ იფიქრებთ, რომ გუგლს მოატყუებთ. ვინც ასე იფიქრა სამუდამო Ban-იც აიკიდა. ზოგიერთმა 1000$-მდეც კი დაკარგა წესების დარღვევის გამო.


ახლა კი გადავიდეთ თვითონ რეკლამებზე. სულ რეკლამების 3 ტიპი სახეობა არსებობს:
1) AdSense for Content – აქ შედის სხვადასხვა ფორმის, ზომისა და სტილის კონტექსტუალიზებული ტექსტური და გრაფიკული რეკლამები.
2) AdSense for Search – ამის საშუალებით საიტზე გუგლის Search Box-ს განათავსებთ.
3) Referrals – ეს არის რეფერალური პროგრამა.
რეკლამების ყველა ტიპი შეგიძლიათ ნახოთ ამ მისამართზე: https://www.google.com/adsense/adformats. დეტალებისგან თავს შევიკავებ, რადგან მათი ახსნა ძალიან შორს წაგვიყვანს.
დანარჩენი თვითონ ან იმ წიგნის დახმარებით გაარკვიეთ, რომელსაც სტატიის ბოლოს გაჩუქებთ. გაითვალისწინეთ, რეკლამის კოდის უბრალოდ საიტზე განთავსება დიდ შედეგს არ მოგცემთ. თქვენ შეგიძლიათ რეკლამების ფერები და სტილები აკონტროლოთ, ეს კი ძალიან ბევრს ნიშნავს. ასევე, უნდა ეცადოთ, რეკლამები ისეთ ადგილებში ჩასვათ, რომ მომხმარებლებს მათზე დაწკაპუნების სურვილი გაუჩნდეთ.


ალბათ გაინტერესებთ, როგორ ითვლის გუგლი ერთ წკაპებზე გადახდილი თანხის რაოდენობას, გაინტერესებთ რა ფაქტორებზეა ეს დამოკიდებული. სანამ ამ საკითხზე გადავიდოდე, რამდენიმე ტერმინს განგიმარტავთ:

Page Impressions - გაჩვენებთ იმას, თუ რამდენჯერ იქნა ნაჩვენები თქვენს საიტზე გუგლის რეკლამა.
Page CTR – ეს მაჩვენებელი პროცენტულად აღნიშნავს დაწკაპუნების შეფარდებას Page Impressions-თან.
Page eCPM – ეს მაჩვენებელი აღნიშნავს რა ღირს თქვენს საიტზე რეკლამის 1000-ჯერ ჩვენება. მაგალითად, თუ თქვენი შემოსავალია 100$ და Page Impressions არის 20000, მაშინ თქვენი eCPM იქნება 100/20=5$

გუგლის მიერ ერთ წკაპზე გადახდილი თანხა რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული:
1) თქვენი საიტის ენა. გუგლი გაცილებით მეტს უხდის ინგლისურენოვან საიტებს ქართულენოვანი საიტებისგან განსხვავებით.
2) საიტის ტრაფიკი. ტრაფიკში მარტო ვიზიტორების რაოდენობა არ იგულისხმება. აქ იგულისხმება ისიც, თუ საიდან მოდიან თქვენი ვიზიტორები. მაგალითად, გუგლი ესპანელი ვიზიტორის წკაპში უფრო მეტს იხდის, ვიდრე ქართველი ვიზიტორის წკაპში.
3) ჰოსტის ადგილმდებარეობა. გუგლი გაცილებით მეტს უხდის ისეთ საიტებს რომლებიც ევროპულ და ამერიკულ სერვერებზეა განთავსებული, ქართული აქაც დაჩაგრულია.
4) საიტის კონტენტი (შიგთავსი), Keyword-ების დამთხვევა კონტენტთან და PageRank-ი. გუგლი გაცილებით მეტს უხდის მაგალითად ბიზნეს საიტებს ვიდრე გასართობ საიტებს. ასევე დიდი ყურადღება ექცევა კონტენტისა და Keyword-ების დამთხვევას და თქვენი საიტის PageRank-ს გუგლის საძიებო სისტემაში.
5) Smart Pricing – ეს მაჩვენებელი AdSense-ის ყოველი ექაუნთისთვის განსხვავებულია. იგი თქვენი საიტებიდან გამომდინარე გამოითვლება. Smart Pricing-ი ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებელია, ამიტომაც საჭიროა ზუსტად და დეტალურად იცოდეთ მისი არსი და მუშაობის პრინციპები. ამ ინფორმაციას წიგნში იპოვნით.

მივედით ბოლო ეტაპზე – ფულის გადმორიცხვაზე. ფულის მიღების 3 სახე არსებობს: 1) Electronic Funds Transfer – გადმორიცხვა პირდაპირ ბანკის ანგარიშზე, ან საკრედიტო ბარათზე. 2) Cheque – Standard Delivery – ფულის გამოგზავნა ჩეკით ჩვეულებრივი ფოსტის საშუალებით. ჩეკის გამოგზავნა უფასოა, მაგრამ საქართველოს პირობებში მისი მიღების ვადა 1-დან 2 თვემდეა და ვერავინ მოგცემთ იმის გარანტიას, რომ ჩეკი თქვენამდე მოაღწევს. 3) Cheque – Secured Express Delivery (USD 24.00 Processing Fee) – ფულის გადმოგზავნა ჩეკით ექსპრეს ფოსტის საშუალებით. ჩეკის მიღების ვადაა 3-7 დღე და არის აბსოლუტურად უსაფრთხო, მაგრამ ფასიანია და ღირს 24$, რომელიც თქვენი ექაუნთის ანგარიშიდან ჩამოგეჭრებათ. Electronic Funds Transfer მხოლოდ აშშ-სთვის და ევროპის რამდენიმე ქვეყნისთვისაა. ასე რომ, თუ თქვენ საქართველოში ცხოვრობთ, ფულს მხოლოდ ჩეკის საშუალებით მიიღებთ. გირჩევთ აირჩიოთ ჩეკის გადმოგზავნა ექსპრეს ფოსტით, რადგან მისი ჩვეულებრივი ფოსტით გამოგზავნის შემთხვევაში მას ან მიიღებთ, ან ვერა. თანხის ჩეკით გამოგზავნის უფლება მოგეცემათ მხოლოდ მას შემდეგ, როცა ექაუნთში შეიყვანთ PIN კოდს. PIN კოდი სტანდარტულად ჩვეულებრივი ფოსტით იგზავნება და ჩამოსვლის ვადა 2 კვირიდან 3 თვემდეა საქართველოს პირობებში. თუ კოდი არ ჩამოვიდა, შეგიძლიათ იგი თავიდან გამოაგზავნოთ (შეგიძლიათ გუგლს მისწეროთ მეილი რომ გსურთ პინის მიღება ექსპრეს ფოსტით. კოდს მიიღებთ 3-7 დღეში მაგრამ ეს სიამოვნება დაგიჯდებათ 60 მარადმწვანე). PIN კოდის გამოგზავნის უფლება მხოლოდ მას შემდეგ გექნებათ, როცა თქვენი შემოსავალი 50 დოლარს მიაღწევს. კოდის შეყვანის შემდეგ თანხა ყოველთვიურად გამოგეგზავნებათ, მაგრამ თუ თვეში 300+$-ს ვერ შოულობთ ამას აზრი არ აქვს (რატომ მოგვიანებით აგიხსნით). ამიტომ უნდა შეხვიდეთ My Account => Account Settings => Payment Holding და მონიშნეთ Hold Payment. როცა სასურველი ოდენობის თანხას დააგროვებთ, გააუქმებთ Hold Payment-ს და ფული გამოიგზავნება. როდესაც ჩეკი ჩამოგივათ საჭიროა მისი განაღდება. ამის ერთადერთი საშუალებაა მისი ბანკში მიტანა. კონკრეტული ბანკის დასახელებისგან თავს შევიკავებ, რეკლამაში რომ არ ჩამომერთვას. თითქმის ყველა ქართულ ბანკს ერთნაირი პირობები აქვს. ჩეკს ანაღდებენ 1 თვის ვადაში და საკომისიოს იტოვებენ 50$-ს (ზოგი ბანკი დამატებით მცირე 1-3%-ს იღებს თანხიდან). სწორედ ამიტომ არ ღირს ჩეკის გამოგზავნა, რომლის ღირებულებაც 200-300$ არაა. უბრალოდ, თქვენ ძალიან მცირე რაოდენობის თანხა დაგრჩებათ.

განახლება: ბოლო მეთოდი აღარ დაგჭირდებათ რადგან დაემატა (საქართველოსთვის) Western Union მინიმალური გადმოსარიცხი თანხა 70 ევრო. გადმოირიცხვისთანავე 1-2 საათში უკვე შეგეძლებათ თანხის აღება. განაღდება შეგიძლიათ საქართველოს ნებისმიერ ბანკში ასევე რიკოში რიკო ჯობია რადგან კურსი ერთ-ერთი ყველაზე მაღალი აქვთ. პროცესს ჭირდება დაახლოებით 10-15 წუთი.

კიდევ ერთი: გამოიყენეთ Blogger.com. ბლოგით დაწყება ძალიან ადვილია და არ მოითხოვს ვებ-პროგრამირებაში განსაკუთრებულ ცოდნას. შექმენით რამდენიმე ბლოგი სხვადასხვა თემებზე და ჩასვით AdSense-ის რეკლამები ყოველ მათგანზე. გაითვალისწინეთ, რომ Blogger.com ბიძია გუგლის საკუთრებაა, რამდენს ნიშნავს ეს თქვენი რეკლამებისთვის ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს.


დასკვნა

ეს იყო ის ძირითადი ინფორმაცია, რაც უნდა გცოდნოდათ Google AdSense სისტემის შესახებ. მაგრამ მხოლოდ ამ ინფორმაციით შორს ვერ წახვალთ. საჭიროა ყველაფერი დეტალურად შეისწავლოთ და რაც მთავარია იშრომოთ. გახსოვდეთ, თუ საკუთარ საიტებზე მუშაობას დაიზარებთ, მხოლოდ ცენტებს იშოვნით. მაგრამ თუ არ იზარმაცებთ, საკუთარი შემოსავლის თვეში 30000-მდე (და ეს ზღვარი არაა, თუმცა ქართულენოვან საიტებში ასეთ თანხებს ვერ იშოვით) გაზრდაც კი შეიძლება. ამის დასტურს სურათზე ხედავთ.

წყარო: http://compinfo.ge

მეტი ინფორმაცია ადსენსის და სეოს შესახებ SEO

QUOTE

QUOTE

Google Adsense
Google AdSense ნაწილი II
  Google AdSense ნაწილი III
  Google AdSense ნაწილი IV
  Google AdSense ნაწილი V
  Google AdSense ნაწილი VI
  Google AdSense ნაწილი VII
  Google AdSense ნაწილი VIII
  Google AdSense ნაწილი IX
  Google AdSense ნაწილი X
  Google AdSense ნაწილი XI
  Google AdSense ნაწილი XII
  Google AdSense ნაწილი XIII
Google AdSense ნაწილი XIV
Google AdSense ნაწილი XV
Google AdSense ნაწილი XVI



Top 10 მპოსტავი..

goqadze
Haxor1
giotochka
გეტო
SPIRIT CRUSHER
GASPO
l-e-v-a-n
192Pound
lasha545
მილანისტა.


წარმატებები ყველას, კაი ზაფხული მოდის დ ამეტი ფულები და კარგი დასვენება ამ ზაფხულს!!!

პ.ს
ნაკლები ფლუდი მეტი საქმე, ვინც თემას გადაუხვევს არ აქვს მნიშვნელობა სტაჟს აიკიდებს ვორნს!


This post has been edited by tamashi on 19 May 2016, 09:24


--------------------
Tamashebi.Net & All.Tamashi.Ge - Games Portal
Tamashi.Ge - Free Flash Games
Gulivera.Net - Blog
MumlaDavid
ახტალმახტალი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5740
წევრი No.: 153098
რეგისტრ.: 19-August 12

გამოგზავნილია: 19 May 2016, 09:41  #47852902      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ფიქსირ ..............................


ბევრი ფულები ყველას biggrin.gif

ველოდებით დარიცხვას :33
SPIRIT CRUSHER
Super Crazy Member +++


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 69077
წევრი No.: 113881
რეგისტრ.: 15-April 10

გამოგზავნილია: 19 May 2016, 09:53  #47852956      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
დავფიქსირდები და წარმატებას ვუსურვებ ყველას


--------------------
Двічі в одну річку не війдеш
გეტო
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3309
წევრი No.: 202463
რეგისტრ.: 15-May 15

გამოგზავნილია: 19 May 2016, 09:54  #47852959      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
დომენი რო ავიღო ისეთი რომელიც არაა დაპენალებული და ძაან ბევრი ბეკლინკი აქ მილიონზე მეტი და რედირექტი გავაკეთო ჩემსაზე რამე საშიშროება იქნება დაპენალების?


--------------------
we were you before you even existed
spichuka
- რიჟები <3


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3051
წევრი No.: 129881
რეგისტრ.: 10-April 11

გამოგზავნილია: 19 May 2016, 10:09  #47853035      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
სალამი ბიჭებს .. გილოცავთ ახალ თემას tongue.gif მოკლედ მითხარით აბა რა სიტუაციაა თქვენსკენ ? :*
goqadze
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2635
წევრი No.: 151975
რეგისტრ.: 2-July 12

გამოგზავნილია: 19 May 2016, 10:35  #47853196      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
spichuka


არ იფიქრო ადსენსზე არ გაიფიჭო ცხოვრება biggrin.gif
Haxor1
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2256
წევრი No.: 189804
რეგისტრ.: 7-August 14

გამოგზავნილია: 19 May 2016, 11:00  #47853365      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
goqadze

+1

დავფიქსირდები,მაგრამ უკვე იმდენჯერ დამბლოკა ეჭვი მეპარება კიდევ თუ დარიცხავს საერთოდ?!?

დაიწყეთ საქართველოს მიღბა ბლიადდ mad.gif mad.gif

This post has been edited by Haxor1 on 19 May 2016, 11:02
giotochka
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1756
წევრი No.: 171409
რეგისტრ.: 6-August 13

გამოგზავნილია: 19 May 2016, 12:04  #47853855      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
30 ფიქსირ. ... /
--------------/
goqadze
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2635
წევრი No.: 151975
რეგისტრ.: 2-July 12

გამოგზავნილია: 19 May 2016, 12:30  #47854082      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ჩასწორება .
================================================

This post has been edited by goqadze on 19 May 2016, 12:53
lasha545
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2443
წევრი No.: 135147
რეგისტრ.: 26-August 11

გამოგზავნილია: 19 May 2016, 13:17  #47854421      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
პიქს



--------------------------------------------------
blacksabat
^^


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2473
წევრი No.: 181644
რეგისტრ.: 13-February 14

გამოგზავნილია: 19 May 2016, 13:45  #47854684      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
გამარჯობათ
ძველი აქუნთი მაქვს , სუფთა, იუთუბზე ნამუშევარი, დაბლოკვები რომ იყო გაჩერებული იყო და გადარჩა,
და აქვს შანსი რომ ვამუშაო? თუ საბოლოოდ ჩაკვდა ეს თემა ?
zura_zura888
So, so, so wins the Madrid!


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2240
წევრი No.: 124023
რეგისტრ.: 23-November 10

გამოგზავნილია: 19 May 2016, 16:23  #47856148      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
წარმატებები...........................


--------------------
◘◘◘◘◘◘◘◘◘◘◘◘◘
HALA MADRID!!!
◘◘◘◘◘◘◘◘◘◘◘◘◘
bolgadato
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 473
წევრი No.: 185222
რეგისტრ.: 23-April 14

გამოგზავნილია: 19 May 2016, 16:43  #47856330      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
დავფიქსირდები წარმატებები ყველას
beqa19986
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1400
წევრი No.: 179356
რეგისტრ.: 6-January 14

გამოგზავნილია: 19 May 2016, 17:13  #47856614      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ფიქსირ ---------------------------
datogelashvili92
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1956
წევრი No.: 130699
რეგისტრ.: 28-April 11

გამოგზავნილია: 19 May 2016, 21:22  #47858562      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · im
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (90) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0361 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]