ჰათჰა-იოგას სისტემით მსოფლიოში მილიონობით ადამიანი ვარჯიშობს, თუმცა მეცნიერებისა და სხვადასხვა ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად დღის წესრიგში დადგა ძველი სისტემის შემოწმება და სხვადასხვა ექსპერიმენტებით იმავე სისტემის მითების მსხვრევა. აღნიშნულის მიუხედავად, თანამედროვე მედიცინა აღიარებს ჰათჰა-იოჰას გარკვეულ დადებით ეფექტებს და კონკრეტულ ასანებსაც კი ასახელებს, რომლებიც ამა თუ იმ დაავადების სამკურნალოდ გამოდგება. უფრო მეტიც მაგ. ამერიკაში სამედიცინო დაწესებულებები პაციენტებს ხშირად ჰათჰა-იოგას სავარჯიშოდ აგზავნიან (ოღონდ მკაცრად კონტროლდება აღნიშნული სფერო, ანუ კონტროლდებიან ინსტრუქტორები, შეთავაზებული ვარჯიშები და ა.შ.). ზემოხსენებულიდან გამომდინარე, ჩნდება კითხვები - რომელი "სტილის" იოგა მიიჩნევა მეცნიერებისა და მედიცინის სფეროში მოღვაწე ადამიანების მიერ მისაღებად და მაქსიმალურად სამკურნალო დანიშნულების მქონედ? ეზოთერულ-რელიგიურ მომენტებს თუ გვერდზე გადავდებთ და დავტოვებთ მხოლოდ ფიზიკურ ვარჯიშებს, აქაც რამდენიმე მიმართულებასთან გვაქვს საქმე რადგან ბოლო პერიოდში (განსაკუთრებით აშშ-ში) უამრავი მიმდინარეობა და სტილი შეიქმნა. იმასაც კი ამბობენ, რომ კონკრეტულად ჰათჰა-იოგაც კი ინდური ნაციონალური წინააღმდეგობის პერიოდში ყალიბდებოდა და რეალურად ევროპული ვარჯიშების გადამღერებით ჩამოყალიბდა. აღნიშნულზე დაყრდნობით, იოგას „ფიზიკურ“ მხარეს საკუთარ მიღწევად მიიჩნევს ევროპისა და ამერიკის ნაწილი და მეტად თამამაედ ახდენენ სისტემის შეცვლას. რას ფიქრობთ ყოველივე ამაზე თქვენ?
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)