Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > პოლიტიკა > 800 ლიტრი საწვავი 1 თვეში


Posted by: manuchari123456 9 Dec 2019, 22:33
ეს მანქანაში თუა სულ კაბინეტი მაინც ჩამოვართვათ.

ნაგლად გვიტეხავს ფულს მარა ვინაა მომკითხავი...

user posted image

QUOTE
უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაციის თანახმად, წელს ხუთი თვე იყო ისეთი, როცა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, დავით გაბაიძეს თვეში 800 ლიტრამდე საწვავი დაუხარჯავს. ყველაზე მეტი საწვავი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს მაისში დასჭირდა – 799,88 ლიტრი [ლიმიტი 800 ლიტრია].

800 ლიტრამდე საწვავი დაიხარჯა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ტრანსპორტირებისთვის სხვა თვეებშიც, მაგალითად, აგვისტოში – 793,53 ლიტრი, სექტემბერში – 758,97, მარტში – 717 ლიტრი, აპრილში კი – 722.99 ლიტრი.

ყველაზე ნაკლები საწვავი დავით გაბაიძეს იანვარში დაუხარჯავს – 371 ლიტრი და ივნისში – 389.95 ლიტრი. ჯამში 10 თვეში დავით გაბაიძემ ტრანსპორტირებისთვის 6082,31 ლიტრი საწვავი დახარჯა.

რატომ ხარჯავს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ერთ თვეში, მაგალითად, 371 ლიტრ საწვავს და მეორეში – 799 ლიტრს? – ამ კითხვის დასმა დავით გაბაიძისთვის გვინდოდა, თუმცა მან ჩვენს სატელეფონო ზარს არ უპასუხა. უმაღლესი საბჭოს პრესცენტრში გვითხრეს, რომ ლიმიტის წესი დარღვეული არ არის და სხვა ინფორმაციის მისაღებად საჯარო ინფორმაცია უნდა გამოვითხოვოთ.

Posted by: ნათანია 9 Dec 2019, 22:38
ისწორებს გასდის და აკეთებს

შეხედეთ უბრალოდ შეხედეთ ამის მოსაწველი რო გახდება ბრძენი ერი

ნუ რას ვიზამთ წილხვედრი არა მაგრამ წილად ხვდა ამ ქვეყანას არგახარება

Posted by: Dark_Angell 9 Dec 2019, 22:39
ეკუთვნის და იმიტო, ეხლა ორი ლიტრი შეიძლება ახლობელს ჩაუსხა და ჯვარს აცვით ბარემ, ვის არ მისვლია.

ამხელა თანამდებობა აბარია და ორ ლიტრა ბენზინს უთვლით.

ისე ლენდ კრუიზერით თუ დაკატაობს კი დახარჯავს მაგდენს.

Posted by: რასტრელი 9 Dec 2019, 22:39
გაბღენძილი კვერცხია და მიტო.

----------------------

თფუი ამათი.

ყილიფ

Posted by: ediskraD 9 Dec 2019, 22:41
ესეთები გააპროტესტეთ ერო

განა ისეთები, მთელი დღე რომ ატყაპუნებთ თითებს კლავიატურაზე, პრეზიდენტმა რა შეჭამაო <3

Posted by: PFU 9 Dec 2019, 22:42
QUOTE (manuchari123456 @ 9 Dec 2019, 21:33 )
ეს მანქანაში თუა სულ კაბინეტი მაინც ჩამოვართვათ.

ნაგლად გვიტეხავს ფულს მარა ვინაა მომკითხავი...

user posted image

QUOTE
უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაციის თანახმად, წელს ხუთი თვე იყო ისეთი, როცა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, დავით გაბაიძეს თვეში 800 ლიტრამდე საწვავი დაუხარჯავს. ყველაზე მეტი საწვავი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს მაისში დასჭირდა – 799,88 ლიტრი [ლიმიტი 800 ლიტრია].

800 ლიტრამდე საწვავი დაიხარჯა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ტრანსპორტირებისთვის სხვა თვეებშიც, მაგალითად, აგვისტოში – 793,53 ლიტრი, სექტემბერში – 758,97, მარტში – 717 ლიტრი, აპრილში კი – 722.99 ლიტრი.

ყველაზე ნაკლები საწვავი დავით გაბაიძეს იანვარში დაუხარჯავს – 371 ლიტრი და ივნისში – 389.95 ლიტრი. ჯამში 10 თვეში დავით გაბაიძემ ტრანსპორტირებისთვის 6082,31 ლიტრი საწვავი დახარჯა.

რატომ ხარჯავს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ერთ თვეში, მაგალითად, 371 ლიტრ საწვავს და მეორეში – 799 ლიტრს? – ამ კითხვის დასმა დავით გაბაიძისთვის გვინდოდა, თუმცა მან ჩვენს სატელეფონო ზარს არ უპასუხა. უმაღლესი საბჭოს პრესცენტრში გვითხრეს, რომ ლიმიტის წესი დარღვეული არ არის და სხვა ინფორმაციის მისაღებად საჯარო ინფორმაცია უნდა გამოვითხოვოთ.

Leopard 2A6-ით დადის ეს უპატონო?

facepalm.gif
... ... ... ... ...

Posted by: xronopi 9 Dec 2019, 22:43
ეტყობა უსაფრთხოებისთვის ტანკით გადაადგილდება

Posted by: gia1970 9 Dec 2019, 22:45
რა მაშინა ყავს?....................................................

Posted by: lav-100 9 Dec 2019, 22:49
სამსახურეობრივ ამბავში ერთხელ ვესწრებოდი გურიის ერთი რეგიონის გამგებლის (მაშინ მერი არ ერქვა) თათბირს და უცებ შუა თათბირზე შემორბის ესე 10-12 წლის გოგო და ამბობს "მამა დედამ მითხრა ბენზინის ტალონი გამოგატანოსო" biggrin.gif biggrin.gif





გაატანა user.gif

Posted by: giorgevich23 9 Dec 2019, 23:01
ხო არ ტაქსაობს ბიუჯეტის ფულით?
საშუალოდ 100 კილომეტრზე 10 ლიტრი საწვავი რომ ვიანგარიშოთ,800 ლიტრით 8 ათასი კილომეტრი უნდა ქონდეს გავლილი თვეში.
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეა თუ ექსპედიციებში დადის მანქანით?

Posted by: irakli1 9 Dec 2019, 23:06
ბიუჯეტის ქურდია , ნორმალურ ქვეყანაში ამას ვინ დანიშნავდა ასეთ თანამდებობაზე. ხრავენ ქვეყანას ასეთი გომბიოები როდესაც ხალხს ასე ძალიან უჭირს

Posted by: manuchari123456 9 Dec 2019, 23:12
QUOTE (giorgevich23 @ 9 Dec 2019, 23:01 )
ხო არ ტაქსაობს ბიუჯეტის ფულით?
საშუალოდ 100 კილომეტრზე 10 ლიტრი საწვავი რომ ვიანგარიშოთ,800 ლიტრით 8 ათასი კილომეტრი უნდა ქონდეს გავლილი თვეში.
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეა თუ ექსპედიციებში დადის მანქანით?

27 ლიტრამდე გამოდის დღეში. 300 კილომეტრი როგორ უნდა იარო ყოველღე. შეუძლებელია.


Posted by: mustafa_ibrahim 9 Dec 2019, 23:12
მინიმუმ ლენდ კრუიზერი ხომ ეყოლება, უხეშად 18 ლიტრი ვიანგარიშოთ 100 კილომეტრზე, თვეში საშუალოდ 4400 კილომეტრია, ქვეყნისათვის დამაშვრალი ადამიანისთვის არაფერია.

Posted by: girvan_88 9 Dec 2019, 23:13
QUOTE
27 ლიტრამდე გამოდის დღეში. 300 კილომეტრი როგორ უნდა იარო ყოველღე. შეუძლებელია.

თვის ბოლოს პუწიოვკებს ვაბარებთ ტრანსორტის განყოფილებაში, დღეში საშუალოდ 400 კმ გამომდის პირადად მე

Posted by: PAINKILLER 9 Dec 2019, 23:19
QUOTE (mustafa_ibrahim @ 9 Dec 2019, 23:12 )
მინიმუმ ლენდ კრუიზერი ხომ ეყოლება, უხეშად 18 ლიტრი ვიანგარიშოთ 100 კილომეტრზე, თვეში საშუალოდ 4400 კილომეტრია, ქვეყნისათვის დამაშვრალი ადამიანისთვის არაფერია.

ლედკრუიზერი 20 ლიტრსაც მშვენივრად წვავს და 30-საც biggrin.gif




მაგრამ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს რაში სჭირდება ან ლენდკრუიზერი ან ამდენი სიარული??

Posted by: black gold 9 Dec 2019, 23:19
girvan_88
QUOTE
დღეში საშუალოდ 400 კმ გამომდის პირადად მე


მაგის ფასს რას აკეთებ? ან რა სამსახურია ეგეთი, მარშუტკის მძღოლი ხარ ბათუმი თბილისზე?

Posted by: girvan_88 9 Dec 2019, 23:20
black gold
QUOTE
მაგის ფასს რას აკეთებ? ან რა სამსახურია ეგეთი, მარშუტკის მძღოლი ხარ ბათუმი თბილისზე?

სინათლე შემომაქვს თქვენს ფანჯრებში

Posted by: PAINKILLER 9 Dec 2019, 23:21
QUOTE (girvan_88 @ 9 Dec 2019, 23:20 )
black gold
QUOTE
მაგის ფასს რას აკეთებ? ან რა სამსახურია ეგეთი, მარშუტკის მძღოლი ხარ ბათუმი თბილისზე?

სინათლე შემომაქვს თქვენს ფანჯრებში

ელექტრიკი ხარ? biggrin.gif

Posted by: black gold 9 Dec 2019, 23:21
QUOTE
სინათლე შემომაქვს თქვენს ფანჯრებში

გადამცემ ხაზებზე მუშაობ? 400 კილომეტრს რომ გადიხარ საქმეს როდის ასწრებ? დროის მაგარი მენჯმენტი გქონიათ, ვერაფერს იტყვი

Posted by: tozi777 9 Dec 2019, 23:30
QUOTE (girvan_88 @ 9 Dec 2019, 23:20 )

სინათლე შემომაქვს თქვენს ფანჯრებში

დეგა გამოდი გიცანით. lol.gif


..............................................

Posted by: manuchari123456 9 Dec 2019, 23:34
QUOTE (girvan_88 @ 9 Dec 2019, 23:13 )

თვის ბოლოს პუწიოვკებს ვაბარებთ ტრანსორტის განყოფილებაში, დღეში საშუალოდ 400 კმ გამომდის პირადად მე

შენ 500 იც გამოგდის მაგრამ ვერ გეუბნებიან ჯერ.

Posted by: Lemshveniera 9 Dec 2019, 23:36
გვერდით თემაში იმას ვარკვევთ, რატომ არაა ბიუჯეტში ფული საყოველთაოდ დაზღვევისთვის და ექიმების ხელფასებისთვის. biggrin.gif

Posted by: girvan_88 9 Dec 2019, 23:56
PAINKILLER
QUOTE
ელექტრიკი ხარ?

ელექტრიკი შენ ხარ. ენერგეტიკოსი yes.gif
black gold
QUOTE
გადამცემ ხაზებზე მუშაობ? 400 კილომეტრს რომ გადიხარ საქმეს როდის ასწრებ? დროის მაგარი მენჯმენტი გქონიათ, ვერაფერს იტყვი

ჰესებში და ქვესადგურებში.
24 საათი რომ გაქვთ შუქი ეგაა ჩვენი მენეჯმენტის დამსახურება yes.gif
tozi777
QUOTE
დეგა გამოდი გიცანით.

აი ხედავ ეს ორი ქოცი კაცი როგორ ვზრუნავთ თქვენზე

Posted by: PAINKILLER 10 Dec 2019, 00:04
QUOTE
ენერგეტიკოსი

girvan_88


დეგას იცნობ? biggrin.gif

Posted by: _kutaiseli_ 10 Dec 2019, 00:05
სულაც არ მიკვირს...

ერთ-ერთ ფიტნეს დარბაზში, ერთი ღიპიანი მერიის მაღალჩინოსანი დადის, მძღოლს დაყავს...

ხოდა სანამ ეს ვითომ ვარჯიშობს მძღოლი მანქანაში ელოდება და თქვენ წარმოიდგინეთ და ძრავი სულ ჩართული აქვს, ანუ მძღოლი ამ სიცივეში თავს ხოარ გაიყინავს biggrin.gif

ანუ მინიმუმ საათნახევარი ტიპი ზის დაქოქილ მანქანაში და ღლეზე კიდია ცხოვრება, ფეისბუქს სქროლავს თბილად

facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif

Posted by: PAINKILLER 10 Dec 2019, 00:09
QUOTE
ანუ მინიმუმ საათნახევარი ტიპი ზის დაქოქილ მანქანაში და ღლეზე კიდია ცხოვრება, ფეისბუქს სქროლავს თბილად


ეჭვიც არ მეპარება biggrin.gif

Posted by: amsona69 10 Dec 2019, 01:16
QUOTE
საშუალოდ 100 კილომეტრზე 10 ლიტრი საწვავი რომ ვიანგარიშოთ

ხო,ჰონდა ფიტ -ით ივლის ახლა მაგიც რა.
გაშვანშვალებული კრუიზერი ეყოლება და რა ჩემი ფეხებია 30 ლიტრა მაგისთვის?

Posted by: black gold 10 Dec 2019, 01:26
girvan_88
QUOTE
ჰესებში და ქვესადგურებში. 24 საათი რომ გაქვთ შუქი ეგაა ჩვენი მენეჯმენტის დამსახურება


მერე ადგილობრივი არავინაა ჰესებთან და ქვესადგურებთან რომ თბილისიდან არ ირბინოთ??? ან ცვლაში ვერ იმუშავებს ვინმე ადგილზე, რა საჭიროა დღეში 400 კმ ს დაფარვა, აი ესაა ქოცური მენეჯმენტი, კიდევ კარგ დღეში ვართ...

Posted by: baloka 10 Dec 2019, 01:37
რა მოხდა, იქნება ავტობუსით დადის.
* * *
girvan_88
QUOTE
სინათლე შემომაქვს თქვენს ფანჯრებში

მზე ხარ?_kutaiseli_
QUOTE
ანუ მინიმუმ საათნახევარი ტიპი ზის დაქოქილ მანქანაში და ღლეზე კიდია ცხოვრება, ფეისბუქს სქროლავს თბილად

საათმნახევაში რამდენი უნდა დაწვას 2 ლიტრა?

Posted by: Richi049 10 Dec 2019, 02:06
ყვერებით უნდა ჩამოკიდო და მისი შემცვლელი იგივეს არ იზამს))) დედ-მამა, დის და ძმის შვილები რომ ამისი ბენზინით დადიან - ესაა პრობლემა, თორემ რა მანქანაც არ უნდა ემსახურებოდეს და ყავდეს სამსახურის მანქანად ამდენ ბენზინს კაბინეტიდან სახლამდე ვერც ერთი ვერ დაწვავს და არ მითხრათ რომ 24 საათი მოძრაობს და საქმეს აკეთებს

Posted by: t-90 10 Dec 2019, 02:11
ტოჟე მნე განზელკა ი ზიკმუნდ.
მაყუთს ღუნავენ რა.

Posted by: M-I-K-I 10 Dec 2019, 02:21
ნუ ეგ კი ვირთხა იქნება, მაგრამ დღიურ ნორმაზე არაა დიდი დისტანცია
ჩემი ჯიპი 25 ლიტრას წვავს და გამოდის დღეში 100 კმ-ზე მეტი...მე კი თხევადი მიგდია მარა მაგას არა
ჰოდა დღეში 100-150 კმ არაა ბევრი...თუმცა საეჭვოა დადიოდეს მაგდენს

Posted by: Richi049 10 Dec 2019, 02:35
M-I-K-I
ეს შენ, როდესაც რაღაცას აკეთებ, მიდი-მოდიხარ და მოძრაობაში ხარ, სავარაუდოდ საქმეც ისეთი გაქვს რომ მოითხოვს ამდენ სიარულს, რომ ხელფასი აიღო და საჭმელი ჭამო. და დავიჯერო ამ ვირთხის სახლიდან თავის კაბინეტამდე 100 კილომეტრია სავალი? დედებს ######, როგორ ჭამენ ამ ქვეყანას

Posted by: manuchari123456 10 Dec 2019, 03:35
კაი თეორიულად დავუშვათ ისეთი ჯიპი ყავს ბევრს უწვავს.

ეს რამე გასამართლებელი საბუთია?


ეგ ჯიპიც ჩვენი ფულითაა ნაყიდი თუ ეგეთი ყავს და ვალდებულია ისეთი იყიდოს 100 კილომეტრზე 20 ლიტრას რომ წვავს?
ჯერ ერთი არ ეყოლება ეგეთი მანქანა მაგრამ რომც ყავდეს შეუძლებელია საჯარო მოხელემ თვეში 800 ლიტრი საწვავმი მოიხმაროს 30 ლიტრსაც რომ უწვავდეს.


დავგუგლე ეხლა ეს ტიპი და 1 სურათი ვერ ვნახე კაბინეტს გარეთ გადაღებული.

Posted by: Davidex 10 Dec 2019, 03:46
ვინმემ პროჭკურატურაში რო შეიტანოს განცხადება ან რამე არ შეიძლება?!?!

გირჩებო და სხვა ათას მზეობაზე გადამხტარებო, ასეთ ღორის შვილებს რატომ არ უპირისპირდებით? აქ რამე არის საკამათო რომ ეს ღორი (და ალბათ ასობით მსგავსი ღორი) ფულს იპარავს?!

ამაზე ღლიცინებთ ზოგიერთი და იმ მზექალამ ლობიო რო ჭამა მაგაზე ქე დაიმართეთ ფაღარათი. არადა ასეთი მეასეხარისხოვანი noname ტიპები ხრავენ ბიუჯეტს ჯამში ალბათ ყველაზე დიდი დოზით. მძღოლი რო დაქოქილი მანქანით ელოდება დღეში 10 საათი ეგ ცალკე სისხლის სამართლის დანაშაული უნდა იყოს, ერთი საწვავის გამო და მეორე სიმსივნეს რომ აფრქვევს მაყუჩიდან მაგის გამო!

შეიტანეთ პროჭკურატურაში ვინმემ განცხადება, როგორც მინიმუმ საქმის აღძვრად არ ღირს?!?!

საძოვარზე მიშვებული დედის #####ი #####ან ამისი yes.gif

Posted by: manuchari123456 10 Dec 2019, 03:51
Davidex

25 000 ლარი დაწვა ტელეფონზე საუბარში და იმაზე აღძრულა საქმე ამაზე ვინ აღძრავს,,,

Posted by: Davidex 10 Dec 2019, 03:54
რა კალხოზნიკი სიფათი აქვს ამ პირუტყვს facepalm.gif

ყველა აწმყო თუ მომავალი მთავრობის დედა #####ან ვინც ეს სროკზე არ გაუშვას. yes.gif

Posted by: Hermosa 10 Dec 2019, 09:02
QUOTE (mustafa_ibrahim @ 9 Dec 2019, 23:12 )
მინიმუმ ლენდ კრუიზერი ხომ ეყოლება, უხეშად 18 ლიტრი ვიანგარიშოთ 100 კილომეტრზე, თვეში საშუალოდ 4400 კილომეტრია, ქვეყნისათვის დამაშვრალი ადამიანისთვის არაფერია.

არა ამბობთ რა ლენდ კრუიზერი
სად ნახეთ ქოც ჩინოვნიკი და ჯიპები უკვე რამდენი ხანია ელექტრომობილებზე გადმოჯდნენ რაც ქამრები შემოიჭირეს

Posted by: neo> 10 Dec 2019, 09:14
800 ჯერ შ@@ცი მაგ დებილ სიფათში

Posted by: narcoTOURIST 10 Dec 2019, 09:18
ეს ანეგდოტი გამახსენდა - "რა პრაწივნი როჟა აქვს ამ ტაქსის შოფერს"

შმაქსაობს სამსახურის მერე და რა მოხდა? ჰა?

Posted by: tchumba 10 Dec 2019, 09:24
აი ასეთები უნდა გასვა სარზე.ჯერ სურათს რომ შეხედავ მოსჩანს რა ....ესლი მძღოლია.ამას უეჭველი მანქანის მართვა გამოდის მაგრად და სხვა არაფერი და კი წვავს ბენზინს.ქვეყნის ბედნიერებისათვის დამაშვრალი.

Posted by: Hiksos 10 Dec 2019, 09:28
800 ლიტრს ფიზიკურად როგორ დაწვავ თუნდაც ჰამერი გქონდეს?! ყოველდღე თბილისში ჩადის ბათუმიდან და მერე უკან ბრუნდება?!
ნუ გასაგებია რაც ხდება.

პ.ს. ახლა გადავხედე ამის ბიოგრაფიას. 22 წლისა საკრებულოს წევრი ყოფილა.
22 წლის. ანუ სტუდენტის მერხიდან პირდაპირ საკრებულოში გადასკუპდა.
facepalm.gif

Posted by: temotab 10 Dec 2019, 09:34
QUOTE
უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაციის თანახმად, წელს ხუთი თვე იყო ისეთი, როცა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, დავით გაბაიძეს თვეში 800 ლიტრამდე საწვავი დაუხარჯავს. ყველაზე მეტი საწვავი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს მაისში დასჭირდა – 799,88 ლიტრი [ლიმიტი 800 ლიტრია].

800 ლიტრამდე საწვავი დაიხარჯა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ტრანსპორტირებისთვის სხვა თვეებშიც, მაგალითად, აგვისტოში – 793,53 ლიტრი, სექტემბერში – 758,97, მარტში – 717 ლიტრი, აპრილში კი – 722.99 ლიტრი.

ყველაზე ნაკლები საწვავი დავით გაბაიძეს იანვარში დაუხარჯავს – 371 ლიტრი და ივნისში – 389.95 ლიტრი. ჯამში 10 თვეში დავით გაბაიძემ ტრანსპორტირებისთვის 6082,31 ლიტრი საწვავი დახარჯა.


იქნებ ტყუილად ანგარიშობთ ეგრე ლიტრებს
არ წერია მანდ რომ ეგ საწვავი 1 ავტომობილმა დაწვა
ეგეთ სამსახურებში ხან სტუმრები ყავთ და სადღაც წაამგზავრებენ რამდენიმე მანქანიტ ან ავტობუსით
ხან სამეურნეო სამსახურს ჭირდება სხვადასხვა რაღაცის ტრანსპორტირება

თუ ჭურნალისტური ხრიკი არაა ეგ ნაწერი მთლიანი მთლიანი ხარჯი დადონ საწვავის უზენაესი საბჭოს აპარატის და მერე პირადად თავმჯდომარის ავტომობილის



პ.ს. თავისთავად საჯარო სამსახურები დიდი ეკონომიურობით და მომჭირნეობით რომ რ იქცევიან ცხადია, მაგრამ ეე ეგრე იყო და არის ბოლო ათწლეულები

Posted by: Statham 10 Dec 2019, 09:39
QUOTE
 800 ლიტრი საწვავი 1 თვეში

ბოინგით დადის ეს რეპტილია ?

Posted by: BAKURMEFE 10 Dec 2019, 09:43
აჭარაში რომ მაყუთს ღუნავენ, ეგრე მემგონი არსად არ ეხდება. აი დიდიან პატარიანად biggrin.gif



Posted by: UMTS 10 Dec 2019, 09:47
QUOTE
100 კილომეტრზე 10 ლიტრი საწვავი რომ ვიანგარიშოთ

არაფრის მომცემი წუწუნინა და მეტი არაფერი
ჯერ მარტო რა მანქანა ყავს ის არ იცით და ისე ანგარიშობთ biggrin.gif

Posted by: FCB-87 10 Dec 2019, 09:50
ხო ეტყობა რაც არის, ფულის საკეთებლად მოსული ჩინოვნიკი.
800 ლიტრა თვეში რანაირად უნდა დახარჯო, თუ კაბინეტში ზიხარ ჰაჰაჰა 8 საათი მაინც მინიმუმ.
გასიდს და აკეთებს რა, ჩვენი ბრალია რა.

Posted by: bouma 10 Dec 2019, 10:41
manuchari123456

ეს ტიპი მაგრად მკიდია მაგრამ 800 ლიტრი საწვავი, ეს თუ აჭარაში დადის, (თუ მართლა დადის ოღონდ) არც ეყოფა. biggrin.gif


Posted by: B-E-R-U 10 Dec 2019, 10:53
მხოლოდ თვითონ ხომ არ დადის კაცო. აგერ მთელი სანათესაო და სამეგობროს ატარებს კიდევ ალბათ. ბავშვები სკოლიდან ან ბაღიდან გამოყავს (ალბათ სამეგობრო-სანათესაოს ბავშვებიც) და კი ეხარჯება კაცს თვეში 800 ლიტრა yes.gif რა გინდათ ვააა

























მაგ ბენზინში უნდა აბანავო ეგ ღორები და სულ პირსი უსხა, სანამ კუჭები არ დაუსკდებათ facepalm.gif facepalm.gif

Posted by: barcxana 10 Dec 2019, 11:02
QUOTE (ნათანია @ 9 Dec 2019, 22:38 )
ისწორებს გასდის და აკეთებს

შეხედეთ უბრალოდ შეხედეთ ამის მოსაწველი რო გახდება ბრძენი ერი

ნუ რას ვიზამთ წილხვედრი არა მაგრამ წილად ხვდა ამ ქვეყანას არგახარება

რა , მარტო ეგ ყლიფონა იღლიტება ?ამაზე უარესები , ამაზე უწიგნურები და ყლიფონები ტყავს აძრობენ ქვეყანას ეგიდით . აბა ნაცები გირჩევნიათ ?არა , არ გვირჩევნია სანატრელო , გააგრძელეთ მოღვაწეობა , და ვნახოთ ერტი რამდენ ხანს და რამდენს იყლიფონებთ .თქვენს ატამანს წყალიუდგება უკვე , ჯერ კოჭებშია შემდაგარი , და ავა კისრამდე , და აი მაშინ ..................

Posted by: Virtuslb 10 Dec 2019, 11:06
ეგაა რა. ევროპამ შემოგვიგდო ეს ადამიანის უფლებები, რომელიც მხოლოდ პოლიტიკოსებს ეხებათ. ჰოდა დემოკრატიაო, აცადეთ არჩევნებამდეო.

ეს ხალხი კიდევ მარტო უკანალის გამო გადის ქუჩაში. და ჰო კაი, მკვლელობის და ეკლესიის კრიტიკის გამოც.

ეს უნდა ჩამოახრჩო პირდაპირ, საჯაროდ. ოჯახის წევრებს აყურებინო ლაივში, ჩვენ ტელევიზორიდანაც ვუყურებთ.

რა აზრი აქვს? აი დავუშვათ დაბრუნდა მიშა, ამას მაინც არავინ შეეხება და შერჩება.

Posted by: tre kronor 10 Dec 2019, 11:10

ალბათ ამით გადაადგილდება

Posted by: UMTS 10 Dec 2019, 11:16
არადა 95 % ნება რომ მისცე 800 კი არა 8 ტონას დახარჯავს biggrin.gif

Posted by: giorgevich23 10 Dec 2019, 11:30
UMTS
QUOTE
არაფრის მომცემი წუწუნინა და მეტი არაფერი
ჯერ მარტო რა მანქანა ყავს ის არ იცით და ისე ანგარიშობთ

ერთ დღეს შეიძლება 15 ლიტრი დაწვას,მეორე დღეს 5 ლიტრი.შაბათ კვირას სად წვავს საწვავს?კანონით დასვენების დღეები აქვს.
თუ სავალდებულოა რო ყოველ დღე 15 -20 ლიტრი წვას მუდმივად,დღის ჩაგდების გარეშე?ხაზის ავტობუსზე მუშაობს?

Posted by: UMTS 10 Dec 2019, 11:33
giorgevich23
QUOTE
ერთ დღეს შეიძლება 15 ლიტრი დაწვას

ამ სიცხვებს საიდან ანგარიშობთ? იქნება 15 კი არა 50 დაწვა?

მაშინ ჯერ ლიმიტი უნდა განისაზღვროს, ვთქვათ 100 ლიტრი და მეტი არ მისცენ
თუ ულიმიტოა დაჯარჯავს აბა რას იზამს
რაღატო ნერვიულობთ?

Posted by: FRIDRIX 10 Dec 2019, 11:38
QUOTE
ეს მანქანაში თუა სულ კაბინეტი მაინც ჩამოვართვათ.

ნაგლად გვიტეხავს ფულს მარა ვინაა მომკითხავი...

ღრმად ისუნთქოს თავისუფლად ბრძენმა მრევლმა

Posted by: Virtuslb 10 Dec 2019, 11:40
ჯერ ეს ერთი, როცა სახელმწიფოს ხარჯზე ხარ მანქანა 10 ლიტრზე მეტს არ უნდა გიწვავდეს. 2019 წლის ლექსუსები რო ჩამოჰყავთ, მაზდა cx5 გამოიყვანონ სალონიდან, 8 ლიტრს წვავს ქალაქში.

მეორეც, აი 15 ლიტრი წვა რო ავიღოთ, გამოდის რო ტიპი დადის დღეში 160 კილომეტრამდე.

რავი სად დადის ამდენს ტიპი.

საზღვარგარეთ ველოსიპედებით რო დადიან მინისტრები სულელები კი არ არიან.

Posted by: giorgevich23 10 Dec 2019, 11:45
UMTS
QUOTE
მ სიცხვებს საიდან ანგარიშობთ? იქნება 15 კი არა 50 დაწვა?

სახლიდან სამსახაურამდე ვანგარიშობ,თორე ყოველ დღე ეგ ბათუმიდან ხულოში არ ავა ხალხის გასაჭირის მოსასმენად.

Posted by: UMTS 10 Dec 2019, 11:46
წუწუნით საქმე არ გამოვა
ლიმიტი უნდა განისაზღვროს, ლიმიტი !!!

სვანებს უფასო დენს აძლევენ და მერე წუწუწნებენ მაინერებს რატო ამუშავებენო,
ულიმიტო და აბა რას იზამენ, biggrin.gif

Posted by: Virtuslb 10 Dec 2019, 11:50
UMTS


ლიმიტი კი არა ჩამოხრჩობა. მაგ კაცს ქვეყანა არ აინტერესებს, ეხლა ლიმიტი დავუწესოთ და თან გადავყვეთ რა.

სამსახურიდან მაინც გაუშვით ადამიანის უფლებების მოყვარულებო. smile.gif

Posted by: UMTS 10 Dec 2019, 11:55
Virtuslb
QUOTE
ლიმიტი კი არა ჩამოხრჩობა.

რატომ ჩამოხრჩობა კაცო, რამე კანონი დაარღვია?
კაცს ეუბნები აჰა შენ ბენზინი და რამდენიც გინდა ხარჯე
დახარჯა კაცმა და ახლა ახრჩობ? biggrin.gif

Posted by: zigmundi32 10 Dec 2019, 12:06
giorgevich23
QUOTE
საშუალოდ 100 კილომეტრზე 10 ლიტრი საწვავი რომ ვიანგარიშოთ

10 ლიტრი საწვავი უნდა იანგარიშო საშუალოდ როცა ჰონდა ფიტი ან მსგავსი მალალიტრაშკა გყავს
ესენი რითაც დადიან მინიმუმ 15 ლიტრი საწვავის დაანგარიშება მოგიწევს

Posted by: Virtuslb 10 Dec 2019, 12:08
UMTS

კანონი მასე არც პრემიებზე არაა. თალაკვაძემ 67 პრემია რო აიღო ერთ წელს.

კანონი რა შუაშია, უსინდისობაშია საქმე.

კაი რა. ოდესმე ხო უნდა ვეღირსოთ სინდისიერ მთავრობას. ზვიადის მინტინგებში მდგარი ხალხი დღემდე ელოდება. ჩვენც ეგრე უნდა ველოდოთ და ლოდინში გავატაროთ მთელი ცხოვრება.

რა კანონებზე და უფლებებზე მელაპარაკები. სანამ ჩამოხრჩობა არ დაიწყება არაფერი ეშველება ამ ქვეყანას.

Posted by: UMTS 10 Dec 2019, 12:09
Virtuslb
QUOTE
კანონი რა შუაშია, უსინდისობაშია საქმე.

ვიღაცის სინდისის იმედზე რო ვართ იმიტო ვართ ტრაკში biggrin.gif

Posted by: kikucha 10 Dec 2019, 12:11
სავარაუდოთ ესკორტის ბენზინის ხარჯების ამის ანგარიშზე იქნება მითვლილი

Posted by: Virtuslb 10 Dec 2019, 12:11
UMTS

თუ ვიღაც სირების დაწერილი კანონების იმედზე? ტიპები არ გასულან თბილი ოფისიდან და ჩვენ რაღაც კანონებს და უფლებებს გვიწერენ და გვიგზავნიან.

ადამიანი რო ვერ ხვდება რო ბიუჯეტის ხარჯზე 3000 ლარის ბენზინი არ უნდა მოიხმაროს ეგ არის ნაძირალა. მე ხო არ ვამბობ ბიზნესმენი რატო ვერ ხვდება თქო. საჯარო სექტორში სადაც ხალხის ნაშრომ ფულზე ცხოვრობ, არ შეიძლება ეგრე.

Posted by: FCB-87 10 Dec 2019, 12:13
B-E-R-U
QUOTE
მხოლოდ თვითონ ხომ არ დადის კაცო. აგერ მთელი სანათესაო და სამეგობროს ატარებს კიდევ ალბათ. ბავშვები სკოლიდან ან ბაღიდან გამოყავს (ალბათ სამეგობრო-სანათესაოს ბავშვებიც) და კი ეხარჯება კაცს თვეში 800 ლიტრა  რა გინდათ ვააა

ააა მაშინ ხო, ეგ როგორ ვერ გავითვალისწინეთ. არა რა უნამუსო ხალხი ვართ ჩვენ smile.gif

Posted by: UMTS 10 Dec 2019, 12:14
Virtuslb
თქვა მიშამ ყველა ციხეშიო მაგრამ არ მოგვწონდა და კი ვართ ახლა ასეთ დღეში

Posted by: Virtuslb 10 Dec 2019, 12:22
UMTS

არაადეკვატური სასჯელები იყო მაინც. 14 წლის ბიჭს ვიღაცის გაკაწვრისთვის 10 წელი მისცეს და მამამისი კი დაბრიდეს რადგან პროტესტი გამოხატა.

სიმკაცრე უნდა ამ ერს კი. დააშავებ და ხელი უნდა წაგაჭრან. მაგრამ სასამართლო უნდა იყოს ადეკვატური და კანონებიც.

არასრულწლოვანს სხვანაირი მიდგომა უნდა მაგალითად.

Posted by: kactus 10 Dec 2019, 12:25
მოიცა,ეს ტიპია აჭარის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე?
როდის დანიშნეს?
პირველად მესმის.
კაშმარ! boli.gif

Posted by: VELTBGA 10 Dec 2019, 12:46
მთელი ნათესაობა მაგის ბენზინით დადის. ოჯახში კარგი კაცია, სხვები სულ კიდია.

Posted by: n-i-c-k 10 Dec 2019, 13:47
QUOTE
ჯამში 10 თვეში დავით გაბაიძემ ტრანსპორტირებისთვის 6082,31 ლიტრი საწვავი დახარჯა


ველოსიპედი რომ ვუყიდოთ ან "პრაეზდნოი" ვაჩუქოთ არ შეიძლება ?? აუ რა ფული იხარჯება ამათ კომფორტშI sad.gif

Posted by: chuvak_lexo 10 Dec 2019, 14:02
დაუსჯელობის სინდრომი, არ დასჯილა არავინ არასდროს არაფრის გამო, ამის შემხედვარე ყველა ისწორებს, თუ ვინმე ისჯება პატარა ხალხია ისევ, პურის ქურდი ბავშვები წლები ზიან, გაპრავებული მოპარვა მოპარვა არაა და არც ისჯება, მახსოვს ფორუმზე ახალაიას 2მილიონიანი ვილა დაიდო, 13000 ქონდა ხელფასი დიდების ზენიტში, რო არ დაიწყოთ მიშა რო მოვიდა მიხედა კორუფციასო, მიშამ იმათ მიხედა ვისგანაც ფულის ამოღება შეიძლებოდა, დასასჯელები არც მაგას დაუსჯია (რურუები და ზარალები დარჩნენ ადგილზე). ეხლა ბოზისშვილმა ბიძინამ ყველას თავისუფლება მისცა. ლიჩნად მე მურუსიძის სასამართლოს ქურდათ დოლიას ატანა მირჩევნია, გადასახადებს ისედაც ვიხდი და ქურდთან ავა თუ ბიუჯეტის კრისებთან ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს, ქვეყანა მაინც არ მიდის წინ, ქურდი უფრო სპრავედლივად გაარჩევდა საქმეს ვიდრე მდინარაძის კონსტიტუცია

Posted by: Hiksos 10 Dec 2019, 14:29
QUOTE
ქვეყანა მაინც არ მიდის წინ, ქურდი უფრო სპრავედლივად გაარჩევდა საქმეს ვიდრე მდინარაძის კონსტიტუცია


აფერუმ! დავაბრუნოთ ქურდობა და ძველი ბიჭობა, თავისუფლება ძმებს, ბუნება მგლებს!
2020 წელია კარზე და ხალხი კიდევ ქურდებს მისტირის ეს მართლა სად ვცხოვრობ აფრიკაში არ ხდება ასეთი რამეები.
facepalm.gif facepalm.gif

Posted by: manuchari123456 10 Dec 2019, 19:41
ნაცების დროს იყოს ერთ ერთი სახელისუფლებო დეპუტატობის კანდიდატი რაიონში.

ხოდა რას გააკეთებო რომ კითხრეს, პირველი მივხედავ იმ უბანს სადაც ვცხოვრობო. ადამიანი თავის თავს და თავისიანებს თუ ვერ ცემს პატივს სხვებს როგორ მიხედავსო biggrin.gif

მერე არც თავისი გაუკეთებია და არც სხვისი მაგრამ არჩევნებამდე ესე პოზიციონირებდა.

Posted by: Chezaro 10 Dec 2019, 19:45
თქვენ რო იყოთ მაგის თანამდებობაზე თქვენც მასე იზამდით. გამომივიდნენ აქ უცოდველი კრავები.
მაგის მოხსნაც იმიზა გინდათ რო გშურთ.

ამბობენ ახალაია სულ 120 ლარიან ღვინოზე იყო შემჯდარიო, ბიუჯეტის ხარჯზე ცხადია. ნაკლებ ფასიანს არ იკარებდა.

ასეა ყველა ნაცი იქნება ქოცი თუ გუბოზა. არა ბიჯო სუ ქვეყანას გინდათ ემსახუროთ უანგაროდ რა...

პუსუ, ქოცნაცი რო ვარ და მაგიზა რო ვწერ რეალურად რაცაა, ვიცი.

Posted by: aitola 10 Dec 2019, 19:48
დიდ საშვილიშვილო საქმეებს აკეთებს

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)