გაუმარჯოს,
გარკვეული პერიოდის წინ მომივიდა პატარა ავარია, ბარდიურზე ავარდი, წერო და რაღაცები გაიღუნა, გავასწორე ყველაფერი (რაზვალიც), მაგრამ დარჩა ესეთი პრობლემა, სიჩქარეზე მანქანა ძალიან ირწევა, პადუშკებზეა, თითქოს დაფარფატებს და მცირე უსწორმასწორობაზეც ძალიან შემაწუხებელია კომფორტ რეჟიმზე, სპორტზე კიდე არაუშავს, მაგრამ ადრე აშკარად რომ უკეთესად იდგა გზაზე..
ვერავინ ზუსტად ვერ მითხრა რა არის მიზეზი, ცენტრშიც კი. დისკებიც შევცვალე მას შემდეგ, პადუშკები იდეალურად მუშაობს, სავალ ნაწილებშიც ყველაფერი კარგია, მარა ფაქტია რომ რაღაც ურევს.
იქნებ ჰქონია ვინმეს მსგავში შემთხვევა, ოღონდ ეს გამასწორებინეთ და მაღარიჩი ჩემზეა
) არ მინდა ამის გამო პრუჟინებზე გადავიყვანო მანქანა