BuTroSS_buTroSS_GaLI
მგეზავი
ჯგუფი: Members
წერილები: 9902
წევრი No.: 88738
რეგისტრ.: 13-April 09
|
#55502239 · 19 Nov 2019, 23:53 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ვწუხვარ, დიდი გამოვიდა როგორც ყოველთვის. მერიდება დიდი პოსტების და სტატუსების წერა მითუმეტეს დღევანდელ ეპოქაში. მაგრამ ვინც წაიკითხავს, მიუხედავად იმისა დამეთანხმება თუ არ დამეთანხმება ვპირდები, უაზრობაში არ დაკარგავს დროს.
რთულია ახლა მოვკრიბო საიდან უფრო უპრიანია დავიწყო ამ თემის წერა, მაგრამ ვთვლი რომ ამ შემთხვევაში ჯობია დავიწყოთ ბოლოდან. რა სიტუაციაა ახლა რუსთაველზე.
ბევრი ვარაუდობდა, რომ "დარბევის" შემდეგ საზოგადოების დიდი და აქტიური ნაწილი გაღიზიანდებოდა და მომდევნო საათებში თუ დღეებში უფრო მეტი ხალხი გამოვიდოდა ქუჩაში მიმდინარე მოვლენების და შემდეგ უკვე ხელისუფლების მიერ აქციის "დარბევის" გასაპროტესტებლად.
ოპოზიცია ცდილობს გუშინდელი სამართალდამცავების ქმედება მიყიდოს საზოგადოებას როგორც "დარბევა", ვინაიდან და რადგანაც იგი ასოცირდება წინ ხელისუფლებისთვის დამახასიათებელ ერთ-ერთ ინსტრუმენტად რომელმაც მეტწილად განსაზღვრა და შეკრა მის მიმართ ნეგატიური განწყობილებები, რომელმაც იმ ხელისუფლების დასრულებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.
ცდილობს ეს კლიშე მოარგოს ამ ხელისუფლებასაც, რომ ნებისმიერი აქციის დაშლა, აღქმულ იყოს "დარბევად", რომელიც საწინდარი იქნება ხელისუფლების დასრულებისთვის. აქ როგორც ჩანს საზოგადოების დიდი ნაწილი არ ეთანხმება და არ ყიდულობს ამ შეფასებას, რადგან თვალნათლივ ჩანდა პოლიციელების არააგრესიული, არასადამსჯელო, არაანგარიშსწორებითი ღონისძიება შეკრებილი ადამიანების მიმართ. მწყობრში დგომით, ერთი ფარის პრინციპით ჩაწიეს, გადაანაცვლეს მომიტინგეები პარლამენტის შესასვლელებიდან და სავალი ნაწილიდან. არ გვინახავს არანაირი სისასტიკე, დაუნდობელი მოპყრობა, ფიზიკური ანგარიშსწორება მომიტინგეების მიმართ. ისინი არ შეხებიან არასავალ ნაწილზე მიმდინარე აქციას და არ დაუშლიათ იგი, რომელიც მოგვიანებით ჩვეულებრივად გაგრძელდა.
ამას ამ კონკრეტულ შემთხვევაში ნეიტრალური გადმოსახედიდან და ვცდილობ მაქსიმალურად ობიექტურად შევაფასო, მესმის რომ ოპოზიციის ფუნქცია არის ისეთივე როგორიც სასამართლო სხდომებისას დაცვისა და ბრალდების მხარეების მიერ მოვლენის უკიდურესად სათავისო მიმართულებებით წაღების, გაქაჩვის მცდელობებია. და ის ვინც გარედან უყურებს ამ პროცესს, მისთვის ადვილი შესაფასებელია თუ როგორც ცდილობს ოპოზიცია ეს მოვლენა წარმოაჩინოს ისე როგორც მას აწყობს. რა თქმა უნდა არ ვამტყუნებ. თუმცა საზოგადოების დიდი ნაწილი, როგორც ჩანს არ მიყვება ოპოზიციას ამ შეფასებაში.
ეხლა გადავიდეთ ოპოზიციაზე. ვინ არის, რამ გააერთიანა და რა მიზნები ამოძრავებს.
ოპოზიციის ავანგარდი, მოგვწონს თუ არ მოგვწონს არის ნაციონალური მოძრაობა. შემდეგი დიდი გაერთიანება რომელიც რიგითობით მოყვება მას არის ასევე მისი ძირითადი ყოფილი ბირთვი. მათ ორივეს ერთად ძალიან დიდი, ბევრი, საკამათო, მოსაწონი, აღმაშფოთებელი, ასე ვთქვათ ემოციის გამომწვევი რამ აქვთ გაკეთებული ამ ქვეყანაში. ბევრისთვის ეს ძალები, პირველ რიგში ნაციონალური მოძრაობა ქვეყნის სიძლიერესთან, სიამაყესთან, სწრაფ განვითარებასთან, ეროვნულ გამოღვიძებასთან ასოცირდება. არც ცუდი და არც კარგი გაგებით არ ვადარებ მაგრამ მაგონებს რუსეთში კომუნისტურ პარტიის მიმართ არსებულ დამოკიდებულებებს, რომელიც მიუხედავად მათი ხელისუფლებიდან ჩამოშორებისა კვლავინდებურად ძლიერია, რადგან როგორც რუსი კომუნისტებისთვის ასოცირდება ის წყობა ძლიერ და ანგარიშგასაწევ იმპერიასთან, ისევე ასოცირდება ნაციონალებისთვის ის ხელისუფლება ძლიერ და ანგარიშგასაწევ სახელმწიფოსთან. ამით იმის თქმა მინდა, რომ ეს განწყობა და დამოკიდებულება ამ პარტიის მიმართ, საზოგადოების დიდ ნაწილში, კიდევ დიდხანს იარსებებს. შესაბამისად რადგანაც იგი ამავდროულად და ამის გამო მთავარი ოპოზიციური ძალაა, ის ყოველთვის უფრო მკაფიო და თვალშიმოსახვედრი იქნება, რა ადგილასაც არ უნდა დადგეს ოპოზიციურ მწყობრში და ვინც არ უნდა დაიყენოს წინ, ყოველთვის გამოჩნდება. სულ რომ არ უნდოდეს. და რადგანაც საზოგადოების ასევე დიდი ნაწილისთვის ეს პარტია დედამიწაზე უკანასკნელია რომლის ხელისუფლებასთან გაკარებასაც თუნდაც კოალიციურად მხარს დაუჭერენ, ნაციონალური მოძრაობა თავისდაუნებურად ხდება ბევრი პროცესის ჩამკეტი თუ ხელისშემშლელი.
გასაგებია და ორი აზრი არ არსებობს იმაზე, რომ იქ მხოლოდ ნაციონალური მოძრაობა არ დგას, მაგრამ "პარადი" ნაციონალურ მოძრაობას მიყავს, და ბუნებრივია ეს მათ ყავს ყველაზე პასიონარი მხარდამჭერები, ყველაზე დაბოღმილები, ყველაზე რევანშისტულები, ყველაზე მოტივირებულები.. მათ მოტივაციას ამძაფრებს ორი რამ - ერთი მათი პირადი მტრის ივანიშვილის გაშვება და მეორე მათი საყვარელი ბელადის უკან დაბრუნების პერსპექტივა. ეს მათი საოცარი ზმანებაა. კი, დანიშნულ დროს დიდ მიტინგზე მიდის სხვადასხვა განწყობილებების ხალხი, მაგრამ 3 საათით. დილით და საღამოს ისინი დგანან და არ აციებენ კერას, ისინი სწევენ ან ინარჩუნებენ იქ ტემპერატურას. და სიტუაციის გამძაფრების შემთხვევაში ისინი დგებიან პირველ ხაზზე. ან ისინი თავად ამწვავებენ სიტუაციას. ვინ იყვნენ მთავარი მოპიკეტეები? ნაციონალური მოძრაობა და ევროპული საქართველო. არ იფარება მათი ეს რევანშისტული განწყობა და მოტივაცია, მათი გააფთრებული და აღტკინებული სახეები, იმით რომ ჰა და ჰა შეიძლება მომენტს უყელონ და რევანში აიღონ ხელისუფლებაში დაბრუნებით. მე არც იმას ვიტყვი რომ მათ მხოლოდ რევანში ამოძრავებთ, მესმის და მეც ვიზიარებ და ვეთანხმები ვინც მიიჩნევს რომ ივანიშვილი გასაშვებია, მაგრამ ამასთანავე ვგრძნობ ამ ადამიანების ასეთ შეპყრობილ, რევანშისტულ მოტივაციასაც. არამარტო ცნობადი სახეების არამედ მათ მოტივაციასაც ვისაც ვხედავდი გუშინდელ მოვლენებში პირველ ხაზზე. არ დავიწყებ გვარების ჩამოთვლას, მაგრამ ვისაც ვიცნობ და ვიცი - სხვადასხვა რაიონების ყოფილი გამგეობების ჩინოსნები, ვანოს დროინდელი პოლიციელები, მერიის ყოფილი თანამშრობლები, სპორტული ფედერაციების ყოფილი ჩინოსნები... უამრავი ესეთი პატარა, ნაციონალურ მოძრაობას მიკერებული "მელკი" სამსახურის და ძველი დიდების მაძიებლები. ნამდვილად დიდი დემოტივატორია ჩემთვის ამ ადამიანების კეთილდღეობისთვის, დიდების დაბრუნების და რევანშისთვის იქ დგომა. მესმის, ვიცი იქ მარტო ესენი არ დგანან, მაგრამ ეს ადამიანები მიიღებენ სარგებელს ამ ვითარებაში ცვლილელებების შედეგად. მე შეიძლება მივიდე და რამდენიმე საათით დავდგე და მოვითხოვო პროპორციული არჩევნები, მაგრამ მერე როცა წამოვალ და ესენი სიტუაციის გამწვავებას შეეცდებიან იმისთვის რომ პოლიციამ "დაარბიოს" და დესტაბილიზაცია გამოიწვიონ იქ აღარ მივბრუნდები, იმიტომ რომ აქედან უკვე მათი თამაში იწყება.
და რაც შეეხება დანარჩენ ოპოზიციას, მათ რა თქმა უნდა სიძლიერე არ გააჩნიათ. თუმცა იმ ორ დიდ პარტიასთან ერთად ჰქმნიან იმ მოცემულობას რომ მთელი ოპოზიციური სპექტრი ერთად დგას. სუსტი, მაგრამ მაინც პოლიტიკური ნაკრები. ისევე როგორც ჩვენი საფეხბურთო. სუსტი, მაგრამ მაინც ნაკრები. სტატუსი და სახელი ქმნის მათ ძლიერებას - "მთელი ოპოზიციური სპექტრი".
და მათი გამაერთიანებელი ფაქტორი იყო მათ წარმოსახვაში უკვე მიღებული მანდატები, აი ესეთი სურათი რომ წარმოვიდგინოთ "რენდომ" ოპოზიციურ პარტიაში - პარტიის მდივანი ან თავმჯდომარე უსმენს ივანიშვილის დაპირებას პროპორციულის შესახებ, მოისმინა, კმაყოფილების ღიმილი გადაეკრა სახეზე, სკამის საზურგეს მიეყრდნო თავქვეშ ხელები ამოიდო, ცოტა გაიზმორა და ფიქრებში წავიდა - "კრედიტს სრულად გადავიხდი", "გიოს მილანში გავუშვებ", "იქნება ეს აგარაკი დავამთავრო ეს დედამოტყ*...ლი", "მანანას ბიზნესს გავუფართოებ...". მოდუნდნენ, ჩათვალეს რომ თავი ქუდში აქვთ, იოლი გამარჯვება მოიპოვეს (რაც ცუდად შემოუბრუნდათ) და მოულოდნელად ბიძინამ რაღაც შტუკით გადააგდო. ამან განარისხა და გადარია და ამ ერთგვაროვანმა ემოციამ გააერთიანა, ყველას ერთნაირად შეესო გულში ეს დამსხვრეული ოცნებები და გეგმები. და ამის მერე გადაილახა ის ზღვარი რაც ერთმანეთთან არ უშვებდა. თორემ "გავრილოვის ღამე" უფრო მეტად არ უნდა ყოფილიყო გაერთიანების მიზეზი? ის თუ როგორ დაუთმო ხელისუფლებამ დუმის კომუნისტ დეპუტატს სპიკერის სკამი?
ეხლა რაც შეეხება გავრილოვის ღამეს და რატომ მაშინ არ მოხდა ასეთი გაერთიანება. საერთოდ იმ პერიოდში მოვლენები ძალიან უცნაურად წარიმართა. შარშანდელი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, პარტიები და ყველაზე ხმაურიანად ნაციონალური მოძრაობა აქა-იქ საუბრობდნენ პროპორციული არჩევნების შესახებ. თუმცა აღსანიშნავია, რომ წინა წლების განმავლობაშიც ეს თემა პერიოდულად იჩენდა ხოლმე თავს პოლიტიკურ დღის წესრიგში. მაგრამ განსაკუთრებული მნიშვნელობა საპრეზიდენტოს შემდეგ შეიძინა, როდესაც ჩვენ დავინახეთ ხელისუფლების და ივანიშვილის განსაკუთრებული მონდომება, სწრაფვა ხელისუფლების არ დათმობის გზაზე, მოსყიდვის მცდელობებით, განსაკუთრებული მობილიზაციით, იმ ცნობილი საკუთარი მიმართვითაც, რამაც აბსოლუტურად მკაფიო სიგნალი მისცა საზოგადოებას, რომ ეს ადამიანი ხელისუფლების დათმობას არ აპირებს. და ნაციონალური მოძრაობის ხანმოკლე აქციის შემდეგ დეკემბერში, პოლიტიკური ცხოვრება ისევ ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა მხოლოდ ზურაბიშვილის კომიკური პერსონით "გამდიდრდა", დაემატა დავით-გარეჯი, ხაზარაძე, რუსთავი 2 და ა.შ და გაგრძელდა ის რასაც მანამდე ვუყურებდით.
ოპოზიცია არ ეცადა, საზოგადოებისთვის აეხსნა და მიეტანა პროპორციული არჩევნების არსი და მნიშვნელობა. ოპოზიციამ არ იმუშავა ამომრჩევლებთან რომ დაენახვებინა საზოგადოებისთვის ივანიშვილის ხელისუფლებიდან გაშვების ყველაზე ოპტიმალური, უსაფრთხო და გარანტირებული გზა. თუმცა თავის მხრივ ამ ახსნას და მიტანას საზოგადოებამდე, ფასი ეკარგება და ვერც განხორციელდება თუ შენ არ ცდილობ დაანახო ამომრჩეველს ის თუ რა მოხდება კონკრეტულად შენი პარლამენტში შესვლით ან უმრავლესობაში მოსვლის შემთხვევაში. კი ეს გზა უსაფრთხო და ოპტიმალურია ივანიშვილის გასაშვებად, მაგრამ ამავდროულად ამ გზას მოყავს რაღაც ან ვიღაც ხელისუფლებაში. ერთადერთი რაზეც იყო საუბარი, რომ "ჩვენ არცერთი არ ვართ ისეთი ძლიერები რომ რომელიმე პარტიამ მოაგროვოს ხმათა ნახევარზე მეტი და გვექნება კოალიციური მთავრობა." გპირდებიან შედეგს, რომ გექნებათ კოალიციური მთავრობა. მაგრამ ამ შედეგით სხვადასხვა სახის და პრეფერენციების ამომრჩეველი რას მიიღებს ამას ვერავინ ვერ გეუბნება. და ეს კოალიციური მთავრობა რა სუბიექტებისგან შედგება და ვინ რა ინიციატივებით გამოვა ბუნდოვანია. მხარდაჭერა შეიძლება ჰქონდეს იმ კოალიციურ სუბიექტებს რომლებიც შეიძლება შევიდნენ პარლამენტში თავიანთი ამომრჩევლისგან, მხარდამჭერებისგან, აქტივისტებისგან, მაგრამ ადამიანებმა, რომლებიც არცერთი პარტიის გამოკვეთილი მხარდამჭერები არ არიან, რომლებიც რაოდენობრივად ყველაზე მეტი არიან და არჩევანს სიტუაციურად, მოცემულობიდან გამომდინარე აკეთებენ მათთვის ბუნდოვანი ხდება რას უნდა დაუჭირონ მხარი, არ მოსწონთ ივანიშვილი მაგრამ ვინ და რატომ უნდა მოიწონონ?
შესაბამისად კანტი-კუნტად წამოსროლილი საუბრები პროპორციულზე, საზოგადოების დიდ ნაწილს აქტიურად არ "შეუთრევია" საკუთარ სასაუბრო თემებში და არ აუტაცებია. და როგორც ვთქვი ისევ სხვადასხვა სკანდალურმა თემებმა გადაფარა და ამოაგდო დღის წესრიგიდან. ამას ერთვის ისიც, რასაც დღეს ხშირად ვისმენთ აქა-იქ, რაც ძალიან არასწორი და ცუდია რომ "აი ხალხს, არ ესმის რა არის პროპორციული სისტემა, არც უნდა იცოდეს, იმიტომ რომ ვერც გაიგებს, და რა მაგათი საქმეა, რატომ შევაწუხოთ ამ "რთული" თემით, იყვნენ ისევ ისეთივე ნაკლებად გათვიცნობიერებულები ამ თემაში, იყვნენ ისეთივე ბოდიში და "დებილები" აბა ჩვენ რისთვის ვართ, ჩვენ ხომ ვიცით რა არის საჭირო ხელისუფლების შესაცვლელად, თქვენ უბრალოდ გამოგვყევით". ეს უფრო მარტივი გზა იყო მათთვის, ვიდრე საზოგადოებისთვის ამ სისტემის მნიშვნელობის ახსნა, რომელიც კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ - საჭიროებს საკუთარი თავის პოზიციონირებას და შეთავაზებას, იმის დანახვებას თუ რას მიიღებს ესა თუ ის ამომრჩეველი ივანიშვილის წასვლის შედეგად ამა თუ იმ პარტიის თუ პარტიების მოსვლის შემდეგ.
რადგანაც საკუთარი თავის პოზიციონირება ყველას რაღაც გენერალური პრინციპით უნდა, ყველა რაღაც გაერთიანებულ, ევროპულ, დემოკრატიულ და ძლიერ საქართველოზე საუბრობს არავინ არ შლის ამ თემებს, ბევრი რაღაცის შიშით, ბევრი ტაბუირებული თემების შიშით, ინსტიტუციების შიშით, შედეგად ამომრჩევლის საერთოდ დაკარგვის შიშით, და ალბათ ყველაზე დიდი მიზეზი არის ის რომ ეს ადამიანები არა იდეებისთვის ან იდელოგიის შესათავაზებლად არიან პოლიტიკურ არენაზე, არამედ რაღაც საკუთარ თავს ისაქმებენ და მარაქაში ეხვევიან და ვინძლო რაღაც დიდ ტალღას მოაჯდნენ, და მომდევნო 4-5 წელი გაიუმჯობესონ. ტალღა ვახსენე და მათ ყველას სჭირდება ასეთი ტალღის არსებობა და გამოწვევა, მათთვის უფრო ადვილია ეროვნულ თემებზე აპელირება, რომ "ქართველებო სამშობლოს გვართმევენ", "სახელმწიფო აღარ გვაქვს", "ყველანი ერთად დავდგეთ", "ერთად გავაგდოთ მტარვალი ხელისუფლება", "ჩვენ თუ ერთად არ ვიდგებით, მტერი მოგვერევა" და ა.შ. რაც შეიძლება მაღლა აწიონ ტემპერატურა, რაც შეიძლება მუქ ფერებში მიაწოდონ ყველაფერი საზოგადოებას, და მათ შორის ძირითადად ერთი და იგივე ადამიანები, და ის კი არ დაანახონ საზოგადოებას თვითონ რა კონკრეტული ნაბიჯების გადასდგმელად მოდიან არამედ თუ როგორი ცუდია არსებული ხელისუფლება.
კი საბოლოოდ ყველა ხელისუფლება ბოლოს დაბალი მხარდაჭერით სარგებლობს მოსახლეობაში, მაგრამ საზოგადოების დიდი ნაწილი, რომელიც ვერც ოპოზიციისგან იღებს თავისთვის მისაღებ სიგნალებს, მესიჯებს, სამომავლო პერსპექტივას, თავისი პასიურობით ისევ უწყობს არსებული ხელისუფლების დარჩენას ხელს. არ მიუწევს გული რომ რომელიმე პარტიას გულწრფელი და შინაგანი მხარდაჭერა გამოუცხადოს არჩევნებზე მისვლით და რჩება სახლში, არ ემეტება თავისი ხმა არცერთი მათგანისთვის. მაგრამ ამ მდგომარეობით მანიპულირება შეუძლია ოპოზიციასაც და ხელისუფლებასაც, ყველაზე არასასიამოვნო გზით რაც ჩვენ ვნახეთ 2012 წლის არჩევნებზე და შარშანდელ 2018 წლის არჩევნებზე, როდესაც ერთი და იგივე ძალამ ერთ შემთხვევაში როგორც ოპოზიციამ, მეორეში როგორც ხელისუფლებამ მოახერხა რამდენიმე ასეულ ათასი ადამიანის დაგეშვა და მიმართვა მისი მთავარი ოპონენტის წინააღმდეგ.
ეს ნეგატიურ ხაზზე აწყობილი პოლიტიკა, ნიჰილიზმს და საზოგადოების განრიდებას იწვევს პოლიტიკური ცხოვრებისგან. და რაც მთავარია ერთ ჩაკეტილ წრეზე ატრიალებს ქვეყანას. ცუდი ხელისუფლება, უზურპატორი ან ავტოკრატი მმართველი, "ქვეყანას ვკარგავთ, ხალხო გამოდით", ეს ხელისუფლება გადავაგდოთ და დავიწყოთ სახელმწიფოს შენება.. მერამდენედ?
მე არ ვთვლი რომ რაღაც კატასტროფული მდგომარეობაა და არ მიმაჩნია და არ "ვიყიდი" ამ ოპოზიციური სპექტრისგან რომ თუ ეხლა ქუჩაში არ გავალ სახელმწიფო აღარ მექნება. ამ უკანასკნელმა 7 წელმა საკმაოდ დეპრესიული ფონი შექმნა საზოგადოებაში, 7 წელია ვხედავთ 2 პარტიის გაუთავებელ, ბინძურ, დამთრგუნველ, ნეგატიურ, რაღაც საშინელ სურათს, ერთის შიშით მეორისთვის ხმის მიცემა, მოკლედ ისედაც დიდი პოსტია აღარ მინდა ჩაღრმავება. მოკლე მაგალითით შევაჯამებ, ჩვენ ვგავართ სახლში ჩაკეტილ წარუმატებელ ადამიანს, ჩამოფარებული ფარდებით, არეული სახლით, ალკოჰოლის მიმობნეული ბოთლებით, და რომელიღაც ჩვენი ნაცნობი ან ნათესავი გვეუბნება გამომყევი, ეს სიტუაცია გამოვიცვალოთ, მაგრამ სად არ გეუბნება, მითუმეტეს ეს ისეთი ადამიანია რომლის მიმართაც ძალიან დიდი ნდობით არ ხარ აღჭურვილი, იმიტომ ერთხელ გითხრა მოდი კაზინოში წავიდეთ 50 000 ჯეკპოტი თამაშდება, რაღაცას გამოვკრათ იქნებ ხელი, წაყევი და რაღაც წააგე, ან ის ვერ მიიღე რასაც ფიქრობდი. მეორეჯერ ფულის სესხება და 1 თვეში დაბრუნება გთხოვა, გადაგაგდო. ერთხელ კი წაგიყვანა სადღაც კარგ ადგილას, კარგი გოგოც გაიცანი იმ საღამოს და კარგად დაგამახსოვრდა მაგრამ.. შენი ეხლანდელი დეპრესიული მდგომარეობა ნაწილობრივ მისი დამსახურებაც არის. ეხლა ამ მდგომარეობაში ისევ რომ გეუბნება იდეაში სწორს რომ კი ამ დეპრესიული მდგომარეობიდან უნდა გახვიდე მაგრამ სად როცა ვერ გეუბნება, არ გაქვს მოტივაცია რომ ეს ადგილი დატოვო. ის კი ცდილობს მოტივაცია ასე გაგიღვიძოს, ეხლა შენ გაქვს სამი დღე დარჩენილი თუ არ გამოხვალ, მერე მოკვდები და ამ მოტივაციით "აგაგდოს" და დაგზაფროს, რაც მას მანამდეც ძალიან ბევრჯერ უთქვამს.
ამ დეპრესიულმა ფონმა ბევრი რამ დაგვავიწყა, დაგვიქვეითა. გაჭედილები ვართ სადღაც 2009-2012 წლებში. მაშინდელი პრობლემებით და ვითარებით ვცხოვრობთ. დღევანდელი ოპოზიციაც მაშინდელის სცენარით მოქმედებს - კარვები, კასრები, გზის გადაკეტვები, რევოლუციური, ქუჩიდან მართული პროცესები, ვიღაცის წინააღმდეგ გაერთიანებები და ა.შ.
ერთია ქუჩის აქციებით პოლიტიკის მართვა და ცალკეა ქუჩაში პროტესტის გამოსახატად გამოსული მოსახლეობა. ჩვენ 20 ივნის ქუჩაში პროტესტის გამოსახატად გამოვედით, საკუთარი მდგომარეობის მარტივი გზით გაუმჯობესების მიზნით კი ოპოზიციამ პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის სისტემა ჩაუფინა, ე მანდ ხალხია გამოსული და იქნებ ესეც გავიდესო. იმიტომ რომ თვითონ დიდად არ იწუხებდა თავს ამ სისტემის მოსახლეობამდე მისატანად და მოსახლეობის მხარდაჭერის შემდეგ ხელისუფლებითვის მისი განხორციელების იძულებაზე. სამოქალაქო პროტესტის ფონზე შეაცურა. და დაიწყო სენსიტიური თემებით მანიპულირება და ორი სხვადასხვა მოვლენის ერთმანეთზე მიკერება. თუ ხელისუფლებამ ჩასვა გავრილოვი იმ სკამში ქართული სახელმწიფოს დასამცირებლად და შეურაცხყოფა მიაყენა სახელმწიფოს მის ისტორიას, დაღუპულ გმირებს, ყველას და ყველაფერს რას ელოდები მაშინ წელიწადნახევრის შემდეგ დაგეგმილ არჩევნებს და ითხოვ მის პროპორციულად ჩატარებას? დღესვე მოითხოვე მთავრობის გადადგომა, რიგგარეშე არჩევნები პროპორციული სისტემით და დაანიშნინე სექტემბერ-ოქტომბერში. თუ იმ დონეზე არ აღშფოთებულხარ და შენც უშვებ სადღაც რომ განზრახ არ მომხდარა და ამ ხელისუფლების დაუდევრობით და იდიოტიზმის შედეგად აღმოჩნდა ის ადამიანი სპიკერის სკამში, პროპორციული არჩევნები რა შუაშია, ქუჩაში გამოდი გააპროტესტე კონკრეტული ფაქტი და დაიშალე. არა, ამათ უყელეს მომენტი, ჩვენ ხალხს მაინც ვერ გამოვიყვანთ ამ მოთხოვნით და მოდი ბარემ რახან საერთო მღელვარებაა ესეც ჩავაქსოვოთ. ამით ისევ და ისევ იმის თქმა მინდა, რომ უფრო ეადვილებათ ქუჩიდან, მღელვარებიდან, კონტროლს გასული მოვლენებიდან ხელისუფლების შეცვლა, ვიდრე ამომრჩევლისთვის რაღაც ახლის შეთავაზება, ამომრჩევლის დარწმუნება იმაში თუ რატომ უნდა მიიღონ მათი ხმები, და იმისთვის რომ მათი მიღებული ხმები სამართლიანად აისახოს პარლამენტში, თუ რატომ არის აუცილებელი პროპორციული სისტემა და თუ საჭიროა მის მოსაპოვებლად ქუჩაში გამოსვლაც. ანუ მხოლოდ ამისთვის გამოსვლა, და არა მიკერებულ-მიწეპებული თემებით რომ რაღაც მღელვარებას და პროტესტს ეს თემაც შევაბათ და იქნებ გავიტანოთ.
აქედან ჩნდება მერე უნდობლობა პოლიტ.სპექტრის მიმართ, ამიტომ იღებენ საკუთარ თავზე სამოქალაქო აქტივისტები ისეთ პასუხისმგებლობას, რომელსაც ვერ ასრულებენ და ვერც შეასრულებენ ეს ბოლო წლებმა კარგად გვაჩვენა. მათი მთავარი მესიჯი იყო რომ პოლიტიკოსები არ გვინდა. მცდარია. არ გვინდა ეს, კონკრეტულად ეს პოლიტიკოსები, ყოველშემთხვევაში მათი დიდი ნაწილი. რაღაც უნდა მოხდეს რაც ბევრ მათგანს უბრალოდ თამაშგარეში და უფუნქციოდ დატოვებს - 90 იანების პოლიტიკოსებს, 2000 იანების პოლიტიკოსებს...
ჩვენ პოლიტიკურ სივრცეში წინსვლა არ გვაქვს. შეიძლება საზოგადოება ვითარდება, ტაბუირებული თემები იხსნება, მენტალური ცვლილება სახეზეა წინა ათწლეულებთან შედარებით მაგრამ პოლიტიკურ არენაზე ეს ძალიან შეუმჩნევლად აისახება. ვცხოვრობთ წარსულით, წარსულის პრობლემებით და წარსულის შეფასებებით. და არა მარტო განვლილი 9 წლის.
ძალიან ცოტაა ისეთი პარტიები, რომლებიც მკაფიოდ ადგენენ საკუთარ კონტურებს და გვაწვდიან საკუთარ ხედვებს თუ მისწრაფებებს ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში. სულ ორია ჩემი აზრით ასეთი, გირჩი და პატრიოტთა ალიანსი. სხვა დანარჩენი პარტიები ცდილობენ ასე ვთქვათ რამდენიმე სკამზე ჯდომას, ამომრჩევლის არ დაკარგვის შიშით. რომ რაიმე გადაბრუნებული არ თქვას პატრიარქზე და საპატრიარქოზე, რამე ცუდად არ წამოცდეს მაქსიმალურად მისაღებად შეფუთოს სექსუალურ უმცირესობებზე, მხარი დაუჭიროს ნარკოლიბერალიზაციას, მაგრამ თან ეკლესიის წყრომა არ დაიმსახუროს. უნდათ ასეთი პოზიციონირება, რომ ჩვენ ყველამ, ქართველმა ხალხმა ერთად უნდა ავაშენოთ, ერთიანი, გაბრწყინებული, დემოკრატიული ასეთი ისეთი საქართველო.
არა, არ უნდა ავაშენოთ ერთად. არ მოხდება ეგრე და არც აშენდება.
ამ უაზრო და ბრიყვული მიდგომის გამო არსებობს ასობით პარტია - "ძლიერი საქართველო", "გაბრაზებული საქართველო", "ქართული საქართველო", "ქართული ალიანსი", "პატრიოტთა ოცნება" რაღაცა, რაღაცა.. არანაირი სეგმენტაცია არ ხდება ამომრჩევლის და ქართული პოლიტიკური "ბაზარი" გავს 90 იანების ჩაფონცხილ, გავერანებულ უშნო ბაზრობას, გახუნებული ქოლგებით, და მახინჯი თაროებით. ყველა არის ამაში დამნაშავე, ხალხიც და პოლიტიკოსებიც.
მიმოვიხედოთ და სხვა ტრადიციულ პრობლემებთან ერთად, რა აწუხებს დღევანდელ საზაგოდებას, უფრო სწორად მის ნაწილს, აბსოლუტურად ლეგიტიმურ და მნიშვნელოვან თუნდაც პატარა მაგრამ ნაწილს?
საზოგადოების განვითარებასთან ერთად ძალიან ბევრი თემა და პრობლემა წამოვიდა წინა პლანზე, მეტწილად ტაბუირებული თემების ახსნის შედეგად, თუმცა ამასთანავე სხვა ვითარებებიდან და მოცემულობებიდან გამომდინარეც.
აწუხებს თუ არა საზოგადოების ნაწილს არსებული ნარკოპოლიტიკა და უჭერს თუ არა მხარს მის შეცვლას? თბილისის კლუბებში და ქვეყნის ტერიტორიაზე ზოგადად, სეზონურად ათასობით ადამიანი სტუმრობს კლუბებს და ფესტივალებს სადაც გასართობი საშუალებებით ირთობს თავს, რომელიც შეიძლება ნებისმიერ მომენტში 8 წლიან ციხედ დაუჯდეს. ეს ინდუსტრია ერთ-ერთი ძლიერია და ამ ქვეყნის კვალობაზე საკმაოდ წარმატებულიც, მათ შორის ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. ის რისკები რაც მას ახლავს ძალიან ბევრ ადამიანს საფრთხის ქვეშ აყენებს ჯანმრთელობის მხრივადაც და სამართლებრივი კუთხითაც. გირჩის გარდა ამ თემას არავინ არ გულშემატკივრობს. ძალიან დიდი წნეხის ქვეშ არის ეს სფერო. არის თუ არა ეს თემა დღევანდელი საზოგადოების პრობლემა? არის. 20 წლის წინ არ არსებობდა.
ასევე 20 წლის წინ არ არსებობდა სექსუალურ უმცირესობათა თემები და პრობლემები. ვერავინ ხმას ვერ იღებდა. საზოგადოება განვითარდა, პრობლემები მოსაგვარებელია. აქაც უმეტესობას პირში წყალი აქვს ჩაგუბებული.
ასევე 20 წლის წინ სიტყვას ვერავინ დაძრავდა საპატრიარქოზე და მის დაფინანსებაზე. დღეს პრობლემა ცხადზე უცხადესია. ათასობით ადამიანია ვისაც არ უნდა აფინანსოს საპატრიარქო და მისი შავი ჯიპები. ხმას ვერ იღებს ისევ გირჩის გარდა ვერავინ.
ეკოლოგიური პრობლემა. 20 წლის წინ ასეთი მდგომარეობა არ იყო. რატომ უნდა ვბრუნდებოდე სახლში ცხვირ-ხახის და თავის ტკივილით, განსაკუთრებით ზაფხულში, გახურებული "გლუშიწელებიდან" ნასუთქი საწამლავით? მე ვარ მომხრე ის საპატრიარქოს 25 მილიონი ისეთი ადამიანებისთვის მანქანების შესყიდვას მოხმარდეს, რომლებსაც ფინანსური პრობლემების გამო არ აქვთ საშუალება თავად გამოცვალონ გაუმართავი მანქანები, მაგრამ ამავდროულად მანქანა მათი ერთადერთი შემოსავლის წყაროა ან ხილ-ბოსტნეულს ეზიდებიან, ან სამშენებლო მასალებს და ა.შ. ერთი წუთით არ დამენანება, ამაზე ჰუმანურ ნაბიჯს ეკლესიაც ვერ გადადგავს. შეატრიალეთ ეს 25 მილიონი ამ მიმართულებით? ვინ იზამთ? ვერავინ ვერ გაბედავთ. არ მინდა ეხლა მარტო გირჩის მადიდებელი სიტყვები გამომივიდეს მაგრამ რასაც ვუყურებ ამათ შეიძლება გააკეთონ. მაგრამ შეიძლება მქონდეს განსხვავება ამ ნაწილშიც გირჩთან, მათი პოზიცია იყოს ჩვენ ამ ფულს კერძო სექტორს არ მივცემთ, იმიტომ რომ სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს ასეთ საქმეებში. მაშინ მჭირდება ვიღაც ისეთი ვინც გირჩზე უფრო ახლოს იქნება ჩემთან. რომელია ამათგან?
რატომღაც მიჩნეულია რომ სოციალური პრობლემაა მხოლოდ ამ ქვეყნის პრობლემა, და ის რომ გლეხი თუ ბაზარში მჯდომი მოვაჭრე სათანადო შემოსავლის გარეშეა და კაპიკებზე უწევს ცხოვრება. კი რა თქმა უნდა რაზეა ლაპარაკი უდიდესი პრობლემაა. მაგრამ მარტო ეს არის პრობლემა. გასართობად წასული ადამიანი, რომელმაც 8 წელი შეიძლება ციხეში გაატაროს ისიც პრობლემაა. განსხვავებული ორიენტაციის ადამიანი რომელიც შიშით და დათრგუნული ცხოვრობს მთელი ცხოვრება ისიც პრობლემაა.
კიდევ ძალიან ბევრი პატარა თუ დიდი თემები.
დაგვანახეთ თქვენეული ეკონომიკა ქვეყნის. ვინ არის ბენდუქიძის პოლიტიკის მომხრე. ვინ არის ნაციონალიზაციის მომხრე. ვის როგორ წარმოგიდგენიათ სასოფლო-სამეურნეო მიწების გამოყენების საკითხი. აი გეუბნებით დავუშვათ, გამოისყიდოს სახელმწიფომ ფერმერებისგან თუ გლეხებისგან ვისაც აქვს სურვილი მიწის გაყიდვის და 49 წლით გადასცეს რომელიმე მსოფლიოში ცნობილ სასურსათო კომპანიას. მოვუხერხოთ რამე 31-ე ქარხანას, მოვძებნოთ რომელიმე დავუშვათ ებრაული კომპანია და გადავცეთ აამუშაოს. მაგალითისთვის ვამბობ ამ ყველაფერს. კონკრეტული, მკაფიო, ბასრი და პროვოკაციული ინიციატივებით გამოდით, ნუ ცდილობთ ყველასთვის თავის მოწონებას, და შედეგად ბრტყელ-ბრტყელი სადღეგრძელოებით ლაპარაკს.
ჩვენ ერთად არ ავაშენებთ ამ ქვეყანას და არც უნდა ავაშენოთ, ჩვენ უნდა ვეცადოთ მოვძებნოთ ერთმანეთი, ერთ პოზიციაზე მდგომმა ადამიანებმა, ერთნაირი ხედვის მქონე ადამიანებმა და პოლიტიკური პარტიები უნდა დაგვეხმარონ ერთმანეთის ძებნაშიც და დახვეწა-განვითარებაში, როგორც საკუთარი თავის ასევე ამომრჩევლის. ინტელექტუალურად უნდა ამაღლდეს ეს ბაზარი და თავისით ამოვარდებიან ეს ინდმეწარმე და გამორჩენაზე მყოფი ნახევარკაციანი პარტიები. მეტი გახსნილობა და გულწრფელობაა საჭირო ამომრჩეველთან და ძალიან მკაფიო კონტურების მოხაზვა ამა თუ იმ პარტიის მხრიდან, შედეგად მკაფიო სეგმენტაცია. არ არის საკმარისი მხოლოდ ის რომ ივანიშვილი ცუდია და მოსაშორებელია, თქვენი თავი დაგვანახეთ - სადღეგრძელოების, ლირიკის, ზოგადი სენტენციების, წინა თუ ახლანდელი ხელისუფლებების ლანძღვა-გინების გარეშე.
--------------------
This is Mirza Papuna Davitaia the best Georgian ever born. (C) Renny Harlin
|