Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > თბილისი > თბილისის ავტობუსები - VI ნაწილი


Posted by: vatman 16 Jun 2016, 12:01
წინა თემები:
https://forum.ge/?f=51&showtopic=33810598&st=0
https://forum.ge/?f=51&showtopic=33855967&st=0
https://forum.ge/?f=51&showtopic=33995379&st=0,
https://forum.ge/?f=51&showtopic=34265031&st=0,
https://forum.ge/?f=51&showtopic=34605569


ინფორმაცია:
ოფიციალური ვებ-გვერდი
http://transit.ttc.com.ge/

სასარგებლო ბმულები:
ავტობუსები რეალურ დროში (online), ტაბლოს მონაცემები, მარშრუტების სია, მგზავრობის დაგეგმვა და ა.შ.
http://transit.ttc.com.ge/?page=schedule

სამგზავრო ტარიფი, ფასდაკლებები და შეღავათებით მოსარგებლე კატეგორიები
http://ttc.com.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=54

ჯარიმის გადახდა ინტერნეტით
http://ttc.com.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=40



ცნობები:

თბილისის ავტობუსების სისტემის განახლება (თავიდან გაკეთება) 2004 წლიდან დაიწყო როდესაც პირველი ჰოლანდიური DAF-ის მეორადი მოხმარების ავტობუსების პარტია ჩამოვიდა. შემდე პირველი მცირე რაოდენობა უკრაინული Bogdan A092 ჩამოვიდა. 2006 წელს ჰოლანდიური ავტობუსების მეორე პარტია მიიღო მერიამ.

user posted image

user posted image

user posted image

2007 მერიამ გამოაცხადა ტენდერი 510 ახალი ავტობუსის შეძენაზე (360 პატარა 150 დიდი). ტენდერში კორპორაცია ბოგდანმა გაიმარჯვა და თბილისის მერიას 360 Bogdan A092 და 150 Bogdan A144.5 მიაწოდა.

user posted image

user posted image


2010 წელს თბილსში 6 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ DAF-ების ერა დასრულდა. უმრავლესობა ჩამოიწერა ნაწილი თავდაცვის სამინისტროს გადასცეს.
მანამდეც ჩამოიწერა გარკვეული რაოდენობა, ზოგი დაიწვა ზოგს ავარია მოუვიდა და ა.შ. ასევე მოხდა მაშრუტების დიდი ნაწილის შემოკლება, ასევე რამდენიმე მაშრუტი გაუქმდა.


2011 წლის სიახლე არის გაჩერებებზე ტაბლოების დამონტაჟება. სულ მთელ თბილისში ასეთი 450 ტაბლო დამონტაჟდება.

user posted image

ყველა ავტობუსი აღჭურვილია GPS სისტემებით, რომელიც მათ ადგილმდებარეობას განსაზღვრავს. ინფორმაცია გადაეცემა სერვერს, რომელიც ამუშავებს მას და იმის მიხედვით როგორია მარშრუტი საშუალო მოძრაობის სიჩქარის გათვალისწინებით, ითვლის დროს, როცა ავტობუსი გაჩერებას მიაღწევს
დროის განსაზღვრა ხდება ავტობუსის მიერ გადაცემული ინფორმაცის მიხედვით–სად იმყოფება იმ მომენტში დ რამდენი მანძილი დარჩა გასავლელი. დავუშვათ, მოცემული ინფორმაციით ავტობუსი ერთ–ერთ გაჩერებაზე უნდა მივიდეს 15 წუთში. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ქალაქში 90–წამიანი შუქნიშნები გვაქვს, რომელიც ადვილი შესაძლებელია დაკეტილი დახვდეს ავტობუსს, ის უკვე ვეღარ შეძლებს ზუსტად 15 წუთში დანიშნულების ადგილზე მისვლას. თუმცა ჩვენი გამოცდილებით ავტობუსის მოძრაობის საშუალო სიჩქარე ზოგადად ემთხვევა ნაკადის საშუალო სიჩქარეს და ძალიან დიდი ცდომილება, რაც ადამიანების სერიოზულ უკმაყოფილებს გამოიწვევდა, ჯერჯერობით არ მიგვიღია.
რაც შეეხება ხარვეზებს, ეს უფრო ადრე იყო, როცა საცდელი 20 ტაბლო გავუშვით. ბევრი რამის შეცვლა და გათვალისწინება მოგვიწია, რასაც მანამდე საჭიროდ არ ვთვლიდით. მაგალითად, ავტობუსი საწყისი პუნქტიდან გასვლას აგვიანებს, შესაბამისად შუალედურ გაჩერებაზე მისვლის დრო იცვლება; ან ქალაქში საცობია, რაც მოძრაობას აფერხებს. ამგვარი შემთხვევებისთვის საჭირო გახდა ალგორითმების შექმნა, რომელიც მსგავსი სიტუაციებიდან გამოსავალს იძლევა.
http://www.navigator.ge/ArticleView.aspx?Id=1106


2012 წელს დაინერგა SMS სერვისი, რომელიც მგზავრებს საშუალებას აძლევს გაიგონ მარშრუტის მოსვლის ფაქტიური დრო ნებისმიერ გაჩერებაზე (მათ შორის სადაც ტაბლო არ არის დამონტაჟებული). სერვისი კომფორტულია იმ კუთხითაც, რომ გაჩერების ნომრის ცოდნის შემთხვევაში, მოსვლის დროის გაგება შეიძლება გაჩერებაზე მისვლამდეც, სახლიდან გაუსვლელად.

ასევე შეიქმნა სატრანსპორტო აპლიკაციია მობილური ტელეფონებისთვის, რომელიც მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას
მობილური ტელეფონიდან გამოიყენოს ყველა ის სერვისი, რომლის მიღებაც შესაძლებელია კომპანიის ვებგვერდიდან:
მგზავრობის დაგეგმვა, ავტობუსი რეალურ დროში, ინფორმაცია გაჩერებების შესახებ, მარშრუტების მოსვლის დრო
რეალურ დროში, განრიგები და ა.შ.

ასევე მოხდა თბილისის ავტობუსის მარშრუტების, გაჩერებების და განრიგების ინფორმაციის ინტეგრაცია
Google-ს სისტემაში (Google Transit), რომლის შედეგადაც შესაძლებელი იქნება მგზავრობის დაგეგმვა, მარშუტების და
გაჩერებების შესახებ ინფორმაციის მიღება Google-ს რუკაზე (Google Map).


2013 წლის შემოდგომაზე, თბილისის მერიამ დედაქალაქში ახალი თანამედროვე ტიპის ავტობუსების შესაძენად ტენდერი გამოაცხადა, მაგრამ ტენდერის შედეგები გააუქმეს. ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტებმა ვერ დააკმაყოფილეს ტექნიკური დოკუმენტაცია და გამოეთიშნენ. საპასუხოდ მათ გაასაჩივრეს შედეგები. საბოლოოდ მერიამ, საკრებულოს ზეწოლით გააუქმა ტენდერი.

2015 წელს EBRD-მა გამოაცხადა ახალი ტენდერი 150 (175? ) ავტობუსის შესაძენად: 12 მეტრიანი, 100% დაბალ იატაკიანი, ბუნებრივ აირზე მომუშავე ძრავით. ტენდერის შედეგები უნდა გამოცხადდეს უახლოესს ხანში.

2016 წლის 26 მაისს სტამბულის მერიამ თბილისს საჩუქრად გადასცა 5 ცალი მეორადი მერსედეს კონექტოს მარკის ავტობუსი.

Posted by: Guro_ 16 Jun 2016, 13:05
vatman
up.gif up.gif


დავფიქსირდეთ


QUOTE
2016 წლის 26 მაისს სტამბულის მერიამ თბილისს საჩუქრად გადასცა 5 ცალი მერსედეს კონექტოს მარკის ავტობუსი.

მეორადები smile.gif

Posted by: Rapanui 16 Jun 2016, 14:04
QUOTE (vatman @ 16 Jun 2016, 12:01)
თბილისის ავტობუსების სისტემის განახლება 2004 წლიდან დაიწყო როდესაც პირველი ჰოლანდიური DAF-ის მეორადი მოხმარების ავტობუსების პარტია ჩამოვიდა
QUOTE
DAF-ის მეორადი მოხმარების ავტობუსების პარტია ჩამოვიდა

QUOTE (Guro_ @ 16 Jun 2016, 13:05 )
vatman
QUOTE
2016 წლის 26 მაისს სტამბულის მერიამ თბილისს საჩუქრად გადასცა 5 ცალი მერსედეს კონექტოს მარკის ავტობუსი.

მეორადები smile.gif

ავტობუსების სექონდჰენდი help.gif gigi.gif
. . . .
სირცხვილიუს:
QUOTE (frajock @ 26 May 2016, 00:04)
5 ცალი ძველი 1997 წლის გამოშვება მერსედესის ავტობუსი გვაჩუქა სტამბოლის მუნიციპალიტეტმა

Posted by: vatman 16 Jun 2016, 14:47
Guro_
QUOTE
მეორადები

ჩავსწორე biggrin.gif

Rapanui
მთლად ეგეთი ძველი არაა biggrin.gif biggrin.gif

Posted by: W-G1 16 Jun 2016, 14:50
"გარმონები" კარგად დამამახსოვრდა დაფები რო იყო.

იმედი მაქვს განიდევნებიან თბილისის ქუჩებიდან ავტობუსები და მათ ტრამვაი და ტროლეიბუსი ჩაანაცვლებს.

სამარშრუტო ტაქსების ნაცვლად მინი ტროლეიბუსი ალბათ თუ ტრამვაი ვერ მოხერხდა შედარებით ვიწრო ქუჩებში.

Posted by: giomelqa12 16 Jun 2016, 15:41
ეგ მეორადები სად მოძრაობენ ახლა?

Posted by: gunnera 16 Jun 2016, 20:02
ღვინის აღმართში რო მოიკეცა დაფის გარმონი ეგ თუ გახსოვთ? biggrin.gif

ისე იქ რა უნდოდა? რა მარშუტზე დადიოდა? 87 იყო მგონი

Posted by: Accident 16 Jun 2016, 21:29
Rapanui
რატომ, ბევრი ევროპული ქალაქი ყიდულობს მეორადებს.

სირცხვილი, ის უფროა, DAF-მა მხოლოდ 5 წელი რომ გაგვიძლო და ეს ახალთახალი ბოგდანებიც რომ აღარ გვივარგა (პრინციპში, თავიდანვეც სირცხვილი იყო)









giomela12
QUOTE
სად მოძრაობენ ახლა?

წერია პირველ პოსტში, ზოგი თავდაცვის სამინისტროს გადაეცა, დანარჩენი აქ
https://forum.ge/?showtopic=34265031&view=findpost&p=38775398

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


Posted by: Rapanui 16 Jun 2016, 21:46
Accident
QUOTE
რატომ, ბევრი ევროპული ქალაქი ყიდულობს მეორადებს.

არა, იმას ვამბობდი, რომ თბილისმა ამდენი ხანია თავი ვერ მოაბა ავტობუსების შეძენას
და სტამბულმა, აჰა-თქო, და რამდენიმე ძველი, ნახმარი ავტობუსი გვაჩუქა.
კი არ შევიძინეთ - გვაჩუქა მათხოვრებს და უთავმოყვარეოებს... ნუ მე ასე აღვიქვი rolleyes.gif smile.gif

Posted by: Kublicha 16 Jun 2016, 21:55
QUOTE
2016 წლის 26 მაისს სტამბულის მერიამ თბილისს საჩუქრად გადასცა 5 ცალი მეორადი მერსედეს კონექტოს მარკის ავტობუსი.

ვა ეს ავტობუსები სადაა? სურათები მაინც რატო არ შემხვდა არსად

Posted by: Rapanui 16 Jun 2016, 22:08
Kublicha
ბმულები წინა თემიდან:

https://www.facebook.com/magliviofficial/photos/a.478647125573026.1073741828.478423972262008/846259132145155/?type=3&theater

http://cdn3.savepice.ru/uploads/2016/5/27/56abda4b83030bf98dfd1c592a05ad1f-full.jpg

Posted by: giomelqa12 16 Jun 2016, 22:42
Accident

თურქების მოცემულები ვიგულისხმე

Posted by: Accident 16 Jun 2016, 23:11
Rapanui
DAF მეორადებიც დაციტირებული გქონდა და მეგონა "მეორადზე" იყო პოსტი

თურქების ნაჩუქარი ხო, მაგრამ ხიზ რაზე გვაჩუქეს.
დავიჯერო მასე ერკვევიან თბილისის ავტობუსების პრობლემებში

რაღაც დაძმობილების აღსანიშნავადო http://www.ipress.ge/new/29903-stambolis-meria-tbiliss-sachuqrad-avtobusebs-gadascems


giomela12
ხო, პირველად რომ წავიკითხე მივხვდი, მაგრამ მეორედ შემოსვლისას DAF-ზე ვწერდი და ეგეც მივაყოლე, რატომღაც drug.gif

Posted by: SwaT-2011 17 Jun 2016, 03:11
აბა დავფიქსირდეთ, ამ თემაში ახალი ავოტბუსების ჩამოყვანა მოგველოცოს ერთმანეთისთვის drug.gif

Posted by: Outdoor 17 Jun 2016, 04:16
ნეტავ იქამდე როდის მოვალთ რომ "STOP" ღილაქს დანიშNულება ჰქონდეს, წამდაუწამ არ გააჩერებს გაჩერებებზე როცა არავინ ჩამოდის, და "სექსუალური ხმა" რომელიც გაჩერებას იძახის


Posted by: alea iacta est 17 Jun 2016, 08:31
ფიქს :-)
არაფერია სიახლე ტენდერში გამარჯვებულზე?

Posted by: Guro_ 17 Jun 2016, 10:26
Outdoor
ხომ არის თბილისში გაჩერებები მოთხოვნით რომ აწერია

ხოდა ახლა ეს ახალი ავტობუსები რომ შემოვა, ერთი ვიდეორგოლის დამზადება და პლიუს საინფორმაციოებიდან კარგად გაშუქება უნდა, რომ გაჩერებები რომლებიც მოთხოვნითაა უნდა მოვითხოვოთ სტოპ ღილაკზე ხელის დაჭერით, მაქსიმუმ ერთ თვეში მიეჩვიოს ხალხი. მოკლედ ყველაფერს რა პრობლემებზეც აქ ვწერთ ხოლმე უნდა პოლიტიკური ნება, მონდომება შესაბამისი უწყებებიდან და უპრობლემოდ გადაიჭრება ყველაფერი. ეს ნება არ ჩანს თორე

Posted by: Marshmallo 17 Jun 2016, 10:46
QUOTE (Guro_ @ 17 Jun 2016, 10:26 )
Outdoor
ხომ არის თბილისში გაჩერებები მოთხოვნით რომ აწერია

ხოდა ახლა ეს ახალი ავტობუსები რომ შემოვა, ერთი ვიდეორგოლის დამზადება და პლიუს საინფორმაციოებიდან კარგად გაშუქება უნდა, რომ გაჩერებები რომლებიც მოთხოვნითაა უნდა მოვითხოვოთ სტოპ ღილაკზე ხელის დაჭერით, მაქსიმუმ ერთ თვეში მიეჩვიოს ხალხი. მოკლედ ყველაფერს რა პრობლემებზეც აქ ვწერთ ხოლმე უნდა პოლიტიკური ნება, მონდომება შესაბამისი უწყებებიდან და უპრობლემოდ გადაიჭრება ყველაფერი. ეს ნება არ ჩანს თორე

მარტო მოთხოვნითი კიარა ყველა გაჩერებაზე ეგრე უნდა იყოს.

Posted by: Guro_ 17 Jun 2016, 11:28
Marshmallo
ყველა გაჩერებაზე აზრს მოკლებულია, მე-2 კორპუსთან ჭავჭავაძეზე მინიმუმ 10 კაცი ადის ჩადის ავტობუსში, (ჩემ დროს ასე იყო) რად უნდა მანდ სტოპ ღილაკი. ეგეთი გაჩერება ძალიან ბევრია, პლიუს მეტროსთან ჩასასვლელებიც. მოკლედ ყველგან არაა სწორი

Posted by: Obita1993 17 Jun 2016, 11:29
ფიქსიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიირრრრრრრრრრრრრრრრრრ

Posted by: vatman 17 Jun 2016, 11:38
Guro_
QUOTE
ხოდა ახლა ეს ახალი ავტობუსები რომ შემოვა, ერთი ვიდეორგოლის დამზადება და პლიუს საინფორმაციოებიდან კარგად გაშუქება უნდა, რომ გაჩერებები რომლებიც მოთხოვნითაა უნდა მოვითხოვოთ სტოპ ღილაკზე ხელის დაჭერით, მაქსიმუმ ერთ თვეში მიეჩვიოს ხალხი. მოკლედ ყველაფერს რა პრობლემებზეც აქ ვწერთ ხოლმე უნდა პოლიტიკური ნება, მონდომება შესაბამისი უწყებებიდან და უპრობლემოდ გადაიჭრება ყველაფერი. ეს ნება არ ჩანს თორე

სადაც არის მანდ ხალხი უკვე მიეჩვია, ნუ მიეჩვია ვინც მანდ ჩადის/ამოდის ხოლმე. ერთხელ, მეორეჯერ არ გააჩერა ავტობუსმა და ხალხიც უცბად მიეჩვია. ნუ ეხლა კატეგორია ვინც არ იცის რო მანდ მოთხოვნითაა ,მერე იწყება კონცერტები. მარა ღილაკიც მაგას არ უშველის. ან უნდა იყოს გამოკრული გაჩერებების სია, ან გამოაცხადონ როგორც მეტროში.

Posted by: Guro_ 17 Jun 2016, 12:06
vatman
რას მიეჩვია ვერ მივხვდი? ღილაკის გამოყენებას?

QUOTE
უნდა იყოს გამოკრული გაჩერებების სია, ან გამოაცხადონ როგორც მეტროში.

ხო ეს ცალსახად, მაგიტომაც დავწერე ნებაა საჭიროთქო. როგორც მე ვიცი ეს ახალი ავტობუსები აღჭურვილი იქნება ხმოვანი შეტყობინებებით, ეგ კიარა ბათუმში საპილოტე ავტობუს გაეშვა ხმოვავნი შეტყობინებებით, გაჩერებებს იძახის, ბილეთის შეძენას გახსსენებსო და რაღაც მაგდაგარი. ამ ახალ ავტობუსებში უნდა მოხდეს შესაბამისი მონიტორების დაყენება, სადაც იქნება გამოკრული მარშუტი, შესაბამისად მიეცემა მგზავრს ინფორმაცია, რომ შემდეგი გაჩერება მოთხოვნითაა, მოკლედ იცი რაზეც ვლაპარკობ, ბევრი გექნება ეგეთი ნანახი. თუ საქმე კეთდება, ბოლომდე კარგად უნდა გაკეთდეს

Posted by: nodara95 17 Jun 2016, 12:09
ხმოვანი შეტყობინებები უეჭველი უნდა ქონდეს ახალს თორე გატეხავს.

გაჩერებებიც უნდა იყოს გამოკრული.

Posted by: vatman 17 Jun 2016, 12:19
Guro_
QUOTE
რას მიეჩვია ვერ მივხვდი? ღილაკის გამოყენებას?

სადაა ღილაკი ჩვენს ავტობუსებში biggrin.gif
მიეჩვია იმას, რო მოთხოვნით გაჩერებებზე, მძღოლს წინასწარ ეუბნებიან(უფრო სწორედ კი ხმამაღლა მთელ ავტობუსზე) რო მოთხოვნითზე გააჩეროს. ასევე თუ მოთხოვნით გაჩერებაზე დგახარ, ავტობუსს ხელი უნდა აუწიო.

Posted by: Artgeo 17 Jun 2016, 14:19
გრძელი DAF-ები
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: Guro_ 17 Jun 2016, 14:33
vatman
ხო მეც არ გამიკვირდა biggrin.gif biggrin.gif

ხოდა ასევე მიეჩვევა ღილაკზე ხელის დაჭერასაც, მთავარია დადგეს ეს საკითხი დღის წესრიგში


Artgeo
კარგად მახსოვს ეგ ავტობუსები, მგონი პირველი სწორედ ეგენი ჩამოიწერა დაფებიდან, ზუსტად არ ვიცი

Posted by: SwaT-2011 17 Jun 2016, 16:02
QUOTE
კარგად მახსოვს ეგ ავტობუსები, მგონი პირველი სწორედ ეგენი ჩამოიწერა დაფებიდან, ზუსტად არ ვიცი

კი, პირველი ესენი ჩამოიწერა sad.gif კარგად მახსოვს ...
ერთ-ერთ ყველაზე "ბლატნოი" მარშრუტზე დადიოდა, ვაკე-საბურთალო-თავისუფლება, თუმცა ბოლომდე სვსე არასდროს მინახავს, მერე სისულელ გააკეთა მერიამ და ამხელა ავტობუსების ადგილეს მიკრო ბოგდანები დანიშნა facepalm.gif

Posted by: nodara95 17 Jun 2016, 16:09
პატარა ბოგდანებს, ძალიან ექსკლუზიურ მოდელებს smile.gif აქვთ ჩვენთან ღილაკი. სრულიად შემთხვევით ვნახე წინა კვირას. აი უკანა ამოსასვლელთან სკამი რომელშიც არ დგას(მთლიანი სადგომი როა) მაგათ აქვთ ღილაკები.

Posted by: BceOK 17 Jun 2016, 16:14
ეს გამარკვიეთ პატარა ბოგდანების ხაზებს გააუქმებენ საერთოდ ? როცა მთლიანად შეიცვლება ავტოპარკი

Posted by: Accident 17 Jun 2016, 16:19
BceOK
ჯერ არაა გარკვეული, მაგრამ ალბათ შემოიყვანენ პატარებსაც

Posted by: da_to 17 Jun 2016, 16:59
ეს კვირაც დამთავრდა, რა გახდა ასეთი ამ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ?

Posted by: giomelqa12 19 Jun 2016, 12:43
ელემენტარული პოლიტტექნოლოგიაც არ უვარგათ, ესე რო ჭიმავენ არჩევნებამდე შეიძლება აღარ მოესწროს

Posted by: Accident 19 Jun 2016, 15:38
giomela12
EBRD ჭიმავს ალბათ, ამათმა რა უნდა ქნან.

Posted by: giomelqa12 19 Jun 2016, 19:11
Accident
როგორც ვიცი ტენდერს ესენი ატარებენ, იბიარდი მხოლოდ ფულს დებს

Posted by: TramwayMan 19 Jun 2016, 19:36
giomela12
ტენდერს იბიარდი ატარებს მერია არაფერ შუაშია.

Posted by: Accident 19 Jun 2016, 19:37
giomela12
http://www.gurianews.com/_/left_wide/39372_74_ka/37milioniani_tenderi_kiTxvis_niSnis_qveS___ixdis_Tu_ara_Tbilisis_meria_11_milioniT_mets.html



თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე აცხადებს, რომ ტენდერი არა ქართული კანონმდებლობის, არამედ EBRD-ის მიერ დამტკიცებული პროცედურებით ხორციელდება.

"ეს არ არის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერი, ეს არის EBRD-ის ფინანსური მხარდაჭერით გამოცხადებული ტენდერი, რომელიც EBRD-ისვე პროცედურებით ხორციელდება და თბილისის მერიისთვის ახალი ავტობუსების შემოყვანას გულისხმობს.
მთელი პროცესი მიმდინარეობს შესყიდვის იმ პროცედურებით, რომელიც EBRD-ს აქვს გაწერილი. ბუნებრივია ეს არ ხდება ქართული კანონმდებლობით", _ განმარტავს ლექვინაძე.

მისივე თქმით, ტენდერში 7 კომპანია მონაწილეობდა - სამი ჩინური, ერთი უკრაინული და 3 ევროპული კომპანია.

"ახლა მიმდინარეობს მიღებული წინადადებების დამუშავება რამდენიმე ეტაპად, პირველ ეტაპზე ტენდერის მოთხოვნები საკმაოდ მკაცრი იყო, გათვლილი ხარისხზე და გამოცდილებაზე, რადგან გვინდა, რომ თბილისში ავტობუსები ევროპული ხარისხის იყოს და ძალიან ბევრი ისეთი მახასიათებლის მატარებელი, რომელიც მგზავრების უსაფრთხოებასა და კომფორტზე იქნება მორგებული.

ამიტომ ამ მკაცრი მოთხოვნების გათვალისწინებით საბოლოო ეტაპზე დაგვრჩა 3 ევროპული კომპანია, ჩინური კომპანიები და უკრაინული კომპანია დისკვალიფიცირებულები იქნენ, რადგან ისინი ვერ აკმაყოფილებდნენ მოთხოვნებს. დარჩენილი კომპანიების შეფასების ეტაპიც ხორციელდება ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის მიერ მოწვეული და რეკომენდირებული ექსპერტების მონაწილეობით. ისინი აფასებენ კომპანიების მიერ შემოტანილ წინადადებებს როგორც ფინანსური, ასევე ტექნიკური კუთხით, რამდენად შესაბამისობაშია. ამ ეტაპზე კონკურენცია დარჩენილ სამ ევროპულ კომპანიას შორის მიმდინარეობს",_ აღნიშნავს ლექვინაძე.

როგორც თბილსისი მერის მოადგილე ამბობს, ამ კომპანიების დასახელების უფლება ამ ეტაპზე არ აქვს, თუმცა აღნიშნავს, რომ გამარჯვებული კომპანია.

"ჯერჯერობით არ მაქვს უფლება ამ კომპანიების შესახებ გითხრათ. მას შემდეგ, რაც ევროპის განვითარების და რეკონსტრუქციის ბანკი კონსულტანტების შეფასებებს დაეთანხმება, გვექნება უფლება გამოვაცხადოთ ის სამი ევროპული კომპანია როგორი თანმიმდევრობით არიან ტენდერში წარმოდგენილი. ვინ გაიმარჯვა და ვინ რა მონაცემები დადო ამ კუთხით. პროცესის დასრულებას მაქსიმუმ შემდეგი კვირისთვის ველოდებით. სექტემბრისთვის კი ავტობუსების პირველი პარტიის შემოტანას ვვარაუდობთ. დარჩენილი სამი ევროპული კომპანია არის საკმაოდ მაღალხარისხიანი, ძალიან კარგი პრეცედენტი შეიქმნება ამით ამიერკავკასიაში, უმაღლესი ხარისხის ავტობუსები ივლის თბილისში იმ 34 მილიონ ევროში, რომელიც EBRD-მა გამოყო. აქედან 27 მილიონი ევრო სესხის ნაწილია, 7 მილიონი კი გრანტის კომპონენტია, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება. სესხის ამღები არის სახელმწიფო, ფინანსთა სამინისტრო და მისი გასტუმრების ვადები დაახლოებით 10 წელზე იქნება გაწერილი", _ აცხადებს ლექვინაძე.


Posted by: სერაფიტი 19 Jun 2016, 23:08
ახლა იყო პიესში რეპორტაჟი ავტობუსებზე.

უახლოეს 4 წელიწადში 700 ავტობუსი შემოვა ახალიო.

4 წელიწადში ანუ 10-ში?sad.gif

უახლოესი გეგმა 100 თუ 150 ავტობუსია. ესეც კარგია.

Posted by: alea iacta est 20 Jun 2016, 00:04
QUOTE
ამიტომ ამ მკაცრი მოთხოვნების გათვალისწინებით საბოლოო ეტაპზე დაგვრჩა 3 ევროპული კომპანია,

ყველაზე მაგარი ინფო, უკვე იმედი მაქვს რომ ნორმალური ავტობუსები შემოვა.
კიდევ კარგი იბიარდის პროცედურებით ხდება სატენდერო წინადადებების განხილვა, თორემ ვიხილავდით სინგჰიაოხინჭენზენ ავტობუსებს.

Posted by: giomelqa12 20 Jun 2016, 00:14
Accident
TramwayMan

იბიარდის პროცედურები არის, მაგრამ ამ წესებს მერიის თანამშრომლები იყენებენ ტენდერისთვის

თუნდაც ტენდერის ლინკზე, საკონტაქტო ინფორმაციაში მერიის ჩინოსნები იყვნენ მითითებულნი




http://rustavi2.com/ka/video/16685?v=2

ეს ჟურნალისტი მარსიდან ჩამოსულის შთაბეჭდილებას მიტოვებს facepalm.gif

Posted by: Accident 20 Jun 2016, 00:24
giomela12
სიტუაცია არის ასეთი


QUOTE
დარჩენილი კომპანიების შეფასების ეტაპიც ხორციელდება ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის მიერ მოწვეული და რეკომენდირებული ექსპერტების მონაწილეობით. ისინი აფასებენ კომპანიების მიერ შემოტანილ წინადადებებს როგორც ფინანსური, ასევე ტექნიკური კუთხით, რამდენად შესაბამისობაშია.

QUOTE
ჯერჯერობით არ მაქვს უფლება ამ კომპანიების შესახებ გითხრათ. მას შემდეგ, რაც ევროპის განვითარების და რეკონსტრუქციის ბანკი კონსულტანტების შეფასებებს დაეთანხმება, გვექნება უფლება გამოვაცხადოთ ის სამი ევროპული კომპანია როგორი თანმიმდევრობით არიან ტენდერში წარმოდგენილი. ვინ გაიმარჯვა და ვინ რა მონაცემები დადო ამ კუთხით.


QUOTE
ტენდერი ხორციელდება EBRD-ის წესების და პროცედურების დაცვით და აქ რაიმე ზეგავლენა გამორიცხულია. ყველა ქვეყანაში ასეა, რომ გარკვეული ინფორმაცია, ამ პროცესის მიმდინარეობის შესახებ არ არის საჯარო საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე და საქართველო გამონაკლისი ვერ იქნება. პროცესი არ მიმდინარეობს ჩვენი შესყიდვის წესების შესაბამისად. მერია არაფერ შუაშია, მერია უბრალოდ, არის მსურველი რომ ავტობუსები ჰყავდეს. სხვა დანარჩენ წესებს ადგენს EBRD"



ტენდერს ესენი ატარებენ და საკონტაქტოდ ვინაა მითითებული, რა მნიშვნელობა აქვს
ფაქტია, ელოდებიან იმათ მიერ მოწვეული შემფასებლების დასკვნას და მერე EBRD-ის თანხმობას, ამ დასკვნაზე.
სანამ დასკვნა და თანხმობა არ დაიდება, ამათმა რა უნდა ქნან?


* * *









alea iacta est
ეგ არაა სიახლე, მგონი თვეზე მეტია რაც ამბობდენ, რომ ევროპულები დარჩაო
წინა თემაში, ერთი კვირის წინ დაწერეს, საერთოდ, MAN იქნება გამარჯვებულიო
https://forum.ge/?showtopic=34605569&view=findpost&p=48075087
* * *


QUOTE
კიდევ კარგი იბიარდის პროცედურებით ხდება სატენდერო წინადადებების განხილვა, თორემ ვიხილავდით სინგჰიაოხინჭენზენ ავტობუსებს.

ხო, წინაზე ADB "გვეხმარებოდა".... გადარჩენილები ვართ

Posted by: giomelqa12 20 Jun 2016, 00:33
Accident

გასაგებლარია

QUOTE
ხო, წინაზე ADB "გვეხმარებოდა".... გადარჩენილები ვართ



აზიელები თავისას გაქაჩავდნენ და რეალურად გაქაჩეს კიდეც

Posted by: polaris 21 Jun 2016, 11:07
რამდენადაც ვიცი, მანია გამარჯვებული.

Posted by: giomelqa12 21 Jun 2016, 12:09
polaris

რამე სანდო წყაროდან იცი თუ წინა თემიდან მოყოლებული ინფოა? biggrin.gif

Posted by: vatman 21 Jun 2016, 12:31
polaris
QUOTE
რამდენადაც ვიცი, მანია გამარჯვებული.

ანუ გინდა თქვა თეგეტა თრაქ ენდ ბასი?

Posted by: Rin 21 Jun 2016, 21:11
არ ვიცი სად ვიკითხო, მაგრამ მარშუტკებში რომ კონდიციონერს ცოცოხალი თავით არ რთავენ მაგაზე ვინმეს შეიძლება მიმართო?
ნუ მძღოლს რომ ჰკითხო - გაფუჭებულია როგორც ყოველთვის.

Posted by: polaris 21 Jun 2016, 21:47
კულუარებიდან ვიცი, ვინც მითხრა იმანაც ასე მითხრა ,,როგორც ვიციო".

Posted by: lasha_milano 22 Jun 2016, 11:12
QUOTE (Rin @ 21 Jun 2016, 21:11 )
არ ვიცი სად ვიკითხო, მაგრამ მარშუტკებში რომ კონდიციონერს ცოცოხალი თავით არ რთავენ მაგაზე ვინმეს შეიძლება მიმართო?
ნუ მძღოლს რომ ჰკითხო - გაფუჭებულია როგორც ყოველთვის.

საინფორმაციო ცენტრი: 2 200 340 მაგატი ნომერია დარეკე და უთხარი რომელ მარშუტში ძიხარ და რამე ...


ეგენი სულ იტყუებიან თუ არ გაუტრაკე ისე არ ჩართავენ ბენძინის ზოგავენ პიდარასტები... facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif

Posted by: Rin 22 Jun 2016, 11:39
lasha_milano

აჰამ გასაგებია, მადლობა smile.gif


Posted by: gunnera 23 Jun 2016, 22:56
კონდიციონერი ხო იყო დიდებში? ზემოდან უბერავდა ცივი ჰაერი და ახლა არ ქონდათ ჩართული...

პატარა ბოგდანებში აუტანელი სიტუაციაა გარეუბნებში...

მაგალითად მოდის 39, ისნიდან მოყოლებული იტენება. ვაკეთილს უკვე ძალიან ნელა გადის, ბევრი ხალხია, აღმართია, გაჩერებაზე დრო იკარგება. ხოდა უკან მოყვება ცარიელი 39 :/ არ ვიცი ეს როგორ დარეგულირდება

წინაზე რომელიღაც მეუბნებოდა, ავტომატიკას ის მინუსი აქვს, ხშირად ატორმუზებენო და მგზავრები ცუდად გრძნობენ თავსო. ყურადღებას ვაქცევ და რასაც მექანიკაზე აკეთებენ (აღმართში აწვალებენ, არტყმევინებენ, არ უცვლიან სიჩქარეს) მაგაზე უარესი ვერ იქნება ავტომატიკა

Posted by: Accident 24 Jun 2016, 01:14
gunnera
QUOTE
კონდიციონერი ხო იყო დიდებში?

ყოფნით იყო, მაგრმა ჩართულ მგდომარეობაში, ერთხელ თუ ორჯერ შემხვედრია.

QUOTE
პატარა ბოგდანებში აუტანელი სიტუაციაა გარეუბნებში...
მაგალითად მოდის 39,

ეგ ზოგადი პრობლემაა, პატარა დიდი რამ გაყო


QUOTE
წინაზე რომელიღაც მეუბნებოდა,

მე spy.gif

QUOTE
ვტომატიკას ის მინუსი აქვს, ხშირად ატორმუზებენო და მგზავრები ცუდად გრძნობენ თავსო. ყურადღებას ვაქცევ და რასაც მექანიკაზე აკეთებენ (აღმართში აწვალებენ, არტყმევინებენ, არ უცვლიან სიჩქარეს)

მაგას აღმართში აკეთებენ და იმას სწორ ადგილასაც აკაჩავებდნენ.

ავტომატიკას მინუსი კი არ აქვს, მძღოლებს აქვთ ერთ ადგილას დიდი მინუსი.
ხოდა, ღირსები არიან მექანიკაზე იმტვრიონ ხელ ფეხი, ვიდრე ავტომატიკაზე წყნარად მყოფებმა აჯანჯღარონ მგზავრები.

Posted by: gunnera 24 Jun 2016, 10:21
Accident

QUOTE
პატარა ბოგდანებში აუტანელი სიტუაციაა გარეუბნებში...
მაგალითად მოდის 39,


აქ თავიდან იმის გამო დავიწყე პოსტი, რომ საშინელ სიცხეზე გამეკეთებინა აქცენტი :/ ჩახუთულობაა და ის ფანჯრები არ ყოფნის. არც ლუქი :/

QUOTE
ავტომატიკას მინუსი კი არ აქვს, მძღოლებს აქვთ ერთ ადგილას დიდი მინუსი.


აქ მეგონა ავტომატიკაზე წერდი ადრე smile.gif))

Posted by: Marshmallo 30 Jun 2016, 00:18
ბორჯომში რატო უნდა იყოს უკეთესი ავტობუსები ;-;

Posted by: ფაშისტი 30 Jun 2016, 13:08
ისე, 78 ნომერ ავტობუსს თუ დაამატებდნენ კარგი იქნებოდა, ზემო ვერაზე ამსვლელები თითქმის 20 და მეტი წუთი ველოდებით ხოლმე 51-ე სკოლასთან.. ყრილობა გეგონება იმდენი დგას გაჩერებასთან, რომ ვერარ ეტევიან მერე მომდევნოს ელოდებიან.. ამასობაში ისევ გროვდება ხალხი, და მიდის მერე კონტროლიორზე ზეწოლა, ან ის რა შუაშია..

მოკლედ N78 -ის დამატება ჩვენი ოცნებაა smile.gif

Posted by: Just_Test 30 Jun 2016, 13:34
მარშუტკებში ვაგზლიდან რაც გადის არცეთრში არ არის ჩართული კონდიციონერი მაგაზე მივწერე ფეისბუქზე და ვნახოთ ერთი რას მიპასუხებენ

Posted by: MAST_WEB 1 Jul 2016, 11:19
სადაა ტენდერის პასუხი ბოლობოლო, რომელმა კომპანიამ გაიმარჯვა არ უნდა თქვან?!

რატომ წელავენ დროს ვერ გამიგია

Posted by: vatman 1 Jul 2016, 11:44
polaris
QUOTE
რამდენადაც ვიცი, მანია გამარჯვებული.

მეც გავიგე მსგავსი ინფორმაცია სხვა წყაროდან...
მარა რავი......

Posted by: giomelqa12 1 Jul 2016, 16:44
ავტობუსებში მართლა გაფუჭებულია კონდიციონერები?

Posted by: Accident 1 Jul 2016, 17:36
giomela12
ალბათ, თორემ მაგათ რა აკლდებათ რომ ჩართონ?

ერთში შემხვდა ჩართული, რამდენიმე წლის წინ, მე კი მიბერავდა, მაგრამ ყველა ფანჯარა ღია იყო drug.gif
ეგენი ჯიბიდან არ იხდიან. აი მარშრუტკაში რომ გააღო ფანჯარა ჩართული კონდიციონერის პირობებში, მაგ გაღებულიდანვე გადმოგაგდებს მძღოლი.




Posted by: giomelqa12 1 Jul 2016, 19:31
Accident
QUOTE
ალბათ, თორემ მაგათ რა აკლდებათ რომ ჩართონ?


ხო მეც ეგ ვიფიქრე, თან რატომ უნდა იყოს გაფუჭებული არ მესმის, თან ესე მასობრივად ხო საერთოდ

ეს ახალი ინფო
https://www.facebook.com/wifier.ge/photos/a.1704858013108113.1073741828.1682795198647728/1704857493108165/?type=3&theater

Posted by: AUTOCRAT 1 Jul 2016, 22:04
თბილისი (GBC) – „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ CNG-ის საწვავზე მომუშავე ავტობუსების მისაღებად ემზადება.
ახალი ავტობუსების შეუფერხებელი ექსპლუატაციისთვის დიდ დიღომის ტერიტორიაზე მსხვილი ავტოგასამართი სადგური აშენდება.
სადგურს ექნება 2 სვეტი დიზელის საწვავისთვის, ასევე 8 გაზგასამართი სვეტი.
სადგური უახლესი და მაღალი სიმძლავრით გამორჩეული დანადგარებით აღიჭურვება, რომლის ანალოგი საქართველოში არ არის.
მუნიციპალური ავტოასამართი სადგურის მშენებლობა-აღჭურვისთვის კომპანიამ ბაზრის კვლევა უკვე დაიწყო, სადაც დაინტერესებულ პირებს სადგურის სამშენებლო სამონტაჟო სამუშაოებზე კომერციული წინადადების წარდგენა შეუძლია. შეთავაზებული ფასები გამოსახული უნდა იყოს ლარში, კანონმდელობის შესაბამისი, ყველა გადასახადის ჩათვლით.
ავტოგასამართი სადგური დიდ დიღომში ყოფილი ტელევიზორების ქარხნისა და IV მ/რაიონის V კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება.
წინადადებების წარდგენის ვადა 8 ივლისის 18:00 საათზე იწურება.
http://gbc.ge/index.php?m=home&newsid=88526

Posted by: Accident 1 Jul 2016, 23:27
giomela12
ანუ, თბილისში უშვებენ მაგ თურქულებს?

Posted by: hatcher41 2 Jul 2016, 11:29
თბილისი (GBC) – შემოდგომიდან თბილისს კომპანია MAN-ის ავტობუსები მოემსახურება.

როგორც GBC-ის ტენდერში ჩართულმა წყარომ განუცხადა, სწორედ გერმანული კომპანია შეირჩა ტენდერის გამარჯვებულად.

თავად "ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში" (EBRD) გამარჯვებულს არ ასახელებენ, ამბობენ, რომ პროცესი ბოლო ეტაპზეა და ხელშეკრულების გაფორმებას ელიან.

MAN-ს მეორე ეტაპზე კონკურენციას IVECO და Solaris-ი უწევდა.

MAN-ის ავტობუსები სრულად CNG საწვავზე იმუშავებს, ისინი ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაშია და ასევე მორგებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებებს.

აღსანიშნავია, რომ გერმანული კომპანია MAN-ლიდერია ამ სეგმენტში, მისი წარმოებული სატვირთო ავტომობილები და ავტობუსები მთელ მსოფლიოში უდიდესი პოპულარობით სარგებლობს.

http://gbc.ge/index.php?m=home&newsid=88531

პ.ს. გამარჯობა, ახალი მომხმარებელი ვარ ))



Posted by: ჭოლო 2 Jul 2016, 12:20
hatcher41
გამარჯობა.
კარგიციუზერი ხარ კარგი ამბით დაიწყე

Posted by: gunnera 2 Jul 2016, 13:58
ეხლა ხო მხოლოდ ისინი შემოდიან, რომლებიც დიდებს ჩაანაცვლებენ? ისეთი ციფრები წავიკითხე ადრე რო ზუსტად ის რაოდენობაა რაც დიდი ბოგდანები

პატარებზე კიდე შემდეგ არჩევნებს უნდა ველოდოთ 4 წელი? თუ რა მაფიაა?

ისე დიდები გაცილებით კარგ ფორმაში არიან და იმედია არ გადაყრიან biggrin.gif

Posted by: W-G1 2 Jul 2016, 14:09

gunnera
ალბათ სხვა ქალაქებს გადაუნაწილებენ

Posted by: TramwayMan 2 Jul 2016, 14:42
gunnera
wit-georgia1
არავინ არაფერს არ ანაცვლებს ემატება

Posted by: giat 2 Jul 2016, 15:50
ვნახე
ამ ახალი ავტობუსების დიზაინი
ინტერიერი
ექსტერიერი
ლამაზი.თანამედროვე და თბილისის შესაფერისია და ეკოლოგიურად და ენერგომატარებლებით სიახლეები ასე
რომ
თუ მართლა შემოვიდა მინდა თბილისელებს მივულოცო

Posted by: BceOK 2 Jul 2016, 16:32
პატარა ავტობუსებს პატარა MAN-ის ავტობუსებით შეცვლიან ? :დ

Posted by: SwaT-2011 2 Jul 2016, 16:45
giat
იმედია სკამები ანტი ვანდალურია, თორე სანდრა ბუსების ბედი ელით, დანით აბივკა, რო ამოჩიჩქნეს ყველა ავტობუსში facepalm.gif

Posted by: Accident 2 Jul 2016, 18:05
BceOK
დაწერეს ზემოთ, რომ ჯერჯერობით არც დიდს ცვლიან და არც პატარას.
* * *
ეს რა ტექნოლოგიაა, ადვილად რომ ასრიალებენ
https://youtu.be/CNaxvB_C-GM?t=6m27s

Posted by: AUTOCRAT 2 Jul 2016, 21:30
QUOTE
იმედია სკამები ანტი ვანდალურია, თორე სანდრა ბუსების ბედი ელით, დანით აბივკა, რო ამოჩიჩქნეს ყველა ავტობუსში


Posted by: Accident 2 Jul 2016, 21:38
QUOTE
იმედია სკამები ანტი ვანდალურია

ყველა მგზავრებზე ამახვილებს ყურადღებას და და ის და**ვებული მძღოლები რომ გაზავენ ან 50კმ/სთ-იდან ატორმუზებენ, ეგ არ აზიანებს მანქანას?

დიდი ალბათობით, ესეც DAF-ებივით ავტომატიკა იქნება და ისევ პიანინოს პედლებივით უნდა იხმარონ?




Posted by: giomelqa12 2 Jul 2016, 21:46
რა ჩანაცვლება ხალხნო, ქალაქში იმის ნახხევარი ავტობუსებიც არ არის რეალურად რამდენიც უნდა იყოს

თან ეს მარშრუტკებიც თუ ევროპა გვინდა ავტობუსებით უნდა ჩანაცვლდეს


Accident

როგორც ჩანს ეგრეა, წინასწარ რატომ არ აპიარებს თბილისის მთავრობა არ მესმის biggrin.gif

ხო კიდევ, დღეს გლდანის ავტობუსების პარკს ჩავუარე ესე ორისეკენ და 20 დიდი ბოგდანი იყო გაჩერებული spy.gif

Posted by: lasha_milano 2 Jul 2016, 22:22
არის ასრულდა ოცნება გაიხარე მუშავ წამებულო. იყო ბნელი და გახდა ნატელი და ა.შ.

ერთი 5 წელი თუ გაუძლეს ქაჯებს და ჟ.ვ.ს.ს კაიბიჭებს კაი იქნება

"MAN"-ია მაინც

Posted by: datosia 2 Jul 2016, 22:36
მანდ მთავარი არის კიდევ მოვლა ავტობუსებს, თორემ როგორც წინა ავტობუსებზე აკეთეს ზეთს არ ცვლიდნენ და ბოქსებში აბარებდნენ, მაგიტო დაერხა დიდ წილად ყვითელ ავტობუსებს

Posted by: Walfisch 3 Jul 2016, 11:53
datosia
ახალ ავტობუსებს ტექნიკურ მომსახურებას Tegeta Motors-ი გაუწევს.

Posted by: vatman 3 Jul 2016, 12:38
Walfisch
QUOTE
ახალ ავტობუსებს ტექნიკურ მომსახურებას Tegeta Motors-ი გაუწევს.

რატომ?
რახან მის შვილობილს შემოჰყავს, ეს არ ნიშნავს რო ტექნიკურ მომსახურეობას გაუწევს, სატრანპორტო კომპანიას ყველა პარკში აქვს სათანადო ტექნიკური მომსახურეობის ზონები.
უფრო ალბათ თეგეტა თრაქ ენდ ბასი პერსონალს გადაამზადებს

Posted by: Walfisch 3 Jul 2016, 13:14
vatman
გეგმიურ მომსახურებას გაუწევს Tegeta Motors-ი. მათ შორის SNG-ს აპარატურისა და ბალონების კონტროლს და მომსახურებას.
P.S პერსონალის გადამზადება თავისთავად. მაგრამ, მხოლოდ ეგ საკმარისი არ არის, ასევე აუცილებელია სპეციალური აპარატურის და საკონტროლო სტენდების შეძენა რაც რამდენიმე ათეული მილიონი ეღირება.

Posted by: Just_Test 3 Jul 2016, 14:58
http://bfm.ge/sazogadoeba/yvitel-avtobusebs-germanuli-avtobusebi-chaanacvlebs/

Posted by: vatman 3 Jul 2016, 15:34
Walfisch
QUOTE
გეგმიურ მომსახურებას გაუწევს Tegeta Motors-ი. მათ შორის SNG-ს აპარატურისა და ბალონების კონტროლს და მომსახურებას.
P.S პერსონალის გადამზადება თავისთავად. მაგრამ, მხოლოდ ეგ საკმარისი არ არის, ასევე აუცილებელია სპეციალური აპარატურის და საკონტროლო სტენდების შეძენა რაც რამდენიმე ათეული მილიონი ეღირება.

საგარანტიო პერიოდში ხო ჩაუტარებს, მარა აშკარად ტტც-ს ტერიტორიაზე. ამდენ ავტობუსს თავის სატვირთოების სერვისში თუ გამოიყვანეს ხოლმე, ხო გახდა პარალიზებული.
სატვირთო სერვისში თუ მოგიწიათ იმ დღეს მისვლა როდესაც მაგალითად ქართულ ამერიკული სკოლის ავტობუსებია მოსული vis.gif , არადა სულ 10 ცალია....
ეს აპარატურა არც აქვს ახლა, და მაგიც ტტც-ს უნდა ჰქონდეს. საგარანტიოს შემდეგ ხო უნდა მოემსახუროს თავის ავტობუსებს.
ისე თეგეტასაც არ აქვს ჯერ ჯერობით გამოცდილება გაზის აპარატურიან ავტობუსებთან, მაგათაც უნდა ისწავლონ biggrin.gif biggrin.gif

Posted by: TramwayMan 3 Jul 2016, 16:31
vatman
Walfisch
ახალი ავტობუსებისთვის შენდება ახალი ბაზა დიღომში სადაც მათი მომსახურებისათვის ყველაფერი გაკეთდება.

Posted by: lasha_milano 3 Jul 2016, 16:35
QUOTE (TramwayMan @ 3 Jul 2016, 16:31 )
vatman
Walfisch
ახალი ავტობუსებისთვის შენდება ახალი ბაზა დიღომში სადაც მათი მომსახურებისათვის ყველაფერი გაკეთდება.

აგვისტო მაქსიმუმ სექტემბრის დასაწყისიდან უნდა შემოვიდესო და ჯერ თუ არაა აშენებული 1თვეში რისი ამშენებლებ-მომწყობები არიან ესენი...

Posted by: vatman 3 Jul 2016, 16:43
TramwayMan
QUOTE
ახალი ავტობუსებისთვის შენდება ახალი ბაზა დიღომში სადაც მათი მომსახურებისათვის ყველაფერი გაკეთდება.

ეხლა მე უნდა მიგეთაგე მაგ პოსტში?
drug.gif givi.gif

Posted by: TramwayMan 4 Jul 2016, 14:57
ცვლილება ავტობუსების სამარშრუტო სქემაში

04 ივლისი 2016

მოსახლეობის ინტერესებისა და მგზავრთა ნაკადების ცვლილების გამო თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურისა და სატრანსპორტო კომპანიის გადაწყვეტილებით დღეიდან შეიცვალა მუნიციპალური ავტობუსის რამდენიმე მარშრუტი. კერძოდ: მარშრუტი №51, რომელიც გლდანულადან მოძრაობდა ვაკის სასაფლაომდე დაგრძელდა და იმოძრავებს უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლამდე (სტუდქალაქი კორპუსი № 4).
№60 - მოძრაობდა მ/ს „ღრმაღელედან“ თბილისის ზღვის მიმართულებით, კერძოდ პანსიონატამდე „ოქროს საწმისი“. განახლებული სქემით კი გააგრძელებს მოძრაობას აქვაპარკ „ჯინო ფერედაისის“ გავლით მშენებარე ზოოლოგიურ პარკამდე (ლიპტოვის და ხუდადოვის ქუჩების გადაკვეთა).
გარდა ამისა, სატრანსპორტო კომპანია ითვალისწინებს მგზავრთა მოთხოვნას და მომსახურების გაუმჯობესების მიზნით № 60 (მ/ს „ღრმაღელე“ - თბილსის ზღვა) და № 111 (გადასასვლელი ხიდი - თბილისის ზღვა) მარშრუტებზე ზრდის ავტობუსების რაოდენობას, რაც შესაბამისად გამოიწვევს ინტერვალების შემცირებას.
აღნიშნულ მარშუტებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" ცხელ ხაზზე: 2 93 44 44

http://ttc.com.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=35&info_id=3007


სიახლე ავტობუსების სამარშრუტო სქემაში

04 ივლისი 2016

დღეიდან სადგურის მოედნიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით ღამის რეისზე 3 ავტობუსი იმოძრავებს. თბილისის მერიისა და სატრანსპორტო კომპანიის ინიციატივით, № 37 ავტობუსი მთელი ღამის განმავლობაში 30 წუთიანი ინტერვალით მოემსახურება როგორც თბილისის მოსახლეობას, ასევე ტურისტებს. აღნიშნულ მარშრუტებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცხელ ხაზზე: 2 93 44 44

http://ttc.com.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=35&info_id=3006

Posted by: vatman 4 Jul 2016, 15:22
TramwayMan
QUOTE
ცვლილება ავტობუსების სამარშრუტო სქემაში

ძალიან კარგი ცვლილებებია,
განსაკუთრებით N37-ზე up.gif

Posted by: sergo_bero 4 Jul 2016, 15:34
QUOTE
დღეიდან სადგურის მოედნიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით ღამის რეისზე 3 ავტობუსი იმოძრავებს.

up.gif მაგარია

Posted by: da_to 4 Jul 2016, 15:48
QUOTE
განსაკუთრებით N37-ზე


გეთანხმები მაგრამ, ბარე ახალი ავტობუსები გაეშვათ ... ან ის თურქების ნაჩუქარი ..

მაგარი ტურისტს დანჯღრეულ ბოგდანს რომ დაახვედრებ facepalm.gif

Posted by: vatman 4 Jul 2016, 16:08
da_to
QUOTE

მაგარი ტურისტს დანჯღრეულ ბოგდანს რომ დაახვედრებ

შეიძლება იმ თურქულებს ამუშავებენ ღამით...
3 ხაზზე, 2 რეზერვში. ისედაც თურქები აფრიკის პარკში ბინადრობენ

Posted by: hatcher41 4 Jul 2016, 17:01
თურქულებს აამუშავებენ როგორც ჩანს N37-ის ხაზზე smile.gif

„00:00 საათიდან დილის 07:00 საათამდე აღნიშნულ მარშრუტზე მგზავრებს გადაადგილება დიდი ზომის ავტობუსებით შეეძლებათ. ღამის საათებში N37 ავტობუსი ყოველ 35 წუთში ერთხელ ივლის“

http://news.ge/ge/news/story/186202-aeroportis-mimartulebit-modzravi-37-avtobusi-dgheidan-mgzavrebs-ghamis-saatebshits-moemsakhureba

Posted by: vatman 4 Jul 2016, 17:56
QUOTE
vatman
QUOTE
ისედაც თურქები აფრიკის პარკში ბინადრობენ


ნუთუ გლდანში გადაბარგეს ეს ავტობუსები spy.gif

user posted image

http://tbilisi.gov.ge/news/2683

Posted by: ფაშისტი 4 Jul 2016, 18:13
აუ 78 ნომერი ავტობუსი დაამატონ რაა..
ძალიან ვწვალობთ ზემო ვერაზე ვინც ვხცოვრობთ
ბელინსკზე ძლუვს ადიან, უგორდებათ უკვე ისეთ დღეშია ავტობუსებ
მგზავრი იმდენია ვეღარ იტევს სალონი და აი ცოდვის ტრიალია ხოლმე

Posted by: Kublicha 4 Jul 2016, 18:26
QUOTE
00:00 საათიდან დილის 07:00 საათამდე აღნიშნულ მარშრუტზე მგზავრებს გადაადგილება დიდი ზომის ავტობუსებით შეეძლებათ

ღამით ეგენი ივლის და დღე ბოგდანები?

Posted by: rati nwt 4 Jul 2016, 19:35
ამდენი ხანი ვერ მოიფიქრეს რომ ტურისტის პირველადი შთაბეჭდილებისთვის საჭირო იყო - კარგი თუ არა ნორმალური ავტობუსი, რომელიც არ იჯაყჯაყებდა, დანგრეული, სუნიანი.. უჰაერო არ იქნებოდა.

მაგრამ მგონი აქაც არ ჩაუნაცვლებიათ ბოლომდე ბოგდანები..

Posted by: giomelqa12 5 Jul 2016, 12:04
დროშებს კაი დღე არ დაადგებათ

პროვოკაციულია ქრისტიანულ მოსახლეობაში მსგავსი რამ

დაახლ. ისეთი საუდის არაბეთში ზოგიერთ საფეხურთო კლუბს ჯვრები რომ შეაცვლევინეს

Posted by: Rapanui 8 Jul 2016, 19:48
არ ავსულვარ, უბრალოდ გადავუღე...
user posted image

Posted by: Guro_ 8 Jul 2016, 20:14
Rapanui
კაი ვიდზეა ტო, საერთოდ არაა მიჩათლახებული, ეტყობა შეარემონტეს up.gif up.gif up.gif

Posted by: Accident 8 Jul 2016, 20:43
Guro_

აბა ნახევარი წლის მერეც თუ შეძლებ მაგის თქმას




giomela12

სახელმწიფო დროშა რანაირადაა პროვოკაციული? თან მაშინ როცა მეჩეთი გვაქვს დედაქალაქში....





Posted by: da_to 8 Jul 2016, 20:58
ავტობუსის ტაბლოს ვერ დაადგეს ვითომ თავი ? თუ არ შეიწუხეს თავი ? biggrin.gif

Posted by: Kublicha 8 Jul 2016, 21:31
da_to
QUOTE
ავტობუსის ტაბლოს ვერ დაადგეს ვითომ თავი ? თუ არ შეიწუხეს თავი ?

ქართული შრიფტი ვერ ჩაწერეს ეტყობა

Posted by: Guro_ 8 Jul 2016, 23:59
Accident
QUOTE
აბა ნახევარი წლის მერეც თუ შეძლებ მაგის თქმას

user.gif user.gif


როგორ მინდოდა ამ ზაფხულს ახალი ავტობუსებით მემგზავრა, როგორ გაჭიმეს რა mad.gif mad.gif


იმედია ზამთარში ვიმგზავრებ და ისევ ექნება ახლის სიპეწე love.gif love.gif love.gif

Posted by: W-G1 9 Jul 2016, 00:15
ფაშისტი
მართალი ხარ, ძალიან საშინელბაა 78 დღეს. 30 წუთი უნდა ელოდო და გადატენილი

Posted by: giomelqa12 9 Jul 2016, 11:46
Accident

სხვადასხვა რამეა ეგ


Guro_

არჩევნებს მოესწრება

Posted by: Accident 9 Jul 2016, 12:14
giomela12
არაფერი სხვადასხვა არაა.

ქართველებს არასდროს ჰქონიათ პრობლემა ზოგადად მუსლიმებთან რომ მათ სიმბოლოებს გამოეკიდონ.
და მითუმეტეს ისეთ საერთაშორისო სიმბოლო, როგორიც დროშაა.

და დაქლიავებული არაბები რას აკეთებენ თავის ქვეყანაში, ეგ ჩვენს მაგალითად ვერ გამოდგება.

Posted by: ზღვისეული__ 9 Jul 2016, 12:31
Rapanui
ეს ავტობუსი თბილისის ქუჩებში დადის? biggrin.gif საერთოდ არ შემიმჩნევია smile.gif მეც მომწონს გარედან love.gif
მომკალით და ყვითელი ავტობუსები მიყვარს. ხალხს ვაკვირდები ხოლმე და უკვე ვამჩნევ, მგონი, ვინ არის ბედნიერი და ვინ არა bis.gif

Posted by: AUTOCRAT 9 Jul 2016, 13:25
QUOTE
ქართული შრიფტი ვერ ჩაწერეს ეტყობა

რომელია ის გენიოსი ვინც ეგ შრიფტი მაგ ტაბლოში ჩასვა? თავზე უნდა გადაატეხო yes.gif

Posted by: giomelqa12 9 Jul 2016, 17:23
Accident

ვნახოთ რამდენი ხანი იქნება ეგ სიმბოლოები ავტობუსებში

Posted by: Accident 9 Jul 2016, 20:10
giomela12

ე.ი. ვნახოთ რამდენად ჩამორჩენილი საზოგადოება ვართ....

Posted by: aloha__ 10 Jul 2016, 11:31



ხუთი გვაჩუქეს ხო თურქებმა?


აქ ერთი იუზერი წერდა, მაღალი ხმა აქვს მაგ თურქულებსო და ქალაქში თუ ნახეთ ვინმემ, დაწერეთ როგორია..

თუ ხმაურიანია, ღამე მაგათი მუშაობა არ იქნება მთლად ლოგიკური..



უმადურობის გამო არ ვწერ, პირიქით მადლობა თურქებს up.gif

+ მაგარი ელჩი ჰყავთ საქართველოში


Posted by: Berkem Al Atomi 10 Jul 2016, 15:08
QUOTE (aloha__ @ 10 Jul 2016, 11:31 )

მაგარი ელჩი ჰყავთ საქართველოში

რით არის გამორჩეული ეს ელჩი? უფასო საშაურმე გახსნა საელჩოში?

Posted by: rati nwt 10 Jul 2016, 21:22
ეს ახალი 37ები მარტო ღამის 12 დან დილის 7 მდე დადის ჰოო? თუ რაღაც ეგეთი..


ვინმემ იმგზავრეთ? მართლა დადის მთელი ღამე ნახევარ საათის ინტერვალში?

Posted by: lasha_milano 10 Jul 2016, 21:53
QUOTE (rati nwt @ 10 Jul 2016, 21:22 )
ეს ახალი 37ები მარტო ღამის 12 დან დილის 7 მდე დადის ჰოო? თუ რაღაც ეგეთი..


ვინმემ იმგზავრეთ? მართლა დადის მთელი ღამე ნახევარ საათის ინტერვალში?

yes.gif yes.gif yes.gif

მარტო ღამე და ინტერვალიც ეგეთია

yes.gif yes.gif yes.gif

Posted by: PREDATOR 11 Jul 2016, 15:05
რა ფერის ავტობუსები ჩაანაცვლებს თბილისში ყვითელ ავტობუსებს? – პრეზენტაცია ხვალ გაიმართება
ხვალ სასტუმრო „რედისონში“ იმ ახალი ავტობუსების პრეზენტაცია გაიმართება, რომლებსაც მერია თბილისში სექტემბრის ბოლოს შემოიყვანს.

ავტობუსები გერმანული კომპანიის MAN-ის მიერაა წარმოებული და უახლოეს, 2016 წლის მოდელებს წარმოადგენს. ავტობუსები იქნება 12 მეტრიანი და ადაპტირებული.

მათ ტენდერში კონკურენციას IVECO და Solaris-ი უწევდნენ. MAN-ლიდერია ამ სეგმენტში, მისი წარმოებული სატვირთო ავტომობილები და ავტობუსები მთელ მსოფლიოში უდიდესი პოპულარობით სარგებლობს.

ავტობუსების შესაძენად თბილისის მერიას დაფინანსება ევრობანკმა გამოყო. 27 მლნ ევროს ოდენობით სესხის სახით, დამატებით 7 მილიონის გრანტი EBRD-ის მართვის ქვეშ არსებულმა ფონდმა E5P გამოყო.

ფოტოზე ავტობუსების იმ მოდელს ხედავთ, რომელიც თბილისში იმოძრავებს, თუმცა რა ფერის იქნება ახალი ავტობუსები, ამას მერიაში ხვალამდე, პრეზენტაციამდე ასაიდუმლოებენ.

სულ სექტემბრის ბოლოს თბილისში 143 ახალი ავტობუსი შემოვა.

ისინი ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე და გრძელ დისტანციებზე იმოძრავებენ.

EBRD-ის მიერ მომზადებული დასკვნის თანახმად CNG ტექნოლოგიაზე მომუშავე ავტობუსები დიზელის საწვავზე მომუშავე ავტობუსებზე უსაფრთხო და ეკოლოგიურად გაცილებით სუფთაა, რადგან ბუნებრივი გაზი არ არის ტოქსიკური, კოროზიული, ან კანცეროგენური. არ აბინძურებს ნიადაგს, ზედაპირულ და მიწისქვეშა წყლებს.
http://commersant.ge/?m=5&news_id=39192&cat_id=11
* * *
სექტემბრიდან თბილისში ახალი, ლურჯი ფერის ავტობუსები ივლის
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/388133-seqtembridan-thbilisshi-akhali-avtobusebi-ivlis.html

Posted by: vatman 12 Jul 2016, 12:32
PREDATOR
QUOTE
სულ სექტემბრის ბოლოს თბილისში 143 ახალი ავტობუსი შემოვა.


175.....

150....

143......

ნეტავ რეალურად რამდენი ჩამოვა....

ეს კი პოლიტგანყში უნდა დაიდოს biggrin.gif
http://commersant.ge/?m=5&news_id=39229&cat_id=5

სექტემბრიდან თბილისში ლურჯი ფერის ავტობუსები ივლის

მოსკოვშიც ტრანსპორტის ბრენდ ფერი არის ლურჯი jump.gif

https://forum.ge/?showtopic=34875448&view=findpost&p=48328361 chups.gif

Posted by: AUTOCRAT 12 Jul 2016, 13:09
QUOTE
სექტემბრიდან თბილისში ლურჯი ფერის ავტობუსები ივლის

facepalm.gif
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: nodara95 12 Jul 2016, 13:46
ოცნების ფერებში გადაწყვიტეს. smile.gif

Posted by: Berkem Al Atomi 12 Jul 2016, 14:30
ყვითელი ფერი უფრო კარგი იყო ავტობუსისთვის, ლურჯზე გადასვლა აშკარად წინასაარჩევნო პიარეაა.

Posted by: Kublicha 12 Jul 2016, 22:31
მოკლედ ასეთი უსაქმურობა ჩავატარე ამ საღამოს.
გამოთვალე რამდენი დიდი ბოგდანი დადის ყოველდღიურად (სამუშაო დღეებში). განრიგები წავიხითხე ტეტეცეს საიტზე და გამოთვალე გასვლების მიხედვით.
პასუხი არის 114.

დეტალურად თუ გაინტერესებთ:
#9 - 6 ცალი.
#14 - 9 ცალი.
#21 - 13 ცალი.
#23 - 9 ცალი.
#24 - 13 ცალი.
#33 - 8 ცალი.
#51 - 17 ცალი.
#61 - 8 ცალი.
#88 - 9 ცალი.
#140 - 11 ცალი.
#150 - 11 ცალი.

პატარა ბოგდანი დადის #37 ზე, რომელიც გამოთვალე და არის 15.


არსებული ხაზების პარალელურად არამგონია გაუშვან მანები, ჩემი ვარაუდიდ დიდ ბოგდანებს გადმოყრიან ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილზე (კოლმეურნეობიდან აღმოსავლეთ მიმართულებებზე), სადაც ერთცერთი დიდი არ დადის, ხოლო ჩამოთვლილი ხაზებს მანებით ჩაანაცვლებენ. ხო ცნობილია რომ ახალი პარკი დიდ დიღომში შენდება, ნაკლებად სავარაუდოა აღმოსავლეთ ნაწილში გაუშვან ახალი ავტობუსები. აი 37 ზე კი აუცილებლად მანებს გაუშვებენ.
მანი ხომ იყიდეს 143. რჩება 14 ავტობუსი.

აბა რომელი პატარა ბოგდანის მარშრუტი შეიძლება რომ გადავიდეს დიდ ავტობუსზე? ან რომელი შეიძლება ჩამოთვლილთაგან დაგრძელდეს?

14 ავტობუსი ეყოფა:
ან ერთ დიდ მარშრუტს, მაგალითად შეიძლება ეს იყოს #20.
ან ორ პატარა მარშრუტს
ან რამდენიმე ხაზის დაგრძელებას.

Posted by: PULSE 12 Jul 2016, 23:28
QUOTE
პასუხი არის 114.

რეზერვში რამდენია ნეტა? ხო 150 შემოვიდა თავის დროზე და რამდენი ჩამოწერეს?

QUOTE
აბა რომელი პატარა ბოგდანის მარშრუტი შეიძლება რომ გადავიდეს დიდ ავტობუსზე?

ბარემ 15 ნომერიც გადაიყვანონ, მაინც დიდ დიღომში აშენებენ მაგათ ბაზას და გვეკუთვნის biggrin.gif

Posted by: Kublicha 12 Jul 2016, 23:50
PULSE
QUOTE
რეზერვში რამდენია ნეტა? ხო 150 შემოვიდა თავის დროზე და რამდენი ჩამოწერეს?

ისიც მიკვირს 36ზე მეტი რომ არ გამოვიდა მწყობრიდან

QUOTE
ბარემ 15 ნომერიც გადაიყვანონ, მაინც დიდ დიღომში აშენებენ მაგათ ბაზას და გვეკუთვნის

15ს და 20ს ორივეს არ ეყოფა და მაგ ორიდან ჩემი აზრით 20 ჯობია.
შეიძლება 85ზე ან 87ზეც მანების გაშვება. ან 6ზე

Posted by: MAST_WEB 13 Jul 2016, 00:05
QUOTE (Kublicha @ 12 Jul 2016, 23:50 )
შეიძლება 85ზე ან 87ზეც მანების გაშვება.

87-ზე გრძელი DAF-ები და ახალგაზრდობა გამახსენდა smile.gif



სანამ ჩვენ ზოგიერთ "ძვირფას" თანამოქალაქეს შეგნება შეეცვლება, რაიმე მექანიზმია მოსაფიქრებელი ვანდალიზმის წინააღმდეგ, რომ ცოტათი მაინც შემცირდეს, თორემ წარმოდგენაც არ მინდა რას დაამსგავსებენ ამ ახალ ავტობუსებს sad.gif

Posted by: FeelsBadMan 13 Jul 2016, 00:11
რა ყვითელი ფერი facepalm.gif
მაგრად აბანძებს ეგ ფერი ავტობუსებს
კარგია რო ლურჯში გადაწყვიტეს up.gif

Posted by: Accident 13 Jul 2016, 00:29
Kublicha
QUOTE
მანების გაშვება. ან 6ზე

და მარშრუტებიც ხომ გასათვალისწინებელია

N6 გაგარინზე ტრიალდება და მერე მინდელზე
12 მეტრიანი ავტობუსი როგორ იმოძრავებს მანდ?

ასევე, დიდი ალბათობით, პრესტიჟულ უბნებში გამავალ ავტობუსებს ჩაანაცვლებენ და არა ნავთლუღ/ნახალოვკაში მოძრავს
140
150
21
51
61
88

თან ახალ მიმართულებებზეც იყო გადაკვრით საუბარი.
ის პუშკინიც რომ გაიხსნება ორმხრივად, შეიძლება ისევ გააერთიანონ დაყოფილი მარშრუტები, როგორც ადრე იყო 5, 55, 71
ანუ, შეიძლება ტრამვაის დაგეგემილ მარშრუტის მსგავსად გაუშვან უნივერსიტეტიდან - ორთაჭალამდე

ანუ, ტურისტებით ყველაზე დატვირთული უბნების გავლით.

Posted by: Kublicha 13 Jul 2016, 00:43
Accident
QUOTE
N6 გაგარინზე ტრიალდება და მერე მინდელზე
12 მეტრიანი ავტობუსი როგორ იმოძრავებს მანდ?

DAFები დადიოდა ჩვეულებრივად.
QUOTE
ასევე, დიდი ალბათობით, პრესტიჟულ უბნებში გამავალ ავტობუსებს ჩაანაცვლებენ და არა ნავთლუღ/ნახალოვკაში მოძრავს

კი ბატონო. რომელი არ დადის პრესტიჟულ უბანში დიდი ბოგდანებიდან?
ერთი შეიძლება 23 და 24 დატოვონ, ისიც მეეჭვება ძაან. რატომღაც მგონია რომ ყველა დიდი ბოგდანი აღMოსავლეთის პარკში წავა და კოლმეურნეობამდე ივლის.
QUOTE
ის პუშკინიც რომ გაიხსნება ორმხრივად, შეიძლება ისევ გააერთიანონ დაყოფილი მარშრუტები, როგორც ადრე იყო 5, 55, 71

ეგენი პუშკინის გამო არ დაუყვიათ. DAFების გადაყრის შემდეგ დიდი ავტობუსების დეფიციტი შეიქმნდა და იმიტომ გაყვეს. მაგალითად 39 გაყვეს ორ ნაწილად, 88 და 39. იქ სადაც დიდი დატვირთვაა (მეტრო არაა ვაკეში, პლატოზე) და გატენილია გაუშვეს 88, რომელზეც დიდი ავტობუსი დადის, ხოლო კოლმეურნეობიდან ვარკეთილამდე გაუშვეს პატარა.

მემგონი კოლმეურნეობის ჰაბი ამჯერად დარჩება ისევ, 143 მანი ვერ გაწვდება მაგ ხაზების გაერთიანებას.

Posted by: Accident 13 Jul 2016, 00:58
Kublicha

QUOTE
DAFები დადიოდა ჩვეულებრივად.

ზუსტად იგივე მარშრუტი იყო მაშინაც? ეს ძლივს ტრიალდება ხოლმე

QUOTE
კი ბატონო. რომელი არ დადის პრესტიჟულ უბანში დიდი ბოგდანებიდან?

15 და 20 -ზე იყო ლაპარაკი და ეგენი ვიგულისხმე. არა მგონია ვაგზალ/გლდანში გაუშვან, თუმცა არ ვიცი. შეიძლება დაიკიდონ ეგ მომენტი.

QUOTE
ეგენი პუშკინის გამო არ დაუყვიათ.

არა, მაგის გამო არა, მაგალითად N37 დღემდე არ არის გაწყვეტილი.
უბრალოდ ეგეც ქმნის გარკვეულ შეზღუდულობას და რომ მოხსნიან, შეიძლება იფიქრონ გაერთიანებაზე.


QUOTE
მემგონი კოლმეურნეობის ჰაბი ამჯერად დარჩება ისევ

სავარაუდოდ ხო, სერიოზული გადაწვეტილების მიმღებები, რასაც დამუშავება სჭირდება, ისედაც არ არიან.

Posted by: Kublicha 13 Jul 2016, 01:19
QUOTE
ზუსტად იგივე მარშრუტი იყო მაშინაც? ეს ძლივს ტრიალდება ხოლმე

კი. გაგარინზე მოტრიალება რა პრობლემაა ავიამზიდი მოტრიალდება.

QUOTE
15 და 20 -ზე იყო ლაპარაკი და ეგენი ვიგულისხმე

15 მეც არამგონია. აი 20 კი ჩემი აზრით საჭიროა. აღმეშენებელი, წერეთEლი და ორბელიანი საკმაოდ პრესტიჟული უბნებია. თან ეხლა აღმაშენებლის მეორე ნაწილიც აფდეითდება.

Posted by: gunnera 13 Jul 2016, 01:30
ისე პატარებიც რო შემოიყვანონ ახლები შემდეგი წლისთვის მაინც არ იქნება ცუდი.


Posted by: Guro_ 13 Jul 2016, 03:00
ისადა გარბოშკას თუ რაღაცას რო ვეძახით, აი 87-ზე რაც დადიოდა ადრე, ეგენი ერთი ცალი რა ღირს დაახლოებით? იგივე მანი ან მსგავსი კარგი ბრენდი

Posted by: TramwayMan 13 Jul 2016, 03:06
Guro_
QUOTE
ისადა გარბოშკას თუ რაღაცას რო ვეძახით, აი 87-ზე რაც დადიოდა ადრე, ეგენი ერთი ცალი რა ღირს დაახლოებით? იგივე მანი ან მსგავსი კარგი ბრენდი

400 000 მდე.



გამოდის რომ მანის ბუსები გვიჯდება 235 000 თითო დაახლოებით.



Posted by: Accident 13 Jul 2016, 04:47
Guro_
QUOTE
ისადა გარბოშკას თუ რაღაცას რო ვეძახით

Горбушка-ს, პურის ამ ნაწილს ვეძახ(დ)ით yes.gif

https://www.google.com/search?q=%D0%93%D0%BE%D1%80%D0%B1%D1%83%D1%88%D0%BA%D0%B0+%D1%85%D0%BB%D0%B5%D0%B1%D0%B0&client=firefox-b&biw=1366&bih=659&source=lnms&tbm=isch&sa=X&ved=0ahUKEwjA5pK_lu_NAhWDuRQKHc3CCc8Q_AUICCgB

user posted image







მასეთ ავტობუსს კი აკორდეონის რუსული ვარიანტის სახელწოდებას ეძახიან - гармонь — гармошка

https://www.google.com/search?q=%D0%B3%D0%B0%D1%80%D0%BC%D0%BE%D0%BD%D1%8C&client=firefox-b&biw=1366&bih=659&source=lnms&tbm=isch&sa=X&ved=0ahUKEwiUnNrol-_NAhVLsxQKHaggCP4Q_AUIBygC#imgrc=_

user posted image



ვიზუალური მსავსების გამო

https://www.google.com/search?q=%D0%B3%D0%B0%D1%80%D0%BC%D0%BE%D1%88%D0%BA%D0%B0+%D0%B0%D0%B2%D1%82%D0%BE%D0%B1%D1%83%D1%81&client=firefox-b&source=lnms&tbm=isch&sa=X&ved=0ahUKEwiPku_jle_NAhVJ0RQKHVHEDPQQ_AUICCgB&biw=1366&bih=659

user posted image



user posted image

Posted by: vatman 13 Jul 2016, 10:24
Accident
QUOTE
ის პუშკინიც რომ გაიხსნება ორმხრივად, შეიძლება ისევ გააერთიანონ დაყოფილი მარშრუტები, როგორც ადრე იყო 5, 55, 71
ანუ, შეიძლება ტრამვაის დაგეგემილ მარშრუტის მსგავსად გაუშვან უნივერსიტეტიდან - ორთაჭალამდე

ალბათ არ გააერთიანებენ. რომელიღაც ინტერვიუში ლექვინაძე ამბობდა, რომ სხვადასხვა სახის ტრანსპორტის დუბლირება უნდა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი, ასე რო გრძელ დისტანციების ხაზებზე ლაპარაკი ალბათ ზედმეტია. მე ის მიკვირს 51 რო არ დაამოკლეს და პირიქით დააგრძელეს. გრძელ დისტანციებზე გააკეთონ ექსპრეს ავტობუსები, ცოტა მაღალი ფასიც თუ ექნებათ მაგ ავტობუსებს წინააღმდეგი არ ვარ, ვთქვათ 70 თეთრი

Kublicha
QUOTE
აბა რომელი პატარა ბოგდანის მარშრუტი შეიძლება რომ გადავიდეს დიდ ავტობუსზე? ან რომელი შეიძლება ჩამოთვლილთაგან დაგრძელდეს?

რეზერვს რას უშვრები?
დღეს თუ არ ვცდები პარკებში სამუშაო დღეებში დგას 100-ზე მეტი ავტობუსი, ნუ აქედან რამდენი მწყობრშია კიდევ საკითხავია.

Posted by: Guro_ 13 Jul 2016, 15:48
QUOTE
400 000 მდე.

ეჰ ესენიც საჭიროა. user.gif


ტრამვაი როდის გვეღირსება ამის დედასვტენე

Posted by: nino_nini 15 Jul 2016, 17:21
ვაზისუბნის მესამე მიკრორაინში,მეორე კვარტალში,23 ნომერი ავტობუსი მიდის თუ მარშუტკა?მაგ ნომრის ბოლო გაჩერებასთან ახლოს ნახევარფაბრიკატების საწარმო უნდა იყოს.

Posted by: Accident 15 Jul 2016, 17:31
nino_nini
საიტის მიხედვით, არც ერთი და არც მეორე

http://tm.ge/routes/scheme.php?lang=1
http://transit.ttc.com.ge/?page=live

Posted by: Menzoorqa 15 Jul 2016, 18:06
QUOTE (nino_nini @ 15 Jul 2016, 17:21 )
ვაზისუბნის მესამე მიკრორაინში,მეორე კვარტალში,23 ნომერი ავტობუსი მიდის თუ მარშუტკა?მაგ ნომრის ბოლო გაჩერებასთან ახლოს ნახევარფაბრიკატების საწარმო უნდა იყოს.

ვაზისუბნის მესამეს მეორეში ერთადერთი მარშრუტკა ადის 83 ნომერი,ვარკეთილის მეტროდან.

Posted by: nino_nini 15 Jul 2016, 18:24
ხო,23 შეცდომით მახსოვდა.ეხლა დავხედე და 83 მიწერია.ხოდა მაგას უნდა გავყვე ბოლო გაჩერებამდე.როგორი ადგილია,დასახლება არის?

Posted by: Menzoorqa 15 Jul 2016, 21:11
nino_nini
პირადში მოგწერე

Posted by: Accident 18 Jul 2016, 17:29
MAN-ი თბილისში Lion city-ს მოდელის ბუნებრივ აირზე მომუშავე 143 ავტობუსს შემოიყვანს. მისივე განცხადებით, აღნიშნული მოდელის ავტობუსები ე.წ „გადაბმის" გარეშეა და დაბალი იატაკი აქვს. ვისერი ამბობს, რომ ავტობუსის საბოლოო დიზაინის განხილვა ჯერ კიდევ მიმდინარეობს.


სექტემბრის ბოლოს დაიწყება ავტობუსების შემოყვანა, 10 ერთეული იქნება შემოყვანილი და ამის მერე გაწერილია თვეების მიხედვით და თებერვალში უნდა დასრულდეს 143 ახალი ავტობუსის შემოყვანა. პირველ ეტაპზე ისინი გრძელ დისტანციებზე ივლის, სადაც ყველაზე მეტად დგას 12 მეტრიანი ავტობუსების საჭიროება.

ევროსტანდარტების შესაბამისი ავტობუსები სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის და აღჭურვილი იქნება CNG საწვავზე (ბუნებრივი აირი) მომუშავე ძრავებით, რაც დიზელთან შედარებით უფრო მცირე რაოდენობის მავნე გამონაბოლქვს გამოყოფს, შემცირებულია ნახშირბადის მოცულობა, არ გააჩნია შავი კვამლი და უსიამოვნო სუნი.

ავტობუსები ლურჯი იქნება. ავტობუსების აწყობა ახლა მიმდინარეობს და შესაბამისად, დედაქალაქში მივიღებთ უახლესი, 2016 წლის ავტობუსებს.

http://commersant.ge/?m=5&news_id=39236&cat_id=11




ბონუსად

http://commersant.ge/?m=5&news_id=39260&cat_id=11

ჩინურმა კომპანიამ შესაძლოა თბილისის ავტობუსების ტენდერის შედეგები გაასაჩივროს



თბილისში ახალი ავტობუსების შემოყვანაზე ჩატარებულ ტენდერთან დაკავშირებით ტენდერში მონაწილე ერთ-ერთ კომპანიას კითხვები აქვს. როგორც ჩინური კომპანიის Xiamen Golden Dragon Bus Co. Ltd-ის ქართველი წარმომადგენელი ავთანდილ საყვარელიძე აცხადებს, 150 ავტობუსის შემოყვანაში იმაზე გაცილებით დიდი თანხა იხარჯება, ვიდრე საჭიროა.

მისი განცახდებით, ტენდერში შესული წინადადების მაქსიმალური თანხა იყო 41,5 მილიონი ევრო, ყველაზე დაბალი შეთავაზება კი 26,5 მილიონ ევროს შეადგენდა. ყველაზე მაღალ და ყველაზე დაბალ შეთავაზებებს შორის განსხვავება 45% იყო, რაც ძალიან დიდი განსხვავებაა.

„მე არ ვამბობ, რომ ბოლოს უნდა გაემარჯვა, მაგრამ, მათ შორის სხვაობა ძალიან დიდია“,- აცხადებს ავთანდილ საყვარელიძე.


„ჩემი პრეტენზიის აზრი იყო პრევენცია, მაგრამ ვინაიდან ტენდერი დასრულებულია, თვითონ მხარე, რომელიც მონაწილეობდა ტენდერში - ჩინური კორპორაცია - ის მიიღებს გადაწყვეტილებას რა სამართლებრივი მოქმედებები მოჰყვება ამას. დღეს გაჟღერდა ეს ინფორმაცია და ისინი როგორც ჩათვლიან საჭიროდ, ისე მოიქცევიან. ჩხუბის შემდეგ მუშტების ქნევას აზრი არ აქვს. შეიძლებოდა გაცილებით უკეთესი სურათის მიღება ქალაქისთვის“,- აცხადებს საყვარელიძე.

მისივე თქმით, თავად მისი პარტნიორების შეთავაზება 29 მილიონი ევრო იყო. საყვარელიძე ამბობს, რომ ჩინური კორპორაციის მიერ წარმოებულ და ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მიერ წარმოებულ ავტობუსებს შორის ხარისხობრივად განსხვავება არ არის.

„გამოცხადებული იყო 75 ავტობუსი, შემდეგ გადავიდნენ 150-ზე, შემდეგ ვადები დაკორექტირდა. ამიტომ ბევრი კითხვა დარჩა“,- აცხადებს ავთო საყვარელიძე.

Posted by: FeelsBadMan 18 Jul 2016, 17:57
კიდევ კარგი მაგ ჩინურმა კორპორაციამ ვერ გაიმარჯვა

Posted by: aloha__ 18 Jul 2016, 18:01

QUOTE
ავტობუსის შემოყვანაში იმაზე გაცილებით დიდი თანხა იხარჯება, ვიდრე საჭიროა.




ეს სამართლებრივი არგუმენტი არ არის, ასე რომ, არც განიხილავენ..




QUOTE
მისივე თქმით, თავად მისი პარტნიორების შეთავაზება 29 მილიონი ევრო იყო. საყვარელიძე ამბობს, რომ [B][COLOR=red]ჩინური კორპორაციის მიერ წარმოებულ და ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მიერ წარმოებულ ავტობუსებს შორის ხარისხობრივად განსხვავება არ არის.




ყველა დამარცხებული ამას ამბობს biggrin.gif


იმდენი მაგას რა ვუთხარი lol.gif

Posted by: nodara95 18 Jul 2016, 19:34
დღეს ქუთაისის შემოვლითზე 2 თბილისისკენ
მომავალი MAN ვნახე. ტესტ ავტობუსები იქნებიან. ტაბლოზე Geschlossen ეწერათ და ჭრელი პლიონკა ქონდათ გადაკრული.

Posted by: TramwayMan 18 Jul 2016, 21:09
ხო ხო ხარისხში არ არის განსხვავება ის გერმანულები პროსტა ძვირი ღირს რა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif რა საცოდავია ზოგი

Posted by: ნიკა 18 Jul 2016, 22:14
აუ ეს ისევ ის სასტავია წინა ტენდერი ვინც ჩაშალა? facepalm.gif

Posted by: Accident 18 Jul 2016, 23:06
ნიკა
სასტივი კი არა, ეს ერთი ტიპია საყვარელიძე, წლებია ჩინურ ავტობუსებს ლობირებს, ხან ამბობდა უნდა შემოვიყვანოო, ხან ამბობდა ქარხანას ვაშენებო.

https://forum.ge/?showtopic=34605569&view=findpost&p=46764261

Posted by: girvan_88 18 Jul 2016, 23:08
დროზე თორე დღეს კინაღამ გავიგუდე ავტობუსში ისე ცხელოდა

Posted by: Accident 18 Jul 2016, 23:10
girvan_88
დროზე რა, სიცხეს მაინც ვერ მოუსწრებს, ზამთარში ჩამოდის: ოქტომბრიდან - თებერვლამდეო

Posted by: Rapanui 20 Jul 2016, 06:08
QUOTE
სექტემბრიდან თბილისში ლურჯი ფერის ავტობუსები ივლის

ყვითელი ბოგდანების შემოტანამდე დადიოდნენ პატარა ლურჯი ავტობუსები.
რა მარკისა იყო არ მახსოვს, არც ის მახსოვს დიდი ავტობუსები როგორები იყო.
ერთხელ ორსართულიანი ავტობუსიც გამოჩნდა, მაგრამ მალევე გაქრა.

Posted by: MAST_WEB 20 Jul 2016, 09:43
QUOTE (Rapanui @ 20 Jul 2016, 06:08 )
ყვითელი ბოგდანების შემოტანამდე დადიოდნენ პატარა ლურჯი ავტობუსები.
რა მარკისა იყო არ მახსოვს, არც ის მახსოვს დიდი ავტობუსები როგორები იყო.

რაღაც ამის მსგავსები დადიოდა ავლაბრიდან ადრე, უკეთესი ფოტო ვერ ვნახე, Otoyol ეწერა
user posted image

Posted by: Dmitry_Kiselyov 20 Jul 2016, 12:10
MAST_WEB

ვაჟაზეც იყო

12 ნომერი იყო მგონი
აღარ მახსოვს ზუსტად

Posted by: Ben_Joyce 20 Jul 2016, 15:10
კი, 12 ნომერი იყო, თავისუფლების მოედნიდან დადიოდა საბურთალოზე, ოღონდ კონკრეტულად სად, ეგ არ მახსოვს.
* * *
QUOTE (Rapanui @ 20 Jul 2016, 06:08 )
QUOTE
სექტემბრიდან თბილისში ლურჯი ფერის ავტობუსები ივლის

ყვითელი ბოგდანების შემოტანამდე დადიოდნენ პატარა ლურჯი ავტობუსები.
რა მარკისა იყო არ მახსოვს, არც ის მახსოვს დიდი ავტობუსები როგორები იყო.
ერთხელ ორსართულიანი ავტობუსიც გამოჩნდა, მაგრამ მალევე გაქრა.

ორსართულიანი ავტობუსები 14 ნომერზე დადიოდა ორი ცალი.

ერთი შავი იყო, მეორე ყვითელი.

ფირმა არ მახსოვს. შეიძლება მანი იყო, რაღაც ეგეთი შეგრძნება მაქვს smile.gif

Posted by: utonega 20 Jul 2016, 17:41
Rapanui
ივეკოები იყო, ავლაბრიდან დადიოდნენ მაღლივისკენ.. ძალიან უკომფორტო რამეები იყვნენ..
აეროპორტისკენ დადიოდნენ თეთრი ოთხკუთხედი ავტობუსები. ლიგ ნომრებზე. მგონი ინვალიდებისთვის ადაპტირებული ასასვლელები ქონდათ ყველად. ესენი თუ გახსოვთ?

Posted by: Ben_Joyce 21 Jul 2016, 17:15
QUOTE (utonega @ 20 Jul 2016, 17:41 )
Rapanui
ივეკოები იყო, ავლაბრიდან დადიოდნენ მაღლივისკენ.. ძალიან უკომფორტო რამეები იყვნენ..
აეროპორტისკენ დადიოდნენ თეთრი ოთხკუთხედი ავტობუსები. ლიგ ნომრებზე. მგონი ინვალიდებისთვის ადაპტირებული ასასვლელები ქონდათ ყველად. ესენი თუ გახსოვთ?

მე მახსოვს. ეგეთები ნომერ 33-ზეც დადიოდა ცოტა ხანს. ინვალიდთა ლიგა ეწერა.

Posted by: Giorgijee 22 Jul 2016, 17:41
აეროპორტში დ ადის ავტობუსი?

Posted by: vatman 22 Jul 2016, 18:26
Giorgijee
დღისთ 37,
ღამით 137

Ben_Joyce
QUOTE
მე მახსოვს. ეგეთები ნომერ 33-ზეც დადიოდა ცოტა ხანს. ინვალიდთა ლიგა ეწერა.

მაგაზე მე თუ არ ვცდები ამერიკული ავტობუსები დადიოდა blue bird თეთრი ფერის 1-2 ცალი

Posted by: Ben_Joyce 24 Jul 2016, 16:50
QUOTE (vatman @ 22 Jul 2016, 18:26 )
Giorgijee
დღისთ 37,
ღამით 137

Ben_Joyce
QUOTE
მე მახსოვს. ეგეთები ნომერ 33-ზეც დადიოდა ცოტა ხანს. ინვალიდთა ლიგა ეწერა.

მაგაზე მე თუ არ ვცდები ამერიკული ავტობუსები დადიოდა blue bird თეთრი ფერის 1-2 ცალი

კიკი, ეგ იყო. აი რაღაც ამის მსგავსი.

Posted by: vaxo55 25 Jul 2016, 21:49
QUOTE

QUOTE
ავტობუსის შემოყვანაში იმაზე გაცილებით დიდი თანხა იხარჯება, ვიდრე საჭიროა.
ეს სამართლებრივი არგუმენტი არ არის, ასე რომ, არც განიხილავენ..
QUOTE
მისივე თქმით, თავად მისი პარტნიორების შეთავაზება 29 მილიონი ევრო იყო. საყვარელიძე ამბობს, რომ [B][COLOR=red]ჩინური კორპორაციის მიერ წარმოებულ და ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მიერ წარმოებულ ავტობუსებს შორის ხარისხობრივად განსხვავება არ არის.
ყველა დამარცხებული ამას ამბობს biggrin.gif
იმდენი მაგას რა ვუთხარი lol.gif

ქვას გახეთქავს მსჯელობაა– ესე იგი– ის,რომ "ავტობუსის შემოყვანაში იმაზე გაცილებით დიდი თანხა იხარჯება, ვიდრე საჭიროა."–თურმე არასასამართლებლივი არგუმენტია"–და დაჟე არც კი ექვემდებარაბა განხილვას!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

Posted by: Accident 26 Jul 2016, 01:13
vaxo55
QUOTE
თურმე არასასამართლებლივი არგუმენტია"–და დაჟე არც კი ექვემდებარაბა განხილვას!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

რა თქმა უნდა არ ექვემდებარება. რადგან "საჭიროება" და "თანხის ოდენობა" განისაზღვრება არა ვინმეს საყვარელიძის შეფასებით, არამედ დასაბუთებული ფაქტებით.

ფაქტია, რომ ევროპის განვითარების ბანკმა ჩაატარა ტენდერი, სადაც იყო მითითებული შესაბამისი კრიტერიუმები.
და რომელმა პრეტენდენტმაც დააკმაყოფილა ეს კრიტერიუმები გაიმარჯვა იმან.

თუ კრიტერიუმებზე აქვთ პრეტენზია, ან EBRD-ის ტენდერის სანდოობაზე, მაშინ თქვას და წარმოადგნოს მტკიცებულებები.






QUOTE
ქვას გახეთქავს მსჯელობაა

არა ბიჭო, რაღაც ჩინური (ანუ იმ ქვეყნის, რომლის ეკონომიკაც ათწლეულებს ითვლის) კომპანიის წარმოებული იაფი პროდუქცია, თურმე ხარისხით რომ არ ჩამოუვარდება გერმანულ, მსოფლიოში ცნობილ პროდუქციას და ორჯერ ნაკლები ფასი, რომ თურმე "პროსტო" ადევს, ეს მსჯელობა ხომ დედას ი##ავს რა.


Posted by: vaxo55 26 Jul 2016, 21:33
QUOTE
vaxo55
QUOTE
თურმე არასასამართლებლივი არგუმენტია"–და დაჟე არც კი ექვემდებარაბა განხილვას!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

რა თქმა უნდა არ ექვემდებარება. რადგან "საჭიროება" და "თანხის ოდენობა" განისაზღვრება არა ვინმეს საყვარელიძის შეფასებით, არამედ დასაბუთებული ფაქტებით.

სამწუხაროდ დასაბუთებული ფაქტებით აქ ციფრები არაა მოყვანილი და ყურადღებას ის იპყრობს,რომ "ავტობუსის შემოყვანაში იმაზე გაცილებით დიდი თანხა იხარჯება, ვიდრე საჭიროა."
მე არ მაქვს ეკონომიკური მონაცემები,მაგრამ თუ ეს ფაქტი ნამდვილია,ვერ გამიგია,რატომ არ უნდა ექვემდებარებოდეს განხილვას

Posted by: MAST_WEB 28 Jul 2016, 02:22
QUOTE (Rapanui @ 20 Jul 2016, 06:08 )
ყვითელი ბოგდანების შემოტანამდე დადიოდნენ პატარა ლურჯი ავტობუსები.
რა მარკისა იყო არ მახსოვს

აი შემთხვევით წავაწყდი მაგ 12 ნომერს ძველ ვიდეოში smile.gif 7:50 დან . რუსთაველის გაჩერებაზე დგას )


Posted by: sergo_bero 3 Aug 2016, 14:15
ასეთი გვინდა

Posted by: Accident 3 Aug 2016, 17:57
sergo_bero
მგაზვრი არაა ვალდებული, მანქანების გამო, რაღაც სამსართულიან ##ობაში ჩაჯდეს.

ეგეთი კი არ გვინდა, ნორმალური ტრანსპორტი გვინდა, ცალკე გამოყოფილი გზით, რომ სწრაფად და დაუბრკოლებლად შეიძლებოდეს გადაადგილება.


მანქანის მძღოლებს, კი არჩევანი ექნებათ, ჩამოვიდნენ და იმგზავრონ იაფად, სწრაფად და დაუბრკოლებლად თუ დარჩნენ მანქანებში და იდგნენ საცობში.
სახელმწიფო არაა ვალდებული მილიონიან ქალაში, მანქანების რაოდენობის ზრდას აუწყოს ფეხი. პირიქით, შემცირებაზე უნდა იზრუნოს, ეკონომიურ/ეკოლოგიური მიზნები შესაბამისად.

Posted by: sergo_bero 3 Aug 2016, 18:24
Accident
არც ჩემი დადებულის შემომყვანები ვართ და არც გამოყოფილი გზის გამკეთებლები smile.gif თან რა გზებიც არის "ცალკე" ავტობუსებისთვის ( აღმაშენებლის ქუჩა ), მანდ როგორი სიტუაციაა კი ხედავ


Posted by: W-G1 3 Aug 2016, 18:41
sergo_bero
ტრამვაია შემოსაყვანი, ტრამვაი + საბაგიროებია გასაკეთებელი ზოგ ადგილას.

ელექტრო ტრანსპორტი უკეთესია ჩვენთვის. ელექტროენერგიას ვაწარმოებთ ბოლო ბოლო.

Posted by: Accident 3 Aug 2016, 20:37
sergo_bero
მოდი დავაკონკრეტებ.

გამოყოფილი ნიშნავს, რომ უნდა აკონტროლო, ვინმე თუ გადავა უნდა აარტყა მსუყე ჯარიმა და უკან კიდევ პანღური, პრავის ჩამორთმევით.
ეგ გზა კიდევ, მაგალითად რომ მოიყვანე და "ცალკე" თავად რომ ჩასვი ბრჭყალებში, არაა გამოყოფილი გზა.
მთლიანად შეგეძლო ბრჭყალებში ჩასმა, რადგან ეგ არის ვითომ გამოყოფილი.


ის, რომ მძღოლების უემტესობა ნა##ზარია და პროწივზე მოძრაობს, ეგ უნდა მოაგვაროს პატრულმა.

აბა, ახლა, ლიხაჩ მძღოლებზე და უსაქმურ პატრულზე მორგებული სისტემა, არ გამოუგონებიათ და არც გამოიგონებენ.


მასე, რისი სურათიც დადე, მაგ გაუგებრობასაც შეიძლება ვინმე რელსებში ჩაუვარდეს, მიუპარკინგოს, ან ისე ჩაეკვეხოს, რომ ეგ გვირაბი არ ეყოს და ა.შ.
მაგრამ, ამას ხომ არავინ განიხილვს?



და ავტობუსისთვის გზის გამოყოფას, ტრამვაი სჯობს.
რომელსაც ისედაც უკეთდება გზა და იმის გამო რომ ფიქსირებულად მოძრაობს, გამოყოფილი ადგილიც მინიმალურია.

ავტობუს კი მაინც სჭირდება მანევრირებისთვის ფართო მანძილი, რაც არ უნდა პროფესიონალი მძღოლი იყოს, წრფეზე ვერ ივლის მუდმივად და თანაბრად.

Posted by: Kublicha 3 Aug 2016, 22:27
Accident
QUOTE
გამოყოფილი ნიშნავს, რომ უნდა აკონტროლო ვინმე თუ გადავა უნდა აარტყა მსუყე ჯარიმა

არ გამოვა გამოყოფილი ზოლი, მაგას სხვა შეგნება სჭირდება. ბოლო-ბოლო პატრული მარტო საგზაო პოლიცია (გაი) ხო არაა, ისედაც მაგას ემსგავსება. სხვა საქმეც ბევრი აქვს, 24 საათი ავტობუსების გამცილებლად ვერ იმუშავებს.
არ დადგება იქ და იქნება იგივე რაც აღმაშელებელზე და ორთაჭალაშია. შლიგინი ავტობუსების ზოლში.

აქ უნდა გაკეთდეს ტრამვაი რომელიც იქნება ფიზიკურად იზოლირებული. გვერდებიდან რკინის შტირებით, როგორსაც აკეთებენ ეხლა ტროტუარებზე.
ხოლო გზაჯვარედინებზე ეკლებით, როგორიცაა ფასიან პარკინკებზე. ტრამვაის ბორბალი ეკლებს შორის გაეტევა, ხოლო მანქანა ვერ ავა.

სასურველია თუ მოგვიანებით ეგ ეკლები ელექტრო ძრავით აღიჭურვოს და სახანძრო სასწრაფოს ექნება დისტანციური მართვის პულტი. ან რამე ავტომატური ხმის სენსორი, სასწრაფოს სირენაზე რომ გახსნას ეკლები.

user posted image

Posted by: Accident 3 Aug 2016, 23:01
Kublicha
ადამიანი შეგნებით არ იბადება, შეგნება ყალიბდება.

მაგას კი უზრუნველჰყოფს კონტროლი, ჯარიმა, მოწოდებები, სხვადასხვა კამპანია, ვიდეო რგოლები და ა.შ.


პატრულის დგომა არაა აუცილებელი, არის ფარული პატრულირებაც, მოსახლეობის ჩართულობა და ა.შ.
თუ რეაგირება იქნება და ხალხი დაჯარიმდება, არაფერი ღობეები, კედლები და ეკლები არ იქნება საჭირო.


აბა, საქმეს თუ არავინ გააკეთებს და ყველას ყველაფერი ფეხებზე ეკიდება, თავისით შეგნება ნამდვილად ვერ შეიცვლება.

თუმცა, იყო მაგის მაგალითიც, სასწრაფო რომ გაატარეს, ვერეს ხეობაში.
ჯარიმები არაა, მაგრამ ინტერნეტში გავრცელებულმა უცხოური მაგალითებმა, მაინც იმოქმედა.


ანუ, თითქმის არაფრის კეთებითაც კი მიდის საზოგადოება წინ და ხელის წახმარება, ანუ რეალური მუშაობა რომ იყოს ამ თემებზე, მაშინ გაცილებით დიდი შედეგი დაიდებოდა.


Posted by: sergo_bero 3 Aug 2016, 23:34
Accident
შენ რაც დაწერე, ეგ ყველაფერი რომ აღასრულონ, შეიძლება გამოყოფილი გზებიც აღარ დაგვჭირდეს smile.gif

Posted by: Kublicha 3 Aug 2016, 23:36
QUOTE
პატრულის დგომა არაა აუცილებელი, არის ფარული პატრულირებაც, მოსახლეობის ჩართულობა და ა.შ.
თუ რეაგირება იქნება და ხალხი დაჯარიმდება, არაფერი ღობეები, კედლები და ეკლები არ იქნება საჭირო.

რად უნდა ამდენი წვალება, როცა მარტივად შეიძლება ფიზიკური იზოლირება
პარიზში თითქმის ყველა ტროტუარზე ბოძებია ჩარჭობილი. როგორც ჩანს იქაც მოსდიოდა თავში აზრად ვიღავეებს ტროტუარზე სიარული.
ჯარიმის წერა ხო არაა თვითმიზანი.

Posted by: Accident 3 Aug 2016, 23:54
sergo_bero
Kublicha


არაფერი წვალება და "ბევრი რამე" ეგ არაა, ჩვეულებრივი წესრიგის დამყარებაა, რაც ევალება სახელმწიფოს.
თვითმიზანიც ეგაა.


როგორც ღვედებს და ზოლზე გაჩერებას არ დასჭირვებია ბევრი ჩალიჩი, ასეა ამაზეც.
ყველამ იცის, რომ ზოლზე გადაცდენაზე და ღვედის არ გაკეთებაზე, აუცილებლად ვიღაც ჩასაფრებული არ გამოგიხტება.
მაგრამ უკვე ინერციაა მასეთი და ჩვევაა რომ ღვედიც გეკეთოს და ნორმალურად გააჩერო.

აქაც მთავარია დაწყება. როცა შეიგნებენ რომ აკონტროლებენ, მერე უკვე ჩვევაში გადავა არც დარღვევა აღარ იქნება და არც ჯარიმები


QUOTE
პარიზში თითქმის ყველა ტროტუარზე ბოძებია ჩარჭობილი

ეგ იმისთვის ალბათ, რომ შემთხვევით არ გადათელოს ვიღაცამ ხალხი. ტროტუარი ისედაც ხომ უნდა იყოს დაცული.

Posted by: tkupig1 6 Aug 2016, 13:50
გამარჯობა. დიდუბიდან სასოფლოს უნივერსიტეტთან რა ნომერი მიდის?

Posted by: Ben_Joyce 6 Aug 2016, 14:08
QUOTE (tkupig1 @ 6 Aug 2016, 13:50 )
გამარჯობა. დიდუბიდან სასოფლოს უნივერსიტეტთან რა ნომერი მიდის?

ავტობუსი ნომერი 38. კვირა დღეს არ მუშაობს.

Posted by: ივანიჩ 6 Aug 2016, 14:21
QUOTE
პარიზში თითქმის ყველა ტროტუარზე ბოძებია ჩარჭობილი

რუსთაველზე ჰმქნეს მასე :იეს:

Posted by: Qarion 22 Aug 2016, 15:13
გამარჯობა.

შეგიძლიათ ვინმეს დაწეროთ, რა მოდელის ავტობუსები შემოდის ?

და კიდევ ერთი კითხვა

დიღომში ახალი სადგური შენდებაო და ეს ავტოპარკი იქნება თუ "ოკრიბა" გადააქვთ?

იმედია სისულელები არ ვილაპარაკე :დ

Posted by: ჭოლო 22 Aug 2016, 15:18
Qarion
მანის ავტობუსები შემოდის

ახალი სადგური შენდება ამ ავტობუსებისათვის.

ოკრიბას ვერ გადაიტანენ ვერსად კერძო საკუთრებაა მემგონი
სხვა თუ გახსნის რამეს შეიძლება

Posted by: aloha__ 27 Aug 2016, 11:00
ამორტიზებულ ყვითელ ავტობუსებს შეცვლის იგივე ყვითელი, თუმცა შედარებით ახალი ავტობუსები. როგორც ცნობილია, თბილისში თებერვლამდე „მანის“ 143 ლურჯი ავტობუსი უნდა შემოვიდეს, სულ კი ქალაქს 750 ერთეული სჭირდება. ამ ოდენობის ახალი ავტობუსების შემოყვანა მომდევნო წლების პერსპექტივაა.


ამ ეტაპზე დედაქალაქს 512 ავტობუსი ემსახურება. ახალი ავტობუსების შემოსვლის შემდეგ, მათი რაოდენობა 580–604–მდე გაიზრდება.

ასევე სიახლეა ის, რომ დედაქალაქში შემომავალი საქალაქთაშორისო მარშრუტები განისაზღვრება და შემოსულ ავტოსატრანსპორტო საშუალებას მხოლოდ ამ მარშრუტზე მოძრაობის უფლება ექნება.



http://commersant.ge/?m=5&news_id=40712&cat_id=11

Posted by: AUTOCRAT 27 Aug 2016, 16:05
QUOTE
ამორტიზებულ ყვითელ ავტობუსებს შეცვლის იგივე ყვითელი, თუმცა შედარებით ახალი ავტობუსები

user posted image

Posted by: pucukia 28 Aug 2016, 12:13
გუშინ ღამე გადავაწყდი ახალ წითელი ფერის ავტობუსს აეროპორტის გზაზე
37 ნომერი უნდა ყოფილიყო წესით

Posted by: toyota555 28 Aug 2016, 12:27
pucukia
კი ეგ არის ოღონთ ღამე ხდება 137 ნომერი და დღისით დადიან ჩვეულებრივი ყვითლები 37 ნომრით.

Posted by: ყაყა_ჩო 28 Aug 2016, 19:57
რა რიცხვიდან დაიწყებენ MAN ების გაშვებას ქალაქში არ ვიცით ჯერ ?

Posted by: TramwayMan 30 Aug 2016, 23:44
ავტობუსები


Posted by: 5unnyday 2 Sep 2016, 00:16
QUOTE
რა რიცხვიდან დაიწყებენ MAN ების გაშვებას ქალაქში არ ვიცით ჯერ ?


Posted by: MAST_WEB 2 Sep 2016, 12:04
ისანში, სასტუმრო „რიჩის“ ეზოში, ავტობუსის შევარდნის შედეგად დაშავებულთა მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ე.წ. არამიანცის ეზოში მდებარე სამედიცინო დაწესებულებებში სულ 18 პაციენტი გადაიყვანეს.

„სამედიცინო დაწესებულებებში გადაყვანილია 18 პაციენტი. მათ პოლიტრავმები და ზედაპირული ტრავმები აღენიშნებათ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაშავებულთა მდგომარეობაა საშუალო სიმძიმისაა. ზუსტ დიაგნოზს ექიმები დასვამენ, რომლებმაც პაციენტები ჩაიბარეს“, – განმარტეს სასწრაფო დახმარების სამსახურში.

ისანში სასტუმრო „რიჩის“ ეზოში სამგზავრო. ე.წ. ყვითელი ავტობუსი ცოტა ხნის წინ შევარდა. ავტობუსში დაახლოებით 20-მდე მგზავრი იმყოფებოდა.

მომხდარზე გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის ან უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ერთი ან რამდენიმე პირის სხეულის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის დაზიანება.

http://primetimenews.ge/%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%AE%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1/

კურიერშიც აჩვენეს ეხლა, საკმაოდ ძლიერი შეჯახება იყო

Posted by: 5unnyday 2 Sep 2016, 15:18
sad.gif sad.gif sad.gif sad.gif sad.gif sad.gif

ვაიჰ

Posted by: Accident 2 Sep 2016, 19:47
ყაყა_ჩო
5unnyday
QUOTE
რა რიცხვიდან დაიწყებენ MAN ების გაშვებას ქალაქში არ ვიცით ჯერ ?


სექტემბრის ბოლოსო, თქვენს პოსტებს შორის დადებულ ვიდეოშია ნათქვამი




Posted by: giomelqa12 3 Sep 2016, 23:53
ვაკეში ყველა გაჩერება გადათხრილი როა ახალი ავტობუსების მაფიაა?

Posted by: Accident 4 Sep 2016, 00:33
giomela12

ხომ დააანონსეს ოთხი თვის წინ



https://www.youtube.com/watch?v=3QSHLXwAzmM

Posted by: giomelqa12 4 Sep 2016, 12:35
Accident

ახალი ავტობუსების ტექნიკური მონაცემები ვიცით?

Posted by: site user 6 Sep 2016, 14:08
ერთი ახალი ავტობუსი დავინახე რუსთველზე. უკვე გაუშვეს ხაზებზე?

Posted by: toyota555 6 Sep 2016, 14:17
ჩემი მეზობელი მუშაობს ავტობუსზე ხანში შესული კაცია და ამასწინათ მეუბნება ნელ ნელა ახალ კადრებს იღებენო მძღოლებათო იძახიან რომ მოხუცებული ხალხი ნელნელა უნდა გავუშვათო და ახალგაზრდა მძღოლებით ჩავანაცვლოთო, უბრალოდ მოთხოვნა არ არის ახალგაზრდებშიო ამ პროფესიის და კადრები ძალიან უჭირთო...

Posted by: PREDATOR 6 Sep 2016, 16:13
ჩვენი მანების პირველი სურათები
https://www.facebook.com/irakli.lekvinadze?hc_ref=PAGES_TIMELINE

Posted by: gunnera 7 Sep 2016, 11:42
QUOTE
ჩემი მეზობელი მუშაობს ავტობუსზე ხანში შესული კაცია და ამასწინათ მეუბნება ნელ ნელა ახალ კადრებს იღებენო მძღოლებათო იძახიან რომ მოხუცებული ხალხი ნელნელა უნდა გავუშვათო და ახალგაზრდა მძღოლებით ჩავანაცვლოთო, უბრალოდ მოთხოვნა არ არის ახალგაზრდებშიო ამ პროფესიის და კადრები ძალიან უჭირთო..


სხვა მიზნები რო არ მქონდეს ცხოვრებაში სიამოვნებით ვიმუშავებდი ავტობუსის მძღოლად smile.gif))

მითუმეტეს რაც ფოტოებზე ვნახე ძაან კომფორტული უნდა იყოს მძღოლის სამუშაო გარემო <3

კონტროლიორებთან ერთად "სახალხო დამსჯელის" პოზიციაც უნდა შემოვიღოთ ამ ავტობუსებში, რომელიც ხორცსაკეპით იქნება შეიარაღებული...

ვინმემ 1 პატარა ნაკაწრიც რო გააკეთოს სადმე, ეგრევე წააცალოს იქვე ის ხელი

Posted by: GIOXxXGIO 7 Sep 2016, 19:06
კონდიციონერი აქვს ამ ახალ ავტობუსებს?

Posted by: Artgeo 7 Sep 2016, 21:37
PREDATOR
ლურჯი? ყვითელი არ იყო ჩვენი ავტობუსების ფერი? drug.gif

Posted by: PREDATOR 7 Sep 2016, 22:11
Artgeo
არა ახლები ლურჯებია

Posted by: Accident 7 Sep 2016, 22:42
Artgeo
იყო და ცვლიან.

ჯერ კიდევ, უგულავას დროს აპირებდნენ 2013-ში შეცვლას, მწვანე უნდა ყოფილიყო.

Posted by: TramwayMan 8 Sep 2016, 04:05
2020 წლამდე მანის მიერ წარმოებული 700 ერთეულით განახლდება ჩვენი ავტოპარკი


Posted by: Accident 8 Sep 2016, 04:21
QUOTE (T​ra​m​wa​y​M​an @ 8 Sep 2016)
2020 წლამდე მანის მიერ წარმოებული 700 ერთეულით განახლდება ჩვენი ავტოპარკი


და სხვა ტრანსპორტი აღარ გვექნება?





QUOTE
user posted image

მიტყდება მანდ მომუშავეებს რომ ვუყურებ, პროფესიონალურად, სერიოზულად და მთელი არსებით რომ საქმიანობენ.
და ის რომ არ იციან, როგორ ნახირში აგზავნიან ამ თავიანთ ნამუშევარს.


ქართველი მგზავრებზე, სულ ეს კრისტალი პოსტი მახსენდება https://forum.ge/?showtopic=34694719&view=findpost&p=42552096

QUOTE
აი მე იმაზე ვ###ვდები და ბებიაჩემს ვემსგავსები ავტობუსი რო ჩამოივლის
იცი რო შემდეგ გაჩერებებზე გაივსება და აცლი გაიხვეტოს ხალხი და შემდეგს გაყვე
და 15 წუთის მერე მოდის მეორე და სანამ შენ ჩახვალ იქამდე უარესად ივსება
და მთელი გზა თქვენი დედა მოვ##ან სახით ვდგავარ ხოლმე drug.gif
5 წუთის მერე მესამე რო ჩამოატარო ეგეც ისევე გაივსება lol.gif

გიგის დედაც მოვ##ან და ნარმანიასიც პროსტა ეგეთი ხალხი ვართ
არვიცი გვევასება ავტობუსით კატაობა თუ რაა მარა სულ სავსეა ავტობუსები lol.gif

თან აი მგზავრს რო შეხედო ზოგადად მიხვდები სად მიდის და გაუგებ
არის მოსწავლე (იცნობ ჩანთით)
არიან სტუდენტები (ბიჭებს იცნობ შარვლის უკანა ჯიბეში ჩატენილი რვეულით და გოგოებს კონსპექტებით, გზაში რომ იზუთხავენ)
კაი არიან პენსიონერები ბაზარში რომ მიდიან და ჩანთებს ტენიან ავტობუსში
არის ჩემნაირი ხალხიც, პრავა რომ არ აქვთ და ავტობუსით დადიან სამსახურში ( თუმცა ესენი ძირითადად ცოტანი არიან)
და არის აი უდედამო##ნულესი მასა რომელსაც ვერ გაიგებ ვინაა და სად მიდის
დილის 8 საათზე ავტობუსში მყოფი წვერგაუპარსავი, ადიდასის ლურჯ სპორტულ შარვლიანი, იმენა ძუნძგლიანი ტიპი რომელიც არსად არ მიდის
უბრალოდ ზის ავტობუსში, დინებას მიყვება რაღა

ან ღიპიანი ბიძა კაცი, არაფრით ხელში, ვერ გაიგებ ამ დილით რას აკეთებს ავტობუსში
ანუ იდეაში კი, სადღაც მიდიან მარა აი ### ობაში რო მიდიან მაგას ვამბობ
კაი ჰა ბიზნეს ფორუმზე აგვიანდებოდეთ, გავიგებდი
მამენტ შეიძლება აუდგა და ნაშის მოსა###ნავად მიდის ამ დილაადრიან ეს ჩემისა, და ამის გამო კაცს შეიძლება ლექციაზე დაგაგვიანდეს
ხოა ### ობა? yes.gif
და ეგეთი არის ავტობუსის 3/4 მგზავრების lol.gif
რაცარუნდა გაზარდონ რაოდენობა ეგეთი მო###ხეტიალე სასტავი სულ იქნება
არ ეშველება ავტობუსების რაოდენობის გაზრდით მაგას
მაგას ჯობია 1 პოლიციელი ან წესრიგის დამცავი მორიგე იყოს ავტობუსში
ამოსულ მგზავრს რო ეკითხება
- სად მიდიხარ?
- რავი მივდივარ რა (ცხვირის ფხანვით) ჩემი ძმა, რა პრობლემაა?
- დავაი ნახუი ავტობუსიდან

Posted by: TramwayMan 8 Sep 2016, 04:37
Accident
რა სხვა ტრანსპორტი აღარ გვექნება?

Posted by: Accident 8 Sep 2016, 05:35
TramwayMan

ანუ, ტრამვაის და მარშრუტკების განდევნას, 2020 წლამდე ვივიწყებთ?




როგორ გეგმავენ, 2020-მდე რამდენი ავტობუსი უნდა ჩამოვიდეს, როცა სატრანსპორტო სისტემაში ვაქხანალია აქვთ?

ე.ი. ყველაფერს ისევ ავტობუსებზე არგებენ, მარშრუტკებთან ტანდემით.





2006-2010 წლებშიც იქნებოდა 700-მდე, ლამის ქუჩა არ იყო დატოვებული და მაინც არაფრად ვარგოდა სატრასპორტო სისტემა
და ახლა, ისევ ათი წლით უკან ვბრუნდებით?

Posted by: Lasha244 8 Sep 2016, 06:08
Accident

QUOTE
არ იციან, როგორ ნახირში აგზავნიან ამ თავიანთ ნამუშევარს.


ეჰ,აბააა.... ერთ თვეში დალეწავენ და მოსპობენ სკამებსაც და ყველაფერს facepalm.gif

Posted by: TramwayMan 8 Sep 2016, 08:27
Accident
ტრამვაის მაინც ვერ მოვასწრებთ 2020 წლამდე ეს ისე ცნობისთვის და მარშუტკებს ჯერ ვერ ჩავანაცვლებთ ასე უცებ.

Posted by: donmixo777 8 Sep 2016, 08:46
მაიცათ და.აქამდე რომ ტვინი გაღუნეს სექემბრის ბოლოსთვის მთლიანი ავტობუსების პარკი შეიცვლებაო, - ეხლა მხოლოდ 10 ავტობუსი ჩამოდის? biggrin.gif

Posted by: Accident 8 Sep 2016, 09:35
TramwayMan
QUOTE
ტრამვაის მაინც ვერ მოვასწრებთ 2020 წლამდე ეს ისე ცნობისთვის და მარშუტკებს ჯერ ვერ ჩავანაცვლებთ ასე უცებ.

მარშრუტკები, ძალიან უცებ ჩაანაცვლეს, როცა მოინდომეს ერთ დროს.

რაც შეეხება ტრამვაის, არ ვამბობ რომ 3 წელიწადში გაჩნდება.
უბრალოდ რა გათვლებით მიიღეს ის რიცხვი?

უტრამვაო, მარშრუტკებიანი, ტაქსებიანი, კერძო მანქანებით გაძეძგილი ქალაქს ჭირდება 900?


ასეთ უსისტემო ქალაქზე, როგორ შეიძლება გათვალო, რამდენი დასჭირდება წლების მერე?

დაჟე რამდენიც დადის, იმასაც ვერ იტყვი იმდენი გვჭირდება ზუსტად, მეტი თუ ნაკლები.
იმდენად ##ურად დადიან.




მასე ჰაერზე კი არ უნდა ისროდნენ ციფრებს, უნდა ჰქონდეთ გაწერილი გეგმა, მარშრუტკების ეტაპობრივი გაუქმება, მანქანების რაოდენობის შემცირება და ტრამვაის ქსელის შექმნა, რა ეფექტებს გამოიწვევს

ტიპი რომ ამბობს, 2020 წელს ამდენი იქნებაო, ეს ნიშნავს რომ იქამდე, თითის განძრევას არ აპირებს მაგ ავტობუსების ჩამოყვანის გარდა.
* * *











donmixo777
2013 წლიდან იმდენ რამეს ამბობდნენ, რას გაიგებ.
ჯერ საერთოდ, აგვისტოში შემოდიოდა, თან 200, მერე 175, მერე 150

მთლიანი განახლდებაო ერთ თვეში, მგონი არასდროს უთქვამთ.
ზოგადად განახლდებაო.

სადღაც გაზაფხულის ბოლოდან თუ ზაფხულში, უკვე თქვეს, რომ 143 შემოვა სექტემბრიდან - წლის ბოლომდეო თუ თებერვლამდეო....

Posted by: Artgeo 8 Sep 2016, 11:48
Accident
QUOTE
მარშრუტკები, ძალიან უცებ ჩაანაცვლეს, როცა მოინდომეს ერთ დროს.

ეგ მიშას დროს იყო, ეხლა ვოცნებობთ...

Posted by: Lasha244 8 Sep 2016, 22:39
როდიდან ივლიან ესენი?
დღეს ვნახე საბურთალოზე იდგა ერთი ავტობუსი)))
მაგარი მოხოდილი რამე ჩანს....

Posted by: AUTOCRAT 9 Sep 2016, 01:00
Lasha244
არჩევნებამდე უნდა მოასწრონ drug.gif

კარების თავზე ის თავაკები რაებია? spy.gif
ივალიდის ღილაკს ვინც არადანიშნულებისამებრ გამოიყენებს 500 ლარიანი ჯარიმა უნდა ააკრა up.gif

Posted by: პაწა 9 Sep 2016, 02:58
QUOTE
საბურთალოზე იდგა ერთი ავტობუსი

ჯერ არ ჩამოსულა და როგორ იდგა? სხვა იქნებოდა biggrin.gif

Posted by: RedBulla 9 Sep 2016, 03:13
ის ყვითლები ქუთაისში გამოუშვით

Posted by: zabzu 9 Sep 2016, 03:51
RedBulla
4 ნომრის ბუხანკები ჯობია ამ ყვითელ ავტობუსებს დამიჯერე

Posted by: TramwayMan 9 Sep 2016, 07:15
AUTOCRAT
QUOTE
კარების თავზე ის თავაკები რაებია?

კამერები.

Posted by: nodara95 9 Sep 2016, 11:50
მე მაგ 700საც არ მჯერა. ზოგადად ჩვენი ჟურნალისტების სიუჟეტებს არ ვუჯერებ.
ახალი ტენდერი იქნება ჩასატარებელი და რა იციან წინასწარ ვინ გაიმარჯვებსsmile.gif თან მეეჭვება ერთი ტენდერით გაზარდონ რაოდენობა 700მდე. ჯერ ეს 146იც ვალით ვიყიდეთ და მარტივად კიდევ რამდენი უნდა გვასესხონ დარჩენილი რაოდენობა რო ავითვისოთ ხვდებით ალბათ.


Posted by: vatman 9 Sep 2016, 12:16
nodara95
QUOTE
მე მაგ 700საც არ მჯერა.

მორიგი წინასაარჩევნო დაბოლებაა ჩემი აზრით.
მარა ქალაქს რო სჭირდება განსაკუთრებით პატარა ზომის ავტობუსები ფაქტია. საბოლოოდ იქნება რამე უკრაინული/ბელორუსული.

QUOTE
ზოგადად ჩვენი ჟურნალისტების სიუჟეტებს არ ვუჯერებ.

ამათ ჟურნალისტი არც კი უნდა დაარქვა biggrin.gif biggrin.gif
TramwayMan
QUOTE
კამერები.

მე მგონი ეს მგზავრების მთვლელია უფრო

Posted by: RedBulla 9 Sep 2016, 15:41
QUOTE
4 ნომრის ბუხანკები ჯობია ამ ყვითელ ავტობუსებს დამიჯერე



ესეთი ცუდია? biggrin.gif

Posted by: Accident 9 Sep 2016, 15:47
RedBulla
QUOTE
ის ყვითლები ქუთაისში გამოუშვით

ღადაობ?

ყოველთვის მშურდა ქუთაისის
https://forum.ge/?showtopic=34605569&view=findpost&p=43943261


ეგ მერსედესები და ივეკოები ახალ ბოგდანებსაც ჯობდნენ, ნახმარს კი არა.......

Posted by: GIOXxXGIO 9 Sep 2016, 17:03
ამ ახალ ავტობუსებს კონდიციონერი აქვთ?............................

Posted by: Accident 9 Sep 2016, 17:11
GIOXxXGIO
არა.

მსოფლიოში წამყვანი გერმანული ფირმის ავტობუსს, კონდიციონერი როგორ ექნება.


პლუს, ამ გვერდს გადახედე
https://forum.ge/?showtopic=34873091&st=90

Posted by: Rockhound 9 Sep 2016, 17:29
ტრამვაი + მეტრო. დანარჩენი არის უკან გადადგმული ნაბიჯი. ვიცი ძვირია, მაგრამ სხვა გზა არაა თუ ნორმალური სატრანსპორტო სისტემა გვინდა

Posted by: GIOXxXGIO 9 Sep 2016, 17:40
QUOTE (Accident @ 9 Sep 2016, 17:11 )
GIOXxXGIO
არა.

მსოფლიოში წამყვანი გერმანული ფირმის ავტობუსს, კონდიციონერი როგორ ექნება.


პლუს, ამ გვერდს გადახედე
https://forum.ge/?showtopic=34873091&st=90

რავი საჰაერო ბადეები ვერ დავინახე და მაგიტო დამაინტერესა

Posted by: Accident 9 Sep 2016, 17:47
Rockhound

ყველაფერს თავისი დანიშნულება აქვს.


მიწისქვეშა მეტროს მიზანი, რელიეფის, საცობების და შენობების ავლით, ქალაქის სხვადასხვა უბნის სწრაფი დაკავშირებაა.
პლუს განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ხალხის გადაზიდვის შესაძლებლობა.

ტრამვაის მიზანი, მთავარი მაგისტრალების ათვისება, სადაც შენობების განლაგება და რელიეფი, დიდად არ გიშლის ხელს.
და სადაც ათჯერ და ასჯერ ძვირი მეტროს აუცილებლობა არ დგას.

ხოლო ავტობუსი/ტროლეიბუსები კი, საჭიროა ამ მაგისტრალებიდან ხალხის შიდა ქუჩებზე გაყვანა.



მეტროში მილიარდის გადახდა იქ სადაც მაქს. ასი კაცი გადაადგილდება, უკან გადადგმაცაა და დანაშაულიც.


Posted by: W-G1 9 Sep 2016, 19:16
QUOTE
ეგ მერსედესები და ივეკოები ახალ ბოგდანებსაც ჯობდნენ, ნახმარს კი არა.......

ქუთაისშიც და ბათუმშიც ნორმალური ავტობუსები დადის.

ქუთაისის მირჩევნია თბილისისას

Posted by: zabzu 10 Sep 2016, 03:27
RedBulla
არაფრათ აღარ ვარგა, რა დროს რა გაძვრება და რა ხიფათს მოიტანს ავტობუსი არავინ იცის, ქუთაისში წრიულებს სულ მაგარი ავტობუსები ყავდა და ყავს კიდეც როგორც ვიცი

Posted by: Accident 10 Sep 2016, 03:51
zabzu

გაძლება მოგვიწევს, ჩვენც და ყვითლებსაც yes.gif

http://commersant.ge/?m=5&news_id=41168&cat_id=11

Posted by: zabzu 10 Sep 2016, 04:00
Accident
კი ეგ ინფო წეხან წავიკითხე, იცი რა მაინტერესებს, 27 მილიონი ევროა გაცემული სესხის სახით და რამდენი ავტობუსი მოვა ამ თანხით დათვლილი აქვს ვინმეს? დავიჯერო პირველ ეტაპზე ათზე მეტი ავტობუსის შემოყვანა არ შეიძლებოდა?

Posted by: Accident 10 Sep 2016, 04:29
zabzu

143 ვიყიდეთ.

ნაწილ-ნაწილ იმიტომ ჩამოდის, რომ ახლა იწყობა ქარხანაში

Posted by: TramwayMan 10 Sep 2016, 07:06
zabzu
Accident
27 მლნ სესხი და 7 მლნ გრანტი ანუ 34 მლნ ევრო 143 ავტობუსზე მძღოლების გადამზადება და ა,შ

QUOTE
დავიჯერო პირველ ეტაპზე ათზე მეტი ავტობუსის შემოყვანა არ შეიძლებოდა?

ახლა იწყობა ავტობუსები.

Posted by: AUTOCRAT 10 Sep 2016, 19:02
4 წლის მერე ახლები იქნება ამორტიზებული, არათუ ბოგდანები drug.gif

Posted by: zabzu 10 Sep 2016, 20:34
თუ გზებს არ მოაწესრიგებენ 4 წელიწადში გადასაყრელი იქნება ეგ ავტობუსები

Posted by: ნიკა 10 Sep 2016, 23:01
QUOTE (zabzu @ 10 Sep 2016, 20:34 )
თუ გზებს არ მოაწესრიგებენ 4 წელიწადში გადასაყრელი იქნება ეგ ავტობუსები

აზრი? სადაც გზები დააგეს მერე მწოლიარე პოლიციელები დააყენეს. ეგენი უარესად სპობს ამქნანის დაკიდებას. ისევ ის ორმოები დარჩენილიყო. ფული მაინც არ დაიხარჯებოდა.

Posted by: Kublicha 10 Sep 2016, 23:02
QUOTE
ისევ ის ორმოები დარჩენილიყო. ფული მაინც არ დაიხარჯებოდა.

ორმოებს ააცილებდი მაინც.


Posted by: ივანიჩ 10 Sep 2016, 23:19
QUOTE
მწოლიარე პოლიციელები

ეგენიც მალე გამოდის მწყობრიდან და ჩნდება გასაძრომი მომენტები biggrin.gif

Posted by: Accident 11 Sep 2016, 01:41
http://ww.bpn.ge/persona/26249-60-tslis-qarthveli-qali-romelic-manis-avtobusis-mdzgholi-iqneba.html?lang=ka-GE

Posted by: zabzu 12 Sep 2016, 03:15
მაგ მწოლიარე პოლიციელების თემა ცალკე გასარჩევია
ბევრ ისეთ ადგილას არის სადაც ნამდვილად არ უნდა იყოს
და ბევრ ადგილზეა დასაყენებელი მაგრამ კიდიათ

ახლა დააგეს გმირთა მოედანზე გზა და ჭის სახურავები ისეა რომ მართლა ძველი გზა ჯობდა მგონი

Posted by: rati nwt 12 Sep 2016, 14:30

პირველ რიგში პატარა ავტობუსები უნდა ჩანაცვლდეს, ეს ავტობუსი ძალიან დიდი და შორ მანძილზე ივლის.. ტევადი, ალბათ 51 ნომერი, 37 , 21, 14 და მსგავსი მარშუტები.
კიდევ არის დასამატებელი გრძელი მარშუტები განსაკუთრებით თბილისის აღმოსავლეთ ნაწილისთის, ლილო-სამგორი, რომელიც მოწყვეტილია ცენტრს..


ყველაზე ცუდ მდგომარეობაში ის პატარა ავტობუსებია, დიდი ბოგდანები, რაც ჩანაცვლდება ისინი პატარა ბოგდანების ადგილას რომ ამუშაონ კარგი იქნება

Posted by: experto 12 Sep 2016, 14:43
რას ერჩით ამ ყვითელ ავტობუსებს არ მესმის ხშირად რომ ჩატარებოდა ტექნიკური რემონტი კიდე დიდხანს ივლიდა

დიდი ბოგდანების მღოლებს ვისაც ვესაუბრე ყველა აქებს მაგ ავტობუსებს უბრალოდ 2 წელი არავის ჩაუტარებია მისთვის ტექნიკური რემონტიო

ახალი ავტობუსებიც მალე გაბანძდება თუ ბოგდანების მსგავსად ყურადღება არ მიაქციეს

Posted by: Kublicha 12 Sep 2016, 14:49
experto
QUOTE
უბრალოდ 2 წელი არავის ჩაუტარებია მისთვის ტექნიკური რემონტიო

ალბათ იმიტომ, რომ 2 წელია მიდის ამ ახალი ავტობუსების ყიდვის "პროცედურები"

Posted by: rati nwt 13 Sep 2016, 16:48
experto


დიდსა და პატარას შორის შედარებაც არ შეიძლება.. სულ სხვა ავტობუსებია. დიდს კომფორტი აქვს, ნაკლები ხმაური, სირბილე, ოდესღაც მგონი კონდიციონერიც უმუშავებდა.. მიდიხარ მატორის გახეთქვის ხმა არ გესმის.. გაცილებით დაბალანსებული ავტობუსია.

აი პატარები კი ჰგავს ავტობუსს, როცა ადამიანი მანქანას იგონებდა პირველი მოძრავი ნივთი, რაც შეკრა და ძრავა ჩაუყენა იმას.. ახალსაც არ ჰქონდა კომფორტი და ელემენტარული ხმაურის, უსაფრთხოების დაცვითი სტანდარტები.

Posted by: TramwayMan 14 Sep 2016, 14:57
პუშკინის ქუჩა საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ორივე მიმართულებით გაიხსნა. მიკროავტობუსებისა და ავტობუსების უმრავლესობა, რომლებიც თავისუფლების მოედნიდან ბარათაშვილის ქუჩის, ორთაჭალისა და გმირთა მოედნისკენ ჭანტურიას ქუჩის გავლით მოძრაობდნენ, ამიერიდან პუშკინის ქუჩით ივლიან.

თბილისის მერიამ შეცვალა ავტობუსების შემდეგი მარშრუტები: N 14, 31, 33, 37, 46, 61, 88, 122, 140, 150. ხოლო 6, 42, 87 უცვლელად დარჩა.

ანალოგიური გადაწყვეტილება შეეხო მიკროავტობუსებს: N 2, 4, 19, 31, 72, 141, 170, 176, 67, 120, 131-სა და 149-ს.

დედაქალაქის მთავრობამ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის პუშკინის ქუჩის თავისუფლების მოედნიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით გახსნით საზოგადოების მაღალი ინტერესი გაითვალისწინა.


Posted by: TramwayMan 19 Sep 2016, 14:49
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადება

19 სექტემბერი 2016

თბილისის სატრანსპორტო კომპანია გაცნობებთ, რომ გუშინ ღამით ახმეტელის მეტროსთან მუნიციპალური მორიგე ავტობუსი, რომელსაც ავტოპარკის თანამშრომლები მიჰყავდა სახლში, ტექნიკის მაღაზიას შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევა მძღოლის ჯანმრთელობის გაუარესებამ გამოიწვია. შედეგად, ავტობუსის ოთხი მგზავრი მსუბუქად დაშავდა, მძღოლი კი გულის შეტევით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ მომენტისთვის, მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და იმყოფება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ.
ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია, მუნიციპალური ავტობუსი საჯარიმო სადგურზეა გადაყვანილი.

Posted by: polaris 19 Sep 2016, 18:15
პირველი 10 ავტობუსი ჩამოვა 28 სექტემბერს, 29-ში განბაჟდება, 30 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით დაბინავდება ბაზაში, გაივლის ტექნდათვალიერებას და მძღოლები გაივლიან ტრენინგს და 3 ოქტომბერს პირველად გამოვლენ ხაზზე.
პირველ რიგში დაკომპლექტდება #61 მარშრუტი. როდესაც მეორე ნაკადი ჩამოვა, #51-ზე გაუშვებენ.
ასევე, განიხილავენ ბასლაინის პილოტურ პროექტს, კერძოდ ბაგებიდან ვაკის პარკამდე #61-ის მარშრუტი რომ იზოლირებულ ზოლზე იყოს.

Posted by: Farenheit 19 Sep 2016, 19:17
QUOTE (polaris @ 19 Sep 2016, 18:15 )
ასევე, განიხილავენ ბასლაინის პილოტურ პროექტს, კერძოდ ბაგებიდან ვაკის პარკამდე #61-ის მარშრუტი რომ იზოლირებულ ზოლზე იყოს.

არის საშუალება, უბრალოდ კონტროლი ჭირდება, რომ ავტობუსის ზოლში ჯიგიტებმა არ დააპარკინგონ თავიანთი ჯართი

მშვენიერია რა აქამდე ეძინათ ამ ოჯახაშენებულებს? facepalm.gif

Posted by: Guro_ 19 Sep 2016, 19:31
polaris
QUOTE
კერძოდ ბაგებიდან ვაკის პარკამდე #61-ის მარშრუტი რომ იზოლირებულ ზოლზე იყოს.


კარგია, მაგრამ ვერაა მგონი მთლად კარგი მარშუტი შერჩეული, თან მოკლეა ძალიან. ვნახოთ საპილოტეთ ივარგებს ალბათ

Posted by: Accident 19 Sep 2016, 20:00
Guro_
QUOTE
მაგრამ ვერაა მგონი მთლად კარგი მარშუტი შერჩეული, თან მოკლეა ძალიან.

შერჩევა რა შუაშია.
ან რა არის მოკლე? მარშრუტი კი არ იქნება ბაგებიდან-პარკამდე.


N61 ისედაც დადის ბაგებიდან ბარათაშვილამდე და არაფერს ცვლიან.
უბრალოდ, ვაკის-პარკამდე, ცალკე ზოლს მოუწყობენ.


ვაკის-პარკიდან ლოკომოტივამდე, ახლაც აქვს ცალკე ზოლი ავტობუსებს.

Posted by: ნიკა 19 Sep 2016, 20:19
QUOTE
კერძოდ ბაგებიდან ვაკის პარკამდე #61-ის მარშრუტი რომ იზოლირებულ ზოლზე იყოს.

ბაგებიდან კი არა ალბათ კუს ტბის ასახვევიდან.

Posted by: Kublicha 19 Sep 2016, 23:31
ნიკა
QUOTE
ბაგებიდან კი არა ალბათ კუს ტბის ასახვევიდან.

ხო ალბათ, თორე სასაფლაოს მონაკვეთი როგორ წარმოგიდგენიათ, სულ 2 ზოლია ორივე მხარეს.

QUOTE
პირველ რიგში დაკომპლექტდება #61 მარშრუტი

მე #88-ს ვვარაუდოებდი.

Posted by: Accident 20 Sep 2016, 01:52
და გაჩერებები უკვე შესაბამისობაშია და პარკინგიც ალაგმულია, რომ გადამზადებულმა მძღოლმა, ზუსტად მოახერხოს ტროტუარზე მიდგომა?
თუ ეგ არც იგეგმებოდა.....

Posted by: Guro_ 20 Sep 2016, 02:21
Accident
რავი გასაგებად მიწერია რაც დავწერე თუ ვერ გაიგე კიდე გადაიკითხე, იქნებ მიხვდე

Posted by: Accident 20 Sep 2016, 03:25
Guro_
QUOTE
იქნებ მიხვდე

მადლობა, კორექტული მომართვისთვის.

უბრალოდ, სატესტოზე ცუდია და მოკლეო, ალოგიკურად მომეჩვენა
აბა ვაკე-რუსთაველზე ცალკე ზოლის გამოყოფა სატესტო აღარც იქნებოდა... ამიტომ მეორე ვარიანტზე პასუხი დავწერე.

Posted by: vatman 20 Sep 2016, 12:20
polaris
QUOTE
როდესაც მეორე ნაკადი ჩამოვა, #51-ზე გაუშვებენ.

მაგ ხაზს რატო ასე ეცნენ.... თანაც გლდანში და გლდანულაში ყველა გაჩერება ისე "კარგად" ადაპტირებულია შშმ პირებზე .....
რამე ცენტრალურზე არ სჯობდა 140/150/9/14..

ისე N23-ზე ბოგდანებს თუ არ შეცვლიან ახალი ავტობუსებით კარგს იზამენ. არ აქვს მაგ ხაზს ამდენი მგზავრი

Guro_
QUOTE
კარგია, მაგრამ ვერაა მგონი მთლად კარგი მარშუტი შერჩეული, თან მოკლეა ძალიან. ვნახოთ საპილოტეთ ივარგებს ალბათ

აბა სხვა მაშრუტს არც ველოდი. ჯერ ერთი პიარის თემაა- ცენტრალური მაშრუტია, მეორე 10 ავტობუსი 61-ს, 9-ს, 14, ან 23-ს ეყოფა მხოლოდ. რეზერვში 2 ცალი მაინც ხო უნდა იდგეს

polaris
QUOTE
ასევე, განიხილავენ ბასლაინის პილოტურ პროექტს, კერძოდ ბაგებიდან ვაკის პარკამდე #61-ის მარშრუტი რომ იზოლირებულ ზოლზე იყოს.

ახმეტელთან ორივე მიმართულებაზე გააკეთონ თუ მაგრები არიან biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Guro_ 20 Sep 2016, 14:14
Accident
ჩემზე ნუ იგრუზები ბრო, სრულიად ზედმეტი იყი შენი კომენტარი

vatman
მერე ეგ ვთქვი მე, სხვა კი არაფერი მითქვამს. საპილოტე პროგრამით უნდა დადგინდეს აქვს თუ არა აზრი ამათუიმ პროექტს. 1 კმ-იანი მონაკვეთით, 4 ზოლიანი გზით და თითქმის საცობი მანდ არ არის რა უნდა დაადგინონ?


ავტობუსის ზოლს მაშინ აქვს აზრი როცა ხალხიბგადაყავს სწრაფად და შეუფერხებლად. უმჯობესი იქნებოდა გაეკეთებინათ სადღაც 4-5 კმ მანძილი, რეალურად დატვირთულ ქუჩაზე, აი მაშინ მართლა ნახავდნენ სხვაობას, ახლა კი როგორც აღნიშნე პიარია და სხვა მეტი არაფერი, თუმცა ეგ ვთქვი მეც რო თითქმის გამოუსადეგარია და მარტო პიარისთვის კეთდება, მაგრამ აქამდე არც ეგ არ იყო და არაუშავსთქო smile.gif

Posted by: vatman 20 Sep 2016, 15:42
Guro_
გამოყოფილი თუ ინდათ აგერ ჭავჭავაძე, ყაზბეგი, კოსტავა გააკეთონ. თორე ცლკე გამოყოფილი ზოლი საპირისპირო მიმართულებით ეხლაც არის თბილისში 3 ცალი, მათ შორის ერთი ვაკის პარკიდან წერეთლის ქუჩამდე.

ისე ამ საცობების გამო სულ არეულია გრაფიკები.. გუშინ გლდანის მე-8დან გლდანულაში N51 მაშრუტის 4 ავტობუსი ერთდროულად გაიარა...

Posted by: TramwayMan 20 Sep 2016, 19:26
vatman
ახალი ავტობუსები ინიშნება ყველაზე ხალხმრავალ მარშრუტებზე, რა ადაპტირება რის ადაპტირება რაში სჭირდებათ ადაპტირება ამა ვტობუსებს? ისე ვერ ივლიან გაჩერება თუ არ მიუადაპტირე? biggrin.gif

ერთი მეორესთან საერთოდ არ არის კავშირში.

23 ნომერი ერთ ერთI ყველაზე დატვირთული მარშრუტია საიდან მოიტანე რომ ხალხი არ ჰყავს?


Posted by: Accident 20 Sep 2016, 20:39
Guro_
QUOTE
ჩემზე ნუ იგრუზები ბრო, სრულიად ზედმეტი იყი შენი კომენტარი

და რაში მეტყობოდა "დაგრუზვა". მე პირიქით მომეჩვენა.

პოსტი გაუგებრად მივიჩნიე, რადგან მარშრუტზე იყო ლაპარაკი და ერთ-ერთ ახსნაზე, კომენტარი დავწერე.
მაგრამ, როგორც ჩანს გამაღიზიანებლი ეფექტი ჰქონდა.
არადა, არაფერი უარყოფითი არ დამიწერა, კითხვანარევი და განმარტების შემცველი პოსტი იყო.
რაც შეეხება იმას, რა არის უადგილო და ადგილიანი, ამას თავად ვწვეტ და არა მგონია ვინმე უნდა მითითებდეს (თუ თემას ეხება).




vatman
QUOTE
აბა სხვა მაშრუტს არც ველოდი. ჯერ ერთი პიარის თემაა

პიარი არ ვიცი და მერია, რომელსაც ისიც ვერ გაურკვევია, საცობის რეალური პრობლემა რაში მდგომარეობს და ნორმალური გადაწყვეტა როგორი იქნებოდა, ხალხმრავალ ქუჩაზე, მითუმეტეს არჩევნების წინ, ზოლს რატო გადაკეტავდა?
ცალკე მოაზროვნე მძღოლების პირობებში, საერთოდ რა გამოვა. აღმაშენებელზე სულ პროწივზე დადიან....


Posted by: ფაშისტი 21 Sep 2016, 10:16
ხალხო, ტრანსპორტი თავისუფლებიდან უკან რუსტაველზე არარ მოდის ხომ? ბარათაშვილზე მისასვლელდა, გაიხნდა ის გზა არა? ვერ მოვხვდი მაქეთ და..

Posted by: vatman 21 Sep 2016, 10:51
TramwayMan
QUOTE
ახალი ავტობუსები ინიშნება ყველაზე ხალხმრავალ მარშრუტებზე, რა ადაპტირება რის ადაპტირება რაში სჭირდებათ ადაპტირება ამა ვტობუსებს? ისე ვერ ივლიან გაჩერება თუ არ მიუადაპტირე?

ერთი მეორესთან საერთოდ არ არის კავშირში.

თუ გაჩერება არ არის ადაპტირებული შშმ პირებისათვის მაშინ რა აზრი აქვს ამ ტიპის ავტობუსს? მაშინ ასეთივე წარმატებით შესაძლებელია ჩვეულებრივი მაღალი იატაკიანი ავტობუსის ყიდვა. ექსპლუატაციაში იაფი მაინც დაჯდება. გაიარე ერთი გლდანის მე-6 და მე-8 მიკროს გამყოფ გზაზე, და ერთი მითხარი მანდ ეტლით როგორ უნდა გადაადგილდე გაჩერებასთან. გაჩერებები მოწყობილია გაზონზე. რა ტქმა უნდა იგივე პრობლემები მთელ ქალაქშია, მაგრამ თუ მაგ მონაკვეთზე უშვებ ადაპტირებულ ტრანსპორტს, გაჩერებებიც შესაბამისად უნდა მოაწყო.

QUOTE
23 ნომერი ერთ ერთI ყველაზე დატვირთული მარშრუტია საიდან მოიტანე რომ ხალხი არ ჰყავს?

გამოვრიცხოთ გლდანი და ახმეტელის მეტროს მონაკვეთი. მანდ ყველა ტრანსპორტი დატვირთულია. ახმეტელიდან ავტობუსი წრიულზე რო გაუშვა ისიც დატვირთული იქნება wink.gif . აი N23-ს დანარჩენი მაშრუტის მსვლელობისას სად არის ასეთი გადატვირთული რო A144 ვერ უმკლავდებოდეს? საღამოს პიკის საათებში ახმეტელამდე ნახევრად ცარიელი მოდის, განსხვავებით N24-სა და N51-ისა. ანალოგიურად დილის საათებში გურამიშვილის გამზირზე დახედე- ნახევრად ცარიელია.

Accident
მე პიარი ვიგულისხმე N61 მაშრუტი და არა გამოყოფილი ზოლი smile.gif

Posted by: ზეპე 21 Sep 2016, 11:55
გმირთა მოედნიდან გლდანის მეექვსე მიკროში რა ნომერი მარშუტკა ან ავტობუსი მიდის ?

Posted by: rachveli1 21 Sep 2016, 12:17
zeppelnick

51 ავტობუსი

მარშრუტკა არ ვიცი

Posted by: TramwayMan 21 Sep 2016, 13:33
vatman
QUOTE
თუ გაჩერება არ არის ადაპტირებული შშმ პირებისათვის მაშინ რა აზრი აქვს ამ ტიპის ავტობუსს? მაშინ ასეთივე წარმატებით შესაძლებელია ჩვეულებრივი მაღალი იატაკიანი ავტობუსის ყიდვა. ექსპლუატაციაში იაფი მაინც დაჯდება. გაიარე ერთი გლდანის მე-6 და მე-8 მიკროს გამყოფ გზაზე, და ერთი მითხარი მანდ ეტლით როგორ უნდა გადაადგილდე გაჩერებასთან. გაჩერებები მოწყობილია გაზონზე. რა ტქმა უნდა იგივე პრობლემები მთელ ქალაქშია, მაგრამ თუ მაგ მონაკვეთზე უშვებ ადაპტირებულ ტრანსპორტს, გაჩერებებიც შესაბამისად უნდა მოაწყო.



რას ლაპარაკობ, დაბალYირიანი ავტობუსები სექსკლუზიურად შშმ პირებისთვის არავის შეუქმნია, დაბალძირიანი ავტობუსებში მგზავრების შესვლა გამოსვლა არის დაჩქარებული და ავტობუსი გაჩერებაზე კარგავს ნაკლებს დროს, ეს არის მისი უდიდესი პლიუსი, აი ეს დიდი აზრი აქვს ამ ავტობუსებს ის რომ შენ იქ კიბის გადალახვა არ გიწევს. არაფერიც მაღალიატაკიანია ავტობუსი რატომ არ უნდა ვიყიდოტ უკვე გითხარი.

არაფერი არ უნდა არსად, ნებისმიერგან უნდა გაუშვა ეს ავტობუსები სადაც საჭიროა მგზავრთნაკადის მიხედვით, თანამედროვე სამყაროში მაღალძირიან ავტობუსებს არავინ ყიდულობს და გაჩერებები არის თU არა ადაპტირებული საერთოდ არ უშლის ხელს ამ ავტობუსებს მოძრაობასა და ზოგადად ექსპლოატაციაში.


vatman
QUOTE
გამოვრიცხოთ გლდანი და ახმეტელის მეტროს მონაკვეთი. მანდ ყველა ტრანსპორტი დატვირთულია. ახმეტელიდან ავტობუსი წრიულზე რო გაუშვა ისიც დატვირთული იქნება  . აი N23-ს დანარჩენი მაშრუტის მსვლელობისას სად არის ასეთი გადატვირთული რო A144 ვერ უმკლავდებოდეს? საღამოს პიკის საათებში ახმეტელამდე ნახევრად ცარიელი მოდის, განსხვავებით N24-სა და N51-ისა. ანალოგიურად დილის საათებში გურამიშვილის გამზირზე დახედე- ნახევრად ცარიელია.


მე ვენდობი მხოლოდ ციფრებში მოყვანილ სტატისტიკას სადაც ნომერი 23 ერთ ერთ მოწინავე პოზიციას იკავებს მორჩა და გათავდა.

vatman
Accident
Guro_
Kublicha
ნიკა
გამოყოფილ ბასლაინზე იმოძრავებს ყველა ის ავტობუსის მარშრუტი რაც მაგ ადგილზე გადის და არა ექსკლუზიურად 61. ხოლო რაც შეეხება საპილოტე პროექტის მდებარეობას ჩემთვის ცოტა გაუგებარია რატომ აირჩიეს ისედაც თავისუფალი ჩოლოყაშვილის ქუჩა ამისთვის, როცა ბასლაინის საჭიროება პირველ რიგში არის მხოლოდ იქ სადაც მოძრაობა გადატვირთულია და საზოგადოებრივი ტრანსპორტის დაუბრკოლებელ მოძრაობას კერძო ტრანსპორტი ხელს უშლის.


Posted by: vatman 21 Sep 2016, 14:06
TramwayMan
QUOTE
რას ლაპარაკობ, დაბალYირიანი ავტობუსები სექსკლუზიურად შშმ პირებისთვის არავის შეუქმნია, დაბალძირიანი ავტობუსებში მგზავრების შესვლა გამოსვლა არის დაჩქარებული და ავტობუსი გაჩერებაზე კარგავს ნაკლებს დროს, ეს არის მისი უდიდესი პლიუსი, აი ეს დიდი აზრი აქვს ამ ავტობუსებს ის რომ შენ იქ კიბის გადალახვა არ გიწევს. არაფერიც მაღალიატაკიანია ავტობუსი რატომ არ უნდა ვიყიდოტ უკვე გითხარი.

არაფერი არ უნდა არსად, ნებისმიერგან უნდა გაუშვა ეს ავტობუსები სადაც საჭიროა მგზავრთნაკადის მიხედვით, თანამედროვე სამყაროში მაღალძირიან ავტობუსებს არავინ ყიდულობს და გაჩერებები არის თU არა ადაპტირებული საერთოდ არ უშლის ხელს ამ ავტობუსებს მოძრაობასა და ზოგადად ექსპლოატაციაში.

აბა თუ ადაპტირებულია და შესაბამისი კატეგორია ვერ სარგებლობს რაღას უწოდებ ადაპტირებულს? სატრანსპორტო საშუალებასთან ერთად უნდა იყოს ადაპტირებული ინფრასტრუქტურაც.
და ზოგადად ვთქვათ თუ ეკონომიკურად/სოციალურად დასაბუთებულია რომ დაბალიატაკიანს იგივე სარგებლობა მოაქვს, როგორც მაღალიატაკიან ავტობუსს, მარა მისი ექსპლუატაცია ჯდება ძვირი, რატო უნდა ვიყიდო დაბალ იატაკიანი? მხოლოდ იმიტომ რო ეხლა იგი მოდაშია?
ერთ-ერთი მსხვილი კომპანია საქართველოში რამდენიმე წლის წინ იყიდა მანის ახალი სატვირთო ავტომობილები, და მოთხოვნა ჰქონდა რო ძრავები ყოფილიყო ევრო-2. მომწოდებელმა პირობა შეასრულა. დღემდე დადიან ეს ავტომობილები საწვავის სისტემის პრობლემების გარეშე. რატო უნდა გადაეხადა ზედმეტი ახალ ძრავში, რომელიც ჩვენი საწვავის პირობებში უფრო ძვირი ხდება შენახვა?


QUOTE
მე ვენდობი მხოლოდ ციფრებში მოყვანილ სტატისტიკას სადაც ნომერი 23 ერთ ერთ მოწინავე პოზიციას იკავებს მორჩა და გათავდა.


ციფრები და სტატისტიკა გეთაყვა ვ სტუდიუ smile.gif

გიმეორებ ახმეტელიდან 4 ვაგონიანი მატარებელიც რო გაუშვა ზემოთ, ისიც კი გაივსება biggrin.gif .
ეგრე 79-ზე მე თუ არ ვცდები ყველაზე კარგი მაჩვენებელია მომგებიანობის 1 ავტობუსზე. არადა ყველაზე მოკლე ხაზია 2 ავტობუსით.

Posted by: TramwayMan 21 Sep 2016, 14:12
vatman
QUOTE
ციფრები და სტატისტიკა გეთაყვა ვ სტუდიუ

იდო წინა გვერდებზე


QUOTE
აბა თუ ადაპტირებულია და შესაბამისი კატეგორია ვერ სარგებლობს რაღას უწოდებ ადაპტირებულს? სატრანსპორტო საშუალებასთან ერთად უნდა იყოს ადაპტირებული ინფრასტრუქტურაც.
და ზოგადად ვთქვათ თუ ეკონომიკურად/სოციალურად დასაბუთებულია რომ დაბალიატაკიანს იგივე სარგებლობა მოაქვს, როგორც მაღალიატაკიან ავტობუსს, მარა მისი ექსპლუატაცია ჯდება ძვირი, რატო უნდა ვიყიდო დაბალ იატაკიანი? მხოლოდ იმიტომ რო ეხლა იგი მოდაშია?

შესაბამისი კატეგორია გაჩერებების ადაპტირების გარეშეც ისარგებლებს, პანდუსი აქვს ავტობუსს არ დაგავიწყდეს.

ადაპტირებულს უწოდებენ აქ, ამ ავტობუსებს არსად არ ჰქვია ადაპტირებული ასეთ ტრანსპორტს უწოდებენ 100% დაბალირიან ტრანსპორტს.

დაბალიატაკიან ავტობუსს რა სარგებლობაც მოაქვს დაგიწერე მე. სად წერია რომ უფრო ვირია დაბალიატაკიანის ექსპლოატაცია?

არცერთი წამყვანი ბრენდული კომპანია არ აწარმოებს მაღალძირიან ავტობუსებს ქალაქისათვის.

ძალიან სულელობებს მიწერ, ავტობუსებს ვყიდულობთ ისეთს როგორიც არის საჭირო და გაჩრებებს როდის და როგორ გავაკეთებთ ადაპტირებულს საერთოდ არ არის კავშირში ამ ავტობუსებთან, ეს ავტობუსები გაჩერებებს არ ითხოვენ მათ გარეშეც მშვენივრად მორაობენ.


Posted by: vatman 21 Sep 2016, 14:34
TramwayMan
QUOTE
იდო წინა გვერდებზე

ვერ ვპოულობ, მიგვითითე wink.gif

QUOTE
ძალიან სულელობებს მიწერ, ავტობუსებს ვყიდულობთ ისეთს როგორიც არის საჭირო და გაჩრებებს როდის და როგორ გავაკეთებთ ადაპტირებულს საერთოდ არ არის კავშირში ამ ავტობუსებთან, ეს ავტობუსები გაჩერებებს არ ითხოვენ მათ გარეშეც მშვენივრად მორაობენ.

facepalm.gif facepalm.gif

QUOTE
დაბალიატაკიან ავტობუსს რა სარგებლობაც მოაქვს დაგიწერე მე. სად წერია რომ უფრო ვირია დაბალიატაკიანის ექსპლოატაცია?

კარგად წაიკითხე "ვთქვათ თუ" წერია მაგ ტექსტში.

Posted by: Asuka 21 Sep 2016, 14:51
ავტობუსი რომ მინიმუმ საათ ნახევარში დადის არ არის ეს ნორმალური.
რომ მოდის ხო ისეთი გადატენელია, რომ ვერც ადიხარ. და გიწევს ისევ 40 წუთი ლოდინი.
ამ 42 ხაზს ერთი ავტობუსი მაინც დაამატეთ, თორე საშინელებაა.

და ამ მძღოლებს აუკრძალეთ მოწევა საჭესთან. და წინა ადგილის მოშლა ან გადაკეტვა. ადგილი ისედაც არაა და ესენი კიდე ამცირებენ დასაჯდომ ადგილების რაოდენობას.

და ქოცები რო ხარობდნენ, ჩინეთიდან მწვანე ავტობუსები ჩამოდისო — სადაა?


ბოგდანები მოაშორეთ. არ მინდა იმ ტრანსპორტით მგზავრობა, რომელსაც ПРОЛЕТАРИЙ აწერია. დეკომუნიზაციის პროცესი თბილისის ტრანსპორტისთვის არ არსებობს?

Posted by: vatman 21 Sep 2016, 15:07
TramwayMan
ხო კაი, N23-ის სტატისტიკაზე უკან ვიხევ, biggrin.gif
ვიპოვე კომპში 2013 წლის სტატისტიკა. ფრიად გაკვირვებული ვარ.
N23 საპატიო მე-5 ადგილზეა მგზავრების რაოდენობით.
ძალიან გამიკვირდა რო უფრო მეტია ვიდრე N61, 24 მაშრუტებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობისა

Posted by: Accident 21 Sep 2016, 19:47
Asuka
ჩინეთიდან თბილისისთვის, არანაირი ავტობუსები არ იგეგმებოდა.

მწვანე ავტობუსები, წინა მერიის დროს უნდა შემოსულიყო, სავარაუდოდ პოლონური "solaris" ფირმის, მაგრამ ჩაიშალა.

ახალმა მერიამ კი, თავიანთი ფერის შესაბამისად, ლურჯი ავტობუსების შემოყვანა გადაწყვიტა, რომელიც არის გერმანული "MAN"-ის წარმოების.



ოქტომბრიდან, 10 ავტობუსი ახალი ავტობუსი იმოძრავებს და თებერვლამდე 143-მდე გაიზრდება.







vatman
QUOTE
მე პიარი ვიგულისხმე N61 მაშრუტი და არა გამოყოფილი ზოლი

ხო, მეც ეგ ვიგულისმე.

მანდ, ერთი-ორი კაცი თუ მოძრაობს და პიარში რა უნდა გამოადგეთ არ ვიცი-მეთქი.

ჩემი აზრით, ეგ მონაკვეთი აარჩიეს, უფრო მეტად ამ მიზეზების გამო:
1. იმდენს ვერ ტვინავენ, გამოყოფილი ზოლი რომ ზუსტად გადატვირთულ მონაკვეთებზეა საჭირო.
2. ეშინიათ არჩევნების წინ, გადატვირთული მონაკვეთების, კიდევ უფრო გადატვირთვა, მანქანებისთვის.
3. იციან, რომ ერთი ადგილი არ ექნებათ, მაგ გამოყოფილი ზოლის, ლიხაჩი მძღოლებისგან დასაცავად.

Posted by: nodara95 22 Sep 2016, 08:43
ვერ ვხვდები ახალი გაჩერებები რატოა უფრო ადაპტირებული შშმ პირზე ვიდრე ძველი? დიზაინის და ხარისხის გარდა მე ვერაფერი ვერ ვნახე ცვლილება. დაჟე ზოგან ეტლის სადგომიც კი არ არის.

Posted by: ზეპე 22 Sep 2016, 11:52
QUOTE (rachveli1 @ 21 Sep 2016, 12:17 )
zeppelnick

51 ავტობუსი

მარშრუტკა არ ვიცი

მადლობა
___________________________________________________________________

Posted by: Guro_ 22 Sep 2016, 15:07
Accident
QUOTE
1. იმდენს ვერ ტვინავენ, გამოყოფილი ზოლი რომ ზუსტად გადატვირთულ მონაკვეთებზეა საჭირო.
2. ეშინიათ არჩევნების წინ, გადატვირთული მონაკვეთების, კიდევ უფრო გადატვირთვა, მანქანებისთვის.
3. იციან, რომ ერთი ადგილი არ ექნებათ, მაგ გამოყოფილი ზოლის, ლიხაჩი მძღოლებისგან დასაცავად.

აჰა ჩემი მოკლედ ნათქვამი აქ განავრცე smile.gif


მაგრამ მაინც კაია, 5 ადამიანმა მაინც რო ისწავლოს რა არის ავტობუსისთვის გამოყოფილი ზოლი უკვე შედგია

Posted by: Accident 22 Sep 2016, 15:15
Guro_
ხო, მოძრაობის მიმართულებით გამოყოფილი ზოლი, მგონი პირველი იქნება.
თუმცა, კონტროლი თუ არ დაიწყეს, შეიძლება მაგდენმაც ვერ ისწავლოს.

Posted by: ნიკა 22 Sep 2016, 17:11
ველობილიკის ბედი ეწევა მაგ ზოლსაც. .

Posted by: gunnera 23 Sep 2016, 10:36
ამ ბოლოს ჯიპიესს აქვს გარეკილი... 19 წუთი წერია ხოლმე და მარშუტკა რო უნდა გავაჩერო მოდის ავტობუსი... მეგონა ვარკეთილში იყო ეგრე და თამარ მეფეზეც სხვა დროები ეწერა რამდენიმე დღეა უკვე

Posted by: Asuka 23 Sep 2016, 11:36
ხო, დროებს მაგრად აქვს არეული. აწერია 20 წუთი, მერე 0, მერე 40, და ნახევარი რომ დარჩენილია ისე მოდის ავტობუსი.
სულ გარეკეს.

Posted by: Accident 23 Sep 2016, 12:16
QUOTE
ამ ბოლოს ჯიპიესს აქვს გარეკილი

ხო, ჯიპიესს აქვს ალბათ, თორემ მძღოლები ხომ, სულ წამი-წამზე აჯენენ გაჩერებაზე ავტობუსებს.

და მაგ ჯიპიესს ხელოვნური ინტელექტი ხომ არ აქვს, ვისაც ევლება მიხედოს, იმას ეტყობა ფეხებზე კიდია მუშაობა და კიდევ კარგად გაქაჩა, აქამდეც.....]


თუმცა, გაჩერებები ხომ ახიკეს ქალაქიდან და გადაიტანეს ოლიმპიადაზე, ახალი ავტობუსების ჩამოტანის წინ, შეიძლება დააძვრეს, ამათაც......

Posted by: ყაყა_ჩო 23 Sep 2016, 16:48
MAN Truck & Bus AG-ის პირველმა ავტობუსმა უკვე გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი და ბათუმში შემოვიდა.

2030.news-ის ინფორმაციით, საქართველოში MAN-ის ფირმის კიდევ 4 ავტობუსი 28 სექტემბერს,ხოლო 5 ავტობუსი 29 სექტემბერს შემოვა.

ავტობუსები თბილისში, ტექნიკური სამუშაობის ჩატარების შემდეგ იმოძრავებენ.

MAN Truck & Bus AG-ის ავტობუსები პოლონეთში მზადდება. ავტობუსები CNG-ი საწვავზე მუშაობენ, რომლის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის ის, რომ დიზელთან შედარებით უფრო მცირე რაოდენობის მავნე გამონაბოლქვს გამოყოფს. შემცირებულია გამონაბოლქვში ნახშირბადის მოცულობა, არ გააჩნია შავი კვამლი და უსიამოვნო სუნი.

ამასთან, მძღოლებს, რომლებიც Man-ის ავტობუსებზე დასაქმდებიან, MAN Truck & Bus AG-ის სპეციალისტებმა გადაამზადეს.

დედაქალაქის მერია ავტოპარკის განახლებას გეგმავს, რომელის პირველი ეტაპიც 2017 წელს დასრულდება და დედაქალაქში, ჯამში, 143 ახალი ავტობუსი შემოვა.

პირველი ავტობუსის ფოტო, რომელიც ბათუმში შემოვიდა, სოციალური ქსელით გავრცელდა.


http://www.2030.news/index.php?newsid=14708

P.S: ამ 143 ავტობუსით ყველაა დიდი ბოგდანი ჩანაცვლდება ? თუ ისინიც ივლიან ?

Posted by: giat 23 Sep 2016, 17:30
გილოცავთ
გილოცავთ თბილისელებო და საერთოდ საქქართველოს მოქალაქებოო
სიახლე და სიკეთე და
მოდის ნელ-ნელა ყველაფერი დადებითისაკენ და
ხალხის და ხალხის და ქალაქის საკეტილდღეოდ

Posted by: gunnera 23 Sep 2016, 17:31
Accident

მძღოლების მიხედვით არ თვლის ეს ტაბლო? თუ სადაა ავტობუსი

განრიგი ფურცელზე რო უწერიათ ეგაა მგონი

Posted by: vatman 23 Sep 2016, 17:42
gunnera
QUOTE
განრიგი ფურცელზე რო უწერიათ ეგაა მგონი

მაგ ფურცელზე ბოლო გაჩერებებიდან გამოსვლის და მისვლის დრო წერია მხოლოდ.

ისე ჩვენთან როგორაა, თუ ავტობუსი ბოლოს წინა წრე დაამთავრა 1 საათის დაგვიანებით ან მეტი, ბოლო წრეზე უშვებენ თუ პარკში მიდის?

Posted by: sosoatis 23 Sep 2016, 18:59
QUOTE
MAN Truck & Bus AG-ის ავტობუსები პოლონეთში მზადდება.

არადა სურათზე ავტობუსს თურქული ტრანზიტული ნომრები უკეთია, ეგ როგორ გავიგოთ

Posted by: Accident 23 Sep 2016, 20:05
sosoatis
და იქნებ, ევროკავშირის ტერიტორიაზე გადასაადგილებლად, არ დასჭირდა სატრანზიტო ნომრები და თურქეთიდან გახდა, საჭირო?

Posted by: polaris 23 Sep 2016, 21:25
ყაყა_ჩო
QUOTE
წყარო


ჰეჰე ჩემი ფბდან ეიღეს biggrin.gif

* * *
თურქეთის გავლით ჩამოიყვანეს თავისი სვლით, როგორც ვიცი

Posted by: Kublicha 23 Sep 2016, 22:10
ქალბატონი მადონა ამ 10 დან ერთ-ერთის მძღოლი იქნება თუ შემდეგი პარტიების?

Posted by: da_to 23 Sep 2016, 22:28
ახალი ავტობუსები პირველ ეტაპზე მხოლოდ #61-ე მარშრუტზე ივლის, ხოლო მეორე ეტაპზე - #51-ე მარშრუტზე, - ამის შესახებ თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა მამუკა მუმლაძემ ”პალიტრანიუსის” გადაცემა ”ჩემი კითხვის” ეთერში განაცხადა.

Posted by: Accident 24 Sep 2016, 00:28
http://www.palitratv.ge/yvela-video/akhali-ambebi/78084-qchemi-kithkhvaq-stumari-mamuka-mumladze.html










რაც შეეხება ახალ ავტობუსებს, ისინი თბილისის კლიმატზე მორგებული კონდიცირებით იქნება აღჭურვილი. ავტობუსის მძღოლს აქვს მოჭრილი ხელფასი, მას არ დასჭირდება თქმა, რომ კონდიცირება ჩართოს, რადგან ეს მას არ დააწვება. დამატებით მუშაობს მონიტორინგის სამსახური და მკაცრი სასჯელი იქნება, თუკი საჭირო დროს გათბობა ან კონდიცირება ჩართული არ იქნება”, - აღნიშნა მუმლაძემ.

მუმლაძის განმარტებით, ძველ ყვითელ ავტობუსებში კონდიცირება გათვალისწინებული არ იყო, მგზავრების მოთხოვნით დააყენეს, თუმცა არ იმუშავა. მისივე თქმით, პირველი 10 ავტობუსის პრეზენტაცია 30 სექტემბერს გაიმართება.



ამიერიდან ყველა ავტობუსის ყველა მძღოლი ყოველ დილით ექიმის მიერ შემოწმდება, - ამის შესახებ თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა მამუკა მუმლაძემ ”პალიტრანიუსის” გადაცემა ”ჩემი კითხვის” ეთერში განაცხადა.

Posted by: AUTOCRAT 24 Sep 2016, 02:14
QUOTE
პიკის საათში არის ტრანპორტის სიმცირე, ამ პრობლემას ვიცით ჩვენ როგორ ვებრძოლოთ. რაოდენობა დღეს ავტობუსების არის 512, რომელიც გადის ხაზზე. ახალი ავტობუსების დამატებით გვინდა ეს 512 გაიზარდოს 600-მდე რაც მოაგვარებს ამ პრობლემას და გადაჭედილი ავტობუსები არ ივლის. ასევე გვინდა ის კომფორტი რაც ახალ ავტობუსებით გვექნება, აქცენტი მოსახლეობამ კომფორტზე გააკეთოს და დატვირთვა  გაიზარდოს ავტობუსებში.

ეს კაცი ###ა? spy.gif

Posted by: nodara95 24 Sep 2016, 10:53
სანამ ასეთი ხეები იმუშავებენ მანდ პრობლემას პრობლემა დაემატება.

Posted by: Kublicha 24 Sep 2016, 15:47
რამდენიმე კვირის წინ გავაკეთე ეს ფაილი.
აქ არანაირი ოფიციალური ვერსიები არაა გამოყენებული, არის მთლიანად ჩემეული ხედვა, როგორ უნდა მოხდეს ავტობუსების ხაზთა დაქსელვა თბილისში.

პატარა შესავალს გავაკეთებ

მთავარი პრინციპები:
-მანები (ლურჯად აღნიშნული) დადის მხოლოდ ცენტრალურ უბნებში
-გარეუბნიდან ცენტრში მოსასვლელად საჭიროა 2 ავტობუსის გამოცვლა, რისთვისაც კეთდება ორი ჰაბი. დეტალურად ქვემოთ
-დიდი ბოგდანები მოხმარდება აქტიური ხაზებს ოღონდ არა ცენტრალურ ზონაში
-გამონაკლისის სახით, რადგან აეროპორტი მნიშვნელოვანი ობიექტია, #37ზე მოძრაობს მანები
-ჰაბი უნდა იყოს მეტროსთან
-ზოგიერთი მარშურტი გაიყოფა ორ ნაწილად
-პატარა ბოგდანები იმოძრავებს მხოლოდ მცირე მარშრუტებზე და ვიწრო უბნებში. ასევე ზოგიერთი სპეციფიკის მქონებ დასახლებაში

ავლაბრის ჰაბი.
ეს იგივეა, რაც ეხლა არის კოლმეურნეობაზე, გადადის ავლაბრის მეტროსთან, რადგან არის მეტი სამანევრო სივრცე და რაც მთავარია მეტრო. სასურველია გაკეთდეს სადგურის მოედნის მსგავსი რამდენიმე ბაქნიანი გაჩერება.

დიდიბუს ჰაბი.
აქ მოიყრის გლდანის, თემქის, დიდი დიღმის და სხვა მიმართულებებიდან მომავალი დიდი ბოგდანები და ცენტრიდან მომავალი მანები. ხალხის გადაჯდომა მოხდება დიდი ბოგანიდან მანში, ან მეტროში. ან მეტროდან დიდ ბოგდანში.


გაყოფა
#51 გაიყო ორ ნაწილად, 51 ერქმევა გლდანულადან დიდუბემდე, ხოლოდ 155 დიდუბის ჰაბიდან ბაგებამდე.
#14 გაიყოფა ორ ნაწილად. 15 ერქმევა დიდი დიღმიდან დიდუბის ჰაბამდე, ხოლოდ 14 დიდუბის ჰაბიდან რუსთეველამდე (ავლაბრამდე)
#33 ივლის გლდანიდან დიდუბის ჰაბამდე, ხოლო მისი გაგრძელება უკვე არსებობს #14ის სახით.

სქემებზე ლურჯი ფერით აღინიშნება MAN ების მარშურტები, ხოლო ყვითელი ფერით მხოლოდ დ ი დ ი ბოგდანების მარშრუტები. პატარა ბოგდანებს განვიხილავ როგორც მარშუტკების მონათესავეს და ამ დიად სქემაში მონაწილეობას არ ვაღებინებ




დანარჩენს სკრინშოტებით მიხვდებით.






გთოხვთ არ გაავრცელოთ დეზინფორმაცია, რომ რამე ასეთი იგეგმება. ეს არის ჩემი პირადი მოსაზრება, ისევე როგორც მეტროს თემაში არსებობს გარკვეული სქემები.



ჰაბების მიხედვით
user posted image

გამზირების მიხედვით
user posted image

მთლიანი სქემა
user posted image

Posted by: თალიბანი 24 Sep 2016, 16:40
Kublicha
გლდანიდან დიდუბეში ჩასვლას რა აზრი აქვს ახმეტელის მეტროდან წავა ხალხი
დიდუბიდან ბაგებამდე ავტობუსით არ წავა არავინ, 14-ით წავა გმირთა მოედნამდე ან მეტროთი რუსთაველამდე და მერე ბევრი დადის ბაგებში
დიდ დიღომში დარჩება 15 რომელმაც ალბათ 2 წუთში ერთხელ უნდა იაროს ხალხის ნაკადს, რომ გაუძლოს
13 და 114 დაამატონ დიდ დიღომს და ეგ უფრო ეყოფა ვიდრე ასე ხაზების დაშლა

იმედია მასე არ გააკეთებენ, თორემ ვერტმფრენის ყიდვა მომიწევს
gigi.gif

Posted by: Kublicha 24 Sep 2016, 22:41
QUOTE
გლდანიდან დიდუბეში ჩასვლას რა აზრი აქვს ახმეტელის მეტროდან წავა ხალხი

სახელმწიფოს პოლიტიკაც ზუსტად ეგ უნდა იყოს, რომ მაქსიმალურად აიძულონ ხალხი მეტროთი ისარგებლოს. მეტროს ბევრად მეტი რესურსი აქვს ხალხის გადაზიდვის, ვიდრე ამას ეხლა აკეთებს.
ეს არაა ჩემი აზრი, პოლარისის ლექციაზე ერთმა საქმეში ჩახედულმა პიროვნებამ გაუსვა ხაზი ამ საკიხთს

QUOTE
დიდუბიდან ბაგებამდე ავტობუსით არ წავა არავინ, 14-ით წავა გმირთა მოედნამდე ან მეტროთი რუსთაველამდე და მერე ბევრი დადის ბაგებში

მერე რა პრობელემას ხედავთ აქ? მითუმეტეს 21ც ხო არსეობობს.
ანუ იმის თქმა გინდა რომ 155 ვერ იმუშავებს და გაუქმდება? 21 -ს შეეშველება, რატო უნდა გაუქმდეს.

QUOTE
13 და 114 დაამატონ დიდ დიღომს და ეგ უფრო ეყოფა ვიდრე ასე ხაზების დაშლა

რა აზრი აქვს სხვადასხვა ნომრებს? თუ ავტობუსების დამატებაა საჭირო 15-ს დაამატონ და იაროს მცირე ინტერვალით.

QUOTE
იმედია მასე არ გააკეთებენ, თორემ ვერტმფრენის ყიდვა მომიწევს

შე კაცო, ვერტმფრენის ყიდვის საშუალება გაქვს და ავტობუსების არსებობის გამო არ ყიდულობ? biggrin.gif biggrin.gif

Posted by: kanonika 24 Sep 2016, 22:51
37 ავტობუსის ღამის გრაფიკი (ღამის 12 საათიდან დილსი 7 საათამდე რომ არის, სად ვნახო?

მადლობა, წინასწარ

Posted by: forum-ge 24 Sep 2016, 23:31
Kublicha
QUOTE
ზოგიერთი მარშურტი გაიყოფა ორ ნაწილად

გასაგებია, რომ შენი ხედვაა, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა. მე რამდენადაც მახსოვს, ახალი ავტობუსები რომ დააანონსეს, მაშინ ითქვა, რომ ახალი გრძელი ხაზები დაემატებაო.

Posted by: Accident 25 Sep 2016, 00:54
kanonika
137 ნომერია ეგ.

ttc.com.ge-ზე შედი და გადადი გრაფიკებზე.





* * *

ახლა ვნახე და ეს რაღა ჯანდაბაა. რა ხალხი არიან, რა 30 საათი

user posted image

Posted by: Kublicha 25 Sep 2016, 01:48
forum-ge
QUOTE
მე რამდენადაც მახსოვს, ახალი ავტობუსები რომ დააანონსეს, მაშინ ითქვა, რომ ახალი გრძელი ხაზები დაემატებაო.

ეგ რომ გაჟღერდა, მაგიტომ არ ვაქვეყნებდი ჩემს ამ "ნამუშევარს", თორემ კაი ხანია მზად მქონდა.
მაგრამ ეხლა რომ ვხედავ რომ დიდი ბოგდანების ჩანაცვლება მიდის და არა ახალი ხაზების შექმნა, ამიტომაც გამოვაქვეყნე.

Posted by: Accident 25 Sep 2016, 02:27
forum-ge
და ეგ სად თქვეს, აქ პირიქით მითხრეს
https://forum.ge/?showtopic=34868830&view=findpost&p=48335838

Posted by: თალიბანი 25 Sep 2016, 10:05
QUOTE (Kublicha @ 24 Sep 2016, 22:41 )
სახელმწიფოს პოლიტიკაც ზუსტად ეგ უნდა იყოს, რომ მაქსიმალურად აიძულონ ხალხი მეტროთი ისარგებლოს. მეტროს ბევრად მეტი რესურსი აქვს ხალხის გადაზიდვის, ვიდრე ამას ეხლა აკეთებს.
ეს არაა ჩემი აზრი, პოლარისის ლექციაზე ერთმა საქმეში ჩახედულმა პიროვნებამ გაუსვა ხაზი ამ საკიხთს

მიყვარს მეტროთი მგზავრობა, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილონ არ ვისარგებლო
სუნი, ჭუჭყი და ერთმენეთზე ჩახუტებული ხალხი, საშინელი გრაფიკი
ამის მერე რატომ უნდა აიძულო მოქალაქე ისარგებლოს მეტროთი
თან მეტრო მთელ ქალაქში არ არის

QUOTE

მერე რა პრობელემას ხედავთ აქ? მითუმეტეს 21ც ხო არსეობობს.
ანუ იმის თქმა გინდა რომ 155 ვერ იმუშავებს და გაუქმდება? 21 -ს შეეშველება, რატო უნდა გაუქმდეს.


გლდანიდან ვაკეში ხალხი ივლის მეტროთი ახმეტელი ---- რუსთაველი და მერე ავტობუსი, ბევრად მოსახერხებელია
ახმეტელზე გაივსება ვაგონები და ღრმაღელედან წასვლა უკვე შეუძლებელი იქნება

დიდი დიღმიდან ბაგებში არაფერი დადის, მაღლივთან ყველა სამარშუტო ტაქსით წავა
21 და 155 ძირითადად დიდი დიღმის მოსახლეობისთვის იქნება გათვლილი და ბარემ 21 ისევ დიღომში გააჩერონ

მაგ ორი ხაზით სტუდენტები ივლიან ძირითადად და ეგეც ჭავჭავაძეზე დაიცლება. 155 თუ გააგრძელებენ სტუდენტურ საცხოვრებლამდე კარგი იქნება, ისე აზრი არ აქვს ბოლო გაჩერებამდე თითქმის ცარიელი მიდის ხოლმე

QUOTE
რა აზრი აქვს სხვადასხვა ნომრებს? თუ ავტობუსების დამატებაა საჭირო 15-ს დაამატონ და იაროს მცირე ინტერვალით.

დიდი დიღმიდან გადაჯდომა დამეზარებოდა
გლდანიდან კიდევ მეტროთი წასვლა biggrin.gif
თან მერე დიდუბის ხიდზე საცობები იქნება
13 კარგი იქნებოდა პირდაპირ მაღლივთან წავიდოდნენ სტუდენტები
114 მარჯანიშვილზე დადიოდა როგორც მახსოვს და მერე ვარკეთილამდე გაუშვეს და ეგეც არიყო ცუდი

და ერთი ავტობუსი მცხეთაშიც რო დადიოდეს რა მოხდებოდა biggrin.gif
ისევ ვერტმფრენის ფულს შევაგროვებ cry.gif

Posted by: Kublicha 25 Sep 2016, 12:35
QUOTE
მიყვარს მეტროთი მგზავრობა, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილონ არ ვისარგებლო
სუნი, ჭუჭყი და ერთმენეთზე ჩახუტებული ხალხი, საშინელი გრაფიკი

მეტროშია საშინელი გრაფიკი?
სხვა რომელი ტრანსპორტი დადის 3 წუთიანი ინტერვალით?
თუ ვერ აუვა, მეტროს უნდა დაემატოს დამატებითი შემადგენლობები, სხვა საშუალებების ძებნას

QUOTE
გლდანიდან ვაკეში ხალხი ივლის მეტროთი ახმეტელი ---- რუსთაველი და მერე ავტობუსი, ბევრად მოსახერხებელია
ახმეტელზე გაივსება ვაგონები და ღრმაღელედან წასვლა უკვე შეუძლებელი იქნება

არც მთლად ეგრეა. ჯერ ერთი გლდანში ყველა ახმეტელთან არ ცხოვრობს, უნდა ჩაჯდეს რაღაც მარშუტკაში ან ავტობუსში და ისე მივიდეს მეტრომდე. მეტროში ჩასვლა-ამოსვლას დრო უნდა ესკალატორებზე. მერე რუსთაველზე იქვე არაა ვაკისკენ მიმავალი ავტობუსების გაჩერება. ასე რომ ვინც გლდანიდან ვაკეში ავტობუსით დადიოდა, ისევ ისე ივლის.

QUOTE
ბარემ 21 ისევ დიღომში გააჩერონ

დუბლირება გამოდის 15-ის და 21-ის. მაშინ 15-ს რაღა აზრი აქვს
QUOTE
და ერთი ავტობუსი მცხეთაშიც რო დადიოდეს რა მოხდებოდა

როგორც ვიცი დადის პაზიკი.

Posted by: თალიბანი 25 Sep 2016, 18:36
QUOTE (Kublicha @ 25 Sep 2016, 12:35 )
როგორც ვიცი დადის პაზიკი.

ნორმალურს ვამბობ biggrin.gif
ეგენი ჩემს ბავშვობაშიც აღარ დადიოდა


მეტრო როგორც მახსოვს 5 წუთში ერთხელ დადის, იაროს 3 წუთში

დიდუბეში დიდი დიღმიდან დადის 15,84,21 და არასდროს არცერთს არ აქვს ადგილი გუდვილთან
ამდენი არ ყოფნის და 15-მა რა ინტერვალით უნდა იაროს, რომ დიდუბეში ჩაიყვანოს მთელი დასახლება

Posted by: forum-ge 25 Sep 2016, 20:02
Accident
QUOTE
და ეგ სად თქვეს

ზუსტად არ მახსოვს სად და როდის თქვეს. ინტერვიუში თქვა რომელიღაცამ. მგონი მერიაში ვისაც ეხება საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამბები იმ ტიპმა

Posted by: vatman 26 Sep 2016, 11:10
sosoatis
QUOTE
არადა სურათზე ავტობუსს თურქული ტრანზიტული ნომრები უკეთია, ეგ როგორ გავიგოთ

პოლონურია, დღეს ეს ერთი ავტობუსი უკვე თეგეტას ეზოში იდგა. სანამ რიგში ველოდებოდი შევათვალიერე. არ გვატყუებენ. ყველაფერი რაც მიკრული აქვს პოლონურათაა. ვიღაც თეგეტას წარმომადგენელი იდგა და მაგას ვკითხე - პოლონურიაო.
ვიზუალზე- ფოტოზე უფრო ლამაზი ჩანს biggrin.gif სოლარისი სჯობია ვიზუალით, ახალი იკარუსიც biggrin.gif

Posted by: Berkem Al Atomi 26 Sep 2016, 12:10
QUOTE (vatman @ 26 Sep 2016, 11:10 )

ვიზუალზე- ფოტოზე უფრო ლამაზი ჩანს biggrin.gif სოლარისი სჯობია ვიზუალით, ახალი იკარუსიც biggrin.gif

V127 მოდელი იგულისხმება, ხო? მეც მომწონს გარეგნულად, მაგრამ არამგონია, გაზის ვერსია რომ ჰქონდეს. იკარუსი არ არის ახლა იმ მდგომარეობაში, მანს და მერსედესს ევროპაში რომ დაუპირისპირდეს, აღმოსავლეთ ევროპაში უნდა დაიკავოს ადგილი ხელახლა ჯერ.

user posted image

Posted by: vatman 26 Sep 2016, 12:33
Berkem Al Atomi
QUOTE
V127 მოდელი იგულისხმება, ხო?

მართალი ბრძანდებით yes.gif
ნუ მე ვიზუალზე გავამახვილე ყურადღება მხოლოდ

ისე ეჭვი მაქვს რო შასსი თავისი არ აქვს, რამე მანი , მერსედესი, ან ივეკო იქნება...

Posted by: TramwayMan 26 Sep 2016, 13:00
მანის ავტობუსს დიზანით ვერც ერთი შეედრება.
გარდა ამისა მხოლოდ მანს აქვს ჰორიზონტალური ძრავი რაც უზრუნველყოფს სალონის ბოლომდე შენარჩუნებას ყოველგვარი კარადების გარეშე.
* * *
მანის ახალი ელექტრობუსი


Posted by: Ben_Joyce 26 Sep 2016, 21:47
როგორც გავიგე ნომერი 11 და ნომერი 46 უნდა გადავიდეს მეორე ავტოპარკის ხაზებად და უნდა იაროს დიდმა ბოგდანებმა.

ამაზე მიდის მსჯელობა და მუშაობაო

Posted by: lasha_milano 26 Sep 2016, 21:54
QUOTE (TramwayMan @ 26 Sep 2016, 13:00 )
მანის ავტობუსს დიზანით ვერც ერთი შეედრება.
გარდა ამისა მხოლოდ მანს აქვს ჰორიზონტალური ძრავი რაც უზრუნველყოფს სალონის ბოლომდე შენარჩუნებას ყოველგვარი კარადების გარეშე.
* * *
მანის ახალი ელექტრობუსი


რა მაგარია ათასჯერ ვუყურე მგონი...

ერეთები ჩვენთან იქნება ალბათ "თბილისობა" 2100 თვის ხო?

საზეიმოდ ჩამოიყვანენ
facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif

Posted by: ჭოლო 27 Sep 2016, 14:13
დაუხაზიათ ავტობუსების ზოლები.
მარა ისეთ ადგილებზე დახსზეს სადაც ისედაც ეგრე იყო.
ეგეთ ზოლებს ეფექტი ექნება ჭავჭავაძეზე რუსთაველზე პეკინზე რომ გაკეთდება.
იმედია ამასაც მოვესწრებით
მერე სახობებიც აღარ შეგვაწუხებს
ხალხი სამსახურში ივლის ავტობუსებით

Posted by: vatman 27 Sep 2016, 16:19
ვაკის პარკთანაც დახაზეს უკვე, კუს ტბის ასახვევიდან ვაკის პარკის გაჩერებამდე. ტაქსისტებს სულ ჰკიდია შენი bus lane sad.gif

ხო, 4 ცალი კიდევ ჩამოვიდა გუშინ. წყარო ფბ:

Posted by: sergo_bero 27 Sep 2016, 17:50
QUOTE (TramwayMan @ 26 Sep 2016, 13:00 )
მანის ავტობუსს დიზანით ვერც ერთი შეედრება.
გარდა ამისა მხოლოდ მანს აქვს ჰორიზონტალური ძრავი რაც უზრუნველყოფს სალონის ბოლომდე შენარჩუნებას ყოველგვარი კარადების გარეშე.
* * *
მანის ახალი ელექტრობუსი


ძაან მაგარია eek.gif

სადმე არის უკვე ხმარებაში?

Posted by: TramwayMan 27 Sep 2016, 17:59
sergo_bero
არა, ჯერ მხოლოდ პრეყენტაცია იყო,

Posted by: vatman 27 Sep 2016, 18:19
უკვე 10-ვე ავტობუსი თბილისშია,
წყარო ისევ ფბ biggrin.gif

Posted by: Rin 27 Sep 2016, 21:45
რომ დავინახავთ ვიღაც ნა******ი აფუჭებს რა უნდა ვქნათ?
გერმანიაში კამერები მაინც ეყენა biggrin.gif

Posted by: Kublicha 28 Sep 2016, 00:32
როდის გაუშვებენ ხაზზე? ჩავჯდე ერთი უნდა.
man lion's-ში ნაჯდომი ვარ, ოღონდ ჰიბრიდში. აბსოლუტურად არანაირი ხმა არ ისმის. ვნახოთ გაზის ძრავიანში როგორაა.

Posted by: otokarcobra 28 Sep 2016, 00:55
vatman
QUOTE
ტაქსისტებს სულ ჰკიდია შენი bus lane 


კაროჩე ნიუ-იორკში ბას-ლეინში გადახვალ და 6 პოინტი ჯარიმა, პლუს 238$ და პლუს ამ ჯარიმის მერე დაზღვევის ყოველთვიური გადასახადი აგეწევა ალბათ 30-50 დოლარით, 18 თვის მანძილზე.......

კაციშვილს ვერ ნახავ ბას-ლეინში.

Posted by: AUTOCRAT 28 Sep 2016, 02:37
ნარმანიას მთავრობის სიამაყე და სიმბოლო bis.gif



QUOTE
ეგეთები ჩვენთან იქნება ალბათ "თბილისობა" 2100 თვის ხო?

შეეძლოთ დაეწყოთ ელექტროზე გადასვლა ერთ-ერთ პირველებს, რასაც მთელი ინდუსტრია მოყვებოდა, ასევე შემცირდებოდა ფინანსების გადინება საწვავზე ხარჯის სახით.
თუმცა როცა მთელი მსოფლიო გრავიტაციულ ძრავებზე გადავა, ჩვენ მაშინ გადავალთ ელექტროზე up.gif

Posted by: TramwayMan 28 Sep 2016, 14:17
სახელმწიფო ნომრები მიენიაჭათ, მალე დეტალურ ინფორმაციას შევიტან ავტობუსების ბაზაში.

TT-001-CB
TT-002-CB
TT-003-CB
TT-004-CB
TT-005-CB
TT-006-CB
TT-007-CB
TT-008-CB
TT-009-CB
TT-010-CB

Posted by: giat 29 Sep 2016, 00:27
გილოცავთ
გილოცავთ Yველა თბილისელს და საერთოდ
სასიამუვნოა როცა მოსახლეობისათვის და უბრალო მოქალაქუსათვუს სასიკეთო საქმე კეთდება ხოლმე

Posted by: Accident 29 Sep 2016, 02:54
QUOTE (lasha_milano)
ერეთები ჩვენთან იქნება ალბათ "თბილისობა" 2100 თვის ხო?

და თბილისობა 2017-თვის რომ ყოფილიყო რა, სულზე მოგვისწრებდა?!

ქვეყანაში, სადაც ერთ ქალაქშია მთელი მოსახლეობა სატაქსაოდ შეკრებილი, ქალაქში მყოფთა უმრავლესობის 20 წლიანი მანქანები ყველა მხრიდან ბოლავს და წვეთავს, "ხარისხიანი" ნათობროდუქტების გადაუმუშავებელ ნარჩენებს. სავალი ნაწილები და საბურავები, ხომ საერთოდ მეათე ხელზე იყიდება. კატალიზატორები ან ვადაგასულია, ან მოხსნილია გასაყიდად, მაზუთიანი მანქანები მდინარეში ირეცხება და ა.შ.
ჰიბრიდული, ჯერ არ გამოსული ავტობუსია მოთხოვნა და საჭიროება?!


ვენა რომ ვიყოთ მილიარდიანი ბიუჯეტით და ჩვენი პარკებით და ტრამვაი/მეტროთი გადაჭედილი გარემო, გაზის მცირედი გამონაბოლქვისთვისაც რომ არ გვემეტებოდეს (ისე იმათ ემეტებათ, მგონი, დიზელის ავტობუსები უნდა ჰქონდეთ უმრავლესობა), მაშინ გასაგები იქნებოდა მასეთი დანანება, მაგრამ ამ პირობებში ერთადერთი დასანანი, ეგ ავტობუსი თუ იქნება.








QUOTE (AUTOCRAT)

შეეძლოთ დაეწყოთ ელექტროზე გადასვლა ერთ-ერთ პირველებს, რასაც მთელი ინდუსტრია მოყვებოდა, ასევე შემცირდებოდა ფინანსების გადინება საწვავზე ხარჯის სახით.
თუმცა როცა მთელი მსოფლიო გრავიტაციულ ძრავებზე გადავა, ჩვენ მაშინ გადავალთ ელექტროზე


თან წერ პირველებს შეგვიძლია გადასვლაო და თან წერ, თუ არ გადავედით, ალბათ ყველაზე ბოლო ვიქნებითო?


ქვეყანაში, სადაც უახლესს ტექნიკაში კი არა, პლასტიკატებში არ გვყავს პროფესიონალი, უნდა შემოვიყვანოთ ერთ-ერთმა პირველებმა ჯერ ნორმალურ ქვეყნებშიც გამოუცდელი და უძვირესი ტექნიკა, თანაც პირველივე ჯერზე?!
მაშინ როცა, რეალურად ტრანსპორტი საერთოდ არ გვაქვს და ვალით ვყიდულობთ?! ეს გაურკვევლობა არ გადის გადასაადგილებელ საშუალებებში, რაც ახლა მოძრაობს.


იმ დანარჩენ პირველებს, მეტრო/ტრამვაის გაჩერებები აქვთ ყოველ ფეხის ნაბიჯზე, ავტობუსების ხაზებით კი ბადე აქვთ გადაფარებული ქალაქისთვის.


აქ კიდევ, ჯერ ნორმალური ტრანსპორტი ვერ გვეღირსა და ჩვეულებრივი ელექტრო, რომელიც გაცილებით იაფი შესანახი და მოსავლელია, ხომ საერთოდ, მხოლოდ, მოგონებებში თუ შემოგვრჩა. და ამნაირ ქვეყანაში, თურმე ჰიბრიდებს მოყვება ინდუსტრია.....



QUOTE
ნარმანიას მთავრობის სიამაყე და სიმბოლო

რა, გაბოლილი ავტობუსი?

და უგულავას მთავრობის სიამაყე, დამწვარი daf-ები იყო?


პოლიტიკოსების არ ვიცი, მაგრამ ხალხის და ქვეყნის სიმბოლო ნამდვილადაა, მძღოლიან მგზავრიანად.
ათეული წლების ნახმარი, ახალივით მოვლილი ავტობუსები, ხუთ წელში დაასამარეს და ეგ ნახმარზე უარესი საოცრება რომ მხოლოდ ბოლავს, კიდევ გასაკვირია.
ბენზინის და ზეთის ნაცვლად გუდრონს ასხამენ და რა მოუვა.







TramwayMan
QUOTE
მანის ავტობუსს დიზანით ვერც ერთი შეედრება.
გარდა ამისა მხოლოდ მანს აქვს ჰორიზონტალური ძრავი რაც უზრუნველყოფს სალონის ბოლომდე შენარჩუნებას ყოველგვარი კარადების გარეშე.


ამაზეა ხო ლაპარაკი?

user posted image

user posted image

user posted image





და ამ მოდელში, ვერტიკალურიც ხომ აქვს.
http://www.st.gallerbus.andkat.ch/visuelles/fotogalerien/man-lions-city-a37/index.html

რამე სხვაობაა, თუ მხოლოდ დიზაინი?

user posted image

Posted by: TramwayMan 29 Sep 2016, 04:30
Accident
QUOTE
ამაზეა ხო ლაპარაკი?

დიახ

QUOTE
და ამ მოდელში, ვერტიკალურიც ხომ აქვს.
http://www.st.gallerbus.andkat.ch/visuelle...-a37/index.html

რამე სხვაობაა, თუ მხოლოდ დიზაინი?

სხვაობა ისაა რომ მანდ ვერტიკალური ძრავია.

Posted by: AUTOCRAT 29 Sep 2016, 04:37
Accident
QUOTE
ქვეყანაში, სადაც უახლესს ტექნიკაში კი არა, პლასტიკატებში არ გვყავს პროფესიონალი უნდა შემოვიყვანოთ ერთ-ერთმა პირველებმა ჯერ ნორმალურ ქვეყნებშიც გამოუცდელი და უძვირესი ტექნიკა, თანაც პირველივე ჯერზე?!

cng ძალიან გამოცდილია და მოსახურების მთელი ქარხნები გვაქ ხო?
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

ჩენეთი მშვენივრად იყენებს ელექტროებს, პარიზშიც გაუშვეს რამდენი მხნის წინ, ლონდონშიც მოძრაობს, ინდოეთშიც კი.
QUOTE
მაშინ როცა, რეალურად ტრანსპორტი საერთოდ არ გვაქვს და ვალით ვყიდულობთ?!

ყველაფერს ვალით ვყიდულობთ. ბიუჯეტსაც ვალით ვავსებთ ზოგადად და მანებიც ვალით ვიყიდეთ, მერე?
QUOTE
რა, გაბოლილი ავტობუსი?
და უგულავას მთავრობის სიამაყე, დამწვარი daf-ები იყო?

შორს ვარ იმ აზრისგან რომ დაfების კვალიფიციურ ტექმომსახურებას ვინმე უტარებდა. თუმცა დაწვით ყველაფერი იწვის, დაჟე ტესლაც. ეგრე ერევანში ბოგდანიც დაიწვა. ისე დაfებიც კარგად ბოლავდა ბოლოს drug.gif
მაგრამ, როდესაც პრეტენზია გაქვს უკეთეს მერობაზე (გავიგეთ რო ის ### იყო) რეისზე ყოველ დღე უშვებ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, რომელიც კრეისერის ქვაბივით ბოლავს და არანაირ სტანდარტს და ნორმას არ აკმაყოფილებს, რაშია პრობლემა? მერიის მხრიდან 1000000 ხეზე დაკიდებულ ტექმომსახურებაში. ეს ერთეული შემთხვევა რომ იყოს, არაფერს ვიტყვი, გაუფუჭებელი არაფერია ხალხს კოსმოსური შატლები უფეთქდება... მაგრამ ეს ხომ რუტინული მოვლენაა უკვე 1 წელზე მეტია ბოლავს ეს ოხერი ან მოხსენი ან შეაკეთე უდაბნოში ხო არ დადის არა ბიჭო, ქალაქში დადიან და მაგ ჰაერს ვსუნთქვათ. გეგონება დანარჩენი მოსიარულე კუბოების გამონაბოლქვი არ გვეყოფა

Posted by: Accident 29 Sep 2016, 08:09
AUTOCRAT
QUOTE
cng ძალიან გამოცდილია და მოსახურების მთელი ქარხნები გვაქ ხო?

ქარხნები არ ვიცი, მაგრამ იქსპიატებში ბალონების ჩადგმა, მგონი კარგა ხანია გვაქვს.

QUOTE
მაგრამ თურმე შესაძლებელია ადგილობრივი კადრების ტრეინინგით ხარისხიანი პროდუქციის დამზადება და ექსპორტზეც გასვლა

იმპორტული პროდუქციით yes.gif

მასე ექსპორტზე, მანქანებით რომ გავდიოდით, მგონი ისტორიაში არ გვქონია მასეთი მაჩვენებელი, სხვა პროდუქტზე, მაგრამ რა ხეირი.
ვგულისხმობ "ექსპორტზე გასვლის" სიდიადეს.
თორემ მსგავსი "წარმოება" რომ დღევანდელ უძრაობაში, ნებისმიერ შემთხვევაში მისასალმებელია, რა სალაპარაკოა.
თუმცა, ეგ მაინც არ ნიშნავს, ზოგადად კარგია, მსგავსი მიდგომა.


QUOTE
ასე რომ გაპრავება იმით რომ „ვერ გავაკეთებთ/არ შეგვიძლია“

და სად ნახე ეგ გაპრავება. "ვერ გავაკებთ".
ის, რომ ჩვენთან არავინაა პროფესიონალი, მოითხოვს ასჯერ მეტ დანახარჯს მაგ შესწავლა/დასწავლისთვის. პლუს უმეტესობა, ან ისწავლის, ან ვერა.



QUOTE
საიდანღაც ხომ უნდა დავიწყოთ არა

კი, და ეგ "საიდანღაც" არის განათლების სისტემა, პროფესიული სასწავლებლები და არა კონკრეტული ჯგუფების ტრენინგი.
ტრენინგი არის პროფესიონალისთვის დამატებითი უნარ ჩვევების გამომუშავება, საიდანღაც დაწყება კი არა.

სახელმწიფოს განვითარება, დგას სისტემურობაზე, აქედანაა დასაწყები.



QUOTE
ველაფერს ვალით ვყიდულობთ. ბიუჯეტსაც ვალით ვავსებთ ზოგადად და მანებიც ვალით ვიყიდეთ, მერე?

მერე ის, რომ ის ძვირი გამოდის.
როცა ვალზეა საქმე, პრიორიტეტია მაქსიმალურად რაციონალური მიდგომა.

არანაირი აუცილებლობა არაა ელექტრო ავტობუსების, ვითომ "განვითარებულობის" და "ტექნიკაში გაპროფეიონალების" გარდა.





QUOTE
მაგრამ, როდესაც პრეტენზია გაქვს უკეთეს მერობაზე (გავიგეთ რო ის ### იყო)

მე სხვა რაღაცის თქმა მინდოდა.

მერი, რა შუაშია ავტობუსის ტექმომსახურების კონტროლთან?

და თუ არის შუაში და მართლა მერი და პრეზიდენტი თუ პრემიერმინისტრი აკონტროლებს მასეთ დეტალებს, მაგიტომაც ვყოფილვართ, იქ სადაც ვართ.

Posted by: AUTOCRAT 29 Sep 2016, 15:30
Accident
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

user posted image

Posted by: nodara95 29 Sep 2016, 20:31
2030-ის სიუჟეტი ახალ მანებზე.

http://2030.news/index.php?newsid=15232

Posted by: Chaosphere 29 Sep 2016, 20:52
სერიოზული ავტობუსებია, დახვეწილი და სადა, რომ იქოქება ხმა საერთოდ არაა, ყველაზე მეტად სკამები მომეწონა, კომფორტულია, 32 დასაჯდომია, 54 ფეხზე + ერთი ეტლისთვის, წინა ორი სკამი ბავშვიანებისთვის ან შედარებით მსხვიკალიბრიანებისთვისაა გათვლილი, შუა და წინა კარებზე საფეხურების ავლა რომ არ გიწევს ეგეც პლიუსია

გადაცემათა კოლოფი სრული ავტომატიკა, კარტერი გვერდიდან, რაც ყველაზე მთავარია რეკლამების სტიკერებით რომ არ დამახინჯდეს დღეს დაუყენდა სპეციალურად სამაგრები გვერდზე, რეკლამას შეაცურებ და აღარ დაჭირდება მიწებება და მერე აგლეჯვა

ელექტროობასაც ასწორებდნენ დღეს და იმედია ტაბლოებს გამოიყენებენ და კარდონებს არ ააკრავენ

Posted by: TramwayMan 29 Sep 2016, 21:20
Chaosphere
QUOTE
შუა და წინა კარებზე საფეხურების ავლა რომ არ გიწევს ეგეც პლიუსია

არცერთ კარებთან არ აქვს კიბე არც უკან. ის კიბე რაც ძრავის ზემოთ არის სკამებზე ასასვლელად კარებამდე არ მიდის.

Posted by: AUTOCRAT 29 Sep 2016, 21:21
ფოტკები
https://www.facebook.com/mamuka.gudadze/posts/1409718769041766
იმედია ის კამერები ნამდვილად იმუშავებს და დეკორაცია არ იქნება და თან შესაბამისი ზომები იქნება მიღებული. წინააღმდეგ შემთხვევაში დედა არ ეყოლება განსაკუთრებით ### თინეიჯერების/მოსწავლეების გადამკიდე

Posted by: giomelqa12 29 Sep 2016, 21:31
ვინმემ ბოგდანისა და მანის ტექნიკური შედარება გააკეთეთ რა

ნუ მერიის პიარშიკებს უნდა აინტერესებდეთ ეს საკითხი, მაგრამ დავეხმაროთ biggrin.gif


AUTOCRAT
QUOTE
## თინეიჯერების/მოსწავლეების გადამკიდე


აკა განდონა ბავშვების

Posted by: Chaosphere 29 Sep 2016, 21:36
QUOTE
არცერთ კარებთან არ აქვს კიბე არც უკან. ის კიბე რაც ძრავის ზემოთ არის სკამებზე ასასვლელად კარებამდე არ მიდის.


yes.gif კიკი მართალი ხარ

Posted by: TramwayMan 29 Sep 2016, 21:41
Chaosphere
თეგეტაში მუშსაობ? wink.gif

Posted by: Accident 29 Sep 2016, 23:31
AUTOCRAT

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «










ხო, სიახლე: ადრე თუ ორ-ორი ავტობუსი მოდიოდა ხოლმე და ცოტა ხანში, მესამე მოყვებოდა, ახლა უკვე სამნი ერთად დადიან. განურჩევლად ყველა ნომერზე.
ეტყობა აქციაა, ერთით თუ იმგზავრებ, ორი უფასოდ მოყვება drug.gif


ეს რას ამბობდა, როგორა როგორაო? 600-მდეო არა

QUOTE


პიკის საათში არის ტრანპორტის სიმცირე, ამ პრობლემას ვიცით ჩვენ როგორ ვებრძოლოთ. რაოდენობა დღეს ავტობუსების არის 512, რომელიც გადის ხაზზე. ახალი ავტობუსების დამატებით გვინდა ეს 512 გაიზარდოს 600-მდე რაც მოაგვარებს ამ პრობლემას და გადაჭედილი ავტობუსები არ ივლის. ასევე გვინდა ის კომფორტი რაც ახალ ავტობუსებით გვექნება, აქცენტი მოსახლეობამ კომფორტზე გააკეთოს და დატვირთვა  გაიზარდოს ავტობუსებში.



და ცალკე, საოცრება მძღოლები.
ერთმა 140-მა ადრე პავლოვზე გადაუხვიდა და მერე იქვე მოკრუგა, ახლა კიდევ, მეორე 140 საერთოდ ბაგებისკენ წავიდა vis.gif
მერე შარდევანთან მიხვდა რასაც აკეთებდა (უფრო სწორად, მიახვედრეს, ალბათ, ჩამომსვლელმა მგზავრებმა drug.gif )
ამიტომ გაჩერდა, ისევ გადმოჭრა სამივე ზოლი და ვაკის პარკის მიწისქვეშას ჩასასვლელის ღობესთან ჩამოსვა ხალხი up.gif



Posted by: Carver 29 Sep 2016, 23:37
ტეგეტაში იდგნენ მანები..
ვიზუალურად კარგია, საკმაოდ დაბალი პასადკა აქვს..

Posted by: Chaosphere 30 Sep 2016, 07:07
TramwayMan

QUOTE
თეგეტაში მუშსაობ? 


კი, სატვირთო განყოფილებაში

Posted by: vatman 30 Sep 2016, 10:05
დილის და ღამის ფოტოები :
https://www.facebook.com/david.cheishvili/posts/10209709420707624

https://www.facebook.com/david.cheishvili/posts/10209709406667273

Posted by: lasha_milano 30 Sep 2016, 11:16
იმედია კამერები მუშაობს მართლა თორე "ჟ_ვ_ს-ს" ანი და გიო და ეგეთებით გაავსბენ 2 დღეში და ხალხმაც უნდა ამოიღოს ხმა თუ დაინახავენ ეგეთს რო მაიმუნობს ვინმე

8 ოქტომბერს ელოდებიან მაინცდამაინც? თუ რაშია საქმე?
გაუშვან მალე რა მაინტერესებს bis.gif bis.gif bis.gif

Posted by: vatman 30 Sep 2016, 15:20
ეხლა რა მაინტერესებს biggrin.gif biggrin.gif
1. სალაროებს როგორ დააყენებენ, განსაკუთრებით წინ..
2. წინა კარების წინა ნაწილს შემოსაზღვრავენ თუ არა. მე შემოსაზღვრავდი და ალბათ ყველა მძღოლი მასე გააკეთებდა.

და ხალხს რა მოლოდინი აქვს facepalm.gif ჰგონიათ ბოგდანები გაქრებიან gigi.gif

Posted by: Kublicha 30 Sep 2016, 15:24
QUOTE
მე შემოსაზღვრავდი და ალბათ ყველა მძღოლი მასე გააკეთებდა.

აზრი? ეგ ადრე იყო აქტუალური, " ფულის ამკრეფის" ვაკანსია როცა არსებობდა ავტობუსში. ეხლა რა აზრი აქვს იმ წინა კუთხის მოწყობას?

Posted by: max-14 1 Oct 2016, 16:27
სამწუხაროდ დედას უტირებენ მაქსიმუმ ორ თვეში

Posted by: პაწა 1 Oct 2016, 17:55
მელიქიშვილზე ერთი საავტობუსო ზოლი გააკეთონ რა და ვარაზისხევს გადაკვეთს როდესაც ხალხისთვის მწვანე იქნებაანთებული. ფილარმონიიდან ბევრად ოპერატიულად მოხვდება ვაკეში და არც იმ ქვაფენილზე ირიხინებს

Posted by: rachveli1 1 Oct 2016, 18:57
QUOTE
2. წინა კარების წინა ნაწილს შემოსაზღვრავენ თუ არა. მე შემოსაზღვრავდი და ალბათ ყველა მძღოლი მასე გააკეთებდა.


წინა კარების წინა ნაწილი ხო მძღოლის მესასვლელია? მანდ არც შეიძლება ასვლა. მანდ რო რამე დააყენონ მძღოლი ხო არ იძრომიალებს მერე

Posted by: Juventino 1 Oct 2016, 19:20
QUOTE
სამწუხაროდ დედას უტირებენ მაქსიმუმ ორ თვეში

ორი თვე ძალიან ბევრია უფრო მალე გააფუჭებენ მაგას თვითონ პარკი არ უვლის და ხალხი მოუვლის მოიცა რა.

Posted by: Accident 1 Oct 2016, 19:45
rachveli1
QUOTE
წინა კარების წინა ნაწილი ხო მძღოლის მესასვლელია? მანდ არც შეიძლება ასვლა. მანდ რო რამე დააყენონ მძღოლი ხო არ იძრომიალებს მერე


მღძოლი რატომ იძრომიალებს? მძღოლი, შევა პირდაპირ მაქედან. მგზავრები კი მეორედან.
ახლა, მგზავრს, ორივედან შეუძლია შესვლა.

Posted by: Zura_SX 1 Oct 2016, 22:11
QUOTE (max-14 @ 1 Oct 2016, 16:27 )
სამწუხაროდ დედას უტირებენ მაქსიმუმ ორ თვეში

მაგათ მერე დედა უნდა იტირო დღე სამჯერ ვინც დააზიანებს სკამებს და სხვა ნივთებს ავტობუსში

Posted by: nodara95 1 Oct 2016, 22:21
არ უნდა მოგვერიდოს შენიშვნა მივცეთ სხვას, თუ დავინახავთ რო რამეს აფუჭებენ.

Posted by: rachveli1 1 Oct 2016, 23:01
QUOTE
ახლა, მგზავრს, ორივედან შეუძლია შესვლა.


ორივედან როგორ შეუძლია, მოაჯირია შუაში. წინა მხრიდან ავტობუსში ვერ შევლენ მგზავრები, მხოლოდ მძღოლის ასასვლელია.

user posted image

Posted by: Fabian 1 Oct 2016, 23:21
ჩემთვის ცნობილი ინფორმაციით ერთერთი მანი უკვე დაიმტვრა :|

პ.ს - არ მკითხოთ საიდან, მარა ვიცი...

Posted by: Guro_ 1 Oct 2016, 23:26
QUOTE
ჩემთვის ცნობილი ინფორმაციით ერთერთი მანი უკვე დაიმტვრა :|

facepalm.gif



vis.gif vis.gif vis.gif

Posted by: TramwayMan 2 Oct 2016, 00:37
Fabian
საიდან არ გვაინტერესბეს, უფრო როგორ და რა მოხდა?

Posted by: Accident 2 Oct 2016, 00:46
QUOTE
Fabian
საიდან არ გვაინტერესბეს, უფრო როგორ და რა მოხდა?

+1


ისევ ვფიქრობდი მაგაზე, თბილისის მოძრაობაში, თუნდაც მაგ გადამზადებულ მძღოლიანად, რამდენ ხანს გაძლებს-მეთქი.
თუმცა, მთლად მასეთი ფანტაზია არ აღმომაჩნდა, რომ მეფიქრა, ხაზზე გაშვებამდე თუ მოუვიდოდა რამე.






rachveli1
ღადაობ?

მაგ მოაჯირის იქით, მძღოლის შესასვლელამდე, ადგილს ვერ ხედავ?
ეგ მოაჯირი ხელის მოსაკიდებლადაა ასვლისას, თორემ ბარიერი კი არაა.

user posted image

user posted image






სწორედ მაგაზე იყო ლაპარაკი, რომ მაგ მოაჯირის, ბარიერად ქცევა მოუნდებათ მძღოლებს, რომ კორიდორივით იყოს მათთვის.
ვინმე რომ არ ჩამოეყუდოს წინიდან და გვერდზე არ დაუდგეს.

Posted by: TramwayMan 2 Oct 2016, 00:53
Accident
Fabian
თუ ძარა არ არის დაზაინებული ყველაფერი შეკეთებადია.

Posted by: Fabian 2 Oct 2016, 01:00
TramwayMan
Accident
კონკრეტულად არც მე არ ვიცი ჯერჯერობით, მარა დაზიანება რომ მოახერხეს ეს უეჭველია...

Posted by: Accident 2 Oct 2016, 01:05
იმედია, სერიოზული არაფერია. თუმცა, ხაზზე 10 მაინც ვერ გამოვა, ალბათ. დამალავენ, წესით.




მძღოლთან დადგომაზე გამახსენდა, როგორ წინ აქვს გაწეული სარკეები MAN-ს.

ბოგდანის მძღოლს, ტვინი მიჰქონდა ხოლმე, ვინმე თუ იქვე დგებოდა, რადგან სარკე აღარ ჩანდა.


ეგეც კი უაზროდ ჰქონდა (ჰქონდა რა, აქვს). წვრილი რკინაც კი დაენანათ როჟებს.

user posted image


არადა შემდეგ მოდელებში, გაასწორეს

user posted image



მოკლედ, არცერთი დეტალი არ უვარგა. საოცრება შემოგვასაღეს, ცოტა დიდხანს მაინც გაეძლო იმ DAF-ებს......
მაგრამ სხვას ვის მიყიდიდნენ, მაინც ჩვენ დაგველოდებოდნენ.

Posted by: TramwayMan 2 Oct 2016, 01:25
Accident
წინ თუ დადგები მანი არ დაიძვრება. ყვითელი ზოლის მიღმა დადგომა აკრძალულია.

Posted by: shaknike 2 Oct 2016, 03:07
რა თქმა უნდა ორივე მხრიდან შეუძლია მგზავრს ასვლა,
უბრალოდ ერთდროულად ამსვლელების და ჩამომსვლელებისთვისაა ამხელა ადგილი
როცა მგზავრი ჩამოდის თავისთავად მარცხნიდან ჩამოვა და ამსვლელი მარჯვნიდან

Posted by: AUTOCRAT 2 Oct 2016, 03:20
QUOTE
როცა მგზავრი ჩამოდის თავისთავად მარცხნიდან ჩამოვა და ამსვლელი მარჯვნიდან

უცებ ავიხედე forum.de-ზე ხო არ ვარ თქო user.gif

Posted by: პაწა 2 Oct 2016, 09:51
ისევ ეს დებილური ბილეთის აპარატები უნდა დაამონტაჟონ? -თუ ხურდა არ გაქვს ბილეთს რომ ვერ იყიდი

Posted by: Ben_Joyce 2 Oct 2016, 10:13
მეც გავიგე, რომ ერთი MAN დაიმტვრა, მაგრამ როგორ დაიმტვრა ეგ ვერ გაიგე.

61 ნომრის დიდ ბოგდანებს სხვადასხვა ხაზებზე გადავანაწილებთ და ინტერვალებს შევამცირებთო. ეს კარგი, მაგრამ ძალიან საინტერესოა ახალ ხაზებს როდის გააკეთებენ.

ბევრი გაუქმებული მარშრუტის აღდგენაა ძალიან მნიშვნელოვანი და ბევრი ახალი ხაზის დანიშვნაც.


Posted by: frajock 2 Oct 2016, 15:08
დაიწყეს უკვე ხაზებზე მუშაობა ამ ახალმა ავტობუსებმა ?

Posted by: darlan 2 Oct 2016, 15:19
QUOTE
ჩემთვის ცნობილი ინფორმაციით ერთერთი მანი უკვე დაიმტვრა :|

sad.gif ძალიან სამწყუხაროა, იმედია სერიოზული არაფერია და გარემონტდება

Posted by: TramwayMan 2 Oct 2016, 17:48
Fabian
Guro_
Accident
Ben_Joyce
darlan
დამშვიდდით არაფერი მოსვლია სერიოზული მცირედით გიაკაწრა და პრობლემა არაა შეაკეთებენ გამოცვლადი პლასტმასია უბრალო.
* * *
დიდი ბოგდანები რომელ მარშრუტებზე მოძრაობენ? მგონი მეშლება.

9, 11, 14, 15, 21, 23, 24, 33, 39, 51, 61, 71, 88, 140, 150

Posted by: Guro_ 2 Oct 2016, 20:38
TramwayMan
მშვენიერია, შემთხვევა ყოველთვის ხდება, იმედია ბოლო იქნება


Accident
ისე ეგ ახალი ბოგდანები ვარგა? აი წინა მოდელეთან შედარებით როგორია ?

Posted by: Kublicha 2 Oct 2016, 20:50
QUOTE
დიდი ბოგდანები რომელ მარშრუტებზე მოძრაობენ? მგონი მეშლება.

9, 11, 14, 15, 21, 23, 24, 33, 39, 51, 61, 71, 88, 140, 150

11, 15, 39 და 71 გამოაკელი. დანარჩენი სწორია.

Posted by: Accident 2 Oct 2016, 21:13
QUOTE
დამშვიდდით არაფერი მოსვლია სერიოზული მცირედით გიაკაწრა და პრობლემა არაა შეაკეთებენ გამოცვლადი პლასტმასია უბრალო.










Guro_
QUOTE
ისე ეგ ახალი ბოგდანები ვარგა

კი, არა უშავს

QUOTE
აი წინა მოდელეთან შედარებით როგორია ?

წინაში აქ რაც დადის იმას თუ გულისხმობ, შედარება არაა. ეგ საოცრება, ჩვენ შეგვემთხვა, მხოლოდ.
აგერ ამ პოსტებში იყო სურათები

https://forum.ge/?showtopic=34265031&view=findpost&p=37622196

https://forum.ge/?showtopic=34265031&view=findpost&p=37130579

https://forum.ge/?showtopic=33634316&view=findpost&p=22867870

Posted by: Accident 2 Oct 2016, 21:19
QUOTE (AUTOCRAT @ 2 Oct 2016, 17:31 )
ბას-ლაინები რომელიც ყველას მერზე ჰკიდია

up.gif

Posted by: TramwayMan 2 Oct 2016, 21:36
Kublicha
აჰა გასაგებია

9, 14, 21, 23, 24, 33, 51, 61, 88, 140, 150

ჰოდა ამ მარშრუტებზე ინიშნება სწორედ მანები. შეიძლება 11 და 71 მიემატოს ამ რიცხვს.

მოძრავი შემადგენლობის სრული სია არ გვაქვს? sad.gif

ყველა დიდი ბოგდანი ცოცხალია? რამდენი გვყავდა სულ 150?

პატარა ბოგდანი რამდენი გვყავდა?

Posted by: Kublicha 2 Oct 2016, 22:27
TramwayMan
QUOTE
მოძრავი შემადგენლობის სრული სია არ გვაქვს?

ყველა დიდი ბოგდანი ცოცხალია? რამდენი გვყავდა სულ 150?

ეგ არ ვიცი, მაგრამ გეტყვი რამდენი მოძრაობს ხაზზე, რეზერვების გარდა.

განრიგებიდან დავითვალე, გასვლის დროები გავაანალიზე ორივე ბოლო გაჩერებიდან.

114ცალი გამოვიდა.

დაუმატე კიდე #37 აეროპორტის ავტობუსი, მანდაც მანებს უშვებენ როგორ ლექვინაძემ თქვა.

user posted image

Posted by: ივანიჩ 2 Oct 2016, 23:15
QUOTE
დაუმატე კიდე #37 აეროპორტის ავტობუსი, მანდაც მანებს უშვებენ როგორ ლექვინაძემ თქვა.

აეროპორტში სტამბოლის ნაჩუქარმა წითელმა ავტობუსებმა არ უნდა იმოძრაოს? მერსედესები არ იყო?

Posted by: Accident 2 Oct 2016, 23:32
ივანიჩ
QUOTE
QUOTE
დაუმატე კიდე #37 აეროპორტის ავტობუსი, მანდაც მანებს უშვებენ როგორ ლექვინაძემ თქვა.

აეროპორტში სტამბოლის ნაჩუქარმა წითელმა ავტობუსებმა არ უნდა იმოძრაოს? მერსედესები არ იყო?

ეგ ღამე დადის და #137 ნომერია



Posted by: polaris 3 Oct 2016, 12:13
კანტორამ არაო ღმერთმანიო:

https://www.facebook.com/ttc.com.ge/posts/1352812114731780

„თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ გაცნობებთ, რომ ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული ინფორმაცია, MAN-ის ავტობუსის ავარიაში მოყოლასთან დაკავშირებით, სიმართლეს არ შეესაბამება.
MAN-ის ათი ახალი ავტობუსი, ამ მომენტისთვის, ავტოპარკში მდებარეობს. ახალი ავტობუსების N 61 ხაზზე გაშვება 6 ოქტომბრიდან იგეგმება.
შეგახსენებთ, რომ თბილისელებს და დედაქალაქის სტუმრებს სულ მალე 10 ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი, ადაპტირებული და ეკოლოგიურად სუფთა, CNG საწვავზე მომუშავე ავტობუსი მოემსახურება.

Posted by: ივანიჩ 3 Oct 2016, 12:45
ეს ბას ლაინები სად დახაზეს?
ვაკის პარკთან ვნახე
და ორთაჭალაშიო და კიდე არის სადმე?

Posted by: vatman 3 Oct 2016, 15:07
ივანიჩ
QUOTE
ეს ბას ლაინები სად დახაზეს?

ბაგები- ვარკის პარკის გარდა, სადაც იყო ისევ ისე დარჩა:
ვაკის პარკი-წერეთელის ქუჩა,
აღმაშენებლის გამზირი
გორგასლის ქუჩა
ხეთაგუროვის ქუჩა

Accident
QUOTE
მძღოლთან დადგომაზე გამახსენდა, როგორ წინ აქვს გაწეული სარკეები MAN-ს.

ბოგდანის მძღოლს, ტვინი მიჰქონდა ხოლმე, ვინმე თუ იქვე დგებოდა, რადგან სარკე აღარ ჩანდა.

სარკე მეორე ხარისხოვანია, მძღოლის ადგილიდან მაინცდამსინც ჩანს, თუ ვინმე შუშაზე არ აეკრა, აი პრობლემა არის მარჯვენა მხარეს კონტროლი, მოხვევის დროს მანდ თუ ვინმე დგას, არაფერი არ ჩანს თუ მარცხნივ უხვევ მანქანა არ დაგეჯახოს, თუ მარჯვნივ უხვევ ვინმე ადამიანი არ გადაგირბინოს წინ

Posted by: TramwayMan 3 Oct 2016, 15:28
polaris
ავარიაში არ მოყოლილა კაცო პარკში დაზიანდა მცირედით, ვიცი სანდო წყაროდან.

Posted by: Kublicha 3 Oct 2016, 16:31
TramwayMan
პატარა ბოგდენების კლასში, რომელ ბრენდს ყავს კარგი ავტობუსები?
მანს და სოლარისს როგორც ვიცი არ ყავს (ნუ შეკვეთის შეთხვევაში ვიცი რომ თუ გინდა შატლს დაგიმზადებენ), მერსედესს სპრინტერი ყავს სპეციალური საქალაქო ვერსია, ეგ უფრო წაუმარშუტკებს.
აზიურები კი არის

Posted by: vatman 3 Oct 2016, 16:52
Kublicha
QUOTE
მანს და სოლარისს როგორც ვიცი არ ყავს (ნუ შეკვეთის შეთხვევაში ვიცი რომ თუ გინდა შატლს დაგიმზადებენ), მერსედესს სპრინტერი ყავს სპეციალური საქალაქო ვერსია, ეგ უფრო წაუმარშუტკებს.

მანს თუ არ ვცდები ყველაზე პატარა 10 მეტრიანი ჰყავს, მაგრამ ეხლა ჰყავს ახალი ფურგონი TGE -იგივე კრაფტერი. მაგრამ ეს იგივე მაშრუტკაა, როგორც სპრინტერი
სოლარის ჰყავს 8 მეტრიანი ავტობუსი- Urbino Alpino
მერსედეს სიტარო 10 მეტრიანი ჰყავს ყველაზე პატარა
ივეკოსაც ყველაზე პატარა 10 მეტრიანი ჰყავს


Posted by: Accident 3 Oct 2016, 17:17
vatman
QUOTE
სარკე მეორე ხარისხოვანია

ზოგადად ხო, მაგრამ მგზავრების ჩასხდომასაც ვერ ხედავდნენ.
შუშაზე აკრობა რა, ზოგი მოშნი როჟაა და ვერ ეტევა საერთოდ მანდ, ან ჭედვა როცაა.


Kublicha
https://forum.ge/?showtopic=34873091&view=findpost&p=48261512

Posted by: ნიკა 3 Oct 2016, 21:05
https://www.facebook.com/alexander.giorgadze.3/videos/10207787313505598/?hc_ref=NEWSFEED

Posted by: nodara95 3 Oct 2016, 21:23
პაპი ატარებდა მემგონი მაგ დღეს მესას და მაგიტომაა ეგრე ჩაძეძგილი ბას ლაინი. მაგრამ ეს იმას არ გამორიცხავს, რომ სხვა დღეებში თავისუფალი იქნება ეგ ზოლი

Posted by: Kublicha 3 Oct 2016, 21:48
QUOTE
ანს თუ არ ვცდები ყველაზე პატარა 10 მეტრიანი ჰყავს, მაგრამ ეხლა ჰყავს ახალი ფურგონი TGE -იგივე კრაფტერი. მაგრამ ეს იგივე მაშრუტკაა, როგორც სპრინტერი
სოლარის ჰყავს 8 მეტრიანი ავტობუსი- Urbino Alpino
მერსედეს სიტარო 10 მეტრიანი ჰყავს ყველაზე პატარა
ივეკოსაც ყველაზე პატარა 10 მეტრიანი ჰყავს

რა პონტია, არავის რო არ ყავს 8 მეტრიანი ავტობუსი. ეგ 10 მეტრიანები დიდი ბოგდანის კლასია, და არა პატარის.

დავიჯერო სოფლის ავტობუსი მაინც არ სჭირდებათ ევროპაში?

Posted by: TramwayMan 3 Oct 2016, 22:43
vatman
Kublicha
ყავთ მანიც ამზადებს 8 მეტრიანს თუ საჭირო იქნება.

Posted by: Smoked_idioT 3 Oct 2016, 22:52
გამარჯობათ, პავლოვიდან კონკრეტულად 10 ნომრიდან ესიდ ბარი რომ არის ბელიაშვილზე რა ნომერი მიდის? ბელიაშვილის 8ში მაესტროსთან რა ნომერი მიდის? smile.gif თუ არასწორ თემაში ვწერ დიფლი სორი

Posted by: Accident 3 Oct 2016, 23:22
Kublicha

ხომ დავდე, ლინკი. აჰა, დავაკპირებ პოსტებს




QUOTE
QUOTE
QUOTE
QUOTE

სურათები არის პატარა MAN-ები როგორ გამოიყურება?

აი ასეე გამოიყურება.
user posted image

მადლობა. მაგრამ მოგდანებზე ბევრად დიდი მეჩვენება, გაეტევა ვითომ თბილისის ვიწრო მარშრუტებზე?

სურათზე რაც არის მაგაზე ვიწრო თუა ქუჩა, მანდ ავტობუსს რა უნდა გიროსკუტერებით იმოძრაონ


QUOTE
ასეთი ავტობუსის სიგრძეა 8.6 მეტრი, ბოგდანის კი - 7.7 მეტრი. ჰმ...


QUOTE
ბოგდანის ავტობუსები თბილისის ქუჩების გათვალისწინებით არ არის ნაყიდი არამედ უბრალოდ იყიდეს სიიაფის გამო.

ჩვენს იმ ქუჩებში სადაც ავტობუსები დადიან საერთოდ არ არის საჭირო ეგ მოკუნტული ავტობუსები. 10 მეტრიანებიც გაეტევა და 12 მეტრიანებიც.

ლისაბონი არ გამოიყვანეს ეს ქალაქი biggrin.gif biggrin.gif

ერთი მანახეთ კონკრეტული ქუჩა სადაც დღესდღეისობით დადის პატარა ბოგდანები და მაინც და მაინც 7,7 მეტრის სიგრძის ავტობუსი მოუხვევს მხოლოდ?
















Smoked_idioT

QUOTE
გამარჯობათ, პავლოვიდან კონკრეტულად 10 ნომრიდან ესიდ ბარი რომ არის ბელიაშვილზე რა ნომერი მიდის? ბელიაშვილის 8ში მაესტროსთან რა ნომერი მიდის? smile.gif თუ არასწორ თემაში ვწერ დიფლი სორი


მაქედან ავტობუსები არ მიდის.

მარშრუტკა კი, ამ საიტის მიხედვით 44 გაივლის ბელიაშვილის პარალელურ ქუჩაზე. ლუბლიანაზე, ანუ, საავადმყოფოებთან.
http://tm.ge/routes/scheme.php?lang=1#id=228

ხოლო, პეკინამდე თუ გახვალ, 34
http://tm.ge/routes/scheme.php?lang=1#id=129

და ასევე 19
http://tm.ge/routes/scheme.php?lang=1#id=414

სჯობს მძღოლებთანაც და იქვე მყოფ ხალხთანაც დააზუსტო.

Posted by: beka331 4 Oct 2016, 02:39
რა ჭირდა დღეს ტაბლოებს, მგონი ყველგან გათიშული იყო და საათი ეწერა

Posted by: Daniel 4 Oct 2016, 04:28
მოკლედ, ვიწრო ქუჩას რას ვეძახით? ცალმხრივ მოძრაობას?

თუ კი მაშინ მან-ის გავა ჩვეულებრივად თუ არა - მოძრაობა ორმხრივია, პარიზში იგივე მან-ის ავტობუსები დადის ძალიან ჩვეულებრივად ამ პატარ-პატარა ქუჩებზე, უბრალოდ მძღოლები აცდიან ერთმანეთს თუ ის შემთხვევა დადგა როდესაც მოსასხვევში ერთად არიან. მარტივია ყველაფერი. მეტი მოთმინება არის ხოლმე საჭირო smile.gif


Posted by: vatman 4 Oct 2016, 10:08
TramwayMan
QUOTE
ყავთ მანიც ამზადებს 8 მეტრიანს თუ საჭირო იქნება.

ხო, მარა მაგ ზომას საიტზე უწერიათ მხოლოდ შასის კატალოგში A66
Kublicha
QUOTE
დავიჯერო სოფლის ავტობუსი მაინც არ სჭირდებათ ევროპაში?

ალბათ სპრინტერი biggrin.gif
ისე მანდ ალბათ მაინც დიდი ავტობუსები დადიან 10-12 მეტრიანი....

TramwayMan
შემდეგი პარტია როდის ჩამოდის გეცოდინება... smile.gif

Posted by: gunnera 4 Oct 2016, 12:44
51ის მძღოლი ამბობდა სად მოვაბუნოვო, ლუბლიანაზე ვერ მოვუხვევო...

გაჩერებებზე ადგილი არ არისო და რას შემოყავდათ რა უნდოდათო biggrin.gif

ე ბიჯო როდის გავლენ ხაზზე გაკატავება მინდა biggrin.gif

Posted by: vatman 4 Oct 2016, 12:57
gunnera
QUOTE
51ის მძღოლი ამბობდა სად მოვაბუნოვო, ლუბლიანაზე ვერ მოვუხვევო...

და ჰოლანდიური ავტობუსები ნეტავ როგორ დადიოდნენ მანდ რამდიმეიმე წლის წინ.. ხო არ დაფრინავდნენ... ნუ რო დანარჩენი მძღოლების გინება რო მოუწევს ფაქტია biggrin.gif biggrin.gif

Posted by: gunnera 4 Oct 2016, 13:57
vatman

ისე 10 წლის წინ სად იყო ამდენი მანქანა და ახლა დიღომში ოლიმპიკთან რო ამოუხვევ, სულ საცობია ხოლმე... იდიოტებივით მიძვრებიან... ვინმემ შორს თუ გაააჩერა ავტობუსის გასატარებლად, წინ აუცილებლად ვიღაც სხვა ჩაუხტება biggrin.gif

Posted by: Smoked_idioT 5 Oct 2016, 09:09
Accident


ძალიან დიდი მადლობა

Posted by: ML320_Blue 5 Oct 2016, 12:48
4 წელი მოანდომეს 143 ავტობუსის ყიდვას.

შემდეგ პარტიასაც 4 წელი თუ მოუნდა, მანამდე ეს 143 ავტობუსი დაძველდება და გაფუჭდება. smile.gif

Posted by: aloha__ 5 Oct 2016, 20:12


როდიდან ივლიან ვის რა ინფო გაქვთ?

Posted by: Accident 5 Oct 2016, 20:17
aloha__
ხვალიდან. ეგეც და კუს ტბის საბაგიროც.
http://www.city.kvira.ge/2016/10/03/6-%E1%83%9D%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9C-%E1%83%97%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A5%E1%83%A3/

Posted by: WOODOOW 6 Oct 2016, 11:27
დღეს დილიდან ვნახე უკვე 2 ცალი ახალი ავტობუსი 61-ის მარშუტზე bis.gif

რაც შეეხება ბას-ლეინებს, კი ბატონო ბაგებიდან ვაკის პარკამდე თავისუფალია, მაგრამ ჭავჭავაძეზეც რომ დახაზავენ იქ არა მგონია ავტობუსებმა თავისუფლად იარონ smile.gif

Posted by: NVIDIA MAN 6 Oct 2016, 11:36
ჭავჭავაძეზე 6 ცალი შემხვდა, როგორ უხდება ქალაქს.... smile.gif
მძღოლები როგორ მოწესრიგებულად ატარებდენ, მოხვევის მაჩვენებელი ზოლიდან ზოლში,
გაჩერებიდან დაძვრისას მაჩვენებლის ჩართვა.

Posted by: პაწა 6 Oct 2016, 11:51
ძალიან ლამაზებია ...

Posted by: gunnera 6 Oct 2016, 12:36
ვაა წავედი აბა რას ვუზივარ სახლში biggrin.gif აქამდე სად ვიყავი biggrin.gif

Posted by: zabzu 6 Oct 2016, 16:11
ჭავჭავაძიდან ღრმაღელის მეტრომდე თუ დადის რამე

Posted by: ქაფქიანა 6 Oct 2016, 16:34
zabzu

171 მარშუტკა.

..................................

Posted by: gunnera 6 Oct 2016, 19:52
დღეს 22 წუთი ეწერა კოლმეურნეობაზე და კაი გმირულად ველოდე და 3 მოვიდა ერთად... მერე კიდე წყვილ წყვილად დადიოდნენ და რატომ?

ძალიან კომფორტულია <3 რბილად დადის, უხმაუროდ, გსიამოვნებს რა <3

მარა ერთი მინუსი აქვს, უკან რო არაა სალარო, ძალიან დიდი მანძილია შუიდან უკანა კარებამდე, ერთი ტრანსპორტი იქ გჭირდება biggrin.gif

სასიამოვნო სიგრილე იყო კონდიციონერი იყო ჩართული... ნეტაი 3 თვით ადრე ჩამოსულიყვნენ biggrin.gif

Posted by: Zura_SX 6 Oct 2016, 21:48
QUOTE (Accident @ 2 Oct 2016, 21:19 )
QUOTE (AUTOCRAT @ 2 Oct 2016, 17:31 )
ბას-ლაინები რომელიც ყველას მერზე ჰკიდია

up.gif

სითი პატკმა ახალი პარკინგები დახაზა მადლობა სითიპარკს

Posted by: პაწა 6 Oct 2016, 21:57
მეც ძალიან მომეწონა... განსაკუთრებით ვარაზისხევში გამოჩნდა სირბილე, ისე ჩუმად აიარა.

ბილეთის პრობლემა მართლა სერიოზულია... დროა გაჩერებაზე გადაიტანონ სალაროები.

უკანა კარის სენსორი ძალიან ტვინს ბურღავს, მაგრამ საჭიროა და შეეჩვევა ალბათ ხალხი (მეტი რა გზა აქვთ)

Posted by: fallow 6 Oct 2016, 22:47
ეჰ რა დრო იყო, რიგაში ყავდათ ზუსტად ესენი user.gif

Posted by: webdesigner93 6 Oct 2016, 22:50
ვიზუალურად ძალიან მომეწონა თუმცა შიგნით არ ვმჯდარვარ ჯერ, როგორ მოუხდა ქალაქს up.gif შაბათს გავიკატავებ აუცილებლად !

fallow
QUOTE
ეჰ რა დრო იყო, რიგაში ყავდათ ზუსტად ესენი

ზუსტად იგივე მოდელები ყავთ ? რიგაში ვიყავი 2 დღეა რაც ჩამოვედი და იქ კი ვმგზავრობდი და ძალიან კომფორტული იყო და ესეიგი აქაც იგივე გვაყვს ?

Posted by: TramwayMan 6 Oct 2016, 23:31
fallow
webdesigner93
რიგაში სოლარისები დადის და არა მანი.

Posted by: webdesigner93 6 Oct 2016, 23:40
TramwayMan
მეც ეგრე მახსოვდა, და კიდე შკოდა დადის, ოღონდ შკოდასი ავტობუსებია თუ ტროლეიბუსები ზუსტად ვერ ვიხსენებ sad.gif

Posted by: LEOwish 7 Oct 2016, 00:02
QUOTE (პაწა @ 6 Oct 2016, 21:57 )
განსაკუთრებით ვარაზისხევში გამოჩნდა სირბილე, ისე ჩუმად აიარა.

ზუსტად მაგ ვარაზისხევზე სიარულით ჩამოიშლება, გაფუჭდება, რამდენიმე წელში.

Posted by: TramwayMan 7 Oct 2016, 01:36
webdesigner93
შკოდა სოლარისის ტროლეიბუსებია.
ავტობუსები სოლარისის.

Posted by: Accident 7 Oct 2016, 05:21
gunnera
QUOTE
დღეს 22 წუთი ეწერა კოლმეურნეობაზე და კაი გმირულად ველოდე და 3 მოვიდა ერთად... მერე კიდე წყვილ წყვილად დადიოდნენ და რატომ?

რატომ და ვაკის პარკში ეს ხდებოდა drug.gif
http://kvira.ge/285704




QUOTE
ძალიან კომფორტულია <3 რბილად დადის, უხმაუროდ, გსიამოვნებს რა


პაწა
QUOTE
მეც ძალიან მომეწონა... განსაკუთრებით ვარაზისხევში გამოჩნდა სირბილე, ისე ჩუმად აიარა.

ხო, ოღონდ ძრავზე რომ სკამებია, მაგ ადგილის გამოკლებით.
ჯერ ისედაც ზანზარებს და ვარაზისხევზე, საერთოდ.

მოკლედ, ამ ადგილზე დაჯდომა, არ ღირს

user posted image



QUOTE
მარა ერთი მინუსი აქვს, უკან რო არაა სალარო

და უკან ისედაც სივიწროვეა, ერთ მხარეს კიბეებია, მეორე მხარეს ცენტრში შესასვლელი ბილიკი.
მანდ ჯერ სად უნდა ჩამოკიდო ეგ აპარატი და თან მერე რომ მაგასთან ხალხი შეიკრიბება, საერთოდ, გაუვალი გახდება.



Posted by: vatman 7 Oct 2016, 10:53
მოკლედ ჩემ შთაბეჭდილებასაც დავწერ biggrin.gif
რა თქმა უნდა ბოგდანებისგან ცა და დედამიწასავით განსხვავდება smile.gif
კონდიციონერი მუშაობდა, სკამებიც მომეწონა, სალონის განათებაც.

ფილარმონიიდან თავისუფლებამდე არ ერთ გაჩერებაზე ტროტუართან არ მივიდა. ფილარმონიასთან ვირაც ქართველ ვაჟკაცს ისე გაჩერებული ჰყავდა რო ვერ გამოვიდოდა მერე ავტობუსი. და თავისუფლების მეტროსთან მე როგორც მომეჩვენა ხის გამო ვერ მიდის ტროტუართან, ხო კიდევ 2 ჯერ პატარა ბოგდანმა ჩაუკეტა გზა გაჩერებაზე facepalm.gif
ალბათ ჯერ ეჩვევიან და მძღოლები უფრო ყურადღებით და ნელა ატარებენ, ყოველშემთხვევაში თუ გეჩქარებათ მაგას ჯერ ჯერობით არ გაჰყვეთ biggrin.gif . სხვა ხაზის დიდი ბოგდანები ასწრებენ.
ნუ უკანა კარებზე უკვე ითქვა და სალარო აპარატი მართლა ცოტა შორია უკანა კარებიდან.
51-ზე რო დაიწყებენ სიარულს , მანდ მძღოლები დაიტანჯებიან ამ უკანა კარების გამო, მგზავრობის დრო აშკარად გაიწელება

რას გავაკეთებდი მძღოლის ადგილას, ჩემი ნება რო იყოს.
1. პირველი კარების ნაწილს გადავკეტავდი;
2. უკანა კარების ბლოკირებაზე რამეს ვიჩალიჩებდი და გავათიშინებდი, როგორც დაფებზე ღია კარებით შეძლეს სიარული, აქაც შესაძლებელი იქნება მაგ ბლოკირების გათიშვა. ხო მგონი ესეც ღია კარებით ვერ იმოძრავებს ...
3. უკანა კარების უკანა ნაწილს, ასევე გავთიშავდი, როგორც არის ეხლა პატარა ბოგდანებზე შშმ პირებისთვის. მაგ მხრიდან მაინც ეგრევე კიბეებია უკანა რიგზე.

Posted by: Accident 7 Oct 2016, 12:41
QUOTE
რას გავაკეთებდი მძღოლის ადგილას, ჩემი ნება რო იყოს.

იმედია, არცერთს არ გააკეთებენ.


QUOTE
მანდ მძღოლები დაიტანჯებიან ამ უკანა კარების გამო

და რატო? 61-ში, ჭყლეტვა იყო კვადრატში, მაგრამ თავად მგზავრები აკონტროლებდნენ სიტუაციას, რადგან შეყოვნება არ უნდოდათ.

QUOTE
მაგ მხრიდან მაინც ეგრევე კიბეებია უკანა რიგზე.

ხო, ასვლისას კი და მაგ კიბეებიდან ჩამოსვლისას?


Posted by: vatman 7 Oct 2016, 13:42
Accident
QUOTE
იმედია, არცერთს არ გააკეთებენ.

რამე ცუდს ამაში ვერ ვხედავ, მარა სანამ თეგეტა უკეთებს სერვისს ამას ალბათ ვერ გააკეთებენ. ისე როგორც მგზავრს, მე უფრო მომწონს პატარა ბოგდანებში ეს უკანა კარის ნაწილი რო არ იხსნება. რო იღება ხალხი უშლის და ხალხს უშლის. ნუ შშმ პირი რო ვერ ადის მაგ ავტობუსში ეს სხვა საკითხია და მხოლოდ ამის გამო არ გავაუქმებდი მაგ ნაწილს ბოგდანზე.
Accident
QUOTE
ხო, ასვლისას კი და მაგ კიბეებიდან ჩამოსვლისას?

ჩამოსვლისას ეგრევე ქუჩაში biggrin.gif

ხო ბოგდანებთან შედარებით უფრო ნაკლებ მანევრირებადი მომეჩვენა, ნუ 2 მეტრის სხვაობაც თავისას შვრება

Posted by: Accident 7 Oct 2016, 13:56
vatman
QUOTE
რამე ცუდს ამაში ვერ ვხედავ,

ხო, ჩვენთან ფეხითმოსიაურლეებში უარეს ქაოსია, ვიდრე მანქანებში, მაგრამ მაინც არ მომწონს ხოლმე, ეს შეზღუდვები.

90-იანებში ნერვები მეშლებოდა, ტროლეიბუსს შუა კარი რომ გადატიხრული იყო და მესამე კარი გამაზული მქონდა.

კიდევ მეტროში, ელ-დეპოზე პირდაპირ ხიდზე გასასვლელი რომაა ჩახერგილი და დიდუბეზე მთლიანი ბაქანი მოხსნილი, იმიტომ რომ კონტროლზე ჩალიჩი დაეზარათ.

არადა, ბავშვობაში მაგარი შთაბეჭდილება მოახდინა, ჯერ დეპოზე რომ საპირისპირო კარები გაიხსნა და მერე დიდუბეზე საერთოდ ყველა.

ვიღაც უტვინოების და დამრღვევების გამო, რატომ უნდა კორექტირდებოდეს ორიგინალი ვერსია...



QUOTE
ხო ბოგდანებთან შედარებით უფრო ნაკლებ მანევრირებადი მომეჩვენა, ნუ 2 მეტრის სხვაობაც თავისას შვრება

ჯერ რას გაიგებ, ისე ნელა დაყავდათ, 2 საათი უნდებოდა მგონი რეისის შესრულებას.

ბოგდანები, ასე დადიოდნენ https://www.youtube.com/watch?v=KA7nbRv_HIs

Posted by: vatman 7 Oct 2016, 14:18
Accident
QUOTE
90-იანებში ნერვები მეშლებოდა, ტროლეიბუსს შუა კარი რომ გადატიხრული იყო და მესამე კარი გამაზული მქონდა.

მე რაც მახსოვს, დიდ ბოგდანებამდე ყველა ტრანსპორტს მე-3 კარი დაბლოკილი ჰქონდათ თბილისში. ავტობუსაც, ტროლეიბუსაც და ტრამვაისაც, მათ შორის იკარუსებსაც, რომლებიც არეულობამდე დადიოდნენ. გარმოშკებზე საუბარი არ მაქვს smile.gif . არადა მგონია რო ამას თბილისში აკეთებდნენ კომუნისტების დროსაც, განსხვავებით საქართველოს სხვა ქალაქებისაგან.
QUOTE
ვიღაც უტვინოების და დამრღვევების გამო, რატომ უნდა კორექტირდებოდეს ორიგინალი ვერსია...

ზოგჯერ ექსპლუატაციაში მასე ადვილია. მასე დიდი ბოგდანზე გათვალისწინებული არ არის შუშის/პლსტმასის გადატიხვრა კარებს და სავარძლებს შორის. შესაბამისად რამდენიმე ხანში აქაური გაკეთებული გაჩნდა, ხან ვინ ხან რა მოყვებოდა მაგ კარში.

Posted by: პაწა 7 Oct 2016, 14:48
მემგონი ყველაზე კარგი იქნება, თუ წინა კარებიდან იქნება ასვლა, სადაც ბილეთს ეგრევე აიღებ და მერე ჩახვალ უკანა კარებიდან

Posted by: Accident 7 Oct 2016, 15:12
vatman
QUOTE
მე რაც მახსოვს, დიდ ბოგდანებამდე ყველა ტრანსპორტს მე-3 კარი დაბლოკილი ჰქონდათ თბილისში

ხო. ტროლეიბუსი, უბრალოდ დიდხანს რომ შენარჩუნდა, უკეთ მახსოვს.

ტრამვაი ჩემთან რომ არ დადიოდა, საერთოდ არ მახსოვს, მხოლოდ გარეგნულად. თუმცა, ერთხელ კი მამგზავრეს, პატარაობაში.
და გაუქმებას თუ უპირებდნენ არ ვიცოდი, თორემ უკეთ მოვინახულებდი



QUOTE
მასე დიდი ბოგდანზე გათვალისწინებული არ არის შუშის/პლსტმასის გადატიხვრა კარებს და სავარძლებს შორის.

და აბა რა იყო, არაფერი? წესით ხომ უნდა იყოს?

და მაგის აზრი რა არის?
სადაც გატეხილი იყო, განსხვავება ის ვიგრძენი, რომ სიცივე და წვიმა კი შემოდიოდა ხოლმე.
მაგრამ დავიჯერო მაგაზე ზრუნავდნენ?




პაწა
ხო, მეც მასე წარმომედგინა, მაგრამ უცხოეთშიც ხომ ასეა.
ეტყობა, ზედმეტად გაწელავს დროს, მასეთი რიგი.

Posted by: vatman 7 Oct 2016, 15:34
Accident
QUOTE
და აბა რა იყო, არაფერი? წესით ხომ უნდა იყოს?

და მაგის აზრი რა არის?
სადაც გატეხილი იყო, განსხვავება ის ვიგრძენი, რომ სიცივე და წვიმა კი შემოდიოდა ხოლმე.
მაგრამ დავიჯერო მაგაზე ზრუნავდნენ?

მე მგონი სხვადასხვა რაღაცაზე ვამბობთ.
აი ამ ადგილზე ვამბობ, ესე ჰქონდა თავიდან ანუ არაფერი, და ჩვენთან მანდ ეხლა კუსტარულად ორგმინა/პლასტმასი დგას

Posted by: TramwayMan 8 Oct 2016, 00:56
დატკბით 61 ნომერი მარშრუტით

http://radikal.ru/big/snh4bwgc31kj2

* * *
მარშრუტი 9

http://radikal.ru/big/s7huk7i9bue51

* * *
მარშრუტი 14

http://radikal.ru/big/279e30vfkj7xd

Posted by: AUTOCRAT 8 Oct 2016, 02:04
სასწრაფოდ მოსაგვარებელია ბილეთების აღების პრობლემა, საშინელებაა რაც ხდება ახლა.
ყველაზე ნაღდი იქნებოდა სალაროების მონტაჟი პირდაპირ გაჩერებებზე ან/და ინტეგრაცია სწრაფი გადახდის აპარატებთან.

Posted by: Accident 8 Oct 2016, 09:45
vatman
QUOTE
მე მგონი სხვადასხვა რაღაცაზე ვამბობთ.
აი ამ ადგილზე ვამბობ, ესე ჰქონდა თავიდან ანუ არაფერი

ხო, მაგაზე ვამბობდი. სხვაგან მეტი სადაა შუშა.
რეალურად რა არის არ ვიცი-მეთქი, მაგრამ ქარისგან და შემოვარდნილი წვიმისგან, კი იცავდა, როცა კარი იღებოდა.


1. რა არის დანიშნულება
2. MAN-ს თუ აქვს, Bogdan-ს რატომ არ აქვს
3. მძღოლს, ან კომპანიას, რატომ არ ეკიდა რომ არ ჰქონდა.


Posted by: Rin 8 Oct 2016, 11:34
AUTOCRAT

გერმანიაში იყიდებოდა ბილეთები, რომელიც 1 კვირა, 1 თვე, 6 თვე და 1 წელი მოქმედებდა.
მერე სულ არ იქნება საჭირო ყოველ ასვლაზე ბილეთის აღება, წინასწარ უკვე შეძენილია და იმგზავრე რამდენიც გინდა.

ნუ ჩვეთან ეგ როგორ გამოვა ან თუ გამოვა საერთოდ არ ვიცი gigi.gif

Posted by: ფაშისტი 8 Oct 2016, 14:00
მოკლე სკამებია, გუშჰინ ვიმგზავრე, დასაჯდომია მოკლე რა.
სხვა მხრივ კარგია, მეტი ჰაერი, ნაკლები ხმაური.. smile.gif

Posted by: shuqri-var-kiparoidze 8 Oct 2016, 14:44
88 და 140 ნომრები ბართაშვილიდან დელისის მეტრომდე ზუსტად ერთიდაიგივე გზას გადიან
ცოტა უცნაურად არ გეჩვენებათ?

spy.gif
უნდა გადაიხედოს და შეიცვალოს რაღაცეები

+ 33 ნომერი. ბარათაშვილი გლდანი
თითქმის სულ ცარიელი დადის სანამ სანზონაში ავა

Posted by: TramwayMan 8 Oct 2016, 16:01
shuqri-var-kiparoidze
QUOTE
+ 33 ნომერი. ბარათაშვილი გლდანი
თითქმის სულ ცარიელი დადის სანამ სანზონაში ავა

ერთ ერთი ყველაზე დატვირთული მარშრუტია რა ცარიელი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: forum-ge 8 Oct 2016, 17:50
shuqri-var-kiparoidze
QUOTE
88 და 140 ნომრები ბართაშვილიდან დელისის მეტრომდე ზუსტად ერთიდაიგივე გზას გადიან
ცოტა უცნაურად არ გეჩვენებათ?

თუმცა მაინც ორივე ივსება. თან ისე, რომ ჭყლეტვაა ხოლმე უმეტეს შემთხვევაში

Posted by: shuqri-var-kiparoidze 8 Oct 2016, 18:49
forum-ge
QUOTE
თუმცა მაინც ორივე ივსება. თან ისე, რომ ჭყლეტვაა ხოლმე უმეტეს შემთხვევაში

მესმის მარა დელისამდე რო 1 ავტობუსი გაუშვან და დელისიდან 2ად გაიყოს

TramwayMan
QUOTE
ერთ ერთი ყველაზე დატვირთული მარშრუტია რა ცარიელი

გურამიშვილზე მიწევს სიარული ფილარმონიიდან და 10დან 9შემთხვევაში სანამ სანზონაში არ ავა დასაჯდომი ადგილებიც ოხრად არი biggrin.gif

Posted by: forum-ge 8 Oct 2016, 19:23
shuqri-var-kiparoidze
QUOTE
მესმის მარა დელისამდე რო 1 ავტობუსი გაუშვან და დელისიდან 2ად გაიყოს

მე ხშირად გამოვყოლილვარ ვაკიდან დელისამდე მაგალითად 88-ს იმიტომ, რომ 140 გაჭედილი იყო ან პირიქით. მარტო 1 რომ დატოვონ მაშინ იმ 1ში ინტერვალები უნდა შეამცირონ და მოძრავი ავტობუსების რაოდენობა თითქმის გააორმაგონ და აზრი?

Posted by: Accident 8 Oct 2016, 19:29
shuqri-var-kiparoidze
QUOTE
მესმის მარა დელისამდე რო 1 ავტობუსი გაუშვან და დელისიდან 2ად გაიყოს

მაშინ Express ავტობუსებიც უნდა დაამატონ.

ტრანსპორტის გამოცვლის დავალდებულება, მაინც არასასიამოვნო თემაა.

Posted by: PuTKiiI 8 Oct 2016, 19:44
მეგობრებბო
დიღმის მასივიდან
ავჭალაში რაგბის სტადიონთან
რა ნომერი მიდის ხომ არ იცით?

Posted by: Accident 8 Oct 2016, 20:58
PuTKiiI
კონკრეტულად რომელი მხრიდან?


ეს ვარიანტებია

http://i.imgur.com/R7rGWpR.gifv

Posted by: PuTKiiI 8 Oct 2016, 21:11
Accident
აუ რაკარგად ხსნი
მადლობა
ეს მეცოდინება აწი უბრალოდ
ახლა კომპიუტერთან წვდომა არ მაქვს
და იქნებ მინახო
აი დინამოს ბაზასთანცრომ ჩავჯდე
ბაზის მხარეს.. მაქედან
ავტობუსი- მარშუტი ოღონდ
მეტრო არა

იქნებ მინახო..
ან ამ გაჩერებიდან რომ წავიდე

Posted by: Accident 8 Oct 2016, 21:32
PuTKiiI
დინამოს ბაზასთან, 24 ხომ გაივლის?
მაგრამ, შორს აჩერებს ეგ ავჭალის სტადიონიდან.

ჯობია, ბაზიდან სანაპიროზე გახვიდე და 121-ს გაყვე. პირდაპირ სტადიონთან აქვს გაჩერება.
ჰკითხე ოღონდ, საიტზე შეიძლება ძველი სქემა იყოს.


მარშრუტკები, დიდუბიდან გადიან, მაქედან არა.

Posted by: PuTKiiI 8 Oct 2016, 21:40
Accident
აჰა გასაგებია მადლობა დიდი :8

Posted by: ფაშისტი 9 Oct 2016, 16:29
ისევ და ისევ.. ზემო ვერელების სახელით გამოვდივარ sad.gif
78 ნომერი 1 ცალიც რომ დაემატოს, ისე წაგვადგება რომ ვერც წარმოიდგენთ, ნახევარ საათიანი ინტერვალებია , არ ვამეტებ..

Posted by: vatman 12 Oct 2016, 15:56
Accident
QUOTE
ხო, მაგაზე ვამბობდი. სხვაგან მეტი სადაა შუშა.
რეალურად რა არის არ ვიცი-მეთქი, მაგრამ ქარისგან და შემოვარდნილი წვიმისგან, კი იცავდა, როცა კარი იღებოდა.


1. რა არის დანიშნულება
2. MAN-ს თუ აქვს, Bogdan-ს რატომ არ აქვს
3. მძღოლს, ან კომპანიას, რატომ არ ეკიდა რომ არ ჰქონდა.


ჩემი სუბიექტური აზრი.
1. რო ვინმეს თავი, ფეხი, ხელი არ მოყვეს კარებსა და სახელურს შორის.
2. ეს კითხვა ალბათ დამპოროქტებელთან
3. მძღოლებს ალბათ ყელში ამოუვიდათ, პუნქტ 1-ში მითიტებული შემთხვევები და კომპანიამ გადაწყვიტა კუსტარულად დაემონტაჟებინა.

დღეს ერთი ავტობუსი მაშრუტის მაგიერ თეგეტაში იყო biggrin.gif biggrin.gif

Posted by: gunnera 12 Oct 2016, 18:30
ჭავჭავაძეზე ამდენი უნივერსიტეტებისა და სკოლების გამო არაა საკმარისი ავტობუსები...

61-ში კიდე მაგარი დაგნარია... 1 საათი იხვეწება მძღოლი უკანა კარები დამაკეტინეთო... უკან არავინ ჩადის და შიგნით კიდე რო ამოიწევიან ცოტა ამ დროს ახალი ნაკადი შემოვარდება...

Posted by: Accident 13 Oct 2016, 10:12
vatman
QUOTE
1. რო ვინმეს თავი, ფეხი, ხელი არ მოყვეს კარებსა და სახელურს შორის.

biggrin.gif

ხო, ეგეც არაა გამორიცხული.
უბრალოდ, გამიკვირდა მგზავრებისთვის სასარგებლოს გაკეთებაზე, რატომ "იზრუნეს".
ნუთუ, სხვა ინტერესი არ ჰქონდათ.


QUOTE
2. ეს კითხვა ალბათ დამპოროქტებელთან

კომპანიებიდან გამომდინარე, როგორც ჩანს საჭიროა და ბოგდანს ჰქონდა ნაკლი და არა პირიქით.


ისე, ამ MAN-ების იატაკი რა მასალისგანაა, DAF-იც მასეთი იყო, თითქოს ქვიშა ყრია ზედო.
ეტყობა ტალახისგან დასაცავადაა, რომ არ ასრიალდეს ხალხი

ბოგდანს, ჩვეულებრივი ლინოლიუმი ჰქონდა გადაკრული........







gunnera
პრობლემა მანქანებისგან წარმოქმნილი საცობია. ავტობუსები ეჭედებიან მაგ საცობში და ინტერვალი ირღვევა.
ტრამვაის არ აღირსეს და გამოუყონ მაშინ ავტობუსს ცალკე გზა და ეშველება.



QUOTE
61-ში კიდე მაგარი დაგნარია... 1 საათი იხვეწება მძღოლი უკანა კარები დამაკეტინეთო... უკან არავინ ჩადის და შიგნით კიდე რო ამოიწევიან ცოტა ამ დროს ახალი ნაკადი შემოვარდება...

ფეხებზე მკიდია.

ადგნენ და შეეჩვიონ. მერიიდან თუ ვინმე შემოდის აქ, არც გაბედოთ სიგნალიზაციის გამორთვაზე ფიქრი.
თუ გინდა აბრა ჩამოკიდეთ კართან დგომის აკრძალვაზე და თუ გინდათ ჯარიმები დააწესეთ.
სიგნალიზაციას ხელეე!

Posted by: Kublicha 13 Oct 2016, 15:03
Accident
QUOTE
ტრამვაის არ აღირსეს და გამოუყონ მაშინ ავტობუსს ცალკე გზა და ეშველება.

ეს ეხლა იუმორის გარეშე თქვი?





ავტობუსისთვის ხაზის გამოყოფა შეიძლება მხოლოდ თეორიულად, რამეთუ:

1. ვცხოვრობთ საქართველოში.
2. ამ დებულების 1-ლი პუნქტის თანახმად, ყველა ტიპის 4 ან მეტ ბორბლიანი მექანიზმი ჩადგება ავტობუსის ზოლში, თუ ამის ფიზიკური საშუელბა ექნება.
3. ამ დებულების 1-ლი და მე-2 პუნქტების თანახმად, ერთადერთი გზა ავტობუსების ზოლის იზოლირების, არის მისი ფიზიკური იზოლირება, როგორც გვერდითი ბარიერებით, ასევე შემსვლელი მხიდანაც (მაგალითად ეკლებით, რომელიც ავტობუსის მოსვლისას ჩაიწევა)
4. ჩნდება ორი ვარიანტი:
4ა. ბარიერები არის ავტობუსთან მაქსიმალურად ახლოს, რაც ამ დებულების 1-ლი პუნქტის თანახმად გამოიწვევს ყველა ავტობუსის დალეწვას, ბარიერებთან
სი სტემატიური კონტაქტის გამო.
4ბ. ბარიერები არის ავტობუსთან მაქსიმალურად შორს, რაც გამოიწვევს ავტობუსისთვის არა 1, არამედ 2 ზოლის დათმობას.

გამოსავალი არის ისევ ტრამვაი, რომელსაც ბარიერები გაუკეთდება ისე, რომ მძღოლმა 1-ლი პუნქტისდა მიუხედავად, რაც არ უნდა მოინდომოს ბარიერებთან კონტაქტი ვერ ექნება. ანუ თან იქნება ტრამვაისთან ახლოს და თან არ დალეწავენ





Posted by: Accident 13 Oct 2016, 16:11
Kublicha
ხო, საქმე ისაა, რომ მე "გზის გამოყოფაში" ხომ უბრალოდ გზის გამოყოფას არ ვგულისხმობ, ჩაჯმული მერიასავით.

"გზის გამოყოფაში" ვგულისხმობ, მთელ სიგრძეზე ან კამერების დაყენებას, ან ქვეით/ცხენზე ამხედრებულ პატრულირებას, უშუალოდ მაგ გზის მონიტორინგისთვის.
შესაბამისად, თითოეული დამრღვევის მყისიერ დაჯარიმებას, ხოლო დაპარკინგებულების სითი პარკისთვის გატანებას (სისწრაფე მაგათ, დამუღამებული ექნებათ)

ანუ, პირველ ჯერზე, ძალიან გამკაცრებული უნდა იყოს კონტროლი, ხოლო როცა უკვე შეეჩვევიან წესრიგს, მერე თანდათანობით შერბილდება მდგომარეობაც.


აი ეს ვარიანტი, შენ მიერ, ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს, იმთავითვე გამორიცხავს.


პრობლემა არის ერთადერთი და სამწუხაროდ დიდი - ნება და სითამამე, რომ ეს გაკეთდეს.

Posted by: Kublicha 13 Oct 2016, 16:33
Accident
QUOTE
აი ეს ვარიანტი, შენ მიერ, ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს, იმთავითვე გამორიცხავს.

ჩვეულებრივი მოკვდევაბისთვის კი, მაგრამ დარჩება მთელი რიგი კატეგორიები, რომელებისთვის ეგ ავტობუსის ზოლი იქნება საჯირითო მოედანი.
ციმციმებიანი პრადოები, შკოდები, ინკასაციის მანქანები (ეს სხვათა შორის ლეგალურად გაივლის), 1000ჯერ გადაუფორმებლად გაყიდული ტაქსები, ხონის რაიონის რომელიღაც დაუსახლებელ ნაკვეთზე ჩაწერილი პირები რომლებსაც ჯარიმა ვერსად ვერ მიუვათ.

მაგრამ კაი ჯანდაბას, იარონ მაგათმა. მთლად იმდენი საცობი ხო არ შეხვდება ავტობუსს რაც ეხლა ხვდება.

არის კიდევ ერთი კარგი ვარიანტი, ისევ პარიზის მაგალითს დავესესხები.
ავტობუსის ზოლი იყოს არა გზის განაპირას, არამედ შუაში, როგორც ტრამვაი. ეგრეა მაგალითად კლიშეზე და ჩაპელეზე. (პარიზის გამზირებია).
ეგ გამორიცხავს ავტობუსის ზოლში დარღვევით პარკირებას. პარკირება უფრო დიდ ზიანს აყენებს მოძრაობას, ვიდრე მის ზოლშI მოძრაობა

Posted by: toyota555 13 Oct 2016, 17:06
ბიჭებო თქვენი პოსტები გადავიკითხე და მიხარია რომ საღად აზროვნებთ და ჩვენი თბილისისათვის გინდათ უფრო მეტი კარგის გაკეთება მაგრამ ეს არის ღრუზია-გურჯისტანი აქ არაფერს არ აქვს აზრი, აქ ყველას ეჩქარება. ყველა მართალია. ყველა ბლატნოია. გული მწყდება დღევანდელ თბილისს რომ ასეთს ვხედავ. არადა არ იყო ასე რამოდენიმე წლის წინ. ახლა იმის შთაბეჭდილება მრჩება რომ ყველა ერთად შეიშალა ჭკუიდან ისეთ ხიშნიკობებს და ქაჯობებს ვაწყდები. ამ ყველაფერს ქართულ საგზაო ქაჯობაში განვიხილავთ ხოლმე მაგრამ აქაც დავწერე. თქვენ კიდევ წარმატებებს გისურვებთ და თქვენნაერი ხალხი არ მოგვიშალოს ღმერთმა.

Posted by: AUTOCRAT 13 Oct 2016, 19:02
QUOTE
მაგრამ ეს არის ღრუზია-გურჯისტანი აქ არაფერს არ აქვს აზრი, აქ ყველას ეჩქარება. ყველა მართალია. ყველა ბლატნოია

მიდგომა „ნებითა შენითა, ან ძალითა ჩემითა“ ჭრის yes.gif

Posted by: giomelqa12 13 Oct 2016, 22:20
კაროჩე ამ ახალ ავტობუსებს აქვთ 2 მინუსი:

1. ბილეთის ამღები აპარატი უკან და წინ არ არის (უკან არ არის და წინ ვერ დავინახე იმდენი ხალხი იყო);

2. ფეხით მდგომთათვის ხელის მოსაკიდი ჰორიზონტალურად დაკიდული ძელის ნაკლებობაა;

დანარჩენი ნუ ახლა რო გაჭედილია ეგ ყველამ იციღ და იმედია დანარჩენ 133-საც ჩამოიყვანენ რომ მოგვარდეს

Posted by: gunnera 13 Oct 2016, 22:30
giomela12
QUOTE
წინ ვერ დავინახე იმდენი ხალხი იყო);


მძღოლის უკან რო სკამია, იმის უკანაა დამონტაჟებული

Posted by: Accident 14 Oct 2016, 00:55
Kublicha
QUOTE
ციმციმებიანი პრადოები

ეგ უნდა აპროტესტოს მგზავრებმა და "უპრადოებმა".
კატეგორია რომელიც პოლიციას ჰკიდია, არ უნდა დაიკიდოს ხალხმა.

გადაიღონ, დადონ სოც. ქსელებში, ააგორონ საპროტესტო ტალღა და მიიჯირყვნებიან.
ხოლო, თუ ხალხსაც ჰკიდია, მაშინ იმსახურებენ და ეგაა.



QUOTE
ინკასაციის მანქანები (ეს სხვათა შორის ლეგალურად გაივლის)

და მაგას ვინ წყვეტს?
არ აქვს პოლიციას უფლება, თავად დაადგინოს წესები ვინ უნდა გაიაროს და ვინ არა?
მაინცდამაინც საერთაშორისო ვარიანტის დაწესების უფლება აქვთ?
თუ არ არსებობს ეგეთი შეზღუდვა, გააფრთხილონ უბრალოდ, მთავრობაა ხომ, კერძო კომპანია ხომ არაა.

დაუკავშირდეს ბანკებს და აცნობოს შეზღუდვის შესახებ.



QUOTE
1000ჯერ გადაუფორმებლად გაყიდული ტაქსები, ხონის რაიონის რომელიღაც დაუსახლებელ ნაკვეთზე ჩაწერილი პირები რომლებსაც ჯარიმა ვერსად ვერ მიუვათ.

ვერსად მიუვა რას ჰქვია.

ავტობუსში ბილეთს რომ არ იღებ, ჩამოგათრევენ ავტობუსიდან და გიფორმებენ სახელ/გვარზე.
თუ არ ჩამოდიხარ, პატრულს იძახებენ.

მანდ კიდევ, პოლიცია იქნება თავად და მანქანიანი ტიპი, როგორ ვერ უნდა დააჯარიმოს?]
ვერ გადაუდგება წინ? ვერ აიძულებს ზოლი დატოვოს? ვერ დააჯარიმებს პირადობის მოწმობის აღრიცხვით?
ან ნასვამი რომ მართავ, როგორ ხდება ხოლმ? ვერ წაათრევს განყოფილებაში?

ხოლო თუ მანქანა დატოვებულია დასაპარკინგებლად, სითი პარკი და საჯარიმო ავტოსადგომი.


არ მჯერა, რომ მონდომება თუ იქნება საქმე ვერ გაკეთდება.

Posted by: vatman 14 Oct 2016, 10:59
ალბათ ამ დოკუმენტის მიხედვით უნდა ვიმსჯელოთ სად წავა დიდი ბოგდანები

https://matsne.gov.ge/ka/document/view/3412886

1, 2, 25, 39 , 44 , 55, 56, 71,
37 ( აქ ალბათ მანები იქნება) ,
85 (მანი??? )

Posted by: toyota555 14 Oct 2016, 11:05
ბიჭებო ავტობუსების კონტროლიორებს რამდენი აქვთ ხელფასი ხომ არ იცით? ან როგორ ხდება მანდ მიღება როგორი სამსახურია. უკვე ამ უმუშევრობისგან ყველა ვარიანტს განვიხილავ

Posted by: პაწა 14 Oct 2016, 12:03
QUOTE (toyota555 @ 14 Oct 2016, 11:05 )
ბიჭებო ავტობუსების კონტროლიორებს რამდენი აქვთ ხელფასი ხომ არ იცით? ან როგორ ხდება მანდ მიღება როგორი სამსახურია. უკვე ამ უმუშევრობისგან ყველა ვარიანტს განვიხილავ

კონტროლიორს შეეკითხე და უფრო კომპეტენტურ პასუხს გაგცემს

Posted by: giomelqa12 14 Oct 2016, 12:55
gunnera

მოვძებნი ამიერიდან biggrin.gif

Posted by: lasha_milano 15 Oct 2016, 12:52
მეც დავტესტე და მართლა საკაიფოა ახალი მანები + მეტი სივრცე აქ როგორც ჩანს მაგრამ

61 დან მერე 21ზე მომიწია გადაჯდომა და როგორც ჯიპიდან მოსკვიჩზე ისე გავიჩითე tongue.gif

Posted by: პაწა 15 Oct 2016, 14:18
QUOTE
ჯიპიდან მოსკვიჩზე

როგორც მანიდან ბოგდაზე - ისე გაიჩითე

Posted by: AUTOCRAT 15 Oct 2016, 21:24
QUOTE
ინკასაციის მანქანები (ეს სხვათა შორის ლეგალურად გაივლის)

ამ ინკასაციის მანქანებს ფერადი ციმციმების უფლება საერთოდ არ აქვთ, მხოლოდ თეთრი ციმციმა შეუძლიათ დადგან და ისიც ჩართვის უფლება თავდასხმის ან აშკარა საშიშროების დროს შეუძლიათ.
...მაგრამ ეს ხომ საქართველოა
vatman
დიდი ტევადობა გასაგებია და საშუალო ტევადობაში რა იგულისხმება ამორტიზებული პატარა ბოგდანები drug.gif თუ დიდი ბოგდანები (პრინციპში ეგ საშუალო რა ნაირადაა)?

Posted by: vatman 17 Oct 2016, 10:52
AUTOCRAT
QUOTE
დიდი ტევადობა გასაგებია და საშუალო ტევადობაში რა იგულისხმება ამორტიზებული პატარა ბოგდანები

yes.gif
მართალი ბრძანდებით gigi.gif

Posted by: jadgschloss 18 Oct 2016, 22:44
toyota555

სიტი პარკში არის ვაკანსიები biggrin.gif ხო არ გინდა?

Posted by: toyota555 18 Oct 2016, 23:01
jadgschloss

არა ბრად რა სითი პარკი biggrin.gif დღე და ღამე მაგათ გინებაში ვარ მაგას ისევ მირჩევნია ჩემი მანქანა ამოვქოქო და გავიდე ტაქსაობით იქნება მკვდარი 20 ლარი მაინც ვიშოვო დღეში

Posted by: rati nwt 19 Oct 2016, 13:11
არადა არაა ასეთი კატასტროფა ბოგდანის დიდი ავტობუსები. ტექნოლოგია, კამერები და ა.შ არ აქვს.

მაგრამ თავის დროზე იმათთვისაც რომ მოევლოთ და არ ეთქვათ მძღლებისთვის რომ "ხელფასს გიხდი შენ თვითონ გააკეთეო" ასეთ დღეში არ იქნებოდა. კონდიცირება თავიდან იმასაც ჰქონდა ახლა აღარ მუშაობს, მუხრუჭებს ხმა არ ექნებოდა რომ მოევლოთ.

კომფორტი დიდ ბოგდანსაც ნორმალური აქვს. არც მოკლეს ნაირი ხმაურიანია და ჯაყჯაყაა.


ახლა მანებზე თქვეს სპეც სადგურებს შევქმნით რომ მოვუაროთ, დეტალები გამოვუცვალოთ და მალე არ დაზიანდესო. იმ დიდი ბოგდანებისთვისაც რომ მიეხედათ თავის დროზე ახლა გაცილებით კარგი ავტობუსები იქნებოდა, მაგრამ არ არის გვიან.
გარეუბნებში გაუშვან დიდი ბოგდანები

Posted by: TramwayMan 19 Oct 2016, 17:23
rati nwt
QUOTE
ახლა მანებზე თქვეს სპეც სადგურებს შევქმნით რომ მოვუაროთ, დეტალები გამოვუცვალოთ და მალე არ დაზიანდესო. იმ დიდი ბოგდანებისთვისაც რომ მიეხედათ თავის დროზე ახლა გაცილებით კარგი ავტობუსები იქნებოდა, მაგრამ არ არის გვიან.
გარეუბნებში გაუშვან დიდი ბოგდანები


დიღომში შენდება ახალი ავტობაზა 377 ავტობუსისთვის და იქ გადავალ ყველა ავტობუსი ბოგდანიან მანიანად.


Posted by: Accident 19 Oct 2016, 17:42
rati nwt
QUOTE
არადა არაა ასეთი კატასტროფა ბოგდანის დიდი ავტობუსები. ტექნოლოგია, კამერები და ა.შ არ აქვს.

კამერები ვის ადარდებს, ტექქნოლოგია თუ არაა, აბა კიდევ, მეტი რა არის კომფორტი?


ჯერ იყოს და 3/4 საფეხური უნდა აგევლო რომ ასულიყავი.
მერე კიდევ ერთი საფეხური რომ დასაჯდომად შესულიყავი, ბორბლების ადგილას ორი და უკან კი, მაინც ისევ სამი.

ეს თუ კომფორტია....

QUOTE
კონდიცირება თავიდან იმასაც ჰქონდა ახლა აღარ მუშაობს,

იყო ვიღაც მერიიდან გადაცემაში და თქვა, რომ არ ჰქონდაო, მერე გაუკეთესო.
გამორიცხული არაა, რადგან ზუსტად მასეთებია თურქულ მარშრუტკებში, რომლებიც ასევე საქართველომ დაუკვეთა (ეგეთი ტრანსპორტი არ არსებობს, დისტრიბუციისაა)


QUOTE
მაგრამ თავის დროზე იმათთვისაც რომ მოევლოთ და არ ეთქვათ მძღლებისთვის რომ "ხელფასს გიხდი შენ თვითონ გააკეთეო"

ავტობუსები ბიუჯეტზე ზის, მძღოლი არაფერს აკეთებს, ხელფასი აქვს განსაზღვრული



Posted by: vatman 19 Oct 2016, 18:04
QUOTE
დიღომში შენდება ახალი ავტობაზა 377 ავტობუსისთვის და იქ გადავალ ყველა ავტობუსი ბოგდანიან მანიანად.

ნუ დიდი ბოგდანები აშკარად მაგ ბაზას ვეღარ ეღირსებიან wink.gif

ისე მე-2 და მე-3 ბაზების ადგილს ალბათ გაყიდიან?

ესე იგი ეხლა რა მაინტერესებს, 80-იანების ბოლოს რამდენი ავტობუსების პარკი იყო თბილისში?
N1 - ნუცუბიძეზე
N2- ახლანდელი N1?
N3- იყო საერთოდ ან სად?
N4 - ახლანდელი N2
N5- მგონი იყო, ოღონდ სად??
N6 - იყო საერთოდ ან სად?
N7 - მგონი ეხლანდელი N3??
N8 - მგონი იყო, ოღონდ სად?? სადღაც წავიკითხე რო ამ პარკის ავტობუსები ძირითადად განადგურდა თბილისის ომის დროს

ხო და კიდევ ავტოკოლონები იყო...

Posted by: lasha_milano 19 Oct 2016, 18:34
უკაცრავად და ამათ ცოტა ღრმად აქვთ ხო?

facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif

Posted by: Accident 19 Oct 2016, 21:04
lasha_milano


მაგ სურათზე საოცარს ვერაფერს ვხედავ.
ავტობუსი გადმოხრილია რომ ეტლით მოსიარულე აუშვან ან ჩამოუშვან და სავარაუდოდ ხალხი უკანაა გადმოწეული რომ ადგილი გაენთავისუფლებინათ მისთვის, ან პირდაპირ უკნიდან ავიდნენ.

ადგილი კი გამოუნთავისუფლეს მაგრამ ავტობუსის დაკარგვა არ უნდოდათ და ამიტომ ჩამოსვლას ჭყლეტვა არჩიეს.

და შენ გადაიღე? მერე როგორ განვითარდა მოვლენები?
წესით, თუ სენსორები არ გაუთიშიათ, ეგ კარები არ უნდა დაკეტილიყო და ეგ ხალხი იძულებული იქნებოდა ჩამოსულიყო.

Posted by: Marshmallo 19 Oct 2016, 21:35
ვინ დამეთანხმებით, რომ სლოვენიაში, ჩეხეთში და სერბეთში ყველაზე მეტად ფიქრობს მერია(?) ტრანსპორტზე? :3

Posted by: jadgschloss 19 Oct 2016, 21:38
toyota555
QUOTE
არა ბრად რა სითი პარკი  დღე და ღამე მაგათ გინებაში ვარ მაგას ისევ მირჩევნია ჩემი მანქანა ამოვქოქო და გავიდე ტაქსაობით იქნება მკვდარი 20 ლარი მაინც ვიშოვო დღეში


ხო, ვიცი რომ სიტიპარკზე აცრილი ხარ biggrin.gif
იმ თემიდან მახსოვხარ.
მაგიტომ გამიკვირდა კონტროლიორობა რომ გინდა.

Posted by: Marshmallo 19 Oct 2016, 21:57
http://imgur.com/t0zI5Dw
ამის მაგივრად,

http://imgur.com/xy5R32H
ესე რომ დაწერონ მოკლედ არ შეიძლება? :/

Posted by: LEOwish 19 Oct 2016, 22:04
Marshmallo
მაგ ტაბლოზე, რომელიც ახალ ავტობუსებს აქვთ, ლედ ნათურები ძალიან დიდი ზომისაა, საერთო ფართობთან შედარებით და ჩვენი მრგვლოვანი შრიფტი, ვერ გამოჩნდება კარგად.

Posted by: Marshmallo 19 Oct 2016, 22:10
QUOTE (LEOwish @ 19 Oct 2016, 22:04 )
Marshmallo
მაგ ტაბლოზე, რომელიც ახალ ავტობუსებს აქვთ, ლედ ნათურები ძალიან დიდი ზომისაა, საერთო ფართობთან შედარებით და ჩვენი მრგვლოვანი შრიფტი, ვერ გამოჩნდება კარგად.

უბრალოდ ბარათაშვილი რომ დაწერონ რამოხდება? biggrin.gif
მაინც არავინ კითხულობს ყველაფერს რაც იქ ეწერება

Posted by: TramwayMan 19 Oct 2016, 23:13
LEOwish
Marshmallo
ლედ ნათურები დიდი ზომის არ არის ეგრეა დაყენებული, შეუძლიათ დაწერონ ჩვეულებრივ მორბენალი სტრიქონის ეფექტის გარეშე.

Posted by: პაწა 20 Oct 2016, 00:36
QUOTE (TramwayMan @ 19 Oct 2016, 23:13 )
LEOwish
Marshmallo
ლედ ნათურები დიდი ზომის არ არის ეგრეა დაყენებული, შეუძლიათ დაწერონ ჩვეულებრივ მორბენალი სტრიქონის ეფექტის გარეშე.

ჰო და დაწერონ მერე, ეს მორბენალი მაგრა არ უხდება, უმჯობესია ორ რიგად და საერთოდ გაასწორებს, რომ ერთი მიმართულება დაწერონ (და იცვლებოდეს)

Posted by: dvbt2 20 Oct 2016, 00:50
Accident
QUOTE
ავტობუსები ბიუჯეტზე ზის, მძღოლი არაფერს აკეთებს, ხელფასი აქვს განსაზღვრული

ბიუჯეტზე ზის მაგრამ მძღოლს უწევს სირბილი იმის გაკეთებაზე. და ალბათ მაინცდამაინც ზედ გადაყოლასაც უშლიან რო თანხა დაიზოგოს.

Posted by: Accident 20 Oct 2016, 01:14
dvbt2
გარაჟში აკეთებენენო, თვითონ მძღოლი ამბობდა, გუშინწინ ვისმენდი.
მე უბრალოდ, ხელფასი მაკლდება, რადგან დროში თუ იწელება, სამუშაო საათები მიცდებაო.

Posted by: rati nwt 20 Oct 2016, 02:36
აკეთებენ რომ?

მაშინ რატომ აქვს მუხრუჭს ამხელა ხმა, აშკარად დაზიანებულია.

დიდი ავტობუსები, ისე არა, როგორც პატარები. ეს მოდელი ქარხნულიც არ არის კომფორტული, მაგრამ ბევრს ამორტიზატორები დაზიანებული აქვს და საშინლად არაკომფორტულია. მერე კარების შურუფები მოშვებული აქვს, თუ ნაწილები აკლია - მუდმივად ირყევა, ჯანჯღარებს ეს კარები, მილებიც. ესეც ცალკე ხმაურობს.

მილების ნაწილი, ასევე სალარო აპარატი მავთულით გადახლართული, დამაგრებული მინახავს ზოგიერთ პატარა ბოგდანში. ადრე მძღოლებისგან გამეგო რომ თვითონ უწევდათ ამ მანქანების გაკეთება. ახლა შეიძლება შეიცვალა, მაგრამ ავტობუსების საკმაო ნაწილი ტოვებს შთაბეჭდილებას რომ მის გაკეთებას, ნაწილების გამოცვლას და ოდნავ მოწესრიგებასაც კი არ ცდილობენ.

Posted by: vatman 20 Oct 2016, 10:21
Accident
TramwayMan
polaris

წინა გვერდის კითხვაზე, რამე შეგიძლიათ თქვათ?

QUOTE

ესე იგი ეხლა რა მაინტერესებს, 80-იანების ბოლოს რამდენი ავტობუსების პარკი იყო თბილისში?
N1 - ნუცუბიძეზე
N2- ახლანდელი N1?
N3- იყო საერთოდ ან სად?
N4 - ახლანდელი N2
N5- მგონი იყო, ოღონდ სად??
N6 - იყო საერთოდ ან სად?
N7 - მგონი ეხლანდელი N3??
N8 - მგონი იყო, ოღონდ სად?? სადღაც წავიკითხე რო ამ პარკის ავტობუსები ძირითადად განადგურდა თბილისის ომის დროს

ხო და კიდევ ავტოკოლონები იყო...

* * *
dvbt2
QUOTE
ბიუჯეტზე ზის მაგრამ მძღოლს უწევს სირბილი იმის გაკეთებაზე. და ალბათ მაინცდამაინც ზედ გადაყოლასაც უშლიან რო თანხა დაიზოგოს.

მე როგორც ვიცი დიდი ხანი უკვე რაც არ უწევთ, ოღონდ ძირითადად თავზე ადგანან ხელოსნებს, როგორც Accident-მა აღნიშნა ნამუშევარი საათები აკლდება.
ნაწილებს კომპანია ცენტრალიზებულად შეისყიდის ხოლმე

Posted by: toyota555 20 Oct 2016, 10:39
jadgschloss

კონტროლიორობა სხვა თემაა თან ავტობუსში რომლებიც ზიან მაგათ ჯარიმები საერთოდ არ ეხებათ. რა ვქნა ძმაო იმენა უსამსახუროდ ვარ სად არ მაქ გაგზავნილი სივი მაგრამ გამოხმაურება 0 როგორც გავარკვიე მაგ კონტროლიოდათაც რო დაინიშნო ნაცნობი გინდა. მერიაში ან სატრანრსპორტო სამსახურში უნდა გყავდესო ვინმეო......

Posted by: AUTOCRAT 20 Oct 2016, 16:55
QUOTE
მაგ ტაბლოზე, რომელიც ახალ ავტობუსებს აქვთ, ლედ ნათურები ძალიან დიდი ზომისაა, საერთო ფართობთან შედარებით და ჩვენი მრგვლოვანი შრიფტი, ვერ გამოჩნდება კარგად.

სისულელეა. მანდ ნორმაზე მეტი ლედია. პიქსელების მინიმალური რაოდენობა ვერტიკალურ სვეტში მხედრულის გამოსასხივებლად 7 წერტილია yes.gif
user posted image

Posted by: Marshmallo 20 Oct 2016, 20:38
ეს რეკლამების რაღაცა რო გაუკეთეს ძაან კაია, პარიზშია ეგეთი

user posted image
* * *
ამდენ რამეს რომ ვწერთ, ამას არ ჯობია მივწეროთ TTC-ს?
:')
* * *
user posted image
biggrin.gif ვნახოთ აბა biggrin.gif

Posted by: dvbt2 20 Oct 2016, 23:40
QUOTE (toyota555 @ 20 Oct 2016, 10:39 )
jadgschloss

კონტროლიორობა სხვა თემაა თან ავტობუსში რომლებიც ზიან მაგათ ჯარიმები საერთოდ არ ეხებათ. რა ვქნა ძმაო იმენა უსამსახუროდ ვარ სად არ მაქ გაგზავნილი სივი მაგრამ გამოხმაურება 0 როგორც გავარკვიე მაგ კონტროლიოდათაც რო დაინიშნო ნაცნობი გინდა. მერიაში ან სატრანრსპორტო სამსახურში უნდა გყავდესო ვინმეო......

რიგებია მანდაც. შეიძლება რამდენიმე თვე მოგიწიოს ლოდინი რო მიგიღონ. ნაცნობი რო გყავდეს იასნია მიგიღებენ. ამ ქვეყანაში ყველაფერი ნაცნობობითაა.

Posted by: toyota555 20 Oct 2016, 23:46
dvbt2

მართალი ხარ მეგობარო ეგრეა. თან როგორც ვიცი ხელფასიც ნორმალური აქვთ ანუ 600-700 ლარი და მაგ ხელფასზე ვინ არ იმუშავებს თან ჩვენნაერ გაჭირვებულ ქვეყანაში. ერთ კონტროლიორს გავესაუბრე და კაცი გინდა ყველა ვარიანტშიო ან მერიაშიო ან სატრანსპორტოშიო. მე ქართულ ოცნებაში ვიყავი და იქიდან გამჩითესო biggrin.gif

Posted by: temart 21 Oct 2016, 13:00
მადლობა მერიას რომ შშმ ადამიანებისთვის პირველი ავტობუსები გვეღირსა თბილისს.


Posted by: Marshmallo 21 Oct 2016, 21:28
wtf?

https://www.youtube.com/watch?time_continue=28&v=_5HjylqfT4M

Posted by: forum-ge 22 Oct 2016, 13:30
............................................

Posted by: jadgschloss 22 Oct 2016, 20:08
toyota555
QUOTE
მართალი ხარ მეგობარო ეგრეა. თან როგორც ვიცი ხელფასიც ნორმალური აქვთ ანუ 600-700 ლარი


მე ვიცოდი რომ 800 ჰქონდათ.

600 ძალიან ცოტაა ამ პოზიციისთვის. სტრესული სამსახურია, პლუს ფეხზე დგომა ძირითადად.
თავიდან ხალხი აპროტესტებდა 800 ლარს რაში იღებენო biggrin.gif
რა რაში, ერთი დღე უნდა ამუშაო ამის მთქმელი და ნახავს როგორია..
სმენებში არიან ხო კონტროლიერები?

პ.ს. სიტიპარკში ხო არ გადაგიწყვეტია biggrin.gif biggrin.gif

Posted by: toyota555 22 Oct 2016, 21:06
jadgschloss

არა ძმა რა სითი პარკი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif lol.gif
მართალი ხარ ძალიან სტრესულია. ეს ზაფხული უმანქანოდ ვიყავი ჩემი გავყიდე და ახალი შევუკვეთე იაპონიიდან სანამ ჩამოვიდოდა მიწევდა საზოგადოებრივი ტრანსპორტით სიარული და ხო ვხედავდი ხალხის მიდგომას გული მწყდებოდა, კონტროლიორი ზრდილობიანათ ეუბნება შეიძინეთ ბილეთებიო მაგის სამსახურია და ზოგი ქართველი ჯიგიტი-ღრუზინი ეკაჩავებოდა არ შევიძენ და რა უნდა მიქნაო
აი მე ეგეთებს ვერ ავიტან და შეილება წიხლით ჩავაგდო ავტობუსიდან პროსტა ძალიან ტეხავს რომ სხვის შრომას არ აფასებენ და გონიათ რომ კონტროლიორი არაკანონიერ რამეს ეუბნება
+ კიდევ ვინც ტაქსისტს გადააგდებს მე იმის ოჯახს მოვიკითხავ ტაქსისტი როგორ უნდა გადააგდო.........

კონტროლიორები 1 დღე მუშაობენ მერე 1 დღე ისვენებენ ისევე როგორც მძღოლები

Posted by: Accident 22 Oct 2016, 22:39
forum-ge
რამხელა გადაცემაა.
იყო რამე საინტერესო, თუ ტყუილი ლაპარაკია?

Posted by: dvbt2 23 Oct 2016, 01:53
QUOTE (temart @ 21 Oct 2016, 13:00 )
მადლობა მერიას რომ შშმ ადამიანებისთვის პირველი ავტობუსები გვეღირსა თბილისს.

ჰო ოღონდ შიგნით შშმ პირის ადგილი აღარ რჩება.

Posted by: forum-ge 23 Oct 2016, 23:04
Accident
მერიამ ხუთპუნქტიანი გეგმა გვაქვსო თბილისის საცობებისგან განტვირთვაზეო, მათ შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტის კომფორტის და რაოდენობის ზრდაზე. ასე 2030 წლისთვის შესრულდებაო biggrin.gif
ტრამვაის მხარს ვუჭერთ, მაგრამ ფული არ გვაქვსო
ისეთი განსაკუთრებული არაფერი უთქვამთ
* * *
..............................................

სააქციო საზოგადოება ელექტრო მოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხანა თბილისის ფილიალი
პროექტები
"... ქალაქ თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანიასთან ერთად განიხილება საწარმოს ბაზაზე „ბოგდანის“ ავტობუსების კაპიტალური რემონტის ჩატარებისა და განახლების შესაძლებლობები."
http://zreps.ge/%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/

Posted by: vatman 24 Oct 2016, 12:09
გუშინწინ მომიწია ამ ახალი მანით მგზავრობა ხოდა...
1. მძღოლები ღვედს რატო არ იკეთებენ? ალბათ რელიგია უკრძალავთ... ბოგდანებზე არ იყო გათვალისწინებული კონსტრუქციაში, მარა ახლა ხო არის.
2. სალონის მაშრუტის/გაჩერების მაჩვენებელი სადაა? მხოლოდ ჩარიელი კოლოფი კიდია

ისე არამხოლოდ უკანა კარები,არ იკეტება ხალხი რო დგას, არამედ ყველა.
და ფვიქრობ აუცილებელია მინიმუმ წინა კარების ნახევარის გადაკეტვა, ჩვენ ხალხს შეგნება აქვს 0, ვერ ხვდებინ რო მძღოლს უშლიან და უნდა გაიწიონ

Posted by: dvbt2 24 Oct 2016, 15:52
QUOTE
და ფვიქრობ აუცილებელია მინიმუმ წინა კარების ნახევარის გადაკეტვა, ჩვენ ხალხს შეგნება აქვს 0, ვერ ხვდებინ რო მძღოლს უშლიან და უნდა გაიწიონ

როცა ოპტიმალური რაოდენობის ტრანსპორტი იქნება არ შეუშლის ხალხი მძღოლს. სულ არაა მანდ გათვლი ხალხის ფეხზე დგომა. ამათ კიდე დაუთვლიათ და 53 კაცი უნდა იდეგესო smile.gif

Posted by: Accident 24 Oct 2016, 16:41
vatman
QUOTE
ისე არამხოლოდ უკანა კარები,არ იკეტება ხალხი რო დგას, არამედ ყველა.

არსად ეწერა, რომ მხოლოდ უკანა არ იკეტება.

უბრალოდ, წინა კარებში მძღოლი დაუღრიალებს, შუაში კონდუქტორი, ბოლოში კი არავინაა.
თუმცა, ამ ბოლო დროს, მგონი ორ-ორი კონდუქტორია ხოლმე, ერთი უკან.




QUOTE
და ფვიქრობ აუცილებელია მინიმუმ წინა კარების ნახევარის გადაკეტვა, ჩვენ ხალხს შეგნება აქვს 0, ვერ ხვდებინ რო მძღოლს უშლიან და უნდა გაიწიონ

რამდენჯერ მიმგზავრია და არაფერი პრობლემა არ ყოფილა, ანუ გაიწიე/არ გავიწევი

შეგნება კიდევ, მხოლოდ ჩვენს ხალხს არ ეხება, როგორც სჩანს

user posted image


user posted image


ამ პოსტებში მეწერა მაგაზე
https://forum.ge/?showtopic=34873091&view=findpost&p=48975496

Posted by: Likusha 26 Oct 2016, 16:48
ან #25 იყო, ან #50, ავტობუსის ნომერი დავიმახსოვრე TTC123. გუშინ, თავსხმა წვიმაში არ გააჩერა გაჩერებაზე, 4-ჯერ ხმამაღლა, სავსე ავტობუსის გასაგონად მაყვირა!
მოთხოვნითაა (მოპირდაპირე მხარეს ელექტრო მანიშნებელი დგას და აქეთ მოთხოვნით რატომაა არ ვიცი. მოთხოვნის ნიშანი არ დგას) და ყოველთვის ვითხოვ.
ხომ შეიძლება ცოტა მკაცრად გააფრთხილონ, ხალხს ნორმალურად მოემსახურონ?!
ნახირია?!
ხომ უნდა მოწესრიგდეს რაიმე ამ ქალაქში?!
სხვა დროსაც ყოფილა მსგავში შემთხვევა, მაგრამ ამინდი იყო ნორმალური და არ გავბრაზებულვარ ამ დონეზე...
ვირი! დეგენერატი!

Posted by: Guro_ 26 Oct 2016, 17:22
Likusha
საჭყალი sad.gif სტოპ ღილაკი ვერ გამოიყენე??? rolleyes.gif rolleyes.gif rolleyes.gif

Posted by: vatman 26 Oct 2016, 18:10
Likusha
დაგერეკა სატრანსპორტო კომპანიის ცხელ ხაზზე და გეთქვა. მით უმეტეს ავტობუსის სახელმწიფო ნომერი დაგიმახსოვრებია

Guro_
QUOTE
საჭყალი  სტოპ ღილაკი ვერ გამოიყენე???

პრაღიდან თუ ბრნოდან პოსტავ? gigi.gif biggrin.gif

Posted by: Guro_ 26 Oct 2016, 18:25
vatman
givi.gif givi.gif givi.gif

Posted by: nodara95 26 Oct 2016, 22:12
სტოპ ღილაკი დედის გინებაა ბოგდანებში.

Posted by: რობი 26 Oct 2016, 23:21
Accident
QUOTE
არსად ეწერა, რომ მხოლოდ უკანა არ იკეტება.

უბრალოდ, წინა კარებში მძღოლი დაუღრიალებს, შუაში კონდუქტორი, ბოლოში კი არავინაა.
თუმცა, ამ ბოლო დროს, მგონი ორ-ორი კონდუქტორია ხოლმე, ერთი უკან.


მე რო ვიჯექი მიკროფონში დაიყვირა უკანა კარებზე თან 2-3ჯერ mo.gif

ანუ მიკროფონები აქვთ biggrin.gif

Posted by: Accident 26 Oct 2016, 23:37
რობი
ხო, მეც მქონდა მსგავსი შემთხვევა, ამ პოსტში მეწერა
https://forum.ge/?showtopic=34873091&view=findpost&p=48975501

Posted by: nodara95 27 Oct 2016, 00:09
დღეს პირველად ვიმგზავრე ახალი ავტობუსით. შედარებას არც ვაკადრებ ბოგდანთან.

პირველი და ყველაზე დიდი პრობლემა კარის დახურვაა. 2-3ჯერ მე ვუთხარი რომ გამოწეულიყვნენ კარებიდან. მიკროფონი ტყუილად აქვს მძღოლს. თან კარი დიდი ხანი რო არ იკეტება გონიათ, რომ ავტობუსი ელოდება ვინმეს და მიდის გაუთავებელი შესვლა გამოსვლა.

მეორე - სკოლის ბავშვები კარგი გასაროზგები არიან. ამოცვივდებოდნენ თუ არა ეგრევე სტოპ ღილაკებს ეტაკნენ და ლამის შემომაკვდნენ.

მესამე - ეს ავტობუსის ზოლი ტყუილად დახაზეს. რამდენი ხანი დადიოდა ხაზს გარეთ, მარტო გაჩერებაზე შევიდა. არადა ცარიელია ეს დედანაქაჩი ზოლი და რატომ არ გადადიხარ ვერ ვხვდები.

Posted by: რობი 28 Oct 2016, 02:12
QUOTE (Accident @ 26 Oct 2016, 23:37 )
რობი
ხო, მეც მქონდა მსგავსი შემთხვევა, ამ პოსტში მეწერა
https://forum.ge/?showtopic=34873091&view=findpost&p=48975501

ნანახი მაქვს ეგ პოსტი და არ მახსოვდა რომ შენი იყო mo.gif

ამ განყის ერთგული იუზერი ვარ კითხვის თვალსაზრისით biggrin.gif
თუმცა დაპოსტვის მოვიკოჭლებ user.gif

Posted by: illmatic 28 Oct 2016, 11:30
ახალ ავტობუსებში უკანა მხარეს 1 აპარატის ადგილი არ მოიძებნება? mo.gif

Posted by: Marshmallo 28 Oct 2016, 22:45
QUOTE (illmatic @ 28 Oct 2016, 11:30 )
ახალ ავტობუსებში უკანა მხარეს 1 აპარატის ადგილი არ მოიძებნება? mo.gif

სუსუ უკან არაა მარა ბოლო ორ კარებს შორის შეიძლება დაყენება

Posted by: Ben_Joyce 29 Oct 2016, 06:58
QUOTE (Likusha @ 26 Oct 2016, 16:48 )
ან #25 იყო, ან #50, ავტობუსის ნომერი დავიმახსოვრე TTC123. გუშინ, თავსხმა წვიმაში არ გააჩერა გაჩერებაზე, 4-ჯერ ხმამაღლა, სავსე ავტობუსის გასაგონად მაყვირა!
მოთხოვნითაა (მოპირდაპირე მხარეს ელექტრო მანიშნებელი დგას და აქეთ მოთხოვნით რატომაა არ ვიცი. მოთხოვნის ნიშანი არ დგას) და ყოველთვის ვითხოვ.
ხომ შეიძლება ცოტა მკაცრად გააფრთხილონ, ხალხს ნორმალურად მოემსახურონ?!
ნახირია?!
ხომ უნდა მოწესრიგდეს რაიმე ამ ქალაქში?!
სხვა დროსაც ყოფილა მსგავში შემთხვევა, მაგრამ ამინდი იყო ნორმალური და არ გავბრაზებულვარ ამ დონეზე...
ვირი! დეგენერატი!

ავტობუსი, სახელმწიფო ნომრით TTC 123, თბილისში არ არსებობს.

Posted by: Marshmallo 29 Oct 2016, 19:18
QUOTE (Ben_Joyce @ 29 Oct 2016, 06:58 )
QUOTE (Likusha @ 26 Oct 2016, 16:48 )
ან #25 იყო, ან #50, ავტობუსის ნომერი დავიმახსოვრე TTC123. გუშინ, თავსხმა წვიმაში არ გააჩერა გაჩერებაზე, 4-ჯერ ხმამაღლა, სავსე ავტობუსის გასაგონად მაყვირა!
მოთხოვნითაა (მოპირდაპირე მხარეს ელექტრო მანიშნებელი დგას და აქეთ მოთხოვნით რატომაა არ ვიცი. მოთხოვნის ნიშანი არ დგას) და ყოველთვის ვითხოვ.
ხომ შეიძლება ცოტა მკაცრად გააფრთხილონ, ხალხს ნორმალურად მოემსახურონ?!
ნახირია?!
ხომ უნდა მოწესრიგდეს რაიმე ამ ქალაქში?!
სხვა დროსაც ყოფილა მსგავში შემთხვევა, მაგრამ ამინდი იყო ნორმალური და არ გავბრაზებულვარ ამ დონეზე...
ვირი! დეგენერატი!

ავტობუსი, სახელმწიფო ნომრით TTC 123, თბილისში არ არსებობს.

:DDDDDDDDDD
CTPark-ით ვნახე და ავტომობილია
* * *
user posted image
ვაიმე კიდეკაი ეს ავტობუსები არშემოვიდა wtf is this shittttttttttttttttttt

Posted by: Marshmallo 3 Nov 2016, 16:19
user posted image
რაკაია :3

Posted by: utonega 3 Nov 2016, 17:54
ავტობუსიც ძალიან მაგარია და ფონად GLE-ც smile.gif

Posted by: Marshmallo 3 Nov 2016, 20:51
მე მომწონს და რავი ;დდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდ

Posted by: gunnera 5 Nov 2016, 23:04
Lion's City რა პონტია? კომპანიის ამბავია?

Posted by: TramwayMan 5 Nov 2016, 23:35
gunnera
ავტობუსის ოჯახს ეგრე ჰქვია მანის.

Posted by: vatman 5 Nov 2016, 23:51
ამ ფოტოზე, იკარუსზე N40 წერია?
არადა იკარუსი N40-ზე მხოლოდ ერთი ცალი, და ისიც იკარუს 211.

http://transphoto.ru/photo/09/67/60/967603.jpg

Posted by: TramwayMan 6 Nov 2016, 00:10
vatman
მანდ რა უნდა 40 ნომერს 23 ნომერია.

Posted by: vatman 6 Nov 2016, 00:31
TramwayMan
QUOTE
მანდ რა უნდა 40

რას ნიშნავს რა უნდა. დადიოდა მანდ. უნდა გახსოვდეს წესით. 2003 წლის ბოლომდე ნამდვილად დაიოდა.
ახმეტელი-თემქა-სანზონა-წერეთელი-პეკინი-მაღლივი

ძირითადად მანდ პაზიკები იყო, ასევე 2 ლაზი. ერთი პერიოდი ასევე 1 იკარუს 211.

Posted by: TramwayMan 6 Nov 2016, 01:01
vatman
QUOTE
რას ნიშნავს რა უნდა. დადიოდა მანდ. უნდა გახსოვდეს წესით. 2003 წლის ბოლომდე ნამდვილად დაიოდა.
ახმეტელი-თემქა-სანზონა-წერეთელი-პეკინი-მაღლივი

წარმოდგენა არ მაქვს ავტობუსების მარშრუტებზე, არასდროს ვაკვირდებოდი.

Posted by: Guro_ 6 Nov 2016, 01:27
vatman
მართალი ხარ, მეც ხშირად მიმგზავრია ბედკრულ წინა საუკუნეში 40 ნომრით, როცა სკოლაში თემქიდან ჯიქიაზე მივდიოდი (რამდენს შევეცოდე ახლა წარმომიდგენია biggrin.gif) მაგრამ პაზიკის გარდა სხვა არცერთი ავტობუსი მე არ მახსოვს. მერე ჰოლანდიური ავტობუსები რომ შემოვიდა დაინიშნა 86 ნომერი ავტობუსი, რომელიც ასევე ჯიქია თემქას აკავშირდება, თითქმის იგივე მარშუტი ქონდა ოღონდ 40 ყაზბეგით ჩაიდოდა ეს 86 ნუცუბიძის ქუჩით. ცოტა ხანი ორივე ნომერი ერთად იყო და მერე 40 გაუქმდა

Posted by: Accident 6 Nov 2016, 02:00
vatman
QUOTE
ამ ფოტოზე, იკარუსზე N40 წერია?

შეიძლება, თუმცა ეგ აბრა არ ჰგაქვს სამგზავროს. იცი, რომ სამგზავრო იყო?


40-ით კი იწყება, მაგრამ გვერდზე თითქოს იმავე ზომის 41-ით (აპოლიტიკურად) გრძელდება და შემდეგ კიდევ ორი ციფრი უწერია



ანუ, იმის თქმა მინდა, გვერდით სამარშრუტო მიმართულებები რომ ეწეროს, წვრილად და განსხვავებულად გამოჩნდებოდა.
აქ კი, ერთიანად ჩანს.

შეიძლება არც არის რიცხვები და რაღაც სიტყვა წერია, რუსული ან ლათინური ასოებით და A ან T ჰგავს 4-ს.




Guro_

და რა სკოლა იყო ასეთი ჯიქიაზე, თემქიდან სიარული რომ ღირდა?

90-იანებში ისეთი გზები იყო იმდენი ხანი გრძელდებოდა მგზავრობა, ვინმესთან სტუმრად თუ მივდიოდი, პირდაპირ ტუალეტში შევდიოდი

Posted by: Guro_ 6 Nov 2016, 03:38
Accident
სკოლა მართლაც კაი იყო, ღირდა უდაოდ. უბრალოდ ეს სკოლა ბოშასავით იყო, ხან სად ვიყავით ხან სად, ოდეაში კერძო იყო მარა მარტო ის იხდიდა ფულს ვისაც ქონდა. დირექტორი კიდე მაგ ფულით ან დენის ფულს იხდიდა ან თუ სხვა დარჩებოდა რამე წიგნებს ბეჭდავდა და უფასოდ აძლევდა ბავშვებს. დამლაგებლის ფული რო არ ქონდა სკოლას, დირექტორი საღამოთი მოდიოდა ხოლნე და ალაგებდა დერეფნებს და ტუალეტებს, არადა აკადემიკოსი იყო კაცი და ასევე პროფესორიც სხვადასხვა დარგში smile.gif

Posted by: vatman 6 Nov 2016, 12:13
Accident
QUOTE
შეიძლება, თუმცა ეგ აბრა არ ჰგაქვს სამგზავროს. იცი, რომ სამგზავრო იყო?

მეც ამას ვკითხულობ N40 აწერია თუ არა smile.gif
მაგ წლებში მე იკარუსი მხოლოდ N23 და N33 მახსოვს. მარა გარდაა მისა ერთი პერიოდი N35 დადიოდა.

ისე მოკლედ რა ნომრები კიდევ მახსოვს სანზონა გლდანი თემქას მიდამოებში:
N3- სარაჯიშვილი ახმეტელი (ლაზები)
N62 თემქა(მე-3 მიკროს გავლით და არა როგორც ეხლაა)-გადასასვლელი ხიდი (ლაზები)
N40 ახმეტელი-მაღლივი (ყველა ჯიშის პაზიკები, 1-2 ლაზი)
N11 ავჭალა-გადასასვლელი ხიდი (ლაზები)
N116 ზაჰესი-სარაჯიშვილი (პაზიკები)
N23,33, 24 გასაგებია და არ დავწერ, არაფერი შეცვლილა
N22 ახმეტელი-გლდანის მასივი , წრიული, მარა მერე იცვლებოდა ზემოთ (იკარუსი)
N53 ახმეტელი- გლდანის მე-3 ა მიკრო (იკარუსი)
N153 ახმეტელი-თემქის მე-4 მიკრო(პაზიკები), მერე შეიცვალა იგივე ნომრის მაშრუტკით
N69(??) ახმტელი-დუმბაძის გამზირი
N73 ახმეტელი -მუხიანი-თემქა III მკრ -ჩარგლის ქუჩა-ელიავა-სააკაძე-უნივერსიტეტის 1-ლი კორპუსი (პაზიკები, ლაზიც იყო 1 ცალი) დადიოდა ძაან იშვიათად
N56 კოლმეურნეობა-ჯავახიშვილის ქუჩა-წერეთელი-სანზონა-ჩარგლის ქუჩა-თემქა III მკრ-ახმეტელი(??) (პაზიკები), ასევე დადიოდა იშვიათად
N35 გლდანის მასივი(საიდან ზუსტად არ ვიცი)-მუხიანი-თემქა XI მკრ-ჩარგლის ქუჩა-სანზონა-ნახალოვკა-მერე საით არ ვიცი. (იკარუსი) ვიმგზავრე ერთხელ მე-8 საავდმყოფოდან თემქამდე.
N63(??) მ.სარაჯიშვილი-ქერჩის ქუჩა-გლდანულა (პაზიკები), მერე შეიცვალა მაშრუტკით
Accident
QUOTE
90-იანებში ისეთი გზები იყო იმდენი ხანი გრძელდებოდა მგზავრობა, ვინმესთან სტუმრად თუ მივდიოდი, პირდაპირ ტუალეტში შევდიოდი

40 ნომერს თემქის მერე ისეთი მაშრუტი ჰქონდა რო ცუდ გზაზე არ უწევდა სიარული. საკმაოდ პოპულარული იყო თავის დროზე, მგონი 30 თეთრი ღირდა.
Guro_
QUOTE
მერე ჰოლანდიური ავტობუსები რომ შემოვიდა დაინიშნა 86 ნომერი ავტობუსი, რომელიც ასევე ჯიქია თემქას აკავშირდება, თითქმის იგივე მარშუტი ქონდა ოღონდ 40 ყაზბეგით ჩაიდოდა ეს 86 ნუცუბიძის ქუჩით. ცოტა ხანი ორივე ნომერი ერთად იყო და მერე 40 გაუქმდა

მე 40 და 86 ერთად აღარ მახსოვს, 86 მგონი 2005-ს სექტემბერში გაიხსნა.

Posted by: TramwayMan 6 Nov 2016, 13:18
Accident
vatman
QUOTE
შეიძლება, თუმცა ეგ აბრა არ ჰგაქვს სამგზავროს. იცი, რომ სამგზავრო იყო?
40-ით კი იწყება, მაგრამ გვერდზე თითქოს იმავე ზომის 41-ით (აპოლიტიკურად) გრძელდება და შემდეგ კიდევ ორი ციფრი უწერია
ანუ, იმის თქმა მინდა, გვერდით სამარშრუტო მიმართულებები რომ ეწეროს, წვრილად და განსხვავებულად გამოჩნდებოდა.
აქ კი, ერთიანად ჩანს.
შეიძლება არც არის რიცხვები და რაღაც სიტყვა წერია, რუსული ან ლათინური ასოებით და A ან T ჰგავს 4-ს.


23 ნომერია თქოოო smile.gif

http://radikal.ru


Posted by: vatman 6 Nov 2016, 14:31
TramwayMan
up.gif
რა პროგრამაში მოახერხე?

ისე 23-ზე ერთი გადაჭრილი იკარუს 280 დადიოდა დიდი ხანი

Posted by: Accident 6 Nov 2016, 15:02
TramwayMan
QUOTE
23 ნომერია თქოოო

წარმოდგენა არ მაქვსო, რომ გეწერა ის ვნახე და ეგ პოსტი კი არ მინახავს, თორე აღარ ვიფილოსოფოსებდი.
აბრა კიდევ, მასეთი განლაგების თუ იქნებოდა, ვერც წარმოვიდგინე.

vatman
QUOTE
საკმაოდ პოპულარული იყო თავის დროზე, მგონი 30 თეთრი ღირდა.

ძვირი ყოფილა, ავტობუსი მხოლოდ 20 თეთრიანები ვიცოდი რომ იყო.


Guro_
QUOTE
არადა აკადემიკოსი იყო კაცი და ასევე პროფესორიც სხვადასხვა დარგში

"არადა" კი არა, ზუსტად ეგ იყო მთავარი, იცოდა განათლების ფასი გულით ცდილობდა საქმის კეთებას, არა ფულისთვის.



Posted by: vatman 6 Nov 2016, 15:06
Accident
QUOTE
ძვირი ყოფილა, ავტობუსი მხოლოდ 20 თეთრიანები ვიცოდი რომ იყო.

მანდ კერძო ავტობუსები იყო.
ისე N3 10 თეთრი ღირდა,
და N69, მგონი ნომერი ზუსტად მახსოვს, ერთი პერიოდი ღირდა 5 თეთრი. ახმეტელიდან დუმბაძეზე მიდიოდა

Posted by: Guro_ 6 Nov 2016, 16:27
vatman
QUOTE
მე 40 და 86 ერთად აღარ მახსოვს, 86 მგონი 2005-ს სექტემბერში გაიხსნა.

კი კი ძალიან ცოტა ხნით იყო.

30 თეთრი მე არ მახსოვს 40 ნომერი, სულ 20 მახსოვს. დინამოზე რო გადიოდა მანდ სუიციდი მინდებოდა sad.gif sad.gif


Accident
ხოო, დღემდე ეგრეა და მაგრად ვაფასებ. რაც მაგას უშრომია.

Posted by: TramwayMan 6 Nov 2016, 17:36
vatman
არაფერი მიჩალიჩია ორიგინალიდან ამოვჭერი, მაგ ფოტოების ორიგინალები 4 ჯერ დიდი ზომისაა.

Posted by: vatman 6 Nov 2016, 19:49
Guro_
QUOTE
კი კი ძალიან ცოტა ხნით იყო.

30 თეთრი მე არ მახსოვს 40 ნომერი, სულ 20 მახსოვს. დინამოზე რო გადიოდა მანდ სუიციდი მინდებოდა 

უი მგონი მერე გააიაფეს,
97-98 წლებში ხელბურთიდან რო ვბრუნდებოდი, მახსოვს რო 43 მაშრუტკით უფრო იაფი მიჯდებოდა წამოსვლა ვიდრე 40-ით. 40 ავტობუსი 30 ღირდა და მაშრუტკა 20 თეთრი იყო

TramwayMan
QUOTE
ორიგინალიდან ამოვჭერი, მაგ ფოტოების ორიგინალები 4 ჯერ დიდი ზომისაა.

მაშინ რაღა გიჭირს biggrin.gif biggrin.gif

ისე მაგათ ავტობუსის ფოტოები არ აქვთ. კი იქნებოდა საინტერესო

Posted by: TramwayMan 6 Nov 2016, 20:18
vatman
QUOTE
ისე მაგათ ავტობუსის ფოტოები არ აქვთ. კი იქნებოდა საინტერესო

არა.


Posted by: zabzu 6 Nov 2016, 22:06
ახალი ავტობუსები როდის შემოვა კიდე

Posted by: TramwayMan 6 Nov 2016, 23:19
zabzu
იანვრიდან მარტის ჩათვლით შემოვა კიდევ 133.

Posted by: zabzu 9 Nov 2016, 02:48
TramwayMan
ძალიან კარგი, ვერაფრით ვერ მოვახერხე რომ მემგზავრა ახალი ავტობუსით, სანამ საბურთალოზე არ დანიშნავენ მანამდე ვერ მოვესწრები ალბად

Posted by: Dirty 9 Nov 2016, 11:56
QUOTE
იანვრიდან მარტის ჩათვლით შემოვა კიდევ 133.

დეკემბერში შემოვა მეორე პარტია...

Posted by: Marshmallo 9 Nov 2016, 16:26
"უკანა კარებიდან გამოიწიეთ"
რას იზავენ ამაზე?

Posted by: Accident 9 Nov 2016, 19:47
Marshmallo
QUOTE
"უკანა კარებიდან გამოიწიეთ"
რას იზავენ ამაზე?

რას და უკანა კარებიდან გამოიწევიან

Posted by: Marshmallo 9 Nov 2016, 21:56
QUOTE (Accident @ 9 Nov 2016, 19:47 )
Marshmallo
QUOTE
"უკანა კარებიდან გამოიწიეთ"
რას იზავენ ამაზე?

რას და უკანა კარებიდან გამოიწევიან

კარი არ იკეტებოდა და ვნახე კიდე ამოდიოდნენ ადგილი არარიო ამბობდნენ და "დაიკეტება დაიკიდეო"
:/

+https://www.youtube.com/watch?v=ZXUKTpfXcqs&t=25s
ასეთი ვიდეოს გაკეთებას ვაპირებ (უბრალოდ გადავუღებ სადგვაქ მაგდენი ავტობუსი) და ხოარგინდა მომეხმარო? biggrin.gif

Posted by: vatman 11 Nov 2016, 10:07
ქაფქიანა -ს თხოვნით ვდებ მის პოსტს უცვლელად, თავად არ შეუძლია დაპოსტოს ბანის გამო ....

ბანი მადევს და ვერ ვპოსტავ. ნამდვილად არსებობდა 40 ნომერი რეისი თემქა-საბურთალო და ნამდვილად იყო ამ რეისზე იკარუსი ერთი. თან საქალაქო კი არა, საქალაქთაშორისო დიდი წითლები რომ იყო. დანარჩენები იყო პაზიკები. არაერთხელ მიმგზავრია თავად.

Posted by: LEVANITJ 15 Nov 2016, 11:24
ერთი საინტერესო კითხვა უნდა დავსვა smile.gif
ვინმემ ხომ არ იცის შემთხვევით სადმე რომ იყიდებოდეს ძველი ჩამოწერილი ავტობუსები? ან ლაზი მაგალითად ან იკარუსი?
მადლობელი ვიქნები თუ PM მომწერს ვინმე პასუხს თუ ისიც ან თუ შეხვედრია სადმე ასეთი რეტრო ავტობუსი გასაყიდად სადმე
მადლობა წინასწარ

Posted by: alea iacta est 15 Nov 2016, 12:37
QUOTE (LEVANITJ @ 15 Nov 2016, 11:24 )
ერთი საინტერესო კითხვა უნდა დავსვა smile.gif
ვინმემ ხომ არ იცის შემთხვევით სადმე რომ იყიდებოდეს ძველი ჩამოწერილი ავტობუსები? ან ლაზი მაგალითად ან იკარუსი?
მადლობელი ვიქნები თუ PM მომწერს ვინმე პასუხს თუ ისიც ან თუ შეხვედრია სადმე ასეთი რეტრო ავტობუსი გასაყიდად სადმე
მადლობა წინასწარ

ერთი ვიცი დიდ დიღომში, მანი უნდა იყოს, რეტრო რამდენადაა ნამდვილად არ ვიცი.
თავდადებულის ქუჩაზე აგდია მეექვსე კორპუსის მოპირდაპირე მხარეს.

Posted by: vatman 16 Nov 2016, 10:06
N11-მაშრუტზე დიდი ბოგდანები დადის. ეჭვი მაქვს რო ორშაბათიდან.

LEVANITJ
QUOTE
ვინმემ ხომ არ იცის შემთხვევით სადმე რომ იყიდებოდეს ძველი ჩამოწერილი ავტობუსები? ან ლაზი მაგალითად ან იკარუსი?

ლაზ-ს ან პაზიკს იშოვი უპრობლემოდ, დაჟე მუშა მდგოამრეობაში.
იკარუსი შეიძლება 250/256 (საქალაქთაშორისო) ანალოგიურად ნახო მუშა მდგომარეობაში, აი 260 სერიის იკარუსი არამგონია რო ნახო ნორმალურ მდგოამრეობაში. სადმე ქუთაისში თუ დარჩა კიდევ. ბათუმის აეროპორტს ჰყავდა კიდევ ადრე. თბილისში ასეთ იკარუს იყენებენ მძღოლების მოსასვენებლად მე-4 მიკროში ბოლო გაჩერებაზე, მარა მთლიანად გამოშიგნულია.

alea iacta est
QUOTE
ერთი ვიცი დიდ დიღომში, მანი უნდა იყოს, რეტრო რამდენადაა ნამდვილად არ ვიცი.
თავდადებულის ქუჩაზე აგდია მეექვსე კორპუსის მოპირდაპირე მხარეს.

ეს მგონი დიდი ხანი თელასის ავტობუსი იყო. ისე ანალოგიური ავტობუსი ქუტაისში ხაზზე დადის biggrin.gif

Posted by: LEVANITJ 16 Nov 2016, 12:00
alea iacta est
მადლობა
vatman
პაზიკი პატარაა პროექტისთვის თუ არჩევანი დადგა იკარუსსა თუ ლაზს შორის, ლაზი მირჩევნია უფრო რეტროა თუ სადმე მოკარით თვალი იქნებ გამაგებინოთ წინასწარ მადლობა

Posted by: utonega 16 Nov 2016, 12:09
ავტობუსის ნომრებზე ჩამოვარდა ლაპარაკი და მახსოვს ა და ბ ნომრები, წითელი პაზიკები დადიოდნენ კოლმეურნეობის მოედნიდან. სწორად მახსოვს ეს ა და ბ?

Posted by: vatman 16 Nov 2016, 12:22
LEVANITJ
QUOTE
პაზიკი პატარაა პროექტისთვის თუ არჩევანი დადგა იკარუსსა თუ ლაზს შორის, ლაზი მირჩევნია უფრო რეტროა თუ სადმე მოკარით თვალი იქნებ გამაგებინოთ წინასწარ მადლობა

ჩქიმ ავტოზე პერიოდულად ჩნდებიან იკარუსის გარდა.
ქუთაისში ზოგადად ავტობუსების ზოოპარკი ჰყავდათ და შეიძლება რამე კიდევ დარჩა.
ან უცხოეთიდან უნდა ჩამოიყვანო smile.gif

utonega
არ გამიგია ეგთი ნომრების შესახებ...

Posted by: vaxo55 16 Nov 2016, 20:12
ლოტკინზე დადიოდა 30. მახათაზე-30ა.

Posted by: jadgschloss 16 Nov 2016, 23:05
ავტობუსევზე არ მახსოვს, მაგრამ სამარშრუტოებზე იყო ხოლმე 3ა მაგალითად ახლა რომ 167 დადის ეგ იყო biggrin.gif

Posted by: LEVANITJ 18 Nov 2016, 19:49
vatman
ჩქიმ ავტოს ვათვალიერებ პერიოდულად ))
უცხოეთიდან ჩამოყვან ძვირი ჯდება თორე მაგალითად უკრაინაში 800$ ღირს ლაზი იდეალურ მდგომარეობაში თანაც ხოდზე

Posted by: Marshmallo 18 Nov 2016, 20:40
https://www.youtube.com/watch?v=C0_BLs25964
ვაიმე ვიჯვავ

Posted by: gunnera 18 Nov 2016, 21:24
Marshmallo

ესენი პატარა ბოგდანების ნაცვლად იფ იფ იფ sa.gif

Posted by: dvbt2 18 Nov 2016, 21:38
11 ნომერზე პატარა ავტობუსები ჩაანაცვლეს დიდი ბოგდანებით. განიტვირთა ცოტა.

Posted by: gunnera 18 Nov 2016, 22:24
dvbt2

მაგაზე ადრე დადიოდა დიდი მახსოვს smile.gif))

2 ნომერზეც გამოუშვან შემდეგი გამოცვლილები კაი იქნება smile.gif))

Posted by: dvbt2 19 Nov 2016, 01:48
gunnera
QUOTE
მაგაზე ადრე დადიოდა დიდი მახსოვს ))

მაღლივამდე როცა დადიოდა მაშინ იყო დიდი.
2 ნომერსაც წაადგებოდა ნამდვილად.

Posted by: vatman 19 Nov 2016, 22:35
dvbt2
QUOTE
2 ნომერსაც წაადგებოდა ნამდვილად.

2 ნომერიც სანამ რკინიგზის სადგურამდე დადიოდა ასევე იყო დიდი.
ისე სამაშრუტო სქემაში N2 -ზე დიდი ავტობუსები გათვალისწინებული არის

Posted by: beka331 20 Nov 2016, 14:51
რადენი ხანია ჩამოვიდა ეს ახალი ვატობუსები და ჯერ არ მიმგზავრია biggrin.gif

Posted by: Marshmallo 20 Nov 2016, 19:30
QUOTE (gunnera @ 18 Nov 2016, 21:24 )
Marshmallo

ესენი პატარა ბოგდანების ნაცვლად იფ იფ იფ sa.gif

პატარა ბოგდანები კიარა 1 ცალიც რომ იყოს საკმარისი იქნებოდა ;დდდ კარებები მარცხენა მხარეს აქვს, SMRT ავტობუსია სინგაპორში

Posted by: vatman 24 Nov 2016, 10:05
გლდანის ავტოპარკის ტერიტორია 11 ივლისს გადაიფორმა თბილისის მუნიციპალიტეტზე და სატრანსპორტო კომპანიას გადაეცა უზურფრუქტის სახით 1-ელ მარტამდე, აქამდე სატრანსპორტოს ეკუთვნოდა...
მომავალ წელს ალბათ მიმდებარე ტერიტორიაზე კიდევ "ულამაზესი" ინფრასტრუქტურული პროექტები შეემატება ...

Posted by: TramwayMan 25 Nov 2016, 00:47
vatman
მარტში დიღომში ახალ პარკში გადადიან და ამიტომ 377 ავტობუსზეა ის გათვლილი. ეგ პარკი ცუდ ადგილას არის, ჩავარდნილია და რთული რელიეფი გარდა ამისა პატარაა და მოუხერხებელი.


Posted by: vatman 25 Nov 2016, 12:39
TramwayMan
QUOTE
მარტში დიღომში ახალ პარკში გადადიან

რას მელაპარაკები, მართლა? boli.gif tan.gif

Posted by: Marshmallo 26 Nov 2016, 11:32
რაღაცას გვატყუებს უეჭველი.
ძძძძძაღლიშვილი ვიყო

Posted by: gabro777 26 Nov 2016, 19:05
vatman
QUOTE
უთაისში ზოგადად ავტობუსების ზოოპარკი ჰყავდათ და შეიძლება რამე კიდევ დარჩა.

ბოლოს როცა ვიყავი , ამ ზაფხულს

პაზიკი , ლაზი და кавз ვნახე მახსოვს

პაზიკი მაგარ ხოდზე იყო
ვაბშე მაგრი ავტობუსია
ძან გული დამწყდება მაგაზე sad.gif

თბილისში ავტობუსი Кубан მინახავს , ნუ როგორც ავტობუსს ისე არ იყენებენ ოღონდ

Posted by: vatman 26 Nov 2016, 21:53
gabro777
QUOTE
პაზიკი , ლაზი და кавз ვნახე მახსოვს

ამათგან ქალაქის ხაზზე ლაზი თუ დადის კიდევ ეხლა...
QUOTE
თბილისში ავტობუსი Кубан მინახავს , ნუ როგორც ავტობუსს ისე არ იყენებენ ოღონდ

ადრე ერთი 3 ცალი სკოლიდან მოსწავლეები თოჯინების თეატრში დაჰყავდა, დაჟე ერთი წითელი ლიაზი იყო...
ისე კი მხვდება ნორმალურ მდგომარეობაში ან ერთი ან სხვადასხვა ავტობუსი

Posted by: Marshmallo 26 Nov 2016, 23:07
http://autoline.info/sf/bus-city-bus-MAN-A-23-Lions-City-O-530-G-321--16111005051625934000.html

რაღაც იაფია და თან კაია
და რო იყიდონ კაი იქნება :DDD

Posted by: Kublicha 26 Nov 2016, 23:31
იცოდით რომ იკარუსი მარჯვენა საჭითაც გამოდიოდა?

Posted by: gabro777 26 Nov 2016, 23:46
vatman
QUOTE
დაჟე ერთი წითელი ლიაზი იყო...

ლიაზი წითელი ?

საინტერესოა

პაზ-3205 ხომ არ გერევა ?
უბრალოდ წითელი პაზიკები დადიოდნენ , ლიაზები სტაფილოსფრები იყვნენ
Kublicha
QUOTE
იცოდით რომ იკარუსი მარჯვენა საჭითაც გამოდიოდა?

იკარუსს ეხუმრები შეენ ?
ექსპორტზე მაგრად გადიოდა ეგ ავტობუსი

Posted by: SwaT-2011 27 Nov 2016, 00:17
QUOTE
იცოდით რომ იკარუსი მარჯვენა საჭითაც გამოდიოდა?

იკარუსი აშშ-შიც მოძრაობდა საერთო ჯამში 9 ქალაქში, ტენდერებში გაიმარჯვეს და ამბები

https://ru.wikipedia.org/wiki/Ikarus_286
https://en.wikipedia.org/wiki/Crown-Ikarus_286

user posted image

მაგრამ,როგორც ვიცი პრობლემები ჰქონდა სანდოობის მხრივ და საბოლოოდ 86-ში გაკოტრდა ამერიკული ფილიალი.

Posted by: Marshmallo 27 Nov 2016, 19:46
ათენში 500ზე მეტი მიტოვებული ავტობუსია პატარა პრობლემების გამო : საბურავები, შუშები.
თუ არ სჭირდებათ, ჩვენ მოგვცენ :დდ (ჰო კაი არ მოგვცემენ)
Solaris Urbino 18 (რატო რატოოოო)
Mercedes O405GN (ჰოკაი)

* * *
user posted image

Posted by: Otten 28 Nov 2016, 12:54
მგნი მაგრად #####ვუვდით ამ ავტობუსებით არა?
450,000€ დაჯდა ხო

მაგდენი ღირს ახლა ეგ?
სოლარის ან ივეკო 300,000€ ად უშვებენ სითი ბასებს

ვფშე ვინმემ თუ იციტ ჩამოწერეთ რა ბუსების ფასები
ვეძებ და ვერ ვპოულობ

მან ის ბუსი და ვოლვო ყველაზე ძვირია და რატო ეცნენ მაგას

Posted by: TramwayMan 28 Nov 2016, 14:31
Otten
QUOTE
450,000€ დაჯდა ხო

235 000 დაგვიჯდა და ძალიანაც იაფად გამოვედით სიენჯი ბასის პირობებში ასე როპმ ტყუილად იტკინე თითები biggrin.gif

ვითომ რატომ მოვყტუვდით? უკვე გერმანულ ავტობუსებსაც ვიწუნებთ?


ივეკოს უშნო სალონიანი ავტობუსები ვის რაში სჭირდება? უფანჯრო უკანა მხარე და უსკამებო. კატასტროფულად ცუდი სალონი აქვს.
სოლარისმა ჯერ ის შკაფი მოაშოროს სალონიდან და ტენდერებში მერე მიიღოს მონაწილეობა გარდა ამისა წინა თაობის დიზაინს გვთავაზობდნენ.

ჰჰოდა ავირჩიეთ საუკეთესო ანუ მანი!

Posted by: Otten 28 Nov 2016, 17:50
TramwayMan
მანი ფრანგულია ხო


მაშინ მანი თუ 235 ჯდება, სოლარისი ხო უფრო იაფი ჯდება ?

ვერ მვაგენი ფასბეი დაწერე, საიდან იცი რა ღირს
რაც მხვდება ისაა რო სოლარისი 25%-30% ით იაფი ჯდებაო

სითი ბასები ერთი სტანდარტია 12 მეტრი? გადაუბმელი ვიცი მეტია, ერტი მასინა რა სტანდარტებზეა სიგრძეზე

ყველაზე იაფიანი თანამედროვე სითი ბასი რომელს აქ და რა ჯდება

Posted by: TramwayMan 28 Nov 2016, 19:31
Otten
QUOTE
მანი ფრანგულია ხო

გერმანული

ფრანგულ იტალიურია ივეკო.

QUOTE
მაშინ მანი თუ 235 ჯდება, სოლარისი ხო უფრო იაფი ჯდება ?

კი ცოტა იაფი ჯდებოდა.

QUOTE
ვერ მვაგენი ფასბეი დაწერე, საიდან იცი რა ღირს
რაც მხვდება ისაა რო სოლარისი 25%-30% ით იაფი ჯდებაო

ნამდვილად არ არის ასე.


QUOTE
სითი ბასები ერთი სტანდარტია 12 მეტრი? გადაუბმელი ვიცი მეტია, ერტი მასინა რა სტანდარტებზეა სიგრძეზე

ყველაზე იაფიანი თანამედროვე სითი ბასი რომელს აქ და რა ჯდება

ყველაფერი კონკრეტული ტენდერის პირობებით და კომპლექტაციით წყდება რა და რა ფასი დაჯდება ასე რომ მასთი ფასები არ არსებობს.

8,6
10,6
12
14,5
18
18.75
21
24,50

სიგანე 2.38 დან 2.55 მდე.

ასეთი ზომებია უმეტესწილად გავრცელებული.

Posted by: Otten 28 Nov 2016, 20:11
TramwayMan
პატარა ყვითელი ავტობუსები რიტი უნდა ცანაცვლდეს
ზოგი ისეტი მარსუტია 12 მეტრიანი ავტობუსია დიდია. ვერც გაავსებს და ზედმეტი ხარჯი იქნება
დადე რომელი ბუსი მასეტ მარსუტზე რომელი წავა

ფასები საიდან იწყება?

Posted by: TramwayMan 28 Nov 2016, 21:22
Otten
QUOTE
პატარა ყვითელი ავტობუსები რიტი უნდა ცანაცვლდეს


ამეებით.

QUOTE
8,6
10,6


Posted by: Otten 28 Nov 2016, 21:40
TramwayMan
კაი მაგალითად პროსტა სურათით მანაე 8,6იანი რანაირია biggrin.gif

Posted by: Accident 28 Nov 2016, 22:02
Otten

QUOTE
QUOTE
QUOTE
QUOTE

სურათები არის პატარა MAN-ები როგორ გამოიყურება?


აი ასეე გამოიყურება.

user posted image


მადლობა. მაგრამ მოგდანებზე ბევრად დიდი მეჩვენება, გაეტევა ვითომ თბილისის ვიწრო მარშრუტებზე?


სურათზე რაც არის მაგაზე ვიწრო თუა ქუჩა, მანდ ავტობუსს რა უნდა გიროსკუტერებით იმოძრაონ


Posted by: პაწა 28 Nov 2016, 23:02
QUOTE (Accident @ 28 Nov 2016, 22:02 )
Otten

QUOTE
QUOTE
QUOTE
QUOTE

სურათები არის პატარა MAN-ები როგორ გამოიყურება?


აი ასეე გამოიყურება.

user posted image


მადლობა. მაგრამ მოგდანებზე ბევრად დიდი მეჩვენება, გაეტევა ვითომ თბილისის ვიწრო მარშრუტებზე?


სურათზე რაც არის მაგაზე ვიწრო თუა ქუჩა, მანდ ავტობუსს რა უნდა გიროსკუტერებით იმოძრაონ

ნუ ასე არ ჯობია დაწერა? (ორ რიგად)

Posted by: Accident 28 Nov 2016, 23:46
Otten
QUOTE
ზოგი ისეტი მარსუტია 12 მეტრიანი ავტობუსია დიდია


შეგახსენებ, რომ 2006 წლიდან, მთელი ქალქი იყო დაფარული, სწორედ 12 მეტრიანი ჰოლანდიური DAF ავტობუსებით.

http://saktransporti.mashke.org/photo/ge-a-tbilisi/

user posted image





ასევე დადიოდა, 18 მეტრიანი, ორსექციანი ვარიანტიც

http://fotobus.msk.ru/photo/07/94/37/794370.jpg

user posted image

http://www.transportglobus.info/photooutput.php?PhotoID=88151

user posted image







ისევე, როგორც ადრე დადიოდა იმავე სიგრძის ტროლეიბუსები და კიდევ უფრო გრძელი ტრამვაი


user posted image

http://dlyakota.ru/30400-pamyati-tbilisskogo-trolleybusa.html

user posted image


http://transit.parovoz.com/muralista/pg_view.php?ID=18288

user posted image

user posted image


http://speakingstones.jumpstart.ge/en?district=saburtalo&pairing=110

user posted image











ასე, რომ "12 მეტრიანში" არაფერი საოცრება არაა.

70 წელია თბილისში, მაგხელა და მაგაზე გრძელი ტრანსპორტი დადის და რა შეიცვალა ბოგდანების შემოყვანიდან ისეთი, რომ 12 მეტრიანი უკვე იმდენად "დიდად" და "უშველებლად" ითვლება, რომ თურმე მოძრაობაც პრობლემაა და დანახარჯიც?






კიდევ, ამ საიტზე იდო მასეთი საოცრება, კომენტარებში პანიკითურთ

http://www.allnews.ge/sazogadoeba/150584-%E1%83%97%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9A1%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%94-12-%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A9%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90.html


სათაურით

"თბილისში მალე 12 მეტრიანი ავტობუსები გამოჩნდება"




ჯერ ხომ, ჟურნალისტი, რა დონის არაპროფესიონალი, უპასუხისმგებლო და უბრალოდ, გამო##ებული უნდა იყოს, რომ ისიც არ იცოდეს და ვერც ხვდებოდეს, რომ უკვე 12 მეტრიანებია შემოსული და "გამოჩნდებას" არ უნდა წერდეს, თან შესახსრული ავტობუსის სურათს არ უნდა ურთავდეს.

და მანდ ვინც აკომენტარებს, ცალკე არანორმალურები არიან, ლოყებს რომ იხოკავენ იმაზე, რაზეც წარმოდგენაც არ აქვთ.
თბილისი ვიწრო ქუჩებში, თურმე ვერ დაეტევა ეს ვეებერთელა 12 მეტრიანი ავტობუსი drug.gif

user posted image

Posted by: Kublicha 29 Nov 2016, 00:21
QUOTE
თბილისი ვიწრო ქუჩებში, თურმე ვერ დაეტევა ეს ვეებერთელა 12 მეტრიანი ავტობუსი

რომელ ქუჩას ეძახიან ვიწროს ძაან მაინტერესებს, სადაც ავტობუსი დადის.
თითქმის ყველა ქუჩას სადაც ავტობუსი დადის აქვს მინიმუმ სამი მსუბუქი მანქანის სიგანე.
და ამ სამიდან ორს რომ დაპარკინგებული ავტომობილები იკავებს, ეგ ნიშნავს რომ ქუჩაა ვიწრო და ავტობუსი დიდი?


დაუშვათ გადაწყდა რომ 12 მეტრიანმა ავტობუსმა უნდა იაროს ფუნიკულიორისკენ. (ეს საკითხი არ დგას და არც დადგება, მაგრამ მაინც)
გასაგებია რომ დღევანდელ პირობებში ლერმონტოვზე ვერ შეუხვევს, მაგრამ აბა დაიცვან პარკირების წესები - ანუ მოსახვევიდან 5 მეტრში არცერთ მხარეს ავტომობილი არ უნდა იდგეს წესების მიხედვით.





Posted by: gunnera 29 Nov 2016, 01:09
QUOTE
რომელ ქუჩას ეძახიან ვიწროს ძაან მაინტერესებს, სადაც ავტობუსი დადის.


დადიანიდან ჩოდრიშვილზე შეხვევა გაუჭირდება... დადიანზე რო მინი სადგურია იქ მანევრირება...

ეს ისე უბრალოდ დასმულ კითხვას გავეცი პასუხი smile.gif))

Posted by: AUTOCRAT 29 Nov 2016, 06:18
ხალხთან 3-სექციანი ეტევა fig.gif
user posted image

Posted by: vatman 29 Nov 2016, 10:09
Accident
QUOTE
შეგახსენებ, რომ 2006 წლიდან, მთელი ქალქი იყო დაფარული, სწორედ 12 მეტრიანი ჰოლანდიური DAF ავტობუსებით.

ნუ კაი ეხლა... smile.gif
ვაშლიჯვარში, კუკიაზე, სოლოლაკში და ზემო ვერაზე კომუნისტების დროსაც კი დადიოდა პაზიკები.
ეხლა ეგეთ ადგილებში კი ფიზკურად შეიძლება იაროს ასეთმა ავტობუსმა, მარა რამდენად რენტაბელურია ეს სხვა საკითხია
gunnera
QUOTE
დადიანზე რო მინი სადგურია იქ მანევრირება...

ნუ ასე 20 წლის წინ N11 და N62 , როდესაც მანდ ლაზები დადიოდა, აშკარად არ უჭირდათ მანევრირება, ანდა ათონელზე არანაირად არ უჭირდა N23-ის ავტობუს მენევრირება, როდესაც სხვა სქემით ტრიალდებოდა კოლმეურნეობაზე

Posted by: Accident 29 Nov 2016, 17:40
vatman
QUOTE
ეხლა ეგეთ ადგილებში კი ფიზკურად შეიძლება იაროს ასეთმა ავტობუსმა, მარა რამდენად რენტაბელურია ეს სხვა საკითხია

ეგ მაგიტომ არ დავწერე, რომ მაგ ადგილებშიც უნდა იაროს-მეთქი.


უბრალოდ, ძალიან შეაჩვიეს ენა ამ "12 მეტრიანს" ისე, თითქოს პირველად ვხედავთ ამხელა ავტობუსებს.

ხოდა აღვნიშნე, რომ თბილისში ყოველთვის იყო 12 მეტრიანიც და მეტი სიგრძის ტრანსპორტი. ერთადერთი გამონაკლისი, არსებული "დიდი" ბოგდანია......



გადახვედი ამ ლინკზე და ნახე კომენტარები?
http://www.allnews.ge/sazogadoeba/150584-%E1%83%97%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9A1%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%94-12-%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A9%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90.html?comments_page=3&sort_order=date&scroll_comments=true

Posted by: vatman 29 Nov 2016, 17:53
Accident
QUOTE
ერთადერთი გამონაკლისი, არსებული "დიდი" ბოგდანია......

გამონაკლისი რატოა?

QUOTE
გადახვედი ამ ლინკზე და ნახე კომენტარები?
http://www.allnews.ge/sazogadoeba/150584-%...l_comments=true

ეხლა ვანხე, ბაჯაღლო კომენტარებია facepalm.gif

მარა აგერ სამსახურში ჩემს ოთახში მასეთი ეგზემპლიარებიც ზიან...

სურათიც რო დაუდიათ რომელიღაც სიმულატორიდან gigi.gif

Posted by: Accident 29 Nov 2016, 18:55
vatman
QUOTE
გამონაკლისი რატოა?

ანუ, ეგ პატარაა უფრო, 10 მეტრია, მგონი


QUOTE
სურათიც რო დაუდიათ რომელიღაც სიმულატორიდან

თან ნოემბერშია დაწერილი, იმასაც ვერ ხვდება, რომ სექტემბერში ჩამოყვანილები, ისედაც 12 მეტრია და უბრალოდ იმათი ჩამოყვანა გრძელდება.

12 მეტრი ჰგონია, უშველებელი შესახსრული, სექციებიანი ვარიანტი drug.gif

Posted by: Kublicha 29 Nov 2016, 20:44
რატომ ვართულებთ ასე საკითხს:

ის ავტოპარკი რაც იკარუსების ან/და დაფების დროს იყოს დაკომპლექტდეს 12 მეტრიანი მანებით.
ხოლო ის რომელზეც დადიოდა ჯერ კავზები და პაზიკები, მერე პატარა ბოგდანები (2010 წლამდე, და არავითარ შემთხვევაში მერე) დაკომპლექტდეს შედარებით მცირე ზემისებით, თუნდაც 8 მეტრიანი მანებით.

როცა მივიღებთ იმდენ 12 მეტრიანს, რამდენიც დაფების ან იკარუსების დროს იყო, არანაირი პრეტენზია არ გვექნება. შეიძლება მცირე გამონაკლისები მაგალითად 20 ნომერზე დიდის გაშვება

Posted by: Accident 29 Nov 2016, 20:51
კი, ეგრე უნდა მოხდეს, უბრალოდ, ჩვენთან ბევრს არასწორი წარმოდგენა აქვს, ავტობუსის ზომებს შორის და ეგ განვმარტე



პატარა ბოგდანს თვლიან - პატარა ავტობუსად

დიდ ბოგდანს თვლიან - დიდ ავტობუსად

დიდ MAN თვლიან - უშველებლად.



რეალურად, კი "დიდი ბოგდანი" არ არის დიდი, არის საშუალო ზომის ავტობუსი.
ხოლო MAN კი უბრალოდ - ნორმალური ზომის, ჩვეულებრივი დიდი ავტობუსია.


ისეთივე ჩვეულებრივი, როგორი ზომისაც დადიოდა აქამდე თბილისში ავტობუსი და ტროლეიბუსი და როგორმაც უნდა იაროს მომავალში, იქ სადაც დიდი ავტობუსის ადგილი იყო აქამდე.....

Posted by: თალიბანი 29 Nov 2016, 21:39
Accident


კი აქამდეც მოძრაობდა 12 მეტრიანი მაგრამ არის რამოდენიმე ადგილი სადაც დიდ ბოგდანს უჭირს გავლა
თუნდაც გმირთა მოედანზე მობრუნება ვარაზისხევში ასასვლელად
თავის ზოლში ვერ აბრუნებს უმეტესობა


Posted by: Marshmallo 29 Nov 2016, 23:21
QUOTE (Kublicha @ 29 Nov 2016, 00:21 )
QUOTE
თბილისი ვიწრო ქუჩებში, თურმე ვერ დაეტევა ეს ვეებერთელა 12 მეტრიანი ავტობუსი

რომელ ქუჩას ეძახიან ვიწროს ძაან მაინტერესებს, სადაც ავტობუსი დადის.
თითქმის ყველა ქუჩას სადაც ავტობუსი დადის აქვს მინიმუმ სამი მსუბუქი მანქანის სიგანე.
და ამ სამიდან ორს რომ დაპარკინგებული ავტომობილები იკავებს, ეგ ნიშნავს რომ ქუჩაა ვიწრო და ავტობუსი დიდი?


დაუშვათ გადაწყდა რომ 12 მეტრიანმა ავტობუსმა უნდა იაროს ფუნიკულიორისკენ. (ეს საკითხი არ დგას და არც დადგება, მაგრამ მაინც)
გასაგებია რომ დღევანდელ პირობებში ლერმონტოვზე ვერ შეუხვევს, მაგრამ აბა დაიცვან პარკირების წესები - ანუ მოსახვევიდან 5 მეტრში არცერთ მხარეს ავტომობილი არ უნდა იდგეს წესების მიხედვით.

ჰმმ, რას იტყვი.. მაგალითად...
დინამოსკენ რო უხვევს 51, იქ საღორეა და თან ადგილიც არ არის. wink.gif

Posted by: vatman 30 Nov 2016, 10:18
Accident
QUOTE
რეალურად, კი "დიდი ბოგდანი" არ არის დიდი, არის საშუალო ზომის ავტობუსი.

მოდიფიკაცია A144.5 იქმნებოდა როგორც ЛАЗ 695 -ის შემცვლელად უკრაინის ბაზრისთვის, რომელიც ზუსტად რო არის საშუალო ზომის ავტობუსი. ისე ЛАЗ 695 -ის წარმოება საბოლოოდ შეწყვიტეს 2008-ში.

Kublicha
QUOTE
ის ავტოპარკი რაც იკარუსების ან/და დაფების დროს იყოს დაკომპლექტდეს 12 მეტრიანი მანებით.
ხოლო ის რომელზეც დადიოდა ჯერ კავზები და პაზიკები, მერე პატარა ბოგდანები (2010 წლამდე, და არავითარ შემთხვევაში მერე) დაკომპლექტდეს შედარებით მცირე ზემისებით, თუნდაც 8 მეტრიანი მანებით.

მხოლოდ 8 და 12 მეტრიანი არ უნდა, ასევე საშუალო სიგრძის 10 მეტრიანი ავტობუსები, რომლებიც ზუსტად დიდი ბოგდანის ზომისაა. ძალიან ბევრი ხაზია სადაც პატარა ბოგდანი არ კმარა, მარა 12 მეტრიანი ავტობუსიც საჭირო არ არის: ჩემი სუბიექტური აზრით: N17,N70, 38......

Posted by: Marshmallo 30 Nov 2016, 15:18
QUOTE (vatman @ 30 Nov 2016, 10:18 )
Accident
QUOTE
რეალურად, კი "დიდი ბოგდანი" არ არის დიდი, არის საშუალო ზომის ავტობუსი.

მოდიფიკაცია A144.5 იქმნებოდა როგორც ЛАЗ 695 -ის შემცვლელად უკრაინის ბაზრისთვის, რომელიც ზუსტად რო არის საშუალო ზომის ავტობუსი. ისე ЛАЗ 695 -ის წარმოება საბოლოოდ შეწყვიტეს 2008-ში.

Kublicha
QUOTE
ის ავტოპარკი რაც იკარუსების ან/და დაფების დროს იყოს დაკომპლექტდეს 12 მეტრიანი მანებით.
ხოლო ის რომელზეც დადიოდა ჯერ კავზები და პაზიკები, მერე პატარა ბოგდანები (2010 წლამდე, და არავითარ შემთხვევაში მერე) დაკომპლექტდეს შედარებით მცირე ზემისებით, თუნდაც 8 მეტრიანი მანებით.

მხოლოდ 8 და 12 მეტრიანი არ უნდა, ასევე საშუალო სიგრძის 10 მეტრიანი ავტობუსები, რომლებიც ზუსტად დიდი ბოგდანის ზომისაა. ძალიან ბევრი ხაზია სადაც პატარა ბოგდანი არ კმარა, მარა 12 მეტრიანი ავტობუსიც საჭირო არ არის: ჩემი სუბიექტური აზრით: N17,N70, 38......

78, 87, 37, 31.

Posted by: TramwayMan 30 Nov 2016, 17:03
vatman
Marshmallo
იკარუსები 260 მოდელი 11 მეტრიანია.

გადაბმული იკარუსები 280 არის 16.50 მეტრიანი.


Posted by: Marshmallo 30 Nov 2016, 17:35
QUOTE (TramwayMan @ 30 Nov 2016, 17:03 )
vatman
Marshmallo
იკარუსები 260 მოდელი 11 მეტრიანია.

გადაბმული იკარუსები 280 არის 16.50 მეტრიანი.

Ikarus Agora-ს გარდა ყველა სხვა იკარუსი მეზიზღება.

Posted by: ფაშისტი 5 Dec 2016, 09:30
ბოლობოლო რამდენით მოიმატებს ბილეთის ფასიო?
რომ მოიმატებს უკვე გასაგებია ეგ sad.gif
გაწყდა ხალხი წელში რა

Posted by: TramwayMan 5 Dec 2016, 12:58
მომავალ პარტიას ელოდებიან 20 დეკემბრისთვის და ნომერ 51 მარშრუტზე იმოძრავებენ.

Posted by: rati nwt 5 Dec 2016, 13:08
ეს დიდი ბოგდანები უფრო სწრაფად დადაია


და დიდ ბოგდანებს, რასაც მოხსნიან გარეუბნებში გამოუშვით!!

იჭეჭყება ხალხი პატარა ბოგდანებში.

37 ნომერი, 2 ნომერი, და სხვა ამ მხარეს მოძრავი ავტობუსები. ყველა მოკლე ბოგდანია, ჭეჭყვაა. არადა აქ უფრო ნაკლები სიმჭიდროვეა და გრძელი ავტობუსები უფრო იოლად იმოძრავებენ

Posted by: TramwayMan 5 Dec 2016, 13:15
rati nwt
QUOTE
37 ნომერი,

აქ მანები ინიშნება წესით.

QUOTE
2 ნომერი

დიდი ბოგდანები გადმოდის აქ.

Posted by: NewHuman 5 Dec 2016, 13:26
14 ნომერზე არ იცით როდის განახლდება? დიდი დიღომი-ბარათაშვილის ხაზზე

Posted by: Marshmallo 5 Dec 2016, 18:43
QUOTE (NewHuman @ 5 Dec 2016, 13:26 )
14 ნომერზე არ იცით როდის განახლდება? დიდი დიღომი-ბარათაშვილის ხაზზე

მარტში

Posted by: vatman 6 Dec 2016, 11:14
TramwayMan
QUOTE
მომავალ პარტიას ელოდებიან 20 დეკემბრისთვის და ნომერ 51 მარშრუტზე იმოძრავებენ.

განსაკუთრებულად ველოდები როდის გამოვლენ ხაზზე, განსაკუთრებით დილის ან საღამოს პიკის საათებში.
დღეს ისეთი ზედახორა იყო 51-ში რო უკანა კარები ძლისვ დაკეტა...

ისე არსებულ მდგომარეობაში მაგ მანების გარდა დასაწყისისთვის მინიმუმ ერთი 100 ცალი მეორადი ავტობუსიც რო იყიდონ კარგი იქნება, მით უმეტეს როდესაც ვითომ ავტომობილების რაოდენობის შემცირება უნდა რეგულაციებით და ალტერნატივას არ სთავაზობენ

Posted by: alea iacta est 6 Dec 2016, 12:33
vatman
QUOTE
ისე არსებულ მდგომარეობაში მაგ მანების გარდა დასაწყისისთვის მინიმუმ ერთი 100 ცალი მეორადი ავტობუსიც რო იყიდონ კარგი იქნება, მით უმეტეს როდესაც ვითომ ავტომობილების რაოდენობის შემცირება უნდა რეგულაციებით და ალტერნატივას არ სთავაზობენ

ორი წელი ვიწვალე და პრინციპულად არ ვყიდულობდი მანქანას, მაგრამ არ დააყენეს საშველი. დიდი დიღმიდან ჯიქიაზე სიარული საზ. ტრანსპორტით ფაქტიურად შეუძლებელია ან დღეში 4 საათი გზაში უნდა გაატარო.

Posted by: Marshmallo 6 Dec 2016, 21:51
QUOTE (rati nwt @ 5 Dec 2016, 13:08 )
ეს დიდი ბოგდანები უფრო სწრაფად დადაია


და დიდ ბოგდანებს, რასაც მოხსნიან გარეუბნებში გამოუშვით!!

იჭეჭყება ხალხი პატარა ბოგდანებში.

37 ნომერი, 2 ნომერი, და სხვა ამ მხარეს მოძრავი ავტობუსები. ყველა მოკლე ბოგდანია, ჭეჭყვაა. არადა აქ უფრო ნაკლები სიმჭიდროვეა და გრძელი ავტობუსები უფრო იოლად იმოძრავებენ

37 აეროპორტის ავტობუსია ამიტომ იქნება მანი, ეგ 100%იანი დარწმუნებული ვარ

Posted by: Marshmallo 8 Dec 2016, 20:45
61-ის კარებები დაკაწრულია <333333333333333333333333333333
სგ

Posted by: gudiani_kaci 9 Dec 2016, 21:13
Marshmallo
QUOTE
61-ის კარებები დაკაწრულია <333333333333333333333333333333
სგ

მოასწრეს უკვე?! sad.gif
alea iacta est
QUOTE
ორი წელი ვიწვალე და პრინციპულად არ ვყიდულობდი მანქანას, მაგრამ არ დააყენეს საშველი. დიდი დიღმიდან ჯიქიაზე სიარული საზ. ტრანსპორტით ფაქტიურად შეუძლებელია ან დღეში 4 საათი გზაში უნდა გაატარო.

საერთოდ თბილისში შეუძლებელია ტრანსპორტით გადაადგილება. ამ ყინვაში საკუთარი ავტომობილით გადაადგილების პლიუსი ისაა რომ თბილად, კომფორტულად მოძრაობ, მინუსი კი ის, რომ ბევრს საწვავს ხარჯავ

Posted by: AUTOCRAT 9 Dec 2016, 21:54
11 დააგრძელბოგდანეს. უარესად გაიტენა drug.gif

Posted by: TramwayMan 10 Dec 2016, 02:53
AUTOCRAT
QUOTE
11 დააგრძელბოგდანეს.

კაი ხანია.

QUOTE
უარესად გაიტენა

მერე? biggrin.gif

Posted by: Marshmallo 11 Dec 2016, 00:55
QUOTE (AUTOCRAT @ 9 Dec 2016, 21:54 )
11 დააგრძელბოგდანეს. უარესად გაიტენა drug.gif

მეც არ ვამბობდი ეს რაარი თქო :დდ

Posted by: gunnera 13 Dec 2016, 00:52
პირველი იანვრიდან ივლიან 51-ზე და 37-ზე ახლებიო smile.gif)))

შემდეგი რომელია?

Posted by: TramwayMan 16 Dec 2016, 12:31
ანუ ასე იქნება ესეიგი?

12 მეტრიანი მანები იმოძრავებენ შემდეგ მარშრუტებზე:

9, 14, 21, 23, 24, 33, 37, 51, 61, 85, 88, 140, 150

10 მეტრიანი ბოგდანები გადადიან შემდეგ მარშრუტებზე:

1, 2, 11, 25, 39, 44, 55, 56, 71

Posted by: vatman 16 Dec 2016, 13:04
TramwayMan
QUOTE
12 მეტრიანი მანები იმოძრავებენ შემდეგ მარშრუტებზე:

9, 14, 21, 23, 24, 33, 37, 51, 61, 85, 88, 140, 150

10 მეტრიანი ბოგდანები გადადიან შემდეგ მარშრუტებზე:

1, 2, 11, 25, 39, 44, 55, 56, 71

მგონი რო მასე იქნება. ამ დადგენილების შემდეგ არაფერი შეცვლილა: https://matsne.gov.ge/ka/document/view/3412886
ისე 11-ზე თუ დიდი ბოგდანები დარჩა, მაშIნ ისინი რომელ პარკში იქნებიან დიდ დიღომში თუ მე-3ში წყალსადენის ქუჩაზე. ნუ აშკარად აფრიკიდან არ ივლიან ხაზზე და
არამგონია 11-ზე მანები დაამატონ

Posted by: Kublicha 16 Dec 2016, 14:56
პარკზე რა ხდება? რა ეტაპზეა მშენებლობა?

Posted by: TramwayMan 16 Dec 2016, 15:21
vatman

QUOTE
ისე 11-ზე თუ დიდი ბოგდანები დარჩა, მაშIნ ისინი რომელ პარკში იქნებიან


QUOTE
დიდ დიღომში


Posted by: Marshmallo 16 Dec 2016, 21:38
ვინმემ ხო არ იცით როდის შეიცვლება 51?

Posted by: zakro 16 Dec 2016, 21:44
Marshmallo
http://2030.news/index.php?newsid=19966

Posted by: Marshmallo 17 Dec 2016, 13:02
QUOTE (zakro @ 16 Dec 2016, 21:44 )
Marshmallo
http://2030.news/index.php?newsid=19966

კაია დიდი მადლობა wink.gif

* * *
არ შეუძლიათ უკანა კარებთან ერთი ყვითელი ხაზი გაუსვან მანდ რომ არ დადგნენ?
* * *
#37 მანი სადგურზე დაეტევა? o.o
დაილეწება იქ. უნდა შეცვალონ რამე :|

Posted by: Marshmallo 18 Dec 2016, 19:00
კაი დალეწვით არ დაილეწება მარა ვერ დაეტევა...
რა აზრის ხართ?

Posted by: TramwayMan 18 Dec 2016, 20:49
Marshmallo
QUOTE
კაი დალეწვით არ დაილეწება მარა ვერ დაეტევა...

QUOTE
#37 მანი სადგურზე დაეტევა? o.o


უკაცრავად?

Posted by: Rapanui 18 Dec 2016, 21:08
QUOTE (Kublicha @ 16 Dec 2016, 14:56 )
პარკზე რა ხდება? რა ეტაპზეა მშენებლობა?

ზუსტი ლოკაციონე, პორფაბორ...

Posted by: vatman 19 Dec 2016, 00:05
Rapanui
QUOTE
ზუსტი ლოკაციონე, პორფაბორ...

აგერ კოორდინატები biggrin.gif
479298.38648, 4626791.84834

Posted by: Rapanui 19 Dec 2016, 01:03
vatman
QUOTE
აგერ კოორდინატები
479298.38648, 4626791.84834

არ ვიცი რაშია საქმე, მაგრამ მეუბნება ვერ ვპოულობო help.gif

Posted by: vatman 19 Dec 2016, 10:38
Rapanui
აბა მასე ნახე:
41°47'40.21"N
44°44'53.08"E

Posted by: Marshmallo 19 Dec 2016, 12:58
QUOTE (TramwayMan @ 18 Dec 2016, 20:49 )
Marshmallo
QUOTE
კაი დალეწვით არ დაილეწება მარა ვერ დაეტევა...

QUOTE
#37 მანი სადგურზე დაეტევა? o.o


უკაცრავად?

37 ხო მანი გახდება და სადგურის მოედანზე დაეტევა თქო ისე, რომ არ დაიკაწროს?

Posted by: პაწა 19 Dec 2016, 13:29
QUOTE
37 ხო მანი გახდება და სადგურის მოედანზე დაეტევა თქო ისე, რომ არ დაიკაწროს?

ვინ ან რამ უნდა დაკაწროს? თუ მერსედესი ან ბოგდანი ეტევა, მანი რატომ ვერ უნდა დაეტიოს? ან რა ცოტა ადგილი იქაა?

Posted by: Marshmallo 19 Dec 2016, 13:33
QUOTE (პაწა @ 19 Dec 2016, 13:29 )
QUOTE
37 ხო მანი გახდება და სადგურის მოედანზე დაეტევა თქო ისე, რომ არ დაიკაწროს?

ვინ ან რამ უნდა დაკაწროს? თუ მერსედესი ან ბოგდანი ეტევა, მანი რატომ ვერ უნდა დაეტიოს? ან რა ცოტა ადგილი იქაა?

პატარა ბოგდანი ძლივს გამოდის იქიდან ხოლმე და.. მერსედესი კიდე ღამით მუშაობს და თავისუფლას იმოძრავებს იქ..

Posted by: TramwayMan 19 Dec 2016, 14:01
Marshmallo
ყველგან ყველაფერი დაეტევა smile.gif


15 ავტობუსი გაეშვება 51 ნომერ მარშრუტზე.


Posted by: Marshmallo 19 Dec 2016, 15:32
QUOTE (TramwayMan @ 19 Dec 2016, 14:01 )
Marshmallo
ყველგან ყველაფერი დაეტევა smile.gif


15 ავტობუსი გაეშვება 51 ნომერ მარშრუტზე.


სკამები შეცვალეს და ტელეფონის დატენვაა შესაძლებელი. კაია. :3

Posted by: giomelqa12 19 Dec 2016, 18:03
ავტობუსში ტელეფონების დატენვა როგორ შეგვეძლება? biggrin.gif

Posted by: LEOwish 19 Dec 2016, 18:25
giomela12
უსბ შესაერთებლებია, უსბ კაბელი უნდა გქონდეს ჯიბეზე biggrin.gif

Posted by: jadgschloss 19 Dec 2016, 21:53
უკანა კარი ძალიან ტვინს დღნამს biggrin.gif
მძღოლის კივილი, გადაიწიე დამაკეტინე და ა.შ.
დღეს ერთ-ერთ 61 ნომერზე მძღოლი ისეთ ###ობებს აკეთებდა, არ მესმის როგორ დასვეს. ხედავდა წინ წითელია შუქნიშანზე, გაჩერებიდან მოწყვეტიტ ძრავდა და მკვეთრად ამუხრუჭებდა, მერე ზოლებს იცვლიდა უაზროდ და სწრაფად. ხალხით გადატენილი იყო ავტობუსი და გოგლი-მოგლივით ავიზილეთ facepalm.gif

Posted by: nodara95 20 Dec 2016, 00:33
ავტობუსის მძღოლზე არ ვრცელდება ჯარიმა მის განკუთვნილ ზოლში რო არ მოძრაობს? ჭავჭავაძეზე რო დახაზეს დიდის ამბით ნეტა რისთვის გააკეთეს? smile.gif

87, 61-ის მარშრუტს რამდენჯერ გავყოლილვარ ამ ბოლო დღეებში და არც ერთი არ იდგა განკუთვნილ ზოლში.

Posted by: Marshmallo 20 Dec 2016, 07:57
QUOTE (jadgschloss @ 19 Dec 2016, 21:53 )
უკანა კარი ძალიან ტვინს დღნამს biggrin.gif
მძღოლის კივილი, გადაიწიე დამაკეტინე და ა.შ.
დღეს ერთ-ერთ 61 ნომერზე მძღოლი ისეთ ###ობებს აკეთებდა, არ მესმის როგორ დასვეს. ხედავდა წინ წითელია შუქნიშანზე, გაჩერებიდან მოწყვეტიტ ძრავდა და მკვეთრად ამუხრუჭებდა, მერე ზოლებს იცვლიდა უაზროდ და სწრაფად. ხალხით გადატენილი იყო ავტობუსი და გოგლი-მოგლივით ავიზილეთ facepalm.gif

მეც მანდ ვიყავი. წინ იყავი თუ უკან? თუ შუაში?

Posted by: jadgschloss 20 Dec 2016, 08:20
Marshmallo
QUOTE

მეც მანდ ვიყავი. წინ იყავი თუ უკან? თუ შუაში?


შუაში ვიყავი biggrin.gif

Posted by: Marshmallo 20 Dec 2016, 08:33
QUOTE (jadgschloss @ 20 Dec 2016, 08:20 )
Marshmallo
QUOTE

მეც მანდ ვიყავი. წინ იყავი თუ უკან? თუ შუაში?


შუაში ვიყავი biggrin.gif

მე უკან biggrin.gif
* * *
მანებზე მარტო პროფესიონალებს სვავენ ჰო? ;დდდდდდდდდდ

Posted by: rati nwt 20 Dec 2016, 09:53

კარგია უსბ შესაერთებელი.. სადმე რომ გეჩქარება და ტელეფონი დასატენია იმ დროს ხსნაა.

ოღონდ 1 ცალია ჰო? კონკურენცია იქნება დიდი..


შემდეგი 37 -ზე შემოვაო. ველით

Posted by: NVIDIA MAN 20 Dec 2016, 11:21
QUOTE (rati nwt @ 20 Dec 2016, 09:53 )
კარგია უსბ შესაერთებელი.. სადმე რომ გეჩქარება და ტელეფონი დასატენია იმ დროს ხსნაა.

ოღონდ 1 ცალია ჰო? კონკურენცია იქნება დიდი..


შემდეგი 37 -ზე შემოვაო. ველით

2 ცალია როგორც სურათში შევნიშნე, ანუ ორ სკამზე 2 USB მოდის.

Posted by: vatman 21 Dec 2016, 11:32
საცობების მომრავლებასთან დაკავშირებით, საღამოობით ბევრი ავტობუსის ხაზი დადის ჯგროდ, ერთი ხაზის 3-4 ავტობუსი მოდის ზედიზედ. კონკრეტულად შემდეგ მონაკვეთებზე ჩემი სუბიექტური მოსაზრება.
გლდანის ავტობუსები(N23,24, 33, 51) საღამოობით იჭედება ახმეტელის მეტროსთან. 51 და 24 ისედაც მოდის გადაჭედილი ახმეტელამდე. პიკის საათი მოდის სადრაც 6-დან 8-9 საათამდე. ამ პერიოდში N23 და N33 მოიხსნას 2 ავტობუსი (1 თითოეული ხაზიდან), რომლებიც უნდა შეასრულონ ბოლოს წინა რეისები გლდანიდან სრულ აბაროტზე და იმოძრაონ მხოლოდ ახმეტელის მეტრომდე. ამ შემოკლებულ ხაზს დაერქვეს ან 23M ან 33M (M-მოკლე biggrin.gif ) და დიდი ტრაფარეტით: ახმეტელის მეტრომდე. (აბა სხვანაირად ჩვენი ხალხი ვერ გაიგებს). ამ დროს ქალაქის მიმართულებით დიდი ნაკადი უკვე აღარ არის, და ახმეტელის მეტროდან მასივში ავტობუსი მაინც შეივსება.
რაც შეეხება N51-ს. ანალოგიურად ამ პერიოდში 1 დიდი ავტობუსი გლდანულაში შეცვალოს მაშრუტი N73-ზე. N73-ის ერთი ავტობუსი კი წავიდეს პარკში.(სულ 3 ავტობუსია მაგ ხაზზე). იმის შემდეგ რაც გლდანულიდან სადღაც 9-10 საათზე 51-ს ავტობუსი უკვე წავა ტავის აბაროტზე ბაგებისკენ, 73-ზე დარჩება უკვე 2 ავტობუსი, რაც პრინციპში მაგ დროს უკვე საკმარისია. და მგონი მასეც ხდება ეხლაც: სადღაც 9-დან 10 მდე რჩება 2 ავტობუსი.
ასევე N11-ზე საღამოს პიკის საათში 2 ავტობუსი შემოკლდეს მ.სარაჯიშვილამდე, მაგალითად ნომერით 11M. სარაჯიშვილზე მაინც გაიტენება და სჯობია ვიდრე საწვავი ხარჯოს წერეთელზე საცობებში დგომაში.
N2 ასევე მაგ დროის პერიოდში 2 ავტობუსი იაროს მ.სამგორამდე.

აბა ეს ნორმალურია, გუშინ 23-ით მივდიოდი გლდანში. ერთად მიდიოდა 2 ცალი 23 და ერთი 33. სარაჯიშვილიდან ახმეტელამდე ავტობუსმა სადაც ვიჯექი გაუსწრო დანარჩენ 2-ს, ახმეტელამდე მივედით ავტობუსში 7 კაცი, ხოლო ახმეტელზე ავტობუსი გაიჭედა, იმის მიუხედავად რო გაჩერებაზე 51 იდგა და N33 2-3 წუთის გასული იყო.

Posted by: Marshmallo 21 Dec 2016, 15:06
QUOTE (vatman @ 21 Dec 2016, 11:32 )
საცობების მომრავლებასთან დაკავშირებით, საღამოობით ბევრი ავტობუსის ხაზი დადის ჯგროდ, ერთი ხაზის 3-4 ავტობუსი მოდის ზედიზედ. კონკრეტულად შემდეგ მონაკვეთებზე ჩემი სუბიექტური მოსაზრება.
გლდანის ავტობუსები(N23,24, 33, 51) საღამოობით იჭედება ახმეტელის მეტროსთან. 51 და 24 ისედაც მოდის გადაჭედილი ახმეტელამდე. პიკის საათი მოდის სადრაც 6-დან 8-9 საათამდე. ამ პერიოდში N23 და N33 მოიხსნას 2 ავტობუსი (1 თითოეული ხაზიდან), რომლებიც უნდა შეასრულონ ბოლოს წინა რეისები გლდანიდან სრულ აბაროტზე და იმოძრაონ  მხოლოდ ახმეტელის მეტრომდე. ამ შემოკლებულ ხაზს დაერქვეს ან 23M ან 33M (M-მოკლე biggrin.gif ) და დიდი ტრაფარეტით: ახმეტელის მეტრომდე. (აბა სხვანაირად ჩვენი ხალხი ვერ გაიგებს). ამ დროს ქალაქის მიმართულებით დიდი ნაკადი უკვე აღარ არის, და ახმეტელის მეტროდან მასივში ავტობუსი მაინც შეივსება.
რაც შეეხება  N51-ს. ანალოგიურად ამ პერიოდში 1 დიდი ავტობუსი გლდანულაში შეცვალოს მაშრუტი N73-ზე. N73-ის ერთი ავტობუსი კი წავიდეს პარკში.(სულ 3 ავტობუსია მაგ ხაზზე). იმის შემდეგ რაც გლდანულიდან სადღაც 9-10 საათზე 51-ს ავტობუსი უკვე წავა ტავის აბაროტზე ბაგებისკენ, 73-ზე დარჩება უკვე 2 ავტობუსი, რაც პრინციპში მაგ დროს უკვე საკმარისია. და მგონი მასეც ხდება ეხლაც: სადღაც 9-დან 10 მდე  რჩება 2 ავტობუსი.
ასევე N11-ზე საღამოს პიკის საათში 2 ავტობუსი შემოკლდეს მ.სარაჯიშვილამდე, მაგალითად ნომერით 11M. სარაჯიშვილზე მაინც გაიტენება და სჯობია ვიდრე საწვავი ხარჯოს წერეთელზე საცობებში დგომაში.
N2 ასევე მაგ დროის პერიოდში 2 ავტობუსი იაროს მ.სამგორამდე.

აბა ეს ნორმალურია, გუშინ 23-ით მივდიოდი გლდანში. ერთად მიდიოდა 2 ცალი 23 და ერთი 33. სარაჯიშვილიდან ახმეტელამდე ავტობუსმა სადაც ვიჯექი გაუსწრო დანარჩენ 2-ს, ახმეტელამდე მივედით ავტობუსში 7 კაცი, ხოლო ახმეტელზე ავტობუსი გაიჭედა, იმის მიუხედავად რო გაჩერებაზე 51 იდგა და N33 2-3 წუთის გასული იყო.

გენიოსი

Posted by: Accident 21 Dec 2016, 19:28
vatman
მაგდენ ჩალიჩს, ზოლი გაუთავისუფლონ, ანუ დროებითი bus lane
რკინის ჯებირით გამოყონ ზოლი, ხოლო დასაწყისში პატრული დადგეს. როცა საცობი აღარ იქნება, მოხსნიან ზოლს და მანქანებსაც გაუშვებენ.

Posted by: Marshmallo 21 Dec 2016, 20:28
QUOTE (Accident @ 21 Dec 2016, 19:28 )
vatman
მაგდენ ჩალიჩს, ზოლი გაუთავისუფლონ, ანუ დროებითი bus lane
რკინის ჯებირით გამოყონ ზოლი, ხოლო დასაწყისში პატრული დადგეს. როცა საცობი აღარ იქნება, მოხსნიან ზოლს და მანქანებსაც გაუშვებენ.

მანქანებზე იფიქრე

Posted by: Accident 21 Dec 2016, 20:37
Marshmallo

რომ ეცოდინებათ, ერთით ნაკლები ზოლი იქნება, საცობიც შემცირდება yes.gif

ეგ დამოკიდებულება, Reduced Demand ეფექტის სახელითაა ცნობილი
https://en.wikipedia.org/wiki/Induced_demand#Reduced_demand_.28the_inverse_effect.29


სამაგიეროდ, ავტობუსებით, ნაკლები დანახარჯით, მეტი ადამიანის გატარება იქნება შესაძლებელი და მაგ მანქანების მძღოლებსაც, შეუძლიათ გადმოჯდნენ.
ბენზინის ფულსაც დაზოგავენ, გარბენსაც და საცობშიც არ მოყვებიან yes.gif

Posted by: Marshmallo 21 Dec 2016, 21:05
QUOTE (Accident @ 21 Dec 2016, 20:37 )
Marshmallo

რომ ეცოდინებათ, ერთით ნაკლები ზოლი იქნება, საცობიც შემცირდება yes.gif

ეგ დამოკიდებულება, Reduced Demand ეფექტის სახელითაა ცნობილი
https://en.wikipedia.org/wiki/Induced_demand#Reduced_demand_.28the_inverse_effect.29


სამაგიეროდ, ავტობუსებით, ნაკლები დანახარჯით, მეტი ადამიანის გატარება იქნება შესაძლებელი და მაგ მანქანების მძღოლებსაც, შეუძლიათ გადმოჯდნენ.
ბენზინის ფულსაც დაზოგავენ, გარბენსაც და საცობშიც არ მოყვებიან yes.gif

ააა კარგი

Posted by: vatman 22 Dec 2016, 10:13
Accident
QUOTE
მაგდენ ჩალიჩს, ზოლი გაუთავისუფლონ, ანუ დროებითი bus lane
რკინის ჯებირით გამოყონ ზოლი, ხოლო დასაწყისში პატრული დადგეს. როცა საცობი აღარ იქნება, მოხსნიან ზოლს და მანქანებსაც გაუშვებენ.

მთელ მაშრუტის სიგრძეზე ხო არ გაუნთავისუფლებენ ზოლებს, წარმოიდგინე როგორ ცალკე ზოლში უნდა იაროს N23 გადასასვლელი ხიდიდან კოლმეურნეობამდე და პირიქით. ზუსტად მანდ იჭედება ხოლმე ავტობუსები.
ახმეტელთან რო გამოყოფილი ზოლები უნდა გაკეთდეს ამაზე არ ორი აზრი არ არსებობს.
მე-2 მიკროდან ახმეტელამდე
და ახმეტელიდან მე-1 მიკრომდე, ბინგოს ასახვევამდე მაინც.

Accident
QUOTE
რომ ეცოდინებათ, ერთით ნაკლები ზოლი იქნება, საცობიც შემცირდება

კაი რა ზოგს იცი როგორ არ ეშველება...
აი მაგალითი. სკოლამდე ფეხით გასავლელი არის მანძილი ფეხით 10 წუთში. ბავშვი მიჰყავთ მანქანით, არადა ჯერ ათბობს მანქანას, მერე სანამ ეზოდან გამოვა და ჰა ჰა მაქსიმუმ იგებს დრო 1-2 წუთს. არადა ბავშვიც არ არის 1-ელ კლასელი. ხო და ეხლა ეგეთ ადამიანებს შეგნებინებ რო გადაჯდნენ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე. პირველი კლასის მეორე სემესტრიდან უკვე თვითონ დავდიოდი სახლში მარტო, ესეც ბნელ 90 იანების პირველ ნახევარში.
და ეხლა მანქანით ყოველდღე არ დავდივარ. ჯერ ერთი საცობში მეზარება დგომა დილით და საღამოს. მეორე ავტობუსით მიწევს მხოლოდ 10 წუთით მეტი დრო. თანხაში ერთი და იგივე მიჯდება გინდ მანქანით, გინდ ავტობუსით.
თანამშრომლები Y1%%D$ბიან

Posted by: Fabian 22 Dec 2016, 21:37
vatman
და რომ აღადგინონ 22 მარშრუტი(გლდანის წრიული) არ ჯობია?

Posted by: Accident 23 Dec 2016, 06:32
vatman
QUOTE
კაი რა ზოგს იცი როგორ არ ეშველება...


ზოგი დარჩეს მერე. ყველა ხომ არ გადავა.

კი, მეც ბევრი ახლობელი მყავს მასეთი, თავადვე აღიარებენ, რომ სახლიდან 10 მეტრშიც რომ იყოს მაღაზია, ფეხით მაინც არ გავალ, იმდენად შეჩვეული ვარო.

ხოდა, მასეთები იყვნენ მანქანაში და იარონ ნელა საცობში, ეგ უკვე მათი პრობლემა იქნება....

აქ მთავარი მომენტი ის იქნება, რომ
1. მგზავრისთვის ეს არ იქნება დაბრკოლება. ანუ, მე თუ საზ. ტრანსპორტს ვიყენებ, მანქანაზე ჩამოკიდებული ხალხი, ხელს ვერ შემიშლის გადაადგილებისას
2. სახელმწიფოს თუ ეტყვის, საცობები მომიგვარეო, სახელმწიფო ეტყვის - ე, აგერ, მაგისთვის თავისუფლად მოძრავი ტრანსპორტი გავაკეთე და იმით ისარგებლეო.


დღეს კი ავტობუსი ვერ მოძრაობს, გადატენილია და სახელმწიფოსაც ხმა არ აქვს, ამოსაღები.

Posted by: SkitterZ 23 Dec 2016, 06:33
Accident
mad.gif


Posted by: Accident 23 Dec 2016, 06:46
SkitterZ
სამაგიეროდ, ნაკლებად მოგეშლება ნერვები დამრღვევ მძღოლებსა და ქვეითებზე, ნაკლებად დაიბინძურებ ჰაერს, ნაკლებ ფულს გადაყრი საწვავში, ნაკლებად მოგიწევს ელიავაზე გასვლა და ტრენაჟორების ფულსაც დაზოგავ yes.gif......

Posted by: SkitterZ 23 Dec 2016, 06:58
Accident
საერთოდ არ წამიკითხავს წინა პოსტი, სხვა რამეზე ვბრაზობ cry.gif

Posted by: Accident 23 Dec 2016, 07:02
SkitterZ

აბა, რაზე, იქ რომ არ ვპოსტავ?
რა მინდა მანდ, არ ვარ მაქაური no.gif
QUOTE

ყველაზე აქტიური პროგრამები
17634 პოსტი ამ განყოფილებაში
( 59% ამ წევრის ჯამური პოსტების რაოდენობისა )


Posted by: SkitterZ 23 Dec 2016, 07:07
Accident
user posted image

სულ მეშინოდა პროგრამისტების, ასე მგონია მჰაკავენ და მერე კამერით მიყურებენ

მარა ამ ლეპტოპს კამერა არ უმუშავებს ჯერ, ასე რომ eat this!!! mad.gif

Posted by: vatman 23 Dec 2016, 10:14
Fabian
QUOTE
და რომ აღადგინონ 22 მარშრუტი(გლდანის წრიული) არ ჯობია?

არამგონია რო სულ იყოს დატვირთული დღის განმავლობაში, და ეხლა არც მგონია რო რომც დანიშნონ ასეთი ხაზი, მაგაზე დიდი ავოტბუსი დააყენონ. მაქსიმუმ 2 პატარა ბოგდანი. თანაც ეხლა მეტროდან მაშრტუკა ღირს 40, ავტობუსი კი 50 თეთრი ეღირება. დღის განმავლობაში ბევრია ვინც მხოლოდ ახმეტელამდე და ახმეტელიდან მასივში მოძრაობს და ის დიდი ალბათობით მაშრუტკას აირჩევს.

Posted by: rati nwt 24 Dec 2016, 13:59

ღამე აეროპორტისკენ მოძრავი მერსედესის - 137 ები გადაუღებავთ ყვითლად.. ძალიან კარგი გადაწყვეტილება იყო ღამის ავტობუსის დამატება.


Posted by: AUTOCRAT 24 Dec 2016, 20:15
QUOTE
მერსედესის - 137 ები გადაუღებავთ ყვითლად

არჩევნები დამთავრდა biggrin.gif

Posted by: Fabian 24 Dec 2016, 20:51
vatman
QUOTE
არამგონია რო სულ იყოს დატვირთული დღის განმავლობაში, და ეხლა არც მგონია რო რომც დანიშნონ ასეთი ხაზი, მაგაზე დიდი ავოტბუსი დააყენონ. მაქსიმუმ 2 პატარა ბოგდანი. თანაც ეხლა მეტროდან მაშრტუკა ღირს 40, ავტობუსი კი 50 თეთრი ეღირება. დღის განმავლობაში ბევრია ვინც მხოლოდ ახმეტელამდე და ახმეტელიდან მასივში მოძრაობს და ის დიდი ალბათობით მაშრუტკას აირჩევს.

გასაგებია, შენ გძულს სტუდენტები, პენსიონერები, ვეტერანები და სოცდაუცველები yes.gif

Posted by: vatman 24 Dec 2016, 22:36
AUTOCRAT
QUOTE
არჩევნები დამთავრდა

არჩევნები რა შუაშია, biggrin.gif ავტობუსები წითელი ფერის იყო....

Fabian
QUOTE
გასაგებია, შენ გძულს სტუდენტები, პენსიონერები, ვეტერანები და სოცდაუცველები

სკოლის მოსწავლეები დაგავიწყდა biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Accident 24 Dec 2016, 22:39
QUOTE
მერსედესის - 137 ები გადაუღებავთ ყვითლად

და ყვითლად რატო, სხვა ყველაფერი გაალურჯეს, არადა.....

Posted by: AUTOCRAT 24 Dec 2016, 23:01
vatman
QUOTE
წითელი ფერის იყო

მერე ახალი ავტობუსები ხო ლურჯია. ანუ ლურჯია ფერია არჩეული ავტობუსების მომავალი პარკისთვის. ხო და ლურჯად უნდა გადაეღებათ წესის და რიგის მიხედვთ, თუ მანების ფერზე არჩევნებმა არ მოახდინა გავლენა. აბა ძველ ფრად გადაღებვა რა პონტია? biggrin.gif


anyway ისევ ტრაკით ეკიდებიან ელემენტარულ საქმესაც კი მერიაში ამის არ იყოს https://forum.ge/?f=29&showtopic=34915345 facepalm.gif lol.gif

Posted by: narmonana 25 Dec 2016, 09:59
ამიგოებო,გამარჯობა

კოჯრის ავტობუსის განრიგს ხომ ვერ მეტყოდით,დროებს რომელზეც გადის ანუ.ან ესემსს კოდს ხომ ვერ მეტყოდით.

ან უბრალოდ თბილ სიტყვას

Posted by: forum-ge 25 Dec 2016, 16:47
narmonana
QUOTE
ამიგოებო,გამარჯობა

კოჯრის ავტობუსის განრიგს ხომ ვერ მეტყოდით,დროებს რომელზეც გადის ანუ.ან ესემსს კოდს ხომ ვერ მეტყოდით.

ან უბრალოდ თბილ სიტყვას

http://transit.ttc.com.ge/?page=schedule აქაა გრაფიკები და გადახედე.
http://transit.ttc.com.ge/?page=live აქ კი რეალურ დროში გაჩვენებს რომელ გაჩერებაზე როდის მივა

Posted by: Soft_Eject 25 Dec 2016, 17:15
QUOTE (forum-ge @ 25 Dec 2016, 16:47 )
narmonana
QUOTE
ამიგოებო,გამარჯობა

კოჯრის ავტობუსის განრიგს ხომ ვერ მეტყოდით,დროებს რომელზეც გადის ანუ.ან ესემსს კოდს ხომ ვერ მეტყოდით.

ან უბრალოდ თბილ სიტყვას

http://transit.ttc.com.ge/?page=schedule აქაა გრაფიკები და გადახედე.
http://transit.ttc.com.ge/?page=live აქ კი რეალურ დროში გაჩვენებს რომელ გაჩერებაზე როდის მივა

"მარშრუტკებზე" არ არის რეალურ დროში რომ უყურო ?
და რომელიმეს აპლიკაცია თუ ააქვტ ?

Posted by: narmonana 25 Dec 2016, 17:39
Soft_Eject
forum-ge
ეგენი ხო იშვიათად დადიან და ისეთ დროს მინდა მივიდე რომ არ გამასწროს ან ლოდინი არ მომიწიოს.

ხვალ დილით მივდივარ და მაგ პონტში

Posted by: Accident 25 Dec 2016, 17:41
Soft_Eject
QUOTE
"მარშრუტკებზე" არ არის რეალურ დროში რომ უყურო ?

არა, მხოლოდ მარშრუტებია http://tm.ge

QUOTE
და რომელიმეს აპლიკაცია თუ ააქვტ ?

კი, ავტობუსებს აქვს http://ttc.com.ge/?lang_id=GEO&sec_id=158

Posted by: illmatic 26 Dec 2016, 08:22
ახალ ავტობუსებში უკანა სალარო დაამატეს boli.gif

მხოლოდ ბარათითაა ბილეთის შეძენა შესაძლებელი

Posted by: Accident 26 Dec 2016, 08:26
ვა, ასეთი დამჯერები არიან
https://forum.ge/?showtopic=34873091&view=findpost&p=49217105





QUOTE (Accident @ 7 Nov 2016, 23:27 )

QUOTE
მესამე - არაცივილიზებული ასვლის წესი; ბოლო (მესამე) კარიდან ხალხი რომ ადის, ბილეთს არ (ვერ) იღებენ ბუნებრივია (ბევრი ხალხია ავტობუსში); გამუდმებით ყვირის შუაში გაჭედილი მწვანეჟიელტიანი "ბოლოში გააქვთ ბილეთი" "ბოლოში გააქვთ ბილეთი" " ))))) შემდეგ მიდის, "გადმოაწოდე-გადააწოდე" ბარათები. ჰმმ, სხვანაირადაც შეიძლებოდა ამ პრობლემის დარეგულირება.



ძალიან დიდი აპარატები აქვთ და უკან ვერ ამონტაჟებენ, ალბათ.

თუმცა, შეიძლება ისეთი აპარატი დადგან, რომელსაც ხურდის ჩასაგდები არ ექნება და პატარა იქნება ზომაში
უმეტესობას, მაინც ბარათი აქვთ.


user posted image

user posted image

Posted by: illmatic 26 Dec 2016, 08:52
Accident
ჯერ სატესტო რეჟიმშია ჩართული. ბილეთს არ იძლევა, უბრალოდ აფიქსირებს, კონტროლიორი კი ბარათს შეამოწმებს, ნამდვილად გაატარე თუ არა. ანუ ბილეთების ფრიალი აღარ მოგვიწევს biggrin.gif

პრობლემა მხოლოდ ჩამოსვლისას ბარათების სწრაფად შემოწმება იქნება


Posted by: vatman 26 Dec 2016, 11:19
illmatic
რომში ყოველშემთხვევაში მასეა, კონტროლიორები ამოდიან და ამოწმებენ ბარათს.
ოღონდ მანდ არ ჭრის ასეთი მიდგომა რო ბარათს გაატარებ პირველი გატარებიდან 1:29 საათში ბაგებში და შემდეგ ამ ავტობუსით მგზავრობ გლდანულამდე.
და ჩვენთან ეხლა ქაღალდის ბილეთებზე მასე გამოდის.
რავი მაგის ადმინისტირირებას შეძლებენ ჩვენები....

კიდევ ახალი პარტია ჩამოვიდა ავტობუსების - სადღაც 8-10 ცალი. ალბათ 37-ზეც მალე გამოვლენ
narmonana
QUOTE
ეგენი ხო იშვიათად დადიან და ისეთ დროს მინდა მივიდე რომ არ გამასწროს ან ლოდინი არ მომიწიოს.

ხვალ დილით მივდივარ და მაგ პონტში

საიტი კი მოგწერეს უკან. ზოგადად მანდ გრაფიკი არის ერთი და იგივე დიდი ხნის განმავლობაში და კარგად იცავენ მძღოლები. ადგილობრივები ზეპირად იციან როდის გადის ავტობუსი. ნუ ეს ზოგადად ეხება ყველა გარეუბნის ხაზს სადაც 2-3 ავტობუსი დადის

Posted by: Accident 26 Dec 2016, 16:45
illmatic
QUOTE
ჯერ სატესტო რეჟიმშია ჩართული. ბილეთს არ იძლევა, უბრალოდ აფიქსირებს, კონტროლიორი კი ბარათს შეამოწმებს, ნამდვილად გაატარე თუ არა. ანუ ბილეთების ფრიალი აღარ მოგვიწევს

და როგორ მოწმდება, ბარათი? აპარატი აქვთ?

იმედია დაამატებენ საბანკო ბარათებით და მობილურის NFC-ით გადახდასაც
როგორც ამ სურათში ჩანს

user posted image

Posted by: gray*wolf 27 Dec 2016, 06:45
QUOTE
ჯერ სატესტო რეჟიმშია ჩართული. ბილეთს არ იძლევა, უბრალოდ აფიქსირებს, კონტროლიორი კი ბარათს შეამოწმებს, ნამდვილად გაატარე თუ არა. ანუ ბილეთების ფრიალი აღარ მოგვიწევს


სამაგიეროთ ბარათის ფრიალი მოგიწევს

რაღაც ძალიან უაზროა რა ბარათების შემოწმება , მაგას ჯობია ისევ ქაღალდ გაძლებდეს სალაროს აპარატი


Posted by: illmatic 27 Dec 2016, 13:04
Accident
QUOTE
და როგორ მოწმდება, ბარათი? აპარატი აქვთ?

მალე ექნებათო, კონტროლიორმა ასე თქვა. ალბათ იანვრიდან, ახალი ავტობუსების დამატებასთან ერთად. ახალ ავტობუსებზე არამგონია ისევ ძველი აპარატები დააყენონ


gray*wolf
QUOTE
რაღაც ძალიან უაზროა რა ბარათების შემოწმება , მაგას ჯობია ისევ ქაღალდ გაძლებდეს სალაროს აპარატი

პრობლემის რაღაც ნაწილი მოგვარდება - ბილეთი დავკარგე, დავკუჭე და აღარ ჩანს კარგად, დავაფიქსირე, მაგრამ ბილეთი არ მომცა ქაღალდის არ ქონის გამო და ა.შ აღარ იქნება.

თან მხოლოს ბარათითაა შესაძლებელი მგზავრობა, როგორც მეტროშია. 'ლარიანი მაქვს და დამიშალეთ' აღარ გვექნება

ასევე აპარატი ზომაში პატარაა, შესამაბისად სამივე ადგილას დამონტაჟდება და ბარათის გადაწოდება არ მოგიწევს.

რეალურად, ის არ არის პრობლემა (გრძელვადიანი), რომ ხურდა ფულით ვეღარ იმგზავრებ. როცა იცი, რომ მხოლოდ ბარათით შეგიძლია მგზავრობა, მომზადებული იქნები და ბარათზე თანხა გექნება

Posted by: TramwayMan 27 Dec 2016, 13:10
illmatic
QUOTE
ახალ ავტობუსებზე არამგონია ისევ ძველი აპარატები დააყენონ

შუაში იგივე აპარატი დგას.
ბარათის წამკითხველები მხოლოდ წინ და უკან.

QUOTE
თან მხოლოს ბარათითაა შესაძლებელი მგზავრობა, როგორც მეტროშია. 'ლარიანი მაქვს და დამიშალეთ' აღარ გვექნება

ბარათის წამკითხველები მხოლოდ წინ და უკან.

QUOTE
ასევე აპარატი ზომაში პატარაა, შესამაბისად სამივე ადგილას დამონტაჟდება და ბარათის გადაწოდება არ მოგიწევს.

ბარათის წამკითხველები მხოლოდ წინ და უკან.

QUOTE
რეალურად, ის არ არის პრობლემა (გრძელვადიანი), რომ ხურდა ფულით ვეღარ იმგზავრებ. როცა იცი, რომ მხოლოდ ბარათით შეგიძლია მგზავრობა, მომზადებული იქნები და ბარათზე თანხა გექნება

შუაში იგივე აპარატი დგას.

Posted by: illmatic 27 Dec 2016, 13:47
TramwayMan
QUOTE
შუაში იგივე აპარატი დგას.
ბარათის წამკითხველები მხოლოდ წინ და უკან.


ბარათის წამკითხველზე აპირებენ გადასვლას, ჯერ-ჯერობით სატესტო რეჟიმია. ძველ აპარატს კი მალევე გააქრობენ

Posted by: TramwayMan 27 Dec 2016, 13:51
illmatic
ჯერ ჯერობით არ გადადიან მხოლოდ ბარათის წამკითხველზე მხოლოდ. შუაში ჩვეულებრივს დატოვებენ.

Posted by: aloha__ 27 Dec 2016, 14:13



gray*wolf
QUOTE
სამაგიეროთ ბარათის ფრიალი მოგიწევს

რაღაც ძალიან უაზროა რა ბარათების შემოწმება , მაგას ჯობია ისევ ქაღალდ გაძლებდეს სალაროს აპარატი




ბარათის ფრიალიო ისე ამბობ, გებონება ბილეთის ფრიალი არ გიწევდა..


ძალიან კარგი სიახლეა, იმდენს ვაძლევდი შენიშვნას ჩასვლისას დაბლა ნუ აგდებდნენ ბილეთს, რომ ამაზე მეტად ამ დღეებში არაფერი გამხარებია..

რამდენიმე ქალაქში შემხვედრია ასე, თავიდან ყველაფერი ეშმაკის მანქანაა და იმედი მაქვს მალე განათლდება უძველესი ერი biggrin.gif

Posted by: vatman 27 Dec 2016, 14:25
illmatic
TramwayMan
კონტროლი როგორ განხორციელდება ძველ აპარატებს რო მოაშორებენ?

Posted by: illmatic 27 Dec 2016, 14:38
vatman
ექნება სპეციალური აპარატი, რომლითაც ბარათს შეამოწმებს.

პრობლემა მხოლოდ დიდი ნაკადის შემოწმება იქნება მოთხოვნად გაჩერებებზე. იმედია რამეს მოიფიქრებენ

Posted by: vatman 27 Dec 2016, 15:41
illmatic
მე უფრო სხვა მაინტერესებს:
უფასოდ მგზავრობა შესაძლებელია პირველი გატარებიდან 1.5 საათის განმავლობაში თუ 1,5 განმავლობაში გავატარებ ბარათს.
ამის ინტერპრეტაცია როგორ იქნება?
"ყველა იმ მგზავრს, რომელიც საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მგზავრობის ღირებულების გადახდისას ელექტრონული ბარათით - მეტრომანით სარგებლობს, შესაძლებლობა ეძლევა მუნიციპალურ ტრანსპორტში, პირველი მგზავრობის საფასური 50 თეთრი გადაიხდოს და საათნახევრის განმავლობაში, მეტროსა და ავტობუსში, სხვა მარშრუტზე გადაჯდომისას უფასოდ იმგზავროს."
http://ttc.com.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=71

N51 ზოგჯერ საერთოდ საათნახევარი მოდის ერთი მიმართულებით....

Posted by: alea iacta est 27 Dec 2016, 18:13
ისე უფრო ჭკვიან აპარატებზე რა აზრის ხართ?
ასვლისას რომ გთხოვდეს გატარებას, როგორც მეტროშია და ზედმეტ ხალხსაც რომ არ უშვებდეს ავტობუსში.
ვიცი რომ საქართველოში უტოპიაა ამის დანერგვა, მაგრამ მაინც, სამომავლოდ იქნება გვეღირსოს.

Posted by: rati nwt 27 Dec 2016, 18:39

კარგია ჯობია ბილეთების ფრიალს.. ნუ ითქვა შუაში ჩვეულებრივი აპარატი რჩებაო.


მაშინ ქუჩის კონტროლიორები საერთოდ უნდა გააუქმონ. იმხელა ავტობუსიდან მინ. 20 კაცი რომ ჩამოვა გაჩერებაზე. რიგში უნდა ჩადგე და ელოდო, როდის მოვა კონტროლიორი შენამდე სანამ ბარათს შეგიმოწმებს?
ჯობია იქვე ავტობუსში მოგვარდეს ეს პროცედურა. თუმცა ამდენი ხალხით სავსე ავტობუსში ესეც რთულია.. მოკლედ საერთო მძიმე მდგომარეობაა სატრანსპორტო სისტემაში, უამრავი პრობლემა ერთმანეთს განსაზღვრავს

Posted by: Accident 27 Dec 2016, 18:43
და რას გიშლით ეს ბილეთების ფრიალი და ხურდის ჩხრიალი?

რატომაა კარგი, თუნდაც აქ, ან თუნდაც მეტროში, რომ ხურდის გამოყენება აღარ შეგეძლება?


ნაგვის დაყრა და ხურდის თხოვნა ირიბი ფაქტორებია და მაგას შესაბამისი შეზღუდვა ესაჭიროება.


ხურდის აპარატები ავკრძალოთ, რომ ნაგავი არ დაიყაროსო, ძალიან უკუღმართი მიდგომაა.



ხურდები აქედან კი არ უნდა აიღონ, მეტროშიც უნდა დააბრუნონ.

* * *


vatman
QUOTE
მე უფრო სხვა მაინტერესებს:
უფასოდ მგზავრობა შესაძლებელია პირველი გატარებიდან 1.5 საათის განმავლობაში თუ 1,5 განმავლობაში გავატარებ ბარათს.
ამის ინტერპრეტაცია როგორ იქნება?
"ყველა იმ მგზავრს, რომელიც საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მგზავრობის ღირებულების გადახდისას ელექტრონული ბარათით - მეტრომანით სარგებლობს, შესაძლებლობა ეძლევა მუნიციპალურ ტრანსპორტში, პირველი მგზავრობის საფასური 50 თეთრი გადაიხდოს და საათნახევრის განმავლობაში, მეტროსა და ავტობუსში, სხვა მარშრუტზე გადაჯდომისას უფასოდ იმგზავროს."



QUOTE
რომში ყოველშემთხვევაში მასეა, კონტროლიორები ამოდიან და ამოწმებენ ბარათს.
ოღონდ მანდ არ ჭრის ასეთი მიდგომა რო ბარათს გაატარებ პირველი გატარებიდან 1:29 საათში ბაგებში და შემდეგ ამ ავტობუსით მგზავრობ გლდანულამდე.
და ჩვენთან ეხლა ქაღალდის ბილეთებზე მასე გამოდის.


ვერ მივხვდი, რას გულისხმობ. პრობლემა რაშია? რა არ გამოვა? რა იქნება განსხვავებული?
ან ქაღალდი რა შუაშია?

ქაღალდი, არაფერ დამატებით უფლებას არ გაძლევს.

ერთ ავტობუსში რომ გადაიხდი, საათნახევრის განმავლობაში, სხვაგანაც იმ ქაღალდით კი არ მგზავრობ, სხვა ავტობუსის აპარატსაც უნდა დაადო და 0 თეთრიანი ბილეთი გამოაგდოს.

ხოდა, იმ კონტროლიორების შესამოწმებელ აპარატზეც, ეგ ინფორმაცია გამოჩნდება, დაადე თუ არა, ამ ავტობუსში ბარათი აპარატს, სადაც ხარ.
არაფრის შეცვლა არ იქნება საჭირო და ფასდაკლებაც შენარჩუნდება.

Posted by: giomelqa12 27 Dec 2016, 21:55
vatman

პირველი პოსტი შესაცვლელი გაქვს მგონი

Posted by: AUTOCRAT 27 Dec 2016, 22:29
alea iacta est
QUOTE
ისე უფრო ჭკვიან აპარატებზე რა აზრის ხართ?
ასვლისას რომ გთხოვდეს გატარებას, როგორც მეტროშია

ავტობუსების ტურნიკეტით აღჭურვა სისულელეა, იმხელა დრო უნდა ხალხის ასვლას, რამდენიმე წუთი მაინც იდგება გაჩერებაზე ავტობუსი. მოსკოვში გააკეთეს სატესტოდ და სრული ფეილი მოუვიდათ.
სხვა ვარიანტია ტურნიკეტით აღჭურვილი გაჩერება, მაგრამ ეს მხოლოდ ტრამვაიზე გამოვა.

რაც შეეხება უკონტაქტო გადახდას, ორივე ხელით მივესალმები და უფრო მეტიც ტელეფონით გადახდაც უნდა ამოქმედდეს.
მაგრამ, თუ რამე ჭკვიანური მექანიზმი არ იქნება პრობლემები იქნება. ნათელია რომ ბილეთების შემოწმება გაცილებით ადვილი პროცედურაა ვიდრე ბარათების შემოწმება. მითუმეტეს რთული იქნება 3 შესასვლელის გაკონტროლება.

ბარათების კონტროლი კი იდეაში მოხდება სალაროზე რეგისტრირებული ბარათების ლოგით და არა ბარათის ლოგით რადგან ეს შეუძებელია (მეტრომანი შმეტრომანის გარდა) .

Posted by: vatman 28 Dec 2016, 10:22
Accident
QUOTE
ვერ მივხვდი, რას გულისხმობ. პრობლემა რაშია? რა არ გამოვა? რა იქნება განსხვავებული?
ან ქაღალდი რა შუაშია?

ქაღალდი, არაფერ დამატებით უფლებას არ გაძლევს.

ერთ ავტობუსში რომ გადაიხდი, საათნახევრის განმავლობაში, სხვაგანაც იმ ქაღალდით კი არ მგზავრობ, სხვა ავტობუსის აპარატსაც უნდა დაადო და 0 თეთრიანი ბილეთი გამოაგდოს.

ხოდა, იმ კონტროლიორების შესამოწმებელ აპარატზეც, ეგ ინფორმაცია გამოჩნდება, დაადე თუ არა, ამ ავტობუსში ბარათი აპარატს, სადაც ხარ.
არაფრის შეცვლა არ იქნება საჭირო და ფასდაკლებაც შენარჩუნდება.

მანდ გაქვს უფლება იმგზავრო 2 საათის განმავლობაში. თუ ავტობუსში დაგიჭირეს 2:01 საათის შემდეგ გაჯარიმებენ.
პრაღაში და ბუდაპეშტში მგონი ანალოგიურად არის. მანდ მეტროში ტურნიკეტები საერთოდ არაა. აკომპოსტირებ ბილეთს და დადიხარ რა დროც განსაზღვრული აქვს შესაბამის ბილეთს.
ჩვენთან კი თუ ვთქვათ პირველი მგზავრობიდან აიღე ბილეთი 1:29 საათზე N51-ში ბაგებში შეგიძლია წყნარად იმგზავრო გლდანულამდე. და გლდანულაში ჩასვლისას შენი უფასოდ მგზავრობის უკვე ხდება 2.29 საათი- ანუ უფასოდ მგზავრობ იმაზე მეტად რაც განსაზღვრული გაქვს.

მაგაზე კიდევ დიდი ხანი კამათი შეიძლება რომელი გადახდის სისტემა სჯობია. ან წლიური-თვიური სამგზავრო ბარათები პერსონიფიცირებული. მაშინ გადახდა საერთოდ არ გიწევს ავტობუსში, მარა კონტროლიორები უკვე საჭიროა მეტროშიც(პრაღაში და ბუდაპეშტში ისნი მეტროშიც არიან) სამაგიროდ ჟეტონების ან ისევ ქაღალდის ბილეტები დაგჭირდება როგორც ბათუმშია.
ისე სტამბულში ჩვეულებრივ ქალაქის ავტობუსში ვერ ახვალ თუ არ გაქვს პლასტიკური ბილეთი. ასვლა წინიდაა და მძღოლთან უნდა გაატარო ეს ბარათი. ფასდაკლების სიტემა დაახლოებით ასეთია: პირველი მგზავრობა 2 ლირა, მე-2 მგზავრობა 1.80 ლირა, მე-3 მგზავრობა 1.60 ლირა, მე-4 მგზავრობა 1.40 ლირა, მე-5 და შემდეგი მგზავრობა 1.20 ლირა. ტრამვაისა და მეტროში კი 2 საათიანი უფასო მგზავრობა არის, რომელიც ავტობუსებთან კავშირში არ არის საერთოდ.

ჩვენი ხალხის პირობებში მე ვფიქრობ საჭიროა ძალიან მკაცრი კონტროლი და იძულება რო აიღონ ბილეთი და არსებულ სისტემა მგონი სრულებიტაც საკმარისია

Posted by: TramwayMan 28 Dec 2016, 12:02
vatman
QUOTE
ჩვენთან კი თუ ვთქვათ პირველი მგზავრობიდან აიღე ბილეთი 1:29 საათზე N51-ში ბაგებში შეგიძლია წყნარად იმგზავრო გლდანულამდე. და გლდანულაში ჩასვლისას შენი უფასოდ მგზავრობის უკვე ხდება 2.29 საათი- ანუ უფასოდ მგზავრობ იმაზე მეტად რაც განსაზღვრული გაქვს.

ბილეთს აწერია აღების დრო არავინ გაჯარიმებს. აი შენ ბილეთI აგიღია საათნახევრის განმავლობაში და სანამ ავტობუსიდან ჩამოხვედი გაგივიდა ვადა და ეგეთები. ბილეთს აძლევ ის კი უტყუარი დასტურია რომ ბილეთI გაქვს და მგზავრობისას გაატარე ბარათი და ის 50 თეთრიანია თუ ნულიანი კონტროლიორს არ აინტერესებს.


Posted by: vatman 28 Dec 2016, 12:04
TramwayMan
მერე ახლანდელ სისტემაზე არაფერს კი არ ვამბობ. აი უბილეთო სისტემაზე თუ აპირებემ გადასვლას კონტროლს როგორ განახორციელებენ მერე. აგერ ზემოთ პრაღის და რომის მაგალითი მოვიყვანე

Posted by: aloha__ 28 Dec 2016, 12:29
AUTOCRAT
QUOTE
ავტობუსების ტურნიკეტით აღჭურვა სისულელეა, იმხელა დრო უნდა ხალხის ასვლას, რამდენიმე წუთი მაინც იდგება გაჩერებაზე ავტობუსი. მოსკოვში გააკეთეს სატესტოდ და სრული ფეილი მოუვიდათ.
სხვა ვარიანტია ტურნიკეტით აღჭურვილი გაჩერება, მაგრამ ეს მხოლოდ ტრამვაიზე გამოვა.




სტრასბურგში არის მასე სოლარისებზე და თუ ბევრი ხალხი ადის, ასე 5 წუთი მაინც უნდება გაჩერებაზე დგომას.

მახსოვს ერთხელ ერთ გაჩერებაზე ასე 40 კაცამდე ავედით (გარმოშკა სოლარისი იყო, ავტობუსი 5 წუთი იდგა ვიწრო ქუჩაზე, უკან საცობი შეიქმნა და ერთი პიპინი არ გაგვიგია. მოთმინებით ელოდებოდნენ ავტობუსი როდის დაიძვრებოდა.


ბილეთების ფრიალით გამოწვეულ ნაგავს რაც შეეხება, სხვა მიდგომა უნდაო, რომ იძახით, ძალიან დიდი ილუზიაა ეგ..

Posted by: gunnera 28 Dec 2016, 12:48
თელ ავივში ვიყავი რამდენიმე დღით და იქაც მანებია, მაგრამ ცოტა ძველი და 2 კარიანი. უკან არ აქვს კარი

ბილეთს წინა კარიდან ადიხარ და მძღოლთან იღებ, ან ბარათით ან ფულით. ამის გამო იქაც საცობები იქმნება ხოლმე, სანამ ყველას არ მიცემს მძღოლი ბილეთს არ მიდის

კონტროლიორი ერთადერთხელ ამოვიდა, ისიც დილის 6 საათზე

სხვა დროს არავინ დამინახავს

არის ულიმიტო ბარათები, რომელიც უბრალოდ უნდა დაადო და ბილეთს არ საჭიროებს. ამას კონტროლიორი თავის აპარატზე დადებით ამოწმებს, გატარებულია თუ არა... ეგეც დიდი დროს წაიღებს ჩვენთან...

ვიწრო ქუჩებში როგორ უხვევენ ამხელა მანები და რას გაზაობენ უნდა ნახოთ biggrin.gif


Posted by: Accident 28 Dec 2016, 17:56
vatman
პრაღაში როგორცაა, ეგ გასაგებია, მაგრამ აქ ხომ მასე არაა.
ბილეთს რა მნიშვნელობა აქვს ჩვეთან?

კონტროლიორი არ გიმოწმებს შენ, 50 თეთრიანი გაქვს თუ 0 თეთრიანი, ანუ როდის რა ფასდაკლება აიღე.
კონტროლიორი, უბრალოდ ამოწმებს, დღეს, უახლოეს საათში, ამ ავტობუსში გატარებული გაქვს თუ არა ბარათი. და მაგას ახლა უკვე აპარატით გააკეთებს.




aloha__
QUOTE
ბილეთების ფრიალით გამოწვეულ ნაგავს რაც შეეხება, სხვა მიდგომა უნდაო, რომ იძახით, ძალიან დიდი ილუზიაა ეგ..

დაგეთაგე ბარემ.

ილუზია რა შუაშია?
ღვედები რომ შემოვიდა, ყველამ დაიწყო წუწუნი, ბიზნესები აქვთო, ღამისთვის ფოსფორის ღვედებიც უნდა შემოგვასაღონო და ა.შ.

ხოლო დაჯარიმება რომ დაიწყეს, ტაქსისტებიც კი ჩაჯმულებივით იყვნენ, იმის მერე სიტყვა, არ გამიგია მაგაზე.


ასე, რომ ილუზია თქვენ უფრო გაქვთ, რომ ქართველებზე ჯარიმა ვერ იმოქმდებს, არაფერი გვეშველება და ა.შ.
ყველაფერი მშვენივრად იმოქმედებს და მშვენიერი შეგნებაც ჩამოგვიყალიბდება ერთ დღეში, თუ უბრალოდ ნორმალური აღსრულება მოხდება, ისიც თავდაპირველ დონეზე.


რაც შეეხება, დანაგვიანების შემცირებას ბილეთების მოსპობით, ეგ ისეთივე უეფექტოა, როგორც მანქანების რაოდენობის შემცირება მარჯვენასაჭიანების აკრძალვით ან ტექ. დათვალიერებით.

მაგ ყველაფერს თავიანთი კონკრეტული მიზანი და დანიშნულება აქვს. ირიბი ეფექტების მისაღწევად, არ გამოიყენება.

ეს სუფთა ქართული მიდგომაა, ერთი საქმე რომ ეზარება და სხვა რაღაცა მაინც რომა აქვს გასაკეთებელი, იქვე უახარია, ბარემ ისიც გამოვაო.......

Posted by: aloha__ 29 Dec 2016, 09:05
Accident
QUOTE
ასე, რომ ილუზია თქვენ უფრო გაქვთ, რომ ქართველებზე ჯარიმა ვერ იმოქმდებს, არაფერი გვეშველება და ა.შ.


ასე არ ვფიქრობ. პირიქით, ეჭვი არ მეპარება რომ ვვითარდებით და ტემპებიც, ზოგ შემთხვევაში, არ არის ცუდი. მაგრამ ზუსტად ამ სხვადასხვა ტემპის გამო, ექლექტური საზოგადოება ყალიბდება და ნებისმიერ თაობაში უკვე ზოგი თუ კარგი მოქალაქეა, ზოგს ელემენტარულის გაკეთებაც უჭირს და ამიტომ, ყოველთვის ფქირობ, რომ პრობლემა სისტემაშია და არა ადამიანებში.

არ ექნებათ სისტემის საშუალებით, ნაგვის დაგდების შესაძლებლობა, არ დააგდებენ..

https://en.wikipedia.org/wiki/Poka-yoke
პოკაიოკი არის იდეალური წესრიგის სისტემა და თუ მოხერხდება, რატომაც არა.. პოკაიოკის მაგალითი იყო რუსთაველზე მოაჯირების გაკეთება, გაამართლა..

QUOTE
უბრალოდ ნორმალური აღსრულება მოხდება,


თუ აღსრულება უფრო ძვირი დაგიჯდა, ვიდრე გამოგვა, საბიუჯეტო ხარჯებში ვერ დაიწყებ მტკიცებას იმ საეჭვო შედეგზე, რომ ხალხს რაღაცას გადაჩვევ და კულტურის დონის გასაზრდელად იხარჯება ფული..

ერთი სიტყვით, რაც მეტად გადავალთ უნაღდო და ვირტუალურ სისტემაზე, მით მეტად დასწრაფდება და გაადვილდება ყველაფერი და ხურდები კაი ხნის ამოსაღებია ცხოვრებიდან და ნაღდ ფულსაც უნდა გადავეჩვიოთ ნელ-ნელა smile.gif

ცარცის ქაღალდი და ამხელა შკაფი სალაროებიც აღარ იქნება საჭირო. სალაროს დასაცლელად რიგში დგომა, ხურდის თვლაზე დაკარგული დრო, სალარო გაფუჭდა, ბილეთი ჩაიხვია, ლენტი გათავდა, კაი რა..

Posted by: Accident 29 Dec 2016, 17:56
aloha__
QUOTE
არ ექნებათ სისტემის საშუალებით, ნაგვის დაგდების შესაძლებლობა, არ დააგდებენ..

ჩვენთან ბილეთების სისტემა არ ყოფილა პრობლემა, ბილეთები შედეგია, იმის, რომ სახელმწიფოებრივი აზროვნება არ გვქონდა, ისტორიის მანძილზე.
ეს კი, მხოლოდ შეგნების ჩამოყალიბებით მოგვარდება
დანაგვიანების პრობლემა, აქამდეც იყო და არის.....


QUOTE
თუ აღსრულება უფრო ძვირი დაგიჯდა, ვიდრე გამოგვა

არაფერი ძვირი ეგ არ დაჯდება, სხვა თემაშიც მიხსენეს და ძალიან თითიდან გამოწოვილი მიზეზია.
რომც იყოს, უკანონობით, შეუგნებლობით და დანაგვიანებით, მაინც იმხელა ხარჯი ადგება ქვეყანას, რომ ღირს ინვესტირება მაგ შეგნების ჩამოყალიბებაში, რომ მომავალში ეს ხარჯები შემცირდეს. შესაბამისად, ეგ თანხის ამოღება არ იქნება პრობლემა...

ასევე, უამრავი სისტემა არსობობს, როცა თავად თანამოქალაქეების დახმარებით ხდება დამნაშავის პოვნა.
გერმანიაში და ნორმალურ ქვვეყნებში ჩვეულებრივი მოვლენაა, აქ რომ "ბოზობით" და "ჩაშვებით" ხდება ##ური გაპრავება....

აბა გადააგდე იქ ქუჩაში ნაგავი, მაშინ ვინმე გადარეკავს ჯარიმასაც აგარტყამენ. საზოგადოების სწორი ინფორმირებით და დაჯილდოების სისტემით, ესეც ადვილი დასანერგი იქნება, თან სხვა უკანონობების აღკვეთაშიც გამოდგება....


QUOTE
ერთი სიტყვით, რაც მეტად გადავალთ უნაღდო და ვირტუალურ სისტემაზე, მით მეტად დასწრაფდება და გაადვილდება ყველაფერი და ხურდები კაი ხნის ამოსაღებია ცხოვრებიდან და ნაღდ ფულსაც უნდა გადავეჩვიოთ ნელ-ნელა

ხოდა როცა გადავეჩვევეით და მოთოხვნა არ იქნება, მერე გადავიდეთ.
მეტროში მაშინ აკრძალეს როცა, ყველა ხურდით მოძრაობდა. ეს კიდევ არის უტვინობა.


QUOTE
ცარცის ქაღალდი და ამხელა შკაფი სალაროებიც აღარ იქნება საჭირო. სალაროს დასაცლელად რიგში დგომა, ხურდის თვლაზე დაკარგული დრო, სალარო გაფუჭდა, ბილეთი ჩაიხვია, ლენტი გათავდა, კაი რა..

ცარცი და ბილეთი რა შუაშია, ეგ სალარო მარტო ხურდების ხომ არაა, ბარათებისაცაა.
ბილეთი კი, საჭიროებისამებრ, სხვა ქვეყნებშიც გამოიყენება, დაწერა ზემოთ ვატმანმა, რომ პრაღასა და ბუდაპეშტში, საერთოთ ქაღალდით მოძრაობ.......

ასე, რომ ხურდის აკრძალვა, არ ნიშნავს ბილეთის აკრძალვას და ძაან ინოვატორებიც ნუ გამოვალთ, რა ეს გასაცოდავებული ქვეყანა, ბევრი სხვა პრობლემა რომ გვაქვს, ცარცზე მეტად სადარდებელი......

Posted by: Giorgijee 29 Dec 2016, 18:04
ავტობუსების მარშუტების გვერდი გათიშულია? http://transit.ttc.com.ge/

Posted by: vatman 30 Dec 2016, 10:02
სანამ აქ გადახდის სისტემაზე ვმსჯელობთ, კიდევ ჩამოვიდა ახალი პარტია.
მგონი უკვე არა თუ N51-ს და N37 ეყოფა, კიდევ რამე ერთი ხაზი დაკომპლექტდება მაგ ავტობუსებით

Posted by: TramwayMan 30 Dec 2016, 14:52
vatman
რამდენია ჩამოსული მგონი 35.

Posted by: MAST_WEB 30 Dec 2016, 16:48
2 დღის წინ ბათუმში ჩამიარა შეფუთულმა მანმა, თბილისისკენ მოდიოდა, ვერც მოვასწარი კარგად დაკვირვება, ეს მანები ეგრე მოყავთ თუ მე რამე სხვა ვნახე? smile.gif

Posted by: vatman 30 Dec 2016, 17:52
TramwayMan
QUOTE
რამდენია ჩამოსული მგონი 35.

ნაწილი მგონი უკვე გლდანშ დგას, თეგეტაში რაც ვნახე, ნაწილი დგას გვერდითა ტერიტორიაზე, ნაწილი ეზოში.

Posted by: gray*wolf 30 Dec 2016, 23:11
QUOTE (illmatic @ 27 Dec 2016, 13:04 )



gray*wolf
QUOTE
რაღაც ძალიან უაზროა რა ბარათების შემოწმება , მაგას ჯობია ისევ ქაღალდ გაძლებდეს სალაროს აპარატი

პრობლემის რაღაც ნაწილი მოგვარდება - ბილეთი დავკარგე, დავკუჭე და აღარ ჩანს კარგად, დავაფიქსირე, მაგრამ ბილეთი არ მომცა ქაღალდის არ ქონის გამო და ა.შ აღარ იქნება.

თან მხოლოს ბარათითაა შესაძლებელი მგზავრობა, როგორც მეტროშია. 'ლარიანი მაქვს და დამიშალეთ' აღარ გვექნება

ასევე აპარატი ზომაში პატარაა, შესამაბისად სამივე ადგილას დამონტაჟდება და ბარათის გადაწოდება არ მოგიწევს.

რეალურად, ის არ არის პრობლემა (გრძელვადიანი), რომ ხურდა ფულით ვეღარ იმგზავრებ. როცა იცი, რომ მხოლოდ ბარათით შეგიძლია მგზავრობა, მომზადებული იქნები და ბარათზე თანხა გექნება

კონტროლიორს რომ მივაწოდო ბარათი და იმან დამიკარგოს ან შეეშალოს და შეცდომით და გაუგებრობით სხვისი ბარათი მომცეს მერე მე რა ვქნა ?

ბარათის დაკარგვას ბილეთის დაკარგვა არ ჯობია ? smile.gif

Posted by: rati nwt 31 Dec 2016, 02:04



ვინც იცით ხვალ ღამის 137 ივლის?

საახალწლო 137

Posted by: Accident 31 Dec 2016, 02:15
საახალწლოდ, მეტროსაც დიდხანს ამუშავებენ ხოლმე და ისედაც ღამის ავტობუსი, რატომ არ იქნება

Posted by: vatman 1 Jan 2017, 20:33
N51-ზე მგონი დრეს სიგიჟეა, რამდენიმე ავტობუსი რაც შემხვდა ტტც-ს ხალხი დაყვებოდა, ყველა ავტობუსი არ ჩანდა გაჩერებების დაფებზე და არც აპლიკაციაში. საღამოს კი გლდანში მე-3 მიკროსთან ერთ-ერთი იდგა და პატრული იყო მოსული. ან ვიღაც დაეჯახა ან რამე მოხდა შიგნით...

ამ მანების გამო შეავიწროს გამყოფი კუნძული ბელიაშვილიდან ლუბლიანაზე შესახვევში. და ლუბლიანაზე მშვენივრად ეტევა, მთავარია GA#$%$## ული მძღოლები არ შეუშალონ ხელი

გამონთავისუფლებული დიდი ბოგდანები N95-ზე გადაუყვანიათ დღეს...
ვარკეთილ/ფონიჭალას/ვაზისუბანს აშკარად რაღაცა მიზეზით ერჩიან

TramwayMan
შენ რამე იცი დიდ ბოგდანებს აფრიკაში გადასცემენ?

ხო კიდევ რამდენიმე რამ ახალ მანებზე smile.gif
ახალი სკამები უფრო მომეწონა ვიდრე წინა პარტიაზე.
ქაღალდის აპარატი მხოლოდ ერთია, საინტერესოა ახალ სისტემაზე როდის აპირებენ გადასვლას.
გათბობის სისტემა down1.gif : ერთი განლაგებულია უკანა გალიორკასთან ფეხებში და ძალიან ათბობს ფეხსაცმელს ვინც ზის ფანჯარასთან, ანალოგიურად ფეხზე დასადგომი მოედანზე განლაგებულია ფეხებთან. ბოგდანზე უფრო უკეთესად არის რეალიზებული.
უკანა გალიორკის ბოლო წინა რიგში თუ ზიხარ ფანჯარასთან და ხარ 1.80-ზე მარალი, დიდი ალბათობით შეგიძლია ჭერს მიარტყა რამე ორმოზე.
ხო, შიდა მაშრუტის მაჩვენებელი ისევ ცარიელია smile.gif

Posted by: TramwayMan 1 Jan 2017, 21:11
vatman
QUOTE
გამონთავისუფლებული დიდი ბოგდანები N95-ზე გადაუყვანიათ დღეს...


და 15 ნომერზე.


QUOTE
შენ რამე იცი დიდ ბოგდანებს აფრიკაში გადასცემენ?

არ ვიცი.


Posted by: vatman 1 Jan 2017, 21:18
TramwayMan
QUOTE
და 15 ნომერზე.

Внезапно.... eek.gif

მგონი თბილისის იქითა მხარემ მართლა რამე დაუშავა.... biggrin.gif

Posted by: Marshmallo 1 Jan 2017, 21:25
QUOTE (vatman @ 1 Jan 2017, 20:33 )
N51-ზე მგონი დრეს სიგიჟეა, რამდენიმე ავტობუსი რაც შემხვდა ტტც-ს ხალხი დაყვებოდა, ყველა ავტობუსი არ ჩანდა გაჩერებების დაფებზე და არც აპლიკაციაში. საღამოს კი გლდანში მე-3 მიკროსთან ერთ-ერთი იდგა და პატრული იყო მოსული. ან ვიღაც დაეჯახა ან რამე მოხდა შიგნით...

ეჰ მიხაროდა მეთქი რამე კარგი იქნება თქო და ეხა ეს..

Posted by: Accident 2 Jan 2017, 03:15
vatman
TramwayMan

დღეს, საერთოდ ისეთი ვნახე, თვალებს ვერ ვუჯერებდი drug.gif

შუა დღეზე, ფანჯარაში ვიყურებოდი, ცხოვრებაზე დაფიქრებული, რომ რაღაც ავტობუსმა ჩაიარა.
ყურადღება არ მიმიქცევია, მაგრამ სანამ ხილვადობის არედან გავიდოდა, თვალში მომხვდა მაგის განათებული აბრა - N85

WTF

რატომაც გამიკვირდა და რასაც ბოლოს თვალი მოვკარი იყო ის, რომ
1. პატარა, არ იყო.
2. საერთოდ, ბოგდანი არ იყო, რადგან ფართო და შუშის კარები ჰქონდა, როგორც მანებს, თუმცა, განსხვავებული, ორმაგი სახელურებით
3. მაგრამ ლურჯიც არ იყო - ყვითელი იყო.


მოკლედ, ვერაფერს მივხვდი, სანამ მეორემ არ გამოიარა (დაველოდე სპეციალურად, რაღა თქმა უნდა).
და მანდ უკვე ვნახე, რომ წინ რგოლში ჩასმული სამწვერიანი ემბლემა ჰქონდა, უკვე, ეგ ფერიც, გასაგები იყო.....


იდო აქ, ამ როტაციის შესახებ ინფო და მე გამომრჩა, თუ ასე ჩუმად გააკეთეს?
ამდენი ავტობუსი გვაჩუქეს თურქებმა, რომ ზედმეტი ჰქონდათ და აქ გამოუშვეს, თუ 37-ზე უკვე მან გაუშვეს, რომელიც დღედაღამ მოძრაობს და მაგიტომ გამოუნთავისუფლდათ?

ეს ყვითლად გადაღებვა, რომ გვიკვირდა წინა გვერდებზე, პრინციპში გასაგებია, ალბათ, მაშინ უკვე გადაწყვეტილი ჰქონდათ, რომ აქ უშვებდნენ და ბარემ, ბოგდანებთან შესაბამისობაში მოიყვანეს, სულ სხვადასხვა ფერის პარკი რომ არ იყოს, ქუთაისის მსგავსად........

Posted by: vatman 2 Jan 2017, 11:11
Accident
QUOTE
იდო აქ, ამ როტაციის შესახებ ინფო და მე გამომრჩა, თუ ასე ჩუმად გააკეთეს?

რო დიდი უნდა ყოფილიყო, ამაზე მოსაზრებები დაიწერა...
QUOTE
ამდენი ავტობუსი გვაჩუქეს თურქებმა, რომ ზედმეტი ჰქონდათ და აქ გამოუშვეს, თუ 37-ზე უკვე მან გაუშვეს, რომელიც დღედაღამ მოძრაობს და მაგიტომ გამოუნთავისუფლდათ?

ტტც-ს გვერდზე რამის 137 აღარ ჩანს და ჩვეულებრივ 37-ს ჩვეულებრივი გრაფიკი აქვს მხოლოდ... ნუთუ გააუქმეს რამის რეისები. ისე 37-სთვის საკმარისი ავტობუსები ჩამოსული კი არის.

მე მიკვირს 95-ზე რატო გადაიყვანეს დიდი ბოგდანი და არა 86-ზე...

Posted by: Marshmallo 2 Jan 2017, 12:11
QUOTE (vatman @ 2 Jan 2017, 11:11 )
Accident
QUOTE
იდო აქ, ამ როტაციის შესახებ ინფო და მე გამომრჩა, თუ ასე ჩუმად გააკეთეს?

რო დიდი უნდა ყოფილიყო, ამაზე მოსაზრებები დაიწერა...
QUOTE
ამდენი ავტობუსი გვაჩუქეს თურქებმა, რომ ზედმეტი ჰქონდათ და აქ გამოუშვეს, თუ 37-ზე უკვე მან გაუშვეს, რომელიც დღედაღამ მოძრაობს და მაგიტომ გამოუნთავისუფლდათ?

ტტც-ს გვერდზე რამის 137 აღარ ჩანს და ჩვეულებრივ 37-ს ჩვეულებრივი გრაფიკი აქვს მხოლოდ... ნუთუ გააუქმეს რამის რეისები. ისე 37-სთვის საკმარისი ავტობუსები ჩამოსული კი არის.

მე მიკვირს 95-ზე რატო გადაიყვანეს დიდი ბოგდანი და არა 86-ზე...

#TTCარეულობა2K17

Posted by: Accident 2 Jan 2017, 15:55
vatman
QUOTE
რო დიდი უნდა ყოფილიყო, ამაზე მოსაზრებები დაიწერა...

კი, თუმცა ვერ ვხვდები, თავად კომპანიაში რატომ ჰგონიათ რომ ეგ სიტუაციას გაასწორებს

პრობლემა, არა ავტობუსის ტევადობა, არამედ დარღვეული ინტერვალია.
ამით რა უნდა შეიცვალოს, უბრალოდ, დიდი ავტობუსები იხრიგინებს ცარიელი


QUOTE
ტტც-ს გვერდზე რამის 137 აღარ ჩანს და ჩვეულებრივ 37-ს ჩვეულებრივი გრაფიკი აქვს მხოლოდ...

ისე, დაწერეს წინა გვერდზე, გათიშულიაო საიტი და მაშინ შეცვალეს, ალბათ.

QUOTE
ნუთუ გააუქმეს რამის რეისები

შეიძლება, მაგრამ საბოლოოდ გააუქმეს თუ სანამ man-ებს გაუშვებენ, ეგაა გასარკვევი.

ახალი წლიდან, 51-ზე გაუშვეს და 37 ჯერ არ იქნება.

არ იყო საკმარისი მოთხოვნა აეროპორტზე თუ რატომ იჩქარეს მერსედესების 85-ზე გადმოყვანა?

Posted by: illmatic 2 Jan 2017, 21:39
ისე, ცოდოა ახალი ავტობუსები 37 ნომერზე, კახეთის გზატკეცილზე ავტობუსის ზოლი ორმოებითაა სავსე

Posted by: rati nwt 2 Jan 2017, 21:58

137 ს იმედია არ გააუქმებენ.


ღამით მითუმეტეს არაა საჭირო დიდი ავტობის, დაჟე ძველი ბოგდანები დატოვონ ოღონდ რეისი არ გაუქმდეს. დიდ მერსედესებზე გაცილებით ნაკლებს დაწვავს

Posted by: LEOwish 2 Jan 2017, 22:07
illmatic
ნამდვილად, ძალიან ცუდ მდგომარეობაშია გზის ეგ მონაკვეთი, ზოგგან საერთოდ ჭის სახურავებიც აკლია.

Posted by: Marshmallo 2 Jan 2017, 22:17
QUOTE (rati nwt @ 2 Jan 2017, 21:58 )
137 ს იმედია არ გააუქმებენ.


ღამით მითუმეტეს არაა საჭირო დიდი ავტობის, დაჟე ძველი ბოგდანები დატოვონ ოღონდ რეისი არ გაუქმდეს. დიდ მერსედესებზე გაცილებით ნაკლებს დაწვავს

თბილისის აეროპორტში ღამით უფრო მეტი რეისი არის ვიდრე დღისით.. პატარა ბოგდანები ღამითაც ცუდია, ტურისტებმა კარგი რამე ხო უნდა ნახონ..

Posted by: TramwayMan 2 Jan 2017, 22:17
Accident
vatman
მეც ვიხილე დღეს 85 biggrin.gif ორი იდგა გეპეისთან რატომღაც და მერე საითითაოდ წავიდნენ მარშრუტზე.

Posted by: AUTOCRAT 2 Jan 2017, 22:29
QUOTE
კახეთის გზატკეცილზე ავტობუსის ზოლი ორმოებითაა სავსე

+1
მანდ ბოგდანი თან ტელეფონზე ეკიდა და თან გაზაობდა და ისეთ სერიოზულ ორმოში შევარდა რო ხალხი რამდენიმე წამი თავისუფალ ვარდნაში იყო biggrin.gif მდგომებმა ჭერში დავერჭეთ თავით
იქ უნდა ყოფილიყავით up.gif

Posted by: rati nwt 2 Jan 2017, 22:37
QUOTE (TramwayMan @ 2 Jan 2017, 22:17 )
Accident
vatman
მეც ვიხილე დღეს 85 biggrin.gif ორი იდგა გეპეისთან რატომღაც და მერე საითითაოდ წავიდნენ მარშრუტზე.


85 ით ერთი მომენტი ინტენსიურად ვმგზავრობდი. პიკისაათისას როცა გეჩქარება გინდა მალე მოვიდეს.

და 85-ის ფენომენი დღემდე ამოუცნობია - ელოდები, ელოდები შეიძლება დიდი დრო არ მოვიდეს და მერე ერთად მოვიდეს. თურმეე ასეთი განრიგია ჩერდებიან და ორივე ერთად მოდის.

შუალედში ხალხი ელოდება 1 იტენება. რამდენიმე წამში მეორეც მოდის და მეორე ცარიელია. ამ გრაფიკის ჩანაფიქრი, საიდუმლო ამოუცნობია ჯერ.

Posted by: Accident 2 Jan 2017, 22:46
მანდ ორმოებია და აქ კიდევ ვარაზისხევია, თავისუფლებაა, მარჯანიშვილია და ა.შ.
ქართველების მიერ დაგებულ ქვაფენილზე უარესი, რაღა უნდა დაემართოს ავტობუსს....

ისე, კი მაგას ტურისტებთან თავისმოსაწონებლად უშვებენ და ბოგდანი ნაკლებ სავარაუდოა.
თან, რადგან საერთოდ ამოიღეს 137 საიტიდან, ან აუქმებენ, ან 37-ს უპირებენ სადღეღამისოდ გადაკეთებას, აბა ისე, საიტის ცვლილებაზე, ვინ მოიკლავდა თავს....




rati nwt
არაფერი განრიგი არაა, უბრალოდ ხშირად იჭედება პავლოვი-პეკინის გასასვლელი, ან გმირთა მოედანი-ვარაზისხევი,
ვაკეში თუ ავარიაა, საერთოდ ყველაფერი ჩერდება, ხოდა ერთმანეთს ეწევიან და ხაზზე გამოსული 5-ივე ავტობუსი, ფორმულად 1-ის მსგავსად ერთად გონკაობენ წრეზე.

ვითომ უკავშირდებიან ხოლმე მძღოლები ერთმანეთს, მაგრამ ან ერთი აგვიანებს, ან მეორე მიდის სწრაფად და მაინც არ გამოსდით ინტერვალის დაცვა.
ერთმანეთის გინებაში არიან ხოლმე, რომ ხვდებიან.
ან მძღოლებმა, რა უნდა გააკეთონ, ეს GPS ხომ აქვთ დამონტაჟებული და დისპეჩერით კონტროლი, რაღა პრობლემა უნდა იყოს, ვერ ვხვდები...
უბრალოდ, ფეხებზე კიდიათ რა....

Posted by: rati nwt 2 Jan 2017, 22:51
Accident
კი მესმის რომ ამ წრიულ მარშუტზე ერთმანეთს ეწევიან. მაგრამ რამდენჯერმე მაღლა ერთად იყვნენ გაჩერებულები რამდენიმე წუთი და შემდეგ ერთად დაიძრნენ. ეს გამიკვირდა

Posted by: Accident 2 Jan 2017, 23:30
rati nwt
ერთმანეთს არ ასწრებენ ეტყობა.

მაგათ ხომ კიდიათ მგზავრების გადანაწილება, ფულს მაგაში არ იღებენ.

აი, მარშრუტკებს არ ჰკიდიათ, განსაკუთრებით აღდგომებზე და მასეთ დღეებში, თავად რომ უკეთებენ ორგანიზებას რეისებს.
ეგენი, ზუსტად ინარჩუნებენ ინტერვალს, რომ მგზავრები გადაინაწილონ.


აქ კიდევ, მაგალითად, პირველი თუ ჩამორჩება თავის დროს ნახევარი საათით, უკან მდგომი აღარ მიდის წინ, ელოდება ამას და მერე მიყვება.
მაგით, ალბათ, ცდილობენ, რომ უბრალოდ, თანმიმდევრობაც არ აურიონ.

Posted by: Ben_Joyce 2 Jan 2017, 23:54
საიტზე 16 ნომერი ავტობუსიც არ ჩანს უკვე აგვისტოს შემდეგ. ავტობუსი საერთოდ არ ჩანს და რუკაზეც მხოლოდ ერთი მიმართულებით იხაზება მარშრუტის ლურჯი ზოლი. მივწერე რამდენჯერმე გასასწორებელი მეთქი და არ ასწორებენ. ასევე ტაბლოებზეც არ ჩანს და ასევე განრიგიც შეცდომით წერია.

Posted by: vatman 3 Jan 2017, 10:29
Accident
QUOTE
არაფერი განრიგი არაა, უბრალოდ ხშირად იჭედება პავლოვი-პეკინის გასასვლელი, ან გმირთა მოედანი-ვარაზისხევი,
ვაკეში თუ ავარიაა, საერთოდ ყველაფერი ჩერდება, ხოდა ერთმანეთს ეწევიან და ხაზზე გამოსული 5-ივე ავტობუსი, ფორმულად 1-ის მსგავსად ერთად გონკაობენ წრეზე.

ვითომ უკავშირდებიან ხოლმე მძღოლები ერთმანეთს, მაგრამ ან ერთი აგვიანებს, ან მეორე მიდის სწრაფად და მაინც არ გამოსდით ინტერვალის დაცვა.
ერთმანეთის გინებაში არიან ხოლმე, რომ ხვდებიან.

ისე შესვენების საქმე მაგ ხაზზე როგორაა.....
ნუ 1 ავტობუსი სადღაც დაახლოებით ერთი საათი კი უნდა ისვენებდეს

Posted by: shevardeni20 3 Jan 2017, 12:58
ეგ 85 ძაან მაგარი მარშრუტია biggrin.gif

2-3 ავტობუსი დადის ყოველთვის ერთად

წინა ყოველთვის სავსეა უკან ცარიელი მოყვება და მშვენივრად ვმგზავრობ biggrin.gif

Posted by: Accident 3 Jan 2017, 15:20
vatman
QUOTE
ავტობუსი სადღაც დაახლოებით ერთი საათი კი უნდა ისვენებდეს

არა მგონია ავტობუსი ისვენებდეს, უბრალოდ, ცოტა ხანი ჩერდება გეპეისთან.

მძღოლები კი ალბათ, ისვენებენ. ერთმანეთს ენაცვლებიან ხოლმე იპოდრომთან, ადრე პავლოვზე აკეთებდნენ იგივეს.




Posted by: vatman 3 Jan 2017, 15:42
Accident
QUOTE
მძღოლები კი ალბათ, ისვენებენ. ერთმანეთს ენაცვლებიან ხოლმე იპოდრომთან, ადრე პავლოვზე აკეთებდნენ იგივეს.

თბილისში თუ იცვლებოდნენ მძღოლები ავტობუსზე პირველად გავიგე.
მე ვიცოდი ერთი მძღოლი ერთ ავტობუსზე მთელი დღე მუშაობს...

Posted by: Accident 3 Jan 2017, 15:49
vatman
ეტყობა იმიტომ, რომ ეს წრიულია, ისე, რომ ბოლო გაჩერებაც კი არ აქვს, შუა პეკინზე, ერთ-ერთ გაჩერებაზე, ყოვნდებიან უბრალოდ.
გეპეის ტუალეტში ხომ არ შევლენ.

დანარჩენებს, მაინც მეტი დრო აქვთ შესვენებისთვის და შუა ქუჩაში არ ჩერდებიან....


Posted by: Kebo 3 Jan 2017, 16:07
დიღმიდან საბურთალოზე ავტობუსით მოხვედრა რო გააადვილონ კარგი იქნება

ერთი 24 დადის და ისიც გადაძეძგილია

ან ახვალ ან ვერა


რამე რეისი დანიშნონ დიღმის საავადმყოფოებიდან ვაჟამდე
ან პეკინამდე ან რავიცი

მთავარია საბურთალოს მიაღწიოს

Posted by: Accident 3 Jan 2017, 16:11
QUOTE
ერთი 24 დადის და ისიც გადაძეძგილია

და მერე ისიც გადაძეძგილი იქნება და რა მნიშვნელობა აქვს.

ნომერის დანიშნვას, მოაწესრიგონ ინტევალი, თუ არ გამოდის, მაშინ bus lane

ისე, 14 ნომერიც ხომ დადის, რაღაც მაგ ადგილებიდან.

Posted by: shuqri-var-kiparoidze 3 Jan 2017, 17:05
ახალი ავტობუსები გაუშვეს 51 ნომერ ხაზზე up.gif


გილოცავთ კონტროლიორცი bis.gif

Posted by: shevardeni20 3 Jan 2017, 17:18
QUOTE (Accident @ 3 Jan 2017, 15:20 )
მძღოლები კი ალბათ, ისვენებენ. ერთმანეთს ენაცვლებიან ხოლმე იპოდრომთან, ადრე პავლოვზე აკეთებდნენ იგივეს.

კი
11 საათიდან ემატება ერთი მძღოლი და მორიგეობით ისვენებს ყველა

Posted by: Marshmallo 3 Jan 2017, 17:33
QUOTE (shuqri-var-kiparoidze @ 3 Jan 2017, 17:05 )
ახალი ავტობუსები გაუშვეს 51 ნომერ ხაზზე up.gif


გილოცავთ კონტროლიორცი bis.gif

ხო არ გვატყუებ?

Posted by: rati nwt 3 Jan 2017, 17:38
QUOTE (AUTOCRAT @ 2 Jan 2017, 22:29 )
QUOTE
კახეთის გზატკეცილზე ავტობუსის ზოლი ორმოებითაა სავსე

+1
მანდ ბოგდანი თან ტელეფონზე ეკიდა და თან გაზაობდა და ისეთ სერიოზულ ორმოში შევარდა რო ხალხი რამდენიმე წამი თავისუფალ ვარდნაში იყო biggrin.gif მდგომებმა ჭერში დავერჭეთ თავით
იქ უნდა ყოფილიყავით up.gif


მომენატრება ჰაერში რომ ავარდები წამებით.. მოწყდება სკამს ყველა მგზავრი და ეცემა მერე ისევ. ასეთი განცდა არ მოაქვს ატრაქციონებს.


ახალი 37 როდისო

Posted by: Accident 3 Jan 2017, 18:54
და მოსატყუებელი რა არის, როცა ჩამოიყვანეს, მაშინვე თქვეს, იანვრიდან გაეშვებაო N51-ზეო
37 კი იანვრის ბოლოსო.

http://netgazeti.ge/news/162721/
Man-ის ფირმის ავტობუსები იანვრიდან თბილისის N51 მარშრუტზეც იმუშავებს
19.12.2016

Man-ის ფირმის 15 ახალი ავტობუსი იანვრიდან N51 ხაზზე მომუშავე ავტობუსებს ჩაანაცვლებს. ავტობუსები თბილისში, გლდანიდან დიღმის მასივის, დიდუბის საბურთალოსა და ვაკის გავლით სტუდქალაქამდე იმოძრავებს. იანვრის ბოლოდან კი დედაქალაქში ამავე მარკის კიდევ 10 ავტობუსი ჩამოვა, რომლებიც “ბოგდანის” ფირმის ავტობუსების ნაცვლად N37 მარშრუტზე, სადგურის მოედნიდან აეროპორტის მიმართულებით იმოძრავებს.

მთლიანობაში, აპრილიდან თბილისში Man-ის ფირმის 143 ავტობუსი იმოძრავებს, რომლებიც ჩაანაცვლებს არსებულ ყვითელ ავტობუსებს. მას შემდეგ კი, რაც “ბოგდანის” ფირმის ავტობუსებს ტექნიკური შემოწმება და რემონტი ჩაუტარდება, ისინი იმ მარშრუტებს დაემატება, რომლებზეც ავტობუსების განსაკუთრებით მწვავე ნაკლებობაა.





http://1tv.ge/ge/news/view/146305.html
ახალი, ლურჯი ავტობუსები N51 მარშრუტზე უკვე დადის
გამოქვეყნებულია 2017-01-01 21:22:00



თბილისის მერიის ინფორმაციით, ახალი, ლურჯი ავტობუსები N51 მარშრუტზე პირველად გავიდა.

მერიაში აცხადებენ, რომ ეკოლოგიური, შშმ პირებზე ადაპტირებული და კომფორტული ავტობუსები გლდანულას დასახლებიდან, გლდანის, დიღმის მასივის, დიდუბის, საბურთალოსა და ვაკის გავლით ბაგების სტუდქალაქამდე იმოძრავებს. შენარჩუნებულია მგზავრობის სტანდარტული ტარიფი - 50 თეთრი და მერიის მიერ დაწესებული შეღავათები.

„ახალი წლიდან სიახლე შეეხება N15 და N95 მარშრუტებსაც, აღნიშნულ ხაზებზე პატარა ავტობუსების ნაცვლად დიდი ყვითელი ავტობუსები იმოძრავებენ. გერმანული ავტობუსებით „ბოგდანების“ მორიგი ჩანაცვლება იანვრის ბოლოს - N37 მარშრუტზე მოხდება.



Posted by: Marshmallo 3 Jan 2017, 19:28
QUOTE (Accident @ 3 Jan 2017, 18:54 )
და მოსატყუებელი რა არის, როცა ჩამოიყვანეს, მაშინვე თქვეს, იანვრიდან გაეშვებაო N51-ზეო
37 კი იანვრის ბოლოსო.

http://netgazeti.ge/news/162721/
Man-ის ფირმის ავტობუსები იანვრიდან თბილისის N51 მარშრუტზეც იმუშავებს
19.12.2016

Man-ის ფირმის  15 ახალი ავტობუსი იანვრიდან N51 ხაზზე მომუშავე ავტობუსებს ჩაანაცვლებს. ავტობუსები თბილისში, გლდანიდან დიღმის მასივის, დიდუბის საბურთალოსა და ვაკის გავლით სტუდქალაქამდე იმოძრავებს. იანვრის ბოლოდან კი დედაქალაქში ამავე მარკის კიდევ 10 ავტობუსი ჩამოვა, რომლებიც “ბოგდანის” ფირმის ავტობუსების ნაცვლად N37 მარშრუტზე, სადგურის მოედნიდან აეროპორტის მიმართულებით იმოძრავებს.

მთლიანობაში, აპრილიდან თბილისში Man-ის ფირმის 143 ავტობუსი იმოძრავებს, რომლებიც  ჩაანაცვლებს არსებულ ყვითელ ავტობუსებს. მას შემდეგ კი, რაც “ბოგდანის” ფირმის ავტობუსებს ტექნიკური შემოწმება და რემონტი ჩაუტარდება, ისინი იმ მარშრუტებს დაემატება, რომლებზეც ავტობუსების განსაკუთრებით მწვავე ნაკლებობაა.





http://1tv.ge/ge/news/view/146305.html
ახალი, ლურჯი ავტობუსები N51 მარშრუტზე უკვე დადის
გამოქვეყნებულია 2017-01-01 21:22:00



თბილისის მერიის ინფორმაციით, ახალი, ლურჯი ავტობუსები N51 მარშრუტზე პირველად გავიდა.

მერიაში აცხადებენ, რომ ეკოლოგიური, შშმ პირებზე ადაპტირებული და კომფორტული ავტობუსები გლდანულას დასახლებიდან, გლდანის, დიღმის მასივის, დიდუბის, საბურთალოსა და ვაკის გავლით ბაგების სტუდქალაქამდე იმოძრავებს. შენარჩუნებულია მგზავრობის სტანდარტული ტარიფი - 50 თეთრი და მერიის მიერ დაწესებული შეღავათები.

„ახალი წლიდან სიახლე შეეხება N15 და N95 მარშრუტებსაც, აღნიშნულ ხაზებზე პატარა ავტობუსების ნაცვლად დიდი ყვითელი ავტობუსები იმოძრავებენ. გერმანული ავტობუსებით „ბოგდანების“ მორიგი ჩანაცვლება იანვრის ბოლოს - N37 მარშრუტზე მოხდება.

ისა... სარკაზმით ვთქვი..

Posted by: illmatic 3 Jan 2017, 22:39
QUOTE
Man-ის ფირმის 15 ახალი ავტობუსი იანვრიდან N51 ხაზზე მომუშავე ავტობუსებს ჩაანაცვლებს. ავტობუსები თბილისში, გლდანიდან დიღმის მასივის, დიდუბის საბურთალოსა და ვაკის გავლით სტუდქალაქამდე იმოძრავებს.

მარშრუტიც გაუზრდიათ up.gif

Posted by: TramwayMan 3 Jan 2017, 23:35
illmatic
QUOTE
მარშრუტიც გაუზრდიათ

კაი ხანია გაზარდეს.

Posted by: Accident 3 Jan 2017, 23:36
illmatic
და აქამდეც მასე არ იყო

Posted by: Kotola 3 Jan 2017, 23:55
QUOTE
და აქამდეც მასე არ იყო

კუს ტბის ასახვევამდე მიდიოდა, ბაგებში არა

Posted by: TramwayMan 3 Jan 2017, 23:58
Kotola
დიდი ხანია დააგრძელეს. მაშინ დააგრძელეს 60 ნომერი და 111 ნომერიც.

Posted by: illmatic 4 Jan 2017, 00:37
არ ვიცოდი
არასდროს შემიმჩნევია ბაგებში, რატომღაც ვაკის სასაფლაოებთან მდგარი ავტობუსები მახსოვდა 51 ნომერი

Posted by: vatman 4 Jan 2017, 09:55
illmatic
QUOTE
არ ვიცოდი
არასდროს შემიმჩნევია ბაგებში, რატომღაც ვაკის სასაფლაოებთან მდგარი ავტობუსები მახსოვდა 51 ნომერი

ივლისიდან მასეა უკვე

Accident
მოკლედ ახალი გადახდის სისტემის გაკონტროლების პასუხიც მივიღე...
კონტროლიორები ეხლა აპარატით დადიან და მთავარია მაგ ავტობუსში გატარებული გქონდეს. ეხლა ეგეთი პასუხი, როგორც ბილეთი დავკარგე ვერ გაქაჩავს
smile.gif

Posted by: zakro 4 Jan 2017, 15:11
vatman
QUOTE
კონტროლიორები ეხლა აპარატით დადიან და მთავარია მაგ ავტობუსში გატარებული გქონდეს. ეხლა ეგეთი პასუხი, როგორც ბილეთი დავკარგე ვერ გაქაჩავს
და მაგით ძველებურ აპარატებზე აღებული ბილეთის შემოწმებაც შეოძლება (თუ მართლა დავკარგე) თუ მარტო ახალ (უბილეთო) აპარატებზე გატარებას აფიქსირებს?

Posted by: Accident 4 Jan 2017, 16:28
vatman
zakro

QUOTE
მოკლედ ახალი გადახდის სისტემის გაკონტროლების პასუხიც მივიღე...
კონტროლიორები ეხლა აპარატით დადიან და მთავარია მაგ ავტობუსში გატარებული გქონდეს. ეხლა ეგეთი პასუხი, როგორც ბილეთი დავკარგე ვერ გაქაჩავს

მაგას ვამბობდი ზუსტად, იმიტომ, რომ ეგ სისტემა დღესაც მოქმედებს, არსებულ ბარათებსა და აპარატზე.


მაგალითად, თუ ავტობუსში ახვალ და აიღებ ბარათით, მგონი 1 საათის განმავლობაში, კიდევ რომ აიღო, ფასდაკლებას არ გაძლევს, ფასიანს მოგცემს.

ხოლო, მოსწავლის, სტუდენტურით ან სოციალურით, საერთოდ ვეღარ აიღებ.

ანუ, აპარატი ხვდება, რომ 1 საათის განმავლობაში, უკვე გამოყენებული გაქვს ბარათი, ამ ავტობუსში


ხოდა, იგივეს გაიმეორებენ, არაფერი ახალი არაა, რასაც ის აპარატი "ხვდებოდა" აქამდე, ახლა უკვე კონტროლიორის ხელში არსებული აპარატიც "მიხვდება".

Posted by: Marshmallo 4 Jan 2017, 23:42
http://imgur.com/b5TrCSr

ვი*ვავ :DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD

Posted by: giomelqa12 6 Jan 2017, 11:38
გუშინ 85 ნომერზეც ახალი ტიპის ავტობუსი იყო, არც მანს გავდა არც ბოგდანს, თან ყვითელი იყო gigi.gif


http://radikal.ru

ეს რა არის? spy.gif

Posted by: ig1988 6 Jan 2017, 11:59
ის აპლიკაცია რომელიც გიჩვენებს ავტობუსი რამდენხანში მოვა, კიდე მუშაობს? და სახელი რაქვია იქნებ მითხრათ

Posted by: vatman 6 Jan 2017, 12:25
ig1988
https://play.google.com/store/apps/details?id=ge.com.ttc.transit&hl=en

იფიციალური ესაა.
მე ვიყენებ ხშირად.

Posted by: Artgeo 6 Jan 2017, 13:28
ig1988
vatman
ეგ ძაან მძიმეა, ეს უფრო მომწონს
https://play.google.com/store/apps/details?id=com.tbilisi.bus&hl=en

Posted by: ORIONI 6 Jan 2017, 17:26
ყვითელი მერსედესები გაიჩითა ვაკეში, მგონი 85 ნომერი იყო. არც ახალი იყო და საშინლადაც იყო შეღებილი :\

Posted by: სალო 6 Jan 2017, 17:31
აეროპორტის ავტობუსები აღარ დადიან ღამე. მგონი ის მერსედესები გადაღებეს ყვითლად და 85 ნომერზე დასვეს

Posted by: Accident 6 Jan 2017, 17:59
giomela12
QUOTE
გუშინ 85 ნომერზეც ახალი ტიპის ავტობუსი იყო, არც მანს გავდა არც ბოგდანს, თან ყვითელი იყო



ORIONI
QUOTE
ყვითელი მერსედესები გაიჩითა ვაკეში, მგონი 85 ნომერი იყო. არც ახალი იყო და საშინლადაც იყო შეღებილი :\



სალო
QUOTE
აეროპორტის ავტობუსები აღარ დადიან ღამე. მგონი ის მერსედესები გადაღებეს ყვითლად და 85 ნომერზე დასვეს




24 დეკემბერი - გვერდი 43
https://forum.ge/?showtopic=34868830&view=findpost&p=49562550

2 იანვარი - გვერდი 46
https://forum.ge/?showtopic=34868830&view=findpost&p=49616572



მოკლედ, ეგეთი სპეციფიკური განყოფილებაა ეს, რთულია სიახლის დადება drug.gif








giomela12



მეც მეწერა მაგაზე, ვერ მოაბეს თავი
https://forum.ge/?showtopic=34873091&view=findpost&p=48975496

აგერ, უცხოეთში რისთვის იყენებენ
QUOTE
სადაც წესით გაჩერებებიც უდნა დაეწეროს.
ასეთი

user posted image



Posted by: rati nwt 6 Jan 2017, 17:59


137 - ან ღამის რაიმე ავტობუსი საერთოდ აღარ იქნება? ვინც იცის.





Posted by: Accident 6 Jan 2017, 18:03
rati nwt
თუ MAN-ის ავტობუსებს გაუშვებენ, 137-ს რაღა აზრი ექნება.

ეგ სხვადასხვა რომ დადიოდა, მაგიტომ დაჭირდათ ახალი ნომერი, თორემ თუ ღამე ისევ მოუნდებათ გაშვება, უბრალოდ, 37-ს გაუშვებენ.

Posted by: giorqy 6 Jan 2017, 20:16
გუშინ კიდე მიიღეს ახალი ავტობუსები, აგრარულ უნივერიტეტთან შემხვდნენ 7-8 ავტობუსი იყო და გამბაჟებულები უკვე

Posted by: giomelqa12 6 Jan 2017, 20:58
Accident

მეც ვიფიქრე რომ თურქების ფეშქაშია-მეთქი, მაგრამ ისინი 37 ნომერზე ვიცოდი ისიც ღამე და ისიც წითლები biggrin.gif

თავიდანვე საინტერესოა რომელმა ჭკვიანმა მოიფიქრა მარტო ღამის საათებში მათი ექპლუატაცია

QUOTE
აგერ, უცხოეთში რისთვის იყენებენ


ავტობუსებმა საქართველოს მოსახლეობას ტექნოლოგიურ განვითარებაში გაგვასწრო cry.gif

Posted by: Marshmallo 6 Jan 2017, 21:06
http://i.imgur.com/Fjccjbp.jpg

მ ო მ კ ა ლ ი თ

Posted by: giomelqa12 6 Jan 2017, 21:22
QUOTE (Marshmallo @ 6 Jan 2017, 21:06 )
http://i.imgur.com/Fjccjbp.jpg

მ ო მ კ ა ლ ი თ

რა არის?

Posted by: Marshmallo 6 Jan 2017, 22:04
QUOTE (giomela12 @ 6 Jan 2017, 21:22 )
QUOTE (Marshmallo @ 6 Jan 2017, 21:06 )
http://i.imgur.com/Fjccjbp.jpg

მ ო მ კ ა ლ ი თ

რა არის?

ქვა.
არადა არის ღილაკი რომელიც თიშავს ან ერთ კარებს ან მეორეს... -_______-

Posted by: da_to 6 Jan 2017, 22:17
რა მაინტერესებს კლიმატრკონტროლი არ აქვთ ჩართული ? ბოლო დღეებია (რაც შედარებით დათბა) 51 ფანჯრებ გაღებული დადის ?

Posted by: Kublicha 6 Jan 2017, 22:20
მერსედესები როგორ შეუღებავთ. მე-3 კლასელი ბავშვის ნატიტყნს გავს.
ბოგდანები უფრო სიმპატიურად გამოიყურება ვიდრე ეგ. facepalm.gif

Posted by: Marshmallo 6 Jan 2017, 22:24
QUOTE (Kublicha @ 6 Jan 2017, 22:20 )
მერსედესები როგორ შეუღებავთ. მე-3 კლასელი ბავშვის ნატიტყნს გავს.
ბოგდანები უფრო სიმპატიურად გამოიყურება ვიდრე ეგ. facepalm.gif

სურათი არ გაქვს? ვერ ვახერხებ ნახვას

Posted by: da_to 6 Jan 2017, 22:24
Kublicha
QUOTE
მე-3 კლასელი ბავშვის ნატიტყნს გავს.


დიდ ბოგდანს შევხედე ამსაწინათ ახლოდან, რეკლამიანად იყო გადაღებილი biggrin.gif მოხსნა დაეზარათ ალბათ facepalm.gif

Posted by: TramwayMan 6 Jan 2017, 22:34
da_to
QUOTE
დიდ ბოგდანს შევხედე ამსაწინათ ახლოდან


Porn Porn Porn Porn Porn Porn

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

მაპატიე ძალიან ვულგარულად გიწერია

Posted by: vatman 7 Jan 2017, 00:01
da_to
QUOTE
რა მაინტერესებს კლიმატრკონტროლი არ აქვთ ჩართული ? ბოლო დღეებია (რაც შედარებით დათბა) 51 ფანჯრებ გაღებული დადის ?

აფრიკაა შიგნით. დილით სამსახურში რო მივყვები კიდევ არაუშავს, საღამოს ძაან ცხელა.
წეღან ლამის კურტკა გავიხადე biggrin.gif

გამორთონ მაინც ეს გათბობა....

Posted by: Kublicha 7 Jan 2017, 00:34
QUOTE
რეკლამიანად იყო გადაღებილი

user posted image

Posted by: AUTOCRAT 7 Jan 2017, 02:21
Accident
QUOTE
ეგ სხვადასხვა რომ დადიოდა, მაგიტომ დაჭირდათ ახალი ნომერი, თორემ თუ ღამე ისევ მოუნდებათ გაშვება, უბრალოდ, 37-ს გაუშვებენ.

წესით ღამის რეისებს ან ინდექსი ემატებათ, ან ნომერი ეცვლებათ ან ორივე ერთად. მაგალითად ბერლინში, დღისით დადის 100-399 ნომრები. მაგრამ ღამით დადიან N1-99 ნომრები, თან N1-10 მარშრუტები მეტროს იმეორებს.

user posted image

Posted by: Accident 7 Jan 2017, 03:24
AUTOCRAT
ხო, ეგეც ლოგიკურია, რადგან მაინც სხვა გრაფიკია და მორიგეობაც ხომ უნდა შეიცვალოს.
ამიტომ, სხვადასხვა რეისად შეიძლება ჩაითვალოს.

ასე, რომ შეიძლება მართლა გააუქმეს.
თან, man-ებით რომ ნდომოდათ ჩანაცვლება, ბარემ მოითმენდნენ და შეინარჩუნებდნენ მერსედესებს და მერე გადაიყვანდნენ სხვაგან.


და მიზეზი რა უნდა იყოს, ვერ ვხვდები. მგზავრები არ ჰყავდათ? თუ რკინიგზასავით, დროები არ ემთხვეოდა?

Posted by: giomelqa12 7 Jan 2017, 13:11
Marshmallo

ღონე ჯობია ხერხსაო ;დ

Posted by: aloha__ 7 Jan 2017, 13:15
QUOTE (Marshmallo @ 6 Jan 2017, 21:06 )
http://i.imgur.com/Fjccjbp.jpg

მ ო მ კ ა ლ ი თ




დედას უტირებენ მალე sad.gif


ტტს-ს დავულინკავ პიემში ფბ-ზე თუ წინააღმდეგი არ ხარ..

Posted by: Marshmallo 7 Jan 2017, 15:07
ის ქვა... აი ძაან შემეცოდს მანი ;-; ამის გამკეთებლის დდ***

Posted by: Accident 7 Jan 2017, 15:39
aloha__
რაღა მალე, ნოემბრის დროინდელი სურათია. პოლემიკაც იყო, ამ თემაში

https://forum.ge/?showtopic=34873091&view=findpost&p=49296674

Posted by: Marshmallo 7 Jan 2017, 18:56
QUOTE (Accident @ 7 Jan 2017, 15:39 )
aloha__
რაღა მალე, ნოემბრის დროინდელი სურათია. პოლემიკაც იყო, ამ თემაში

https://forum.ge/?showtopic=34873091&view=findpost&p=49296674

კიდე დევს ეგ ქვა?

Posted by: TramwayMan 7 Jan 2017, 22:28
Mercedes-Benz O345

ეს მოდელებია ეგ მერსედესები და ვინმეს ნომრები ხომ არ ჩაგიწერიათ? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: nodara95 7 Jan 2017, 23:02
51 ნომერში შიდა ტაბლო ცარიელია... ფუღუროა. ვადებში დააჩქარეს პოლონელები და ეტყობა ეს გაამაზინეს.

მემგონი სენსორებიც გამორთულია კარებთან. გადაძეძგილზე იკეტება ხოლმე კარები.


Posted by: Accident 7 Jan 2017, 23:28
nodara95
და შიდა ტაბლო რომელია, ეს?

QUOTE (gio​mel​a12 6 jan 2017)

user posted image





ეგ 61-შიც ცარიელი იყო.

Posted by: vatman 8 Jan 2017, 00:10
nodara95
QUOTE
მემგონი სენსორებიც გამორთულია კარებთან. გადაძეძგილზე იკეტება ხოლმე კარები.

no.gif
მშვენივრად მუშაობს 51-ში

Posted by: Ben_Joyce 8 Jan 2017, 01:56
დღეს შევამჩნიე ასეთი რაღაც:

როგორც მახსოვს, #4 მარშრუტს ემსახურებოდა 1 ავტობაზა. დღეს დავინახე ამ ხაზზე მესამე ავტობაზის ავტობუსი TTC 797 (რომელიც ოფიციალურად ეკუთვნის #20 ხაზს)

#90-ზეც დავინახე მე-3 ავტობაზის ავტობუსები

#106-ზე ისევ პირველი ავტობაზის ავტობუსი დადიოდა TTC 607

რა პრინციპით ჩაანაცვლეს ნეტავ მხოლოდ 4-ზე და 106-ს იგივე ბაზა დაუტოვეს/

Posted by: AUTOCRAT 8 Jan 2017, 02:58
QUOTE
51 ნომერში შიდა ტაბლო ცარიელია... ფუღუროა. ვადებში დააჩქარეს პოლონელები და ეტყობა ეს გაამაზინეს.

ტაბლოს ჩადგმა-მიერთება 10 წუთის საქმეა, დაჩქარება არ არის კავშირში. თუ უარს იტყოდნენ ტაბლოზე, მაშინ საერთოდ დახურავდნენ მაგ სივრცეს ქარხანაში და მორჩებოდა.
შეიძლება მოხსნილია ქართული წარწერებისთვის ადაპტირების მიზნით (არ მჯერა მარა იმედი მაქვს). ან ლედებს ჩააკვეხებენ რეკლამა რომ გაუშვან drug.gif

Posted by: Marshmallo 8 Jan 2017, 12:03
QUOTE (AUTOCRAT @ 8 Jan 2017, 02:58 )
ან ლედებს ჩააკვეხებენ რეკლამა რომ გაუშვან drug.gif

არამგონია ეგეთი რამე რომ გააკეთონ...

Posted by: nugo92 9 Jan 2017, 17:01
ეტლით გადავადგილდები და გუშინ გადავწყვიტე გამომეყენებინა ახალი ადაპტირებული ავტობუსი ჩემთან ახლოს დადის N51 ავტობუსი. ავტობუსმა გააჩერა ბორდიულიდან შორს, ღილაკს დავაჭირე მაგრამ მძღოლმა არ მოახდინა რეაგირება და ავტობუსი წავიდა. მაინც არ დავნებდი და დაველოდე შემდეგ ავტობუსს ამჯერად მძღოლმა ბორდიულთან ახლოს გააჩერა ავტობუსი მაგრამ პანდუსი იყო გაჭედილი და ვერ გავხსენით პანდუსი ვერც მძღოლმა გახსნა. მოკლედ ვერ ვისარგებლე ახალი ადაპტირებული ავტობუსით.
facepalm.gif

Posted by: ფაშისტი 9 Jan 2017, 23:12
nugo92
ეჰ ჩემო კარგო.. ჩამწყდა გული sad.gif

ყველაფერი კარგი მაგრამ, ახალი ავტობუსების სავარძლები მოკლე და ვიწროა თუ მეჩვენება, აი რაღაც ჯიგრულად ვერ ჯდები რა sad.gif

სავარძლის გამო გადავიფიქრე გუშინ და წერეთლიდან ვარაზის ხევისკენ 51-ის ნაცვლად რაღაცა სხვას გამოვყევი, ძველს

Posted by: Accident 9 Jan 2017, 23:15
ფაშისტი

წინ, საერთოდ 1.5 კაციანი სავარძელი აქვს

user posted image

Posted by: ფაშისტი 9 Jan 2017, 23:27
Accident
კი ეგ საოცრებაა საერთოდ.
ეხლა გავაგზავნე სივი ttc.com.ge-ზე, არ უდევთ ვაკანსიები მაგრამ რავიცი მეილზე დავუდე smile.gif
იქნებ მასე მაინც შემეხმიანონ, რამოდენიმეჯერ დავტოვე რეზიუმე სადგურზე მაგრამ რავიცი..არაფერი.
კონტროლიორად მინდა ვიმუშავო, დასაქმებული ვარ მაგრამ მაინც.. მუნიციპალურ ტრანსპორტზე მეტად არაფერი მიყვარს, მანქანაც მყავს მაგრამ მაინც 78 ნომერი ავტობუსი მირჩევნია ზემო ვერაზე ამოსასვლელად smile.gif
მეტროშიც ვიმუშავებდი, მაგრამ რავიცი, პატრონი გინდა ყველგან

Posted by: mikheili1985 9 Jan 2017, 23:34
Accident
QUOTE
წინ, საერთოდ 1.5 კაციანი სავარძელი

ეგ თუ არ ვცდები ,მოხუცებისთვისაა რომ კომფორტულად იმგზავრონ , ხშირად შეოვსწრებივარ როცა მოხუცი ამოდის , წამსვე უთმობენ (შეგნებულები) ,ალბათ უკან გადასვლა ვისაც უჭირს.
მოკლედ პრიორიტეტი მაგათ აქვთ.

Posted by: ფაშისტი 9 Jan 2017, 23:47
mikheili1985
მაშინ კიდევ ჰო, კარგია და მისასალმებელი მაგრამ.. მეც რომ მინდა წინ ჯდომა მეგობართან ერთად smile.gif ხომ შეიძლება არა რომ მინდოდეს ვა

Posted by: Marshmallo 10 Jan 2017, 01:02
user posted image

ვისაც აინტერესებდა
არადა ცუდად არაა შეღებილი

Posted by: Accident 10 Jan 2017, 01:55
რა ხალხია, თავზე იმხელა ფუღურო აქვს და ესენი კიდევ, მაინც გვერდზე და ქვემოთ ამაგრებენ ტაბლოს

Posted by: gi200gi 10 Jan 2017, 02:19
Accident

2-3 დღის წინ ზევით ისევ "37 TBILISI" ეწერა biggrin.gif biggrin.gif

Posted by: AUTOCRAT 10 Jan 2017, 04:01
სამი კითხვა მღრღნის: რომელ ***ს მოუვიდა აზრად
1. მერსედესები გადაეღება, მითუმეტეს ყვითლის მაგ ტონალობაში
2. ტაბლოები ჩაეკვეხა საქარე მინაზე
3. გაჩერებების ტაბლოებზე ტაბლოს დისპლეის ნახევარზე სტატიკური წარწერა გილოცავთ შობა-ახალ წელს" დაეყენა, რომელიც ფარავს 5 სტრიქონ ინფორმაციას

Posted by: jadgschloss 10 Jan 2017, 10:24
AUTOCRAT
QUOTE
3. გაჩერებების ტაბლოებზე ტაბლოს დისპლეის ნახევარზე სტატიკური წარწერა გილოცავთ შობა-ახალ წელს" დაეყენა, რომელიც ფარავს 5 სტრიქონ ინფორმაციას


იმას მოვუტყან კარგის ტრაკი, ვისაც ეს აზრი მოუვიდა პირველად თავში.

Posted by: Marshmallo 10 Jan 2017, 11:40
QUOTE (jadgschloss @ 10 Jan 2017, 10:24 )
AUTOCRAT
QUOTE
3. გაჩერებების ტაბლოებზე ტაბლოს დისპლეის ნახევარზე სტატიკური წარწერა გილოცავთ შობა-ახალ წელს" დაეყენა, რომელიც ფარავს 5 სტრიქონ ინფორმაციას


იმას მოვუტყან კარგის ტრაკი, ვისაც ეს აზრი მოუვიდა პირველად თავში.

ცენზურა დაიცავი :/

Posted by: TramwayMan 10 Jan 2017, 20:25
ფაშისტი
QUOTE
ყველაფერი კარგი მაგრამ, ახალი ავტობუსების სავარძლები მოკლე და ვიწროა თუ მეჩვენება, აი რაღაც ჯიგრულად ვერ ჯდები რა

ბოგდანის სკამებზე მაღალიცაა სიგანეში არ ჩამოუვარდება smile.gif

მე მშვენივრად ვმგზავრობ smile.gif

Posted by: mikheili1985 10 Jan 2017, 21:38
ფაშისტი
ეუჰ , ბაბუ არ გამოვა შენგან ქართველი smile.gif @ფესვები

Posted by: da_to 10 Jan 2017, 21:49
ახალი ბაზის მშენებლობა დიღომში . . .

http://radikal.ru

Posted by: Accident 10 Jan 2017, 22:01
AUTOCRAT
QUOTE
1. მერსედესები გადაეღება, მითუმეტეს ყვითლის მაგ ტონალობაში

რეალობაში არ მაქვს ნანახი, მაგრამ ბოგდანის იდენტურ ტონალობაში არაა?

ეგ გასაგებია, რომ არ უნდოდათ ავტობუსების პარკი ჭრელი ყოფილიყო


user posted image




QUOTE
3. გაჩერებების ტაბლოებზე ტაბლოს დისპლეის ნახევარზე სტატიკური წარწერა გილოცავთ შობა-ახალ წელს" დაეყენა, რომელიც ფარავს 5 სტრიქონ ინფორმაციას

და ერთს რომ ფარავდეს, მაინც რა შუაშია ტაბლოზე ახალი წლის მოლოცვა.

Posted by: dundee 10 Jan 2017, 23:01
QUOTE
51 ნომერში

ფანჯრები იღება და ზაფხულში კონდიციონერი არ იმუშავებსო.

Posted by: TramwayMan 10 Jan 2017, 23:36
dundee
QUOTE
ფანჯრები იღება და ზაფხულში კონდიციონერი არ იმუშავებსო.

საიდან მოიტანე? ზამთარ ზაფხულ კლიმატკონტროლი 22 გრადუსს ინარჩუნებს.

Posted by: AUTOCRAT 11 Jan 2017, 01:54
Accident
QUOTE
ბოგდანის იდენტურ ტონალობაში არაა?

მგონი არა. ნუ ეგრე მომეჩვენა spy.gif
ყოველ შემთხვევაში ძილიან არაესტეთიურ იერზეა. თან მთლიანად რომ გადაღებეს ყვითლად ეგ ამძაფრებს, რაც ვნახე სურათებზე ერთ ფერში მახინჯია ეგ მოდელი, ხოლო იქ სადაც ზედა ფერი განსხვავდება ქვედასგან იქ ნორმალურადაა. ჩამოყვანისას ეგრე იყო თან. ამიტომ ჯობდა მანების ფერში გადაეღებათ და ძალიან მოუხდებოდა ზემოთ შავი ქვემოთ ლურჯი.



Posted by: Marshmallo 11 Jan 2017, 02:20
QUOTE (AUTOCRAT @ 11 Jan 2017, 01:54 )
Accident
QUOTE
ბოგდანის იდენტურ ტონალობაში არაა?

მგონი არა. ნუ ეგრე მომეჩვენა spy.gif
ყოველ შემთხვევაში ძილიან არაესტეთიურ იერზეა. თან მთლიანად რომ გადაღებეს ყვითლად ეგ ამძაფრებს, რაც ვნახე სურათებზე ერთ ფერში მახინჯია ეგ მოდელი, ხოლო იქ სადაც ზედა ფერი განსხვავდება ქვედასგან იქ ნორმალურადაა. ჩამოყვანისას ეგრე იყო თან. ამიტომ ჯობდა მანების ფერში გადაეღებათ და ძალიან მოუხდებოდა ზემოთ შავი ქვემოთ ლურჯი.

ესენი ისეთები არიან რომ ლურჯადაც გადაღებავენ თუ რამეა...

Posted by: vatman 11 Jan 2017, 10:18
AUTOCRAT
QUOTE
2. ტაბლოები ჩაეკვეხა საქარე მინაზე

შეიძლება ტაბლოს გადაპროგრამირებასთან ექნებოდათ პრობლემა და წავიდნენ უფრო მარტივი გზით.
უკრაინაშიც ევროპიდან მეორად ტექნიკაზე ყველგან ვერ აპროგრამებდნენ უკრაინულზე თავიდან
QUOTE
3. გაჩერებების ტაბლოებზე ტაბლოს დისპლეის ნახევარზე სტატიკური წარწერა გილოცავთ შობა-ახალ წელს" დაეყენა, რომელიც ფარავს 5 სტრიქონ ინფორმაციას

მე მომწონს biggrin.gif . პრობლემა არ შემქმნია
31-ში ეწერათ "დამდეგ შობა ახალ წელს", 1-დან "დამდეგ" მოაშორეს

Posted by: dundee 11 Jan 2017, 16:56
TramwayMan
QUOTE
ფანჯრები იღება და ზაფხულში კონდიციონერი არ იმუშავებსო.

საიდან მოიტანე? ზამთარ ზაფხულ კლიმატკონტროლი 22 გრადუსს ინარჩუნებს.

ჩემი თვალით ვნახე. ფანჯრები, რომ იღება. 61 ნომერში არ არის გასახსნელი ფანჯრები.
51-ში არის. კონტროლიორს, რომ ვკითხე ფანჯრებზე გაეღიმა. smile.gif
რომ მოვხვდები 51-ში სურათს გადავუღებ და დავდებ აქ.

Posted by: Accident 11 Jan 2017, 17:14
dundee
არაა საჭირო ფოტო.
ფანჯრები რომ იღება, ეგ 1 თვის წინაც ცნობილი იყო, არის ვიდეოც
https://forum.ge/?showtopic=34868830&view=findpost&p=49523909

მაგრამ, ზაფხულში კონდიციონერი არ იმუშავებსო, ეგ ვინ და რატომ თქვა?

Posted by: TramwayMan 11 Jan 2017, 17:25
dundee
QUOTE
ჩემი თვალით ვნახე. ფანჯრები, რომ იღება. 61 ნომერში არ არის გასახსნელი ფანჯრები.
51-ში არის. კონტროლიორს, რომ ვკითხე ფანჯრებზე გაეღიმა.
რომ მოვხვდები 51-ში სურათს გადავუღებ და დავდებ აქ.


ფანჯრები რომ იღება ვიცით ყველამ.

კონდიციონერი რომ გამოირთვება ეს ფანტაზია საიდან მოვიდა? კლიმატკონტროლი მუდამ ჩართული იქნება ზამთარ ზაფხულ.

Posted by: ფაშისტი 11 Jan 2017, 17:54
TramwayMan
mikheili1985
გამომიყვანეს ეხლა მოღალატე. ჩემს აზრს ვამბობ.
მე სავაძლები მევიწროვა
რამოდენიმესგან მოვისმინე კიდეც იგივე.

Posted by: TramwayMan 11 Jan 2017, 19:02
ფაშისტი
აიღე საზომი ნაჭრის და გაზომე ბოგდანის სავარძლები და მანისაც smile.gif

შენს აზრს რომ ამბობ უნდა დააყოლო 'ჩემი აზრით'.

შენ განცხადება გააკეთე ფანჯრები იღება და კონდიციონერი არ იმუშავებსო თითქოს ეს ვინმე ოფიციალურ პირს განეცხადებინოს სატრანსპორტო კომპანიიდან smile.gif

Posted by: ფაშისტი 11 Jan 2017, 19:55
TramwayMan ხომ დავწერე ჩემს აზრს ვამბობთქო.. აუ რატომ მეჩხუბები sad.gif
და განცხადება სად კავაკეთე? ვერ ვხვდები რაზე მელაპარაკები
როდის, გამახსენე

Posted by: dundee 11 Jan 2017, 22:51
TramwayMan
QUOTE
შენ განცხადება გააკეთე ფანჯრები იღება და კონდიციონერი არ იმუშავებსო

მე ვთქვი ეგ.
მოვა ზაფხული და ღია, რომ იქნება ფანჯრები მერე ვილაპარაკოთ კლიმატ კონტროლზე.


Posted by: AUTOCRAT 12 Jan 2017, 05:22
სადაც მარშრუტკებში და დიდ ბოგდანებში მუშაობს კლიმატკონტროლი, მანდაც იმუშავებს ეჭვიც არ მეპარება user.gif

Posted by: Accident 12 Jan 2017, 05:55
AUTOCRAT
ისე, შანსი აქ მეტია, ვიდრე მარშრუტკებში, სანამ გაფუჭდება.

მაგხოვს, ზამთარში, განსაკუთრებით ძველ მარშრუტკებში ყინავდა ხოლმე, მაშინ როცა ავტობუსებში, DAF-ებშიც და ამ ბოგდანებში (თავიდან), გათბობა ყოველთვის იყოს, ცხელოდა კიდეც.

იმიტომ, რომ იქ ჯიბეზე აწვებათ, როგორც ხარჯი ასევე დაზიანების ანაზღაურებაც უწევთ, აქ კი "ვიღაც" სახელმწიფო იხდის და არ კიდიათ.
პახოდუ, ხალხსაც კიდია, ჰაერი არ გვყოფნისო, ამით ლუქს ხდიან, ფანჯრებს აღებენ, ცალკე მძღოლს უნდებ აგაბოლება და ასეთ პირობებში, აბა რამდენხანს გაძლებს კონდიცირების სისტემა..

Posted by: vatman 12 Jan 2017, 09:56
AUTOCRAT
QUOTE
სადაც მარშრუტკებში და დიდ ბოგდანებში მუშაობს კლიმატკონტროლი, მანდაც იმუშავებს ეჭვიც არ მეპარება

ამ წელს ალბათ იქნება, აი მერე.... თანაც იმის გათვალისწინებით რო "ხარჯი" მძღოლის ჯიბიდან არ მიდის, მძღოლიც მაზოხისტი ხო არაა ამ სიცხეში თავი მოიკლას. ნუ მე ყოველშემთხვევაში ჩავრთავდი.
ისე დიდ ბოგდანებში პირველი 2 წელი კონდიციონერი მუშაობდა ბევრ ავტობუსში. ერთ ავტობუსში მძღოლს საერთოდ კონდიცონერი თავისთან ჰქონდა გამოყვანილი biggrin.gif

Accident
QUOTE
მაგხოვს, ზამთარში, განსაკუთრებით ძველ მარშრუტკებში ყინავდა ხოლმე, მაშინ როცა ავტობუსებში, DAF-ებშიც და ამ ბოგდანებში (თავიდან), გათბობა ყოველთვის იყოს, ცხელოდა კიდეც.

დიდ ბოგდანებში ეხლაც გათბობა მშვენივრა მუშაობს და უმეტესობა პატარებშიც. ისე დიდი ბოგდანის გათბობის მონტაჟი უფრო მომწონს ვიდრე ამ მანების- მშვენივრად დამონტაჟებულია სკამების უკან.

P.S. მოლოცვა ტაბლოებიდან გუშინდელი საღამოდან გაქრა...

Posted by: ფაშისტი 12 Jan 2017, 10:00
dundee
QUOTE
მე ვთქვი ეგ.
მოვა ზაფხული და ღია, რომ იქნება ფანჯრები მერე ვილაპარაკოთ კლიმატ კონტროლზე.



გადამარჩინე მეგობარო, დიდი მადლობა smile.gif

Posted by: girvan_88 12 Jan 2017, 12:53
იმ დღეს დავინახე ყვითელი ფერის ავტობუსი, აშკარად არც ძველი იყო და არც ახალი და რამე კიდე შემოიყვანეს სხვა ავტობუსი? spy.gif

Posted by: Marshmallo 12 Jan 2017, 15:20
QUOTE (girvan_88 @ 12 Jan 2017, 12:53 )
იმ დღეს დავინახე ყვითელი ფერის ავტობუსი, აშკარად არც ძველი იყო და არც ახალი და რამე კიდე შემოიყვანეს სხვა ავტობუსი? spy.gif

რამდენჯერ უნდა გავიმეოროთ რომ თურქების ნაჩუქარი, ყვითლად შეღებული ბუსია..

Posted by: girvan_88 12 Jan 2017, 16:10
Marshmallo
QUOTE
რამდენჯერ უნდა გავიმეოროთ

კაი ეხლა ყველა გვერდს ვერ გადავფურცლავ, უფრო მარტივია დასმულ შეკითხვას უპასუხოთ ან დაიკიდოთ

პასუხისთვის მადლობა

Posted by: Citizen* 12 Jan 2017, 22:00
ისე ამ ბოგდანებს კი აგინებთ მარა მაინც მაგრად იმუშავა.

თან სწრაფია ბევრად. ვაკიდან თავისუფლებისკენ რო მივდივარ, თუ მეჩქარება, 61-ში ჩაჯდომას მირჩევნია 88-ში ან 140-ში ჩავჯდე. უფრო სწრაფად დადის.


Posted by: Accident 12 Jan 2017, 22:07
Citizen*
QUOTE
მარა მაინც მაგრად იმუშავა.

იმუშავებდა, ქვის ხანის გადმონაშთია და.
მასე, ჟიგული უკეთ უძლებდა აყრილ ასფალტს მაგრამ, ეგ ხომ არ ნიშნავს, რომ მერსედეს ჯობდა.


QUOTE
თან სწრაფია ბევრად

სწრაფი კი არაა, man-ის მძღოლების ერიდებიან დაზიანებას, რადგან გამართულად მუშაობს და რამე თუ მოხდა, გაიტისკებიან
ბოგდანს, კი უკვე დედა აღარ ჰყავს და უფრო თავისუფლად ატარებენ.

Posted by: polaris 13 Jan 2017, 11:45
აჰა, ავტობუსების მონაცემთა ბაზაც შეიძლება გაკეთდეს (მე დიდად არ მაინტერესებს სიმართლე ვთქვა):

https://tenders.procurement.gov.ge/public/lib/files.php?mode=app&file=2153971&code=1484093214

Posted by: krakadzil 13 Jan 2017, 13:23
მარშუტკებზე მაქვს კითხვა, სამუშაოს დასრულების დრო 00:00 რო უწერია ვთქვათ, ანუ ამ დროზე გამოდის ბოლო მარშუტკა ?
თუ აღარ უნდა ვეოლოდო? biggrin.gif

Posted by: Marshmallo 13 Jan 2017, 17:07
QUOTE (krakadzil @ 13 Jan 2017, 13:23 )
მარშუტკებზე მაქვს კითხვა, სამუშაოს დასრულების დრო 00:00 რო უწერია ვთქვათ, ანუ ამ დროზე გამოდის ბოლო მარშუტკა ?
თუ აღარ უნდა ვეოლოდო? biggrin.gif

"მარშუტკებზე" აქ არ ვლაპარაკობთ, "მარშუტკები" არ არის თბილისის სატრანსპორტო კომპანიის საკუთრება.

Posted by: gunnera 14 Jan 2017, 13:30
user posted image

Posted by: Accident 14 Jan 2017, 19:08
ვნახე მერსედესები და საკაიფოა, რატომ გადაუარეთ, ამ პოსტებში drug.gif

https://forum.ge/?showtopic=34605569&view=findpost&p=47915859
https://forum.ge/?showtopic=34868830&view=findpost&p=48105697


მეგონა მართლა ბანძი იქნებოდა.

მართალია, დაბალძირიანი არაა, მაგრამ არც კიბეები აქვს, ასვლისას, ერთით მეტი საფეხური უნდა ადგა.
თან, ეტლიმოსიარულეთათვისაც ყოფილა განკუთვნილი.

user posted image



ეს სკამები, რატომაა გვერდულად, როცა ორი შეიძლებოდა ყოფილიყო, არ ვიცი. ალბათ, მოხუცებისთვის, ადვილად რომ დაჯდნენ.

user posted image



მძღოლის გადაკეტილი შესასვლელი, აქ გათვალისწინებული ყოფილა

user posted image





ეს კი, MAN-ის კლიმატკონტროლი drug.gif

user posted image





ან ეს რკინის სახელურები რად უნდოდა, არ გვენდობიან თუ უკვე დაფიქსირდა, გატეხვის შემთხვევები

ძველს, პლასტმასის ჰქონდა

user posted image


ეს აპარატი მომეწონა, კარგია, ისევ ქართველებს რომ დაუპროგრამებით, azry

user posted image





ეს კი, სკამების შედარება, პოლემიკა იყო ამაზე. ოცთეთრიანი, საზომად facepalm.gif

user posted image

Posted by: Utopian 14 Jan 2017, 20:57
QUOTE
მიკვირს 95-ზე რატო გადაიყვანეს დიდი ბოგდანი და არა 86-ზე...

95 დღეს ისევ პატარა გაიჩითა rolleyes.gif

85 მაინტერესებს
აქტიურად როცა ვმგზავრობდი მაგ ნომრით მაშინ მაინც გაედიდებინათ


Posted by: vatman 14 Jan 2017, 22:27
Utopian
QUOTE
95 დღეს ისევ პატარა გაიჩითა

3 საათის წინ ვიმგზავრე და დიდი იყო....
Accident
QUOTE
მძღოლის გადაკეტილი შესასვლელი, აქ გათვალისწინებული ყოფილა

მერე ცუდია? smile.gif

Posted by: Accident 14 Jan 2017, 22:43
vatman
QUOTE
მერე ცუდია?

არა, მედო იქით თემაში სურათებიც, თუ ნორმალურად გააკეთებენ, გადაკეტონ, თუ ასე უჭირთ.
ოღონდ, ქვების, ჯოხების და ტრუსის რეზინების გარეშე

user posted image

user posted image

Posted by: Marshmallo 15 Jan 2017, 03:27
აუაუაუაუაუ იმ ახალ აპარატს რა ბანძი დიზაინი აქვს სისტემაში ვაიმეაუაუაუაუ ვინმემ ქენით რამე სასიზღრობაა

Posted by: zakro 15 Jan 2017, 16:01
ამ სტატიაში რომ წერია ნებისმიერი ბანკის ბარათით იქნება შესაძლებელი გადახადაო, ახალ ავტობუსებში რომ დააყენეს, იმ აპარატებზეა ლაპარაკი?
მასეთების დაყენებას ყველა ავტობუსში აპირებენ?

http://www.allnews.ge/sazogadoeba/151159-

Posted by: Accident 15 Jan 2017, 16:49
zakro
აპარატი რა შუაშია, ძველ აპარატებს ხურდის ჩასაყრელი აქვს, უბრალოდ დამატებული, თორემ პრინციპი იგივეა ყველგან, მათ შორის მეტროშიც და საბაგიროზეც.

აპირებენ თუ არა, ეგ არ ვიცი, რა თქმა უნდა, მაგრამ სისტემის შეცვლა, აპარატის შეცვლას, ნამდვილად არ საჭიროებს.
პროგრამული უზრუნველყოფის და წამკითხველის შეცვლა, ისეც შეიძლება....


საქართველოს ბანკს, აქვს უკვე პირდაპირ ანგარიშიდან გადახდის შესაძლებლობა express და student ბარათებით, ისე რომ, ჯერ არაფერი შეუცვლიათ, მგონი.....

Posted by: zakro 15 Jan 2017, 17:16
Accident
ძველ აპარატებზე ტექნიკურად შესაძლებელია ნებისმიერი საბანკო ბარათით გადახდა?
საქართველოს ბანკმა მე მგონი ეგ ბარათები სპეციალურად დაამზადა ისე რომ თავსებადი ყოფილიყო იმ აპარატებთან

ეგ აპარატები მარტო ამ ბარათებს ღებულობენ
QUOTE
დღეს თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადახდის სისტემაში გამოიყენება ერთი ტიპის ბარათი, რომლის სახელია Mifare CLASSIC. ბარათის ტექნოლოგია და მისი დაცვის საშუალებები დიდი ხნის წინ შეიმუშავა და დააპატენტა კომპანია NXP-მ. ის საკმაოდ მარტივი მოსახმარია და გამოიყენება მსოფლიოს ქალაქების უმრავლესობის საზოგადოებრივ ტრასპორტებში.

http://pingvinuka.blogspot.com/2016/03/blog-post.html

Posted by: Accident 15 Jan 2017, 17:43
zakro
ხო, წამკითხველი და პროგრამა შეიძლება იყოს შესაცვლელი, მაგრამ ეგ ხურდის ჩასაყრელების, მხოლოდ ბარათიანით ჩანაცვლებასთან არ იქნება-მეთქი კავშირში.
აქამდეც იყო მეტროში და საბაგიროზე, უხურდოები.

თუ, ნება იქნება, რომ ხურდიანები აღარ იყოს, მაშინ ჩაანაცვლებენ.
თორემ, სისტემის შეცვლასთან, ეგ არაფერ შუაშია.
უბრალოდ წამკითხველს და პროგრამას შეცვლიან და მორჩა.

Posted by: Marshmallo 15 Jan 2017, 18:24
იმ ახალ აპარატზე ავტობუსის სურათის მაგივრად TTC ლოგო დაედოთ... კაი იქნებოდა :cc

Posted by: Kublicha 15 Jan 2017, 19:24
QUOTE
მძღოლის გადაკეტილი შესასვლელი, აქ გათვალისწინებული ყოფილა

კარი მანდაც ქვითაა გაჩერებული? biggrin.gif

Posted by: ZSU-23-4 16 Jan 2017, 11:08
მეგობრებო, მოგესალმებით. მაინტერესებს 37 ნომერი ავტობუსი ღამის საათებში ისევ დადის სადგურის მოედანი-აეროპორტია მიმართულებით? თუ გააუქმეს ეს რეისი?

Posted by: vatman 16 Jan 2017, 11:32
Kublicha
QUOTE
კარი მანდაც ქვითაა გაჩერებული?

ქვა რისთვის სჭირდება? rolleyes.gif

შესაბამისი ღილაკი ექნება მაგ კარების ნაწილს, აი როგორც იკარუსზე და შკოდას ტროლეიბუსებზე იყო

Posted by: giomelqa12 16 Jan 2017, 20:02
როცა ბილეთს ყიდულობ კონტროლიორები რა უცბად გადაიქცევიან ჰუმანურ ადამიანად biggrin.gif

Posted by: Marshmallo 16 Jan 2017, 20:37
გაღმა ნაპირს ვუყურებ და დასაწყისში რა ავტობუსია, რუსული ნაგავი თუ იკარუსი?

Posted by: gabro777 16 Jan 2017, 21:40
Marshmallo
QUOTE
გაღმა ნაპირს ვუყურებ და დასაწყისში რა ავტობუსია, რუსული ნაგავი თუ იკარუსი?

ეგ ნაგავი ხარისხით მილიონჯერ ჯობია ნებისმიერ უკრაინულ ბოგდანს

Паз-672 არის

Posted by: Marshmallo 16 Jan 2017, 21:43
QUOTE (gabro777 @ 16 Jan 2017, 21:40 )
Marshmallo
QUOTE
გაღმა ნაპირს ვუყურებ და დასაწყისში რა ავტობუსია, რუსული ნაგავი თუ იკარუსი?

ეგ ნაგავი ხარისხით მილიონჯერ ჯობია ნებისმიერ უკრაინულ ბოგდანს

Паз-672 არის

Bogdan მირჩევნია მილიარდჯერ, ის რას გავს საერთოდ და ცუდი ხმა აქვს

Posted by: gabro777 16 Jan 2017, 21:48
Marshmallo
QUOTE
Bogdan მირჩევნია მილიარდჯერ, ის რას გავს საერთოდ და ცუდი ხმა აქვს

ისტორიული რაკურსით შეხედე ჩემო ბატონო
თავის დროზე პაზიკი, იყო უმაღლესი დონე
ბოლოს და ბოლოს დღემდე დადიან სოფლებში უპრობლემოდ

ბოგდანები კიდევ , ემმმმ

Posted by: Marshmallo 16 Jan 2017, 21:53
QUOTE (gabro777 @ 16 Jan 2017, 21:48 )
Marshmallo
QUOTE
Bogdan მირჩევნია მილიარდჯერ, ის რას გავს საერთოდ და ცუდი ხმა აქვს

ისტორიული რაკურსით შეხედე ჩემო ბატონო
თავის დროზე პაზიკი, იყო უმაღლესი დონე
ბოლოს და ბოლოს დღემდე დადიან სოფლებში უპრობლემოდ

ბოგდანები კიდევ , ემმმმ

.-.

უი Super Member გავხდი
იაიიიიიიიიიიი ;დდ

ჰოკაი ბოდგანების დედაც

Posted by: mikheili1985 17 Jan 2017, 01:36
http://radikal.ru/fp/6xnjsif0rdxfb
http://radikal.ru/fp/xr35ztvz4yryk
მილანის ავტობუსია,ამასთან შედარებით ის ახალი ჩამოყვანილი ავტობუსები მშვენიერ ფორმაშია, თუ ჩვენებირად მეორე დღესვე , სკამები არ შეჭამეს

Posted by: chege258 17 Jan 2017, 01:55
გამარჯობარ რა მაინტერესებ რა აზრის ხართ თბილისში ორ სართულიანი ვატობუსების შემოყვანაზე პლიუსები და ნინუსები შეგიძლიატ მითხრათ?

Posted by: Accident 17 Jan 2017, 02:21
QUOTE (Marshmallo)
Bogdan მირჩევნია მილიარდჯერ, ის რას გავს საერთოდ და ცუდი ხმა აქვს

ხმა კი არა, წინ ძრავი ჰქონდა და ისე ცხელდებოდა, სულ მიკვირდა, მასეთ ავტობუსში, როგორც ძლებდა ვინმე......


chege258
აგერ, ეს პოსტები ნახე
https://forum.ge/?showtopic=34873091&view=findpost&p=48262476
https://forum.ge/?showtopic=34873091&view=findpost&p=48262603

Posted by: vatman 17 Jan 2017, 09:59
Accident
QUOTE
ხმა კი არა, წინ ძრავი ჰქონდა და ისე ცხელდებოდა, სულ მიკვირდა, მასეთ ავტობუსში, როგორც ძლებდა ვინმე......

ისე დიდი არაფერი სიცხე მანდ არ იყო, ჩემი სუბიექტური აზრით. ისეთი კოშმარი არ იყო როგორც ზაფხულში ჰოლანდიურებში
აი ლაზებში კი უკანა დივანზე love.gif ზაფხულში მართლა ძაან ცხელოდა

Posted by: ჭოლო 17 Jan 2017, 17:19
მეგობრებო ცოტნე დადიანიდან კოსტავას ქუჩაზე გეპეისთან არფერი არ დადის ხომ?
საიტზე ვერ მოვძებნ3 კარგად.
135 ში კაცი ვერ ჩაჯდება ისეთი ამბავია დილაობით

Posted by: vatman 17 Jan 2017, 17:25
ჭოლო
no.gif

მეტრო და მაგის ჯანი

Posted by: Marshmallo 17 Jan 2017, 21:12
QUOTE (mikheili1985 @ 17 Jan 2017, 01:36 )
http://radikal.ru/fp/6xnjsif0rdxfb
http://radikal.ru/fp/xr35ztvz4yryk
მილანის ავტობუსია,ამასთან შედარებით ის ახალი ჩამოყვანილი ავტობუსები მშვენიერ ფორმაშია, თუ ჩვენებირად მეორე დღესვე , სკამები არ შეჭამეს

რას გავს ;-; არაკომფორტულია, პლასტმასი ew

Posted by: krakadzil 18 Jan 2017, 14:04
[b]Marshmallo[/
დაწყნარდი, ისე ვიკითხე იქნებ სცოდნოდა ვინმეს მარშუტკაზეც biggrin.gif biggrin.gif

Posted by: alea iacta est 18 Jan 2017, 14:48
დღეს დილით თეგეტას სადგომზე დავინახე მანის ავტობუსები, ახალია თუ სარემონტოდ შეგდეს უკვე?

Posted by: ქაფქიანა 18 Jan 2017, 15:13
ჭოლო

184.

აჭარადან პეკინზე მიდის, მაგრამ კოსტავაზე ფეხით გადახვალ, იქვეა.

Posted by: vatman 18 Jan 2017, 15:27
alea iacta est
QUOTE
დღეს დილით თეგეტას სადგომზე დავინახე მანის ავტობუსები, ახალია თუ სარემონტოდ შეგდეს უკვე?

ახლებია

Posted by: AUTOCRAT 19 Jan 2017, 18:01
დიდ ბოდანზეც გვინდა ახალი სალარო უკან baby.gif თორე შემოვლა გიწევს ნახევარი ავტობუსის

Posted by: Accident 19 Jan 2017, 18:06
QUOTE
თორე შემოვლა გიწევს ნახევარი ავტობუსის

შუიდან ადი yes.gif

Posted by: AUTOCRAT 19 Jan 2017, 19:32
QUOTE
შუიდან ადი yes.gif

კაი აზრია yes.gif
user posted image

Posted by: Accident 19 Jan 2017, 21:36
QUOTE
კაი აზრია yes.gif

მასეთში, საერთოდ არ უნდა ახვიდე yes.gif

Posted by: zakro 20 Jan 2017, 20:58
ბოგდანებზეც დაუწყიათ ახალი სალაროების დაყენება

20 ნომრით ვიმგზავრე დღეს და ახალი სალარო ეყენა

Posted by: Marshmallo 20 Jan 2017, 21:35
QUOTE (zakro @ 20 Jan 2017, 20:58 )
ბოგდანებზეც დაუწყიათ ახალი სალაროების დაყენება

20 ნომრით ვიმგზავრე დღეს და ახალი სალარო ეყენა

ძველ ბოგდანებს რატო უკეთებენ? >,<
* * *
Citaro NGT რაკაია ომგ <3

ძაან დამევასა

Posted by: kuchu 21 Jan 2017, 22:10
###########################################################
ყაზბეგის გამზ. , საბურთალო

Posted by: vatman 23 Jan 2017, 16:42
მეორე პარტიის ავტობუსი TT-017-CB თეგეტას ეზოში გდია, ჩამტვრეული მძღოლის გვერდითა მინით.

Posted by: Kublicha 23 Jan 2017, 17:02
vatman
QUOTE
მეორე პარტიის ავტობუსი TT-017-CB თეგეტას ეზოში გდია, ჩამტვრეული მძღოლის გვერდითა მინით.

გასაღები ხომ არ ჩარჩათ შიგნით ან კარი ხო არ ჩაეკეტათ და შუშა ხომ არ შეამტვრიეს lol.gif

Posted by: Marshmallo 23 Jan 2017, 20:43
QUOTE (Kublicha @ 23 Jan 2017, 17:02 )
vatman
QUOTE
მეორე პარტიის ავტობუსი TT-017-CB თეგეტას ეზოში გდია, ჩამტვრეული მძღოლის გვერდითა მინით.

გასაღები ხომ არ ჩარჩათ შიგნით ან კარი ხო არ ჩაეკეტათ და შუშა ხომ არ შეამტვრიეს lol.gif

გასაღები რომ ჩარჩენოდათ შიგნით წინა შუზის გვერდზე კარის გასაღები ღილაკია...
აუუუუუუუუუუუუუ რატო დაამტვრიეს დდშვც

Posted by: Outdoor 24 Jan 2017, 01:32
kuchu

ეს ბოგდანია?
თუ ახლები შეღებეს?

Posted by: AUTOCRAT 24 Jan 2017, 01:48
Outdoor
QUOTE
ეს ბოგდანია?
თუ ახლები შეღებეს?

https://forum.ge/?showtopic=34868830&view=findpost&p=49562550

Posted by: Accident 24 Jan 2017, 01:52
Outdoor
2016 წელს, სტამბულის მერიამ თბილისს გადასცა 5 მერსედესის ავტობუსი (1997 წლის გამოშვება)
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/375842-stambolis-meria-thbiliss-sachuqrad-5-avtobuss-gadascems.html?ar=A


4 ივლისიდან, აეროპორტში დადიოდა ღამის 00:00 საათიდან დილის 07:00 საათამდე
N37 რეისზე (ღამით - N137)
http://netgazeti.ge/news/127261/






2017 წლის 1 იანვრიდან, აეროპორტის ღამის რეისი გაუქმდა და ყვითლად გადაღებილი ავტობუსები, N85-ზე გაუშვეს.

N37-ზე, ახალი MAN-ის ავტობუსების გაშვება იგეგმება.
https://forum.ge/?showtopic=34868830&view=findpost&p=49645593



Posted by: alea iacta est 24 Jan 2017, 12:27
QUOTE
N37-ზე, ახალი MAN-ის ავტობუსების გაშვება იგეგმება.

რა სპორტია ვერ გავიგე, პირდაპირ რომ ჩაენაცვლებინათ რა მოხდებოდა ვითომ?

გადაღებვის გამო გააუქმეს?

მოკლედ მენეჯმენტია იტირებ რა.

Posted by: Accident 24 Jan 2017, 17:24
alea iacta est

ვერ გავიგე რა გიწერია.

გადაღებვა გაუქმებასთან რა კავშირშია უნდა იყოს?


ყვითლად გადაღებეს იმიტომ, რომ ბოგდანებს დამსგავსებოდა და ჭრელი ავტობუსების პარკი არ ყოფილიყო ქალაქში.
ხოლო, რატომ გააუქმეს ან აღადგენენ თუ არა, ეგ არ ვიცი.

Posted by: iviko18 24 Jan 2017, 18:47
QUOTE (vatman @ 23 Jan 2017, 16:42 )
მეორე პარტიის ავტობუსი TT-017-CB თეგეტას ეზოში გდია, ჩამტვრეული მძღოლის გვერდითა მინით.

ვიღაც ნაბიჭვარმა ბავშვებმა ჩაამტვრიეს ქვით vik.gif (წყარო: მძღოლი)

Posted by: Marshmallo 24 Jan 2017, 19:31
QUOTE (iviko18 @ 24 Jan 2017, 18:47 )
QUOTE (vatman @ 23 Jan 2017, 16:42 )
მეორე პარტიის ავტობუსი TT-017-CB თეგეტას ეზოში გდია, ჩამტვრეული მძღოლის გვერდითა მინით.

ვიღაც ნაბიჭვარმა ბავშვებმა ჩაამტვრიეს ქვით vik.gif (წყარო: მძღოლი)

ხოდა მაგ ბავშვების დედები #####ან.

Posted by: მაჰათმა განდი 24 Jan 2017, 21:15
QUOTE
2017 წლის 1 იანვრიდან, აეროპორტის ღამის რეისი გაუქმდა და ყვითლად გადაღებილი ავტობუსები, N85-ზე გაუშვეს.



რიტორიკულ კითხვებს დავსვავ:

1. რატომ გააუქმეს ღამის რეისები აეროპორტისკენ? ძალიან ბევრი ფრენა ღამით სრულდება თბილისის აეროპორტიდან როგორც ყველამ ვიცით; დავუშვათ, რომ ეკონომიკურად გაუმართლებელი პროექტი იყო (კლიენტი არ ყავდა ღამე ავტობუსს) მაშინ მეორე კითხვა იბადება

2. # 37-ზე (დღის ავტობუსი) რომ გადაეყვანათ ეს დიდი ავტობუსები თავიდანვე (ივლისიდან) ვერ გამოვიდოდა? არაერთხელ მიმგზავრია # 37-ის (პატარა ბოგდანები) ბოლო რეისებით (ღამის 10-11 საათზე) აეროპორტისკენ; აი, ისეთI სიტუაცია იყო ხოლმე ვერ ავღწერ; ჭედვა საშინელი; ჯერ, ვინც აეროპორტის დასახლებაში ცხოვრობს, ყველა ხომ ამ ავტობუსში ამოსვლას ცდილობდა, შემდეგ მოგზაურები (ბექპეკერები) უზარმაზარი ჩანთებით ხომ ცდილობდნენ ამოსვლას და როგორც თევზი კონსერვრვში ისე მიმგზავრია ხშირად; ჯერ ასასვლელები ავტობუსში არ არის გათვლილი ისე, რომ სამგზავრო ჩანთები აიტანო, შემდეგ რომც აიტანო ეს ჩანთები, არ არის ადგილი ავტობუსში რომ დაალაგო სადმე; თან, ეს პატარა ბოგდანები ნელა დადის, სანამ აეროპორტში მივიდოდი, აღარ მინდოდა არსად გამგზავრება : ))))

მაგარი სირცხვილია თბილისის, ეს # 37 პატარა ბოგდანები.

Posted by: Accident 24 Jan 2017, 21:19
მაჰათმა განდი
თვის ბოლოდან, man-ები დაიწყებენ მოძრაობს 37 ნომერზე, ბოგდანის ნაცვლად

Posted by: მაჰათმა განდი 24 Jan 2017, 21:26
Accident
QUOTE
თვის ბოლოდან, man-ები დაიწყებენ მოძრაობს 37 ნომერზე, ბოგდანის ნაცვლად

ეგ კარგია.

მაგრამ, უახლოეს წარსულის შეცდომებზე ვლაპარაკობ; ვინმემ აგო პასუხი? უნდა ჩამოვახრჩოთ (ან, დავსეროთ და მარილი მოვაყაროთ დასერილ ადგილებზე) ასეთი დაგეგმვის ავტორები : )))) ბოლო-ბოლო # 37 ზე "დაფი"-ს დიდი ავტობუსები გაეშვათ თავიდანმვე, წლების წინ; ამ პატარა ბოგდანებში რას აყურყუტებდნენ ხალხს?

ჩემი აზრით, # 37 იყო # 1 პრიორიტეტი და კანდიდატი დიდი ავტობუსის, სულ მცირე 1 მიზეზის გამო: ბარგის ატანა და დასადები ადგილი, მოგზაურებს ეს სჭირდებათ ყოველი მიზეზის გარეშე. ღვინოს რომ ჩუქნიან აეროპორტში შემოსვლისას უცხოელებს, ასეთი ავტობუსებით რომ იმგზავრებს (პირდაპირ ვიტყვი, არაადამიანური სტრესი იყო ამ ავტობუსით მგზავრობა აეროპორტის მიმართUლებით, საღამოს საათებში) შემდეგ რა შთაბეჭდილება უნდა წაეღო უცხოელს თან?

# 37 არის თბილისის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი, sad.gif ჯერ-ჯერობით, სამწუხაროდ.

Posted by: Marshmallo 24 Jan 2017, 22:16
TT -007- CB შუშა ჩამტვრეული
TT -016- CB ავარიაში მოყოლილი

;/ შემდეგი?

Posted by: MeandBeer 25 Jan 2017, 04:13
ავარიაში მოყოლილი სერიოზულად დაშავდა?

Posted by: Marshmallo 25 Jan 2017, 07:58
BMW X5 შეეტაკა უკნიდან

მთავარია ავტობუსი იყოს ჯანმრთველი

Posted by: AUTOCRAT 25 Jan 2017, 10:38
მაჰათმა განდი
QUOTE
1. რატომ გააუქმეს ღამის რეისები აეროპორტისკენ? ძალიან ბევრი ფრენა ღამით სრულდება თბილისის აეროპორტიდან

ალბათ არავინ სარგებლობდა. ტაქსისტების არმია იქვეა.
QUOTE
2. # 37-ზე (დღის ავტობუსი) რომ გადაეყვანათ ეს დიდი ავტობუსები თავიდანვე (ივლისიდან) ვერ გამოვიდოდა?

ივლისიდან? მანები არჩევნების წინ შემოვიდა. თურქულები კი თავიდან ღამის აეროპორტზე იყვნენ.
QUOTE
მაგარი სირცხვილია თბილისის, ეს # 37 პატარა ბოგდანები.

გზა ხო რას ამბობ, ამერიკული მთების უფასო ატრაქციონია user.gif

Posted by: --ScreAm-- 25 Jan 2017, 16:12
უკაცრავად, ხომ ვერ მეტყვით ეს რა ავტობუსია? ლურჯით არ უნდა შეცვალონ თუ დროებითია? yes.gif yes.gif

დიდ ბოგდანს აშკარად არ გავს yes.gif

Posted by: vatman 25 Jan 2017, 16:19
QUOTE
ეს რა ავტობუსია?

მოსკოვმა გვაჩუქა კავზ-ის 5 ავტობუსი,
ახლო მომავალში უნგრეთი 57 იკარუს გვჩუქნის

baby.gif cry.gif

წინა გვერდზე კა მინიმუმ ხო წერია.......
იმის წინა გვერდზე და იმის წინა წინაზეც

https://forum.ge/?showtopic=34868830&view=findpost&p=49772295
smile.gif

Posted by: მაჰათმა განდი 25 Jan 2017, 16:47
AUTOCRAT
QUOTE
QUOTE
2. # 37-ზე (დღის ავტობუსი) რომ გადაეყვანათ ეს დიდი ავტობუსები თავიდანვე (ივლისიდან) ვერ გამოვიდოდა?

ივლისიდან? მანები არჩევნების წინ შემოვიდა. თურქულები კი თავიდან ღამის აეროპორტზე იყვნენ.

თურქებმა რომ გამოგზავნეს ეს ავტობუსი თქვეს რომ თუ ღამე არ გაუშვებთ ამ ავტობუსებს, უკან წავიღებთო? : ))) სწორედ იმას ვიძახი, რომ ვიღაცამ (ვიღაცეებმა - ვინც დაგეგმვაში მიიღეს მონაწილეობა) თბილისში გადაწყვიტა რომ დღე არ უნდა ემუშავა დიდ ავტობუსს # 37-ზე; ივლისი კი არა, არერთი წელია ყვითელი დიდი ავტობუსები მოძრაობს ქალაქში და # 37 - ზე არავინ იფიქრა. ამაზეა საქმე, მარტო მანებზე და თურქეთის ავტობუსებზე არ ვსაუბრობ.

გასაგებია, რომ ეს წარსულია; თუმცა, არც თუ ისე ძველი წარსული; მე პირადად არაერთხელ ვმჯდარვარ პატარა ბოდგანში, იმ დროს როცა ხალხი ერთანეთს კისრებზე აჯდნენ. შენ რამდენჯერ გამოგიცდია ეს ექსტრიმი? smile.gif

Posted by: Marshmallo 25 Jan 2017, 17:46
QUOTE (vatman @ 25 Jan 2017, 16:19 )
QUOTE
ეს რა ავტობუსია?

მოსკოვმა გვაჩუქა კავზ-ის 5 ავტობუსი,
ახლო მომავალში უნგრეთი 57 იკარუს გვჩუქნის

baby.gif cry.gif

წინა გვერდზე კა მინიმუმ ხო წერია.......
იმის წინა გვერდზე და იმის წინა წინაზეც

https://forum.ge/?showtopic=34868830&view=findpost&p=49772295
smile.gif

Ikarus Agora ხო არა???? მევასება ეგ ავტობუსი

Posted by: NVIDIA MAN 25 Jan 2017, 18:56
შუშის ჩამტვრევის ფაქტი ძალიან ცუდია, ჩამოვა შუშა და ჩაამონტაჟებენ... მარტივი პრობლემაა

მაგრამ აი მანქანა რო შეასკდა უკნიდან უფრო რთული შემთხვევაა და სავარაუდოდ შეღებვა დაჭირდება უკანა ნაწილს...

Posted by: AUTOCRAT 25 Jan 2017, 20:50
მაჰათმა განდი
QUOTE
შენ რამდენჯერ გამოგიცდია ეს ექსტრიმი?

ხშირად მიწევს user.gif https://forum.ge/?showtopic=34868830&view=findpost&p=49620141

Posted by: GEORGEXIII 25 Jan 2017, 21:28
ბოლო გასვმა რომელ საათზე აქვთ ხოლმე ავტობუსებს?ღამე მაქვს საუბარი 23საათზე თუ 24საათზე ანუ ბოლო რომელზე გადის..?

ან სად ვნახო ეგ განრიგი

Posted by: zakro 25 Jan 2017, 21:39
GEORGEXIII
QUOTE
ან სად ვნახო ეგ განრიგი


http://transit.ttc.com.ge/?page=schedule

Posted by: GIORGELA 26 Jan 2017, 00:27
AUTOCRAT
AUTOCRAT
QUOTE
მაჰათმა განდი
QUOTE
1. რატომ გააუქმეს ღამის რეისები აეროპორტისკენ? ძალიან ბევრი ფრენა ღამით სრულდება თბილისის აეროპორტიდან

ალბათ არავინ სარგებლობდა. ტაქსისტების არმია იქვეა.


სარგებლობდა ხალხი, თანაც საკმაოდ ბევრი, უბრალოდ კონტროლიორი არ იყო და არავინ იხდიდა თითქმის. ამ იდიოტებმა იმის მაგივრად კონტროლიორი დაემატებინათ ადგნენ და რეისი გააუქმეს.

პ.ს.

საღამოს 11 უწერია ბოლო გასვლა 37 ნომერს მაგრამ 4 დღეა არ დადის უკვე 10 საათიდან და არც ქოლ ცენტრშI პასუხობდა ვინმე ტელეფონს. ძალიან გამწარებული ხალხის მასა ელოდებოდა.

ძალიან ქაოსია მაგ სისტემაში უკვე როგორც ვატყობ.

Posted by: vatman 26 Jan 2017, 11:46
QUOTE
ანუ ასე იქნება ესეიგი?

12 მეტრიანი მანები იმოძრავებენ შემდეგ მარშრუტებზე:

9, 14, 21, 23, 24, 33, 37, 51, 61, 85, 88, 140, 150

10 მეტრიანი ბოგდანები გადადიან შემდეგ მარშრუტებზე:

1, 2, 11, 25, 39, 44, 55, 56, 71

მგონი ცვლილებები ამ სიაშიც იქნება biggrin.gif

https://matsne.gov.ge/ka/document/view/3443053

დიდები კიდევ შეიძლება გამოჩნდეს შემდეგ მაშრუტებზე: 27, 38, 46, 86, 87, 92, 94 ...
ეს არ ნიშნავს რო აუცილებლად იქნება, მაგრამ შესაძლებელია

GIORGELA
QUOTE
საღამოს 11 უწერია ბოლო გასვლა 37 ნომერს მაგრამ 4 დღეა არ დადის უკვე 10 საათიდან და არც ქოლ ცენტრშI პასუხობდა ვინმე ტელეფონს. ძალიან გამწარებული ხალხის მასა ელოდებოდა.

ძალიან ქაოსია მაგ სისტემაში უკვე როგორც ვატყობ.

ბოლო გრაფიკის მიხედვით სადგურიდან ბოლო გასვლა აქვს: 22:24-ზე

მაგალითად 11 ნომერს ერთი კვირის წინ დინამოდან ბოლო გასვლა თუ ჰქონდა 22:30-ზე, ეხლა აქვს 23:21-ზე.
ეხლა ბევრ მაშრუტს გრაფიკები შეეცვალა, უმრავლესობას ბოლო რეისები უფრო გვიან აქვს, დაახლოებით ნახევარი საათით

Posted by: rati nwt 26 Jan 2017, 13:27
QUOTE
სარგებლობდა ხალხი, თანაც საკმაოდ ბევრი, უბრალოდ კონტროლიორი არ იყო და არავინ იხდიდა თითქმის. ამ იდიოტებმა იმის მაგივრად კონტროლიორი დაემატებინათ ადგნენ და რეისი გააუქმეს.


თანდათან ბევრი ხალხი სარგებლობდა, ბილეთებსაც იღებდნენ. ადამიანები ღამით მუშაობენ და ამ ავტობუსზე იყვნენ დამოკიდებულნი რომ სახლში წასულიყვნენ.

გარეუბნებში მცხოვრები ხალხი ჰომ ყოველთვის ყველაზე ნაკლები პრიორიტეტია. ახლა 12-საათამდე მეტრში ჩასვლა თუ ვერ მოასწრეს 10-12 ლარი შესაძლოა მოთხოვოს ტაქსმა. შორს მცხოვრებ ხალხს უსაზღვრავენ რომ ღამემდე ის "ქალაქში" ვერ დარჩება, იძულებულია რომ ყველაფერს მოწყდეს და მიასწროს ტრანსპორტს.





QUOTE
ბოლო გრაფიკის მიხედვით სადგურიდან ბოლო გასვლა აქვს: 22:24-ზე



ეჰე ბოლო 37-ით ბევრი ადამიანი დადიოდა, რატომ გააუქმეს? ხალხის მოთხოვნებს და ხალხის აუცილებლობებს თუ არ ერგება საზოგადოებრივი ტრანსპორტი, აბა რაღა საჭიროა საერთოდ.
რა მიზეზით გააუქმეს?
იმედია დროებითია და ახალ ავტობუსებზე, გრაფიკზე დალაგდება.

ის გავიგე რომ მაქსიმუმ დღეში 8 საათს იმუშავებენ მძღოლები. (შრომითი კოდექსის შესაბამისად, და არა დილიდან - ღამემდე, რაც მგზავრთათვის სახიფათოა) მაგრამ დღეგამოშვებით დასვენება აღარ ექნებათ.

Posted by: jadgschloss 26 Jan 2017, 13:56
61 და 51 - ის უკანა კარის ამბავი ვერ დავამუღამე.
სენსორი რას აღიქვამს, კართან შეხებას თუ ზღურბლზე დგომას?
რამდენიც დავაკვირდი, მძღოლი მიკროფონში გაყვირის, კონტროლიორი პროჭზე იხევა ამოიწიეთ ან ჩადითო, ხალხი მაინც უძრავად დგას და კარი მაინც იკეტება წვალებით და დროის შემდეგ.
ზუსტად რა ტიპის სენსორია, ვინმემ იცით?

Posted by: vatman 26 Jan 2017, 14:14
rati nwt
QUOTE
ის გავიგე რომ მაქსიმუმ დღეში 8 საათს იმუშავებენ მძღოლები. (შრომითი კოდექსის შესაბამისად, და არა დილიდან - ღამემდე, რაც მგზავრთათვის სახიფათოა) მაგრამ დღეგამოშვებით დასვენება აღარ ექნებათ.

მე როგორც ვიცი 51-ზე უკვე მასეა, შეიძლება დანარჩენებზეც. ამ თემაში წინა გვერდებზეც დაიწერა რო 85-ში მძღოლები იცვლებიან, მაგრამ მანდ სხვა თემა შეიძლება ყოფილიყო, რადგან წრიულია.
QUOTE
გარეუბნებში მცხოვრები ხალხი ჰომ ყოველთვის ყველაზე ნაკლები პრიორიტეტია. ახლა 12-საათამდე მეტრში ჩასვლა თუ ვერ მოასწრეს 10-12 ლარი შესაძლოა მოთხოვოს ტაქსმა. შორს მცხოვრებ ხალხს უსაზღვრავენ რომ ღამემდე ის "ქალაქში" ვერ დარჩება, იძულებულია რომ ყველაფერს მოწყდეს და მიასწროს ტრანსპორტს.

წესით ღამის რეისები უნდა იყოს ჩემი სუბიექტური აზრით, თუნდაც 1,5 საათიანი ინტერვალით და პატარა ბოგდანები საკმარისია. თუნდაც 1 ლარი დაადონ.
QUOTE
იმედია დროებითია და ახალ ავტობუსებზე, გრაფიკზე დალაგდება.

იმედია კი შეცვლიან გრაფიკს, მარა ვინც ზოგადად გრაფიკებს ადგენს ავტობუსებზე მინდა ხოლმე "მოვიკითხო":
აი მაგალითისთვის რატომ ბოლო რეისები გლდანიდან N23 და N33 აქვს 2-5 წუთის ინტერვალით? როდესაც გზის 1/3 მინიმუმ ერთი გზა აქვთ და დანიშნულების პუნქტები 500 მეტრითაა დაშორებული (კოლმეურნეობა და ბარათაშვილი).
იგივე ნაირად N62 და N94 ბოლო რეისები რაღაც 5 წუთის ინტერვალით გადიან თემქიდან.

მარა ზოგადად ბოლო დროს სატრანსპორტო კომპანიას პროგრესი აქვს აშკარად. ბოლოს და ბოლოს ტონობით მტვერი აღარ დევს ავტობუსში. ცვლილებებზეც დროულად დებენ ინფორმაციას პირწიგნაკზე....

Posted by: Kublicha 26 Jan 2017, 14:49
რა გახდა ან 8 ცალი ავტობუსის განრიგის დარეგულირება. 61 ები ერთმანეთს დაყვებიან კუდში, განსაკუთრებით პიკის საათში.


Posted by: Accident 26 Jan 2017, 16:30
vatman
QUOTE
იმედია კი შეცვლიან გრაფიკს, მარა ვინც ზოგადად გრაფიკებს ადგენს ავტობუსებზე მინდა ხოლმე "მოვიკითხო":
აი მაგალითისთვის რატომ ბოლო რეისები გლდანიდან N23 და N33 აქვს 2-5 წუთის ინტერვალით? როდესაც გზის 1/3 მინიმუმ ერთი გზა აქვთ და დანიშნულების პუნქტები 500 მეტრითაა დაშორებული (კოლმეურნეობა და ბარათაშვილი).

ეგ კი არადა, გადაღება მეზარება ხოლმე, მაგრამ სადაც კი საკვანძო გაჩერებაზე ვყოფილვარ, მაგალითად სასტუმრო საქართველოს წინ.
ექვსია თუ რამდენიც ეტევა, ხო ტაბლოზე, ყველა ბარათაშვილი ეწერა და ყველა ერთად ციმციმებდა.

კარგი, ერთ მიმართულებაზე, შეიძლება ვერ დაიცვა ინტერვალი, მაგრამ ეს დედაარღნიანი, ბაგებიდან, მაღლივიდან, პეკინიდან, სადგურიდან, დიდუბიდან, როგორ შეიძლება ისე მოვიდეს ავტობუსები, რომ ყველამ ერთდროულად გაიაროს ვერა/რუსთაველი და ნახევარი საათი, არცერთი ავტობუსი აღარ მოვიდეს.

ეს მგონი, ალბათობითაც ვერ დაემთხვევა, სპეციალურად თუ არ გააკეთე.

თან, ყველა ავტობუსი თუ GPS-ითაა აღჭურვილი, რაღა პრობლემაა მასეთი ხარვეზების აღმოფხვრა? სხვას რას აკეთებენ აბა სამსახურში, მარტო შაბია'მანის პარტიას ელოდებიან?

Posted by: NewHuman 26 Jan 2017, 17:50
Kublicha
გუშინ დიდ დიღომში მივდიოდი 14 ნომრით მაგარ ჭეჭყვაში მოვყევი და რომ ჩამოვედი უკან მოადგა იგივე 14 ნომერი თIთქმის ცარიელი!!

რა ფენომენია ეს? sad.gif

ზოგადად მანქანით ვმოძრაობ და ამ ბოლო ხანებშI მეორედ მომიწია ავტობუსით მგზავრობა და ორივე შემთხვევა მასეთი იყო უკან მოგვყვებოდა თითქმის ცარიელი 14 ნომერი ...

ვისაც შეუძLია იქნებ მიაწვდინოთ ხმა და გააკონტროლონ ეს ყველაფერი help.gif

Posted by: Marshmallo 26 Jan 2017, 18:39
61 Hype?
ყველა რატომ ეტენება 61ს?

Posted by: Accident 26 Jan 2017, 18:46
NewHuman
QUOTE
რა ფენომენია ეს?


მანქანების მიერ შემქნილ საცობში ყოვნდება პირველი ავტობუსი, რომელსაც ეწევა, მეორე, შემდეგ მესამე და ა.შ.
რის გამოც, ერთად დადიან.


QUOTE
ვისაც შეუძLია იქნებ მიაწვდინოთ ხმა და გააკონტროლონ ეს ყველაფერი

მაგის გასაკონტროლება, შეუძლებელია. მაქსიმუმ, ყველა ავტობუსი შეაყოვნო, რითიც, მგზავრებიც მაინც დაზარალდება.
უბრალოდ, ავტობუსის ხარჯი შემცირდება.


მაგ პრობლემის აღმოსაფხვრელად კი, უნდა გამოიყოს ცალკე ზოლი, სადაც მხოლოდ ავტობუსი ივლის და მანქანების საცობში, ვეღარ მოყვება.

ამით, გაცილებით მეტი ადამიანის გადაყვანას შეძლებს ავტობუსები და აღარც ჭყლეტვა იქნება.
თავად, მანქანის მძღოლებსაც შეეძლებათ, უფრო იაფად და სწრაფად გადაადგილება და თუ ავტობუსში გადაჯდებიან, არსებული საცობიც შემცირდება.




მაგრამ, ჩვენთან საზოგადოება არ არის განვითარების იმ დონეზე, რომ ამდენი იფიქროს.

ცალკე ზოლი რომ გამოყონ, ჯერ ერთი უდიდესი პროტესტის ტალღა წამოვა, ამდენ მანქანას, კიდევ გზის შემცირება გვინდაო?!
ავტობუსები რომ შემოიყვანეს, აღშფოთდნენ - ამხელა ავტობუსი ქუჩაში ვერ დაეტევაო (არადა, 80 წელი, მაგხელა და უფრო გრძელი მოძრაობდა)
ტრამვაი საერთოდ არც იფიქროთო, სულ გადაჭედავს მოძრაობასო.

ანუ, ვერც კი წარმოუდგენიათ, რომ ტევად ტრანსპორტს გაცილებით მეტი ადამიანი გადაჰყავს, ნაკლები ფართის და დანახარჯის გამოყენებით,
ვიდრე ყველა აღებულ მანქანას ერთად და ვერც ის წარმოუდგენიათ, რომ ქალაქში შეიძლება მანქანიდან ჩამოსხდნენ და საზ. ტრანსპორტით იარონ.
ნორმალური ტრანსპორტის არსებობის შემთხვევაშიც კი.



და თუ ბარიერი არ აუშენე, ხო მაინც არავინ დაიცავს წესებს და ყველა იმ ზოლზე იხრიგინებს.
აღმაშენებლზე არის ცალკე ზოლი, მაგრამ პროწივზე დადიან.




შესაბამისად, მთავრობაც ჩაჯმულია, რადგან ამომრჩევლის გაღიზიანების ეშინია და არც გაკონტროლების ერთი ადგილი არ აქვს.



საბოლოო ჯამში, ეგ ფენომენი, რაც გაინტერესებდა, ქართველი ხალხის თავში, რუხი ნივთიერების სიმცირესთანაა პირდაპირ კავშირში.



Posted by: GIORGI112 26 Jan 2017, 19:28
QUOTE
მაგ პრობლემის აღმოსაფხვრელად კი, უნდა გამოიყოს ცალკე ზოლი, სადაც მხოლოდ ავტობუსი ივლის და მანქანების საცობში, ვეღარ მოყვება.

ამით, გაცილებით მეტი ადამიანის გადაყვანას შეძლებს ავტობუსები და აღარც ჭყლეტვა იქნება.
თავად, მანქანის მძღოლებსაც შეეძლებათ, უფრო იაფად და სწრაფად გადაადგილება და თუ ავტობუსში გადაჯდებიან, არსებული საცობიც შემცირდება.




მაგრამ, ჩვენთან საზოგადოება არ არის განვითარების იმ დონეზე, რომ ამდენი იფიქროს.

ცალკე ზოლი რომ გამოყონ, ჯერ ერთი უდიდესი პროტესტის ტალღა წამოვა, ამდენ მანქანას, კიდევ გზის შემცირება გვინდაო?!
ავტობუსები რომ შემოიყვანეს, აღშფოთდნენ - ამხელა ავტობუსი ქუჩაში ვერ დაეტევაო (არადა, 80 წელი, მაგხელა და უფრო გრძელი მოძრაობდა)
ტრამვაი საერთოდ არც იფიქროთო, სულ გადაჭედავს მოძრაობასო.

ანუ, ვერც კი წარმოუდგენიათ, რომ ტევად ტრანსპორტს გაცილებით მეტი ადამიანი გადაჰყავს, ნაკლები ფართის და დანახარჯის გამოყენებით,
ვიდრე ყველა აღებულ მანქანას ერთად და ვერც ის წარმოუდგენიათ, რომ ქალაქში შეიძლება მანქანიდან ჩამოსხდნენ და საზ. ტრანსპორტით იარონ.
ნორმალური ტრანსპორტის არსებობის შემთხვევაშიც კი.



და თუ ბარიერი არ აუშენე, ხო მაინც არავინ დაიცავს წესებს და ყველა იმ ზოლზე იხრიგინებს.
აღმაშენებლზე არის ცალკე ზოლი, მაგრამ პროწივზე დადიან.




შესაბამისად, მთავრობაც ჩაჯმულია, რადგან ამომრჩევლის გაღიზიანების ეშინია და არც გაკონტროლების ერთი ადგილი არ აქვს.



საბოლოო ჯამში, ეგ ფენომენი, რაც გაინტერესებდა, ქართველი ხალხის თავში, რუხი ნივთიერების სიმცირესთანაა პირდაპირ კავშირში.



100 %
100%
100%

Posted by: GIORGELA 27 Jan 2017, 04:51
vatman
QUOTE
ბოლო გრაფიკის მიხედვით სადგურიდან ბოლო გასვლა აქვს: 22:24-ზე


ამ გრაფიკებს ურაზე ადგენთ თუ რატომ? რა ლოგიკაში ჯდება 22:24?


QUOTE
ეხლა ბევრ მაშრუტს გრაფიკები შეეცვალა, უმრავლესობას ბოლო რეისები უფრო გვიან აქვს, დაახლოებით ნახევარი საათით


ეგ ცენტრშI შეიძლება. დიდ დიღომში პირიქით არის. ზემოთ დაწერე აეროპორტზეც აქეთ გადმოწეულა და ეგრე არ გამოვა. ეგრე ნარმანიას მშობლები უფრო პოპულარული გახდებიან.


QUOTE
მარა ზოგადად ბოლო დროს სატრანსპორტო კომპანიას პროგრესი აქვს აშკარად. ბოლოს და ბოლოს ტონობით მტვერი აღარ დევს ავტობუსში


კაცურად მითხარი რომელი ნომრებით მოძრაობ უნდა ჩავჯდე და ვნახო. ? biggrin.gif

Posted by: NVIDIA MAN 27 Jan 2017, 11:16
დღეს დავინახე რო 61 ნომერზე ახალი ავტობუსი იყო ზემოთ "ფორტოჩკებით" რეკლამებიც არ ჰქონდა ჩასმული.

მესამე მანი დაზიანდა მემგონი!... თავისუფლებაზე მიაჯდა მანქანას... ესე 1 კვირის წინ, ჩემი თვალით დავინახე როგორ წაატორმუზა და ბრახ გაისმა. მძღოლიც გადმოვიდა... არ მივსულვარ მოშორებით ვიყავი მერე დაიძრა და წავიდა... ვიფიქრე არაფერი მოუვიდა მეთქი მაგრამ როგორც ჩანს.... ფაქტია 61 ნომერზე ახალი ფორტოჩკებიანი მანი იყო დღეს.

Posted by: Kublicha 27 Jan 2017, 11:23
QUOTE
მერე დაიძრა და წავიდა...

ავარიის გაფორმებას მინიმუმ საათნახევარი სჭირდება. რადგან წავიდა, ესე იგი არაფერი არ მოუვიდა.

QUOTE
მაგრამ როგორც ჩანს.... ფაქტია 61 ნომერზე ახალი ფორტოჩკებიანი მანი იყო დღეს.

რეზერვი იქნება. შეიძლება რამე მიზეზით შეასვენეს რომელიღაც ავტობუსი

Posted by: NVIDIA MAN 27 Jan 2017, 11:29
Kublicha
დამაჯერებელი პასუხი გაეცით, რატომღაც ვერ ვიფიქრე ამდენი.

Posted by: vatman 27 Jan 2017, 12:07
NVIDIA MAN
QUOTE
დღეს დავინახე რო 61 ნომერზე ახალი ავტობუსი იყო ზემოთ "ფორტოჩკებით" რეკლამებიც არ ჰქონდა ჩასმული.

მესამე მანი დაზიანდა მემგონი!... თავისუფლებაზე მიაჯდა მანქანას... ესე 1 კვირის წინ, ჩემი თვალით დავინახე როგორ წაატორმუზა და ბრახ გაისმა. მძღოლიც გადმოვიდა... არ მივსულვარ მოშორებით ვიყავი მერე დაიძრა და წავიდა... ვიფიქრე არაფერი მოუვიდა მეთქი მაგრამ როგორც ჩანს.... ფაქტია 61 ნომერზე ახალი ფორტოჩკებიანი მანი იყო დღეს

ერთი 61-ს მანი თეგეტაში დგას დიდი ხანი, ჩამოხსნილი აქვს წინა მარჯვენა ფარი.


GIORGELA
QUOTE
ამ გრაფიკებს ურაზე ადგენთ თუ რატომ?

ადგენთ რა,
კი არ ვმუშაობ მანდ biggrin.gif
QUOTE
ეგ ცენტრშI შეიძლება. დიდ დიღომში პირიქით არის.

არც მაინტერესებდა აქამდე დიდ დიღომში რომელ საათმდე დაიდოდა. ამ პოსტის შემდეგ ჩავიხედე გრაფიკში და უწერია 14-ს ბარათაშვილიდან ბოლო გასვლა 23:41, 15-ს სადგურიდან 23:00
და რა არის ამაში საპრეტენზიო მაგ მიმართულებით?
QUOTE
კაცურად მითხარი რომელი ნომრებით მოძრაობ უნდა ჩავჯდე და ვნახო. ?

რაც დასავლეთ ნაწილში მოძრაობს tongue.gif
შესაბამისად მე-2 და მე-3 პარკის ავტობუსებით.

Posted by: Kublicha 27 Jan 2017, 15:58
ამ ავტობუსებს თეტეტას რომელი ფილიალი ემსახურება? თრაქ ენდ ბასი? თუ ცენტრალური?

ახალი ურეკლამო და MAN ვნახე კახეთის გზატკეცილზე მოძრაობდა. ჯერ ვიფიქრე 37 ები გაუშვესთქო, მაგრამ ისთ ფოინნთან გადაუხვია.
ისე რა უნდოდა მანდ? აღმოსავლეთის პარკებში ხომ არ დგანან ეგენი.

მერე ვიფიქრე თეგეტა ტრაქ ენდ ბასში ხომ არ იყოთქო, მანდედან მომავალი ხო ისთ პოინთის ხიდით უნდა მოტრიალდეს.


Posted by: nodara95 27 Jan 2017, 20:03
გლდანის სადგომზე იდგნენ რამოდენიმე დღე. ახალი პარტიის ავტობუსებზე თუ ამბობ. წინ საქარე მინაზე მიკრული ქონდათ ფურცლები. უნომროდ

Posted by: ფაშისტი 27 Jan 2017, 20:30
კიდევ ერთხელ დავწერ მაინც, იყოს smile.gif

#78 -ის დამატება კარგი იქნებოდა ზემო ვერაზე, არ გვყოფნის რაოდენობა და ასკდება ხალხი ფილარმონიის გაჩერებასთან.
ბელინსკზე ძლივს ადის ასე მგონია უკან ჩამოსრილდებათქო ისეთი ამბავია ხოლმე სალონში

აი დაგვხატავდა რა smile.gif

Posted by: Marshmallo 27 Jan 2017, 20:56
QUOTE (ფაშისტი @ 27 Jan 2017, 20:30 )
კიდევ ერთხელ დავწერ მაინც, იყოს smile.gif

#78 -ის დამატება კარგი იქნებოდა ზემო ვერაზე, არ გვყოფნის რაოდენობა და ასკდება ხალხი ფილარმონიის გაჩერებასთან.
ბელინსკზე ძლივს ადის ასე მგონია უკან ჩამოსრილდებათქო ისეთი ამბავია ხოლმე სალონში

აი დაგვხატავდა რა smile.gif

გავიგეეეეეეეეეეეეეეეთ 78 კიდევ რო გინდა მეც ვიყავი ეგრე მარა უნდა მოითმინოოოოო
ან მიდი და ტვინი შეუჭამე მერიის საქალაქო ტრანსპორტის სამსახურს
ბწყჰბწჰბჰწბწბ

Posted by: GIORGELA 28 Jan 2017, 02:25
QUOTE
GIORGELA
QUOTE
ამ გრაფიკებს ურაზე ადგენთ თუ რატომ?

ადგენთ რა,
კი არ ვმუშაობ მანდ


შენს ნაწერს რომ გადახედოს კაცმა სხვა შთაბეჭდილება დარჩება smile.gif

QUOTE

QUOTE
ეგ ცენტრშI შეიძლება. დიდ დიღომში პირიქით არის.

არც მაინტერესებდა აქამდე დიდ დიღომში რომელ საათმდე დაიდოდა. ამ პოსტის შემდეგ ჩავიხედე გრაფიკში და უწერია 14-ს ბარათაშვილიდან ბოლო გასვლა 23:41, 15-ს სადგურიდან 23:00
და რა არის ამაში საპრეტენზიო მაგ მიმართულებით?


საპრეტენზიო ის არის რომ დიდი დიღმიდან 10 საათზე რომ გამოხვიდე სახლიდან 40 წუთი უნდა ელოდო ავტობუსს. მერე 3 მოდის ერთდროულად. ქალაქამდე რომ მიაღწიო ძალიან ძნელია გარეუბნიდან და პირიქით, ცენტრიდან გარეუბანში მოხვედრა არის ძნელი. მოკლედ გრაფიკები არის ცუდი შედგენილი.

QUOTE

QUOTE
კაცურად მითხარი რომელი ნომრებით მოძრაობ უნდა ჩავჯდე და ვნახო. ?

რაც დასავლეთ ნაწილში მოძრაობს 
შესაბამისად მე-2 და მე-3 პარკის ავტობუსებით.



კარგია ვიღაცას მაინც რომ უმართლებს smile.gif

Posted by: Accident 28 Jan 2017, 02:48
GIORGELA
QUOTE
შენს ნაწერს რომ გადახედოს კაცმა სხვა შთაბეჭდილება დარჩება

რა ვიცი, დიდი ხანია ვატმანის ნაწერს ვუყურებ და მსგავსი არაფერი შემიმჩნევია.
ეტყობა, დანახვასაც მონდომება უნდა



QUOTE
საპრეტენზიო ის არის რომ დიდი დიღმიდან 10 საათზე რომ გამოხვიდე სახლიდან 40 წუთი უნდა ელოდო ავტობუსს. მერე 3 მოდის ერთდროულად

40 წუთი რომ უნდა ელოდო და 3 ერდროულად რომ მოდის, ეგ მარტო გრაფიკების კი არა, ქართველების (მთავრობიანა/მძღოლიანა) ტვინები რომაა ცუდად შედგენილი, მაგის ბრალია
https://www.forum.ge/?showtopic=34868830&view=findpost&p=49792345

გადაწყვეტის რამე იდეა თუ გაქვს, შეგიძლია დაწერო

Posted by: ფაშისტი 28 Jan 2017, 10:25
Marshmallo
ყვირი? ვერ მივხვდი ეგეთი ისტერიკული რატომ ხარ.. მაპატიე smile.gif

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 28 Jan 2017, 10:59
უგულავამ გაგვიუქმა 2005 წელს მარშრუტკა ზემო ვერას - დაგვსაჯა, რაღა!

ყვითელი 78 სიაფანდები არიან = უყვართ სამ-ოთხს ერთად ხევის თავში დადგომა -
ქალაქში ხერგილებიაო - და მერე სადგურში | პარკში ცარიელებს გაპარვა

გამოსავალია 40-თეთრიანი მარშრუტკის დანიშვნა -
რუსთაველის მეტროდან, აღმა ზანდუკელით, მერე ბელინსკითა და გოგებაშვილით

ავლაბარში, ნიაბზე, ძმაკაცი მყავს და იმასთან ყოჩაღად, გვიანობამდე ავდი-ჩავდივარ
ეგეთივე 76 მარშრუტკით

@

Posted by: mikheili1985 28 Jan 2017, 12:05
ლუკასა და ნიკოს მამა
QUOTE


ყვითელი 78 სიაფანდები არიან = უყვართ სამ-ოთხს ერთად ხევის თავში დადგომა -
ქალაქში ხერგილებიაო - და მერე სადგურში | პარკში ცარიელებს გაპარვა

ცხელ ხაზზე თუ დარეკეთ?

Posted by: Tocadero 28 Jan 2017, 18:04
ვაკეში თონესთან ლურჯ ავტობუსს უკნიდან მერსო დაეტაკა . პატრული იყო მოსული და მერსოს მძღოლს ძუძუებს უწელავდნენ

Posted by: Marshmallo 28 Jan 2017, 20:36
QUOTE (Tocadero @ 28 Jan 2017, 18:04 )
ვაკეში თონესთან ლურჯ ავტობუსს უკნიდან მერსო დაეტაკა . პატრული იყო მოსული და მერსოს მძღოლს ძუძუებს უწელავდნენ

ის მერსედესი ხომ არ იყო რუსთაველზე რომ დაეტაკა და რამე

Posted by: GIORGELA 29 Jan 2017, 18:57
Accident
QUOTE

QUOTE
საპრეტენზიო ის არის რომ დიდი დიღმიდან 10 საათზე რომ გამოხვიდე სახლიდან 40 წუთი უნდა ელოდო ავტობუსს. მერე 3 მოდის ერთდროულად

40 წუთი რომ უნდა ელოდო და 3 ერდროულად რომ მოდის, ეგ მარტო გრაფიკების კი არა, ქართველების (მთავრობიანა/მძღოლიანა) ტვინები რომაა ცუდად შედგენილი, მაგის ბრალია
https://www.forum.ge/?showtopic=34868830&vi...post&p=49792345

გადაწყვეტის რამე იდეა თუ გაქვს, შეგიძლია დაწერო



საერთოდ არაფერ შუაში არაა რაც შენ მიაწერე.

დიდ დიღომში საცობი საერთოდ არ არის. მითუმეტეს მესამე და მეოთხე მიკროდან მოდის ავტობუსი და იქ ვერ გაიჭედება ვერანაირად. ცალსახად გრაფიკის ბრალია.

მძღოლები წუწუნებენ და მოსახლეობაც უკმაყოფილოა. ვისი შედგენილია ეს გრაფიკი და რის საფუძველზე საერთოდ გაუგებარია.


Posted by: Accident 29 Jan 2017, 19:23
GIORGELA
დიდ დოღომში რა არის რა მნიშვნელობა აქვს?
საცობი სადაც არის, იქ გროვდება ავტობუსები. 14 და 15 მთელს ქალაქს გადიან, მანქანების გამო იჭედებიან და გრაფიკიც ირღვევა.

ამას ახსნა ჭირდება?

Posted by: GIORGELA 29 Jan 2017, 19:57
Accident
QUOTE
დიდ დოღომში რა არის რა მნიშვნელობა აქვს?
საცობი სადაც არის, იქ გროვდება ავტობუსები. 14 და 15 მთელს ქალაქს გადიან, მანქანების გამო იჭედებიან და გრაფიკიც ირღვევა.

ამას ახსნა ჭირდება?


რას წერ ხვდები? ღამის 10 საათზე სად არის პროპკა თან ისეთი რომ 40 წტ გაიჭედოს ავტობუსი? თან ყოველ დღე იჭედება? გრაფიკი აქვთ ეგეთი. იმ 40 და უფრო მეტი დროის მანძილზე ზემოთ არც ერთი ავტობუსი არ მიდის, ანუ გაჭედვა არაფერ შუაშIა, დგანან ბოლო გაჩერებაზე და ელოდებიან გრაფიკით გათვალისწინებულ დროს.

პ.ს. კონტროლიორების უმეტესობა უზრდელია.


Posted by: Accident 29 Jan 2017, 21:48
GIORGELA

QUOTE
რას წერ ხვდები?

მე ძალიან მარტივ რაღაცას ვწერ, შენ რატომ ვერ ხვდები, ეგ არ ვიცი.

QUOTE
ღამის 10 საათზე სად არის პროპკა თან ისეთი რომ 40 წტ გაიჭედოს ავტობუსი?

ღამის ათ საათზე არაა, მაგრამ დილის 10 საათზე და საღამოს 5-იდან 7-მდე ხომ არის.

როცა, ავტობუსი გამოვა ბარათაშვილიდან, გაიჭედება ვერაზე, გმირთა მოედანზე, სპორტის სასახლესთან, სააკაძეზე და ა.შ.
დიდ დიღომში მივა, 1 საათით გვიან.

უკანა გზაზე, კიდევ თუ გაიჭედა, 2 საათით და ა.შ.


თან, ამ გაჭედვისას უკან სხვებიც წამოეწევათ და დადიან მერე მატარებლივით ჩაბმულები.


სულ რომ 120-ით იაროს, ეს დანაკლისი როგორ უნდა აანაღზაუროს, რომ ღამის 10-ზე ზუსტი გრაფიკით დაბრუნდეს?



QUOTE
თან ყოველ დღე იჭედება?

საცობები ყოველდღეა და აბა დღეგამოშვებით გაიჭედება?

Posted by: forum-ge 30 Jan 2017, 00:26
QUOTE
აბა დღეგამოშვებით გაიჭედება?

lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: GIORGELA 30 Jan 2017, 04:38
Accident
QUOTE
ღამის ათ საათზე არაა, მაგრამ დილის 10 საათზე და საღამოს 5-იდან 7-მდე ხომ არის.

როცა, ავტობუსი გამოვა ბარათაშვილიდან, გაიჭედება ვერაზე, გმირთა მოედანზე, სპორტის სასახლესთან, სააკაძეზე და ა.შ.
დიდ დიღომში მივა, 1 საათით გვიან.

უკანა გზაზე, კიდევ თუ გაიჭედა, 2 საათით და ა.შ.


თან, ამ გაჭედვისას უკან სხვებიც წამოეწევათ და დადიან მერე მატარებლივით ჩაბმულები.


მოდი შენს ლოგიკას გავყვეთ.

დავუშვათ ავტობუსმა უნდა იაროს ყოველ 30 წუთში. გაიჭედა ვთქვათ. დააგვიანდა როგორც საბოლოო წერტილში მისვლა ასევე დაბრუნებაც . ჩამორჩენა ექნება ორივე მხარეს ყველა ვარიანტში.

შენი ლოგიკით საღამოსკენ უფრო მეტი ავტობუსი იქნება გასასვლელი ბოლო რეისზე. იმედია ამას ხვდები რატომაც. გვიან დაბრუნდა გვიან გავიდა და ასე რამდენჯერმე. რეალურად ხდება პირიქით.

რაც შეეხება იმას რომ ერთმანეთს ემთხვევა რეისების შესრულების დრო. ეს შენი ლოგიკით არ აიხსნება. თუ აგვიანდება ერთ მარშრუტს, შესაბამისად უნდა დააგვიანდეს მეორესაც.




QUOTE
საცობები ყოველდღეა და აბა დღეგამოშვებით გაიჭედება?


შაბათ კვირას არ არის საცობები. მაგ დღეებში უფრო ცუდად დადიან.


Posted by: Accident 30 Jan 2017, 05:32
GIORGELA

QUOTE
შენი ლოგიკით საღამოსკენ უფრო მეტი ავტობუსი იქნება გასასვლელი ბოლო რეისზე


გასასვლელი კი რჩება, მაგრამ მაგის ასანაზღაურებლად, ღამის 2 საათზე ხომ არ დარჩებიან?

მაგათ საქმე ხომ არ შეუწყვეტიათ, პრობკაში იყვნენ თუ სადაც, პატიოსნად იმუშავეს.
როცა მძღოლების სამუშაო საათები მთავრდება და ავტობუსები აკლება.




QUOTE
რაც შეეხება იმას რომ ერთმანეთს ემთხვევა რეისების შესრულების დრო. ეს შენი ლოგიკით არ აიხსნება.


საცობი სულ ერთი დრო ხომ არ გრძელდება? პირველი კი მოყვა ნახევარი საათით, მაგრამ მეორე შეიძლება უფრო ადრე გამოძვრეს, მესამეს შეიძლება აღარც დახვდეს ის საცობი და ძალიან მალე დაეწევა წინა ორს.

აქედან მოყოლებული, უკვე ერთად ივლიან.


Posted by: Marshmallo 30 Jan 2017, 15:37
თვის ბოლოა, სადაა ჩვენი ლურჯი 37ები?

Posted by: GIORGELA 30 Jan 2017, 20:10
Accident
QUOTE
გასასვლელი კი რჩება, მაგრამ მაგის ასანაზღაურებლად, ღამის 2 საათზე ხომ არ დარჩებიან?

მაგათ საქმე ხომ არ შეუწყვეტიათ, პრობკაში იყვნენ თუ სადაც, პატიოსნად იმუშავეს.
როცა მძღოლების სამუშაო საათები მთავრდება და ავტობუსები აკლება.



რომელი საათიდან იწყება სამუშაო საათების დამთავრება. ფაქტია რომ საღამოს უფრო ცოტა ავტობუსი მოძრაობს ვიდრე დილით და შუადღეს. შენი ნაწერიდან გამოდის რომ თუ მძღოლმა უნდა შეასრულოს 5 წრე ასრულებს სამს.

QUOTE
საცობი სულ ერთი დრო ხომ არ გრძელდება? პირველი კი მოყვა ნახევარი საათით, მაგრამ მეორე შეიძლება უფრო ადრე გამოძვრეს, მესამეს შეიძლება აღარც დახვდეს ის საცობი და ძალიან მალე დაეწევა წინა ორს.

აქედან მოყოლებული, უკვე ერთად ივლიან.


ერთად რანაირად ივლიან როცა პროპკა მთავდრება??? თუ განრიგით არ უწევს გავლა ხო არ გადის არა? ანუ გვიან რომ მივა 3 ავტობუსი სამივე ხო არ გავა? გავა ერთი.

შენ საერთოდ სხვა თემაზე წერ. გეუბნები რომ ბოლო რეისები არის ძალიან ცუდ დროს - ადრე დაგეგმილი ერთი და გარეუბნიდან ცენტრამდე მისასვლელად 40 წუთი გიწევს ლოდინი იმიტომ რომ შეიძლება 3 სხვადასხვა ნომერი მოვიდეს მაგრამ მოვლენ ერთად.

ეხლა ან გაიგებ რასაც ვწერ, ან "არ" გაიგებ, შენი საქმეა.

Posted by: AnneSh 30 Jan 2017, 20:25
ახლო მომავალში კიდევ რომელი ნომრის ყვითელ ავტობუსებს ჩაანაცვლებენ ლურჯით? თუ არ გეგმავენ ჯერ?

Posted by: AUTOCRAT 30 Jan 2017, 21:36
ახალ სალაროებს ძალიან დაუმუშავებელი და არაინფორმატიული ინტერფეისი აქვთ.
დისპლეიზე უნდა იყოს მინიშნება სად რა დაადონ. დადების შემდეგ უნდა დაიწეროს რომ გადახდილია ან გრაფიკულად დადასტურდეს.

Posted by: Accident 30 Jan 2017, 21:55
AnneSh
წერდნენ 37 ნომერზე ვაპირებთო, იანვრის ბოლოდან შეცვლას.



GIORGELA
QUOTE
რომელი საათიდან იწყება სამუშაო საათების დამთავრება. ფაქტია რომ საღამოს უფრო ცოტა ავტობუსი მოძრაობს ვიდრე დილით და შუადღეს. შენი ნაწერიდან გამოდის რომ თუ


რა ვიცი, ხომ დაგილინკეს გრაფიკები, ნახე იქ და იქნება ნაჩვენები, რამდენ ხანში ერთხელ დადიან.

ზოგადად, რა თქმა უნდა მასეა, დღე, უფრო მეტი მოძრაობს, ვიდრე საღამოს.
მეტროშიც, 11 საათზე, გაცილებით დიდი ინტერვალებია ვიდრე პიკის საათებში. 25 წუთი ველოდებოდი მატარებელს.


QUOTE
მძღოლმა უნდა შეასრულოს 5 წრე ასრულებს სამს.

ეგრე იქნება, საცობში რომ დროს კარგავენ, არა მგონია, იმას ანაზღაურებდნენ, შესაბამისად, დღეში, დაგეგმილზე ნაკლები წრე გამოვა.


QUOTE
რთად რანაირად ივლიან როცა პროპკა მთავდრება??? თუ განრიგით არ უწევს გავლა ხო არ გადის არა? ანუ გვიან რომ მივა 3 ავტობუსი სამივე ხო არ გავა? გავა ერთი.

რა თქმა უნდა სავმივე გავა. პირველი ორი ჩამორჩენილია და მოუწევს გასვლა რომ რეჟიმში ჩადგეს, მესამე კიდევ, რომც არ იყოს ჩამორჩენილი, რას უნდა ელოდოს?



დავუშვათ, ორი ავტობუსი დადის 20 წუთიანი ინტერვალით. და მთელ მარშრუტს გადიან 50 წთ + შესვენება 10 წთ (ჯამში 1სთ)
პირველი თუ გადის დიდი დიღმიდან 8:00 სთ, მეორე გავა 8:20 სთ

შესაბამისად, პირველი ბარათაშვილზე მივა 8:50 სთ-ზე და უნდა გავიდეს იქიდან 9:00 სთ-ზე. მეორე მივა 9:10 სთ-ზე და უნდა გავიდეს 9:20 სთ-ზე.

პირველი ავტობუსი თუ მოყვება ნახევარ საათიან საცობში, დააგვიანდება და ბარათაშვილზე მივა 9:20 სთ-ზე.
მეორე თუ არ მოყვება საცობში, მივა თავის დროზე 9:10 სთ-ზე.

პირველმა რა უნდა ქნას, უნდა დარჩეს? რა თქმა უნდა, არა - ნახევარი საათით არის დაგვიანებული, ამიტომ ადგება და იმ დასვენების დროსაც დაიკიდებს და მაშინვე გავარდება, ე.ი. 9:20 სთ-ზე.

მეორემ რა უნდა ქნას, უნდა დარჩეს?
რა თქმა უნდა არა - თავის განრიგს მიყვება, მივიდა 9:10 სთ-ზე, დაისვენა 10წთ და ეგეც გავა 9:20 სთ-ზე.

საბოლოოდ გამოვა, რომ პირველი და მეორე, ერთად იმოძრავებენ.


QUOTE
იმიტომ რომ შეიძლება 3 სხვადასხვა ნომერი მოვიდეს მაგრამ მოვლენ ერთად.

3 სხვადასხვა ნომერს, თუ ერთნაირი გრაფიკი აქვთ, ეგ რა თქმა უნდა ##ობაა და 2 გვერდის აღვნიშნეთ კიდეც
https://forum.ge/?showtopic=34868830&view=findpost&p=49791261

თუმცა, საცობების ეფექტი, მანდაც დიდი იქნება.
ახლა, კვლევა თუ ჩაატარეს და ზუსტად თუ გაზომეს, რომ გლდანიდან წამოსული და საბურთალოდან წამოსული, ზუსტად ერთ დროს მოხვდნენ რუსთაველზე, არ ვიცი. მაგრამ მაგ პოსტში როგორც მიწერია, ხშირად მინახავს, ყველა სხვადასხვა ნომერი რომ ერთად მოძრაობს ხოლმე, შესაბამისად ეგ მაინც იმის ბრალი იქნება, რომ გმირთა მოედანზე ან მასეთ ადგილებში, ერთად იჭედებიან და მერე შეგროვებულები მოდიან.






Posted by: N_E_M_O 31 Jan 2017, 16:55
აფრიკის გარაჟი დღეს... ეს ავტობუსები რომელ ხაზზე იმოძრავებენ?

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

Posted by: Accident 31 Jan 2017, 17:05
N_E_M_O
QUOTE
ეს ავტობუსები რომელ ხაზზე იმოძრავებენ?

თითო გვერდზე, მგონი უკვე ორ-ორჯერ წერია, ერთხელ კი არა

https://forum.ge/?act=Search&nav=lv&CODE=show&searchid=c836db6760a3a694dcd157e9644a46f6&search_in=posts&result_type=posts

Posted by: vatman 31 Jan 2017, 17:24
QUOTE
ერთი 61-ს მანი თეგეტაში დგას დიდი ხანი, ჩამოხსნილი აქვს წინა მარჯვენა ფარი.

TT001CB
საქარე მინაც აქვს დალეწილი.
ვინმემ იცით სად მოახერხა ასე დამტვრევა?
Accident
QUOTE
დავუშვათ, ორი ავტობუსი დადის 20 წუთიანი ინტერვალით. და მთელ მარშრუტს გადიან 50 წთ + შესვენება 10 წთ (ჯამში 1სთ)
პირველი თუ გადის დიდი დიღმიდან 8:00 სთ, მეორე გავა 8:20 სთ

შესაბამისად, პირველი ბარათაშვილზე მივა 8:50 სთ-ზე და უნდა გავიდეს იქიდან 9:00 სთ-ზე. მეორე მივა 9:10 სთ-ზე და უნდა გავიდეს 9:20 სთ-ზე.

პირველი ავტობუსი თუ მოყვება ნახევარ საათიან საცობში, დააგვიანდება და ბარათაშვილზე მივა 9:20 სთ-ზე.
მეორე თუ არ მოყვება საცობში, მივა თავის დროზე 9:10 სთ-ზე.

პირველმა რა უნდა ქნას, უნდა დარჩეს? რა თქმა უნდა, არა - ნახევარი საათით არის დაგვიანებული, ამიტომ ადგება და იმ დასვენების დროსაც დაიკიდებს და მაშინვე გავარდება, ე.ი. 9:20 სთ-ზე.

მეორემ რა უნდა ქნას, უნდა დარჩეს?
რა თქმა უნდა არა - თავის განრიგს მიყვება, მივიდა 9:10 სთ-ზე, დაისვენა 10წთ და ეგეც გავა 9:20 სთ-ზე.

საბოლოოდ გამოვა, რომ პირველი და მეორე, ერთად იმოძრავებენ.


მაგათ რაღაც აქვთ, რო თუ რაღაც დროით აგვიანებ, შეიძლება ან თუნდაც ვალდებული ხარ ჩააგდო ეს აბაროტი. შეიძლება ამაზე ხელფასიც აკლდებათ

Accident
QUOTE
თითო გვერდზე, მგონი უკვე ორ-ორჯერ წერია, ერთხელ კი არა

მანებზე კითხულობს. ალბათ თეგეტაში აღარ არის ადგილი და მანდ დააყენეს. თუ დააკვირდები ცელოფნებიც არ არის მოხსნილი

Posted by: Accident 31 Jan 2017, 17:34
vatman
QUOTE
მანებზე კითხულობს. ალბათ თეგეტაში აღარ არის ადგილი და მანდ დააყენეს. თუ დააკვირდები ცელოფნებიც არ არის მოხსნილი

ხოდა, 37-ზე არ იგეგმება მაგათი გაშვება?


QUOTE
მაგათ რაღაც აქვთ, რო თუ რაღაც დროით აგვიანებ, შეიძლება ან თუნდაც ვალდებული ხარ ჩააგდო ეს აბაროტი

ხო, ალბათ იქნება, მაგრამ ხომ უნდა მიხვდნენ რომ არაეფექტურია.
როგორ შეიძლება, დედაქალაქში ცარიელი ავტობუსების ვაგონებივით ერთად ხრიგინი.


ბოლო-ბოლო, მგზავრების გადანაწილებას მაინც შეეცადონ, სხვა თუ არაფერი.
GPS ხომ აქვს ყველა ავტობუსს და ადილმდებაორებაც განსაზვრულია.
დაავალონ კონდუქტორებს რომ მგზავრთა გარკვეული რაოდენობის შემდეგ, გააფრთხილოს ხალხი რომ უკან კიდევ მოდის ცარიელი და შეტენვა არაა აუცილებელი.

წინაც აღარ გადაიჭედება და ის მეორეც ტყუილად აღარ იხრიგინებს.

ან ტაბლოზე დაიტანონ ინფორმაცია, მომდევნო როდის მოდის.

მოკლედ


Posted by: vatman 31 Jan 2017, 17:43
Accident
QUOTE
ხოდა, 37-ზე არ იგეგმება მაგათი გაშვება?

ჯერ თეგეტამ არ უნდა გააკეთოს წინამოსამზადებელი სამუშაოები

QUOTE
დაავალონ კონდუქტორებს რომ მგზავრთა გარკვეული რაოდენობის შემდეგ, გააფრთხილოს ხალხი რომ უკან კიდევ მოდის ცარიელი და შეტენვა არაა აუცილებელი.

წინაც აღარ გადაიჭედება და ის მეორეც ტყუილად აღარ იხრიგინებს.

ხშირად შემხვედრია რო მძღოლებიც და კონდუქტორებიც აფრთხილებენ რო უკან ცარიელი მოდის, მარა ხალხს ჰკიდია. ეს გლდანის ავტობუსებზე ხშირად ხდება.
სხვათაშორის მობილურ აპლიკაციაში კარგად ჩანს ავტობუსები ონლაინ, ხოდა თუ მიწევს ავოტბუსით საღამოს მგზავრობა მანდ ვამოწმებ რო უფრო ცარიელს გავყვე biggrin.gif biggrin.gif

Posted by: NVIDIA MAN 31 Jan 2017, 17:44
რა არის უკვე მერამდენე მანი დააზიანეს ამ უბედურებმა?

Posted by: Accident 31 Jan 2017, 18:05
vatman
QUOTE
ჯერ თეგეტამ არ უნდა გააკეთოს წინამოსამზადებელი სამუშაოები

კაი ხნის წინ არ დაწერეს ჩამოვიდაო, ჯერ არ მოუმზადებიათ? გადადეს 37-ზე გაშვება?


QUOTE
ხშირად შემხვედრია რო მძღოლებიც და კონდუქტორებიც აფრთხილებენ რო უკან ცარიელი მოდის, მარა ხალხს ჰკიდია. ეს გლდანის ავტობუსებზე ხშირად ხდება.

მე კიდევ, არასდროს. ყოველშემთხვევაში, მარჯვენა სანაპიროზე არსად.

თუ კიდიათ, მაშინ ფიზიკკურად გააკონტროლონ, ანუ დაუკეტონ კარები.

Posted by: zakro 31 Jan 2017, 18:09
Accident
QUOTE
ხო, ალბათ იქნება, მაგრამ ხომ უნდა მიხვდნენ რომ არაეფექტურია.
როგორ შეიძლება, დედაქალაქში ცარიელი ავტობუსების ვაგონებივით ერთად ხრიგინი.

ეგ იმის ბრალია რო ერთიანი მართვა არ არის, ყველა ავტობუსს თავისი ინდივიდუალური გრაფიკი აქვს და მარტო იმას უყურებს, ურთიერთშეთანხმება არ ხდება.

vatman
QUOTE
ხშირად შემხვედრია რო მძღოლებიც და კონდუქტორებიც აფრთხილებენ რო უკან ცარიელი მოდის, მარა ხალხს ჰკიდია. ეს გლდანის ავტობუსებზე ხშირად ხდება.

მასეთ შემთხვევაში ცარიელი რომ გაუშვან წინ არ შეიძლება?

Posted by: Accident 31 Jan 2017, 18:18
zakro
QUOTE
მასეთ შემთხვევაში ცარიელი რომ გაუშვან წინ არ შეიძლება?

თუ ხედავენ ერთმანეთს, აკეთებენ მასე, მაგრამ უმეტესად კიდიათ.

მარშრუტკის მძღოლები, აღდგომაზე და მასეთ ადგილებში, სადაც ინდივიდუალურად მუშაობდნენ, ტელეფონით აგვარებდნენ მაგ ყველაფერს.

ესენი ხელფასს იღებენ და არ აინტერესებთ.

Posted by: vatman 31 Jan 2017, 18:30
Accident
QUOTE
კაი ხნის წინ არ დაწერეს ჩამოვიდაო, ჯერ არ მოუმზადებიათ? გადადეს 37-ზე გაშვება?

უკვე ბევრია ჩამოსული
ანუ ამ ავტობუსების გარდა თეგეტაშიც დგას ავტობუსები.
შბათს დასავლეთში ვიყავი და იქიდანაც მოდიოდა ახალი პარტია ავტობუსების

zakro
QUOTE
მასეთ შემთხვევაში ცარიელი რომ გაუშვან წინ არ შეიძლება?

Accident
QUOTE
თუ ხედავენ ერთმანეთს, აკეთებენ მასე, მაგრამ უმეტესად კიდიათ.

თუ ფიზიკურად შუეძლიათ აკეთებენ. ახმეტელამდე არ მისული თუ ჯგროდ მიდიან წინ ცდილობენ ცარიელი გაუშვან, მარა ფიზიკურადშეიძLება ძნელიც არის და მამენტ ჰკიდიათ.
ნუ როგორც ბევრი მძღოლი განსაკუთრებით ახმეტელზე როგორც აქამდე აღვნიშნე ეუბნება რო უკან ცარიელი მოდის. არავის ეხლა არ უნდა მოსწონდეს რო გადატენილი აქვს ტრანსპორტი

Posted by: zakro 31 Jan 2017, 18:50
Accident
QUOTE
თუ ხედავენ ერთმანეთს, აკეთებენ მასე, მაგრამ უმეტესად კიდიათ.

მარშრუტკის მძღოლები, აღდგომაზე და მასეთ ადგილებში, სადაც ინდივიდუალურად მუშაობდნენ, ტელეფონით აგვარებდნენ მაგ ყველაფერს.

მარშრუტკა არ ვიცი და ავტობუსზე არ მინახავს ეგრე შვებოდნენ, ზოგჯერ ლამის ერთდროულად შემოდის 2 ავტობუსი გაჩერებაზე და ისევე გადის, ჯერ გატენილი, მერე ნახევრად ცარიელი.

vatman
QUOTE
თუ ფიზიკურად შუეძლიათ აკეთებენ. ახმეტელამდე არ მისული თუ ჯგროდ მიდიან წინ ცდილობენ ცარიელი გაუშვან, მარა ფიზიკურადშეიძLება ძნელიც არის და მამენტ ჰკიდიათ.

ფიზიკურად რატომ არ უნდა იყოს შესაძლებელი?
უბრალოდ გრაფიკის ამბავია. წინა, სავსე ავტობუსი შეიძლება ჩამორჩენილია გრაფიკს და მეორე რომ გაატაროს კიდევ უფრო ჩამორჩება. წესით თითოეული მძღოლი მარტო თავის გრაფიკს არ უნდა უყურებდეს და დისპეჩერი უნდა აკონტროლებდეს ურთიერთშეთანხმებულ მოძრაობას. (მათ შორის სხვადასხვა ხაზის ავტობუსებისაც).

Posted by: giorqy 31 Jan 2017, 21:05
ჩემი აზრით 37 ნომერზე არ ეყოთ ავტობუსები(ზოგი დაზიანდა და ჩაანაცვლეს, 61 ნომერზე 10 ავტობუსის მაგივრად 11 დადის ანუ 1 დაამატეს) და მაგიტომ ვერ გაუშვეს იანვრის ბოლოს და გადაწიეს სანამ საკმარისი ავტობუსები არ ეყოლებოდათ, ეხლა როცა ყავთ საკმარისი ავტობუსები მოამზადებენ და მალე გაუშვებენ 37ზე gigi.gif gigi.gif

Posted by: Marshmallo 31 Jan 2017, 21:24
QUOTE (giorqy @ 31 Jan 2017, 21:05 )
ჩემი აზრით 37 ნომერზე არ ეყოთ ავტობუსები(ზოგი დაზიანდა და ჩაანაცვლეს, 61 ნომერზე 10 ავტობუსის მაგივრად 11 დადის ანუ 1 დაამატეს) და მაგიტომ ვერ გაუშვეს იანვრის ბოლოს და გადაწიეს სანამ საკმარისი ავტობუსები არ ეყოლებოდათ, ეხლა როცა ყავთ საკმარისი ავტობუსები მოამზადებენ და მალე გაუშვებენ 37ზე gigi.gif gigi.gif

რამდენი ბუსია უკვე ჩამოსული, თებერვლის დასაწყისში ჩაანაცვლებენ ალბათ

Posted by: gunnera 31 Jan 2017, 21:27
დღეს 37-ები მოდიოდნენ მარშალ გელოვანზე

რა ლამაზებიი იყვნენ მიყოლებით გასრიალებული ავტობუსები love.gif

Posted by: Marshmallo 31 Jan 2017, 21:43
QUOTE (gunnera @ 31 Jan 2017, 21:27 )
დღეს 37-ები მოდიოდნენ მარშალ გელოვანზე

რა ლამაზებიი იყვნენ მიყოლებით გასრიალებული ავტობუსები love.gif

მოიცა ანუ იცვლება თუუუუ? ვერ მივხდი რა იგულისმხე biggrin.gifდდდდდ

Posted by: gunnera 31 Jan 2017, 21:48
Marshmallo

ანუ მოდიოდნენ მიყოლებით, ვიდეოც მაქვს მარა ვერ ვტვირთავ/

37 ნომერი და აეროპორტი ეწერათ, ვეფხი და მოყმესთან შემომხვდნენ და სად მიდიოდნენ არ ვიცი. ვაგზლის მიმართულებით კი მიდიოდნენ

Posted by: Marshmallo 31 Jan 2017, 21:50
QUOTE (gunnera @ 31 Jan 2017, 21:48 )
Marshmallo

ანუ მოდიოდნენ მიყოლებით, ვიდეოც მაქვს მარა ვერ ვტვირთავ/

37 ნომერი და აეროპორტი ეწერათ, ვეფხი და მოყმესთან შემომხვდნენ და სად მიდიოდნენ არ ვიცი. ვაგზლის მიმართულებით კი მიდიოდნენ

ლურჯები?
იუთუბზე ატვირთე ძმურად

Posted by: gunnera 31 Jan 2017, 21:54
https://www.youtube.com/watch?v=_wndTtTX9qI&feature=youtu.be

Posted by: ჭოლო 1 Feb 2017, 00:06
რა კარგებია ეს ოხრები.


30მანი

Posted by: vatman 1 Feb 2017, 10:29
zakro
QUOTE
ფიზიკურად რატომ არ უნდა იყოს შესაძლებელი?

ვგულისხმობ რო ფიზიკურად ვერ გაუსწრებს საცობების ან იგივე სავალი ნაწილის სივიწროვის გამო



გამოჩნდა 37-ზე ახალი მანები?

Posted by: Giacomo 1 Feb 2017, 11:08
1 თებერვალია
სადაა ახალი ავტობუზები?

Posted by: vatman 1 Feb 2017, 12:27
ხვალიდან N37 მარშრუტზე 10 ახალი „მანის“ ავტობუსი იმოძრავებს

2 თებერვლიდან „მანი“-ს ახალი ავტობუსები N37 მარშრუტზე იმოძრავებს. სადგურის მოედანი-აეროპორტის მიმართულებით 10 ახალი ავტობუსი ივლის. ამავდროულად, აღდგება ღამის რეისებიც. 23 საათიდან დილის 7 საათამდე პერიოდში პირველ ეტაპზე 90-წუთიანი ინტერვალით თითო ლურჯი ავტობუსი იმუშავებს. მგზავრობის საფასური დღე-ღამის საათებში ერთნაირი და სტანდარტული, 50 თეთრი იქნება. ასევე, ძალაში დარჩება მერიის მიერ დაწესებული შეღავათებიც.
,,ეს ძალიან მნიშვნელოვანი მარშრუტია, ემსახურება როგორც ჩვენს თანამოქალაქეებს, ასევე, ტურისტებს. მალე, დედაქალაქის ვიზიტორები, აეროპორტის ტერიტორიაზე, შეძლებენ „მეტრომანის“ ბარათების შეძენას, რომლის საშუალებითაც ისინი მგზავრობის საფასურს გადაიხდიან და ახალი მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობა მათთვის კიდევ უფრო კომფორტული გახდება“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
N37-იდან გათავისუფლებული საშუალო ტევადობის „ბოგდანები“ სხვადასხვა მარშრუტებზე გადანაწილდება: N19, 50, 72 და 101 მარშრუტებს თითო ავტობუსი დაემატება.
შემდეგ ეტაპზე ახალი ავტობუსები N14 მარშრუტზე დაინიშნება, რომელიც დიდი დიღმიდან ბარათაშვილის ხიდამდე მოძრაობს.
როგორც ცნობილია, N51 და 61 მარშრუტებზე ჯამში 25 „მანის“ ავტობუსი დადის. ეკოლოგიური-CNG ძრავაზე მომუშავე, შშმ პირებზე ადაპტირებული და ევროსტანდარტების ახალი ავტობუსების მოწოდება მარტში დასრულდება. სულ თბილისი 143 „მანის“ ავტობუსს მიიღებს.

user posted image

Posted by: rati nwt 1 Feb 2017, 12:39
QUOTE
23 საათიდან დილის 7 საათამდე პერიოდში პირველ ეტაპზე 90-წუთიანი ინტერვალით თითო ლურჯი ავტობუსი იმუშავებს. მგზავრობის საფასური დღე-ღამის საათებში ერთნაირი და სტანდარტული, 50 თეთრი იქნება.


up.gif up.gif

პირველ ეტაპზეო..

ანუ შემდეგ ეტაპზე როცა კიდევ ჩამოვა ავტობუსები შესაძლოა დაემატოს? ან ზოგადად რამე შეიცვალოს

Posted by: JSB14BSJ 1 Feb 2017, 17:13
სტამბული მერიის ნაჩუქარი მერსედესი თუ მერსედესები სად წავიდა, აეროპორტის მარშრუტზე რო გაამწესეს ზარ-ზეიმით?

Posted by: Accident 1 Feb 2017, 17:26
JSB14BSJ
https://forum.ge/?showtopic=34868830&view=findpost&p=49562550
https://forum.ge/?showtopic=34868830&view=findpost&p=49616572
https://forum.ge/?showtopic=34868830&view=findpost&p=49645593
https://forum.ge/?showtopic=34868830&view=findpost&p=49668677
https://forum.ge/?showtopic=34868830&view=findpost&p=49702546
https://forum.ge/?showtopic=34868830&view=findpost&p=49755388
https://forum.ge/?showtopic=34868830&view=findpost&p=49772295
https://forum.ge/?showtopic=34868830&view=findpost&p=49783109

Posted by: Kublicha 1 Feb 2017, 17:31
აჰა, ანუ შემდეგი არის #14

Posted by: Marshmallo 1 Feb 2017, 18:31
9-ს და 23-ს ველოდები მე ;-;
37 ყოველ დილით მაწყობს

Posted by: fujita 1 Feb 2017, 18:44
https://forum.ge/?showtopic=34868830&f=&st=795&#entry49702546

აქ რომ არის სკამზე ეფექტი, ახალი სკამი როა და მერე ძველი რო გამოდის

როგორ კეთდება ეგ ეფექტი?

Posted by: TramwayMan 1 Feb 2017, 19:56
Marshmallo
QUOTE
23-ს ველოდები მე ;-;

არ იქნება.

Posted by: Marshmallo 1 Feb 2017, 20:27
QUOTE (TramwayMan @ 1 Feb 2017, 19:56 )
Marshmallo
QUOTE
23-ს ველოდები მე ;-;

არ იქნება.

არ იქნება???
აუუუუუუუუუუუუ ;-;

Posted by: iviko18 1 Feb 2017, 20:27
კიდევ ერთი დაზიანებული მანქანა, 51 ნომრის ახალ ავტობუსს ვიღაც დედა#####ულმა ნაბოზარმა ქვა ესროლა და საქარე მინა გაუბზარა vis.gif drug.gif facepalm.gif

Posted by: toyota555 1 Feb 2017, 20:33
iviko18

იმედია დაიჭირეს ის ბოზიშვილი და კანონის წინაშე აგებინებენ პასუხს.......!!!!!!!!!!

Posted by: Marshmallo 1 Feb 2017, 20:40
QUOTE (iviko18 @ 1 Feb 2017, 20:27 )
კიდევ ერთი დაზიანებული მანქანა, 51 ნომრის ახალ ავტობუსს ვიღაც დედა#####ულმა ნაბოზარმა ქვა ესროლა და საქარე მინა გაუბზარა vis.gif drug.gif facepalm.gif

ინტერნეტში ნახე თუ შენი თვალით? დალინკე თუ რამეა

Posted by: iviko18 1 Feb 2017, 21:49
Marshmallo
მძღოლი და კონტროლიორები საუბრობდნენ, ჩავეკითხე და აღმოჩნდა საფეხმავლო ხიდიდან უსვრია ქვა იმ ახვარს mad.gif

Posted by: Kublicha 1 Feb 2017, 21:57
iviko18
ეგ ის იქნება, ვატმანმა რომ ნახა თეგეტაში შუშა ჩამტვრეული.

TramwayMan
QUOTE
არ იქნება.

24 და 33 ხო იქნება?

Posted by: Marshmallo 1 Feb 2017, 22:00
QUOTE (Kublicha @ 1 Feb 2017, 21:57 )
iviko18
ეგ ის იქნება, ვატმანმა რომ ნახა თეგეტაში შუშა ჩამტვრეული.

TramwayMan
QUOTE
არ იქნება.

24 და 33 ხო იქნება?

ეგენი უეჭველი იქნება
მაგრამ 23 რატომ არ იქნება :/

Posted by: forum-ge 1 Feb 2017, 22:48
140-ზე აპირებენ ახალი MAN-ების გაშვებას?
თუ ბოგდანს ტოვებენ

Posted by: Marshmallo 1 Feb 2017, 23:21
QUOTE (forum-ge @ 1 Feb 2017, 22:48 )
140-ზე აპირებენ ახალი MAN-ების გაშვებას?
თუ ბოგდანს ტოვებენ

ცვლიან

Posted by: AUTOCRAT 2 Feb 2017, 03:35
ის დიდი ბოგდანები, რომლებიც გადანაწილდა პატარების ხაზებზე, დიდწილად იმ პატარებზე მეტად ამორტიზებულია. გარეგნულად შეიძლება არ ეტყობა, მარა როგორც კი დაიძვრება ჭრაჭუნი და ბრახუნი გასდის. მუხრუჭები არ უჭერთ, გაჩერებასთან ვერ ჩერდებიან 4-5 მეტრით აცილებენ, თან გაჩერებისას ისეთი ხმაა გეგონება ხიდი მოსძვრება სადაცაა drug.gif

Posted by: vatman 2 Feb 2017, 10:14
Kublicha
QUOTE
ეგ ის იქნება, ვატმანმა რომ ნახა თეგეტაში შუშა ჩამტვრეული.

მე რო ვნახე სხვა არის, 61-ს პირველი პარტიის ავტობუსია TT001CB. წინა მხარე სულ მიმტვრეულია.

TramwayMan
QUOTE
Marshmallo
QUOTE

23-ს ველოდები მე ;-;


არ იქნება.


წყარო?

ამაზე გამახსენდა წინა პოსტები და შემდეგი დისკუსია 23-ზე biggrin.gif

https://forum.ge/?showtopic=34868830&view=findpost&p=48847609

Posted by: TramwayMan 2 Feb 2017, 12:29
vatman
Marshmallo
QUOTE
მაგრამ 23 რატომ არ იქნება :/



პრობლემა სავარაუდოდ მალაკნების ხიდის სიმაღლეა.
ანდაც ჯავახიშვილიდან გოგიბერიძეზე ჩასახვევი.
ანდაც მაზნიაშვილიდან ჯავახიშვილზე ჩასახვევი.

Posted by: gunnera 2 Feb 2017, 13:04
QUOTE
ანდაც ჯავახიშვილიდან გოგიბერიძეზე ჩასახვევი.
ანდაც მაზნიაშვილიდან ჯავახიშვილზე ჩასახვევი.


თელ ავივში ეგეთ დროს მომავალი მანქანები ჩერდებოდნენ და აცდიდნენ მოხვევას...

ჩვენთან ჯერ ადრეა ეგ კულტურა :/

Posted by: Giacomo 2 Feb 2017, 13:04
QUOTE (TramwayMan @ 2 Feb 2017, 12:29 )
vatman
Marshmallo
QUOTE
მაგრამ 23 რატომ არ იქნება :/



პრობლემა სავარაუდოდ მალაკნების ხიდის სიმაღლეა.
ანდაც ჯავახიშვილიდან გოგიბერიძეზე ჩასახვევი.
ანდაც მაზნიაშვილიდან ჯავახიშვილზე ჩასახვევი.

აუ ამ მონაკვეთზე ახლა 23 და 95 წვალობენ მაგრად smile.gif))))

* * *
Miranda Mika ვაზისუბანში ისევ დაფეხვილი ბოგდანკები ივლის ალბად კიდევ ერთი სამი წელი

თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახური MAN-ის ავტობუსები იმ მარშრუტებზე გადანაწილდებიან, სადაც დიდი "ბოგდანები" მუშაობენ. გამონაკლისია N23, რომელზეც მარშრუტის სპეციფიკიდან გამომდინარე, 12-მეტრიანი "მანის" მოძრაობა რთული იქნება. ასევე, N37, სადაც საშუალო ტევადობის "ბოგდანები" დადიოდნენ.

ფეისბუკიდან
https://www.facebook.com/media/set/?set=a.1610527062297221.1073743108.219492891400652&type=3&comment_id=1610584928958101&comment_tracking=%7B%22tn%22%3A%22R9%22%7D

Posted by: david999 2 Feb 2017, 14:05
კომენტარებში დაწერეს: "მანები" გადანაწილდებიან შემდეგ ნომრებზე: 9, 14, 21, 24, 33, 88, 140 და 150. N51-სა და 61-ზე ისინი უკვე დადიან, ხოლო 37-ზე ხვალიდან შეუდგებიან მუშაობას. სულ თბილისი 143 "მანს" მიიღებს

Posted by: MeandBeer 2 Feb 2017, 14:20
ამ 143 ის გარდა შემდეგ პარტიაზე არც არის ჯერ საუბარი?

Posted by: Gia898811 2 Feb 2017, 14:31
MeandBeer
წელს 10 მეტრიანების შემოყვანასაც აპირებენ, როგორც მე ვიცი.

Posted by: vatman 2 Feb 2017, 14:37
QUOTE
21

ეს ჩემი სუბიექტური აზრით საერთოდ უნდა გაუქმდეს არსებული სახით. იაროს გაგარინის გავლით მაღლივამდე. ხოლო დიდი დიღმიდან დიღმის მასივშI მოსახვედრად რამე ახალი ხაზი გაუშვან საავადმყოფოების გავლით. დიდ დიღომს და წერეთელს კი 15 ისედაც აკავშირებს და ავტობუსები დაამატონ.
TramwayMan
QUOTE
პრობლემა სავარაუდოდ მალაკნების ხიდის სიმაღლეა.

სიმაღლე თუ სიგანე? biggrin.gif

Posted by: Kublicha 2 Feb 2017, 14:42
TramwayMan
QUOTE
პრობლემა სავარაუდოდ მალაკნების ხიდის სიმაღლეა.
ანდაც ჯავახიშვილიდან გოგიბერიძეზე ჩასახვევი.
ანდაც მაზნიაშვილიდან ჯავახიშვილზე ჩასახვევი.


მაზინაშვილიდან ჯავახიშვილზე ბოინგი მოუხვევს. ეგ გამოვრიცხოთ.
გოგიბერიძეზე მართლაც ვერ მოუხვევს, მაგრამ ეგ რომ იყოსს დაბრკოლება მარშრუტს შეცვლიდნენ, ხეთაგუროვით და ბარათაშვილის ხიდით გაუშვებდნენ. ან ვაფშე გააცალმხრივებდნენ მაგ ქუჩას, ისედაც მიკვირს რატომ არ აცალხრივებენ, ტოლსტოითი ავიდეს ვისაც უნდა საბჭოს მოედნისკენ წასვლა.

მაგრამ სავარაუდოდ მართალი ხარ და მაკალკების ხიდია მიზეზი. არ აქვთ მძღოლების იმედი რომ ზუსტად შუაში გაივლიან. არადა კიდეზე რომ გაიაროს პირდაპირ გაზის ბალონს თხლიშავს ხიდს.
* * *
vatman
QUOTE
ეს ჩემი სუბიექტური აზრით საერთოდ უნდა გაუქმდეს არსებული სახით. იაროს გაგარინის გავლით მაღლივამდე. ხოლო დიდი დიღმიდან დიღმის მასივშI მოსახვედრად რამე ახალი ხაზი გაუშვან საავადმყოფოების გავლით. დიდ დიღომს და წერეთელს კი 15 ისედაც აკავშირებს და ავტობუსები დაამატონ.

რას ამბობ ისტორიული მარშრუტია. რამდენ წლიანი ისტორია აქვს. მაგის მთავარი ფუნქცია მაღლივი კი არა ვაკე-დიღმის და დიდუბის დაკავშირებაა. მარტო 51ვერ აუვა.
მაღლივიდან დიდ დიღომში მოსახვედრად ამხელა წრის დარტყმა მართლა სისულელეა ამიტომ მე ასე ვიზამდი:

14 წამოვიდეს გაგარინიდან მაღლივისკენ.
15 დინამოს მერე წავიდეს არა ვაგზალზე, არამედ ვარაზისხევი რუსთაველი კომლეურნეობა (ანუ 14 ის რუსთაველის ნაწილი შეითავსოს)
150 მა სააკაძის მერე ბულაჩაურზე კია რ შეუხვიოს, გავიდეს გაგარინამდე და ისე მოხვდეს ვაჟაზე. (გაგარინზე პოლიციისკენ წასვლა დაუშვან მხოლოდ ავტობუსებისთვის). ამით გაგარინი რუსთაველიც შეიკრა.
ხო ნუ თავისთავად 15ზე მანები უნდა დაინიშნოს

Posted by: Marshmallo 2 Feb 2017, 16:42
დღეს დილით 37-ის მძღოლმა ყველას მიესალმა და ახალი ავტობუსი მოულოცა ^_^

Posted by: jadgschloss 2 Feb 2017, 16:47
Marshmallo
QUOTE
დღეს დილით 37-ის მძღოლმა ყველას მიესალმა და ახალი ავტობუსი მოულოცა ^_^


კარგია კარგი.
უფრო რბილად რომ მართონ ავტობუსები მძღოლებმა ურიგო არ იქნება.
ისე მოწყვეტით ძრავენ და ამუხრუჭებენ რომ დაუშვებელია. გადამზადება სჭირდბათ აშკარად.
61 ზე არის ერთი ხნიერი კაცი, განსაკუთრებით საზიზღრად მართავს.

Posted by: Turex 2 Feb 2017, 17:54
QUOTE
უფრო რბილად რომ მართონ ავტობუსები მძღოლებმა ურიგო არ იქნება.

+++

და ახალ ავტობუსებს ძველი საკასო აპარატები ძალიან არ უხდება.

Posted by: Accident 2 Feb 2017, 18:23
QUOTE (Kublicha @ 2 Feb 2017, 14:42 )
vatman
QUOTE
ეს ჩემი სუბიექტური აზრით საერთოდ უნდა გაუქმდეს არსებული სახით. იაროს გაგარინის გავლით მაღლივამდე. ხოლო დიდი დიღმიდან დიღმის მასივშI მოსახვედრად რამე ახალი ხაზი გაუშვან საავადმყოფოების გავლით. დიდ დიღომს და წერეთელს კი 15 ისედაც აკავშირებს და ავტობუსები დაამატონ.

რას ამბობ ისტორიული მარშრუტია. რამდენ წლიანი ისტორია აქვს. მაგის მთავარი ფუნქცია მაღლივი კი არა ვაკე-დიღმის და დიდუბის დაკავშირებაა. მარტო

+1 love.gif

DAF-ების მერე, 5, 55 რომ შემოყარეს თავგზა ამიბნიეს და ძალიან გამისწორდა, ნაცნობი 21-ის გამოჩენა.
90-ებსაც რომ გაუძლო.

თუმცაღა, ასევე სუბიექტური აზრით, მომწონს მასეთი არანორმალური მარშრუტები, მიუხედავად იმისა, რომ ალბათ არ ჯდება სატრანსპორტო სისტემაში.
როგორიც იყო ყოფილი 39, 71, 55 და ექსკურსიული 105

ესენი სამგზავროდ ნაკლებად, უფრო ტრანსპორტის მოყვარულთათვის გამოდგება.


თუმცა, ჩვენთვის შესაფერისია, ტურიზმის მეტი, არაფერი გაგვაჩნია.
ხალხსაც, სულ ოფისებსა და საწარმოებში არ აგვიანდებოდეს რა, ოპტიმალური მარშრუტი რომ სჭირდებოდეს...

Posted by: Turex 2 Feb 2017, 19:20
QUOTE
105

ეს სამოგზაუროდ კარგი მარშუტი იყო საბურთალო-მთაწმინდის გავლით-სამგორი

Posted by: jadgschloss 3 Feb 2017, 11:05
დღეს ჭავჭავაძეზე სოლოსთან, საქ.ბანკის ვიპ ფილიალი რომაა, მანდ იდგა 51 ავარიულებით, უკან პატრული და რაღაც აზმოვებს აკეთებდნენ. ერთი შეხედვით დალეწვა არ ეტყობოდა ავტობუსს, მაგრამ ფაქტია რაღაც მოხდა.

Posted by: NVIDIA MAN 3 Feb 2017, 11:10
დედა უტირეს რა ამ ავტობუსებს, ეს უკვე მე-4 შემთხვევაა ხო?

Posted by: vatman 3 Feb 2017, 11:36
NVIDIA MAN
QUOTE
დედა უტირეს რა ამ ავტობუსებს, ეს უკვე მე-4 შემთხვევაა ხო?

რა მე-4, უფრო მეტი.... facepalm.gif
Accident
QUOTE
DAF-ების მერე, 5, 55 რომ შემოყარეს თავგზა ამიბნიეს და ძალიან გამისწორდა, ნაცნობი 21-ის გამოჩენა.
90-ებსაც რომ გაუძლო.

ყველაზე დღეგრძელი მაინც 37 არის. კომუნისტების დროიდან მოყოლებული უცვლელი მაშრუტით.
62-იც ფაქტიურად იგივე მაშრუტით დადის 60 -იანი წლებიდან

მგონი ყველაზე გრძელი DAF-ების ხანაში 71 იყო. 97-იც კაი კატასტროფა იყო აფრიკიდან მაღლივამდე. ერთხელ გამოვყევი აფრიკიდან და სადრაც გმირთა მოედანთან ლამის ჩუსტები მოვითხოვე უკვე biggrin.gif

Posted by: Kublicha 3 Feb 2017, 12:15
vatman
QUOTE
DAF-ების ხანაში 71 იყო.

71ზე გრძელი მარშრუტი 39 ს ქონდა. მაღლივზე შორი ნუცუბიძის პლატოა და ვარკეთილის პლატოზე შორი ვარკეთილის ზედა ნაწილი. ხოლო დანარჩენი მარშრუტი ერთი და იგივე იყო.
მაგაზე მეტ მანძილს მგონი 51 გადის.

QUOTE
დღეს ჭავჭავაძეზე სოლოსთან, საქ.ბანკის ვიპ ფილიალი რომაა, მანდ იდგა 51 ავარიულებით, უკან პატრული და რაღაც აზმოვებს აკეთებდნენ. ერთი შეხედვით დალეწვა არ ეტყობოდა ავტობუსს, მაგრამ ფაქტია რაღაც მოხდა.

შეჯახება. სხვა ახსნა არ აქვს.
აჰა მორიგი. facepalm.gif

Posted by: jadgschloss 3 Feb 2017, 12:22
QUOTE
შეჯახება. სხვა ახსნა არ აქვს.
აჰა მორიგი. 

Kublicha

ხო სხვა რა უნდა იყოს, მაგრამ მეორე მანქანა არ ჩანდა, მარტო ავტობუსი და პატრული ჩანდა. არ ეტყობოდა ავტობუსს არაფერი, ალბათ მცირე დაზიანება აქვს, ან მარჯვენა გვერდზე აქვს რამე, რაც არ დამინახავს. წინიდან უკნიდან და მარცხენა გვერდიდან შევათვალიერე.

Posted by: NVIDIA MAN 3 Feb 2017, 12:45
იმედია და პატარა დაზიანებაა, ნებისმიერ დაზიანებაზე სადაზღვეოდან და საპატრულოდან ხდება აღრიცხვა...

დაიბარონ ეს მძღოლები სმენის მერე და მკაცრად მოუწოდონ წესიერი მართვისკენ...

Posted by: vatman 3 Feb 2017, 15:13
Kublicha
QUOTE
71ზე გრძელი მარშრუტი 39 ს ქონდა. მაღლივზე შორი ნუცუბიძის პლატოა და ვარკეთილის პლატოზე შორი ვარკეთილის ზედა ნაწილი. ხოლო დანარჩენი მარშრუტი ერთი და იგივე იყო.
მაგაზე მეტ მანძილს მგონი 51 გადის.

მე ასე მახსოვს ადრე სადღაც თქვეს და ბოლო გამოქვეყნებული შედეგებიდან:
ბარათაშვილამდე 39 -ის სიგრძე არის 20.4 კმ, ხოლო 71-ის 28.4 . ასე რო 71 ნებისმიერ ვარიანტში უფრო გრძელი გამოდიოდა მაშინაც.
NVIDIA MAN
QUOTE
იმედია და პატარა დაზიანებაა, ნებისმიერ დაზიანებაზე სადაზღვეოდან და საპატრულოდან ხდება აღრიცხვა...

დაიბარონ ეს მძღოლები სმენის მერე და მკაცრად მოუწოდონ წესიერი მართვისკენ...

რატო უნდა დაიბარონ? მაგათი ბრალით ხდება თუ რა? რა თქმა უნდა ნაწილი ავტობუსების ბრალი იქნება, მარა უმეტესობა სხვა მანქნაბის ბრალი. 2013 წლის შედეგების მიხედვით ავტობუსების მონაწილებით ავტოსატრანსპორტო შემთხვევების მხოლოდ 30% მოდიოდა ავტობუსის მძღოლებზე
მიკროავტობუსზეც რო გადაჯდე, ცოტა ხანში შეგღზიზდება პატარა მანქანები, რომლებიც გივარდებიან არც კი ხვდებიან რო მანევრირებისათვის მეტი ადგილი და დამუხრუჭებისას უფრო დიდი მანძილი სჭირდებათ მაგათზე დიდ ტრანსპორტს

Posted by: Marshmallo 3 Feb 2017, 22:55
"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სადგურის მოედანზე, გაჩერება გადმოტანილია ცოტათი უკან და გთხოვთ არ შეგეშალოთ!"
ესეც მომეწონა, 37 მანი.

Posted by: Tocadero 3 Feb 2017, 23:42
აქ ვიკითხავ ბარემ გეცოდინებათ. რატო მოკვდა ტროლეიბუსი საქართველოში?

ამ მანების ზუდვას ტროლეიბუსების წარმოება დაგვეწყო და ყველა დიდი ქალაქებში ტროლეიბუსები გაგვეშვა მყრალი ავტობუსების მაგივრად. ეკოლოგიურად სუფთა იქნებოდა.

რატი არაა ეგ ტემა აქტუალური?

Posted by: Marshmallo 3 Feb 2017, 23:47
QUOTE (Tocadero @ 3 Feb 2017, 23:42 )
აქ ვიკითხავ ბარემ გეცოდინებათ. რატო მოკვდა ტროლეიბუსი საქართველოში?

ამ მანების ზუდვას ტროლეიბუსების წარმოება დაგვეწყო და ყველა დიდი ქალაქებში ტროლეიბუსები გაგვეშვა მყრალი ავტობუსების მაგივრად. ეკოლოგიურად სუფთა იქნებოდა.

რატი არაა ეგ ტემა აქტუალური?

მანია მყრალი ავტობუსი??? :DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD

Posted by: nodara95 4 Feb 2017, 00:03
QUOTE (Marshmallo @ 3 Feb 2017, 22:55 )
"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სადგურის მოედანზე, გაჩერება გადმოტანილია ცოტათი უკან და გთხოვთ არ შეგეშალოთ!"
ესეც მომეწონა, 37 მანი.

მძროლი იძახის მაგას თუ ჩაწერილია ხმა?

Posted by: Kublicha 4 Feb 2017, 00:04
Tocadero
QUOTE
აქ ვიკითხავ ბარემ გეცოდინებათ. რატო მოკვდა ტროლეიბუსი საქართველოში?

ამ მანების ზუდვას ტროლეიბუსების წარმოება დაგვეწყო და ყველა დიდი ქალაქებში ტროლეიბუსები გაგვეშვა მყრალი ავტობუსების მაგივრად. ეკოლოგიურად სუფთა იქნებოდა.

ტროლეიბუსი ზოგადად სიკვდილის პირას მყოფი ტრანსპორტია, იმიტომ რომ მისი საჭიროება თითქმის აღარაა მსოფლიოში არსად. სულ რამდენიმე წელში, რაც აკუმულატორზე მომუშავე ელექტრობუსების წარმოება უკეთ განვითარდება, გაქრება საერთოდ ტროლეიბუსი.

ავტობუსს რომ ტროლეიბუსი ჯობია, ამაში გეთანხმები. იმიტომ ჯობია რომ ეკოლოგიურია და თან დენის მწარმოებელი ქვეყანა ვართ და აზერების ჯიბეში არ წავა მისი "საწვავის" ფული.
(ნუ სხვა თემაა რომ თელასი და ელექტროდისტრიბუტორები ქართული ბიზნესი არაა)
მაგრამ ელექტრობუსი ასევე დენზეა, ასევე ეკოლოგიურია და თან ავტობუსივით მოქნილია, არ სჭირდება ხაზებზე დაბმა.
ანუ ტროლეიბუსის ფუნქცია არის 0.


ნუ ეს ჩანაფიქრი ქონდათ 2006 წელს როცა ტროლეიბუსის ხაზები ჩამოხსნესთქო, მაგის თქმა არ მინდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აღდგენა უკვე სისულელეა

Posted by: Accident 4 Feb 2017, 00:14
Tocadero
QUOTE
აქ ვიკითხავ ბარემ გეცოდინებათ. რატო მოკვდა ტროლეიბუსი საქართველოში?

საქართველოში იმიტომ მოკვდა, რატომაც ტრამვაი, საბაგირო, გასართობი პარკები, წარმოება, მეცნიერება და ა.შ. ზოგადად, ქვეყანა.

ფული არ იყო (უფრო სწორად, დაინაწილეს და სავალუტო მაქინაციებით ქვეყანა გააკოტრეს).
რის შედეგადაც, ტრანსპორტის ფუნქციონირებისთვის საჭირო სახსრები აღარ მოიძებნა და ამორტიზების შედეგად განადგურდა.


QUOTE
ამ მანების ზუდვას ტროლეიბუსების წარმოება დაგვეწყო

ეს წარმოება რა გგონიათ, რომ საქართველომ თურმე ასე ადვილად უნდა დაიწყოს?


კრუშკის წარმოების დაწყებაც კი პრობლემაა, რადგან არსებობს თურქეთი ან ჩინეთი, რომლებიც მილიარდობით კრუშკებს აკეთებენ და თითოს ყიდიან ლარად.
საქართველომ რომ დაიწყოს, მილიარდს ვერ აწარმოებს, აწარმოებს მაქსიმუმ ათასს.
ეს ათასი კი, რომ გაყო ქარხნის აშენებაზე, მუშახელზე, მათი პროფესიონალიზმის ამაღლებაზე და ა.შ. 1 კრუშკის ღირებულება, 50 ლარს გადააჭარბებს.



აზერბაიჯანი რატომ არ აწარმოებს, რომლებსაც ფული აქვთ? თუ თავში არ მოსვლიათ, მსგავსი აზრი?

რასაც ვაწარმოებდით, 90-იანებში ეგ ყველაფერი ჩამოგვგენგრა და ნახევარმილიონიანი ღირებულების, ტევადი ტრანპორტის წარმოების დაწყება, თანაც ასეთი კონკურენციის პირობებში, როგორ უნდა მოახერხოს ქვეყანამ, რომელიც უცხოეთში მოხუცების მოვლის მიღებული შემოსავლებით სულდგმულობს?

ან ვინ უნდა ჩადოს ფული, ან მერე როგორ უნდა ამოიღოს, ან ჩვენ ხარისხს ვინ იყიდის, თუ მარტო ჩვენთვის გავაკეთოთ და მერე დავიხუროთ, სანამ კიდევ არ დაგვჭირდება?







QUOTE
რატი არაა ეგ ტემა აქტუალური?

იმიტომ, რომ თანდათან ელექტრობუსები ვითარდება, რომლებსაც არ სჭირდება თავზე კილომეტრიანი ქსელის გაჭიმვა და მერე იმის მოვლა.
არც გადაადგილებისას არაა შეზღუდული და არც შუა გზაში არ გაჩერდება.



რაც შეეხება აყროლებას, MAN-ის ავტობუსები არის EURO6 სტანდარტის ბუნებრივ აირზე, რომელიც სხვა მანქანებზე კი არა, ალბათ, ბევრ მოქალაქეზე ნაკლებადაც აბინძურებს ქალაქს.

Posted by: alea iacta est 4 Feb 2017, 00:34
QUOTE
რაც შეეხება აყროლებას, MAN-ის ავტობუსები არის EURO6 სტანდარტის ბუნებრივ აირზე, რომელიც სხვა მანქანებზე კი არა, ალბათ, ბევრ მოქალაქეზე ნაკლებადაც აბინძურებს ქალაქს.


საღოლ მაგრად გამეცინა lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: Marshmallo 4 Feb 2017, 13:45
QUOTE (nodara95 @ 4 Feb 2017, 00:03 )
QUOTE (Marshmallo @ 3 Feb 2017, 22:55 )
"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სადგურის მოედანზე, გაჩერება გადმოტანილია ცოტათი უკან და გთხოვთ არ შეგეშალოთ!"
ესეც მომეწონა, 37 მანი.

მძროლი იძახის მაგას თუ ჩაწერილია ხმა?

მძღოლი ამბობს თავისი მიკროფონით

Posted by: Tocadero 4 Feb 2017, 16:28
Accident
Kublicha

ბევრ ქალაქში გინდაც ევროპაში დადიან სრულად ახალი ტროლეიბუსები.

გასაგებია რომ ყველაფერი თავზე დაგვანგრიეს. უფრო სწორად დავინგრიეთ მაგრამ ხომ უნდა გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან როდესმე. ტროლეიბუსი მემგონი არაა ცუდი ალტერნატივა.

Posted by: Accident 4 Feb 2017, 20:19
Tocadero

QUOTE
ბევრ ქალაქში გინდაც ევროპაში დადიან სრულად ახალი ტროლეიბუსები.

მაგათ აქვთ შექმნილი ქსელი და ანახლებენ, ხომ არ მოშლიან, აბა.


QUOTE
ხომ უნდა გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან როდესმე

ამ მდგომარეობიდან რომ გამოვიდეთ, პირველ რიგში გვჭირდება ტევადი ტრანსპორტი, რომელიც სამანქანო საცობში არ მოყვება.


ჩვენთან პრობლემა არის არა ის, რომ ტროლეიბუსი გვაკლია, არამედ ის რომ ავტობუსებს ვერ გადაჰყავთ საჭირო რაოდენობის ხალხი, სულ გატენილია
და ხალხიც, საკუთარ მანქანას ყიდულობს, არავის უნდა ხალხით გატენილ ჭყლეტვაში მოყვეს.


ამდენ მანქანას, კი ქუჩები ვეღარ იტევს და მთელი მოძრაობა, ავტობუსებიანად, საერთოდ ჩერდება.

სულ რომ ტროლიბუსით დაფარო თბილისი, ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს. საცობში დაემატებიან ავტობუსებს და ტყუილად დაიკავებენ ზედმეტ ადგილს.



ერთადერთი გამოსავალი, საზ. ტრანსპორტისთვის ცალკე გზის მოწყობაა.
მაგრამ ავტობუსი და ტროლეიბუსი ფართეა და თან მძღოლს, მანევრირებისთვის მეტი სიგანე სჭირდება.
თან, რაც უფრო გრძელია ავტობუსი ან ტროლეიბუსი, უფრო ნელია და უჭირს როგორც გადაადგილება, ასევე მოსახვევში შესვლა.


ამიტომ, საუკეთესო გამოსავალია, შენი "საყვარელი" ტრამვაი -
რომელიც სარკინიგზო ტრანსპორტია, ვიწრო ადგილი სჭირდება და სიგრძე მის მანევრირებაზე ვერ მოქმედებს.

ანუ, შეუძლია ქუჩის ნაწილის ვიწრო ზოლით, გაცილებით სწრაფად გადაიყვანოს გაცილებით მეტი ადამიანი, ვიდრე ერთად აღებულ ავტობუსს, ტროილეიბუსს და ტაქსებს, რომლებიც ტყუილად ტენიან ქუჩებს, ვერც გადაადგილდებიან და მხოლოდ ჰაერს წამლავენ, საბურავის მტვერს აფრქვევენ და გამოყოფილი სითბოთი და ხმაურით, გარემოს აზიანებენ.



Posted by: Kublicha 4 Feb 2017, 21:49
Tocadero
QUOTE
ბევრ ქალაქში გინდაც ევროპაში დადიან სრულად ახალი ტროლეიბუსები.

კი, მაგრამ ქსელის თავიდან აშენება ეხლა სისულელეა. რომ ყოფილიყო, კი ბატონო მაშIნ ექნებოდა აზრი ახალი ტროლეიბუსებით პარკის განახლებაზე ლაპარაკს
ელექტრობუსი ზუსტად ყველა პარამეტრით არის იტივე ტროლეიბუსი, ოღონდ ხაზები არ სჭირდება და უფრო მოქნილია. ევროპაშიც გადაშენდება ნელ-ნელა.

Posted by: Marshmallo 4 Feb 2017, 21:51
QUOTE (Kublicha @ 4 Feb 2017, 21:49 )
Tocadero
QUOTE
ბევრ ქალაქში გინდაც ევროპაში დადიან სრულად ახალი ტროლეიბუსები.

კი, მაგრამ ქსელის თავიდან აშენება ეხლა სისულელეა. რომ ყოფილიყო, კი ბატონო მაშIნ ექნებოდა აზრი ახალი ტროლეიბუსებით პარკის განახლებაზე ლაპარაკს
ელექტრობუსი ზუსტად ყველა პარამეტრით არის იტივე ტროლეიბუსი, ოღონდ ხაზები არ სჭირდება და უფრო მოქნილია. ევროპაშიც გადაშენდება ნელ-ნელა.

ათენში ტროლეიბუსების გაუქმებას იწყებენ, იქიდან ვარ წარმოშობით Btw.
lol

Posted by: toyota555 4 Feb 2017, 22:29
პირველად ვიმგზავრე გუშინ 37 ნომრის ახალი მანით. ავტობუსი ძალიან მომეწონა სულ ბოლოში ვიჯექი და რაღაც ხმებს გამოსცემდა ალბათ უკან აქვს ძრავი. არ მომეწონა ის რომ ძალიან ცხელოდა მომერიდა რომ რამე მეთქვა ალბათ ეგრე აქვთ დავალებული თან გაიტენა ვაგზალზე და აეროპორტამდე გავყევი საღამო იქნებოდა და თან გატენილი ხალხი პლიუს მაგას ფეჩი ბოლომდე ქონდა ალბათ ჩართული და ძალიან ცუდი ჰაერი იყო ხალხს ფერი აღარ ქონდა

Posted by: giorgi22 4 Feb 2017, 22:34
მშვენიერი ავტობუსები შემოიყვანეს, კიდე 2 მაგდენი შემოიყვანონ და აღარც ტროლეიბუსი იქნება საჭირო და აღარც "მაშუტკა".

Posted by: Accident 4 Feb 2017, 22:42
giorgi22
QUOTE
კიდე 2 მაგდენი შემოიყვანონ

კიდევ, სამი მაგდენი, ანუ ჯამში ოთხჯერ მეტი მასეთი ავტობუსი ივლის, მაგრამ არა მგონია, მარშრუტკების საჭიროება შეამციროს...

Posted by: giorgi22 4 Feb 2017, 22:53
QUOTE (Accident @ 4 Feb 2017, 22:42 )

კიდევ, სამი მაგდენი, ანუ ჯამში ოთხჯერ მეტი მასეთი ავტობუსი ივლის, მაგრამ არა მგონია, მარშრუტკების საჭიროება შეამციროს...

არა, რაც შემოიყვანეს კი არა, რასაც აპირებენ იმაზე 2 ჯერ მეტი ანუ 2*143 კიდე.

Posted by: giomelqa12 4 Feb 2017, 23:52
მარშუტკების ჩანაცვლებას სულ ათასზე მეტი ავტობუსი დასჭირდება საერთო ჯამში, ისიც თუ ყველა 10 ან 12 მეტრიანი იქნება



Posted by: giorgi22 4 Feb 2017, 23:58
ადრე თუ გვიან ჩანაცვლდება ეგეც.

Posted by: Marshmallo 5 Feb 2017, 00:01
მარშუტკა არ არის ევროპული დეტალი და მაგრა არ მომწონს

Posted by: AUTOCRAT 5 Feb 2017, 02:44
QUOTE
ტროლეიბუსების წარმოება დაგვეწყო

ტროლეიბუსი რაღა დროსია, მარა აი მეტროს ვაგონებს რომ არ ვაწარმოებთ ეგ უფრო მიკვირს. არადა წესით საწარმოო სიმძლავრეც არსებობს და ინტელექტუალური რესურსიც. რომ მოინდომო ტრამვაის წარმოებასაც განავითარებ რო რამე.

მაპატიეთ დამავიწყდა რომ საქართველოზე ვსაუბრობთ...

Posted by: TramwayMan 5 Feb 2017, 02:48
toyota555
ავტობუსებს კლიმატკონტროლის სისტემა აქვთ რომელიც 22 გრადუსზეა დაყენებული.

Posted by: NVIDIA MAN 5 Feb 2017, 13:57
ვზივარ მანის 37 ნომერშI, აბსოლუტურ ნგრევას ვხედავ ავტობუსის და საცაა ვაგინო ყველას ვინც ამ მეორე ხარისხოვან გზას არ აკეთEბს, აეროპორტისკენ მიმავალს... დაიშალა ავტობუსი!!!!!!!!!

Posted by: Kublicha 5 Feb 2017, 16:07
დიდ ბოგდანებს სად უშვებენ?

ჩემი აზრით წავა ამეებზე: 39, 44, 15, 6, 87

Posted by: Marshmallo 5 Feb 2017, 16:28
ეს პატარა ბოგდანი მოკვდეს რამენაირად ოღონდ და სადაც უნდათ იქ გაუშვან

Posted by: NVIDIA MAN 5 Feb 2017, 16:56
აეროპორტისკენ მიმავალი მეორე ხარისხოვანი გზის რეაბილიტაცია არ იგეგმება? რამოდენიმე თვეში ეს ავტობუსეი ძალაინ ცუდ დღეში აღმოჩნდებიან... თბილისისკენ მომავალი მეორე ხარისხოვანი შედარებით უკეთეს მდგომარეობაშია...

user posted image

Posted by: Marshmallo 5 Feb 2017, 17:29
user posted image

მორბენალი სტრიქონის გარეშე (სწორი ქართული ფონტი არ მაქვს თორემ ვიზავდი, მოვძებნი და ვცდი)
მგონი მართლა შეუძლებელია უფორ პატარა ასოები...


user posted image
ეს მორბენალი სტრიქონით, რომელიც ზუსტად ისაა, რაც ახალ ავტობუსებს აქვთ


ვიჩალიჩებ იქნება და უკეთესი Template შევქმნა.

Posted by: Soft_Eject 5 Feb 2017, 17:37
მოდერ ისე რო გააერთიანო მანების თემა და ავტობუსის თემა არ იქნება ურიგო wink.gif

Posted by: Marshmallo 5 Feb 2017, 17:38
user posted image

მორბენალ სტრიქონს ვენაცვალე მე

Posted by: პაწა 5 Feb 2017, 17:52
QUOTE (Marshmallo @ 5 Feb 2017, 17:38 )
user posted image

მორბენალ სტრიქონს ვენაცვალე მე

რას ჩალიჩობ, ეს რა არის?

Posted by: Marshmallo 5 Feb 2017, 17:55
QUOTE (პაწა @ 5 Feb 2017, 17:52 )
QUOTE (Marshmallo @ 5 Feb 2017, 17:38 )
user posted image

მორბენალ სტრიქონს ვენაცვალე მე

რას ჩალიჩობ, ეს რა არის?

აი ნახე

https://www.youtube.com/watch?v=3IjRXAfyONE&feature=youtu.be

LED ვჩალიჩობ, ვიდეო გადავიღე და განახეთ, რომ მორბენალი სტრიქონი ერთადერთი რამაა, რომელიც იმუშავებს წესიერად....

Posted by: Kublicha 5 Feb 2017, 18:19
თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ძალიან მაღიზიანებს ეგ სტაფილოსფერი წარწერები. ამახიჯნებს ავტობუსს.
არადა კარგი შეხამება იქნებოდა ლურჯ ავტობუსზე წითელი ტაბლოები. როგორც DAF ებზე იყო

Posted by: Marshmallo 5 Feb 2017, 18:20
QUOTE (Kublicha @ 5 Feb 2017, 18:19 )
თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ძალიან მაღიზიანებს ეგ სტაფილოსფერი წარწერები. ამახიჯნებს ავტობუსს.
არადა კარგი შეხამება იქნებოდა ლურჯ ავტობუსზე წითელი ტაბლოები. როგორც DAF ებზე იყო

ვცადო ფერის შეცვლა?
* * *
user posted image
წითელი..

user posted image
მწვანე..

user posted image
თეთრი.

რომელი ჯობია?


Posted by: TramwayMan 5 Feb 2017, 19:46
Kublicha
QUOTE
დიდ ბოგდანებს სად უშვებენ?

ჩემი აზრით წავა ამეებზე: 39, 44, 15, 6, 87


ჩამორჩი ნიუსებს biggrin.gif

11, 15, 95 უკვე მოძრაობენ.


Posted by: Kublicha 5 Feb 2017, 20:25
QUOTE
რომელი ჯობია?

წითელი
QUOTE
11, 15, 95 უკვე მოძრაობენ.

ვიგულისხმე კიდევ, ახალი მანები რომ ჩამოვა.

11 და 95 ვიცოდი, 15 არა

Posted by: პაწა 5 Feb 2017, 20:32
თეთრი ჯობია

მხოლოდ ერთი მიმართულება რომ ეწეროს და იცვლებოდეს არ შეიძლება?

Posted by: Marshmallo 5 Feb 2017, 20:52
QUOTE (პაწა @ 5 Feb 2017, 20:32 )
თეთრი ჯობია

მხოლოდ ერთი მიმართულება რომ ეწეროს და იცვლებოდეს არ შეიძლება?

ვცდი..
* * *

1 მიმართულება..
user posted image
* * *
user posted image
* * *
ვაიმე ხალხოოოოოოოოოოი
user posted image

გამომივიდა იეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე ბიჯოუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუ რაკაიაააააააააააააააააააა
* * *
user posted image
user posted image
* * *
user posted image

Posted by: პაწა 5 Feb 2017, 21:30
ერთი მიმართულება უკეთესია
დარწმუნებული ხარ რომ 28X300-ზეა ეგ ტაბლო?

Posted by: Marshmallo 5 Feb 2017, 21:34
QUOTE (პაწა @ 5 Feb 2017, 21:30 )
ერთი მიმართულება უკეთესია
დარწმუნებული ხარ რომ 28X300-ზეა ეგ ტაბლო?

ზომები არ ვიცი...
გამირკვიე და ზუსტს შევქმნი

Posted by: Accident 5 Feb 2017, 23:18
QUOTE (Soft_Eject @ 5 Feb 2017, 17:37 )
მოდერ ისე რო გააერთიანო მანების თემა და ავტობუსის თემა არ იქნება ურიგო wink.gif

კარგი იქნებოდა, თორემ სხვადასხვა თემაში იკარგება ინფორმაცია

ტემპერა

Fabian






და ქართული რატომ არ გამოვა ორ სტრიქონზე, თუ უცხოური გამოდის?

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

Posted by: Marshmallo 5 Feb 2017, 23:38
QUOTE (Accident @ 5 Feb 2017, 23:18 )
QUOTE (Soft_Eject @ 5 Feb 2017, 17:37 )
მოდერ ისე რო გააერთიანო მანების თემა და ავტობუსის თემა არ იქნება ურიგო wink.gif

კარგი იქნებოდა, თორემ სხვადასხვა თემაში იკარგება ინფორმაცია

ტემპერა

Fabian






და ქართული რატომ არ გამოვა ორ სტრიქონზე, თუ უცხოური გამოდის?

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

ზევით აწიე და ჩემი პოსტი ნახე, გამომივიდა

Posted by: Accident 6 Feb 2017, 00:08
Marshmallo
QUOTE
ზევით აწიე და ჩემი პოსტი ნახე, გამომივიდა

სიმართლე გითხრა, რას აკეთებ მანდ ან რატომ, ვერ გავიგე.

ცდილობ შეამოწმო, რა როგორ გამოვა? ან რომ გამოვიდა, მაგით რა?



მთავარია, მერიამ გადაწყვიტოს რომ გააკეთოს, თორემ გამოსვლით, რამენაირად მოხერხდება.

user posted image

Posted by: Marshmallo 6 Feb 2017, 00:12
QUOTE (Accident @ 6 Feb 2017, 00:08 )
Marshmallo
QUOTE
ზევით აწიე და ჩემი პოსტი ნახე, გამომივიდა

სიმართლე გითხრა, რას აკეთებ მანდ ან რატომ, ვერ გავიგე.

ცდილობ შეამოწმო, რა როგორ გამოვა? ან რომ გამოვიდა, მაგით რა?



მთავარია, მერიამ გადაწყვიტოს რომ გააკეთოს, თორემ გამოსვლით, რამენაირად მოხერხდება.

user posted image

დავამტკიცე, რომ შეუძლებელი არაა ეგრე რომ მიაწერონ..
მე კი ვთხოვე მერიას და ვნახოთ რა იქნება

Posted by: Kublicha 6 Feb 2017, 13:05
თეგეტას სადგონი სავსეა ახალი პარტიის მანებით

Posted by: AUTOCRAT 6 Feb 2017, 14:01
QUOTE
რომელი ჯობია?

მწვანე უფრო კარგად აღქმადია შავ ფონზე.

Posted by: პაწა 6 Feb 2017, 19:03
QUOTE (AUTOCRAT @ 6 Feb 2017, 14:01 )
QUOTE
რომელი ჯობია?

მწვანე უფრო კარგად აღქმადია შავ ფონზე.

რაც არის ეგ კარგია, არა?

Posted by: AUTOCRAT 6 Feb 2017, 21:56
QUOTE (პაწა @ 6 Feb 2017, 19:03 )
QUOTE (AUTOCRAT @ 6 Feb 2017, 14:01 )
QUOTE
რომელი ჯობია?

მწვანე უფრო კარგად აღქმადია შავ ფონზე.

რაც არის ეგ კარგია, არა?

კი, მოყვითალო/მონარინჯისფრო აპრობირებულია მსოფლიოში და კარგად ჩანს. ახლანდელი ტაბლოების პრობლემა თვითონ ფონტი და ტექსტის ზომაა. ასევე არ შეიძლება ავტობუსზე იყოს მორბენალი სტრიქონი. სტრიქონი შეიძლება დაისვას შიდა საინფორმაციო პანელზე. გარეთ ცვლადი ან სტაციონარული ტექსტი უნდა იყოს. ოღონდ ისეთი ტექსტი არა ეაც დაფებზე იყო, ნახევარი თბილისის ქუჩები რომ იყო ჩამოთვლილი. გაჩერების ტაბლოს ტექსტი უნდა ეწეროს.

Posted by: Marshmallo 6 Feb 2017, 23:19
QUOTE (AUTOCRAT @ 6 Feb 2017, 21:56 )
QUOTE (პაწა @ 6 Feb 2017, 19:03 )
QUOTE (AUTOCRAT @ 6 Feb 2017, 14:01 )
QUOTE
რომელი ჯობია?

მწვანე უფრო კარგად აღქმადია შავ ფონზე.

რაც არის ეგ კარგია, არა?

კი, მოყვითალო/მონარინჯისფრო აპრობირებულია მსოფლიოში და კარგად ჩანს. ახლანდელი ტაბლოების პრობლემა თვითონ ფონტი და ტექსტის ზომაა. ასევე არ შეიძლება ავტობუსზე იყოს მორბენალი სტრიქონი. სტრიქონი შეიძლება დაისვას შიდა საინფორმაციო პანელზე. გარეთ ცვლადი ან სტაციონარული ტექსტი უნდა იყოს. ოღონდ ისეთი ტექსტი არა ეაც დაფებზე იყო, ნახევარი თბილისის ქუჩები რომ იყო ჩამოთვლილი. გაჩერების ტაბლოს ტექსტი უნდა ეწეროს.

ზუსტად.

Posted by: პაწა 7 Feb 2017, 02:43
QUOTE (Marshmallo @ 5 Feb 2017, 21:34 )
QUOTE (პაწა @ 5 Feb 2017, 21:30 )
ერთი მიმართულება უკეთესია
დარწმუნებული ხარ რომ 28X300-ზეა ეგ ტაბლო?

ზომები არ ვიცი...
გამირკვიე და ზუსტს შევქმნი

სიმაღლე 18-ია, დავითვალე

Posted by: Marshmallo 7 Feb 2017, 15:49
QUOTE (პაწა @ 7 Feb 2017, 02:43 )
QUOTE (Marshmallo @ 5 Feb 17, 21:34 )
QUOTE (პაწა @ 5 Feb 2017, 21:30 )
ერთი მიმართულება უკეთესია
დარწმუნებული ხარ რომ 28X300-ზეა ეგ ტაბლო?

ზომები არ ვიცი...
გამირკვიე და ზუსტს შევქმნი

სიმაღლე 18-ია, დავითვალე

18X?

Posted by: პაწა 7 Feb 2017, 16:28
QUOTE
18X

სიგანეზე დათვლა აღემატება ჩემ ძალებს biggrin.gif

Posted by: Marshmallo 7 Feb 2017, 17:38
:დ მერიას ვკითხავ თუ არ დამსინეს

Posted by: B-E-R-U 7 Feb 2017, 22:09
love.gif love.gif love.gif


http://radikal.ru

Posted by: Accident 7 Feb 2017, 22:16
QUOTE (B-E-R-U @ 7 Feb 2017, 22:09 )
love.gif love.gif love.gif

love.gif
https://forum.ge/?showtopic=34873091&view=findpost&p=49870684

Posted by: Marshmallo 7 Feb 2017, 22:51
QUOTE (B-E-R-U @ 7 Feb 2017, 22:09 )
love.gif love.gif love.gif


http://radikal.ru

დედა ენაცვალოს
* * *
ბოგდანები რატომ არ იმტვრევა ასე? :DDDDD
* * *
ოხხ ეს რაარი?

user posted image
user posted image

Posted by: Kublicha 7 Feb 2017, 23:48
Marshmallo
რა ცხრილია ეგ? თუ არ შეწუხდები მომეცი სრული ვერსია რა smile.gif

Posted by: Mr_Zum 7 Feb 2017, 23:50
დღეს 85 მარშრუტზე ისევ გადაძეძგილი პატარა ბოგდანი იყო

Posted by: AUTOCRAT 7 Feb 2017, 23:59
არ შეიძლება ამ ავტობუსებს ორივე მხრიდან ბულბარები დაუყენონ? spy.gif

Posted by: da_to 8 Feb 2017, 00:04
QUOTE
დედა ენაცვალოს


ალდაგმა იკითხოს biggrin.gif

Posted by: Menzoorqa 8 Feb 2017, 01:30
Marshmallo
ესაა,მაგრამ საიდან,რატო და რისთვის არ ვიცი no.gif
user posted image

Posted by: TramwayMan 8 Feb 2017, 01:54
Kublicha
Marshmallo
Menzoorqa
დაფის ავტობუსია ეგ რომელიც დანარჩენ ჰოლანდიურებთან ერთად შემოვიდა 2004 წელს და დღემდე ჰყავთ აფრიკის პარკშია და დაქირავება შეიძლება ახლა ლურჯია.

ეს მოძრავი შემადგენლობის სიაა უბრალოდ რომელსაც მე ვამატებ.
http://busphoto.ru/list.php?serv=0&did=6755&mid=1126



გუგლმა 11 სექტემბრის ფოტო დადო 2016 წლის და აგერ ავტობუსების ახალი პარკიც.

http://radikal.ru

Posted by: Accident 8 Feb 2017, 02:43
Kublicha
QUOTE
ცხრილი


პოლარისმაც დადო, წინა გვერდებზე
https://forum.ge/?showtopic=34868830&view=findpost&p=49692847







Marshmallo
QUOTE
ოხხ ეს რაარი?
user posted image

DAF
მანდვე ხომ იდო, ქართული ვარიანტიც

user posted image










QUOTE
ბოგდანები რატომ არ იმტვრევა ასე? :DDDDD



ბოგდანს ხომ არ აქვს დაბალი იატაკი და მინაც უფრო დაცულია, თორემ როგორ არ იმტვრევა





user posted image

user posted image


user posted image

user posted image
http://news.ge/ge/news/story/116646-chavchavadzis-gamzirze-samgzavro-avtobusi-msubuq-avtomobils-daejakha

user posted image

user posted image
http://kvira.ge/263934#prettyPhoto

user posted image

user posted image
http://www.kvirispalitra.ge/justice/31361-gadatcarbebuli-sichqare-thu-avtobusis-teqnikuri-gaumarthaoba.html

user posted image
http://www.frontnews.ge/ge/news/54333-%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%98%E1%83%97%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%93%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%99%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%94%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90-%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%A2%E1%83%9D



user posted image
https://www.forum.ge/?showtopic=33868231&view=findpost&p=14698248


user posted image



Posted by: vatman 8 Feb 2017, 10:25
da_to
QUOTE
ალდაგმა იკითხოს

მანები არ არის დაზღვეული მე როგორც ვიცი...

Posted by: ლუკატარ 8 Feb 2017, 11:04
ახლა რომელი ავტობისებია შეცვლილი? 61, 51, 37. კიდევ რომელიმე?
და რომლები იგეგმება?

Posted by: da_to 8 Feb 2017, 12:26
vatman
QUOTE
მანები არ არის დაზღვეული მე როგორც ვიცი...


განახო ხელშეკრულება biggrin.gif

Posted by: vatman 8 Feb 2017, 12:45
da_to
მეც ვნახე უკვე biggrin.gif

ნუ ფაქტიურად ახალი გაფორმებულია

Posted by: Marshmallo 8 Feb 2017, 15:30
თთ-01-ცბ მე დავაყენე out of service-ზე

Posted by: TramwayMan 8 Feb 2017, 16:10
vatman
QUOTE
მანები არ არის დაზღვეული მე როგორც ვიცი...

დაზღვეულია ტენდერები ხშირად გადაამოწმე ხოლმე biggrin.gif

Posted by: toyota555 8 Feb 2017, 17:41
დღეს კოლმეურნეობაზე ნაცნობ კონტროლიორს ველაპარაკე სამსახური როგორ დავიწყო მეთქი თქვენთან და უეჭველი კაცი გინა მერიაშიო თორემ მიდი შეავსე სივი დაუტოვე მაგრამ მაინც არავინ არ შეგეხმიანებაო.........

Posted by: webuda 8 Feb 2017, 17:44
არა შანსი არ არის ნაცნობის გარეშე რომ მოხვდე მანდ wink.gif

Posted by: toyota555 8 Feb 2017, 18:07
60-70 წლის ქალებს და კაცებს ვხედავ ხოლმე კონტროლიორად და ალბათ ნაცნობობით არიან ყველანი მოხვედრილი. ეეხ ამ ქვეყანაზე დიდი ხანია დამეკარგა წარმოდგენა, ვტაქსაობდი და ამითაც აღარაფერი არ გამოდის გავაჩერე მანქანა სამსახურის ძიებაში ვარ მაგრამ უშედეგოთ.

Posted by: Giacomo 8 Feb 2017, 22:09
კიდევ ერთი ავტობუსია "გაბზარული" დღეს საღამოს იდგა თავისუფლების მეტროსთან პატრულებით და ჩართული ავარიულით

Posted by: NewHuman 9 Feb 2017, 17:38
რა ჭირთ ვერ გავიგე ეს უკვე ნამეტანია რაა !!! .

Posted by: Giorgijee 12 Feb 2017, 08:18
თემქიდან სასოფლოში პირდაპირ არაფერი არ მიდის ხოომ?

Posted by: ფაშისტი 12 Feb 2017, 13:05
ttc.com-ს რა ჭირს ხომ არ იცით ეს ორი დღეა? სერვერთან წვდომა შეჩერებულიაო და ვერ ვნახულობ რეალურ დროს ავტობუსებისას.. sad.gif

Posted by: Marshmallo 12 Feb 2017, 13:19
QUOTE (ფაშისტი @ 12 Feb 2017, 13:05 )
ttc.com-ს რა ჭირს ხომ არ იცით ეს ორი დღეა? სერვერთან წვდომა შეჩერებულიაო და ვერ ვნახულობ რეალურ დროს ავტობუსებისას.. sad.gif

www.ttc.com/ კიარა www.ttc.com.ge/

Posted by: Giorgijee 12 Feb 2017, 15:03
არც მე არ მანახებს მაგალითად მგზავრობის დაგეგმის რუკა როა რუკაზე , გაჩერეებებზე რა ნომრები მოდის, ეტყობა შაბათ-კვირას ასვენებენ

Posted by: ფაშისტი 12 Feb 2017, 17:13
Marshmallo
QUOTE
www.ttc.com/ კიარა www.ttc.com.ge/

ვიცი.

Posted by: giomelqa12 12 Feb 2017, 17:49
Giorgijee

არა, მხოლოდ დიდუბის გავლით შეგიძლია მოხვდე

Posted by: jadgschloss 13 Feb 2017, 10:16
61 ნომერში დილით რა ამბავია ყველამ ვიცით. განსაკუთრებით რუსთაველსი მეტროს გაჩერებაზე ( ვაკისკენ მიმავალი მარშრუტი)
ამ ბოლოს დაიწყებს მძღოლებმა, წიან კარის დაბლოკვა, აქ არ ამოხვიდეთ. თუ ვინმე ჩადის და იუძულებულია გააღოს, დუგის წინ,მინისკენ არავის აყენებს, არ წავალო biggrin.gif
ხალხს მეტი რა უნდა, დილით რომ აგვიანდებათ, დღეს ერთმა მძღოლმა აირტყა დედის ტრაკის გინება biggrin.gif რა ვქნა დღეს ერთი მანქანა დაიმტვრა მანდ დგომის გამო, სარკეს ვერ ვხედავო.
არადა, სარკე ისე წინაა, შანსი არაა ვერ ხედავდეს, გერმანელებს არ შეეშLებოდათ ეგ ამბავი დაპროექტებისას. აი მარჯვენა გაბარიტის კონტროლს რაც შეეხება, ამ მხრიოვ შეიძლება მართლაც დისკომფორტია.
მაგრამ
მგზრავრისთვის რთულად ასახსნელია ჩადი არ წავალ. დააყენონ რამე ბარიერი. ან სულად სულ რამდენიმე გაჩერება უნდა გაიაროს ასე დატვირთულად და სიფრთხილით იარონ მაგ ჩემისებმა. უსაფრთხოებაზე თუ ზრუნავენ, ის სირი ტელეფონზე ლაპარკობდა მთელი გზა და ციმციმა არ ჩაურთავს არცერთხელ. კაროჩე რა საშველი არაა.. დღეს ერთი მანი დაიმტვრა, მსუბუქად თუ მძიმედ არ ვიცით.

Posted by: vatman 13 Feb 2017, 10:40
jadgschloss
QUOTE
ამ ბოლოს დაიწყებს მძღოლებმა, წიან კარის დაბლოკვა, აქ არ ამოხვიდეთ. თუ ვინმე ჩადის და იუძულებულია გააღოს, დუგის წინ,მინისკენ არავის აყენებს, არ წავალო biggrin.gif
ხალხს მეტი რა უნდა, დილით რომ აგვიანდებათ, დღეს ერთმა მძღოლმა აირტყა დედის ტრაკის გინება biggrin.gif რა ვქნა დღეს ერთი მანქანა დაიმტვრა მანდ დგომის გამო, სარკეს ვერ ვხედავო.
არადა, სარკე ისე წინაა, შანსი არაა ვერ ხედავდეს, გერმანელებს არ შეეშLებოდათ ეგ ამბავი დაპროექტებისას. აი მარჯვენა გაბარიტის კონტროლს რაც შეეხება, ამ მხრიოვ შეიძლება მართლაც დისკომფორტია.

ამ შემთხვევაში სრულიად მძღოლის მხარეს ვარ. კართან რო დგანან მარჯვენა მხარეს ბრმა ხარ. მინივენში ან მაშრუტკაში გვერდით მჯდომი ხშირად მიშლის ხელს, და ეხლა წარმომიდგენია ავტობუსში. სარკეზე კი ცოტა გადამეტებულია, მარა დილით 51-ით რო მგზავრობ, ხალხი ლამის საქარე მინას ეყუდება. და მანდ უკვე სარკესაც ვერ დაინახავს მძღოლი.
ისე ეს მარჯვენა სარკე მანევრირებას გაჩერებაზე ართულებს ჩემი აზრით, ძაან გამოწეულია. დიდი ბოგდანი ამ მხრივ უფრო მობილური ავტობუსია

Posted by: jadgschloss 13 Feb 2017, 11:37
vatman

მაჯრვენა გაბარიტი გიბრმავდება, ბაზარი არაა, მაგრამ სარკე არსებობს ამისთვის. მთლიანად სარკეზე უნდა იყოს დამოკიდეიბული და ისე მართოს.
თუ არადა მაშინ ტრუბები მიასვარკონ, პატარა ბოგდანებში რომ აქვთ სამარცხვინო სულ წინა სკამზე სიდენია მოძრობილი ან შლაგბაუმები მისვარკებული სამარცხვინოდ biggrin.gif
ვერ ხედავს, და დისკომფორტია, მაგრამ რა ვქნათ აბა. სხვა გზა არაა, ყურადღებით და დაკვირვებით ნელნელა უნდა მართოს. სარკეზე იყოს დამოკიდებული მთლიანად.

Posted by: Kublicha 13 Feb 2017, 12:45
დღეს ვიჯექი 046 -ში, 61ზე რომ ახალი პარტიის ავტობუსი დადის იმაში.
ვკითხე, ეს 001-ის მაგივრადაათქო და კიო, ჩემი მანქანა იყოო ეგ, ეს დროებით მომცესო. 22 000 ლარად გადაუხდია სადაზღვევოს

Posted by: jadgschloss 13 Feb 2017, 12:58
Kublicha
QUOTE
დღეს ვიჯექი 046 -ში, 61ზე რომ ახალი პარტიის ავტობუსი დადის იმაში.
ვკითხე, ეს 001-ის მაგივრადაათქო და კიო, ჩემი მანქანა იყოო ეგ, ეს დროებით მომცესო. 22 000 ლარად გადაუხდია სადაზღვევოს


ეგ რომელია წინა საქარე მინაც რომ ჩაემსხვრა? აქ ფოტოც იდო.

22კ ტიტუუ.

Posted by: Kublicha 13 Feb 2017, 13:14
QUOTE
ეგ რომელია წინა საქარე მინაც რომ ჩაემსხვრა? ა

ამას თუ საქარე მინის ჩამსხვრევა ქვია მარტო, მაშინ ხო.

user posted image

Posted by: vatman 13 Feb 2017, 15:24
jadgschloss
QUOTE
მაჯრვენა გაბარიტი გიბრმავდება, ბაზარი არაა, მაგრამ სარკე არსებობს ამისთვის. მთლიანად სარკეზე უნდა იყოს დამოკიდეიბული და ისე მართოს.

მოხვევისას როგორ უნდა მართო სარკით? ნებისმიერ მოსახვევში მარჯვენა მხარეს ვერ აკონტროლებ, ბოლოს დაბოლოს ვერ შეამჩნევ ქვეით კმოსიარულეს რომელიც უნდა გაატარო მარჯვნივ მოხვევის დროს. ამ თემაშI წინა გვერდებზე დევს 85-ს მერსედესის სურათები, სადაც წინა კარების ნაწილი გადაღობილის მოაჯირით.
Kublicha
jadgschloss
ამიერიდან მაგას გვერდს უმშვენებს TT-006-CB. ჩამტვრეული აქვს უკანა შუშა, ასევე ეტყობა პატარა დაზიანება უკანა მხარეს. მისთვის პირველი რემონტი არ არის უკვე facepalm.gif

თეგეტას შესასვლელში დგას განუბაჟებელი კიდევ, ოდნავ დაზიანებული აქვს მარცხენა ქვედა მხარე

Posted by: jadgschloss 13 Feb 2017, 15:36
vatman
QUOTE
მოხვევისას როგორ უნდა მართო სარკით? ნებისმიერ მოსახვევში მარჯვენა მხარეს ვერ აკონტროლებ, ბოლოს დაბოლოს ვერ შეამჩნევ ქვეით კმოსიარულეს რომელიც უნდა გაატარო მარჯვნივ მოხვევის დროს. ამ თემაშI წინა გვერდებზე დევს 85-ს მერსედესის სურათები, სადაც წინა კარების ნაწილი გადაღობილის მოაჯირით.


ეგრე ძაანაც არ ბრმავდება. თავისუფლად ხედავს მთელ საქარე მინას აკონტროლებს და დისკომფორტით მაგრამ სიფრთხილით თუ მოეკიდება პრობლემა არ უნდა ჰქონდეს. ბოგდანებს მართავენ მძღოლები ჩვეულებრივად, პრობლემა არ აქვს წინ დგომაზე. მითუმეტეს მაგათი სარკე წინ არაა ძალიან გაწეული.
წესით რამე პრობლემა რომ იყოს კონსტრუქტორი გაითვალისწინებდა და გადაღობავდა წინა მხარეს.

Posted by: პაწა 13 Feb 2017, 17:54
QUOTE
TT-006-CB. ჩამტვრეული აქვს უკანა შუშა

საშინლად დაყავდა მძღოლს ეგ 006... ადრე თუ გვიან რამეს მოიწევდა

Posted by: leo1353 13 Feb 2017, 21:22

Posted by: forum-ge 13 Feb 2017, 21:36
რა მონდომებით ამტვრევენ ამ ახალ ავტობუსებს, რა უბედურებაა sad.gif

Posted by: rati nwt 13 Feb 2017, 21:37

უკვე მერამდენე


ახლა სადაზღვეო აღადგენს? თუ მეხი არ დაეცა და არ დადასტურდა რომ უბედური შემთხვევა იყო სხვა შემთხვევაში არ აღიბენ ხოლმე პასუხისმგებლობას.

ან ავტობუსის მძღოლს ან სხვა მანქანის მძღოლს გადააგდებენ იმხელა ზარალში

Posted by: vatman 14 Feb 2017, 15:08
jadgschloss
QUOTE
ეგრე ძაანაც არ ბრმავდება. თავისუფლად ხედავს მთელ საქარე მინას აკონტროლებს და დისკომფორტით მაგრამ სიფრთხილით თუ მოეკიდება პრობლემა არ უნდა ჰქონდეს. ბოგდანებს მართავენ მძღოლები ჩვეულებრივად, პრობლემა არ აქვს წინ დგომაზე. მითუმეტეს მაგათი სარკე წინ არაა ძალიან გაწეული.
წესით რამე პრობლემა რომ იყოს კონსტრუქტორი გაითვალისწინებდა და გადაღობავდა წინა მხარეს.

აი უხეშად რო ვთქვათ, ქვემოთ სურათებზე როგორ უნდა აკონტროლო ასეთი მოსახვევის დროს. წითლად მოვნიშნე ბრმა ზონა. აი ზუსტად აქ გიშლის ხელს კარებთან მდგომი მგზავრი.
user posted image

user posted image

რაც შეეხება ბოგდანს, ზუსტადაც დიდ ბოგდანებში მგზავრი ხელს უშლის სარკეში ჩახედვას და მოხვევის დროს ხო მით უმეტეს. ტყუილად კი არ გააკეთეს კუსტარული დამატებითი ხელის მოსაკიდეები წინ.
ხოლო როგორ განლაგება გინდა, ეს უკვე დამკვეთზეა დამოკიდებული, თუ დამკვეთი მოითხოვს სტრიპტიზის ბოძსაც დაგიმონაჟებენ სალონში wink.gif
აგერ იკარუსი ამის კაი მაგალითია, სადაც ზოგს ჰქონდა წინა კარების ნახევარი მძღოლისთვის, ნახევარი მგზავრისთვის. ზოგ მოდიფიკაციაში პირველი კარები სრულად იყო დათმობილი მგზავრებითვის

Posted by: jadgschloss 14 Feb 2017, 15:26
vatman

ვატმან პირველ სურათზე რაც დახატე ეგეთი მანევრის გაკეთება 61 არ უწევს არსად.
მეორე სიტუაციას რაც შეეხება სანამ მანევრს დაიწყებს მანამდე ხედავს რა ხდება წინ და შემდეგ იწყებს მანევრს.

არ ვამბობ რომ ადვილია, დისკომფორტია. მეც მძღოლი ვარ და მესმის ამდენი.
მაგრამ ან უნდა დახუჭონ თვალი და გაჭირვებით ატარონ როგორც შეძლებენ.
ან დააყენონ შლაგბაუმი.

Posted by: ML320_Blue 14 Feb 2017, 15:29
რომელ სადაზღვევოს აქვს დაზღვეული ეს ავტობუსები, გააკოტრებენ იმ უბედურს. biggrin.gif

Posted by: vatman 14 Feb 2017, 15:31
jadgschloss
QUOTE
ვატმან პირველ სურათზე რაც დახატე ეგეთი მანევრის გაკეთება 61 არ უწევს არსად.

სამაგიეროდ დანარჩენებს ხო უწევს: დიდი დიღომი, გლდანი...
QUOTE
მეორე სიტუაციას რაც შეეხება სანამ მანევრს დაიწყებს მანამდე ხედავს რა ხდება წინ და შემდეგ იწყებს მანევრს.

კი ხედავს, მარა მანდ შეიძLება ვინმე მორბოდეს/ ჩქარა მოდიოდეს ან ხე იდგეს და ვერ დაინახოს მანევრის დაწყებამდე მძღოლი.
QUOTE
ან დააყენონ შლაგბაუმი.

ჩამოკიდა ერთმა ტრუსიკის ბაწარი და იყო აქ ერთი ამბავი ... ეგეთ რაღაცაზე უნდა ეფიქრა სატრანსპორტო კომპანიის შესაბამის პირებს, როდესაც ტენდერის დოკუმენტაციას ამზადებდნენ
თორე აგერ მერსედესებზე კარგად არის გაკეთებული

Posted by: jadgschloss 14 Feb 2017, 15:53
vatman
QUOTE
ჩამოკიდა ერთმა ტრუსიკის ბაწარი და იყო აქ ერთი ამბავი ... ეგეთ რაღაცაზე უნდა ეფიქრა სატრანსპორტო კომპანიის შესაბამის პირებს, როდესაც ტენდერის დოკუმენტაციას ამზადებდნენ


ჰაჰა. 61 ზე?:დ

ხო მართალი ხარ ზემოთ უნდა იფიქრონ ასეთ რამეზე.

ერთი მძღოლია 61 ზე. თავისი აბაროტით ატარებდა ფაქტობრივად რუსთაველიდან ვაკეში ავყევი კავსაძის კვეთამდე. ოდნავ აძლევდა გაზს. 20 წუთზე მეტი მოუნდა ამ მანძილის გავლას. ვერ ხედავდა კარგად და ეკიდა, ნელნელა მიგორავდა, რა უნდა მოსვლოდა :დ ერთი გამოსვალი ესაა, ფრთხილად და ნელა იარონ.

Posted by: Accident 14 Feb 2017, 21:25
vatman
QUOTE
აი უხეშად რო ვთქვათ, ქვემოთ სურათებზე როგორ უნდა აკონტროლო ასეთი მოსახვევის დროს. წითლად მოვნიშნე ბრმა ზონა. აი ზუსტად აქ გიშლის ხელს კარებთან მდგომი მგზავრი.

როგორ და მაგ ჟორებს თითოეულ დარღვევაზე ისეთი ჯარიმა უნდა აარტყა, სულ პრო##ის კანკალით ჩერდებოდნენ, როგორც კი მანევრირებად ავტობუსს შეამჩევენ.




jadgschloss
QUOTE
ან დააყენონ შლაგბაუმი.

აი, რა პრობლემაა ვერ ვიგებენ. ერთი ყლინჯია ხო დასაყენებელი.

ყიდვაა პრობლემა, დაყენება თუ რა?
მართლა ვერ ვიგებ, ასეთ პრიმიტიულობის ორგანიზებას, რა ძალიხსმევა უნდა


user posted image



Posted by: TramwayMan 16 Feb 2017, 22:33
დღეს რამდენიმე კადრი გადავიღე და თანამშრომლებსაც გავესაუბრე.

http://radikal.ru

http://radikal.ru

http://radikal.ru

http://radikal.ru

Posted by: Marshmallo 16 Feb 2017, 23:06
QUOTE (TramwayMan @ 16 Feb 2017, 22:33 )
დღეს რამდენიმე კადრი გადავიღე და თანამშრომლებსაც გავესაუბრე.

http://radikal.ru

http://radikal.ru

http://radikal.ru

http://radikal.ru

ნუ გვიმალავ, გვითხარი რა თქვეს :DDDDDDDDDDDDDDDDDDD

Posted by: Accident 17 Feb 2017, 02:49
Marshmallo

ამ ფოტოების გამეორებით, გვერდი უსაშველოდ იწელება, ამიტომ თხოვნა იქნება, ციტირების ეს მეთოდი გამოიყენო
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


ხოლო, თუ მაინცდამაინც ავტომატური ციტირების გამოყენება გინდა, ან მობილურით ხარ
მაშინ, ზედმეტი ფოტოები ამოშალე ხოლმე
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: NewHuman 17 Feb 2017, 16:49
დიდი დიღომი - ბარათაშვილის ხაზი 14 ნომერი მარტიდან ივლის ლურჯი ავტობუსიო და ხომ არ იცით მარტის დასაწყისშივე ივლიან თუ მოგვიანებით?

სადმე შეიძლება გადამოწმება?

Posted by: Marshmallo 17 Feb 2017, 19:38
არამგონია მარტამდე რომ მოასწრონ ყველა ავტობუსის ჩანაცვლება...

Posted by: NewHuman 17 Feb 2017, 20:00
Marshmallo
ყველაზე ვინ ამბობს... კონკრეტულად დიდი დიღომი ვიგულისხმე რადგან თქვეს მარტიდან მოხდება 14 ნომრის ჩანაცვლება. და მაინტერესებდა მარტის დასაწყისში თუ ბოლოსკენ

Posted by: Marshmallo 17 Feb 2017, 20:36
NewHuman
მერე შენ არ გეუბნებოდი

Posted by: NewHuman 17 Feb 2017, 20:44
Marshmallo
Oკ smile.gif)))) .

Posted by: TramwayMan 17 Feb 2017, 21:24
NewHuman
Marshmallo
1 მარტიდან გამოდის 14 ნომერი.

Posted by: NewHuman 17 Feb 2017, 21:56
TramwayMan
QUOTE
1 მარტიდან გამოდის 14 ნომერი.

bis.gif love.gif love.gif bis.gif

Posted by: rati nwt 17 Feb 2017, 23:57

ახალი 37 კახეთის გზატკეცილის სხვადასხვა გაჩერებაზე აღარ აჩერებს?

რისთვის მოიყვანეს, აქ ცოტა ავტობუსი დადის საკმაოდ ბევრი ხალხია ამ გაჩერებებზე და უნდა განეტვირთა და პირიქით დააკლდა ავტობუსები. ცალკე ქალაქს მიღმა კეტავენ აქ მცხოვრებ ადამიანებს.


მთავარ ტრასაზე მიჰქრის ავტობუსი, და გაჩერებაზე, სადაც ხალხი დგას იქ არ აჩერებს.

Posted by: toyota555 18 Feb 2017, 00:02

rati nwt

მთავარია ტურისტების თვალში კარგები გამოვიდნენ და ტურისტებს მოეწონოთ ადგილობრივები სულ სირზე არ კიდიათ?
ამასწინათ მეც არ გამიჩერა ალექსეევკის გაჩერებასთან უმანქანოთ ვიყავი და გაჩერებაზე ვიდექი ანუ ეგ არის მოთხოვნით გაჩერება და არ გამიჩერა.
ალბათ ზევიდან აძლევენ ეგეთ ზადანიებს და მძღოლსაც რა შეუძლია და თუ შეგნებულად არ გააჩერა მაშინ მაგის პატრონიც....!!!!!!!!!!!!

Posted by: TramwayMan 18 Feb 2017, 00:09
rati nwt
toyota555
QUOTE
ახალი 37 კახეთის გზატკეცილის სხვადასხვა გაჩერებაზე აღარ აჩერებს?

მარჯვენა მხარეს გზის რემონტია შესაბამისად ავტობუსი დადის მთავარ ტრასაზე სადაც აუკრძალეს მძღოლებს გაჩერება. მანდ ისედაც არ შეიძლება გაჩერება ამიტომ სანამ არ დააგებენ იმ ნაწილს იქ რამოდენიმე გაჩერებაზე არ ჩერდება თუმცა მარშუტკები აჩერებენ დარღვევით.

რომ გააჩერონ ავტობუსებმა მძღოლები აგებენ პასუხს რაიმე რომ დაემართოს ან ავარია მოხდეს ასე რომ მკაცრად გაფრთხილებულები არიან სანამ არ გაიხსნება ნაპირი გზა მანამდე არანაირი გაჩერება იმ მონაკვეთზე.



Posted by: პაწა 19 Feb 2017, 04:14
პირველი პარტიის ავტობუსები სად არიან? (002-010) 61-ზე ვეღარ ვხედავ

Posted by: Marshmallo 19 Feb 2017, 11:49
პაწა
დაილეწა ალბათ...
რამდენი დაილეწა უკვე და არ გამიკვირდება ეგენი დალეწილი რომარიყოს

Posted by: NVIDIA MAN 19 Feb 2017, 12:02
QUOTE (TramwayMan @ 18 Feb 2017, 00:09 )
rati nwt
toyota555
QUOTE
ახალი 37 კახეთის გზატკეცილის სხვადასხვა გაჩერებაზე აღარ აჩერებს?

მარჯვენა მხარეს გზის რემონტია შესაბამისად ავტობუსი დადის მთავარ ტრასაზე სადაც აუკრძალეს მძღოლებს გაჩერება. მანდ ისედაც არ შეიძლება გაჩერება ამიტომ სანამ არ დააგებენ იმ ნაწილს იქ რამოდენიმე გაჩერებაზე არ ჩერდება თუმცა მარშუტკები აჩერებენ დარღვევით.

რომ გააჩერონ ავტობუსებმა მძღოლები აგებენ პასუხს რაიმე რომ დაემართოს ან ავარია მოხდეს ასე რომ მკაცრად გაფრთხილებულები არიან სანამ არ გაიხსნება ნაპირი გზა მანამდე არანაირი გაჩერება იმ მონაკვეთზე.

დაიწყეს ამ ამორტიზირებული გზის შეკეთება?

ვააა ყოჩაღ, 2 კვირის წინ ამაზე ვწერდი სწორედ რო თუ მალე არ შეაკეთებენ ამ გზას ავტობუსები დაიშლება მეთქი.

Posted by: ფაშისტი 19 Feb 2017, 13:30
პატარა ავტობუსებში მძღლოლის გვერდით რომ სავარძელია იქ მინდოდა დაჯდომა ამას წინათ, ნუ მომინდა რა წინ.. ხოდა არ დაჯდეო ისე უხეშად მითხრა მძღლომა შემრცხვა მგზავრების, უკან გადმოვბლაყუნდი რა უნდა ექნა. გავიხდე ორ წუთში ვიღაც ამოვიდა ქალი და ის დასვა. კონტროლიორს ვეკითხები მე რატომ არ დამსვათქო, ხოდა ეს ჩემი კითხვა კონტროლიორმა მიუტანა მძღოლს, დაიმიან იქიდან მოატრიალა თავისი გოგრა თავი და გადმოძახა აი ვისაც მინდა იმას დავსვამო. ახლობელი იყო ის ქალი და დასვა რა

დეგენერატი. (მაპატიეთ აქაურებმა)

სადგურზე რომ 62 ნომრები დგას, ერთ ერთი 62 ნომერი იყო მოკლედ

Posted by: vatman 19 Feb 2017, 13:52
პაწა
QUOTE
პირველი პარტიის ავტობუსები სად არიან? (002-010) 61-ზე ვეღარ ვხედავ

აქედან ორი დამტვრეულია: 001 და 006, თეგეტაში დგანან.
ფაშისტი
QUOTE
ხოდა არ დაჯდეო ისე უხეშად მითხრა მძღლომა

ხოდა გადაკეტე თუ არ სვამ, ზოგი რა დებილია მართლა. როდესაც ბაწარი უკიდია ( facepalm.gif ) დაჯდომას არც დააპირებ
ისე მანდ რა უშლით ხელს მაინც ვერ ხვდები, მოძრაობაში დიდი ავტობუსებისგან განსხვავებით მარჯვენა მხარეს არ უფარავს მძღოლს.
რამდენჯერმე რო დავაპირე დაჯოდმა მძღოლი მეკითხებოდა სად მივდიოდი, და რო ვეუბნებოდი თითქმის ბოლომდე მსვავდა biggrin.gif biggrin.gif

Posted by: ფაშისტი 19 Feb 2017, 14:13
vatman
არა მე იცი რას ვერ ვხვდები? ადგილი არის მგზავრის.. ვინ ეკითხება მძღოლს სად დავჯდები?
იყიდა ავტობუსი და კერძოა თუ რა.. აი რო დამერეკა სადაც საჭიროა, მერე რას იზამდა საინტერესოა
შენ ის თქვი რო უზრდელი დანაძირალაა თორე..
ეჰ რა

Posted by: პაწა 19 Feb 2017, 14:57
QUOTE
აქედან ორი დამტვრეულია: 001 და 006, თეგეტაში დგანან.

ეგ ვიცი, მაგრამ დანარჩენი 8?

Posted by: Accident 19 Feb 2017, 16:09
ფაშისტი
QUOTE
არა მე იცი რას ვერ ვხვდები? ადგილი არის მგზავრის

არ არის მგზავრის, служебное место აწერია ხოლმე მაგ ადგილს თავზე




vatman
QUOTE
ხოდა გადაკეტე თუ არ სვამ, ზოგი რა დებილია მართლა. როდესაც ბაწარი უკიდია (facepalm.gif) დაჯდომას არც დააპირებ

მგონი, ქვეყანა გავიწყდება, სად ვართ.
მახსოვს, ადრე ეკეთათ კიდეც, არათუ ბაწარი, არამედ ჩვეულებრივი ხელის მოსაკიდებელი, მაგრამ მოზარდები ახტებოდნენ და მერე მაგათ გადმოთრევაზე იყო ჯიჯგილაობა.

Posted by: ფაშისტი 19 Feb 2017, 16:44
Accident
არ ვიცოდი , მეცოდინება smile.gif
მაგრამ მე ვისაც მინდა იმას დავსვამ ეს პასუხია? დასვა მოქალაქე ახლობელი..
ვახ

Posted by: Accident 19 Feb 2017, 17:10
ფაშისტი
როგორც ჩანს, თავად მძღოლს აქვს უფლება განსაზღვროს, ვინ დაჯდეს მანდ, რადგან ზემოთაც დაწერა ვატმანმა, რომ აკონტროლებს.

ახლა, ოფიციალურია თუ არა ეს, აქვთ თუ არა, რიგითი მგზავრის დასმის უფლება და რამდენად მორალურია და სამართლიანია, სხვა მგზავრების მიმართ, ამ ყველაფერზე ნამდვილად არ მაქვს პასუხი.

Posted by: ფაშისტი 19 Feb 2017, 17:42
Accident
ყველა შემთხვევაში უზრდელურად მომექცა.
ხიხო ეგ.

Posted by: rati nwt 19 Feb 2017, 19:27
TramwayMan
კი მესმის სადაც აკრძალულია, იქ არ შეიძლება გაჩერება. ეს არის მართებული ქმედება, მაგრამ იმ გაჩერებების მიმდებარე დასახლებებში ათასობით ადამიანი ცხოვრობს, რომელიც დამოკიდებულია ტრანსპორტზე. როგორც გამოჩდა ვარკეთილისკენ მიმავალმა მცირე ზომის ავტობუსმა უნდა დაიტიოს ამდენი ადამიანი.

იმედია მალე აღდგება გზა. სხვა შემთხვევაში რაიმე უნდა მოიფიქრონ, დროებითი შეზღუდვა ან არ ვიცი.

პრიორიტეტების ამბავია - ცუდია ნებისმიერი დარღვევა, მაგრამ მას გარდა ამდენი ადამიანის ინტერესია, რომლებიც ფაქტობრივად ქუჩაში რჩებიან, გადაადგილება ეზღუდებათ და ელემენტარული სამსახურში ან სადმე წასვლა მძიმედ უფერხდებათ.

Posted by: Accident 20 Feb 2017, 15:22
QUOTE (TramwayMan @ 16 Feb 2017, 22:33 )
დღეს რამდენიმე კადრი გადავიღე და თანამშრომლებსაც გავესაუბრე.

http://radikal.ru

http://radikal.ru

ეს ადგილი რა გაუხდათ კი მაგრამ, მგონი 30 წელია, ასეა. შეიძლება მეტი.

პრობლემაა მანდ ასფალტის ან რამეს დაგება?



Posted by: Marshmallo 20 Feb 2017, 21:57
პატარათი წყალი რომ შეასხან ეზარებათ?
აი ქვევით ცოტა

Posted by: Accident 24 Feb 2017, 12:19
http://commersant.ge/?m=5&news_id=48346&cat_id=11

თბილისი-რუსთავის მიმართულებით ავტობუსები იმოძრავებენ
(სათაური, რა თქმა უნდა, future indefinite დროშია)


რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ბეგაძემ ამ საკითხთან დაკავშირებით შესაბამის უწყებებთან კონსულტაციები დაიწყო.

"გადაწყვეტილებას 2 ქალაქის მერია, თბილისის და რუსთავის მერია მიიღებს.

ამის შემდეგ გაირკვევა, რა ტიპის ავტობუსები ივლის. რაც შეეხება ტარიფს, ესეც მოლაპარაკების საგანია.

ამჟამად მხოლოდ იმას გეტყვით, რომ მგზავრობისას რუსთაველი სტუდენტები, რომლებიც თბილისში სწავლობენ, ისარგებლებენ ისეთი შეღავათებით, როგორც თბილისში მცხოვრები სტუდენტები თბილისში გადაადგილებისას სარგებლობენ ", – განუცხადა "კომერსანტს" ბეგაძემ.


მისი ინფორმაციით, თბილისი-რუსთავის მიმართულებით ამ დრომდე მხოლოდ მინივენები და მიკროავტობუსები მოძრაობდნენ. ავტობუსების დანიშვნა კი რუსთაველებს, განსაკუთრებით კი სტუდენტებს, გადადგილების მეტ შესაძლებლობას მისცემს და ის ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება.

Posted by: zviiigo 24 Feb 2017, 13:22
მთაწმინდის პარკში რა ნომერი ადის და საიდან?

Posted by: MRlurch 24 Feb 2017, 13:28
zviiigo
რუსთაველის მეტროსთან როა გაჩერება მანდედად ადის მაგრამ ნომერი აღარ მახსოვს biggrin.gif. სულ გატენილი არის ხოლმე და მიხვდები მაგითაც biggrin.gif.

პ.ს. ამ ლურჯი ავტობუსების სხვა ხაზებზე გაშვებას როდისთვის აპირებენ ისე ხომ არ იცით?

Posted by: NewHuman 25 Feb 2017, 13:01
1 მარტიდან 14 ნომერი გაალურჯეთ არ მაინტერესებს biggrin.gif smile.gif))

Posted by: ფაშისტი 25 Feb 2017, 22:19
zviiigo
MRlurch
124 ნომერი

Posted by: AUTOCRAT 26 Feb 2017, 22:53
ასეთი რა გაგვიჭირდა ხამუტსაც ჩინეთში რომ ვყიდულობთ drug.gif

user posted image

Posted by: Marshmallo 1 Mar 2017, 10:18
85 მერსედესი იყო სადგურზე და რატო

Posted by: alea iacta est 1 Mar 2017, 10:39
დღეს დავინახე 87 მარშრუტზე ვაჟაზე ახალი ავტობუსები...

Posted by: gunnera 1 Mar 2017, 15:04
1 მარტიდან „მანის“ მარკის ახალი ავტობუსები N87 წრიულ მარშრუტზე (ბარათაშვილი-საბურთალო-ვაკე-ბარათაშვილი) იმოძრავებს და ერთ წრეზე, 240-ის ნაცვლად, 425 მგზავრის გადაყვანას შეძლებს. გამოთავისუფლებული ყვითელი ავტობუსები სხვა მარშრუტებზე გადანაწილდებიან.

„თბილისის მერია აგრძელებს ავტობუსების პარკის ჩანაცვლების პროცესს, რომლის ფარგლებში თბილისის სხვადასხვა უბნის სამარშრუტო ხაზებზე, განსაკუთრებით შორ დისტანციებზე, ყვითელი „ბოგდანების“ თანამედროვე ლურჯი ავტობუსებით ჩანაცვლება მიმდინარეობს. ამჟამად, N1 ავტობაზაზე წარმოდგენილია „მანის“ ავტობუსების ახალი ნაკადი, რომელთა გაშვება მოხდება წრიულ სამარშრუტო ხაზზე. აღნიშნული ავტობუსები ბარათაშვილის ხიდიდან მოემსახურება ვაკის და საბურთალოს ტერიტორიებს“-განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
ახალ ავტობუსებში, ძველ სალარო აპარატებთან ერთად, გადახდის ახალი სისტემა მოქმედებს. ახალი სალარო აპარატის მეშვეობით ბილეთის ბეჭდვა არ ხორციელდება, მგზავრობის საფასურის გადახდა კი „საქართველოს ბანკის“ ნებისმიერი ბარათის, „მეტრომანისა“ და სხვა შეღავათიანი სატარიფო ბარათებითაა შესაძლებელი. მგზავრობის საფასური სტანდარტული 50 თეთრი იქნება. ასევე, ძალაში რჩება მერიის მიერ მგზავრობისას დაწესებული შეღავათები.
როგორც ცნობილია, დედაქალაქის მერიამ „მანის“ მარკის 143 ავტობუსი შეიძინა და მათი თბილისში მოწოდება მიმდინარე წლის მარტში დასრულდება.
დღეისათვის ეკოლოგიური - CNG ძრავაზე მომუშავე, შშმ პირებზე ადაპტირებული და ევროსტანდარტების ახალი ლურჯი ავტობუსები N37, N51 და N61 მარშრუტებს ემსახურებიან.

ჩემთვის მოულოდნელი და სასიამოვნო სიახლე love.gif love.gif

Posted by: NVIDIA MAN 1 Mar 2017, 15:56
მეც დავინახე დღეს 87-ები

რამდენი ცალი გაუშვეს?

Posted by: Accident 1 Mar 2017, 16:33
NVIDIA MAN
აქ ეწერება, ალბათ
https://www.docdroid.net/xcZYsnG/matsne-3443053-0.doc.html#page=25

Posted by: TramwayMan 1 Mar 2017, 17:37
NVIDIA MAN
Accident
დოკუმენტში წერია 6 თუმცა ფოტოებზე არის 8 ავტობუსი ასე რომ 8 იმოძრავებს.

Posted by: Accident 18 Mar 2017, 15:01
მსუბუქად ეამბორნენ, როგორც ჩანს.

user posted image

Posted by: aloha__ 18 Mar 2017, 16:33
QUOTE (Accident @ 1 Mar 2017, 16:33 )
NVIDIA MAN
აქ ეწერება, ალბათ
https://www.docdroid.net/xcZYsnG/matsne-3443053-0.doc.html#page=25



თავიდან რომ წავიკითხე, ისე ჩანდა, თითქოს 15 ნომერი დიდი დიღმიდან რომ მიდის საშუალო ტევადობისაა და დაბრუნებისას, დიდი biggrin.gif


ზოგიერთ სხვა მარშუტზეც ასე უწერიათ და ეტყობა ზოგადად განსაზღვრეს, თუ საშუალო ტევადობის იქნება რამდენი უნდა იყოს ხაზზე და თუ დიდი ტევადობის იქნება, რამდენი...


დიდში მანი და დიდი ბოგდანი თუ ერთად მოიაზრება, ეგეც ჩასაშლელია, შეიძლება მანი უფრო ნაკლები დასჭირდეს.

Posted by: Accident 18 Mar 2017, 16:41
aloha__

QUOTE
ეხლა დავაკვირდი და ზოგიერთ სხვა მარშუტზეც ასე უწერიათ და ზოგადაა განსაზვრული თუ საშუალო ტევადობის იქნება რამდენი უნდა იყოს და თუ დიდი ტევადობის იქნება, რამდენი უნდა იყოს?


ხო.

ეგ ნიშნავს, რომ 15 ნომერზე აქამდე პატარა (საშუალო) ბოგდანები დადიოდნენ და MAN-ების შემოყვანის შემდეგ, უნდა იარონ დიდმა ბოგდანებმა.

ან ზოგზე, პირდაპირ MAN-ებმა, მაგალითAდ 37-ზე.

Posted by: giomelqa12 18 Mar 2017, 23:28
QUOTE
თბილისი-რუსთავის მიმართულებით ავტობუსები იმოძრავებენ


bis.gif

Posted by: vatman 18 Mar 2017, 23:35
aloha__
QUOTE
ზოგიერთ სხვა მარშუტზეც ასე უწერიათ და ეტყობა ზოგადად განსაზღვრეს, თუ საშუალო ტევადობის იქნება რამდენი უნდა იყოს ხაზზე და თუ დიდი ტევადობის იქნება, რამდენი...


დიდში მანი და დიდი ბოგდანი თუ ერთად მოიაზრება, ეგეც ჩასაშლელია, შეიძლება მანი უფრო ნაკლები დასჭირდეს.

მანდ წერია მაქსიმალური და მინიმალური რაოდენობა კვირის დღეებში. მასე გააკეთეს რომ ყოველ ცვლილებაზე საკრებულოს სხდომაზე არ გაეტანათ დოკუმენტი. ამის მიხედვით არ ნიშნავს რომ მაგალიტად 38-ზე ან 94-ზე მაინცდამაინც დიდ ავტობუსს გაუშვებენ

Posted by: პაწა 22 Mar 2017, 13:58
ხომ ვერ მიმასწავლით ავტობუსების მოძრაობის განრიგის აპლიკაციას ანდროიდისთვის? ზუსტი რომ იყოს და არა გუგლის ან TTC-ის საიტის მიახლოებითი ინფორმაცია... 93344-დან შეტყობინების სახით რაც მოდის ის

Posted by: Accident 22 Mar 2017, 15:15
პაწა
QUOTE
ზუსტი რომ იყოს და არა გუგლის ან TTC-ის საიტის მიახლოებითი ინფორმაცია.


TTC-ზე ზუსტი ვის უნდა ჰქონდეს, ეგ აკონტროლებს ავტობუსების GPS-ს.

ამ გვერდზე "ავტობუსები live-ში" http://transit.ttc.com.ge/?page=live

ეგ ინფორმაცია, TTC-ის აპლიკაციაში იქნება.




რაც შეეხება Google-ს, ადრე მახსოვს ეგენიც ლაივში ანახებდნენ, მაგრამ როგორც ჩანს, ახლა უბრალოდ სტატიკური ინფორმაცია უდევთ, ანუ გრაფიკები.

Posted by: vatman 22 Mar 2017, 15:24
პაწა
ოფიციალური აპლიკაცია არის ეს:
https://play.google.com/store/apps/details?id=ge.com.ttc.transit&hl=en

Posted by: MRlurch 22 Mar 2017, 15:38
ვინმემ ხომ არ იცით 73 ნომერი მარშუტკა რომელ საათამდე მუშაობს? mo.gif

Posted by: Accident 22 Mar 2017, 15:44
MRlurch
http://tm.ge/routes/scheme.php?lang=1#id=239

Posted by: MRlurch 22 Mar 2017, 15:48
Accident
არ დევს მანდ მგონი სწორი ინფორმაცია, თბილისი მოლთან გაივლის და მანდ მარშრუტში არ აქვს facepalm.gif facepalm.gif

Posted by: Accident 22 Mar 2017, 15:55
MRlurch

ხო, ეგენი მგონი არცერთზე არ ჩაუსწორებიათ.


მაშინ ნომერზე ჰკითხე, მაგ საიტზე უდევთ

user posted image

Posted by: vatman 22 Mar 2017, 16:07
MRlurch
QUOTE
არ დევს მანდ მგონი სწორი ინფორმაცია, თბილისი მოლთან გაივლის და მანდ მარშრუტში არ აქვს

არ დადის თბილისი მოლთან

ნუ ზოგადად ეს კითხვა გვერდითა თემაში smile.gif

Posted by: MRlurch 22 Mar 2017, 16:14
vatman
ერთი კვირის წინ მოლთან იყო გაჩერებული რომ გამოვედი და მაგას გამოვყევი საბურთალოზე რავი.

Posted by: alea iacta est 22 Mar 2017, 16:19
MRlurch
QUOTE
ვინმემ ხომ არ იცით 73 ნომერი მარშუტკა რომელ საათამდე მუშაობს? 

სადამდეც მძღოლებს აუდგებათ იქამდე, მაგრად ჰკიდიათ გრაფიკი. ცხრის ნახევრამდე დაელოდე, მერე ან გამოივლის ან არა,

Posted by: vatman 22 Mar 2017, 17:25
MRlurch
QUOTE
ერთი კვირის წინ მოლთან იყო გაჩერებული რომ გამოვედი და მაგას გამოვყევი საბურთალოზე რავი.

დიდ დიღომში აქვს ბოლო გაჩერება რაც არსებობს იმის შემდეგ განმავლობაში smile.gif
მოლამდე დადის: 51, 117, 116, 60, 44 (ეს საერთოდ ზაჰესში მიდის)

რო არ გავაოფოთ თემა ზაჰესის ხიდი კი გახსნეს მარა 121 ავტობუსი ძველ მაშრუტს მაინც არ დაუბრუნდა ამ ეტაპზე

Posted by: პაწა 22 Mar 2017, 17:33
vatman
Accident
მადლობა, ვნახე ეგ აპლიკაცია... რეალურ დროშია, მაგრამ, უბანძესი პროგრამაა... ჯერ დატაბეისის აფდეითი ღუნავს ტვინს, მერე ჰოუმს მიაჭერ და საერთოდ იხურება. მოუხერხებელი რომ არის - თავისთავად

თუ აპი თავისუფლად ხელმისწვდომია - დრო რომ მექნება გავაკეთებ კარგ აპლიკაციას

Posted by: vatman 22 Mar 2017, 18:28
პაწა
ხო ბაგები აქვს ოხრად.
თანაც არ განუახლებიათ 2015 წლიდან

Posted by: Accident 25 Mar 2017, 01:55
ეს კაცი, ბევრ უცხოეთში-უმაღლეს-დამთავრებულ-პრემიებ-დანამატებიან-გალსტუკიანზე მეტად აზრიანად თუ არ მსჯელობდეს რა


Posted by: Nescafe13 26 Mar 2017, 10:39
აეროპორტის მიმართულების ავტობუსი 24 საათი მოძრაობს თუ იცით მეგობრებო? smile.gif

Posted by: Accident 26 Mar 2017, 13:29
Nescafe13

კი


Posted by: vatman 28 Mar 2017, 10:37
N 121 ავტობუსი დღეიდან ძველი მარშრუტით მოძრაობს

დღეიდან N121 ავტობუსი კვლავ ძველი მარშრუტით მოძრაობს: საზოგადოებრივი ტრანსპორტი ზაჰესის დასახლებიდან ზაჰესის ახალი ხიდით აღმაშენებლის ხეივანში გადადის, დიღმის „გუდვილთან“ წრიულზე ბრუნდება, საიდანაც დიღმის მასივს უკავშირდება, გაივლის ბელიაშვილის ქუჩასა და მოძრაობას მეტრო „დიდუბესთან“ ასრულებს.
ზაჰესის ხიდის მშენებლობის გამო, N121 ავტობუსი ზაჰესის დასახლებიდან მეტრო „დიდუბისკენ“ ავჭალის გავლით მოძრაობდა. ხიდი ექსპლუატაციაში 18 მარტს შევიდა.
N121 მარშრუტს 4 საშუალო ზომის „ბოგდანის“ მარკის ავტობუსი 22–წუთიანი ინტერვალით ემსახურება.

http://tbilisi.gov.ge/news/3482

ტტც-ში ალბათ ჯერ არ იციან biggrin.gif
არც საიტზე შუეცვლიათ და არც ტაბლოებზე...

Posted by: GreenWestHam 28 Mar 2017, 23:49
დღეს ვნახე 61 ნომერი ღია ფანჯრებით.

ტყუილად არ ჩაუმონტაჟებიათ ფანჯრები როგორც ჩანს და ალბათ ზაფხულში კონდიცირებასაც უნდა დავემშვიდობოთ.

აქ წერდით ადრე ერთი ტემპერატურა უნდა შენარჩუნდეს ავტობუსის შიგნითო და ფანჯრების ამბავში როგორ ჯდება ეგ?

Posted by: Accident 29 Mar 2017, 02:25
GreenWestHam
QUOTE
დღეს ვნახე 61 ნომერი ღია ფანჯრებით.


ჯერ კიდევ, იანვარში ვნახე ეგ
QUOTE (Accident @ 14 Jan 2017, 19:08 )
ეს კი, MAN-ის კლიმატკონტროლი drug.gif

user posted image





QUOTE
ტყუილად არ ჩაუმონტაჟებიათ ფანჯრები

ტყუილად რატომ იზამდნენ, ის პირველი პარტია, ან გამზადებული იყო, ან მეორე, უკვე გამოცდილების საფუძველზე შეუკვეთეს.



QUOTE
აქ წერდით ადრე ერთი ტემპერატურა უნდა შენარჩუნდეს ავტობუსის შიგნითო და ფანჯრების ამბავში როგორ ჯდება ეგ?

თუ დახურავ ფანჯრებს, ჩვეულებრივ ჩაჯდება.

ჩემი აზრით, უფანჯრებო ჯობდა მაგრამ, დაიწყეს ჩვენთან წუწუნი, რომ ჰაერი არ მოძრაობს და ა.შ.
რაც შეიძლება შეესაბამებოდეს სიმართლეს, რადგან ჩვენთან არაა მოწესრიგებული სატრანსპორტო სისტემა და ზედმეტად გადატვირთულია ხალხით.



ამდენს კი ალბათ, მართლაც ვერ ერევა კონდიცირება/ვენტილაცია და დახუთულობის ეფექტი იქმნება.


ამიტომ, იმედი უნდა ვიქონიოთ, ზაფხულში ცოტა ხნით მაინც დახურავენ ხოლმე ფანჯრებს, როგორც მარშრუტკაში ითხოვენ მგზავრები, როცა ცხელათ.

Posted by: SwaT-2011 29 Mar 2017, 15:47
ეს ნახეთ ?
მოსაცდელებზე ავტობუსების მარშრუტისა და გაჩერებების სქემები განთავსდება. სქემის პროექტი ტრანსპორტის სამსახურის უფროსმა, მამუკა მუმლაძემ საკრებულოს წევრ შალვა ოგბაიძეს, საგზაო მოძრაობის ორგანიზების ექსპერტებსა და არასამთავრობო სექტორს წარუდგინა.
დედაქალაქში არსებულ ავტობუსის ახალი მოდელის მოსაცდელებზე თითოეული გაჩერებისთვის ინდივიდუალურად შექმნილი სქემა განთავსდება. სქემა ქართული და ინგლისურენოვანია. მასზე დატანილია რუქა, რომელზეც მგზავრი გაჩერებიდან სხვადასხვა მიმართულებით მიმავალ ყველა მარშრუტსა და ავტობუსების ჩამონათვალს გაეცნობა.
სქემა მაქსიმალურად ინფორმაციული და ამავდროულად, მარტივია. იგი თბილისის მეტროს ვაგონებში გაკრულს ჰგავს, რათა ერთიანი სტანდარტის შექმნით მგზავრისთვის აღქმა გაადვილდეს.
დღესდღეობით თბილისში 220-მდე ახალი მოსაცდელია, რომლებსაც კიდევ მიახლოებით 500 დაემატება. მათ აუქციონში გამარჯვებული შპს “ალმა+“ ამონტაჟებს. ტრანსპორტის საქალაქო სამსახური ავტობუსების მარშრუტისა და გაჩერებების სქემებს მოსაცდელებზე განსათავსებლად „ალმა+“-ს გადასცემს.
http://radikal.ru

https://www.facebook.com/TransportServiceofTbilisiCityHall/?fref=ts

Posted by: beka331 29 Mar 2017, 17:49
ვა, ძალიან კარგი ამბავია ეგ. ვაჟას უდგება კითვები ნაკლები იქნება, იმედია biggrin.gif

Posted by: fujita 31 Mar 2017, 21:27
აუ ბიჭებო კოჯრის ავტობუსი 10 ნომერი რომელ საათზე გადის ხოლმე ლეონიძის ბაღიდან
მაგის მარშუტი სად ვნახო? 9 საათზე აქვს ხო გასვლა ?

Posted by: vatman 31 Mar 2017, 22:52
fujita
http://transit.ttc.com.ge/?page=live

Posted by: fujita 1 Apr 2017, 13:34
vatman
მადლობა მეგობარო :*

Posted by: Kotola 4 Apr 2017, 15:58
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/426151-metros-msgavsad-shesadzloa-avtobusis-gacherebebis-gamockhadebac-daitsyos.html
მეტროს მსგავსად, შესაძლოა, ავტობუსის გაჩერებების გამოცხადებაც დაიწყოს. ამის შესახებ AMBEBI.GE-სთან საუბარში საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე ლია ჯახველაძემ განაცხადა.
„გაჩერებების სახელდება გვინდა, რომ ავტობუსის გაჩერებები გამოცხადდეს. ამასთან, ახალი მეტროს გახსნა, სკვერები, გამზირები, პარკები ჩვენი კომპეტენციაა. მოკლედ, არ ვჩერდებით, თუმცა საქმე ძალიან ბევრია“, - განაცხადა ჯახველაძემ.
მისივე თქმით, თბილისის მასშტაბით კვარტალური რუკებიც დაიდგმება, რაც სასწრაფო დახმარებას, სახანძროს, უცხო სტუმარს, ტურისტებს ორიენტაციისთვის დაეხმარება.

Posted by: Accident 4 Apr 2017, 20:23
QUOTE
მეტროს მსგავსად, შესაძლოა, ავტობუსის გაჩერებების გამოცხადებაც დაიწყოს

შიდა ტაბლო ჩართონ და ეყოფა, რას მაიმუნობენ

QUOTE
„გაჩერებების სახელდება გვინდა, რომ ავტობუსის გაჩერებები გამოცხადდეს. ამასთან, ახალი მეტროს გახსნა, სკვერები, გამზირები, პარკები ჩვენი კომპეტენციაა. მოკლედ, არ ვჩერდებით, თუმცა საქმე ძალიან ბევრია“, - განაცხადა ჯახველაძემ.

facepalm.gif

Posted by: ქაფქიანა 4 Apr 2017, 21:26
Kotola

QUOTE
მეტროს მსგავსად, შესაძლოა, ავტობუსის გაჩერებების გამოცხადებაც დაიწყოს


დღემდე მახსოვს ვილნიუსში: ,,კიტა სტოტიალე კონსტიტუციოს პროსპეკტას". ,,შემდეგი გაჩერება..." ნუ დანარჩენს თარგმნა არ სჭირდება.

,,დაუგია სტოტიალე, გერბემინაი გეიდეი, პრაშუ, აციდარიტა იშ აუტობუსა/ტროლეიბუსა".

,,ბოლო გაჩერება, ძვირფასო მგზავრებო, გთხოვთ გაანთავისუფლოთ ავტობუსი/ტროლეიბუსი".

იმენნო, ზეპირად მახსოვს ათი წლის შემდეგაც კი. givi.gif

Posted by: პაწა 4 Apr 2017, 23:53
QUOTE (Accident @ 4 Apr 2017, 20:23 )
QUOTE
მეტროს მსგავსად, შესაძლოა, ავტობუსის გაჩერებების გამოცხადებაც დაიწყოს

შიდა ტაბლო ჩართონ და ეყოფა, რას მაიმუნობენ

QUOTE
„გაჩერებების სახელდება გვინდა, რომ ავტობუსის გაჩერებები გამოცხადდეს. ამასთან, ახალი მეტროს გახსნა, სკვერები, გამზირები, პარკები ჩვენი კომპეტენციაა. მოკლედ, არ ვჩერდებით, თუმცა საქმე ძალიან ბევრია“, - განაცხადა ჯახველაძემ.

facepalm.gif

მხედველობა შეზღუდულებისთვის აუცილებელია, მხოლოდ ტექსტი არ ეყოფა

Posted by: Accident 5 Apr 2017, 00:52
პაწა
თუ მაგდენს ითვალისწინებენ, აბა მეტროში რა გაუხდათ ამდენი მოდერნიზაციის პირობებში ერთი აბრა, სადგურები რომ ინთებოდეს კარებთან.
სმენადაქვეითებულებმა რა დააშავეს.

Posted by: vatman 5 Apr 2017, 13:03
Accident
QUOTE
თუ მაგდენს ითვალისწინებენ, აბა მეტროში რა გაუხდათ ამდენი მოდერნიზაციის პირობებში ერთი აბრა, სადგურები რომ ინთებოდეს კარებთან.
სმენადაქვეითებულებმა რა დააშავეს.

ბოლო მოდერნიზირებულებში მონიტორები რო დააყენეს მანდ წესით არაფერი უნდა შეუძალოს ხელი

Posted by: Accident 5 Apr 2017, 13:21
vatman
წესით, ლედ ნათურა ჯობია, მაგრამ იყოს, ოღონდ იყოს.
და ახლა რა გადის აბა, რეკლამები?

Posted by: vatman 5 Apr 2017, 13:46
Accident
არ ვიცი, ვერც ერთხელ ვერ ვიმგზავრე მაგ შემადგენლობით

Posted by: Kotola 5 Apr 2017, 16:56
QUOTE
და ახლა რა გადის აბა, რეკლამები?

შემადგენლობების მოდერნიზაციის ამსახველი სლაიდშოუ გადის უბრალოდ. ერთიდაიგივე ფოტოები ტრიალებს sad.gif

Posted by: Accident 5 Apr 2017, 22:06
QUOTE
შემადგენლობების მოდერნიზაციის ამსახველი სლაიდშოუ გადის უბრალოდ

მაგას ისევ რეკლამები ჯობდა







მალე მუნიციპალურ ავტობუსებს უახლესი ინფრასტრუქტურით აღჭურვილი ბენზინ და გაზგასამართი სადგური მოემსახურება.


სადგური შეძლებს როგორც ბუნებრივ აირზე, ასევე დიზელზე მომუშავე ავტობუსების საწვავით უზრუნველყოფას, ერთდროულად 12 ავტობუსს მოემსახურება.
ბენზინ და გაზგასამართი სადგური თანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი:
• სამი 400 კვ სიმძლავრის კომპრესორი, გაგრილების სისტემით
• ბუნებრივი აირის გამშრობ-მფილტრავი და გამაციებელი დანადგარები
• 10080ლ მოცულობის CNG გაზის საცავი და რვა CNG გაზის ჩამსხმელი სვეტი
• 60 ტონიანი დიზელის ავზი, ორი ჩამსხმელი სვეტი, თხევადი საწვავის ფილტრი და მრიცხველი

სადგური უზრუნველყოფს:
• ავტობუსებისთვის CNG გაზის მიწოდებას;
• საწვავის ჩასხმის სიზუსტეს;
• მაღალ წარმადობას, ელექტრო ენერგიის და სხვა რესურსის მწირი მოხმარების ხარჯზე;
ბენზინ და გაზგასამართი სადგურის მშენებლობა ახალი ავტობაზის ტერიტორიაზე მიმდინარეობს, სამშენებლო პროცესი დასასრულს უახლოვდება. მშენებლობას, მსოფლიო ლიდერი კომპანიის „SAFE S.p.A“-ს წამრომადგენლობა საქართველოში, შპს „საფე ჯორჯია“ აწარმოებს. სადგური ყველა სტანდარტის დაცვით უზრუნველყოფს მომსახურე პერსონალის უსაფრთხოებას და მუნიციპალური ტრანსპორტის სრულყოფილ მომსახურებას.



user posted image


user posted image



user posted image



user posted image



user posted image



user posted image



user posted image



user posted image

Posted by: vaxo55 8 Apr 2017, 21:20
Accident
აქვე დამონტაჟებულია სარეცხი დანადგარებიც.ხომ არ გაქვთ ინფორმაცია საერთოდ ყველა ეს დანადგარი სტაბილიზირებული ძაბვით იკვებება თუ არა?

Posted by: Official 10 Apr 2017, 21:36
რაღაც უცნაური ყვითელი ავტობუსი მხვდება ხოლმე ვაკე საბურთალოს მონაკვეთEბში
რა არის და რატომ? biggrin.gif

Posted by: Marshmallo 10 Apr 2017, 22:11
QUOTE (Official @ 10 Apr 2017, 21:36 )
რაღაც უცნაური ყვითელი ავტობუსი მხვდება ხოლმე ვაკე საბურთალოს მონაკვეთEბში
რა არის და რატომ? biggrin.gif

Mercedes-Benz o345.
თურქეთმა გვაჩუქა.

Posted by: Accident 10 Apr 2017, 22:19
vaxo55
არ ვიცი, მერიის თუ სატრანსპორტო კომპანიის ფესიბუქიდანაა ეგ სურათები.




Official
QUOTE
რაღაც უცნაური ყვითელი ავტობუსი მხვდება ხოლმე ვაკე საბურთალოს მონაკვეთEბში
რა არის და რატომ?


QUOTE (Accident @ 24 Jan 2017, 01:52 )

2016 წელს, სტამბულის მერიამ თბილისს გადასცა 5 მერსედესის ავტობუსი - 1997 წლის მოდელები.
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/375842-stambolis-meria-thbiliss-sachuqrad-5-avtobuss-gadascems.html?ar=A


4 ივლისიდან, აეროპორტში დადიოდა ღამის 00:00 საათიდან დილის 07:00 საათამდე
N37 რეისზე (ღამით - N137)
http://netgazeti.ge/news/127261/






2017 წლის 1 იანვრიდან, აეროპორტის ღამის რეისი გაუქმდა და ყვითლად გადაღებილი ავტობუსები, N85-ზე გაუშვეს.

მათ ნაცვლად კი, N37-ზე, 24 საათიან რეჟიმში, ახალი MAN-ის ავტობუსები გაეშვა.


https://forum.ge/?showtopic=34868830&view=findpost&p=49755388



Posted by: Official 12 Apr 2017, 18:54
Marshmallo
Accident
გასაგები up.gif

Posted by: Accident 13 Apr 2017, 09:06
გუშინ 85-ზე პატარა ავტობუსი შემხვდა.

დაილეწა რომელიმე თუ უბრალოდ დაამატეს, თუ საერთო აღარაა, ეს მერსედესები

Posted by: ფაშისტი 13 Apr 2017, 10:09
მე ძალიან მომწონს ეგ ახალი 85-ები, არ მეჩხუბოთ მაგრამ ახალ მან-ს მირჩევნია. აი სადღაც მაინც მგონია რომ უკეთესი სავარძლები აქვს, ვერა და ვერ შევეგუე ახალი მან-ის დასაჯდომებს, მევიწროვება და მომკალით. თან მუხლებიც მოპირდაპირე მგზავრებზე მედება. ამ 85-ში კი ისეთი კარგი დაშორებაა თავისუფლად გავეტიე და მგზავრსაც არ შევხებივარ.

რავიცი ალბათ მე ვფიქრობ მხოლოდ ასე, ან ასე მგონია.

Posted by: Dato_juve 13 Apr 2017, 14:40
ავტობუსების ბაზის მშენებლობა

https://scontent-ams3-1.xx.fbcdn.net/v/t31.0-8/17917447_737765953070449_53114567104309711_o.jpg?oh=d6c7dba3de2c905d9cac605ca185b101&oe=59886D53

Posted by: rommel 13 Apr 2017, 15:22
QUOTE
მე ძალიან მომწონს ეგ ახალი 85-ები


მეც მომეწონა სანამ სიჩარეში არ გადართო smile.gif

Posted by: TramwayMan 13 Apr 2017, 18:07
ფაშისტი
QUOTE
მე ძალიან მომწონს ეგ ახალი 85-ები, არ მეჩხუბოთ მაგრამ ახალ მან-ს მირჩევნია.

ცოტა უადგილოა 1997 წლის რიხინა მაღალძირიან ავტობუსს რომ ადარებ 2017 წლის დაბალძირიან სუპერ ჩუმ ავტობუსს. smile.gif

Posted by: ფაშისტი 13 Apr 2017, 22:51
TramwayMan
მაგდენი მესმის, წლოვანება და ავტომატიკა და ყველაფერი რომ ათასჯერუკეთესია.

უბრალოდ გემოვნებაში ვერ ვარ ალბათ.. მომწონს მეტად რა ვქნა.


ისე ახალ მანებსაც აქვთ ხმა უკან, ბევრი მინახავს მაგოს გამო უკანა მწკრივოს სავრძლებიდან წინ გადმოდიან ხოლმე

Posted by: TramwayMan 14 Apr 2017, 00:07
ფაშისტი
QUOTE
ისე ახალ მანებსაც აქვთ ხმა უკან, ბევრი მინახავს მაგოს გამო უკანა მწკრივოს სავრძლებიდან წინ გადმოდიან ხოლმე

უხმო ავტობუსი არ არსებობს და მაგ ხმის დეციბელი და ტონი და ბოგდანსი ხმა დიდი სხვაობაა. ბოგდანში გადავიდნენ biggrin.gif

მაქსიმალურად უხმო რეზინის ბორბლიანი ტრანსპორტი მხოლოდ ტროლეიბუსია.

Posted by: Accident 14 Apr 2017, 02:55
ფაშისტი
QUOTE
მევიწროვება და მომკალით

ხომ დავდე, მაგის შედარება, ზომები იგივეა, ახალს უბრალოდ, ოდნავ მეტად აქვს სარუგე გადახრილი.
სკამებს შორის დაშორებაზე, შეიძლება ეგ მოქმედებდეს.

user posted image

Posted by: ფაშისტი 15 Apr 2017, 09:16
TramwayMan
კი, მესმის რასაც ამბობ. უბრალოდ გემოვნების ამბავია რა ))
Accident
მახსოვს შენი ეგ პოსტი კი.. ზომებში გედო ლამის.
ხო აი რაღაც მეუცნაურება თუ მე რამე მჭირს ვერ დავადგინე ))

Posted by: TramwayMan 15 Apr 2017, 18:02
121 მლნ მგზავრი გადაუყვანია ავტობუსებს 2016 წელს.


Posted by: Fabian 15 Apr 2017, 22:08
ერთი პატარა ბოგადანი, რომ დანიშნონ დიდი დიღმიდან გლდანის მიმართულებით, რამე დაშავდება?!

Posted by: vatman 15 Apr 2017, 22:14
Fabian
QUOTE
ერთი პატარა ბოგადანი, რომ დანიშნონ დიდი დიღმიდან გლდანის მიმართულებით, რამე დაშავდება?!

78 მაშრუტკის მძღოლებს ოჯახები ჰყავთ სარჩენი ძმაო mad.gif

ისე ახმეტელიდან რამე დანიშნონ შემდეგი მაშრუტით: ახმეტელი- გლდანის პირველი მიკრო და ბაზრის შორის გზა-გლდანის 1-ლი მიკრო- მე-3 და მე-3ა მიკროს შორის გავლა - მე7 მიკრორაიონი შიდა გზით და გლდანის ციხეებთან ბოლოს. 2 პატარა ბოგდანი ეყოფა

Posted by: TramwayMan 15 Apr 2017, 22:46
Fabian
vatman
არსებულ მარშრუტებზე არ ჰყოფნით ავტობუსები სად რა უნდა დანიშნონ. ჯერ ზღაპარია.

Posted by: თალიბანი 15 Apr 2017, 23:56
37-ს ქონდა გასმული უკანა საბურავთან

მძღოლი ჩამოვიდა გაჩერებაზე ათვალიერა ავტობუსი და არაფერიაო, ავიდა და გააგრძელა გზა biggrin.gif

არა და საკაიფოს ქონდა გასმული ნახევარ მეტრაზე მინიმუმ facepalm.gif

Posted by: Fabian 16 Apr 2017, 00:30
vatman
QUOTE
ისე ახმეტელიდან რამე დანიშნონ შემდეგი მაშრუტით: ახმეტელი- გლდანის პირველი მიკრო და ბაზრის შორის გზა-გლდანის 1-ლი მიკრო- მე-3 და მე-3ა მიკროს შორის გავლა - მე7 მიკრორაიონი შიდა გზით და გლდანის ციხეებთან ბოლოს. 2 პატარა ბოგდანი ეყოფა

კაი აზრია... ოღონდ ციხეების მაგივრად გიორგიწმინდაში, რომ ჰქონდეს ბოლო გაჩერება არ გაამართლებს?

ისე გლდანის ავტობუსების ბოლო გაჩერება რომ გადაიტანონ ციხეებთან, მემგონი აჯობებს.

Posted by: vatman 16 Apr 2017, 00:58
Fabian
QUOTE
კაი აზრია... ოღონდ ციხეების მაგივრად გიორგიწმინდაში, რომ ჰქონდეს ბოლო გაჩერება არ გაამართლებს?

იქნება ხალხი როო? ისედაც 1 ცალი საწყალი მაშრუტკა დადის მანდ

QUOTE
ისე გლდანის ავტობუსების ბოლო გაჩერება რომ გადაიტანონ ციხეებთან, მემგონი აჯობებს.

ერთი მაინც რო გადაიტანონ კაი იქნებოდა, მარა 180-ს მძღოლებსაც ხო ოჯახი ჰყავთ სარჩენი biggrin.gif biggrin.gif

ისე ბნელ 90-იანებში მახსოვს ერთი პერიოდი 22 ნომერი უხვევდა მე-7 მიკროში....

ისევ 78-ს რო დავუბრუნდეთ... ნეტავ საერთოდ აახვევინონ. ჯერ ხო ამ მოკლე მანძილზე თავიდანვე 50 თეთრიანი ტარიფი ჰქონდათ, რომელიც რა თქმა უნდა 80 თეთრიანი გახდა. 135 უნდა ღირდეს 80 თეთრი და ეს ლაწირაკი ხაზიც . 210 უფრო გრძელია და 40 თეთრიანი იყო....

Posted by: ფაშისტი 16 Apr 2017, 04:37
აუ ნეტა ფილარმონიიდან ნუ ..კოსტავადან რამე მიდიოდეს თემქაზე რა.. მეგობარი ცხვოვრონს იქ და ყოველთვის მაგრად ვწვალობ იქ მისვლაზე, ერთი ავტობუსი მადლიზა biggrin.gif

Posted by: ვივიანა 16 Apr 2017, 13:01
სულ მიკვირს წერეთლიდან პეკინზე და მაგალითად სამედიცინოსთან ავტობუსი როგორ არ ჯნდა მიდიოდეს ?

51 ვიცი სპორტის სასახელთან გადის.
21 დელისთან, ოღონდ ჯერ მთელი ჭავჭავაძე უნდა გაიაროს.

Posted by: Accident 16 Apr 2017, 15:14
QUOTE
ულ მიკვირს წერეთლიდან პეკინზე და მაგალითად სამედიცინოსთან ავტობუსი როგორ არ ჯნდა მიდიოდეს ?

მეტრო ხომ მიდის

Posted by: davit_arsenal 17 Apr 2017, 15:29
გელოვანის გამზირზე (ბრიკორამასთან) რა ნომერი ავტობუსი ან მარშუტკა მიდის/გაივლის ხომ არ იცით ვინმემ?
მადლობა წინასწარ.

Posted by: პაწა 17 Apr 2017, 16:13
QUOTE
ბრიკორამასთან
მანდ მანქანით ვფიქრობ ხოლმე როგორ მოვხვდე...
14 და 24 მიდის

Posted by: davit_arsenal 17 Apr 2017, 16:24
პაწა
QUOTE
14 და 24 მიდის

ავტობუსი? საიდან გადიან ხო არიცი?

Posted by: პაწა 17 Apr 2017, 16:34
QUOTE (davit_arsenal @ 17 Apr 2017, 16:24 )
პაწა
QUOTE
14 და 24 მიდის

ავტობუსი? საიდან გადიან ხო არიცი?

24 - სახ.უნივერსიტეტის მ/კ > ქავთარაძის ქ. > ყაზბეგის გამზირი > იონა ვაკელის ქ. > ბუდაპეშტის ქ. > მარშალ გელოვანის გამზირი
14 - ბარათაშვილის ქ. > რუსთაველის გამზირი - კოსტავას ქ. - სააკაძის მოედანი > ჟ. შარტავას ქ. > გაგარინის ქ. > მარშალ გელოვანის გამზირი
http://transit.ttc.com.ge/?page=schedule

Posted by: davit_arsenal 17 Apr 2017, 16:43
პაწა
მადლობა wink.gif

..............

Posted by: MRlurch 1 May 2017, 12:11
21 და 140 ნომრები რომელი საათიდან იწყებენ მუშაობას ? საიტზე რაღაც პრობლემებია ეტყობა და ვერ ვნახულობ ჯერ-ჯერობით.

Posted by: jadgschloss 1 May 2017, 12:19
მანებზე რა ხდება კაი ხანია ახალი პარტია არ შემოსულა, უფრო სწორად ხაზებზე არ გაუშვიათ და რაშია საქმე?

Posted by: პაწა 1 May 2017, 14:55
აპლიკაცია არ მუშაობს უკვე3-4 დღეა
* * *
QUOTE
მანებზე რა ხდება კაი ხანია ახალი პარტია არ შემოსულა, უფრო სწორად ხაზებზე არ გაუშვიათ და რაშია საქმე?

ყველა ადგილზეა, ახალ ბაზას ელოდებიან

Posted by: Accident 1 May 2017, 21:16
QUOTE
აპლიკაცია არ მუშაობს უკვე3-4 დღეა

წინა პოსტში დაიწერა, აპლიკაცია კი არა, თავად საიტი არ მუშაობდა, აპლიკაციაც, მაგ საიტს იყენებს.

P.S. ახლა შედის ნორმალურად

Posted by: პაწა 1 May 2017, 23:55
QUOTE (Accident @ 1 May 2017, 21:16 )
QUOTE
აპლიკაცია არ მუშაობს უკვე3-4 დღეა

წინა პოსტში დაიწერა, აპლიკაცია კი არა, თავად საიტი არ მუშაობდა, აპლიკაციაც, მაგ საიტს იყენებს.

P.S. ახლა შედის ნორმალურად

კი, მუშაობს

ცნობისთვის, როგორც სხვა ქართული აპლიკაციები, ესეც უამრავ პირად ინფორმაციაზე ითხოვს წვდომას, როგორებიცაა ფაილები, ზარები, wi-fi... შეგიძლიათ ანდროიდის პარამეტრებიდან ეს ყველაფერი დაუბლოკოთ და მაინც უპრობლემოდ მუშაობს

Posted by: Accident 2 May 2017, 08:06
ზოგიერთ პატარა ბოგდანში, უკანა მხარეს, ახალი აპარატები დაუმატებიათ.

Posted by: vatman 2 May 2017, 10:23
Accident
QUOTE
P.S. ახლა შედის ნორმალურად

სამაგიეროდ 137 ისევ არ ჩანს...
იმედია ისევ არ გააუქმეს ღამის რეისი

QUOTE
ზოგიერთ პატარა ბოგდანში, უკანა მხარეს, ახალი აპარატები დაუმატებიათ.

დიდი ხანია უკვე, ზოგში ჯერ კიდევ იანვარში გამოჩნდა

Posted by: Accident 2 May 2017, 11:34
vatman
QUOTE
სამაგიეროდ 137 ისევ არ ჩანს...

და იმის მერე დაამატეს, MAN-ები რომ გაუშვეს?


წესით აღარ უნდა იყოს, რადგან ახლა 37 დადის 24 საათი და არ მგონია, ერთსა და იმავე ავტობუსს, ტაბლო ნაწერის ცვლაში ხარჯავდნენ დროს.



QUOTE
დიდი ხანია უკვე, ზოგში ჯერ კიდევ იანვარში გამოჩნდა
ხო, მეც მახსოვდა, მაგრამ მაინც დავწერე, რადგან ზოგზე მხვდება და ზოგზე არა.

Posted by: vatman 2 May 2017, 12:20
Accident
QUOTE
და იმის მერე დაამატეს, MAN-ები რომ გაუშვეს?


წესით აღარ უნდა იყოს, რადგან ახლა 37 დადის 24 საათი და არ მგონია, ერთსა და იმავე ავტობუსს, ტაბლო ნაწერის ცვლაში ხარჯავდნენ დროს.

კი, დაამტეს.

ავტობუსზე 37 აწერია, ტაბლოზე და აპლიკაციაში 137. ანალოგიურად მერსედესების დროსაც იყო.
შარშან ეროვნული გამოცდების დროს, საგამოცდო ცენტრენისკენ მიმავალ ავტობუსებს 1** ნომრები მიანიჭეს. ალბათ მაგათი რამე პროგრამის გამო ხდება მასე

Posted by: Accident 2 May 2017, 12:50
vatman
QUOTE
კი, დაამტეს.

უცნაურია. არც 37-ისთვის მიუმატებიათ განრიგი. და მაგ წაშლა/ჩამატებას, ორი დღე რაღად უნდა ხოლმე. საოცარი სერვისია.

QUOTE
ანალოგიურად მერსედესების დროსაც იყო.

ანალოგიური რატო, მერსედესი, ხომ მხოლოდ ღამე დადიოდა. ე.ი. მხოლოდ ეგ იყო 137, ხოლო 37 ბოგდანი.

Posted by: vatman 2 May 2017, 13:02
Accident
QUOTE
ანალოგიური რატო, მერსედესი, ხომ მხოლოდ ღამე დადიოდა. ე.ი. მხოლოდ ეგ იყო 137, ხოლო 37 ბოგდანი.

რა მნIშვნელობა აქვს რა ავტობუსია?
მე ვამბობ რო მერსედესებზე ტაბლოზე ეწერათ 37 და გაჩერების ტაბლოებზე 137

Posted by: Accident 2 May 2017, 13:13
vatman

მეგონა 137 ეწერა მერსედესებს, ძალიან ფეთხუმი ხალხია მოკლედ, მანდ.



მნიშნელობა იმას ჰქონდა რომ ორი სხვადასხვა მოდელი დადიოდა, მერსედესი და ბოგდანი.
ამიტომ, თავისუფლად შეეძლოთ ერთზე 37 დაეწერათ, ხოლო მეორეზე 137, ისე რომ ხელი აღარ ეხლოთ.

მაგრამ როცა ერთი მანდ დადის დღე და ღამე, ყოველ დილა-საღამოს, ტაბლოს რედაქტირებაა საჭირო.

Posted by: პაწა 2 May 2017, 20:34
QUOTE
გაჩერების ტაბლოებზე 137

სამწუხაროდ, აპლიკაციისთვის სრულიად უცნობია 137 და არანაირ ინფოს არ იძლევა. სამაგიეროდ, შესაძლებელია 37-ის თრექინგი და
დაახლოებით გაგება, თუ როდის მოვა უახლოესი ავტობუსი

Posted by: vatman 2 May 2017, 23:18
პაწა
ა ხო, დამავიწყდა სულ, რო მობილური აპლიკაციისათვის 137 არ არსებობს, ასევე გაჩერებები რაც ბოლო 2 წლის განმავლობაში დაემატა.
Accident
QUOTE
მაგრამ როცა ერთი მანდ დადის დღე და ღამე, ყოველ დილა-საღამოს, ტაბლოს რედაქტირებაა საჭირო.


წესით ტაბლოს მეხსიერებაში უნდა იყოს ყველა მაშრუტი ჩატვირთული...

ეხლა ზუსტად ამოვედი ავტობუსით, სადღაც გლდანის შაურმებთან ვიღაცამ არწყია უკანა რიგშI და ჩავიდა. ნუ რა დუღიც დადგა სჯობია არ ვთქვა. აი ამ შემთხვევაშI რა უნდა ექნა მძღოლს და კონტროლიორს... ბოლოს წინა რეისი იყო, შემდეგი მოდიოდა 30 წუთში როგორც მინიმუმ. ეხლა ხო არ ჩამოყრიდნენ მგზავრებს, ახმეტელთან ამოსულ მგზავრებსაც სრულად კანონიერი პრეტენზია ჰქონდათ არსებულ სიტუაციაზე....

Posted by: Accident 3 May 2017, 00:14
QUOTE
სამწუხაროდ, აპლიკაციისთვის სრულიად უცნობია 137

ვებ-გვერდზე ამოშალეს და უცნობი იქნება, აბა.




vatman
QUOTE
აი ამ შემთხვევაშI რა უნდა ექნა მძღოლს და კონტროლიორს..

თუ ადამიანს ეტყობა რომ ნასვამია ან ცუდადაა, უნდა აეკრძალოს საზ. ტრანსპორტით გადაადგილება.

ხოლო, თუ უეცრად გახდა ცუდად, ვერავინ ვერაფერს იზამს, შემთხვევითობისგან, დაზღვეული არავინაა. ავტობუსი, რასაკვირველია უნდა მოიხსნას და სარეზერვოთი ჩანაცვლდეს.

Posted by: Tabo 3 May 2017, 00:55
37 ნომერი 24 საათი მუშაობს? user.gif
ttc.com.ge ამ საიტზე ონლაინ რეჟიმიდან საერთოდ გამქრალია და მოძრაობის გრაფიკში სადაც ვნახე 23:00 იოს მერე აღარ დადის.
არადა სხვაგან სტატიები და ნიუსები წავიკითხე 24 საათიანია და ღამე ყოველ 35 წუთშI დადისო user.gif
რახდება ბოლობოლო, აეროპოტში მინდა წასვლა და დებილივით არ დავდგე ახლა გაჩერებაზე 1 საათი biggrin.gif

Posted by: Accident 3 May 2017, 02:50
Tabo
ფორუმზე პასუხის ლოდინს, ბარემ დაურეკე მაგ საიტზე რომ ცხელი ხაზი აქვთ, იქნებ გითხრან რამე

Posted by: RUDIARIUS 3 May 2017, 16:53
ავტობუსის კონტროლიორები უმეტესობა სუვენირვით რომ ზის დიდი ხანია თუ სულ ასე იყო? ამ ბოლო დროს ხშირად მომიწია ავტობუსით მგზავრობა და ძაან თვალში საცემია უმოქმედობა. არავის არ ეკითხებიან ბილეთები აქვთ თუ არა ფაქტიურად ძინავთ საღაამოობით.
ტეხავს მაგრად გაძვირების წინაპირობა შეიძლება გახდეს ეს ყველაფერი და როგორ ყოველთვის წინ არავინ არ იხედებაfacepalm.gif

Posted by: Kublicha 3 May 2017, 17:09
დღეს პირველად ვიმგზავრე მერსედესის ავტობუსით (85 ნომერი) და ძალიან მომწეონა. ძაან მაგარი ავტობუსია. მძღოლიც იმავე აზრის იყო, ქართველის ნახმარი არ ვარგა თორე, თურქისას რა უჭირსო.

Posted by: forum-ge 3 May 2017, 20:24
ყვითელი ავტობუსები თბილისში 3 წელში აღარ იმოძრავებენ


ყვითელი ავტობუსები MAN-ის ფირმის ავტობუსებით უახლოესი 3 წელში სრულად ჩანაცვლდება, - ამის შესახებ Allnews.ge-ს თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ლექვინაძემ განუცხადა.

მისი თქმით, ჩანაცვლების განხორციელება დონორთა მხარდაჭერით ან შიდა რესურსებით განხორციელდება.

"ჩანაცვლების პირველი ეტაპი, MAN-ის ფირმის ახალი ავტობუსების, ევროკავშირისა და EBRD-ის მხარდაჭერით, შეძენა იყო, რომლებიც ძირითად მიმართულებებზე უკვე გამოჩნდნენ. სრულად ჩანაცვლებას უახლოეს სამ წელიწადში ვგეგმავთ," - განმარტა მან.

გარდა ამისა, ლექვინაძის თქმით, დიდ დიღომში ავტობაზის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც მაისში დასრულდება.

"ასეთი მასშტაბური პროექტი თბილისში, ფაქტობრივად 70-იანი წლების მერე არ განხორციელებულა."
377 ავტობუსზე გათვლილი ავტობაზა, ევროპული ტექნოლოგიებით აღიჭურვება და 6 ჰექტარ მიწის ფართობზე აშენდება. თბილისის მერის მოადგილის თქმით, MAN-ის ფირმის ლურჯი ავტობუსები თბილისში სრულად მაისის ბოლოსთვის გამოჩნდება.

http://www.allnews.ge/sazogadoeba/153384-%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%98%E1%83%97%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%97%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A8%E1%83%98-3-%E1%83%AC%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%90%E1%83%A0-%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%AB%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%9C.html

Posted by: ფაშისტი 4 May 2017, 10:13
Kublicha
QUOTE
დღეს პირველად ვიმგზავრე მერსედესის ავტობუსით (85 ნომერი) და ძალიან მომწეონა. ძაან მაგარი ავტობუსია.

აუ მაგრად მომწონს მეც, ადრეც ვთქვი, ახლებს მირჩევნია. ჩემი აზრია უბრალოდ, რომ მეტად კომფორტულია ჩემთვის

forum-ge
QUOTE
ყვითელი ავტობუსები თბილისში 3 წელში აღარ იმოძრავებენ

და აბა პატარა ყვითლებს რა ეშველებათ? მატ რით ჩაანაცვლებენ ნეტა smile.gif საინტერესოა რით ავალ ზემო ვერაზე smile.gif

Posted by: forum-ge 4 May 2017, 10:29
ფაშისტი
QUOTE
და აბა პატარა ყვითლებს რა ეშველებათ? მატ რით ჩაანაცვლებენ ნეტა

პატარა ყვითლებს პატარა MAN-ებით ჩაანაცვლებენ სავარაუდოდ

Posted by: jadgschloss 4 May 2017, 10:40
პატარა ავტობუსებზე რა ვერ გავიგე იცით? biggrin.gif
მძღოლის გვერდით მარჯვენა მხარეს რომ სკამია, სულ წინ. მანდ შლაგბაუმი რატომ აყენია ხოლმე? ან სკამზე რატომაა მოხსნილი ზედა ნაწილი, დასაჯდომი? biggrin.gif

Posted by: ფაშისტი 4 May 2017, 12:40
jadgschloss
Accident-მა მითხრა რომ ეგ არის Служебное место..
და მერე მეც რომ დავაკვირდი მასეა smile.gif


ასეთი ვითომ?

Posted by: jadgschloss 4 May 2017, 13:20
ფაშისტი
QUOTE
-მა მითხრა რომ ეგ არის Служебное место..
და მერე მეც რომ დავაკვირდი მასეა


და ეგ რას ნიშნავს?

Posted by: Accident 4 May 2017, 13:35
jadgschloss
ადგილი, მომსახურე პერსონალისთვის, წესით კონდუქტორისთვის.

შესაბამისად, სატრანსპორტო კომპანია ან მძღოლი განსაზღვრავს მანდ ვინ დასვას და როდის, ან დასვას თუ არა საერთოდ ვინმე.

მგზავრისთვის კი გადაადგილებისას, არაა უსაფრთხო ეგ ადგილი, რადგან არაა ნორმები დაცული და მკვეთრი მუხრუჭის დროს, სულ მცირე ტრამვას მიიღებს, ან თავს გაიტეხავს და პირდაპირ გაამტრევს მინას.
ამიტომ, რამდენიმე ავტობუსში, შემოატრიალეს კიდეც, ეგ სკამი.






ფაშისტი

QUOTE
ასეთი ვითომ?

user posted image

user posted image

https://forum.ge/?showtopic=34873091&view=findpost&p=50311407

Posted by: vatman 4 May 2017, 13:39
ფაშისტი
Accident
შეეშვით ოცნებას უკეთეს შემთხვევაში იქნება აი ეს:
user posted image

ან რამე მადე ინ ჩაინა

იმედია ვცდები user.gif

Posted by: Accident 4 May 2017, 13:54
vatman

QUOTE
უკეთეს შემთხვევაში იქნება აი ეს:


მაგალითი რომ არ გვქონდეს, კიდევ ხო, მაგრამ ბოლო ტენდერი სწორედ მასე გააკეთეს, რომ ეგეთი შედეგი აეცილებინათ თავიდან.

ანუ, ჩაატარებინეს EBRD-ს, რომელმაც ჩინურები საერთოდ ჩამოიშორა და ზედ უკრაინულიც მიაყოლა, და ამის გარდა, ცალკე Solaris და Iveco-ც კი დაიწუნა, ეგ უკვე ხარისხის საფუძველზე.



მხოლოდ იგივეს გამეორებაა საჭირო და მორჩა.

Posted by: vatman 4 May 2017, 16:08
Accident
QUOTE
ამის გარდა, ცალკე Solaris და Iveco-ც კი დაიწუნა, ეგ უკვე ხარისხის საფუძველზე

no.gif
მანის სასარგებლოდ დამთავრდა სერვისის პირობების წყალობით, უფრო სწორედ თეგეტას სერვისის პირობებით

QUOTE
ზედ უკრაინულიც მიაყოლა,

ნუ რომელი უკრაინულიც იყო, ეს აფერისტების კანტორაა, ეგვიპტეშიც უნდა მიეწოდებინათ და ირანშიც biggrin.gif
სადღაა ЛАЗ

Posted by: jadgschloss 4 May 2017, 16:36
Accident
QUOTE
ადგილი, მომსახურე პერსონალისთვის, წესით კონდუქტორისთვის.

შესაბამისად, სატრანსპორტო კომპანია ან მძღოლი განსაზღვრავს მანდ ვინ დასვას და როდის, ან დასვას თუ არა საერთოდ ვინმე.

მგზავრისთვის კი გადაადგილებისას, არაა უსაფრთხო ეგ ადგილი, რადგან არაა ნორმები დაცული და მკვეთრი მუხრუჭის დროს, სულ მცირე ტრამვას მიიღებს, ან თავს გაიტეხავს და პირდაპირ გაამტრევს მინას.
ამიტომ, რამდენიმე ავტობუსში, შემოატრიალეს კიდეც, ეგ სკამი.


ახლა გასაგებია.
თუ ასეა საქმე, რამე ქარხნულ ვარიანტში უნდა გაეტიხრათ ან შემოებრუნებინათ ყველა.
ტრუსიკის რეზინით რომ აქვს მძღოლს ჩახერგილი და ნაცნობი თუ გაეჩითა იმას რომ უხსნის მარტო ეს ცოტა ტეხავს.

Posted by: vatman 4 May 2017, 16:59
jadgschloss
QUOTE
ახლა გასაგებია.
თუ ასეა საქმე, რამე ქარხნულ ვარიანტში უნდა გაეტიხრათ ან შემოებრუნებინათ ყველა.
ტრუსიკის რეზინით რომ აქვს მძღოლს ჩახერგილი და ნაცნობი თუ გაეჩითა იმას რომ უხსნის მარტო ეს ცოტა ტეხავს.

რატო უდნა გადაეტიხრათ, ის შეიძლება კონდუქტორის ადგილი იყოს.

ლაზებში უკანა კარებთან მდებარე ერთ ადგილიანი სავარძელი ასევე იყო: служебное место, მარა ჩვენთან მგონი არავინ აქცევდა ყურადღებას

Posted by: jadgschloss 4 May 2017, 17:40
vatman
QUOTE
რატო უდნა გადაეტიხრათ, ის შეიძლება კონდუქტორის ადგილი იყოს.


არავინ არ ზის. საზოგადოებრივი ტრანსპორტით ძალიან ხშირად ვმგზავრობ და ამ ბოლსო დავუკვირდი ამ ფაქტს.
ხალხი ფეხზე დგას, კონსტროლიორიც, ჭედვაა, მაგრამ ამ სკამზე არავინ არ ჯდება. იმიტომ რომ ტრუსიკის რეზინით ან რაღაც მართულებით იზოლირებულია.
მძღოლის ნაცნობი თუ გაიჩითა ავტობუსში მძღოლი სვამს ხოლმე. :დ
ხოდა ამიტომ ვამბობ, ან გააუქმონ საერთოდ ან იყოს რიგითი სკამი და დაჯდეს ყველა.

Posted by: Accident 4 May 2017, 18:10
jadgschloss
QUOTE
მარტო ეს ცოტა ტეხავს.


და რატომ ტეხავს, უსამართლობის გრძნობა შეაწუხებთ მგზავრებს თუ შური, იმ მძღოლის ნაცნობის მიმართ?

ფაქტია, რომ არ არის ეგ მგზავრებისთვის და მძღოლი რაში გამოიყენებს, რატომ უნდა აწუხებდეს მგზავრს? რა მაგისი საქმეა?


ხოლო თუ ჭედვაა კიდევ, ეგ ერთი ადგილი ისეთს ვერაფერს გადაწყვეტს, რომ საწუწუნოდ ღირდეს.



Posted by: DIDGORI-GEO 4 May 2017, 19:47
მაქსიმუმ 3 წელში თბილისში ყველა ავტობუსი მანებით ჩანაცლდებაო
ანუ შემდეგი პარტია წესით პატარა მანების შემოყვანა უნდა იყოს

ყვითელი ავტობუსები თბილისში 3 წელში აღარ იმოძრავებენ

http://commersant.ge/?m=5&news_id=50897&cat_id=11


წესით ბოგდანები ამით უნდა ჩანაცლდეს
http://radikal.ru


Posted by: FeelsBadMan 4 May 2017, 21:57
მძღოლის გვერდით ადგილს რაც შეეხება
ბევრი მგზავრი ისე ჯდება ხოლმე რო სარკეს ფარავს და მაგაზე მერე ერთი ამბავია ხოლმე
ხოდა მაგდენ თავის ტკივილს ჯობს დაკეტილი იყოს

Posted by: ქართლოსი 5 May 2017, 08:37
ესეთი ავტობუსები გვინდა:


https://www.google.com/search?q=hybrogen+bus&safe=active&client=opera&hs=N3r&source=lnms&tbm=vid&sa=X&ved=0ahUKEwjh4LSA9dfTAhUKsxQKHSG6BEIQ_AUIDCgD&biw=1366&bih=660



ან კიდე გაზის მატორები რო ჩადგან დიზელის მაგივრათ რამხელაზე გასუფთავდება ჰაერი.

ხო შეილება ამის გაკეთება.

Posted by: jadgschloss 5 May 2017, 11:41
Accident
QUOTE
ფაქტია, რომ არ არის ეგ მგზავრებისთვის და მძღოლი რაში გამოიყენებს, რატომ უნდა აწუხებდეს მგზავრს? რა მაგისი საქმეა?


თუ არ არის ქარხნულად უნდა იყოს იზოლირებული.
სარკის დაფარვას რაც შეეხება ტყუილია. სარკე წინ აქვს და სკამიც წინა საქარე და გვერდითა მინიდანაც საკმაოდ მოშორებულია საერთოდ არ ფარავს იქ მჯდომი მგზავრი.
QUOTE
ფაქტია, რომ არ არის ეგ მგზავრებისთვის და მძღოლი რაში გამოიყენებს, რატომ უნდა აწუხებდეს მგზავრს? რა მაგისი საქმეა?

:დ არ მითხრა ახლა რომ მოგწონს ტრუსიკის რეზინით გადატიხრული სკამი

Posted by: Accident 7 May 2017, 16:32
jadgschloss
QUOTE
თუ არ არის ქარხნულად უნდა იყოს იზოლირებული.

რატომ უნდა იყოს იზოლირებული, აწერია ზედ რომ, მომსახურე პერსონალისთვისაა და თუ საჭიროა, მძღოლიც გააფრთხილებს.
ქარხანამ, მაგაზე გათვალა და არა უაზრო ხალხზე.


QUOTE
არ მითხრა ახლა რომ მოგწონს ტრუსიკის რეზინით გადატიხრული სკამი

არა მოწონს და ეგ რეზინა საერთოდ, არც უნდა იყოს.
უბრალოდ, ქართველს ბარიერი თუ არ გაუკეთე, ისე არც წარწერას შეხედავს და მძღოლებსაც რომ არ ეკაჩავონ, მაგიტომ აქვთ გაკეთებული.

თუმცა, შევსწრებივარ შემთხვევას, ჩვეულებრივად ჰქონდა გადატიხრული, ანუ ხელის მოსაკიდებელი ძელი რომაა იმის ნაწილით, მაგრამ ვიღაც ახალგაზრდა ზემოდან გადაახტა.
მერე ერთი საათი, იმის ჩაგდებას მოუნდნენ მგზავრები ავტობუსიდან და კარგა ხანი ვიდექით, რადგან უაზრო კამათის გამო, მძღოლს გული გაუხდა ცუდად,

ასე რომ, აზრი არ აქვს რეზინა იქნება თუ გადატიხრა, ერთი ამოშენებამ შეიძლება უშველოს.

Posted by: vatman 28 May 2017, 12:24
ნუთუ ასეთი ძნელი იყო გუშინ სატრანსპორტო კომპანიას დაეწერა რო ავტობუსები გვიანობამდე იმუშავებდნენ. ხო დავტოვებდი მანქანას სახლში...
ღამე მუზეუმთან დაკავშირებით გვიანობამდე მუშაოდა ზოგი ხაზი. მაგალითად N62 ღამის 2-ს ნახევარზე სულ ცარიელი მოძრაობდა...

ნუ ვინც გრაფიკებს ადგენს ხო ცალკე მოსაკითხია. ნუ ხო უნდა ისე დაგეგმო ბოლო ბრუნები ისე რო მინიმუმ 10 წუთიანი ინტერვალი ჰქონდეს ერთი მიმართულებით მოძრავ ავტობუსებს. რეალურად კიდევ ის ემატება რო ქვემოთ მითიტებული მაშრუტები 3 ერთად ხვდება სარაჯიშვილთან და მიდიან ჯგროდ გლდანისკენ. და რეალურად 33-ზე ადრე ამთავრებს N24. უბრალოდ მიწევს ამ დროს ავტობუსით მგზავრობა და ეს ჩემი დაკვირვების საფუძველზე დავწერე.

Posted by: ფაშისტი 6 Jun 2017, 13:26
წავიკითხე გადახდა სხვადასხვა ბანკების პლასტიკურებიდანაც შესაძლებელია იქნებაო, ნარმანიამ თქვაო .. კარგია smile.gif სახელფასოზე თანხა სულ გაქვს ადამიანს და შევსება აღარ დაგჭირდება ზედმეტად სამგზავრო ბარათის

Posted by: Accident 9 Jun 2017, 06:16
QUOTE
სხვადასხვა ბანკების პლასტიკურებიდანაც შესაძლებელია იქნებაო


http://tbilisi.gov.ge/news/3755

თბილისის მერია მუნიციპალურ ტრანსპორტში გადახდის ახალი სისტემის დანერგვას გეგმავს




ახალი თანამედროვე სისტემა მგზავრის კომფორტზე იქნება გათვლილი და მომხმარებელს საშუალებას მისცემს სწრაფი გადახდის აპარატებით, ბანკში და ინტერნეტ გვერდის საშუალებით შეიძინოს როგორც ერთჯერადი, ასევე ვადიანი სამგზავრო აბონენტები რომლებსაც სისტემაში ჩართული ბანკები უზრუნველყოფენ.


სისტემის დანერგვის შემდეგ შესაძლებელი იქნება ავტობუსში გადახდისთვის მომხმარებელმა გამოიყენოს ქართული ბანკების მიერ გამოშვებული საბანკო ბარათები, სატრანსპორტო ბარათი, ასევე ვირტუალური გადახდის საშუალებები, როგორიცაა მობილური ტელეფონი ან სურვილისამებრ შეიძინონ სატრანსპორტო ბარათები.

ქართული ბანკების მიერ გამოშვებული ბარათებით გადახდისას მომხმარებელი დამატებით არ გადაიხდის საბანკო მომსახურების საკომისიოს. ამავე პროექტის ფარგლებში გამოიცვლება ავტობუსებში არსებული მოძველებული ვალიდატორები - გადახდის აპარატები, რომლებიც ახალი, თანამედროვე აპარატურით ჩანაცვლდება. ამასთან, მგზავრობის არსებული ტარიფი უცვლელი დარჩება.



გარდა ამისა, ტურისტებს საშუალება ექნებათ, მგზავრობის ღირებულება როგორც საქართველოში გამოშვებული სატრანსპორტო ბარათებით, ასევე უცხოური საბანკო ბარათებით გადაიხადონ.


ახალი სისტემა მოიცავს დისპეჩერიზაციის ავტომატურ სისტემასაც, რომელის საშუალებითაც მეტი სიზუსტით იქნება შესაძლებელი ავტობუსის განრიგის და მოსვლის დროის კონტროლი. დაიხვეწება საინფორმაციო ვებ გვერდი და მობილური აპლიკაცია.





რეფორმის გეგმარების პროცესში თბილისის მერიამ შეხვედრები გამართა და განიხილა ისეთი მოწინავე კომპანიების შეთავაზებები სისტემის და აღჭურვილობის ტექნიკურ მოთხოვნებზე როგორიცაა: Gemicle - უკრაინა, KentKart-თურქეთი, RG - პოლონეთი, Ridango -ესტონეთი, Trapeze - შვეიცარია, Xerox - აშშ, Azry - საქართველო.

ასევე საკონკურსო დავალების ტექნიკური მოთხოვნები განხილული იქნა ყველა დაინტერესებულ მხარესთან, მათ შორის იყვნენ საქართველოს საბანკო ასოციაცია, VIZA საგადამხდელო სისტემა, EBRD და ADB ექსპერტები.

სისტემის მოდერნიზაციაზე კონკურსის გამოცხადება უახლოეს დღეებში იგეგმება, ხოლო ახალი სისტემის შექმნასა და დანერგვაზე მუშაობა მიმდინარე წლის ივლისში დაიწყება და ერთი წლის თავზე სრულად ამოქმედდება.

ამ დროისათვის არსებული გადახდის სისტემა 2007 წელს დაინერგა და მის ოპერირებას საქართველოს ბანკი ახორციელებს.



მზად ვართ კი ასეთი სიახლეებისთვის drug.gif


Posted by: vatman 9 Jun 2017, 10:11
QUOTE
გარდა ამისა, ტურისტებს საშუალება ექნებათ, მგზავრობის ღირებულება როგორც საქართველოში გამოშვებული სატრანსპორტო ბარათებით, ასევე უცხოური საბანკო ბარათებით გადაიხადონ.

ისე სად იცით რო მგზავრობის გადახდა იყოს შესაძებელი ნებისმიერი პლასტიკური ბარათით? მე სადაც ვიყავი ყველგან გადახდის საშუალებები მონოპოლიზებული ჰქონდათ თავისი ბარათებით.
მინიმუმ პოსტ საბჭოთა სივრცეში კარგი მაგალითი იქნება

Posted by: Soft_Eject 9 Jun 2017, 11:45
QUOTE (vatman @ 9 Jun 2017, 10:11 )
QUOTE
გარდა ამისა, ტურისტებს საშუალება ექნებათ, მგზავრობის ღირებულება როგორც საქართველოში გამოშვებული სატრანსპორტო ბარათებით, ასევე უცხოური საბანკო ბარათებით გადაიხადონ.

ისე სად იცით რო მგზავრობის გადახდა იყოს შესაძებელი ნებისმიერი პლასტიკური ბარათით? მე სადაც ვიყავი ყველგან გადახდის საშუალებები მონოპოლიზებული ჰქონდათ თავისი ბარათებით.
მინიმუმ პოსტ საბჭოთა სივრცეში კარგი მაგალითი იქნება

პოლონეთში მე ვიხდიდი ხოლმე პლასტიკური ბარათით თუმცა იქ ბილეთს ვყიდულობდი ტრამვაიშივე..,

მგონი მოსკოვში შეიძლება დაჯე ipay apple გადახდის სისტემა რომ არის მაგითაც შეიძლება მეტტროში გადახდა, სავარაუდოთ ყველა ბარათით უნდა შეიძლებოდეს..

Posted by: Turex 12 Jun 2017, 20:06
dges tu ar vcdebi axali man i daimtvra baratashvilis xidze rame info xo ar gaqvt?

Posted by: AUTOCRAT 16 Jun 2017, 00:18
ეს რამდენიმე მეტრით გაჩერების გაღმა გაჩერება რამე ახალი სპორტია? rolleyes.gif

Posted by: giomelqa12 16 Jun 2017, 00:23
QUOTE
dges tu ar vcdebi axali man i daimtvra baratashvilis xidze rame info xo ar gaqvt?


კონსტროლიორმა მანქანა დაეჯახაო, 400 ევრო დაზღვევის + 250 ლარი პატრულის აირტყაო ავტომობილის მძღოლმაო

Posted by: Accident 16 Jun 2017, 00:52
AUTOCRAT
დაბრუნდი

QUOTE
ეს რამდენიმე მეტრით გაჩერების გაღმა გაჩერება რამე ახალი სპორტია?

ეგ არ ვიცი და თავისუფლებაზე რატომაა მოსაცდელი სხვაგან და ქუჩაზე bus მონიშვნა ათი მეტრის მოშორებით?
ორი ავტობუსი გავმაზე მაგის გამო

Posted by: shevardeni20 19 Jun 2017, 00:45
15 ნომერი ავტობუსის მძღოლმა

შაბათს გაჩერებაზე რომ გააჩერა დაინახა პლასტმასის ნაგვის ურნას ცეცხლი ეკიდა
რაც წყალი ქონდა აიღო, ჩავიდა ავტობუსიდან და აქრობდა
ბლომად წყალი დაასხა მაგრამ არ ეყო და მერე ავტობუსში ხალხი ეძებდა წყლის ბოთლებს

მერე მაგის შემხედვარემ სხვამაც გააჩერა მანქანა და იმანაც მოიტანა წყალი და ჩააქრეს

ავტობუსში რომ ამოვიდა ბოდიში რომ შეგაყოვნეთო და გააგრძელა გზა smile.gif

ყველა ასე რომ უფრთხილდებოდეს ყველაფერს რა კარგი ქვეყანა ვიქნებოდით

Posted by: Farenheit 20 Jun 2017, 13:05
მეტროს თემა დახურულია და აქ დავწერ
პეკინის გადაკეტვის მერე
ამდენი ხალხი რომ მიაწყდა საბურთალოს ხაზს, სატრანსპორტო კომპანია კაიფობს თუ რას შვება
გაჭედილია ეს დღეები მეტრო facepalm.gif
ან ვაგონი დაამატონ ან ინტერვალები შეამცირონ , კონცლაგერის მატარებელივითაა უკვე

https://www.facebook.com/irakli.managadze.9/videos/1645903295441122/
დღეს 10საათისთვის

Posted by: Giorgijee 20 Jun 2017, 13:12
Dეშვეცი DAMAთON ავტობუსები ხაზებზე ტოო, მეტროში ყოვოლთვის ჭყლეტვაა დილას და საღამოს მითუმეტეს


დაამატონ მეტროს ვაგონიც და ავტობუსებიც დამატონ ხაზებზე

გაუსაძლისი ჭყლეტვა ა ყყველგან როგორც ფიზიკურად ისე ფსიქლოგიურად

mad.gif mad.gif mad.gif

კარგად უნდა იმგზავრო რო სადაც მიდიხარ კარგი განწყობით და წესრიგში მიხვიდე ისე კი არა აქ როა

mad.gif

Posted by: Accident 20 Jun 2017, 13:37
Farenheit
დაუმატებიათ

http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/438999-metropolitenis-saburthalos-khazs-me-7-samvagoniani-shemadgenloba-daemata.html

user posted image







Giorgijee
რას უშველის ავტობუსების დამატება, რაც არის, ისიც მანქანების მიერ გამოწვეულ საცობში იჭედება.

ამის მიზეზი კი ისაა, რომ არსებული ტრანსპორტი - მანქანები, ტაქსები, სამარშრუტოები - არ არის მაღალ ტევადობაზე გათვლილი.
1 კაცის გადაყვანისას, გაცილებით დიდ ადგილს იკავებენ ქუჩაში, ვიდრე საჭიროა.

აქედან ერთადერთი გამოსავალი, მაღალი მგზავრთბრუნვის ტრანსპორტის დამატებაა - ტრამვაის.
ხოლო ავტობუსებისთვის, იზოლირებული ზოლების გამოყოფა, რომ საცობში აღარ მოყვნენ და ინტერვალი შეინარჩუნონ.

Posted by: Giorgijee 21 Jun 2017, 14:07
მარტო დიღმის მასივის ჩასარიცხი აპარატების მეტრრომანზე შესავსები ფუნქცია მოშლილია თუ მთელ ქალაქში მასეა ეს ორი დღეა..

?

Posted by: hatcher41 23 Jun 2017, 10:20
ოფისი შევიცვალე, გამიხარდა აწი ავტობუსებით ვივლი თქო, თან ახლებით (85 (შედარებით); 87). თუმცა, ორი დღეა 85-ზე მცირე ზომის უკრაინული საუნა დადის და რა ხდება ხომ არ იცით? პეკინთან დაკავშირებით დააპატარავეს? sad.gif თან რა ნელა დადის...

Posted by: gig@@@ 25 Jun 2017, 15:31
N 150 ავტობუსმა მარშუტი შეიცვალა ? ნუცუბიძეზე ადის უკვე ?

Posted by: cavalierre 27 Jun 2017, 00:54
https://www.facebook.com/euneighbourseast/posts/1867393760247550
EU neighbours east
5 hrs ·
თბილისელებო, იმგზავრეთ განახლებული საზოგადოებრივი ტრანსპორტით! თქვენ გელოდებათ ევროკავშირის დაფინანსებით შეძენილი 200 კომფორტული და ეკო-მეგობრული ავტობუსი! ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის და აღმ. ევროპის პარტნიორობის ენერგოეფექტურობისა და გარემოს დაცვის გრანტის მეშვეობით, ახალი ავტობუსები დაეხმარებიან საზოგადოებრივი ტრანსპორტის საიმედოობის, უსაფრთხოებისა და ეფექტურობის გაუმჯობესებას საქართველოში. მიიღეთ დამატებითი ინფორმაცია ამ ინფოგრაფიკის დახმარებით! European Bank for Reconstruction and Development (EBRD) bit.ly/green_buses

პოსტში და გიფზე 200 წერია და რამე ახალი ინიციატივა მეგონა, მაგრამ ლინკზე იმ 143 ავტობუსზეა სტატია და გავბითურდი?

Posted by: giomelqa12 27 Jun 2017, 16:25


QUOTE
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადება
27 ივნისი 2017
სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია და ვიდეო პუშკინის ქუჩაზე სატრანსპორტო კომპანიის კუთვნილებაში მყოფი მუნიციპალური ავტობუსის ავარიის შესახებ. აღნიშნულთან დაკავშირებით სატრანსპორტო კომპანია აცხადებს რომ დღეს 11:30 საათისთვის პუშკინის ქუჩაზე მდებარე პანდუსზე მოძრავი მსუბუქი ავტომობილის არასწორი მანევრირების გამო ხელი შეეშალა იგივე მიმართულებით მიმავალ № 33 ავტობუსს, რის შედეგადაც ავტობუსი დაეჯახა ბორდიულს და დაუზიანდა წინა მარჯვენა ბუფერი. ავარიის შედეგად ავტობუსში მსხდომი მგზავრები არ დაშავებულან.
სატრანსპორტო კომპანია მოუწოდებს ავტომობილის მძღოლებს ქალაქში მოძრაობის დროს დაიცვან უსაფრთხოების წესები, ვინაიდან მათ მიერ განხორციელებულმა არასწორმა მანევრმა შეიძლება საფრთხე შეუქმნას სხვა მგზავრებს.


http://ttc.com.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=35&info_id=3088

Posted by: რობი 4 Jul 2017, 00:33
მერსედესებში, 85 ნომერი რაც დადის უკანა არის სრული პიზდეცი biggrin.gif
უკანა მხარეს ერთმანეთს რო უყურებს 4 სავარძელი მაგათ შორის არის ეს რაღაც და საზიზღრად ცხელია
მეორედ ვიმგზავრე უკვე და ეხლაც ძაან ცხელი იყო
პირველად გამათბობელი მეგონა მევთქვი ჩართული აქვს თქო მარა მეორედაც ჩართული რო ქონდა გამოვრიცხე ეგ ფაქტი და მართლა გამათბობელი ხო არაა და ხალხს ხო არ გუდავს მძღოლი? cry.gif

http://www.picz.ge

ჯერ ისედაც ნელა დაღოღავენ საღამოს საათებში, ბოგდანების დროსაც ეგრე იყო და ეხლა ამ ცხელი რაღაცით საერთოდ არ ნიავდება ავტობუსი და ხალხს ისტერიკა ჰქონდა gigi.gif

Posted by: AUTOCRAT 4 Jul 2017, 12:50
წინაზე დიდ ბოგდანში კონდიციონერი გათბობაზე ჰქონდა ჩართული მძღოლს. გაცივება არ უმუშავებს მა რა ვქნაო facepalm.gif

Posted by: TramwayMan 1 Aug 2017, 15:06
მუნიციპალურ ავტობუსებს 2 ახალი მარშრუტი დაემატა
მგზავრთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, დღეიდან თბილისის მერიისა და სატრანსპორტო კომპანიის გადაწყვეტილებით მუნიციპალური ავტობუსების სამარშრუტო სქემას ორი ახალი ხაზი დაემატა. კერძოდ:
✔️ № 32 მარშრუტი - დიდი დიღმის IV მ/რ-დან (დემეტრე თავდადებულის ქ. ახალი ავტობაზის მიმდებარედ) მაისურაძის ქუჩამდე (გლდანის VII და VIII მ/რ შემაერთებელი გზა) იმოძრავებს.
✔️ № 52 - ბარათაშვილის ქუჩიდან (#2-ის მიმდებარედ) დოლიძის ქუჩამდე (#89-ის მიმდებარედ) იმოძრავებს.
ახალ მარშრუტებს პატარა მოცულობის „ბოგდანის“ მარკის ავტობუსები მოემსახურება.

Posted by: tatia23 1 Aug 2017, 16:42
განრიგები მთელი ზაფხული გამორთული უნდა იყოს ტაბლოებზე?
რამდენი დღეა ეგრეა facepalm.gif

Posted by: vatman 1 Aug 2017, 17:26
QUOTE
✔️ № 32 მარშრუტი - დიდი დიღმის IV მ/რ-დან (დემეტრე თავდადებულის ქ. ახალი ავტობაზის მიმდებარედ) მაისურაძის ქუჩამდე (გლდანის VII და VIII მ/რ შემაერთებელი გზა) იმოძრავებს.

მშვენიერი მაშრუტი გააკეთეს, მერე რა რო პატარა ბოგდანები იქნება

აღმოსავლეთ მხარეს მგონი რაღაცა ჯინი სჭირთ.
მოკლედ მე მივესალმები ყველანაირად 2 ახალ მაშრუტს

Posted by: Kublicha 1 Aug 2017, 17:37
მე ასეთი მარშრუტის იდეა მაწუხებს (დიდი ბოგდანებისთვის, ნუ მანი თუ იქნება თლა უკეთესი)

გლდანი VIII (ტბა), ახმეტელი, შეშელიძე, გუდვილთან მობრუნება წრეზე, აღმაშენებლის ხეივანი, გაგარინი, პეკინი, გმირთა მოედნი, თამარ მეფე, სადგურის მოედანი.

Posted by: vatman 1 Aug 2017, 17:38
Kublicha
QUOTE
მე ასეთი მარშრუტის იდეა მაწუხებს (დიდი ბოგდანებისთვის, ნუ მანი თუ იქნება თლა უკეთესი)

გლდანი VIII (ტბა), ახმეტელი, შეშელიძე, გუდვილთან მობრუნება წრეზე, აღმაშენებლის ხეივანი, გაგარინი, პეკინი, გმირთა მოედნი, თამარ მეფე, სადგურის მოედანი.

აზრი?
მეტროთი უფრო ჩქარია....
სხვა მაშრუტებიც ფარავენ ყველა მაგ ტერიტორიას...

Posted by: Kublicha 1 Aug 2017, 17:45
vatman
ეგრე 23 რისთვის დადის მაშინ? მეტროთი მაინც უფრო ჩქარა მიხვალ. ან 33. ან 39.

Posted by: Accident 1 Aug 2017, 18:16
QUOTE
განრიგები მთელი ზაფხული გამორთული უნდა იყოს ტაბლოებზე?

მგონი ეს მანები რომ დანიშნეს, ცოტა მოუვიდათ და ახლა 1 საათის ინტერვალით დადიან.

მაგ განრიგების გამორთვით კი ალბათ, დროის დამალვას ცდილობენ.

Posted by: site user 1 Aug 2017, 19:12
QUOTE (TramwayMan @ 1 Aug 2017, 15:06 )
მუნიციპალურ ავტობუსებს 2 ახალი მარშრუტი დაემატა
მგზავრთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, დღეიდან თბილისის მერიისა და სატრანსპორტო კომპანიის გადაწყვეტილებით მუნიციპალური ავტობუსების სამარშრუტო სქემას ორი ახალი ხაზი დაემატა. კერძოდ:
✔️ № 32 მარშრუტი - დიდი დიღმის IV მ/რ-დან (დემეტრე თავდადებულის ქ. ახალი ავტობაზის მიმდებარედ) მაისურაძის ქუჩამდე (გლდანის VII და VIII მ/რ შემაერთებელი გზა) იმოძრავებს.
✔️ № 52 - ბარათაშვილის ქუჩიდან (#2-ის მიმდებარედ) დოლიძის ქუჩამდე (#89-ის მიმდებარედ) იმოძრავებს.
ახალ მარშრუტებს პატარა მოცულობის „ბოგდანის“ მარკის ავტობუსები მოემსახურება.

მომწონს ეს სიახლე. 32 და 15 იც ალბათ მალე გაMANდება smile.gif
* * *
Accident
ფაქტია, ინტერვალი მართლა გაიზარდა sad.gif

Posted by: ფაშისტი 1 Aug 2017, 20:14
თუ იცით 95-ის გარდა თემქაზე რა ნომერი ავტობუსი დადის რუსთაველიდან?

ადრე 33 დადიოდაო გავიგე და რატომ გააუქმეს?

Posted by: Mick-el-Angelo 1 Aug 2017, 20:54
ფაშისტი
33 სულ გურამიშვილი-ახმეტელით დადიოდა, როგორც მახსოვს. არ მოუხსნიათ, ისევე დადის. 95 ბარათაშვილიდან დადის, უკვე მადლობაა სათქმელი, მარშრუტების მოკვეცისაკენ მერიის მიდრეკილებას თუ გავითვალისწინებთ.
* * *
QUOTE
აღმოსავლეთ მხარეს მგონი რაღაცა ჯინი სჭირთ.

+1 biggrin.gif

Posted by: vatman 2 Aug 2017, 10:18
Kublicha
QUOTE
ეგრე 23 რისთვის დადის მაშინ? მეტროთი მაინც უფრო ჩქარა მიხვალ

23 ფარავს საკმაო დიდ მანძილს მეტროსადგურებს შორის და რამდენჯერმე ეცვლება მგზავრები.
და შენს მითითებულ მაშრუტს ანალოგი ჰყავს უკვე N24,51, 14 და 15 სახით... ახლა უკვე 32-ით...

ისე ამ 32 2-3 ავტობუსი მოძრაობს...
და მგონი რაღაც 35-ს ამატებენ
https://matsne.gov.ge/ka/document/view/3746751#DOCUMENT:1;ARTICLE:1;

სამაგიეროდ 101 და 102 დოკუმენტში არ არის biggrin.gif biggrin.gif .
ანუ გამოდის არ უნდა მოძრაობდეს

Posted by: Mick-el-Angelo 2 Aug 2017, 10:45
vatman
QUOTE
სამაგიეროდ 101 და 102 დოკუმენტში არ არის

უკანონო მარშრუტებია ანუ smile.gif

Posted by: ფაშისტი 2 Aug 2017, 11:32
Mick-el-Angelo
QUOTE
არ მოუხსნიათ, ისევე დადის

მაგრამ თემქაზე არ ადის, თუ არ მიდის როგორ ვთქვა არ ვიცი, ძველი მარშრუტით არარ მოძრაობსო მითხრეს

Posted by: jadgschloss 2 Aug 2017, 11:41
რობი
QUOTE
85 ნომერ


აუ ეს რა არის ტო? :დ
მეც ვიმგზავრე და აბანოა smile.gif

Posted by: ფაშისტი 2 Aug 2017, 12:10
jadgschloss
QUOTE
აბანოა

შედარებით ახლებია იმ ყვითლებზე და კონდიცირება არ აქვთ?

Posted by: TramwayMan 2 Aug 2017, 12:12
ფაშისტი
QUOTE
შედარებით ახლებია იმ ყვითლებზე და კონდიცირება არ აქვთ?

რა არის ახლები 1997 წლის ავტობუსებია biggrin.gif
* * *
35

ზღვის უბნის დასახლება, მე-2 მ/რაიონი, კორპუსი №204-ის მიმდებარედ (ლოტკინის მთა) - დავით იოსელიანის ქ. - ნიკოლოზ ხუდადოვის ქ. - ცოტნე დადიანის ქ. - რკინიგზის გადასასვლელი ხიდი (მიმდებარედ).

უკუმიმართულებით: რკინიგზის გადასასვლელი ხიდი (მიმდებარედ) - ცოტნე დადიანის ქ. - ნიკოლოზ ხუდადოვის ქ. - შემდეგ იმავე სქემით.


32

მაისურაძის ქ. (გლდანის VII - VIII მ/რ შემაერთებელი გზა) - ომარ ხიზანიშვილის ქ. (გლდანის VIII - VI - IV - II მ/რ) - მ/ს `სანდრო ახმეტელის თეატრი~ - შეშელიძის ქ. - სარაჯიშვილის ქ. (მობრუნება ქერჩის გადაკვეთის შემდეგ) - შეშელიძის ქ. - ჯორჯ ბალანჩინის ქ. - მირიან მეფის ქ. - ფარნავაზ მეფის გამზირი - გიორგი ბრწყინვალეს ქ. (მობრუნება ფარნავაზ მეფის გამზირზე) - პეტრე იბერის ქ. - მირიან მეფის ქ. - დიდი/დიღომი III მ/რ - დიდი/დიღომი IV მ/რ (დემეტრე თავდადებულის ქ., ა/ბაზის მიმდებარედ)

უკუმიმართულებით: დიდი/დიღომი IV მ/რ (დემეტრე თავდადებულის ქ., ა/ბაზის მიმდებარედ) - დიდი/დიღომი III მ/რ - მირიან მეფის ქ. - გიორგი ბრწყინვალეს ქ. - ფარნავაზ მეფის გამზირი - მირიან მეფის ქ. - ჯორჯ ბალანჩინის ქ. - შეშელიძის ქ. - მ/ს "სარაჯიშვილი" - შეშელიძის ქ. - მ/ს `ახმეტელის თეატრი~ - ომარ ხიზანიშვილის ქ. (გლდანის I - III - V - VII მ/რ) - მაისურაძის ქ. (გლდანის VII - VIII მ/რ შემაერთებელი გზა).


52

ვიქტორ დოლიძის ქ. (№89-ის მიმდებარედ) - დოლიძის ქ. - ბალანჩივაძის ქ. - მერაბ კოსტავას ქ. - გმირთა მოედანი - ვარაზისხევის ქ. - პეტრე მელიქიშვილის ქ. - მერაბ კოსტავას ქ. - შოთა რუსთაველის გამზირი - თავისუფლების მოედანი - შოთა რუსთაველის გამზირი - გიორგი ჭანტურიას ქ. - სულიკო ვირსალაძის ქ. - მარჯვენა სანაპირო - ნიკოლოზ ბართაშვილის ქ. (№2-ის მიმდებარედ).

უკუმიმართულებით: ნიკოლოზ ბარათაშვილის ქ. (№2-ის მიმდებარედ) - ალექსანდრე პუშკინის ქ. - თავისუფლების მოედანი - შოთა რუსთაველის გამზირი - მერაბ კოსტავას ქ. - მერაბ კოსტავას ქ. - გიორგი მიროტაძის ქ. - პეკინის ქ. - დოლიძის ქ. (№89-ის მიმდებარედ).


Posted by: vatman 2 Aug 2017, 12:37
ფაშისტი
QUOTE
მაგრამ თემქაზე არ ადის, თუ არ მიდის როგორ ვთქვა არ ვიცი, ძველი მარშრუტით არარ მოძრაობსო მითხრეს

25 წლის განმავლობაში N33-სთვის მაშრუტი ფაქტიურად არ შეუცვლიათ....
მხოლოდ შეშელიძიდან ქერჩის ქუჩაზე გადაიყვანეს biggrin.gif

Posted by: jadgschloss 2 Aug 2017, 13:25
TramwayMan
QUOTE
რა არის ახლები 1997 წლის ავტობუსებია 


მერსედესია და მაგ წლებისას კონდენციონერი წესით უნდა ჰქონდეს.
ალბათ გაფუჭებული აქვთ

Posted by: Marshmallo 2 Aug 2017, 13:53
QUOTE (jadgschloss @ 2 Aug 2017, 13:25 )
TramwayMan
QUOTE
რა არის ახლები 1997 წლის ავტობუსებია 


მერსედესია და მაგ წლებისას კონდენციონერი წესით უნდა ჰქონდეს.
ალბათ გაფუჭებული აქვთ

1990-ის O305-ებს აქვთ და ამას არ ექნება?

Posted by: რობი 2 Aug 2017, 14:24
QUOTE (jadgschloss @ 2 Aug 2017, 11:41 )
რობი
QUOTE
85 ნომერ


აუ ეს რა არის ტო? :დ
მეც ვიმგზავრე და აბანოა smile.gif

აი სურათი რო გადავიღე მანდედან გამოდიოდა რაღაც პიზდეცი სიცხე და რა არის ვერ დავამუღამე cry.gif

Posted by: TramwayMan 2 Aug 2017, 15:48
Marshmallo
jadgschloss
სტამბოლის მერიამ მოგვცა ძველი ჩამოწერილი ავტობუსები 20 წლის. რომელ კონდიციონერის ფუნქციონირებაზეა საუბარი.

Posted by: Marshmallo 2 Aug 2017, 16:40
QUOTE (TramwayMan @ 2 Aug 2017, 15:48 )
Marshmallo
jadgschloss
სტამბოლის მერიამ მოგვცა ძველი ჩამოწერილი ავტობუსები 20 წლის. რომელ კონდიციონერის ფუნქციონირებაზეა საუბარი.

მე უბრალოდ ვთქვი რომ აქვს, უბრალოდ დაზიანებულია. მე მაინც მკიდია, 85ით არასდროს არ ვმგზავრობ..

Posted by: My_Business 2 Aug 2017, 17:04
ზოგიერთი ავტობუსი შეცვალეს, მაგრამ კულტურის დონე კვლავ მინუსებშია. მძღოლები ავტობუსებს გაჩერების ნიშნიდან საკმაოდ მოშორებით აჩერებენ. თავისუფლების მოედანზე საერთოდ ფანტასტიკა ხდება. გაჩერების ნიშანიდან საკმაოდ მოშორებულია მოსაცდელი.

Posted by: Accident 2 Aug 2017, 17:19
აშკარად რაღაც ##ობა ზაფხულის დროზე არიან გადასულები, ნახევარ საათში ერხელ დადის ავტობუსი.

თანაც, კონკრეტული ნომრი კი არ იგვიანებს მხოლოდ, ყველა ერთდროულად.

ტიპებს ფეხებზე ჰკდიათ, თორემ ასეთი რა რთული უნდა იყოს სხვადასხვა ხაზების დაგეგმვა, რომ ერთმანეთის მიმართ მაინც იარონ ინტერვალი, თუ ერთ ხაზზე ვერ ახერხებენ ამას.



My_Business
QUOTE
თავისუფლების მოედანზე საერთოდ ფანტასტიკა ხდება. გაჩერების ნიშანიდან საკმაოდ მოშორებულია მოსაცდელი.

მანდ გადატანილი აქვთ დროებით, რადგან მშენებლობაა უნივერმაგის, რის გამოც, თავისუფლების მეტროს გამოსასვლლი, ოდნავ ქვევითაა და იქვე აჩერებენ.

Posted by: Mick-el-Angelo 2 Aug 2017, 17:31
Accident
QUOTE
თორემ ასეთი რა რთული უნდა იყოს სხვადასხვა ხაზების დაგეგმვა

ზუსტად იგივე ხდება ორთაჭალაში. გორგასლიდან ისნისკენ 50 და 71 დადის. ორივეს შუალედი აქვს სადღაც 20 წუთი და მაინც და მაინც ერთად მოდიან სულ. პიკის საათში ასეა ყოველ შემთხვევაში smile.gif ყველა ვარიანტში მინიმუმ 15 წუთი ლოდინი რომ მოგიწიოს . გენიოსების შედგენილი მოძრაობის გეგმა აქვთ, მეტს ვერაფერს იტყვი. vis.gif

Posted by: ფაშისტი 3 Aug 2017, 00:59
TramwayMan
vatman
გასაგებია და მადლობა პასუხისათვის

Posted by: Accident 3 Aug 2017, 02:04
Mick-el-Angelo
QUOTE
გენიოსების შედგენილი მოძრაობის გეგმა აქვთ, მეტს ვერაფერს იტყვი.

გეგმა კარგი და ეს ოხერი, gps სისტემა აქვთ ტიპებს, ერთი თითის განძრევაც ეზარებათ რომ ინტერვალები გააკონტროლონ.
ერთი პერიოდი, ძალიან რომ გამწვავდა სიტუაცია, მძღოლების ნაწილმაც კი იგრძნეს პასუხისმგებლობა და ერთმანეთს ტელეფონით ეკონტაქტებოდნენ და ადგილმდებარეობას იგებდნენ.

აი, სულ მაინტერესებს, რომ მუშაობენ მასეთ კომპანიაში, ამაზე მნიშვნელოვანს რას უნდა აკეთებდნენ. მართლა არ მყოფნის ფანტაზია, ჩავწვდე.

Posted by: My_Business 3 Aug 2017, 10:11
Accident
QUOTE
მანდ გადატანილი აქვთ დროებით, რადგან მშენებლობაა უნივერმაგის, რის გამოც, თავისუფლების მეტროს გამოსასვლლი, ოდნავ ქვევითაა და იქვე აჩერებენ.

ეგ წესების დარღვევაა. მაშინ ეგ მოსაცდელი, მშენებლობის დასრულების შემდეგ უნდა დაედგათ. გასაგებია შენი აზრი კონკრეტულად ამ სიტუაციაში.
იმას რა ეშველება, როცა რამდენიმე ავტობუსი ერთდროულად მოდის და მატარებლის ვაგონებივით გადაბმულები ერთდროულად აღებენ კარებს, არ ელოდებიან ნიშანთან გაჩერებული ავტობუსის გასვლას. ასეთ დროს გაჩერებაზე მდგარი მგზავრი უნდა გაიქცეს, რათა მიასწროს ავტობუსს, რომელის მძღოლი წესების დარღვევით ახდენს მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომას?

Posted by: Fabian 3 Aug 2017, 10:15
vatman
QUOTE
32

მაისურაძის ქ. (გლდანის VII - VIII მ/რ შემაერთებელი გზა) - ომარ ხიზანიშვილის ქ. (გლდანის VIII - VI - IV - II მ/რ) - მ/ს `სანდრო ახმეტელის თეატრი~ - შეშელიძის ქ. - სარაჯიშვილის ქ. (მობრუნება ქერჩის გადაკვეთის შემდეგ) - შეშელიძის ქ. - ჯორჯ ბალანჩინის ქ. - მირიან მეფის ქ. - ფარნავაზ მეფის გამზირი - გიორგი ბრწყინვალეს ქ. (მობრუნება ფარნავაზ მეფის გამზირზე) - პეტრე იბერის ქ. - მირიან მეფის ქ. - დიდი/დიღომი III მ/რ - დიდი/დიღომი IV მ/რ (დემეტრე თავდადებულის ქ., ა/ბაზის მიმდებარედ)

უკუმიმართულებით: დიდი/დიღომი IV მ/რ (დემეტრე თავდადებულის ქ., ა/ბაზის მიმდებარედ) - დიდი/დიღომი III მ/რ - მირიან მეფის ქ. - გიორგი ბრწყინვალეს ქ. - ფარნავაზ მეფის გამზირი - მირიან მეფის ქ. - ჯორჯ ბალანჩინის ქ. - შეშელიძის ქ. - მ/ს "სარაჯიშვილი" - შეშელიძის ქ. - მ/ს `ახმეტელის თეატრი~ - ომარ ხიზანიშვილის ქ. (გლდანის I - III - V - VII მ/რ) - მაისურაძის ქ. (გლდანის VII - VIII მ/რ შემაერთებელი გზა).

აშკარად ჩემი იდეა მოიპარეს biggrin.gif

Posted by: Ben_Joyce 3 Aug 2017, 11:35
ძალიან კარგია ახალი 32-ის და ალბათ პერსპექტივაში 35-ის დანიშვნაც. როგორც მახსოვს, 52 არ არის ახალი ხაზი. მაგ მარშრუტით მოძრაობდა 58.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ ყვითელი ავტობუსებიდან არასდროს არცერთს არ ჰქონია ნომერი 54 smile.gif ძალიან საინტერესოა, თუ ოდესმე ივლის თბილისში ეგ ნომერი. დიდი ხნის წინ მიონიდან სადგურამდე დადიოდა მგონი ძველი პაზები.

რამდენიმე იდეას დავწერ, თუ ვინმე მერიიდან თავს იწუხებს და კითხულობს აქ რამეს. ვმოძრაობ ავტობუსით მთელი ქალაქის მასშტაბით სხვადასხვა უბნებში (მგზავრი ვარ, მძღოლი არა)

1 - ჩემი აზრით, სასწრაფოდ აღსადგენია 74 ნომერი ავტობუსი. უმარტივესი მარშრუტი ნაძალადევი-დიდუბე დარჩენილია სამარშრუტო ტაქსების ანაბარა, რაც ნამდვილი სისულელეა. ამავდროულად 74 საკმაოდ გამოცდილი მარშრუტი იყო.
2 - აღსადგენია 64 (აგრარული უნივერსიტეტი-ვაკე) მუდმივად დატვირთული იყო.
3 - აღსადგენია 67 ან 49-ს გავაგრძელებდი მესამე პლატოდან 67-ის მარშრუტით მაღლივამდე.
4 - უკვე ძალიან საჭიროა ვაშლიჯვარი-საბურთალოს დაკავშირება ავტობუსით. თუმცა ისეთი მარაზმი მარშრუტით არა, როგორიც სამარშრუტო ტაქსი 114 იყო. ამოსუნთქვაც ვერ მოასწრო, გაუქმდა. თუ მთხოვენ, დავფიქრდები მარშრუტზე smile.gif
5 - ჩემთვის ამოუცნობი მოვლენაა 16 ნომერი ავტობუსი, რომელიც ნახევარ ბრუნს ასრულებს დილის 8 საათზე, შემდეგ ისვენებს 3 საათამდე და 3 საათიდან გაუჩერებლად მოძრაობს. უკვე არის ავტობუსების საშუალება და იმ 6-7 საათიან შუალედში უნდა მოძრაობდეს მუდმივად. დაეხმარება მუდამ დატვირთულ 7 ნომერს, რომელშიც სუნთქვა არ შეიძლება.
6 - აუცილებელია გაუმდეს ყველა სამარშურო ტაქსი, რომელიც ავტობუსის ზუსტ დუბლირებას აკეთებს და მათ ნაცვლად ავტობუსის მარშრუტს დაემატოს გონივრული რაოდენობის მანქანები. ასეთი დუბლირება ბევრია ქალაქში.
7 - ვიღაცამ დაწერა, რომ ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილს ერჩიან, თუმცა დასავლეთსაც ერჩიან. მორიგე ავტობუსები, ბოლო გასვლის დროების მიხედვით, უფრო გვიან ღამემდე მუშაობენ აღმოსავლეთ ნაწილში, ვიდრე დასავლეთში. ანუ, ვგულისხმობ, რომ უმეტესად ასეა.
8 - რა თქმა უნდა, მანი ჯობს ძველ ბოგდანს, მაგრამ მანის მოსვლის იმედით 40 წუთი გაჩერებაზე უალტერნატივო ლოდინს მირჩევნია 10 წუთი ველოდო მხოლოდ და ბოგდანით წავიდე სახლში. ეს იმიტომ ვთქვი, რომ ბევრ მარშრუტს აღმოსავლეთ ნაწილში, იმის გამო რომ მგზავრთა ნაკადი დიდია და ავტობუსი პატარა, მცირე ინტერვალი აქვს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ვიცი როგორი კარგია მანი.
9 - მარშრუტების გადაფარვას რაც შეეხება, ბევრი უაზროდ დუბლირებული მარშრუტი ახლაც გვაქვს და ბევრის დამოკლება იქნებოდა ჭკვიანური, თუმცა ამასაც არ დავწერ ჯერ, ვინმე იმ უბანში რომ ცხოვრობდეთ, გამლანძღავთ.
10 - ეს პუნქტი ვეღარ მოვიფიქრე.

Posted by: Kublicha 3 Aug 2017, 12:06
QUOTE
აღსადგენია 64 (აგრარული უნივერსიტეტი-ვაკე) მუდმივად დატვირთული იყო.

დტვირთული იყო სანამ 51 გაჩნდებოდა. რაც 51 არსებობს მაგის საჭიროება აღარაა.

Posted by: ფაშისტი 3 Aug 2017, 12:08
Ben_Joyce
10. 113 ნომერი ავტობუსი.. ზაჰესში დავდიოდით მშვენივრად კოსტავადან, რას ერჩოდნენ?

Posted by: Withay 3 Aug 2017, 12:40
გლდანიდან აეროპორტში მიდის რამე

Posted by: ქაფქიანა 3 Aug 2017, 12:57
Ben_Joyce

QUOTE
4 - უკვე ძალიან საჭიროა ვაშლიჯვარი-საბურთალოს დაკავშირება ავტობუსით. თუმცა ისეთი მარაზმი მარშრუტით არა, როგორიც სამარშრუტო ტაქსი 114 იყო. ამოსუნთქვაც ვერ მოასწრო, გაუქმდა. თუ მთხოვენ, დავფიქრდები მარშრუტზე


ამას ვითხოვ, თან როგორ.

მაღლივი-ნუცუბიძის მეორე მიკრო-ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის ახალი გზა-დიდუბის მეტრო, ან დიდი დიღომი.

როგორ მჭირდება.


Posted by: Marshmallo 3 Aug 2017, 14:34
QUOTE (Withay @ 3 Aug 2017, 12:40 )
გლდანიდან აეროპორტში მიდის რამე

კი, მანქანა.


.
.
.
.
.
.
.
.
.
.
.
;-;

Posted by: Ben_Joyce 3 Aug 2017, 14:48
QUOTE (ფაშისტი @ 3 Aug 2017, 12:08 )
Ben_Joyce
10. 113 ნომერი ავტობუსი.. ზაჰესში დავდიოდით მშვენივრად კოსტავადან, რას ერჩოდნენ?

113 ნამდვილად კარგი იყო და პირადად მეც ხშირად ვსარგებლობდი. თუ სწორად მახსოვს 30 წუთიანი ინტერვალები ჰქონდათ, მაგრამ იმდენად მოსახერხებელი იყო, რომ ლოდინად ღირდა. ეგ ხაზი ძალიან გამოვიტირე კიდევ რამდენმე სხვა ხაზთან ერთად.
* * *
QUOTE (ქაფქიანა @ 3 Aug 2017, 12:57 )
Ben_Joyce

QUOTE
4 - უკვე ძალიან საჭიროა ვაშლიჯვარი-საბურთალოს დაკავშირება ავტობუსით. თუმცა ისეთი მარაზმი მარშრუტით არა, როგორიც სამარშრუტო ტაქსი 114 იყო. ამოსუნთქვაც ვერ მოასწრო, გაუქმდა. თუ მთხოვენ, დავფიქრდები მარშრუტზე


ამას ვითხოვ, თან როგორ.

მაღლივი-ნუცუბიძის მეორე მიკრო-ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის ახალი გზა-დიდუბის მეტრო, ან დიდი დიღომი.

როგორ მჭირდება.

ალბათ დიდუბე უკეთესი იქნებოდა, რადგან ერთ-ერთი ჰაბია. ხალხი საკმაოდ ეყოლებოდა. ეს ავტობუსი 27-საც დაეხმარებოდა, რომელიც რეალურად დიდუბეში ივსება და წერეთელზე, ძირითადად, ცარიელი დადის. ამ მარშრუტის შევსება შეიძლება 27 ნომრიდან 1 ან 2 ავტობუსის დახმარებითაც. რეალურად, ძირითად მანძლს ორივე გაივლის და დიდუბის მეტრომდე ორივე მივა და თუ ვინმეს ვაშლიჯვრიდან წერეთელზე უნდა ან 5 წუთით მეტს დაიცდის, ან დიღმის მასივიდან უამრავი ალტერნატივაა.

ყველას არ უნდა იქნებ 137, რომელიც ერთადერთია ამ გზაზე, რომლის ინტერვალიც , ხშირ შემთხვევაში, ნერვებს ამოწმებს.

Posted by: Withay 3 Aug 2017, 15:03
Marshmallo
შენ ახლა გამეკაიფე თუ პოსტებს აგროვებ
ვიკითხე ესეიგი მჭირდება და არაა საჭირო სარკაზმი

Posted by: rati nwt 3 Aug 2017, 15:45
QUOTE (Withay @ 3 Aug 2017, 12:40 )
გლდანიდან აეროპორტში მიდის რამე


ვაგზლის მოედნამდე უნდა მიხვიდე მინიმუმ.

იქიდან გადის 37 აეროპორტში.

Posted by: Withay 3 Aug 2017, 17:40
Marshmallo
შენ ახლა გამეკაიფე თუ პოსტებს აგროვებ
ვიკითხე ესეიგი მჭირდება და არაა საჭირო სარკაზმი

Posted by: ქაფქიანა 3 Aug 2017, 19:50
Ben_Joyce

ჰო, 137 ნამდვილი ტანჯვაა.

დანიშნეთ ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის მაერთებელი ავტობუსი.

Posted by: *Artless* 3 Aug 2017, 20:11
Accident
QUOTE
, კონკრეტული ნომრი კი არ იგვიანებს მხოლოდ, ყველა ერთდროულად.

ტიპებს ფეხებზე ჰკდიათ, თორემ ასეთი რა რთული უნდა იყოს სხვადასხვა ხაზების დაგეგმვა, რომ ერთმანეთის მიმართ მაინც იარონ ინტერვალი, თუ ერთ ხაზზე ვერ ახერხებენ ამას.


აუ, როგორ გეთანხმები.
ძალიან აურიეს ეს ბოლო თვეებია.
სულ ჰკიდიათ, რომ ამით მგზავრების რაღაც ნაწილს ძალიან ურთულებენ საქმეს. აი, ძალიან. და დიდ დისკომფორტს უქმნიან მოსახლეობას.

Posted by: angelozistvaleba 5 Aug 2017, 14:19
დიღმის მაისივიდან ნახალოვკაში არაფერი მიდის და კაი იქნება რამე რომ დადიოდეს 150 და 117 მარშუტკა სულ გატენილიადა ბევრი მგზავრიც ჩამოდის და ადის მაგ გზაზე

Posted by: პაწა 7 Aug 2017, 10:42
QUOTE (angelozistvaleba @ 5 Aug 2017, 14:19 )
დიღმის მაისივიდან ნახალოვკაში არაფერი მიდის და კაი იქნება რამე რომ დადიოდეს 150 და 117 მარშუტკა სულ გატენილიადა ბევრი მგზავრიც ჩამოდის და ადის მაგ გზაზე

ნახალოვკა არ ვიცი, მაგრამ, თემქის მეტროდან შტატების საელჩომდე არანაირი ავტობუსი არ მიდის

Posted by: dundee 12 Aug 2017, 02:39
QUOTE
32

მაისურაძის ქ. (გლდანის VII - VIII მ/რ შემაერთებელი გზა) - ომარ ხიზანიშვილის ქ. (გლდანის VIII - VI - IV - II მ/რ) - მ/ს `სანდრო ახმეტელის თეატრი~ - შეშელიძის ქ. - სარაჯიშვილის ქ. (მობრუნება ქერჩის გადაკვეთის შემდეგ) - შეშელიძის ქ. - ჯორჯ ბალანჩინის ქ. - მირიან მეფის ქ. - ფარნავაზ მეფის გამზირი - გიორგი ბრწყინვალეს ქ. (მობრუნება ფარნავაზ მეფის გამზირზე) - პეტრე იბერის ქ. - მირიან მეფის ქ. - დიდი/დიღომი III მ/რ - დიდი/დიღომი IV მ/რ (დემეტრე თავდადებულის ქ., ა/ბაზის მიმდებარედ)

უკუმიმართულებით: დიდი/დიღომი IV მ/რ (დემეტრე თავდადებულის ქ., ა/ბაზის მიმდებარედ) - დიდი/დიღომი III მ/რ - მირიან მეფის ქ. - გიორგი ბრწყინვალეს ქ. - ფარნავაზ მეფის გამზირი - მირიან მეფის ქ. - ჯორჯ ბალანჩინის ქ. - შეშელიძის ქ. - მ/ს "სარაჯიშვილი" - შეშელიძის ქ. - მ/ს `ახმეტელის თეატრი~ - ომარ ხიზანიშვილის ქ. (გლდანის I - III - V - VII მ/რ) - მაისურაძის ქ. (გლდანის VII - VIII მ/რ შემაერთებელი გზა).


ვინმემ ნახა ეს ავტობუსი გლდანში?
მე ჯერ ვერ ვნახე!

Posted by: Divergent 12 Aug 2017, 05:13
ლურჯი ავტობუსებით ნელნელა სულ შეიცვლება ყვითელი ავტობუსები>
ცნობილია რომ ყვითელ ფერში ავარია ნაკლებად ხდება

Posted by: vatman 12 Aug 2017, 09:57
dundee
QUOTE
ვინმემ ნახა ეს ავტობუსი გლდანში?
მე ჯერ ვერ ვნახე!

არათუ ნახვით, ვიმგზავე კიდეც biggrin.gif

40 წუთიანი ინტერვალით დადის vis.gif

Posted by: dundee 12 Aug 2017, 18:20
QUOTE
40 წუთიანი ინტერვალით დადის 

ახლა გასაგებია.
დიდი შუალედია. ბევრი არ დაელოდება და წავა 78 ნომერი მარშუტკით.

Posted by: TramwayMan 12 Aug 2017, 20:59
dundee
vatman
2 ავტობუსი მოძრაობს ერთი რომ ერთი ბოლოდან გამოდის მეორე მეროე ბოლოდან გადის. დაემატება მომავალში ავტობუსები.

Posted by: ფაშისტი 13 Aug 2017, 09:27
ოლიმპიურ სასახლესთან ჭავჭავაძიდან რა ავტობუსი მიდის? კოსტავადან რომ 150 ეგ ვიცი..

Posted by: Kublicha 13 Aug 2017, 11:05
ფაშისტი
მაღლივთან ანუ? ზედ სასახლესთან არაფერი, მაღლივიდან უნდა ჩამოხვიდე ფეხით. 21 მიდის

Posted by: Accident 13 Aug 2017, 12:36
ფაშისტი
უშუალოდ საბურთალოს სასაფლაოების მხრიდან, 13 ნომერი გაივლის დელისიდან, ყოველ ერთ საათში, მგონი.

Posted by: Kublicha 14 Aug 2017, 00:50
დიდი ბოგდანები არ გამოჩნდა სადმე? მარტო 11,15 და 95 ვიცი რომ გაუშვეს.

Posted by: vatman 14 Aug 2017, 01:05
TramwayMan
QUOTE
2 ავტობუსი მოძრაობს ერთი რომ ერთი ბოლოდან გამოდის მეორე მეროე ბოლოდან გადის. დაემატება მომავალში ავტობუსები.

ჯერ მაქსიმუმ 3 ცალი უწერიათ დანართში. ისე დიდ დიღომში რა უაზრო მაშრუტი აქვს....

Kublicha
QUOTE
დიდი ბოგდანები არ გამოჩნდა სადმე? მარტო 11,15 და 95 ვიცი რომ გაუშვეს.

დასავლეთ მხარეზე შემიძლია გითხრა რო ყველაფერი უცვლელადაა biggrin.gif

Posted by: Ben_Joyce 14 Aug 2017, 18:09
რამდენიმე ხნის წინ მეუბნებოდა ერთი მძღოლი, რომ განხილვა მიდის, რამდენად შესაძლებელი იქნება დიდი ბოგდანების დანიშვნა 20-ზე და 46-ზეო.

ასევე კიდევ რამდენიმე მარშრუტის დამატება იგეგმებაო, ზოგიერთი ისეთ ადგილებში, სადაც აქამდე არ აუვლიაო, მაგრამ არ ვიცი რა ადგილებიაო.

რიგშია ნომრები 54-57-58-63-64-67-... მაგრად მაინტერესებს სად რა ივლის.

Posted by: gig@@@ 24 Aug 2017, 23:59
user posted image

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში ვინც მუშაობთ ერთი თხოვნა მაქვს


მეტროს ახალ სადგური უნივერსიტეტი რომ გაიხსნება იქნებ გააკეთოდთ გაჩერება და დადგათ ავტობუსის გაჩერების ნიშანი გზის ორივე მხარეს ანუ ორივე მეტროს ამოსასვლელებთან სანდოეულის ქუჩაზე 6 ნომერი ავტობუსისთვის. მეტროდან უახლოესი გაჩერება 300 - 320 მეტრშია ანუ სანდრეულის და ქავთარაძის კვეთასთან სასჯელ აღსრულების სამინისტროსთან რომ გაჩერებაა რაც საკმაოდ შორი მანძილია.

Posted by: girvan_88 25 Aug 2017, 07:59
QUOTE
სანდოეულის ქუჩაზე

ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩა დაარქვეს

Posted by: nutria-113 25 Aug 2017, 10:33
dundee
QUOTE
ვინმემ ნახა ეს ავტობუსი გლდანში?
მე ჯერ ვერ ვნახე!

სადღაც 10 დღის წინ ვნახე და სულ მავიწყდებოდა მომეძებნა სად დადის, ახლა წავიკითხე biggrin.gif
იშვიათად დადის, მაგრამ როცა ავტობუსით მიწევს წასვლა, განრიგი მაქვს საჭირო ნომრების კარებზე გაკრული (საიტზე უდევთ), ხოდა ფაქტიურად ბედის ამარა არასდროს ველოდები ხოლმე გაჩერებაზე ავტობუსს. განსაკუთრებით კაია დილის საათებში, როცა ბევრი დრო არ გაქვს

Posted by: Accident 25 Aug 2017, 12:26
QUOTE (girvan_88 @ 25 Aug 2017, 07:59 )
QUOTE
სანდოეულის ქუჩაზე

ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩა დაარქვეს

და ჯამში, რამდენ ქუჩას დაარქვეს ზურაბ ანჯაფარიძის სახელი

https://goo.gl/maps/EjgZStxtnB12

https://matsne.gov.ge/ka/document/view/3073394

https://matsne.gov.ge/ka/document/view/3663622


http://i.imgur.com/lwPj2Fi.jpg

Posted by: gig@@@ 25 Aug 2017, 14:43
QUOTE (Accident @ 25 Aug 2017, 12:26 )
QUOTE (girvan_88 @ 25 Aug 2017, 07:59 )
QUOTE
სანდოეულის ქუჩაზე

ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩა დაარქვეს

და ჯამში, რამდენ ქუჩას დაარქვეს ზურაბ ანჯაფარიძის სახელი

https://goo.gl/maps/EjgZStxtnB12

https://matsne.gov.ge/ka/document/view/3073394

https://matsne.gov.ge/ka/document/view/3663622


http://i.imgur.com/lwPj2Fi.jpg

Accident

ანუ მთლიანად სანდრო ეულის ქუჩას შეუცვალეს სახელი და ჯაფარიძის ქუჩა იქნება ?

ხო მაგრამ მაგ ჯაფარიძის ქუჩა ხო იყო სხვაგან ?

როგორ არ მიყვარს ამ ქუჩების გადარქმევა გადმოქმევა

პოლიტოვსკაიას დღესაც ჯიქიას ვეძახი და ვიღაცა რომ მეკითხება ქუჩაში პოლიტოვსკაია რომელი ქუჩაა ერთი საათი ვუნდები მაგის გახსენებას რომელ ქუჩაზე მეკითხება ან ვინ იყო ეს პოლიტოვსკაია რომ თბილისში მისი ქუჩაა საერთოდ ?

მთელი ცხოვრება სანდრო ეულის ქუჩა იყო ჩემთვის და ძალიან ლამაზად ჟღტერდა სანდრო ეული რას ბალამუტობენ ან ვინ ჩემი ფეხებია ეს ალიბეგაშვილი ასე ბრძანებებს რომ იძლევა მე მაგის დებილი დედა ვატირე წავიდეს და მოსკოვის გამზირს შეუცვალოს სახელი.

Posted by: Soft_Eject 25 Aug 2017, 15:55
მოგესალმებით ფორუმელებო
პატარა ნახევრად ოფ კითხვა მაქვს

სად შეიძლება ვნახო რომ ავტობუსი პრაქტიკულად ნებისმიერი მოდელის და ძრავის გარეშე იყიდებოდეს ?
ნუ სასურველია ჯართის ფასად wink.gif

ვის მივაკითხო სად ვეძება ? smile.gif იქნებ დამაკვალიანოთ

Posted by: gig@@@ 25 Aug 2017, 17:20
https://matsne.gov.ge/ka/document/view/3073394

ორი წლის წინ ხო მიენიჭა ვაკეში ერთერთ ქუჩას ზურაბ ანჯაფარიძის სახელი ეხლა რაღა უნდა ამ ჩემისა ალიბეგაშვილს ?
ზურაბ ჯაფარიძის ძეგლი არსებობს ასევე ქუჩაც მეორე და მეათასე ქუჩა რა საჭიროა ამ ალიბეგაშვილს შიგ ხო არ აქვს ?
ან ვინ იყო ასეთი ეს ანჯაფარიძე რომ თბილისში მისი 3 ქუჩა იქნება ?
აგერ მერაბ კოსტავას თბილისში ერთი ქუჩა აქვს რა ნაკლები დამსახურებაა აქვს კოსტავას ამ ანჯაფარიძეზე ?

Posted by: AUTOCRAT 26 Aug 2017, 20:33
QUOTE
რაღა უნდა ამ ჩემისა ალიბეგაშვილს ?

პრემია wink.gif

Posted by: Accident 26 Aug 2017, 21:27
QUOTE
ან ვინ ჩემი ფეხებია ეს ალიბეგაშვილი ასე ბრძანებებს რომ იძლევა

ზოგადად, ბევრი პროფესიონალი ხალხია მანდ

https://www.palitravideo.ge/yvela-video/akhali-ambebi/88240-skandaluri-reportazhi-akhlakhans-dakavebul-deputatze-romelic-zhurnalists-40-tsuthis-ganmavlobashi-tualetshi-emaleboda.html



ალიბეგაშვილი კარგი და ვინმე, ტექსტის ამკრეფი მაინც არ იყო რომ ეთქვა, თქვენ კი არ გახსოვთ, მაგრამ ეგეთი ბრძანება უკვე მაქვს დაწერილი, სხვა ქუჩაზეო drug.gif





P.S. გუშინ MAN ავტობუსი გაიჭედა გმირთა მოდენიდან, ვარაზისხევისკენ მოსახვევში facepalm.gif და გზაც მიკეტა ცოტა ხნით.
ბოლოს, როგორც იქნა, წინ და უკან ხტუნვა-ხტუნვით გამოაძვრინა მძღოლმა.

Posted by: girvan_88 28 Aug 2017, 21:05
Accident
QUOTE
და ჯამში, რამდენ ქუჩას დაარქვეს ზურაბ ანჯაფარიძის სახელი

ვერ გეტყვი, მე სადაც ვმუშაობ იქ უკვე მიაკრეს ტრაფარეტი biggrin.gif

Posted by: iBoss 28 Aug 2017, 23:38
[---------------------------------------------------

Posted by: gig@@@ 1 Sep 2017, 15:18
Accident

იმედია არ შეცვლიან სახელს სანდრო ეულის ქუჩის მე ძალიან მომწონს ორიგინალურია და უკვე შევეჩვიეთ დიდი ხანია.

ამ სკლეროზიან ალიბეგაშვილს იმედია მალე მოსახსნელია პოსტიდან vik.gif

Posted by: ფაშისტი 10 Sep 2017, 09:03
გამარჯობა, მინდელის ქუჩაზე რა ნომერი ავტობუსით წავალ კოსტავადან ან ჭავჭავაძიდან? Naec-ში მაქვს საქმე..

Posted by: ლუკატარ 10 Sep 2017, 10:29
ფაშისტი
6 ნომერი, რუსთაველიდან მოდის და მერე კოსტავა-შარტავა-ნუცუბიძე-მინდელი

Posted by: ფაშისტი 10 Sep 2017, 10:39
ლუკატარ
ანუ კოსტავაზე რომ ჩავიდე ჩვეულებრივ ჩამოივლის

დიდი მადლობა ))
* * *
კიდევ 1 კითხვა..
პეტრიაშვილის სტადიონამდე რა ნომრით წავალ? იგივე კოსტავადან ან ჭავჭავაძიდან

მადლობა ბავშვებო წინასწარ

Posted by: vatman 12 Sep 2017, 11:49
საცობებმა მოიმატა და გრაფიკები ისევ აირია, გუშინ ახმეტელიდან გლდანში მოდიოდა ზედიზედ 4 ცალი N33. ჯანდაბას მხოლოდ N33 ყოფილიყო.
5 წუთში გამოიარეს ერთი მიმართულებით: N51, N51, N33, N24, N33, N33, N51, N33 .

N32-ზე მგონი იქითა კვირიდან 1 ავტობუს კიდევ ამატებენ. ამ ხაზმა აშკარად გაამართლა, უბრალოდ გუდვილთან ძაან უაზროდ აქვს გაჩერება. უფრო სწორედ არ აქვს biggrin.gif

Posted by: Fabian 12 Sep 2017, 12:06
vatman
QUOTE
N32-ზე მგონი იქითა კვირიდან 1 ავტობუს კიდევ ამატებენ. ამ ხაზმა აშკარად გაამართლა,

სულ სავსეა biggrin.gif

კახპებმა იდეა მომიპარეს biggrin.gif

Posted by: jadgschloss 2 Oct 2017, 11:18
მოკლედ, რუსთაველი-ჭავჭავაძე ძალიან დიდი პრობლემაა ავტობუსების მხრივ.
61, 140,88 შუალედები არის ძალიან დიდი.
დილით ეს ბოლო ორი კვირაა გაუსაძლისი სიტუაციაა.
რაღაც უნდა მოიფიქრონ აშკარად.
39 ზე ბოგდანები გაეშვათ და ის 9 ავტობუსი გაენაწილებინათ სჯობდა.

Posted by: Mick-el-Angelo 2 Oct 2017, 11:27
jadgschloss
QUOTE
61, 140,88 შუალედები არის ძალიან დიდი.

შუალედი კი არ აქვთ დიდი, საცობებია და გრაფიკიდან ვარდებიან. მარტო ვაკეში არაა მასე.
88-ს შუალედი აქვს 10-11 წთ, 140-ს - 8-9 წთ, 61-ს - 7წთ.

Posted by: iviko18 2 Oct 2017, 12:17
QUOTE
ამ ხაზმა აშკარად გაამართლა

გლდანიდან ყველაზე გვიან გამოდის №32, 23.18 წუთზე.

QUOTE
გუდვილთან ძაან უაზროდ აქვს გაჩერება.

ამერიკის საელჩოსთან საერთოდ არ აქვს გაჩერება, არადა სულ არის ჩამსვლელი.

Posted by: jadgschloss 2 Oct 2017, 12:19
Mick-el-Angelo
QUOTE
88-ს შუალედი აქვს 10-11 წთ, 140-ს - 8-9 წთ,


ძალიან დიდი შუალედია.

მაქსიმუმი 4-5 წუთი უნდა იყოს.

ვერ გადაყავს ხალხის მასა ფაქტია.
თავისუფლება-რუსთაველიდან მზიურამდე მონაკვეთია ძირითადი. სტუნდენტობა.
მარშუტკებიც არაა თავისუფალი. დილით ვაკეში ასვლა არის ძალიან დიდი პრობლემა.

Posted by: Accident 2 Oct 2017, 12:53
jadgschloss
QUOTE
ძალიან დიდი შუალედია.

მაქსიმუმი 4-5 წუთი უნდა იყოს.

აუფ, ისე ამბობ, გეგონება იმ 10 წუთით დადიოდნენ რა. გაიჭედებიან საცობში და მერე 30+ უნდა ელოდო.

ავტობუსები არცაა განკუთვნილი 4-5 წუთისთვის, მაშინ ბევრი უნდა იყოს.
ისედაც 20 სხვადასხვა ხაზი მოძრაობას მაგ მონაკვეთზე და კიდევ რომ დაემატოს, მარტო ავტობუსები გადაჭედავენ ქუჩას.
როცა ავტობუსს ვერ გადაჰყავს მასი, მაგიტომ იყენებენ უფრო მეტად ტევად და იზოლირებულ ტრანსპორტს - ტრამვაის.

Posted by: jadgschloss 2 Oct 2017, 13:48
Accident
QUOTE
მაგიტომ იყენებენ უფრო მეტად ტევად და იზოლირებულ ტრანსპორტს - ტრამვაის.


ეს აუცილებრელია რუსთაველი ჭავჭავაძის მონაკვეთზე. უდავოა. მაგრამ შორი პერსპექტივაა.

QUOTE
ავტობუსები არცაა განკუთვნილი 4-5 წუთისთვის, მაშინ ბევრი უნდა იყოს.
ისედაც 20 სხვადასხვა ხაზი მოძრაობას მაგ მონაკვეთზე და კიდევ რომ დაემატოს, მარტო ავტობუსები გადაჭედავენ ქუჩას.


ფაქტია დილით მასა ვერ გადაადგილდება. რუსთაველის მეტროდან ვაკეში ასვლა შეუძლებელია. რა ვქნათ?
საცობში გაჭედბის გამო გრაფიკზე აცდენა მეეჭვება, რუსთაველზე საცობი არაა, ვაკეში არის ისიც ვარაზიდან თიბისიმდე. მერე შედარებით სიხალვათეა.
თიბისის პარკინგი უნდა გაუქმდეს აუცილებლად.

Posted by: Accident 2 Oct 2017, 14:01
jadgschloss
QUOTE
ეს აუცილებრელია რუსთაველი ჭავჭავაძის მონაკვეთზე. უდავოა. მაგრამ შორი პერსპექტივაა.

ავტობუსების გამოცვლა, 2013 წლიდან რომ დაიწყეს, 2017 ძლივს დაასრულეს და ტრამვაის მეტი კი არ უნდა.
მასე მაგაზეც შეიძლებოდა გვეძახა "შორი პერსპექტივააო" და დღეს ეგეც არ იქნებოდა.


QUOTE
საცობში გაჭედბის გამო გრაფიკზე აცდენა მეეჭვება, რუსთაველზე საცობი არაა

აუცილებელი არაა რუსთაველზე იყოს საცობი.

ავტობუსი, მთელის დღის განმავლობაში, თუნდაც ერთხელს რომ გაჩერდეს და თუნდაც ერთ ადგილას, მერე მთელი დღე დაგვიანებულად ივლის, რადგან ვეღარ მოასწრებს იმ დროის ანაზღაურებას, რაც საცობში დაკარგა. მარშრუტკა კიდევ შეიძლება, მაგრამ ავტობუსს ვერ ატარებს 100+ სიჩქარით, რომ ამოქაჩოს ის წუთები.

ჩვენთან კიდევ, დღეს განმავლობაში, არაერთხელ იჭედება მოძრობა, არაერთი ადგილი გვაქვს სადაც იჭდება და ეს ყველაფერი რომ ერთმანეთს ემატება, მერე უკვე ძალიან იზრდება ჩამორჩენები.



QUOTE
რა ვქნათ?

საცობების კერა სადაცაა, Bus lane-ები უნდა მოეწყოს და მკაცრად გაკონტროლდეს, რომ ავტობუსებმა დაუბრკოლებლად გაიარონ.
ეს იქნებ მაქსიმუმ ამ პირობებში.

Posted by: Mick-el-Angelo 2 Oct 2017, 15:19
Accident
QUOTE
20 სხვადასხვა ხაზი მოძრაობას მაგ მონაკვეთზე და კიდევ რომ დაემატოს, მარტო ავტობუსები გადაჭედავენ ქუჩას.

შენ ისევ ჩხუბს დამიწყებ, მაგრამ ვფიქრობ, რომ მარშრუტკების რუსთაველი-ვაკიდან გაქრობის ხარჯზე, მაგისტრალური საავტობუსი მარშრუტები ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილიდან ურიგო არ იქნებოდა და არც დატვირთავდა მოძრაობას (ყოველ შემთხვევაში, არსებულთან შედარებით, დიდად არ შეცვლიდა არაფერს). smile.gif
QUOTE
ავტობუსების გამოცვლა, 2013 წლიდან რომ დაიწყეს, 2017 ძლივს დაასრულეს

140 ავტობუსის ყიდვით დასრულდა? აბა თბილისს რო მინიმუმ 5-ჯერ მეტი სჭირდება biggrin.gif ეგ უხეშად რომ ვთქვათ, ტრამვაის განვითარების პირობით.
თუმცა სიტუაცია მართლაც უკვე გაუსაძლისია, ვეთანხმები jadgschloss-ს. ამ სატრანსპორტო სისტემას რამეს თუ არ მოუფიქრებენ, ცოტა ხანში თბილისი გადაიქცევა კერძო ა/მ-ებისგან შემდგარ მუდმივ საცობად (პრინციპში უკვე გადაიქცა). facepalm.gif ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ხალხმა მხოლოდ პირადი ავტომანქანა გამოიყენოს ქალაქში გადასაადგილებლად. მერე ზოგი ესტაკადების აშენებაზე ფულს იშოვის, ზოგი კიდე ბენზინის მოთხოვნადობის კიდევ უფრო გაზრდაზე.

Posted by: Accident 2 Oct 2017, 15:51
Mick-el-Angelo
მე ვამბობ იმას, რომ ქალაქი არ უნდა დაიგეგმოს მხოლოდ ავტობუსებზე - ეს იქნება არასწორი, მიუღებელი, არაეფექტიანი, დიდი დანახარჯების მქონე და უაზრობა.
თორემ არსებულ პირობებში, რასაკვირველია ყველაფერი უნდა გაკეთდეს მგზავრების მაქსიმალური კომფორტისთვის და კონკრეტულად სადმე რამის დანიშვნის წინააღმდეგი არ ვარ.

მაგრამ საშუალოვადიანი პერიოდისთვის, აუციელბელია მაგისტრალური, ტევადი და მაღალიმგზავრთბრუნვის ტრანსპორტის სისტემის დამატება.



QUOTE
140 ავტობუსის ყიდვით დასრულდა?

წამოწყებული საქმე, ამდენ ხანში დაასრულეს-მეთქი, ეგ მქონდა მხედველობაში.

QUOTE
ბა თბილისს რო მინიმუმ 5-ჯერ მეტი სჭირდება  ეგ უხეშად რომ ვთქვათ, ტრამვაის განვითარების პირობით.

ტრამვაის განვითარების პირობით, არ დაჭირდება მაგდენი, სადღაც ორი-ორნახევარი მაქსიმუმ. თუ ზოგადად პარკს გულისხმობ და არა მაგ ნამრავლს 140*5


2010-მდე, სანამ მგონი 1/3-ს მოხსნიდნენ და ბლომად ხაზიც იყო, მე პირადად მიღწევადობის პრობლემა არ მაწუხებდა.
ხალხით გადაჭედილი რა თქმა უნდა, იყო რუსთაველი-ვერა-ვაკე და დელისი-მაღლივი, კოსტავა-სააკაძე-წერეთელი-დიდუბე და მსგავსს ადგილებში, მაგრამ დღეს როგორცაა, რომ ზოგ ქუჩაზე ტაქსის გარეშე უბრალოდ ვერ მიხვალ, ეგ პრობლემა არ იყო, მე სადაც დავდიოდი ყოველშემთხვევაში იქ.
და თავად ეგ ხაზები, ღმად რომ შედიოდნენ უბნებში, განსაკუთრებულად გადაჭედილი არ მახსოვს, თუმცა პიკის საათებში იყო, მეტ-ნაკლებად დატვირთული.

Posted by: jadgschloss 2 Oct 2017, 15:56
QUOTE
ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ხალხმა მხოლოდ პირადი ავტომანქანა გამოიყენოს ქალაქში გადასაადგილებლად. მერე ზოგი ესტაკადების აშენებაზე ფულს იშოვის, ზოგი კიდე ბენზინის მოთხოვნადობის კიდევ უფრო გაზრდაზე.


ჩემ პირად მაგალითს გეტყვით. მანქანა მყავს,მაგრამ წლებია სამსახურში დავდივარ საზ.ტრანსპორტით.
თავისუფლების მეტროდან ავდივარ ვაკეში. დილით 40 წუთამდე მჭირდება ამ მანძილის გასავლელად. როცა მანქანით 10 წუთი მეყოფა.
წინა წლებში ეს პრობლემა არ მქონდა, ამდენი ხანი არ სჭირდებოდა. ახლა მანებზე უკანა კარის დაკეტვის პრობლემის გამო უფრო შენელებულია მოძრაობა. კარის პრობლემის გამო ჯამში ალბათ ერთი 10 წუთით გვიან უნდება იმ მანძილის გავლას რასაც მე გავდივარ.
უკვე სერიოზულად ვფიქრობ და ვაპირებ სამსახურში მანქანით სიარულს. სხვა გზა არ მრჩება. ფეხით თავისუფლებიდან მზიურამდე ვერ ავალ, შორია. ავტობუსში ადგილის პრობლემაა, ჯერ ასვლა საქმეა და თუ ახვედი მერე დროის ამბავი ტეხავს.
რაღაცა უნდა დალაგდეს აუცილებლად.

Posted by: Mick-el-Angelo 2 Oct 2017, 16:31
Accident
QUOTE
მაგრამ საშუალოვადიანი პერიოდისთვის, აუციელბელია მაგისტრალური, ტევადი და მაღალიმგზავრთბრუნვის ტრანსპორტის სისტემის დამატება.

ამაში, მგონი, ყველა დაგეთანხმება.
QUOTE
თუ ზოგადად პარკს გულისხმობ და არა მაგ ნამრავლს 140*5

ზოგადად პარკს არა smile.gif 140*5 ნამრავლს. ტრამვაის ხაზების არსებობის პირობით, 700 - 800 ნორმალური ავტობუსი (თავისი რეზერვით, საშუალო და დიდი ტევადობის) თავზე გადაახდება თბილისს.
QUOTE
2010-მდე, სანამ მგონი 1/3-ს მოხსნიდნენ და ბლომად ხაზიც იყო, მე პირადად მიღწევადობის პრობლემა არ მაწუხებდა.

მეც სულ ავტობუსებით ვმგზავრობდი. არ იყო იდეალური, დანგრეული დაფებიც არაა მთლად "ევროპული დონე", ნაწილობრივ არეული სამარშრუტო სისტემაც იყო და ბევრი ზედმეტი ხაზი, თუმცა ხალხი მგზავრობდა და თითქმის არ არსებობდა სადმე დროულად მისვლის პრობლემა. კი, ხშირად გადატენილიც იყო მოთხოვნადი ხაზები, თუმცა ხალხი მგზავრობდა და მარშრუტკებიც კი ბევრს მივიწყებული ჰქონდა. (სხვათაშორის, აი მაგ დროს, ცოტა სხვანაირად რო წასულიყო საქმე, შეიძლებოდა მარშრუტკების 80%-ის მოხსნა, და მხოლოდ უბნის მარშრუტკების დატოვება smile.gif ).
დღესაც, ბევრისგან მესმის, რომ სულ არ ვივლიდი მანქანითო, რომ იყოს ძველი 94, 75, 97, 39 და ა.შ. მარშრუტები. ხალხს მართლაც არ აქვს ალტერნატივა. ავტობუსით ძალიან რთულია სადმე მისვლა, იმიტომ რომ უბანს, რომელსაც მინიმუმ 2 - 3 ხაზი უნდა ემსახურებოდეს, ემსახურება მხოლოდ ერთი (ისიც მოკვეცილი) ხაზი, შედეგად ლოდინი გიწევს, რო აეტენები - მიდის ძალიან ნელა და თითო გაჩერებაზე წუთზე მეტს ჩერდება, პლუს ამას დანიშნულების ადგილამდე მაინც არ მიგიყვანს და გადაჯდომა გიწევს, რაც ნიშნავს, რომ აღწერილი ჯოჯოხეთის წრე მეორდება. მარშრუტკები - ცალკე ტრაგედიაა, ამათ ტრანსპორტად საერთოდ არ ვთვლი, თუმცა დღეს სწორედ მარშრუტკაა თბილისის მთავარი მიწისზედა ტრანსპორტი, თავისი ხშირად მახინჯი მაგისტრალური მარშრუტებით.. ამიტომაც ვართ ტრ..ში.
jadgschloss
QUOTE
წინა წლებში ეს პრობლემა არ მქონდა

კი, გეთანხმებით, 2010-ის მერე სიტუაცია ყოველი წლით უარესდება.

Posted by: Kublicha 4 Oct 2017, 13:46
55 ზეც დიდი ბოგდანები გაუშვეს.
დარჩა 44 და 71. სხვები არამგონია.

ანუ დიდი ბოგდანები დადიან:

აღმოსავლეთი: 2,25,55.
დასავლეთი: 23,33,11,15,95

Posted by: jadgschloss 4 Oct 2017, 13:48
Kublicha

პატარა ბოგდანები მაგ ხაზებიდან სად წავიდა? გადასაგდებია ყველა?
სხვა პატარა ხაზებზე რომ დაამატონ ხომ არ გეგმავენ თუ იცით?
მაგალითად 30 ნომერზე 2 ავტობუსი დადის და 45 წუთიანი ინტერვალები აქვთ.
ორი ცალიც რომ დაემატებინათ იდეალური იქნებოდა.

Posted by: Kublicha 4 Oct 2017, 14:14
jadgschloss
კონკრეტულად მაგ ხაზებიდან სად წავიდა რთული სათქმელია, შეიძლება ეგენი არაა ჩამოსაწერი, მაგრამ სხვებია ხოდა იმათ ჩაანაცვლებს.
ჯამში ავტობუსების პარკი შეივსო 143 ავტობუსით (მანებით), ჩემი აზრის თითქმის მაგდენი ბოგდანი კი იქნება ჩამოსაწერი, ასე რომ დიდი სიახლეებს არ უნდა ველოდეთ რაოდენობრივად.
ახალი ორი ხაზი დაემატა 32 და კიდე რაღაც დოლიძეზე. რამდენიმე მანდ წავიდა.

Posted by: vatman 4 Oct 2017, 18:19
Kublicha
QUOTE
ახალი ორი ხაზი დაემატა 32 და კიდე რაღაც დოლიძეზე. რამდენიმე მანდ წავიდა.

ჯამში 4 ავტობუსი დაემატა მაგ 2 ხაზს.
N3-ზე მგონი 1 ავტობუსი დაემატა

Posted by: geomilitary 15 Oct 2017, 19:43
მერსედესები 85 მარშუტი, როგორ ვიცი ათენის მერიამ გვაჩუქა? და როგორც ვიცი თავიდან წითელი ფერის იყო?

user posted image

Posted by: TramwayMan 15 Oct 2017, 19:55
geomilitary
QUOTE
მერსედესები 85 მარშუტი, როგორ ვიცი ათენის მერიამ გვაჩუქა? და როგორც ვიცი თავიდან წითელი ფერის იყო?

სტამბულის მერიამ smile.gif

Posted by: Accident 15 Oct 2017, 20:08
geomilitary
QUOTE
მერსედესები 85 მარშუტი, როგორ ვიცი ათენის მერიამ გვაჩუქა? და როგორც ვიცი თავიდან წითელი ფერის იყო?


აგერ სრულად ინფორმაცია

QUOTE ( @ 24 Jan 2017, 01:52 )

2016 წელს, სტამბულის მერიამ თბილისს გადასცა 5 მერსედესის ავტობუსი - 1997 წლის მოდელები.
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/375842-stambolis-meria-thbiliss-sachuqrad-5-avtobuss-gadascems.html?ar=A


4 ივლისიდან, აეროპორტში დადიოდა ღამის 00:00 საათიდან დილის 07:00 საათამდე
N37 რეისზე (ღამით - N137)
http://netgazeti.ge/news/127261/






2017 წლის 1 იანვრიდან, აეროპორტის ღამის რეისი გაუქმდა და ყვითლად გადაღებილი ავტობუსები, N85-ზე გაუშვეს.

მათ ნაცვლად კი, N37-ზე, 24 საათიან რეჟიმში, ახალი MAN-ის ავტობუსები გაეშვა.


user posted image



Posted by: vatman 16 Oct 2017, 22:50
მე მგონი აღმოსავლეთის მაშრუტებზე დიდი ბოგდანები დიდი დიღმის ბაზიდანგადის ხაზზე rolleyes.gif boli.gif
დღის განმავლობაში ხშირად მხვდება დიდი დიღმიდან და დიდი დიღმისკენ მომავალი 55, 25 ნომრები...

ნუთუ პირველ ავტობაზაში ასე ცუდადაა საქმე....

Posted by: SabaGEO 16 Oct 2017, 22:56
QUOTE
2016 წელს, სტამბულის მერიამ თბილისს გადასცა 5 მერსედესის ავტობუსი - 1997 წლის მოდელები

რა მოგებაც მაგათ თბილისის აეროპორტიდან შესდით, ბარემ ახლები მოეცათ

Posted by: TramwayMan 16 Oct 2017, 23:09
vatman
QUOTE
მე მგონი აღმოსავლეთის მაშრუტებზე დიდი ბოგდანები დიდი დიღმის ბაზიდანგადის ხაზზე   
დღის განმავლობაში ხშირად მხვდება დიდი დიღმიდან და დიდი დიღმისკენ მომავალი 55, 25 ნომრები...

ნუთუ პირველ ავტობაზაში ასე ცუდადაა საქმე....

143 მანი და 148 დიდი ბოგდანი ყველა დიღმის ბაზაზეა გახსნის დღიდან.

პატარა ბოგდანებით სავსეა პირველი და მესამე ბაზა.

Posted by: vatman 16 Oct 2017, 23:42
TramwayMan
QUOTE
143 მანი და 148 დიდი ბოგდანი ყველა დიღმის ბაზაზეა გახსნის დღიდან.

პატარა ბოგდანებით სავსეა პირველი და მესამე ბაზა.

კაი, მარა 20-15 კილომეტრის გავლა ხაზზე გასასვლელად და მადენივე უკან დასაბრუნებლად.
რავი...
ეკონომია in action...

Posted by: TramwayMan 16 Oct 2017, 23:52
vatman
უბრალოდ მომავალ წელს მეორე ბაზაა ასაშენებელი პირველი ბაზის ჩამანაცვლებელი.

Posted by: Kublicha 17 Oct 2017, 00:11
QUOTE
143 მანი და 148 დიდი ბოგდანი ყველა დიღმის ბაზაზეა გახსნის დღიდან.

და იმ 5 ცალი მერსედესის ადგილი აღარ მოიძებნა? აფრიკიდან რომ დაწანწალებენ.
დიდი დიღმის ბაზა ხომ შედარებით უფრო ახლოა მაგ მარშრუტთან.

Posted by: geomilitary 17 Oct 2017, 00:28
მეგონა რომ ესენი საერთოდ გაქრნენ მაგრამ აღმოჩნდა რომ არა, რუსთავი-თბილისი გზაზე დავაფიქსირე, მართალია უკვე რომელიღაცა კომპანიას ეკუთვნიან !
user posted image

Posted by: Kublicha 17 Oct 2017, 00:33
geomilitary
QUOTE
მეგონა რომ ესენი საერთოდ გაქრნენ მაგრამ აღმოჩნდა რომ არა, რუსთავი-თბილისი გზაზე დავაფიქსირე, მართალია უკვე რომელიღაცა კომპანიას ეკუთვნიან !

რუსთავი თბილისის ავტობანს რომ აშენებდა ჩინელები მაგ კომპანიას ყავს.
არ ვიცი ეხლა რომ მშენებლობა გაგრძელდა იმასაც იგივე კომპანია აშენებს თუ არა, მაგრამ შეიძლება ისევ ეგენი არიან.

Posted by: iviko18 17 Oct 2017, 19:14
#16 ავტობუსი, დიდუბე-სოფელ დიდგორი, დღეში მხოლოდ 1 რეისს ასრულებს? ups.gif

Posted by: logotip 23 Oct 2017, 14:13
ინფორმაცია მაინტერესებს;

არჩევნების დღეს ავტობუსით გადაადგილება უფასო იყო თუ არა?

Posted by: alfamale 23 Oct 2017, 18:26
ხალხო 51 სად დადის?


//////////////////////////////////////////////////////////////////

Posted by: forum-ge 23 Oct 2017, 18:47
alfamale
QUOTE
ხალხო 51 სად დადის?


//////////////////////////////////////////////////////////////////

ჭავჭავაძის გამზირი >>>> გლდანი-გლდანულა

ჭავჭავაძის გამზირი > მელიქიშვილის გამზირი > კოსტავას ქ. > სააკაძის მოედანი > ვ. ბაგრატიონის ხიდი > წერეთლის გამზირი > მ/ს "დიდუბე" (ქვედა) > რობაქიძის გამზირი > პაიჭაძის ქ. > ლუბლიანას ქ. > ბელიაშვილის ქ. > შეშელიძის ქ > მ/ს "ახმეტელის თეატრი" > ხიზანიშვილის ქ. > ტიულენევის ქ. > გლდანულა

Posted by: vatman 24 Oct 2017, 11:07
N32-ზე კიდევ ერთი ავტობუსი დაამატეს და ეხლა 27 წუთიანი ინტერვალიტ დადის, მარა რად გინდა დილით მაინც გადატენილი დადის.

მარა მე იმ ხალხის არ მესმის, რატომ მაგ ავტობუსში ჯდება ხალხი, რომელიც მხოლოდ ახმეტელის მეტრომდე ჩამოდის, როდესაც მანამდე მოდის სხვა ცარიელი ავტობუსები. აი მაგალითად მე როდესაც მიწევს მგზავრობა მანამდე 2 წუთით ადრე ჯერ მოდის N24, მერე 1-2 წუთში N23 (ცარიელი) და მერე N32. შემდეგ 2 წუთში მოდის N51. და ახმეტელამდე ვინც მგზავრობს მაინც ამ პატარა ბოგდანში იტენება...

Posted by: jadgschloss 24 Oct 2017, 11:27
პატარა ბოგდანები რაც გათAვისუფლდა სად წავიდა?
#30 ნომერზე დადის ორი ავტობუსი ინტერვალია 45 წუთი.
ორი ცალიც რომ დაამატონ არ ფიქროვენ ნეტა?

Posted by: narcoTOURIST 24 Oct 2017, 12:55
აი ამ განრიგს ვინ ადგენს?

user posted image

3 მარშრუტი მოძრაობს სადგურიდან საბურთალოს მიმართულებით და სამივე ერთ დროს გადის..

არ შეიძლება რო გადაწიონ თითო მარშრუტი 5 წუთით?




Posted by: geomilitary 29 Oct 2017, 15:02
მომაკვდავი სახეობა, კიდევ კარგად გავიძლეს !

user posted image

Posted by: giomelqa12 29 Oct 2017, 17:00
საინტერესოა რატომ არიან დიდი ყვითელი ავტობუსები უკეთეს მდგომარეობაში ვიდრე პატარები

თუ ასე მეჩვენება rolleyes.gif

Posted by: SabaGEO 29 Oct 2017, 17:10
narcoTOURIST
უბრალოდ ეზარებათ რაიმეს შეცვლა smile.gif

Posted by: TramwayMan 29 Oct 2017, 21:58
giomelqa12
ავჭალაში ბაზაზე გადიან გენერალურ რემონტს ყველა დიდი ბოგდანი.

Posted by: ქაფქიანა 29 Oct 2017, 22:04
TramwayMan

და პატარა ბოგდანებს რატომ არ უტარებენ ამ გენრემონტს?

Posted by: vatman 30 Oct 2017, 10:36
giomelqa12
QUOTE
საინტერესოა რატომ არიან დიდი ყვითელი ავტობუსები უკეთეს მდგომარეობაში ვიდრე პატარები

თუ ასე მეჩვენება

მე მაინც მგონი N2 პარკის დამსახურებით არის უკეთეს მდგომარეობაში.
წწინა წლებში გლდანის დაფები უკეთეს მდგომარეობაში იყვენენ ვიდრე N1 ავტოპარკის, ანალოგიურად პატარა ბოგდანებიც სანამ ჰყავდათ.
ნუ ეს ჩემი აზრი მგზავრის გადასახედიდან.

TramwayMan
QUOTE
ავჭალაში ბაზაზე გადიან გენერალურ რემონტს ყველა დიდი ბოგდანი.

ეს ეხლა, თორე აქამდეც არც ისე ცუდ მდგომარეობაში იყვნენ

Posted by: ქართლოსი 30 Oct 2017, 14:54
https://cumminsengines.com/nissan-titan

ესეთი რაღაცეები უნდა დაყენდეს და გასუფთავდება ჰაერი ცოტათი მაინც.


NEAR-ZERO EMISSIONS

Proven air handling and emissions control technology draws upon Cummins extensive emissions technology expertise. Cummins M2™ Two-Stage Turbocharger, cooled Exhaust Gas Recirculation (EGR) and Cummins Emission Solutions Aftertreatment System, featuring a Diesel Particulate Filter (DPF) and Selective Catalytic Reduction (SCR), result in near-zero oxides of nitrogen (NOx) and particulate matter (PM) emissions while delivering better performance and fuel economy.

Posted by: TramwayMan 30 Oct 2017, 21:12
ქაფქიანა
იმიტომ რომ პატარა ბოგდანებს ნელ ნელა ჩამოწერენ, და ახალი მიდიმანებით ჩანაცვლდებიან. დიდი ბოგდანები კი რამოდენიმე წელი კიდე იმუშავებენ.

Posted by: giomelqa12 6 Nov 2017, 18:41
vatman
QUOTE
მე მაინც მგონი N2 პარკის დამსახურებით არის უკეთეს მდგომარეობაში.


მეტად პროფესიონალები არიან მანდ?

TramwayMan

პატარებიც რომ შეერემონტათ იქნება მათი ჩანაცვლების დროც გადაწეულიყო დიდების მსგავსად

Posted by: ZSU-23-4 7 Nov 2017, 10:28
ინფორმაცია მომივიდა, რომ კვირა დღეს, ერთი მანის ავტობუსი გამოაკლდა თბილისის ავტობუსების პარკს. რამდენად მართალია იცით?

Posted by: alexx 11 Nov 2017, 14:21
ბევრ ხაზზე, რომელზეც პატარა ბოგდანი მოძრაობდა, ახლა დიდი ბოგდანები მოძრაობენ.

წესით ბევრი პატარა ბოგდანი უნდა იყოს დარჩენილი უსაქმოდ. და რატომ არ ხდება მათი დამატება არსებულ ხაზებზე?

მაგალითად #107 (ლისი / წოდორეთის მიმართულებით), მოძრაობს 1 ერთეული ავტობუსი, 110 წუთიანი ინტერვალით. ისიც თუ გაფუჭდა, გამოდის რომ საერთოდ წყდება ლისი / წოდორეთი თბილისს. სულ არ ჭირდება ამ მიმართულებას მანის ავტობუსი. სავარაუდოდ კიდევ არსებობს მსგავსი ხაზები და რა გახდა თითო თითო ბოგდანის დამატება. მინიმუმ 100 ერთეული გამოთავისუფლდებოდა მანების შემოყვანის შემდეგ.

Posted by: jadgschloss 13 Nov 2017, 10:17
alexx
QUOTE
მაგალითად #107 (ლისი / წოდორეთის მიმართულებით), მოძრაობს 1 ერთეული ავტობუსი, 110 წუთიანი ინტერვალით. ისიც თუ გაფუჭდა, გამოდის რომ საერთოდ წყდება ლისი / წოდორეთი თბილისს. სულ არ ჭირდება ამ მიმართულებას მანის ავტობუსი. სავარაუდოდ კიდევ არსებობს მსგავსი ხაზები და რა გახდა თითო თითო ბოგდანის დამატება. მინიმუმ 100 ერთეული გამოთავისუფლდებოდა მანების შემოყვანის შემ


30 ნომერი ავტობუსი.
2 ერთეული ჰყავს, 45 წუთიანი ინტერვალით დადის.
ხშირად ფუჭდება ხოლმე ერთი ავტობუსი და მერე სრული პიზდეცია.
ორი ცალიც რომ დაამატონ კარგი იქნებოდა,

Posted by: ფაშისტი 13 Nov 2017, 10:57
ფორუმელებო

ბელიაშვილზე 88 ნომერში მინდა მისვლა დღეს, ხოდა ტტც საიტზე ვნახე და უნდა გადავჯე 121 ნომერ ავტობუსზე, ჯერ 51 და მერე 121, და ეს 121 სად ვნახო ტრასაზე? ან მელიქიშვილიდან ან კოსტავადან ბელიაშვილის ბოლომდე არაფერი მიდის?

Posted by: aloha__ 13 Nov 2017, 11:05




მანები ყველა ხაზს დააკლდა უკვე,

30-მდე მანი უკვე სარემონტოა, მაგრამ არცერთის გაკეთება არ დაწყებულა ჯერ sad.gif

Posted by: geomilitary 13 Nov 2017, 22:08
85 ხაზზე მერსედესები აღარ მოძრაობენ ყველგან მარტო ბოგდანებია და ხომ არაფერი იცით?

Posted by: Oliver 13 Nov 2017, 22:58
geomilitary
QUOTE
მერსედესები აღარ მოძრაობენ

მერსედესის ავტობუსები? eek.gif

Posted by: ZEUS 13 Nov 2017, 23:26
QUOTE (aloha__ @ 13 Nov 2017, 11:05 )
მანები ყველა ხაზს დააკლდა უკვე,

30-მდე მანი უკვე სარემონტოა, მაგრამ არცერთის გაკეთება არ დაწყებულა ჯერ sad.gif

რაა ეტაკათ? მექანიკური დაზიანებაა (ავარია და ა.შ.), თუ ტექნიკური თემებია?

ხომ იძახდნენ რეზერვში დავტოვებთ რაღაც რაოდენობასო და ეგენოც გაფუჭებულია?

Posted by: Kublicha 14 Nov 2017, 00:13
geomilitary
QUOTE
85 ხაზზე მერსედესები აღარ მოძრაობენ ყველგან მარტო ბოგდანებია და ხომ არაფერი იცით?

დიდი ბოგდანები დანიშნეს?

Oliver
QUOTE
მერსედესის ავტობუსები

კი, ძველი მერსედესის ავტობუსები მოძრაობდა 85 ნომერზე.

Posted by: vatman 14 Nov 2017, 10:10
Kublicha
QUOTE
დიდი ბოგდანები დანიშნეს?

შაბათს პავლოვზე შევამჩნიე, დიდი ბოგდანი, კი გამიკვირდა საიდან, მარა ნომერს რო შევხედე 85 იყო. სხვათაშორის გაფუჭებული იდგა biggrin.gif biggrin.gif

ნუთუ მერსედესებმა ჩაილურის წყალი დალიეს....
ZEUS
QUOTE
რაა ეტაკათ? მექანიკური დაზიანებაა (ავარია და ა.შ.), თუ ტექნიკური თემებია?

ხომ იძახდნენ რეზერვში დავტოვებთ რაღაც რაოდენობასო და ეგენოც გაფუჭებულია?


ლამის მთელი რეზერვი თეგეტას ეზოში გდია. ერთი 10 ცალი იქნება.
ისე ბოლო დღეები შევამჩნიე მასიურად ფარის ნათურები აქვთ გადამწვარი. ერთი 4-5 მასეთი ავტობუსი შემხვდა

Posted by: geomilitary 14 Nov 2017, 10:33
Oliver
Kublicha
კვირას სპორტის სასახლესკენ უნდა მოვხვედრილიყავი და ვიფიქრე 85 გავყვები მეთქი, მაგრამ მერსების მაგვარად ბოგდანჩიკები მოძრაობდნენ და ძალიან გამიკვირდა !

Posted by: NVIDIA MAN 14 Nov 2017, 11:33
51 ნომერი ჩამოდგა ამ დღეებში გასმული ჰქონდა უკან მარჯვენა მხარეს, ჩვეულებრივად დადიოდა ხაზზე.

რა იყო ამის დედავატირე უკვე დაიკიდეს?

Posted by: ნიკა 15 Nov 2017, 00:07
რა მერსებზე საუბრობთ? რამე გამომრჩა? .

Posted by: forum-ge 15 Nov 2017, 00:23
NVIDIA MAN
QUOTE
51 ნომერი ჩამოდგა ამ დღეებში გასმული ჰქონდა უკან მარჯვენა მხარეს, ჩვეულებრივად დადიოდა ხაზზე.

რა იყო ამის დედავატირე უკვე დაიკიდეს?

როგორც ვიცი საკმაოდ დიდი რაოდენობაა დაზიანებული და სულ ყველა რომ თეგეტას ეზოში დაყარონ გასაკეთებლად (როდის გააკეთებენ ჩორტ ივო ზნაეტ), ხაზებზე რაღა გაუშვან?

Posted by: Oliver 15 Nov 2017, 00:49
Kublicha
geomilitary
არ ვიცი, მე არ მომხვედრია თვალში. გამიკვირდა

Posted by: Kublicha 15 Nov 2017, 01:01
Oliver
QUOTE
არ ვიცი, მე არ მომხვედრია თვალში. გამიკვირდა

სულ 5 ცალია. ამიტომ ძაან არ ხვდება თვალში

Posted by: geomilitary 15 Nov 2017, 13:28
ნიკა
აღარ ჩანან
Kublicha
5 კი იყო მარა სად წავიდა?
Oliver
user posted image

ფაფუ, აღარ ჩანან

Posted by: aloha__ 15 Nov 2017, 14:20
QUOTE (ZEUS @ 13 Nov 2017, 23:26 )
QUOTE (aloha__ @ 13 Nov 2017, 11:05 )
მანები ყველა ხაზს დააკლდა უკვე,

30-მდე მანი უკვე სარემონტოა, მაგრამ არცერთის გაკეთება არ დაწყებულა ჯერ sad.gif

რაა ეტაკათ? მექანიკური დაზიანებაა (ავარია და ა.შ.), თუ ტექნიკური თემებია?

ხომ იძახდნენ რეზერვში დავტოვებთ რაღაც რაოდენობასო და ეგენოც გაფუჭებულია?



აქ მიღებული დაზიანებებია, ზოგი უმნიშვნელოა, მაგრამ მაინც მოხსნილია ხაზებიდან.

აქამდე ვერ მოაბეს თავის შეკეთების დაწყებას. რეზერვზე არ ვიცი, ხაზებზე რომლებმაც იმუშავა, ისინია დაზიანებულები სხვადასხვა მიზეზით.

Posted by: temart 15 Nov 2017, 16:07
ცნობილი გახდა რომ 23 ნოემბერს შეთანხმდებიან საქართველოში ელექტრო ავტობუსების აწყობაზე.

რატომ ვიჩქარეთ და გაზის ავტობუსები რატომ შევიძინეთ?


დაგვეცადა 1-2 წელი და ელექტროავტობუსები შეგვეძინა.


Posted by: inteZ 15 Nov 2017, 17:10
ავტობუსებში wifi რატო არ დამონტაჟდა?
ჯერ კიდევ შარშან არ აპირებდნენ?

Posted by: SwaT-2011 15 Nov 2017, 17:43
temart
ჩემი კაი facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif

Posted by: da_to 15 Nov 2017, 17:43
WTF ?

ესენი ავტომატური არ არის ???

user posted image

Posted by: TramwayMan 15 Nov 2017, 20:25
da_to
არა, რა ავტომატური კაცო, ყველგან ხელით შლიან როცა საჭიროა.

Posted by: da_to 15 Nov 2017, 20:36
TramwayMan
QUOTE
არა, რა ავტომატური კაცო,


არადა მეგონა ავტომატური იქნებოდა ნახევარმილიონიან ავტობუსზე . . .

Posted by: TramwayMan 15 Nov 2017, 22:19
da_to
QUOTE
არადა მეგონა ავტომატური იქნებოდა ნახევარმილიონიან ავტობუსზე . . .

რატომ უნდა იყოს ავტომატური?

ეგ პანდუსები არის ხელის, ავტომატურს არ აყენებენ რადგან პანდუსი სხვადასხვა სივრცეზე სხვადასხვანაირად უნდა გადმოიდოს ხან ბორდიურზე ხან ძირს და ავტომატური ამას ვერ იზავს წამოსდებს ან ბორდიურს ან ჰაერში დარჩება და ა.შ

ასე რომ ნებისმიერ ადგილზე ჩამოსადებად შესაბამისად უნდა გააჩეროს მძღოლმა.

გარდა ამისა ევროპაში როგორც წესი ქალაქში ბაქნიან გაჩერებებზე ეგ არავის სჭირდება.


Posted by: Kublicha 15 Nov 2017, 22:56
QUOTE
ხან ბორდიურზე ხან ძირს და ავტომატური ამას ვერ იზავს წამოსდებს ან ბორდიურს ან ჰაერში დარჩება და ა.შ

ტექნიკურად არანაირი სირთულება არაა მაგის გაკეთება, ერთი უბრალო სენსორი უნდა მაგ პანდუსის ზედა ნაწილშიდ და ის გადაწყვეტს რა სიმაღლეზე უნდა გააჩეროს, უბრალოდ ეგ მომენტია რომ
QUOTE
როგორც წესი ქალაქში ბაქნიან გაჩერებებზე ეგ არავის სჭირდება.

ცივილიზებული ტექნიკა (ამ შემთხვევაში მანის ავტობუსი) ცივილიზებულ ხალხზეა გათვლილი, სადაც:
-ყველა გაჩერებაზე ტროტუარი ერთ სიმაღლეზეა ასფალტიდან
-ავტობუსის მძღოლებს შეუძლიათ ტროტუარამდე მიყვანა და წესიერად გაჩერება, და არა ისე, კიდევ ერთი ავტობუსი რომ ჩაეტევა გაჩერებაზე მდგომა ავტობუსს და გაჩერებას შორის.
-მგზავრები შუა გზაზე არ დგანან და ისე არ ელოდებიან ავტობუსს სოფლის ორღობესავით
-გაჩერებაზე დისტრიბუციის მანქანები არ დგას და ავტობუსის მძღოლს აქეთ არ უტეხავენ თავს

Posted by: jadgschloss 16 Nov 2017, 10:21
Intel
QUOTE
ავტობუსებში wifi რატო არ დამონტაჟდა?
ჯერ კიდევ შარშან არ აპირებდნენ?


რა ვაიფაი, ქათამივით ცალ ფეხზე დგას ხალხი lol.gif ვის რათ უნდა ვაიფაი

Posted by: rommel 16 Nov 2017, 11:54
მერიიდან ვინმე თუ იჭყიტება აქ ასწავლეთ რა მძღოლებს ახალი ავტობუსების ექსპლუატაციის წესები, კლიმატკონტროლის გამოყენება მაინც ასწავლეთ, დაგვტანჯეს sad.gif

Posted by: AUTOCRAT 16 Nov 2017, 12:13
TramwayMan
QUOTE
ეგ პანდუსები არის ხელის, ავტომატურს არ აყენებენ რადგან პანდუსი სხვადასხვა სივრცეზე სხვადასხვანაირად უნდა გადმოიდოს ხან ბორდიურზე ხან ძირს და ავტომატური ამას ვერ იზავს წამოსდებს ან ბორდიურს ან ჰაერში დარჩება და ა.შ



QUOTE
ავტობუსებში wifi რატო არ დამონტაჟდა?

ავტობუსში რათ მინდა მეტროს გვირაბში უნდა იყოს რამენაირ ინტერნეტზე წვდომა რათ მინდა ბაქანზე ინტერნეტი თუ ბაქანზე მაქსიმუმ 3 წუთი ვდგევარ და გვირაბში 15 წუთი ვიმყოფები? facepalm.gif

Posted by: jadgschloss 16 Nov 2017, 13:14
rommel
QUOTE
მერიიდან ვინმე თუ იჭყიტება აქ ასწავლეთ რა მძღოლებს ახალი ავტობუსების ექსპლუატაციის წესები, კლიმატკონტროლის გამოყენება მაინც ასწავლეთ, დაგვტანჯეს


+1

ისე ხალხისაც ვერ გამიგია, ფანჯრების გამოღება ყველას ეზარება. რამდენჯერაც არ უნდა ავიდე ყველა ერთმანეთს ელოდება. ოფლი ჩამოსდით ტიპებს, ფანჯარასთან დგანანა და არ აღებენ lol.gif

Posted by: rommel 16 Nov 2017, 14:47
jadgschloss
წესით საერთოდ არ უნდა დაგვჭირდეს ფანჯრების გამოღება, კლიმატკონტროლი რისთვის აქვს. თან ყველას არ აქვს გამოსაღები ფანჯარა. გუშინ ეგეთი ავტობუსიდან ხალხი დროზე ადრე ჩადიოდა, იყო ერთი ჩხუბი და დავიდარაბა, ხელით მოვსინჯე რასაც ქვია ცხელ ჰაერს უბერავდა. ჯერ ეჩხუბებოდნენ კონდიციონერი ჩართე გავიგუდეთო, მერე კაი ჯანდაბას გათბობა მაინც გათიშეო. მძღოლს სულ ეკიდა, ბურდღუნებდა თავისთვის რაღაცას smile.gif
61 ნომერი იყო, ილიას დიდი სურათით საქარე მინაზე.

Posted by: jadgschloss 16 Nov 2017, 15:15
rommel
QUOTE
წესით საერთოდ არ უნდა დაგვჭირდეს ფანჯრების გამოღება, კლიმატკონტროლი რისთვის აქვს


ფანჯარა უფრო უმჯობესია ზამთარში. კარგად უბერავს ნიავი.
აი, ფანჯარა თუ არ აქვს მაშინ კი ბატონო, გეთანხმები.

61 ზე არის რამდენიმე მძღოლი რომელიც საცემია, და ერთხელ თუ აუსრულებს ვინმე კარგი იქნება.
ბურდღუნებენ რაღაცებს. ხალხი რამეს რომ თხოვს კიდიათ.
მეც შევსწრებივარ სიტუაციას, გატენილ ავტობუსში გათბობა რომ ჰქონია ბოლომდე აწეული

Posted by: Marshmallo 16 Nov 2017, 18:36
AUTOCRAT მერე ეგ ავტობუსი რა ღირს და ჩვენი რა ღირს აბა wink.gif + სინგაპურს და საქართველოს ნუ შეადარებ lol

Posted by: rommel 16 Nov 2017, 20:41
jadgschloss
QUOTE
61 ზე არის რამდენიმე მძღოლი რომელიც საცემია, და ერთხელ თუ აუსრულებს ვინმე კარგი იქნება.
ბურდღუნებენ რაღაცებს. ხალხი რამეს რომ თხოვს კიდიათ.


მე ვისზეც ვლაპარაკობ იქნებოდა ასე 70 წელს მიტანებული. ძნელია სამსახურის დაკარგვა მითუმეტეს ამ ქვეყანაში, მაგრამ როდესაც იმდენად დაბერდი რომ +40 გრადუსზე დაბლა ძვლებში გაციებს უნდა ადგე და წახვიდე სამსახურიდან, თავად თუ არ წახვალ მერიამ უნდა გაგიშვას დამსახურებულ პენსიაში. მგზავრები ხომ არ გავუმართავთ ხელჩართულ ბრძოლას? გავიგუდეთ მეთქი ვუთხარი, მეტი რა მეთქვა გადათეთრებული ბაბუსთვის? ქალები საერთოდ ბოლო ხმაზე უკიოდნენ, მაგრამ იჯდა ოლიმპიური სიმშვიდით და ბურდღუნებდა(ალბათ გვაგინებდა smile.gif )

Posted by: wrangler7 24 Nov 2017, 16:32
37 ნომერი აეროპორტში რომელ საათამდე დადის?

გადახდა როგორ ხდება,ბარათი თუ არ გაქვს? რკინის ლარიანი უნდა მქონდეს თუ 50 თეთრიანი? )))

Posted by: Didgori_3 24 Nov 2017, 16:40
wrangler7
24 საათიანია მგონი და 50 თეთრიანი , ან 2 20 თეთრიანი და ერთი ათ თეთრიანი

Posted by: wrangler7 25 Nov 2017, 13:04
Didgori_3
მადლობა
მეტრომანითაც შეიძლება გადახდაო, ეგ კი მაქვს და მაშინ მაგით გადავიხდი

Posted by: Tocadero 25 Nov 2017, 14:08
ვაიფაი smile.gif

ვაიფაი არა მასაჟი არ გინდათ???

მოინდომეს ბელმონდო

რა ტრაფიკი უნდა ატაროს ავტობუსის როუტერმა ვინმე დაფიქრებულა???

თუ აითიში მარტო მე ვერკვევი????

Posted by: Kublicha 25 Nov 2017, 21:24
ვაიფაი არა კვატი.
სადაც უფასო ვაიფაი არის იქაც არ ვაკონექტებ, გადასარევად მუშაობს 3G. დაჟე LTE გათიშული მაქვს, ბატარეას მალე აჯენს, იმდენად დამაკმაყოფილებელია 3Gს სიჩქარე.

თუ ვინმე ლეპტოპით აპირებს ავტობუსში დაჯდომას?

Posted by: da_to 27 Nov 2017, 21:10
საქართველოში წარმოებული ელექტრო ავტობუსების ექსპორტი ევროკავშირში განხორციელდება

პატარაიას ცნობით, საწარმოში, სადაც 200-მდე ადამიანი დასაქმდება, თვეში 200-300 ავტობუსის წარმოება იქნება შესაძლებელი.

ერთი ადამიანი ერთ ავტობუსს ?

lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/465213-saqarthveloshi-tsarmoebuli-eleqtro-avtobusebis-eqsporti-evrokavshirshi-gankhorcieldeba.html

Posted by: Kublicha 27 Nov 2017, 22:57
QUOTE
სადაც 200-მდე ადამიანი დასაქმდება, თვეში 200-300

თან თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ 200დან 10 დირექტორი იქნება, ხოლო 50 მათი ნათესავი უფუნქციო შტატით, რჩება 140 ადამიანი biggrin.gif

Posted by: forum-ge 27 Nov 2017, 23:52
QUOTE
საქართველოში წარმოებული ელექტრო ავტობუსების ექსპორტი ევროკავშირში განხორციელდება

ზღაპარია smile.gif

Posted by: vatman 28 Nov 2017, 15:03
QUOTE
საქართველოში წარმოებული ელექტრო ავტობუსების ექსპორტი ევროკავშირში განხორციელდება

ნეტავ კიდევ ვინმეს სჯერა ამ ბოლის? biggrin.gif biggrin.gif

ერთადერთი ვარიანტი ჩინური ავტობუსის აწყობა მზა მასალებიდან ევროპული ბაზრისათვის, ისიც ჩინური მუშა ხელით.

Posted by: tornikejan 30 Nov 2017, 10:40
ხალხნო და ჯამაათნო

https://moovitapp.com/

ეს აპლიკაცია გამოიყენეთ ავტობუსების გრაფიკისთვის
ჩემი რჩევაა
დაჟე ვიჯეტიც აქვს უმარტივესი, რა ზომაშიც გინდათ ისეთში
პირდაპირ ტაბლოზეა მიბმული და არასოდეს არ არეულა

Posted by: da_to 30 Nov 2017, 11:54
მანის საქარე მინა 5000 ევრო ღირს ??? wow.gif

Posted by: vatman 30 Nov 2017, 14:09
da_to
დაახლოებით მასე იქნება რამ გაგაკვირა biggrin.gif biggrin.gif

2008 იან ვიტოზე ორიგინალი მინის საწმენდები 170 ლარი დამიფასეს შარშან ცენტრში და შენ მანის საქარე მინა გაკვირვებს.

სადმე არის ფასები?

Posted by: ქართლოსი 30 Nov 2017, 22:13
facepalm.gif როდისმე თუ მოშორდება ეს დიზელის აყროლებული ტრანსპორტი. facepalm.gif

ვინც შემოიყვანა რას ფიქრობდა ნეტა facepalm.gif

Posted by: Marshmallo 1 Dec 2017, 17:38
სადაა 37 08:15-დან 08:30-მდე?
მეორე დღეა აღარაა ;/ არმინდა ბოგდანი

Posted by: SwaT-2011 1 Dec 2017, 19:09
QUOTE
მანის საქარე მინა 5000 ევრო ღირს ??? 

უბრალო შუშა არ გეგონოს გათბობითაა smile.gif კარგად თუ დააკვირდები პატარა სპირალებს დაინახავ მასში, ამიტომ ღირს ეგრე ძვირი ...

Posted by: Ben_Joyce 9 Dec 2017, 23:29
QUOTE (iviko18 @ 17 Oct 2017, 19:14 )
#16 ავტობუსი, დიდუბე-სოფელ დიდგორი, დღეში მხოლოდ 1 რეისს ასრულებს? ups.gif

ნომერი 16 ავტობუსის განრიგი ასეთია:
08:00 - სოფელი დიდგორი
15:00-მ/ს "დიდუბე"
16:00 - სოფელი დიდგორი
16:45 - მ/ს "დიდუბე"
17:30 - სოფელი დიდგორი
18:30 - მ/ს "დიდუბე"
19:15 - სოფელი დიდგორი

ნამდვილად უაზრო დაგეგმვაა იმიტომ, რომ ფაქტობრივად 6 საათის განმავლობაში ავტოპარკში მიდის და შემდეგ უკან ბრუნდება ხაზზე. ამ დროს კი მოსახლეობა დადის ფეხით ან მეზობლების მანქანებით. აუცილებელია, რომ იაროს მთელი დღის განმავლობაში, მაგრამ რატომ არ უშვებენ აზრზე არა ვარ. მაგ ხაზის შემოკლებული ვერსიაა ნომერი 7 ავტობუსი, რომელიც მუდმივად გადავსებულია და ნამდვილად დაეხმარებოდა 7-ს.

Posted by: vatman 13 Dec 2017, 12:10
"გვინდა სრულად ჩავანაცვლოთ ყვითელი ავტობუსები, რისთვისაც დაგეგმილი გვაქვს ევროპული ტიპის, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსების შემოყვანა"

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მგზავრთა კომფორტული მომსახურების მიზნით, დედაქალაქს სამი სამარშრუტო ხაზი ემატება.
ამის შესახებ კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
"ჩვენ როდესაც წინასაარჩევნო კამპანია გვქონდა, ყველა რაიონში ვიმყოფებოდი და ერთი და იგივე პრობლემები გვხვდებოდა. ეს იყოს ის, რომ კონკრეტულ უბნებსა და რაიონებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი საერთოდ არ მოძრაობდა ან თუ მოძრაობდა, იქ მცხოვრებ ადამიანებს ძალიან დიდი ლოდინი უწევდათ. მე მესმის, რომ სერიოზული პრობლემაა ტრანსპორტის თვალსაზრისით - მხედველობაში მაქვს ყვითელი ავტობუსების არსებული ავტოპარკი, რომელიც კრიტიკას ვერ უძლებს და მძიმე მდგომარეობაშია. შესაბამისად,
ჩვენ დაგეგმილი გვაქვს ახალი, ევროპული ტიპის ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსების შემოყვანა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. გვინდა სრულად ჩავანაცვლოთ ყვითელი ავტობუსები. ერთი, რომ დისკომფორტს ქმნის მგზავრებისთვის და მეორე ჰაერის დაბინძურებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. სანამ ჩანაცვლება მოხდება, ვცდილობთ, რომ კონკრეტულ უბნებსა და რაიონებში მცხოვრებ ადამიანებს მაქსიმალურად კომფორტი შევუქმნათ იმ ტრანსპორტით, რომელიც დღეს გაგვაჩნია. ახალი მარშრუტი #54 დაემატება, რომელიც მგზავრებს დიდი დიღმის მე-4 მიკრორაიონიდან მაღლივი კორპუსის მიმართულებით, დავით აღმაშენებლის ხეივნის, მარშალ გელოვანის და ვაჟა-ფშაველას გამზირის გავლით მოემსახურება. აღნიშნული მარშრუტი დიდი დიღმის მოსახლეობას და მარშრუტის გზასავალზე მომლოდინე მგზავრებს საშუალებას მისცემს საბურთალო-ვაკის ტერიტორიის ნაწილსა და უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსს მოკლე დროში დაუკავშირდნენ. ასევე სოფელ ახალდაბის მოსახლეობის სატრანსპორტო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით მოხდება კიდევ ერთი დამატებითი ავტობუსის დამატება. ეს არის # 82. იქ მცხოვრებ ადამიანებს დაახლოებით ორი საათი უწევდათ ხოლმე ლიდინი, სანამ ავტობუსი გამოუვლიდათ. შესაბამისად, ეს შეუმსუბუქებს იქ მცხოვრებ ადამიანებს მგზავრობას. ასევე იხსნება ახალი მარშრუტი # 64, რომელიც სიმონ ჩიქოვანსა და ხილიანის დასახლებას და მის მიმდებარე ქუჩებზე მცხოვრებ მოქალაქეებს მოემსახურება რუსთაველის გამზირისა და თავისუფლების მოედნის გავლით, ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით,"- განაცხადა კალაძემ.

https://bpn.ge/index.php?option=com_content&view=article&id=40876:qgvinda-srulad-chavanacvloth-yvitheli-avtobusebi-risthvisac-dagegmili-gvaqvs-evropuli-tipis-ekologiurad-suftha-avtobusebis-shemoyvanaq&catid=163:finansebi&Itemid=68

Posted by: TramwayMan 13 Dec 2017, 17:40
თბილისის მერია საზოგადოებრივი ტრანსპორტის ორ ახალ მარშრუტს ხსნის. დედაქალაქის მთავრობამ მხარი დაუჭირა ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის მიერ წარდგენილ პროექტს, რომლის თანახმადაც, დიდი დიღმიდან უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსამდე N54 ავტობუსი, ხოლო ჩიქოვანის (ყოფ. ხილიანის) ქუჩიდან ორბელიანის მოედნამდე N64 მიკროავტობუსი იმოძრავებს.
N54 - ყოფილი N13 მარშრუტის ანალოგიურია, რომლის ამოქმედებაც დიდი დიღმის მოსახლეობის მრავალჯერადი თხოვნის საფუძველზე გადაწყდა. N54 ავტობუსი მოძრაობას დიდი დიღმის მე-4 მიკრორაიონიდან დაიწყებს (ახალი ავტობაზის ტერიტორია), გაივლის პეტრე იბერისა და იოანე პეტრიწის ქუჩებს და ფარნავაზ მეფის გამზირიდან დავით აღმაშენებლის ხეივანსა და მარშალ გელოვანის გამზირს დაუკავშირდება. შემდეგ, იგი ჟვანიას მოედანზე აუხვევს, გაივლის ვაჟა-ფშაველას გამზირსა და ზურაბ ანჯაფარიძის (ყოფ. სანდრო ეულის) ქუჩებს და მოძრაობას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან დაასრულებს.
ყოფილი ხილიანის ქუჩაზე დღემდე საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობდა. N64 მიკროავტობუსის მარშრუტი მგზავრებს ჩიქოვანისა და რამიშვილის ქუჩებიდან ჯერ კოსტავას ქუჩაზე ჩაიყვანს, შემდეგ ვარაზისხევიდან მელიქიშვილისა და რუსთაველის გამზირებს დაუკავშირდება, გაივლის პუშკინისა და ბარათაშვილის ქუჩებს და მოძრაობას ორბელიანის მოედანზე დაასრულებს.
ამავდროულად, დედაქალაქის მთავრობამ ავტობუსებისა და მიკროავტობუსების რამდენიმე მარშრუტის დაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო: N39 ავტობუსი ვარკეთილი 3-ის მე-4 მიკრორაიონის 407-ე კორპუსსა და „ჰოთელს&პრეფერენს ჰუალინგ თბილის“-თან არსებულ წრიულზე მობრუნდება, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გაჩერება მოეწყობა.
ასევე, შეიცვლება N41 ავტობუსის მარშრუტიც, რომელიც სოფელ წინუბანიდან მოძრაობას იალნოს ქუჩის მიმართულებით განაგრძობს.
თბილისის მთავრობამ დაამტკიცა N52, 59, 62, 63, 88, 107, 148 და N170 მიკროავტობუსების მარშრუტების გაგრძელებებიც:
N52 მოძრაობას წყალსადენის ქუჩაზე აღარ დაასრულებს და მგზავრებს მონასტრისა და ტაძრის ქუჩებამდე მიიყვანს.
N59 მეტრო „სარაჯიშვილიდან“ მოძრაობას მეტრო „ღრმაღელემდე“ განაგრძობს.
N62 ბოლო გაჩერება „ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი“-ს ნაცვლად, „თბილისის ზღვის პლაზა’-სთან იქნება.
N63 მშვიდობის ქუჩიდან „თბილისი მოლამდე“ იმოძრავებს.
N88-ის ბოლო გაჩერება ვაზისუბნის მესამე კვარტლის ნაცვლად, „თბილისის ზღვის პლაზა’-სთან დადგინდა.
N107 – ორხევიდან მეტროსადგურ „სამგორის“ მიმართულებით მოძრაობისას დამატებით „ისთ ფოინთის“ ტერიტორიაზეც გაივლის.
N148-ის მარშრუტი მეტრო „სარაჯიშვილიდან“ შუშისა და ჭედიას ქუჩების გავლით მეტრო „ახმეტელამდე“ გაგრძელდა.
N82 მარშრუტს, რომელიც სოფელი ახალდაბიდან წყნეთის, ბაგებისა და ვაკის გავლით ვაჟა-ფშაველამდე მოძრაობს, ერთი ავტობუსი დაემატება. შედეგად, ავტობუსებს შორის ინტერვალი 2 საათიდან 1 საათამდე შემცირდება.
თბილისის მთავრობა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სფეროში მიღებულ ცვლილებებს დასამტკიცებლად დედაქალაქის საკრებულოს წარუდგენს.

Posted by: PULSE 13 Dec 2017, 21:35
QUOTE
N54 ავტობუსი მოძრაობას დიდი დიღმის მე-4 მიკრორაიონიდან დაიწყებს (ახალი ავტობაზის ტერიტორია), გაივლის პეტრე იბერისა და იოანე პეტრიწის ქუჩებს

ანუ მესამე მიკროს არ გაივლის მირიან მეფით, პირდაპირ თავდადებულით ჩავა პეტრე იბერზე? თუ გამორჩათ უბრალოდ?

Posted by: TramwayMan 14 Dec 2017, 20:54
თბილისის მთავრობამ ავტობუსებისა და მიკროავტობუსების რამდენიმე მარშრუტის დაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო. საუბარია N39, 41, 52, 59, 62, 63, 88, 107, 148 და N170 მარშრუტებზე.
N39 ავტობუსი ვარკეთილი 3-ის მე-4 მიკრორაიონის 407-ე კორპუსსა და „ჰოთელს&პრეფერენს ჰუალინგ თბილის“-თან არსებულ წრიულზე მობრუნდება, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გაჩერება მოეწყობა.
შეიცვლება N41 ავტობუსის მარშრუტიც, რომელიც სოფელ წინუბნიდან მოძრაობას იალნოს ქუჩის მიმართულებით განაგრძობს.
N52 მარშრუტი წყალსადენის ქუჩაზე აღარ დაასრულებს და მგზავრებს მონასტრისა და ტაძრის ქუჩებამდე მიიყვანს.
N59 ავტობუსი მეტროსადგურ „სარაჯიშვილიდან“ მოძრაობას მეტროსადგურ „ღრმაღელემდე“ განაგრძობს. N62 ავტობუსის ბოლო გაჩერება კი „ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი“-ს ნაცვლად, „თბილისის ზღვის პლაზასთან” იქნება.
N63 ავტობუსი მშვიდობის ქუჩიდან „თბილისი მოლამდე“ იმოძრავებს;
N88-ის ბოლო გაჩერება ვაზისუბნის მესამე კვარტლის ნაცვლად, „თბილისის ზღვის პლაზასთან” დადგინდა. N107 – ორხევიდან მეტროსადგურ „სამგორის“ მიმართულებით მოძრაობისას დამატებით „ისთ ფოინთის“ ტერიტორიაზეც გაივლის.
N148 მარშრუტი მეტროსადგურ „სარაჯიშვილიდან“ შუშისა და ჭედიას ქუჩების გავლით მეტროსადგურ „ახმეტელამდე“ გაგრძელდა.
​​როგორც „სითი კვირას“ თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში განუცხადეს, N82 მარშრუტს, რომელიც სოფელი ახალდაბიდან წყნეთის, ბაგებისა და ვაკის გავლით ვაჟა-ფშაველამდე მოძრაობს, ერთი ავტობუსი დაემატება. შედეგად, ავტობუსებს შორის ინტერვალი 2 საათიდან 1 საათამდე შემცირდება.
თბილისის მთავრობა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სფეროში მიღებულ ცვლილებებს დასამტკიცებლად დედაქალაქის საკრებულოს წარუდგენს.
აღსანიშნავია, რომ თბილისის მერია საზოგადოებრივი ტრანსპორტის ორ ახალ მარშრუტს ხსნის. ამ საკითხზე დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ ისაუბრა. დედაქალაქის მთავრობამ მხარი დაუჭირა ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის მიერ წარდგენილ პროექტს, რომლის თანახმადაც, დიდი დიღმიდან უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსამდე N54 ავტობუსი, ხოლო ჩიქოვანის (ყოფ. ხილიანის) ქუჩიდან ორბელიანის მოედნამდე N64 მიკროავტობუსი იმოძრავებს.
N54 – ყოფილი N13 მარშრუტის ანალოგიურია, რომლის ამოქმედებაც დიდი დიღმის მოსახლეობის მრავალჯერადი თხოვნის საფუძველზე გადაწყდა. N54 ავტობუსი მოძრაობას დიდი დიღმის მე-4 მიკრორაიონიდან დაიწყებს (ახალი ავტობაზის ტერიტორია), გაივლის პეტრე იბერისა და იოანე პეტრიწის ქუჩებს და ფარნავაზ მეფის გამზირიდან დავით აღმაშენებლის ხეივანსა და მარშალ გელოვანის გამზირს დაუკავშირდება. შემდეგ, იგი ჟვანიას მოედანზე აუხვევს, გაივლის ვაჟა-ფშაველას გამზირსა და ზურაბ ანჯაფარიძის (ყოფ. სანდრო ეულის) ქუჩებს და მოძრაობას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან დაასრულებს.
ყოფილი ხილიანის ქუჩაზე დღემდე საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობდა.
N64 მიკროავტობუსის მარშრუტი მგზავრებს ჩიქოვანისა და რამიშვილის ქუჩებიდან ჯერ კოსტავას ქუჩაზე ჩაიყვანს, შემდეგ ვარაზისხევიდან მელიქიშვილისა და რუსთაველის გამზირებს დაუკავშირდება, გაივლის პუშკინისა და ბარათაშვილის ქუჩებს და მოძრაობას ორბელიანის მოედანზე დაასრულებს.
​როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ გუშინ, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, თბილისში არსებობს კონკრეტული უბნები, სადაც მოსახლეობას საზოგადოებრივი ტრანსპორტი საერთოდ არ ემსახურება, ან დიდი ხნის განმავლობაში უწევთ ლოდინი.
მუნიციპალური ავტოპარკის განახლებამდე და ახალი ავტობუსების შემოყვანამდე, დედაქალაქის კონკრეტულ უბნებში მცხოვრები მოსახლეობისთვის გადაადგილება მაქსიმალურად კომფორტული უნდა გახდეს.

Posted by: ფაშისტი 15 Dec 2017, 10:16
ისე , რუსთაველიდან რამე ავტობუსი დადიოდეს თბილისი მოლამდე რა კარგი იქნებოდა



Posted by: TramwayMan 16 Dec 2017, 05:17
სიახლეები ავტობუსების ქსელში.


N39 ავტობუსი ვარკეთილი 3-ის მე-4 მიკრორაიონის 407-ე კორპუსსა და „ჰოთელს&პრეფერენს ჰუალინგ თბილის“-თან არსებულ წრიულზე მობრუნდება, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გაჩერება მოეწყობა.
N41 ავტობუსის მარშრუტი, რომელიც სოფელ წინუბნიდან მოძრაობას იალნოს ქუჩის მიმართულებით განაგრძობს.
N82 მარშრუტს, რომელიც სოფელი ახალდაბიდან წყნეთის, ბაგებისა და ვაკის გავლით ვაჟა-ფშაველამდე მოძრაობს, ერთი ავტობუსი დაემატება. შედეგად, ავტობუსებს შორის ინტერვალი 2 საათიდან 1 საათამდე შემცირდება.
N54 ავტობუსი მოძრაობას დიდი დიღმის მე-4 მიკრორაიონიდან დაიწყებს (ახალი ავტობაზის ტერიტორია), გაივლის პეტრე იბერისა და იოანე პეტრიწის ქუჩებს და ფარნავაზ მეფის გამზირიდან დავით აღმაშენებლის ხეივანსა და მარშალ გელოვანის გამზირს დაუკავშირდება. შემდეგ, იგი ჟვანიას მოედანზე აუხვევს, გაივლის ვაჟა-ფშაველას გამზირსა და ზურაბ ანჯაფარიძის (ყოფ. სანდრო ეულის) ქუჩებს და მოძრაობას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან დაასრულებს.


Posted by: darlan 16 Dec 2017, 15:36
QUOTE
N82 მარშრუტს, რომელიც სოფელი ახალდაბიდან წყნეთის, ბაგებისა და ვაკის გავლით ვაჟა-ფშაველამდე მოძრაობს, ერთი ავტობუსი დაემატება. შედეგად, ავტობუსებს შორის ინტერვალი 2 საათიდან 1 საათამდე შემცირდება.


კარგი სიახლეა

Posted by: vatman 16 Dec 2017, 20:05
TramwayMan
ამდენჯერ რა დადე ერთი და იგივე biggrin.gif biggrin.gif

Posted by: forum-ge 16 Dec 2017, 20:16
QUOTE
ამდენჯერ რა დადე ერთი და იგივე

უხარია ეტყობა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Kublicha 16 Dec 2017, 22:45
QUOTE
N54 ავტობუსი მოძრაობას დიდი დიღმის მე-4 მიკრორაიონიდან დაიწყებს (ახალი ავტობაზის ტერიტორია), გაივლის პეტრე იბერისა და იოანე პეტრიწის ქუჩებს და ფარნავაზ მეფის გამზირიდან დავით აღმაშენებლის ხეივანსა და მარშალ გელოვანის გამზირს დაუკავშირდება. შემდეგ, იგი ჟვანიას მოედანზე აუხვევს, გაივლის ვაჟა-ფშაველას გამზირსა და ზურაბ ანჯაფარიძის (ყოფ. სანდრო ეულის) ქუჩებს და მოძრაობას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან დაასრულებს.

აქ რას უშვებენ, დიდ ბოგდგანს?

Posted by: vatman 31 Dec 2017, 00:23
Kublicha
QUOTE
აქ რას უშვებენ, დიდ ბოგდგანს?

გამოგიცვნია და ეგაა რა biggrin.gif
http://tbilisi.gov.ge/news/4555

N54 ავტობუსი მარშრუტზე პირველად 31 დეკემბერს გავა


ავტობუსის ახალ, N54 მარშრუტზე ავტობუსები პირველ რეისს 31 დეკემბრის დილიდან შეასრულებენ. N54 ყოფილი N13-ის მარშრუტს იმეორებს და მის დანიშვნას დიდი დიღმის მოსახლეობა თბილისის მერიისგან რამდენიმე წლის განმავლობაში ითხოვდა.
N13 მარშრუტი 2009 წელს გაუქმდა და მას შემდეგ დიდი დიღმიდან საბურთალოს გავლით, უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსამდე ავტობუსები აღარ მოძრაობდა.
დედაქალაქის მთავრობამ ავტობუსების ახალი - N54 მარშუტის დანიშვნის გადაწყვეტილება 13 დეკემბერს მიიღო. N54 ავტობუსი მოძრაობას დიდი დიღმის მე-4 მიკრორაიონიდან - ახალი ავტობაზის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყებს, პეტრე იბერისა და იოანე პეტრიწის ქუჩებს გაივლის და ფარნავაზ მეფის გამზირიდან დავით აღმაშენებლის ხეივანსა და მარშალ გელოვანის გამზირს დაუკავშირდება. გელოვანის გამზირიდან იგი ჟვანიას მოედანზე აუხვევს, გაივლის ვაჟა-ფშაველას გამზირსა და ზურაბ ანჯაფარიძის (ყოფ. სანდრო ეულის) ქუჩებს და მოძრაობას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან დაასრულებს.
აღსანიშნავია, რომ N54 მარშრუტი ვაშლიჯვრისა და სოფელი დიღმის მოსახლეობის ინტერესებსაც ითვალისწინებს, რადგან მარშალ გელოვანის გამზირზე მომლოდინე მგზავრებსაც მოემსახურება.
პირველ ეტაპზე, N54-ზე 78 მგზავრის ტევადობის ექვსი ერთეული დიდი ყვითელი „ბოგდანის“ მარკის ავტობუსი იმოძრავებს, რომელთა რიცხვიც იანვრის მეორე ნახევრიდან შვიდამდე გაიზრდება.
31 დეკემბრის დილიდან დედაქალაქის მუნიციპალური ტრანსპორტით უზრუნველყოფის სფეროში შეტანილი კიდევ ორი ცვლილება ამოქმედდება. კერძოდ, N39 ავტობუსის მარშრუტი დაგრძელდა და იგი ამიერიდან ვარკეთილი 3-ის მე-4 მიკრორაიონის 407-ე კორპუსსა და „ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისთან“ არსებულ წრიულზე მობრუნდება, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გაჩერება დაწესდება. შემდგომ ეტაპზე, გაჩერებაზე გათვალისწინებულია მოსაცდელის მონტაჟი.
ცვლილება შეეხება N41 ავტობუსის მარშრუტსაც, რომელიც მეტროსადგურ „ისნიდან“ სოფელ წინუბნამდე მოძრაობდა. იგი 31 იანვრიდან იალნოს ქუჩასაც მოემსახურება.
დედაქალაქის მთავრობა შიდა რეზერვების მოსაძიებლად მუშაობს, რათა მუნიციპალური ტრანსპორტით უზრუნველყოფის კუთხით ყველაზე რთულ მარშრუტებზე ავტობუსების დამატებები კვლავ გაგრძელდეს.
ამავდროულად, თბილისის მერია უახლოესი სამი-ოთხი წლის განმავლობაში ავტობუსების პარკის სრულ განახლებასა და გაზრდას გეგმავს.

P.S. ბოლო ფაილის მიხედვით ზოგ ხაზზე, სადაც პატარა ბოგდანები დადიან ავტობუსების რაოდენობები გაზარდეს.
N32-ზე კი საშუალოსთან ერთად დიდი ტევადობაც ჩააკვეხეს ( აი მანდ სტამბულის მერსედესების ნახვა კი გამიხარდებოდა). დილის და საღამოს საათებში ჭეჭყვა არის მანდ

Posted by: alexx 31 Dec 2017, 00:34
vatman
QUOTE
P.S. ბოლო ფაილის მიხედვით ზოგ ხაზზე, სადაც პატარა ბოგდანები დადიან ავტობუსების რაოდენობები გაზარდეს.

აბა ფაილი?

Posted by: vatman 31 Dec 2017, 00:45
alexx
https://matsne.gov.ge/ka/document/view/3946633

დააკლიკე დანართს და ჩამოიტვირთება

Posted by: alea iacta est 31 Dec 2017, 16:14
QUOTE
დიდი დიღმის მე-4 მიკრორაიონიდან - ახალი ავტობაზის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყებს, პეტრე იბერისა და იოანე პეტრიწის ქუჩებს გაივლის


რატო აი რატო ამის დედა ვატირე, მარტო პეტრიწის ქუჩაა ამ დედაარღნიან დიდ დიღომში? გაუშვით ერთი ორი მარშრუტი თავდადებულზე და მირიან მეფეზე, ასე რთულია ტვინით დაიგეგმოს მარშრუტები და არა უაკანალით?

დედა აღარ ჰყავს ამ პეტრიწის ქუჩას, ყველაფერი მანდაა გაკვეხებული და ესენიც ტენიან და ტენიან, ინდოეთში მგონია თავი.

Posted by: GreenWestHam 31 Dec 2017, 18:22
1 ლურჯი მანი დაგვემატა კიდევ

თბილისმა საჩუქრად MAN-ის ახალი ავტობუსი მიიღო
18:13, 31 დეკემბერი 2017
https://1tv.ge/news/tbiliss-sachuqrad-man-akhali-avtobusi-gadaeca/

Posted by: alexx 31 Dec 2017, 18:49
alea iacta est
QUOTE
რატო აი რატო ამის დედა ვატირე, მარტო პეტრიწის ქუჩაა ამ დედაარღნიან დიდ დიღომში? გაუშვით ერთი ორი მარშრუტი თავდადებულზე და მირიან მეფეზე, ასე რთულია ტვინით დაიგეგმოს მარშრუტები და არა უაკანალით?

ადამიანი დიდი დიღმიდან გაგარინის მოედნისკენ თუ მიდის, აწყობს #14 - იც და #54 - იც. შესაბამისად ურჩევნია რომ ერთი და იგივე ქუჩით მოძრაობდეს ორივე, და რომელიც პირველი მოვა, იმას გაყვეს.

რომც გაეშვათ #54 თავდადებულის ქუჩით, ადამიანი მაინც პეტრიწზე გასვლას ამჯობინებდა, რადგან ყველა ავტობუსი და მარშუტკა მანდ მოძრაობს.

Posted by: da_to 31 Dec 2017, 20:11
user posted image
გაირკვა 144-ეს ამბავი

Posted by: petriashvilis22 1 Jan 2018, 01:14
ხვალ ხო მუშაობს ავტობუსები ემანდ არ დავიღუპო, 50 კაპეიკის მეტი არ დამრჩა ამ ახალი წლის ხორაგის ყიდვის მერე

Posted by: alea iacta est 1 Jan 2018, 12:44
QUOTE (alexx @ 31 Dec 2017, 18:49 )
alea iacta est
QUOTE
რატო აი რატო ამის დედა ვატირე, მარტო პეტრიწის ქუჩაა ამ დედაარღნიან დიდ დიღომში? გაუშვით ერთი ორი მარშრუტი თავდადებულზე და მირიან მეფეზე, ასე რთულია ტვინით დაიგეგმოს მარშრუტები და არა უაკანალით?

ადამიანი დიდი დიღმიდან გაგარინის მოედნისკენ თუ მიდის, აწყობს #14 - იც და #54 - იც. შესაბამისად ურჩევნია რომ ერთი და იგივე ქუჩით მოძრაობდეს ორივე, და რომელიც პირველი მოვა, იმას გაყვეს.

რომც გაეშვათ #54 თავდადებულის ქუჩით, ადამიანი მაინც პეტრიწზე გასვლას ამჯობინებდა, რადგან ყველა ავტობუსი და მარშუტკა მანდ მოძრაობს.

გაგარინზე მიდის 73, 193, 109 ნომერი მარშუტკები და პლუს 14 ნომერი ავტობუსი არაა საკმარისი?

წარმოიდგინეთ აქედან 193 მირიან მეფით რომ ჩავიდეს და დავუშვათ 54 ნომერი ავტობუსი თავდადებულით, როგორ განტვირთავს პეტრიწის ქუჩას, თავდადებულზე კიდევ შეიძლება დამატებით ერთი მარშრუტის გადატანა.

Posted by: vatman 1 Jan 2018, 21:01
da_to
QUOTE
გაირკვა 144-ეს ამბავი

საინტერესოა რა დამსახურებისათვის smile.gif
alexx
QUOTE
ადამიანი დიდი დიღმიდან გაგარინის მოედნისკენ თუ მიდის, აწყობს #14 - იც და #54 - იც. შესაბამისად ურჩევნია რომ ერთი და იგივე ქუჩით მოძრაობდეს ორივე, და რომელიც პირველი მოვა, იმას გაყვეს.

რომც გაეშვათ #54 თავდადებულის ქუჩით, ადამიანი მაინც პეტრიწზე გასვლას ამჯობინებდა, რადგან ყველა ავტობუსი და მარშუტკა მანდ მოძრაობს.

თავდადებული საერთოდ მკვდარი ქუჩაა, მართლა გაეშვათ მანდ რა. დადის ერთი უბედური 84, როდესაც ქალაქისკენ მიდის. და მე-4 ჩამოსვლა, გინდ მაშრუტკით გინდ ავტობუსით ტანჯვაა, სანამ ყველა მიკროს არ გაივლის

Posted by: თალიბანი 1 Jan 2018, 21:06
მესამეს ბოლოში უნდა გაეჩერებინათ ეგ 54 ნომერი
მეოთხეს გავლით> ტავდადებულის ქუჩას გაივლიდა და ქალაქში წავიდოდა

ან ადრე როგორც 114 დადიოდა ისე გაევლო დიდი დიღომი

Posted by: ფაშისტი 1 Jan 2018, 22:59
დღეს მგზავრობა უფასო იყო ხომ? ხვალიდან ვიხდით ?

Posted by: Rin 4 Jan 2018, 16:26
24 ნომერი ლუბლიანაზე აღარ გადის თუ რა ხდება ><

Posted by: TramwayMan 8 Jan 2018, 14:22
დიდი ბოგდანები ამდენ მარშრუტზე დადის? 178 ერთეული გამოდის არადა 148 გვყავს გამოდის რომ რამოდენიმე მარშრუტზე შერეულად მოძრაობენ პატარა ბოგდანებთან ერთად.


MAN A21 Lion's City NL313 CNG (12 მ)

9, 14, 21, 24, 37, 39, 51, 61, 87, 88, 140, 150



ბოგდანი A144 (9.88 მ)

2, 11, 15, 23, 25, 33, 54, 55, 85, 86, 95,

სამომავლოდ ივლიან?

1, 27, 32, 38, 44, 46, 56, 71, 92, 94


ბოგდან A092 (7.43 მ)

3, 4, 5, 6, 7, 8, 10, 12, 13, 16, 17, 18, 19, 20, 22, 26, 28, 29, 30, 31, 34, 35, 36, 40, 41, 42, 43, 45, 47, 48, 49, 50, 52, 53, 59, 60, 62, 65, 66, 68, 69, 70, 72, 73, 75, 77, 78, 79, 80, 82, 84, 90, 91, 99, 103, 104, 106, 108, 109, 110, 111, 112, 121, 122, 124

Posted by: vatman 8 Jan 2018, 15:07
TramwayMan
QUOTE
დიდი ბოგდანები ამდენ მარშრუტზე დადის? 178 ერთეული გამოდის არადა 148 გვყავს გამოდის რომ რამოდენიმე მარშრუტზე შერეულად მოძრაობენ პატარა ბოგდანებთან ერთად.

ამჟამად მოძრაობენ:
2, 11, 15, 23, 25, 33, 54, 55, 85, 95,

მერსედესები ეხლა საერთოდ არ დადის, ალბათ სადღაც 1 თვე. 87-ზე მანებია.

შენსგან გამკვირვებია რა biggrin.gif biggrin.gif

Posted by: TramwayMan 8 Jan 2018, 15:42
vatman
QUOTE
მერსედესები ეხლა საერთოდ არ დადის, ალბათ სადღაც 1 თვე.

აბა ნათესავი დაჰყვება ხოლმე და დადიანო.

იმ დანარჩენზე ესეიგი აპირებენ ეტაპობრივად დიდი ბოგდანების გაშვებას როგორც მივხვდი. რემონტს ხომ გადიან ავჭალაში?

Posted by: vatman 8 Jan 2018, 15:47
TramwayMan
QUOTE
აბა ნათესავი დაჰყვება ხოლმე და დადიანო.

დიდი ბოგდანებია მანდ, ასე ერთი თვე.

QUOTE
იმ დანარჩენზე ესეიგი აპირებენ ეტაპობრივად დიდი ბოგდანების გაშვებას როგორც მივხვდი. რემონტს ხომ გადიან ავჭალაში?

ჩემი აზრით დოკუმენტში იმიტომ ჩაწერეს ამდენი ხაზი, რო თუ გადაწყვეტენ დიდი ავტობუსებით ჩანაცვლებას, ყოველ ჯერზე საკრებულოს რო არ ამტკიცებინონ. ეხლა მაგ დანართის მიხედვით შეუძლიათ ხვალვე აიღონ და 32-ზე ან 44-ზე დიდი ავტობუსებით ჩაანაცვლონ, ხოლო მაგალითად 11-ზე ისევ პატარები დააბრუნონ

Posted by: SwaT-2011 8 Jan 2018, 15:50
TramwayMan
აღარ დადიან მერსედესები, 144-ე ბოგდანი დადის მაგ მარშრუტზე უყვე 2 თვეა

Posted by: Ben_Joyce 9 Jan 2018, 10:09
QUOTE (TramwayMan @ 8 Jan 2018, 14:22 )
დიდი ბოგდანები ამდენ მარშრუტზე დადის? 178 ერთეული გამოდის არადა 148 გვყავს გამოდის რომ რამოდენიმე მარშრუტზე შერეულად მოძრაობენ პატარა ბოგდანებთან ერთად.


MAN A21 Lion's City NL313 CNG (12 მ)

9, 14, 21, 24, 37, 39, 51, 61, 87, 88, 140, 150



ბოგდანი A144 (9.88 მ)

2, 11, 15, 23, 25, 33, 54, 55, 85, 86, 95,

სამომავლოდ ივლიან?

1, 27, 32, 38, 44, 46, 56, 71, 92, 94


ბოგდან A092 (7.43 მ)

3, 4, 5, 6, 7, 8, 10, 12, 13, 16, 17, 18, 19, 20, 22, 26, 28, 29, 30, 31, 34, 35, 36, 40, 41, 42, 43, 45, 47, 48, 49, 50, 52, 53, 59, 60, 62, 65, 66, 68, 69, 70, 72, 73, 75, 77, 78, 79, 80, 82, 84, 90, 91, 99, 103, 104, 106, 108, 109, 110, 111, 112, 121, 122, 124

არ მგონია, რომ ნომერ 27-ზე შესაძლებელი იყოს დიდი ბოგდანის გაშვება.

Posted by: rachveli1 16 Jan 2018, 18:05
TramwayMan
QUOTE
ბოგდანი A144 (9.88 მ)

2, 11, 15, 23, 25, 33, 54, 55, 85, 86, 95,

სამომავლოდ ივლიან?

1, 27, 32, 38, 44, 46, 56, 71, 92, 94


ბოგდან A092 (7.43 მ)

3, 4, 5, 6, 7, 8, 10, 12, 13, 16, 17, 18, 19, 20, 22, 26, 28, 29, 30, 31, 34, 35, 36, 40, 41, 42, 43, 45, 47, 48, 49, 50, 52, 53, 59, 60, 62, 65, 66, 68, 69, 70, 72, 73, 75, 77, 78, 79, 80, 82, 84, 90, 91, 99, 103, 104, 106, 108, 109, 110, 111, 112, 121, 122, 124


86 ნომერზე პატარა ბოგდანები დადიან

Posted by: gig@@@ 25 Jan 2018, 01:02
მანის ავტობუსებში ხურდის ჩასაყრელი სალარო აპარატები რატომ გააქრეს ქაღალდს რომ ბეჭდავდა ?

იქნებ არ მაქვს ბარათი ან დამრჩა სახლში და ჯიბეში მიდევს ხურდები ვერ უნდა გადავიხადო მგზავრობის საფასური ? ეგეთი 1 აპარატი მაინც დაეტოვათ ახალ ავტობუსებში.

Posted by: TramwayMan 25 Jan 2018, 03:10
gig@@@
QUOTE
მანის ავტობუსებში ხურდის ჩასაყრელი სალარო აპარატები რატომ გააქრეს ქაღალდს რომ ბეჭდავდა ?

იქნებ არ მაქვს ბარათი ან დამრჩა სახლში და ჯიბეში მიდევს ხურდები ვერ უნდა გადავიხადო მგზავრობის საფასური ? ეგეთი 1 აპარატი მაინც დაეტოვათ ახალ ავტობუსებში.

როდის გააქრეს? გუშინ ვიმგზავრე და ჩვეულებრივ იყო აპარატი რამდენშიც ავედი.

Posted by: პაწა 25 Jan 2018, 04:03
QUOTE (gig@@@ @ 25 Jan 2018, 01:02 )
მანის ავტობუსებში ხურდის ჩასაყრელი სალარო აპარატები რატომ გააქრეს ქაღალდს რომ ბეჭდავდა ?

იქნებ არ მაქვს ბარათი ან დამრჩა სახლში და ჯიბეში მიდევს ხურდები ვერ უნდა გადავიხადო მგზავრობის საფასური ? ეგეთი 1 აპარატი მაინც დაეტოვათ ახალ ავტობუსებში.

სად გააქრეს? ისე კი ნეტა გააქრონ - ერთადერტი დეტალია რაც მგზავრობისას ხმას გამოსცემს

Posted by: giomelqa12 26 Jan 2018, 01:43
ადრე სტატია წავიკითხე ღამის ავტობუსების დანიშვნის შესახებ, ვინმემ ხომ არ იცის რა ხდებს მაგ საკითხზე, იქნება 12მ-დე სახლში დაბრუნება აღარ მომიწიოს როცა ტაქსის ფული არ მაქვს :დ

Posted by: wrangler7 26 Jan 2018, 04:08
giomelqa12
დიდი ხანი დააგვიანდება მაგას, ვაფშე ბოლი მგონია მე პირადად :დ
24 საათი მარტო 37 ნომერი დადის

Posted by: gig@@@ 26 Jan 2018, 07:51
QUOTE (TramwayMan @ 25 Jan 2018, 03:10 )
gig@@@
QUOTE
მანის ავტობუსებში ხურდის ჩასაყრელი სალარო აპარატები რატომ გააქრეს ქაღალდს რომ ბეჭდავდა ?

იქნებ არ მაქვს ბარათი ან დამრჩა სახლში და ჯიბეში მიდევს ხურდები ვერ უნდა გადავიხადო მგზავრობის საფასური ? ეგეთი 1 აპარატი მაინც დაეტოვათ ახალ ავტობუსებში.

როდის გააქრეს? გუშინ ვიმგზავრე და ჩვეულებრივ იყო აპარატი რამდენშიც ავედი.

რავი 3 დღის წინ მე რომ ავედი მანის ერთერთ ავტობუსში 2 ციფრული იყო ქაღალდის არსად იყო.

დღეს სხვა მანში ავედი და იქ დამხვდა ქაღალდის და წინა დღეს მეგონა გააუქმეს ახლებში ძველი აპარატები.

Posted by: Werner Voss 26 Jan 2018, 16:21
ორჯერ ვიმგზავრე ახალი ავტობუსებით და ძალიან არაკომფორტულია სკამები, ხის მორზე ზიხარ გგონია, დანარჩენი ვერ დაუწუნებ ვერაფერს.

Posted by: AUTOCRAT 26 Jan 2018, 17:32
QUOTE
ორჯერ ვიმგზავრე ახალი ავტობუსებით და ძალიან არაკომფორტულია სკამები, ხის მორზე ზიხარ გგონია

სხვა ტიპის სკამი ჩვენს მაღალკულტურულ საზოგადოებას ვერ უძლებს

Posted by: darlan 26 Jan 2018, 22:22
QUOTE
ორჯერ ვიმგზავრე ახალი ავტობუსებით და ძალიან არაკომფორტულია სკამები


რაც ყვითელ ავტობუსებში იყო, იმას ნამდვილად სჯობს

Posted by: giomelqa12 27 Jan 2018, 22:13
wrangler7

არადა უმარტივესი თემაა

Posted by: რობი 30 Jan 2018, 21:14
QUOTE (gig@@@ @ 25 Jan 2018, 01:02 )
მანის ავტობუსებში ხურდის ჩასაყრელი სალარო აპარატები რატომ გააქრეს ქაღალდს რომ ბეჭდავდა ?

იქნებ არ მაქვს ბარათი ან დამრჩა სახლში და ჯიბეში მიდევს ხურდები ვერ უნდა გადავიხადო მგზავრობის საფასური ? ეგეთი 1 აპარატი მაინც დაეტოვათ ახალ ავტობუსებში.

ყველა ავტობუსშია
შუაში ოღონდ yes.gif

Posted by: illmatic 31 Jan 2018, 09:47
13 ნომერზე მდედრობითი სქესის წარმომადგენელი გვყავს მძღოლად? თავიდან სტუდენტი მეგონა

Posted by: vatman 31 Jan 2018, 10:15
illmatic
QUOTE
13 ნომერზე მდედრობითი სქესის წარმომადგენელი გვყავს მძღოლად? თავიდან სტუდენტი მეგონა

აქამდე ერთი იყო, და ისიც არანირად სტუდენტს არ ჰგავდა biggrin.gif
თუ კიდევ ერთი მანდილოსანი მძღოლი დაამატეს up.gif



თუ მოხვდებით N51 ნომერით TT015CB ავტობუსზე, ტახომეტრს დახედეთ, წესით მაგას უნდა ჰქონდეს ყველაზე დიდი გარბენი მანებს შორის

Posted by: wrangler7 31 Jan 2018, 13:14
როგორ უნდა გაიჩითო აქ მძღოლად? biggrin.gif
არ შემხვედრია სადმე ვაკანსია
ხელფასი რამდენი აქვთ თუა ცნობილი

Posted by: ნიკა 31 Jan 2018, 14:45
vatman
QUOTE
ტახომეტრს დახედეთ

ალბათ ოდომეტრი გინდოდა დაგეწერა wink.gif

Posted by: vatman 31 Jan 2018, 14:48
ნიკა
QUOTE
ალბათ ოდომეტრი გინდოდა დაგეწერა

დიახ, დიახ biggrin.gif
არ მეპატიება, მითუმეტს მძღოლს gigi.gif

Posted by: vatman 8 Feb 2018, 11:41
ვიცე-მერი - 100 ახალი, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსის შესაძენად ბიუჯეტიდან 50 მილიონი ლარი დაიხარჯება

ვიცე-მერი - 100 ახალი, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსის შესაძენად ბიუჯეტიდან 50 მილიონი ლარი დაიხარჯება 100 ახალი, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსის შესაძენად ბიუჯეტიდან 50 მილიონი ლარი დაიხარჯება, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. მისივე თქმით, აღნიშნულის გამო, ბიუჯეტის ცვლილების პროექტი უკვე მომზადებულია.

"მოსახლეობას დავპირდით წინასაარჩევნოდ, რომ მოხდებოდა ავტობუსების ჩანაცვლება. 700 ახალი ავტობუსის შემოყვანა იგეგმება მომდევნო 4 წლის განმავლობაში, თუმცა, როგორც იცით, მერიის დამტკიცებულ ბიუჯეტში, არ იყო ავტობუსებისთვის თანხა გათვალისწინებული. ვაწარმოეთ სამუშაოები და შევძელით ბიუჯეტის კორექტირება. მომზადებული გვაქვს პროექტის სახით, სადაც დაახლოებით 50 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი ავტობუსების შესაძენად. ეს იქნება 100 ახალი ავტობუსი, ეკოლოგიურად სუფთა, ევროპული სტანდარტის შესაბამისი, რომელიც ჩაანაცვლებს ყველაზე კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ ავტობუსებს, როლითაც მოსახლეობას საშუალებას მივცემთ კომფორტულად გადაადგილდნენ და ასევე მოხდეს გარემოს ნაკლები დაბინძურება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები მწარმოებლებთან, რომ დადგინდეს რა ტიპის, ზომის და რა ფასიანი ავტობუსების შესყიდვა უნდა მოხდეს იმ სტანდარტებში, რომელიც გვჭირდება და დავპირდით მოსახლეობას. როგორც კი დასრულდება ეს პროცესი, დავიწყებთ სატენდერო პროცედურებს. ვფიქრობთ, რომ წლის ბოლომდე თბილისში იქნება 100 ახალი ავტობუსი", - განაცხადა ხმალაძემ.

ცნობისთვის, დღევანდელ მთავრობის სხდომაზე ევროპული სტანდარტის შესაბამისი 100 ახალი ავტობუსის წელს შემოყვანა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დააანონსა.

http://www.interpressnews.ge/ge/politika/477172-vice-meri-100-akhali-ekologiurad-suftha-avtobusis-shesadzenad-biujetidan-50-milioni-lari-daikharjeba.html

P.S. ვფიქრობ რო ეს პატარა ავტობუსები იქნება, ნუ ამ ეტაპზე ისინი სასტიკ მდგომარეობაში არიან

Posted by: alea iacta est 8 Feb 2018, 12:06
QUOTE
ცნობისთვის, დღევანდელ მთავრობის სხდომაზე ევროპული სტანდარტის შესაბამისი 100 ახალი ავტობუსის წელს შემოყვანა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დააანონსა.

იმედია ისევ იგივე მანებს შემოიყვანენ და გააჯაფსანდალებას არ მიჰყოფენ ხელს.

Posted by: Soft_Eject 8 Feb 2018, 20:57
ისე მომენტ
კარგია 100 ახალი ავტობუსი
კარგია 100 ახალი ბუნებრირ/თხეად გაზზე მომუშავე ავტობუსი...

მაგრამ სადაც 1 მილიონამდე მანქანაა 100 ახალმე ავტობსუმა რა ეკოლოგია უნდა შეცვლონ ამიხდენით ვინმემ ?

ისევ დაბოლება...

შეზღუდეთ მანქანები, საატობრივი პარკინგი, ცენტრში ფასიანი შესვლა ბლიად, ბავშვები არ გყავთ, ჰაერით არ სუნთქავთ ?
ბატონო კახა...

Posted by: vatman 9 Feb 2018, 10:02
alea iacta est
QUOTE
იმედია ისევ იგივე მანებს შემოიყვანენ და გააჯაფსანდალებას არ მიჰყოფენ ხელს.

ამჯერად აშკარად პატარა ბოგდანებს შეცვლიან და აშკარად დიდი ავტობუსები არამგონია რო იყოს.
ეხლა პირველ რიგში პატარა ავტობუსებია შესაცვლელი

Soft_Eject
QUOTE
შეზღუდეთ მანქანები, საატობრივი პარკინგი, ცენტრში ფასიანი შესვლა ბლიად, ბავშვები არ გყავთ, ჰაერით არ სუნთქავთ ?

და სანამ მანქანას შეზღუდავ, ხო უნდა გადაადგილების ალტერნატიული საშუალება შემოგთავაზონ?

Posted by: da_to 9 Feb 2018, 21:51
vatman
QUOTE
ამჯერად აშკარად პატარა ბოგდანებს შეცვლიან და აშკარად დიდი ავტობუსები არამგონია რო იყოს.
ეხლა პირველ რიგში პატარა ავტობუსებია შესაცვლელი


რა ვარიანტებია ევროპული პატარები ? სადღაც 160 000 ევრო გამოდის ერთეულის ფასი

მაგრამ ეხლა ეგ ტენდერია თუ მერიამ ჩაატრა, შემოძონძდებიან ჩინშები და დაიწყება მერე ...

Posted by: vatman 9 Feb 2018, 23:13
da_to
QUOTE
სადღაც 160 000 ევრო გამოდის ერთეულის ფასი

ისე ჩემი აზრით, მაგ ფასად რამე ნორმალური ევროპული 8 მეტრიანი უნდა მოვიდეს მაგ ფასად.

QUOTE
მაგრამ ეხლა ეგ ტენდერია თუ მერიამ ჩაატრა, შემოძონძდებიან ჩინშები და დაიწყება მერე ...

ისე არ გამოვიდეს, როგორც 4 წლის წინანდელ ტენდერზე.
იმედია მკაცრ და დეტალურ მოთხოვნებს გაწერენ ტენდერებში

P.S. რამდენიმე დღის წინ მანის ავტობუსში მშვენივრად უკრავდა მუსიკა biggrin.gif biggrin.gif ...

Posted by: da_to 9 Feb 2018, 23:24
vatman
QUOTE
ნორმალური ევროპული 8 მეტრიანი უნდა მოვიდეს მაგ ფასად


უცებ სოლარისი მახსენდება, მეტი ვინ აწარმოებს ეგეთ პატარებს ....


იმედია ბოგდანი ვერ მიიღებს მონაწილეობას.



Posted by: vatman 9 Feb 2018, 23:54
da_to
QUOTE
უცებ სოლარისი მახსენდება, მეტი ვინ აწარმოებს ეგეთ პატარებს ....

მანი,
თვითონ თუ არა, შესაბამისი შასი აქვს, და მგონი ესპანეთში თუ პორტუგალიაში არის მწარმოებელი. მერიიდან მანდ შარშან თუ შარშანწინ იყვნენ

ეხლა მანდ მაზ-საც აქვს, თურქებსაც აქვთ რაღაცეები, უკრაინულ ბოგდანს და ატამანს (ბოგდანის ყოფილი ქარხანა), რუსებსაც აქვთ პაზიკის შთამომავლები (გაზ გრუპი). ჩინელებს არც ვახსენებ...

Posted by: da_to 10 Feb 2018, 00:02
vatman
QUOTE
მგონი ესპანეთში თუ პორტუგალიაში არის მწარმოებელი


აა, ეგ სხვა ამბავია... ოფიციალურ რეინჯში არ აქვს პატარა მოდელები ...

ხო მაზი ვნახე მეც (მერსედესის ძრავი ქონია ), ატამანი რაღაა ბოგდანი დაიშალა ? აქ რომ დადიოდა 6 ნომერეზე რა ერქვა მაგ ავტობუსებს თურქულებს ? biggrin.gif

Posted by: vatman 10 Feb 2018, 00:33
da_to
QUOTE
ოფიციალურ რეინჯში არ აქვს პატარა მოდელები ...

შასი აქვს,
აგერ ვიპოვე მწარმოებელი:
http://caetanobus.pt/en/buses/lions-city-midi/

QUOTE
ატამანი რაღაა ბოგდანი დაიშალა ?

რაღაც მაგ პონტში.
ჩერკასკში ქარხანა რაც ჰქონდათ , მანდ გააგრძელეს წარმოება ატამანის სახელით, მგონი ისევ ისუზუს შასიზე. და თვითონ ბოგდანი გადავიდა მგონი რაღაც ინდურ თუ ჩინურ შასიზე.
ახალი ატამანი არის ეს:
user posted image

Posted by: ნიკა 10 Feb 2018, 09:58
ატამანი მაგარი სახელია biggrin.gif .

Posted by: forum-ge 10 Feb 2018, 12:28
იმედია ისევ MAN-ებს შემოიყვანენ
კალაძეს ძალიან უყვარ პიარი და არ მგონია ჩინური ან უკრაინული ნაგავი შემოიყვანოს

Posted by: Marshmallo 10 Feb 2018, 14:11
იმედია მანებს შემოიყვანენ თორე ბოგდანებს დავკაწრააააავ
xddddd ვღადაობ სორი

Posted by: geomilitary 11 Feb 2018, 23:17
ისინი დაბუნდნენ

user posted image


Posted by: LEOwish 11 Feb 2018, 23:27
geomilitary
გაარემონტეს? რაღაც ახალ შეღებილს გავს.

Posted by: Marshmallo 12 Feb 2018, 01:10
ეყოფათ მაგდენი ფული მანებისთბის?
100 მანი იქნება 170000x100?

Posted by: geomilitary 14 Feb 2018, 23:24
LEOwish
არ ვიცი? მეც ძალიან გამიკვირდა დიდი ხანია არ მინახია და უცებ გამოჩნდა !

Posted by: პაწა 15 Feb 2018, 09:32
QUOTE
შემოძონძდებიან ჩინშები

დაიგინეს, ევროპული იქნებაო და იმედია არ შეიწერენ. ერთი წელი არც არის გასული, რაც ჩვენი "მაღალიჩინოსნები" ვიზიტით იყვნენ პორტუგალიის მანის ქარხანაში, სადაც საშუალო ზომის ავტობუსები იწყობა
https://www.facebook.com/TransportServiceofTbilisiCityHall/photos/pcb.1111787205633617/1111787055633632/?type=3&theater


* * *
პს. ეს არ მქონდა ნანახი... კარგი იდეაა ბასლაინის ასე, შუა წერეთელზე გაკეთება?
http://cdia.asia/2017/05/18/cdia-draws-up-plans-to-improve-public-bus-services-in-tbilisi/

Posted by: vatman 15 Feb 2018, 11:10
QUOTE
ისინი დაბუნდნენ

ბოგდანიც დადის მაგათთან ერთად.
გუშინ რაც მხოლოდ ვაკეში შემხვდა ზედიზედ, 3 მერსედესი და ერთი ბოგდანი. შეიძლება ერთი ავტობუსიც სადმე საბურთალოზეც იყო ამ დროს.

Posted by: alea iacta est 15 Feb 2018, 11:52
პაწა
QUOTE
პს. ეს არ მქონდა ნანახი... კარგი იდეაა ბასლაინის ასე, შუა წერეთელზე გაკეთება?
http://cdia.asia/2017/05/18/cdia-draws-up-...ces-in-tbilisi/

კარგის რა მოგახსენო, მაგრამ ჩვენი ველური საზოგადოებისთვისაა მისწრებაა, თუ ბორდიურით გამოიყოფა და მანქანები ვერ ავლენ მისწრება იქნება პლუს ბას ლაინში ვერავინ დაპარკინგდება. მანქანის ზოლში თავში ქვა უხლიათ.
უბრალოდ დიდი დისკომფორტი იქნება გაჩერებაზე გადასვლა ტროტუარიდან და გადმოსვლა.

Posted by: In_private 16 Feb 2018, 16:49
ავტობუსის ჯარიმასთან დაკავშირებით ვინმე დამეხმარებით ? ბავშვი დააჯარიმეს 16 წლისაა. წესით უფასო აქვს მაგრამ ბარათი არ ქონდა თან (((((((((
გადახდა დაგვავიწყდა. გახდა 55 ლარი . ჰოდა მაქვს ან გასაჩივრების შანსი
ან ნაწილ ნაწილ მაინც ???

Posted by: Marshmallo 16 Feb 2018, 19:56
QUOTE (In_private @ 16 Feb 2018, 16:49 )
ავტობუსის ჯარიმასთან დაკავშირებით ვინმე დამეხმარებით ? ბავშვი დააჯარიმეს 16 წლისაა. წესით უფასო აქვს მაგრამ ბარათი არ ქონდა თან (((((((((
გადახდა დაგვავიწყდა. გახდა 55 ლარი . ჰოდა მაქვს ან გასაჩივრების შანსი
ან ნაწილ ნაწილ მაინც ???

რატო უნდა გაასაჩივრო რო
16 წლიდან უნდა იქონიო ბარათი ¯\_(ツ)_/¯

Posted by: Farenheit 16 Feb 2018, 20:24
In_private
არა, ბილეთის გარეშე ჯარიმდება ყველა ვარიანტში
უფასო არ ნიშნავს რომ სატრანსპორრო კომპანია ფულს არ იღებს მგზავრის გადაყვანაში. მერია ამატებს ფულს, რომელიც შეღავათიანი ჯგუფებს აკლდებათ

Posted by: TramwayMan 16 Feb 2018, 21:39
In_private
არ დაგიკმაყოფილებენ რა უნდა გაასაჩივრო? დააჯარიმეს კანონიერად და რომ დაგავიწყდა ეგ რა მერიის პრობლემაა?


პაწა
ბასლაინი არ არსებობს არსებოობს ბასლეინი. და ეგ ბასლეინიც არაა ეგ არის ბრტ ხაზი. ჩქაროსნული ავტობუსი.

ბას ლეინი არის ქუჩაზე საზ ტრანსპორტის ზოლი ზოგადად სადაც ყველა ის ავტობუსი დადის რომელიც მაგ ქუჩაზე გაივლის და ბრტ ზოლი სხვა რამეა. ეს არის კონკრეტული მარშრუტი.

Posted by: In_private 18 Feb 2018, 00:05
სამართლიანობაზე არ მაქვს ლაპარაკი , ანუ გაქვს გადახდის საშუალება არ გაქვს კიდიათ ? არც პირველ შემთხვევას ითვალისწინებენ ? sad.gif weep.gif

მილიონი პრობლემა რო არ მქონოდა ამ უკანასკნელი ერთი კი არა 2 თვის განმვლობაში არ დამავიწყდებოდა .
ნაწილ ნაწილ რო გადავიხადო არც მაგის შანსი მაქვს ?


Posted by: ნიკა 18 Feb 2018, 16:13
QUOTE
ნაწილ ნაწილ რო გადავიხადო არც მაგის შანსი მაქვს ?

კანონი ეგეთ რამეს არ ითვალისწინებს. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ყადაღას დაადებენ მის ყველა ქონებას და საბანკო ანგარიშებს.

Posted by: zakro 18 Feb 2018, 17:51
ნიკა
QUOTE
საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ყადაღას დაადებენ მის ყველა ქონებას და საბანკო ანგარიშებს.


16 წლის ბავშვს რა ქონება და საბანკო ანგარიშები ექნება?
თუ მშობლების ქონებაც შეიძლება რომ დააყადაღონ

Posted by: alea iacta est 18 Feb 2018, 18:48
zakro
QUOTE
16 წლის ბავშვს რა ქონება და საბანკო ანგარიშები ექნება?
თუ მშობლების ქონებაც შეიძლება რომ დააყადაღონ

არასრულწლოვანს წარმოადგენს კანონიერი წარმომადგენელი, შესაბამისად იგი აგებს პასუხს.

Posted by: ნიკა 19 Feb 2018, 00:14
16 წლისა უკვე სრულწლოვანია. ახლა რომ არა აქვს ეგ არ ნიშნავს რომ არასდროს არ ექნება. როგორც კი ექნება იმას დაუყადაღებენ. მეტი იურიდიული ნიუანსი არ ვიცი. სამართლის განყოფილებაში ჯობია იკითხო.

Posted by: da_to 23 Feb 2018, 16:14
ერთი კვირის წინ გავიფიქრე ნეტა რას უზამენ ამ მიწასთქო biggrin.gif

user posted image

Posted by: vatman 23 Feb 2018, 22:47
da_to
QUOTE
ერთი კვირის წინ გავიფიქრე ნეტა რას უზამენ ამ მიწასთქო

სავაჭრო ცენტრს ააშენებენ კიდევ თუ საცხოვრებელ კორპუსებს...

ისე ჩემი აზრით კარგი ადგილია საქალაქთაშორისო ავტოსადგურისათვის

Posted by: Marshmallo 23 Feb 2018, 22:53
სადგურზე 37 დაეტაკა მეორე 37 მოხვევისას დილით დღეს მითხრა მეგობარმა, რამე ინფო იცით?

Posted by: iviko18 24 Feb 2018, 15:03
QUOTE (da_to @ 23 Feb 2018, 16:14 )
ერთი კვირის წინ გავიფიქრე ნეტა რას უზამენ ამ მიწასთქო biggrin.gif

user posted image

მეც ეგ ვიფიქრე რამოდენიმე დღის წინ smile.gif

ქონების ეროვნულ სააგენტოს ფეისბუქ პოსტზე, დიდი სამშენებლო კომპანიები ჰყავდა დათაგული. ახალი მიკრორაიონი აშენდება ალბათ და კიდევ უფრო გაუვალი გახდება მეტრო ახმეტელის მიმდებარე ტერიტორია.

Posted by: Kublicha 8 Mar 2018, 21:58
მეორე ქალბატონი ავტობუსის მძღოლიც გვყავს?

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, თბილისში მოძრავი 500-ზე მეტი მუნიციპალური ავტობუსიდან 2 მათგანს ქალი მართავს.

user posted image

user posted image

https://www.facebook.com/tbsakrebulo.gov.ge/photos/a.798145870377792.1073744110.158969037628815/798146107044435/?type=3&theater

Posted by: Marshmallo 11 Mar 2018, 22:29
ქალები უფრო ადამიანურად ატარებენ ხოლმე (ვინც იცის ოღონდ) ხოდა უკეთესია, მეტი ქალი ავტობუსებზე ბრაჰ

Posted by: wrangler7 12 Mar 2018, 13:36
ნაცნობები თუ არ გყავს, ვერ დაიწყებ მუშაობას მძღოლად?

Posted by: gig@@@ 13 Mar 2018, 15:53
QUOTE (ნიკა @ 19 Feb 2018, 00:14 )
16 წლისა უკვე სრულწლოვანია. ახლა რომ არა აქვს ეგ არ ნიშნავს რომ არასდროს არ ექნება. როგორც კი ექნება იმას დაუყადაღებენ. მეტი იურიდიული ნიუანსი არ ვიცი. სამართლის განყოფილებაში ჯობია იკითხო.

არა არ არის სრულწლოვანი 16 წლის. არასრულწლოვანია
ჩვენი კანონმდებლობით 18 წლის მოქალაქე ითვლება სრულწლოვნად.

Posted by: alea iacta est 13 Mar 2018, 16:04
QUOTE
არა არ არის სრულწლოვანი 16 წლის. არასრულწლოვანია

16 წლიდან შესაძლოა ემანსიპირებული იყოს, სხვა შენმთხვევებში არასრულწლოვანია.

Posted by: gig@@@ 13 Mar 2018, 16:30
alea iacta est

მაშინ 16 წლის მოქალაქე არჩევნებში რატომ არ მონაწილეობს ? givi.gif
16 წლისას შესაძლოა დააჯარიმონ მაგრამ იმისთქმა რომ 16 წლის სრულწლოვანია ეგ არასწორია. ჯარიმის გამოწერა შეიძლება ალბათ.

Posted by: alea iacta est 14 Mar 2018, 09:54
gig@@@
QUOTE
მაშინ 16 წლის მოქალაქე არჩევნებში რატომ არ მონაწილეობს ? 
16 წლისას შესაძლოა დააჯარიმონ მაგრამ იმისთქმა რომ 16 წლის სრულწლოვანია ეგ არასწორია. ჯარიმის გამოწერა შეიძლება ალბათ.

სადმე დავწერე სრულწლოვანიაო თქო? სანამ რაიმეზე გაიცინებთ ინფო მოიძიეთ ხოლმე.

ემანსიპაციის განმარტება: რომელიმე პიროვნების ან სოციალური ჯგუფის გათავისუფლება, ვისიმე ან რისამე დაქვემდებარებიდან, მფლობელობიდან გამოსვლა და შედეგად დამოუკიდებლობისა და თანასწორი უფლებების მიღება.
ოფტოპიკისთვის ბოდიში.

Posted by: rachveli1 15 Mar 2018, 08:38
79 ნომერზე დიდი ბოგდანები გაუშვეს

Posted by: vatman 16 Mar 2018, 15:59
თბილისს არ ეხება, მარა ავტობუსებს საქართველოში:
http://batauto.ge/index.php?option=com_content&view=article&id=140:2018-03-16-07-11-50&catid=20&lang=ka&Itemid=291

მალე ბათუმს ახალი მუნიციპალური ავტობუსები ეყოლება

EBRD –ის მიერ ბათუმისათვის ახალი მუნიციპალური ავტობუსების შესაძენად გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა მიიღო უკრაინულ-იაპონურმა კომპანიამ „ჩერკასკი ავტობუსმა“. სატენდერო პაკეტის თანახმად, რომელიც 15 მარტს გაიხსნა ბათუმის მერიაში, წინადადება „ისუზუ ატამანის“ მოდელის ავტობუსების შემოყვანაზე, სწორედ აღნიშნულმა კომპანიამ წარმოადგინა.
კომპანია „ჩერკასკი ავტობუსის“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვისათვის ბათუმის მერიას 2-თვიანი ვადა აქვს. პირველი ეტაპისთვის ტენდერი დიზელზე მომუშავე ავტობუსებზე, ხოლო მომდევნო ეტაპზე ელექტროავტობუსების შემოყვანაზე გამოცხადდება. ტენდერით გათვალისწინებული ტექნიკური პირობები 60-ადგილიანი (ჯდომით და დგომით) ავტობუსების შეძენას ითვალისწინებს, რაც ხარჯს 50%-ით შეამცირებს.
ბათუმის მუნიციპალური სატრანსპორტო პარკის გასაახლებლად ქალაქის მერიამ დაბალპროცენტიანი სესხი და 1,5 მილიონი ევრო მიიღო გრანტის სახით. პარკის განახლება ბათუმში ურბანული ტრანსპორტის მობილობის გაზრდას ითვალისწინებს, რის შედეგადაც „ბათუმის ავტოტრანსპორტს“ 10 ელექტრო და 40–მდე დიზელზე მომუშავე ახალი ავტობუსი შეემატება. საქართველოს მთავრობასა EBRD-ს შორის 2017 წლის 13 ივლისს გაფორმებული შესაბამისი სასესხო ხელშეკრულების თანახმად, პროექტის რეალიზებისთვის 7 მილიონი ევრო გაიხარჯება.

user posted image

Posted by: Berkem Al Atomi 17 Mar 2018, 00:33
ნამუსი საერთოდ არ აქვთ ამ ჩათლახებს, უკრაინულ ნაგავს თუ შემოიყვანენ. mad.gif

Posted by: TramwayMan 17 Mar 2018, 03:40
Berkem Al Atomi
ტენდერშI მონაწილეობა დანაშაულია? smile.gif

Posted by: Berkem Al Atomi 17 Mar 2018, 05:13
QUOTE (TramwayMan @ 17 Mar 2018, 03:40 )
Berkem Al Atomi
ტენდერშI მონაწილეობა დანაშაულია? smile.gif

მონაწილეობაზე ხომ არ იყო საუბარი აქ wink.gif უბრალოდ სად უკრაინული ჯართი და სად თანამედროვე ტექნოლოგიები.

Posted by: vatman 18 Mar 2018, 00:03
rachveli1
QUOTE
79 ნომერზე დიდი ბოგდანები გაუშვეს

დღეს ისევ პატარა ავტობუსები იყო..

Berkem Al Atomi
QUOTE
ნამუსი საერთოდ არ აქვთ ამ ჩათლახებს, უკრაინულ ნაგავს თუ შემოიყვანენ.

მთლად ნაგავს ნუ შევადარებთ. თბილისში 13 წელი უსრულდება ზოგ პატარა ბოგდანს.
პაზიკს კი სჯობია,
ბათუმის ავტოპარკის პერსონალისათვის ისუზუს ძრავი უცხო არ არის, ასე რო გაუმართაობის შემთხვევაში под забором არ ეგდება მაინც

Posted by: rachveli1 18 Mar 2018, 11:10
QUOTE
დღეს ისევ პატარა ავტობუსები იყო..


ხო პატარები დააბრუნეს, იღადავეს თუ რა იყო ვერ მივხდი.
ან შეიძლება შაბათ-კვირას ნაკლები ხალხია და მაგითომ გაუშვეს პატარები. ხვალ ვნახოთ რა იქნება

Posted by: Berkem Al Atomi 19 Mar 2018, 14:09
QUOTE (vatman @ 18 Mar 2018, 00:03 )
მთლად ნაგავს ნუ შევადარებთ. თბილისში 13 წელი  უსრულდება ზოგ პატარა ბოგდანს.
პაზიკს კი სჯობია

ბათუმის ბოგდანები საერთოდ 2004 წლიდან ხაზზე დადიან. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ უკრაინული ავტობუსები არიან კომფორტის საიმედოობის და უსაფრთხოების ეტალონი. ერთადერთია, რაც არის ნორმალური იმ ავტობუსებში - იაპონური ძრავი და გადაცემათა კოლოფი, მაგრამ მგზავრის ამ აგრეგატებზე ხომ არ მგზავრობს.

ხო, კიდევ ეკოლოგიურობაზე უკრაინული ავტობუსების მხრიდან საუბარიც კი ზედმეტია. 2-3 წლის შემდეგ კამაზზე უარეს კვამლს უშვებს, გეგონება, რომ ქვანახშირზე მუშაობს მისი ძრავი.

Posted by: rachveli1 19 Mar 2018, 14:25
QUOTE

ხო პატარები დააბრუნეს, იღადავეს თუ რა იყო ვერ მივხდი.
ან შეიძლება შაბათ-კვირას ნაკლები ხალხია და მაგითომ გაუშვეს პატარები. ხვალ ვნახოთ რა იქნება


ისევ 79-ის თემაზე
ფეისბუქზე მივწერე და საცდელი გაშვება იყოო. უახლოეს დღეებში გადაწყდებაო პატარა ბოგდანი იმოძრავებსო თუ დიდები

Posted by: vatman 19 Mar 2018, 16:18
rachveli1
QUOTE
ისევ 79-ის თემაზე
ფეისბუქზე მივწერე და საცდელი გაშვება იყოო. უახლოეს დღეებში გადაწყდებაო პატარა ბოგდანი იმოძრავებსო თუ დიდები

ისე დიდი ბოგდანის გაშვებას, პატარა ავტობუსების რაოდენობა 3 მდე გაზარდონ, შეიძლება უკეთესიც იყოს.

Berkem Al Atomi
QUOTE
ხო, კიდევ ეკოლოგიურობაზე უკრაინული ავტობუსების მხრიდან საუბარიც კი ზედმეტია. 2-3 წლის შემდეგ კამაზზე უარეს კვამლს უშვებს, გეგონება, რომ ქვანახშირზე მუშაობს მისი ძრავი.

იგივე ნაგავი საწვავი მანში ან მერსედესში ჩაასხი და იგივენაირად გაკვამლავს.
98 წლიანი დიზელის შკოდა მყავს, კატალიზატორი ამოღებულია. არ კვამლავს: საწვავი ლუკოილის ევროდიზელი. ზეთის და ფილტრების გამოცვლა ყოველ 8K-9K კილომეტრში.

Posted by: rachveli1 19 Mar 2018, 16:23
QUOTE
ისე დიდი ბოგდანის გაშვებას, პატარა ავტობუსების რაოდენობა 3 მდე გაზარდონ, შეიძლება უკეთესიც იყოს.


მეც ეგრე მივწერე ან დიდები გაუშვით ან რაოდენობა გაზარდეთ მეთქი.

Posted by: TramwayMan 19 Mar 2018, 17:19
rachveli1
vatman
2 დიდი ბოგდანის დანიშნვას 3 პატარა ჯობია ნუ ან 4. რადგან ადამიანებისთვის უსიამოვნო უფრო ხანგრძლივი ლოდინის ეფექტია ვიდრე შემჭიდროვებული მგზავრობა,

Posted by: Berkem Al Atomi 19 Mar 2018, 19:08
QUOTE (vatman @ 19 Mar 2018, 16:18 )

იგივე ნაგავი საწვავი მანში ან მერსედესში ჩაასხი და იგივენაირად გაკვამლავს.

მართალი ხარ 100%-ით, ამაში არ გედავები.

ოღონდ ერთი დეტალი არ მანებენს თავს: 7 მილიონი ევრო გამოყოფილია 30 ახალ ავტობუსზე - გამოდის, რომ თითო ერთეულში 233000 ევრომდე უნდა წავიდეს. ახლა უნდა დავიჯერო, რომ ერთი ცალი ხოხლობუსი ამ ფასად უნდა იყიდონ?

Posted by: LEOwish 19 Mar 2018, 19:44
დღეს 37 ნომრით ვიმგზავრე სამგორის მეტროდან აეროპორტში და რასაც ჰქვია დავიღალე იმ უსწორმასწორო გზით და ჯაყჯაყით. რატომ არ აკეთებენ. ტურისტებიც ისხდნენ და რა შთაბეჭდილება დარჩებოდათ, ცუდი რა თქმა უნდა.

Posted by: TramwayMan 19 Mar 2018, 22:01
ამასობაში გაიცანით მანის საქალაქო ავტობუსების სერია განახლებული დიზაინით smile.gif


Posted by: Kublicha 19 Mar 2018, 22:20
QUOTE
მასობაში გაიცანით მანის საქალაქო ავტობუსების სერია განახლებული დიზაინით

კარგია up.gif
არის შანსი რომ გატოტალებულის ნაცვლად გვიყიდოს სადაზღვევომ ეგეთი?

Posted by: TramwayMan 19 Mar 2018, 22:33
Kublicha
არა. რაც გვყავს იმას მოიყვანენ ისევ smile.gif

Posted by: Marshmallo 19 Mar 2018, 22:35
ცოტახანი მოგვეცადა და ესენი გვეყიდა :დ

Posted by: TramwayMan 19 Mar 2018, 22:39
Marshmallo
Kublicha
დიზაინის გარდა ბევრი რამეა შეცვლილი და უფრო ძვირიც ღირს smile.gif

Posted by: Berkem Al Atomi 20 Mar 2018, 01:19
QUOTE (TramwayMan @ 19 Mar 2018, 22:39 )
დიზაინის გარდა ბევრი რამეა შეცვლილი და უფრო ძვირიც ღირს smile.gif

და რაც სამწუხაროა - უფრო ჩინურად გამოიყურება cry.gif

Posted by: vatman 20 Mar 2018, 09:59
TramwayMan
QUOTE
ამასობაში გაიცანით მანის საქალაქო ავტობუსების სერია განახლებული დიზაინით


QUOTE
უფრო ჩინურად გამოიყურება


გეგონება უკრაინაში აწყობილი ავტობუსია biggrin.gif
ლვოვის ელექტრონს მაგონებს.


Posted by: hari_poteri 20 Mar 2018, 10:04
ეხლა რაც არის ეგეც ძალიან კარგია, ნეტა ის ყვითლები გამოცვალონ და ვინ დარდობს მაგის დიზაინს რავიცი ჩემი აზრით ესენიც ძალიან კომფორტულია

Posted by: vatman 20 Mar 2018, 14:51
გადავედით ახალ თემაში smile.gif

https://forum.ge/?act=ST&f=51&t=35014194


Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)