Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > მხატვრობა > ვინსენტ ვან გოგი


Posted by: Reckoner 29 Dec 2008, 21:07
მოკლედ,ბევრი ვეძებე და ამ კაცზე თემა ვერ ვნახე...
იქნებ ისე მოხდეს,რომ ამ კაცზე(ამ თემაში) პირველ ადგილას მისი მხატვრობა დავაყენოთ და არა ბიოგრაფია..
რასაკვირველია,კარგი იქნება მისი წერილებსაც თუ გავიხსენებთ..

ბიოგრაფიისთვის ეწვიეთ ვიკიპედიას

http://en.wikipedia.org/wiki/Vincent_van_Gogh

ნამუშევრებისთვის იმედია ამ თემას ეწვევით biggrin.gif biggrin.gif

მაშ ასე...

user posted image
user posted image

აგერ მთესველები...(კატეგორიიდან:ასეთს სხვასთან ვერ ნახავ biggrin.gif )

user posted image
user posted image
user posted image
user posted image

5 მზესუმზირის ყვავილი გინდათ?
user posted image
12?
user posted image
15?
user posted image
საძინებელი ოთახი
user posted image

ახლა თქვენ...მერე მე გავაგრძელებ ისევ biggrin.gif

Posted by: unknown lady 29 Dec 2008, 22:19
QUOTE
საძინებელი ოთახი




love.gif

Posted by: NIII_ 29 Dec 2008, 23:19
აქამდე არ იყო თემა? spy.gif

my favs user.gif
http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

Posted by: BAUSHKE_ 30 Dec 2008, 04:44
დამაბრმავებელ მზეში ხატავდაო.
ესეც ნუში : მიმიქარავს მზესუმზირები smile.gif


Posted by: Johnnie Walker 30 Dec 2008, 13:18
ზამბახები... სასწაულია... biggrin.gif

user posted image

Posted by: nastie 30 Dec 2008, 14:58
ამ ირისებზე ვგიჯდები, დესკტოპზე მაქვს დაყენებული biggrin.gif

Posted by: მზესუმზირა 1 Nov 2010, 17:17
მე მირჩევნია მეგონოს რომ თვითონ მოიჭრა ყური, ვიდრე ვიცოდე დარწმუნებით, რომ გოგენმა მოაჭრა ჩხუბის დროს...

ასე უფრო ლამაზია ისტორია...

ლეგენდად დარჩეს, მეგობრებო... ლეგენდად დარჩეს...

smile.gif

Posted by: mchxapneli 1 Nov 2010, 18:23
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/

Posted by: M_A_K_I 1 Nov 2010, 18:27
http://www.radikal.ru

* * *
http://www.radikal.ru



ისე განსაკუთრებით მიყვარს მისი ღამის კაფე



http://www.radikal.ru

Posted by: mchxapneli 1 Nov 2010, 18:39
13 წლის ვან გოგი
http://pix.ge/
19 წლის
http://pix.ge/
ვან გოგის დედა, რომელიც თვითონ დახატა
http://pix.ge/
მისი და მისი ძმის სასაფლაო
http://pix.ge/
ყურებიანი ვან გოგი
http://pix.ge/

Posted by: მზესუმზირა 1 Nov 2010, 20:09
ჩემი უსაყვარლესი გიჟი! cry.gif




http://www.radikal.ru

თავის დროის რევოლუციური ნახატი smile.gif







ვისაც ეს ფილმი არ გინახავთ - აუცილებლად ნახეთ!

http://avoe.ge/movies/one.php?mid=8292


Posted by: mchxapneli 1 Nov 2010, 21:38
QUOTE
http://avoe.ge/movies/one.php?mid=8292

wow.
არ მქონდა ნანახი

Posted by: lars von trier 9 Nov 2010, 01:07
QUOTE
თავის დროის რევოლუციური ნახატი

სუ ირვინგ სტოუნის წიგნი მახსენდება ვნა გოგზე ამ ნახატს რო ვუყურებ smile.gif
მაგარი წიგნი გამოუვიდა,ოღონდ სახელს ვერ ვიხსენებ biggrin.gif

არლის პეიზაჟები მიყვარს,მაგრა smile.gif.

Posted by: მზესუმზირა 9 Nov 2010, 02:23
lars von trier
QUOTE
მაგარი წიგნი გამოუვიდა,ოღონდ სახელს ვერ ვიხსენებ


იყიდება სადმე?

Posted by: lars von trier 9 Nov 2010, 04:15
მზესუმზირა
არ ვიცი ,არა მგონია სადმე იყოს.
შეიძლება ბუკინისტებთან წააწყდე,ახლა ვნახე წყურვილი სიცოცხლისა ქვია smile.gif
კარგი წიგნია ნამდვილად,ვისენტის და ტეოს წერილების მიხედვითაა დაწერილი.
საერთოდ ირვინგი კარგი ბიოგრაფია,ჯეკ ლონდონის ბიოგრაფიაზეც აქვს კარგი წიგნი.

Posted by: მზესუმზირა 9 Nov 2010, 13:25
lars von trier

ვან გოგის წერილები როა ის სხვა წიგნია კიდე? თუ ესაა?

Posted by: nanikochikovani 12 Nov 2010, 14:14
Биография
Детство и юность
Винсент Ван Гог родился в 11 часов утра 30 марта 1853 года в деревушке Грот-Зюндерт (нидерл. Groot Zundert) в провинции Северный Брабант на юге Нидерландов, недалеко от бельгийской границы. Отцом Винсента был Теодор Ван Гог, протестантский пастор, а матерью — Анна Корнелия Карбентус, дочь почтенного переплётчика и продавца книг из Гааги. Винсент был вторым из семи детей Теодора и Анны Корнелии. Своё имя он получил в честь деда по отцовской линии, который также всю свою жизнь посвятил протестантской церкви. Это имя предназначалось для первого ребёнка Теодора и Анны, который родился на год раньше Винсента и умер в первый же день. Так Винсент, хотя и был рождён вторым, стал старшим из детей.
Четыре года спустя после рождения Винсента, 1 мая 1857 года, родился его брат Теодорус Ван Гог (Тео). Помимо него, у Винсента был брат Кор (Корнелис Винсент, 17 мая 1867) и три сестры — Анна Корнелия (17 февраля 1855), Лиз (Элизабет Губерта, 16 мая 1859) и Вил (Виллемина Якоба, 16 марта 1862). Домашние помнят Винсента как своенравного, трудного и нудного ребёнка со «странными манерами», что было причиной его частых наказаний. По словам гувернантки, было в нем что-то странное, что отличало его от других: из всех детей Винсент был ей менее приятен, и она не верила, что из него может выйти нечто стоящее. Вне семьи, напротив, Винсент показывал обратную сторону своего характера — был тихим, серьёзным и задумчивым. Он почти не играл с другими детьми. В глазах односельчан он был добродушным, дружелюбным, предупредительным, сострадательным, милым и скромным ребёнком. Когда ему исполнилось 7 лет, он пошёл в деревенскую школу, но через год его забрали оттуда, и вместе со своей сестрой Анной он обучался дома, у гувернантки. 1 октября 1864 года он уехал в школу-интернат в Зевенберген, 20 км от родного дома. Отъезд из дома причинил много страданий Винсенту, он не мог забыть этого, даже будучи взрослым. 15 сентября 1866 года он начинает обучение в другом интернате — колледже Виллема II в Тилбурге. Винсенту хорошо даются языки — французский, английский, немецкий. Там же он получал уроки рисования. В марте 1868 года, посреди учебного года, Винсент неожиданно бросил школу и возвратился в отчий дом. На этом заканчивается его формальное образование. О своём детстве он вспоминал так: «Моё детство было мрачным, холодным и пустым…».
Работа в торговой фирме и миссионерская деятельность

Posted by: shprotisbanka 15 Nov 2010, 04:47
მზესუმზირა
QUOTE
ვან გოგის წერილები როა ის სხვა წიგნია კიდე? თუ ესაა?

ვან გოგის წერილები არის თვითონ ვინსენტას დაწერილი,უბრალოდ სეგროვებულია და გამოცემული ერთად.
ირვინგ სტოუნს მაგ წერილების და ბიოგრაფიის მიხედვით აქვს ის წიგნი დაწერილი,ნამდვილად კარგი წიგნია.

Posted by: *WTF* 15 Nov 2010, 05:06
სრულიად გავაფანატე ვან გოგზე. არა და იოლად არ ვაფანატებ მაგ სფეროში, მუზეუმები ჩემი სტიქია არ არის. მაგრამ ვან გოგთან სხვა სამყაროა, სხვა ფერები smile.gif

მე Camille Roulin-ის პორტრეტიც ძალიან მომეწონა - ფერები (როგორც ყოველთვის) და საოცრად სევდიანი თვალები პაწუკა ბავშვზე :|

მზესუმზირა
ეს რა ფილმია, შეგიძლია დაწერო? ლინკს არ ხსნის :|


Posted by: მზესუმზირა 15 Nov 2010, 13:13
*WTF*

ბიბისის ფილმია: BBC. Simon Schamas Power of Art - Van Gogh ხელოვნების ძალა – ვან გოგი. ასე ქვია. დოკუმენტური ფილმია ოღონდ მხატვრულ სტილშია გადაღებული. მსახიობია ვიღაც, რომელიც ვან გოგს თამაშობს და საინტერესო კადრებია ძალიან smile.gif ავოეზე ან გოლ.გეზე დასერჩე van gogh და ამოაგდებს ამ ფილმს

Posted by: mchxapneli 16 Nov 2010, 23:49
Пускай меня простит Винсент Ван-Гог
За то, что я помочь ему не мог,

За то, что я травы ему под ноги
Не постелил на выжженной дороге,

За то, что я не развязал шнурков
Его крестьянских пыльных башмаков,

За то, что в зной не дал ему напиться,
Не помешал в больнице застрелиться.

Стою себе, а надо мной навис
Закрученный, как пламя, кипарис,

Лимонный крон и темно-голубое,-
Без них не стал бы я самим собою;

Унизил бы я собственную речь,
Когда б чужую ношу сбросил с плеч.

А эта грубость ангела, с какою
Он свой мазок роднит с моей строкою,

Ведет и вас через его зрачок
Туда, где дышит звездами Ван-Гог.

ტარკოვსკის არაჩვეულებრივი ლექსი.....

Posted by: PINK 17 Nov 2010, 00:20
mchxapneli
QUOTE
Пускай меня простит Винсент Ван-Гог
За то, что я помочь ему не мог,

За то, что я травы ему под ноги
Не постелил на выжженной дороге,

За то, что я не развязал шнурков
Его крестьянских пыльных башмаков,

За то, что в зной не дал ему напиться,
Не помешал в больнице застрелиться.

Стою себе, а надо мной навис
Закрученный, как пламя, кипарис,

Лимонный крон и темно-голубое,-
Без них не стал бы я самим собою;

Унизил бы я собственную речь,
Когда б чужую ношу сбросил с плеч.

А эта грубость ангела, с какою
Он свой мазок роднит с моей строкою,

Ведет и вас через его зрачок
Туда, где дышит звездами Ван-Гог.

ტარკოვსკის არაჩვეულებრივი ლექსი.....


მომეწონა. დავაFეისბუქე smile.gif

Posted by: mchxapneli 17 Nov 2010, 14:54
http://pix.ge/

Posted by: Cecy Elliott 17 Nov 2010, 20:03
ვან გოგის უგიჟესი და უწყნარესი ღამე... ერთ-ერთი უსაყვარლესი.. love.gif
"Туда, где дышит звездами Ван-Гог..."
http://pix.ge/

Posted by: PINK 17 Nov 2010, 20:05
QUOTE (sesi-eliot @ 17 Nov 2010, 20:03 )
ვან გოგის უგიჟესი და უწყნარესი ღამე... ერთ-ერთი უსაყვარლესი.. love.gif
http://pix.ge/

ნეტა რას ფიქრობდა ამ ცის ხატვის დროს? user.gif

Posted by: Cecy Elliott 17 Nov 2010, 20:22
PINK
ვან გოგი არ ვიცი ... აი, მე კი ყველაფერს ვფიქრობ... ძალიან ჩამთრევი და ღრმა ნახატია...
ვის გინახავთ ვან გოგი ორიგინალშI..? user.gif

ესეც მზე და მთვარე.. love.gif
http://pix.ge/

Posted by: mchxapneli 17 Nov 2010, 21:26
sesi-eliot
QUOTE
ესეც მზე და მთვარე..

ვინ გითხრა რომ მზეა smile.gif

Posted by: Cecy Elliott 17 Nov 2010, 21:29
ვინმემ ჰო არ იცით ვან გოგის წერილების ინტ. ვერსია...? რუსულად ან ქართულად..?
თუ კი დამილინკეთ რაა... smile.gif

http://pix.ge/
* * *
mchxapneli
ისე... მე შევარქვიი.. smile.gif ჰომ შეიძლება...

Posted by: mchxapneli 17 Nov 2010, 21:38
sesi-eliot
QUOTE
ისე... მე შევარქვიი..ჰომ შეიძლება...

კი რათქმაუნდა, არაფერი მაქვს საწინააღმდეგო(biggrin.gif) მაგრამ ეგ უბრალოდ დიდი ვარსკვლავია(გვერდით პატარა ვარსკვლავიცაა, თუ დააკვირდები)

ვან გოგის წერილებს ვინ გადაგითარგმნიდა ქართულად : ))) მითუმეტეს ინტერნეტში არავინ დადებდა.... ჯერ ჯერობით, მასეთი ინფორმაცია მხოლოდ ძალიან ინტერესიანი და გულმოდინე ადამიანებისთვისაა მისაწოდი, ვინც იცის ენა, ან არ ეზარება თAრგმნა/

რუსულად შეიძლება მოძებნო, და ინგლისურად ნამდვილად არის.

Posted by: *WTF* 17 Nov 2010, 21:40
sesi-eliot
QUOTE
ვან გოგი ორიგინალშI..? user.gif

მეე bis.gif

მზესუმზირა
QUOTE
ბიბისის ფილმია: BBC. Simon Schamas Power of Art - Van Gogh ხელოვნების ძალა – ვან გოგი. ასე ქვია. დოკუმენტური ფილმია ოღონდ მხატვრულ სტილშია გადაღებული. მსახიობია ვიღაც, რომელიც ვან გოგს თამაშობს და საინტერესო კადრებია ძალიან smile.gif ავოეზე ან გოლ.გეზე დასერჩე van gogh და ამოაგდებს ამ ფილმს

მადლობა. დავგუგლავ. ჩემთან ავოე და გოლ.გე არ მუშაობს, ამიტომ დამაინტერესა სახელმა smile.gif

Posted by: Cecy Elliott 17 Nov 2010, 23:21
mchxapneli
QUOTE
ვან გოგის წერილებს ვინ გადაგითარგმნიდა ქართულად

წიგნი ნამდვილად არის ქართულად, ვნახე ადრე.. ახლაც იქნება სავარაუდოდ..


*WTF*
QUOTE
მეე

ყველანაირი ფერის შურით მშურს.. biggrin.gif biggrin.gif და რომელ მუზეუმში..?

Posted by: mchxapneli 18 Nov 2010, 00:37
sesi-eliot
biggrin.gif
წერილები-მეთქი
წიგნების მეტი რა(ინტერტში არა რათქმაუნდა)

Posted by: Cecy Elliott 18 Nov 2010, 08:57
mchxapneli
ხოდა წიგნი- ვან გოგის წერილები-თქო biggrin.gif
ანუ ქართულად არის თარგმნილი ვან გოგის წერილები, და ჰომ შეიძლება ინტშიც იყოს-თქო რაა... smile.gif
* * *
http://pix.ge/

Posted by: mchxapneli 18 Nov 2010, 12:23
sesi-eliot
QUOTE
ქართულად არის თარგმნილი ვან გოგის წერილები

არ გამიგია, ხვალ საჯაროში მივდივარ ისედაც, აუცილებლად გავიკითხავ თუარის.. მაგ წერლების თარგმნაზე უკეთესს ვერაფერს იზამდნენ..........

Posted by: მზესუმზირა 18 Nov 2010, 15:12
mchxapneli
QUOTE
არ გამიგია, ხვალ საჯაროში მივდივარ ისედაც, აუცილებლად გავიკითხავ თუარის.. მაგ წერლების თარგმნაზე უკეთესს ვერაფერს იზამდნენ..........


კი, წერილები დიდი ხანია ნათარგმნია... საჯაროში დადიხარ? სახეზე მეცოდინები. მეც სულ მანდ ვგდივარ, ოღონდ ძირითადად აივანზე ვარ და ვეწევი biggrin.gif

Posted by: mchxapneli 18 Nov 2010, 15:43
მზესუმზირა
QUOTE
მეც სულ მანდ ვგდივარ, ოღონდ ძირითადად აივანზე ვარ და ვეწევი

წაიკითხე ?
მე სამეცნიეროში ვკითხულობ ეხლა.. ხვალ ზევით ამოვალ, ვან გოგის ხათრით.)) აივანზეც გავაპარებ თვალს რახდებაა აბაა))


Posted by: katunia 18 Nov 2010, 15:53
მე მქონდა ბედნიერება ვან გოგის მზესუმზირები მენახა რეალში smile.gif
ისეთი ემოცია მქონდა, თითქოს დარბაზში მეტს ვერაფერს ვხედავდი smile.gif

Posted by: PINK 18 Nov 2010, 15:55
sesi-eliot

ვან გოგისაა ეგ ხე? რა მაგარიაააა eek.gif

---------------------------

Posted by: მზესუმზირა 18 Nov 2010, 16:05
mchxapneli
QUOTE
წაიკითხე ?


კი, ადრე მაქვს წაკითხული.

QUOTE
მე სამეცნიეროში ვკითხულობ ეხლა..


რას კითხულობ?

QUOTE
ხვალ ზევით ამოვალ, ვან გოგის ხათრით.)) აივანზეც გავაპარებ თვალს რახდებაა აბაა))


ამოდი და რო დამინახავ ეგრევე მიხვდები რომ მე მე ვარ! yes.gif

mo.gif

Posted by: Cecy Elliott 18 Nov 2010, 16:35
PINK
კი yes.gif ვან გოგია, ძალიან ლამაზია, მიყვარს..
katunia
user.gif user.gif user.gif მესმიის..
ისე მე მზესუმზირებზე მეტად აი მეორე გვერდზე რომ ვარსკვლავიანი ღამეა მაგისი ნახვა მინდა... ვაიიჰ... mo.gif

ეს ხიდიც როგორ მიყვარს... love.gif

http://pix.ge/

Posted by: Cecy Elliott 20 Nov 2010, 21:40
უყურებ და ღელავს.... ძალიან ცოცხალია... user.gif

http://pix.ge/

Posted by: mchxapneli 20 Nov 2010, 21:49
sesi-eliot
რატომ გიყვარს ვან გოგი??

ვის შეუძლია თქვას თუ რატომ უყვარს ვან გოგი...

სადაა მზესუმზირა

Posted by: Cecy Elliott 20 Nov 2010, 22:25
mchxapneli

ყოველთვის შეგიძლია ახსნა თუ რატომ გიყვარს...? არამგონია... რა საჭიროა საერთოდ ახსნა რამის... გიყვარს და მორჩა რა... ფორმულაა აუცილებელი..? boli.gif
ნუ დაახლოებით გეტყვი... რატომ და ჩემთვის ძალიან ემოციური და ცოცხალია, სული დევს, რაც მითრევს...

Posted by: Cat Power 20 Nov 2010, 22:31
QUOTE (sesi-eliot @ 18 Nov 2010, 08:57 )
mchxapneli
ხოდა წიგნი- ვან გოგის წერილები-თქო biggrin.gif
ანუ ქართულად არის თარგმნილი ვან გოგის წერილები, და ჰომ შეიძლება ინტშიც იყოს-თქო რაა... smile.gif
* * *
http://pix.ge/

ძალიან მომწონს ეს ნახატი love.gif

Posted by: mchxapneli 20 Nov 2010, 22:41
sesi-eliot
QUOTE
რა საჭიროა საერთოდ ახსნა რამის... გიყვარს და მორჩა რა..

ეს კაცი ხელოვანია, აქვს თAვისი სამყარო და გვანახა ტილოზე(თუ როგორ აღიქვანმს ის მოვლენებსა თუ საგნებს), რამ დაგაინტერესა ამ კაცში, შეყვარებული საქმრო ხომ არარის რომ გიყვარდეს და მორჩა biggrin.gif
ნუ აი ეს მაინტერესებდა..
ნუ საქმე იმაშია რომ რაცხა რუცხეებს ვწერ და მაგრად მჭირდება ხოდა მაგიტომ ასე კატეგრიულ ზომებს მივმართავ biggrin.gif:D არ მაქვს დიდად იმედი აქ რამე დიალოგისმაგვარი გაიმართოს და ეგრეთ წოდებულმა ჭეშმარიტებამ თAვი ამოყოს, მაგრამ მაინც საინტერესოა, ისედაც ხომ უდნა დაფიქრდეს ადამანი რა მოსწონს როცა ამბობს რომ რაღაც მოსწონს ))

Posted by: Cecy Elliott 20 Nov 2010, 23:46
mchxapneli
თუ თავიდანვე არ გაქვს იმის იმედი რომ დიალოგი გაიმართება, ვერც გამართავ...

და.. მე სულ არ მაინტერესებს თუ რატომ მომწონს ესა თუ ის , ჩემთვის მთავარია მომწონს, სიამოვნებას მანიჭებს და ა.შ. ყველაფერი, ის რაც მე მიყვარს, ნაწარმოები იქნება ეს, მხატვარი, მუსიკა თუ რავიცი რა.. ყოველივე ესაა ჩემი ხასიათის და შინაგანი სამყაროს რაღაც ნაწილი... და მე მგონია რომ ყველა ადამიანში ესეაა რა, რაღაც თავისას პოულობენ და მსწონთ, რაც მათთან ახლოსაა... ასე რომ ჯერ მაშIნ ყოველივე ადამიანი გამოიკვლიე და მერე ჩაეძიე თუ ვის რატომ და რისთვის უყვარს თუ მოსწონს... smile.gif

ზოგს მღვდელი მოსწონს, ზოგს მღვდლის ცოლიოო რააა biggrin.gif


Posted by: მზესუმზირა 20 Nov 2010, 23:54
mchxapneli
QUOTE
ვის შეუძლია თქვას თუ რატომ უყვარს ვან გოგი...

სადაა მზესუმზირა


ირემს რად უყვარს სალი კლდე,
თევზებს რად უყვართ წყალია,
და მე რად მიყვარს ვან გოგი
განა ეს საკითხავია?

smile.gif

Posted by: mchxapneli 21 Nov 2010, 00:09
მზესუმზირა
QUOTE
განა ეს საკითხავია?

საკითხავი სწორედ ეგ არის.

მაგრამ კაი აღარ მაინტერესებს არ გაქვთ პასუხი

Posted by: Cecy Elliott 21 Nov 2010, 00:19
mchxapneli
QUOTE
მაგრამ კაი აღარ მაინტერესებს არ გაქვთ პასუხი


და შენ რატომ გიყვარს? თავად გაეცი პასუხი...

Posted by: mchxapneli 21 Nov 2010, 00:29

მზესუმზირავ, კიდევ ერთხელ(უკვე მერამდენედ) გეუბნები, და ბოლოჯერ, არ ვარ მხატვარი არც დამიხატია როდისმე რამე..... ვარ მომავალი იურისტი, მომავალი იმიტომ რომ ზოგ ზოგიერტებისგან განსხვავებით სწავლის პროცესში როა ადამიანი მე ის ჩამოყალიბებულად არ მგონია და შესაბამისად ვამბობ რომ ჯერ არ ვარ შემდგარი იურისტად.. მხატვრობა მაინტერესებს და მიყვარს და სულ მიყვარდა.. არიან ადამიანებ რომლებიც ხატავენ და არიან რომებიც უბრალოდ ტკბებიან მათი ნამუშევრებით(ან აკრიტიკებენ)

Posted by: Cecy Elliott 21 Nov 2010, 09:10
http://pix.ge/

Posted by: მზესუმზირა 21 Nov 2010, 21:00
mchxapneli
QUOTE
მაგრამ კაი აღარ მაინტერესებს არ გაქვთ პასუხი

ვინ გითხრა რომ არ მაქვს პასუხი? რა სისულელეა. გაინტერესებს რატომ მიყვარს ვან გოგი? კარგი, გიპასუხებ: - არ ვიცი! bis.gif

Posted by: Cecy Elliott 22 Nov 2010, 00:01
იაპონური მხატვრობის გავლენა... love.gif

http://pix.ge/

Posted by: mchxapneli 22 Nov 2010, 00:15
QUOTE (sesi-eliot @ 22 Nov 2010, 00:01 )
იაპონური მხატვრობის გავლენა... love.gif

http://pix.ge/

გადახატული აქვს იაპონური გრავიურებიდან(მაგის გარდა არის ერთი ორი ნახატი კიდევ), მაგრამ უნიკალური ისარის რომ მაინც ვან გოგი გამოუვიდა biggrin.gif

Posted by: shprotisbanka 22 Nov 2010, 02:01
mchxapneli
QUOTE
ვის შეუძლია თქვას თუ რატომ უყვარს ვან გოგი...

იმიტო რო კარგ მხატვრად ითვლება და იმიტო რო თუ ვამბობ რო მიყვარს,კარგ ტონად ითვლება და განათლებული ვჩანვარ.

Posted by: Cecy Elliott 22 Nov 2010, 09:03
shprotisbanka
QUOTE
მიტო რო კარგ მხატვრად ითვლება და იმიტო რო თუ ვამბობ რო მიყვარს,კარგ ტონად ითვლება და განათლებული ვჩანვარ.


ეგ არის ქართული საზოგადოების ზოგადი სენი!!! mo.gif ყველაფერთან მიმართებაში...

* * *
QUOTE
მაგის გარდა არის ერთი ორი ნახატი კიდევ


http://pix.ge/

Posted by: Indian Summer 22 Nov 2010, 13:08
shprotisbanka
QUOTE
იმიტო რო კარგ მხატვრად ითვლება და იმიტო რო თუ ვამბობ რო მიყვარს,კარგ ტონად ითვლება და განათლებული ვჩანვარ.

lol.gif lol.gif ჩაგეთვალა biggrin.gif

Posted by: mchxapneli 22 Nov 2010, 16:15
http://pix.ge/
იაპონურ გრავიურებს აგროვებდა(საფრანგეთში ყოფნის დროს)... ამან შეცვალა მისი ნახატები რადიკალურად..... ფერების უფრო თამამად ხმარებდა დაიწყო.
ყველაზე ცნობილი ასეთი ნამუშევრებიდან არის "Bridge in the Rain"
http://pix.ge/
ორიგინალი: http://a.pix.ge/n/ewgsr.jpg

Posted by: LOVE ALL U 23 Nov 2010, 11:27
ვინმემ ხომ არ იცით იმ ფილმს რა ქვია "წყურვილი სიცოცხლისა"-ს მიხედვით რომ არის გადაღებული?

Posted by: shprotisbanka 24 Nov 2010, 20:23
LOVE ALL U
მგონი ეს ფილმია http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=807523 smile.gif

Posted by: yurgenizmi 20 Dec 2010, 11:31
აი მხატვრებო კარგი ფილმები მხატვრებზე.
1 The_Impressionists
2Vincent_and_Theo
3Surviving_Picasso
4Modigliani
5Gustav klimt
6Girl With a Pearl Earring
7Frida
8El Greco
9Montparnasse_19
ვინმემ თუ იცით კიდევ რამე დაწერეთ რა...

Posted by: sofuna2001 22 Dec 2010, 09:11
მაგარი ნახატებია. ძაან მომეწონა . ისე აქამდე არ მქონდა ნანახი ეს ნახატები biggrin.gif .. მოკლედ მაგარია . ....

Posted by: Mét 26 Dec 2010, 19:30
ძალიან თბილი ნახატები აქვს ვინსენტს.. love.gif

Posted by: Nickelback_3 13 Jan 2011, 18:39
ლეგენდა ........ <3 <3 <3 უზომოდ მიყვარს .....

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

Posted by: FsdasD 13 Jan 2011, 18:47
ეჰ

ადრე ვამბობდი რომ ძალიან მაგარი მხატვარი არ იყო და ჩვეულებრივი დონის მხატვარსაც შეეძლო მისი მსგავსი ნახატების შექმნა მაგრამ რეალობაში რომ ვნახე,
ფერები ისეა შეხამებული და არჩეული, ემოციები ისეა ჩაქსოვილი. დაშტერებული ვიდექი და ვუყურებდი
ვერასოდეს ვერ წარმოვიდგენდი ესეთი ძლიერი თუ იყო

ეს, რის სურათებსაც დებთ, არაფერია, სრულიად არაფერი.

Posted by: Nickelback_3 14 Jan 2011, 00:00
QUOTE (yurgenizmi @ 20 Dec 2010, 11:31 )
აი მხატვრებო კარგი ფილმები მხატვრებზე.
1 The_Impressionists
2Vincent_and_Theo
3Surviving_Picasso
4Modigliani
5Gustav klimt
6Girl With a Pearl Earring
7Frida
8El Greco
9Montparnasse_19
ვინმემ თუ იცით კიდევ რამე დაწერეთ რა...

გადმოსაწერი ლინკები დაწერე რა მაგრად გთხოვ ოღონდ ცადე ქართულ სერვერებზე იყოს ატვირთული, უცხოურიდან ვერ ვიწერ smile.gif წინასწარ მადლობა smile.gif

Posted by: lonelyl 14 Jan 2011, 11:49
ეს კაცი ქურდი ხომ არ იყო? ჩემი ნახატები გადაუხატია და თავისად ასაღებს. მე ამ საქმეს ასე არ დავტოვებ.

Posted by: Melpomene 14 Jan 2011, 20:19
QUOTE
ეს, რის სურათებსაც დებთ, არაფერია, სრულიად არაფერი.

ვან გოგი ყველა სურათში ვან გოგია smile.gif

Posted by: lars von trier 14 Jan 2011, 21:02
QUOTE
ი მხატვრებო კარგი ფილმები მხატვრებზე.
1 The_Impressionists
2Vincent_and_Theo
3Surviving_Picasso
4Modigliani
5Gustav klimt
6Girl With a Pearl Earring
7Frida
8El Greco
9Montparnasse_19
ვინმემ თუ იცით კიდევ რამე დაწერეთ რა...


გადმოსაწერი ლინკები დაწერე რა მაგრად გთხოვ ოღონდ ცადე ქართულ სერვერებზე იყოს ატვირთული, უცხოურიდან ვერ ვიწერწინასწარ მადლობა

http://gol.ge/index.php?cat=movies&details=2575&order=1.1&search=Girl%20With%20a%20Pearl%20Earring
http://allmovies.ge/ge/#movie/HKMJK
http://gol.ge/index.php?cat=movies&details=2208&order=1.1&search=Modigliani
http://gol.ge/index.php?cat=movies&details=6042&order=1.1&search=Montparnasse_19
http://gol.ge/index.php?cat=movies&details=4333&order=1.1&search=El%20Greco
http://gol.ge/index.php?cat=movies&details=3874&order=1.1&search=Surviving_Picasso
http://gol.ge/index.php?cat=movies&details=6495&order=1.1&search=The_Impressionists
5Gustav klimt-ეს ფილმი არაა ქართულ სივრცეში.
არც ვისენტი და თეო,მე კი მაქვს მარა დიდი მოცულობის ფაილია და ვერ ვტვირთავ,თუ შემომეტვირთა დავდებ ლინკს biggrin.gif

Posted by: Indian Summer 14 Jan 2011, 23:39
QUOTE
5Gustav klimt-ეს ფილმი არაა ქართულ სივრცეში

http://gol.ge/index.php?cat=movies&details=3246&order=1.1&search=klimt ამას გულისხმობს ალბათ.

Posted by: Melpomene 14 Jan 2011, 23:57
საერთოდ მხატვრების ბიოგრაფიული ფილმები არ მიყვარს, დამახინჯებულადაა ხოლმე გადმოცემული ფაქტები და მხატვრის რაობა.. მაგრამ ერთი ფილმია გოიაზე, ადრე წავაწყდი შემთხვევით, საკმაოდ ძლიერი ფილმი იყო.....თუ ვინმეა აზრზე რომელზე ვამბობ, დადეთ გადმოსაწერი ლინკი.... .

Posted by: Indian Summer 15 Jan 2011, 00:17
Melpomene
http://allmovies.ge/ge/#movie/OTSUO

Posted by: Melpomene 15 Jan 2011, 00:28
Indian Summer
არა გოგო ეგ არ არის. ეს ვაბშე არ მქონდა ნანახი... .

Posted by: Indian Summer 15 Jan 2011, 00:56
Melpomene
დოკუმენტური იყო უფრო?

Posted by: Melpomene 15 Jan 2011, 01:52
Indian Summer
QUOTE
დოკუმენტური იყო უფრო?

არა!

ცოტა ძველი ფილმია.


Posted by: lars von trier 15 Jan 2011, 01:54
Melpomene
საურას ფილმი-გოია ბორდოში ხო არაა შემთხვევით ?
http://www.imdb.com/title/tt0210717/
აქაა გოიაზე ფილმები და იქნება რომელიმე biggrin.gif
http://www.imdb.com/find?s=all&q=goya

Posted by: Alice_In_Wonderland 15 Jan 2011, 02:03
QUOTE (Reckoner @ 29 Dec 2008, 21:07 )
ბიოგრაფიისთვის ეწვიეთ


ირვინგსტოუ
"წყურვილი სიცოცხლისა"

Posted by: Melpomene 15 Jan 2011, 02:48
QUOTE
საურას ფილმი-გოია ბორდოში

კი ეგ არის!

Posted by: ფრენოლოგი 17 Jan 2011, 03:21
არ მიყვარს ვან გოგი
მაგრამ ყოველ დილით გაღვიძებისას.
"მთესველებიდან" ერთ-ერთს ვხედავ ჩემს კედელზე.
ყვითელი ფერი...რომელსაც ვერ ვიტან, ყველაზე დიდი დოზით.
მაგრამ ამ სურათიდან
მზე მათბობს და მინდვრის სუნი მცემს.
და მაინც
არ მიყვარს
მხოლოდ დილით...როცა ჯერ ცხოვრება არ დაწყებულა...მაშინაა ჩემი.



პ.ს.

ბავშვობაში ეს მთესველი კაცი მაიმუნი მეგონა biggrin.gif და მამაჩემი დიდ ხანს მიმტკიცებდა რომ კაცია.



Posted by: Melpomene 17 Jan 2011, 03:37
QUOTE
არ მიყვარს ვან გოგი

ნუ ეხლა, ადრიან ბორდასთან ვერ მივა.......

QUOTE
მაგრამ ამ სურათიდან
მზე მათბობს და მინდვრის სუნი მცემს.
და მაინც
არ მიყვარს

დაა, სხვა რა უნდა ქნას ნახატმა

Posted by: ფრენოლოგი 17 Jan 2011, 03:51
Melpomene
გეძინება :/


QUOTE
ნუ ეხლა, ადრიან ბორდასთან ვერ მივა.......

ვაფასებ შენი ირონიის გამოხატვის მცდელობას
მაგრამ
არ მომწონს და მორჩა.
შენ რა თქმა უნდა გესმის ჭეშმარიტი ხელოვნების არსი drug.gif
და ვერ შეგეკამათები.
ადრინა ბორდა კი თუ სენ თვლი რომ ნაგავს ხატავს ეგრე იქნება!


ვან გოგი არ მომწონს მორჩა გადამაგდეთ ხრამში.


QUOTE
დაა, სხვა რა უნდა ქნას ნახატმა

აუ გაიარე რა smile.gif

რა უნდა ქნას და
ლოტრეკის ნახატები რომ მიყვარს
მ ე ნ ა ტ რ ე ბ ა ხოლმე!
ვუყურებ დიდ ხანს და არ მბეზრდება!
დიდ ხანს თუ არ ვნახავ მის ნახატებს მაკლია!
ემოციებს , გრძნობებს იწვევს ჩემში.
იმას ხატავდა რაც ჩემთან ახლოსაა
და მორჩა.





და მე აქ არ მითქვამს რომ ვან გოგი ცუდი მხატვარია ან რამე მაგდაგვარი
და ნუ გამოხტებით ხოლმე
ეს ჟღვინტელექტუალები
უაზროდ


თქვენ თვლით რომ თქვენი გემოვნება საყოველთაო უნდა იყოს? :/



და პაშლი ვი : )

Posted by: Melpomene 17 Jan 2011, 04:00
ფრენოლოგი
უზრდელობ.

გამოვიჩენ დიდსულოვნებას და თავს შევიკავებ ადეკვატური პასუხებისგან. wink.gif მაგრამ ძანაც ნუ ახტები...

QUOTE
თქვენ თვლით რომ თქვენი გემოვნება საყოველთაო უნდა იყოს? :/

პირიქით, ყველა რომ ხედავდეს რაღაც სხვას მოვძებნიდი(თ)

ნუ მოგწონს ვის რაში ანაღვლებს. smile.gif

Posted by: ფრენოლოგი 17 Jan 2011, 04:07
Melpomene
QUOTE
ნუ მოგწონს ვის რაში ანაღვლებს.

ჰოდა თუ არ განაღვლებს კომენტარის გაკეთება ჩემს აზრზე არც ისე ლოგიკურია :/



მითუმეტეს
ბორდაზე რომ ჩაურთე ფრაზა და ვითომ წამკბინე
smile.gif



QUOTE
უზრდელობ.

სამა ნაპრასილას



QUOTE
გამოვიჩენ დიდსულოვნებას და თავს შევიკავებ ადეკვატური პასუხებისგან.მაგრამ ძანაც ნუ ახტები...

yes.gif მადლ'ობელი user.gif

QUOTE
პირიქით, ყველა რომ ხედავდეს რაღაც სხვას მოვძებნიდი(თ)

ხო რა თქმა უნდა თქვენ ხედავთ მარტო მშვენიერებას
და მასა რასაც ხედავს ის არ გჭირდებათ...
user.gif
იმიტომ რომ თქვენ განსხვავებულები ხართ user.gif



მე მაპატიეთ
ღამემშვიდი yes.gif

Posted by: Melpomene 17 Jan 2011, 04:13
ფრენოლოგი
QUOTE
ჰოდა თუ არ განაღვლებს კომენტარის გაკეთება ჩემს აზრზე არც ისე ლოგიკურია :/

მაშ, არალოგიკურია შენი აქ ყოფნაც..
QUOTE
სამ ნაპრასილსა

ჯერერთი სამა(сама), და შენც "ნაპრასილას" რაღაცეებს'........
QUOTE
ხო რა თქმა უნდა თქვენ ხედავთ მარტო მშვენიერებას
და მასა რასაც ხედავს ის არ გჭირდებათ...

იმიტომ რომ თქვენ განსხვავებულები ხართ

რასაც ხედავ კი ავლენ.....

QUOTE
ღამემშვიდი

გეძინებოდა, თAვიდანვე მივხვდი smile.gif

Posted by: ფრენოლოგი 17 Jan 2011, 04:19
lol.gif lol.gif

Posted by: Melpomene 17 Jan 2011, 04:23
http://pix.ge/

Posted by: Johnnie Walker 17 Jan 2011, 10:57
დედანში საყურებლად გოგენი უფრო ეფექტურია.

თუმცა - გემოვნებას გააჩნია.

Posted by: Crøs 17 Jan 2011, 22:57
ფრენოლოგი
Melpomene
რა დღეში ხართ?:სპყ:

Johnnie Walker
QUOTE
დედანში საყურებლად გოგენი უფრო ეფექტურია.

ერმიტაჟში ვნახე ორიგინალში და იმდენად მე-სხვა-ფერა,რომ დიდხანს მინდოდა მეყურებინა ისე უცნაურად ადევს ხაზი-ხაზს(რაღაც ქვია მგონი იმპრესიონიზმში).საოცრად თბილი და ამავე დროს სევდიანი ნახატები აქვს.

Posted by: *WTF* 20 Jan 2011, 05:15
sesi-eliot
QUOTE
მეე

ყველანაირი ფერის შურით მშურს..  და რომელ მუზეუმში..?



ეს რა კარგ დროს ვნახე! ისიც გულმოწყალე იუზერის წყალობით biggrin.gif

ამსტერდამში ვან გოგის მუზეუმი :chup:

Posted by: V00D00 9 Feb 2012, 20:21
ვისაუბროთ ამ გენიალურ ჰოლანდიელ ფერმწერზე, რომელმაც მოახერხა ტილოზე გადაეტანა სნეული გონებიდან და სულიდან ამოხეთქილი ვნებები და განცდები

Posted by: nichan 9 Feb 2012, 21:58
ჩემს მაგივრად აი ეს ვიდეო ისაუბრებს smile.gif
http://www.youtube.com/watch?v=nkvLq0TYiwI

Posted by: nutsiko 14 Feb 2012, 09:46
1869-76 სამხატვრო-სავაჭრო ფირმის კომისიონერად მუშაობდა ჰააგაში, ბრიუსელში, ლონდონსა და პარიზში, 1876 მასწავლებლობდა ინგლისში. შეისწავლა თეოლოგია და 1878 - 79 მოძღვრად იყო ბორინაჟში (ბელგია), სადაც გაეცნო მაღაროელთა მძიმე ცხოვრებას. მშრომელთა ინტერესების დაცვის ნიადაგზე კონფლიქტი მოუვიდა ეკლესიის მესვეურებთან. 27 წლისამ გადაწყვიტა ხატვა შეესწავლა. ესწრებოდა ლექციებს ბრიუსელისა (1880 - 81) და ანტვერპენის (1885 - 86) სამხატვრო აკადემიაში. 1881-85 ვან გოგი გატაცებით ხატავდა ბორინაჟის მაღაროელებს, გლეხებს, ხელოსნებს, მეთევზეებს. 30 წლისამ მუშაობა დაიწყო ფერწერაში. უბრალო ადამიანებისადმი ღრმა თანაგრძნობით გამსჭვალულ, მუქ, პირქუშ ტონებში შესრულებულ სურათებსა და ეტიუდების სერიაში ("გლეხის ქალი", 1885, კრელერ-მიულერის სახელმწიფო მუზეუმი, ოტერლო; "კარტოფილის მჭამელები", ვ. ვან გოგის ფონდი, ამსტერდამი). ვან გოგი ანვითარებდა XIX საუკუნის კრიტ. რეალიზმისა და განსაკუთრებით ჟ. ფ. მილეს შემოქმედებით ტრადიციებს.

1886 - 88 ვან გოგი ცხოვრობდა პარიზში, სადაც თავისი ძმის თეო ვან გოგის დახმარებით გაეცნო ქალაქის სამხატვრო ცხოვრებას (თეო ვან გოგი, პარიზის ერთ-ერთი გალერეის დირექტორი, მთელი ცხოვრების მანძილზე მორალურად და მატერიალურად ეხმარებოდა ძმას ). პარიზში ვან გოგი კერძო სტუდიაში სრულყოფდა ხატვის ტექნიკას. ითვისებდა იმპრესიონისტების (კ. მონე, კ. პისარო, ა. სისლეი) პლენერულ ფერწერას და სწავლობდა იაპონურ გრავიურას. დაუახლოვდა ა. ტულუზ-ლოტრეკსა და პ. გოგენს. ამ დროიდან ვან გოგის პალიტრაზე მუქი ფერები კაშკაშა და მოციმციმე ცისფერმა, ოქროსფერმა და წითელმა ტონებმა შეცვალა. ფუნჯის მონასმი უფრო თამამი და დინამიკური გახდა ("ხიდი სენაზე", 1887, ვ. ვან გოგის ფონდი, ამსტერდამი და სხვ.).

1888 ვან გოგი სამუშაოდ გაემგზავრა საფრანგეთის სამხრეთ პროვინციაში, არლში, სადაც ინტენსიურად და ნაყოფიერად მუშაობდა, ხატავდა ნატურიდან. არლის პერიოდის დასაწყისშივე ჩამოყალიბდა მისი მხატვრული ენა - საკუთარი ემოციური განწყობილებით გადმოეცა ნატურა, მოვლენა, თუ საგანი. მხატვარი მიმართავდა ფერების კონტრასტულ შეხამებას და პასტოზურ მონასმებს. სამხრეთის მზით განათებულ მოციმციმე პეიზაჟებში ("მკა. ლაკროს ველი", "მეთევზეთა ნავები სენტ-მარიში", ორივე 1888, ვ. ვან გოგის ფონდი, ამსტერდამი) ჩანს ჰარმონიის, მშვენიერებისა და ბედნიერებისაკენ სწრაფვა; იმავე დროს ვან გოგი ქმნის სიმარტოვითა და უმწეობით დატანჯულ ადამიანთა ტრაგიკულ სახეებს ("ღამის კაფე", 1888, კერძო კოლექცია, ნიუ-იორკი). ფერის დინამიკა და გრძელი მონასმები ვან გოგის ტილოებზე დიდ ცხოველმყოფელობას ანიჭებს არა მარტო ადამიანს და მის გარემომცველ ბუნებას ("წითელი ვენახები არლში", 1888, ა. პუშკინის სახელობის სახვითი ხელოვნების მუზეუმი, მოსკოვი), არამედ უსულო საგნებიც ("ვან გოგის საწოლი ოთახი არლში", 1888, ვ. ვან გოგის ფონდი, ამსტერდამი).

80-იანი წლების ბოლოს მხატვარი ფსიქიკურად დაავადდა, რასაც მოჰყვა კონფლიქტი მასთან სტუმრად ჩამოსულ გოგენთან. ვან გოგი იწვა ჯერ არლის, შემდეგ კი სენ-რემისა (1889 - 90) და ოვერ-სიურ-უაზის (1890, სადაც თავი მოიკლა) საავადმყოფოში. ვან გოგის ბოლო 2 წლის ნამუშევრებისათვის დამახასიათებელია ფერთა შეხამების, რიტმის და ფაქტურის უკიდურესად გამძაფრებული ექსპრესია, განწყობილებათა მკვეთრი ცვალებადობა. სასოწარკვეთილებას ("მრადისობის კარიბჭესთან", 1890, კრელერ-მიულერის სახელმწიფო მუზეუმი, ოტერლო) და აღგზნებულ ვიზიონერულ იმპულსებს ("კიპარისებიანი და ვარსკვლავებიანი გზა", 1890, იქვე) ენაცვლება ნატურის მშვიდი და მთრთოლვარე შეგრძნება ("ოვერი წვიმის შემდეგ", 1890). სიცოცხლისა და ადამიანების სიყვარულით გამსჭვალულ ვან გოგის შემოქმედებაში ნათლად აისახა ევროპული კულტურის ისტორიის რთული და გარდამავალი პერიოდი. სულიერ ფასეულობათა მტკივნეულმა ძიებამ, რაც განსაცვიფრებელი სიწრფელით გამოვლინდა მხატვრის ცხოვრებასა და შემოქმედებაში (მ.შ. წერილებშიც), ტრაგიკულმა პათოსმა განსაზღვრა ვან გოგის ადგილი პოსტიმპრესიონიზმის ხელოვნებაში, რომლის ერთ-ერთი ფუძემდებელი თვითონ იყო.

Posted by: Melpomene 26 Apr 2012, 14:12
ეს ავტოპორტრეტი მიყვარს.
http://www.radikal.ru

Posted by: Melpomene 3 Jun 2012, 14:23
http://www.radikal.ru

Posted by: kkkk_kh 1 Jul 2012, 17:01
QUOTE (Melpomene @ 26 Apr 2012, 14:12 )
ეს ავტოპორტრეტი მიყვარს.
http://www.radikal.ru

"წყურვილი სიცოცხლისა" ჩემი მოკრძალებული აზრით ერთ-ერთი საუკეთესო ბიოგრაფიულოი ნაწარმოებია.. ამ წიგნის შემდეგ სულ სხვა თვალით დავინახე ის ყველაფერი რაც მანამდეც არანაკლებ მიყვარდა.. (ნახატებს ვგულისხმობsmile.gif) გამიხარდა ეს თემა რო აღმოვაჩინე ..

Posted by: zvigo 4 Jul 2012, 00:11
ცნობილი ორიგამისტი ვან გოგი

ორიგამი მოგეხსენებათ იაპონური ტრადიციული ქაღალდის ხელოვნებაა ...

შემიფასეთ smile.gif


Posted by: Freedoctor 18 Jul 2012, 23:27
ნახატებს ლაივში როცა უყურებ ხოლმე რაღაც პონტში მატერიალიზირდებიან.... და აი ის ადრინდელი ღირებულება არ მინდა ვთქვა ეკარგებათქო მაგრამ ვიტყვი რომ ისევ ისეთივე აღარ არის.... რაღაც იცვლება.. smile.gif

ეს მომაში..

http://imageshack.us/photo/my-images/593/img1866ua.jpg/

http://imageshack.us/photo/my-images/41/img1849copyq.jpg/

http://imageshack.us/photo/my-images/685/img1850copy.jpg/

http://imageshack.us/photo/my-images/16/img1852copy.jpg/

http://imageshack.us/photo/my-images/215/img1851copy.jpg/

http://imageshack.us/photo/my-images/853/img1853copyh.jpg/

ეს უკვე მეტროპოლიტენში

http://imageshack.us/photo/my-images/69/img3967ja.jpg/

http://imageshack.us/photo/my-images/6/img3965copy.jpg/

http://imageshack.us/photo/my-images/404/img3959x.jpg/

Posted by: Scoorp 24 Nov 2012, 22:19
QUOTE (kkkk_kh @ 1 Jul 2012, 17:01 )
QUOTE (Melpomene @ 26 Apr 2012, 14:12 )
ეს ავტოპორტრეტი მიყვარს.
http://www.radikal.ru

"წყურვილი სიცოცხლისა" ჩემი მოკრძალებული აზრით ერთ-ერთი საუკეთესო ბიოგრაფიულოი ნაწარმოებია.. ამ წიგნის შემდეგ სულ სხვა თვალით დავინახე ის ყველაფერი რაც მანამდეც არანაკლებ მიყვარდა.. (ნახატებს ვგულისხმობsmile.gif) გამიხარდა ეს თემა რო აღმოვაჩინე ..

+ 1

ვეთანხმები ამ აზრს ))
საინტერესო წიგნია. ემოციური.

Posted by: kkkk_kh 25 Nov 2012, 19:45
The Night Café, 1888, Yale University Art Gallery, New Haven

Posted by: unknown lady 17 Dec 2012, 02:27
მხატვრობაში კარგად ვერასოდეს ვერკვეოდი, მაგრამ ვან გოგი მიყვარდა ბავშვობიდან love.gif
ვარსკვლავებიანი ცა, საძინებელი ოთახი, მზესუმზირები ...

ახლა დავხედე 4 წლის წინ დამიპოსტავს აქ... ხოდა ადამიანები არ იცვლებიან

მე ისევ მიყვერს საძინებელი ოთახი და მზესუმზირები love.gif

Posted by: პარიჟანი 17 Dec 2012, 14:07
unknown lady
QUOTE
მხატვრობაში კარგად ვერასოდეს ვერკვეოდი


მთავარია დაგაინტერესოს მხატვრობამ. თუ დაგაინტერესა, გარკვევასაც შეძლებ! smile.gif საერთოდ,როგორც პოეზიაში და მწერლობაში, ან მუსიკაში, მხატვრობაშიც არიან მხატვრები რომლებიც საერთო სიყვარულს იმსახურებენ. ვან გოგიც მათ შორისაა. ფიროსმანიც. ზოგ მხატვარზე არავინ არ იძახის მიყვარსო. უბრალოდ პატივს სცემენ თავიანთი შემოქმედებისთვის.

QUOTE
ხოდა ადამიანები არ იცვლებიან


მე ძალიან მიყვარს ცვლილებები, რადგან სამყაროში ყველაფერი იცვლება. მაგალითად ხე ჯერ არის ნერგი, მერე იზრდება, გაზაფხულზე ყვავილებით ირთვება, ზაფხულში - ხილით, შემოდგომაზე - ფერადი ფოთლებით, ზამთარში - თოვლით. გეთანხმები, ფესვებს და აგებულებას რადიკალურად არ იცვლის, მაგრამ რაღაც დონეზე იცვლება - იზრდება.

მინდა გკითხო, - შენი აზრით ვან გოგი არ "შეიცვალა"? თავიდან გალერეაში მუშაობდა ჰოლანდიაში, შემდეგ ბელგიაში წავიდა მღვდლად, შახტებში მცხოვრებ ხალხთან ერთად ცხოვრობდა, შემდეგ მღვდლობასაც დაანება თავი და ხატვა დაიწყო.


Posted by: unknown lady 17 Dec 2012, 15:06
პარიჟანი
QUOTE
მთავარია დაგაინტერესოს მხატვრობამ.

რაღაც საზღვრებში მაინტერესებს: მაგალითად ვან გოგი ყველაზე მეტად მიყვარს. რემბრანტი მიყვარს კიდევ და სეზანი.
აი პიკასო დიდად არ მესმის. ვერ აღვიქვავ...

QUOTE
. მაგალითად ხე ჯერ არის ნერგი, მერე იზრდება, გაზაფხულზე ყვავილებით ირთვება, ზაფხულში - ხილით, შემოდგომაზე - ფერადი ფოთლებით, ზამთარში - თოვლით. გეთანხმები, ფესვებს და აგებულებას რადიკალურად არ იცვლის, მაგრამ რაღაც დონეზე იცვლება - იზრდება.

მაგრამ მაინც ხეა და რამდენიც არ უნდა გაიზარდოს სიმფონიებს ვერ დაწერს biggrin.gif

QUOTE
მინდა გკითხო, - შენი აზრით ვან გოგი არ "შეიცვალა"?

ჩემი აზრით, არა. ვან გოგი ვან გოგად დაიბადა. ის იმას ხედავდა, რასაც ხატავდა და როცა ხატვას დაასრულებდა, მერე კიდევ უფრო მეტს ხედავდა.
პიროვნული ზრდის ფორმა იყო მისთვის ხატვა. ან რა ზრდის? თავი მოიკლა. "შეიცვალა" იმ მხრივ, რომ ფორმით იჭერდა შინაარსებს... ახალ-ახალ შინაარსებს. ვერ შეიცვალა იმ მხრივ, რომ თავიდანვე იმას ხედავდა, რასაც ხატავდა. თავისებური აღქმა ჰქონდა და მერე ამ აღქმულის ფორმაში გადატანა შეეძლო.
ბევრი მიფიქრია ვან გოგზე, ერთადერთი მხატვარია, რომელმაც ჩემს ცნობიერებაში ადრევე შემოაღწია. დიდად არ მესმის და არც მესმოდა მხატვრობა. არც მესმოდა რას ხატავდნენ, მაგალითად , პიკასო ან სალვადორ დალი....
სულ სხვაა ვან გოგი. ბევრი მიფიქრია რა განცდა ჰქონდა, როცა ვარკვლავებიან ღამეს ხატავდა? იყო თუ არა ის ბედნიერი? ბოლოს ფსიქიურად დაავადებულმა თავი მოიკლა. ნეტავ გოგენს შეეძლო მისი
"გადარჩენა" ?
-------------------------------------------------------------
აუცილებლად გამოვიწერ კიდევ ერთ წიგნს ვან გოგზე საშობაოდ! love.gif

Posted by: პარიჟანი 17 Dec 2012, 17:00
unknown lady
QUOTE
პიკასო დიდად არ მესმის


კუბიზმი და სურეალიზმი ცოტა რთულია გასაგებად. თავად მხატვრებსაც არ უყვარდათ ახსნა რას ხატავდნენ და აზრს დებდნენ ამათუიმ დეტალში. ზოგი ნახატი კი ორიგინალი უნდა ნახო რომ გაიგო რა ხატია...

QUOTE
ხეა რამდენიც არ უნდა გაიზარდოს სიმფონიებს ვერ დაწერს


ჩემი აზრით დაწერს თუ მოინდომა! smile.gif)) შენ ადამიანურ შესაძლებლობებში ეჭვი გეპარება, როგორც მგონია.

ვან - გოგის ტილოები რო განვიხილოთ, "ვარსკვლავიანი ცა" და ასევე სხვა პეიზაჟებიც მოძრაობას და სიცოცხლეს გამოხატავს, ხოლო "მზესუმზირები" - მწიფე, სავსე მზესუმზირებს, რომლებიც თავს ძლივს იმაგრებენ რომ არ ჩამოწყდნენ sad.gif

QUOTE
პიროვნული ზრდის ფორმა იყო მისთვის ხატვა. ან რა ზრდის? თავი მოიკლა


ხელოვნება ზოგჯერ თავგანწირვას ითხოვს ხელოვანისგან. არსებობს უამრავი მაგალითი ამისა. თუნდაც პოლ გოგენი, მანაც თავი შესწირა თავის ნახატებს, ესე მგონია.

QUOTE
იყო თუ არა ის ბედნიერი?


გააჩნია ბედნიერებას რას დავარქმევთ. მე ვფიქრობ რომ არ იყო ბედნიერი, თუნდაც თავისი წერილებიდან გამომდინარე ჩანს. თუმცა კარგად ხატავდა და ალბათ თავისი ნახატები ანიჭებდა მას ბედნიერებას. თუმცა ნაადრევად გამოემშვიდობა იმ ყველაფერს რასაც ესე ლამაზად და სიყვარულით გამოსახავდა თავის შემოქმედებაში.

Posted by: unknown lady 17 Dec 2012, 19:27
პარიჟანი
QUOTE
შენ ადამიანურ შესაძლებლობებში ეჭვი გეპარება, როგორც მგონია.

არა ადამიანურ შესაძლებლობებში არ მეპარება ეჭვი. ეგ ხეზე დავწერე პირდაპირი გაგებით biggrin.gif და ადამიანიც ბევრია მასე
იმას ვამბობ, რომ ყველა ადამიანს რაღაც პოტენციალი აქვს და განვითარება ყველას შეუძლია, მაგრამ არა ყველა მიმართულებით. ყველაფრის ფორმა ძნელი წარმოსადგენია. მოცარტი, ვან გოგი ორივე ხო გენიოსია, სხვადასხვა ფორმები აქვთ და ამ ფორმით ხედავენ სამყაროს. ძალიანაც რომ მოინდომო იმ ხედვას ვერ შეიძენ, რაც არ დაგყვა. რაც შენში არის იმის განვითარება კი მართლაც შეიძლება, აუცილებელიც არის. ადამიანს აქვს უსაზღვრო განვითარების შესაძლებლობა, პიროვნული ზრდა მხოლოდ სიცოცხლის დროით იზღუდება. ოღონდ ეს ზრდა კონკრეტული ფორმით ხდება: ან ხატვით, ან მუსიკით, ან ცეკვით..... გალაკტიონს ინტეგრალები არ უნდა მოსთხოვო. ეგ ენა არ არის ჩაწერილი მასში... ვინც დავასახელე გენიოსები არიან, მაგრამ საშუალო სტატისტიკურზეც იგივეა. ყველას თავის აღქმა აქვს და სამყაროს რაღაც ფორმით "იჭერს". ის მისია და ამ დროს უხარია, მასში სამყარო იჭრება.
"მე პირველი მახსოვს შენი ნახვა, გაოცება მშვენიერი ზრახვა" ,- პასკალს ეს განცდა შესაძლოა მაშინ ჰქონოდა როცა სამკუთხედის შიდა კუთხეების ჯამი დამოუკიდებლად დაადგინა! ვან გოგმაც ვარსკვლავებიანი ცით იგრძნო სიცოცხლე და ტილოზე გადმოიტანა. ეს არის განცდის ობიექტივაცია. მატერიალიზდება რაღაც ფორმაში. იდეა ფორმით იგრძნობა.
სამყაროში ხომ ვარსკვლავებიანი ცაც არსებობს და ვან გოგის ვარსკვლავებიანი ცაც. რომელია უფრო რეალური? მე მეორეში ვგრძნობ რაღაც დიდ მისტიკას, სიცოცხლეს, სულერებას. ძალიან სულიერი და ემოციური ნახატია ჩემთვის. თბილია და სევდიანი, როგორიც ვან გოგი იქნებოდა თავად.
=---------------------------------------
მზესუმზირები მიყვარდა ბავშვობიდან. ვერ ვხსნიდი რა მომეწონა, როცა დიდ წიგნში ვიპოვე... ერთადერთი ნახატი იყო, რომელმაც ისე მომხიბლა თვალი ვერ მოვწყვიტე და რეალში ნახვა ვინატრე. თან მიკვირდა: მე დიდად ვერც ვერკვევი და არც მესმის მხატვრობა. მზესუმზირები ძალიან სევდიანი, მაგრამ სხვანაირი სევდაა ვიდრე ვარსკვლავებიან ცაში. ცხოვრების ყველა ტრაგედია მზესუმზირებშია, ძალიან დაღლილი ადამიანი მოსჩანს მის უკან. არ ვიცი რამ მომაწონა მეექვსე კლასში მზესუმზირები, მაგრამ დღემდე ჩემი უსაყვარლესი ნახატია.

-----------------------------------------------------------------------
QUOTE
თუნდაც თავისი წერილებიდან გამომდინარე ჩანს

აი მეც ეს ვიგულისხმე. ძალიან ტრაგიკული პიროვნებაა... და რატომღაც მგონია კეთილიც იყო. აი გოგენი უფრო ამპარტავანი ჩანს biggrin.gif
-------------------------------------------------------------------------
შენ ეტყობა კარგად ერკვევი მხატვრობაში. შემოდი ხოლმე თუ არ დაგეზარება.
მე ლტოლვილი ვარ ფსიქოლოგიის განყოფილებიდან, იქაურმა მოდერმა ძალიან გამაბრაზა biggrin.gif

პ.ს. მადლობა საინტერესო პოსტისთვის!

Posted by: Scoorp 17 Dec 2012, 21:27
unknown lady

ლაპარაკში შემოგეჭრებით მე მაპატიეთ
ხე სიმფონიას წერს ქართან ერთად smile.gif))
ასე რომ ხესაც შეუძლია მუსიკის შექმნა smile.gif)
ბუნებას უფრო სწორედ

Posted by: unknown lady 17 Dec 2012, 21:33
Scoorp
QUOTE
ლაპარაკში შემოგეჭრებით მე მაპატიეთ

მობრძანდით alk.gif
QUOTE
ხე სიმფონიას წერს ქართან ერთად smile.gif))
ასე რომ ხესაც შეუძლია მუსიკის შექმნა smile.gif)
ბუნებას უფრო სწორედ

რაც მთავარია ცნობიერება ასახავს მაგას სიმფონიად smile.gif ისევე როგორც ვან გოგის მზესუმზირები ვან გოგის ხედვის შედეგია... ისე სად არსებობს?

Posted by: Scoorp 17 Dec 2012, 22:17
unknown lady

არსებობს ხოდა მაგაშია საქმე შენ როგორ აღიქვამ და დაინახავ
და შეიგრძნობ smile.gif))
ანუ შენ როგორ გინდა რომ ხედავდე
ვიღაცა ხეს რო უყურებს ის მისთვის მხოლოდ ჩრდილის მომცემი საშუალებაა
ვიღაცისთვის სიცოცხლის განსახიერება,ცოცხალი არსება,სულიერი smile.gif))

ანუ აღქმა ბევრს თამაშობს.

ხო კიდე გოგენზე ლაპარაკობდით
ნერვებს მიშლიდა მაგის ნერვიული გამოხტომები
ვან გოგსაც როგორ ექცეოდა sad.gif
ვან გოგის ცხოვრებასთან შედარებით საკმაოდ კარგი და მარტივი წლები გაიარა smile.gif
დამპალი ტყუპები mad.gif
biggrin.gif

Posted by: პარიჟანი 17 Dec 2012, 22:22
unknown lady

პრინციპში გეთანხმები იმ აზრში რაც გამოთქვი ადამიანის შესაძლებლობებთან დაკავშირებით! smile.gif მეც სწორედ ეგ მინდოდა მეთქვა, რომ რაღაც მარცვალი ყველა ადამიანში დევს... ასევე იმის თქმაც მინდოდა, რომ შეიძლება არასოდეს არ დაგიხატია, ან გამოგიძერწია რამე, მაგრამ საკმარისია შესაბამის გარემოში მოხვდე, ნელ-ნელა გეხსნება ფანტაზია, ნიჭიც საიდანღაც მოდის თითქოს... არასოდეს არ გქონია ესეთი შემთხვევა?

Scoorp
QUOTE
ლაპარაკში შემოგეჭრებით მე მაპატიეთ
ხე სიმფონიას წერს ქართან ერთად ))
ასე რომ ხესაც შეუძლია მუსიკის შექმნა )
ბუნებას უფრო სწორედ


მადლობ. გამიხარდა რომ თქვი ეს სიტყვები... ალბათ unknown lady-მ არ იცის - ვან -გოგს ხეები ძალიან - ძალიან უყვარდა. ერთი ბნედის დროს, რის მერეც სავადმყოფოში მოხვდა სწორედ ტყეში იპოვეს, რომელიღაც ხეს, მგონი კვიპაროსს, ხელებშემოხვეული გულწასული ეგდო. თავიც ხეზე მოიკლა -ეგ ალბათ იცი - უნდოდა ისე მომკვდარიყო, როგორც ჩიტები კვდებიან - ხიდან ჩამოვარდნილიყო sad.gif

QUOTE
ვან გოგის მზესუმზირები ვან გოგის ხედვის შედეგია... ისე სად არსებობს?


ყანაში smile.gif ყანაში უნდა წახვიდე, თუ გინდა უკეთესად გაიგო. BTW, ყანაში თუ ყოფილხარ? თუ არა, ისე ვან - გოგის გაგება ცოტა გაგიჭირდება. ანუ, ბუნება უნდა გიყვარდეს. ისე ვარსკვლავებიანი ცა მეც ძალიან მიყვარდა ყოველთვის chest.gif

ნახატი რა თქმა უნდა მისი აღქმის და ოსტატობის შედეგია, თუმცა ვან - გოგი მცენარეებს ისე ხედავდა, როგორც მაგალითად ვაჟა-ფშაველა იას smile.gif

Posted by: unknown lady 17 Dec 2012, 22:57
პარიჟანი
QUOTE
საკმარისია შესაბამის გარემოში მოხვდე, ნელ-ნელა გეხსნება ფანტაზია, ნიჭიც საიდანღაც მოდის თითქოს... არასოდეს არ გქონია ესეთი შემთხვევა?

მქონია... საქათმეში ვიყავი და წიწილებს ვუყურებდი... თავიდანვე ხორბალს კენკავს და არა ქვიშას... მთელ გარემოში ზუსტად იმას ხედავს, რაც სჭირდება... მაშინ შთამებეჭდა რომ ეს ასეა საზოგადოდ: ინსტინქტის დონეზე კი არა, ადამიანიც სათავისო რამეებს ამჩნევს. თითქოს თავადვე მიიწევს იმ გარემოში, სადაც უნდა გაიშალოს.... უნდა მქონდეს რაღაც შიგნით და რაღაც მოხდეს გარეთ, ამით იქმნება ქცევა.... ერთია ადამიანს ქათმისგან განსხვავებით ზრდა შეუძლია.

QUOTE
ალბათ unknown lady-მ არ იცის - ვან -გოგს ხეები ძალიან - ძალიან უყვარდა. ერთი ბნედის დროს, რის მერეც სავადმყოფოში მოხვდა სწორედ ტყეში იპოვეს, რომელიღაც ხეს, მგონი კვიპაროსს, ხელებშემოხვეული გულწასული ეგდო. თავიც ხეზე მოიკლა -ეგ ალბათ იცი - უნდოდა ისე მომკვდარიყო, როგორც ჩიტები კვდებიან - ხიდან ჩამოვარდნილიყო sad.gif

ვან გოგს ჩიტები, ყვავილები, ხეები განსაკუთრებით უყვარდა და იცოდა კიდეც სად ყვავილობდა იშვიათი ყვავილები... ვიცი კიი... თავის უნაყოფო პერიოდს ფრინველების ძიებას ადარებდა ბუდისთვის....
კი უყვარდა ბუნება, მაგრამ ისე ხედავდა ბუნებას თავისი ხედვიდან გამომდინარე.
QUOTE
ყანაში smile.gif ყანაში უნდა წახვიდე, თუ გინდა უკეთესად გაიგო. BTW, ყანაში თუ ყოფილხარ?

კი ვყოფილვარ. მაგრამ იქაურ მზესუმზირებს ვან გოგის მზესუმზირებამდე ბევრი აკლია. სანამ რეალში ვნახავდი მზესუმზირებს, იქამდეც ვან გოგის მზესუმზირებში რაღაც სხვა იკითხებოდა... ასე მგონია თავის სულის ნაწილი მოათავსა მზესუმზირებში....
QUOTE
ბუნება უნდა გიყვარდეს.

ბუნება ძალიან მიყვარს love.gif შეიძლება ვან გოგიც ამიტომ ამოვიჩემე .... თუმცა რის გამოც ვან გოგი მიყავრს, გაცოცხლებული სამყაროა. ძალიან სულერია... ისეთი, როგორსაც ყანაში ვერ ვხედავ.... ჩვენც შეგვიძლია შევხედოთ მზესუმზირებს ყანაში და გავაცოცხლოთ, კი ბევრჯერ გაუტაცივარ რაღაც პეიზაჟს, ბევრჯერ მინახვას მთვარის ჩასვლა და მზის ამოსვლა ზღვაზე... ვარსკვლავებიან ცასაც ბევრჯერ მივშტერებივარ....
მაგრამ ის განცდა, რომელიც ვან გოგის მზესუმზირამ მომცა მეექვსე კლასში არ განნმეორებია... ის ბუნება კი არა ვან გოგის ბუნებაა ....

სიკვდილს რაც შეეხება, ბოლოს ბიბისიზე ვუყურე ფილმს, ვიღაც ორმა თინეიჯერმა ესროლაო. თავი არ მოუკლავსო ამტკიცებდნენ.... დიდი მნიშვნელობა არ მგონია ჰქონდეს. ის კი როგორც ადრე წავიკითხე თავის თავს ესროლა მკერდში და სისხლმდინარი დაბრუნდა
The sadness will last forever ... ეს სიტყვები დაუტოვა ძმას...
* * *
Scoorp

QUOTE
არსებობს ხოდა მაგაშია საქმე შენ როგორ აღიქვამ და დაინახავ

შენ უნდა დაუმატო რაღაც რომ მიიღო მზესუმზირები. ისე მზა სახით სადაა? აღქმაც ხომ რთულია. თუმცა მხატვრობაში ბევრს ვერ აღვიქვამ. ეს განსაკუთერბულია ჩემთვის
QUOTE
ვიღაცისთვის სიცოცხლის განსახიერება,ცოცხალი არსება,სულიერი

ხოო ეს გაცოცხლება ახასიათებს ადამიანს, ასულიერებს სამყაროს. უბრალოდ ვან გოგს ისეთი ფორმით შეეძლო გადმოცემა, რომ სხვებშიც გაოცება გამოწევია.
ორი ადამიანი ერთნაირად ვერ დაინახავს მზესუმზირებს, ვაცოცხლებთ ოღონდ იმდენნარიად რამდენი ადამიანიც არის
QUOTE
ხო კიდე გოგენზე ლაპარაკობდით
ნერვებს მიშლიდა მაგის ნერვიული გამოხტომები
ვან გოგსაც როგორ ექცეოდა

ხოო აი ეს mad.gif ბავშვობაში მაგრად გავბრაზდი გოგენზე biggrin.gif მერე გადამიარა

* * *
მზესუმზირები თქვენთვისაც ასეთი მძიმე ნახატია? ჩემთვის უკიდურესად ტრაგიკულია, გადამწვარი ადამიანივითაა "მეტი რომ აღარ შეუძლია" გოგენს უცდიდა, მზესუმზირების სერიას რომ ხატავდა. უნდოდა მისი ოთახი მოეწყო... აჩუქა კიდევ რამოდენიმე მზესუმზირა...

Posted by: პარიჟანი 18 Dec 2012, 11:42
unknown lady
QUOTE
საქათმეში ვიყავი და წიწილებს ვუყურებდი... თავიდანვე ხორბალს კენკავს და არა ქვიშას


როცა ადამიანზე განაზოგადებ ამ მიდგომას, რატო გავიწყდება რომ ადამიანს აქვს საკუთარი თავის ძიების პერიოდი. ვან გოგმა, მიუხედავად თავისი გენიალურობისა, ფუნჯი აიღო ხელში 30 წლის ასაკში. ანუ, მანამდე - შენი სიტყვებით რომ ვთქვა - იმ "საკენკს" არ კენკავდა რომელიც უნდა ეკენკა.

ამასთან, ჩემი აზრი ზედა პოსტში, "საკენკს" იმდენად არ შეეხებოდა, რამდენადაც ადამიანის წიაღში არსებულ სხივს, რომელსაც შეუძლია გამოიფრქვეს. ანუ, მარტივად რო გითხრა - ყველა ადამიანს აქვს ხელოვნებაში რაღაცის კეთების ნიჭი, თუნდაც სრულიად უნიჭოს tongue.gif უბრალოდ მთავარია სწორი "საკენკი" აკენკოს.

QUOTE
კი ვყოფილვარ. მაგრამ იქაურ მზესუმზირებს ვან გოგის მზესუმზირებამდე ბევრი აკლია.


რატო აკლია ვერ ვხვდები. მზესუმზირები სწორედ იმ "ცხოვრებას" გადიან ყველა ყანაში რაც ვან-გოგის მზესუმზირებმა გაიარეს. ჯერ პატარები იყვნენ, მერე გაიზარდნენ, მერე მზეზე ზაფხულში მინდორში ბიბინებდნენ... შემდეგ, როცა ზაფხულიწ წავიდა და ისინიც დამწიფდნენ, გამოიყურებოდნენ ისე როგორც მხატვარმა დახატა. ზაფხულის მზისგან დამწვარი მოყავისფრო მზესუმზირები.

QUOTE
თუმცა რის გამოც ვან გოგი მიყავრს, გაცოცხლებული სამყაროა. ძალიან სულერია... ისეთი, როგორსაც ყანაში ვერ ვხედავ....


საქმეც მაგაშია რო ვერ ხედავ... უნდა დაინახო. სხვა თვალით შეხედე ხეებს და მცენარეებს, ისე შეხედე რომ მათი სული დაინახო და მიხვდები რომ ერთი ერთზეა გადმოტანილი ყველაფერი ვან - გოგის ტილოებზე.


Posted by: unknown lady 18 Dec 2012, 12:47
პარიჟანი
QUOTE
როცა ადამიანზე განაზოგადებ ამ მიდგომას, რატო გავიწყდება რომ ადამიანს აქვს საკუთარი თავის ძიების პერიოდი

ვერ გამიგე. ქათამი და ადამიანი სულაც არ შემიდარებია. ვთქვი კიდეც ადამიანს ზრდის შესაძლებლობა აქვს მეთქი. პრინციპი მაინტერესებდა: როგორ ხდება რომ ცოცხალი არსება გარემოში ზისტად იმ საგნებს ხედავს, რაც მის ბუნებას შეესაბამება. არ ეშლება არც მოპოვების გზები, არც საგნები. მაგალითად,კნუტი რძეს სვამს და არა ბენზინს biggrin.gif ცხოველები გიყვარს ისე?
QUOTE
მანამდე - შენი სიტყვებით რომ ვთქვა - იმ "საკენკს" არ კენკავდა რომელიც უნდა ეკენკა.

სულაც არა, ზუსტად იმ საკენკს კენკავდა რამაც ფუნჯი ააღებინა ხელში. შიგნით რაც გაქვს ის გამოდის გარეთ, როცა გრემო მოქმედებს ცოცხალ არსებაზე. ქათამი ფუნჯს ვერ მიაგნებს, რამდენიც გინდა კენკოს.

QUOTE
"საკენკს" იმდენად არ შეეხებოდა, რამდენადაც ადამიანის წიაღში არსებულ სხივს, რომელსაც შეუძლია გამოიფრქვეს.

რასაც იპოვი, სადაც საკუთარ თავს იცნობ, ის არის შენი საკენკი, ეგ პირდაპირი მნიშვნელობით ნათქვამი, საზოგადოდ, ნიჭს ნიშნავს.

QUOTE
საქმეც მაგაშია რო ვერ ხედავ... უნდა დაინახო. სხვა თვალით შეხედე ხეებს და მცენარეებს, ისე შეხედე რომ მათი სული დაინახო და მიხვდები რომ ერთი ერთზეა გადმოტანილი ყველაფერი ვან - გოგის ტილოებზე.

smile.gif მაშინ რაღა განსხვავებაა გოგენის ლანდშაფტებისგან, იქაც ბუნებაა. და საერთოდ ბუნებას ბევრი ხატავს, ოღონდ ყველა იმას დებს ტილოში, რაც მის შინაგან სამყაროშია და ფიზიკურ სამყაროს სულ არ აინტერესებს.....
QUOTE
ერთი ერთზეა გადმოტანილი ყველაფერი ვან - გოგის ტილოებზე.

მე უფრო მისი ფანტაზიის და აზრონების "პროდუქტი" მგონია....
* * *
პ.ს. შენ ხატავ?
-----------------------------------------

Posted by: Scoorp 18 Dec 2012, 13:13
unknown lady

ააამმ
ვერ გამიგე ისევ
smile.gif))
არაუშავს

Posted by: პარიჟანი 18 Dec 2012, 15:16
unknown lady
QUOTE
პრინციპი მაინტერესებდა: როგორ ხდება რომ ცოცხალი არსება გარემოში ზისტად იმ საგნებს ხედავს, რაც მის ბუნებას შეესაბამება. არ ეშლება არც მოპოვების გზები, არც საგნები. მაგალითად,კნუტი რძეს სვამს და არა ბენზინს 


ამ საკითხს ზოოლოგია შეისწავლის, თუმცა ჩემი აზრიც თუ გაინტერესებს, მგონია მუტაციის შედეგად ცხოველებს შეუძლიათ გარდაქმნის საშუალებით გარემოსთან ადაპტაცია შეძლონ და შემდგომ, გარკვეული ინფორმაცია გენების სახით გადასცენ თავიანთ სახეობას... ანუ, ცვლილების შანსს ცხოველსაც აძლევს ბუნება. ამიტომაა, კუს რომ აქვს ჯავშანი, გველს -შხამი, შველს - დიდი ყურები, მელიას - გრძელი ცხვირი biggrin.gif

QUOTE
ცხოველები გიყვარს ისე?


არ ვიცი რას ჰქვია "ცხოველები გიყვარს"... არ მყავს არანაირი ცხოველი სახლში. ერთი შეშლილი კატა ცხოვრობს ჩემს ეზოში, ძალიან უცნაური ტიპია. შეშლილს ვეძახი ისე უცნაურად იქცევა ხოლმე. რაც აცივდა, ძალიან დაბღვერილი მიყურებს ხოლმე როცა კი დამინახავს - ნაწყენია სახლში რო არ ვუშვებთ smile.gif

QUOTE
შენ ხატავ?


no.gif

Posted by: unknown lady 19 Dec 2012, 03:23
One night I went for a walk by the sea along the empty shore. It was not gay, but neither was it sad – it was – beautiful.

user posted image
* * *
The deep blue sky was flecked with clouds of a blue deeper than the fundamental blue of intense cobalt, and others of a clearer blue, like the blue whiteness of the Milky Way. In the blue depth the stars were sparkling, greenish, yellow, white, pink, more brilliant, more emeralds, lapis lazuli, rubies, sapphires. The sea was very deep ultramarine - the shore a sort of violet and faint russet as I saw it, and on the dunes (they are about seventeen feet high) some bushes Prussian blue.
* * *
I always think that poetry is more terrible than painting, though painting is a dirtier and a much more worrying job. And then the painter never says anything, he holds his tongue, and I like that too.

user posted image
* * *
For my part I know nothing with any certainty, but the sight of the stars makes me dream. I dream of painting and then I paint my dream.




user posted image

If you hear a voice within you say 'you cannot paint,' then by all means paint, and that voice will be silenced.

user posted image
* * *
I experience a period of frightening clarity in those moments when nature is so beautiful. I am no longer sure of myself, and the paintings appear as in a dream.

Posted by: პარიჟანი 19 Dec 2012, 14:19
unknown lady
QUOTE
მაშინ რაღა განსხვავებაა გოგენის ლანდშაფტებისგან, იქაც ბუნებაა. და საერთოდ ბუნებას ბევრი ხატავს, ოღონდ ყველა იმას დებს ტილოში, რაც მის შინაგან სამყაროშია და ფიზიკურ სამყაროს სულ არ აინტერესებს.....


გეთანხმები!. ყველა ისე ხატავს როგორი ტექნიკური უნარიც აქვს და იმას დებს, რისი დახატვაც სურს. უბრალოდ დავამატებდი, "ხმელი წიფელი" და "შვლის ნუკრის ნაამბობი" სკოლაში რომ ისწავლებოდა - როგორ ფიქრობ , რატომ? სწორედ იმიტომ რომ ბუნებისთვის ბავშვს ისე შეეხედა როგორც ცოცხალისთვია. რაც შეეხება გოგენს, გოგენის ლანდშაფტებში ველური ბუნების სული ჩანს. მისი ამოცანა იყო ველური ბუნება დაეხატა და არა ის, მგალითდ ფოთოლი როგორ ჭკნება... ან მინდორი როგორ ბიბინებს. გოგენს აინტერესებდა უფრრო ველური ბუნება და ველურ ბუნებაში გაზრდილი ადამიანი. ეს ხიბლავდა smile.gif ველურ ბუნებას უღრმავდებოდა. რაც ეხება გოგენისა და ვან - გოგის ჩხუბს, გოგენს მოწყენილობაში ცხოვრება არ შეეძლო. ძალიან თავკერძა გახლდათ და ხალისიანი!.. biggrin.gif მოწყენილობა სადმე გინახია გოგენის ნახატებში???

Posted by: ni_ca 19 Dec 2012, 14:41
სალამი.ძირითადად ვკითხულობ ხოლმე(როცა დრო მაქვს) და იშვიათად ვპოსტავ.აქ-პირველად.
ვან გოგი პირველად მე-9 კლასში აღმოვაჩინე."წყურვილი სიცოცხლისა".ამის შEმდეგ სულ ვცდილობდი,უფრო და უფრო მეტი გამეგო მის შესახებ,მენახა მისი უფრო მეტი ნამუშევარი.სამწუხაროდ,მხოლოდ ილუსტრაციების სახით.წლების შემდეგ მქონდა ბედნიერება,მისი რამოდენიმე ტილო მენახა მიუნხენის პინაკოთეკაში და ცოტა მოგვიანებით,ამსტერდამის ვან გოგის მუზეუმში ყოფნის ბედნიერაბაც მერგო...საკმაოდ დიდი ნამუშევარი იყო გამოფენილი.არა მარტო ის,რაც იქ არის დაცული,არამედ სხვა ქვეყნებიდან ჩამოტანილი.ეს იყო განცდა,რომელსაც ვერასოდეს დავივიწყებ..არ იფიქროთ,თავს ვდებდე მხატვრობის დიდ მცოდნედ.ამას ვერ დავიბრალებ.უბრალოდ,მიყვარს მხატვრობა,რაღაცეები მესმის,ადრე უფრო დიდ დროს ვუთმობდი კიდეც მის გაცნობას,მაგრამ ვან გოგი ჩემთვის არის განსაკუთრებული,ძალიან ღრმა და ძალიან დიდი..
ამ თემამ ძალიან მასიამოვნა

Posted by: unknown lady 19 Dec 2012, 18:56
პარიჟანი
QUOTE
"ხმელი წიფელი" და "შვლის ნუკრის ნაამბობი" სკოლაში რომ ისწავლებოდა - როგორ ფიქრობ , რატომ? სწორედ იმიტომ რომ ბუნებისთვის ბავშვს ისე შეეხედა როგორც ცოცხალისთვია

love.gif

მადლობა ამის დაწერისთვის. სულ სხვაა ცოცხალი ბუნების ყურება. ბავშვებს აღქმა რომ გაუფართოდეთ, ამისთვის ჩემი აზრით ჯერ მასწავლებლებს უნდა ესმოდეთ განსხვავება ცოცხალს და არაცოცხალს შორის. ბევრს გონია, რომ ბავშვს არ შეუძლია კლასიკური მუსიკის ან მხატვრობის აღქმა, მაგრამ არ არის ასე... ესმით ბავშვებს თავისებურად... მთავარია აჩვენო და დაეხმარო პიროვნულ ზრდაში....
QUOTE
ძალიან თავკერძა გახლდათ და ხალისიანი!.

QUOTE
მოწყენილობა სადმე გინახია გოგენის ნახატებში???

ხოო აი სულ სხვანაირია. არადა ბუნება ერთია, უბრალოდ ყველა თავისებურად ხედავს. ეს ხედვა არის თანდაყოლილი ჩემი აზრით და ან გაქვს ან არა. ვან გოგი ზღვას ხედავდა და ამბობდა: არც მოწყენილია, არც მხირული , დღეს ის უბრალოდ ლამაზიაო. ის ოცნებობდა ხატვაზე და ოცნებაში ვარსკვლავებიანი ღამე ეხმარებოდა, შემდეგ საკუთარ ოცნებას ხატავდა. მისი პირადი წერილები უმცროსი ძმის მიმართ ყველაზე ცხადად ხსნის სიტყვებით განცდებს.... მოწყენა, სევდა, მხირულება ადამიანის მიერ შეტანილი თვისებებია. ვიღაცისთვის ბუნება მოწყენილია, ვიღაცისთვის არა და ობიექტურად როგორია არც არავინ იცის, და ვერც დაიჩემებს. ეხლა რომელი უფრო რეალურია, ან რეალურად სად არის მასეთი ბუნება , არც სწორია და პასუხიც შეუძლებელია.
იმდენი ტრაგიზმი და სევდა, რაც ვან გოგის ნახატებშია, სხვაგან არ მინახავს... ყანაში მზესუმზირები იმავეს ვერ მეუბნებიან...

მე ყოველთვის ვან გოგი მიყვარდა... აი გოგენი კი მართლაც ისეთია, როგორიც დაწერე. ბავშვობაში მაგრად გავბრაზდი, ვან გოგს რომ აწყენინა.
* * *
ni_ca
QUOTE
მსტერდამის ვან გოგის მუზეუმში ყოფნის ბედნიერაბაც მერგო

აუ რა ბედნიერი ხარ love.gif ერთადერთი მხატვარია, რომელზეც ძალიან მწყდება გული რომ მხოლოდ წიგნებში მინახავს
QUOTE
ჩემთვის არის განსაკუთრებული,ძალიან ღრმა და ძალიან დიდი..

მეც შენსავით ვარ smile.gif
მოყევი აბა, რეები ნახე. როგორი იყო (ვიცი სისულელეა ამის კითხვა) იმედია მეც ვნახავ ოდესმე

Posted by: ni_ca 21 Dec 2012, 13:19
unknown lady
QUOTE
მოყევი აბა, რეები ნახე. როგორი იყო (ვიცი სისულელეა ამის კითხვა) იმედია მეც ვნახავ ოდესმე

ამის მოყოლა ნამდვილად გამიჭირდება,მაგრამ მისმა ნამუშევრებმა დამატყვევეს.ძალიან ბევრი ტილო იყო გამოფენილი,მისი მაღაროში მუშაობის დროს შესრულებული ნამუშევრებიც.ჩემზე განსაკუთრებით დიდი შთაბეჭდილება ზამბახებმა და ნუშებმა დატოვეს...ერთი კი იყო,გეგონებოდათ,საგამოფენო დარბაზში მზე იღვრებოდა მისი სურათებიდან.
აუცილებლად ნახავ.ხომ იცი,რასაც ძალიან,ძალიან მოინდომებ,აუცილებლად მიაღწევ 2kiss.gif

Posted by: პარიჟანი 21 Dec 2012, 15:15
ni_ca
QUOTE
ერთი კი იყო,გეგონებოდათ,საგამოფენო დარბაზში მზე იღვრებოდა მისი სურათებიდან.
აუცილებლად ნახავ.ხომ იცი,რასაც ძალიან,ძალიან მოინდომებ,აუცილებლად მიაღწევ 


ეგ ყვითელი ფერი, იაპონურ ნახატებში არის. ასევე ბუნების ესეთი გაცოცხლება თუ რა დავარქვა არვიცი.

unknown lady
QUOTE
იმდენი ტრაგიზმი და სევდა, რაც ვან გოგის ნახატებშია, სხვაგან არ მინახავს... ყანაში მზესუმზირები იმავეს ვერ მეუბნებიან...

მე ყოველთვის ვან გოგი მიყვარდა...


საერთოდ მხიარულ ადამიანებს მოწყენილი რაღაცეები მოსწონთ მგონი. ესე არაა ფსიქოლოგიაში? smile.gif

Posted by: unknown lady 22 Dec 2012, 00:06
პარიჟანი
QUOTE
საერთოდ მხიარულ ადამიანებს მოწყენილი რაღაცეები მოსწონთ მგონი. ესე არაა ფსიქოლოგიაში? smile.gif


ასე ცალსახად ვერ განვსაზღვრავთ მოწონებას. საზოგადოდ, ადამიანს მოსწონს ის, რაშიც საკუთარ თავს ხედავს. ადამიანი ცდილობს რაღაც , რაც მის გარეთაა იცნოს საკუთარ თავში (მე პირველი მახსოვს შენი ნახვა, გაოცება მშვენიერი ზრახვა! - ეს განცდა ექნებოდა პასკალს სამკუთხედის კუთხეების ჯამის პოვნისას, ვან გოგს ზღვის დანახვისას და რიხტერს ბეთხოვენის გაგონებისას) გარდა ამისა, ადამიანი ცდილობს საკუთარი თავი იცნოს სხვაში (მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი! - ასე ეყვარებოდა ვან გოგს თავისი ოცნებები ვარსკვლავებიან ღამეში, რადგან ის იქ საკუთარ თავს ხედავდა).

მხიარული - სევდიანი პირობითია. მარკ ტვენის იუმორშიც არის სევდა... საზოგადოდ, ალბათ მელანქოლიკებს, მელანქოლიური რაღაცეები მოსწონთ (საკუთარ მელანქოლიას ხედავენ იქ). თუმცა ეს წესი არ არის მკაცრი და შესაძლოა პირიქითაც.

არ ვიცი მე რატომ მომწონს ვან გოგი. ისე მხიარული ადამიანი არ ვარ... უფრო მელანქოლიური ვარ ალბათ.... დეპრესიული არასოდეს ვყოფილვარ... სატირული, ფანტასმაგორული რაღაცეები მიყვარს. აი სტურუას სპექტაკლებში რომ არის ისეთი... ოღონდ ჰუმანური უნდა იყოს. ვერ ვიტან, როდესაც ადამიანს ნივთივით უყურებენ.

თუმცა გოგენი არ არის მხიარული. მასაც ჰქონდა დეპრესიული შემოტევები და თვითმკვლელობაც სცადა. ალკოჰოლსაც ეტანებოდა....
უბრალოდ სხვანაირი ემოციაა. ვან გოგი ჩემთვის ძალიან ჰუმანურია და ამიტომ მიყვარს. მართლაც მზე იღვრება მისი ნახატებიდან...
გოგენი სულ სხვანაირად ხედავდა სამყაროს. ეს ორი ძალიან სხვადასხვა ადამიანია...
აი რას წერს გოგენი: ""I am trying to put into these desolate figures the savagery that I see in them and which is in me too... Dammit, I want to consult nature as well but I don't want to leave out what I see there and what comes into my mind." ხედავდა სამყაროს გაუცხოებულს და უნდოდა მასში ის სისასტიკე/სიმკაცრე/სიველურე ჩაედო, რაც თავის თავში იყო. გოგენიც იმას ხატავდა, რასაც ხედავდა, უბრალოდ სულ სხვანაირად ხედავდა სამყაროს, განსხვავებით ვან გოგისგან. ორივე ბუნებას ხატავს, მაგრამ სულ სხვადასხვა ბუნებას...

გოგენი ფროიდს მაგონებდა:"Civilization is what makes you sick." ცივლიზაცია უნდა მიიღო ნევროზთან ერთადო, ფროიდმაც თქვა.

ესეც ვან გოგი გოგენის შესახებ: ""He's physically stronger than we are, so his passions must also be much stronger than ours. Then he's the father of children, then he has his wife and his children in Denmark, and at the same time he wants to go right to the other end of the globe to Martinique. It's horrifying, all the vice versa of incompatible desires and needs which that must cause him." "


ni_ca
დიდი მადლობა smile.gif
* * *
=========================================================================


* * *
=========================================================================


Posted by: unknown lady 23 Dec 2012, 23:27
ესეც გოგენის სავარძელი და ვინსენტის სკამი. ჩანს როგორ ხედავდა ვან გოგი თავის თავს და გოგენს

user posted image
user posted image

ვაიმე როგორ მიყვარს love.gif

user posted image
* * *
Pink Peach Tree in Blossom (Reminiscence of Mauve)

user posted image
* * *
Trees in a Field on a Sunny Day

user posted image
* * *
Prisoners Exercising

ძალიან მიყვარს ეს ბავშვობიდან, მაგრამ ფერები არ ჩანს ნორმალურად. ალბომებში უკეთესია და რეალშიც ვნახავ იმედია

user posted image

Posted by: პარიჟანი 24 Dec 2012, 15:36
unknown lady
QUOTE
საზოგადოდ, ადამიანს მოსწონს ის, რაშიც საკუთარ თავს ხედავს. ადამიანი ცდილობს რაღაც , რაც მის გარეთაა იცნოს საკუთარ თავში


ალბათ, გინდოდა გეთქვა რაშიც საერთოს ხედავს. ანუ, მაგალითად მე დავინახე ზღვა რომელიც ზუსტად ისეთია როგორიც მომწონს... და მომეწონა. ანუ, ის კი არ მომწონს რაშიც ჩემ თავს ვხედავ, არამედ ის, რაშიც საერთოს ვხედავთ smile.gif

QUOTE
(მე პირველი მახსოვს შენი ნახვა, გაოცება მშვენიერი ზრახვა! - ეს განცდა ექნებოდა პასკალს სამკუთხედის კუთხეების ჯამის პოვნისას


ეს უფრო "აღმოჩენის" დროს ხდება გაოცება...

QUOTE
მარკ ტვენის იუმორშიც არის სევდა...

ჩაპლინის იუმორში არის სევდა. მარკ ტვენის იუმორში არ შემინიშნავს მართალი გითხრა...

QUOTE
... საზოგადოდ, ალბათ მელანქოლიკებს, მელანქოლიური რაღაცეები მოსწონთ (საკუთარ მელანქოლიას ხედავენ იქ). თუმცა ეს წესი არ არის მკაცრი და შესაძლოა პირიქითაც.


ზოგჯერ ხედავენ. მაგრამ ზოგჯერ (და ძალიან ხშირად) პირიქითაც არის. საერთოდ მხატვრებს ახასიათებთ თავიანთ ნახატებში ადამიანებს თავის ნაკვთებს უკეთებენ. მაგალითად გუდიაშვილის ნიკოლოზ ბარათაშვილი ძალიან გავს თავად მას. ნუ, გეთანხმები - თავის რაღაცას დებენ ნახატში, რათქმაუნდა... თუმცა გარეგნულ მსგავსებებზე, - მე არ მომწონს როცა ნახატზე გამოსახული მხატვარს ემსგავსება... ისე ვან გოგის ტიპაჟებიც გვანან ვან - გოგს ფიზიკურად. გოგენის - ალბათ გოგენს smile.gif))
QUOTE
თუმცა გოგენი არ არის მხიარული. მასაც ჰქონდა დეპრესიული შემოტევები და თვითმკვლელობაც სცადა.

მხიარული და ხალისიანი ცოტა განსხვავდება. მხიარული ალბათ არ იყო, მაგრამ ხალისიანი კი. როდის ქონდა დეპრესიული შემოტევენი, მე არ მახსენდება... შეგიძლია რამე ნახატი იმ პერიოდის დადო?...

ისეც, გოგენმა ამბობენ თავი მოიკლა მანაც. ალკოჰოლსაც ეტანებოდა და ნარკოტიკებსაც. იმ ვარიანტში რაც მე წავიკითხე, გოგენმა ნარკოტიკის გადაჭარბებული დოზა მიიღო ერთ - ერთ ლამაზ და ლურჯ ღამეს ტაიტიზე და გარდაიცვალა... smile.gif

Posted by: unknown lady 24 Dec 2012, 22:06
პარიჟანი
QUOTE
როდის ქონდა დეპრესიული შემოტევენი, მე არ მახსენდება... შეგიძლია რამე ნახატი იმ პერიოდის დადო?...


1898 წელს სცადა თვითმკვლელობა. საკმაოდ ტრაგიკული ადამიანი იყო გოგენიც... 21 წლის ქალიშვილი დაეღუპა.
"I want to end my life here, in the solitude of my shack. Oh yes, here I am a criminal, but... what is wrong with that? Michelangelo was also a criminal."
ძალიან მძიმედ გადაიტანა შვილის სიკვდილი, ცოლსაც დაშორდა, მას აბრალებდა მკველობას.
შვილი რაც მომიკვდა, ღმერთი აღარ მჭირდებაო იმასაც ამბობდა....
სამყაროში ხედავდა იმ ბოროტებას, რაც არსებობს და რაც ადამიანს მარტოსულად აქცევს...

აი მაგალითად იმ პერიოდის ნახატი

user posted image
* * *
ეს დახატა თვითმკვლელობის მცდელობის წინ, როგორც ბოლო მესიჯი. ქალიშვილის დაღუპვით იყო დამძიმებული და ვაჟიც დაეღუპა ოპერაციისას სისხლის მოწამვლით. ძალიან ტრაგიკული იყო მისი ცხოვრება, ვან გოგიც ხომ ტრაგიკული იყო, მაგრამ რაღაცნაირად მეტი ჰუმანურობა შეინარჩუნა თითქოს.
აი გოგენის ეს ფილოსოფიური სურათი, მისი დეპრესიული პერიოდისას არის შექმნილი

Where Do We Come From? What Are We? Where Are We Going?

user posted image

Posted by: პარიჟანი 25 Dec 2012, 12:40
unknown lady
QUOTE
ძალიან მძიმედ გადაიტანა შვილის სიკვდილი, ცოლსაც დაშორდა, მას აბრალებდა მკველობას.


მე ვიცი გოგენი თავის ცოლს დაშორდა მხოლოდ ხატვის გამო. ანუ, როგორც კი ხატვა დაიწყო ცოლ-შვილიც მიატოვა (სამუდამოდ). ქალიშვილი კი, გარდაეცვალა (სისხლის გათეთრებით მგონი), შემდეგ ვაჟიც დაეღუპა (მისი ამბავი ვერც გაიგო და არც უთხრეს, დაუმალეს, შეეცოდათ) თუმცა, გოგენი რომ ძალიან ემოციური და გულჩვილი ადამიანი არ იყო ეგეც ფაქტია. საგულისხმოა რომ მან მიატოვა პარიზში თავისი მცირეწლოვანი ხუთი თუ ექვსი შვილი (!) მისი ცოლი დანიაში ფრანგულს ასწავლიდა ბავშვებს და ამით არჩენდა გოგენის შვილებს smile.gif ხოლო მერე, როცა გოგენის ნახატებმა რაღაც ფასი შეიძინეს (პარიზის II გამოფენის შემდეგ), გოგენი ცოლსაც უგზავნიდა ნახატებს, თან ამბობდა - ჩემი ცოლი უმალ გაყიდის ჩემს ნახატებს, კარაქიანი პური რომ იყიდოსო sad.gif

როცა პარიზში ტაიტიდან ჩავიდა მეორედ და გამოფენა გამართა (ცოლ-შვილი არ უნახავს, რადგან დანიაში ცხოვრობდნენ), ის დიდ მხატვრად აღიარეს. ხოლო როცა ბრუნდებოდა ტაიტიზე გზად (რატომღაც) ტირილი დაიწყო... მისთვის ტირილი დამახასიათებელი არ იყო.


ისე კი, მას ტაიტიზეც ცოლიც ყავდა (რამოდენიმე) და შვილებიც.

QUOTE

1898 წელს სცადა თვითმკვლელობა.

ამის შესახებ არ ვიცოდი.

რაც ეხება ვან- გოგს, ის გოგენთან შედარებით ფილოსოფიურად უფრო რელიგიური პიროვნებაც იყო, ვიდრე გოგენი. მადლობ ნახატებისთვის. I - ძალიან მომეწონა.... მართლაც რა სევდიანად არის დახატული ცხენი და რაღაც ტრაგიკულ ფერებში up.gif

პ.ს. დავამატებდი უბრალოდ იმასაც რომ გამომდინარე იქიდან რომ ერთიც და მეორეც სიკვდილის შემდეგ აღიარეს მხატვრებად , ბევრი დეტალი ცნობილი არ არის მათზე... არიან მკვლევარები მათი ცხოვრებისა რომლებიც ხშირად განსხვავებულ ინფორმაციასაც შეიძლება წერდნენ, რეკლემის და პოპულარობის გამოც smile.gif

smile.gif

Posted by: unknown lady 26 Dec 2012, 00:23
პარიჟანი
QUOTE
პ.ს. დავამატებდი უბრალოდ იმასაც რომ გამომდინარე იქიდან რომ ერთიც და მეორეც სიკვდილის შემდეგ აღიარეს მხატვრებად , ბევრი დეტალი ცნობილი არ არის მათზე... არიან მკვლევარები მათი ცხოვრებისა რომლებიც ხშირად განსხვავებულ ინფორმაციასაც შეიძლება წერდნენ, რეკლემის და პოპულარობის გამოც smile.gif

ხოო აი ეს მნიშვნელოვანია. მე რაც დავწერე წავიკითხე სკოლის მოსწავლეობის პერიოდში ინთერნეიშენალ ჰაუსში ნაყიდ წიგნში. ინგლისურზე დავდიოდი იქ და გევალებოდა სემესტრში ერთი წიგნის წაკითხვა, იქვე ბუქ შოფში იყიდებოდა. მე ვიყიდე გოგენი და ვან გოგი და იმაზე გავაკეთე პრეზენტაცია. იქიდან შემომრჩა მეხსიერებაში
საინტერესოა გადამოწმება... თუმცა გოგენის დეპრესია ცნობილი ფაქტია. აი შვილის სიკვდილი რამდენად განიცადა არ ვიცი, იქ ეწერა რომ ეს ფილოსოფიური სურათი შვილის სიკვდილის შემდეგ დეპრესიაში მყოფმა დახატა... სხვანაირი სევდაა გოგენთან
ვან გოგიდან მზე ანათებს და ათბობს, რასაც გოგენზე ვერ ვიტყვი...

Posted by: Delirium 26 Dec 2012, 01:37
user posted image

Posted by: VisualBB 26 Dec 2012, 01:54
პირდაპირ სურნლი იფქრვევა წყალში ჩადებული ტოტიდან... ზაფხული იგრძნობ...

Posted by: Delirium 26 Dec 2012, 03:11
ვან გოგის ყურზე რამდენიმე ისტორია ვიცი. რომელია ნამდვილი? მე მეძავის ვერსია მომწონს rolleyes.gif

Posted by: პარიჟანი 26 Dec 2012, 13:17
unknown lady
QUOTE
მე რაც დავწერე წავიკითხე სკოლის მოსწავლეობის პერიოდში ინთერნეიშენალ ჰაუსში ნაყიდ წიგნში


გასაგებია! მე გოგენზე Henri Perruchot -ის წიგნი წავიკითხე. ფრანგი მკვლევარია და მაშინ ფრანგულზე დავდიოდი. ჩემი მასწავლებელი ლინგვისტი იყო. მან დამავალა წაკითხვა. თან, ზეპირად მთხოვდა რომ დამეზუთხა... ეგეთი მეთოდი ქონდა სწავლების.

QUOTE
ვან გოგიდან მზე ანათებს და ათბობს, რასაც გოგენზე ვერ ვიტყვი...


ჩრდილიც ძალიან ლამაზია smile.gif

Delirium
QUOTE
ვან გოგის ყურზე რამდენიმე ისტორია ვიცი. რომელია ნამდვილი? მე მეძავის ვერსია მომწონს 


მეც მომწონს მეძავის ვერსია smile.gif დიდი ალბათობით სწორი სწორედ ეგ ვერსია მგონია. რადგან ადრეც ქონდა დაახლოებით იგივე ისტორია, როცა ხელი სანთელზე ქონდა გაჩერებული... თან ისეთი ტიპი იყო ყურსაც მოიჭრიდა , მითუფრო ქალისთვის, თუნდაც მეძავი ყოფილიყო რადგან როგორც ქრისტე, მეძავებთანაც მეგობრობდა... smile.gif


Posted by: SOF - 777 26 Dec 2012, 14:50
unknown lady

ამ ლინკზე არის რუსულად ვან - გოგის ბიოგრაფია...

http://biography.artyx.ru/books/item/f00/s00/z0000009/st006.shtml




Posted by: kkkk_kh 26 Dec 2012, 21:17
QUOTE (Delirium @ 26 Dec 2012, 03:11 )
ვან გოგის ყურზე რამდენიმე ისტორია ვიცი. რომელია ნამდვილი? მე მეძავის ვერსია მომწონს rolleyes.gif

დიდი ალბათობით სწორედ ეგ ვერსიაა სწორი (მეც რაღატომღაც ეგ ვერსია უფრო მხიბლავს : ))


__________________________________________________________

Posted by: unknown lady 26 Dec 2012, 23:35
SOF - 777


დიდი მადლობა
* * *
მგონი წინა გვერდზე დავდე

ეს მიყვარს ძალიან love.gif


Posted by: unknown lady 3 Jan 2013, 23:08
გილოცავთ ახალ წელს...

კარგი ვიდეოა


Posted by: MliVi 6 Jan 2013, 21:41
ხომ არ იცით

"ვარსკვლავური ღამის" რეპროდუქცია სად შემიძლია შევიძინო?

და რამდენი დამიჯდება?

rolleyes.gif rolleyes.gif

Posted by: unknown lady 14 Jan 2013, 04:03
MliVi


მე მგონი აქაც ხატავენ ფორუმელები და ჰკითხე... ნახატებსაც გაჩვენებენ....
სხვა არ ვიცი სად შეიძლება იყოს...
სიმართლე რომ ვთქვა, რეპროდუქციები არ მიყვარს, მირჩევნია მოგონებაში შევინახო ან თუ არ მინახავს ალბომიდან წარმოვისახო...

Posted by: MliVi 16 Jan 2013, 00:31
unknown lady

user.gif

კაი მადლობა მაინც smile.gif))))

Posted by: unknown lady 18 Jan 2013, 16:55
MliVi
QUOTE
კაი მადლობა მაინც

არაფრის...

თბილისში ვან გოგის კედლის დიდი კალენდარი არ იყიდება სადმე? ალბათ საკანცელარიოებში უნდა ვნახო ხომ ?
ან სხვადასხვა მხატვრებისაც კარგი იქნებოდა
ლამაზი, დიდი და ხარისხიანი მინდა, ყველა გვერდზე რომ სურათი იყოს...

Posted by: Paloma_Picasso 19 Jan 2013, 16:29
QUOTE (sesi-eliot @ 20 Nov 2010, 21:40 )
უყურებ და ღელავს.... ძალიან ცოცხალია... user.gif

http://pix.ge/

და თან როგორი მარტივია, მარტივი კი არა გულუბრყვილო, პატარა ქაღალდის ნავებივით smile.gif

-

QUOTE
ნაღდი ჰოლანდიელი


biggrin.gif

"ნაღდი თბილისელი კაცის" ესთეტიკით არის დაწერილი cry.gif

Posted by: kkkk_kh 19 Jan 2013, 16:39


[QUOTE]ნაღდი ჰოლანდიელი[/QUOTE]

biggrin.gif

"ნაღდი თბილისელი კაცის" ესთეტიკით არის დაწერილი cry.gif [/QUOTE]
: )) +

ეს სურათი რაღაც მომწონს ნამეტანი : ))

Posted by: nastie 10 Mar 2013, 22:31

ახალგაზრდა ვან გოგი love.gif

http://www.radikal.ru

Posted by: kkkk_kh 11 Mar 2013, 00:02

ამ თემის ესე ჩაძირვა არ იქნება...

http://www.radikal.ru

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


http://www.radikal.ru

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: unknown lady 9 Jun 2013, 14:53
kkkk_kh
QUOTE
ამ თემის ესე ჩაძირვა არ იქნება...



მართალი ხარ.
ვან გოგის წერილებს ვკითხულობდი რამოდენიმე თვის წინ და ბლოკნოტში ვიწერდი.
აქაც დავდებ, მაგალითად არლის მინდორზე ეს ჩანაწერი აქვს ვან გოგს:
"A filed with grass and wild flowers full of very yellow buttercups, a ditch with irises with green leaves and purple blooms, the town in the background, a few gray willow trees, and a strip of blue sky. A small town surrounded by countryside filled with yellow and purple flowers – you can imagine, very much a Japanese dream.
Vincent van Gogh 1888, May 12."

ეს ღამის კაფეზე:

"I often think that night is more alive and more richly colored than day. In my picture of the Night Café I have tried to express the idea that the café is a place where one can ruin oneself, go mad or commit a crime. So I have tried to express, as it were, the powers of darkness in a low public house, by soft Louis XV green and malachite, contrasting with yellow-green and harsh blue-greens, and all this in an atmosphere like a devil's furnace. I have tried to express the terrible passions of humanity by means of red and green. The room is blood red and dark yellow with a green billiard table in the middle; there are four lemon-yellow lamps with a glow of orange and green. Everywhere there is a clash and contrast of the most alien reds and greens, in the figures of little sleeping hooligans, in the empty dreary room, in violet and blue. The blood-red and the yellow-green of the billiard table, for instance, contrast with the soft tender Louis XV green of the counter, on which there is a rose nosegay. The white clothes of the landlord, watchful in a corner of that furnace, turn lemon-yellow, or pale luminous green.
Vincent Van Gogh 1888 September, 8."

მანიაკალურ დეპრესიული ფსიქოზი ჰქონდაო და ეპილეფსია...

Posted by: kkkk_kh 9 Jun 2013, 19:39
unknown lady

"წყურვილი სიცოცხლისა"-ში კარგადაა აღწერილი მისი ცხოვრების დეტალები..

არლში მისი ნამუშევრები მომწონს..

"კარტოფილიჭამიები " - ყველაზე მძაფრად ამ ნანხატს აღვიქვამ რაღატომღაც..

ერთი სიტყვით: ძალიან მომწონს ეს კაცი , შემოქმედებიან -ცხოვრებიანად

Posted by: unknown lady 9 Jun 2013, 21:42
kkkk_kh


QUOTE
"წყურვილი სიცოცხლისა"-ში კარგადაა აღწერილი მისი ცხოვრების დეტალები..


ვიყიდი ამ წიგნსაც ოდესმე

QUOTE
კარტოფილიჭამიები

ხასიათებია დახატული და ემოციურად მოქმედებს ძალიან love.gif

QUOTE
ერთი სიტყვით: ძალიან მომწონს ეს კაცი , შემოქმედებიან -ცხოვრებიანად

მეც, მერე დავდებ კიდე მის წერილებს ნახატებიანად. ჩემს წიგნში კარგად არის სურათებთან დართულია შესაბამისი წერილები

Posted by: kkkk_kh 9 Jun 2013, 22:07
unknown lady
QUOTE
მერე დავდებ კიდე მის წერილებს ნახატებიანად. ჩემს წიგნში კარგად არის სურათებთან დართულია შესაბამისი წერილები

yes.gif up.gif

http://pix.ge/

Wheat Field with Sheaves, June 1888. Oil on canvas, 55.2 x 66.6 cm. Honolulu Museum of Art, Honolulu.

http://pix.ge/

The White House at Night, June 1890. Oil on canvas, 59.5 x 73.0 cm. Hermitage Museum, St. Petersburg, Russia.

Posted by: LivetsSpil 1 Jul 2013, 18:38
http://pix.ge/

Van Gogh, "Peacock Moth," May 1889 (Van Gogh Museum, Amsterdam.)

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


http://pix.ge/

Still Life with Bible, 1885 (Van Gogh Museum, Amsterdam)

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: Giusha30 2 Jul 2013, 12:52
კოპიებს ხატავს აქ ვინმე შეუძლია დახატვა??? smile.gif თუ შეგიძლიათ , მომწერეთ პმ ში

Posted by: lust 16 Jul 2013, 21:28
QUOTE (lars von trier @ 9 Nov 2010, 01:07 )
QUOTE
თავის დროის რევოლუციური ნახატი

სუ ირვინგ სტოუნის წიგნი მახსენდება ვნა გოგზე ამ ნახატს რო ვუყურებ smile.gif
მაგარი წიგნი გამოუვიდა,ოღონდ სახელს ვერ ვიხსენებ biggrin.gif

არლის პეიზაჟები მიყვარს,მაგრა smile.gif.

მეც ეგ გამახსენდა მარტლა უზლიერესი წიგნია <3 როცა ვკიტხულობდი მეც ვან გოგთან ერთად ვიტანჯებოდი :X საოცრად არის ემოციები გადმოცემული და სულ სხვანაირად შევხედე ამ ნაწარმოენის მერე ზოგადად ხელოვნებას ... აქამდე მხოლოდ რეალისტურ ტილოებს ვაფასებდი <3 კიდევ კარგი ძალიან გვიან არ გადავშალე ეს წიგნი <3 წყურვილი სიცოცხლისა-ასე ქვია

Posted by: LivetsSpil 29 Jul 2013, 02:39
Arles View from the Wheat Fields, 1888
Vincent van Gogh
* * *
"I want to touch people with my art. I want them to say 'he feels deeply, he feels tenderly.'"

Posted by: LivetsSpil 26 Sep 2013, 22:09
ჰეჰ.. მივიწყებული თემა .. ამოვწიოთ ცოტა ...

http://pix.ge/

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: ninc_lfc 11 Oct 2013, 18:04
მიყვარს მისი ნახატები,სტილი love.gif
ერთ-ერთი საუკეთესოა.
ადრე ამდენად არ მომწონდა. მას მერე ვარ შეყვარებული,რაც ორიგინალში ვნახე გამოფენებზე..
ასე გუგლის ამოგდებული ფოტოებით და სადღაც ამობეჭდილი სურათებით ძნელი ყოფილა ვან გოგის შეფასება smile.gif
დიდხანს ვიდექი მის ძალიან ჩვეულებრივ, "უბრალო",არც განსაკუთრებულად ცნობილ ნახატთანაც კი და გაოცებული ვიყავი,რა მარტივად ჰქონდა დახატული..ხეები თითქმის ფუნჯის ერთი მოსმით და თან როგორ..რაღაც სიმშვიდეს ვგრძნობდი იდეალურად შერჩეული ფერებით,სიმარტივით,დაფიქსირებული მომენტით. მსიამოვნებდა მისი ყურება.
კლიმტის ნახატებიც ვნახე, რემბრანდტიც,მატისიც და ერთმანეთისგან სრულიად განსხვავევებული სხვა ბევრი ცნობილი მხატვრის ნამუშევარიც,მარა ვან გოგი ყველაზე მეტად მომეწონა. ჩემს ხასიათთან,გემოვნებასთან ყველაზე უფრო ახლოსაა smile.gif

Posted by: Moor 13 Oct 2013, 18:33
love.gif










-------------------------------------

Posted by: biso 23 Oct 2013, 14:47
love.gif .

Posted by: MaverickAbnormal 23 Oct 2013, 14:53
ნორმალურობა მოკირწყლულ გზას ჰგავს. ის მშვენიერია სასეირნოდ, მაგრამ მასზე ყვავილები არასოდეს ამოვა.

Posted by: nikalanikala83 1 Nov 2013, 20:45
რომელ საღებავებს იყენებდა ვანგოგი?

Posted by: kao-mebu 4 Nov 2013, 19:06
nikalanikala83


ზეთის საღებავებს ფანქარს ნახშირს biggrin.gif

Posted by: Pakusa1 6 Nov 2013, 22:01
ვინმემ მითხარით გთხოვთ, ამ ნახატს რაქვია??

Posted by: ValenTine_Kelly 10 Nov 2013, 21:12
Pakusa1
გოგენის ნახატია.თეთრი ცხენი ჰქვია,თუ არ ვცდები

Posted by: Pakusa1 10 Nov 2013, 22:10
ValenTine_Kelly

ა წინა გვერდზე ვნახე, მთლიანად უნდა გადამეხედა თემაზე

მადლობა

Posted by: MaverickAbnormal 13 Nov 2013, 13:35
http://pix.ge/

Posted by: LivetsSpil 24 Jan 2014, 12:47
Old Station at Eindhoven,( January 1885)

Oil on canvas

Posted by: RENE_Z 26 Jan 2014, 14:34
_________________________________________________

Posted by: ninc_lfc 28 Jan 2014, 00:37
ძაან მიყვარს.


-----------------------------------

Posted by: Melpomene 25 Apr 2014, 00:43
Пускай меня простит Винсент Ван Гог
За то, что я помочь ему не мог,

За то, что я травы ему под ноги
Не постелил на выжженной дороге,

За то, что я не развязал шнурков
Его крестьянских пыльных башмаков,

За то, что в зной не дал ему напиться,
Не помешал в больнице застрелиться.

Стою себе, а надо мной навис
Закрученный, как пламя, кипарис.

Лимонный крон и темно-голубое, –
Без них не стал бы я самим собою;

Унизил бы я собственную речь,
Когда б чужую ношу сбросил с плеч.

А эта грубость ангела, с какою
Он свой мазок роднит с моей строкою,

Ведет и вас через его зрачок
Туда, где дышит звездами Ван Гог.


არსენ ტარკოვსკი. 1958

Posted by: Pegasos 25 Apr 2014, 02:26
მარტინ სკორსეზე, ვან გოგის როლში (აკირა კუროსავას ფილმი "სიზმრები").

http://pix.ge/

Posted by: Artist 25 Apr 2014, 02:35
user posted image


Posted by: მელკერი 26 Apr 2014, 05:44
love.gif ...

Posted by: GusGus 24 May 2014, 11:04
არაფერი მაქვს სათქმელი გარდა იმისა რომ ძალიან მიყვარს.... ბოლო დაბადებისდღეზე მის მუზეუმში ვიყავი და დავცალე კიდეც მუზეუმი biggrin.gif


მომაში თუ ჩამოიტანეს აუცილებლად წავალ!


პ.ს. ვფიქსირდები ამ თემაში... აქამდე სად ვიყავი sad.gif

Posted by: Melpomene 30 Aug 2015, 02:10
თემის წამოსაწევად:

ბრუნო კატალანოს სკულპტურა "ვან გოგი და სიცარიელე" სერიიდან "Les Voyageurs/მოგზაურები"
http://radikal.ru/big/965f68800a364c3cad02414cb8c59042

კატალანოს ვან გოგი სენ-პოლ-დე ვანსში დგას. თავად ჩანაფიქრზე ავტორი არაფერს ამბობს, ინტერპრეტაცია მთლიანად მაყურებლისთვისაა მინდობილი. ბრუნო კატალანოს რამდენიმე ნამუშევარი აქვს შექმნილი "მოგზაურთა" თემაზე, სადაც მგზაურის შინაგან სიცარიელეს გარე სამყარო ავსებს.

Posted by: melodyman/ 30 Aug 2015, 03:29
I take great care of myself by carefully shutting myself away.




Posted by: BELLA-DONNA 21 Sep 2015, 20:33
.....................................

Posted by: Melpomene 21 Sep 2015, 21:34
BELLA-DONNA
ან სახელი დააწერე ან წელი, ასე სურათის "დაგდება" და "მოტყდომა" რა წესია. მაგ "ტოჩკების" დასხმას ეგ არ ჯობს, შექალო?

მოგიშლიან ნერვებს.

Posted by: BELLA-DONNA 21 Sep 2015, 21:47
Melpomene
სურათზე თუ მაუსს მიიტან სახელიც გამოჩნდება, წელიც, და ფეხის ზომაც.
სხვათა შორის აქაც და ფოტოგრაფიის განყოფილებაშიც ერთადერთი თუ არა, უმცრესობაში მაინც ვარ, ვინც სახელს და ავტორს წერს ხოლმე, სხვები თავს არ იწუხებენ, მდუმარედ ყრია სურათები ერთმანეთის მიყოლებით. ჰოდა მეც გული ამიცრუვდა ხუთოსნობაზე. smile.gif ასე რომ სანამ შენ მოგეშლებოდა ნერვები, მანამდე მე მომეშალა არაერთხელ.
აჰა, მაინც გამოვასწორებ: Ladies of Arles (Memories of the Garden at Etten) - Vincent van Gogh

Posted by: qetevan123 17 Oct 2015, 08:53
ვან გოგის "ვარსკვლავიანი ღამე" ყელსაბამები თუ მოგწონთ იყიდება. 15 ლარი ღირს

Posted by: Scoorp 20 Nov 2015, 12:01
QUOTE (RENE_Z @ 26 Jan 2014, 14:34 )
_________________________________________________

სასწაული ფერებია.
ყველა ფერი იგრძნობა ფერში

Posted by: Mazarin 18 Dec 2015, 13:06
qetevan123

საიტი გაქვთ? ან fb page?

Posted by: Violett 18 Dec 2015, 13:10
ჩემი საყვარელი მხატვარია.
მისი ბიოგრაფიული წიგნი რომ წავიკითხე მგონი მას მერე უფრო შემიყვარდა.
იმედია მის ნახატებს ვიხილავ.

Posted by: bart  simpson 18 Dec 2015, 13:19
qetevan123
QUOTE
ვან გოგის "ვარსკვლავიანი ღამე"


დიამეტრი რამხელა აქვს?

Posted by: ratomac aRa 20 Mar 2016, 12:14
user posted image
user posted image
user posted image

Posted by: pekineli 24 Mar 2016, 11:15
სრული სიგიჟეა.
ეს რაღაც სხვა საფეხურია აზროვნების!

Posted by: პოსეიDON 27 Mar 2016, 13:29
ქართული კლავიატურა ( ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" )

Posted by: BELLA-DONNA 3 Apr 2016, 00:01
კარგი ფილმია, ვან გოგის და მისი ძმის მიმოწერის მიხედვით გადაღებული: http://www.imovies.ge/movies/42339

"Portrait of Dr. Gachet" by Vincent van Gogh

Posted by: AnatolyX13 3 Apr 2016, 00:10
უძლიერესი ხელოვანი, საშინელი ტკივილით იტანჯებოდა და დიდი დოზით აბსენტს იღებდა. მტანჯველმა ტკივილმა გადარია და ამიტომაც მოიჭრა ყური როგორც ვიცი. ტრაგიკული პიროვნება იყო, შეიძლება არანორმალურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ჩემი აზრით ასეთ გენიოს ადამიანებს უხდებათ კიდევაც ტრაგიკულობა.

Posted by: Niandra 3 Apr 2016, 20:25
რა საოცარი, ნათელი ფერებია და თან რა დიდი რაოდენობით სითბოს ასხივებენ love.gif
ძალაუნებურად მთელი სხეული დადებითი ენერგიით გევსება.

Posted by: BELLA-DONNA 3 Apr 2016, 23:45
Niandra
ყვითელ ფერზე ისედაც ვგიჟდები და ვან გოგის ყვითელი საერთოდ სითბოს და სინათლის ზეიმია.

Street in Saintes-Maries, 1888, Vincent van Gogh.

Posted by: Niandra 4 Apr 2016, 18:05
BELLA-DONNA
QUOTE
ყვითელ ფერზე ისედაც ვგიჟდები და ვან გოგის ყვითელი საერთოდ სითბოს და სინათლის ზეიმია.


გეთანხმები, თან აბსოლუტურად love.gif

ჰეჰ, არადა ძალიან შორეულ წარსულში არც ყვითელი ფერი მიზიდავდა და მომწონდა და შესაბამისად არც ვან გოგი, მაგრამ ახლა წარმოუდგენლად მეჩვენება თუ როგორ შეიძლება ადამიანს არ მოსწონდეს ან არ აფასებდეს ამ ადამიანს და მის ფასდაუდებელ შემოქმედებას.
თუმცა ბოლოს და ბოლოს ყველაფერი ინდივიდუალურია და მე ვინ ვარ რომ მავანს ვიღაცის სიყვარულისკენ მოვუწოდო?



Sunset at Montmajour, 1888. love.gif

Posted by: BELLA-DONNA 9 Apr 2016, 20:00
Niandra
კი, გეთანხმებით, გემოვნებაზე არ დავობენ, თუმცა ფერების განსხვავებული აღქმა რომ ჰქონდა ფაქტია... smile.gif

Gogh, Vincent van - The sower - 1888

Posted by: zanzaron3 15 Apr 2016, 00:07

smile.gif

Posted by: Mmerisi 17 Feb 2017, 13:49
QUOTE (მზესუმზირა @ 1 Nov 2010, 20:09 )
ჩემი უსაყვარლესი გიჟი! cry.gif




http://www.radikal.ru

თავის დროის რევოლუციური ნახატი smile.gif







ვისაც ეს ფილმი არ გინახავთ - აუცილებლად ნახეთ!

http://avoe.ge/movies/one.php?mid=8292

კარტოფილის მჭამელები ჰქვია თუ არ ვცდები ამ ნახატს

Posted by: Kvirila 20 Feb 2017, 10:41
QUOTE (BELLA-DONNA @ 9 Apr 2016, 20:00 )
Niandra
კი, გეთანხმებით, გემოვნებაზე არ დავობენ, თუმცა ფერების განსხვავებული აღქმა რომ ჰქონდა ფაქტია... smile.gif

Gogh, Vincent van - The sower - 1888

ეგ ხომ ეპილეპტიკი იყო ხო და ექიმმა გაჩეტი ისეთ წამლებს ასმევდა რომელსაც ძლიერი გვერდითი გავლენა ქონდა მხატვრის მხედველობაზე, ამას აბსენტის ალკოჰოლი მიუმატეთ და მიხვდებით რატომ ხედავდა მსოფლიოს ყვითელ/ლურჯ ფერებში.

Van Gogh is known to have suffered from seizures, possibly caused by temporal lobe epilepsy. Dr. Gachet may have treated the symptoms with digitalis, extracted from the purple foxglove. (In Van Gogh’s portraits of Dr. Gachet he’s holding a sprig of the foxglove plant.) A side effect of this treatment is yellow-blue vision causing glares and halos. This digitalis side effect might have caused Van Gogh to see the world through a yellow lens.
http://blog.vangoghgallery.com/index.php/2012/08/20/van-goghs-love-of-yellow/

Posted by: Maruhadzu 17 Apr 2019, 19:47
user posted image

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)