დანიის სამეფოში კარფად რომ არ მიდის საქმე, ჯერ კიდევ წლის დასაწყისში გამოჩნდა... დიდები, პატარები... ყველგან ერთნაირი სიტუაციაა, ერთ ადგილზე არიან გაყინულები. ერთადერთი ნათელი წერტილი ქალთა ძიუდო, და ისიც იმიტომ, რომ ნულიდან დაიწყეს და განვითარებას განიცდიან რაღაც დონემდე, მერე მაგათაც სტაგნაცია ელით, ალბათ,! თუმცა, იქამდე ჯერ დიდი გზაა გასავლელი.
მე მაინც მგონია, რომ პრობლემა არის 1. მწვრთნელები, 2. ძმაკაცობა
სხვათაშოროს ძმაკაცობაში მარტო მწვრთნელებს არ ვგულისხმობ! სპორტსმენები, ნუ კაი დიდები კიდევ გასაგებია! პატარები! ზედმეტად ანებივრებენ, მე ასე მეჩვენება, ბავშვებს! აფეტიშებენ!
მაპატიეთ, თუ ვცდები!
ეხლა მარტო ერთი რამ მაინტერესებს, ჭრიკიშვილს რა ჭირს? ეტყობა ვერ არის ეგ ბიჭი კარგად
რაღაც სერიოზული ჭირს? ამდენი ხანი ასეთი პრობლემა აქვს, რა გახდა საფუძვლიანი გამოკვლევა? იმიტომ არ ურჩება ტრამვა, ორგანიზმი აქვს გამოფიტული!
ირაკლი, იქნებ გაგვაგებინო რა ხდება, როგორ არის?