Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ბანკები > როგორ გადავიხადოთ კომუნალური გადასახადები საკომისიოს გარეშე!


Posted by: Mr-President 24 Oct 2008, 12:05
ამისთვის გვჭირდება კომუნალური თუ საკომუნიკაციო კომპანიის ანგარიშის ნომერი რომელიმე ბანკში!

მაგალითისთვის განვიხილოთ თელასის დავალიანების გადახდა უტარიფოდ!


მიმღები ბანკი: სს "თიბისი ბანკის" მარჯანიშვილის ფილიალი
მიმღები ბანკის კოდი: 220101850
მიმღები: სს "თელასი"
მიმღების ანგარიშის ნომერი ამ ბანკში: 17467564
დანიშნულება: ელექტრო ენერგიის დავალიანება, აბონენტის ნომერი 1234567



აბონენტის ნომერი მითითებულია თქვენს ქვითარზე.


თვალსაჩინოებისთვის ვდებ სურათს. smile.gif

აღნიშნული ქმედება უნდა განახორციელოთ მაქსიმუმ 5 სამუშაო დღით ადრე, რათა თელასის ბუღალტერიამ ნახოს თქვენი ჩარიცხვა და მოხდეს დავალიანების ჩამოჭრა შესაბამისად ჩარიცხული თანხის ოდენობით.

Posted by: Irakli.B 24 Oct 2008, 12:17
რათ უნდა ამასა ამდენი წვალება? გახსენი ბაზისბანკში მიმდინარე ანგარიში, უფასოდ ჩართე ბანკონლაინი და საკომისიოების გარეშე გადაიხადე სახლიდან გაუსვლელად, მთავარია ტელეკომა არ ჩაგიჭრას ინტერნეტი მხოლოდ smile.gif

Posted by: Mr-President 24 Oct 2008, 12:21
Irakli.B
QUOTE
რათ უნდა ამასა ამდენი წვალება? გახსენი ბაზისბანკში მიმდინარე ანგარიში, უფასოდ ჩართე ბანკონლაინი და საკომისიოების გარეშე გადაიხადე სახლიდან გაუსვლელად, მთავარია ტელეკომა არ ჩაგიჭრას ინტერნეტი მხოლოდ


აბა 50 თეთრი გახდა თქვენთან გადახდაო? თუ ეგ მარტო ნაღდი ფულით გადახდაზე მოქმედებს?

Posted by: Irakli.B 24 Oct 2008, 12:30
Mr-President

მხოლოდ ნაღდის შემთხვევაში smile.gif

შენი მეთოდი არ გაამართლებს იმის გამო ,რომ ძაან დიდი რისკია რო საერთოდ ბუთალტერი ამონაწერში დააკვირდება დანიშნულების დეტალს, შესაბამისად გაიმაზება ეგ გადასახადი და მერე ამოვარდება როცა გაზს გაგითიშავენ!

Posted by: novator 24 Oct 2008, 12:35
QUOTE
რათ უნდა ამასა ამდენი წვალება? გახსენი ბაზისბანკში მიმდინარე ანგარიში, უფასოდ ჩართე ბანკონლაინი და საკომისიოების გარეშე გადაიხადე სახლიდან გაუსვლელად, მთავარია ტელეკომა არ ჩაგიჭრას ინტერნეტი მხოლოდ 



მართალია ეს კაცი ბაზისბანკით ძალიან ადვილია ნებისმიერი კომუნალურის გადახდა.

Posted by: Mr-President 24 Oct 2008, 12:37
Irakli.B
QUOTE
შენი მეთოდი არ გაამართლებს იმის გამო ,რომ ძაან დიდი რისკია რო საერთოდ ბუთალტერი ამონაწერში დააკვირდება დანიშნულების დეტალს, შესაბამისად გაიმაზება ეგ გადასახადი და მერე ამოვარდება როცა გაზს გაგითიშავენ!


ეგრე ვიხდიდი გაერთიანებულ ტელეკომს, რომელსაც რაოდენობრივად თელასზე მეტი აბონენტი ყავს და პრობლემა არ შემქმნია. smile.gif



თან მიწერია, რომ 5 სამუშაო დრით ადრე უნდა გადაიხადონ. smile.gif

* * *
novator
QUOTE
მართალია ეს კაცი ბაზისბანკით ძალიან ადვილია ნებისმიერი კომუნალურის გადახდა.


ყველა ვერ გახსნის ანგარიშს ბაზისბანკში. ეს არის იმის მაგალითი, თუ როგორ შეიძლება ქეშით გადაიხადო კომუნალურები უტარიფოდ!!! smile.gif




Posted by: novator 24 Oct 2008, 12:51
QUOTE
ყველა ვერ გახსნის ანგარიშს ბაზისბანკში. ეს არის იმის მაგალითი, თუ როგორ შეიძლება ქეშით გადაიხადო კომუნალურები უტარიფოდ!!! 



კი ბატონო ეგეც ვარიანტია, თუმცა უფრო გართულებულიsmile.gif

Posted by: Irakli.B 24 Oct 2008, 13:21
ტელეკომთან დაკავშირებით არ ვიცი მაგრამ ალბათობა რომ არ დაფიქსირდეს გადასახადი დიდია.

Posted by: killer 24 Oct 2008, 13:38
Irakli.B
1 წელია გადასახადებს ვიხდი ასე, ჯერ არ შეგვქმნია პრობლემა.

ამაში შედის ინტერნეტი, დენი, გაზი, წყალი....

Posted by: De-Phazz 24 Oct 2008, 21:34
Mr-President
ისადა.... "საგადასახადო დავალება" რა არის?

biggrin.gif

ესე იგი თუ მე ვიღაცას ფულს ვურიცხავ "გადასახადია"? biggrin.gif

Posted by: Kessso 24 Oct 2008, 21:51
და ყველა კომუნალური გადასახადი რომ გადაიხადო ,თავის დროზე და უპრობლემოდ სულ რაღაც 1 ლარადარ თვეში არ გინდა? wink.gif

თუ მოიფიქრებ მიდი სბ-ში wink.gif

Posted by: Mr-President 24 Oct 2008, 22:04
Kessso
QUOTE
და ყველა კომუნალური გადასახადი რომ გადაიხადო ,თავის დროზე და უპრობლემოდ სულ რაღაც 1 ლარადარ თვეში არ გინდა?

თუ მოიფიქრებ მიდი სბ-ში


ანალოგიურს ვაკეთებ თიბისიში უფასოდ. biggrin.gif

ყველა კომუნალურ გადასახადში გაერთიანებული ტელეკომი შედის? givi.gif ახალი ქსელები?

De-Phazz

QUOTE
ისადა.... "საგადასახადო დავალება" რა არის?


ბანკინგი ეგრე ანახებს. სურათი თვალსაჩინოებისთვის არის. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია იგივე გააკეთოს ბანკში მისვლით. smile.gif

Posted by: Deiko 24 Oct 2008, 22:10
QUOTE
აღნიშნული ქმედება უნდა განახორციელოთ მაქსიმუმ 5 სამუშაო დღით ადრე, რათა თელასის ბუღალტერიამ ნახოს თქვენი ჩარიცხვა და მოხდეს დავალიანების ჩამოჭრა შესაბამისად ჩარიცხული თანხის ოდენობით.


ამით ყველაფერი ნათქვამია...



Posted by: Mr-President 24 Oct 2008, 22:12
Deiko
QUOTE
ამით ყველაფერი ნათქვამია...


თუ უტარიფოდ გადახდა გინდა, ეგრეა.


თუ მაშინვე გინდა, აისახოს, მაშინ 50 თეთრიც გადაიხადე. biggrin.gif


თან ეგ 5 დღე მე დავწერე, საშუალოდ ესე იქნება ალბათ საჭირო. გაერთიანებულ ტელეკომს ვიხდიდი ეგრე და... gigi.gif

Posted by: Kessso 24 Oct 2008, 22:22
Mr-President
QUOTE
ანალოგიურს ვაკეთებ თიბისიში უფასოდ. 


5 დღით ადრე არა? wink.gif

Posted by: Mr-President 24 Oct 2008, 22:23
Kessso
QUOTE
5 დღით ადრე არა?


ავტომატური გადარიცხვით. givi.gif

სხვას შესთავაზე ეგ 1 ლარიანი გენც. 2kiss.gif

Posted by: Mama_Basili 25 Oct 2008, 01:23
Irakli.B
QUOTE
რათ უნდა ამასა ამდენი წვალება? გახსენი ბაზისბანკში მიმდინარე ანგარიში, უფასოდ ჩართე ბანკონლაინი და საკომისიოების გარეშე გადაიხადე სახლიდან გაუსვლელად, მთავარია ტელეკომა არ ჩაგიჭრას ინტერნეტი მხოლოდ smile.gif

მობილურზე მასე ვირიცხავ ხოლმე თანხას და სახლის ტელეფონზეც, მარა გაზი და შუქი არ გადამიხდია, მაინტერესებს რამდენ დღეში აისახება ინტერნეტით გადახდილი თანხა ამ ორ კომუნალურ მომსახურებაზე?

Posted by: Tvalebi 25 Oct 2008, 02:29
Mr-President

არ დაიღალე TBC-ს რეკლამით ამა თუ იმ ფორმის ? biggrin.gif
რაც დაწერე ახალი არაფერი აღმოგიჩენია wink.gif
თან მეც ზუსტად ისე ვიხდი როგორც Irakli.B-მ თქვა და 5-ზე მუშაობს wink.gif

Posted by: Avangardi 25 Oct 2008, 11:50
QUOTE (Mr-President @ 24 Oct 2008, 12:05 )
ამისთვის გვჭირდება კომუნალური თუ საკომუნიკაციო კომპანიის ანგარიშის ნომერი რომელიმე ბანკში!

მაგალითისთვის განვიხილოთ თელასის დავალიანების გადახდა უტარიფოდ!


მიმღები ბანკი: სს "თიბისი ბანკის" მარჯანიშვილის ფილიალი
მიმღები ბანკის კოდი: 220101850
მიმღები: სს "თელასი"
მიმღების ანგარიშის ნომერი ამ ბანკში: 17467564
დანიშნულება: ელექტრო ენერგიის დავალიანება, აბონენტის ნომერი 1234567



აბონენტის ნომერი მითითებულია თქვენს ქვითარზე.


თვალსაჩინოებისთვის ვდებ სურათს. smile.gif

აღნიშნული ქმედება უნდა განახორციელოთ მაქსიმუმ 5 სამუშაო დღით ადრე, რათა თელასის ბუღალტერიამ ნახოს თქვენი ჩარიცხვა და მოხდეს დავალიანების ჩამოჭრა შესაბამისად ჩარიცხული თანხის ოდენობით.

და კერძოდ, კომუნალური გადასახადების გადახდა:
ელ.ენერგია,
გაზი,
წყალი,

რომელი ბანკის ინტერნეტ-ბანკიდან არის უფასო?

და შენს სურათზე რომელი ბანკის პროგრამაა ასახული?

Posted by: Mr-President 25 Oct 2008, 14:18
Tvalebi
QUOTE
არ დაიღალე TBC-ს რეკლამით ამა თუ იმ ფორმის ?რაც დაწერე ახალი არაფერი აღმოგიჩენიათან მეც ზუსტად ისე ვიხდი როგორც Irakli.B-მ თქვა და 5-ზე მუშაობს


მე რომელი ბანკინგიც მაქვს, იმის სურათი დავდე და ახალი შენთვის თუ არა, სხვისთვის აღმოვაჩინე თქვენო უგანათლებულესობავ. drug.gif



Avangardi
QUOTE
და კერძოდ, კომუნალური გადასახადების გადახდა: ელ.ენერგია, გაზი, წყალი,

რომელი ბანკის ინტერნეტ-ბანკიდან არის უფასო?

და შენს სურათზე რომელი ბანკის პროგრამაა ასახული?


ეს არის ელ.ენერგიის გადახდა. წყალის და დასუფთავების გადახდა თიბისის ბანკინგით უფასოა.

ჩემ სურათზე თიბისის ბანკინგია. ანალოგიურად სხვა კომუნალური გადასახადების გადახდაც შეგიძლიათ ამ გვარად ნებისმიერ ბანკში, თუ ამ კომპანიას აქვს ანგარიში გახსნილი.

Posted by: n-i-c-k 25 Oct 2008, 15:25
დღეს ფოსტის განყოფილებაში ვიყავი.. აღმოჩნდა რომ თელასის გადასახადს ყოველგვარი საკომისიოს გარეშე იღებენ smile.gif

აი გაზზე არაო... იქ რაღაც ტარიფია გადასახადი sad.gif

Posted by: Mr-President 25 Oct 2008, 16:43
QUOTE
დღეს ფოსტის განყოფილებაში ვიყავი..



რომელი ბანკი? ბითიეი თუ?

Posted by: INA-INA 25 Oct 2008, 20:13
საქართველოს ბანკში,რომ მიხვიდეთ უფასოა თელასის გადასახადი.
ხოდა კიდევ ყველაფერი აბსოლუტურად: წყალი,თელასი, გაზი, დასუფთავება, ახალი ქსელები, ტელეკომი და ა.შ. იხდება სახალხო კრედიტში და თანაც უფასოა. რიგებიც არაა, შექრიალებას ვერ მოასწრებ გარეთ ხარ wink.gif

Posted by: Avangardi 25 Oct 2008, 20:29
QUOTE (INA-INA @ 25 Oct 2008, 20:13 )
INA-INA
საქართველოს ბანკში,რომ მიხვიდეთ უფასოა თელასის გადასახადი.
ხოდა კიდევ ყველაფერი აბსოლუტურად: წყალი,თელასი, გაზი, დასუფთავება, ახალი ქსელები, ტელეკომი და ა.შ. იხდება სახალხო კრედიტში და თანაც უფასოა. რიგებიც არაა, შექრიალებას ვერ მოასწრებ გარეთ ხარ wink.gif


მე მაინც შექრიალებას დაწკაპუნება მირჩევნია smile.gif , ანუ ონლაინ გადარიცხვა. ასეთი რამ თუ აქვთ?

Posted by: n-i-c-k 25 Oct 2008, 20:39
Mr-President
QUOTE
რომელი ბანკი? ბითიეი თუ?


ფოსტა არ იცი რა არის ? smile.gif წერილები სადაც მოგდის smile.gif

Posted by: INA-INA 25 Oct 2008, 22:59
Avangardi
უი ეგ არ ვიცი, არ მგონია. და ეგ სახალხო კრედიტი სახალხო ბანკის არაა? მგონი მაგისია, რავი რიას გაიგებ smile.gif

Posted by: სოგ-ლაიფ 12 Nov 2008, 01:27
07-მდე გადაიხადეთო ხომ არის მითითებული და 06-ში რომ გადავიხადო გამითიშავენ?

Posted by: atuna1985 15 Nov 2008, 13:51
გამარჯობათ, რომელი ბანკის მომსახურება ჯობია კომუნალური გადასახადების გადასახდელად, რომ რიგში დგომა, ქვითრების ტარება და მთელი ამბები არ მომიწიოს და + ქალაქის ტელეფონის სააბონენტოსაც და საერთოდ ტელეფონის გადასახადიც რომ გადავიხადო. მაგ. ვიცი რომ სტანდარტ ბანკს აქვს ბარათი რითაც ყველაფერს იხდი ტელეფონის გადასახადის გარდა.

Posted by: Irakli.B 15 Nov 2008, 14:02
ბაზისბანკში შეგიძლია გააკეთო ეგ ყელაფერი, მიმდინარე აგარიში გახსენი უფასოდ, და მიიღე ინტერნეტ ბანკის მომსახურება უფასოდ. საიდანაც შეძლებ კომუნალურების გადახდას ნებისმიერი ადგილიდან სადაცინტერნეტი გექნება.

Posted by: atuna1985 15 Nov 2008, 14:20
Irakli.B
გასაგებია დიდი მადლობა

Posted by: Gode 19 Nov 2008, 01:02
მობრძანდით "კორსტანდარტ ბანკში", გახსენით ანგარიში, ჩართეთ ინტერნეტ ბანკინგი და გადაიხადეთ კომუნალური გადასახადები ყოველგვარი დანამატების გარეშე, სახლიდან გაუსვლელად. იმის შეხსენებას საჭიროდ აღარ ვთვლი, რომ კომუნალური გადახდების ყველაზე მეტი პროვაიდერი ამ ბანკს ჰყავს და ნუ წამოეგებით სხვა ბანკების სარეკლამო აქციებზე boli.gif

Posted by: _R_ 19 Nov 2008, 01:15
კაი რამეა ნაღდად................................ smile.gif)

Posted by: Mr-President 19 Nov 2008, 10:01
Gode
QUOTE
ჩართეთ ინტერნეტ ბანკინგი


და ვიხადოთ 5 ლარი კვარტალში? biggrin.gif

QUOTE
ყველაზე მეტი პროვაიდერი ამ ბანკს ჰყავს


ეგ ჩემთვის დაბრკოლებას არ წარმოადგენს, გავიგებ ამ კომპანიის ანგარიშს რომელიმე ბანკში და შევიტან თანხას ყოველგვარი საკომისიოს გარეშე. chups.gif


ეს თემა კი, ასე ვთქვათ მივუძღვენი იმ ხალხს, რომელიც Cash-ით იხდის კომუნალურ გადასახადებს. მე ვასწავლე, თუ როგორ უნდა გადაიხადონ კომუნალურები უფასოდ ასევე CASH-ით. smile.gif

Posted by: valo 21 Nov 2008, 13:52
Mr-President


შემთხვევით ხომ არ იცი, სტანდარტ ბანკი კომუნალურ გადასახადებზე საკომისიოს იღებს თუ არა?

Posted by: დეკო 21 Nov 2008, 13:58
valo

ამ ეტაპზე მხოლოდ "თელასზე" და "აიეტზე" მემგონი (შესაბასად 40 და 30 თეთრს).

Posted by: Frаnkens†ein 21 Nov 2008, 14:02
Mr-President
QUOTE
აბონენტის ნომერი 1234567

ვაა.. რა ბლატნოი ნომერი გქონია biggrin.gif

Posted by: Mr-President 21 Nov 2008, 14:19
valo
QUOTE
შემთხვევით ხომ არ იცი, სტანდარტ ბანკი კომუნალურ გადასახადებზე საკომისიოს იღებს თუ არა?


QUOTE
ამ ეტაპზე მხოლოდ "თელასზე" და "აიეტზე"  (შესაბასად 40 და 30 თეთრს).



ამასთანავე ინტერნეტ ბანკით უფასოა.

Posted by: valo 21 Nov 2008, 15:05
deco5555
Mr-President


მადლობა

Posted by: nikol_ozi 21 Nov 2008, 16:14
ისადა ipay.ge იგივეს არ აკეთებს?!

Posted by: Mr-President 21 Nov 2008, 16:17
nikol_ozi
QUOTE
ისადა ipay.ge იგივეს არ აკეთებს?!


თელასის და გაზის გადახდა ფასიანია.


Posted by: valo 21 Nov 2008, 16:21
nikol_ozi

https://www.ipay.ge/ აქედანაც ხდება და
https://payment.gc.com.ge/ess-web/navigateCategory.servlet?catId=category.root.key აქედანაც wink.gif

მაგრამ აქედან საკომისიოს იტოვებს gigi.gif

Posted by: nikol_ozi 21 Nov 2008, 19:05
valo
QUOTE
nikol_ozi

ipay.ge აქედანაც ხდება და ონლაინ გადახდები აქედანაც wink.gif

მაგრამ აქედან საკომისიოს იტოვებს gigi.gif


ვიცი smile.gif 50 თეთრს smile.gif

Posted by: ლუკატარ 4 Dec 2008, 18:50
უკაცრავად, მარა ეს ipay.ge ფასიანია თუ როგორაა? და უფასო თუ არის მანდ რამე ან პირიქით?

Posted by: Mr-President 4 Dec 2008, 18:53
ლუკატარ
QUOTE
უკაცრავად, მარა ეს ipay.ge ფასიანია თუ როგორაა? და უფასო თუ არის მანდ რამე ან პირიქით?


კომუნალურების და საკაბელოს გადახდა 50 თეთრი ღირს.
დანარჩენი უფასოა.

Posted by: ლუკატარ 4 Dec 2008, 19:05
smile.gif) ძალიან კარგი, ესეიგი მობილურების და ინტერნეტის გადახდა უფასოა? ისეთივე რაღაც ყოფილა, როგორც osmp და nova

Posted by: Anie 4 Dec 2008, 22:02
ისა და ტელეფონის გადასახადის გადახდა და ინტერნეტის
ფოსტაში აღარ შეგიძლია rolleyes.gif

Posted by: INA-INA 4 Dec 2008, 22:11
Anie


ახალი ქსელები ფოსტის შენობაში აღარაა. ფილარმონიასთან გადაუტანიათ.
და კავკაზუსის ინტერნეტის გადახდა კი შეგიძლია.

Posted by: Anie 4 Dec 2008, 22:26
INA-INA

QUOTE
ახალი ქსელები ფოსტის შენობაში აღარაა. ფილარმონიასთან გადაუტანიათ.


ფილარმონიასთან ზუსტად რა ადგილას rolleyes.gif
და გაერთიანებული ტელეკომი ისევ მანდ გადმოვიდა ჰო
ადრე შევჩენკოს ქუჩაზე რომ იყო
P.S. გაზის და დენის გადასახდის გადახდა სბ-ში უფასოა
წყლის და დასუფთავების ფულს არ იღებენ
სახალხოში 50 თეთრი ღირს

Posted by: ლუკატარ 5 Dec 2008, 20:10
Anie
თუ ზუსტად მახსოვს, ამირანის პირდაპირაა, ან ცოტა ქვევით...

Posted by: Anie 5 Dec 2008, 20:19
ლუკატარ


QUOTE
Anie
თუ ზუსტად მახსოვს, ამირანის პირდაპირაა, ან ცოტა ქვევით...


გასაგებია
გმადლობ smile.gif

Posted by: Mr-President 7 Dec 2008, 15:25
როგორ გადავიხადოთ "ძველი ქსელების" ანუ "გაერთიანებული ტელეკომის" გადასახადი.


ბანკის დასახელება: ს.ს. "თიბისი ბანკის" მარჯანიშვილის ფილიალი
ბანკის კოდი: 220101850
მიმღების დასახელება: სს "საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია"
მიმღების ანგარიშის ნომერი: 99136020100005
დანიშნულება: სატელეფონო გადასახადი: 123456



დავალიანების გაგება შეიძლება 9003-ზე დარეკვით თქვენივე ტელეფონიდან.

თანხა აისახება მე-2 დღესვე. დატესტილია. chups.gif სულ ესე ვიხდი მე პირადად საკომისიოების და რიგში დგომის გარეშე.

Posted by: INA-INA 7 Dec 2008, 23:57
Anie

საქ. ბანკში გადაიხდი გაზს, დასუფთავებას და თელასს, საკომისიო არ არის.
მერე წახვალ სახალხო ბანკში იქ საკომისიო არ არის წყალზე. ხოდა ამასობაში ყველა გადახდილია wink.gif და ბევრიც მოიწანწალე და რიგშიც იდექი ბევრი-ბევრი smile.gif ნუ ადგილები უნდა იცოდე სად არაა ხალხი. მე მაგ. სახალხოში 5 საათზე მივდივარ და კაცი-შვილი არ გდგას . საქართველოს ბანკი კიდევ პოპულში, ზიან უსაქმურად ოპერატორები, არა და ჩვეულებრივ ყველა ოპერაციას აკეთებენ რაც მოლარე-ოპერატორის ფუნქციებში შედის.

Posted by: Landish 21 Dec 2008, 02:49
QUOTE (Mr-President @ 24 Oct 2008, 12:05 )
ამისთვის გვჭირდება კომუნალური თუ საკომუნიკაციო კომპანიის ანგარიშის ნომერი რომელიმე ბანკში!

მაგალითისთვის განვიხილოთ თელასის დავალიანების გადახდა უტარიფოდ!


მიმღები ბანკი: სს "თიბისი ბანკის" მარჯანიშვილის ფილიალი
მიმღები ბანკის კოდი: 220101850
მიმღები: სს "თელასი"
მიმღების ანგარიშის ნომერი ამ ბანკში: 17467564
დანიშნულება: ელექტრო ენერგიის დავალიანება, აბონენტის ნომერი 1234567



აბონენტის ნომერი მითითებულია თქვენს ქვითარზე.


თვალსაჩინოებისთვის ვდებ სურათს. smile.gif

აღნიშნული ქმედება უნდა განახორციელოთ მაქსიმუმ 5 სამუშაო დღით ადრე, რათა თელასის ბუღალტერიამ ნახოს თქვენი ჩარიცხვა და მოხდეს დავალიანების ჩამოჭრა შესაბამისად ჩარიცხული თანხის ოდენობით.

ეს ყველაფერი მაშინ როცა ხელით იხდი ბანკში თანხას?
თუ/და ინტ ბანკით გადახდის შემთხვევაში დაწესებულია საკომისიო?

baby.gif

Posted by: Mr-President 22 Dec 2008, 14:18
Landish
QUOTE
ეს ყველაფერი მაშინ როცა ხელით იხდი ბანკში თანხას?



yes.gif

QUOTE
თუ/და ინტ ბანკით გადახდის შემთხვევაში დაწესებულია საკომისიო?


ზოგან არის....

Posted by: Landish 22 Dec 2008, 15:56
Mr-President

QUOTE
ზოგან არის....


მაგ "ზოგან"-ში უეჭველი საქ. ბანკი იგულისხმე ხო..? biggrin.gif

Posted by: Mr-President 22 Dec 2008, 16:00
Landish

მოკლედ ერთი ცხრილის გაკეთება მომიწევს, სად რისი გადახდა შეიძლება და რა საკომისიოთი. lol.gif


საქ. ბანკის ბანკინგით გადახდა უფასოა. yes.gif

სტანდარტითაც
ბაზისბანკის ბანკინგითაც

Posted by: Landish 22 Dec 2008, 16:07
Mr-President

არა, უბრალოდ რაც თავი მახსოვს სულ მაგ ბანკის კრიტიკაში ხარ და.. gigi.gif

და ბარემ ისა, ეს თემა მათთვის არის ვისაც ინტერნეტი არ ააქვს და ხელით უნდა გადაიხადოს ფული?
თუ ინტერნეტი აქვს, ბარემ ინტერნეტ ბანკით გადაიხდის და რაღა 5 დღით ადრე მივა ბანკში... სადაც შესაძლოა არცთუისე სასიამოვნო რიგი იყოს...
და თუ ეს მხოლოდ მათთვის არის, ვისაც არ ააქვს ნეტი და ბანკით გადახდის გარდა სხვა გზა არ ააქ.. როგორღა ნახავენ ამ თემას..? gigi.gif

აუ დღეს რაღაც შარზე.. ვარ..

QUOTE
მოკლედ ერთი ცხრილის გაკეთება მომიწევს, სად რისი გადახდა შეიძლება და რა საკომისიოთი.


მაგაზე სხვა იდეა მაქვს, ( პირადი ინტერესებიდან ) გამომდინარე.. gigi.gif
ხოდა საღამოს დაგიPMებ.. yes.gif

Posted by: Mr-President 22 Dec 2008, 16:10
Landish
QUOTE
და თუ ეს მხოლოდ მათთვის არის, ვისაც არ ააქვს ნეტი და ბანკით გადახდის გარდა სხვა გზა არ ააქ.. როგორღა ნახავენ ამ თემას..?


სახლში კომპი და ინეტი რომ მაქვს, არ ნიშნავს იმას, რომ რომელიმე ბანკის კლიენტი ვარ და პლასტიკურიც მაქვს და ბანკინგიც და ვაფშე ვერკვევი მაგრად. wink.gif


ეს ზოგადად ყველა იმ ადამიანისთვის არის, ვისაც არ უნდა საკომისიოს გადახდა კომუნალურებში და ვთავაზობ ხალხს ალტერნატივას.

Posted by: Alekod 13 Jan 2009, 12:41

n-i-c-k
ფოსტაში გადაიხადე თუ ფოსტის შენობაში?
ფოსტაში სავარაუდოდ ვერაფრის გადახდას ვერ შეძლებდი

Posted by: Tvalebi 13 Jan 2009, 12:54
ეს თემა კიდე ცოცხალია ?
ყველაზე ხოშიანია ბაზის ინტ. ბანკი მეგოთი ვიხდი ყველაფერს და თანაც აბსოლუტურად უფასოდ
განსხვავებით თიბისი-სგან (ინტ. ბანკის ფასი - კვარტალი 5 ლარი) wink.gif

Posted by: misha1988 13 Jan 2009, 13:37
Tvalebi
QUOTE
განსხვავებით თიბისი-სგან (ინტ. ბანკის ფასი - კვარტალი 5 ლარი) 



რეგისტრაცია კიდე 10 ლარი sad.gif

Posted by: sexi-bicola 13 Jan 2009, 14:21
მე საქ ბანკში ვიხდი ჩვეულებრივ ქვიტრით მივდივარ და იქ საკომისიოა 50 თეთრი არ მეხევა

Posted by: Mr-President 13 Jan 2009, 14:38
Tvalebi
QUOTE
ეს თემა კიდე ცოცხალია ?


ცოცხალია და ცოცხალი იქნება. ეს თემა ინტერნეტ ბანკით გადახდებზე არ არის შექმნილი. ეს თემა შექმნილია იმისთვის, ვისაც ინტერნეტ ბანკი არ აქვს და უბრალოდ მიდის ბანკში და ხელით იხდის გადასახადებს + საკომისიოს. ასეთი ადამიანი კი გაცილებით ბევრია, ვიდრე ისინი, ვისაც ავტ. გადახდები აქვს ან ინტერნეტ ბანკით იხდის გადასახადებს.



Posted by: Tvalebi 13 Jan 2009, 19:32
Mr-President

იმისთვის მომეცი ვორნი რომ მე დავწერე რო უფასო არ გამოდის TBC-თი გადახდა ? biggrin.gif
რეგისტრაცია 10 ლარი (სხვაგან უფასო) + 5 ლარი კვარტალში (ასევე სხვაგან უფასო)

Posted by: Mr-President 5 Feb 2009, 13:17
სიახლე!


გაერთიანებული ტელეკომის აბონენტებმა შეუძლიათ გადაიხადონ თიბისი ბანკში სატელეფონო დავალიანება საკომისიოს გარეშე!


გადახდილი თანხა აისახება დღის ბოლომდე!

Posted by: Mr-President 5 Feb 2009, 13:21
შეგახსენებთ გაერთიანებული ტელეკომის ინდექსებს:

100XXX -109XXX
180XXX -184XXX
220XXX -229XXX
230XXX -239XXX
250XXX -259XXX
290XXX -299XXX
300XXX -309XXX
310XXX -319XXX
340XXX -349XXX
350XXX -359XXX
360XXX -369XXX
370 XXX -379XXX
380XXX -389XXX
390XXX -399XXX
400XXX -409XXX
410XXX -419XXX
475XXX -479XXX
510XXX -519XXX
600XXX -609XXX
610XXX -619XXX
620XXX -629XXX
630XXX -639XXX
640XXX -649XXX
660XXX -669XXX
670XXX -679XXX
680XXX -689XXX
710XXX -719XXX
720XXX -729XXX
730XXX -739XXX
740XXX -749XXX
780XXX -789XXX
90XXXX
910XXX -919XXX
920XXX -929XXX
930XXX -939XXX
940XXX -946XXX
948XXX -949XXX
950XXX -959XXX
960XXX -969XXX
980XXX -989XXX
990XXX -999XXX

Posted by: Landish 5 Feb 2009, 13:29
აუ იქნებ თემის სათაური ჩაასწოროთ? თორე როცა ამ თემაზეა Last post, მაშინ ძაან არის ხოლმე ფორუმის გვერდი გაწელილი...user.gif

Posted by: Artgeo 16 Feb 2010, 22:23
ორი თვის წინ მარჯანიშვილის მეტროში საქართველოს ბანკში გადავიხადე გაზი და 50 თეთრი ამახიეს
ერთი თვის წინ გადავიხადე საქართველოს ბანკის გლდანის ფილიალში და საკომისიო 0 იყო.

სად მომატყუეს? spy.gif


მოკლედ
გაერთიანებული ტელეკომი, გაზი და სამეული (შუქი, წყალი, დასუფთავება) - საქართველოს ბანკში კომისიის გარეშე.

ახალი ქსელები სად?

Posted by: Did_Giorgi 16 Feb 2010, 22:30
Artgeo
QUOTE
სად მომატყუეს? spy.gif

არსად
ოღონდ პირიქით იქნებოდა
ერთი პერიოდი უფასო იყო გაზის გადახდა სბ-ში, მერე (ვგონებ დეკემბრიდან) 50 თეთრი გახდა yes.gif

Posted by: Artgeo 16 Feb 2010, 23:35
Did_Giorgi
QUOTE
არსად ოღონდ პირიქით იქნებოდა ერთი პერიოდი უფასო იყო გაზის გადახდა სბ-ში, მერე (ვგონებ დეკემბრიდან) 50 თეთრი გახდა yes.gif

არა, ახალ წლამდე ვიყავი. 20-25 დეკემბერი.
კომისიის გარეშე იანვრის ბოლო რიცხვები იყო.

ახალი ქსელები კომისიის გარეშე სად შემიძლია გადავიხადო?

Posted by: INA-INA 17 Feb 2010, 00:28
Artgeo

QUOTE
ახალი ქსელები კომისიის გარეშე სად შემიძლია გადავიხადო?


ატეესში smile.gif

Posted by: Artgeo 17 Feb 2010, 01:02
INA-INA
QUOTE
ატეესში smile.gif

ატეესი შორსაა smile.gif
* * *
Did_Giorgi
QUOTE
არსად ოღონდ პირიქით იქნებოდა ერთი პერიოდი უფასო იყო გაზის გადახდა სბ-ში, მერე (ვგონებ დეკემბრიდან) 50 თეთრი გახდა yes.gif

დღეს ისევ ამახიეს 50 თეთრი...

ახალი ქსელების სააბონენტო 3 ლარი გახდა... ოხუიეწ...

გაზი და ახალი ქსელები სად გადავიხადო საკომისიოს გარეშე?

Posted by: INA-INA 19 Feb 2010, 00:17
Artgeo

3 ლარი. ნაგლები. მეც ახალი ქსელები მაქვს და არც შემატყობინეს.

QUOTE
გაზი და ახალი ქსელები სად გადავიხადო საკომისიოს გარეშე?


მგონი ვერსად. ერთი ქალი იძახდა სახალხო ბანკში დგას აპარატიო და იქიდან ირიცხება საკომისიოს გარეშეო ხოდა რავი. დღეს კი ვიყავი სახალხოში დამავიწყდა ეს საკითხი გამეგო. : (

Posted by: PC_AMD 11 Nov 2015, 10:42
ყველა ახევს დღეს დენის გადავიხადე ქვითარზე წერია ნოვას აპარატებიდან საკომისოოს არ იღებსო მაგრამ მომაჭრა ფაქტია.

Posted by: JoseeeM 5 Jan 2016, 17:31
ტაოს ჰქონდა მარწყვი ბარათით უფასო მაგრამ საქ ბანკმა იყიდა და ფაფუ...



მე რაც ვიცი - თიბისის სილკის გადახდა ონლაინით უფასოა. დანარჩენები 50 თ

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)