Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > მელომანია > Hatari


Posted by: Rammstein 13 Nov 2019, 00:04
user posted image

ჯგუფი Hatari ჩამოყალიბდა 2017 წელს.

ჯგუფის წევრები

კლემენს ჰანიგანი
მატიას ჰარალდსონი
ეინარ სტეფანსონი

შექმნა

ჯფუფის შექმნის იდეა ნათესავებს კლემანს და მატიასს გაუჩნდათ. კლემენსი ელექტრო მუსიკის შექმნით იყო გატაცებული და ეს თავის ბიძას, მატიას გაუზიარა, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ დედის ძმაა მისი თანატოლი გახლავთ. მატიასის ყვირილის ხმა კლემენსის მუსიკას და სუფთა ხმას ძალიან მოუხდა. მათ დაემატათ დრამერი, ეინარ სტეფანსონი, რომელმაც ჯგუფის პროდიუსერობაც შეითავსა. ის დიდ ბრიტანეთში ისლანდიის ელჩის შვილი გახლავთ. ჯგუფის წევრებს აერთიანებდათ კაპიტალიზმის სიძულვილი, რასაც დაუმატეს ტექნო, ბდსმ და ასე შეიქმნა Hatari

პირველი წარმატება

ჯგუფის ორმა სადებიუტო სიმღერამ Ódýr და "X" ვიწრო წრეებში მოუტანა აღიარება, შემდეგ გამოსულმა სიმღერამ "Spillingardans" კი ჯგუფის მიმართ ინტერესი საკმაოდ მნიშვნელოვნად გაზარდა და ისლანდიის ფარგლებს გარეთაც გაიყვანა. სიმღერაზე გადაღებული ვიდეოს თემა "ბდსმ" გახლავთ. ვიდეოში ჯგუფის წევრები მონაწილეობენ. ჯგუფმა 2017 წელს გამოუშვა სადებიუტო ალბომი Neysluvara.
"Spillingardans" წარდგენილის იყო ისლანდიის წლის საუკეთესო ვიდეოს ნომინაციაზე. ჯგუფმა მიიღო ჯილდო წლის საუკეთესო პერფორმანსისთვის.



ევროვიზია 2019

ჯგუფმა დიდი უპირატესობით მოიგო ისლანდიაში შესარჩევი ეტაპი და ისრაელში გაემგზავრა სიმღერით Hatrið mun sigra.



ისლანდიამ მაყურებლების ხმებით მეხუთე, ჟიურისთან ერთობლივი ხმებით კი საბოლოოდ მეათე ადგილი დაისაკუთრა, მაგრამ მთავარი ეს არ იყო. ჯგუფმა თავისი მესიჯები მსოფლიოს გააცნო. Hatari არის ჯგუფი, რომელსაც ძალიან უყვარს ბავშვები, ვერ იტანს კაპიტალიზმს და სურს ყველა ადამიანმა ყოველ დილით საუზმის წინ სამყაროს აღსასრულის დღეზე იფიქროს. ჯგუფმა ისრაელის სასტიკი სამხედრო იერიშები გააპროტესტა და ათასობით ებრაელის თვალწინ პალესტინის დროშა გაშალა. როგორც თავად ამბობენ, ამის საპასუხოდ ისრაელმა მხოლოდ ის მოახერხა, რომ უკან დასაბრუნებელ თვითმფრინავში ადგილები შეუცვალა და ჯგუფის წევრები ყველაზე ცუდ ადგილას დასვა.



2019 წელი

ჯგუფმა გამოუშვა ორი სინგლი "Klefi / Samed და "Klámstrákur". პირველი ექსპერიმენტალური სიმღერა ბაშარ მურადთან ერთად ჩაწერეს, კლიპში კვლავ გამოჩნდა პალესტინის დროშა. HATARI-ს დიდი გეგმები აქვს, 2020 წელს საკმაოდ ფართო ევროპულ ტურნეს აწყობენ და როგორც ბილეთების გაყიდვიდან ირკვევა ჯგუფის ლაივებზე ინტერესი დიდია.


Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)