გამარჯობათ
თემის ახალი ნაწილი და ახლებური წუწუნის ფორმები
დასაწყისში განმარტებულ აზრებს თუ ეთანხმება აქედან ვინმე? ვიცი ყველას გონია რომ განსაკუთრებულია და მას სულ სხვა რამ სჭირს, მაგრამ ეს მცდარია, ყველა შერგძნება და აზრი გამომდინარეობს იმ შიშისაგან რომელიც მოსალოდნელი პანიკის შიშს ეფუძნება.
ამ თემის წინა 2 ნაწილში ძალიან ბევრი ადამაინი იყო თქვენს მდგომარეობაში, მაგრამ აქ გამოცდილებისა და ინფორმაციის გაცვლის შემდეგ ბევრმა მიახწია წარმატებას. (მათშორის მეც)
ეს შეგრძნებები გრძელდება მანამ სანამ ამას თქვენ უწყობთ ხელს, თავს აჯერებთ რომ არ შეგიძლიათ და ეს რაღაც მოგკლავთ, სინამდვილეში კი სულ სხვა რამ ხდება, არ შეიძლება მოგკლას შენივე გამოგინილმა კოშმარმა, სიმპტომები ყველა იდენტურია, თუმცა ადამიანის ინდივიდუალურობიდან გამომდინარე ყველა სხვა და სხვა რამეზე ამახვილებს ყურადღებას, ზოგს გულის ეშინია, ზოგს უჰაერობის, ზოგს უძილობის და ა.შ
სანამ მტკიცედ არ გადაწყვეტ რომ შენ ეს უნდა შეაჩერო და იცხოვრო სრულფასოვნად, მანამ არ გაქრება შეგრძნებები, წამლები გამოსავალი არ არის, ეს არის პრობლემის გვერდის ავლის მცდელობა, რომელიც მაშინვე დასრულდება როგორც კი წამლებს აღარ მიიღებს ორგანიზმი, რაც იწვევს კიდევ უფრო მეტ შიშს და შეგრძნებას რომ ეს დაუმარცხებელი რამაა,
საუკეთესო წამალი და გამოსავალი საკუთარი აზრების სწორი ფორმულირებაა, (რაც ამ თემაში საკმაო რაოდენიბოითაა ახსნილი და განმარტებული)
ესეთი ინფორმაცია რაც აქაა სრულიად საკმარისია ამ პრობლემის მოსაგვარებლად, მთავარია ამის გააზრება და სურვილი, ოღონდ არაისეთი სურვილი რომელიც რეალობას მოკლებულია, დილით ავდგები და ეს ყველაფერი დამთავრებული იყოსო,
არა ეს არის დროის ფაქტორი, ისეთივე პროცესია როგორიც პანიკის სიმპტომების ჩამოყალიბება, ეხლა საჭიროა ამ გზის უკუ მიმართულებით გავლა და გაანალიზება, საკუთარი თავის გლოვა შედეგს არასოდეს იძლევა, მისი შედეგია მუდმივი დეპრესია და საკუთარი თავის სიბრალული.
მოკლედ წარმატებებს გისურვებთ ყველას