დიდი ხანი ვფიქრობდი დამეწერა თუ არა, მაგრამ თავს გადახდენილი ჩემი ცუდი ისტორია, იმედია სხვას ცოტა მაინც დაეხმარება.
მოკლედ, ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ძრავი დავწვი და შეცვლა მომიწია. (ძრავის დაწვაც ცალკე გრძელი თემაა და მაგაზეც დავწერ მერე, ვნახოთ .)
ძრავი ვიყიდე/შევცავლე ვიღაც დათოსთან (და ზაზასთან), ფეიქრებზე, ახლობლის რეკომენდაციით. როგორც მითხრა, ქონდა ძალიან კარგი ძრავი, რომელიც ამოიღო იმ მანქანიდან, რითიც თავად დადიოდა რამოდენიმე თვის განმავლობაში. მანქანა რომ დავუტოვე, ძალიანაც არ მომეწონა თავად ეს ტიპი და რაც იქ ხდებოდა, მაგრამ „დამამშვიდეს“, რომ ფეიქრებზე სტანდარტული სიტუაციაა.
შეცვლის შემდეგ მანქანა რომ წამოვიყვანე, კაპოტქვეშ რა ხდებოდა, ვერ აღვწერ. კაბელები და მილები პირდაპირ გადაჭრილი იყო და გაზის სისტემის გამართვა ცალკე დამჭირდა ხელახლა... დაახლოებით 2 თვე იმის მოწესრიგებას მოვანდომე. ნუუ, მგონია გავედი ბოლოში, მაგრამ მანქანა არ დადის. საერთოდ რა სიმძლავრეზეა საუბარი, აღმართებზე აბაროტი 4ზე რომ ადის და მანქანა მაინც 20ით მიღოღავს. ხო და ერთ-ერთი დიაგნოსტიკის დროს ძრავის ხელოსანს ვუთხარი, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს სხვა მანქანის ძრავი დგას-თქო. რაღაცა უნაურად კი ამომხედა, წარმოვიდგინე, გულში როგორ დამცინოდა, მარა დიაგნოსტიკის ბოლოს ჩემდა გასაკვირად, დამეთანხმა და მითხრა, რომ საწვავის მიწოდებას აჩვენებდა ცოტას და შეიძლება მართალი ვიყავი. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ჩემს მანქანაში ინფინიტის, სპორტული 3.5 მოცულობს ძრავის ნაცვლად, ტეანას 2.3 მედგა.
„ბატონ დავითს“ უკან რომ მივუყვანე მანქანა მაგრად დამცინა. ისე, რომ ძრავის კოდი საკუთარი თვალით არ მქონოდა ნანახი, ეჭვიც კი შემეპარებოდა. ყველა, თუკი ვინმე სადმე ყავდა გაიწყვიტა ერთიანად, შვილი, ცოლი, დედა, მოკეთე, მოყვარე, მე მაგას როგორ ვიზამდიო... დამაყენა თავზე ვიღაცა „ნისანების მამა“, რომელიც ვერაფრით ჩავახედე ძრავში, რომ ენახა და დარწმუნებულიყო, რომ სულაც არ იყო "ნისანების მამა"... და კიდევ დიდი ხანი მიმტკიცებდა რომ შეუძლებელია ტეანას ძრავი მურანოში ჩაიდგას...
სანამ მეორედ მივიყვანდი მანქანას კონსულტაცია გავიარე ადვოკატთანაც, რომ გამეგო, რა შანსები მექნებოდა, იმ შემთხვვევაში, თუ ესენი უარს მეტყოდნენ შეცვლაზე. შანსები ძალიანაც დიდი მქონდა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ბოლომდე აღარ მივყევი, რადგან მაინც შემეცოდა ორივე, რაც საბოლოოდ ისევ მე გამიხდა სანანებელი, რადგან ძრავის მეორედ შეცვლის შემდეგ, მანქანა აღარ გაკეთდა.
მოკლედ, ბევრი კი ვწერე, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ჩემს შეცდომებზე რამეს ისწავლით და გაითვალისწინებთ )