Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ჯანმრთელობა და მედიცინა > მედი და გვარამიას ცნტრი


Posted by: tat 9 Mar 2006, 14:02
ეს ორი ცნტრი ვიცი მაინტერესებს ვინმეს რამე თუ გაქვთ მანდ გაკეტებული? რა ინფოები იცით.ტავი მაქვს გასარემონტებელი და გთხოვთ დამეხმაროთ 2kiss.gif

Posted by: dadguna 9 Mar 2006, 14:55
tat
ეპილაცია თუ გინდა მიდი გვარამიას კლინიკაში

Posted by: tat 11 Mar 2006, 12:32
QUOTE
ეპილაცია თუ გინდა მიდი გვარამიას კლინიკაში

არა
გვარამიაზე რომ ჰქონდატ გადაცემა კადრში ტიპშა გამოჩნდა რაღაც ბანკებივით ქონდა დაკურული-ეგრაა? ახდუნებს?
კიდე არისო დენით გახდუნებაო.......
მოკლედ გახდონის, კანის მოწესრიგბის, ანტიცელულიტის რა პონტების ქირურგიული არ მაინტერესებს.
ხო და ლაზერიტ მარტო ეპილაციაა ტუ კანს აწესრიგებენ?

Posted by: ლაბუ 11 Mar 2006, 12:41
მაგ საქმისთვის ნაუტილუსშიც შეგიძლია მიხვიდე, გასახდომი პროგრამები აქვთ შემუშავებული, ოღონდ ცოტა ძვირია;
თუმცა არც მედიში და არც გვარამიასთან არ იქნება იაფი. შეგიძლია ყველგან დარეკო და გაიგო, საიტები ყველას აქვს.
ხო, ისი-პარი და კუზანოვის კლინიკაც არ გამოგრჩეს

Posted by: tat 11 Mar 2006, 16:48
ლაბუ
ტელეფონის ხმარება კი ვიცი მარა თვითმხილველები მჭირდებაsmile.gifsmile.gif

Posted by: @@@@ 28 Mar 2006, 10:21
ლაბუ
აბა გვიტხარი მაგათი საიტები? რაღაც ვერ მივაგენი

Posted by: eloiza 28 Mar 2006, 10:28
tat
მე მქონდა ერთხელ შეხება "მედი" სთან და ძალიან კმაყოფილი დავრჩი, საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, მაგრამ ღირსsmile.gif

Posted by: dadguna 28 Mar 2006, 12:01
eloiza
ღირს უბრალოდ მედის ექიმები გადავიდნენ გვარამიას კლინიკაში და მედიში ადრე ადმინისტრატორი ვინც იყო ის დამხვდა ექიმის როლში და მაგის შემდეგ ვეღარც ვენდობი და გვარამის კლინიკაში მივდივარ თუ რამეაsmile.gif

Posted by: magdalena 28 Mar 2006, 13:45
მე მარტო ეპილაციისთვის დავდივარ და გვარამიას ცენტრში. კმაყოფილი ვარ ძალიან.

Posted by: Breaky 28 Mar 2006, 13:57
dadguna
ხო, მაგათ რაღაც კონფლიქტი მოუვიდათ და ყველანი წავიდნენ და თავიანთი ცენტრი გახსნეს, დატოვეს მედის ადმინი მარტო smile.gif ასე რომ მედი ვისაც მოგწონდათ, ჯობია გვარამიას ცენტრში წახვიდეთ yes.gif

Posted by: lucia 28 Mar 2006, 14:19
QUOTE
მე მარტო ეპილაციისთვის დავდივარ და გვარამიას ცენტრში. კმაყოფილი ვარ ძალიან.

yes.gif

tat
ისე კონკრეტულად თუ რამე გაინტერესებს ჯობია მიხვიდე და იქ ექიმის დაელაპარაკო. ბევრი რაღაც ძალიან ინდივიდუალურია და მაგას აქ ვერ გაარკვევ.

წარმატებები

Posted by: tat 29 Mar 2006, 18:49
lucia
QUOTE
ისე კონკრეტულად თუ რამე გაინტერესებს ჯობია მიხვიდე და იქ ექიმის დაელაპარაკო. ბევრი რაღაც ძალიან ინდივიდუალურია და მაგას აქ ვერ გაარკვევ.

მესმის დელიკატური ტემაა მაგრამ ხომ არსებობს პმ?smile.gif
საქმე იმაშია რომ თან ტვიტმხილველების ნაამბობი მინდოდა სანამ ექიმებთან მივიდოდი.....ნუ ერტი რამ მაინც გამოიკვეთა რომ გვარამია სჯობს..არადა ნახალოვკაში რა ივლისsad.gif

Posted by: eloiza 29 Mar 2006, 18:58
tat
QUOTE
..არადა ნახალოვკაში რა ივლის

რატომ ნახალოვკაში თამარაშვილის 7 შია მაგათი ოფისი

Posted by: Breaky 29 Mar 2006, 19:10
eloiza
თამარაშვილზე თუ კოსტავაზე, ტელევიზია-ზოოპარკის პირდაპირ?????

Posted by: eloiza 29 Mar 2006, 19:12
Breaky
მანდაც არის რაღაც ესთეტიკური მედიცინის ცენტრი, ზუსტად არ ვიცი გვარამიასია თუ ვისი, მეგობარმა დარეკა და თამარაშვილის N7 დაიბარეს

Posted by: tat 29 Mar 2006, 19:42
მე რომ ნახალოვკის სამშობიაროში დავდიოდი იქ იყო............არა?

Posted by: lucia 29 Mar 2006, 20:45
tat
რავი თუ რამე დეტალებში გაინტერესებს PM me და გიპასუხებ smile.gif ნახალოვკაში რატო მოგიწევს სიარული?

Posted by: Gio4 3 Dec 2008, 15:49
29 Mar 2006-ბოლო ნაწერი

ხოდა მედის ტელ-ნომერი არ იცით?

Posted by: NewName 10 Dec 2008, 15:13
QUOTE
ღირს უბრალოდ მედის ექიმები გადავიდნენ გვარამიას კლინიკაში და მედიში ადრე ადმინისტრატორი ვინც იყო ის დამხვდა ექიმის როლში და მაგის შემდეგ ვეღარც ვენდობი და გვარამის კლინიკაში მივდივარ თუ რამეაsmile.gif

+1
და პაციენტებიდან მეც გადავყევი biggrin.gif


QUOTE
ხო, მაგათ რაღაც კონფლიქტი მოუვიდათ და ყველანი წავიდნენ და თავიანთი ცენტრი გახსნეს, დატოვეს მედის ადმინი მარტო

ადმინი არა დამფუძნებელი. ადმინი მისი მეუღლე იყო მგონი და ამიტომ დარჩა ადმინიც biggrin.gif და რაც მტავარია დარჩათ გვარამიასგან უკვე კარგად გაპიარებული სახელი biggrin.gif biggrin.gif პრინციპში ახალი ექიმებიც თითქოს ცუდი არ აუყვანიათ და ტექნიკაც რათქმა უნდა თვიანთი იყო, მაგრამ რატომღაც გვარამიასთან გავაგრძელე მე პირადად სიარული მაგათი დაყოფის მერე.
თუმცა მედიზე ცუდს მაინც ვერ ვიტყვი არა მგონია ცუდი ექიმები მიეღოთ.. ნამდვილად არ გაიფუჭებდნენ ასე აწყობილ საქმეს biggrin.gif

Posted by: DOLPHIN 11 Dec 2008, 10:30
Gio4
QUOTE
ხოდა მედის ტელ-ნომერი არ იცით?

http://www.medi.ge/

Posted by: kriketi-1985 6 Jan 2010, 22:56
,,მედიში'' გაიკეთა მეზობელმა ცხვირის ოპერაცია, ერთი რაღაც გაუკეთეს და ათასი რამ დამართეს......

Posted by: LUKA-BRAZI 6 Jan 2010, 23:00
QUOTE
,,მედიში'' გაიკეთა მეზობელმა ცხვირის ოპერაცია, ერთი რაღაც გაუკეთეს და ათასი რამ დამართეს......


ამისთვის ამოწიე ეს მკვდარი თემა?

Posted by: kriketi-1985 6 Jan 2010, 23:29
QUOTE (LUKA-BRAZI @ 6 Jan 2010, 23:00 )
QUOTE
,,მედიში'' გაიკეთა მეზობელმა ცხვირის ოპერაცია, ერთი რაღაც გაუკეთეს და ათასი რამ დამართეს......


ამისთვის ამოწიე ეს მკვდარი თემა?

,,ამისთვის'' თემის ამოწევა მგონი არ იკრძალება, არა??

Posted by: LUKA-BRAZI 7 Jan 2010, 12:57
არ იკრძალება, მაგრამ მაგის აზრს ვერ ვხვდები, თანაც საექიმო შეცდომებზე არის სპეციალური თემა.

Posted by: svani67 7 Jan 2010, 20:31
არაფერი მიმკურნალია გვარამიასთან, მაგრამ სულ ახალი ჩAმოსული იყო, მედიში მუშAობდა მაშIნ, ვაკეში, ძალიან სერიოზული პრობლემა მქონდა სხვა კანის ექიმის დამსახურებით და მაგასთან ისე მივედი, უკვე დასაკარგი არც არაფერი მქონდა.

ჰოდა მაგასაც, ისევე როგორც მანამდე თბილისის "საუკეთესო" კანის ექიმებს, ხომ შეეძლო რაიმე პროცედურა ჩატარებინა და ფული გაეკეთEბინა, ჰოდა არაო, შენ ჩემი პაციენტი არ ხაროო, ნორმალური ექიმი-კოსმეტოლოგი გჭირდებაოო. უარით გამომიშვა.

მერე ვთხოვე, თუ ვინმე იცით, მასწავლეთ მეთქი, და მასწავლა ერთი ქალი, რომელმაც მართლა მომიხსნა საუკუნის პრობლემა. ასე რომ ნამდვილად ვიცი, რომ არა მარტო მაგარი ექიმი, არამედ რაც მთავარია, ნამუსიანი კაცია და ჩვენი ექიმების ნაწილს არ ჰგავს,.

Posted by: OtoVon 29 Dec 2011, 23:20
დღესდღეობით რა სიტუაციაა?

რომელი უფრო კარგ და კვალიფიციურ სერვისს გვთავაზობს?

Posted by: Adelita 13 Jan 2012, 17:10
გთხოვთ შემივსეთ ეს გამოკითხვა
https://docs.google.com/a/freeuni.edu.ge/spreadsheet/viewform?formkey=dFRvRWhDNUl1VUtnOElhT3JJbHFFWUE6MQ

Posted by: OtoVon 13 Jan 2012, 17:25
Adelita
QUOTE
გთხოვთ შემივსეთ ეს გამოკითხვა

შევავსე,

ლელა ლომიძესთან ვიყავი ამასწინ მანდ და ძალიან მაგარი კოსმეტოლოგია აშკარად!


Posted by: droeba 15 May 2014, 15:42
გვარამიაში დერმატოლოგთან თუ ყოფლიხართ ვინმე დაწერეთ რა..

Posted by: makunkuli 18 May 2014, 21:01
მოკლედ ამ გვარიამიას ცენტრში ვერ უნდა იყვნენ მთლად კვალიფიცირებული ექიმები. სახეზე პატარა კაპილარი გამიცნდა, წერტილივით არის და ის ვერ მომაშორეს, უკვე სამჯერ გამიკეთეს ლაზერი. rolleyes.gif

Posted by: Natuka NGN 18 May 2014, 21:05
makunkuli
გვარა,იასთან არის ისლაზერი,რომელიც კაპილარებვზე მუშაობვს? რაღაცარ მახსოვს მაგ ლაზერი ქონოდათ. კარინა გუგეშაშვლთან მიდი კუზანოვის კლინიკაში.

Posted by: makunkuli 18 May 2014, 21:30
ხო, ვითომ რაღაც ლაზერით მომიწვეს, თან სამი პროცედურა გამიკეთეს და შედეგი - 0. ექიმი ვინმე ნანა ნარსია. მივალ აუცილებლად გუგეშაშვილთან. ხომ არ იცით რა ღირს? გვარამიაში 1 იმულსი 3 ლარი და მე 50 ლარის დამჭირდა. მოკლედ 150 ლარი წყალში გადავყარე ამ რაღაც დებილური წერტილის გამო.
* * *
ერთხელ კიდევ რაღაც პატარა ხორცმეტი გამომივიდა თვალთან ახლოს. და გვარამიას კლინიკა მაშინ ახალი გახსნილი იყო. ხოდა, მივედი. თვით გვარამიამ დიდხანს მათვალიერა და ბოლოს, მითხრა მოგიწვავთო- 120 ლარი დაგიჯდებაო. კარგი, ამ დღეებში მოვალ - თქო და როგორც კი კლინიკიდან გამოვედი ეგრევე თავისით მომძვრა უპრობლემოდ. მას შემდეგ 10 წელი გავიდა. იმიტომაც არ მჯერა ამ გვარამიას კლინიკის რა...

Posted by: Female User 22 Nov 2014, 22:08
2 თვის განმავლობაში დავდიოდი მედიში აკვააერობიკაზე.
უკმაყოფილო დავრჩი, მივხვდი, რომ პრეტენზიის გამოთქმას აზრი უბრალოდ არ ჰქონდა და მესამე თვეს დავანებე თავი.

უფრო დეტალურად კი:

აუზი, საუნა და ჯაკუზი ძალიან მომწონდა. ძალიან არ დავწვრილმანდები და მით უმეტეს არ მინდა ვინმეზე კონკრეტულად პრეტენზია გამოვთქვა, მაგრამ აღვნიშნავ, რომ უმთავრესი პრობლემა არის თანამშრომლების უდისციპლინობა. არავის არ აქვს პაციენტის დროის პატივისცემის განცდა, ვერ იგებ ფულს რაში იხდი; მხოლოდ აუზში, ჯაკუზსა და საუნაში თუ ტრენერშიც, რომელიც ვფიქრობ ყოველთვის უნდა ატარებდეს ვარჯიშს და ერთი საათის განმავლობაში, რაზეც მოლაპარაკებული ხარ. ამას გარდა, არის აშკარა სისტემური პრობლემებიც: როდესაც ერთი ტრენერი გადის შვებულებაში, ვფიქრობ აუცილებელია ჩაანაცვლოს მეორემ; როდესაც აუზი არ მუშაობს, ვფიქრობ უნდა ეცნობოთ პაციენტებს, რათა გაითვალისწინონ და არ მივიდნენ და ბოლოს - ძალიან კარგი იქნება ბახილების ჩაცმა თუ გახდება სავალდებულო და ასევე თუ მიაქცევენ ყურადღებას პაციენტები მაკიაჟით არ ჩავიდნენ აუზში. მოტყუებულად ვგრძნობ თავს და ხელს მიშლის ის, რომ ჩემ დროს არ სცემენ პატივს და ხშირად ვერ ვიგებ რაში ვიხდი ფულს. იყვნენ პაციენტები, ვინც იმდენად უკმაყოფილონი იყვნენ, რომ აგრესიასაც კი გამოხატავდნენ. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ეს ყველაფერი მათ პირადად შეგნებულად არ ვუთხარი კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით. ეგეთ დროს ხშირად შენ გთვლიან ზედმეტად პრეტენზიულ მომხმარებლად. თანაც მივხვდი, რომ აზრი არ ჰქონდა, რადგან ერთმა პაციენტმა მითხრა, რომ დადიოდა 4 წლის წინაც და მაშინაც ასეთი სიტუაცია იყო. ყველანაირი რესურსი აქვთ იმისი, რომ ქალაქში ერთ-ერთი საუკეთესოები იყვნენ აკვა აერობიკაში - ინვენტარი, აუზი+საუნა რაც ერთად ძალიან კარგია, ტერიტორიული მდებარეობა.

ეს ყველაფერი ფაცებუქზე მივწერე, მაგრამ ყურადღება არ ყოფილა მათი მხრიდან. მგონი ვინც ნახა, იმან მესიჯი საერთოდ წაშალა, რომ შემთხვევით კიდევ ვინმეს არ ენახა. არასერიოზული მენეჯმენტი სუფევს აშკარად

Posted by: Solveig 22 Nov 2014, 22:53
Female User


აუზი და ჯაკუზი რა შუაშია ჯანმრთელობასთან?


Posted by: Female User 22 Nov 2014, 23:01
Solveig
აქ საუბარია კლინიკა მედიზე და მათ მომსახურებაზე, ხოლო მედიში მათ კლიენტებს თავადვე ეძახიან პაციენტებს, თუნდაც მხოლოდ საუნაში მივიდეს

Posted by: Solveig 23 Nov 2014, 01:56
Female User
QUOTE
ქ საუბარია კლინიკა მედიზე და მათ მომსახურებაზე,



საუბარი უნდა იყოს მხოლოდ სამედიცინო მომსახურებაზე.

სილამაზის ცენტრი, საუნა და ასე შემდეგ მედიცინასთან არაფერ კავშირშია. შესაბამისად, მათ შესახებ დაწერილი პოსტები აცდენილია თემას... ასე რომ, სასურველია, თუ აღარ გააგრძელებ.

Posted by: Natuka NGN 23 Nov 2014, 14:59
Female User
მგონი უფრო სილამაზე-მოდის განყოფილების თემაა. შეგიძLიათ იქ ისაუბროთ.

Posted by: Female User 23 Nov 2014, 23:33
Solveig
Natuka NGN
უკაცრავად. სადაც იყო გახსნილი თემა, იქ დავწერე.

მით უმეტეს, რომ ჩემი აზრით ვარჯიში პირდაპირ კავშირშია ჯანმრთელობასთან

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)