Are you a madferit?
მოგესალმებით , ესეც OASIS მე-3 თემა. მოკლედ ჩამოვწერ ძირითად მოვლენებს ოაზისის ისტორიაში. დანარჩენიც ნელ ნელა მივამატოთ.
1991 - პირველად იყო წვიმა : ) ანუ ჯგუფი The Rain შემდეგი შემადგენლობით: Paul McGuigan (ბას გიტარა), Paul "Bonehead" Arthurs (გიტარა), Tony McCarroll (დასარტყამი) და Chris Hutton (ვოკალი). ჯგუფს ვოკალი არ აკმაყოფილებდა, ამიტომ ბონეჰედის რეკომენდაციით ჯგუფში მოვიდა Liam Gallagher, რომელმაც შესთავაზა ჯგუფს ახალი სახელი Oasis. მოგვიანებით ჯგუფს შეუერთდა ლიამის ძმა Noel Gallagher.
1994 - სექტემბერი. ოაზისი უშვებს დებიუტ ალბომს Definitely maybe. ყველაზე გაყიდვადი სადებიუტო ალბომი ბრიტანეთის ისტორიაში.
1995 - ძმებთან უსიამოვნების ნიადაგზე ჯგუფი დატოვა ტონიმ და მის მაგივრად მოვიდა Alan White. (პოლ ველერის რეკომენდაციით)
14 აგვისტოს Blur-მა და ოაზისმა გამოუშვეს მორიგი სინგლები მომავალი ახალი ალბომიდან, ერთი და იგივე დღეს. რითაც საფუძველი დაედო დაპირისპირებას ამ ორ ჯგუფს შორის რომელიც "The Battle of Britpop" სახელით არის ისტორიაში შესული. ბლარის სინგლმა Country House აჯობა Roll with It-ს გაყიდვების რაოდენობით პირველ კვირაში 274/216 ათასი. თუმცა მოგვიანებით ალბომების გამოცემამ ყველაფერი თავის ადგილზე დააყენა.
ნერვიული მოშლილობის ნიადაგზე ჯგუფი დატოვა Paul McGuigan-მა, რომელიც დროებით შეიცვალა Scott McLeod-ით, რომელიც ჩანს wonderwall-ის ვიდეო კლიპში.
ოქტომბერში გამოვიდა ჯგუფის მეორე ალბომი (What's the Story) Morning Glory?
1996 - გამოვიდა ვიდეო There and Then, რომელიც აღებული იყო კონცერტიდან რომელიც გაიმართა მეინ როუდზე 27 და 28 აპრილს. (28 აპრილის კონცერტი შევიდა ვიდეოში)
10 და 11 აგვისტო. 2 კონცერტი ჯგუფის შესრულებით Knebworth-ის ფესტივალზე
ჩაიწერა MTV Unplugged როიალ ფესტივალ ჰოლში ლიამის გარეშე. მიზეზად დასახელდა ყელის ტკივილი.
1997 - აგვისტო. გამოვიდა ალბომი Be Here Now. ყველაზე სწრაფად გაყიდვადი ალბომი ბრიტანეთის ისტორიაში.
1998 - გამოვიდა B-side კრებული The Masterplan
1999 - ჯგუფი დატოვეს ბონეჰედმა და მკგიგანმა. რომლებიც მოგვიანებით შეიცვალა Gem Archer და Andy Bell ის მიერ.
2000 - თებერვალი. გამოიცა ჯგუფის მეოთხე ალბომი Standing on the Shoulder of Giants
ალბომის მხარდასაჭერად ჯგუფი წავიდა მსოფლიო ტურნეში. პირველი შოუ უემბლის სტადიონზე შემდომში მოხვდა ლაივ ალბომში Familiar to Millions.
2002 - ივლისი, გამოვიდა მეხუთე ალბომი Heathen Chemistry. პირველი ალბომი სადაც მონაწილეობა მიიღეს ჯგუფის ახალმა წევრებმა
2004 – Alan White -მა დატოვა ჯგუფი და შეცვლილი იქნა Zak Starkey-ს (რინგო სტარის შვილი) მიერ.
სტარკის მოსვლიდან რამოდენიმე დღეში ჯგუფი გამოვიდა Glastonbury ფესტივალზე. (მეორედ). ლიამის `უნიათო` სიმღერის და სტარკის ბენდთან მუშაობის გამოუცდელობის გამო NME -მ დაახასიათა ეს კონცერტი როგორც "disaster."
2005 - მაისი. გამოვიდა მეექვსე ალბომი Don't Believe the Truth
10 მაისს ალბომის მხარდასაჭერად ჯგუფი წავიდა მსოფლიო ტურნეზე, რომელიც გაგრძელდა თითქმის 1 წელი და დასრულდა 2006 წლის 30 მარტს. მოინახულეს რა 26 ქვეყანა 113 შოუ ნახა 3.2 მილიონ ადამიანზე მეტმა.
2006 - გამოვიდა ოაზისის სიმღერების ორმაგი კრებული. არცერთი სიმღერა არ შესულა ალბომიდან Be Here Now
2007 - გამოვიდა დოკუმეტური ფილმი ტურის შესახებ Lord Don't Slow Me Down. მეორე DVD მოიცავს მანჩესტერში 2 ივლისს გამართული კონცერტს.
2008 - მაისში ჯგუფი დატოვა ზეკ სტარკიმ. Dig Out Your Soul ალბომის ჩაწერის შემდეგ. მის ადგილას მოვიდა Chris Sharrock. თუმცა ოაზისი მაინც რჩებოდა 4 კაციან ჯგუფად, და კრისიც ზეკის ნაირად არ ითვლებოდა ჯგუფის ოფიციალურ წევრად.
ოქტომებრში გამოვიდა მეშვიდა და ბოლო სტუდიური ალბომი Dig Out Your Soul.
ალბომის მხარდასაჭერად ოაზისი კვლავ გაემართა მსოფლიო ტურში, რომელმაც 18 თვე გასტანა.
2009 – 28 აგვისტო. ფესტივალზე Rock en Seine, პარიზი. კონცერტის დაწყებამდე 5 წუთით ადრე, ლიამსა და ნოელს შორის მომხდარი ჩხუბის შემდეგ ნოელმა დატოვა ოაზისი, შეწყდა კონცერტი, და გაუქმდა ტური. მოგვიანებით გამოქვეყნდა ნოელის განცხადება: "with some sadness and great relief...I quit Oasis tonight. People will write and say what they like, but I simply could not go on working with Liam a day longer"
2010 - ოაზისის ალბომმა (What's the Story) Morning Glory? მიიღო BRIT Awards ის ჯილდო Best Brit Album of the Last 30 Years.
14 ივნისი. გამოვიდა სინგლების კრებული Time Flies... 1994–2009,
საბოლოო ჯამში ოაზისს გაყიდული აქვს 50 მილიონზე მეტი ჩანაწერი. 8 ბრიტანეთის #1 სინგლი. 8 ბრიტანეთის #1 ალბომი. მოგებული აქვს 15 NME Awards, 9 Q Awards, 4 MTV Europe Music Awards და 6 Brit Awards.
ოაზისის დაშლის შემდეგ, ლიამმა სხვა წევრებთან (ნოელის გარდა) ერთად ჩამოაყალიბა ჯგუფი Beady Eye და გამოუშვა სადებიუტო ალბომი Different Gear, Still Speeding
მალევე გამოვიდა ნოელის სოლო ალბომიც: Noel Gallagher's High Flying Birds
ამ პოსტს კი დავასრულებ ნახევრად ხუმრობით და საკმაოდ ამბიციური "გამოთქმის" ციტირებით. Anyone who doesn't like OASIS, has no musical taste. ;-)
* * *
ესეც წინა თემის ლინკები.
Oasis 1Oasis 2 This post has been edited by Definitely Maybe on 17 Jun 2012, 15:01