აუუ, ზედმეტად პესიმისტურია, დავიგრუზე
მე ამ საკითხს ასე ვხედავ:
ჯერ ერთი - "ღმერთი" = "მთლიან სამყაროს";
მეორეც, ღმერთი (სამყარო), როგორც მთლიანი, ფუნქციონირებს ნაწილების (ადამიანების, ცხოველების, მცენარეების, პლანეტების, ვარსკვლავების და ა.შ.) საშუალებით და შესაბამისად საკუთარ ნებასაც გამოხატავს ნაწილების, ანუ თითოეული ჩვენგანის საშუალებით. და როგორც ჩვენს ნაწილებს (მაგ. გულს, ღვიძლს, ფილტვს და ა.შ.) აქვს საკუთარი ნების გამოხატვის გარკვეული თავისუფლება (მაგ. გულს შეუძლია შეიკუმშოს უფრო ძლიერად, ან უფრო სუსტად, წუთში 60-ჯერ ან 120-ჯერ, გაუძლოს სტრესს, ან სულაც გაჩერდეს, შეუყვარდეს, ან შეძულდეს და ა.შ.) ზუსტად ანალოგიურად თითოეულ ჩვენთაგანსაც აქვს გარკვეული დოზით თავისუფალი ნება. მაგ. ადამიანს შეუძლია აირჩიოს პროფესია, სამსახური, მეუღლე და ა.შ., მაგრამ ვერ აირჩევს ფრთები ჰქონდეს თუ არა, ან დედამიწაზე იცხოვროს თუ იუპიტერზე.
აქედან გამომდინარე ღმერთს, როგორც "დიდ მთლიანობას", "დიდ ადამიანს" აქვს ჩვენზე მეტი, გაცილებით მეტი არჩევანის თავისუფლება, თავისუფალი ნება (როგორც ადამიანს აქვს მეტი თავისუფალი ნება, ვიდრე მის ნაწილს, მაგ. იგივე გულს). რაც შეეხება ყოვლისშემძლეობას და აბსოლუტურ თავისუფალ ნებას, ეს ღმერთსაც (სამყაროსაც) არ გააჩნია, უბრალოდ ის იმდენად დიდი და ძლიერია ჩვენზე, რომ უძლიერესად და ყოვლისშემძლედ ვთვლით. ნუ, ჩემი აზრით, ცხადია.